You are on page 1of 4

სოფისტები

სიტყვა ‘სოფისტი’ დაკავშირებულია სიტყვებთან ‘სოფოს’ (ბრძენი), ‘სოფია’ (სიბრძნე). ‘სოფისტი’


თავდაპირველად იგივეს ნიშნავდა, რასაც ‘ბრძენი’, დღეს გავრცელებული ძირითადი
მნიშვნელობით კი ‘სოფისტი’ იხმარება იმ ადამიანის სახელად, რომელიც რაღაც აზრის
დასამტკიცებლად ენობრივ მაქინაციებს ეწევა, განზრახ უშვებს არგუმენტაციაში შეცდომას, რომ
მოწინააღმდეგე დააბნიოს და კამათში გაიმარჯვოს.1

ტერმინმა ‘სოფისტმა’ დროთა განმავლობაში შემდეგი ტრანსფორმაცია განიცადა: ა)


კონკრეტული ხელოვნების ცოდნა, ოსტატობა/დაოსტატება; ბ) პრაქტიკული ან პოლიტიკური
გონიერება/გამჭრიახობა; დ) მეცნიერული, თეორიული ან ფილოსოფიური სიბრძნე; ასევე, ეს
მნიშვნელობაც აქვს ავტორიტეტულ ლექსიკონებში: (დ) ‘სოფისტი არის ადამიანი, რომელიც
ასწავლის გრამატიკას, მათემატიკას და რიტორიკას და სანაცვლოდ იღებს ფულს’.

ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევრიდან სოფისტებად იწოდება მასწავლებელთა ის კლასი, რომლის


წარმომადგენლებიც ფულს ითხოვდნენ სიქველის სწავლებაში, რაც (სიქველე), არსებითად,
საუბრის, უფრო ზუსტად, კამათის, ერისტიკის (შეწინააღმდეგების) ხელოვნებაზე დაჰყავდათ.
თეორიულად და პრაქტიკულად ამუშავებდნენ რეტორიკის საკითხებს, ქმნიდნენ პოლიტიკურ და
საკანონმდებლო სიტყვებს. სწორედ მათ მოღვაწეობას უკავშირდება ‘სოფისტის’ ნეგატიური
მნიშვნელობა (სოფისტების სახელის, ასე ვთქვათ, დისკრედიტაცია ძირითადად პლატონისა და
არისტოტელეს ‘დამსახურებაა’).

ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები


მოხდა საბერძნეთში. ამ დროს დასრულდა სპარსელთა შემოტევები, ბერძნებს მიეცათ
‘მოსვენების’, პოლისის მშვიდად მართვის საშუალება, დამყარდა დემოკრატია. ამ პირობებში
მეტი თავისუფლება მიეცა პიროვნებას. ინტენსიური სახე მიიღო სახალხო კრებებმა, რამაც
გამოიწვია რეტორიკის/მჭევრმეტყველების განვითარება. საჭირო გახდა პიროვნების
განათლება, რათა ის ყოფილიყო თავისუფალი და შეძლებოდა პოლისის მართვაში
მონაწილეობის მიღება. სოფისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სახელმწიფო მოღვაწეების
მომზადება იყო. ისინი ითვლებიან პედაგოგიკის ფუძემდებლებად. ამ აზრით, სოფისტები
‘განმანათლებლები’ და ‘ჰუმანისტები’ არიან. ციცერონის ცნობილი ნათქვამი, რომ სოკრატემ
ფილოსოფია ციდან მიწაზე ჩამოიყვანა (ანუ, კოსმოლოგიური პრობლემატიკა ეთიკურ-
ანთროპოლოგიურით ჩაანაცვლა), სოფისტებზეც არანაკლებ შეგვიძლია განვავრცოთ,
‘ადამიანისკენ შემობრუნების’ საქმეში მათი წვლილიც არაა უმნიშვნელო.

სოფისტები წარმოშობით ბერძნული სამყაროს სხვადასხვა რეგიონიდან არიან (ხშირად,


დაბალი საზოგადოებრივი ფენიდან) და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქალაქიდან ქალაქში
მოგზაურობენ და ავრცელებენ თავიანთ სწავლებას, თითოეული მათგანისთვის მთავარი

1
მაგ. ცნობილი სოფიზმია: ‘რაც არ დაგიკარგავს, გაქვს. რქები არ დაგიკარგავს. ე.ი. რქები გაქვს’.
სამოღვაწეო ადგილი ათენი იყო. მოკლედ, სოფისტური მოძრაობა უმთავრესად პერიკლეს
დროს ათენში გატარებულმა რეფორმებმა და ამ რეფორმების შედეგად შექმნილმა ვითარებამ
განაპირობა.

არ არსებობდა სოფისტთა ერთიანი სკოლა, სოფისტები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ


ინტერესების სფეროთი, შეხედულებებითა და საქმიანობებით, მაგრამ საერთო ნიშანი ჰქონდათ
ის, რომ ასწავლიდნენ, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი აზრის ჭეშმარიტების დამტკიცება
მსჯელობით, რასაც უკავშირდება სოფისტური სუბიექტივიზმი და რელატივიზმი. სოფისტები
ასწავლიან, რომ ობიექტური სამყარო (თუ ის საერთოდ არსებობს) შეუცნობელია. ჭეშმარიტება
ფარდობითია და დამოკიდებულია გარემო პირობებზე, დროზე, ადგილსა და ცალკეულ
ადამიანზე. სოფისტების გნოსეოლოგიური რელატივიზმი (ანუ, ის, რომ ‘ჭეშმარიტება
ფარდობითია’, სინამდვილე ჩემთვის ისეთია, როგორიც მე მგონია, სხვისთვის - როგორიც მას
ჰგონია) განაპირობებდა ეთიკურ რელატივიზმს, რომლის მიხედვითაც არ არსებობს სიკეთისა
და ბოროტების განსაზღვრის ობიექტური კრიტერიუმები. როგორც ჭეშმარიტება არის ის რაც შენ
გეჩვენება, რომ ჭეშმარიტია, ასევე სიკეთე არის ის, რაც შენ(თვის) სასარგებლო გგონია.2

სოფისტების ერთიანი სკოლა არ არსებობდა (ყველა ‘ინდივიდუალისტი’ იყო), მაგრამ მაინც


აჯგუფებენ მათ ორად - უფროსი თაობის სოფისტები და უმცროსი თაობის სოფისტები. უფროსი
თაობის სოფისტები არიან: პროტაგორა, გორგიასი, პროდიკოს კეოსელი, რომელიც
დაინტერესებული იყო ლინგვისტური საკითხებით. მას ეკუთვნის ნაშრომი სინონიმიკის, ანუ
მსგავსი მნიშვნელობის სიტყვების გარჩევის შესახებ, ჰიპიას ელისელი, რომელიც ცნობილი
ყოფილა მნემონიკის, ანუ მეხსიერების ხელოვნების სწავლებით. უმცროსი თაობის სოფისტები კი
იყვნენ, მაგალითად, თრასიმაქე, კალიკლესი, კრიტიასი, ევთიდემოსი...

პროტაგორა (490-421)
პროტაგორა წარმოშობით ქალაქ აბდერადან იყო3. გადმოცემის თანახმად, ის დემოკრიტეს
მოწაფე ყოფილა4. პლატონის თქმით, პროტაგორა იყო პირველი, ვისაც სოფისტი უწოდეს და

2
ეს რელატივიზმი (ონტოლოგიური - ანუ, თავისთავად რაიმე არის თუ არა; გნოსეოლოგიური - რაიმე
განსაზღვრულად, დამუიკიდებლად ჭეშმარიტია თუ არა; ეთიკური - რაიმე თავისთავად სიკეთე არის თუ
არა) განასხვავებს სოკრატეს სოფისტებისგან. სოკრატე (ისევე როგორც პლატონი და არისტოტელე)
მიიჩნევს, რომ არსებობს თავისთავადი, დამოუკიდებელი რეალობა და ყველაფერი არაა დამოკიდებული
ვინმეს სუბიექტურ აღქმა/შეხედულებაზე. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ სოკრატე გარეგნულად,
მოღვაწეობის ფორმით (სოკრატეც ხომ ‘კამათითაა’ დაკავებული ძირითადად) ძალიან ჰგავს სოფისტებს,
ეს უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა მასა და სოფისტებს შორის. ნუ, სოკრატე რომ ‘არ ასწავლიდა’ და
ფულს არ იღებდა, ეს განსხვავებაც მნიშვნელოვანია.
3
ერთ შუა საუკუნეების ენციკლოპედიაში წერია, რომ აბდერაში სულელები იბადებიანო (დემოკრიტესა და
პროტაგორას გამო), რადგან შუა საუკუნეების ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის მიუღებელი იყო
დემოკრიტეს ‘მატერიალიზმიცა’ და პროტაგორას ‘სუბიექტივიზმიც’.
4
ერთი ცნობის თანახმად, დემოკრიტემ დაინახა ვიღაც მუშა, რომელიც ისე მოხერხებულად ალაგებდა
ზურგზე გადასატან შეშას, რომ მისით დაინტერესდა. მუშასთან მოკლე საუბრით დარწმუნდა, რომ მის წინ
განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი იდგა და თავის მოსწავლედ აიყვანა ეს უბრალო მუშა, რომელიც
ვინც სწავლებაში გასამრჯელო აიღო; ანუ, პროტაგორამ დაიწყო თავისი თეორიული ცოდნა
გამოეყენებინა პრაქტიკაში, პირველმა დაიწყო საჯაროდ ფასიანი ლექციების კითხვა
საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში. მას ბევრი მსმენელი და მოსწავლე ჰყავდა5. პლატონი
წერს, როგორი დიდი ყურადღებით ეკიდებოდნენ პროტაგორას ათენის გამოჩენილი
მოღვაწეები6. პროტაგორას თავისი ლექციებით უფრო დიდი ქონება შეუძენია, ვიდრე მოქანდაკე
ფიდიასს თავისი საქმიანობით.

პროტაგორას უმთავრესი დებულებაა: ‘ადამიანია ყველაფრის საზომი, არსებულთა, რომ ისინი


არსებობენ და არარსებულთა, რომ ისინი არ არსებობენ’. პროტაგორას აზრით, ყოველი საგანი
ჩემთვის არის ისეთი, როგორიც მე მეჩვენება, შენთვის კი ისეთი, როგორიც შენ გეჩვენება.
ადამიანები ვართ მეც და შენც. ყოველივეს ‘საზომი’ არის ინდივიდუალური ადამიანი, ანუ, არ
არსებობს ყველასათვის სავალდებულო ერთი საზომი. არც ერთი ჩვენ მიერ
აღქმული/შეცნობილი თვისება საგნისა არ არსებობს თავისთავად, არამედ ყოველი მათგანი
არსებობს ვინმესთვის ან ვინმესთან მიმართებით (ანუ, რელატიურია). ყველა აზრი ერთნაირად
ჭეშმარიტია. თუმცა, პროტაგორას შეხედულებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აზრებს შორის არ
არის განსხვავება ღირებულებაში. ოღონდ ეს განსხვავება არის არა თეორიული, არამედ
პრაქტიკული. კარგია ის წარმოდგენა, რომელიც სასარგებლოა ადამიანისთვის, ვინაიდან,
ყოველი კარგი სარგებლობით განისაზღვრება. პროტაგორა ამბობს: „კარგი ის არის, რაც
სასარგებლოა ადამიანებისთვის“.

ყველა აზრი (ერთნაირად) ჭეშმარიტი კი არის, მაგრამ ურთიერთსაპირისპირო აზრების


შეჯახებისას, კამათისას საჭიროა მტკიცება. კამათში რომ გაიმარჯვო, შენი აზრი რომ დაუმტკიცო
მოწინააღმდეგეს (და ‘მსმენელს’), საჭიროა მჭევრმეტყველება7. რეტორიკა ასწავლის იმას,

შემდეგ უდიდეს სოფისტად იქცა. პ.ს. აუცილებლად შეადარეთ დემოკრიტესა და პროტაგორას დაბადების
წლები :- )
5
პროტაგორას მოწაფეებიდან გამორჩეულები ყოფილან თეოდოროსი (რომელიც პლატონის
დიალოგებში მონაწილეობს, მაგ. ‘თეეტეტოსი’, ‘სოფისტი’) და ქსენიადე კორინთელი. ეს ქსენიადე
კორინთელი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მისი და პროტაგორას ნააზრევის განხილვის შედეგად
აყალიბებს არისტოტელე აზროვნების კანონებს (ორფასობის პრინციპს) თავის ‘მეტაფიზიკაში’ (მეოთხე
წიგნი, მერვე თავი).
6
პლუტარქეს უწერია, რომ პერიკლე და პროტაგორა მთელი დღე კამათობდნენ იმაზე, ერთმა
პენტათლოსმა შემთხვევით ნასროლი შუბით ფარსალიელი ეპიტიმიოსი რომ მოკლა, ამ გარემოებისთვის
რომელია უფრო ზუსტი დასკვნა, ვინ/რა უნდა ჩავთვალოდ მთავარ მიზეზად დანაშაულის - პენტათლოსი,
შუბი თუ შეჯიბრის მომწყობი. (ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება რომელიმე დეტალს ვურევდე, ვერ
მოვახერხე გადამოწმება. ისე, ის კი მახსოვს, რომ პლუტარქეს ეს ‘რჩეულ ბიოგრაფიებში’ უწერია,
პერიკლეს შესახებ სადაც წერს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ :- ) მ.მ.).
7
პროტაგორა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეტორ-სოფისტი იყო. სამწუხაროდ, მისი ნაწერები არ
შემორჩა. მას დაწერილი ჰქონია „ერისტიკის ხელოვნება’, ‘მეცნიერებათა შესახებ’, ‘სახელმწიფოს
შესახებ’, ‘სიქველეთა შესახებ’, ‘ანტილოგიები’ (ურთიერთგამომრიცხველი სიტყვები); (ალბათ
მჭევრმეტყველების სწავლების გამო) მას აქვს მნიშვნელოვანი დაკვირვებები ბერძნული სიტყვების
ეტიმოლოგიაზე. მას პირველს მოხდენია მეტყველების ნაწილების კლასიფიკაცია, მაგ. განუსხვავებია
ერთმანეთისაგან ‘ზმნა’ და ‘სახელი’.
როგორ შეგიძლია მოკამათის დამარცხება, მასზე გავლენის მოხდენა. პროტაგორასთვის
მჭევრმეტყველსა და ფილოსოფოსს შორის საზღვარი წაშლილია. პროტაგორა ამბობს:
„სწორედ იმას ვუწოდებ ბრძენს, ვისაც შეუძლია კარგად მოაჩვენოს და კარგად აქციოს ის, რაც
ვინმე ჩვენგანს ცუდად ეჩვენება და რაც ცუდია მისთვის“.

გორგიას ლეონტინელი (483-375/372) !


პროტაგორას გარდა, გამორჩეული სოფისტია გორგიასი, წარმოშობით ქალაქ ლეონტინიდან
(სიცილიაშია). ძველი წყაროები მას თვლიან ემპედოკლეს მოწაფედ. გორგიასი კარგად
იცნობდა ელეატური სკოლის ფილოსოფიას. მის ნაწერებში საკმაოდ კარგად იგრძნობა
პარმენიდესეული და ძენონისეული მსჯელობის ფორმა. 427 წელს ლეონტინის მოქალაქეებს
გორგიასი გაუგზავნიათ ათენში, რომ დახმარება ეთხოვა მათთვის სირაკუზელების წინააღმდეგ.
ათენში გორგიასს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია თავისი მჭევრმეტყველებით. პროტაგორას
მსგავსად, დაუწყია ფასიანი ლექციების კითხვა და დიდი ქონება მოუგროვებია.8

გორგიასს დაუწერია „ბუნების, ანუ არარსებულის შესახებ“9, რომელშიც ის ამტიცებდა სამ


დებულებას:
1. არაფერი (არც არსებული, არც არარსებული) არ არსებობს;

2. რაიმე რომ არსებობდეს, მისი შეცნობა შეუძლებელი იქნებოდა;

3. არსებულის შეცნობა შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, ჩვენს ცოდნას სხვას ვერ


გადავცემდით/ვერ გავუზიარებდით.10


8
ერთი ცნობის მიხედვით, იმხელა ქონება შეუძენია გორგიასს თავისი ფასიანი ‘ლექციებით’, რომ ერთ-
ერთი ტაძრისთვის თავის ოქროს ქანდაკება შეუწირია (არცთუ ისე მცირე ზომის).
9
ამ ნაშრომის ძირითადი დებულებები შემონახულია სექსტუს ემპირიკოსის თხზულებაში. სრულად და
დამოუკიდებელი სახით გორგიასის ამ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. სამაგიეროდ, შემორჩენილია მის
მიერ დაწერილი ‘ელენეს ქება’ (ტროელი ელენეს), რომელიც არის კარგი ნიმუში ორატორული სიტყვის
და სადაც ჩანს სოფისტების დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ.
10
ვისაც გაინტერესებთ როგორ ამტკიცებდა გორგიასი ამ დებულებებს, შეგიძლიათ საპრეზენტაციო თემად
აიღოთ ეგ საკითხი.

You might also like