You are on page 1of 28

ლექცია I

რა არის
„კულტურული
ანთროპოლოგია“?

მოცემულ თავში კულტურული

ანთროპოლოგიის და მისი მთავარი იდეის -

კულტურის შესახებ მოგითხრობთ. მოკლედ

მოგიყვებით, როგორ გაჩნდა ეს დარგი, რას

შეისწავლის, რა განასხვავებს სხვა

მეცნიერებებისგან, რაშია მისი მთავარი ხიბლი

და რაც მთავარია, როგორ სწავლობს ის თავისი

ინტერესის საგანს - ადამიანს, კულტურასა და

საზოგადოებას.

როგორც ამ, ისე - ყველა მომდევნო რიდერის

ადაპტაციისას გაწეული დახმარებისთვის

მადლობას ვუხდი ყოფილ სტუდენტებს, ახლა

უკვე კოლეგებს - გიორგი გოგინაშვილს და ანა

მახარაძეს.
მცირე შესავალი

ანთროპოლოგიის შესწავლა ისეთი მოგზაურობის დაწყებას ჰგავს, დაგეგმილზე უფრო


ხანგრძლივი რომ აღმოჩნდება - ბილიკი ზოგჯერ გაცილებით უსწორმასწორო და მიხვეულ-
მოხვეული გამოდგება ხოლმე, ვიდრე ეს რუკაზე ჩანდა, გზად კი ათას საინტერესო
მოულოდნელობას და თავგადასავალს ვაწყდებით. ამ გზას მოგზაური ამაზონის წვიმიანი
ტროპიკული ტყეებიდან - არქტიკის ცივ ნახევარუდაბნომდე მიჰყავს; ჩრდილოეთ ლონდონის
ქუჩებიდან - საჰელის მიწურებამდე; ინდონეზიის ბრინჯის ველებიდან კი - აფრიკულ
ქალაქებამდე.

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის 1 ინტერესის სფერო საზოგადოებაა - ერთი


მხრივ, ეს დარგი ცდილობს, შეისწავლოს, რა განახვავებს ერთ საზოგადოებას მეორისაგან, მეორე
მხრივ კი საზოგადებრივი ცხოვრების იმ ასპექტების გაგებას ცდილობს, რომლებიც კაცობრიობის
ყველა წარმომადგენელსა და ყველა საზოგადოებას აერთიანებს. ამრიგად, ის უნივერსალურსა
და სპეციფიკურს შორის მერყეობს.

ანთროპოლოგიის ინტერესთა სფერო ფართოა - ანთროპოლოგებს ხშირად ერთმანეთისგან


სრულიად განსხვავებული საკითხები აინტერესებთ. თუმცა, მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, ის
მიდგომაა, რომელსაც საზოგადოებების შიგნით და საზოგადოებებს შორის არსებული
მიმართებების დასადგენად იყენებენ. თუ გსურთ გაიგოთ, თუ რატომ სჯერა გრძნეულების
ცენტრალური აფრიკის აზანდეს ხალხს (the Azande) (და რატომ აღარ სჯერა ევროპელთა
უმეტესობას), რატომ არის ბრაზილიაში შვედეთთან შედარებით უფრო დიდი სოციალური
უთანასწორობა, როგორ იცილებს თავიდან ეთნიკურ კონფლიქტს მავრიკიის ეთნიკურად რთული,
მჭიდროდ დასახლებული კუნძულის მოსახლეობა, ან როგორ შეიცვალა ინუიტების ცხოვრების
ტრადიციული წესი ბოლო ათწლეულებში; თუ დაინტერესებული ხართ რელიგიის, ბავშვის
აღზრდის, პოლიტიკური ძალაუფლების, ეკონომიკური ცხოვრების, გენდერის, დასაქმების ან
კლიმატის ცვლილების შესწავლით, თამამად შეგიძლიათ ანთროპოლოგიურ ლიტერატურას
მიმართოთ. სოციალური და კულტურული ანთროპოლოგებისთვის საზოგადოებრივი ყოფის
სხვადასხვა ასპექტებს შორის კავშირების დადგენის მთავარი გზა ადგილობრივი ცხოვრების

1ბრიტანულ წყაროებში ამ დარგს უფრო ხშირად „სოციალური ანთროპოლოგიის“ სახელით შეხვდებით, ამერიკულ ლიტერატურაში
კი - „კულტურული ანთროპოლოგიის“. ორაზროვნება თავიდან რომ ავიცილოთ, ჩვენს რიდერში მას „სოციალურ და კულტურულ“, ან
„სოციოკულტურულ“ ანთროპოლოგიას ვუწოდებთ ხოლმე (ლექტ.შენ).
წესის, რაიმე ნიშნით მეტნაკლებად შემოსაზღვრული სოციალური გარემოს დეტალური კვლევაა
(კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონი, ცალკეული დასახლება, კონკრეტული სოციალური კლასი
და ა.შ.). ანთროპოლოგია სვამს „დიდ“ შეკითხვებს, თუმცა ამავდროულად, ის თავის ყველაზე
მნიშვნელოვან დასკვნებს მცირე ადგილებზე დაკვირვების გზით აკეთებს.

ტრადიციულად, კულტურული ანთროპოლოგიის ყურადღება მცირე, არაინდუსტრიული


საზოგადოებებისკენ იყო მიმართული, რაც მას კულტურითა და საზოგადოებით
დაინტერესებული სხვა დარგებისგან განასხვავებდა. თუმცა, დღეისათვის ეს სურათი შეიცვალა -
თანამედროვე სამყაროში, პრაქტიკულად, ნებისმიერი სოციალური სისტემის ანთროპოლოგიური
შესწავლაა შესაძლებელი. თუკი ზოგი ანთროპოლოგი თანამედროვე სამხრეთ აფრიკის
პოლიტიკაზე მაგიის რწმენის გავლენას იკვლევს, ზოგი - ადამიანთა ყოველდღიურობაში
ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენების შედეგებს შეისწავლის. თუკი ერთი საველე
სამუშაოებისთვის მელანეზიაში მიემგზავრება, მეორეს “საკვლევ ველზე მოსახვედრად“ ქალაქის
ერთი ნაწილიდან მეორეში ავტობუსით გადაადგილებაც ჰოფნის, ვირტუალური ეთნოგრაფიის
შემთხვევაში კი - სულ რაღაც კომპიუტერის ჩართვა. ამასობაში, ზოგი მკვლევარი ნორვეგიის
ეკონომიკური სისტემისადმი სირიელი მიგრანტების ადაპტაციას აანალიზებს, სხვები კი მარსის
სამომავლო კოლონიზაციის დისკურსს და ტექნოლოგიის ბაზარზე მის გავლენას შეისწავლიან.

2
დარგის მოკლე მიმოხილვა

2
მაშ, რა არის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია? მოდი, ცნების ეტიმოლოგიით
დავიწყოთ:

„ანთროპოლოგია“ ორი ძველბერძნული სიტყვის - ‘anthropos’ და ‘logos’ - ‘ადამიანი’ და


‘მსჯელობა’ - ნაერთია. ამგვარად, ანთროპოლოგია ნიშნავს ‘მსჯელობას ადამიანზე’, ან, უფრო
ზუსტად, ‘ცოდნას ადამიანის შესახებ’. აქედან გამომდინარე, „სოციალური/კულტურული
ანთროპოლოგია“ სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს „ცოდნას საზოგადოებაში, კულტურაში მცხოვრები
ადამიანის შესახებ“.

‘კულტურა’, რომელიც ამავე დისციპლინის ცენტრალური ცნებაა, წარმოქმნილია ლათინური


სიტყვიდან ‘colere’, რაც ნიშნავს კულტივირებას 3 . ამგვარად, კულტურული ანთროპოლოგია
გულისხმობს ‘ცოდნას კულტივირებული ადამიანის შესახებ’, ე.ი. კაცობრიობის იმ ასპექტების
ცოდნას, რომლებიც არა ბუნებრივად „თანდაყოლილი“, არამედ „შეძენილია“. ‘კულტურა’
განმარტების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე რთული, მრავალმნიშვნელოვანი სიტყვაა
(Williams 1981, გვ. 87). ადრეულ 1950-იან წლებში, კლაიდ კლაკჰონმა (Clyde Kluckhohn) და ალფრედ
კრიობერმა (Alfred Kroeber) (1952 [1917]) კულტურის 161 სხვადასხვა განმარტება წარმოგვიდგინეს.
ბევრი მათგანი ერთმანეთს წააგავს. აქედან გამომდინარე, მოდი, წინასწარი კონცეპტუალიზაცია
(ცნების განსაზღვრება) ვცადოთ და კულტურა განვსაზღვროთ, როგორც “ქცევის ის
შესაძლებლობები, ნორმები და ფორმები, რომლებიც პიროვნებებმა საზოგადოებაში ცხოვრების
გზით შეიძინეს“. „კულტურის“ ასეთი განმარტება, რომელიც ვიქტორიანული ეპოქის
ანთროპოლოგს, ე. ბ. ტეილორსა (E.B. Tylor, 1832–1917) და კლიფორდ გირცს (Clifford Geertz)
ეკუთვნით, ანთროპოლოგებს შორის ყველაზე გავრცელებულია.

2
ეტიმოლოგია - სიტყვის წარმომავლობა, შედგენილობა და თავდაპირველი მნიშვნელობა.
3
1) იგივეა, რაც კულტივაცია; 2) მოყვანა (მცენარისა, მარცვლეულისა); 3) გადატ. დანერგვა; განვითარება, გაუმჯობესება რისამე.

3
ამრიგად, „კულტურის“ მნიშვნელობაში ორი ძირითადი აზრია გაერთიანებული: ერთი მხრივ,
ყველა საზოგადოება „კულტურულია“ - ადამიანები, როგორც კაცობრიობის წარმომადგენლები,
გარკვეულ ფუნდამენტურ მახასიათებლებს იზიარებენ, რაც მათ სხვა ცხოველებისგან, მათ შორის,
პრიმატებისგან განასხვავებს. მეორე მხრივ, სხვადასხვა ხალხებს (სხვადასხვა სოციალურმა და
კულტურულმა ჯგუფებს) განსხვავებული კულტურული ნორმები, ცხოვრების წესი, რიტუალები,
სხეულისა და საცხოვრებელი გარემოს გაფორმების მეთოდები, კვების ჩვევები, ენა,
მნიშვნელობათა სისტემები აქვთ და ამგვარად, კულტურული თვალსაზრისით ერთმანეთისგან
განსხვავდებიან.

კლიფორდ გირცისეული გაბატონებული კონცეფცია კულტურის შესახებ, რომელიც ავტორს 1960-


70-იან წლებში შექმნილ ჩინებულ ესეებში (Geertz 1973, 1983) საგულდაგულოდ ჰქონდა
დამუშავებული, კულტურას განიხილავდა, როგორც მთლიანობას (თავსატეხ „პაზლს“, რომლის
ყველა ნაწილი ჩვენ ხელთაა) და როგორც [ჩვენ მიერ შესასწავლი] მოსახლეობის დიდი ნაწილის
მიერ გაზიარებულ მნიშვნელობათა სისტემას.

„ადამიანი ცხოველია, რომელიც მის მიერვე


გაბმული მნიშვნელობათა სისტემების ქსელით
არის გარემოცული. „კულტურას“ სწორედ ამ
ქსელს ვუწოდებ“

- კლიფორდ გირცი

ამგვარად, კულტურა მრავალი ნაწილისგან შედგება, მას რაღაც სოციალური ჯგუფი იზიარებს და
ის რაღაც ნიშნით შემოსაზღვრულია. მაგრამ ჩნდება კითხვა - რა კულტურული განსხვავებებია
ჯგუფს შიგნით, ან რა მსგავსებებია მეზობელ ჯგუფებთან, რომლებთანაც ჩვენ მიერ განხილულ
ჯგუფს ორმხრივი კონტაქტი აქვს? ანდა, როგორ უნდა შევისწავლოთ კულტურა ტექნიკური და
ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში? ბევრ შემთხვევაში, დანამდვილებით შეიძლება
ითქვას, რომ ეროვნულ, ან ადგილობრივ დომინანტურ კულტურას ხშირად არც მთელი
მოსახლეობა იზიარებს და ზოგჯერ ის არც რაიმე მკაფიო საზღვრებით არ არის შემოფარგლული.

4
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია - ეს კულტურული და სოციალური ცხოვრების
შედარებითი კვლევაა. მისი ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდს ჩართული დაკვირვება
წარმოადგენს, რომელიც გარკვეული სოციალური გარემოს ხანგრძლივ საველე კვლევას
მოითხოვს’. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანთროპოლოგია სხვადასხვა საზოგადოების
თავისებურებებს ადარებს და მუდმივად ეძებს შედარებისთვის საინტერესო კულტურულ
ასპექტებს. ახალი გვინეის მაღალმთიანეთის მკვიდრთა შემსწავლელი ანთროპოლოგი
შესაძლოა, ერთსა და იმავე დროს, მასპინძელი საზოგადოების რამდენიმე მახასიათებელს
აკვირდებოდეს - მაგ. 1) ნათესაობის სისტემას; 2) მნიშვნელობას, რომელსაც მოცემულ
კულტურაში სქესსა თუ გენდერს მიაწერენ; 3) პოლიტიკური მმართველობის ფორმას.

გირცმა თავისი ყველაზე ცნობილი საველე კვლევა 1950-იან წლებში, კუნძულ ბალიზე განახორციელა. ერთი შეხედვით, ისეთ
მარტივ პრაქტიკაზე დაკვირვების გზით, როგორიც ინდონეზიაში ფართოდ გავრცელებული სპორტი - მამლების ჩხუბი იყო,
გირცმა ბალის ეკონომიკური, პოლიტიკური, გენდერული განზომილებების მოხელთება შეძლო.

ეს მკვლევარს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მოცემული საზოგადოების მახასიათებლები


სხვა საზოგადოებათა მახასიათებლებს შეადაროს, იპოვოს მსგავსებები და განსხვავებები და
დააკვირდეს, რა აქცევს ამ საზოგადოებას უნიკალურად, რა არის მისი სპეციფიკა.

როგორც აღვნიშნეთ, ანთროპოლოგია საველე კვლევის მნიშვნელობაზე ამახვილებს


ყურადღებას. ეს კონკრეტული სოციალური და კულტურული გარემოს საგულდაგულო,

5
ჩაღმავებულ კვლევას გულისხმობს. მასპინძელ საზოგადოებაში მკვლევარმა, როგორც წესი,
ერთი წელი მაინც უნდა გაატაროს. ბევრი მოკლევადიან საველე კვლევებს ახორციელებს, მაგრამ
ხშირად, ველზე რამდენჯერმე დაბრუნება უწევს. კლასიკური ანთროპოლოგიური კვლევების
შემთხვევაში, ეთნოგრაფიული საველე კვლევა ზოგჯერ ათწლეულებს მოიცავდა.

სოციოკულტურულ ანთროპოლოგიას ბევრი საერთო აქვს სხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ


მეცნიერებებთან, რომლებიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გვიან მეთვრამეტე და გვიან
მეცხრამეტე საუკუნეებს შორის ჩამოყალიბდა. მრავალი სხვა სოციალური მეცნიერების მსგავსად,
ანთროპოლოგიაც გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ უნდა შევისწავლოთ ადამიანი, საზოგადოება და
კულტურა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მსგავსად, ზოგადი კანონები უნდა ვეძებოთ
თუ ამის ნაცვლად, სხვადასხვა საზოგადოებების გაგებასა და ინტერპრეტირებას ვეცადოთ?
თანამედროვე სოციოკულტურულ ანთროპოლოგთა დიდი ნაწილი მეორე მოსაზრებას ემხრობა,
თუმცა, ჯერ კიდევ არიან ანთროპოლოგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დარგი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მსგავსი სამეცნიერო სიზუსტის ხარისხისაკენ უნდა
ისწრაფოდეს.

დღეისათვის, სოციოკულტურული ანთროპოლოგია რამდენიმე მომიჯნავე დარგის


გამაერთიანებელ ქოლგა-დისციპლინადაც შეგვიძლია განვიხილოთ - თანამედროვე სამყაროში
მისი მზარდი აქტუალობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მიდი ინტერდისციპლინურობაა. თუმცა,
მას საკუთარი სპეციფიკური მახასიათებლებიც აქვს, რომელიც სხვა დარგებისგან გამოარჩევს -
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია შედარებითი და ემპირიული მეცნიერებაა;
მონაცემთა შეგროვების მისი სპეციფიკური მეთოდია საველე კვლევა; მისი ფოკუსი გლობალურია
- ანთროპოლოგია ერთ რომელიმე რეგიონს, ან ერთი ტიპის საზოგადოებას სხვებთან შედარებით
უფრო მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. სოციოლოგიისგან განსხვავებით, ანთროპოლოგიის
ყურადღება უმეტესად ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებისკენ როდია მიმართული;
ფილოსოფიისგან განსხვავებით, ანთროპოლოგია ემპირიული კვლევების მნიშვნელობას უსვამს
ხაზს; ისტორიისგან განსხვავებით, ის სწავლობს საზოგადოებას „აქ და ახლა“ სწავლობს; ხოლო
ლინგვისტიკისგან განსხვავებით, ენის შესწავლისას ყურადღებას საუბრის სოციალურ და
კულტურულ კონტექსტზე ამახვილებს.

6
უნივერსალური და კონკრეტული

‘თუკი ყოველ სამეცნიერო დისციპლინას თავისი „მთავარი პრობლემა“ აქვს, მაშინ


ანთროპოლოგიისათვის ასეთი “მთავარი პრობლემა“ ის არის, რომ ადამიანთა სოციალური
ცხოვრება უკიდურესად მრავალფეროვანია’ - წერს მაიკლ კარიტერსი (Michael Carrithers, 1992, გვ.
2). სხვა სიტყვებით, ანთროპოლოგიური კვლევა და თეორია ცდილობს, იპოვოს ბალანსი
მსგავსებასა და სხვაობას შორის; თეორიული კითხვები ხშირად ტრიალებდა უნივერსალიზმისა4
და რელატივიზმის5 საკითხების გარშემო: რა ზღვრამდე ახასიათებს რაღაც საერთო ადამიანებს,
კულტურებსა და საზოგადოებებს და რა ზღვრამდეა თითოეული მათგანი უნიკალური?

4
კულტურული უნივერსალიზმი - რწმენა იმისა, რომ შესაძლებელია ყველა ხალხისა და ყველა საზოგადოებისთვის საერთო
გარკვეული ღირებულებებისა და პრინციპების აღმოჩენა, მიუხედავად ისტორიული, კულტურული და სხვა განსხვავებებისა.
5
რელატივიზმი - ფარდობითობა; წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, მორალური ან ფაქტობრივი მტკიცებები მხოლოდ მათ
კონტექსტთან მიმართებაში შეიძლება განისაჯოს, რადგანაც რაიმე ობიექტური ან „აბსოლუტური“ სტანდარტი არ არსებობს.

7
ზედა ილუსტრაცია გვიჩვენებს მასაის ხალხის ტრადიციულ რიტუალს - ადუმუს (სიტყვასიტყვით: „ხტუნვით ცეკვა“), მეორე კი -

ფრაგმენტს სამხრეთკორეელი მუსიკოსის, PSA-ს ვიდეოდან (“Oppa Gangnam Style”). ჩვენ ორივეს „ცეკვის“ სახელით მოვიხსენიებთ,
თუმცა ფუნქციით, ფორმით, შინაარსით, ისტორიული კონტექსტით ისინი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

როცა განზოგადებულ ცნებებს ვიყენებთ - მაგ. „ნათესაური სისტემა“, „გენდერული როლები“,


„მემკვიდრეობის სისტემა“ და ა.შ. - ვგულისხმობთ, რომ ყველა, ან თითქმის ყველა საზოგადოებას
აქვს რაღაც საერთო მახასიათებელი და ნათესაობის, გენდერისა და მემკვიდრეობის კონცეპტები
მსოფლიოს ყველა საზოგადოებაში გვხვდება. თუმცა, ბევრი ანთროპოლოგი უპირისპირდება ამ
ხედვას და თითოეული კულტურის ან საზოგადოების უნიკალურობაზე საუბრობს. დონალდ
ბრაუნის (Donald Brown) წიგნში ‘Human Universals’ (‘ადამიანური უნივერსალიები’ 1991) მკვეთრად
უნივერსალისტურ პოზიციას ვხვდებით - ავტორი ამტკიცებს, რომ ანთროპოლოგთა მთელმა
თაობებმა საზოგადოებებს შორის განსხვავებები გაზვიადებულად წარმოაჩინეს და ძალზე
მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებლები მათი ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ამ საკამათო
წიგნში ბრაუნი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ‘ადამიანური უნივერსალიების’ ადრეულ
კვლევაზე, რომელშიც ასახულია შემდეგი კულტურული უნივერსალიები (ის მახასიათებლები,
რომლებსაც დედამიწის მასშტაბით ყველა საზოგადოება იზიარებს):

8
„ასაკობრივი გრადაცია, სპორტული თამაშები, სხეულის შემკობა, კალენდარი, პირადი
ჰიგიენის სწავლება, თემური (საზოგადოებრივი) ორგანიზაცია, საჭმლის მომზადება,
ერთობლივი შრომა, კოსმოლოგია, არშიყობა, ცეკვა, დეკორატიული ხელოვნება,
მკითხაობა, შრომის განაწილება, სიზმრების ახსნა, განათლება, ესქატოლოგია, ეთიკა,
ეთნობოტანიკა, ეტიკეტი, რწმენით განკურნება, ოჯახი, ნადიმი (სუფრა), ცეცხლის
გაჩაღება, ფოლკლორი, ტაბუ საკვებზე (აკრძალვები), დაკრძალვის რიტუალი,
თამაშები, ჟესტები, საჩუქრის გაცემა, მთავრობა, მისალმება...“

(Murdock 1945, გვ. 124, ციტირებული Brown 1991, გვ. 70).

ამ ტიპის სიის საწინააღმდეგოდ რამდენიმე არგუმენტი იქნა მოხმობილი: ა) მისი


ტრივიალურობა. ბ) რომ კულტურული ანთროპოლოგიისთვის სწორედ ამ ‘უნივერსალიების’
უნიკალური გამოხატულებებია საინტერესო - მაგალითად, ‘ოჯახის’ ცნებას სხვადასხვა
საზოგადოებაში სრულიად განსხვავებული მნიშვნელობები მიეწერება და ამდენად, არ შეიძლება
ითქვას, რომ ის ყველგან ‘ერთნაირია’. გ) საზოგადოებისა და კულტურის მიმართ ასეთი
ფრაგმენტული მიდგომა გამორიცხავს ანთროპოლოგიის ყველაზე ძლიერ მხარეს - სახელდობრ,
კერძო ფენომენის კონტექსტში დანახვის შესაძლებლობას. მაგალითად, „ქორწინება გარიგებით“,
პენჯაბის სოფელში სულ სხვა რამეს ნიშნავს, ბენგალის მაღალი კლასის წრეებში კი - სულ სხვას.
მაშ, შეგვიძლია კი ამ ცნების იგივეობაზე საუბარი? - კი და არა. ბრაუნი როდი ცდება, როცა
ანთროპოლოგებს საყვედურობს, რომ კულტურათაშორისი მსგავსებების უარყოფის ხარჯზე
ისინი კულტურათა ეგზოტიკურობასა და უნიკალურობას უსვამენ ხაზს. თუმცა, ეს სრულებითაც არ
ნიშნავს იმას, მისი მიდგომა ერთადერთი შესაძლო გზაა საზოგადოებებს შორის ნაპრალის
აღმოსაფხვრელად.

„უნივერსალურისა“ და „კონკრეტულის” მომხრეთა შორის დებატი ანთროპოლოგიისათვის


ყოველთვის განსაკუთრებით პროდუქტიული და მნიშვნელოვანი იყო. მისი ჩარჩოში მოქცევა კი
ანთროპოლოგიამ ეთნოცენტრიზმისა და კულტურული რელატივიზმის კონცეფციების მეშვებით
შეძლო.

9
ეთნოცენტრიზმი და კულტურული რელატივიზმი

როგორც აღვნიშნეთ, კონკრეტული საზოგადოება თუ კულტურული სამყარო მისსავე ისტორიულ,


პოლიტიკურ, გეოგრაფიულ, ეკონომიკურ კონტექსტში უნდა შევისწავლოთ. ეს დათქმა ერთგვარი
გაფრთხილებაა ცალკეული საზოგადოების შეფასებისას უნივერსალისტური მიდგომის
წინააღმდეგ. უკანასკნელ ათწლეულებამდე ევროპულ საზოგადოებაში ფართოდ იყო
გავრცელებული არაევროპელების „დახარისხება” ქრისტიანული ეკლესიის პოზიციებზე
დაყრდნობით. ჩვენთვის უცხო საზოგადოების ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებით დასკვნების
გამოტანამდე, პირველ რიგში, ამ საზოგადოების შიგნიდან გაგებას უნდა ვეცადოთ; წინააღმდეგ
შემთხვევაში, ჩვენს მსჯელობას ექნება შეზღუდული ინტელექტუალური დიაპაზონი ექნება. ის,
რაც ჩვენს მშობლიურ საზოგადოებაში ‘კარგ ცხოვრებად’ მიიჩნევა, სხვა საზოგადოებისათვის
შეიძლება საერთოდ არ აღმოჩნდეს მიმზიდველი. იმისთვის, რომ ამა თუ იმ საზოგადოებრივი
ჯგუფის ან კულტურის ცხოვრება ჩვენთვის გასაგები გახდეს, მის ემპირიულ სამყაროში ღრმად
უნდა ჩავყვინთოთ. ძალზე ყურადღებით უნდა ვიყოთ დასაკვირვებელი “ცვლადის“ შერჩევის
რელევანტურობისადმი - ცხადია, რომ მაგალითად, ისეთ ტიპურ დასავლურ სტატისტიკურ
კრიტერიუმს, როგორიცაა ‘წლიური შემოსავალი’, არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია ისეთ
საზოგადოებაში, რომელიც ფულს არ იყენებს და სადაც დაქირავებული შრომა არ არის
გავრცელებული. ამ ტიპის არგუმენტი ეთნოცენტრიზმის საწინააღმდეგო გაფრთხილებადაც
შეგვიძლია მივიჩნიოთ. მრავალი ევროპელი, რომელმაც შორეულ მხარეებში იმოგზაურა,
გაკვირვებული ან შოკირებული დარჩა მოგზაურობისას ნანახი ადათ-წესებით. ამგვარი რეაქცია
გასაკვირი არ გახლავთ. ადამიანებს, ზოგადად, ახასიათებთ, ეგონოთ, რომ სწორედ მათი ქცევა
და პოზიცია გახლავთ სწორი, ხოლო ისინი, ვინც სხვანაირად ფიქრობენ, ან ამორალურნი არიან,
ან „დაბალი დონისანი“. პიროვნებას, რომელიც სხვა კულტურებს საკუთარი კულტურის
გადასახედიდან აფასებს, ეთნოცენტრისტი ჰქვია, ამგვარ მიდგომას კი _ ეთნოცენტრიზმი.
ჩრდილოამერიკელთა უმეტესობისათვის ძაღლის ხორცი ან მწერების ჭამა მიუღებელია მაშინ,
როდესაც ისინი ვერაფერს ცუდს ვერ ხედავენ, მაგალითად, საქონლის ხორცის ჭამაში. მსგავსი
უარყოფითი რეაქცია ექნებოდა მათ უმეტესობას ბავშვობის ასაკში დანიშვნაზე ან თუნდაც,
მიცვალებულთა ძვლების ამოთხრაზე. ჩვენი ადათ-წესები, თავის მხრივ, უცნაური ან
ბარბაროსული შეიძლება მოეჩვენოს სხვა კულტურის წარმომადგენელს. ძროხის ხორცის ჭამის
ჩვენეული ჩვევა ინდუსისათვის პრიმიტიულიც იქნება და საზიზღარიც. მათ კულტურაში ძროხა
წმინდა ცხოველია და მისი დაკვლა საკვებად გამოყენების მიზნით არ შეიძლებაა. მრავალ

10
ქვეყანაში ბავშვები მუდამ ვიღაცის ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან, უფროსების მუხლებზე სხედან,
სხვებთან ერთად სძინავთ. ამგვარი საზოგადოებისათვის ბავშვის დიდხანს მარტო დატოვება
(თუნდაც მანეჟში) სასტიკი და ბარბაროსული ჩვეულება იქნებოდაა. ჩვენი ყველაზე უფრო
ჩვეულებრივი და ყოველდღიური ქცევებიც კი, შესაძლოა, აბსურდად მოეჩვენოს სხვა კულტურის
წარმომადგენელს. ჩვენს საზოგადოებაზე დაკვირვებისას, მან, შესაძლოა, უცნაურად მიიჩნიოს
ჩვენთვის სრულიად ჩვეულებრივი ქცევა.

მოკლედ, ‘ეთნოცენტრიზმი’ (ბერძნულიდან ‘ethnos’ - ‘ხალხი’) გულისხმობს უცხო საზოგადოების


შეფასებას საკუთარი (მშობლიური) კულტურის გადასახედიდან და საკუთარი კულტურის
ტერმინებით აღწერას. ასეთი მსჯელობისას საკუთარი ‘ეთნოსი’/მშობლიური კულტურული
ჯგუფი და მასთან დაკავშირებული კულტურული ღირებულებები, პირდაპირი მნიშვნელობით,
ცენტრშია მოთავსებული. მაგალითად, ნუერის ხალხს სამხრეთ სუდანში არ შეუძლია მიიღოს
იპოთეკური სესხი სახლის შესაძენად. თუკი აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ მათ “ჩვენთან
შედარებით ნაკლებად სრულყოფილი საზოგადოება აქვთ”, ე.ი. მსჯელობის ეთნოცენტრულ
ლოგიკას ვეყრდნობით. თუ ვიგებთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე
მცხოვრები კვაკიუტლის ტომი ელექტროენერგიას არ იყენებს და ვწყვეტთ, რომ მაშასადამე,
კვაკიუტლები ჩვენზე „არასრულფასოვნად ცხოვრობენ“ ესეც ეთნოცენტრული პოზიციის
მაგალითია. ეთნოცენტრული გადმოსახედიდან, თუ ზედა ბირმაში მცხოვრები კაჩინის ხალხი
უარს აცხადებს გაქრისტიანებაზე, ისინი ჩვენზე „ნაკლებად ცივილიზებულები ყოფილან“ და თუ
კალაჰარის ბუშმენები წერაკითხვის უცოდინარი ხალხია, ესე იგი, „ჩვენთან შედარებით ნაკლებად
ჭკვიანები არიან“. უცხო საზოგადოებების ჩვენს საზოგადოებასთან შედარებისა და
წარმოსახვითი პირამიდის კენწეროში საკუთარი თავის მოთავსების ნაცვლად, ანთროპოლოგია
განსხვავებული საზოგადოებების „შიგნიდან“ გაგებისკენ მოგვიწოდებს. ანთროპოლოგია ვერ
მოგვცემს პასუხს კითხვაზე, რომელი საზოგადოება არის უფრო „უკეთესი“ - მეტიც, ეს დისციპლინა
მსგავს კითხვებს საერთოდ არ სვამს. თუ ვიკითხავთ - რა არის კარგი ცხოვრება, ანთროპოლოგი
უპასუხებს, რომ ამ შეკითხვაზე ყველა საზოგადოებას საკუთარი, უნიკალური პასუხი აქვს.

1870-იან წლებში, ადრეული ანთროპოლოგიის ხანაში, გაბატონებული იყო ე.წ. ადრეული


ევოლუციონიზმის თეორია, რომლის მიხედვითაც კულტურები ერთნაირი და პროგრესირებადი
გზით ვითარდებიან. მაგალითად, ლუის ჰენრი მორგანმა ჩამოაყალიბა პოსტულატი, რომლის
მიხედვითაც, ოჯახის განვითარება ექვსი საფეხურისაგან შედგება. პირველი საფეხურია
“გარყვნილებაში მცხოვრები ურდო”, ხოლო ბოლო, უმაღლესი საფეხურად მონოგამიური ოჯახი
გახლდათ გამოცხადებული. მორგანისა და სხვა ადრეული ევოლუციონისტების ყველა მოსაზრება

11
და დასავლური კულტურის მახასიათებლები მიჩნეული იყო საუკეთესოდ და პროგრესულად,
ხოლო სხვა კულტურები - ევოლუციის უფრო დაბალ საფეხურებზე მდგომად. ეს იდეები არ იყო
მხოლოდ ეთნოგრაფიის მეტად მწირი ცოდნის შედეგი, მათში წვლილი ავტორთა
ეთნოცენტრიზმსაც მიუძღოდა. ევოლუციონიზმის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე მეოცე
საუკუნის დასაწყისში ფრანც ბოასი იყო. იგი და მისი მოწაფეები რუთ ბენედიქტი, მელვილ
ჰერსკოვიცი და მარგარეტ მიდი ამტკიცებდნენ, რომ ადრეული ევოლუციონიზმის მიმდევრები
არასაკმარისად იყვნენ გათვითნცობიერებულნი იმ კულტურებში, რომელთა შესახებაც აგებდნენ
თეორიებს და არც ამ კულტურების თავისებურებათა წარმოქმნის კონტექსტი ესმოდათ. ისინი
ეწინააღმდეგებოდნენ მოსაზრებას, რომ დასავლური კულტურები უდავოდ „აღმატებული“ იყო.
ანთროპოლოგიის ცენტრალური კონცეფცია, რომლის თანახმად, საზოგადოების წეს-ჩვეულებები
და იდეები ობიექტურად უნდა აღიწეროს და გაგებულ იქნას საზოგადოებაში არსებული
პრობლემებისა და წინააღმდეგობების კონტექსტში, კულტურული რელატივიზმის სახელით არის
ცნობილი.

კულტურული რელატივიზმი ზოგჯერ ეთნოცენტრიზმის საპირისპირო ცნებად ჩანს. ეს არის


სწავლება იმის შესახებ, რომ საზოგადოებები ან კულტურები ერთმანეთისგან თვისებრივად
განსხვავდებიან, ყოველ კულტურას თავისი უნიკალური შიდა ლოგიკა აქვს და აქედან
გამომდინარე, საზოგადოებებისა და კულტურების რაოდენობრივი ათვლის სკალაზე რანჟირება,
ან იერარქიული პრინციპით დახარისხება მეცნიერული აბსურდია. მაგალითად, თუ ავიღებთ
სკალას ცვლადებით „წიგნიერება და წლიური შემოსავალი” და მასზე ბუშმენების ჯგუფს
მოვათავსებთ, აღმოჩნდება, რომ ეს სკალა მათთვის შეუფერებელია და ამ კონტექსტში მისი
გამოყენება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგან ბუშმენებისათვის ფული და წიგნები
პრიორიტეტული არ არის. რელატივიზმისავე ლოგიკით, ვერ ვიტყვით, რომ ბევრი მანქანის მქონე
საზოგადოება ‘უკეთესია’, ვიდრე ნაკლების მქონე; ან რომ ერთ სულ მოსახლეზე კინოთეატრების
რაოდენობის მაღალი თანაფარდობა ცხოვრების ხარისხის განსაზღვრის კულტურულად
უნივერსალური, ქმედითი მაჩვენებელია.

კულტურული რელატივიზმი საზოგადოებების მეტნაკლებად მიუკერძოებლად შესწავლის


აუცილებელი და უდავო მეთოდოლოგიური წინაპირობაა. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ,
რომ ყოველდღიურობაში (ეთნოგრაფიული კვლევის მიღმა) კულტურული რელატივიზმით,
როგორც ეთიკური პრინციპით ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, შეუძლებელი და არასასურველიც
კია და თუკი ჩვენ ირგვლივ ყველაფრის ფარდობითად დანახვას შევეცდებით, საბოლოო ჯამში,

12
ამან ნიჰილიზმამდე შეიძლება მიგვიყვანოს 6 . ამ მიზეზით, შესაძლოა, დროული იყოს იმის
ხაზგასმა, რომ თუკი ბევრი ანთროპოლოგი პროფესიული საქმიანობისას უბადლო კულტურული
რელატივისტია, პირად ცხოვრებაში შესაძლოა, ხშირად დოგმატური წარმოდგენებიც კი ჰქონდეს
სწორისა და არასწორის, “სიკეთისა“ და „ბოროტების” შესახებ. დასავლურ საზოგადოებებში და
სხვაგან მიმდინარე დებატები უმცირესობათა უფლებებისა და მულტიკულტურალიზმის შესახებ
ნათლად მოწმობს ანთროპოლოგიური ცოდნის საჭიროებას და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ
პოლიტიკური ხასიათის ამ რთული კითხვების მარტივი გზით გადაჭრა შეუძლებელია.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, „კულტურულ რელატივიზმს“ ზოგჯერ „ეთნოცენტრიზმის“


ანტონიმად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ეს ორი ცნება ერთმანეთის სწორხაზოვანი საპირწონე
როდია. საქმე ის არის, რომ „კულტურული რელატივიზმის“ ცნება ანთროპოლოგიური კვლევის
აუცილებელი მეთოდოლოგიური წინაპირობაა და არა რაიმე ზოგადი მორალურ-ეთიკური
პრინციპი, მაშინ, როცა ეთნოცენტიზმი მორალური ხასიათის განსჯასაც გულისხმობს.
კულტურული რელატივიზმი აუცილებელია საზოგადოებების რელევანტური შესწავლისა და
შედარებისთვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „სწორსა“ და „არასწორს“ შორის განსხვავება არ
არსებობს და რომ ყოველდღიურობაში (კვლევითი საქმიანობის მიღმა) ჩვენი საკუთარი
მორალური „კომპასი“ არ უნდა გვქონდეს. კულტურული რელატივიზმის უფრო ლმობიერი
ფორმის მიხედვით, ანთროპოლოგებმა უნდა დაიცვან ობიექტურობა ერის აღწერისას და მათი
კულტურული ქცევების შესწავლისა და გაგების პროცესში და უნდა ერიდონ ნაჩქარევ და
ზედაპირულ დასკვნებს, შეფასებისას ტოლერანტულობა მოქმედების მთავარი პრინციპი უნდა
იყოს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მკაცრი განსჯის რეალური საფუძველი და სერიოზული
მიზეზი გვაქვს. კულტურული რელატივიზმის ეს შედარებით ლმობიერი ფორმა არ ზღუდავს
ანთროპოლოგებს შეფასებებსა და მათი აზრით მიუღებელი მოვლენების აღმოფხვრის
მცდელობებში. მაგრამ განსჯა არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი მოვლენათა ობიექტურ
შეფასებებში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გასაკიცხია ან არ არის გასაკიცხი ის მოვლენაა.

6
ნიჰილიზმი- ყველაფრის ხელაღებით უარყოფა, საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მიუღებლობა.

13
ანთროპოლოგიის მოკლე ისტორია

სხვა სოციალური მეცნიერებების მსგავსად, ანთროპოლოგიაც შედარებით გვიან წარმოიშვა.


აკადემიურ დისციპლინად ის მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს - მეოცე საუკუნის დასაწყისში
ჩამოყალიბდა, თუმცა, მას მნიშვნელოვანი წინაისტორია ჰქონდა ადრეული ისტორიოგრაფიის,
გეოგრაფიის, მოგზაურთა ჩანაწერების, ფილოსოფიის, შედარებითი ლინგვისტიკისა და
სამართალმცოდნეობის სახით.

პროტო-ანთროპოლოგია

კულტურული ნაირსახეობების შესწავლის უძველეს მცდელობებს ძველ ბერძნულ სამყაროში


ვხვდებით (ძვ.წ. აღ-მდე V საუკუნე). მაგალითისთვის, ჰეროდოტე დეტალურად აღწერდა
საბერძნეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით მცხოვრებ „ბარბაროსებს“,
მათ წეს-ჩვეულებებს აღწერდა და ათენელებისას ადარებდა. მე-14 საუკუნეში ანთროპოლოგიას
გაცილებით უფრო დამაჯერებელი წინაპარი გამოუჩნდა - ტუნისელი სწავლული იბნ ხალდუნი
(1332-1406), რომელმაც დასავლურ სოციალურ მეცნიერებებს რამდენიმე საუკუნით გაუსწრო. მისი
ნაშრომი კანონზე, განათლებაზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე დაკვირვებების მრავალფეროვან
სპექტრს მოიცავს. მე-15 საუკუნის ევროპაში კულტურული ვარიაციისა და ადამიანური ბუნების
მიმართ მეცნიერულმა ინტერესმა რენესანსის ახალი ინტელექტუალური თავისუფლების
შედეგად ხელახლა იჩინა თავი, როცა კვლევა, ‘აღმოჩენები’ და შორეული მიწების დაპყრობისკენ
სწრაფვა გახშირდა. მეთვრამეტე საუკუნიდან ევროპელმა ფილოსოფოსებმა კაცობრიობის
დამყოფი ღრმა კულტურული განსხვავებების შესახებ მსჯელობის შუქზე ადამიანის ბუნების,
მორალისა და საზოგადოების აღმწერი თეორიების შექმნა დაიწყეს, ამავე საუკუნის
მოაზროვნეებმა მიჰყვეს ხელი კულტურის სისტემურ, შედარებით კვლევას. შედეგად, წარმოიშვა
რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ფილოსოფიური მოძღვრება და ხედვა სამყაროს შესახებ:
თუკი უნივერსალისტური მიდგომის თანახმად, არსებობდა ერთი, უნივერსალური, გლობალური
ცივილიზაცია, ამის საპირწონედ, მეორე შეხედულება ემყარებოდა იმ რწმენას, რომ თითოეულ
ხალხს (გერმ. Volk) ჰქონდა საკუთარი Geist ანუ ‘სული’ და, შესაბამისად, უფლება - შეენარჩუნებინა
საკუთარი უნიკალური ღირებულებები და წეს- ჩვეულებები.

ჰერმენევტიკა

ევროპულმა ანთროპოლოგიამ მნიშვნელოვანი შთაგონება მიიღო ჰერმენევტიკული


ფილოსოფიისგან, რომელიც „სიმბოლური გარემოს, ადამიანის მიერ საკუთარი ყოფიერებისა და
სულიერი არსებობის გაგების ამოცანას უკავშირდება“ (სურმანიძე 2010). „ჰერმენევტიკა“
ძველბერძნული ღმერთის, ჰერმესის სახელიდან მომდინარეობს. ანტიკურ სამყაროში ეს ტერმინი
მისანთა წინასწარმეტყველებების „გაშიფვრას“, „დეკოდირებას“ გულისხმობდა. რეფორმაციის
შემდგომ კი ბიბლიის განმარტების საკითხს დაუკავშირდა - იგულისხმებოდა, რომ ბიბლიური
ავტორები ქრისტიანთა (და ნაწილობრივ, იუდეველთა) ამ წმინდა ტექსტებს კონკრეტულ
ისტორიულ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ სივრცეში და კონკრეტულ ენაზე ქმნიდნენ.

14
იმისთვის, რომ მკითხველმა მისა და ბიბლიური ავტორების წარმოსახვას შორის არსებული
ნაპრალი გადალახოს, ბიბლიური ტექსტის ესა თუ ის მონაკვეთი ზემოაღწერილი ისტორიული,
პოლიტიკური, ეკოლოგიური და ა.შ. კონტექსტის შუქზე უნდა გააანალიზოს. ტექსტს
კონტექსტისაგან დამოუკიდებლად მნიშვნელობა არ გააჩნია - ის მხოლოდ მთლიან
კონტექსტთან და ტექსტის სხვა ნაწილებთან მიმართებაში იძენს შინაარსს. კულტურის
მკვლევრებმა კი ჰერმენევტიკული პერსპექტივის გავლენით, კულტურულ მოვლენათა კვლევა
სწორედ ამ პრინციპით დაიწყეს - კულტურულ მოვლენას (მაგ. რაიმე ტრადიციას, წეს-ჩვეულებას
ან რიტუალს) ისინი უყურებდნენ, როგორც ტექსტს, რომელიც მხოლოდ ფართო კონტექსტთან
(ე.ი. მთლიან კულტურასთან, ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ ფონთან)
მიმართებაში შეგვიძლია გავაანალიზოთ. და პირიქით - მოვლენაში (მაგ. რიტუალში)
ჩაქსოვილია მისი წარმომშობი კულტურის მთავარი ღირებულებები, რომლებიც ისე უნდა
„გამოვხსნათ“ მოვლენიდან, როგორც გორგლიდან - ძაფის სხვადასხვა წვეროები. კლიფორდ
გირცის სიმბოლური ანთროპოლოგია კულტურის კვლევისადმი სწორედ ამგვარი მიდგომის
მაგალითია.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ანთროპოლოგების მიერ რამდენიმე თეორიული კითხვა დაისვა:


უნივერსალიზმი თუ რელატივიზმი (რა არის კაცობრიობის მასშტაბით უნივერსალური; რა არის
კულტურულად უნიკალური)? ეთნოცენტრიზმი თუ კულტურული რელატივიზმი (მორალური
მსჯელობა თუ სხვა ხალხების ნეიტრალური დახასიათება)? კაცობრიობა თუ (დანარჩენი)
ცხოველური სამყარო (კულტურა თუ ბუნება)?

ვიქტორიანული ეპოქის ანთროპოლოგია

XIX საუკუნის ანთროპოლოგიისთვის დამახასიათებელი იყო სოციალური ევოლუციის რწმენა -


წარმოდგენა, რომ საზოგადოებები წრფივი მიმართულებით განვითარდა და რომ ევროპული
კულტურა „განვითარების“ გრძელი ჯაჭვის საბოლოო პროდუქტი იყო, რომელიც ‘ველურობიდან’
დაიწყო. ეს მოსაზრება ტიპური იყო ევროპული კოლონიალიზმითა და ტექნოლოგიური
პროგრესის მიმართ ოპტიმისტური რწმენით გაჟღენთილი ვიქტორიანული ეპოქის
სულისკვეთებისათვის. როგორც კოლონიალიზმს, ისე ევროპელთა „კულტურული
აღმატებულობის“ რწმენას მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეში ევროპელი იმპერიალისტები
რადიარდ კიპლინგისეული ‘თეთრი ადამიანის ტვირთის’ 7 ცნებით ამართლებდნენ. ამას
მეორენაირად „ცივილიზების მისიასაც“ უწოდებდნენ.

კულტურული ცვალებადობის პირველი ზოგადი თეორია, რომელიც გავლენას დიდხანს


ინარჩუნებდა, აშშ-ში ლუის ჰენრი მორგანმა (Lewis Henry Morgan 1818-82) ჩამოაყალიბა. მორგანის
თეორია იმდროინდელი სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი და წარმოადგენდა ვარიაციისა და

7„თეთრი ადამიანის ტვირთი“ (“The White Man’s Burden”) - რადიარდ კიპლინგის პოემა, სადაც ავტორი ხოტბას ასხამს ბრიტანულ
იმპერიალიზმს და იმ ევროცენტრულ იმპერიალისტურ წარმოდგენას აღწერს, რომ იმპერიის ცენტრიდან პერიფერიულ კოლონიაში
ჩასულ „თეთრ ადამიანებს“ ადგილობრივი „ველური“ მოსახლეობის „ცივილიზების ტვირთი“ აწვათ მხრებზე. ამ პოემით კიპლინგი,
როგორც „იმპერიალიზმის პოეტი“ ამერიკა-ფილიპინების 1899-1902 წლების ომს ეხმიანებოდა და აშშ-ის მიერ ფილიპინების
კოლონიზაციას უჭერდა მხარს. „თეთრი ადამიანის ტვირთი“ პოსტკოლონიურ კვლევებში ხშირად ევროცენტრული რასიზმის
ერთგვარ „მანიფესტად“ განიხილება.

15
ცვლილების ევოლუციურ მოდელს, რომელშიც დასავლეთევროპული საზოგადოება
კაცობრიობის განვითარების მწვერვალად განიხილებოდა.

მორგანის საკვანძო ნაშრომში, “Ancient Society” (“უძველესი საზოგადოება”, 1877) წარმოდგენილი


იყო ევოლუციური სქემა, რომელიც აღწერდა შვიდ ეტაპს მარტივი ველურობიდან -
ცივილიზაციამდე. მისი ტიპოლოგია ძირითადად ტექნოლოგიურ მიღწევებს ეფუძნებოდა.
კულტურული ცვლილების მისეულმა მატერიალისტურმა თხრობამ დაუყოვნებლივ მიიპყრო
კარლ მარქსის (Karl Marx 1818-83) და ფრიდრიხ ენგელსის (Friedrich Engels 1820-95) ყურადღება,
რომლის შემდგომ შრომებს არაკაპიტალისტური (თუ „წინარეკაპიტალისტური“) საზოგადოების
შესახებ მორგანის აშკარა გავლენა ეტყობოდა. მორგანის სხვა მიღწევებს შორის უნდა აღინიშნოს
ნათესაური სისტემის მისეული ანალიზი - სანათესაო ხაზის კლასიფიცირება რამდენიმე ტიპად
და სანათესაო ხაზის ტერმინოლოგიის აღწერა, როგორც საზოგადოების გააზრების ამოსავალი
წერტილი. მორგანის გავლენით, სანათესაო ხაზის კვლევა დღემდე ანთროპოლოგიური კვლევის
ცენტრალურ ხაზად რჩება.

გვიანი ვიქტორიანული ეპოქის წამყვანი ბრიტანელი ანთროპოლოგი ედვარდ ტაილორი (Edward


Tylor 1832-1917) იყო, რომელმაც გავლენა მოახდინა დარვინის შეხედულებაზე კულტურის შესახებ.
მისი მრავალტომიანი ნაშრომები მოიცავს კულტურის ცნობილ განმარტებას:

„კულტურა, ანუ ცივილიზაცია, მისი ყველაზე ფართო ეთნოგრაფიული გაგებით,


კომპლექსური მთლიანობაა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, რწმენას,
ხელოვნებას, მორალს, ტრადიციებს და სხვა უნარებსა თუ ჩვევებს, რომელთაც
ადამიანი სოციალიზაციის გზით იძენს“

(ტაილორი 1968 [1871], გვ. 1).1

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ანთროპოლოგიის მიღმა მომხდარმა ინტელექტუალურმა


ძვრებმა მეცნიერების ამ დარგზეც დიდი გავლენა მოახდინა. დარვინისეული ბუნებრივი
გადარჩევის თეორია, რომელიც პირველად მის ნაშრომში - ‘სახეობათა წარმოშობა’ (1859) იყო
წარმოდგენილი, თავდაპირველად ანთროპოლოგიის ერთ-ერთ წინაპირობად განიხილებოდა
(ამტკიცებდა რა, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული).
მოგვიანებით კი დისციპლინისათვის საფრთხედ მიიჩნეოდა (რამდენადაც კულტურულის
ნაცვლად, ბიოლოგიური ფაქტორების უპირატესობაზე საუბრობდა). კლასიკური სოციოლოგიური
თეორიის გამოჩენა ანთროპოლოგებს აწვდიდა ზოგად თეორიებს საზოგადოების შესახებ, თუმცა,
არაევროპულ საზოგადოებებზე მათი მეთოდებისა და თეორიების განვრცობის შესაძლებლობა
დღემდე სადავოა.

ადრეული ანთროპოლოგების მიერ შეგროვილი ანთროპოლოგიური მასალის ხარისხი ზოგჯერ


საეჭვო იყო. ამ მეცნიერთა უმეტესობა ენდობოდა ხელმისაწვდომ წერილობით წყაროებს -
დაწყებული მისიონერების სხვადასხვა სიზუსტით შესრულებული ანგარიშებით, დასრულებული

16
მოგზაურთა ჩანაწერებით. თავი იჩინა უფრო სანდო წყაროების საჭიროებამ. იმატა
ექსპედიციებმა და სისტემატიურმა კვლევებმა. ყველაზე ცნობილთა შორის იყო ექსპედიცია
ბრიტანეთის ტორესის სრუტეებში უ.ჰ.რ. რივერსის (W.H.R. Rivers) ხელმძღვანელობით და
ამერიკელთა ფართომასშტაბიანი კვლევები ინდიელთა კულტურის შესასწავლად ჩრდილო-
დასავლეთ სანაპიროზე - ამან გასული საუკუნის დასაწყისში მეტი ინფორმაცია მისცა მკვლევრებს,
რათა უკეთ გაეაზრებინათ კულტურული ცვლილებების კომპასი, რამაც საბოლოოდ გააქარწყლა
მეცხრამეტე საუკუნის ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი სწორხაზოვანი ევოლუციის
ამბიციური თეორიები.

თანამედროვე ანთროპოლოგიის აღმასვლა, ჩვეულებრივ, ოთხ მნიშვნელოვან სწავლულთან,


ასოცირდება, რომლებიც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში მუშაობდნენ სამ ქვეყანაში:
ფრანც ბოასი (Franz Boas) აშშ-ში, ალფრედ რეჯინალდ რედკლიფ-ბრაუნი (A.R. Radcliffe-Brown) და
ბრონისლავ მალინოვსკი (Bronislaw Malinowski) - გაერთიანებულ სამეფოში და მარსელ მოსი
(Marcel Mauss) - საფრანგეთში. თითოეულმა მათგანმა გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა
ანთროპოლოგიის მეცნიერებად ჩამოყალიბების საქმეში.

ფრანც ბოასი

ფრანც ბოასი (1858–1942) გერმანიაში დაბადებული ამერიკელი ანთროპოლოგი იყო, რომელსაც


დღეს „ამერიკული ანთროპოლოგიის მამას“ უწოდებენ. ბოასმა, რომელიც გეოგრაფიით იყო
დაინტერესებული, 1880-იან წლებში კანადის ჩრდილოეთში განხორციელებულ ექსპედიციაში
მიიღო მონაწილეობა, სადაც ბაფინის კუნძულზე მცხოვრები ინუიტების ენითა და კულტურით
მოინუსხა და ამის შემდეგ, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის მკვიდრი მოსახლეობის
კვლევას მიჰყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული რელატივიზმის იდეა ჩანასახოვანი
ფორმით ბოასამდე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე არსებობდა, ანთროპოლოგიური კვლევის
ამოსავალ მთავარ წინაპირობად ის სწორედ ბოასმა აქცია. შეეწინააღმდეგა რა გრანდიოზულ
ევოლუციურ სქემებს, მან პარტიკულარისტულ8 მიდგომას დაუჭირა მხარი. ის ამტკიცებდა, რომ
თითოეული კულტურა საკუთარ კონტექსტში უნდა იქნეს გააზრებული და რომ სხვა კულტურების
შეფასება და კლასიფიცირება დასავლურ, ეთნოცენტრისტულ ტიპოლოგიაზე დაყრდნობით -
‘განვითარების საფეხურების’ საზომის მიხედვით - მეცნიერული აბსურდია.

8
პარტიკულარიზმი- რწმენა, რომ ხალხებსა და საზოგადოებებს შორის ისტორიული, კულტურული და სხვა ტიპის განსხვავებები
უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მათ საერთო აქვთ.

17
მკვიდრი ამერიკული კულტურის თავდადებულ მკვლევარ - ბოასს ზოგჯერ კულტურის ნიმუშების ექსცენტრული
დემონსტრირება უყვარდა.

ამრიგად, ბოასმა განავითარა ისტორიული პარტიკულარიზმის იდეა - შეხედულება იმის შესახებ,


რომ თითოეულ საზოგადოებას და კულტურას გააჩნია საკუთარი, უნიკალური ისტორია, რომლის
მორგება რაიმე უნივერსალური განვითარების სქემაზე შეუძლებელია. 9 ბოასი დაჟინებით
მოითხოვდა ემპირიული მონაცემების გულდასმით შეგროვებას, რადგან თავადვე იყო იმის მოწმე,
როგორ იწვევდა კულტურული ცვლილება, განსაკუთრებით, ჩრდილო ამერიკაში მიმდინარე
ცვლილებები, მკვიდრი კულტურის უნიკალური კვალის თანდათანობით გაქრობას. ბოასის,
როგორც ეთნოცენტრიზმისა და რასიზმის მხურვალე ოპონენტის იდეებმა აშშ-ს სამოქალაქო
მოძრაობის10 ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია.

ორი ბრიტანული სკოლა - ბრონისლავ მალინოვსკი და ალფრედ რედკლიფ-ბრაუნი

9
ამავე მოსაზრებით, ბოასი გამოდიოდა რასისტული ფსევდომეცნიერების დაუსაბუთებელი პრეტენზიების წინააღმდეგ,
რომელსაც მხარს უჭერდა იმ დროის წამყვანი ბიოლოგების უმეტესობა.
10 აშშ-ის სამოქალაქო მოძრაობა, მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის - აშშ-ის აფროამერიკელ მოქალაქეთა ბრძოლა

სოციალური სამართლიანობისათვის და კანონის წინაშე თანასწორობისათვის 1950-1960-იან წლებში.

18
მსხვილ კოლონიურ სახელმწიფოში - დიდ ბრიტანეთში - ანთროპოლოგია ამერიკული
სკოლისაგან საკმაოდ განსხვავებული გზით ვითარდებოდა. თანამედროვე ბრიტანული
სოციალური ანთროპოლოგიის, ანთროპოლოგიაში ფუნქციონალიზმის სკოლისა და ჩართული
დაკვირვების მეთოდის ფუძემდებელი პოლონელი მიგრანტი, ბრონისლავ მალინოვსკი (Bronislaw
Malinowski 1884-1942) იყო. 1910 წლიდან მალინოვსკი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში
სწავლობდა. მალინოვსკის განსაკუთრებით აინტერესებდა ეკონომიკური გაცვლის მოდელები
ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის კულტურაში, რომელსაც ეთნოგრაფიული დოკუმენტების
მეშვეობით ეცნობოდა. 1914 წელს მას ახალ გვინეაში გამგზავრების შანსი მიეცა. პირველი
მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მალინოვსკის, როგორც ავსტრიის ქვეშევრდომსა და
ბრიტანეთის „მტერს“, ინგლისში დაბრუნება აღარ შეეძლო. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის
მთავრობამ მალინოვსკის მათ ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული კვლევის ნებაც დართო და
ამისათვის დაფინანსებაც გამოუყო. მალინოვსკიმ საბოლოოდ, მელანეზიაში, ტრობრიანის
კუნძულებზე გადაწყვიტა გამგზავრება, სადაც ადგილობრივი კულტურის კვლევას რამდენიმე
წელი დაუთმო. ომის შემდეგ ინგლისში დაბრუნებულმა თავისი მთავარი ნაშრომი: „დასავლეთ
წყნარი ოკეანის არგონავტები“ (1922) გამოაქვეყნა, რომელმაც ევროპის უმნიშვნელოვანესი
ანთროპოლოგის სახელი მოუპოვა.

მალინოვსკიმ ტრობრიანის კუნძულებზე (1914-1918 წწ) დაახლოებით ორი წლის მანძილზე


იმუშავა და საველე პირობებში ეთნოგრაფიული მასალის შეგროვების დღემდე აღიარებული
სტანდარტი შექმნა. მალინოვსკი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კულტურული კატეგორიების
‘შიგნიდან’ შესასწავლად და სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუციებსა და კულტურულ
წარმოდგენებს შორის არსებული, ხშირად უხილავი კავშირების მისაგნებად აუცილებელი იყო,
მკვლევარს ადგილობრივი ენა სათანადოდ შეესწავლა და საკვლევი საზოგადოების
ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოფილიყო ჩართული.

მალინოვსკი და მისი ტრობრიანელი მასპინძლები

19
მალინოვსკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინდივიდუალურ მოქმედებას. სოციალურ
სტრუქტურას ის მიიჩნევდა არა მოქმედების განმსაზღვრელ ფაქტორად, არამედ მოქმედების
ჩარჩოდ - სქემად, რომლის ფარგლებში ინდივიდი იმპროვიზირებს; მალინოვსკი ტრობრიანის
კუნძულების მცხოვრებთა კულტურის ასპექტთა ფართო სპექტრზე წერდა - მათ შორის, ბაღის
მაგიაზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიასა და სექსზე, კულაზე - გაცვლის კომპლექსურ ადგილობივ
ფორმაზე. წერისას მალინოვსკი უმეტესწილად ტრობრიანული კულტურის მისეულ ეთნოგრაფიას
ეყრდნობოდა, ეს კი მის შრომებს საგრძნობლად განასხვავებდა წინა თაობებისგან, რომელთა
ცოდნა ადგილობრივთა ყოველდღიურობის შესახებ შეზღუდული იყო, და შედარების
ამბიციები კი - გრანდიოზული. მალინოვსკის მიაჩნდა, რომ საზოგადოების ყველა ინსტიტუტი
შინაგანად ერთმანეთთან დაკავშირებულია და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თითოეული
სოციალური და კულტურული მოვლენა სრულ კონტექსტში უნდა იქნას შესწავლილი.

ბრიტანულ სოციალურ ანთროპოლოგიაში მალინოვსკიზე არანაკლები გავლენა ჰქონდა


მსოფლიო ომებს შორის პერიოდში გამოჩენილ კიდევ ერთ ცნობილ ფიგურას, ა.რ. რედკლიფ-
ბრაუნს (A.R. Radcliffe-Brown 1881-1995). მისი თეორია - სტრუქტურული ფუნქციონალიზმი -
ინდივიდს ანალიტიკურად უმნიშვნელო ცვლადად მიიჩნევდა და გადამწყვეტ მნიშვნელობას
სოციალურ ინსტიტუციებს (მათ შორის, ნათესაობას, ნორმებს, პოლიტიკას და სხვ.) და მათ
ურთერთქმედებას ანიჭებდა.

მარსელ მოსი

მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოლოგია და ეთნოლოგია 11 კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვან


სფეროებად გერმანულენოვან რეგიონში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისინი მეორე პლანზე
გადავიდა, ვინაიდან ბევრი წამყვანი ანთროპოლოგი ნაციზმს უჭერდა მხარს (Gingrich 2005).
გაერთანებულ სამეფოსა და აშშ-სთან ერთად, საფრანგეთი ანთროპოლოგიური აზრისა და
კვლევის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში.
მეთოდოლოგიურად ნაკლებად პურიტანული, ვიდრე ჩამოყალიბების პროცესში არსებული
ბრიტანული ტრადიციები, ფილოსოფიურად - უფრო გაბედული, ვიდრე ამერიკული, და

11
ეთნოლოგია- იგივეა, რაც ეთნოგრაფია, ზოგიერთი მეცნიერი ეთნოლოგიას განიხილავს მეცნიერების განმაზოგადებელ ფაზად,
რომელიც შეისწავლის ადამიანური კულტურის განვითარების ზოგად კანონებსა და მრავალი კულტურისთვის დამახასიათებელ
ერთნაირ კანონზომიერებებს, ხოლო ეთნოგრაფიას – წმინდა აღწერით დისციპლინად; სხვა თვალსაზრისით. ეთნოლოგიის
საგანია კულტურათა შედარებითი შესწავლა; ამგვარად, ცოდნის ერთიანი დარგი გაყოფილია აღწერით და თეორიულ
დისციპლინებად, რაც მეცნიერთა ნაწილისთვის მიუღებელია. ე. ამერიკულ ტრადიციაში კულტურული ანთროპოლოგიის
შემადგენელი ნაწილი ან სინონიმია; დასავლეთევროპულში (ბრიტანულსა და ფრანგულში) სოციალური ანთროპოლოგიის
ანალოგია, გერმანულენოვან ქვეყნებში დამოუკიდებელი კვლევითი მიმართულებაა.

20
გამორჩეული კონტინენტური სურნელის მქონე - ასე დახასიათდა მსოფლიო ომებს შორის
პერიოდის ფრანგული ანთროპოლოგია მარსელ მოსის ხელმძღვანელობით.

მოსს განსაკუთრებით „პირველყოფილი რელიგიების“ საკითხი აინტერესებდა. მისი ერთერთი


მთავარი მიგნება არქაულ საზოგადოებებში გაცვლის სპეციფიკის ანალიზი იყო (იგულისხმება
მატერიალური საგნების უშუალო გაცვლა - საკვები, შრომის იარაღი, ქალები, პრესტიჟული
სამკაული და ა.შ.). პირველ რიგში, მოსის თანახმად, გაცვლა საჩუქრის დატვირთვას ატარებდა,
რომელსაც ორმხრივი ხასიათი ჰქონდა და რომელსაც ღრმა მორალური მნიშვნელობა
მიეწერებოდა. მატერიალური მხარე გაცვლის მხოლოდ ერთ-ერთ მხარეს - სოციალური
მდგომარეობის გამტკიცების საფუძველს წარმოადგენდა. მატერიალური გაცვლის აქტში
მონაწილე ჯგუფები ან ინდივიდები სხვდასხვა სოციალურ სიმბოლოებსაც ცვლიან - პოლიტიკურ,
იურიდიულ და ესთეტიკურ სიმბოლოებს. მოსმა გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ სხვადასხვა
საზოგადოებას განსხვავებული ფიზიკური და ფიზიოლოგიური გამოვლინებები - სხეულის
სხვადასხვა ტექნიკები ახასიათებს. ეს ტექნიკები ასაკზე, სქესზე და სხვა მახასიათებლებზეა
„მიბმული“. მაგ. მოსი გამოყოფდა ბავშვობის, ახალგაზრდობისა და ხანდაზმულობისთვის
დამახასიათებელ სხეულის ტექნიკებს; მშობიარობისა და ბებიაქალობის ტექნიკებს; დასვენების,
ძილის, კვების, ჰიგიენის, სექსუალობის, ცეკვის ტექნიკებს.

ევოლუციონისტური თეორიიდან და დიდი სინთეზიდან გადასვლა უფრო კონკრეტულ, დეტალურ


და ემპირიულად დასაბუთებულ სამუშაოზე, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ დეკადაში
გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და საფრანგეთში მიმდინარეობდა, ინტელექტუალური
რევოლუცია იყო. დღესაც კი აკადემიური ინსტიტუციები, კონფერენციები და ანთროპოლოგიის
სამეცნიერო ჟურნალები დისციპლინის შესახებ იმ შეხედულებებზეა აგებული, რომლებიც
ბოასთან, მალინოვსკისთან, რედკლიფ-ბრაუნთან და მოსთან ერთად წარმოიშვა.

საველე სამუშაო და ეთნოგრაფია


„8 თვეზე მეტი გავატარე ტრობრიანის კუნძულების ერთ-ერთ სოფელში და დავრწმუნდი, რომ
დაკვირვებისათვის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, ჩემნაირ ცუდ დამკვირვებელსაც კი შეუძლია
ცოტოდენი სანდო ინფორმაციის მოპოვება.“
⎯ ბრონისლავ მალინოვსკი (Bronislaw Malinowski)

(წერილი ა.ს. ჰადსონს, 1926 წლის მაისი)

საველე სამუშაო

ანთროპოლოგია სხვა სოციალური მეცნიერებებისგან იმით განსხვავდება, რომ განსაკუთრებულ


აქცენტს აკეთებს ეთნოგრაფიულ საველე სამუშაოზე, რაც მისთვის საზოგადოების და კულტურის
შესახებ ახალი ცოდნის შექმნის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. საველე კვლევა
მიზნად ისახავს საკვლევი ფენომენის მაქსიმალურად ღრმად გაგებას და შესაძლოა გაგრძელდეს

21
რამდენიმე თვე, ორი ან მეტი წელიც კი. ბევრი ანთროპოლოგი, თავისი კარიერის განმავლობაში,
არაერთხელ უბრუნდება საკვლევ ტერიტორიას, რათა კიდევ უფრო გაიღრმავოს საკუთრი ცოდნა
ან აღნუსხოს ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ანთროპოლოგიურ სკოლის
საველე მეთოდები განსხვავდება ყველა თანხმდება, რომ ანთროპოლოგი საკვლევ
ტერიტორიაზე საკმარისად დიდხანს უნდა დარჩეს, რათა მისი თანდასწრება ადგილობრივმა
მაცხოვრებლებმა თუ ინფორმატორებმა მიერ მეტნაკლებად ‘ბუნებრივად’ აღიქვან. და მაინც, ასე
თუ ისე, ადგილობრივებისთვის ისინი გარკვეულწილად ყოველთვის უცხოებად დარჩებიან.

ანთროპოლოგები საკვლევ ტერიტორიაზე ზოგჯერ უნებურად ექსცენტრულ („ჯამბაზის“) როლს


ირგებენ - ადგილობრივ ენაზე ხშირად ჩიქორთულად საუბრობენ; სვამენ გაუგებარ, ზოგჯერ -
უტაქტო კითხვებს; ჩვეულებრივ, არღვევენ საქმის კეთების დადგენილ წესებს. ასეთი როლი
შესაძლოა შესანიშნავი ამოსავალი წერტილი იყოს საველე კვლევისთვის: იმაზე დაკვირვებით,
თუ როგორ რეაგირებენ ადგილობრივები თქვენს ქცევაზე, თქვენ მიიღებთ პირველად
ინფორმაციას მათი აზროვნების ფორმების შესახებ. ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს ქცევის
წესების იმდენად დიდი რაოდენობა, რომ თქვენ აუცილებად დაარღვევთ რამდენიმე მათგანს,
როცა შეეცდებით მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის უცხო საზოგადოების სოციალურ
ცხოვრებაში. ბრიტანეთში, მაგალითად, „ცუდ ტონად“ ითვლება თეთრი წინდების ჩაცმა მუქი
ფერის კოსტიუმთან; თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ასე მოიქცნენ ადამიანები, რომლებიც
ცუდად იცნობენ ჩაცმის ადგილობრივ ეტიკეტს (dress code) (როგორც ცნობილია, ველზე
ანთროპოლოგები ამაზე გაცილებით დიდ შეცდომებსაც უშვებენ).

ანთროპოლოგი მარგარეტ მიდი (1901-1978) მასპინძლებთან ერთად კუნძულ სამოაზე.

განსხვავებული და ხანდახან უფრო პრობლემური როლი, რომელიც ანთროპოლოგმა შეიძლება


მოირგოს საველე სამუშაოების დროს, არის ექსპერტის როლი. მასპინძლები ბევრ საველე
მკვლევარს დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან, ესაუბრებიან გამორჩეულად

22
ზრდილობიანი ხერხებით და ა. შ., ამგვარად, შესაძლებელია არსებობდეს რისკი - ვერასდროს
დაინახონ საზოგადოების ასპექტები, რომელთა გამოაშკარავებას მათ თვალში მაღალი
სტატუსის მქონე უცხოელებთან ადგილობრივები ერიდებიან.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ როლს მოირგებთ ველზე მუშაობის დროს - ეთნოგრაფების


უმრავლესობა, ალბათ, ნაწილობრივ ექსპერტია, ნაწილობრივ კი - „ჯამბაზი“, ყოველ
შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც - საველე სამუშაოები დიდ ძალისხმევას საჭიროებს როგორც
პროფესიული, ასევე, წმინდა ადამიანური კუთხით. ანთროპოლოგების მიერ დაწერილ
მოწესრიგებულ, სისტემატურ და კარგად ჩამოყალიბებულ ტექსტებში ხშირად არაფერია
ნათქვამი საველე კვლევის თანმხლებ მოწყენილობაზე, ავადმყოფობაზე, გაჭირვებასა და
იმედგაცრუებაზე. ცოტა ანთროპოლოგს თუ შეუძლია პირდაპირ განაცხადოს, რომ საველე
სამუშაო იყო უწყვეტი გასაოცარი კვლევითი მოგზაურობა, აღსავსე სასიამოვნო
გამოცდილებებით. უცხო გარემოში მოხვედრილი ადამიანი, ჩვეულებრივ, დასაწყისში
გაჭირვებით ეუფლება ადგილობრივთა ენას, ქცევის კოდექსს და ბევრ სიტუაციაში შესაძლოა
უმწეოდ იგრძნოს თავი. გარდა ამისა, არსებობს ეჭვიანი და მტრული დამოკიდებულების წინაშე
აღმოჩენის რისკი და რასაკვირველია, ის წნეხი, რომელიც ორგანიზმს შეიძლება დააწვეს - უცხო
კლიმატთან ადაპტაცია, უჩვეულო საკვებთან და ჰიგიენის განსხვავებულ სტანდარტებთან
შეგუება. ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი საკითხი არის ის, რომ საშუალო კლასის ურბანული
გამოცდილების ადამიანისთვის შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს ადაპტირება ისეთ
საზოგადოებასთან, სადაც მარტო ყოფნას შესაბრალის, ან პათოლოგიურ
მდგომარეობად აღიქვამენ. სოფელში ხშირად არ მოგეცემათ თანამედროვე
ტექნოლოგიებთან განმარტოების საშუალება. ეს საკითხი, როგორც წესი, პრობლემას არ
წარმოადგენს ანთროპოლოგების იმ მზარდი რაოდენობისათვის, ვინც კვლევას
თანამედროვე ურბანულ გარემოში ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა,
საპირისპირო პრობლემამაც იჩინოს თავი: საზოგადოებებში, სადაც მოსახლეობა
ტელევიზორებით, ლეპტოპებით, Twitter-ის ანგარიშებითა და მანქანებით არის აღჭურვილი და
სადაც დრო დეფიციტურ რესურსად ითვლება, ეთნოგრაფმა შესაძლოა მალევე აღმოაჩინოს, რომ
მისი არსებობა ადგილობრივებში არავითარ მღელვარებას თუ ცნობისმოყვარეობას არ იწვევს და
მათ ცხოვრებაში უწყვეტი თანამონაწილეობა რთულია. ურბანული საველე სამუშაო ხშირად უფრო
წყვეტილია, ვიდრე სოფლად ჩატარებული საველე სამუშაოები, და უფრო მეტად
დამოკიდებულია ისეთ ფორმალურ მეთოდებზე, როგორიცაა ნახევრადსტრუქტურირებული
ინტერვიუ.

ველზე

„ნუ ირწმუნებთ, რომ „იცით, რადგან საკუთარი თვალით გინახავთ“,

ზნეობრივ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. ნუ გაოგნდებით. თავი არ დაკარგოთ“.

- მარსელ მოსი, „ეთნოგრაფიის გზამკვლევი“(1926).

23
საველე სამუშაოების ძირითადი მოთხოვნა მაინც მდგომარეობს მკვლევრის მცდელობაში - რაც
შეიძლება მეტად იყოს ჩართული ადგილობრივთა ცხოვრებაში. მასალების
შეგროვებისათვის ანთროპოლოგები ასევე იყენებენ სხვადასხვა ფორმალურ და
არაფორმალურ ტექნიკებს. კვლევის ტიპიდან გამომდინარე, მკვლევარმა შეიძლება აგრეთვე
გამოიყენოს სტრუქტურირებული ინტერვიუები და კვლევის მონაწილეთა სტატისტიკური
შერჩევაც. ანთროპოლოგების უმრავლესობა საველე სამუშაოების დროს დამოკიდებულია
ფორმალური მეთოდებისა და ჩართული დაკვირვების კომბინაციაზე.

ჩართული დაკვირვება არაფორმალური საველე მეთოდია. ის საველე სამუშაოს ძირითად ნაწილს


შეადგენს - ის შეიძლება დამატებითი მეთოდებით იყოს გამდიდრებული, შეიძლება არა. ამ
მეთოდის მიზანია, მაქსიმალურად ღრმად შეიყვანოს მკვლევარი საკვლევი საზოგადოების
კულტურულ და სოციალურ ველში; ჩართული დაკვირვების დროს, მკვლევარი ცდილობს
ბოლომდე ჩაეფლოს ადგილობრივთა ცხოვრებაში და ამასთან, შეუმჩნეველი დარჩეს, რათა
დაკვირვების ქვეშ მყოფებმა ცხოვრება შეძლებისდაგვარად, ჩვეულ რიტმში გააგრძელონ.
ანთროპოლოგები ხშირად კამათობენ იმის შესახებ, დაკვირვება ფარული უნდა იყოს თუ - ღია
(აშკარა). ანთროპოლოგთა პროფესიული ასოციაციების ეთიკური პრინციპები არაორაზროვნად
მიუთითებს, რომ ჩვენი მიზნების შესახებ მასპინძლების არგაფრთხილება არაეთიკურია.
დაკვირვების ქვეშ მყოფ ხალხს აქვს სრული უფლება, უარი განაცხადონ და არ დაექვემდებარონ
ანთროპოლოგიურ ანალიზს; ფარული დაკვირვების შემთხვევაში, ისინი მოკლებულნი არიან ამ
შესაძლებლობას.

ქალები აღმოსავლეთაფრიკული კაროს ხალხიდან

24
საველე სამუშაოების ჩასატარებლად ბევრი გზა არსებობს, შესაბამისად, მისი მარტივი რეცეპტის
გაცემა შეუძლებელია. ერთი მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი ‘სამეცნიერო ინსტრუმენტი’ თვით
ანთროპოლოგია, რომელიც კვლევს პროცესში საკუთარ პიროვნების დიდ ნაწილს „აბანდებს.“
ანთროპოლოგის სქესი/გენდერი, ასაკი, ‘რასა’ და კლასი უნებლიე გავლენას ახდენს
გამოცდილებაზე საველე სამუშაოების დროს. განსხვავებულობის დამატებითი წყარო არის
ანთროპოლოგების მიერ შერჩეული მნიშვნელოვნად განსხვავებული გარემო და კვლევის
თემატიკა. ‘მკვლევარმა ზუსტად უნდა იცოდეს - რისი გაგებაც უნდა’ და შემდეგ
ხელმისაწვდომი მიდგომებიდან შეარჩიოს შესაფერისი მეთოდოლოგია. თუმცა,
ასევე თამამად შეიძლება შემოგედავონ იმაში, რომ ‘ის რაც გინდა იცოდე’ ხშირად მხოლოდ მას
შემდეგ ხდება ცხადი, როცა პიროვნება საველე სამუშაოს დაიწყებს. სწორედ ამიტომ სჭირდება
საკუთრივ საველე სამუშაოს დიდი დრო.

კვლევის პროცესი, მით უფრო - საველე სამუშაოები, ბევრ ანთროპოლოგიურ ჩანაწერში


იდეალიზებულია. გამოთქმა - ‘ჩართული დაკვირვება’ (გაურკვევლად განმარტებული კვლევის
მეთოდი) შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც მოსახერხებელი ფართო ცნება კვლევის
პროცესში დაიფაროს სხვადასხვა, მათ შორის, ეთიკური, მეთოდოლოგიური
და პერსონალური ნაკლოვანებების შესანიღბად. ბევრ ეთნოგრაფს, შესაძლოა, საკვლევი ჯგუფის
მიმართ ღრმად ამბივალენტური, 12 ზოგჯერ ანტაგონისტური20 დამოკიდებულებაც კი
განუვითარდეს.

საველე სამუშაოს საერთო პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი ენის შეზღუდული ცოდნა,
გენდერული დისკრიმინაცია, ან ის ფაქტი, რომ მკვლევრის მთავარი ინფორმანტები არ
წარმოადგენდნენ მთელ საზოგადოებას. ანთროპოლოგია, წარსულის გამოცდილებით, ძალიან
დიდ ყურადღებას უთმობდა საზოგადოების ელიტას, თუმცა რეალურად სხვა სტატუსისა და
რანგის, მათ შორის დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები შეიძლება გაცილებით
ნაყოფიერი ინფორმანტები აღმოჩნდნენ სტუმრად მყოფი ანთროპოლოგისათვის. ამგვარად,
მხოლოდ ელიტის კვლევა, რადგან ის უფრო მიმზიდველია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ
მკლევარმა საზოგადოების საერთო სურათის შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნები წამოაყენოს.

საველე სამუშაოები არცთუ ძვირი ან შრომატევადი კვლევის მეთოდია: როგორც კვლევის პროცესი
- ის იაფია, ვინაიდან ერთადერთი სამეცნიერო ინსტრუმენტი გააჩნია - საკუთრივ საველე
სამუშაოებში ჩართული პირი და შესაძლოა, მისი ასისტენტი. სამაგიეროდ, როგორც უკვე
არაერთხელ აღვნიშნეთ, როგორც სამეცნიერო მეთოდი, ის ბევრ დროს მოითხოვს. იდეალურ
პირობებში, მკვლევარი საკმარისად დიდხანს უნდა დარჩეს ველზე იმისათვის, რომ შეძლოს
სამყაროს ‘ადგილობრივის გადმოსახედიდან’ დანახვა შეძლოს, მაშინაც კი, როდესაც ეს
შეუძლებელია.

შესაბამისად, ანთროპოლოგის ცოდნის ძლიერ მხარედ შეიძლება მიჩნეულ იქნას ადგილობრივი


კულტურისა და განსხვავებული (საკუთარი) კულტურის ოსტატური დაუფლება, ასევე, ანალიზის

12
ამბივალენტური- ერთმანეთის საპირისპირო გრძნობების (მაგ., სიამოვნებისა და უსიამოვნების, სიყვარულისა და
სიძულვილის, სიმპათიისა და ანტიპათიის ) შემცველი. 20 ანტაგონისტური- შეურიგებელი წინააღმდეგობა.

25
საშუალებები, რაც შესაძლებელს ხდის ორი განსხვავებული კულტურის ანალიტიკური და
შედარებითი ანალიზი.

თეორია და მონაცემები

თეორიასა და ემპირიულ მასალას, ან მონაცემებს შორის კავშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს


ყველა ემპირიულ მეცნიერებაში, მათ შორის, ანთროპოლოგიაში. არც ერთი მეცნიერება არ
შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ თეორიას (ასეთ შემთხვევაში, ის წმინდა მათემატიკა ან
ფილოსოფია იქნება), ან მხოლოდ ფაქტებს: ასეთ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს რაიმე
საინტერესო გვითხრას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კვლევას აქვს ინდუქციური და დედუქციური
განზომილება. ინდუქცია მოიცავს გარეთ (ველზე) გასვლას, ‘ყურებას და დაინტერესებას’,
ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ რას ამბობს და აკეთებს ხალხი. დედუქცია მოიცავს
მცდელობებს - ახსნას ფაქტები ზოგადი ჰიპოთეზის ან კვლევითი კითხვების საშუალებით. უნდა
გვახსოვდეს, რომ ახალი ფაქტები ცვლიან თეორიას და (მოდიფიცირებული) თეორია ხსნის
ფაქტებს. ყოველთვის, როცა გადადიხართ თეორიიდან ემპირიული პროცესების აღწერაზე და
პირიქით, თქვენი ხედვა გაცილებით ზუსტი ხდება.

თუ თქვენ მხოლოდ ინფორმატორთა ნათქვამს გადმოსცემთ, ან სიტყვასიტყვით აღწერთ მათ


ქცევას, დეტალებში ჩაიძირებით და პატერნებისა 13 და კანონზომიერებების წარმოჩენას ვერ
შეძლებთ. ანთროპოლოგიურ კვლევით პროექტს, დიდწილად, ნიმუშებისა და
კანონზომიერებების ველზე მოპოვებულ მასალასთან დაკავშირება შეადგენს; ჩვენი მიზანი და
საქმე კი ის არის, რომ ამ კავშირზე დაყრდნობით, კულტურისა და სოციალური ცხოვრების შესახებ
რაიმე მნიშნელოვანი ვთქვათ.

ამგვარად, ზუსტი, მკაფიოდ გამოკვეთილი თემის შერჩევა კვლევისათვის არის მნიშვნელოვანი


ნაწილი საველე სამუშაოებისათვის მოსამზადებლად. სანამ შეუდგებით საველე სამუშაოებს,
თქვენ, სულ ცოტა, უნდა იცოდეთ რომელი თემა გაინტერესებთ, ვთქვათ - რესურსების მართვა თუ
ბავშვების აღზრდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში გეცოდინებათ ძალიან ცოტა
ყველაფერის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ იცოდეთ საკმარისად რაიმეს შესახებ.

ანთროპოლოგია „შინ“

ტრადიციულად, ანთროპოლოგია საზოგადოების შემსწავლელი სხვა მეცნიერების -


სოციოლოგიისგან - იმით განსხვავდება, რომ (1) აქცენტს ჩართულ დაკვირვებასა და საველე
სამუშაოზე აკეთებს და (2) უმეტესად, არაინდუსტრიულ საზოგადოებებს იკვლევს. სოციოლოგია
კონცენტრირებულია თანამედროვე საზოგადოებების გააზრებაზე, კრიტიკასა და მართვაზე,
მაშინ, როცა ანთროპოლოგიის ისტორიული ამოცანაა - ახსნას ადამიანთა არსებობის ვარიაციები
და მსგავსებები და მათი საზოგადოების შესახებ ინფორმაციის მოპოვების და წერილობითი

13 პატერნი - მოდელი, შაბლონი, ან თარგი (მაგალითად, „ქცევის პატერნი“ ნიშნავს ქცევის განმეორებად მოდელს).

26
ფორმით გადმოცემის გზით, გარკვეულწილად, დავიწყებისგან იხსნას გაქრობის საფრთხის
წინაშე მყოფი ხალხები.

დისციპლინის დაარსების პერიოდიდან, მრავალი მიზეზის გამო ანთროპოლოგები საველე


სამუშაოებს უმეტესწილად ატარებდნენ საკუთარ ან მსგავს საზოგადოებაში. დღესდღეობით
მსოფლიოში მიმდინარე ისტორიული ცვლილებების გამო ანთროპოლოგია მრავალ ახალ
გამოწვევას აწყდება. რეალურად, შეუძლებელი გახდა იმსჯელო ‘ჩვენ’ (თანამედროვე) და ‘მათ’
(პრიმიტიულები) საზოგადოებას შორის მკვეთრ განსხვავებებზე, თუნდაც იმიტომ, რომ
მოდერნიზაციამ და ‘განვითარებამ’ ხელი შეუწყო სივრცითი მანძილების შემჭიდროებას და
ბუნდოვანი გახადა კულტურებს შორის საზღვრები, რომლებიც მანამდე გარკვეულწილად უფრო
მკვეთრი იყო. უკვე ყოველთვის ცხადი როდია, თუ რა არის ‘შინ’ და რა - ‘საზღვარგარეთ’.

დღეს ანთროპოლოგია უკვე აღარ არის ‘მეცნიერება ტომებზე’ ან ‘არაინდუსტრიულ სამყაროზე’;


ის გლობალური მეცნიერებაა, რომელსაც ზუსტად ისევე შეუძლია შეისწავლოს მალაიზიაში
ინტერნეტაქტივობა (Postill 2011), როგორც ინდუსების ნაციონალიზმი (Frøystad 2005), შვილად
აყვანა და ნათესაობა დასავლურ საზოგადოებებში (Howell 2007) ან ეთნიკური მრავალფეროვნება
ლონდონში (Wessendorf 2014).

საველე სამუშაოების „შინ“ ჩატარებასთან დაკავშირებით მუდამ მიმდინარეობს გაცხარებული


დისკურსი და მეცნიერები არაერთი არგუმენტითა და კონტრარგუმენტის მეშვეობით ცდილობენ
მისი ვალიდურობის დადასტურებასა თუ უარყოფას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ემბერი, ქეროლ რ., მელვინ ემბერი და პიტერ ნ.პერეგრინი. ანთროპოლოგია. 2007. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.
2. ერიქსენი, თ. მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები : შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში. 2018.
თბილისი: საქართველოს მაცნე.
3. სურმანიძე, ლ. კულტურა მეთოდოლოგიურ პერსპექტივაში. 2010. თბილისი: უნივერსალი.

27

You might also like