You are on page 1of 10

რა არის სასაქონლო ფეტიშიზმი

კარლ მარქსის მიხედვით

შესავალი კარლ მარქსის ფილოსოფიაში

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი მაისურაძე

სტუდენტი : არჩილ მემარნიშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

თბილისი, 2022

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


რა არის ,,სასაქონლო ფეტიშიზმი“
კარლ მარქსის მიხედვით
მარქსის ,,სასაქოლო ფეტიშიზმის“ აღსაწერად თავდაპირველად მოკლედ
მიმოვიხილავ თუ რა არის საქონელი, მის ორად ბუნებას, სახმარ ღირებულებას და
საცვლელ ღირებულებას, შემდეგ საქონელს როგორც შეფარდებით და ეკვივალენტურ
ფორმაში, ფულს როგორც საყოველთაო ეკვივალენტს, რომელიც საქონლის
ღირებულებას გამოხატავს. წინარე ჩამოთვლილი საკითხები გასაღებია ,,სასაქონლო
ფეტიშიზმის“, რომელსაც ბოლოს შევეხები და ვრცლად, შეძლებისდაგვარად
ყოვლისმომცველად განვიხილავ, შესაბამისად არ შემიძლია მათი ანალიზის გარეშე
მსჯელობა დავიწყო პირდაპირ ,,სასაქონლო ფეტიშიზმით“. ასევე ორიოდე სიტყვით
შევეხები მის იდეებზე შემდგომში ამოზრდილ ვებერის, ზიმელის და ბენიამინის
მოსაზრებებს.
ისტორიის პერიოდიზაციისას განსხვავებულ წარმოების წეს და წარმოებით
ურთიერთობებს ვხვდებით, რომელიც დროთა სვლასთან ერთად ფორმირდება და
ვითარდება. ბურჟუაზიული წარმოების წესის საკმაო განვითარებისას მასიურად
იწარმოება საქონელი, როგორც მანამდე არასდროს და ზუსტად ამ დროს იღებს იგი
ფეტიშურ ხასიათს. საქონელი არის საგანი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის
ბუნებრივ ან სულიერ მოთხოვნილებას, რომელსაც აწარმოებს კერძო პირი მისი
საცვლელი ღირებულების გამო, რათა იგი ბაზარში გაიტანოს და სხვა ადამიანის
შექმნილ საქონელში, ან ფულად ფორმაში გადაცვალოს, რა დროსაც ეს ორი ნივთი
ერთმანეთს უპირისპირდება როგორც შეფარდებითი ფორმა და ეკვივალენტური ფორმა.
,,მხოლოდ თავისთავადი, ერთიმეორისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა კერძო შრომის
პროდუქტები უპირდაპირდებიან ერთმანეთს საქონლის სახით.“ (მარქს,
კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 58). ნივთი, რომელიც საქონლადაა ქცეული აქვს ორი
ბუნება. ნატურალური ფორმიდან ამოდის მისი სასარგებლო თვისებები, რომელიც
შეიძლება ადამიანმა თავისი მატერიალური სურვილების ან სულიერი
მოთხოვნულებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს, ესაა მისი სახმარი ღირებულება.
,,საზოგადოების იმ ფორმაში, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, სახმარი ღირებულება
იმავე დროს ნივთიერი მატარებელია საცვლელი ღირებულებისა.’’ (მარქს,
კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 51) ადამიანის ძალის, ენერგიის, კუნთების, გონებრივი
შესაძლებლობების, ნერვების ხარჯვის შედეგად მოპოვებულ ან შექმნილ 1 ნივთს,
რომელიც მთლიანობაში სასარგებლო შრომის ხარჯვის შენადედია გააჩნია გაცვლითი
ღირებულება, რამდენადაც მასში დაკრისტარებულია ადამიანის შრომა. ,,საცვლელი

1
,,სამყაროს ყოველი მოვლენა იქნება იგი გამოწვეული ადამიანის ხელით თუ ბუნების საყოველთაო
კანონებით, ნამდვილ ახალ შემოქმედებას კი არ წარმოადგენს არამედ მხოლოდ მატერიის გარდაქმნას.
ადამიანის ხელში მწერის წებოვანი გამონადენი აბრეშუმად იქცევა“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“.
1954. 59)
1
ღირებულება უწინარეს ყოვლისა წარმოგვიდგება, როგორც პროპორცია, რომლის
მიხედვით ერთი გვარეობის სახმარი ღირებულება მეორე გვარეობის სახმარ
ღირებულებებზე გაიცვლება, წარმოგვიდგება თანაფარდობად, რომლიც დროისა და
ადგილის მიხედვით მუდმივ იცვლება.“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 51)
საქონელს იმდენად გააჩნია ღირებულება, რამდენადაც მასში გამატერიალიზებულია
ადამიანის შრომა, რომელიც იზომება მასზე დახარჯული დროის ერთეულით, რაც
ადამანთა შეთანხმებით შეიძლება იყოს საათი, დღე, თვე და ა. შ. შრომა არის ის ასპექტი,
რომელიც ნათელს ფენს მთელს მსჯელობას და ხსნის იმას, თუ როგორ შეიძლება
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი ნივთი, სხვადასხვა სახმარი
ღირებულებებით ერთმანეთზე პროპორციულად გაიცვალოს. იგი ამოსავალი წერტილია
შემდგომი მსჯელობისა.
საქონელს როგორც უკვე ვახსენე აქვს გაცვლითი ღირებულება, რასაც მისი ნივთის
ნატურალური ფორმა აბსტრაქულად, ობიექტურად ატარებს, რომელსაც ადამიანი
ზუსტად ამ გაცვლითი ღირებულების გულისთვის, ქმნის ან მოიპოვებს ბუნებიდან და
არა მისი სახმარი ღირებულებისთვის, რითაც თავის მოთხოვნილებებს
2
დაიკმაყოფილებდა . აქ შეიძლება ითქვას, რომ ტილოს საცვლელ ღირებულებას
ადამიანი იყენებს, როგორც ნივთის სახმარ ღირებულებას, ხოლო ,,სახმარ
ღირებულებას, ანუ დოვლათს, ღირებულება მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ მასში
ადამიანის აბსტრაქტული შრომაა გასაგნობრივებული.“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I
ტომი“. 1954. 51).
როცა ორი კერძო პირი თავიანთ განსხვავებულ რაოდენოვრივად განსაზღვრულ
პროდუქტებს მაგალითად x ტილოს და y სერთუკს ერთმანეთს უცვლიან ამ დროს ამ
ორი საქონლიდან ერთ-ერთი გამოდის, ღირებულების შეფარდებითი ფორმით, ხოლო
მეორე ეკვივალენტური ფორმით. ამ დროს ერთი საქონელი თავისი ღირებულების
გამოხატულებას მეორე საქონლის სხეულში პოულობს, სერთუკი ეკვივალენტურ
ფორმაში თავისი ნატურალური ყოფიერებითი არსებობით გამოხატავს ტილოს
ღირებულებას. მაგალითად 20 ადლი ტილო = 1 სერთუკს ნიშნავს იმას, რომ ამ ორ
საქონელში საერთო რაოდენობის შრომაა გასაგნობრივებული. , ,მხოლოდ
სხვადასხვაგვარ საქონელთა ეკვივალენტობის გამოხატულება ამჟღავნებს ღირებულების
შემქმნელი შრომის სპეციფიკურ ხასიათს იმით, რომ მას სხვადასხვაგვარ საქონელში
მოქცეული სხვადასხვაგვარი შრომა ნამდვილად დაჰყავს მათთვის საერთოზე,
ადამიანის შრომაზე საერთოდ.“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 69). რაც შეეხება
2
როცა ნივთი საქონლის ფორმით გამოდის, ამ მდგომარეობის დასაწყისიდანვე მას ენიჭება საცვლელი
ღირებულება, რაც მასში გამატერიალიზებული შრომით, მეცნიერების განვითარების დონით, წარმოების
წესის გათალისწინებით და გარემო ფლუქტუაციებით განისაზღვრება. საცვლელი ღირებულება საქონელს
ობიექტურად აქვს იმდენად რამდენადაც ადამიანები თავისი შეთანხმებულობის საფუძველზე მას ამ
თვისებას ანიჭებენ. ,,სასაქონლო ფეტიშიზმს“ იწვევს დავიწყება ფაქტისა, რომ ნივთს ღირებულებას
ადამიანი ანიჭებს.
2
ღირებულების გამოხატულების ორ შეფარდებით ფორმას ისინი განსხვავებულ
პოლუსებს წარმოადგენენ, არ შეიძლება საქონელი ერთდროულად ორივე ფორმაში
იმყოფებოდეს. საქონლის ღირებულების სიდიდის განსაზღვისთვის საჭიროა მეორე
პროდუქტი. იგი თავისივე თავის წინაშე ვერ გამოვა ეკვივალენტური ფორმით, მისი
ღირებულება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ შეფარდებით, ანუ სხვა საქონლით.
,,საქონლის ღირებულებითი ხასიათი აქ მჟღავნდება მისი საკუთარი შეფარდებით მეორე
საქონელთან.“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 75). მაგრამ საიდან აქვს
ეკვივალენტურ ფორმაში მდგომ საქონელს ღირებულება, ნუ თუ ბუნებრივად? რა თქმა
უნდა არა. ეკვივალენტურ ფორმაში მყოფი საქონელი ღირებულებას გამოხატავს,
რამდენადაც ადამიანები ეპყრობიან მას როგორ ღირებულების მატარებელს, ხოლო
ადამიანებს გონიათ, რომ მას ღირებულება ბუნებითვე აქვს, როგორც სხვა სხეულებრივი
თვისებები, რადგან იგი თავის ნატურალურ ფორმაში ამატერიალურებს სხვა საქონლის
საცვლელ ღირებულებას. როდესაც ორი საქონელი ერთმანეთ უპირისპირდება,
ღირებულების შეფარდებით და ეკვივალენტურ ფორმაში ამ ასპექტის ნათლად
ასახსნელად მარქს მოყავს მეფისა და ქვეშევრდომების მაგალითი 3. ეს ეკვივალეტური
ფორმის რეფლექტური ბურუსი, იდუმალება მხოლოდ მაშინ გაცხადდება, როცა
საქონლის პირველად ფორმას კარგად გავაანალიზებთ. ერთმანეთისგან თვისებრივად
განსხვავებული შრომა, რომელიც ტილოს და სერთუკის შექმნისთვისაა საჭირო შეიცავს
რაიმე იგიურს, ესაა ადამიანის შრომა, რომელიც ამ ნივთებს უშუალო
გაცვლისუნარიანობას ანიჭებს.
ღირებულებითი შეფარდებითი ფორმის განვითარებას თან სდევს ეკვივალენტური
ფორმის განვითარება, საიდანაც საბოლოო ჯამში საყოველთაო ეკვივალენტური ფორმა
მიიღება. ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად მოსახერხებელი იქნება გაცვლისათვის,
რაოდენობრივად განსასაზღვრად იღებს ფულის ხასიათს, რასაც პირველყოფილური
ტომური წყობილების დროს რამე პროდუქტი ასრულებდა, შემდგომში წარმოების წესის,
წარმოებითი ურთიერთობების განვითარებისას საზოგადოებრივი შეთანხმების
საფუძველზე მეტალები4 ასრულებდნენ. ,,ის სპეციფიკური სახეობის საქონელი ახლა,
რომლის ნატურალურ ფორმას ეკვივალენტური ფორმა საზოგადოდ შეეზარდა იქცევა
ფულად საქონლად, ანუ მოქმედებს როგორც ფული“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“.
1954. 93). ამ როლის სპეციფიკური საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულება, რომელიც
საბოლოოდ ოქროს ნატურალურ სხეულს შეეზარდა ობიექტურ სიმტკიცეს ღებულობს.
ამის შედეგად ღირებულების საყოველთაო ფუნქციის შესრულება ფულად ფორმად

3
ეს კაცი მეფე მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ადამიანები ეპყრობიან მას როგორც ქვეშევრდომნი. ისინი კი,
პირიქით, ფიქორბენ, რომ ქვეშევრდომნი არიან, რადგან იგი მეფეა.
4
მეტალები, რომლებიც გამოიყენებოდა საყოველთა ეკვივალენტის სახით, ისტორიის სვლასთან ერთად
მუდმივად იცვლებოდნენ, მაგ. თავიდან იყო ბრინჯაო, რომელიც ვერცხლმა შეცვალა, და შემდგომ
ვერცხლი ოქრომ.
3
გადაიქცევა და ეს სპეციფიკური პროდუქტი ფულადი საქონლის სახით იმოქმედებს. ანუ
გამოხატავს ფასს.
ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ ,,სასაქონლო ფეტიშიზმზე’’. მარქს დასაწყისშივე
მოყავს ესეთი მაგალითი. როცა ადამიანი ხეს ფორმას უცვლის და მისგან მაგიდას
აკეთებს იგი მაინც გრძონად ნივთად რჩება, მაგრამ როგორც კი იგი საქონლის სახით
გამოდის, ის გრძობადად ზეგრძნობადი ხდება და ყველა სხვა საქონლის წინაშე
თავდაყირა დგება. საქონელს აქვს სახმარი ღირებულება, რომელიც მისი ნატურალური
ფორმით ვლინდება და საცვლელი ღირებულება, რაც აბსტრაქტულად არსებობს მასში 5.
ფეტიშური ხასიათი არ გამომდინარეობს მატერიალური ბუნებიდან, მისი ხელშესახები
ადამიანისთვის სასარგებლო თვისებებიდან, მისი ეს ხასიათი საქონლისთვის
საცვლელი ღირებულების თავისთავად მიკუთვნებიდან მომდინარეობს. როცა
ადამიანებს ავიწყდებათ, რომ პროდუქტებს საცვლელი ღირებულება ობიექტურად
თავისთავად კი არ გააჩნიათ, როგორც სხვა დანარჩენი სხეულებრივი თვისებები, არამედ
მას განსაზღვრავს გასაგნობრივებული შრომა, რომელიც მასშია მოქცეული და ის
გარემო ფლუქტუაციები, საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დრო და წარმოების
წესი რომელშიც იგი იწარმოება. ,,საქონლური ფორმის საიდულმოება მდგომარეობს
იმაში, რომ ეს ფორმა სარკეა, რომელიც ადამიანებს მათი საკუთარი შრომის
საზოგადოებრივ ხასიათს წარმოუდგენს როგორც თვით შრომის პროდუქტთა
საგნობრივ ხასიათს, როგორც ამ ნივთთა ბუნებით თანდაყოლილ თვისებებს.“ (მარქს,
კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 96). ასევე ეს ფორმა კერძო პირებს (მწარმოებლებს)
ერთგვარ ოპტიკური ილუზიის მაგვარ გამოსახულებას უქმნის და წარმოებით,
საზოგადოებრივ ურთიერთობებს წარმოუდგენს როგორც მათ გარეშე არსებულ ნივთთა
საზოგადოერბივ ურთიერთობას. ამ მომენტში საქონელი ავტონომიური ხდება და
თვითონ შედის ურთიერთობაში ასევე დამოუკიდებელ საქონელთან, ზუსტად ამ დროს
იღებს იგი ფეტიშურ ხასიათს. მათ აღარ ჭირდებათ მფლობელები, რომლებსაც ისინი
ეკუთვნიან, ადამიანების საზოგადოებრივი ურთიერთობა ნივთთა ურთიერთობის სახეს
ღებულობს, ხოლო საგანთა ურთიერთობა რაღაც ფანტასმაგორულ ფორმას.
მატერიალური საქონელი ერთმანეთში მეტაფიზიკურ კავშირს ამყარებს. ამის ანალოგია
შეგვიძლია ვნახოთ რელიგიაში სადაც ადამიანის გონის შექმნილი პროდუქტები
დამოუკიდებლები ხდებიან თითქოს სიცოცხლე სჩაბერა ვინმემ, როდესაც ჭიპლარს
გაიწყვიტენ თავიანთ შემქმნელებთან ჯერ ერთმანთთან შედიან ურთიერთობაში და
შემდეგ ადამიანებთან. ისინი ზემოქმედებენ პიროვნების ფიქრებზე,
დამოკიდებულებზე, გადაწყვეტილებებზე. ასევე ემართებათ კაპიტალისტური

5
საცვლელ ღირებულებას ადამიანები, მასზე დახარჯული შრომით, ,,არაცნობიერად“ საზოგადოებრივი
შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ. ასევე ის გარემო ფლუქტუაციები, რომელშიც ეს საქონელი
იწარმოება, როგორია შრომითი დანაწილება, წარმოების წესი, ტექნოლოგიის განვითარება განსაზღვრავს
მის ღირებულებას.
4
წარმოების წესის დროს ადამიანის ხელით შექმნილ ნივთებს, რომლებიც საქონლის
ფორმით არის ნაწარმოები. ,,საქონლის ანალიზი გვიჩვენებს, რომ იგი ფრიად უცნაური
ნივთია სავსეა მეტაფიზიკური ცნობიერებით და თეოლოგიური ახირებულობით.’’
(მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 94).
,,სასაქონლო ფეტიშიზმს’’ რაც იწვევს ესაა შრომის ის ფორმა, რომლითაც იგი
იწარმოება მთავარი მიზეზი პროდუქტის საქონლად გადაქცევის და შემდეგ მისი
ფეტიშური ხასიათისა არის ბურჟუაზიულ საზოგადოებაში არსებული კაპიტალისტური
წარმოების წესი, შრომის ის დანაწილება, რომელსაც ის ასტრუქტუირებს. კერძო პირები
თავიანთი შექმნილი პროდუქტებით შემოდიან საზოგადოებრივ ურთიერთობაში
ერთმანეთთან, რომელიც თავისმხრივ წარმოადგენს საზოგადოების ერთობლივ შრომის
რგოლს. გაცვლის მეშვეობით საზოგადოებრივ ურთიერთობაში შემოსულ ადამიანებს,
რომლებიც ამას საქონლის დახმარებით ახერხებენ, მათი კერძო შრომის
საზოგადოებრივი ურთიერთობა ეჩვენებათ როგორც ადამიანთა არაპიროვნული
საგნობრივი ურთიერთობდა და ნივთთა საზოგადოებრივი ურთიერთობა.
როცა საქონელთა წარმოება საკმაოდ განვითარდება და მათი მოთხოვნა ბაზარზე
უფრო და უფრო მატულობს, რაც კაპიტალისტური წარმოების წესის დროს ხდება,
პროდუქტების საცვლელი ღირებულება წარმოების პროცესშივეა გათვალისწინებული,
მაშასადამე სახეზე გვაქვს სასარგებლო ნივთების ორი ბუნების გახლეჩვა და
ერთმანეთისგან გათიშვა, რაც საქონლის შემთხვევაში გვაძლევს სასარგებლო ნივთად და
ღირებულება ნივთად დაქუცმაცებულ საგნებს. რაც შემდგომში საზოგადოებაში
გვაძლევს ორი სახის შრომას, პირველი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ
მოთხოვნილებას, რომელსაც საზოგადოება წარმოშობს, ხოლო მეორე მწარმოებელთა
საკუთარ მოთხოვნილებებს, იმდენად რამდენადაც ერთი სახეობის კერძო შრომის
პროდუქტი შესაძლებელია გაიცვალოს მეორე სახეობის კერძო შრომის პროდუქტში.
,,მაშასადამე, მათი კერძო შრომის საზოგადოებრივად სასარგებლო ხასიათს ასახავს
ისეთი ფორმით, რომ შრომის პროდუქტი უნდა იყოს სასარგებლო, სახელდობრ
სხვებისთვის სასარგებლო.“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 98). ადამიანები
თავიანთი კერძო შრომის პროდუქტებს უთანატოლებენ ერთმანეთს არა მხოლოდ
ერთგვაროვანი, იგივე ღირებულების მატარებელ ნივთებს, რომლებშიც ტოლი
რაოდენობის ადამიანის შრომაა გასაგნობრივებული, არამედ ისინი გაცვლის პროცესში
ერთმანეთს უთანატოლებენ საერთო ღირებულების საქონლებს, თავიანთ სხვადასხვა
შრომას როგორც ადამიანის შრომას, რასაც ისინი არაცნობიერად აკეთებენ, მათ ამის
შესახებ არაფერი იციან. ,,ღირებულება შრომის ყოველ პროდუქტს საზოგადოებრივ
იეროგლიფად აქცევს“(მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 98). ადამიანებს თავიანთი
საზოგადოებრივი ცხოვრების განმავლობაში უწევთ ამ იეროგლიფის გაშიფრვა. უნარი
სამომხმარებლო საგნების ღირებულებების დადგენისა, როგორც მარქსი ამბობს, ისევე

5
მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო, პიროვნებათა შორის საურთიერთობო საშუალებაა
როგორიც ენა.
როდესაც საქონელწარმოება საკმაოდ გამძაფრებულია, შრომის პროდუქტის
ღირებულებითი ხასიათი ღირებულებითი სიდიდის ფორმას იღებს და ეს მისი
მდგომარეობა ისე მტკიცე ხდება საზოგადოებაში, რომ მისი ფასი მერყეობს კერძო
პირების, მწარმოებლების ნება სურვილისგან დამოუკიდებლად. კონტროლის ხაზი
კამერა ობსკურასავით ტრიალდება. მწარმოებლები კი არ ზემოქმედებენ საქონლის
ღირებულებაზე და აკონტროლებენ მათ, არამედ პირიქით. ამიტომ საჭიროა იმ
ილუზიის გაფანტვა, რომელიც ხალხის თავსაა მოხვეული. თითქოს საქონელის
ღირებულების სიდიდე წმინდად შემთხვევითი იყოს, ან მას თავისთავად გააჩნდეს
საცვლელი ღირებულება. თუ შუასაუკუნეებში დავბრუნდებით დავინახავთ, რომ
შრომის პროდუქტს არ სჭირდება ფანტასტიკური ფორმის მიღება, რადგან აქ ყველაფერი
ცხადი და კონტროლირებადია, ერთმანეთზეა დამოკიდებული. წარმოების წესის და
წარმოებითი, საზოგადოებრივი ურთიერთობების საფუძველი პიროვნული
დამოკიდებულებაა. ყმას მოყავს მოსავალი, აქედან ნაწილს სამეათედოს აძლევს, ნაწილს
ხუცესს. ,,სხვადასხვა პირთა საზოგადოებრივი ურთიერთობა მათს შრომაში ვლინდება
აქ სწორედ როგორც მათი საკუთარი პიროვნული ურთიერთობა და არ არის გახვეული
ნივთების, შრომის პროდუქტების, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამოსელში.“
(მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 103). კაპიტალისტური წარმოების წესი არის ის
მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს, შრომის პროდუქტის რეალობისგან განსხვავებული,
ფატნასტიკური ფორმის შექმნას. თუ ამის შეცვლა გვსურს, უნდა შევცვალოთ შრომითი
დანაწილება და წარმოების ის ფორმა, რომელშიც ეს შრომა ნაწილდება.
,,სასაქონლო ფეტიშიზმი“ არის მოვლენა, რომელიც თან სდევს ბურჟუაზიული
წარმოების წესის განვითარებას, მასთან ერთად იხვეწება და უფრო და უფრო
შეუმჩნეველი ხდება. მისი ყველაზე კარგი ანალოგია, როგორც უკვე ვახსენე შეგვიძლია
რელიგიაში გამოვნახოთ. როგორც რელიგიური ქმნილებები, რომელებიც ადამიანის
გონების მიერ არიან შექმნილი ხდებიან დამოუკიდებლები და გარკვეულ
ურთიერთობაში იმყოფებიან ერთმანეთთან და ადამიანებთანაც. ისევე ხდება ადამიანის
შრომის პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც საქონლის ფორმით გამოდის
საზოგადოებრივ ასპარეზზე. სამომხმარებლო საზოგადოებისთვის, რომლის
საზოგადოებრივი წარმოებითი ურთიერთობა, გამოიხატება საქონლის გაცვლის დროს
მისი ღირებულების სიდიდის ფანტასმაგორული, ზებუნებრივი ასპექტის ნატურალურ
საგნობრივ ფორმისთვის მიკერებით ,,ქრისტიანობა, მისი აბსტრაქტული ადამიანის
კულტით, განსაკუთრებით მისი განვითარების ბურჟუაზიულ საფეხურზე,
პროტესტანტიზმით, დეიზმით და სხვა ყველაზე შესაფერისი რელიგიური ფორმაა.“
(მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 105).

6
ფული, რომელიც საზოგადოებრივი შეთანხმების საფუძველზე წარმოადგენს
საყოველთაო ეკვივალენტს და გამოხატავს საქონლის ღირებულებას, ანუ მის ფასს,
შესაბამისადვე თავისი სხეულით გამოხატავს მის ღირებულებას. იმ საზოგადოებრივ
პირობებში, რომელშიც ჩვენ უნდა განვიხილოთ ისიც, როგორც საქონელი იღებს
ფეტიშურ ხასიათს. ადამიანებს გონიათ, რომ ფული მასთან ურთიერთობაში შესულ
საქონელ ათანატოლებს, რადგან ფიქრობენ, რომ ფული თავად არის გაცვლითი
ღირებულება, შესაბამისად მას ,,ზებუნებრივ“ თვისებებს მიაწერენ, სინამდვილეში კი
პირიქითაა. რადგან მწარმოებლების შრომის პროდუქტებში გამატერიალიზებულია
ადმიანის შრომა, მათი კუნთების, ენერგიის, ნერვების, და ძალის ხარჯვა, ზუსტად
ამიტომ არის შესაძლებელი ორი განსხვავებული ნივთის ღირებულების საყოველთაო
ეკვივალტად ერთი სპეციფიკური საგანი ავიღოთ და იმით გამოვხატოთ მათი ფასი 6.
ფეტიშიზმის მთავრი ნიშა არის, ის რომ საქონლის ან ფულის პრაქტიკულ ღირებულებას
მათ დანიშნულებას გადაფარავს მათი აბსტრაქტული შინაარსი, რომლის გაკერპებაც
ხდება. პროფანული ნივთები საკრალური სუდარით იმოსება, რომლის წინაშეც ადამიანს
უწევს თაყვანისცემა. სეკულარიზებულ საზოგადოებაში პიროვნება ნივთს ყიდულობს
არ მისი სასარგებლო თვისებების გამო, არამედ მასში არსებული ,,ზებუნებრივი“
აურისთვის, რომელიც მას აგრძნობინებს, რომ იგი ამ ნივთთან ერთად უფრო მეტი
ვიდრე მის გარეშე. ასევე ხდება ფულის შემთხვევაში. ამ უკანასკნელს აგროვებენ არა
მისი სახმარი ღირებულებისათვის, რითიც შესაძლებელია სხვა საჭირო პროდუქტის
შეძენა, არამედ თაყვანისცემისთვის, იგი ამ შემთხვევაში ადამიანისთვის ღმერთად
იქცევა7.
მაქს ვებერი იყო პირველი ის ფილოსოფოსი ვინც კაპიტალიზმში რელიგიური ეთოსი
დაინახა, რასაც იგი პროტენსტანტიზმის სულის ჩამდგმელ მარტინ ლუთერს მიაწერს, ამ
უკანასკნელმა თქვა, რომ ადამიანის ,,ცხონება“ არა მის სასულიერო ან განსაკუთრებული
საქმიანობის შესრულებაშია, არამედ მიწიერ ვალდებულებებში, იმ პროფესიის კარგად
ათვისაბასა და შესრულებაში, რომელსაც თითონ ირჩევს. ამ პარადიგმამ
საზოგადოებრივ შრომით ურთიერთობებში საკრალური ელემენტის შემოტანით შეძლო
წარმოების წესის და წარმოებითი ურთიერთობების შემდეგ კაპიტალიზმში საქონლის
ფეტიშური ხასიათის სახით გამოვლენილიყო.
მარქსი ამბობს, რომ საქონელს გააჩნია მეტაფიზიკური ცნობიერება და თეოლოგიური
ახირებულობა, მაგრამ ამ მოსაზრებას ერთეული ნივთებიდან მთლიან კაპიტალისტურ
წარმოების წესსზე აღარ აფართოებს, რაც ვალტერ ბენიამინმა გააკეათა. სავარაუდოა,
რომ მას ისტორიულ, საზოგადოებრივ, კულტურული ზღუდე არ აძლევს ამის
6
ფული არის საქონლის იმანენტური ღირებულების, ანუ სამუშაო დროის აუცილებელი გამოხატულების
ფორმა.
7
ფულის ღმერთად გადაქცევის იდეა ეკუთვნის გერმანელ ფილოსოფოს გეორგ ზიმელს. „ისე, როგორც
ღმერთი სარწმუნოებაში, ასევეა ფული კონკრეტულ ფორმაში უზენაესი აბსტრაქცია, რომელთანაც
პრაქტიკული გონება ამაღლებულია“.
7
საშუალებას, როგორც არისტოტელეს შემთხვევაში იყო 8. ბენიამინი კი გვთავაზობს
მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც კაპიტალიზმი თავად არის რელიგია, რადგან იგი
ასრულებს იმ ფუნქციას რაც ამ უკანასკნელს უნდა შეესრულებინა, კერძოც ცოდვის
გამოსყიდვას. მაგრამ სამომხმარებლო საზოგადოების რელიგიური განწმენდა რაც
შეიძლება მეტი ვალის აღებაში და საქონლის შეძენაში მდგომარეობს. ამ საზოგადოებაში
ღმერთი არაა ტრანსცენდენტალური, ის ადამიანთა საგნობრივი ურთიერთობის
მომენტში აქ და ახლა საქონელთა საზოგადოებრივ ფერხულშია ჩაბული, რა დროსაც
ხდება პროფანულისა და საკრალულის ერთმანეთში აღრევა. სამომხმარებლო
პროდუქტები არიან საკრალური აურის მატარებლები, რომლის ყიდვის შემთხვევაშიც
თავიანთ მფლობელს ,,ამაღლებულობისკენ“ ,,გაღმერთებისკენ“ მიაქანებენ და
არწმუნებენ, რომ ახლა ისინი განსაკუთრებულები არიან, რადგან მათ გააჩნიათ ის
ნივთი რაც სხვას არ აქვს. ადამიანის შრომის ნაყოფი, რომელიც აკონტროლებს თვით ამ
პიროვნებათა ურთიერთობებს, სურვილებს, დამოკიდებულებებს ხდება ფეტიშური
ხასიათის.

8
არისტოტელემ ვერ დაინახა ადამიანის შექმნილი პროდუქტის გამათანატოლებელი ის ასპექტი
საქონლის ღირებულება, რომელსაც ადამიანის შრომა წარმოადგენს, რადგან მას ხელს უშლიდა
ისტორიულ-საზოგადოებრივი ზღუდე.
8
ბიბლიოგრაფია
მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. თბილისი : საქართველოს სსრ სახელმწიფო
გამომცემლობა.
ბალიბარი, ეტიერ. ,,მარქსის ფილოსოფია“. 2016. თბილისი : ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like