You are on page 1of 2

პარმენიდე

პარმენიდე იყო ქალაქ ელეადან. იგი ითვლება ქსენოფანე კოლოფონელის1 მოსწავლედ და


ძენონ ელეელის მასწავლებლად. პარმენიდეს დაუწერია პოემა იმდროისთვის ტრადიციული
სათაურით „ბუნების შესახებ“, რომელიც შედგებოდა შესავლისა და 2 მთავარი ნაწილისაგან 2.
ცოდნისკენ მსწრაფველ ახალგაზრდას ჰელეადები (მზის ასულნი) მიაქროლებენ
ქალღმერთისკენ. ქალღმერთი ახალგაზრდას უამბობს, რომ არის ორი გზა - ჭეშმარიტებისა
(‘ალეთეია) და მოჩვენების (‘დოქსა’). დოქსას გზით დადიან გრძნობებს დამონებულნი, ბრბოს
წარმომადგენელნი, ჭეშმარიტებისკენ ვინც ისწრაფვის მან ამ გზის სანაცვლოდ ძნელი და
ვიწრო გზა უნდა არჩიოს. პირველი, ალეთეიას გზის მაჩვენებელი არის ორი დებულება - „რაც
არის, ის არის“3 და „რაც არ არის, ის არ არის“. მოჩვენების გზის დებულებები კი ესენია: „რაც
არის, ის არ არის“4 და „რაც არ არის, ის არის“.

პარმენიდე, ქსენოფანე კოლოფონელის მსგავსად, უარყოფდა ბუნების (ისეთის ფიზიკური


რეალობის, როგორსაც ჩვენ აღვიქვამთ ჩვენი შეგრძნებებით) არსებობას. პარმენიდეს სიახლე
ამ მოსაზრების დასაბუთებაშია. ბუნება არ არის, რადგან არ არსებობს სიმრავლე. სიმრავლე კი
იმიტომ არ არსებობს, რომ არ არსებობს არარაობა/არ-არსებულობა. სწორედ ეს არარაობა (არ-
არსებულობა) ქმნის სიმრავლეს. თუ არის სიმრავლე, მაშინ სიმრავლის ერთეულებს შორის
უნდა იყოს საზღვარი. ეს ერთეული არის რაღაც, საზღვარი კი არის ამ რაღაცის ‘უარყოფა’. თუ
ერთეული არის ‘არსებული’, მაშინ მისი საზღვარი იქნება ‘არარსებობა’. ანუ, არსებულებს
ერთმანეთისგან არარსებობა უნდა ჰყოფდეთ. არარსებობის/არარაობის გარეშე სიმრავლე
შეუძლებელია. მაგრამ, რადგან არარსებობა არ არსებობს (‘ალეთეიას’ დებულება), არ არსებობს
სიმრავლეც (ანუ, არ არსებობს ჩვენს მიერ აღქმული მრავალფეროვნება ბუნებისა). აქედან
გამომდინარე, პარმენიდეს აზრით არსებული არის ერთი. იგი არაა ნაკლოვანი (რადგან
ნაკლოვანება გულისხმობს ‘არარას’ ქონას), სრული და უნაკლოა. იგი უცვლელია, არ
წარმოიშობა და არ ისპობა, მარადიულია. მისთვის არაა ‘უწინ’, ‘ახლა’ ან ‘შემდგომ’ (ანუ, არ
არის დროში), არც სივრცეშია განფენილი, არ მოძრაობს, თვითიგივეობრივია, არ აქვს
საზღვარი, არ არის უსასრულო5. ასეთია პარმენიდესეული აღწერა არსებულისა.

როდესაც არისტოტელე განასხვავებს პარმენიდესა და იონიელი ფილოსოფოსების (თალესი,


ანაქსიმანდრე, ანაქსიმენე...) ნააზრევს, წერს, რომ იონიელები იკვლევდნენ საგანთა არსს
მასალის/ნივთიერების/ჰიულეს მიხედვით, პარმენიდე კი იძებს საგანთა არსს ‘აზრის

1
ქსენოფანე ერთ-ერთი პირველია ბერძენ ფილოსოფოსებში, რომელიც აკრიტიკებდა
ანთროპომორფისტულ წარმოდგენას ღმერთებზე (‘ანთროპოს’ - ადამიანი; ‘მორფე’ - სახე, ფორმა)
2
პოემას სრული სახით არ მოუღწევია ჩვენამდე, თუმცა, შესავალი და ‘პირველი ნაწილი’ მეტ-ნაკლებად
სრული სახითაა შემორჩენილი.
3
ეს ფრაზა შეიძლება ასეც ითარგმნოს - ‘არსებობა არის’ ან ‘არსებული არის/არსებობს’
4
„არის არარსებობა/არარსებული“
5
როგორც პარმენიდე წერს, ‘შეკრულია აუცილებლობით’. პარმენიდე ამ არსზე ამბობს, რომ სფეროა,
თუმცა, ალბათ, არა-ფიზიკური აზრით უნდა იქნეს ეს გაგებული.
მიხედვით’ (‘კატა ტონ ლოგონ’). პარმენიდემ ბერძნები აბსტრაქტული აზროვნების გზაზე
გაიყვანა, აზროვნება გრძნობად აღქმაზე მაღლა დააყენა.6

რამდენიმე ფრაგმენტი პარმენიდეს პოემიდან:


„არარსებობას ვერც შეიცნობ და ვერც გამოთქვამ“
„ერთი და იგივეა აზროვნება და არსებობა“

6
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის აზროვნებაში ჯერ კიდევ არაა მკაფიოდ ერთმანეთისგან
გამიჯნული ‘მატერიალური’ და ‘არა-მეტერიალური’, გრძნობადი და გონითსაწვდომი. პარმენიდეს
ენაც, მიუხედავად იმისა, რომ პარმენიდე პირველია, ვინც აზრისმიერად აფიქსირებს ამ განსხვავებებს,
არაა ‘გაწმენდილი’ გრძნობადი მეტაფორენისგან. ჯერ არაა ჩამოყალიბებული ცნებითი აპარატი.

You might also like