You are on page 1of 93

სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

კულტურის ფსიქოლოგია
რიდერი

კურსის ხელმძღვანელი: ელისო კერესელიძე

2017-2018

1
1. კულტურის გაგება და განსაზღვრა
........................................................................................1
2. კულტურის შესწავლის მეთოდები ........................................................................................18
3. კულტურა და ქცევის ბიოლოგიური საფუძველი
...............................................................20
4. კულტურის გავლენა ფსიქოლოგიაზე ...................................................................................23
5. კულტურა და ცნობიერება
.......................................................................................................26
6. კულტურა და შემეცნება (კულტურა და აღქმა, კულტურა და მეხსიერება)
..................29
7. პრობლემების გადაჭრა (კულტურა და აზროვნება)
...........................................................42
8. ინდივიდუალიზმი - კოლექტივიზმი ...................................................................................46
9. ეთნოცენტრიზმი და სტერეოტიპები .....................................................................................53
10. კულტურის გავლენა განვითარებაზე
....................................................................................54
11. იაპონელთა ეთნოფსიქოლოგია
..............................................................................................76

1. კულტურის გაგება და განსაზღვრა

კულტურის ფსიქოლოგიის ცნებები, ადამიანის განვითარების პროცესის ოთხი


მიმართულება.

ეთნოფსიქოლოგია სწავლობს ნორმალური ზრდასრული ადამიანის თავისებურებებს


ეთნიკურ ერთობაში. ეთნოფსიქოლოგიას უწოდებენ კულტურის ფსიქოლოგიასაც.
მეცნიერებაში მიმდინარეობს კულტურათაშორისი გამოკვლევები (კროსკულტურული
კვლევები), ერთმანეთს ადარებენ კულტურებს. კულტურის ფსიქოლოგიის საგანია
ეთნიკური ერთობის ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების ფსიქოლოგია.

რა ძირითადი ცნებები გამოიყენება კულტურის ფსიქოლოგიაში? ესენია: ეთნოსი-ხალხი.


როდესაც ლაპარაკობენ ეთნოსზე, გულისხმობენ ერს. ერი არის ენის, ტერიტორიის,
ეკონომიკის, საზოგადოებრივი წყობის (და ფსიქოლოგიური) ერთობა (ოთხი ნიშანი).
ერი-ეროვნება-ტომი-თემი არის ეთნიკური ერთობები. ეთნოსის სპეციფიკური ნიშანია
კულტურა, რომელსაც ის ატარებს. თითოეული ეთნიკური ერთობა იმუშავებს იმ
კულტურას, რომელიც გარემოსთან შეგუების საუკეთესო ფორმაა. ამიტომ ყველა
კულტურა ერთნაირი ღირებულებისაა. ამიტომაც, კულტურის შესწავლა დაიწყეს
ადამიანის გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით.

2
კულტურა არის საზოგადოების ან ამა თუ იმ ერთობის გარემოსთან შეგუების შედეგად
შემუშავებული შეხედულებების, სტერეოტიპების, რწმენების და ა.შ. სისტემა. კულტურა
ოპერაციონალისტური თვალსაზრისით (შემადგენელი ნაწილები) არის სისტემა, რომლის
შემადგენელი ნაწილია ნორმები, ღირებულებები, სტერეოტიპები.

ადამიანად გახდომის პროცესი გულისხმობს ბიოლოგიურ და სოციალურ


ჩამოყალიბებას. ადამიანის განვითარება მოიცავს 4 მიმართულებას:

1. ჰომონიზაციის პროცესი-ბიოლოგირად ადამიანად გახდომის პროცესი;

2. სოციალიზაცია-საზოგადოების თავისებურებების, კულტურის ნორმების,


სტერეოტიპების შეძენა;

3. ინკულტურაცია-კულტურის სხვა ნაწილების (ენების, ხელოვნების) შეთვისება.


აკულტურაცია-ერთი კულტურის წარმომადგენლის შესვლა მეორეში;

4. ინდივიდუალიზაცია-ადამიანი კულტურას ითვისებს ინდივიდუალურად.

სოციალიზაციის პროცესში ამა თუ იმ კულტურის ეთნიკური ევოლუციის ათვისება


ხდება. სოციალიზასიის ცნებას იყენებდნენ სხვადასხვა მეცნიერებასი. ის ძირითადად
შემოვიდა სოციოლოგიიდან. 1898 წელს ეს ტერმინი იხმარა როსმა `სოციალურ
კონტროლში, 1896წ. გიგინსმა სოციალიზაციის თეორია, 1916 წ. ერნსტ ბურგესმა
`სოციალიზაციის ფუნქცია სოციალურ განვითარებაში” და ა.შ.

სოციალიზაციის პროცესში ხდება: 1. სოციალური დასწავლა-ჩვევის შეძენა, 2.


სოციალური ცოდნის შეძენა, 3. ნორმების გაშინაგნება, ინტერნალიზაცია-სოციალური
მომენტების შემოსვლა ადამიანში (ღირებულებები, ნორმები, ატიტუდები),
ინტერიორიზაცია-კოგნიტური თავისებურებების შემოსვლა (კულტურის გაშინაგნება
აზროვნების მეშვეობით).

სოციალიზაციის დონეები

პირობითად ადამიანს განვიხილავთ სამი დონის მქონე არსებად. ესენია: 1. ინდივიდის


(ბიოლოგიური), 2. სუბიექტის (ადამიანი, როგორც შემმეცნებელი არსება), 3. პიროვნება
(საზოგადოებრივი არსება). სოციალიზაცია მიმდინარეობს სამივე დონეზე.

რატომაა მთავარი განვსაზგვროთ კულტურა?

ბევრი არასპეციალისტი და მეცნიერი იყენებს სიტყვა კულტურას, რასას და


ეთნიკურობას როგორც მსგავს ტერმინებს. დამატებით ადამიანები ხშირად ხმარობენ
სიტყვა კულტურას სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების აღსაწერად. ერთიდაიგივე
მნიშვნელობას აღნოშნავს ყველა ეს ტერმინი? ისინი ნაწილობრივ კვეთავენ ერთმანეთს,

3
თუმცა, მათ შორის არსებობს სერიოზული განსხვავებები. ამ სხვაობების მიღება
აუცილებელია უფრო ზუსტი კროს-კულტურული კვლევებისთვის.

სანამ გადავალთ ქცევის კულტურულ გავლენებზე, მნიშვნელოვანია განვსაზგვროთ თუ


რა არის სიტყვა კულტურა? განსაზღვრებები, რომლებიც მიღებულია კულტურის
კვლევებში, იქნება ეს ექსპლიციტური თუ იმპლიციტური, საბოლოოდ მეტყველებს იმაზე
თუ როგორ მოქმედებს კულტურა ადამიანთა ცხოვრებაზე.

დღეისათვის ჩვენ ვიყენებთ სიტყვა კულტურას ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობით.


როგორც ადრე ავღნიშნეთ, ზოგჯერ ამ სიტყვას ვიყენებთ რომელიმე რასის,
ნაციონალობის ან ეთნიკურობის მნიშვნელობით. მაგალითად, ვამბობთ, რომ
აფროამერიკელები მოდიან აფროამერიკული კულტურიდან, ან ჩინელი ამერიკელები-
ჩინეთიდან. Aამის გარდა, სიტყვა კულტურას ვიყენებთ მიმართულების მისაცემად:
მუსიკაში, ხელოვნებაში, სამზარეულოში, ტანსაცმელში, რიტუალებში, ტრადიციებში,
მატერიალურ მემკვიდრეობებში. ასევე-ფიზიკური და ბიოლოგიური
განსაკუთრებულობების, ქცევის, მუსიკის და ბევრი სხვა საქმიანობის აღსაწერად.

ტერმინ - კულტურის საერთო გამოყენების კატეგორიები.

კრებერმა, კლიკცოლნმა და მოგვიანებით ბერიმ, პურტინგამ, სეგალიმ და დასენმა


აგწერეს 6 საერთო კატეგორია, სადაც განიხილება კულტურა:

1. დესკრიპტული გამოყენება აქცენტს აკეთებს მოქმედების ან ქცევის სხვადასხვა


ტიპებზე, რომლებიც დაკავშირებულია კულტურასთან.

2. ისტორიული განსაზღვრება ეხება მემკვიდრეობას და ტრადიციებს, რაც კავშირშია


ადამიანთა ჯგუფებთან.

3. ნორმატიული გამოყენება აღწერს წესებსა და ნორმებს, რომლებიც დაკავშირებულია


კულტურასთან.

4. ფსიქოლოგიური აღწერა ემყარება პრობლემების მეცნიერულ გადაწყვეტას და სხვა


ქცევით მიდგომებს, რომლებიც ეხება კულტურას.

5. სტრუქტურული განსაზღვრება ყურადღებას ამახვილებს კულტურის საზოგადოებრივ


და ორგანიზაციულ საკითხებზე.

6. გენეტიკური აღწერები ეხება კულტურების წარმოშობას.

ეს კატეგორიები გვაჩვენებენ, რომ ტერმინ კულტურას ვიყენებთ ფართო წრის


საქმიანობის, ასევე, ჩვენი ცხოვრების ქცევის მოდელების, მოვლენებისა და
სტრუქტურებისა აღსაწერად.

4
რაზე ვლაპარაკობთ, როცა წარმოვთქვამთ სიტყვა კულტურას? კულტურის გაგება ხდება
უფრო და უფრო მოდური ბოლო რამოდენიმე წელია. ჩვენ ვლაპარაკობთ კულტურულ
განსხვავებებზე, კულტურულ პლურალიზმზე და მულტიკულტურულობაზე ცხოვრების
სხვადასხვა მომენტებში, სკოლის ჩათვლით. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ვაღიაროთ,
რომ სიტყვა კულტურას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მნიშვნელობა ან აქცენტი.
მაგალითად, იაპონელს შეუძლია ჯერ დაფიქრდეს თაიგულის შეკვრაზე ან ჩაის
ცერემონიაზე და არა კულტურის ასპექტებზე, რომელთაც, როგორც წესი, ჩვენ
ვაკავშირებთ ამ სიტყვასთან.

კულტურის გაგებას აქვს სხვადასხვა რთული მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეხება


ცხოვრების ბევრ ასპექტს. მერდოკმა ფორდმა და ჰადსონმა აღწერეს ცხოვრების 79
სხვადასხვა ასპექტი, რაც უკავშირდება კულტურას. ბერიმ გაყო ეს ასპექტები 8 ფართო
კატეგორიად: საერთო მახასიათებლები, საჭმელი და ტანსაცმელი, საცხოვრებელი და
ტექნოლოგია, ეკონომიკა და მმართველობა, სოციალური და საოჯახო საქმიანობა,
ადგილობრივი დაჯგუფებები და მმართველობა, სოციალური უზრუნველყოფა, რელიგია
და მეცნიერება, სექსუალური ცხოვრება და ცხოვრებისეული ციკლი. ზოგიერთი ასპექტი
ამჯობინებს მატერიალურ ობიექტებს, ისეთებს როგორიცაა: საჭმელი და ტანსაცმელი.
ზოგიერთი ასპექტი–საერთო და საზოგადო სტრუქტურულ მნიშვნელობებს, ისეთებს,
როგორიცაა ძალაუფლების ორგანიზაცია და სოციუმის სტრუქტურა. მესამე ეხება
ინდივიდუალურ ქცევას, ისეთს, როგორიცაა ორგანიზაციული საქმიანობა – რელიგია და
მეცნიერება.

კულტურის კონცეფციები არასპეციალისტებთა შორის

ჩატარდა კვლევა, სადაც კოლეჯის 340 სტუდენტს სთხოვეს განესაზღვრათ სიტყვა


კულტურა. მათ უნდა დაესახელებინათ, აღეწერათ და დაენომრათ ის კულტურები,
რომლებიც უფრო მნიშვნელოვანი იყო მათთვის. როცა მონაწილეები საზღვრავდნენ
სიტყვა კულტურას, ისინი ხშირად იყენებდნენ კატეგორია-მოვლენას, მაგრამ როცა
სტუდენტები ასახელებდნენ კულტურას, როგორც თავიანთს და მნიშვნელოვანს უფრო
ხშირად იყენებდნენ კატეგორია-რასას.

კულტურა როგორც აბსტრაქცია

კულტურას თვალით ვერ ვხედავთ, არ შეგვიძლია შევეხოთ ან გემო გაუსინჯოთ.


Kკულტურა ეს არის ისეთი რამ, რაც აისახება ადამიანის ქცევაში, ფიქრებში,
რიტუალებში, ტრადიციებში და .ა.შ. ჩვენ ვხედავთ კულტურულ მანიფესტაციებს, მაგრამ
ვერასოდეს ვერ ვხედავთ თავად კულტურას. მაგალითად, შევხედოთ კულტურულ
სხვადასხვაობებს მისალმებისას. დასავლეთის კულტურაში ჩვენ ხელს ვართმევთ
ადამიანს შეხვედრისას. თითოეული ჩვენთაგანისათვის ეს ხელის ჩამორთმევა გახდა
ავტომატიზირებული ქცევა, თუმცაღა სხვადასხვა კულტურებში ადამიანები ერთმანეთს
განსხვავებულად ესალმებიან. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში ესალმებიან თავის

5
ოდნავ დახრით ერთმანეთისკენ. ზოგთან-ხელები მიაქვთ თავთან, როგორც ლოცვის
დროს და წინ იხრებიან. ზოგიერთ კულტურაში შემოიფარგლებიან სწრაფი შეხედვით და
წარბების აწევით. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ ქცევებს კულტურულ
მანიფესტაციებში. ეს მრავალფეროვანი ქცევითი მოდელები უდევს საფუძვლად
კულტურულ სხვადასხვაობებს. ქცევა განსხვავდება იმიტომ, რომ განსხვავდება
კულტურა.

ციკლური და დინამიური კულტურის ხასიათები. ციკლური ურთიერთქმედება

იმის მიხედვით, რომ მსგავსება და განსხვავება ჯგუფთა შორის გვაძლევს კულტურის


აბსტრაქტულ გაგებას. ეს ურთიერთკავშირი გვეხმარება ავხსნათ, თუ რატომ და როგორ
უნდა მოვიქცეთ მაგიდასთან ეტიკეტის ნორმების დაცვით.

კულტურა ნამდვილად კავშირშია ქცევასთან. ამიტომ შეცვლილი ქცევა აუცილებლად


გამოიწვევს კულტურაში ცვლილებებს, რადგანაც კულტურა ეს არის ცნება, რომელიც
ჩვენ შევქმენით. ახალგაზდა და უფროს თაობებს შორის ქცევათა განსხვავება
აუცილებლად მეტყველებს კულტურის განსხვავებაზე ამ ორ ჯგუფს შორის, მეტყველებს
იმაზე, რასაც ჩვენ ვეძახით ‘"თაობათა შორის განხეთქილებას“.

დინამიური ზეწოლა

ფაქტიურად ყოველთვის არსებობს შეუთანხმებლობები ქცევასა და კულტურას შორის,


ქცევასა და კულტურის აბსტრაქტულ გაგებას შორის.

ზოგიერთ კულტურას ახასიათებს მაგალი ხარისხის ზეწოლა, ზოგიერთს-დაბალი.


სხვაობა ზეწოლასა და თავისუფალ საზოგადოებას შორის ასახა პელტომ.

განსაზღვრული კულტურები. კულტურის ძველი განსაზღვრებები

100 წლის წინ ბევრი სწავლული წარადგენდა კულტურის თავისეულ განსაზღვრებებს.


მათ აქვთ ბევრი საერთო, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მაგალითად,
საუკუნეზე მეტი წლის წინ ტეილორმა განსაზღვრა კულტურა, როგორც ყველა
შესაძლებლობა და ჩვევა, რომელიც გათავისებული ჰქონდა საზოგადოების წევრებს.
ლინტონმა დაასახელა კულტურა, როგორც სოციალური მემკვიდრეობა. კრებერმა და
კლიკხოლნმა განსაზღვრეს კულტურა, როგორც ქცევის პატერნი. რონერმა განიხილა
კულტურა, როგორც ექვივალენტური და ურთიერთშევსებადი მნიშვნელობები,
რომლებიც ეხება ადამიანთა პოპულაციის შენარჩუნებას ან პოპულაციას
იდენტიფიცირებული სეგმენტებით და რომელი გადაეცემა თაობიდან თაობას.
ტრიანდისმა წინ წამოწია კულტურის ობიექტური ასპექტები, როგორიცაა სიტყვა,
ზოგადი წარმოდგენები, როლები და ღირებულებები. ეს განსაზღვრება ასევე შეესაბამება
კრებერომს და კლუკხალნუმის ექსპლიციტურ და იმპლიციტურ გაგებას. იახოდა
ამტკიცებს, რომ კულტურა ეს არის აღწერითი ტერმინი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ

6
წესებსა და მნიშვნელობებს, არამედ ქცევასაც. ზოგიერთმა თეორეტიკოსმა აღწერა
კულტურა პიროვნული ტერმინებით. ზოგიერთმა კი-საერთო სიმბოლური სისტემებით,
რომლებიც გამოდიან ინდივიდების ჩარჩოებიდან. Bერიმ, პურტინგამ, სიგალმა და
დასენმა განსაზღვრეს კულტურა ადამიანთა ჯგუფის ცხოვრების მაგალითზე.

პურტინგის განსაზღვრება: როგორც შემოფარგლულობის სისტემა.

რამოდენიმე წლის წინ პურტინგმა შემოგვთავაზა კულტურის ახალი საინტერესო


განსაზღვრება, უდიდესი შესაძლო ქცევითი დიაპაზონის აღნიშვნით. პურტინგი
ცდილობს გაავლოს პარალელი ადამიანის ქცევებს შორის: შინაგანი ან გარეგანი,
შორეული ან ახლო. ანალოგიური მეთოდით შინაგანი ქცევის მექანიზმები მოიცავს
ეკონომიკურ, სოციო-ეკონომიკურ და ისტორიულ კონტექსტებს. კულტურის კლასიკური
განსაზღვრება

კულტურის განსაზღვრების უამრავი მცდელობა არსებობს, მაგრამ არასაკმარისი.


რამოდენიმე წლის წინ, სუდინმა, ხუტსემეკერმა და ბან დე ბიჰერმა გაანალიზეს
კულტურის 128 განსაზღვრება საერთო მაჩვენებლების საპოვნელად. მათმა ანალიზმა
აღმოაჩინა 5 სემანტიკური მაჩვენებელი. თუმცა ეს მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ამ 5
მაჩვენებლის გაერთიანების მაგივრად საჭიროა გამოვყოთ სპეციფიკური მაჩვენებლები,
რათა გასაგები გავხადოთ კითხვები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ადამიანთა
ქცევებთან დაკავშირებით.

დინამიური

კულტურა, როგორც აბსტრაქტული გაგება აღწერს საშუალო ტენდენციებს. მას არ


შეუძლია აღწეროს ადამიანის ქცევის ყველა მოდელი რომელ ჯგუფსაც არ უნდა
მიეკუთვნებოდეს ის. ყოველთვის იარსებებს შეუსაბამობა კულტურასა და ქცევას შორის.
ეს არ ქმნის დინამიურ მიმართულებას, ამიტომაც კულტურა არ არის სტატიკური, ის
ყოველთვის დინამიური და ცვალებადია. არსებობს შინაგანი დაძაბული ურთიერთობები
ქცევებში, რომლებიც უნდა ახსნას და იწინასწარმეტყველოს მან.

წესების სისტემა

კულტურა არ ასახავს რაიმე ერთი ქცევის მოდელს, წესს ან ღირებულებას. ის კავშირშია


ყველა ამ სისტემის კონსტრუქტთან. როგორც ტრიანდისმა აღწერა კულტურა მოიცავს
დამოუკიდებელ, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულ ფსიქოლოგიურ კომპონენტებს.

ჯგუფები და გაერთიანება

კულტურა არსებობს ბევრ საფეხურზე—ჯგუფის შიგნით ინდივიდებს შორის და


ქვეჯგუფებს შორის. კულტურის ეს განსაზღვრება ერგება ანალიზის ბევრ საფეხურს,
7
მაგალითად: მსხვილი კომპანია ხშირად შედგება მრავალრიცხოვანი განყოფილებებისგან,
კომპანია მთლიანობაში იქნება წესთა სისტემა: კომპანიის ოფიციალური
პოლიტიკა(ექსპლიციტური წესები) და არაოფიციალური საშუალება საქმის
განხორციელებისთვის (იმპლიციტური წესი)—რომლებიც შეადგენენ ამ კომპანიის
ორგანიზაციულ კულტურას.

თვითგადარჩენის უზრუნველყოფა

წესთა სისტემა, რომლებიც შეადგენენ კულტურას, არის ჯგუფთა გადარჩენის მთავარი


საშუალება. ეს წესები ასევე გვაძლევენ ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას;
უზრუნველყოფენ სოციალური წყობის საფუძველს ქაოსის მაგივრად. ისინი ასევე
საშუალებას აძლევენ ჯგუფებს გამოავლინონ სურვილები და საჭიროებები ჯგუფის
გადასარჩენად და გასაერთიანებლად.

წყობილება, ღირებულებები, წარმოდგენები, ნორმები და ქცევითი მოდელები

ეს მოდელები არ წარმოადგენენ ფიზიკურ ან დაკვირვებად ატრიბუტებს, ისეთებს


როგორიცაა: კანის ფერი, სახის განსაკუთრებულობები და ა.შ. ეს არ არის კავშირში
მოქალაქეობასთან ან რეგიონების ცხოვრებისეულ ფაქტებთან. ეს უფრო ეხება იდეებს,
მოწყობას, ღირებულებას, რაც წარმოდგენილია თითოეული ადამიანის ფსიქიკაში,
რომელიც ეკუთვნის კულტურას. კულტურის ეს ასპექტები არსებობს არა მარტო
ადამიანთა ფსიქიკაში, არამედ სოციალურ ცნობიერებაში. ქცევის საერთო მოდელები
ნამდვილად დაკვირვებადია და ხშირადაა წარმოდგენილი რიტუალებში ან ქცევის
ავტომატურ პატერნებში, რომლებიც წარმოიშობა საერთო კულტურული
ღირებულებებისა და ნორმების გავლენით. ამ ელემენტების დაკომპლექტება წარმოადგენს
კულტურის სუბიექტურ ასპექტებს.

ჯგუფებს შორის მსგავსება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად გამოყოფენ


ერთიდაიგივე ღირებულებას, წყობას ან ქცევის მოდელს რაიმე კონკრეტული ჯგუფის
წევრები. აქ მოიაზრება არა ფიზიკური მსგავსება, არამედ ფსიქოლოგიური მსგავსებები
კულტურის წარმომადგენლებს შორის.

კულტურა-ეს არის წესთა სისტემა, რომლებიც არის მყარი, ცალსახად მდგრადი დროთა
განმავლობაში. წესების სისტემის ძირითადი ასპექტები გადაეცემა თაობიდან თაობას.

მიუხედავად კულტურის ცალსახა მდგრადობისა, ის არასდროს არ არის სტატიკური.


როგორც ადრე ითქვა, კულტურა_ეს არის დინამიკური მოცემულობა, რომელიც
ყოველთვის არის დაძაბულ ურთიერთობაში ქცევასთან, წყობილებასთან,
ღირებულებებთან და ნორმებთან. ის იცვლება დროთა განმავლობაში.

რა ტიპის ფაქტორები ახდენენ გავლენას კულტურაზე? გადარჩენის ფაქტორები

8
კულტურები ეხმარება ჯგუფებსა და ინდივიდებს გადარჩენაში, ინდივიდების
მოთხოვნილებების გაზომვებითა და ჯგუფების რესურსების გათვალისწინებით ის
ახდენს მათი ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას. როცა ვლაპარაკობთ პრიმიტიულ
კულტურებზე ცოტა რესურსებითა და შეზღუდული ტექნოლოგიებით, ან თანამედროვე
ურბანიზირებულ კულტურებზე, რომლების არსებობენ დღესდღეისობით მსოფლიოს
ბევრ ქვეყანაში-ამან შეიძლება დაბადოს კითხვა, თუ სად როგორ ხდება ეს. გადარჩენის
აუცილებლობის ჩათვლით, კულტურები ეხმარებიან აირჩიონ ქცევა, წყობა, ღირებულება
და აზრი, რომელთაც შეუძლიათ სტიმულირება გაუკეთონ რესურსების გამოყენებას
გადარჩენის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამგვარად, როგორც ივარაუდა
პურტინგმა, ქცევის მოდელის ბევრი შესაძლებლობიდან ადამიანის რეპერტუარში,
კულტურები ეხმარებიან ფოკუსირება გააკეთონ ადამიანთა ქცევისა და ყურადღების
რამოდენიმე შეზღუდულ ალტერნატივაზე, რათა მაქსიმალიზაცია გაუკეთონ მათ
ეფექტურობას არსებული რესურსებისა და გარემოს გათვალისწინებით.

კულტურა, როგორც ინდივიდუალური და სოციალური კონსტრუქტი

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჯგუფის კულტურაზე, თითქოს იგი ის იყოს ერთიანი,


უნიტარული გაგება, რომელიც თანაბრად მიესადაგება ჯგუფის თითოეულ წევრს.
მაგალითად, როცა ვსაუბრობთ ახლო აღმოსავლეთის კულტურაზე, ჩვეულებრივ,
ვგულისხმობთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ყველა ხალხი შედარებით
ჰომოგენურია თავის ფსიქიკურ დახასიათებაში და ქცევაში. ეს დაშვება ასევე ჩართულია
კროს-კულტურულ კვლევებში. როცა კვლევებში ერთმანეთს ადარებენ ა.შ.შ-ს და
ბარზილიას და პუერტო-რიკოს მცხოვრებლებს უშვებენ, რომ ჯგუფის შიდა წევრები
შედარებით ჰომოგენურები არიან. ცხადია, კულტურა გარკვეულ დონეზე
რელევანტურია ჯგუფის ყველა წევრისთვის. კულტურაში ადამიანებს შორის
განსხვავებებს შეიძლება დავაკვირდეთ იმის მიხედვით, თუ რა დონით იღებენ და
ინაწილებენ ისინი განწყობებს, ღირებულებებს, წარმოდგენებს და ქცევებს, რომლებიც
ერთიანობაში ქმნიან კიდეც კულტურას. თუ თქვენ იქცევით ამ საერთო ღირებულებების
და ქცევის მოდელების შესაბამისად, მაშინ ეს კულტურა თქვენში არსებობს. თუ თქვენ
არ იზიარებთ ამ ღირებულებეს და ქცევის მოდელებს, მაშინ თქვენ არ ხართ ამ
კულტურის ნაწილი.

თუმცა, ნებისმიერი კულტურის ნორმები უნდა იყოს რელევანტური ყველასთვის ამ


კულტურის შიგნით. ასევე, სწორია, რომ ეს ნორმები შეეფარდება სხვადასხვა ადამიანს
სხვადასხვა დონეზე (ხარისხით). სწორედ კულტურის არსებობა ანთროპოლოგიასა და
სოციოლოგიაში მაკროგაგების სახით და ფსიქოლოგიაში ინდივიდუალური
კონსტრუქტის სახით აქცევს მას რთულ და საინტერესო ფენომენად.

კულტურა და პიროვნება

9
ის ფაქტი, რომ კულტურის შიგნით არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები, სვამს
საკითხს, რომელიც ეხება განსხვავებებს კულტურასა და პიროვნებას შორის. თუკი კულტურა
არსებობს როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი და მისი მატარებლები არიან სხვადასხვა
ადამიანები (სხვადასხვა ხარისხით), მაშინ ჩვენ სინამდვილეში ხომ არ ვლაპარაკობთ
პიროვნებაზე და არა კულტურაზე? პიროვნების ბევრი შტრიხი ნამდვილად სოციალურ-
ფსიქოლოგიურია. კულტურას, როგორც აბსტრაქტული ფენომენის მიმართ
დამოკიდებულებას, რომელიც არაა დაფუძნებული ფიზიკურ დახასიათებებსა თუ ეთნიკურ
მიკუთვნებულობაზე, მივყავართ სწორედ ამ განუსაზღვრელობამდე, სწორედ ისევე, როგორც
წარმოდგენას, რომ კულტურა შეიძლება იყოს განსხვავებული სხვადასხვა ადამიანისთვის.

კულტურის განსხვავება პიროვნული მახასიათებლისგან

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები იმაში, თუ როგორ განვსაზღვრავთ ჩვენ კულტურას


და ტრადიციულად, რად თვლიან პიროვნებებს. პირველ რიგში, კულტურა არის
ატიტუდების კონგლომერატი, რომელთაც იზიარებენ კულტურული ჯგუფის წევრები.
თუმცა შეიძლება არსებობდეს განსხვავება იმაში, თუ რა ხარისხით იზიარებენ ჯგუფის
წევრები ამ ატრუბუტებს. ჯგუფის წევრთა უმრავლესობა მაინც იზიარებს ყოველ მოცემულ
ატრიბუტს. ეს დაშვება არ არის აუცილებელი ჭეშმარიტი იყოს პიროვნულ
მახასიათებლებთან დაკავშირებით, განსაზღვრების მიხედვით, მიეკუთვნებიან
ინდივიდუალურ განსხვავებებს ადამიანთა შორის და არა განსხვავებებს იმაში, რა ხარისხით
იზიარებენ ისინი ატრიბუტებს.

მდგრადობა და უწყვეტობა

კულტურის მეორე ნიშვნელოვანი ასპექტია - მდგრადობა, რომელიც განსაზღვრულია,


როგორც კულტურული ღირებულებების ქცევის მოდელების გადაცემა თაობიდან თაობაზე.
მშობლები, ოჯახი, ნათესავები იმყოფებიან სოციალიზაციის აგენტების როლში, რომლებიც
უზრუნველყოფენ რიტუალების, ჩვეულებების, წარმოდგენების, ნორმების გადაცემას ახალ
თაობაზე. ძირითადად, ეს ხდება იმ ფორმით, როგორითაც თავად მიიღეს ისინი წინა
თაობისგან. სკოლა, პროფესიული თუ სახელმწიფო დაწესებულებები წარმოადგენენ
ინსტიტუციონალურ აგენტებს, რომლებიც ზუსტად იგივე როლს ასრულებენ, რასაც
ადამიანური აგენტები. შესაბამისად, კულტურა ინახავს მნიშვნელოვან შეთანხმებულობას,
მიუხედავად კულტურასა და ქცევას შორის არსებული დაძაბულობისა. ასეთი უწყვეტობა
არაა აუცილებელი პიროვნული მახასიათებლებისთვის. პიროვნება, ჩვეულებრივ, აღიწერება
ინდივიდის ატრიბუტებისა და მახასიათებლების მხრივ მხოლოდ მისი სიცოცხლის
მანძილზე.

10
კულტურა, როგორც მაკროგაგება

ბოლო განსხვავება კულტურასა და პიროვნებას შორის დაკავშირებულია იდეასთან, რომ


კულტურა არის მაკროგაგება, სოციალური ფენომენი. როგორც აღვნიშნეთ, კულტურა
არსებობს არა მხოლოდ თითოეულ ადამიანში, არამედ როგორც სოციალური ფენომენიც,
იარლიყი, რომელიც ასახავს ცხოვრების დაპროგრამებულ პატერნებს, რომლებიც ავითვისეთ
და რომლებსაც შევეჩვიეთ. როგორც სოციალური იარლიყი, კულტურა ”ცხოვრობს საკუთარი
ცხოვრებით”, აძლიერებს რა ქცევის მოდელებს, რომლებზეც ის გავლენას ახდენს. ამის გამო
კულტურას ახასიათებს ციკლური ბუნება, აკავშირებს რა თავის თავისებურებებს (როგორც
სოც. იარლიყისა) თავის წევრების ინდივიდუალურ ქცევასთან. პიროვნების გაგებას ცოტა
საერთო აქვს როგორც სოციალური იარლიყის მიკერებასთნ, ისე სოციალური იარლიყის
კულტურულ ბუნებასთან.

კულტურა და მრავალფეროვნება

კულტურის ფუნქციური განსაზღვრება დაფუძნებულია ფსიქოლოგიური პროცესების


ფუნქციონირებაზე და არა სოციალურ კატეგორიებსა თუ კონსტრუქტებზე. ამის
გათვალისწინებით ადამიანთა ბევრი კატეგორია შეიძლება განვიხილოთ, როგორც
კულტურული ჯგუფი. ეს კატეგორიები მოიცავს არა მარტო იმ ასპექტებს, რომლებიც
კულტურასთან კავშირშია (მაგალითად, რასა ან ეთნობრივი მიკუთვნება), არამედ ისეთებსაც,
რომლებსაც არ აქვთ კავშირი კულტურასთან. მაგ, გენდერი, სექსუალური ორიენტაცია ან
უნარშეზრუდულობა. ასეთი ჯგუფის წევრებისთვის საერთი არა მხოლოდ გენდერი და
სექსუალური ორიენტაციაა, მათ უფრო მეტი რამ აერთიანებთ-კულტურა, რომელიც მათ
უნიკალურს და მრავალფეროვანს ხდის, განსაკუთრებით მათ ფსიქოლოგიასთან
დაკავშირებით.

კულტურა და რასა

რასა-არ არის კულტურა. თუმცა ბევრი მათ სინონიმებივით იყენებს. ერთი რასის ორი
წარმომადგენელი შეიძლება ძალიან გავდნენ ან ძალიან არ ჰგავდნენ ერთმანეთს თავისი
კულტურული მიდრეკილებებით, ქცევებით, აზრებით და გრძნობებით. მრავალმა ადამიანმა,
რომლებსაც აქვთ ერთნაირი რასული მემკვიდრეობა შეიძლება გაიარონ სოციალიზაციის
ერთნაირი პროცესი და ამით ერთნაირად მიესადაგონ გარკვეულ კულტურას. როცა ჩვენ
ვსაუბრობთ ლათინურ-ამერიკულ, აფროამერიკულ თუ აზიურ კულტურაზე, ამ ჯგუფების
შესახებ ჩვენი კონცეფციები შეიძლება იყოს საკმაოდ ზუსტი. თუმცა ისიც სწორია, რომ რასასა
და კულტურას შორის ყოველთვის არაა აუცილებელი იყოს აბსოლუტური შესაბამისობა. თუ
თქვენ დაიბადეთ გარკვეული რასის წარმომადგენლად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ
თქვენ იზიარებთ იმ კულტურას, რომელიც სტერეოტიპულია ამ რასისთვის. კულტურა,
რასისაგან განსხვავებით - შეძენილია.

11
რასის განსაზღვრება

ჩვენ ვიყენებთ ტერმინ ”რასას” ისე, თითქოს ვოცოდეთ, თუ რას ვგულისხმობთ მასში,
მიუხედავად ამისა, დღესაც მიმდინარეობს ცხარე კამათი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ის.
ბევრი თანამედროვე მეცნიერი ამბობს, რომ მსოფლიოში არსებობს 3 ძირითადი რასა-
ევროპეიდული, მონგოლოიდური და ნეგროიდული. მაგრამ რაების წარმომადგენლების
უკანასკნელმა კვლევამ აღმოაჩინა 37 განსხვავებული რასა. თუმცა, დილეტანტები, როგორც
წესი, რასას განსაზღვრავენ კანის, თმის ფერის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების
გამოყენებით, ანთროპოლოგთა უმრავლესობა კი იყენებს პოპულაციებში შენების სიხშირეს.

იმის მიუხედავად, თუ რა ბიოლოგიურ და ფიზიკურ მახასიათებლებს ეყრდნობა ადამიანი


რასის განსაზღვრისთვის, თვითონ რასის გაგება იმდენად ერთმნიშვნელოვანი არაა, როგორც
ეს ადრე ეგონათ. ზოგი ავტორი მითუთითებს, რომ რასებს შორის განსხვავება თვითნებური
და საეჭვოა. მეტიც, გენეტიკური სისტემების (მათ შორის სისხლის ჯგუფის, სისხლის
პლაზმის ცილების და ფერმენტების ჩათვლით) კვლევამ მიუთითა გაცილებით მეტ შიდა
ჯგუფურ განსხვავებებზე, ვიდრე ჯგუფთაშორის განსხვავებებზე.

კამათი მიმდინარეობს რასების წარმოშობის საკითხზეც. გაბატონებული თეორიები


მიუთითებენ საერთო წინაპარზე, რომელიც აფრიკაში გამოჩნდა 200 ათასი წლის წინათ,
რომელთა შთამომავლები გადასახლდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ამ თეორიის
მხარდამჭერი მონაცემები მოიპოვება ფიზიკურ ანთროპოლოგიასა და არქეოლოგიაში.
თუმცა, სხვა თეორიები და მათი მხარდამჭერი მონაცემები ეწინააღმდეგებიან პირველ
მოსაზრებას და ვარაუდობენ, რომ უკვე 2 მილიონი წლის წინ არსებობდნენ ადამიანები
მსოფლიოს ბევრ რეგიონში და რეგიონებს შორის ხდებოდა შერევის პროცესი.

რასა, როგორც სოციალური კონსტრუქტი

დღეს მრავალი ფსიქოლოგი და სოციალური მეცნიერი შეთანხმდებოდნენ, რომ რასა არის


უფრო სოციალური კონსტრუქტი და არა ბიოლოგიური არსი. მაგალითად, ხიშფილდი
ვარაუდობს, რომ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება შექმნან კატეგორიები, განსაკუთრებით
ისეთი, რომლებიც კავშირშია ადამიანის ხასიათთან. რამდენადაც ამ კატეგორიების
ფორმირების პროცესში იყენებენ ადვილად იდენტიფიცირებად ფიზიკურ მახასიათებლებს,
”რასა” ხდება ამ პოპულარული თეორიების ცენტრალურ გაგება (ცნება) და სწორედ ამის გამო
იღებს კოგნიტურ და სოციალურ მნიშვნელობას.

როგორც სოციალური კონსტრუქცია, რასა აყენებს სხვა პრობლემების მთელ რიგს.


სოციალურად კონსტრუირებულ რასებს შორის კატეგორიული საზღვრები არ არის
დადგენილი და ვარირებენ კონსტრუქტის შესაბამისად. კონკრეტულ კულტურებში რასა
არის გასაზომი შკალის გასწვრივ მდებარე კონტინიუმი და არა კატეგორიული ან

12
ნომინალური მოცემულობა. მრავალი ბრაზილიელი თვლის, რომ რასა არ გადმოეცემა
მემკვიდრეობით, ის ვარირებს ეკონომიკური ან გეოგრეფიული მობილობის შედეგად.
ზოგიერთ კულტურაში საციოეკონომიკური მობილობა დაკავშირებულია ისეთი ფიზიკური
მახასიათებლების ცვლილებასთან, როგორიცაა კანის ფერი და თმის სტრუქტურა.

ვეთნხმები ბევრ სხვა ავტორს, რომ რასებს შორის ფსიქოლოგიური განსხვავებების კვლევას,
ამ მსგავსება-განსხვავებების საფუძვლადმდებარე მიზეზების ცოდნის გარეშე, აქვს ძალიან
მცირე მეცნიერული თუ პრაქტიკული მნიშვნელობა. ეს მიზეზები კულტურის ნაწილია,
რადგანაც კულტურა, როგორც ფუნქციონალური ფსიქოლოგიური ფენომენი, აპირობებს
იმას, თუ რა არის სხვადასხვა რასისათვის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი.
განსაზღვრულია თუ არა რასა, როგორც ბიოლოგიური არსი, ან სოციალური კატეგორია.
კულტურა - აი რა ავსებს რასას შინაარსით და რისი განხილვაა საჭირო ფსიქოლოგებისათვის.

კულტურა და ეთნიკურობა

ეთნიკურობა - კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც იხმარება რასისა და კულტურის სინონიმად,


როდესაც საუბრობენ საერთო ნაციონალობის, გეოგრაფული წარმომავლობის, კულტურის
თუ ენის მქონე ჯგუფებზე. ეთნიკურობის გაგება საწყისს იღებს ბერძნული სიტყვიდან
”ეთნოს”, რაც ნიშნავს ერთი ტომის ადამიანებს.

ფსიქოლოგები, ჩვეულებრივ, იყენებენ ეთნიკურობას, როგორც ადამიანთა შორის


განსხვავების აღსაწერ კატეგორიას. თუმცა, ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ უფრო
დესტრუქციული შედეგები, ვიდრე კონსტრუქციული. მიუხედავად იმისა, რომ
ფსიქოლოგიურ ფენომენთა ფართო სპექტრში ინფორმაცია ეთნიკური განსხვავებების
შესახებ შეიძლება იყოს სასარგებლო თავისთავად, არ ხსნის ეთნიკურობასა და ფსიქოლოგიას
შორის კავშირის ბუნებას. ეთნიკურობასთან დაკავშირებული რომელი ცვლადები აგებენ
პასუხს ინდივიდებსა და ინდივიდთა ჯგუფებს შორის ფსიქოლოგიურ განსხვავებაზე?
ეთნიკურობის, როგორც კატეგორიული ერთეულის გამოყენება ნაკლებად გვეხმარება ამ
საკითხის გადაჭრაში.

ეთნიკურობის საკვანძო საკითხები

ეთნიკურობის, როგორც კატეგორიულობის ერთეულის ნაკლოვანებების გათვალისწინებით,


ფსიქოლოგები უნდა გამოვიდნენ ეთნიკური იარაღების უბრალო გამოყენების ჩარჩოებიდან.
ინდივიდუალურის თუ ჯგუფური ფსიქოლოგიის განსხვავებების ახსნისას, ფინიმ გამოყო
ეთნიკურობის 3 ძირითადი ასპექტი, რომლებიც დამატებით ყურადღებას საჭიროებენ;
ესენია:

1. კულტურული ნორმები და ღირებულებები;

13
2. ეთნიკური იდენტობის ძალა, რელიგიურობა და მნიშვნელობა;

3. უმცირესობის სტატუსთან დაკავშირებული განწყობები;

რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები კულტურაზე, როგორც ფსიქოლოგიურ ფუნქციონირების


საფუძვლადმდებარე დეტერმინანტზე აქცენტის გაკეთებას. კულტურა ეთნოჯგუფურ
განსხვავებებს ნათელს ხდის და ფსიქოლოგებმა, რათა გაიგონ და აღწერონ ეთნიკურობა,
ყურადღება უნდა გაამახვილონ მასზე. ასევე, ფანის მიერ გამოყოფილ მის დანარჩენ
ფაქტორებზეც.

კულტურა და ნაციონალობა

თავის ყველაზე მკაცრი მნიშვნელობით, ნაციონალობა უკავშირდება იმ ქვეყანას, რომელშიც


ცხოვრობს ადამიანი. მაგ, განსხვავებული ეთნიკურობის მქონე ადამიანებს აშშ-ში ეძახიან
უბრალოდ ამერიკელებს. ანალოგიურად, ადამიანი საფრანგეთიდან არის ფრანგი, ხოლო
იაპონიიდან - იაპონელი. ნაციონალობა არის კიდევ ერთი ცვლადი, რომელიც ხშირად
გამოიყენება კულტურასთან ერთად. მაგალითად, ხშირად საუბრობენ ფრანგულ, გერმანულ,
იაპონურ და დაჟე ამერიკულ კულტურაზეც კი. ე.ი. ჩვენს ენაში ხშირად ვათანაბრებთ
ნაციონალობას კულტურასთან.

უფრო მეტად ეს ვლინდება კროს-კულტურულ კვლევებში. მათგან ბევრში მკვლევარები


ხშირად იღებენ შედეგებს სხვადასხვა ქვეყნის შერჩევებიდან. როცა ისინი აღმოაჩენენ ხოლმე
განსხვავებას შერჩევებს შორის, ამ განსხვავებებს მიიჩნევენ კულტურის ფუნქციას და არა
ქვეყნის. ე.ი. მკვლევარები ხშირად ვარაუდობენ, რომ კულტურა წარმოადგენს ქვეყნის
საფუძველს, საყრდენს.

შესაძლოა, ეს არც ისე მცდარი დაშვებაა, სხვადასხვა ქვეყნები და ნაციონალობები


დაკავშირებულია სხვადასხვა კულტურასთან, და კულტურის გაგების და კვლევის
ჩატარების ეს მეთოდი იკავებს თავის ადგილს კროს-კულტურული ფსიქოლოგიის
ისტორიაში. მაგრამ ასეთ პრაქტიკასაც თავისი პრობლემები აქვს. ნაციონალობა, როგორც
ასეთი, კულტურა არაა. მაგალითად, თუ ადამიანი საფრანგეთიდანაა, არაა აუციელებელი ის
იქცეოდეს იმასთან შესაბამისად, რაც ჩვენ მიგვაჩნია დომინირებულად ფრანგულ
კულტურაში ან ჩვენი სტერეოტიპების შესაბამისად, რომლებიც უკავშირდება ფრანგებს.
ისევე, როგორც კულტურა არ შეესაბამება რასას ან რასულ სტერეოტიპებს, ის ყოველთვის
არაა თანხმობაში ნაციონალობასთან ან მოქალაქეობასთან. ადამიანის პასპორტი
აუცილებლად არ განსაზღვრავს მის კულტურულ ღირებულებებს.

ნაციონალობისა და კულტურის გათანაბრება კიდევ იმითაცაა პრობლემატური, რომ ეს


ფაქტი იგნორირებას უკეთებს ერთ ქვეყანაში რამდენიმე სხვადასხვა კულტურის არსებობას.
თუ დავუშვებთ, რომ ყველა აშშ-ელი არის ამერიკული კულტურის მატარებელი, მაშინ ჩვენ

14
იგნორირებას ვუკეთებთ იმ მრავალ კულტურას, რომელიც წარმოდგენილია აშშ-ში. მსგავსი
კულტურული მრავალფეროვნება ბევრი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.

როგორც რასისა და ეთნიკურობის შემთხვევაში, ნაციონალობის ფსიქოლოგიასთან


მიმართებაში, მნიშვნელოვანია არა მოქალაქეობა, როგორც ასეთი, არამედ კულტურული
განწყობები და ღირებულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდუალურ და
ჯგუფურ ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგები უნდა გამოვიდნენ ნაციონალური განსხვავებების
აღწერის ჩარჩოდან, რათა შეისწავლონ ფუნქციონალური ფსიქოლოგიური კულტურის
რომელ ასპექტებს შეუძლიათ გამოიწვიონ ნაციონალური განსხვავებები ფსიქოლოგიური
ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში.

კულტურა და გენდერი

ფსიქოლოგები მიჯნავენ ტერმინებს-სქესი და გენდერი. სქესი მიეკუთვნება ქალსა და


მამაკაცს შორის ფიზიოლოგიურ განსხვავებებს. შესაბამისად - ტერმინი სქესობრივი როლი
უკავშირდება სქესობრივ განსხვავებებს და კვლავწარმოების პროცესს. ამის საპირისპიროდ,
გენდერი მიესადაგება ქცევას ან ქცევის პატერნებს (ნიმუშებს, მოდელებს), რომელთაც
საზოგადოება მიიჩნევს ადეკვატურად ქალისთვის და მამაკაცისთვის. ეს ქცევის პატერნები
შეიძლება იყოს ან არ იყოს კავშირში სქესთან ან სქესობრივ როლთან. გენდერული როლი
შეესაბამება იმას, თუ რა ხარისხში ითვისებს ადამიანი გენდერ-სპეციფიკურ და ადეკვატურ
ქცევას, რომელსაც მისი კულტურა განსაზღვრავს.

ფსიქოლოგიური გენდერული განსხვავებების გასაგებად და აღსაწერად აუცილებელია, რომ


გავცდეთ ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიური, ანატომიური და ფსიქოლოგიური
განსხვავებების ჩარჩოებს. გენდერული განსხვავებები გამოწვეულია ფსიქოლოგიურ
კულტურებს შორის განსხვავებით, რომელიც ქალსა და მამაკაცში არსებობს. ეს ნიშნავს, რომ
გენდერული განსხვავება არის კულტურული განსხვავება და შეიძლება ვთქვათ, რომ ქალები
და მამაკაცები მიეკუთვნებიან სხვადასხვა კულტურას. რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება
მიეკუთვნებოდნენ რამე უფრო დიდ კულტურასაც (მაგ, ნაციონალური კულტურა) და მათი
გენდერული კულტურები არსებობდნენ ამ დიდი კულტურის შიგნით. აი კიდევ ერთი
მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კულტურის გაგება ანალიზის სხვადასხვა დონეზე.

კულტურა და ქმედუუნარობა

ადამიანის ქმედუუნარობა ქმედუნარიანობისგან განსხვავდება იმით, რომ მათთვის


დამახასიათებელია გარკვეული ფიზიკური დარღვევა-მაგ, გრძნობის ორგანოების,
კიდურების თუ სხეულის სხვა ნაწილების. მიუხედავად იმისა, რომ არასპეციალისტები,
როგორც წესი, ქმედუუნარობის ძირითად განსხვავებას მიიჩნევენ ფიზიკურ დარღვევებს,
ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აღმოაჩინა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სოციალურ-
ფსიქოლოგიური ქმედუუნარობის ხასიათი. რასაკვირველია, ქმედუუნარო ადამიანები
იზიარებენ იგივე გრძნობებს, აზროვნებას, მოტივაციებს, რასაც სხვა დანარჩენი ადამიანები.

15
თუმცა, ისინი, ასევე იზიარებენ სპეციფიკურ, უნიკალურ აზროვნებას და გრძნობის სახეებს,
ფორმებს, რომლებიც დამყარებულია მათ დარღვევებზე. რადგანაც მათ აქვთ გარკვეული
უნიკალური ფსიქოლოგიური განწყობები, შეხედულებები, წარმოდგენები, ქცევის
მოდელები, ნორმები და ღირებულებები, ისინი აზიარებენ საერთო კულტურას. უკანასკნელ
წლებში ზოგმა ავტორმა დაიწყო ქმედუუნაროთა კულტურის შესახებ წერა. ეს ნაშრომები
შუქს ჰფენს ამ ჯგუფის ადამიანთა უნიკალურ ფსიქოლოგიურ და სოციოკულტურულ
მახასიათებლებს. თუ ამ კუთხით შევხედავთ, კვლევა, რომლის მონაწილეეებიც არიან
ქმედუუნარო ადამიანები, შეიძლება ჩავთვალოთ კროს-კულტურული კვლევის კიდევ ერთ
ფორმად, რადგან ეს კვლევა ადარებს არა მხოლოდ დარღვევის არსებობა-არარსებობას,
არამედ უფრო მნიშვნელოვან კულტურულ პირობებს.

კულტურა და სექსუალური ორინტაცია

ადამიანები გარშემომყოფებთან ამყარებენ გარკვეულ სექსუალურ ურთიერთობებს, და


ადამიანთა ტიპი, რომელთანაც ისინი ამყარებენ მსგავს ურთიერთობებს, შეადგენენ მათი
სექსუალური ორიანტაციის მნიშვნლოვან ასპექტებს. ჩვენ ამ ურთიერთობებს განვიხილავთ
როგორც ერთ-ერთ ან ადამიანის სექსუალური ორიენტაციის უმნიშვნელოვანეს
განმსაზღვრელ დახასიათებას, მაგრამ სექსუალური ორიენტაციის (ჰომო, მონო თუ ბი)
ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია კონკრეტული ფსიქოლოგიური ასპექტები, რომლებსაც
იზიარებს ყოველი ორიენტაცია და რომელიც მისთვის უნიკალურია. ეს განმასხვავებელი
ფსიქოლოგიური დახასიათებები მართლაც შეიძლება იყოს კულტურული. ფაქტობრივად,
ადამიანთა საერთო ფსიქოლოგიური ატრიბუტების გაგება, რომლებიც იზიარებენ ერთ
სექსუალურ ორიენტაციას, როგორც კულტურული ატრიბუტებისა (მაგალითად, გეების
კულტურა), უკანასკნელ წლებში გახდა არა მარტო მოდური, არამედ პოზიტიური.

კულტურა და პოპულარული კულტურა

დროდადრო, ზოგიერთ მოდურ გატაცებებს, რომლებიც „მოდიან და მიდიან“, უწოდებენ


„კულტურას“, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ყოველდღიურ საუბრებში
კულტურის ამ ტიპს, ასევე, უწოდებენ „პოპულარულ კულტურას“. როგორც წესი,
„პოპულარული კულტურის“ გაგება მიესადაგება მუსიკალურ მიმდინარეობებს, სახვით
ხელოვნებას, მოდას, რომლებმაც მოიპოვეს პოპულარობა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში.

რა თქმა უნდა, პოპკულტურასა და კულტურას შორის არსებობს ზოგიერთი მსგავსება.


შესაძლოა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი მათ შორის არის რაღაც საერთო გამოვლინებები და
მათი მნიშვნელოვნება ამ ჯგუფის წევრების თვალში. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი
განსხსვებები – პირველ რიგში, პოპულარული კულტურა არ შეიცავს თავის თავში
ფსიქოლოგიური ატრიბუტების ფართო სპექტრის გაყოფას სხვადასხვა ფსიქოლოგიურ
დომენებზე. კულტურა მოიცავს განწყობებს, ნორმებს, ქცევებს; პოპკულტურა კი უშვებს

16
გარკვეული ტიპის გამოვლენების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მაგრამ ის არ შეიცავს
ცხოვრების სტილს.

მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება ეხება კულტურის გადაცემას თაობებზე. პოპკულტურა


უდგება ღირებულებებს, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან რამდენიმეწლიან მონაკვეთში,
როგორც მოდური გატაცებები ან მიმდიანარეობები. კულტურა კი შედარებით სტაბილურია
დროში და თაობიდან თაობამდე, მიუხედავად მისი დინამიკურობისა და ცვლილების
პოტენციალისა.

ეთიკები და ემიკები

კროს–კულტურულ კვლევებში კონცეპტუალიზაციის ერთ–ერთი პრინციპია ეთიკებისა და


ემიკების ცნების (გაგების) გამოყენება. ეთიკები მიეკუთვნება ცხოვრების იმ ასპექტებს,
რომლებიც, როგორც ჩანს, თანხმდებიან სხვადასხვა კულტურებში. ე.ი. ეთიკები
დაკავშირებულნი არიან უნიკალურ ან პანკულტურულ ჭეშმარიტებებთან ან პრინციპებთან.
ამის საპირისპიროდ, ემიკები ეხებიან ცხოვრების იმ ასპექტებს, რომლებიც სხვადასხვა
კულტურისათვის განსხვავებულია. შესაბამისად, ემიკები დაკავშირებულია კულტურულ–
სპეციფიკურ ჭეშმარიტებებთან და პრინციპებთან. ეს ტერმინები სათავეს იღებენ ენის იმ
კვლევიდან, სადაც ფონეტიკა შეესაბამებოდა ენის ასპექტებს და ვერბალურ ქცევას,
რომლებიც ახლავს სხვადასხვა კულტურას, ხოლო ფონემები-ენის ასპექტებთან, რომლებიც
სპეციფიკურია კონკრეტული ენისა და კულტურისათვის. ბერი იყო ერთ–ერთი პირველი,
რომელმაც გამოიყენა ეს ლინგვისტური გაგებები ქცევის უნიკალური ასპექტების აღსაწერად
კულტურული ფარდობითობის საწინააღმდეგოდ.

ეთიკებისა და ემიკების გაგებები სასარგებლოა, რადგან ისინი მიუთითებენ იმაზე, თუ რა


უნდა გავიგოთ ჭეშმარიტებად. თუ ჩვენ ვიცით ადამიანზე ისეთი რამ, რასაც მივიჩნევთ
ჭეშმარიტებად და ეს არის ეთიკ–შტრიხი (ე.ი. უნივერსალური შტრიხი), მაშინ ჭეშმარიტება
იქნება საერთო ყველასათვის, მიუხედავად კულტურული მიკუთვნებისა. ხოლო თუ ის, რაც
ვიცით ადამინის ქცევის შესახებ და განვიხილავთ ჭეშმარიტებად, ის არის ემიკ–შტრიხი (ანუ
კულტურულად სპეციპფიკური), მაშინ ის, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ჭეშმარიტებად, არაა
აუცილებელი, რომ სხვა კულტურის წარმომადგენლებმაც მიიჩნიონ ის ჭეშმარიტებად.
ფაქტობრივად, ეს ჭეშმარიტებები შეიძლება იყოს განსხვავებული. ამ შემთხვევაში ეს
ჭეშმარიტებები იქნება შეფარდებითი და არა აბსოლუტური. ჭეშმარიტების ასეთი
განსაზღვრა გვაიძულებს გადავხედოთ იმას, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ჭეშმარიტებებად.

კროს–კულტურული კვლევები გვაძლევენ ეთიკებისა და ემიკების უამრავ მაგალითს.


მართლაც, კულტურათა კვლევის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანაა იმის დადგენა, ადამიანის
ქცევის რომელი ასპექტებია ეთიკ–შტრიხები და რომელი-ემიკ–შტრიხები. ერთ–ერთი
ძირითადი და მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა გვახსოვდეს ადამიანებისა და

17
ჯგუფებს შორის კულტურული განსხვავებების კვლევისას, არის ეთიკებისა და ემიკების
არსებობა.

რა უფრო მეტია –– ეთიკები თუ ემიკები

კროს–კულტურული ფსიქოლოგების უმრავლესობა თანხმდება, რომ ემიკები იმდენივეა (თუ


არ მეტი), რამდენიც ეთიკები. ე.ი. განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები
ნამდვილად განსხვავდებიან ადამიანური ქცევის მრავალ ასპექტში. გარკვეულწილად, ეს
არაა გასაკვირი. თითოეული კულტურა განიცდის ევოლუციას თავისებურად, რათა
ეფექტურად „მართოს“ ადამიანთა ქცევა, მათი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. არსებული
ვარიანტები განსხვავდებიან მოსახლეობის სიმჭიდროვის, რესურსების ხელმისაწვდომობის,
კეთილდღეობის დონის და სხვა ფაქტორების შესაბამისად. რამდენადაც ყოველმა კულტურამ
უნდა დააკმაყოფილოს ფიზიკური და სოციალური გარემოს მოთხოვნილებები, ეს არჩევანი
გამოიხატება კულტურის შიგნით ადამიანების ემიკ–ასპექტების სახით.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის არსებობს გაცილებით


მეტი მსგავსება, ვიდრე განსხვავება, განსაკუთრებით მიზნებისა და კეთილი ნების დონეზე.
ამ საფუძვლად მდებარე კონსტრუქტებს შეიძლება ჰქონდეთ მრავალნაირი ქცევითი
მანიფესტაცია (გამოვლინება), რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში და
რომლებზეც ვკონცენტრირდებით, როცა საუბარი მიდის კულტურისა და
მრავალფეროვნების შესახებ.

„უნივერსალურობა და შედარებითობა“ „ბუნება და აღზრდა“–ს წინააღმდეგ

ეთიკები და ემიკები ქმნიან დაძაბულობას უნივერსალურ და კულტურულად სპეციფიკურ


ჭეშმარიტებებს შორის. სწორედ ეს კონსტრუქტები განიხილებიან უნივერსალურობისა და
კულტურული ფარდობითობის ტერმინებში. ზოგმა ადამიანმა შეიძლება ივარაუდოს, რომ ეს
პროცესები მოცულია კითვით „ბუნება თუ აღზრდა?“ ბუნება დაკავშრებულია ბიოლოგიასა
და გენეტიკურ მემკვიდრეობასთან. ხოლო აღზრდა – გარემოსა და სწავლების გავლენასთან
ფსიქოლოგიური ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ჩემი აზრით, ბუნებისა და უნივერსალობის
გათანაბრება პრობლებურია იმ მიზეზით, რომ ფსიქოლოგიური შტრიხები უნივერსალური
შეიძლება იყოს კულტურით განპირობების შედეგად და არა მაინცდამაინც ბიოლოგიური
წინასწარგანპირობების შედეგად. ამიტომ ბიოლოგიასა და უნივერსალობას შორის მიმართება
არაა აუცილებელი იყოს „ერთი–ერთთან“.

ეთიკები და ემიკები, როგორც ადამიანის ქცევის პოლუსები

მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ეს იდეები წარმოადგენენ ადამიანის ქცევის


ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს, უნივერსალურობა ერთ პოლუსზეა, ხოლო
კულტურული ფარდობითობა-მეორეზე. სამწუხაროდ, რაცა პოლარიზებას ვუკეთებთ

18
მნიშვნელოვან ცნებებს (გაგებებს), არსებობს ტენდენცია, ავირჩიოთ მიდგომა „ან-ან“
განსხვავების გაგებისას. როცა ვაკვირდებით ან ვხსნით ადამიანის ქცევას, ჩვენ ხშირად
ვცდილობთ მოვათავსოთ ის ეთიკ–ან ემიკ–კატეგორიაში. თავად ეს კატეგორიზაციის
პროცესიც კი შეიძლება იყოს კულტურით შეზღუდული. მაგალითად, რომელიმე ერთი
კატეგორიის ძიებამ, რომელსაც უკავშირდება გარკვეული ქცევის მოდელები, შეიძლება
მართლაც აირეკლოს აზროვნების დასავლური, უფრო ზუსტად კი ამერიკული სტილი,
რომლითვისაც დამახასიათებელია საკუთარ თავში უნიკალურობის ძიება, რაც ზოგადად,
სახასიათოა ინდივიდუალისტური კულტურებითვის.

2. კულტურის შესწავლის მეთოდები

ერთი იმ სიძნელეთაგანი, რომელსაც შეეჯახა კროს-კულტურული ფსიქოლოგია თავისი


ისტორიის მსვლელობაში, არის ის, თუ როგორ შეიძლება კულტურის კონცეპტუალიზაციის
გარდაქმნა ადამიანის ქცევის თეორიად და როგორ შეიძლება გაიზომოს ის კვლევის დროს.
კულტურის შესწავლისას მკვლევარები, როგორც წესი, ორი მიდგომიდან ირჩევდნენ ერთს:
ეთნოგრაფიული კვლევა ან კროს-კულტურული შედარება. ეთნოგრაფიული კვლევა, ესაა
რომელიმე ერთი კულტურის ღრმა შესწავლა, რომელიც, ჩვეულებრივ, გულისხმობს
მკვლევარის ჩაღრმავებას ამ კულტურაში დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
კროს-კულტურული შედარებები ჩვეულებრივ, გულისხმობს ინდივიდების ამორჩევას, სულ
მცირე, ორი კულტურული ჯგუფიდან, რომელიმე საინტერესო ქცევის შეფასება ორივე
ჯგუფში და ამ ჯგუფებში ამ ქცევების შედარება. ეთნოგრაფიული კვლევები გავრცელებულია
ანთროპოლოგიაში, ფსიქოლოგიურ კროს-კულტურულ შედარებებში და უფრო ნაკლებად-
სოციოლოგიაში. ბოლო წლებში შეიმჩნევა სხვადასხვა დისციპლინებში საკვლევი
მეთოდების საინტერესო შერწყმა, როდესაც მეცნიერთა სულ უფრო მეტი რიცხვი ირჩევს
შედარებით (კომპარატივისტულ) არხებს. რაც გამოიყენება ერთი კულტურის კვლევისას,
ხოლო მკვლევარი-კომპარატივისტები გამოიყენებენ კვალიტატიურ ეთნოგრაფიულ
მეთოდებს მათი ტრადიციული კვანტიტატური მიდგომის დასახვეწად.

განსაზღვრისა და შეფასების მეთოდები

კულტურის ფსიქოლოგიაში გამოიყენება იგივე მეთოდები, რაც ზოგად ფსიქოლოგიაში.


მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა კულტურებზე. ახდენენ მეთოდების ადაპტაციას.
ეს მეთოდებია: ა) დაკვირვება, ბ) ტესტები: პიროვნების, ინტელექტის, პროფესიული,
ასევე, კითხვარები და პროექციული ტესტები.

19
კროს-კულტურულ შედარებებში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ის თუ რა მეთოდით
საზღვრავენ და აფასებენ კულტურას მკვლევარები თავის კვლევებში. კვლევათა
უმეტესობაში კულტურა ოპერირებულია როგორც ქვეყანა. ჩვეულებრივ, კროს-კულტურულ
შერჩევას შეადგენენ შერჩევები: ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და
ა.შ. გამოკვლევების უმეტესობა სინამდვილეში არის არა სახელმწიფოთაშორისი, არამედ
ქალაქთაშორისი (მაგალითად, სანფრანცისკო-ტოკიო-ფრანკფურტი-პარიზი). ამის გარდა,
მრავალი შერჩევა-ეს სინამდვილეში „მოხერხებული“ შერჩევებია იმ აზრით, რომ მკვლევარს
ჰყავს, ვთქვათ, მეგობარი რომელიმე უნივერსიტეტში ან ქალაქში, რომელიც კრებს
მონაცემებს პროექტისთვის. მრავალი კვლევა სწორედ ასე წარიმართება, ამიტომაც
მეცნიერები ხშირად იყენებენ სტერეოტიპს, პირველ შთაბეჭდილებას, ან ანეკდოტურ
მონაცემებს, დასაკვირვებელი განსხვავებების ინტერპრეტაციის დროს.

საბედნიეროდ, განხეთქილება თორიასა და გამოყენებულ მეთოდს შორის სწრაფად


მცირდება იმის წყალობით, რომ წინ მივიწევთ არა მარტო კულტურის გაზმომვაში, არამედ
მის კონცეპტუალიზაციაში, რაც კულტურას აქცევს გაზომვადად. აღარ არის საჭირო იმის
აღნიშვნა, რომ ეს წინსვლა დიდ პოზიტიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ კროს-
კულტურულ გამოკვლევებზე, არამედ კროს-კულტურის თეორიებსა და ქცევის მოდელებზე.

კულტურის ობიექტური და სუბიექტური ელემენტები

როგორც ამ თავში ითქვა, კულტურა თავისი მთელი სირთულით და სიდიდით - ეს ძალიან


დიდი კონსტრუქციაა, რომელიც რეალურად აღწერს ადამიანთა ცხოვრების ბევრ ასპექტს.
ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც მეცნიერები ცდილობდნენ მიემართათ კულტურისთვის,
არის მისი ასპექტების გაყოფა ორ კომპონენტად: ობიექტურ და სუბიექტურ ელემენტებად.

კულტურის ობიექტური ელემენტები - ესაა კულტურის ფიზიკური მანიფესტაციები,


საგნები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და ხელით შევეხოთ, როგორიცაა
ტანსაცმელი, არტეფაქტები, ჭურჭელი, საკვები და არქიტექტურა. კულტურის სუბიექტური
ელემენტებია - ყველა ის ასპექტი, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, არ შეგვიძლია შევეხოთ,
მაგრამ რომლებიც, როგორც ჩვენ ვიცით არსებობს. მაგალითად, სოციალური ნორმები,
ჩვეულებები, ფასეულობები და განაწესები. ფსიქოლოგების უმეტესობა სწორედ კულტურის
სუბიექტური ასპექტებითაა დაინტერესებული და სწორედ ისინი განაპირობებენ კულტურის
განსაზღვრას, რაზეც ამ თავში ზემოთ იყო საუბარი.

დომენები და მაჩვენებლები

კროს-კულტურული ფსიქოლოგები კულტურის სუბიექტურ ელემენტებს ორნაირად


ახასიათებენ: დომენისა და მაჩვენებლის მეშვეობით. დომენი მიეკუთვნება სპეციფიურ
სოციო-ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, რომლებიც განიხილება როგორც კულტურის

20
მნიშვნელოვანი შედეგები, პროდუქტები ან შემადგენლები და შეიცავენ განაწესებს,
ფასეულობებს, შეხედულებებს, აზრებს, ნორმებს, წარმოდგენებს, წეს-ჩვეულებებს და
რიტუალებს. მაჩვნებელი მიეკუთვნება ზოგად ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ
ქცევაზე და კულტურის ვარიაბელობის მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავენ. ბოლოს,
კულტურის სუბიექტური დომენები და მაჩვენებლები შეიძლება არსებობდეს, როგორც
სოციალურად- ჯგუფს შიგნით, ასევე ინდივიდუალურად- ყოველი კულტურული ჯგუფის
ყოველი წევრისთვის. რამდენადაც კულტურის სუბიექტური დომენები და მაჩვენებლები
შეიძლება იდენტიფიცირებული იყოს სუბიექტურ დონეზე, იმდენად ისინი შეიძლება იყოს
გაზომილი ფსიქოლოგიურ კვლევაში. ფსიქოლოგიის სხვადასხვა დომენების გამოკვლევა -
განაწესების, წარმოდგენების, ფასეულობების და ა.შ. იყო ფსიქოლოგების ჩვეული საქმიანობა
მრავალი წლის განმავლობაში. თუ შესაძლებელი იქნება შეიქმნას მსგავსი შესაფასებელი
პროცედურები, მაშინ კროს-კულტურულ გამოკვლევებს შეეძლებათ ზუსტად დაადგინონ
კულტურაში ზუსტად რა ახდენს გავლენას ქცევაზე და რატომ. მათ შეუძლიათ გაზომონ ეს
მონაცემები და დომენები თავიანთ კვლევებში და შეაფასონ მათი გავლენა შესასწავლ
ქცევაზე. თუ კულტურის მსგავსი გაზომვები არსებობენ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავშორდეთ
ცთომილებებს, რომლებსაც ქმნიან კროს-კულტურულ კვლევებში ნაციონალურ და რასობრივ
განსაზღვრებებზე დაყრდნობილი სტერეოტიპები და ანეკდოტური ცნობები. ამოცანად
კვლავ რჩება კულტურული ვალიაბერულობის მაჩვენებლების პოვნა, რომელთა
მეშვეობითაც უნდა შეფასდეს ფსიქოლოგიური დომენები ცალკეულ ადამიანში.

3. კულტურა და ქცევის ბიოლოგიური საფუძველი

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იბადებიან ერთნაირი ანატომიური სტრუქტურით,


არსებობს მსგავსება–განსხვავებები მის ფუნქციონალურ და ფიზიოლოგიურ
ურთიერთკავშირებში. და ეს მსგავსება–განსხვავებები, თუ ისინი არსებობენ,
განპირობებულნი არიან კულტურით. ფსიქოლოგიის გაგება წარმოიშვება ბაზალური
სისტემების გაგებიდან.

ფსიქოლოგიის შესავალი კურსის ერთ–ერთი პირველი თემაა – ადამიანის ქცევის


საფუძვლადმდებარე სხვადასხვა ბიოლოგიური, ანატომიური და ფსიქოლოგიური
სისტემები. ბაზალური სისტემები – ესაა ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა;
თვალის, სმენის ორგანოს და სხვა სენსორული სისტემების სტრუქტურა; ვეგეტატიური
ნერვული სისტემა – სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, ჩონჩხის
კუნთების სისტემა, ასევე ზოლიანი და გლუვი კუნთები.

იმისთვის, რომ გავიგოთ ფსიქლოგიური მოვლენა, ჩვენ ზუსტად უნდა გვესმოდეს თუ


როგორ ვამუშავებთ სენსორულ ინფორმაციას – მაგალითად, როგორ აღვიქვამთ

21
სტიმულს თვალის გუგაში, როგორ გარადაიქმნება ოპტიკური ნერვით თავის ტვინისკენ
მიმავალი ეს სტიმულაცია ნერვულ სიგნალად, რომლის შესაბამისადაც ხორცილედება
მოქმედება. გარდა და ამისა, ეს ინფორმაცია გვეხმარება გავიგოთ, თუ ფსიქოლოგიური
მოვლენა როგორ შეიძლება აისახოს ადამიანის ორგანიზმზე. რა ხდება, როცა განვიცდით
სტრესს? როგორ გვეხმარება ტვინი ხელის მოძრაობაში, როცა ის ეხება რაიმე ცხელ
საგანს? ბოლოსდაბოლოს, ვიცით რა ბიოლოგია, ჩვენ უკეთ გვესმის სხეულის ფუნქცია,
რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს მოძრაობას და ქცევას.

ფსიქოლოგია და ბიოლოგია: არსებობს თუ არა უკუკავშირი?

როგორც ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებში წარმოდგენილი ნებისმიერი სხვა


ინფორმაცია, უმეტესად, ეს ფაქტები მოწოდებულია ისე, თითქოს ისინი ყველა
კულტურის წარმომადგენლებისათვის ერთნაირი იყოს. რეალურად, არსებობს ძალიან
ცოტა კვლევა, რომელიც ამ საკითხს ეხება. მეცნიერთა, ქცევის ბიოლოგიური
საფუძვლების ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ყველა ადამიანს,
როგორც ჩანს, გააჩნია ერთნაირი სტრუქტურული ანატომია. რა თქმა უნდა, ადამიანები
ძალიან გვანან თავისი სტრუქტურული (ანატომიური) და ფუნქციონალური
(ფიზიოლოგიური) დანიშნულებით, კულტურის, რასისა და ეთნიკური მიკუთვნების
მიუხედავად.

თუმცა არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ განსხვავებაზეც. ყველა ადამიანს


აქვს თვალები, ყურები, ცხვირი, პირი, მუცელი, შიგნეულობა და გული; ყველა ადამიანს
აქვს ხერხემალი, ტვინი და ნერვები, მაგრამ ამ ანატომიური სტრუქტურების
შეფარდებითი ზომები განსხვავებულია, ისევე, როგორც მათი ფუნქციონალური,
ფიზიოლოგიური ურთიერთკავშირები, და ამის საფუძველზე ჩვენ მივუთითებთ
განსხვავებებზე ფსიქოლოგიასა და ქცევაში.

ანთროპოლოგიური მედიცინის ზოგიერთი ფაქტი

მედიცინაში დიდი ხანია ცნობილია ინდივიდუალური განსხვავებები ბიოლოგიურ


ფუნქციებსა და პროცესებში. მკურნალობას შეიძლება ჰქონდეს სრულიად განსხვავებული
შედეგები ორი ადამიანისათვის, ისევე, როგორც ავადმყოფობის პროცესი და ქცევა,
რომელიც ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. რითი აიხსნება ეს განსხვავებები? ცხადია,
ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია გენეტიკურ ან მემკვიდრეობით განსხვავებებთან
ბიოლოგიურ სტრუქტურაში. ასეთ შემთხვევაში, ინდივიდუალური განსხვავებები არაა
გენეტიკური თავისი ხასიათით, ისინი შეიძლება იყოს სწავლებისა და გარემოს
ზემოქმედების შედეგი. ნებისმიერ სცენარში სწავლება და გარემო თამაშობს
მნიშვნელოვან როლს ბიოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრაში და ეს მიუთითებს
ბიოლოგიისა და ცხოვრების სტილის ურთიერთგავლენაზე.

22
თუ სწავლებისა და ცხოვრების სტილის ეფექტები არსებობენ ჯგუფურ დონეზე, ისინი
შეიძლება იყოს კულტურის გავლენის შედეგი. ანთროპოლოგიური მედიცინის სფერო
მიუთითებს ასეთ შესაძლო განსხვავებებზე. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ კალციუმი
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩონჩხის ძვლების განვითარებაში და კალციუმის
ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს დაავადება, რომელსაც ჰქვია ოსტეოპოროზი,
რომელიც დგინდება ძვლების დაბალი სიმკვრივით ჩონჩხის სხვადასხვა უბანზე, რაც
ზრდის მოტეხილობის რისკს განსაკუთრებით ხანშიშესულ ქალებში, რაც, თავის მხრივ,
არღვევს ცხოვრების სტილს და ზოგჯერ ლეტალური შედეგიც კი მოაქვს. თუმცა,
ზოგიერთი ქვეყნის კულტურაში ასეთ ურთიერთკავშირს არ მივყავართ სასიკვდილო
შედეგებამდე. იაპონელ ქალებს აქვთ ძვლების დაბალი სიმკვრივე, მაგრამ მიუხედავად
ამისა, მოტეხილობების სტატისტიკა აქ იმაზე საკმაოდ დაბალია, რასაც შეიძლება
ველოდოთ. ასევე, მაიას ტომის ქალებსაც აქვთ მყიფე ძვლები, მაგრამ აქაც,
მოტეხილობის დაბალი მაჩვენებელია აშშ–ს ქალებთან შედარებით. ასეთი მონაცემებზე
დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფუქნციონალური ურთიერთკავშირი
ქიმიური ნივთიერებებს (კალციუმი), ძვლების სიმკვრივესა და დაავადების რისკს
(მოტეხილობის დონე, ან სიხშირე უფრო) განპირობებულია, ასევე, ცხოვრების სტილით,
დიეტით, ვარჯიშით, სოციალური მხარდაჭერით და სხვა ფაქტორებით, რომლებიც
კულტურის მნიშვნელოვან კომპონენტებს.

როცა ბიოლოგია „ხდება ფსიქოლოგიის მიზეზი“.

დავუბრუნდეთ ჩვენს თემას და აღვნიშნოთ, რომ ფსიქოლოგებმა დაიწყეს ბიოლოგიისა


და ფსიქოლოგიის ურთიერთგავლენის გაცნობიერება. ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების
შესახებ პირველი ნაშრომები გაჯერებული იყო მეცნიერთა ცრურწმენებით, რომლებიც
თვლიდნენ, რომ ბიოლოგია „ხდება ფსიქოლოგიის მიზეზი“ – ფაქტობრივად, ისინი
ვარაუდობდნენ, რომ ჩვენი ბიოლოგიური კონსტრუქცია „განაპირობებს“
წინასწარგანწყობას ქცევათა რიგისადმი. ახალი კვლევები, რომლებიც ეხება
ურთიერთკავშირს ბიოლოგიურ და ბიჰევიორისტულ ფაქტორებს, ძალადობასა და
აგრესიას შორის, აჩვენებენ, რომ არა მხოლოდ ბიოლოგია ახდენს გავლენას ქცევაზე,
არამედ გამოცდილება ცვლის ფსიქოლოგიას, ტვინის ფუნქციასა და სტრუქტურას. ამ
შრომის მონაცემები გვაძლევენ საშუალებას დავასკვნათ, რომ სწავლების პირველ
გამოცდილებას და გარემოს ფაქტორებს შეუძლიათ შეცვალონ ნეირო–ფიზიოლოგიური
ფუნქციონირება. გარემოს ეს ფაქტორები მოიცავენ, მაგალითად, კვების ტიპს, ბავშვობაში
მიღებულ ტრავმას და მშობლების აღზრდის სტილსაც კი. რამდენადაც მსგავსი
ეფექტები წარმოდგენილია ჯგუფურ დონეზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ,
შესაძლებელია, კულტურული ტრადიციები გავლენას ახდენენ ბიოლოგიურ წყობაზე და
ქცევის ბიოლოგიურ საფუძვლებზე.

კვლევები სხვა სფეროებში, ასევე, მეტყველებენ ზოგიერთი ფიზიკური დაავადების


პროცესის გავრცელებულობის განსხვავებულობის შესახებ სხვადასხვა კულტურის და

23
რასების წარმომადგენლებს შორის. ზოგიერთი ნაშრომი მიუთითებს, ასევე, თავის ზომის
განსხვავებაზე სხვადასხვა რასებში. კვლევები სპორტის სფეროში მიუთითებენ რასულ
განსხვავებებს ისეთ ცვლადებში, როგორიცაა სხეულის აგებულება და სიმაღლე,
კუნთების ზომა და სიგრძე და ნერვული ტრანსმისიის სიჩქარე. შეიძლება ითქვას, რომ
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი იბადება ერთნაირი ანატომიური სტრუქტურით,
არსებობს მსგავსება და განსხვავება მის ფუნქციონალურ და ფიზიოლოგიურ
ურთიერთკავშირებში. და ეს მსგავსება–განსხვავებები, თუ ისინი არსებობენ,
განპირობებულია სწორედ კულტურით.

კვლევის სირთულე

მანამ, სანამ დავასრულებდეთ მსჯელობას ამ თემაზე, მე მინდა მივუთითო იმ


სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან ფსიქოლოგები ამ სფეროს კვლევისა და
მონაცემების პუბლიკაციისას. კულტურული განსხვავებების კვლევა მრავალ სფეროში
შეიძლება იყოს ძალიან უხერხული, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა
მორალი, გონებრივი შესაძლებლობები და თანამშრომლობაზე მიმართული ქცევა. მე
მიმაჩნია, რომ მეცნიერთა სამუშაო, ამ შემთხვევაში, გართულებულია, რადგანაც: 1)
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბიოლოგია „წარმოადგენს ფსიქოლოგიის მიზეზს“; 2)
რასა შეცდომით აღიარებულია როგორც კულტურის მაჩვენებელი; 3) მკვლევართა
პოლიტიკური და პირადი მისწრაფებები ხელს უშლიან მათ კვლევის შედეგების
ობიექტურ ინტერპრეტირებაში.

4. კულტურის გავლენა ფსიქოლოგიაზე

როგორ შეგვიძლია გავიგოთ კულტურის გავლენა ფსიქოლოგიაზე თუ გავითვალისწინებთ


განსხვავებებს, რომლებიც მე აქ მოვიყვანე, ნათლი ხდება რომ კულტურა-ეს არის
ათვისებული ფენომენები. ახალშობილებს არ გააჩნიათ კულტურა (თუმცა მათ თავისუფლად
შეიძლება ჰქონდეთ ბიოლოგიური ან ტემპერამენტული წინასწარგანწყობა გარკვეული
კულტურული ტენდენციებისკენ), როცა ბავშვები იზრდებიან, ისინი ითვისებენ სპეციფიურ
ქცევას და მათი კულტურისადმი ადეკვატური ან არაადეკვატური ქცევის პატერნებს და
ღებულობენ ან უარყოფენ კულტურულ ფასეულობებს და წეს-ჩვეულებებს.

ბერის და მისი კოლეგების მოდელი

ეს მოდელი აღწერს იმას თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს კულტურულმა


პრაქტიკამ ფსიქოლოგიაზე. მოდელი განიხილავს 3 ფაქტორს: ეკოლოგიური გარემო,

24
სოციოპოლიტიკური კონტექსტი და ბიოლოგია, რომლებიც ერთნაირად მოქმედებენ
კულტურულ პრაქტიკაზე. ეს უკანასკნელი თავის მხრივ ზემოქმედებს ფსიქოლოგიურ
მახასიათებლებზე. ბერის მიხედვით კულტურა ესაა ერთადერთი ფაქტორი, რომელიც
მოქმედებს ფსიქოლოგიაზე. სოციოპოლიტიკური კონტექსტი ასვე ახდენს ზემოქმედებას
ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაზე. ჩემი აზრით, ამათ გარდა, ფსიქოლოგიაზე, კიდე მრავალი
ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, ოჯახური და თემობრივი მახასიათებლები, კულტურული
იდენტურობა და ა.შ. ამასთან, საჭიროა გვახსოვდეს რომ ფაქტორები რომლებიც გვხმარებიან
კულტურისა და ფსიქოლოგიის გაგებაში არ არიან სტატიკურები და ერთგანზომილებიანი.
არსებითად მთელი სისტემა არის დინამიკური და ურთიერთდამოკიდებული, თვითონვე
კვებავს და ამაგრებს თავის თავს. როგორც იყო აღნიშნული, მუდმივად არსებობს
დაძაბულობა ნებისმიერი კულტურის შიგნით ინდივიდუალურ ქცევასა და კულტურულ
იარლიყებს შორის, რომლებსაც მის (ქცევის) აღსაწერად იყენებენ. კულტურული
ცვლილებები ხდება მაშინ, როცა კულტურული იარლიყები მეტად აღარ აღწერენ ამ
კულტურის შიგნით მყოფი ინდივიდების უმეტესობას.

დასკვნა

კულტურა-ესაა ძნელადშესამჩნევი, აბსტრაქტული ცნება, რომელიც მნიშვნელოვანწილად


აყალიბებს ჩვენს მიერ ცხოვრების გაგების საფუძველს. ესაა ცხოვრების ყველა ათვისებული
წესის ჯამი, რაც ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა რიტუალების, ტრადიციების,
მატერიალური მემკვიდრეობისა და ქცევების სახით. კულტურა-ესაა პროგრამირებული
ნაკრები რეაქციებისა, რომლებიც ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ავითვისეთ, რათა შევგუებოდით
ყოველდღიურ ცხოვრებას ჩვენს გარემოში და იმას, რაც ირგვლივ გვაკრავს. ამით, ის
გვევლინება ჩვენი ცნობიერების თავისებურ პროგრამულ უზრუნველყოფად.

მიუხედავად იმისა რომ კულტურა ახდენს უმნიშვნელოვანეს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე,


იგი, ჩვეულებრივ, ნაკლებად ახსენდებათ ხოლმე. ჩვენ არ ვფიქრობთ ჩვენს კულტურაზე
ყოველდღიურად. მუდმივად ვაკვირდებით ჩვენს ირგვლივ ჩვენი და სხვისი კულტურული
მემკვიდრეობის მანიფესტაციებს - მსგავსს ან განსხვავებულს, - ამის მიუხედავად, ჩვენთვის
არაა ადვილი გავიაზროთ კულტურა სოციალური ფსიქოლოგიის დონეზე. რამდენადაც
კულტურა უხილავია, ჩვენ მივმართავთ სხვა, უფრო ხშირადაღქმულ ცნებებს იმისთვის, რომ
ავხსნათ და გავიგოთ ადამიანების ქცევები.

ოღონდ, თუ კულტურული განსხვავებების ახსნისას მთელ ყურადღებას მხოლოდ ხილულ


კონსტრუქციებს მივაპყრობთ, როგორიცაა რასა ან ეროვნება, ჩვენ ვიკეტებით ისეთ

25
მსოფლმხედველობაში, რომელიც განწირულია დამარცხებისთვის. არც რასას და არც
ეროვნებას არ შეუძლია ახსნან იმ ცნებათა სიმდიდრე, რასაც თავს გვახვევს კულტურა. თუ
ჩვენ დავყოფთ ადამიანთა ყველა ქცევას ხილულ კატეგორიებად, აღმოვაჩენთ, რომ ბევრი
რამ, დაკავშირებული ცხოვრებასთან, მასში არ ეტევა. სტერეოტიპებს და ხატებს არ
შეუძლიათ და ალბათ, არც უნდა შეეძლოთ მოიცვან კულტურის, როგორც ფსიქოლოგიური
ფენომენის მთელი სირთულე.

როდესაც ადამიანები მსჯელობენ კულტურაზე, ხშირად ვლინდება 2 უკიდურესობა. ერთი


მხრივ, ზოგიერთი თავგამოდებით ეძებს კულტურას - ცდილობენ იპოვონ საკუთარი
ფესვები, მემკვიდრეობა და ტრადიციები. სხვა ადამიანები განიხილავენ კულტურას,
როგორც უცხო და უადგილო ცნებას.

კულტურის და მისი ჩვენზე ზემოქმედების შეცნობის ამოცანა არაა ადვილი. გაიხსენეთ, რომ
როცა არ ვაფასებთ საკუთარ კულტურულ ზეგავლენებს იქნება ეს თქვენი საკუთარი თუ სხვა
კულტურა, თქვენ ვუყურებთ ამ ზეგავლენებს საკუთარი კულტურული „სათვალეებით.“
არსებობს უხილავი ფილტრი, რომელიც მუდმივად ზემოქმედებს იმაზე თუ როგორ
აღვიქვამთ და ვაფასებთ საგნებს, იმის მიუხედავად, შეცნობილი გვაქვს ეს თუ არა.
მოცემულ მომენტში თქვენ კითხულობთ ამ ტექსტს, იყენებთ თქვენს ფილტრს, რომლის
გავლითაც აფასებთ ჩემს სიტყვებს. ე.ი. ჩვენ გამოგვაქვს დასკვნა ჩვენზე, ან სხვაზე,
რომლებიც ჩვენი აზრით გამოირჩევიან წინასწარაკვიატებულობით. თუმცა, საკუთარ თავზე
ამას არ გავიფიქრებთ. მაგ, ჩვენ შეიძლება მივიჩნევდეთ თავს ურთიერთდამოკიდებულების
და კოლექტივიზმის მომხრედ და არა დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალიზმისა, და
ვფიქრობდეთ, რომ ჩვენს ქმედებებში ვითვალისწინებთ სოციალურ კავშირებს უფრო მეტად
ვიდრე ჩვენი თანატოლები. თუმცა, კულტურა რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, შეიძლება
ბევრად დამოუკიდბელი და ინდივიდუალისტური იყოს, ვიდრე სხვა კულტურა. თუმცა,
თქვენ შედარებით ურთიერთდაკავშირებული ხართ თქვენს კულტურაში, ამავე დროს
შეიძლება იყოთ ძალიან დამოუკიდებელი, თუ თქვენ დანარჩენ სამყაროს შეგადარებენ და
ამავე დროს, აბსოლუტურად დარწმუნებული შეიძლება იყოთ, რომ თქვენ კოლქტივისტი
ხართ, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ საკუთარი კულტურის დამალული
სტანდარტები სხვა კულტურის სტანდარტებთან შედარებით.

მრავალი წლის წინ, დურკბიემმა დაწერა: „ჰაერი არ ხდება უფრო მძიმე იმის გამო, რომ ჩვენ
ვერ ვგრძნობთ მის წონას.“ ანალოგიურად, წყალი არანაკლებ მნიშნელოვანია თევზებისთვის
იმის მიუხედავად, რომ მათ არ შეუძლიათ შეიგრძნონ მისი არსებობა. კულტურა ეს ჩვენთვის
იგივე ჰაერია რაც თევზებისთვის წყალი.

ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგია

ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში დიდი მნიშვნელობის


მატარებელია, რადგან ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია. ფერის

26
ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის
სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ის იმდენად მრავლისმომცველ
საკითხებს ეხება, რომ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხერხდება. წითელი, ჩრდ.
ამერიკაში ხშირად გამოიყენება შეჩერების, საშიშროების ან გამაფრთხილებელ ნიშნებში.
ამავე დროს წითელი სიყვარულის სიმბოლოცაა. კულტურათა განსხვავება ფერებთან
დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს, თეთრი ფერი ზოგან ქალწულობის მანიშნებელი,
სიმშვიდის, სინაზის ფერია. უამრავ კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის
განუყოფელ ნაწილად ვხვდებით, ხოლო აზიის ზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან
დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი).

თეთრი სიწმინდისა და სტერილურობის ფერია, სწორედ ამიტომაა რომ თეთრ ფერში


გამოსახავენ ანგელოზებს და წმინდანებს. შავი ფერი მისტიკისა და ბოროტების
სიმბოლოცაა, შავი კატა ცუდის მომასწავებლად ითვლება. წითელი ფერი ხშირად
აკრძალვის ნიშნებში გამოიყენება. საბჭოთა კავშირის დროშა. წითელი ხშირად
ასოცირდება ძალაუფლებასთან და დიქტატურასთან. ყვითელი ენერგიისა და სითბოს
სიმბოლოა. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და დედამიწასთან. შუქნიშანზე
გამოყენებული სამი ფერი მწვანე, წითელი და ყვითელი ყველაზე კარგად და შორ
მანძილზე გარჩევადი ფერებია. ყავისფერი ცისფერთან და მწვანესთან დედამიწის და
ბუნების სიმბოლოა.

5. კულტურა და ცნობიერება

თანამედროვე ფსიქოლოგიაში, როგორც წესი, განვსაზღვრავთ ცნობიერებას, როგორც


შეგრძნების, აზრებისა და გრძნობების მდგომარეობას.

ადამიანები ინტერესდებიან კულტურასა და ცნობიერებას შორის ურთიერთკავშირით, ამ


პრობლემას უდგებიან სხვადასხვა მხრიდან. ზოგიერთი ავტორი შეისწავლიდა
სიზმრებს და აღნიშნავდა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია და
აზრი სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში. სხვები იკვლევდნენ ფსიქოლოგიურ
პათოლოგიებს სხვადასხვა კულტურის წევრებში. ამით გამოვლინდა, რომ ქცევა
რომელიც ასოციალურია რეალობასთან მიმართებაში, ერთ კულტურაში ითვლება
პათოლოგიად, სხვაში კი-პირიქით, ნორმად. რიგი კვლევებისა მოიცავს ტკივილის აღქმას.

ცნობიერება, როგორც კულტურული კონსტრუქტი

ზოგიერთმა თანამედროვე ავტორმა ჩათვალა, რომ ცნობიერება თავისთავად


კულტურული კონსტრუქტია. მათი აზრით, ჩვენი გრძნობების მდგომარეობა, აღქმა და
შეგრძნება ასევე სოციალური და კულტურული კონსტრუქტია, როგორც სხვა
დანარჩენი. ამ ლოგიკით სხვადასხვა საზოგადოებებში არსებობს არა მარტო

27
კულტურული განსხვავება, არამედ განსხვავება ადამიანების ცნობიერებაში. უფრო
მეტიც, თითოეული ადამიანის ცნობიერება უნდა განსხვავდებოდეს სხვისგან, საკუთარი
გამოცდილებიდან და განვითარებიდან გამომდინარე. გამოცდილებისა და განვითარების
თანახმად, სხვადასხვა ადამიანებში არის ასევე მსგავსებაც. თუ კულტურის დონეზე
არსებობს მსგავსება სწავლებაში, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ კროს-კულტურული
მსგავსების არსებობა ცნობიერებაშიც. ქვემოთ მოცემულია კროს-კულტურული და
ანთროპოლოგიური ლიტერატურის განხილვა კულტურასა და ცნობიერებას შორის
ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის მხრივ, სიზრების, დროის და ტკივილის აღქმა.

სიზმრები

ფსიქოლოგების შეხედულებები, რომელებიც შეისწავლიან სიზმრებს. ტრადიციულად


განსხვავებაა 2 ასპექტით: დაფარული და ღია მოცულობით. ღია (მანიფესტური)
მოცულობა ეხება სიზმრის გაცნობიერებულ ნაწილს, იმას, რასაც ხედავს და განიცდის
ადამიანი. დაფარული (ლატენტური) მოცულობა ხასიათდება ფსიქოლოგიური თემებით,
რომლებიც ადგენენ სიზმრის საფუძველს და წარმოდგენილია მისი ცხადი მოცულობით.

კულტურა და სიზმრის მანიფესტური შინაარსი

არაა გასაკვირი, რომ სიზმრების კროს-კულტურულმა კვლევებმა აღმოაჩინა


მნიშვნელოვანი კულტურული განსხვავებულობა სიზმრის ცხად მოცულობაში. პუნამეკი
და დჟუსტი იკვლევდნენ იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებდნენ კულტურა,
საცხოვრებელი გარემო და პიროვნული ფაქტორები პალესტინელ ბავშვების სიზმრის
შინაარსზე, რომლებიც ცხოვრობენ მუდმივი ძალადობისა და საშიშროების პირობებში. 7
დღის განმავლობაში ბავშვები იწერდნენ სიზმრებს, რასაც იხსენებდნენ დილაობით,
მკვლევარები კი ახდენდნენ მათი გახსენებული ნაწილების კოდირებას. შედეგებმა
აჩვენეს, რომ გაზას სექტორში პალესტინელი ბავშვების სიზმრებში იყო მეტი
გარეგნული განგაშის სცენა, იმ დროს, როცა ფინელ ბავშვებში უმეტესად შეინიშნებოდა
„შინაგანი“ განგაშის ეპიზოდები. კულტურული განსხვავებულობა სიზმრის ცხად
მდგომარეობაში, ასევე, გამოვლენილი იყო ლებაინის კვლევებში ირლანდიელ, ებრაელ
და ბედუინების ბავშვებთან და ანგლომექსიკელი და აფროამერიკელი ქალების
კვლევებში.

პუნამეკისა და დჟუსტის კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ კულტურა არაა


ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიზმრის შინაარსზე. ინტენსიური და
ცხადი სიზმრების ხედვა ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ გაზას სექტორში, მოიცავენ
ისეთ თემებს, რომლებიც დაკავშირებულია თვალთვალთან და აგრესიასთან, რაც მათი
ყოველდღიური ცხოვრებიდან მომდინარეობს.

სიზმრების როლი კულტურულ ტრადიციებში

28
ტედლოკმა იკვლია მაიას ტომებს შორის სიზმრების შესახებ მონაყოლები და მათი
ინტერპრეტაცია. მიუხედავად სტატუსისა, სიზმრის მნახველისთვის ეს იყო სწავლების,
ეროვნული სიბრძნისა და კულტურული სისტემისა გადაცემის მნიშვნელოვანი ნაწილი.
დესდჟარლე იკვლევდა სიზმრების ეროვნულობას ნეპალში. მათთან შეტყობინება
სიზმრებზე წარმოადგენენ კომუნიკაციის სპეციფიკურ სისტემას, რაც ეხმარება როგორც
პიროვნული, ისე სოციალუროი დისტრესისა და კონფლიქტის გამოვლენას.

ცხადია, რომ სიზმრების შემცველობა და მათი გამოყენება სერიოზულად განსხვავდება


სხვადასხვა კულტურებში. თანამედროვე დასავლური კულტურა დიდ მნიშვნელობას არ
ანიჭებს სიზმრებს, როგორც სიმბოლოებს. მეცნიერები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ
სიზმრების, როგორც კულტურის გაგების საშუალების კვლევას. ვიმედოვნებთ, რომ
მომავალი კვლევები შეავსებენ ამ პრობლემებს ჩვენ ცოდნაში და სიზმრები გახდება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ცნობიერების გაგებისათვის.

დრო

სხვადასხვა კულტურის ადამიანები სხვადსხვანაირად განიცდიან დროს, მიუხედავად


იმისა, რომ ტექნიკურად და ობიექტურად დრო უნდა იყოს ყველასთვის ერთი და
იგივე. ადამიანებისთვის დაბნეულობისა და გაღიზიანების მიზეზია, როცა ხვდებიან სხვა
კულტურებში, სადაც მნიშვნელოვანია პუნქტუალურობა, პატივს სცემენ დროს. ძნელია
მოერგო საზოგადეობრივი ტრანსპორტის სისტემას აშშ-ში. თუმცა, ადამიანები სხვა
კულტურიდან, სადაც დრო არ თამაშობს ასეთ არსებით როლს, როგორც ჩანს, ნაკლებ
მნიშვნელობას აძლევენ განრიგს.

კროს–კულტურული კვლევა: წარმოდგენა დროის შესახებ

ჰოლმა ერთ-ერთმა პირველმა ჩათვალა, რომ კულტურები განსხვავდებიან დროის


წარმოდგენით და ორიენტაციით. მან განასხვავა ადამიანები იმით, თუ როგორ იყენებენ
ისინი დროს და როგორ აისახება ეს რეალურ მოქმედებაზე ბიზნესის კონტექსტში. ან
როგორია კულტურული განსხვავებულობა დროის გამოყენებასა და წარმოდგენაში.

ლევაინი შეისწავლიდა ცხოვრებაში რიტმის აღქმას ბრაზილიაში, აშშ-ში, ტაივანში,


იაპონიაში, ინდონეზიაში, იტალიაში და ინგლისში. მან აღმოაჩინა, რომ ეს კულტურები
არამარტო განსხვავდებიან რიტმის აღქმით, არამედ ეს აღქმები დაკავშირებულია
ადამიანების კეთილდღეობასთან. მიდმა შეისწავლა განსხვავება სტუდენტებს შორის
აშშ-სა და ინდოეთში, გამოგონებული ისტორიების გამოყენებით. აღმოაჩინა, რომ
ამერიკელები თავიანთ მონათხრობებში ამჯობინებდნენ ორიენტირება მოეხდინათ
მომავლზე, ინდოელები კი-წარსულზე.

29
დროის შესახებ წარმოდგენებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებებში, სწავლისა და
შრომის პროცესში. განსხვავებები შეიძლება იყოს კონფლიქტების მიზეზი. ამის ცოდნა
კი დაგვეხმარება მათ თავიდან აცილებასა და მოგვარებაში.

ტკივილის აღქმა

ანთროპოლოგები და ფსიქოლოგები, რომლებიც დაკავებულნი არიან კროს-კულტურული


კვლევებით, დიდი ხანია ინტერესდებიან კულტურასა და ტკივილს შორის
ურთიერთდამოკიდებულებით. 30 წელზე მეტია მეცნიერები ფორმალურად აღიარებენ
ტკივილის რეაქციაზე კულტურის გავლენას. დღეს ჩვენ ვიცით, რომ კულტურა გავლენას
ახდენს ტკივილის აღქმის გამოცდილებაზე. ასევე, კულტურა აფორმირებს 1) ტკივილის
შეგრძნებას, 2) ტკივილის გამოხატვას და 3) წარმოდგენას ტკივილის მოშორების
მიზეზებსა და საშუალებებზე.

ენის გავლენა და ემოციის გამოხატვა

ერთ-ერთი თეორია აღწერს ტკივილის განცდის კულტურულ განსხვავებულობებს,


აღწერს ენის გავლენას აღქმასა და ტკივილის გაგებაზე. სეპირ-უორფის ჰიპოთეზა
ამჯობინებს, რომ ენის სტრუქტურა, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია კულტურაზე,
მოქმედებს ჩვენს აღქმასა და მსოფლიოს აღქმაზე. ასევე, ტკივილის განცდაზე. ენის
ფუნქციონირების სტრუქტურა და პროცესი განსხვავდება სხვადასხვა კულტურებში და
ამასთანაა დაკავშირებული ტკივილის განცდებში განსხვავებულობა.

კიდევ ერთი კითხვა, რაც დაკავშირებულია ამ თემასთან-ემოციის გამოვლენის წესთან.


ადამიანებს სხვადასხვა კულტურებში შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა წესები შესაბამისი
ემოციის გამოვლენაში და ზუსტად ასევე არსებობს წესები, რომლებიც მართავს
ექსპრესიას, აღქმასა და ტკივილის შეგრძნებას.

კულტურა და ტკივილის აღქმა

ტკივილის მოთმენა დაფუძნებულია კულტურულ ღირებულებებზე. მაგალითად


სარდჟენტმა აიღო ინტერვიუ ადგილობრივ ქალებს შორის ბარიბას ტყვეობიდან,
რომლებიც ცხოვრობდნენ ბენინში (დასავლეთ აფრიკა). ამ კულტურაში
იდეალიზირებული იყო სტოიციზმი ტკივილის სახით. არსებობს მნიშვნელოვანი კროს-
კულტურული განსხვავება ტკივილის აღქმაში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ყოფილა
სისტემატიზირებულად შესწავლილი.

30
6. კულტურა და შემეცნება

კულტურა ზემოქმედებს იმაზეც თუ როგორ ვიღებთ ჩვენ ინფორმაციას სამყაროზე, და


იმაზე, როგორ დავამუშავებთ მას, ე.ი. შემეცნებაზე. ტერმინი შემეცნება გამოიყენება
ფსიქიკური პროცესების მთელი ერთიანობის აღსანიშნავად, რომლის დახმარებითაც ჩვენ
გადავასხვაფერებთ სენსორულ ინფორმაციას ცოდნაში. ამ პროცესების რიცხვში შედის
აღქმა, რაციონალური აზროვნება და განსჯა, ენა, მეხსიერება, პრობლემების გადაწყვეტა,
გადაწყვეტილების მიღება და ა.შ.

კულტურა და აღქმა.

როცა ტვინი „ავსებს“ სიცარიელეს. აღქმის მთლიანობა

აღქმა–ესაა ჩვენი გრძნობების დახმარებით, სამყაროს შესახებ ინფორმაციის შეკრების


პროცესი. მანამ, სანამ განვიხილავდეთ, როგორ ახდენს გავლენას კულტურა ჩვენს
აღქმაზე, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, კულტურისგან დამოუკიდებლად, თუ გარე
სამყაროს ჩვენეული აღქმა აუცილებლობით არ შეესაბამება ფიზიკურ რეალობას ან
ჩვენი გრძნობების რეალობას. განვიხილოთ მხედველობითი აღქმა. ყოველ ჩვენგანს
თვალში აქვს ბრმა წერტილები (ბრმა ლაქები), რომლებშიც არ არის სენსორული
რეცეპტორები, რამდენადაც ამ ადგილას ოპტიკური ნერვი გადის რეცეპტორული
უჯრედების ფენაში თავის ტვინისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, თუ დახუჭავთ ცალ
თვალს, ხვრელს ნამდვილად ვერ დაინახავთ. ჩვენს ცნობიერ აღქმაში არ არსებობს ბრმა
ლაქები, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს რეცეპტორები, რომლებიც იღებენ შუქს
ბადურის ერთ–ერთი უბნიდან. ტვინი ავსებს სიცარიელეს ისე, თითქოს ჩვენ ვხედავთ
ყველაფერს. უნდა აღინიშნოს, რომ სამყაროს ჩვენეული აღქმა, როგორც „მთლიანისა“
არ შეესაბამება შეგრძნებას, რომელსაც ვიღებთ ვიზუალური სისტემიდან, ფიზიკურ
რეალობას.

ტემპერატურისა და შეხების გამოცდილება. აღქმის ცვლილება

ტემპერატურისა და შეხების ყოველდღიური გამოცდილება აილუსტრირებს აღქმის


დამახინჯებას. აავსეთ სამი ჯამი წყლით: ერთი ცხელით, მეორე – ცივით და მესამე –
თბილით. თუ თქვენ რამდენიმე წამით ხელს ჩაყოფთ ცხელ წყალში და შემდეგ
თბილში, მაშინ თბილი წყალი ცივად მოგეჩვენებათ. ხოლო, თუ ჯერ ცივში ჩაყოფთ და
შემდეგ – თბილში, მაშინ ცხელად მოგეჩვენებათ. თბილი წყლის ტემპერატურა არ
იცვლება, იცვლება წყლის ტემპერატურის ჩვენეული აღქმა.

როცა ჩვენ ეჭვი გვეპარება ჩვენს გრძნობებში, ჩვენ მივისწრაფით გავიგოთ მათი
საზღვრები. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა ახდენს გავლენას სამყაროს ჩვენეულ განცდასა
და წარმოდგენაზე, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ. ჩვენ ასევე, გვაინტერესებს, აღიქვამენ თუ

31
არა სხვა ადამიანები საგნებს ისე, როგორც ჩვენ. თუ ადამიანები არ ხედავენ საგნებს
ისე, როგორც ჩვენ, მაშინ მათი განცდების რა ასპექტები ხსნიან ამ განსხვავებებს?

ერთი რამ ვიცით დანამდვილებით – ის, რომ ჩვენი აღქმა იცვლება. ერთ–ერთი ამ
ცვლილებებიდან უკვე აღვნიშნეთ წყლის ტემპერატურის მაგალითზე. ჩვენი აღქმა
მაშინაც იცვლება, როცა რაიმეს გავიგებთ რომელიმე საგანზე. ჩვენ ყველანი განვიცდით
ორმაგ გრძნობას, როცა პირველად ვხედვათ რაიმე რთულ მექანიზმს. შეგიძლიათ
გაიხსენოთ პირველი შემთხვევა, როდესაც ჩაიხედეთ მანქალის „კაპოტში“? იმათ, ვინც
ვერ ერკვევა რთულ მექამიზმებში, მანქანის მოტორი მოეჩვენება რკინისა და რეზინის
უწესრიგო ნაკრებად, ხოლო მათთვის, ვისაც შესწავლილი აქვს ძრავი, მისთვის მოტორი
მოწესრიგებულია და დაყოფილია რამდენიმე ნაწილად: კარბიურატორად, ძრავის
ბლოკად, ცვლადი დენის გენერატორად და ა.შ. ასე რომ ნათელია, რომ ის, თუ როგორ
„ვხედავთ“ საგნებს, ცვლის ჩვენს წარმოდგენას მათზე.

აღქმა და გამოცდილება: ავსტრალიელი აბორიგენების შვილები

როგორ „დაინახავენ“ სხვა აღზრდისა და კულტურის ადამიანები რაიმეს, ჩვენთვის


კარგად ნაცნობს? როგორ „დავინახავთ“ მათთვის ძალიან კარგად ნაცნობ რაიმეს და
ჩვენთვის გაუგებარს? მასწავლებელი, რომელიც ჩავიდა ავსტრალიაში, ჰყვება ერთ
კურიოზს, რომელიც კარგად აჩვენებს ამ კულტურულ განსხვავებებს აღქმაში. ის
ასწავლიდა სკოლაში ავსტრალიელი აბორიგენების შვილებს და ცდილობდა ესწავლებინა
მათთვის სასკოლო თამაში „ვინ შემეხო?“. ამ თამაშის დროს ყველა მოსწავლე დგება
წრეზე და მას, ვისაც მიჰყავს (დედა) უხვევენ თვალებს. შემდეგ ამ წრიდან რომელიმე
ხელით ეხება მას და ბრუნდება წრეში. შემდეგ „დედას“ ხსნიან სახვევს და მან უნდა
გამოიცნოს თუ ვინ შეეხო მას. მასწავლებელმა შენიშნა, რომ ბავშვებს სულაც არ
ეხლისებოდათ ამ თამაშში მონაწილეობა და მხოლოდ იმიტომ თამაშობდნენ, რომ ის
მასწავლებელმა წამოიწყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვები აღარ სწავლობდნენ ანბანს.
მასწავლებელმა იფიქრა, რომ აბორიგენების შვილები ან სულელები იყვნენ, ან
ჭირვეულები.

შემდეგ, მასწავლებელმა გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ბავშვები მას სულელად


თვლიდნენ. ამ ბავშვებს თურმე შეუძლიათ განასხვავონ ადამიანები მათი ფეხის
ნაკვალევზე ერთი შეხედვით, ასე რომ, გამოვიდა, რომ მასწავლებელმა მათ ათამაშა
ისეთი თამაში, რომელიც მათ ეჩვენებოდათ სრულიად სულელური; ეს თამაში მათთვის
აღმოჩნდა მარტივი. როცა ბავშვები მიხვდნენ, რომ მასწავლებელს არ შეეძლო ფეხის
ნაკვალევის ამოცნობა, მათ ჩათვალეს, რომ ის სულელია და არ ღირს მისთვის
ყურადღების მიქცევა. ისინი მხოლოდ იმისთვის ემორჩილებოდნენ მასწავლებელს, რომ
პრობლემები არ შექმნოდათ, ხოლო სასწავლო მასალას სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

კულტურის გავლენა მხედველობით აღქმაზე. მხედველობითი აღქმის კროს–


კულტურული კვლევა.
32
ამ კვლევათა უმრავლესობა, რომლებიც ჩაატარეს სეგალმა, კემპბელმა და ჰერსოკოვიცმა.
კვლევა ემყარებოდა განსხვავებების შემოწმებას ოპტიკური ილუზიების აღქმისას.
ოპტიკური ილუზია – ესაა აღქმა, რომელიც მოიცავს მოჩვენებით შეუსაბამობას იმაში,
თუ როგორ გამოიყურება საგანი და სინამდვილეში რას წარმოადგენს ის. ერთ–ერთი
ფართოდ ცნობილი ოპტიკური ილუზიაა მიულერ–ლაიერის ილუზია. კვლევამ აჩვენა,
რომ ცდისპირები, როგორც წესი, ზედა მონაკვეთს აღიქვამენ როგორც უფრო გრძელს,
თუმცა ეს ორი მონაკვეთი სრულიად ტოლია. კიდევ ერთი ცნობილი ილუზიაა
ჰორიზონტალურ–ვერტიკალური ილუზია. როცა ცდისპირებს ეკითხებიან, თუ რომელი
ხაზია უფრო გრძელი, ისინი პასუხობენ, რომ ვერტიკალური, თუმცა, აქაც ორივე
ტოლია. მესამე კარგად ცნობილი ილუზიაა პონზოს ილუზია, როცა ცდისპირები
უყურებენ ნახატს, ამბობენ, რომ ზედა ხაზი უფრო გრძელია. თუმცა ეს ხაზებიც
ტოლია.

მიულერ–ლაიერის ილუზია. ჰორიზონტალურ–ვერტიკალური ილუზია. პონზოს


ილუზია. კონსტრუირებული სამყაროს თეორია

იმისათვის, რათა აეხსნათ, თუ რატომ ჩნდება ოპტიკური ილუზიები, შემუშავდა


რამდენიმე თეორია. ერთ–ერთია კონსტრუირებული სამყაროს თეორია, რომელიც
უშვებს, რომ ცივილიზებული ადამიანები (ყოველ შემთხვევაში ამერიკელთა
უმრავლესობა) მიჩვეულნი არიან დაინახონ საგნები მართკუთხა ფორმებში და
არაცნობიერად მოელიან, რომ საგნებს ექნებათ მართი კუთხეები. თუ ჩვენ შევხედავთ
სახლს კუთხიდან, მაშინ შუქი, რომელიც ეცემა ჩვენს თვალს, არ წარმოქმნის მართ
კუთხეს, მაგრამ ჩვენ მაინც აღვიქვამთ მას, როგორც მართ კუთხეს. ჩვენ ასევე, ვიცით,
რომ საგნები, რომლებიც გვეჩვენება ერთი ზომის, და ამ დროს ისინი იმყოფებიან
ჩვენგან ერთი ახლოს და მეორე შორს. ის, რომელიც შორსაა, უფრო დიდი ზომისაა.
ამიტომ პონზოს ილუზიაში, ზედა ხაზი გვეჩვენება უფრო დიდად.

პერსპექტივაში დამოკლებული პირველადი ჰორიზონტალური წრფის თეორია

პერსპექტივაში დამოკლებული პირველადი ჰორიზონტალური წრფის თეორია უშვებს,


რომ ჩვენ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ ვერტიკალური ხაზებს ისე, როგორც
ჰორიზონტალურებს, ოღონდ გაწელილს გარკვეულ მანძილზე. ჰორიზონტალურ–
ვერტიკალურ ილუზიაში ჩვენ ინეტრპრეტირებას ვუკეთებთ ვერტიკალურ ხაზს,
როგორც ჩვენგან დაშორებულს და ვიცით, რომ ხაზი, რომლიც ჩვენგან მოშორებითაა,
უნდა იყოს უფრო გრძელი.

ორი იდეა, რომლებიც აერთიანებენ მოცემულ თეორიებს

ამ ორ თეორიას აქვთ საერთო შტრიხები. ორივე უშვებს, რომ სამყაროს ჩვენეული ხედვა
ვითარდება დროში, ჩვენი განცდების პროცესში. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის იმის
სინთეზი, თუ როგორ აირეკლება საგნიდან შუქი ჩვენს თვალში და თუ რა ვიცით ამ

33
საგნის შესახებ მთლიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა გვეხმარება დავინახოთ
საგნები, სწორედ ის გვაიძულებს არასწორად შევაფასოთ ოპტიკური ილუზიები. მეორე
იდეა, რომელიც აერთიანებს ამ თეორიებს, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვცხოვრობთ
სამგანზომილებიან სამყაროში და ის პროეცირდება ჩვენს თვალებში ორი
განზომილებით. ჩვენი თვალის ზედაპირი თითქმის ბრტყელია და შუქი, რომელიც
ეცემა მას ორ სხვადასხვა ადგილას გვერდიგვერდ, სინამდვილეში, შეიძლება მოდიოდეს
ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებული საგნებიდან. ამრიგად, საჭიროა მანძილისა და
სიღრმის ინტეპრეტირება საგნების აღქმისას.

ოპტიკური ილუზიის კროს–კულტურული კვლევა

ზოგი კროს–კულტურული კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ტრადიციულ წარმოდგენას


ოპტიკური ილუზიების შესახებ. უკვე 1905 წელს რივერსმა შეადარა ინგლისელების,
სოფლელი ინდოელების და ახალი გვინეის წარმომადგენლების რეაქციები მიულერ–
ლაიერისა და ჰოროზონტალურ–ვერტიკალურ ილუზიაზე რეაქციები. ინგლისელები,
დანარჩენი ორი ჯგუფისაგან განსხვავებით, თვლიდნენ, რომ მიულერ–ლაიერის
ილუზიაში წარმოდგენილი ხაზები მეტად განსხვავდება ერთამანეთისაგან სიგრძით.
ასევე, რივერსმა შენიშნა, რომ ინდოელები და გვინეელები უფრო მეტად ტყუვდებოდნენ
ჰორიზონტალურ–ვერტიკალური ილუზიით, ვიდრე ინგლისელები. ამ შედეგებმა
გააოცეს რივერსიცა და სხვა მკვლევარებიც ევროპიდან და აშშ–დან. მათ მიიჩნიეს, რომ
ინდოელები და ახალი გვინეელები უფრო პრიმიტიულები არიან, ვიდრე
ცივილიზებული ევროპელები და ამიტომ ტყუვდებიან ასე მარტივად. ამ კვლევამ აჩვენა,
რომ ილუზიის ეფექტი დამოკიდებულია კულტურაზე და კულტურა გავლენას ახდენს
იმაზე, თუ როგორ „ვხედავთ“ სამყაროს. მას შემდეგ ეს განსხვავება აღქმაში
წარმოადგენს მკვლევართა ინტერესს.

კონსტრუირებული სამყაროს თეორიაც და პერსპექტივაში დამოკლებული პირველადი


ჰორიზონტალური წრფის თეორიაც შეგვიძლია გამოვიყენოთ რივერსის მიერ მიღებული
შედეგების ასახსნელად. მაშინ, როცა ინგლისელები რივერსის კვლევაში, ხედავდნენ
მართკუთხა ფორმებს, ინდოელი და ახალგვინეელი ადამიანები უფრო მიჩვეულნი
იყვნენ მომრგვალებულ და უთანაბრო ფორმებს. მიულერ–ლაიერის ილუზიაში
ინგლისელები ხედავენ ფიგურებს, როგორც მართკუთხა ფორმისას, რომლებიც
პროეცირდება მიმართულებით მათგან ან მათკენ, ხოლო ინდოელები და ახალი გვინეის
წარმომადგენლები უფრო იშვიათად უშვებენ ამ შეცდომას აღქმაში. პერსპექტივაში
დამოკლებული პირველადი ჰორიზონტალური წრფის თეორიას, ასევე, შეუძლია ახსნას
კულტურული განსხვავებები, რომლებიც მიიღო რივერსმა. რამდენადაც ინდოეთსა და
ახალ გვინეაში ადამიანები სწავლობენ დაეყრდნონ უფრო მეტად სიმაღლის
მანიშნებლებს, ვიდრე ინგლისელები. შედეგად, ისინი ჰორიზონტალურ–ვერტიკალურ
ილუზიას უფრო მიიჩნევდნენ სამგანზომილებიან ფიგურად და ამიტომ შეცდომით
აფასებდნენ ამ ხაზების სიგრძეს.

34
სამი განზომილების ორ განზომილებაში არეკვლის თეორია

მესამე თეორია წარმოადგინეს იმისათვის, რათა აეხსნათ კულტურული განსხვავებები


ვიზუალურ აღქმაში. სამი განზომილების ორ განზომილებაში სიბოლურად არეკვლის
თეორია უშვებს, რომ დასავლური კულტურის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას
აქცევენ საგნების გამოსახულებას ქაღალდზე, ვიდრე სხვა კულტურის ადამიანები და
ხშირად მეტ დროს ატარებენ სურათების ინტერპრეტირების სწავლაში. ამრიგად,
ინდოელები და ახალგვინეელები უფრო იშვიათად ტყუვდებიან მიულერ–ლაიერის
ილუზიით, რადგანაც ის უფრო „უცხოა“ მათთვის. თუმცა, ისინი მეტად ტყუვდებიან
ჰორიზონტალურ–ვერტიკალური ილუზიით, რადგანაც ის უფრო უკეთესად
წარმოადგენს მათი ცხოვრების სტილს.

იმაში დასარწმუნებლად, რომ რივერსის მონაცემები მართებულია ყველა


კულტურისთვის, სეგალიმ და მისმა კოლეგებმა შეადარეს რეაქციები მიულერ–ლაიერისა
და ჰორიზონტალურ–ვერტიკალურ ილუზიაზე ჯგუფებში, რომელთაგან 4 იყო
ინდუსტრიალური გარემოდან, ხოლო 14 სოფლური გარემოდან. მათ აღმოაჩინეს, რომ
მიულერ–ლაიერის ილუზიის ეფექტი უფრო ძლიერი იყო ინდუსტრიული
ქვეყნებისათვის, ხოლო ჰორიზონტალურ–ვერტიკალური ილუზიის ეფექტი კი–
არაინდუსტრიული ჯგუფებისთვის. რივერსის მონაცემები დადასტურდა.

სამი თეორიის ფარგლებს გარეთ

სეგალმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ფაქტი, რომლებიც ვერ აიხსნა


ვერცერთი ზემოთმოყვანილი თეორიით, კერძოდ: ილუზიის ეფექტები მცირდება და
თითქმის მთლიანად ქრება უფროსი ასაკის ცდისპირებთან. ამ თეორიებზე
დაყრდნობით, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ილუზიის
ეფექტი უფრო და უფრო იზრდება, რადგანაც უფროსი ასაკის ადამიანს უბრალოდ მეტი
დრო ექნება გარესამყაროს შესასწავლად, ვიდრე ახალგაზრდას. უეგნერმა გამოიკვლია ეს
საკითხი. მან გამოიყენა პონზოს ილუზიის განსხვავებული ვერსიები და შეადარა
მონაწილეთა შესრულება როგორც სოფლის, ასევე ქალაქის მაცხოვრებლებში, ამასთან,
ზოგი მათგანი აგრძელებდა განათლების მიღებას, ზოგი კი – არა. უეგნერმა გამოიყენა
პონზოს ილუზიის ორი ვარიანტი, ერთი უბრალო ხაზებით, ხოლო მეორე
„ჩაკერებული“ იყო ნახატში. მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ მარტივი ხაზების შემთხვევაში,
ყველა ჯგუფში, ილუზიის ეფექტი ქრებოდა ასაკის მატებასთან ერთად, ხოლო რთული
სურათის შემთხვევაში საქმე შედარებით რთულად იყო: უეგნერმა აღმოაჩინა, რომ
ილუზიის ეფექტი ასაკის მატებასთან ერთად იზრდებოდა მხოლოდ იმ ცდისპირებთან,
ვინც ცხოვრობდა ქალაქში და იმაათან, ვინც აგრძელებდა განათლების მიღებას. ეს
კვლევა აჩვენებს ქალაქური ცხოვრების სტილის უშუალო გავლენას მიულერ–ლაიერის
ილუზიის ეფექტზე.

ფიზიოლოგიური თეორია
35
ოპტიკური ილუზიების ასახსნელად შექმნილია, ასევე, ფიზიოლოგიური თეორია.
პოლაკმა და სილვერმა დაამტკიცეს, რომ მიულერ–ლაიერის ილუზიის ეფექტი
დაკავშირებულია კონტურების გარჩევის შესაძლებლობასთან, ხოლო ეს შესაძლებლობა,
ასაკის მატებასთან ერთად, სუსტდება. მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ რამდენადაც, ასაკის
მატებასთან ერთად, ადამიანი მეტად ექვემდებარება მზის შუქის გავლენას, ნაკლები
შუქი აღწევს თვალის გუგაში და ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს ადამიანის
შესაძლებლობაზე, გამოყოს კონტურები ილუზიაში. გარადა ამისა, მკვლევარებმა
დაამტკიცეს, რომ კონტურების გარჩევის უნარი დაკავშირებულია თვალის ბადურის
პიგმენტაციასთან. ევროპელთა თვალის ბადურა მეტადაა პიგმენტირებული, ამიტომ
ისინი უფრო ცუდად არჩევენ კონტურებს. ამრიგად, პოლაკმა და სილვერმა ივარაუდეს,
რომ აღქმის კულტურული განსხვავება შეიძლება აიხსნას რასული განსხვავებით
ბადური პიგმენტაციაში.

რასული თეორიის სისწორის შემოწმება

იმისთვის, რათა შემოწმდეს, იყო თუ არა უფრო სწორი რასული თეორია ან გარემოდან
დასწავლის თეორია. სტიუარტმა (ქალია ოღონდ) შემოგვთავაზა მეთოდიკა, რომლის
მიხედვითაც რასაც და გარემოც უნდა შევადაროთ, ოღონდ არ უნდა შევურიოთ
ერთმანეთს, როგორც ეს ხდებოდა სეგალისა და მისი კოლეგების კვლევაში. სტიუარტმა
შეისწავლა მიულერ–ლაიერის ილუზიის ეფექტი თეთრკანიან და შავკანიან ბავშვებში
ამერიკის ერთი ქალაქიდან (ევანსტონი, ილინოისის შტატი). მან ვერ აღმოაჩინა
განსხვავება ორ რასულ ჯგუფს შორს. შემდეგ ამ მკვლევარმა შეადარა ბავშვების
ჯგუფები, რომლებიც ცხოვრობდნენ ზამბიაში და მათი საცხოვრებელი გარემო
ვარირებდა სტრუქტურირებული ქალაქურიდან არასტრუქტურირებულ სოფლურამდე.
სტიუარტმა დაადგინა, რომ ილუზიის ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, ცხოვრობს თუ
არა ბავშვი სტრუქტურირებულ გარემოში. გარდა ამისა, მან დაადგინა, რომ ასაკის
მატებასთან ერთად, ეს ეფაქტი მცირდება და მან ივარაუდა, რომ მოცემულ
კულტურულ განსხვავებებში დიდ როლს თამაშობს სწავლება და ფიზიოლოგია.

ჰადსონის კვლევა

ჰადსონმა, ასევე, ჩაატარა საინტერესო კვლევა, რომლებიც მიუთითებენ კულტურულ


განსხვავებებზე აღქმაში. მან სთხოვა მხატვრებს დაეხატათ ნახატები, რომლებიც გვანან
თემატური აპერცეფციის ტესტში გამოყენებულ გამოსახულებებს. მკვლევარს მიაჩნდა,
რომ ან ნახატებს უნდა გამოეწვიათ ღრმა ემოციები ბანტუს ტომის ზანგებში.
ფსიქოლოგები გაოცებულნი დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ ბანტუსტომელები
ხედავდნენ ნახატებს სრულიად განსხვავებულად; კერძოდ კი, ისინი სრულიად არ
იყენებენ ფარდობით ზომას, როგორც მანძილის (დაშორების) მაჩვენებელს. სურათზე
ამერიკელთა უმრავლესობა ხედავს, რომ მონადირე აპირებს შუბი ესროლოს ნიამორს
წინა პლანზე, მაშინ, როცა სპილო დგას გორაზე უკან და შორს. მრავალი

36
ბანტუსტომელი თვლის, რომ მონადირე აპირებს მოკლას სპლიყვი. მეორე სურათზე
გამოსახული იყო ორატორი, რომელიც იქნევს ხელებს ფაბრიკის წინ, რომელიც უკანა
პლანზეა. ბანტუსტომელებმა ივარაუდეს, რომ ორატორი ხელებს ითბობდა ფაბრიკის
პაწაწინა საკვამურებზე. ჰადსონმა აღმოაჩინა, რომ ეს განსხვავებები სიმაღლის აღქმაში
დაკავშირებულია როგორც განათლებასთან, ისე ევროპული კულტურის გავლენასთან.
ბანტუსტომელები, რომლებმაც განათლება მიიღეს ევროპაში ან უკეთ აითვისეს
ევროპული კულტურა, ხედავდნენ ნახატებს ისე, როგორც ევროპელები.

მიღებული მონაცემების განზოგადების მცდელობები

ჩვენ შეგვეძლო გვევარაუდა, რომ კულტურულ განსხვავებებს, რომლებიც აღქმის


ფუნდამენტურ ფსიქოლოგიურ პროცესებში ვლინდებიან, მნიშვნელოვანი შედეგები
ექნებათ კონფლიქტებისათვის, რომლებიც შეიძლება აღმოცენდნენ კულტურათშორის
ურთიერთობებში. თუ კი ადამიანები განსხვავბული კულტურებიდან სამყაროს აღქმის
და ინტერპრეტაციის გარკვეულ მეთოდებს ითვისებენ, რა ხდება მაშინ როცა ეს
ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთქედებენ? გათავისებული პატერნები, რომლებიც
ყოველ კულტურაში მიიღება როგორც თავისთავად ნაგულისხმევი, შეიძლება
არაეფექტურები აღმოჩდნენ.

ექსპერიმენტში, რომელშიც შეისწავლებოდა თუ როგორ აღიქვამენ დაჯილდოებასთან ან


დასჯასთან ასოცირებულ სახეებს ინდოეთში მცხოვრები ინდუსი, მუსლიმანი და
ამერიკელი ბავშები. ამ ჯგუფებს შორის გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები.
ინდუსი და მუსლიმანი ბავშვები აღიქვამდენ უფრო მეტ სახეს, რომელიც
ასოცირდებოდა დასჯასთან, ვიდრე ჯილდოსთან, მაშინ როცა ამერიკელი ბავშვბი
აღიქვამდენ უფრო მეტ სახეს, რომლებიც ასოცირდებოდენ ჯილდოსთან და არა
დასჯასთან.

თუმცა, ამავდროულად, საჭიროა დაისვას კითხვა, როგორ, რა გზით შეიძლება ამ


მონაცემების განზოგადება. მაგალითად, კვლევების უმრავლესობაში მხედველობით
აღქმაზე და ოპტიკურ ილუზიებზე სტიმულები წარმოდგენილია ორი სახით: ან
ფურცელზე, ან ეკრანზე. კულტურული განსხვავებები სიმაღლის აღქმაში შეიძლება, რა
თქმა უნდა, არსებობდნენ, როცა გამოიყენება სტიმულების სწორედ ეს ტიპები. მაგრამ
რა საზღვრამდე ვლინდებიან რეალურად ასეთი ეფექტები სამგანზომილებიან
სამყაროში? ნამდვილად ჩათვალეს ბანტუს ტომის წევრებმა რომ მონადირე აპირებს
სპილოს გახვრეტას და არა ჯეირანის, თუ იგივე სცენა გათამაშებული იქნებოდა ღია
სივრცეში მათთვის ჩვეულ გარემოში?

თავისი როლი მოტივაციამაც შეიძლება ითამაშოს. განსხვავებული კულტურების


წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოტივაცის გარკვული
ობიექტების აღქმის ან მათი გარკვეული სახით აღიქვამდნენ. ერთ კვლევაში, რომელმაც
ამ ეფექტის დემონსტრირება მოახდინა, ინდუსების, მუსლიმანების და ამერიკელების

37
ბავშვები როლებიც ინდოეთში ცხოვრობდნენ ან დაჯილდოებასთან ან დასჯასთან
წინასწარი ტრენინგის დროს. შემმოწმებელი სესიის დროს გამოვლინდა მნიშვნელოვანი
განსხვავებები: ინდუსი და მუსლიმანი ბავშვები აღიქვამდნენ უფრო მეტ სახეს
რომელიც ასოცირდებოდა დასჯასთან, ამერიკელი ბავშვები კი პირიქით -
დაჯილდოებასთან.

შემდეგმა კვლევამ უნდა გადაწყვიტოს წინა მონაცემების განზოგადების საკითხი


რეალური ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით მან უნდა აღწეროს ასეთი აღქმის
პროცესების სამოტივაციო ასპექტები. ამ საკითხებთან დაკავშირებით დღესდღეობით
ლიტერატურა ვერ იძლევა ზუსტ პასუხს (მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ცხადია
ტიპური ოპტიკური ილუზიის პარადიგმის კულტურული ეფექტები), რამდენადაც
არსებობს ცოტა კვლევა, რომელიც ადარებს აღქმის პროცესებს რეალურ ცხოვრებასა და
ორგანზომილებიან ოპტიკურ ილუზიებში განსხვავებულ კულტურებში. ამ თემის
გამოკვლევის ერთ-ერთი მეთოდია - აღქმის განსხვავებების შემოწმება, სტიმულების
ორივე ტიპის გამოყენებით, და იმის განსაზღვრა, გაიმეორებს თუ არა ერთი სახის
ტესტის გამოყენებით მიღებული შედეგები მეორე ტესტით მიღებულ შედეგებს. ასეთი
კვლევა ასევე უნდა აკონტროლებდეს მოტივაციის დონეს და წინამდებარე
გამოცდილებას მსგავს სტიმულებთან. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი კვლევები
პასუხს გასცემს ამ კითხვებს არამარტო სხვადასხვა კულტურებისთვის, არამედ ასევე
ერთი კულტურისთვისაც.

კონცეფციის კატეგორიზაცია და ფორმირება

ობიექტბის კატეგორიებად დაყოფა-ეს ერთ-ერთია საბაზისო ფსიქიკური პროცესებიდან.


ადამიანები საგნებს კატეგორიებად ყოფენ მათი მსგავსების საფუძველზე და აკრავენ
სიტყვიერ იარლიყებს საგნების ჯგუფებს, რომლებსაც, როგორც მათ ჰგონიათ, აქვთ
რაიმე საერთო. ადამიანი ხშირად წყვეტს მიეკუთვნება თუ არა ობიექტი რომელიმე
ჯგუფს, როდესაც ადარებს მას ყველაზე კატეგორიის ტიპიურ ან რეპრეზენტაბელურ
წევრს.

მაგალითად, ყველა სკამი სკამიაო. ეს საგნები შეიძლება დავაჯგუფოთ იმიტომ რომ მათ
გააჩნიათ საერთო ფუნქცია. როცა ჩენ ვამბობთ „ეს საგანი - სკამია“, ჩვენ ვულისხმობთ,
რომ საგანი შეგვიძლია და უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ დავჯდეთ მასზე.

კატეგორიების უნივერსალურობა და ფიზიოლოგიური ფაქტორები.

ზოგიერთი კატეგორია უნივერსალურია განსხვავებული კულტურებისთვის. ამგვარად,


სხვადასხვა კულტურების ადამიანები აწერენ ერთი და იმავე კატეგორიას სახის
გამომეტყველებას, რომელიც საბაზისო ემოციებს აღნიშნავს - ბედნიერება, სევდა, ბრაზი,
შიში, გაკვირვება და ზიზღი. ზუსტად ასევე, ზოგიერთ კულტურაში ფართედაა
გავრცელებული წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორი ფერებია ძირითადი, და

38
როგორი -დამატებითი. ის, თუ როგორ ირჩევენ ადამიანები და იმახსოვრებენ ფერს,
მნიშნელოვან წილად არაა დამოკიდებული კულტურაზე და ენაზე. ლაპარაკობს
ადამიანი იმ ენაზე, რომელშიც ფერის აღსანიშნავად ათასობით სიტყვა არსებობს, თუ იმ
ენაზე, რომელშიც ფერები განისაზღვრება მხოლოდ იმის მიხედვით ღიაა ის თუ მუქი,
ის როგორც წესი, აჯგუფებს ფერებს ერთი და იმავე პრიმიტიული ენის მქონეები,
რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა არსებობს წითლის/ყვითლის/თეთრისთვის, ირჩევენ
ამ კატეგორიის ყველაზე კარგი აღნიშვნისათვის წითელი ფერის იმავე შეფერილობას,
რასაც ჰარვარდის სტუდენტები. ორივე ჯგუფის წევრები იმახსოვრებდნენ ამ
შეფერილობას უფრო ადვილად, ვიდრე ალისფერს ან ნარინჯისფერ–ვარდისფერს,
მიუხედავად იმისა, რომ იგლისელებს ამ ფერებისათვის თავისი სახელები აქვთ.

კულტურასა და კატეგორიზაციის პროცესს შორის არსებობს სხვა საინტერესო


ურთიერთკავშირებიც. მეოთხე თავში, მაგალითად, ჩვენ განვიხილეთ სტერეოტიპების
ფორმირების პროცესი, რომელსაც მრავალი ფსიქოლოგი თვლის კატეგგორიზაციის
განსაკუთრებულ ფორმად, სადაც ობიექტები არიან თავად ადამიანები. სტერეოტიპები -
ესაა კულტურის განუყოფელი ნაწილი, თავისებური ფილტრები, როლებიც
ადამიანებისთვის აფერადებენ სამყაროს ინტერპრეტაციას. როგორც თქვენ ნახავთ შემდეგ
თავში, ზოგიერთი მეცნირი თვლის რომ კულტურა თავისთავადაა წარმოდგენილი
ყოველი ადამიანის ცნობიერებაში კატეგორიების კრებულის სახით.

ადამიანები განსხვავებულ კულტურებში ისწრაფიან მოახდინონ გეომეტრიული


ფიგურების კატეგორიზაცია, ძირითადი ფორმების მაგალითებზე დაყრდნობით
(სრულყოფილ წრეებზე, ტოლფერდა სამკუთხედებზე და კვადრატებზე), და არ ახდენენ
არასწორი გეომეტრიული ფიგურების კატეგორიის ფორმირებას. ეს კროს-კულტურული
პარალელები უფლებას გვაძლევენ ვივარაუდოთ, რომ იმაზე თუ როგორ ქმნის ადამიანი
ზოგიერთი საბაზისო სტიმულების კატეგორიას, გავლენას ახდენენ ფიზიოლოგიური
ფაქტორების. ანუ, როგორც ჩანს, ადამიანები მიდრეკილნი არიან იმისკენ რომ
ამჯობინონ გარკვეული ფორმები, ფერები და სახის გამომეტყველებები.

კატეგორიზაციის კროს–კულტურული განსხვავებები

კვლევები გვიჩვენებენ, რომ კულტურები განსხვავდებიან კატეგორიების შენებაში.


მაგალითად, იმის იუხედავადაც კი რომ ზოგიერთი კატეგორიები (ვთქვათ-სახის
გამომეტყველებები ან სკამი) შეიძლება იყოს უნივერსალური ყველა კულტურაში, მათი
პროტოტიპები შეიძება იყვნენ განსხვავებულები.

ვინაიდან ჰომო საპიენსის ყველა წარმომადგენელს აქვს ერთი და იგივე მორფოლოგია,


მაშინ ემოციონალური გამოხატულების პროტოტიპი ერთნაირია სხვადასხვა
კულტურისთვის. მით უმეტეს, რამდენადაც მატერიალი, რომლებიც გამოიყენება ავეჯის
კონსტრუირებისთვის, განსხვავებულია, მაშინ სკამის პროტოტიპი, მეტი შნასია, რომ
ყოველი კულტურისთვის იყოს თავისებური.
39
კატეგორიეზაციაში კულტურული განსხვავებების შესწავლის ერთ-ერთი გავრცელებული
მეთოდია - დახარისხებაზე დავალებების შესრულება. როდესაც პატარა ბავშებს
დასავლეთ ევროპიდან აძლევენ საგნების გამოსახულებას, რომლების დაჯგუფებაც
შეიძლება ფუნქციების, ფორმის ან ფერის მიხედვით, მაშინ ისინი მათ ფერის მიხედვით
აჯგუფებენ. როცა ბავშები იზრდებიან, ისინი საგნებს ფორმების მიხედვით აჯგუფებენ,
უფრო ვიან კი - ფუნქციების მიხედვით. ზრდასრული ხალხი დასავლეთ ევროპიდან
მიუსადაგებენ ყველა ნსტრუმენტს ერთ ჯგუფს, ყველა ცხოველს - მეორეს, და არ
აჯგუფებენ წითლებს ან მრგვალ ობიექტებს. ნავარაუდევი იყო, რომ ეს ტენდენცია არის
ინდივიდის განვითარების საერთო თავისებურება. თუმცა, მსგავს დავალებებში
დახარისხებაზე ზრდასრულმა აფრიკელებმა გამოავლინეს საგნების ფერების მიხედვით
დაჯგუფების ძლიერი ტენდენცია, და არა ფუნქციების მიხედვით, ასე რომ შეგვიძლია
გავაკეთოთ დასკვნა, რომ არამარტო უბრალო მომწიფება ხსნის კატეგორიზაციის
ცვლილებას.

განსსხვავებები კატეგორიზაციაში: კულტურის გავლენა თუ განათლების?

ევანსი და სეგალი ცდილობდნენ გამოეყოთ მომწიფება სწავლების ეფექტებისგან,


როდესაც ადარებდნენ ბავშვებს და ზრდასრულებს უგანდაში. ზოგიერთმა ცდისპირმა
მიიღო ფორმალური განათლება, სხვებმა კი-არა. მკვლევარებმა მისცეს დავალება
დახარისხებაზე ყველა ცდისპირს და აღმოაჩინეს, რომ ფერების მიხედვით დაჯგუფებას
ყველაზე ხშირად ამჯობინებენ ნაკლებად განათლებული ან საერთოდ უსწავლელი
ადამიანები.

მით უმეტეს ჯერ კიდევ არაა გარკვეული, შეიძლება თუ არა განსხვავება დავალების
შესრულებაში მიეწეროს კულტურულ განსხვავებებს თუ განათლების დონეს. ეს თემა
ჯერ კიდევ ელოდება თავის მკვლევარებს, რომლებიც გარკვევევნ, თუ როგორ ახდენენ
გავლენას კოგნიტურ პროცესებზე კულტურა და განათლების სისტემა. ჯერ კიდევ ღიაა
საკითხის იმის შესახებაც, თუ კატეგორიებში წარმოდგენილი კულტურა როგორაა
დაკავშირებული სხვა ფსიქიკური კატეგორიების ფუნქციონირებასა და განვითარებასთან.

კულტურა და მეხსიერება

კიდევ ერთი საბაზისო ინტელექტუალური დავალება, რომელსაც ჩვენ განუწყვეტლივ


ვწყვეტთ, ესაა საგნების დამახსოვრება. ზოგჯერ ჩენ უბრალოდ ვიტანჯებით როცა
მონაცემების სიის, სახელების ან ტერმინების სწავლას ვცდილობთ და ხშირად ვიყენებთ
დამახსოვრების მეთოდებს. გავრცელდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები
საზოგადოებიდან, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა, ივითარებს კარგ მეხსიერებას,
იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ იმის ჩაწერა, რისი დამახსოვრებაც მათთვის
აუცილებელია. ნამდვილად იმიტომაა ჩვენი გონება არც ისე კარგი, რომ ჩვენ მას არ
ვავარჯიშებთ, ვიყენებთ რა ხშირად იმის ჩანაწერს, რაც უნდა გვახსოვდეს? როსიმ და
მილსონმა წამოაყენეს ვარაუდი, რომ განვითარებულ ზეპირ ტრადიციაზე დაყრდნობა

40
გვეხმარება უკეთესად დავიმახსოვროთ. მათ შეადარეს ამერიკელი სტუდენტების და
განის მცხოვრებლების დამახსოვრების უნარები. ისინი იმახსოვრებდნენ ზღაპრებს და
კითხულობდნენ მათ ხმამაღლა. როსმა და მისლსონმა აღმოაჩინეს, რომ მთლიანობაში
სტუდენტები განიდან ამერეკელებზე უკეთესად იმახსოვრებდნენ ზღაპრებს. ამგვარად,
აღმოჩნდა რომ, იმ კულტურის წევრებს, რომელშიც განვითარებულია ზეპირი
ტრადიცია, მეხსირება ნამდვილად უკეთესი აქვთ. თუმცა, კოულმა და მისმა კოლეგებმა
აღმოაჩინეს, რომ გაუნათლებელმა აფრიკელმა ცდისპირებმა აჩვენეს ბევრად უფრო
ცუდი შედეგი, სიტყვების რეპროდუქციისას, ვიდრე-ზღაპრისას.

დახსომება და სერიული განლაგების ეფექტი

მეხსიერების ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ასპექტი - ესაა სერიული განლაგების


ეფექტი. ექსპერიმენტების შედეგები საშუალებას გვაძლევენ ვივარაუდოთ, რო ჩვენ
საგნებს უკეთესად ვიმახსოვრებთ, თუ ისინი ჩვენს სიაში ჩნდებიან პირველები
(პირველადობის ეფქტი) ან ბოლოში (სიხალის ეფექტი). საინტერესოა, რომ კოულმა და
სკრიბნერმა არ აღოაჩინეს კავშირი სერიულ განლაგებასა და იმის ალბათობას შორის,
რო საგანი დაგამახსოვრდება, როცა იკვლევდნენ ლიბერიაში არსებულ კრელის ტომის
მაცხოვრებლების მეხსიერებას.

დამახსოვრების პროცესი – კომპიუტერის მეტაფორა

უეგნერმა წამოაყენა წინადადება რომ პირველადობის ეფექტი დამოკიდებულია იმის


მრავალჯერად განმეორებაზე, რის დამახსოვრებასაც ცდილობთ, და რომ მეხსიერების ეს
სტრატეგია კავშირშია სწავლებასთან. უეგნერმა შეადარა მაროკოელი ბავშვების ჯგუფები,
რომლებიც დადიოდენ და არ დადიოდნენ სკოლაში, და აღმოაჩინა, რომ პირველადობის
ეფექტი უფრო ძლიერი იყო ბავშვებში, რომლებიც დადიოდნენ სკოლაში. მან წამოჭრა
ჰიპოთეზა რომ, დამახსოვრების პროცესს, კომპიუტერის მსგავსად, აქვს ორი ნაწილი:
„რკინა“-საბაზისო შეზღუდული მეხსიერება, შეუცვლელი სხვადასხვა კულტურაში და
„პროგრამული უზრუნველყოფა“-მეხსიერება, რომელსაც ჩვენ ვანვითარებთ, როცა
ვცდილობთ იმის დამახსოვრებაც რაც ვისწავლეთ. სწორედ პროგრამული ნაწილი
ვარირებს სხვადასხვა კულტურაში.

მეხსიერება და სისტემატური განათლება

იმის უუნარობაზე, რომ დაიმახსოვრო დაუკავშირებელი ინფორმაცია, როგორც ჩანს


გავლენას ახდენს არა იმდენად კულტურა, რამდენადაც ის ფაქტი დადიან ადამიანები
სკოლაში თუ არა. მასწავლებლები ბავშვებისგან ელიან იმას, რომ ისინი დაიმახსოვრებენ
ასოებს, გამრავლების ტაბულას, წესებს და ფორმულებს. ცდისპირები, რომლებიც
დადიოდნენ სკოლაში, შესაბამისად, ფლობდნენ დამახსოვრების მეტ პრაქტიკას, ვიდრე
ის ადამიანები, რომლებიც სკოლაში არ სწავლობდნენ.

41
სკრიბნერის კვლევამ ეს დაადასტურა: განათლებული აფრიკელები ისევე
იმახსოვრებდნენ სიტყვების სიებს, როგორც ამერიკელი ცდისპირები. გაუნათლებელი
აფრიკელები კი იმახსოვრებდნენ ნაკლებ სიტყვებს.,

მეხსიერება და სტერეოტიპების შემუშავება

მეხსიერების ფუნქციონირება გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური მოვლენების ფართე


სპექტრზე, მათ რიცხვში სტერეოტიპების შემუშავებაზეც. ამგვარად, ერთ კვლევაში
ევროპული წარმომავლობის ამერიკელ ბავშვებს სთხოვდნენ დაემახსოვრებინათ
მოთხრობები თეთრებზე და ზანგებზე, რომლებიც პასუხობდნენ ან არ პასუხობდნენ
რასობრივ სტერეოტიპებზე. განსხვავებული ნეგატიური შტრიხები მოთხრობებში
ასოცირდებოდა ან თეთრკანიანებთან ან შავკანიან გმირებთან. შედეგებმა აჩვენეს, რომ
ბავშვები, რომლებიც უკეთესად იმახსოვრებდნენ სტერეოტიპების საწინააღმდეგო
მოთხრობებს, ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი რასობრივი სტერეოტიპებისაკენ და
უკეთესად ახდენდნენ ადამიანების კლასიფიცირებას მრავალი მაჩვენებლით და
პირიქით, ბავშვები, რომლებიც მიდრეკილნი იყვნენ რასობრივი სტერეოტიპებისკენ,
ცუდად იმახსოვრებდნენ ტექსტებს, რომლებიც არ შეესაბამებოდა მათ სტერეოტიპებს.
შესაბამისად, მეხსიერებამ შეიძლება იმოქმედოს სტერეოტიპებზე და იმაზე, თუ როგორ
გვესმის ჩვენ ადამიანების.

მეხსიერება და დაბერება

მიუხედავად დამახსოვრების უნარისა, ადამიანურ მეხსიერებას როგორც ჩანს, ახასიათებს


ზოგიერთი კულტურისგან დამოუკიდებელი თავისებურება, და პირველ რიგში ეს
შეეხება ურთიერთკავშირს მეხსიერებასა და დაბერებას შორის. ექსპერიმენტების
შედეგება აჩვენეს, რომ დამახსოვრების უნარი, როგორც წესი, სუსტდება ადამიანის
დაბერებასთან ერთად. ეს მრავალ კულტურაში შეინიშნება. ამგვარად, კრუკის და მისი
კოლეგების კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სქესის ბელგიელები და
ამერიკელები 14 დან 88 წლამდე, რომლებსაც სთხოვდნენ კომპიუტერზე შეესრულებინათ
დავალება, რომელიც ახდენდა ყოველდღიური ცხოვრების დამახსოვრების იმიტაციას.
მკვლევარებმა გამოააშკარავეს, რომ ასაკთან ერთად მეხსიერების შესუსტება
შეინიშნებოდა ორივე ჯგუფში.

კულტურის გავლენა მეხსიერებაზე

მეხსიერებასა და ზეპირ ტრადიციას შორის კავშირი და კულტურის შესაძლო გავლენა


და განათლების გამოცდილება წამოწევს რამდენიმე საინტერესო საკითხს ჩვენი
მეხსიერებისა და კულტურის გავლენის ეფექტის შესახებ. ზეპირი ტრადიციები არსებობს
იმ კულტურებშიც, როლებსაც აქვთ ფორმალური განათლების განვითარებული სისტემა;
ისინი ვლინდებიან ეპიკურ ჟანრში, ხალხურ სიმღერებში და მუსიკაში ყველა
კულტურაში. ზეპირი ტრადიციის შესწავლა შეიძლება დაგვეხმაროს მეხსიერების

42
მუშაობის შესწავლაში ნებისმიერ კულტურაში. ამგვარად, ენის ანთროპოლოგიის
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლინგვისტური სტრუქტურები დამწერლობით ენაში
დამოკიდებულია სალაპარაკო პრაქტიკაზე. ამგვარად, ჩენ ვიცით, რომ კულტურა
გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, თუმცა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია ამ
ზემოქმედების მექანიზმები და ღრმა ეფექტები.

სახეების ცნობა

საუკუნის ბოლო მეოთხედში კვლევების დიდი რაოდენობა მიეძღვნა სახეების ცნობას -


კიდევ ერთ თემას, რომელიც პირდაპირ კავშირშია კულტურის და მეხსიერების
ურთიერთქმედებასთან. ჯერ კიდევ პირველ კვლევებში დამტკიცდა საკუთარი რასის
სახის ცნობისკენ მიდრეკილება, ეფექტი, რომელსაც ჩვეულებრივ საკუთარი რასის
ზემოქმედება ეწოდება. ამგვარად, მელპასი და კრავიცი შავკანიანი და თეთრკანიანი
ხალხის სურათებს აჩვენებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც ძირითადად
სწავლობდნენ ევროპული წარმომავლობის ამერიკელები და აფროამერიკელები.
ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენეს, რომ დამკვირვებლები უკეთესად სცნობდნენ
საკუთარი რასის ადამიანებს, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებს. ამ კვლევის
მონაცემები დადასტურდა მეტაანალიზში, რომელიც ეფუძნებოდა მრავალ მაგალითს და
ნამუშევარს. ახლანდელმა კვლევებმა დაადასტურა ეს ეფექტი აზიატ სახეებშიც,
როდესაც ევროპელი წარმომავლობის ამერიკელები და აზიური წარმომავლობის
ამერიკელები მსჯელობდნენ ევროპულ და აზიურ სახეებზე. სხვა კვლევებმა იგივე
რასობრივი მიდრეკილება გამოავლინეს ქალისა და კაცის განსხვავებაშიც.

მაშ, რატომ ვცნობთ საკუთარი რასის წარმომადგენლების სახეებს უკეთ?

ამასთან დაკავშრებით მრავალი მოსაზრება იქნა წარმოდგენილი. ბრიგმი და მელპასი,


თვლიან, რომ ამაზე მოქმედებს პრეჯუდისები საკუთარ ან სხვა რასის შესახებ,
სოციალური ორიენტაცია და დავალების სირთულე. მათი აზრით, საერთოდ არ
დასტურდება ძველი ჰიპოთეზა, რომელიც დაფუძნებულია ჯგუფებს შორის კონტაქტის
არასაკმარისობაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ დიფერენცირებული ცნობა ხდება
სწორედ სხვა ჯგუფების წევრებთან ურთიერთობის ნაკლებობის გამო. ლევის, ლასნეს
და ანდერვუდის კვლევამ გამოავლინა პირობების მთელი რიგი, რომლის დროსაც
საკუთარი რასის გავლენის ეფექტი სხვადასხვა ხარისხში ან ვლინდებოდა და ან არ
ვლინდბოდა ერთი სქესის, ასაკის და კანის ფერის ადამიანებში. ამ მეცნიერებმა
მიიჩნიეს, რომ დიფერენცირებული ცნობის ფენომენი აიხსნება დამკვირვებლების
განსხვავებული მე-სქემებით. და ბოლოს, არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანი
სხვადასხვანაირად აღიქვამს საკუთარი თუ სხვა რასის სახეებს და ახდენს მათ
კლასიფიკაციას, ხოლო თავისი თუ სხვისი რასობრივი შტრიხები სხვანაირად
კოდირდება სხვადასხვა რასის ხალხის აღქმაში. საკუთარი რასის ზემოქმედების
შედეგებს, ასეთი ეფექტის მიზეზების მიუხედავად აქვს მნიშნელოვანი შედეგები

43
რეალური ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სუბარი მიდის მხედველობით
აღქმაზე. ამ მონაცემებს ასევე მნიშნელოვანი გავლენა აქვთ ჯგუფთა შორის
ურთიერთობებზე და სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე. მეცნიერებმა უნდა გამოიკვლიონ
აღწერილი ეფექტების შეზღუდულობა და გაიგონ, თუ რა შემთხვევებში გაჩნდებიან
ისინი ან გაქრებიან. კვლევები საჭიროა ასევე იმის დეტალური განხილვისთვის, თუ
რასის, გამოცდილების, მნიშვნელობის და ა.შ. მიუხედავად რომელი კულტურა ახდენს
გავლენას სახეების ცნობაზე და რატომ.

7. პრობლემების გადაჭრა

პრობლემის გადაჭრის ტერმინი ახასიათებს პროცესს, როლის დროსაც მიზნის მიღწევა


არ არის ცხადი. ფსიქოლოგები ცდილობდნენ მის იზოლირებას, თხოვდნენ რა
სხვადასხვა კულტურის ადამიანებს მათთვის უცნობი პრობლემის გადაწყვეტას
ხელოვნურ გარემოში.

კოულის ექსპერიმენტი: როგორ წყვეტენ ერთსა და იმავე პრობლემას ამერიკელები და


ლიბერიელები?

კოულისა და მისი კოლეგების ექსპერიმენტში ამერიკელ და ლიბერიელ ცდისპირებს


მისცეს აპარატი სხვადასხვა ღილაკით, პანელით და ნახვრეტით. საბაზისო ინსტრუქციის
მიცემის შემდეგ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს აპარატი, ცდისპირებს უთხრეს, რომ
პრიზის მისაღებად პანელის გახსნაა საჭირო. გადაწყვეტილება მოიცავდა ორ
განსხვავებულ პროცედურას: სწორი ღილაკისათვის უნდა დაგეჭირა, რომ შუშის
ბურთულა მიგეღო, და მერე ეს ბურთულა საჭირო ნახვრეტში უნდა ჩაგესვა პანელის
გასახსნელად. 10 წლამდე ამერიკელი ცდისპირები, როგორც წესი, ვერ იღებდნენ პრიზს,
ხოლო უფრო უფროსები პრიზს უპრობლემოდ იღებდნენ. ასეა თუ ისე, ლიბერიელი
ცდისპირები, ნებისმიერი ასაკის თუ განათლების, განიცდიდნენ დიდ სირთულეებს:
დავალებას უმკლავდებოდა ზრდასრულების მესამედზე ნაკლები. შეიძლება გავაკეთოთ
დასკვნა, რომ ამერიკელები უკეთესად უმკლავდებიან პრობლემის გადაწყვეტას, ვიდრე
ლიბერიელები, ხოლო ლიბერიული კულტურა ზრდის ადამიანებს, რომლებსაც არ
გააჩნიათ ლოგიკური აზროვნების უნარი. მიუხედავად ცხადი ობიექტურობისა, ამ
ექსპერიმენტის მონაცემები შეიძლება იყოს მიკერძოებული ამერიკელების სასარგებლოდ.
ამერიკელები მიეჩვივნენ მექანიკურ ხელსაწყოებს, რიჩაგებს, ციფერბლატებს - ისინი
ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგიერთ კულტურაში ადამიანები
იშვიათად მართავენ მანქანებს და ეს, შესაძლოა, მოქმედებს შედეგზე, - ლიბერიელი
ცდისპირები იყვნენ შეშინებულები და შეშფოთებულები.

44
კოულის მე–2 და მე–3 ექსპერიმენტი. კულტურა თუ კონტექსტი?

კოულმა და მისმა კოლეგებმა გაიმეორეს თავისი ექსპერიმენტი ლიბერიელებისთვის


ნაცნობი მასალით, გამოიყენეს რა მექანიკური ხელსაწყოების მაგივრად დახურული
ყუთი და გასაღები. ამ ორნაბიჯიანი დავალების ვერსიაში ლიბერიელ ცდისპირებს უნდა
გაეხსენებინათ რომელი გასაღები აღებდა ყუთს და რომელ კონტეინერში არის საჭირო
გასაღები. ამ პირობებში ლიბერილების უმეტესობა უპრობლემოდ გაუმკლავდა
დავალებას.

ამან კი უკვე ნაცნობ საკითხთან დაგვაბრუნა: ეს ექსპერიმენტი ათ უნარს ამოწმებდა


ლოგიკური აზროვნების თუ მათ წინა ცოდნას და გამოცდილებას კლიტეების და
გასაღებების. ამის გარკვევის მცდელობისას კოულმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს
მესამე ექსპერიმენტი, რომელიც შეიცავდა ორივე წინა ტესტის ელემენტებს. ლიბერიელი
და ამერიკელი ცდისპირები ისევ იღებდნენ დახურულ ყუთს, ხოლო გასაღები უნდა
აგეღო აპარატიდან, რომელიც პირველი ექსპერიმენტისას იყო გამოყენებული.
მკვლევარების გასაკვირად, მესამე ტესტმა მოგვცა პირველი ექსპერიმენტის მსგავსი
შედეგები. მაშინ როცა, ამერიკელებმა უპრობლემოდ გადაჭრეს ამოცანა, ლიბერიელების
უმეტესობამ ვერ შეძლო გასაღების ამოღება ყუთის გასაღებად.

კოულმა და მისმა კოლეგებმა დასკვნეს, რომ ლიბერიელების ლოგიკური აზროვნების


უნარი დამოკიდებული იყო პრობლემის კონტექსტზე. მათთვის ნაცნობ გარემოში ისინი
იოლად აკეთებდნენ ლოგიკურ დასკვნებს. როცა სიტუაცია ხდებოდა უცნობი, მათთვის
რთული ხდებოდა იმის გაგება თუ საიდან დაეწყოთ. დიახ, ამერიკელები
ლიბერიელებთან შედარებით ბევრად უფრო კარგად უმკლავდებოდნენ ამ დავალებას.
მაგრამ რა შედეგს მივიღებდით თუ ამერიკელებს მოუწევდათ ისეთი რამის გაკეთება,
რაც აქამდე არასოდეს გაუკეთებიათ, მათთვის უცნობ გარემოში, უცნობ
ტექნოლოგიასთან - მაგალითად შეძლებდნენ ისინი ცხოველების ამოცნობას თათის
ნაკვალევის ან სუნის მიხედვით?

სილოგიზმის ამოხსნა

კიდევ ერთი საკითხი მრავალ კულტურაში მოიცავს სილოგიზმების ამოხსნას


(მაგ:“ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული მერი-ბავშვია. უყვარს მერის ტკბილეული?“).
სხვადასხვა კვლევების ჩატარებით მომთაბარე ტომებში და დასავლეთ და ცენტრალურ
აზიაში ლურიამ აღნიშნა მკვეთრი განსხვავებები ადამიანების მიდგომაში ამ საკითხის
მიმართ. ისევე, როგორც სხვა კულტურული განსხვავებები შემეცნებასა და აზროვნებაში,
უნარი–მისცე სწორი პასუხი ვერბალურ პრობლემებზე, აღმოჩნდა უშუალოდ
დაკავშირებული სკოლაში სიარულთან. გაუნათლებელი ადამიანები ტრადიციული
საზოგადოებიდან, როგორც წესი, ვერ იძლეოდნენ სწორ პასუხს სილოგიზმებზე,
რომლებიც უცნობ ინფორმაციას შეიცავდნენ. ადამიანებს იმავე კულტურიდან და იმავე

45
სოფლიდანაც კი, რომლებიც ერთი წელი მაინც სწავლობდნენ სკოლაში, შეეძლოთ
სწორი პასუხის გაცემას.

შეუძლიათ გაუნათლებელ ადამიანებს ლოგიკური აზროვნება?

შემოთავაზებული იყო სხვადასხვა განსაზღვრება იმისა, თუ რატომ არ შეუძლიათ


გაუნათლებელ ადამიანებს ვერბალური ამოცანების შესრულება. ლურიამ დაასკვნა, რომ
გაუნათლებელი ადამიანები ფიქრობდნენ სხვანაირად, ვიდრე განათლებულები. მისი
ჰიპოთეზის თანახმად ლოგიკური მსჯელობა ძირითადად ხელოვნურია. ზოგიერთი
კვლევა ამტკიცებს ამ ინტერპრეტაციას. ტულვისტამ სთხოვა ესტონელ 8-15 წლის
მოსწავლეებს გადაეწყვიტათ ვერბალური ამოცანა და აეხსნათ თავიანთი პასუხები.
თუმცა ბავშვებმა შეძლეს ამოეხსნათ ამოცანების უმეტესობა, ახსნეს თავიანთი პასუხები
ლოგიკური მიდგომების გახსენებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ გააჩნდათ
თავიანთი ცოდნა საგნის შესახებ. მოკლედ დასწავლილიდან გამომდინარე და არა
გააზრებით. გაუნათლებელი ადამიანებს ტრადიციული საზოგადოებიდან, როგორც წესი,
არ შეუძლიათ გასცენ სწორი პასუხი სილოგიზმზე, რაც მოიცავს არანაცნობ
ინფორმაციას. ადამიანებს იმავე კულტურიდან და ასევე იმავე სოფლიდან, რომლებიც 1
წელი მაინც სწავლობდნენ სკოლაში, შეუძლიათ უპასუხონ სწორად.

სკრიბნერის კვლევა: შეიძლება თუ არა შეკითხვა იყოს არაინფორმატიული?

სკრიბნერს დაებადა კითხვა, ნამდვილად არ შეუძლიათ გაუნათლებელ ცდისპირებს


ლოგიკურად აზროვნება? მან სცადა მიზეზის გარკვევა, თუ რატომ არ შეუძლიათ
გაუნათლებელ ადამიანებს სწორად უპასუხონ ვერბალურ ამოცანებს. როცა
გაუნათლებელ ქრისტიანებს სთხოვეს აეხსნათ არალოგიკური პასუხები სილოგიზმების
ამოცანებზე, მათ გამუდმებით მტკიცებულებად მოყავდათ მათთვის ცნობილი
მაგალითები ან ამტკიცებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ტესტის შესახებ და ყურადღება
არ მიაქციეს შედეგებს. მაგალითად, პასუხი ამოცანაზე “ყველა ბავშვს უყვარს
ტკბილეულობა. მერი-ბავშვია. უყვარს მერის ტკბილეულობა?“ ცდისპრები მხრებს
იჩეჩდნენ და იძახდნენ „ საიდან ვიცი მე, უყვარს თუ არა მერის ტკბილეულობა? ამ
ბავშვს არც კი ვიცნობო! ეს ადამიანები, როგორც ჩანს, არ არიან ან არ უნდათ
იაზროვნონ მსგავს ამოცანებზე. მაგრამ არა იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ
ლოგიკური აზროვნება, არამედ იმიტომ, რომ მათ არ ესმით ჰიპოთეტური ხასიათის
ვერბალური ამოცანები ან მათ თვლიან არამნიშვნელოვნად.

კულტურა და პრობლემის გადაჭრა: რეზიუმე

ეხლა უკვე ცნობილია რიგი შესაძლებლობებისა, რისი დახმარებითაც ადამიანები


სხვადასხვა კულტურებიდან სხვადასხვანაირად წყვეტენ პრობლემას. თუმცა, კვლევებმა
აჩვენეს, რომ განსაზღვრული კულტურის წარმომადგენლები პრობლემის გადაჭრისას
არიან არასასურველ მგდომარეობაში. ბევრი მონაცემი შეიძლება აიხსნას ისეთი

46
ფაქტორებით, როგორიცაა გააზრებულობა, მნიშვნელოვნება და პრობლემის გადაჭრის
გამოცდილება სხვადასხვა კულტურულ სტილში. ამ სფეროში სასარგებლო იქნება
გაერთიანება ეთნოგრაფიული და ხარისხობრივი კვლევების, ასევე ტრადიციული
ფსიქოლოგიური კვლევებისა, რომელიც დაფუძნებულია რაოდენობრივ მეთოდებზე,
რათა გამოიკვლიოს მსგავსება და განსხვავება ამ შესაძლებლობებში.

გადაწყვეტილების მიღება

დღევანდელ ცხოვრებაში ჩვენ ვიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას. აშშ ში ჩატარებულმა


კვლევებმა აჩვენეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენ როგორც წესი
ვიყენებთ ზოგიერთ სტრატეგიას. ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა
გადაწყვეტილებას. ვაკეთებთ განსჯას მოვლენების რეპრეზენტატულობაზე
პროტოტიპისთვის, ვადგენთ განსჯებს, რაც დაფუძნებულია იმაზე, რაც მოგვდის თავში
პირველ რიგში, ვადარებთ არსებულ ინფორმაციას სტანდარტებს და ვაფასებთ
მოვლენების პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს.

გადაწყვეტილების ინფორმატიულობა და რეპრეზენტატულობა

კროს-კულტურული კვლევის გადაწყვეტილების მიღება გვთავაზობს იმას, რომ


სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიიღონ ერთნაირი სტრატეგიები.
კულტურები განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესები
საბოლოო დასკვნისთვის და როგორ წარმოიშვებიან. მაგალითად ამერიკელებს
შეუძლიათ დადებითად განიხილონ რამოდენიმე შესაძლებლობა, თითოეულის როგორც
ჰიპოთეზის შემოწმებით და შემდეგ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღონ
უკეთსი გადაწყვეტილება. უფრო მნიშვნელოვან ჰომოგენურ კულტურებში და იმ
კულტურებში სადაც მაღალი ხარისხით მისდევენ განუსაზღვრელობას (სადაც არსებობს
ბევრი რიტუალი განგაშისგან თავის დასაღწევად, დაკავშირებულია
განუსაზღვრელობასთან), ხშირად ჩნდება გადაწყვეტილების მიღების ისეთი ტენდენცია,
რაც დაფუძნებულია რეპრეზენტატულობაზე.

კულტურა და ინტელექტი

სიტყვა ინტელექტი მოდის ლათინური სტყვიდან „inteleqtus“-გაგება, გააზრება.


ჩვეულებრივ, ჩვენ ტერმინ ინტელექტს ვიყენებთ, რათა ავხსნათ უნარები, ნიჭი და
ცოდნა. ჩვენ ვთვლით, რომ ინტელექტი წარმოადგენს პროცესთა რიგს: მეხსიერება
(ინფორმაციის მოცულობა და, ასევე, ის თუ რამდენად კარგად შეგვიძლია დავიხსომოთ
და რამდენი ხნით), ლექსიკონი (რამდენი სიტყვის დახსომება შეგვიძლია და რამდენი
ვიცით), მათემატიკური შესაძლებლობები (გამრავლება/გაყოფა) ლოგიკური მსჯელობა
(რამდენად კარგად შეგვიძლია გავიგოთ დაფარული ლოგიკა ან მოვლენები).

ინტელექტი თეორეტიკოსების ხედვით

47
პიაჟეს თეორია განიხილავს ინტელექტს კოგნიტური განვითარებას სტადიების
მიხედვით. ამასთანავე, ყველაზე მაღალი სტადია შეესაბამება აბსტრაქტულ აზროვნებას.
სპირმენისა და ტურსტონის ინტელექტის თეორიების მიხედვით, ინტელექტი
შედგება ბევრი ელემენტისგან ან ფაქტორისგან. ესენია: ვერბალური ან სივრცითი
გაგება, სიტყვის სპონტანურობა, აღქმის სისწრაფე და ა.შ. გილფორდმა შიმუშავა
ფაქტორული თეორიები, რათა აეხსნა ინტელექტი 3 მაჩვენებლის დახმარებით-
მოქმედება, შემცველობა და პროდუქტი. თითოეულ მათგანს გააჩნია 3 კომპონენტი. ეს
3 მაჩვენებელი სხვადასხვანაირად კომბინირდება და როგორც გილფორდი თვლის,
ინტელექტი შედგება 150-ზე მეტი ფაქტორისგან.

სპირმენი პოსტულირებას ახდენდა ინტელექტის ფაქტორების სიმრავლეზე. „საერთო“


ინტელექტი წარმოადგენს ყველა ფსიქოლოგიურ შესაძლებლობას.

ინტელექტი თანამედროვე ამერიკულ ფსიქოლოგიაში ითვლება მრავალრიცხოვანი


ინტელექტუალური შესაძლებლობების ნარევად, რომლებიც მიმართულია ვერბალური
და ანალიტიკური ამოცანების შესასრულებლად.

კრეატულობა.

ცოდნის კიდევ ერთი ასპექტი, რაც ფსიქოლოგების ყურადღება მიიქცია, ესაა


კრიექტიულობა. აშშ-ში კრექტიულობის კვლევა გვთავაზობს იმას, რომ ის
დამოკიდებულია დივერგენტულ აზროვნებაზე და არა კონვერგენტულზე.ნაჩვენები იყო,
რომ ხელოვან ადამიანებს გააჩნიათ დატვირთული მუშაობის დიდი უნარი, სურვილი
იარონ რისკისკენ და ორაზროვნებისა და უწესრიგობის მაღალი მოთმენის უნარი.

8. ინდივიდუალიზმი - კოლექტივიზმი

ამის გარდა ადამიანები სხვადასხვა კულტურიდან ირჩევენ სტრატეგიის განსაზღვრულ


ტიპებს, ისინი მათ სხვანაირად იყენებენ ასევე. მაგ, ადამიანები ინდივიდუალისტური
კულტურებიდან ხშირად თავად ეძებენ დამატებით ინფორმაციას მოვლენების შესახებ,
ადამიანებს კოლექტივისტური კულტურებიდან აქვთ ტენდენცია ჩართონ
გარშემომყოფები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სხვებისთვის რჩევის კითხვით,
ოჯახისთვის, მეგობრისთვის.კოლექტივისტურ კულტურებში ადამიანები ასევე მეტად
მიდრეკილნი არიან გაითავისონ სხვა ადამიანების რჩევები, განსაკუთრებით
ავტორიტეტების.

მაგალითად, კელტიკანგაზ-ჯერვინმა და ტერავმა აჩვენეს კულტურული განსხვავება


სოციალურ სტრატეგიებში გადაწყვეტილების მიღების ფინელ და ესტონელ

48
მოზარდებში. ისინი ახდენდნენ ამ მონაცემთა ინტერპრეტაციას, როგორც მაჩვენებელს
ინდივიდუალისტური და კულტურული განსხვავებულობის და გამოქონდათ დასკვნა,
რომ პირადი პასუხისმგებლობა (ტიპიური ინდივიდუალისტური ნიშანი) შეიძლება არც
კი ფორმირდებოდეს, თუ მოსალოდნელია, რომ ბავშვს განუვითარდება კოლექტიური
იდენტურობა. კულტურული განსხვავებულობა ასევე იყო აღნიშნული ისეთ თემებთან
კავშირში, როგორიცაა კოლეჯში მოხვედრა, სექსი, კარიერის არჩევა და ორგანიზაციული
მენეჯმენტი.

უფრო მეტიც, კროს-კულტურული კვლევებმა ჯერ კიდევ ვერ ახსნა თუ როგორ


შეიძლება იყოს კულტურული ტენდენციები დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების
სტრატეგიის ტიპებთან და როგორ განსხვავდებიან ეს სტრატეგიები კონტექსტთან
კავშირში. ამისათვის საჭიროა გადაწყვეტილების მიღების მრავალრიცხოვანი პროცესების
ანალიზი და იმავე ადამიენების სხვადასხვა კონტექსტში და ადამიანების შედარება
სხვადასხვა კულტურული სფეროდან.

ბევრი ავტორი ეძებს კულტურის რიცხობრივ მაჩვენებლებს, და მათ შემოგვთავაზეს


ალტერნატივების რიგი. ალბათ, ყველაზე ცნობილი მაჩვენებელი ვარიაბელობისა გახდა
ინდივიდუალიზმი-კოლექტივიზმი (ი-კ). ანთროპოლოგები, სოციოლოგები და
ფსიქოლოგები თანაბრად იყენებენ ამ მაჩვენებელს კულტურათაშორის განსხვავების
ასახსნელად. ი-კ მიეკუთვნება იმას თუ რა ხარისხით ახერხებს კულტურა ავტონომიური და
უნიკალური მოთხოვნილებების, მისწრაფებების, სურვილების და ფასეულობების
გაღვიძებას, კვებას და დაკმაყოფილებას უფრო მეტად, ვიდრე ჯგუფის
საჭიროებებისას. ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენლები თვლიან თავს
ავტონომიურ და დამოუკიდებელ ინდივიდებად, მაშინ როცა კოლექტივისტური კულტურის
წარმომადგენლები თავს ხედავენ სხვა ადამიანებთან მჭიდრო
კავშირში. ინდივიდუალისტურ კულტურებში პირადი მოთხოვნილებები და მიზნები
აღემატება სსხვა ადამიანთა საჭიროებებს. კოლექტივისტურ კულტურაში ინდივიდუალურ
მოთხოვნილებებს სწირავენ ჯგუფის ინტერესებს.

კულტურული ვარიაბელობის სხვა მაჩვენებლები

მალდერი და უფრო გვიან, ჰობსტედე, იყენებდნენ ძალაუფლების დისტანციის


მაჩვენებელს. ეს არის ნაკლებად და მეტად გავლენიანი ინდივიდების ძალაუფლების
უთანაბრობის ხარისხი. მაცუმოტომ მოგვაწოდა რამდენადმე მოდიფიცირებული ვერსია
ძ.დ.-სა, რასაც სტატუსის დიფერენციაცია უწოდა - ეს არის ის თუ რა ხარისხში უჭერს მხარს
სტატუსში განსხვავებულობას კულტურა. როგორ ავითარებენ კულტურები თავის
ინსტიტუტებს და რიტუალებს, რომლთა მეშვეობითაც შეიძლება თავი დააღწიო
გაურკვევლობითა და ორაზროვნებით გამოწვეულ შფოთვას. მან ასევ მოგვაწოდა,

49
მასკულინურობის მაჩვენებელი (რა ხარისხით უჭერს კულტურა მხარს თავის
წარმომადგენლებში ტრადიციულ გენდერულ განსხვავებებს).

პელტომ შემოგვთავაზა კულტურების კლასიფიკაცია დაძაბულობის მაჩვენებლით. ეს არის -


მათი შიდა ჰომოგენურიბის ხარისხი. ჰოლს მიაჩნდა რომ კულტურების დიფერენციაცია
შეიძლება კონცეეპტუალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით: მაღალი კონტექსტური
კულტურები განაპირობებენ სპეციფიური კონტექსტის შესაბამის დიფერენცირებულ ქცევას,
ხოლო დაბალკონტექსტურ კულტურებს მინიმუმამდე დაჰყავთ კონტექსტით გამოწვეულ
ქცევებს შორის განსხვავებები.

ი-კ კვლევა

კროს-კულტურული გამოკვლევებისა და თეორიების უმეტესობამ, რომლებიც


ეხებოდა კულტურის ფსიქოლოგიური მაჩვენებლების საკითხს, ყურადღება მიაპყრო
მაჩვენებელს ი-კ. მრავალი წლის განმავლობაში კვლევები მიმართული იყო მის
განსაზღვრაზე, ატრიბუტებზე, პლანეტაზე გეოგრაფიულ განლაგებაზე, პიროვნებათა შორის
და ჯგუფთაშორის ურთიერთობის შედეგებზე და გამოყენებაზე. ამგვარად, ი-კ შეიძლება
განვიხილოთ, როგორც კულტურული ვარიაბელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლის
იდენტიფიცირებისა და განსხვავებულ ფსიქოლოგიურ დომენებზე მისი გავლენის
განსაზღვრის ხერხების გამომუშავების მცდელობის ძირითადი მაგალითი. ამავე დროს,
უნდა აღვნიშნოთ, რომ ი-კ ზე ფოკუსირებამ შეიძლება ასახოს ამერიკელი მკვლევარების
განწყობა, რომლებიც მუშაობენ და აზროვნებენ ამერიკულ სისტემაში და იკვლევენ
ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - ინდივიდუალიზმს, და ასევე მის ანტიპოდს -
კოლექტივიზმს.

ლიტერატურის უმეტესობა მოწმობს ი-კ ას თეორიულ რელევანტურობას და ემპირიულ


სარგებლიანობას. ისეთი კულტურული მაჩვენებლები, როგორიცაა ი-კ, სასარგებლოა
თეორიებისთვისა და კვლევებისთვის, რამდენადაც შეიძლება მისი გამოყენება კულტურული
განსხვავებების ინტერპრეტაციებისა და წინასწარ განსაზღვრისთვის ისე, რომ არ
ვეყრდნობოდეთ სტერეოტიპებს, კერძო ჩვენებებს და შთაბეჭდილებებს. გარდა ამისა, მთელ
მსოფლიოში მკვლევარებს შორის, არსებობს თანხმობა ი-კს გაგებაში. ი-კს ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი კვლევა ჩატარებულია ჰობსტედეს მიერ. მან გააანალიზა ანკეტების
მონაცემები, რომლებიც აფასებდნენ ტენდენციებს საერთაშორისო კორპორაციის მუშებს
შორის 50-ზე მეტ ქვეყანაში. ე.ი. ქვეყნები ლაგდებოდა იმის მიხედვით თუ რამდენად
აფასებდნენ ადამიანები ა-კ ფასეულობებს. ა.შ.შ., ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი

50
აღმოჩდნენ ყველაზე ინდივიდუალისტური ქვეყნები. კოლუმბია, ვენესუელა და პაკისტანი -
ყველაზე კოლექტივისტური.

ი-კს თეორიული გამოკვლევები

ტრიანდისი, ბონტემპო, ვილიარეალი, არსაი და ლუკა ფიქრობენ რომ კულტურული


განსხვავება ი-კს მიხედვით დაკავშირებულია განსხვავებებზე დამოკიდებულებაში, „მე-
საკუთარი (შიგნითა) ჯგუფი“, მე-სხვა (გარეთა) ჯგუფი“-ს საწინააღმდეგოდ.
ინდივიდუალისტურ კულტურებს, როგორც წესი, გააჩნიათ უფრო მეტი შიდა ჯგუფები.
რამდენადაც ინდივიდებს ხელი მიუწვდებათ მრავალრიცხოვან შიდა ჯგუფებამდე, მათი
წევრები ძალიან არ არიან მიჯაჭვულები რომელიმე ერთ შიდა ჯგუფთან. ამ კულტურის
წარმომადგენლები, როგორც წესი, ტოვებენ იმ ჯგუფებს, რომლებიც მათ მიმართ აყენებენ
დიდ მოთხოვნებს, და ჯგუფის შიგნით მათი დამოკიდებულება გამოირჩევა
დამოუკიდებლობისა და გაუცხოებულობის მაღალი ხარისხით. კოლექტივისტურ
კულტურებში, რომლებიც უფრო ბევრად არიან დამოკიდებული ჯგუფების ეფექტურ
ფუნქციონირებაზე, შიდა ჯგუფის წევრის ერთგულება უფრო მაღალია. კოლექტივისტებს
სტაბილური ურთიერთობები აქვთ ჯგუფის შიგნით რადაც არ უნდა უჯდებოდეთ ეს, და
ავლენენ თავიანთი ჯგუფის წევრებთან დამოკიდებულების მაღალ ხარისხს. ტრიანდისი,
ლუნგი, ვილიარეალი და ლუკი ფიქრობენ რომ ორიენტაცია ი-კ პარამეტრის მიხედვით
ცალკეულ ადამიანებში დამოკიდებულია როგორც პირობებზე, ასევე ჯგუფებზე. ისინი
ამტკიცებენ, რომ კოლექტივიზმი უნდა განვიხილოთ როგორც სინდრომი, დაკავშირებული
პიროვნებათაშორის ურთიერთობებთან და არა როგორც გაერთიანების ტენდენცია. ი-კ
ფასეულობების შემდგომმა კვლევებმა ა.შ.შ-ში, იაპონიასა და პუერტო-რიკოში დაამტკიცეს ეს
პოზიცია.

ი-კს გამოყენება ქცევაში კულტურული განსხვავებების ასახსნელად.

მრავალი მკვლევარი ადასტურებს ი-კს სარგებლიანობას ქცევაში კულტურული


განსხვავებების ასახსნელად. მაგ. ი-კ გამოიყენება კულტურული განსხვავებების
პროგნოზირებისთვის ექსპრესიას, აღქმასა და ემოციის წინაპირობებს შორის. სხვა კვლევაში
ი-კ გამოყენებულ იქნა თვითდაკვირვებასა და კომუნიკაციებს შორის კულტურული
განსხვავებების გამოსავლენად 4 კულტურაში, შიდა და გარე ჯგუფების წევრებს შორის
ურთიერთობების დროს. ასეთივე სახით ლისა და ბოუსტერის გამოკვლევამ გამოავლინა
მეტყველების ტემპის სხვადასხვა გავლენა მოლაპარაკის საიმედოობის აღქმაზე
ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში.

გეორგასმა მიმართა ი-კ მაჩვენებელს საბერძნეთში ოჯახური ფასეულობების ცვლილებების


ასახსნელად. მან აღმოაჩინა, რომ მიმდინარე გადასვლას საბერძნეთში იმ საზოგადოებიდან,
რომელიც ეყრდნობოდა სოფლის მეურნეობას და ვაჭრობას და ხასიათდებოდა

51
გაფართოებული საოჯახო სისტემით, ინდუსტრიულ სისტემაზე, რომელიც
ორიენტირებულია საზოგადოებისთვის სამსახურის გაწევაზე, თან ახლავს
კოლექტივისტური ფასეულობების უარყოფა და ინდივიდუალისტური ფასეულობების
თანდათანობითი მიღება. ჰემილტონმა, ბლუმენფილდმა, აკომ და მიურამ შეადარეს
ამერიკისა და იაპონიის დაწყებით კლასებში სწავლების სტილი. ამერიკელი მასწავლებლები
თავის დარიგებას მიმართავენ ცალკეული მოსწავლისკენ როგორც მთელ კლასში
მეცადინეობის დროს, ასევე მათი დამოუკიდებელი მუშაობისას. იაპონელი მასწავლებლები
კი მუდმივად მიმართავდნენ ჯგუფს როგორც კოლექტივს, მაშინაც კი, როცა ბავშვები
ინდივიდუალურად მუშაობდნენ იაპონელი მასწავლებლები მუდმივად რწმუნდებოდნენ
იმაში, რომ ყველა ერთი და იგივე დავალებას ასრულებს. ლუნგი იყენებდა ი-კს ამერიკისა
და ჰონგკონგის წარმომადგენლბის შესადარებლად კონფლიქტის აცილების მიმართ.
ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ უფრო მაღალი რეიტინგი კოლექტივიზმის მიხედვით,
უფრო ხშირად იწყებდნენ კამათს უცნობ ადამიანთან და ლუნგმა დაასკვნა, რომ აღმოჩენილი
კულტურული განსხვავებები შეთანხმებულია ი-კს ადრე არსებულ კონცეპტუალიზაციებთან.

ეს ნაშრომები ავლენენ ი-კს მნიშვნელობას კონცეპტუალიზაციაში, პროგნოზირებასა და


კულტურული მსგავსებისა და განსხვავებების ახსნაში. მკვლევართა ნაწილი გავიდა ი-კს
გაგების უბრალო იდენტიფიკაციის ჩარჩოებიდან, კულტურული განსხვავებების გაგებაში -
მათ დაამუშავეს მისი გაზომვის ხერხები.

ი-კ პარამეტრების გაზომვა

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გზა ი-კს გაზომვისა ჩატარდა ჰობსტედეს მირ ზემოთ
მოყვანილ გამოკვლევაში. მისი ანკეტა შედგებოდა 126 კითხვისგან, რომლებიც
დაჯგუფებული იყო 4 ძირითადი თემის გარშემო: კმაყოფილება, აღქმა, პირადი მიზნები და
წარმოდგენები და დემოგრაფიული მონაცემები, ჰობსტედეს მიერ მოწოდებული ი-კს
გაზომვის მეთოდი არ იყო მიმართული ინდივიდებისგან შედეგების მიღებისკენ. უფრო
სწორად, ანალიზის ერთეული იყო ქვეყანა. ამიტომ, მისი გამოკვლევა იყო კულტურის
ეკოლოგიური და არა ინდივიდუალური ანალიზი. შედარებით გამოკვლევაში
მნიშვნელოვანია იყოს ი-კს საზომი ინდივიდის დონეზე, რადგან კულტურული ამორჩევისას
ჩვენ ვსწავლობთ ადამიანების შედარებით ნაკლებ რაოდენობას. ინდივიდის დონეზე
კულტურის გავლენის განხილვისას ჩვენ შეგვიძლია დავახარისხოთ ფსიქოლოგიური
კულტურა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი კვლევის არჩევითობას და შევისწავლოთ
მისი გავლენა ადამიანის ქცევის სხვა ასპექტებზე. ტრიანდისმა განიხილა ოცი ნაშრომი,
რომლებშიც დაამუშავეს და შეამოწმეს ინდივიდის დონეზე ი-კ-ს გამზომი სკალები. ყველაზე
კარგი ცდა ეკუთვნოდა ტრიანდისს და მის კოლეგებს. ყველა ამ ძალისხმევამ მიგვიყვანა
რამდენიმე კვლევაში რიგი განსხვავებული სკალების გამოყენებასთან.

მრავალმეთოდური მიდგომა:ი-კ როგორც კულტურის სინდრომი

52
ტრაინდისმა მაგკასკერმა და ჰუიმ ი-კ ს მიმართეს ი-კს გაზომვის მრავალმეთოდურ
მიდგომას, რაც წარმოადგენს ი-კ ს მიმართ არამარტო აზროვნების, არამედ მეთოდიკის
ევოლუციას. ეს მკვლევარები განიხილვდნენ ი-კ-ს, როგორც კულტურულ სინდორმს, რაც
მოიცავს ფასეულობებს, წარმოდგენებს, განაწესებს და ქცევას; ისინი განმარტავდნენ
სუბიექტური კულტურის სხვადასხვა ფსიქოლოგიურ დომენებს, როგორც კოლექტიურს და
არა როგორც კულტურის დამოუკიდებელ ასპექტებს. მათი მეთოდი მოიცავდა „მე-ს“
სოციალური შინაარსის რეიტინგებს, შიდა და გარე ჯგუფების ჰომოგენურობის აღქმებს,
ფასეულობათა ჩამოყალიბების რეიტინგებს, ასევე სოციალური ქცევის, როგორც სოციალური
დისტანციის აღქმებს.

ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის გადახედილი ცნებები

დიდი ხანი არ არის რაც ტრიანდისმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს საზომები, რომლებიც
შეიცავენ პუნქტებს, რაც შეაფასებს ი-კს გადახედილ ცნებებს, რასაც ისინი უწოდებენ
ჰორიზონტულ და ვერტიკალურ ინდივიდუალიზმს და კოლექტივიზმს და რაც ასახავს ი-კ ს
კონცეპტუალური გაგების შემდგომ წინსვლას. ვერტიკალურ კოლექტივიზმში ადამიანები
საკუთარ თავს განიხილავენ, როგორც შიდა ჯგუფების წევრს და ეს ჯგუფები განიხილება,
როგორც იერარქიული და სტატუსური დამოკიდებულებებით. ჰორიზონტულ
ინდივიდუალიზმში ადამიანები ავტონომიურები და თანასწორნი არიან. ვერტიკალურ
ინდივიდუალიზმში- ავტონომიურები და არათანასწორნი.

სხვა ავტორების ნაშრომები მოიცავს ფსიქოლოგიური კონსტრუქციების ფართე წრეს მათ


მიერ ი-კ-ს შეფასების მიხედვით, რაც შეიცავს განაწესების, ფასეულობების და ნორმების
რეიტინგებს, თვითაღქმას, დამოუკიდებელ და ურთიერთდამოკიდებულ
თვითკონსტრუქციებს. თუმცა, ეს ნაშრომები მკვლევარებს სთავაზობენ ი-კ-ს შეფასების რიგ
ალტერნატივებს. ტრაინდისის მრავალმეთოდური სისტემა და მისი ბოლო ძალისხმევა
ჰორიზონტული და ვერტიკალური ი-კ-ს შეფასებაში დღეისათვის ყველაზე პროგრესული
შეფასების საშუალებად გვევლინება. ეს საზომები აფასებენ ი-კ-ს ტენდენციებს სხვადასხვა
ფსიქოლოგიურ დომენტებში, ახდენენ მათ კომბინირებას ფენომენების ფართე წრის
მიხედვით და ქმნიან მათგან ერთიან გამზომველ მეთოდს.

ი-კ-ს დამოკიდებულება სოციალურ კონტექსტზე

ასევ აუცილებელია შევძლოთ შევაფასოთ ი-კ ტენდნციები სხვადასხვა კონტექსტებში და


არამარტო სხვდასხვა ფსიქოლოგიურ დომენებში. არ არსებობს ერთიანი მაჩვნებელი,
რომელსაც შეუძლია მოიცვას კონტექსტურ-სპეციფიური ტენდენციები, როგორც მათი
კონცეპტუალური მნიშვნელობების, ისევე ემპირიული დამატების ტერმინებში. მართლაც,
როგორც ტრიანდისმა და მისმა კოლეგებმა გვიჩვენეს, ი-კ უნდა ვარირებდეს სხვადასხვა
სოციალურ კონტექსტებში. ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან იმის მიხედვით, თუ

53
ვისთან ურთიერთქმედებენ და იმ სიტუაციის მიხედვით რომელში ხორცილდება ეს ქმედება.
ადამიანი შეიძლება გამოირჩეოდეს კოლექტივისტური ტენდენციებით სახლსა და
მეგობრებთან და ინდივიდუალისტური ტენდენციებით-უცნობებთან ან სამსახურში, ან-
პირიქით. თუკი კულტურა მხარს უჭერს კოლექტიურ ტენდენციებს „მე-ჩემი ჯგუფი“-ს შიდა
ურთიერთობებში ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იმასვე გააკეთბს „მე-სხვა ჯგუფ-“თან
დაკავშირებით. ამ შემთხვევაში კოლექტივიზმის აზრი, ისევე როგორც ის არის
განსაზღვრული შიდა-გარე ჯგუფებში გაყოფით, შეეწიინააღმდეგებოდა კოლექტივიზმის
ფუნდამენტურ განსაზღვრებას. ი-კ-ზე ასეთი შეხდულება ასევე გვაფიქრბინებს, რომ ი-კ
ტენდენციები ინდივიდუალურ დონეზე უნდა გავიგოთ როგორც ი-კ ტენდენციების
პროფილი სხვადასხვა კონტექსტის მიმართ და არა როგორც ერთდროული მაჩვენებლები,
რომლებიც გლობალურად აჯამებენ ი-კ ტენდენციებს.

ი-კ-ს პიროვნებათაშორისი შეფასების კითხვარი

მაცუმოტომ და მისმა კოლეგებმა შექმნეს ი-კ-ს საზომი, რაც აფასებს კონტექსტურ


სპეციფიკურ ი-კ ტენდენციებს პიროვნებათაშორის სიტუაციებში. ი-კ პიროვნებათაშორისი
შეფასების მათ მიერ შექმნილი კითხვარი (ICIAI), მოიცავს 5 პუნქტს, რომლებიც შედგენილ
იქნა წინა სამუშაოს მიხედვით და რომელიც ჩაატარეს ტრაინდისმა და მისმა კოლეგებმა ჰუმ,
ასევე, შვარცმა და ბილსკი. პუნქტები აღწერილია ზოგადი ფასეულობების ტერმინებით (მაგ,
კანონმორჩილება, სოციალური პასუხისმგებლობა, ლოიალურობა) და არა სპეციფიკური
მტკიცებულებებით, რომლებიც მიბმულია ერთობლივ მოქმედებაზე. უნივერსალური
ფასეულობები, როგორიცაა სიყვარული და უსაფრთხოება, არ შეიტანეს შვარცის რწმენის
გამო, რომ ეს „მწიფე“(გადამწიფებული) ფასეულობები, როგორც ინდივიდუალისტებს, ასევე
კოლექტივისტებს ახასიათებთ. 25 პუნქტი წარმოდგენილია ინტერაქციის 4 სოციალური
ჯგუფის მიმართ: 1. ოჯახი 2. ახლო მეგობრები 3. კოლეგები 4. უცნობები

ი-კ-ის გაზომვის აუცილებლობა

ი-კ-ს ან ნებისმიერი კულტურული მაჩვენებლის განსაზღვრა ინდივიდუალურ დონეზე


მრავალი მიზეზის გამოა სასარგებლო. პირველ როგში, ეს გვაძლევს საშუალებას
დავახასიათოთ სხვადასხვა ჯგუფების ი-კ-ს ბუნება და შევისწავლოთ ამ ჯგუფებში
ინდივიდიზმის ან კოლექტივიზმის ფარდობითი მნიშვნელობა. ტრიანდისმა და მისმა
კოლეგებმა ი-კ-ს ეს გამზომველები გამოიყენეს სხვადასხვა კულტურების და ქვეყნების
მიმართ მთელს მსოფლიოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეძლეს დაეხასიათებინათ
კულტურები არა მარტო როგორც შეფარდებით ინდივიდუალისტური ან კოლექტივისტური,
არამედ მათ შეძლეს გაეზომათ მოსახლეობის პროცენტი ყოველ კულტურაში უპირატესად
ინდივიდუალისტური ან კოლექტივისტური ტენდენციებით ინდივიდუალურ დონეზე.

54
მეორეც, ი-კ-ს გაზომვა უზრუნველყოფს ჩვენი კვლევის მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ
შემოწმებას. მსგავსი გამზომველების გამოყენებისას, მკვლევარებს არ ჭირდებათ ივარაუდონ,
რომ მათ კვლევებში ჯგუფები ან ინდივიდუალისტურია ან კოლექტივისტური. მათ
შეუძლიათ ამის ემპირიული დემონსტრირება მოახდინონ. მესამეც, შიდა შერჩევებში ი-კ-ს
ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებით ი-კ-ს შეფასებები შეიძლება
გამოვიყვანოთ, როგორც კოვარიანტები შესაბამის ვარიანტებში. ჯგუფებს შორის განსხვავება
შეიძლება შევამოწმოთ თუ სტატისტიკურად გავაკონტროლებთ ამავე დროს ი-კ ეფექტებს.

9. ეთნოცენტრიზმი და სტერეოტიპები

ეთნოცენტრიზმის საფუძვლები

მრავალი ემიკის ან კულტურული განსხვავების არსებობა, თავისთავად, არაა


პრობლემატური, თუმცა პოტენციური პრობლემები ჩნდება, როცა ვცდილობთ ავხსნათ ის
არსი, რომელიც დგას ამ განსხვავებებს უკან ან რაც წარმოშობს მათ. რამდენადაც ჩვენ
ვცხოვრობთ ჩვენი კულტურის შიგნით, საკუთარი კულტურის წინარეისტორიით, ჩვენ
განვიხილავთ გარესამყაროს ამ წინარეისტორიის გათვალისწინებით. კულტურა
ფილტრივით მოქმედებს არა მხოლოდ ობიექტების აღქმისას, არამედ მოვლენების
ინტერპრეტაციისასაც. ჩვენ შეიძლება ვიღაცის ქცევის ინტერპრეტირება მოვახდინოთ ჩვენი
კულტურული პოზიციებიდან და გავაკეთოთ რაიმე დასკვნა ამ ქცევის შესახებ, რომელიც
დამყარებილი იქნება ჩვენს წარმოდგენებზე ადექვატური ქცევის შესახებ. ჩვენი
ინტერპრეტაციები შეიძლება იყოს მცდარი თუ ქცევას, რომელზეც ვმსჯელობთ, გააჩნია
განსხვავებული კულტურული ორიენტაცია. (ანუ თუ სხვა კულტურის ადამიანი სჩადის ამ
ქცევას). კონკრეტულ შემთხვევაში (უფრო მეტადაც, ვიდრე ჩვენ გვგონია), ჩვენ შეიძლება
ძალიან შორს ვიყოთ ჭეშმარიტებისაგან სხვა ადამიანების ქცევის ინტერპრეტაციისას.
სხვათა ქცევის გაგების მცდელობისას, ჩვენ ხშირად არ შეგვიძლია გამოვყოთ საკუთარი თავი
კულტურული წინარეისტორიისაგან. წინააღმდეგობის ეს ტიპი აყალიბებს ეთნოცენტრიზმის
საფუძველს. ეთნოცენტრიზმი ეს არის სხვა ადამიანების ქცევის ინტერპრეტირება საკუთარი
კულტურული ფილტრების გამოყენებით. ამ მოვლენის შესახებ ყველა ადამიანმა უნდა
იცოდეს, როცა ცდილობს სხვა კულტურის წარმომადგენლის ქცევის ახსნას.

სტერეოტიპები

55
ეთნოცენტრიზმი მჭიდრო კავშირშია მეორე მნიშვნელოვან თემასთან ––სტერეოტიპებთან.
სტეროტიპები ესაა ჩვენგან განსხვავებული კულტურული ჯგუფების განწყობების,
წარმოდგენების, მოსაზრებების, განზოგადება მთელ ჯგუფზე. სტერეოტიპები შეიძლება
ემყარებოდეს ფაქტებს, მაგრამ ხშირად ისინი წარმოადგენენ ფაქტებისა და გამოგონებების
კომბინაციას გარკვეული კულტურული ჯგუფების მიმართ. სტერეოტიპების გამოყენება
მოსახერხებელია სხვა კულტურული ჯგუფის შესახებ მსჯელობისთვის გარკვეული ბაზის,
პლაცდარმის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, მათი შეფასებისათვის და მათთან
ურთიეთობისათვის. ამ შემთხვევაში, სტერეოტიპი გამოდის როგორც ზოგადი კონტური ან
სქემა, მაგრამ ისინი, ხშირად შეიძლება იყოს სახიფათო და უსიამოვნო, როცა ადამიანები მათ
დიდხანს და ერთგულად ინარჩუნებენ და აზოგადებენ მათ ჯგუფის ყველა წევრზე. ჩვენ
ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ განვსხვავდებით სხვა კულტურის წარმომაგდენლებისაგან
მათი კვლევისა ან ყოველდღიური ურთიეთობების შედეგად. ჩვენს მიერ ამ აღმოჩენის
გაკეთებას შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური შედეგი, როცა ღირებულებათა დიქოტომიები,
ისეთები, როგორც კარგი–ცუდი, სწორი–მცდარი, უმაღლესი–უმდაბლები და სხვა
მიმართულია ადამიანთა იმ ქცევებზე, რომლებიც განსხვავდება ადექვატური ქცევის
ჩვენეული მოლიდინებისა და გაგებისაგან.

10. კულტურის გავლენა განვითარებაზე

განვითარების ისტორია, თეორია

ჩვილობა: კულტურის შეცნობა

სხვადასხვა კულტურაში მზრუნველი-ჩვილის ურთიერთობას განსხვავებული ფორმა აქვს.


ამ ურთიერთობათა მეშვეობით უფროსები თავიანთსოციალურ ფასეულობებსა და უნარ-
ჩვევებს მომდევნო თაობებს გადასცემენ და მიმართულებას აძლევენ მათ განვითარებას.

ჩვენი კულტურისაგან ძალზე განსხვავებულ აფრიკაში, ბოტსვანის შორეულ რეგიონში


მცხოვრები მონადირე და შემგროვებელი კუნგ ტომის კულტურის შესწავლისას
მეცნიერები ჩვილის თამაშზე მზუნველის რეაქციას აკვირდებოდნენ (აკემან და სხვები,
1990). ყოველდღიური საკვების მოსაპოვებლად გამო ზრდასრულებს რამდენიმე მილის
გავლა უწევთ, მათი უმრავლესობა ჯგუფის გადასარჩენად საკმარისი საკვების პოვნას 7-
დან მხოლოდ 3 დღეს ახერხებს. ცხოვრების მობილური წესის გამო კუნგ ტომი
საკუთრებას ვერ აგროვებს, რადგან ამ უკანასკნელს კარგი მოვლა და შენახვა სჭირდება.
უფროსებს თავზესაყრელი დრო აქვთ კოცონთან დასასვენებლად და ერთმანეთთან და
ბავშვებთან ინტენსიური სოციალური კონტაქტისათვის. ინტიმური სოციალური
კავშირების და მინიმალური საკუთრების მქონე ამ კულტურაში საგანი იმდენად

56
ფასობს, რამდენადაც მისი გაზიარება შეიძლება და არა იმით, რომ ის პირადი
საკუთრებაა. ამ ინფორმაციას კუნგ-ის ბავშვები პატარაობიდანვე იღებენ
უფროსებისაგან. 6-12 თვის ასაკში ბებიები პატარებს ახლობლებისათვის მძივების
შეთავაზებით საგნების გაცვლის მნიშვნელობას ასწავლიან. ბავშვების პირველი სიტყვები
ი (აი, აიღე) და ნა (მომეცი) არის. კუნგ საზოგადოებაში ჩვილებისათვის სათამაშოებს არ
ამზადებენ. სამაგიეროდ, ნატურალური საგნები – ლერწამი, ბალახი, ქვა და კაკლის
ნაჭუჭი სამზარეულოს ნივთებთან (ამ უკანასკნელით ბავშვების გართობას უფროსები
სულაც არ იწონებენ) ერთად მუდამ ხელთ აქვთ. უფროსები ჩვილების საქმიანობაში არ
ერევიან, სანამ ისინი დამოუკიდებლად ეცნობიან საგნებს. ღოცა პატარა საგანს სხვას
სთავაზობს, უფროსი მოწონებას და წახალისებას გარკვეული ბგერებით გამოხატავს.
ამრიგად, კუნგ-ის კულტურული ფასეულობა - ცხოვრების ინტერპერსონალური და არა
ფიზიკური ასპექტების ხაზგასმა, უფროსებისა და პატარების ურთიერთობაზე აისახება.
თუ საშუალება მოგეცემათ, დააკვირდით როგორი რეაქცია აქვს თქვენს საზოგადოებაში
უფროსს შვილის საგნით თამაშზე. როგორ არის ეს რეაქცია დაკავშირებული
კულტურულ ფასეულობებთან? ჰგავს თუ არა ის კუნგ ტომის მშობელთა რეაქციებს.

კვლევის სტრატეგიები

კულტურის შესწავლის მეთოდები

კულტურის გავლენის შესასწავლად, მკვლევარები ზემოთ განხილულ მეთოდებს


იყენებენ ან იმ პროცედურებს ავლენენ, რომლებიც კულტურათა თანაკვეთისა და
მულტიკულტურული კვლევებისათვის სპეციალურად არის შექმნილი. ისინი არჩევანს
საკვლევი მიზნის მიხედვით აკეთებენ (თრიანდის, 1998). ზოგჯერ მკვლევარებს ისეთი
თავისებურებები აინტერესებთ, რომლებიც ზოგადად არის აღიარებული, მაგრამ,
ამავდროულად, საზოგადოებების მიხედვით იცვლება. ამასთან დაკავშირებით
მკვლევარს, შეიძლება, ასეთი კითხვები გაუჩნდეს: არიან თუ არა მშობლები ზოგიერთ
კულტურაში უფრო თბილი, ზოგიერთში კი უფრო ძალაუფლების მოყვარული?
რამდენად ძლიერია გენდერული სტერეოტიპები სხვადასხვა ხალხში? თითოეულ
შეკითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე კულტურის წარმომადგენელთა ჯგუფს
ერთსა და იმავე კითხვებს დაუსვამენ, ერთი და იმავე წესით დააკვირდებიან და ასე
მოხდება მათი შედარება. მკვლევარები ზემოთ განხილული თვითანგარიშისა და
დაკვირვების პროცედურების ადაპტაციას თარგმანის საშუალებით ახდენენ და
თითოეულ კულტურულ კონტექსტს უსადაგებენ. მაგალითად, სხვადასხვა კულტურის
წარმომადგენელ მშობელთა შეხედულებების შესასწავლად კითხვარის პასუხის
ალტერნატივები (ხშირად ვიკრავ გულში და ვკოცნი შვილს ან ვტუქსავ, როცა მისი
ქცევა მოსალოდნელს არ შეესაბამება) ყველა მონაწილეს ურიგდება და შეფასება მათი
პასუხების საშუალებით ხდება. ზოგჯერ მკვლევარებს ბავშვებისა და ზრდასრულების
ქცევის კულტურული მნიშვნელობის გაგება სურთ და ცდილობენ, რაც შეიძლება ახლოს
გაეცნონ მათი ცხოვრების წესს. ამ მიზნით ანთროპოლოგიიდან ნასესხებ მეთოდს –

57
ეთნოგრაფიულ კვლევას – ეყრდნობიან. კლინიკური მეთოდის მსგავსად ეს კვლევაც ეს
დასავლელი ეთნოგრაფი რამდენიმე თვეა კონგოს რესპუბლიკაში ეფეს ხალხთან ერთად
ცხოვრობს. ამ ფოტოზე ის პარატებს შორის საჭმლის განაწილების პროცესს აკვირდება.
ეფეს ხალხში თანამშრომლობა და გულუხვობა ძალზე ფასობს და ამ თვისებებს
პატარაობიდანვე უწყობენ ხელს. მაგრამ ცალკეული ინდივიდის ქცევის შესწავლის
ნაცვლად, მის ერთ-ერთ წევრზე დაკვირვების გზით ის კულტურის ან სოციალური
ჯგუფის შესწავლისკენაა მიმართული. როგორც წესი, მკვლევარი რამდენიმე თვე და
ზოგჯერ წელიც, შესასწავლი კულტურის ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს.
დაკვირვების, კულტურის წევრთა თვითანგარი- შისა და მონაცემთა დაკვირვებული
ინტერპრეტაციის ნაზავის საფუძველზე იგი მრავალმხრივ ჩანაწერებს აკეთდებს.
მოგვიანებით ამ ჩანაწერებს თავს უყრიან, გარკვეულ ფორმას აძლევენ და შესასწავლი
საზოგადოების უნიკალური ფასეულობებისა და სოციალური პროცესების განსაზღვრას
ცდილობენ. ეთნოგრაფიული მეთოდი გულისხმობს, რომ სოციალურ ჯგუფთან ახლო
კონტაქტის საშუალებით მკვლევარები ამ ჯგუფის წევრთა შეხედულებებსა და ქცევას
შეისწავლიან, რაც მხოლოდ ვიზიტის, ინტერვიუს ან კითხვარის დახმარებით
შეუძლებელია. ზოგჯერ მკვლევარებს ბავშვების გამოცდილების მრავალი ასპექტი
აინტერესებთ, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი პატარა ქალაქში გაზრდილი ბავშვის
ცხოვრების თავისებურებებს იკვლევდა; მეორეს სახლის, სკოლის ან სამეზობლო
გარემოს თავისებურებები აინტერესებდა, ზოგი კი კონკრეტული საკითხით – ბავშვის
წარმოსახვაზე კულტურისა და რელიგიის გავლენას სწავლობდა. მაგალითად,
ეთნოგრაფიული კვლევებით აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ინდოეთში ინდუსი მშობლები
თავიან სკოლამდელებს უხილავ გმირებთან ურთიერთობაში უწყობენ ხელს. ისინი
თვლიან, რომ ამგვარი აქტივობა კარმას (დაბადებისა და გარდაცვალების ციკლს)
უკავშირდება და სჯერათ, რომ შესაძლებელია ბავშვს წინა ცხოვრება ახსენდებოდეს.
ამის საპირისპიროდ, ქრისტიანი ფუნდამენტალისტი მშობლები ეწინააღმდეგებიან
შვილების მიერ არარეალური გმირების განსახიერების სურვილს. მათი აზრით, ამგვარი
თამაში საშიშ სპირიტულ აზრებსა და არაგულწრფელ ქცევას უწყობს ხელს.
შესაძლებელია მკვლევარებმა ტრადიციული თვითანგარიშისა და დაკვირვების
მეთოდები ეთნოგრაფიით შეავსონ, თუკი ეჭვობენ, რომ კულტურულ განსხვავებას
უნიკალური მნიშვნელობა აქვს, როგორც ეს ნაჩვენებია მომდევნო გვერდზე მოცემულ
სტატიაში -„კულტურის გავლენა“.

ემიგრანტი ახალგაზრდები: გასაოცარი ადაპტაცია

გასული საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ჩრდილეთამერიკისკენ ემიგრანტების


მზარდი ნაკადი მიედინებოდა.საკუთარი ქვეყნებიდან ისინი ომსა და დევნას
გაურბოდნენ ან უკეთესი ცხოვრების შანსის გამოყენებას ცდილობდნენ. დღეს
შეერთებული შტატების ახალგაზრდობის მეხუთედს მშობლები უცხოეთში ჰყავს
დაბადებული დაახლოებით მესამედი კი თავად არის უცხოეთში დაბადებული.

58
ემიგრანტი ახალგაზრდობა კანადის მოსახლეობის ასევე ყველაზე სწრაფად მზარდი
სეგმენტია, რომელიც ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. შეერთებულ
შტატებში უმრავლესობა აზიიდან და ლათინური ამერიკიდან არის ჩასული, კანადაში
კი – აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და ევროპიდან. კანადაში
ლათინური ამერიკიდან ემიგრანტების შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი ყველაზე
სწრაფად იზრდება. ახალ ქვეყნებში ემიგრანტი ახალგაზრდების შეგუების დასადგენად
მკვლევარები მრავალ მეთოდს იყენებენ, მათ შორის აკადემიურ ტესტირებას, კითხვარს
ფსიქოლოგიური შეგუების შეფასებისათვის და სიღრმისეულ ეთნოგრაფიულ კვლევას.

აკადემიური მიღწევები და შეგუება

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებიც და არაპროფესიონალებიცთვლიან, რომ ახალ


ქვეყანაში გადასვლას უარყოფითი გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე,
უკანასკნელი პერიოდის კვლევებით დასტურდება, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან
ემიგრირებული მშობლების შვილები ძალზე კარგად გადიან ადაპტაციას. Pირველი
(უცხოეთში დაბადებული) და მეორე თაობების (ამერიკაში ან კანადაში ემიგრირებული
მშობლების შვილები) მოსწავლეებს ისეთივე ან მეტი წარმატებები აქვთ სკოლაში,
როგორც ადგილობრივი მშობლების შვილებს. მათ წარმატებაზე ბევრი აკადემიური
საგანი მეტყველებს, მათ შორის, ენა და ლიტერატურა, მიუხედავად იმისა, რომ
უმრავლესობა სახლში მშობლიურ ენაზე საუბრობს. აკადემიური მიღწევების კვალად
ფსიქოლოგიური მორგება ასევე წარმატებით მიმდინარეობს. მოზარდები ემიგრანტი
ოჯახებიდან მათი ადგილობრივი

თანატოლებისაგან განსხვავებით ნაკლებად არღვევენ კანონებს, ნაკლებად არიან


შემჩნეული ძალადობაში, ნაკლებად იყენებენ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს, ადრეულ
ასაკში ნაკლებად აქვთ სექსი. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკეთესი აქვთ-
ნაკლებად არიან სიმსუქნისაკენ მიდრეკილნი და ავადმყოფობის გამო იშვიათადაცდენენ
სკოლას. ისინი თვითშეფასების თვალსაზრისითაც ისევე დადებითად აფასებენ საკუთარ
თავს, როგორც ადგილობრივთა შვილები და ნაკლები ემოციური პრობლემები აქვთ.
ამგვარი წარმატება სულაც არ არის დამოკიდებული ახალ ცხოვრებასთან შესაგუებლად
თავზესაყრელი დროის არსებობაზე. ემიგრანტი უფროსკლასელების სასკოლო
წარმატებები და ფსიქოლოგიურიკეთილდღეობა ჩრდილოეთ ამერიკაში ისევე ან უფრო
მეტად შთამბეჭდავია, როგორც მოზარდობის ასაკში ჩასულიმოსწავლეებისა. აღწერილი
შედეგები უფრო თვალსაჩინოდ ჩანს ჩინელ, იაპონელ, კორეელ და აღმოსავლეთ
ინდოელ ახალგაზრდებზე დაკვირვებისას, ნაკლებად-სხვა ეთნიკური ჯგუფების
წარმომადგენლებზე. მშობლების განათლება და მათი შემოსავალი გარკვეულ როლს
ასრულებს ამ განსხვავებებში. მიუხედავად ამისა, თვით სერიოზულ ეკონომიკურ
სიდუხჭირეში მცხოვრები პირველი და მეორე თაობის ეთნიკური ჯგუფების
ახალგაზრდები (მექსიკელი და ვიეტნამელი) გასაოცრად წარმატებულნი არიან (ულიგნი).
ამის მიზეზი შემოსავლებისაგან დამოუკიდებელი სხვა ფაქტორებია.

59
ოჯახისა და თემის გავლენა

ეთნოგრაფები ემიგრანტი ახალგაზრდების უმრავლესობის კარგი ადაპტაციის მიზეზების


გარკვევას ცდილობენ. ემიგრანტი მშობლები ერთხმად გამოხატავენ რწმენას, რომ
განათლება ცხოვრების გაუმჯობესების უტყუარი გზაა. შესაბამისად, მათთვის მეტად
ფასეულია

შვილების აკადემიური შედეგები. მათ კარგად უწყიან, რა პრობლემებს შეიძლება


წააწყდნენ შვილები და მუდამ ხაზს უსვამენ მუყაითობის მნიშვნელობას. ისინი
შვილებს ახსენებენ, რომ მშობლიურ ქვეყნებში განათლების მიღების შესაძლებლობა არ
ჰქონდათ და ამის გამო იძულებულები იყვნენ დაბალანაზღაურებად სამუშაოს
დასჯერებოდნენ. ემიგრანტი ოჯახების მოზარდები განათლების შესახებ მშობლების
შეხედულებებს იზიარებენ და უფრო მტკიცედ იცავენ მას, ვიდრე ადგილობრივი
თანატოლება. როგორც წესი, ეთნიკური უმცირესობები ოჯახისა და თემის მიზნებს
ინდივიდუალურ მიზნებზე წინ აყენებენ, პირველი და მეორე თაობის ახალგაზრდები
დროის დიდ ნაწილს ოჯახურ გარემოში ატარებენ და მშობლების წინაშე დიდ
პასუხისმგებლობას გრძნობენ. მათთვის სასკოლო წარმატებები ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანესია, რადგან მისი საშუალებით შეუძლიათ მშობლებს ახალ მიწაზე
დაფუძნებით მიყენებული სიძნელეები დაავიწყონ. ოჯახური ურთიერ-თობები და
აკადემიური წარმატებები ამ ახალგაზრდებს ისეთი საშიში ფაქტორებისაგან იცავს,
როგორიცაა დანაშაული, ნაადრევი ფეხმძიმობა და ნარკოტიკები. ემიგრანტ მშობლებს
მტკიცე კავშირები აქვთ ეთნიკურ თემთან. ამის გამო თემის საშუალებით
ფასეულობების შესახებ ერთსულოვნება და ახალგაზრდების

საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი ძლიერდება. ქვემოთ მოცემული ნაწყვეტები


ადასტურებს ამგვარი ოჯახებისა და თემის გავლენის ძალას: ნიუ-იორკელი ტაქსის
მძღოლი განადან (აფრიკა) მამაა სამი მოზარდი ბიჭისა, რომლებმაც შემდგომ
პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გააგრძელეს სწავლა: ჩემი შვილების მეგობრები უნდა
გამეცნო, მაგრამ თუ მათ ჩემს სახლში მოსვლა უნდოდათ, ოჯახის წესები უნდა
გაეთვალისწინებინათ... არასდროს არ ვაძლევდი შვილებს მუშაობის ნებას... ვინ იცის, ეს
მათ რას მოუტანდა? თჰუყ თრანგ, 14 წლის, ვიეტნამიდან. საშუალო სკოლის მოსწავლე:
როცა მშობლები პირველად ჩამოვიდნენ ვიეტნამიდან, ყოველ დღეს მუყაით შრომაში
ატარებდნენ. საკუთარი თავი მსხვერპლად შემომწირეს და მე მათთვის ყველაფერს
გავაკეთებ.

ელიზაბეტი, 16 წლის, ვიეტნამიდან. ორი დის მსგავსად წარმატებული მოსწავლე: ჩემმა


მშობლებმა საკმაოდ ბევრი იციან ჩვენი სამეზობლოს ბავშვების შესახებ. აქ ყველამ
ყველაფერი იცის. ძნელია რამის დამალვა.

ემიგრანტი ახალგაზრდების ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ არის. უკანასკნელი


ხუთი წლის განმავლობაში კანადაში ჩასული ახალგაზრდები ინტერვიუში
60
აღიარებედნენ, რომ უმრავლესობისათვის პირველი წელი ძალზე რთული იყო – მათ
ქვეყნის ორი ოფიციალური ენიდან (ინგლისური და ფრანგული) არც ერთი არ იცოდნენ,
ნოსტალგია ეძალებოდათ და თავს სოციალურად იზოლირებულად გრძნობდნენ. ამას
ისიც ემატებოდა, რომ წინააღმდეგობა საოჯახო ფასეულობებსა და ახალ კულტურას
შორის ხშირად იდენტურობის კონფლიქტს უწყობდა ხელს. ამ კონფლიქტს მე-11 თავში
განვიხილავთ. ბევრი ემიგრანტი ადგილობრივი თანატოლების მხრიდან ეთნიკურ
სტერეოტიპებს აწყდება, მაგრამ ოჯახისა და თემის ერთიანობა, მათი ზედამხედველობა
და აკადემიური და სოციალური სიმწიფის შესახებ მოლოდინი ამ ახალგაზრდებში
სტაბილური სასიკეთო შედეგების მომტანია. ცენტრალური და სამხრეთი აზიიდან
ტორონტოში (კანადა) ემიგრირებული ეს ახალგაზრდები სკოლის ბუფეტში სადილობენ.

კულტურული ფასეულობები, რომელიც მათ ოჯახისა და თემის ერთგულებასა და


წარმატების მნიშვნელობას ასწავლის, არსებით როლს ასრულებს მათ აკადემიურ
მიღწევებსა და სასიკეთო ფსოქოლოგიურ ადაპტაციაში.

ბიოლოგიური საფუძვლები, პრენატალური განვითარება და დაბადება

შეხედულებები მშობიარობის შესახებ

ბავშვის გაჩენის პრაქტიკა სხვა ოჯახური ასპექტების მსგავსად საზოგადოების მიერ


ისეთ მოვლენად არის მიჩნეული, რომელშიც დედა-შვილი მთლიანობად არის
წარმოდგენილი. ბევრ სოფელსა თუ ტომურ კულტურაში ორსული დედები კარგად
იცნობენ მშობიარობის პროცესს. მაგალითად, ანთროპოლოგი მარგარეტ მიდი აცხადებს,
რომ ჯარარაში (სამხრეთი ამერიკა) პუკაპუკანში (წყნარი ოკეანის კუნძულები)
დაბადებას ისე ეკიდებიან, როგორც ყოველდღიური ცხოვრების სასიცოცხლო ნაწილს.
ჯარარაში დედა მთელი საზოგადოების თვალწინ ბადებს ბავშვს. პუკაპუკანელმა გოგომ
ისე კარგადიცის მშობიარობის მოვლენები, რომ ხშირად ნახავთ თამაშით როგორ
ათავსებს ქოქოსის კაკალს (ბავშვს) კაბის ქვეშ, ასრულებს ჭინთვების იმიტაციას და
ქოქოსს შესაბამის დროს აგდებს. არაინდუსტრიულ კულტურებში ექიმის გარეშეც
იოლად გადიან, მშობიარობისას ქალთა უმეტესობას ნებისმიერი ეხმარება. იუკატანის
მაიანებს შორის მომავალი დედა ეყრდნობა ქალს, რომელსაც "მთავარი დამხმარე" ჰქვია
და რომელიც მასთან ერთად სუნთქავს ჭინთვის დროს.

დასავლეთის მრავალრიცხოვან ქვეყნებში საუკუნეთა განმავლობაში მშობიარობა


არსებითად შეიცვალა. 1800-ანი წლების ბოლომდე მშობიარობა, ჩვეულებრივ, სახლში
ხდებოდა და ოჯახის მთავარი მოვლენა იყო. ინდუსტრიულმა რევოლუციამ ხალხის
დიდი მოზღვავება გამოიწვია ქალაქებში, რასაც ჯანმრთელობის ახალი პრობლემები
მოჰყვა. შედეგად, შვილის გაჩენამ გადაინაცვლა სახლიდან ჰოსპიტალში, სადაც დედისა
და შვილის ჯანმრთელობა უფრო დაცული იქნებოდა. რაკი ექიმებმა თავის თავზე
აიღეს ბავშვის გაჩენის პასუხისმგებლობა, ქალთა ცოდნა ამასთან დაკავშირებით

61
შემცირდა და ნათესავები და მეგობრებიც უკვე აღარ ღებულობდნენ მონაწილეობას
მშობიარობაში (ორსტ, 1995).

1950-1960 წლებისთვის მშობიარობის დროს სავალდებულო სამედიცინო პროცედურების


გამოყენების შესახებ ქალებს შეკითხვები გაუჩნდათ. ბევრი გრძნობდა, რომ
ძლიერმოქმედი წამლებისა და სამშობიარო ინსტრუმენტების გამოყენება მათ სანუკვარი
გამოცდილების უფლებას ართმევდა და ხშირად ბავშვისთვის არც საჭირო იყო და არც
უსაფრთხო. თანდათან ევროპაში ბუნებრივი მშობიარობის მოძრაობა გაჩნდა და
ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავრცელდა. მისი მიზანი იყო ჰოსპიტალში მშობიარობა რაც
შეიძლება მოხერხებული და სასარგებლო ყოფილიყო დედებისთვის. დღეს ბევრი
საავადმყოფო ქმნის სახლის პირობების მსგავს სამშობიარო ცენტრებს. ასევე არსებობს
დამოუკიდებელი სამშობიარო ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშობიარობის
დროს დედის ინტერესთა მაქსიმალურად გათვალისწინებას მშობიარობისას
მდგომარეობის არჩევის, ოჯახის წევრთა და მეგობართა დასწრებისა და მშობლებსა და
ჩვილს შორის მყისიერი კონტაქტის ჩათვლით. თუმცა ისინი სამედიცინო მომსახურებით
ჰოსპიტალს ჩამორჩებიან ხოლმე. სწორედ ამიტომ ჩრდილოეთ ამერიკელ ქალთა მცირე
ნაწილი თუ იტყვის უარს ინსტიტუციურ მშობიარობაზე და ბავშვის სახლში გაჩენას
არჩევს. კარგად განვითარებული თავის ტვინის გამო ახალშობილის თავი ტანთან და
ფეხებთან შედარებით დიდი ზომისაა. ამასთან, მრგვალი სახე სავსე ლოყებითა და
დიდი თვალებით უფროსებს მასთან მიახლოების, აყვანისა და ჩახუტების სურვილს
უღვიძებს.

ადრეული დასწავლა, მოტორული და აღქმის უნარები კულტურის ზეგავლენა ჩვილის


ძილზე

ჩრდილოეთ ამერიკაში, მშობლები, რომლებიც პატარას დაბადებას ელოდებიან,


განსაკუთრებული რუდუნებით რთავენ ბავშვის ოთახს, სადაც მას მარტო უნდა ეძინოს.
ზოგიერთი ექსპერტი მშობლებს ურჩევს პატარა ცალკე ოთახში მოათავსოს. მაგალითად,
ბენჯამენ სპოკი თავის ბოლო ნაშრომში ,,ჩვილისა და ბავშვის მოვლა", მშობლებს
ურჩევს ცალკე ოთახში სამი თვის ასაკიდან გადაიყვანონ, ვინაიდან მიაჩნია, რომ თუ
ჩვილი 6 თვის ასაკამდე დარჩა მშობლების ოთახში, ის ამ მდგომარეობას მიეჩვევა და
მათზე დამოკიდებული გახდება. თუმცა, მშობლებისა და ჩვილების ერთად ძილი
ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ში. ასე ხდება იაპონიაში,
გვატემალაში, კანადელ ინუიტებში, ბოტსვანასა და აფრიკაში. იაპონელ და კორეელ
ბავშვებს, როგორც წესი მშობლების გვერდით სძინავთ. ზოგჯერ ეს მდგომარეობა
მოზრდილობის ასაკამდე გრძელდება. მაიას ტომში, დედა-შვილის ერთად ძილი წყდება
მაშინ, როცა იბადება მეორე ბავშვი, თუმცა ეს უკანასკნელი მამის გვერდით ან სხვა
მზრუნველის ოთახში გადაინაცვლებს (ორელი და სხვები, 1992). მშობლებისა და

62
შვილების ერთად ძილი ასევე დამახასიათებელია ჩრდილოეთამერიკული
ოჯახებისთვისაც. აფროამერიკელი ბავშვები ხშირად მშობლებთან ერთად ჩაიძინებენ
ხოლმე და მთელი ღამის განმავლობაში მათთან ერთად რჩებიან (რენერი და სხვები,
2003). აღმოსავლეთ კენტუკელი აპალაჩი ბავშვები ჩვეულებრივ, პირველი 2 წელი
მშობლებთან ერთად იძინებენ (ბოტი, 1992).

ერების კულტურული ფასეულობები, კერძოდ კოლექტივიზმი და ინდივიდუალიზმი,


დიდ გავლენას ახდენს ჩვილის ძილზე. ამ მოვლენის შესწავლისას მკვლევარებმა
გამოკითხეს გვატემალელი მაიას ტომისა და ამერიკელი დედები. მაიას ტომის
დედებისათვის კოლექტივი მნიშვნელოვანია. მათი აზრით მშობლებისა და ჩვილების
ერთად ძილი ხელს უწყობს მათ შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რის
საშუალებითაც ბავშვი სწავლობს მის გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობას.
ამერიკელი მშობლები კი, პირიქით, უპირატესობას ანიჭებენ ინდივიდუალურობას, რის
შედეგადაც ბავშვები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, არ ითვისებენ ცუდ ჩვევებს და
აქედან გამომდინარე, დაცულია მათი პირადი სამყარო (მორელი და სხვები, 1992).

ბოლო წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში დედებისა და ჩვილების ერთად ძილი 6-დან 13%-
მდე გაიზარდა. ამას განაპირობებს ის, რომ უფრო ხშირი გახდა ბავშვის ძუძუთი კვება.
კვლევები გვიჩვენებს, რომ დედა-შვილის ერთად ძილი ბავშვის ჯანმრთელობისა და
სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. ღამის განმავლობაში
ჩვილები, რომლებსაც დედასთან სძინავთ, ძუძუს წოვას სამჯერ უფრო მეტ დროს
ანდომებენ, ვიდრე ისინი, ვისაც განმარტოებით სძინავს. რაკი მარტო მძინარე ჩვილი
გაცილებით ხშირად იღვიძებს, ვიდრე დედის გვერდით მძინარე, არსებობს მოსაზრება,
რომ ერთად ძილი ბავშვებს უეცარი სიკვდილის სინდრომის საფრთხისაგან დაიცავს.
აზიურ ქვეყნებში, კამბოჯის, ჩინეთის, იაპონიის, კორეის, ტაილანდისა და ვიეტნამის
ჩათვლით, სადაც მშობლებისა და შვილების ერთად ძილი ჩვეულებრივი მოვლენაა,
ჩვილების სიკვდილიანობა იშვიათობაა. გავრცელებული რწმენის საპირისპიროდ უნდა
ითქვას, რომ ერთად ძილის დროს დედებს ნაკლები როდი სძინავთ, მიუხედავად იმისა,
რომ ისინი ხშირად იღვიძებენ ცოტა ხნით რომ შვილს დახედონ.

ჩვილების ძილის მოწესრიგება გავლენას ახდენს ოჯახური ურთიერთობების სხვა


ასპექტებზეც. მაგალითად მაიას ტომში, ჩვილის დაძინება პრობლემა არ არის. ბავშვს
შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაეძინოს, შემდეგ ის მშობელს თავის საწოლ ოთახში
გადაჰყავს. ჩრდილოეთ ამერიკულ ოჯახებში კი დაძინების რიტუალი ზოგჯერ მთელ
საღამოს მოიცავს. შეიძლება ამიტომაცაა, რომ პატარები ყოველთვის იბრძვიან, რათა
დროზე არ დააწვინონ. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ისინიერთგვარ სტრესს
განიცდიან, რადგან იციან, რომ მარტოუნდა დარჩნენ ოთახში. ბევრ მკვლევარს მიაჩნია,
რომ ერთად ძილი ბავშვებში ემოციურ პრობლემებს განავითარებს, კერძოდ, ისინი
მეტად დამოკიდებულნი ხდებიან მშობლებზე. თუმცა ხანგრძლივმა დაკვირვებამ აჩვენა,
რომ 18 წლის ახალგაზრდები, რომლებსაც ბავშვობაში მშობლებთან ერთად ეძინათ,

63
სხვებისგან არაფრით განსხვავდებიან და არც ურთიერთობებში აქვთ პრობლემები. კიდევ
ერთი მოსაზრება, რომელიც ეწინააღმდეგება ერთად ძილს, მდგომარეობს იმაში, რომ
მშობლებთან ერთად მწოლიარე ბავშვი შეიძლება საბნის ან თავად მშობლის სხეულის
ქვეშ გაიგუდოს. განსაკუთრებულ რისკს ქმნიან ზედმეტად მსუქანი და მწეველი
მშობლები, რომლებიც საძინებელში ეწევიან. ასევე საშიშია გადასაფარებელი და
დამამშვიდებელი სათამაშოები. მაგრამ თუ მშობელი შესაბამის სიფრთხილეს გამოიჩენს,
ის თავის პატარასთან ერთად მშვიდად ახერხებს ძილს. ფრთხილი მშობლები მყარ
საწოლზე წვანან, აფარიათ მსუბუქი საბანი. ზოგჯერ პატარებს მშობლებს შორის
მოთავსებულ კალათაში ან ჰამაკში სძინავთ. მაშინაც კი, როცა ჩვილებს თითქმის მთელი
ღამის განმავლობაში სძინავთ, ისინი დროდადრო იღვიძებენ ავსტრალიაში, ისრაელსა
და შეერთებულ შტატებში, ჩვილების ძილზე დავაკვირდებით გაირკვა, რომ ექვსი თვის
ასაკში და წლინახევრიდან 2 წლამდე ბავშვების გამოღვიძება უფრო გახშირდა. სანამ
ერთი წლის გახდებიან, ჩვილების ცხოვრებაში ბევრი ცვლილება ხდება მოვლის
თვალსაზრისით, მაგალითად დედა სამსახურს უბრუნდება. ამ პერიოდის სირთულეები
-ნაცნობი გარემოს შეცვლა, საკუთარი თავის, როგორც დამოუკიდებელი არსების
გაცნობიერება-მათზე გავლენას ახდენს, აძლიერებს შფოთვას, რაც თავს იჩენს
გამოღვიძებასა და მშობლებთან ჩახუტების სურვილში. როგორც კი მშობელი შეეცდება
მის დამშვიდებას, ეს ქცევა ქრება. მიუხედავად იმისა, რომ აგზნების მდგომარეობა
ასაკთან ერთა უფროორგანიზებული ხდება, არსებობს ინდივიდუალური თვისებები, რაც
მშობლებში ჩვილის მიმართ მათ დამოკიდებულებასა და ქცევებს ცვლის. ზოგიერთი
ბავშვს ადრეულ ასაკში შედარებით ხანგრძლივად სძინავს. ეს კი საშუალებას აძლევს
მშობლებს დაისვენონ, რის შედეგაც მათ მეტი საშუალება ეძლევათ თავიანთ პატარაზე
მზრუნველობისათვის. ზოგი კი მთელი ღამის განმავლობაში ტირის და მშობლის
მხრიდან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დაამშვიდოს თავისი პირმშო. იმ შემთხვევაში,
თუ მშობლები თავს ვერ გაართმევენ ამ რთულ გამოცდას, მათიდამოკიდებულება
შვილის მიმართ ნაკლებად დადებითი ხდება და თავს არაკომპეტენტურად მიიჩნევენ.
ნიშანდობლივია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაკლებად სძინავთ, მეტი საშუალება
ეძლევათ შეიცნონ გარემო და, აქედან გამომდინარე, გონებრივი თვალსაზრისით
შედარებით განვითარებულები გახდნენ (ერტნერ და სხვები, 2002). ამ კამბოჯელ მამასა
და შვილს ერთად სძინავთ -ეს ჩვეულებრივ მოვლენაა მათი კულტურისათვის და მთელ
მსოფლიოშიც. ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ ერთად ძილი მათ ურთიერთობებს
აძლიერებს.

კოგნიტური განვითარება

სასოფლო და ტომობრივი კულტურის ბავშვები უფროსების მუშაობას აკვირდებიან და


მასში მონაწილეობენ დასავლურ საზოგადოებებში ბავშვები მნიშვნელოვნად
გამორიცხულნი არიან უფროსების სამუშაოდან, რომელიც, როგორც წესი, სახლიდან
მოშორებით მიმდინარეობს. ბავშვების იმ უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რომელიც

64
კვალიფიციური საქმიანობისთვის სჭირდებათ, სკოლაზეა მინდობილი. ადრეულ
ბავშვობაში საშუალო კლასის მშობლების ურთიერთობა ბავშვებთან მდგომარეობს
ბავშვების წარმატებული სწავლისთვის მზადებაში, ბავშვზე ყურადღების გამახვილებით
-განსაკუთრებით აღსანიშნავია უფროსისა და ბავშვის საუბრები და თამაში, რომელიც
ავითარებს ლაპარაკს, წერა-კითხვას და სხვა სასკოლო ცოდნას. სასოფლო და ტომობრივ
კულტურებში ბავშვები მცირე განათლებას იღებენ, ან საერთოდ გაუნათლებლები არიან,
მთელ დღეებს უფროსების მუშაობის ყურებას, ან მასში მონაწილეობას ანდომებენ და
მომწიფებულობის დროის პასუხისმგებლობებს ადრეულ ბავშვობაში კისრულობენ.
აქედან გამომდინარე, მშობლებს ნაკლებად სჭირდებათ ბავშვებთან სასწავლო საუბრებს,
ან თამაშს დაეყრდნონ. 2 და 3 წლის ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების შედარებითმა
შესწავლამ ოთხი კულტურისთვის–აშშ ორი ქალაქის გარეუბნების საშუალო კლასის
მცხოვრებლები, ეფეს ტომის მონადირეები და შემგროვებლები კონგოს რესპუბლიკაში
და მაიას სასოფლო-სამეურნეო დასახლება გვატემალაში -ეს განსხვავებები დაამტკიცა.
აშშ-ს საზოგადოებაში მცირეწლოვან ბავშვებს აქვთ მცირე შეხება უფროსების შრომასთან
და დიდ დროს ანდომებს უფროსები-ბავშვების საუბარში და თამაშში მონაწილეობას,
რაც აკმაყოფილებს ბავშვების ინტერესს და უზრუნველყოფს აკადემიურ გაკვეთილებს.
მათგან განსხვავებით, ეფესა და მაიას ბავშვები იშვიათად ხდებიან ბავშვზე მიმართული
საქმიანობის მონაწილენი. მათი ამერიკელი თანატოლებისგან განსხვავებით, მაიასა და
ეფეს ბავშვები ბევრად მეტ დროს ანდომებენ უფროსების საქმიანობის დაკვირვებას.
მექსიკაში, იუკატანზე მყოფი მაიას მივარდნილი სოფლის ეთნოგრაფია გვიჩვენებს, რომ
რადგან მცირეწლოვანი ბავშვები მათ ირგვლივ უფროსების საქმიანობის საკმაოდ
გონიერი დამკვირვებლები და მონაწილეები არიან, მათი კომპეტენტურობა მკვეთრად
განსხვავდება დასავლელი სკოლამდელებისგან (ასკინს, 1999). იუკატანელი მაიას
უფროსებს თავი ფერმერობით გააქვთ. მამაკაცები სიმინდის ყანებს უვლიან და მათ 8
წელზე უფროსი ვაჟები ეხმარებიან. ქალები სახლსა და ეზოზე ზრუნავენ: ამზადებენ
საჭმელს, რეცხავენ ტანსაცმელს და საქონელსა და ბაღს უვლიან, მათ გოგონები და ის
ვაჟები ეხმარებიან, რომლებიც ყანაში მუშაობისთვის ჯერ პატარები არიან. ბავშვები ამ
საქმიანობაში მათი შესაძლებლობების ფარგლებში ორი წლის ასაკიდან მონაწილეობენ.
როცა უფროსებს არ ეხმარებიან, ისინი საკუთარ თავს არიან მინდობილნი.
Mცირეწლოვანი ბავშვები ბევრ არასამუშაო გადაწყვეტილებას თავისით იღებენ _
რამდენი იძინონ და ჭამონ, რა ჩაიცვან, როდის იბანაონ (რადგანაც ისინი ამას ყოველ
შუადღეზე აკეთებენ) და ისიც კი, სწავლა როდის დაიწყონ. შედეგად, იუკატანელი მაიას
სკოლამდელი ბავშვები ძალიან დახელოვნებულები არიან საკუთარი თავის მოვლაში.
ამისგან განსხვავებით, მათი დამაჯერებელი თამაში შეზღუდულია და მის დროსაც
უფროსების მუშაობას ბაძავენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი ყოველდღე მრავალი
საათის განმავლობაში სხვებს უყურებენ. იუკატანელი მაიას მშობლები იშვიათად
ესაუბრებიან ან ეთამაშებიან სკოლამდელებს, ან ებიჯგებიან მათ სწავლას. პირიქით,
როცა ბავშვები უფროსების ამოცანებს ბაძავენ, მშობლები ასკვნიან, რომ ისინი მეტი
პასუხისმგებლობის ასაღებად არიან მზად. შემდეგ ისინი დავალებებს ანაწილებენ და

65
ბავშვს ისეთ ამოცანას ურჩევენ, რომლის გადასაწყვეტადაც მათ მცირე დახმარება
სჭირდებათ, ისე, რომ უფროსებს მუშაობაში ხელი არ შეეშალოთ. თუ ბავშვს ამ
ამოცანის გადაწყვეტა არ შეუძლია, მას უფროსი ჰკიდებს ხელს, ბავშვი კი უყურებს და
ხელახლა ერთვება საქმეში, როცა დახმარება შეუძლია. იუკატანის მაიას ბავშვები
მომავალში დამოუკიდებელნი და სასარგებლონი უნდა იყვნენ, ამიტომ იშვიათად
ჭირვეულობენ, არც სხვებს სთხოვენ რაიმე საინტერესოს გაკეთებას. მათ ადრეული
ასაკიდან შეუძლიათ დიდი ხნით წყნარად, ზედმეტი აყალმაყალის გარეშე ისხდნენ-
ხანგრძლივი ღვთისმსახურების, ან სატვირთო მაქანით 3-საათიანი მგზავრობისას. ხოლო
როცა უფროსები მათ საქმიანობას აწყვეტინებენ და საერთო სამუშაოში მონაწილეობის
მიღებას სთხოვენ, ისინი ხალისით ასრულებენ ისეთ ბრძანებებს, რომლებსაც
დასავლელი ბავშვები ხშირად თავს არიდებენ, ან აღშფოთებით პასუხობენ. 5 წლის
ასაკისთვის იუკატანელი მაიას ბავშვები სპონტანურად იღებენ პასუხისმგებლობას იმ
ამოცანებზე, რომლებსაც მათ ავალებენ.

იუკატანის მაიას კულტურაში უფროსები იშვიათად ესაუბრებიან ბავშვებს ან


ებიჯგებიან მათ სწავლას. დამაჯერებელ თამაშში ჩართვის ნაცვლად ბავშვები
მცირეწლოვანი ასაკიდან მათი თემის საქმიანობას უერთდებიან, ბევრ დროს ანდომებენ
უფროსების ყურებას. მაიას სკოლამდელი ასაკის გოგონა ყურადღებით ადევნებს
თვალს, თუ როგორ ამზადებს საჭმელს მისი ბებია. როცა ბავშვი უფროსის ამოცანების
მიბაძვას იწყებს, ის დამატებით პასუხისმგებლობას იღებს.

ინტელექტი

ფლინის ეფექტი: თაობების მასობრივი წარმატებები IQ-ში

ჯეიმს ფლინმა შეკრიბა IQ-ს ქულები 20 განვითარებული ერის წარმომადგენლობისა,


რომლებსაც გავლილი ჰქონდათ ან სამხედრო ფსიქოლოგიური შემოწმება, ანდა
ტესტირება, და იმდენად თანამიმდევრული და საინტერესო რამ აღმოაჩინა, რომ ის
ფლინის ეფექტის სახელით გახდა ცნობილი: IQ-ს ქულები თანაზომიერად იზრდებოდა
ყოველ მომდევნო თაობაში. ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი გამოვლინდა სივრცითი
აზროვნების ტესტებში, ამოცანებში, რომლებსაც ყველაზე მეტად თვლიან გენეტიკურად
განპირობებულად და "კულტურაზე დამოკიდებულად~. როდესაც ბელგიაში, ისრაელში,
ჰოლანდიასა და ნორვეგიაში ახალგაზრდა მამაკაცების უმეტესობას ტესტის სამხედრო
ნიმუშები მისცეს, აღმოჩნდა, რომ IQ-ს ქულა საშუალოდ 18%-ით იზრდებოდა ყოველ
მომდევნო თაობაში (30 წელში).

საუკუნოვანი ტენდენციის შესაბამისად, ინტელექტის ტესტების შემოწმებისას ჩანს, რომ


ახალი სტანდარტიზაციის ნიმუშები წინანდელთან შედარებით თითქმის ყოველთვის
უმჯობესდება. იმ კვლევების ლოკალიზაციის გარკვევის შემდეგ, რომელშიც ერთმა და
იმავე ინდივიდებმა სტენფორდ-ბინესა და ვექსლერის ტესტების ორი ან მეტი ვერსია
გაიარეს (სულ 73 ნიმუში, 7500-ზე მეტი მონაწილით), ფლინმა IQ-ს ცვლილების

66
დასადგენად 1932-1978 წლების მონაცემები გამოიყენა. IQ, ყოველწლიურად
თანაზომიერად-საშუალოდ დაახლოებით 1/3 ქულით იზრდებოდა ყოველ ასაკობრივ
ჯგუფში,-დაახლოებით 14 ქულით 46 წლიანი პერიოდის განმავლობაში. როდესაც
ქვეტესტის ქულები შეამოწმეს, მიღწევები კვლავ უდიდესი იყო სივრცითი აზროვნების
ტესტებსა და იმ ამოცანებში, რომლებიც პრობლემების სწრაფად გადაჭრას
მოითხოვდნენ, მაგალითად, ვერბალური მსგავსებების შესახებ კითხვებში -რით ჰგავს
ერთმანეთს განთიადი და შებინდება.

ფლინის ეფექტი დამოკიდებულია გარემოზე: გაუმჯობესებული კვება და განათლება,


ტექნოლოგიური სიახლენი (მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერი), კოგნიტურად
აქტიური ქმედებებისადმი მიძღვნილი თავისუფალი დრო (ჭადრაკიდან ვიდეო
თამაშებამდე), ზოგადად, მეტად მასტიმულირებელი გარემო და ტესტის შესრულების
მეტი მოტივაცია, შესაძლოა, ხელს უწყობდეს აზროვნების უკეთეს უნარებს ყოველ
მომდევნო თაობაში.

აღსანიშნავია, რომ თაობათა მიღწევები ინტელექტ- ში (18 ქულა) უფრო მეტია, ვიდრე
IQ-ს განსხვავებანი თეთრკანიანთა და შავკანიანთა შორის (დაახლოებით 15 ქულა). ეს
იმაზე მიუთითებს, რომ IQ-ს ქულებში ეთნიკური სხვაობის ახსნა გარემომცველი
პირობებით საკმაოდ დამაჯერებელია. ფლინი ამტკიცებს, რომ IQ-ს გარემო პირობებით
გამოწვეული ზრდა, დროის განმავლობაში მთავარი მტკიცებულებაა იმისა, რომ
შავკანიან-თეთრკანიანთა და სხვა ეთნიკური განსხვავებანი IQ-ში ძირითადად
გენეტიკურია.

ემოციური განვითარება, მიჯაჭვულობა

კროსკულტურულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მიჯაჭვულობის მოდელებს სხვადასხვა


კულტურის ქვეყნებში სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს. მაგალითად, გერმანელ
ბავშვებში, ამერიკელ ბავშვებთან შედარებით, გარიდების ფორმის მიჯაჭვულობა
ჭარბობს. მაგრამ გერმანელი მშობლები ჩვილებს დამოუკიდებლობისკენ აქეზებენ,
ამგვარად ბავშვების ქცევა შესაძლოა კულტურული ტრადიციებისა და გამოცდილების
შედეგი იყოს (გროსმანი და სხვები, 1985). აფრიკაში მალელი ხალხის ჩვილებზე
ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ არც ერთ ჩვილს დედის მიმართ გარიდების
ფორმის მიჯაჭვულობა არ აღენიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მზრუნველებად
ბებიები გვევლინებიან, მალელი დედები ბავშვებთან ახლოს რჩებიან და შიმშილის ან
დისტრესის შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

იაპონელი ჩვილებიც ნაკლებად განიცდიან გარიდების ფორმის მიჯაჭვულობას.


ბავშვების გასაკვირად დიდი რაოდენობა რეზისტენტულ, ამბივალენტურ მიჯაჭვულობას
განიცდის, მაგრამ შესაძლოა ეს რეალურად საფრთხის მქონე მიჯაჭვულობა სულაც არ
იყოს. იაპონელი დედები საკუთარ ჩვილებს სხვისი ზრუნვის ქვეშ ძალიან იშვიათად
ტოვებენ. aმიტომ უცნობ სიტუაციაში შემთხვევაში ისინი გაცილებით დიდ სტერსს

67
განიცდიან, ვიდრე დედასთან განშორებას შეჩვეული ჩვილები (ტაკაჰაში, 1990). გარდა
ამისა, იაპონელი მშობლები ჩვილების მხრიდან ყურადღების ძიებას და დედაზე
მიჯაჭვულობას დიდად აფასებენ, ეს კი რეზისტენტული მიჯაჭვულობის ნაწილია. ისინი
თვლიან, რომ ჩვილის მიერ სიახლოვის ძიება და მშობლებზე დამოკიდებულება
ნორმალური მდგომარეობაა (როტბაუმი და სხვები, 2000). დღეისათვის, კულტურული
განსხვავების მიუხედავად, მიჯაჭვულობის კლასიფიკაცია ყველა საზოგადოების
წარმომადგენლებშია შესწავლილი.

მამის სითბოს ძლიერი როლიბავშვის განვითარებაში

სხვადასხვა კულტურის კვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვის ხანგრძლივ სათანადო


განვითარებაზე დიდი ზეგავლენა აქვს მამის სითბოს. მსოფლიო მასშტაბით მრავალი
საზოგადოებისა და ეთნიკური ჯგუფების შესწავლისას მკვლევარებმა განსაზღვრეს მამის
სიყვარულის გამოხატვისა და აღზრდის მეთოდები – ისეთი ქცევები, როგორიცაა
ჩახუტება, მოფერება, დამშვიდება, თამაში, სიყვარულის სიტყვებით გამოხატვა და
ბავშვის ქცევების შექება. მოსიყვარულე მამის მუდმივი ჩარევა ბავშვის გვიანდელ
კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ კომპეტენციას განაპირობებს, ზოგ შემთხვევაში
დედის სითბოზე მეტადაც კი. დასავლურ კულტურაში, მამის სითბო ბავშვებს მრავალი
სირთულისგან იცავს, მაგალითად, ბავშვობაში ემოციური და ქცევებთან დაკავშირებული
პრობლემებისგან, მოზარდობის პერიოდში კი-უხეშობისა და დანაშაულისგან.

არის ოჯახები, სადაც მამები ფიზიკურ მზრუნველობას ნაკლებ დროს უთმობენ, მაგრამ
ბავშვების მიმართ სითბოს თამაშის მეშვეობით გამოხატავენ. გერმანიაში ჩატარებული
სწავლებისას, ახალფეხადგმულ ბავშვებთან მამების ინიციატივით სენსიტიური თამაშები.
თამაშისას შვილის შესაძლებლობების გათვალისწინება, მათ მიერ გამოხატულ ემოციაზე
სათანადო რეაგირება-ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში მიჯაჭვულობის
უსაფრთხო შინაგან სამუშაო მოდელებს აყალიბებს (კროსმანი და სხვები, 2002).
მასტიმულირებელი თამაშების მეშვეობით მამები თითქოს კვლევისკენ აქეზებენ ბავშვებს
და ნდობის გრძნობას გადასცემენ, რასაც შემდეგში ბავშვის ბევრი უნარის გაძლიერება
შეუძლია. რა ფაქტორები უწყობს ხელს მამის მხრიდან სითბოს გამოხატვას? განივი
ჭრილის კვლევებმა ცხადყო, რომ მამების მიერ ჩვილებთან და ახალფეხადგმულ
ბავშვებთან გატარებულ დროსა და მათდამი ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატვას
შორის ძლიერი კავშირია. ცენტრალური აფრიკის აკას ტომის (მონადირეთა და
შემგროვებელთა ტომი) მამები შვილებთან ფიზიკურ სიახლოვეს, ყველა სხვა ცნობილი
კულტურის წარმომადგენლებთან შედარებით, მეტ დროს უთმობენ. აკვირვებამგვიჩვენა,
რომ მამებს ჩვილები თითქმის მთელი დღის განმავლობაში (ნახევარ დღეზე მეტი)
ხელში უჭირავთ, ეხუტებიან და ეთამაშებიან ხუთჯერ მეტად მაინც, ვიდრე
მონადირეთა და შემგროვებელთა სხვა ტომის მამები. რა განაპირობებს აკაელი მამების
მსგავს ქცევას? აკაელ ცოლ-ქმარს შორის კავშირი უჩვეულოდ ურთიერთშეთანხმებულია.
დღის განმავლობაში წყვილი ერთად ნადირობს, ამზადებს საჭმელს, ერთობა და სხვა

68
საქმიანობით კავდება. ამის შედეგად, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ მშობლები ერთად,
მით უფრო ხშირია მამის ბავშვებთან სასიყვარულო ინტერაქცია (ჰეულეტი, 1992).

დასავლური კულტურის ქვეყნებშიც ბავშვებთან დედმამის თბილი ინტერაქცია


ურთიერთკავშირშია. ამასთანავე ბავშვის ხანგრძლივ ადეკვატურ განვითარებას, დედის
სითბოსთან შედარებით, მამის სითბო უფრო მეტად უწყობს ხელს. შხვადასხვა
კულტურული თუ ეთნიკური ჯგუფებზე ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა ცხადყო
მამის სიყვარულის უდიდესი მნიშვნელობა და ამან შესაძლოა მეტ ახალგაზრდა მამაკაცს
უბიძგოს ბავშვების აღზრდისა და მათზე ზრუნვით დაკავებისკენ.

სოციალური თვითაღქმა

კულტურის ვარიაციები პერსონალურ თხრობაზე: ადრეულ მე-კონცეფციაზე გავლენა

მრავალ ქვეყანაში სკოლამდელები მშობლებთან ერთად პერსონალურ თხრობაში


მონაწილეობენ. ამ ადრეული ამბების შერჩევასა და ინტერპრეტაციაში, რომლებიც
შემდეგ ბავშვების მიერ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენებზე ახდენს გავლენას,
კულტურათა მიხედვით გასაოცარი განსხვავებებია. ერთ-ერთი კვლევისას მეცნიერებმა 2
წლის განმავლობაში მრავალი საათი დაუთმეს ამბების თხრობის გამოცდილებას
ჩიკაგოში მცხოვრები 6 საშუალო სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის (სეს)
ირლანდიურამერიკული ოჯახისა და ტაივანში მცხოვრები 6 საშუალო სოციალურ-
ეკონომიკური სტატუსის ჩინური ოჯახის მაგალითზე. უფროსებისა და ორწლინახევრის
ბავშვების საუბრის ვიდეოჩანაწერებიდან მეცნიერებმა განსაზღვრეს პერსონალური
ამბები და გააანალიზეს ისინი შინაარსის, ამბის დაბოლოების ხარისხისა და ბავშვის
მიერ შეფასების თვალსაზრისით. ორივე კულტურის წარმომადგენელი მშობლები
სასიამოვნო არდადეგებსა და ოჯახურ ექსკურსიებზე ერთნაირად და ერთნაირი
სიხშირით მსჯელობდნენ, თუმცა ჩინელი მშობლები უფრო ხშირად და გრძელ ამბებს
ყვებოდნენ ბავშვის ისეთ უსაქციელობაზე, როგორიცაა ცუდი სიტყვების გამოყენება,
კედელზე ხატვა ან ხმაურიანი თამაში. ეს ისტორიები სითბოთი და ზრუნვით იყო
გაჟღენთილი, ხაზი ესმებოდა იმას, როგორ მოქმედებდა ბავშვის ცუდი საქციელი
სხვებზე (დედა საშინლად დაამცირე) და ხშირად სწორი ქცევის პირდაპირი სწავლებით
მთავრდებოდა (ცუდი სიტყვების გამოყენება კარგი არ არის). ამის საპირისპიროდ
ზოგიერთ ირლანდიურ- ამერიკულ ისტორიაში მშობლები არასათანადო
სერიოზულობით უდგებოდნენ ბავშვების უსაქციელობას და ამას სიფიცხესა და
თავდაჯერებულობას მიაწერდნენ. როგორც ჩანს, ეს ადრეული ისტორიები ბავშვის
შესახებ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ სკოლამდელთა მე-კონცეფციას
სხვადასხვა გზით წარმართავს და მიმართულებას აძლევს. მკაცრი დისციპლინისა და
სოციალური ვალდებულებების კონფუციანური ტრადიციების გავლენით ჩინელი
მშობლები ამ ფასეულობებს პერსონალურ ისტორიებში აქსოვენ და თხრობის
დასასრულს კიდევ ერთხელ ადასტურებენ ოჯახის სახელის გატეხვისა და ოჯახის

69
მოლოდინის ცალსახად გათვალისწინების მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ
ირლანდიელ-ამერიკელი მშობლები შვილების დისციპლინაზე ზრუნავენ, თხრობისას
დიდ ყურადღებას არ უთმობენ მათ უსაქციელობას. მეტიც, ბავშვის ნაკლს დადებითი
კუთხით წარმოაჩენენ, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ბავშვის მიერ საკუთარი თავის
პატივისცემის ხელშეწყობაა. ჩრდილოამერიკელთა უმრავლესობისაგან განსხვავებით,
რომლებიც თვლიან, რომ საკუთარი თავის ღირსების გრძნობა უმნიშვნელოვანესია
ჯანსაღი განვითარებისათვის, ჩინელები მას უმნიშვნელოდ და ნეგატიურ თვისებადაც
კი მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის ხელს უშლის ბავშვის მხრიდან მოსმენისა და
გამოსწორების მზადყოფნას (მილერი და სხვები, 2002). ამ შეხედულების თანახმად,
ჩინელი მშობლები უმნიშვნელოდ ირჯებიან შვილის ინდივიდუალურობის
ხელშესაწყობად. მეტიც, ამბების თხრობას შვილის სოციალურად პასუხისმგებლური
ქცევის ჩამოსაყალიბებლად იყენებენ. შწორედ ამის გამოა, რომ ჩინელი ბავშვის
წარმოდგენა საკუთარ თავზე სხვების წინაშე პასუხისმგებლობაზეა აგებული,
ჩრდილოამერიკელისა კი უფრო ავტონომიურია. ეს ჩინელი ბავშვი უსმენს დედას,
რომელიც მზრუნველობით ესაუბრება სწორი ქცევის შესახებ. ჩინელი მშობლები ხშირად
ესაუბრებიან სკოლამდელებს ცუდი ქცევის თაობაზე და განსაკუთრებით აღნიშნავენ
სხვებზე მის უარყოფით გავლენას. ამ ჩინელი ბავშვის მე-კონცეფციაში, თავის მხრივ,
სოციალური ვალდებულებები იწევს წინაპლანზე.

იდენტობის განვითარება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოზარდებში


უმრავლესობის წარმომადგენელმა მოზარდებმა საკუთარი კულტურული ფესვები იციან,
თუმცა ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებენ. უმცირესობათა ჯგუფების წევრ
თინეიჯერთათვის კი, ეთნიკური იდენტობა -ეთნიკური ჯგუფის წევრობის განცდა და
ამ წევრობასთან დაკავშირებული დამოკიდებულებები და გრძნობები-იდენტობის
ძიებისას გადამწყვეტია და მრავალ სირთულეს უკავშირდება. შემეცნებითი
განვითარებისა და ფართო სოციალური გარემოს საპასუხო რეაქციის მიმართ მეტი
მგრძნობელობის კვალდაკვალ, უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები იმას
აცნობიერებენ, რომ წინასწარ შექმნილი მცდარი აზრისა და დისკრიმინაციის სამიზნეები
ხდებიან. ეს აღმოჩენა ხელს უშლის, როგორც კულტურული მიკუთვნებულობის
გრძნობის განვითარებას, ასევე პიროვნულად მნიშვნელოვანი მიზნების ჩამოყალიბებას.
უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდები ხშირად ორ ცეცხლს -უმრავლესობის
საზოგადოების სტანდარტებსა და საკუთარი კულტურის ტრადიციებს -გრძნობენ შორის
თავს. კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლების ემიგრანტ ოჯახებში
მშობლებისადმი მოზარდების მორჩილებისა და ოჯახური ვალდებულებების
შესრულების პასუხისმგებლობა ემიგრაციაში ყოფნის ხანგრძლივობის
უკუპროპორციულია.ზოგიერთი ემიგრანტი მშობელი ზედმეტ სიმკაცრეს იჩენს იმის
შიშით, რომ თინეიჯერთა ფართო საზოგადოებაში ასიმილაცია ძირს გამოუთხრის,
კულტურულ ტრადიციებს წინ აღუდგება მას, რაც ხელს შეუწყობს უარყონ საკუთარი
ეთნიკური შეხედულებები. Uმცირესობის წარმომადგენელი ზოგიერთი თინეიჯერი

70
გაბატონებულ კულტურაში წლების განმავლობაში შელახული თავმოყვარეობის,
სკოლაში წარუმატებლობისა და წინააღმდეგობათა დაძლევას უმრავლესობის
ფასეულობებისაგან გამიჯვნით ცდილობს. მექსიკური წარმოშობის ამერიკელი
თინეიჯერი, რომელმაც სკოლა მიატოვა, ამბობს: `მექსიკელებს კოლეჯში სწავლისა და
საკუთარი თავისათვის სასარგებლოს გაკეთების შანსი არა აქვთ. ამავე დროს
დისკრიმინაციამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დადებითი ეთნიკური იდენტობის
ჩამოყალიბებას. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე მექსიკური წარმოშობის ამერიკელ
ახალგაზრდებს, რომლებმაც ძლიერი დისკრიმინაცია განიცადეს, დიდად არც საკუთარი
ეთნიკურობის გარკვევა სურდათ და არც სიამაყეს განიცდიდნენ მის გამო. Dაბალი
ეთნიკური სიამაყის მქონენი, დისკრიმინაციის დონის მიუხედავად, საკუთარი ღირსების
გრძნობის მკვეთრი დაცემით გამოირჩეოდნენ (რომერო; რობერტსი, 2003). რაკი
უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდებისათვის ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბება
ტკივილსა და უხერხულობას უკავშირდება, ისინი ხშირად გაურბიან ამას. ბევრი
მათგანი დაბნეულია ან ეწინააღმდეგება ეთნიკური იდენტურობის საკითხებს
(მარკსტრომი-ადამსი; ადამსი, 1995). სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მშობლების
გამო მოზარდები კიდევ უფრო დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე.
უფროსკლასელთა ფართომასშტაბიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ შერეული რასების
წარმომადგენელი თინეიჯერები ისეთივე დისკრიმინაციას განიცდიდნენ, როგორც მათი
ერთი რასის წარმომადგენელი შავკანიანი თანატოლები და ნაკლებად დადებითად
იყვნენ განწყობილნი საკუთარი ეთნიკურობის მიმართ. ერთი რასის წარმომადგენელ
უმცირესობებთან შედარებით, მრავალი ორი რასის წარმომადგენელი, მათ შორის,
შავკანიან-თეთრკანიანი, შავკანიან-აზიელი, თეთრკანიანაზიელი, შავკანიან-
ლათინოამერიკელი და თეთრკანიანლათინოამერიკელი, საკუთარ იდენტურობაში
ეთნიკურობას ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევს (ჰერმანი, 2004). რაკი ამ მოზარდებს არც
ერთ ეთნიკური ჯგუფის მიმართ არ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა, სავარაუდოდ
ისინი არად აგდებენ ეთნიკური იდენტობის მნიშვნელობას და (ნაწილობრივ შავკანიანი
ორი რასის წარმომადგენელთა შემთხვევაში) უმცირესობისადმი მიკუთვნებულობას
ერთგვარ უარყოფით მოვლენად მიიჩნევენ. თუ ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ
მოზარდები წარუმატებლობასა თუ ანტისოციალურ ქცევაში ეთნიკური სტერეოტიპების
უდანაშაულობაში დაარწმუნონ, როგორც წესი, ისინი ძლევენ შიშს, რომ დისკრიმინაცია
აფერხებს ხელსაყრელ ეთნიკურ იდენტურობას (ფინეი; ჩავირა, 1995). გარდა ამისა, იმ
მოზარდებს, რომლებსაც ოჯახი საკუთარი ეთნიკური ჯგუფის ისტორიას, ტრადიციებს,
ფასეულობებსა და ენას ასწავლის და ხშირი ურთიერთობა აქვთ იმავე ეთნიკური
ჯგუფის თანატოლებთან, ხელსაყრელი ეთნიკური იდენტურობა უყალიბდებათ (ფინეი
და სხვები).

როგორ შეუძლია საზოგადოებას უმცირესობის წარმომადგენელ მოზარდებს


იდენტობასთან დაკავშირებული კონფლიქტების კონსტრუქციულად გადაჭრაში
დაეხმაროს? გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას: ხელი უნდა შევუწყოთ ეფექტიან

71
აღზრდას რათა ოჯახის ეთნიკური სიამაყე ბავშვებისთვისაც და მოზარდებისთვისაც
სასარგებლოა იყოს და ამავე დროს უკეთესად გაარკვიოს ეთნიკურობის მნიშვნელობა
საკუთარ ცხოვრებაში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ სკოლამ პატივი სცეს უმცირესობათა
წარმომადგენელი ბავშვების ენას, სწავლის გამორჩეულ სტილსა და მაღალხარისხიანი
განათლების მიღების უფლებას. ხელი უნდა შევუწყოთ ერთი და იმავე ეთნიკური
ჯგუფის თანატოლთა ურთიერთობასა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის პატივისცემის
მყარი, უსაფრთხო ეთნიკური იდენტობა პიროვნული ღირსების, ოპტიმიზმისა და
გარემოში საკუთარი ადგილის პოვნის განცდასთან ასოცირდება (შმიდტი და სხვები,
1999 ). ამის გამო, საკუთარ ეთნიკურ ჯგუფთან დადებითად დაკავშირებულ მოზარდებს
უკეთესი ადაპტაცია ახასიათებთ. ისინი უფრო ეფექტიანად უმკლავდებიან სტრესს,
უკეთესი მიღწევები აქვთ სკოლაში და ნაკლები ემოციური და ქცევითი პრობლემები
აღენიშნებათ, ვიდრე იმ თანატოლებს, რომლებსაც სუსტად აქვთ განსაზღვრული
საკუთარი ეთნიკური მიკუთვნებულობა. არახელსაყრელ გარემოში მოხვედრილი
თინეიჯერებისათვის ეთნიკური იდენტობა სიცოცხლისუნარიანობის მძლავრი წყაროა.
მოზარდის სუბკულტურისა და დომინანტური კულტურის ფასეულობათა შესწავლისა
და მიღების საფუძველზე ბიკულტურული იდენტობის ჩამოყალიბებას სხვა დადებითი
მხარეებიც აქვს. ბიკულტურული იდენტობის მქონე მოზარდები წარმატებებით
გამოირჩევიან იდენტობის სხვა სფეროებშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი
კეთილგანწყობილი ურთიერთობები სხვა ეთნიკური ჯგუფების წევრებთან.და ბოლოს,
წარმატებები ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბებაში ხელს უწყობს ემოციური და
სოციალურ განვითარების მრავალ ასპექტს.

ზნეობრივი განვითარება; ეთნიკური განსხვავება ფიზიკური სასჯელით გამოწვეულ


შედეგებში

სოციალური მომსახურების სააგენტოში აღზრდის საკითხებზე მსჯელობისთვის შეიკრიბა


აფრო-ამერიკული თემის ექვსი უხუცესი, რომელთაგანაც თითოეული საკუთარი ნებით
დათანხმდა ბავშვის აღზრდის პრობლემების შესახებ მშობლების

მრჩევლად ყოფნას. მალე ცხადი გახდა, რომ დისციპლინის მიმართ მათი


დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავდებოდა იმ თეთრკანიანი სოციალური მუშაკების

შეხედულებებისგან, რომლებმაც უხუცესები შეკრიბეს.

თითოეული აფროამერიკელი უხუცესი ამტკიცებდა, რომ ბავშვის წარმატებული აღზრდა


შესაბამისი ფიზიკური ტაქტიკის გამოყენებას მოითხოვს. მათ ასევე მკვეთრად

უარყოფითი აზრი გამოხატეს ბავშვისადმი ყვირილის ან მათი გალანძღვის მიმართ და


მშობლების ასეთ უკონტროლო საქციელს `დამამცირებელი~ უწოდეს. ჯგუფის ყველაზე
უფროსმა და პატივცემულმა წევრმა, რუთმა, კარგი აღზრდა დაახასიათა სითბოს,
სწავლების, ნაზად საუბრისა და ფიზიკური სასჯელის ერთიანობად. ის მოჰყვა, რა ურჩია

72
მისმა მოხუცმა მეზობელმა ბავშვებთან მოპყრობის თაობაზე, როდესაც რუთი
ახალგაზრდა მშობელი იყო: მან ასე მითხრა: არ უყვირო შენს შვილებს... ელაპარაკე მათ
ნაზად და ტკბილად და როცა რაღაც ცუდს ჩაიდენენ და ეს არ მოგეწონება... ერთ კარგ
წკეპლას სტაცე ხელი და ისინი აღარ შეგაწუხებენ. ჰოდა, იმ დღიდან მეც ასე ვზრდიდი
ჩემს შვილებს. სხვები დაეთანხმნენ და აღნიშნეს მსუბუქი სასჯელის მნიშვნელობა.
`მხოლოდ ცოტათი მოსცხეთ მათ. შეეხეთ მათ ამით (წკეპლით). როცა ასეთ რაიმეს
აკეთებთ (მეტისმეტად უხეშად ეხებით), საკუთარ თავს ვნებთ. მშობლები ფიზიკურად
დასჯას განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როცა მათი საკუთარი ცხოვრება სტრესულია
და შვილები საშიში მეზობლებისა და თანატოლების გავლენის ობიექტები ხდებიან.
ფიზიკური სასჯელის გამოყენება ყველაზე მაღალია დაბალი სეს მქონე ეთნიკური
უმცირესობების მშობლების მიერ, რომლებიც საშუალო სეს მქონე თეთრკანიან
მშობლებზე მეტად ამართლებენ ცემას და გაწკეპლვას. მართალია, ფიზიკური სასჯელი
ბავშვისთვის უარყოფით შედეგებთანაა დაკავშირებული, არსებობს გამონაკლისებიც. ერთ-
ერთი ლონგიტუდინური კვლევისას, მეცნიერები 12 წლის განმავლობაში ადევნებდნენ
თვალს რამდენიმე ასეულ ოჯახს, დისციპლინური სტრატეგიების შესახებ აგროვებდნენ
ინფორმაციას დედებისგან ადრეულ და შუა ბავშვობაში, ხოლო დედებისგანაც და მათი
შვილებისგანაც – მოზარდობისას ყმაწვილების ქცევის პრობლემების შესახებ. მას
შემდეგაც კი, როცა მრავალი ბავშვისა და ოჯახის მახასიათებლები იქნა
გაკონტროლებული, შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: კავკასიურ-ამერიკულ ოჯახებში
ფიზიკური სასჯელი დადებითად იყო დაკავშირებული მოზარდების აგრესიასა და
ანტისოციალურ ქცევასთან, აფროამერიკულ ოჯახებში კი, პირიქით, რაც მეტად სჯიდნენ
დედები შვილებს ფიზიკურად ბავშვობაში, მით უფრო ნაკლებად ავლენდნენ ისინი
თინეიჯერულ ასაკში სიბრაზეს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ საქციელსა და
სიძნელეებს სკოლასა და პოლიციასთან (ლანსფორდ და სხვები, 2004). როგორც ჩანს,
აფროამერიკელი და კავკასიურამერიკელი მშობლები ფიზიკურ სასჯელს სხვადასხვა
საზომით უდგებიან. შავკანიანთა ოჯახებში ამგვარი

სასჯელი კულტურულად მიღებულია და, როგორც წესი, მსუბუქია, მშობლიურ


სითბოსთან ერთიანდება. მისი მიზანია ბავშვებს პასუხისმგებლობის მქონე
მოზრდილებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. მათგან განსხვავებით, თეთრკანიანი
მშობლები ფიზიკურ სასჯელს საერთოდარ თვლიან სწორად, ამიტომ, როცა მას
მიმართავენ, მეტისმეტად აღელვებულები არიან და ბავშვებში წინააღმდეგობასაღძრავენ.
ამის შედეგად შავკანიან ყმაწვილებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ გაწკეპლვა მათი
ინტერესების საუკეთესოდ დაცვაა თეთრკანიანმა ყმაწვილებმა კი იგი შესაძლოა
პიროვნული აგრესიის აქტად ჩათვალონ, ხოლო ბავშვის მიერ მშობლის მისაღებად ან
მიუღებლად აღქმა შეიძლება ფიზიკური სასჯელის მიმართ განსხვავებული მიდგომის
გრძელვადიანი შედეგი იყოს. ამ თვალსაზრისის დასადასტურებლად რამდენიმე ათასი
ეთნიკურად განსხვავებულ ბავშვისთვის, რომლებსაც სკოლამდელიდან უმცროს სასკოლო
ასაკამდე აკვირდებოდნენ, გაწკეპლვა დაკავშირებული იყო ქცევის პრობლემების

73
ზრდასთან, როცა მშობლები ცივი და მიუღებელნი იყვნენ, მაგრამ ასე არ იყო, თუკი
მშობლები თბილი და მისაღებები იყვნენ.ეს მონაცემები არ არის ფიზიკური სასჯელის
გამართლება. სასჯელის სხვა ფორმები, მაგალითად, ტაიმაუტი, პრივილეგიების გაუქმება,
ასევე ჩანართში ცოდნის გამოყენება ჩამოთვლილი დადებითი სტრატეგიები უფრო
ეფექტურია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ფიზიკური სასჯელის მნიშვნელობა და
ზემოქმედება კულტურული კონტექსტის მიხედვით მკვეთრად სხვადასხვანაირია.

სქესობრივი განსხვავებისა და გენდერული როლის განვითარება

შვედეთი გენდერული თანასწორობის იდეის ერთგულია მსოფლიოს ყველა ეროვნებას


შორის შვედეთი უნიკალურია იმითი, რა ღირებულებას ანიჭებს გენდერულ
თანასწორობას. საუკუნეზე მეტი ხნის წინ, შვედეთის მმართველმა პოლიტიკურმა
პარტიამ თანასწორობა მთავარ მიზნად გამოაცხადა. არც ერთ სოციალურ კლასს არ
უნდა გაეწია ექსპლუატაცია მეორისთვის და არც ერთ სქესს-მეორე სქესისთვის. 1960-იან
წლებში შვედეთის განვითარებულმა ეკონომიკამ ქალების დიდი რაოდენობა დაასაქმა და
დასვა კითხვა, ვინ უნდა არჩინოს ოჯახი. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე,
შვედებმა პასუხი გასცეს: როგორც მამებმა, ისევე დედებმა.

შვედური თანასწორი როლების მქონე ოჯახის მოდელი ნიშნავს, რომ ქმარსაც და


ცოლსაც კარიერის გაკეთებისას თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდე და

თანაბრად პასუხისმგებელნი იყვნენ საშინაო საქმეებსა და ბავშვის მოვლაზე. Aამ


პრინციპის დასაცავად შვედეთში მამებს 1974 წლიდან ჰჰქონდათ უფრო ხანგრძლივი

დეკრეტული შვებულება, ვიდრე მამებს რომელიმე სხვა ქვეყანაში. Gგარდა ამისა,


შვედეთმა ბავშვთა მოვლის ცენტრები უფრო მისაწვდომი გახადა. ასე რომ არ
გაკეთებულიყო ნაკლებად პრივილეგირებული კლასის ქალები იძულებული იქნებოდნენ
მხოლოდ ზრუნვითა და სახლის საქმეებით შემოფარგლულიყვნენ, რისი შედეგიც
თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგო იქნებოდა. სრული სამუშაო დღე მცირეწლოვან
ბავშვთა მშობლების ოჯახში დაძაბულობას იწვევდა, ამიტომ შვედეთმა დედებსა და
მამებს, ვისაც 8 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს სამუშაო დღე 6 საათამდე შეუმცირა. ამის
გამო მათ ძირითადი ანაზღაურება კი შეუმცირდათ, მაგრამ დამატებითი

ანაზღაურება და დახმარებები შეუნარჩუნათ. რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით


ოჯახის შვედური მოდელი ძალიან წარმატებულია. Dდედების დასაქმება ძალიან
მაღალია, მცირეწლოვანი და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დედების 80%-ზე მეტი
დასაქმებულია. ბევრია ბავშვთა მოვლის ცენტრები, რომლებიც საკმაოდ მაღალი
დონისაადა სახელმწიფოს მხრიდან კარგად ფინანსდება. მიუხედავად იმისა, რომ შვედი
მამები დედებთან თანაბრად არ ინაწილებენ სახლის საქმეებს და ბავშვის მოვლას, ისინი
მაინც უფრო მეტად არიან ჩართულები ასეთ საქმეებში, ვიდრე მამები ჩრდილოეთ
ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. შვედი მამების 70% იღებს დეკრეტულ

74
შვებულებას საშუალოდ 2 თვით, ეს უფრო მეტია, ვიდრე სხვა ეროვნების მამები იღებენ
(ჰაასი, 2003). მოახდინა თუ არა ზეგავლენა შვედეთის პროგრესულმა ოჯახმა
მოსახლეობის გენდერულ რწმენებსა და წარმოდგენებზე? შვედ და ამერიკელ
მოზარდებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მასკულინური როლის ფემინურზე
უპირატესად შეფასება შვედეთში ნაკლებად წარმოჩინდა, ვიდრე შეერთებულ შტატებში.
შვედეთის ახალგაზრდობა თითოეულ გენდერს ინსტრუმენტული და ექსპრესიული
მახასიათებლების ნარევად მიიჩნევდა. ისინი გენდერულ როლებს უფრო მეტად
აღიქვამენ დასწავლისა და დახელოვნების სფერო და არა როგორც თანდაყოლილ
მახასიათებლებს, უფლებებსა და მოვალეობებს (ენტონს-პეტერსონ, 1988). ამის მსგავსად,
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარებულ ფართომასშტაბიან სახელმწიფო კვლევებში
გამოჩნდა შვედი მოზარდების განსაკუთრებით კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
დედების დასაქმების მიმართ. მაგალითად,, უფრო მეტი შვედი, ვიდრე ბრიტანელი და
ნორვეგიელი რესპონდენტი ეთანხმებოდა, რომ `მომუშავე დედას შეუძლია დაამყაროს
ისეთივე თბილი და უსაფრთხო ურთიერთობა თავის შვილებთან, როგორც დედას,
რომელიც არ მუშაობს. შვედეთი გენდერულ თანასწორობას მაღალ ღირებულებას ანიჭებს.
ჩრდილოეთ ამერიკელი და სხვა დასავლეთ ევროპელ მამებთან

შედარებით, შვედი მამები უფრო მეტად არიან ჩართული საოჯახო საქმეებსა და


ბავშვების მოვლაში. შვედი მამა დეკრეტულ შვებულებას იღებს მისი შვილის ცხოვრების
პირველი 15 თვის განმავლობაში. ტრადიციული გენდერული ტიპიზაცია არ
აღმოფხვრილა შვედეთში, თუმცა გენდერული თანასწორობის პროგრამამ რამდენიმე
ათწლეულის განმავლობაში ნამდვილად დიდი პროგრესი გამოიწვია.

ოჯახი

აფროამერიკული გაფართოებული ოჯახი აფროამერიკულ გაფართოვებულ ოჯახს


შეიძლება თვალი მივადევნოთ უმეტესი შავკანიანი ამერიკელის აფრიკული
მემკვიდრეობიდან. ბევრ აფრიკულ საზოგადოებაში, ახლად დაქორწინებული წყვილები
არ ქმნიან ცალკე ოჯახს. ამის მაგივრად, ისინი ცხოვრობენ დიდ, მრავალრიცხოვან
ოჯახში, რომელიც მის წევრებს ყოვედღიური ცხოვრების ყველა ასპექტში ეხმარება.
მონობის პერიოდში აღმოცენებული ნათესაური კავშირებისFფართო ქსელის შენარჩუნების
ეს ტრადიცია გადავიდა ჩრდილოეთ ამერიკაში. აქედან დაწყებული, ის დაცვითი ფარის
ფუნქციას ასრულებს სიღარიბის დამანგრეველი დაღისაგან და რასობრივი ცუდი
განწყობის წინააღმდეგ აფროამერიკული ოჯახის ცხოვრების მიმართ. დღეს, უფრი მეტ
შავკანიანს, ვიდრე თეთრკანიან ზრდასრულს საკუთარი შვილების გარდა, ჰყავს
ნათესავები, რომლებიც ერთი და იმავე სახლში ცხოვრობენ. აფროამერიკელი მშობლები
უფრო ახლოს ცხოვრობენ თავიანთ ნათესავებთან და ხშირად როგორც ოჯახის წევრებს,
ისე ექცევიან მეგობრებსა და მეზობლებს, ნახულობენ

75
უფრო მეტ ნათესავს კვირის განმავლობაში და თავისი ცხოვრებისათვის უფრო
მნიშვნელოვნად ნათესავებს მიიჩნევენ (კანე, 2000). იმითი, რომ ისინი ემოციური
მხარდაჭერით უზრუნველყოფენ და ინაწილებენ შემოსავალს და არსებულ რესურსებს,
აფროამერიკული დიდი ოჯახის წევრები ეხმარებიან ერთმანეთს და მარტოხელა
მშობლებსაც სიღარიბით გამოწვეული სტრესის დაძლევაში. მრავალრიცხოვანი ოჯახის
წევრები ხშირად ეხმარებიან ერთმანეთს ბავშვის აღზრდაში, მოზარდობის ასაკში მყოფი

დედები უფრო ხშირად ამთავრებენ სკოლას, შოულობენ სამუშაოს და უფრო ნაკლებად


იმყოფებიან სოციალურ დახმარებაზე, ვიდრე ცალკე მცხოვრები მშობლები – ეს ის
ფაქტორებია, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობისთვის სასარგებლოა. მარტოხელა
დედებისთვის, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, მათი ბავშვების დაბადების
დროს, დიდი ოჯახის ცხოვრება ასოცირებულია უფრო პოზოტიურ დედა-ბავშვის
ურთიერთობასთან სკოლამდელ წლებში. მეორე მხრივ, ახლო ნათესავების დახმარებით
დამოუკიდებელი ოჯახის შექმნა დაკავშირებულია ბავშვის აღზრდის გამოსწორებულ

სისტემასთან. ეს ღონისძიება შესაძლებლობას აძლევს უფრო მოწიფულ თინეიჯერ


დედას, გამოიყენოს მშობლის უფრო ქმედითი უნარ-ჩვევები, რომელიც მან განივითარა.
ოჯახებში, რომლებიც ბავშვებს ნათესავების დახმარებით ზრდიან, შესაბამისად იზრდება
წარმატებული მშობლობის ალბათობაც, რომელიც დაკავშირებულია მოზარდების
თვითდარწმუნებულობასთან, ემოციურ კეთილდღეობასა და შემცირებულ
დელინკვენტურობასთან. და ბოლოს, დიდი ოჯახი მნივნელოვან როლს ასრულებს
აფროამერიკული კულტურის გადაცემასა და შენარჩუნებაში.

ბირთვულ ოჯახთან შედარებით, დიდი ოჯახის ღონისძიებები ხაზს უსვამს


თანამშრომლობას, მორალურ და რელიგიურ ფასეულობებს. უფროსი შავკანიანიანები,
მაგალითად, ბაბუები და ბებიები, დიდი ბაბუა-ბებია, ბავშვების განათლებას თავიანთი

აფრიკული მემკვიდრეობის საფუძველზე ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამგვარი


ზეგავლენა აძლიერებს ოჯახურ კავშირებს, იცავს ბავშვების განვითარებას და ზრდის
დიდი ოჯახის ცხოვრების სტილის შემდეგი თაობისთვის გადაცემის შანსს.

მეგობრები, მედია და სკოლა

რამდენად განათლებულები არიან ჩრდილოამერიკელი ბავშვები? ჩვენი დისკუსია


ძირითადად ეხებოდა, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს ბავშვებისა დამოზარდების
განათლებისთვის ხელის შეწყობა. დავინახეთ ამ და წინა თავებიდან, რომ ბევრი
ფაქტორი, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ზეგავლენას ახდენს სწავლის
პროცესზე. სოციალური ღირებულებები,სკოლის რესურსი,სწავლების ხარისხი, მშობლების
მიერ ბავშვების წახალისება მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეს მრავალმხრივი
დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინოა სწავლების მეთოდების
კროსკულტურული შედარებისას. აკადემიური მოსწრების კროსკულტურალური

76
გამოკვლევა კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღწევების კროს-
კულტურალურმა შესწავლამ აჩვენა, რომ ჰონგკონგში, იაპონიასა და კორეაში ყველაზე
კარგი შედეგებია. დასავლეთის სახელმწიფო კანადა ყველზე წინაა. ამერიკელი
მოსწავლეების შედეგი საერთაშორისო სტანდარტით საშუალო და საშუალოზე დაბალიც
კია. რატომ ჩამორჩებიან ამერიკელი ბავშვები სხვა ქვეყნების ბავშვებს აკადემიური
მოსწრებაში? შედარებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-ს სასწავლო პროგრამა არ არის
ისეთი საინტერესო და ფოკუსირებული, როგორც სხვა ქვეყნებისა. მოსწავლეთა 15 წლის
მოზარდების საშუალო ქულები მათემატიკაში ქვეყნების მიხედვით. მოსწავლეთა
საერთაშორისო შეფასების პროგრამამ შეაფასა სხვადასხვა ერისა და ქვეყნის მიღწევები.
იაპონიას, კორეასა და კანადას ყველაზე თვალსაჩინო მიღწევები აქვს მათემატიკაში,
ამერიკელები კი საშუალო საერთაშორისო დონეზე დაბლა აღმოჩნდნენ. მსგავსი შედეგები
იყო კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც.

• აკადემიური მოსწრება და კულტურული კონტექსტი. იაპონიასა, კორეასა და ტაივანში

ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია. კეთილდღეობისათვის არსებითია პროგრესი


მეცნიერებასადა ტექნოლოგიებში. ამიტომ ცოდნის გაღრმავება და დახვეწა სასიცოცხლო

მნიშვნელობისაა. დასავლეთთან შედარებით ეს ქვეყნები გაცილებით მეტ ფულს დებენ.

• ძალისხმევის სტიმულირება. იაპონელ, კორეელ და ტაივანელ მასწავლებლებსა და


მშობლებს სჯერათ, რომ ყველა ბავშვს ერთნაირი პოტეციალი აქვს, თუ ბეჯითები
იქნებიან და ბევრს იმუშავებენ.ჩრდილოერთ ამერიკელი მშობლები და მასწავლებლები
კი, აკადემიური წარმატებების საწინდრად ბუნებრივ ნიჭს მიიჩნევენ. სწორედ ამ
განსხვავების წყალობით აზიელი მშობლები უფრო მეტ დროს უთმობენ თავიანთი
ბავშვების მეცადინეობას, ეხმარებიან მათ საშინაო დავალებების შესრულებაში.
კოლექტივისტური ფასეულობების ზეგავლენით აზიელი ახალგაზრდები იბრძვიან
მიზნის მისაღწევად, რადგან ძალისხმევა ზნეობრივ ვალდებულებად ითვლება. ეს არის
ადამიანის პასუხისმგებლობა ოჯახისა და საზოგადოების მიმართ. ჩრდილოამერიკელი
ახალგაზრდები კი, უნდივიდუალურ პარამეტრებში ბეჯითობას განიხილავენ, როგორც
პირად არჩევანს.

• მაღალი დონის განათლება ყველასათვის. იაპონიის, კორეისა და ტაივანის დაწყებით


სკოლებში

უნარის მიხედვით დაყოფილი ჯგუფები არ არსებობს. ყველა მოსწავლე უკლებლივ


ერთნაირი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული პროგრამით სწავლობს. გაკვეთილები
კარგად ორგანიზებულია და იმგვარადაა მიწოდებული, რომ ბავშვის ყურადღება
დაიპყროს და მის მაღალი დონის აზროვნებას შეუწყოს ხელი. იაპონიის დაწყებითი
სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ წარმოაჩინა, რომ იაპონელი მასწავლებლები აშშ-ის

77
მასწავლებლებზე სამჯერ მეტ დროს უთმობენ იმ ბავშვებთან კლასგარეთა მუშაობას,
ვისაც დახმარება სჭირდება.

• მეტი დრო დაუთმეთ სწავლების პროგრამას. იაპონიაში,კორეასა და ტაივანში


სწავლების ხანგრძლივობა წელიწადში 50 დღით უფრო მეტია, ვიდრე ამერიკის
შეერთებულ შტატებში და 30 დღით მეტი, ვიდრე კანადაში. ყოველდღიურად აზიელი
მასწავლებლები უფრო მეტ დროს უთმობენ იაპონურ სკოლებში უფრო ხანგრძლივი
სასკოლო დღე დავალებების გასართობ აქტივობასთან შენაცვლების საშუალებას იძლევა.
ეს მიდგომა ხელს უწყობს სწავლის პროცესს. ერთერთი ასეთი შესვენების დროს
იაპონური დაწყებითი სკოლის მოსწავლე სიამოვნებას იღებს კალიგრაფიის ხელოვნების
გაკვეთილისგან. 8 საათიანი სასწავლო დღის განმავლობაში ეწყობა დამატებითი
შესვენებები თამაშისთვის, საველე მეცადინეობისა და კლასგარეთა აქტივობისთვის.
შესაძლოა სწორედ ხშირი დასვენებები უწყობს ხელს აზიელი ბავშვების სწავლის უნარის
განვითარებას.

აზიური გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოჯახმა, სკოლამ და


საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშავო განათლების დონის ასამაღლებლად. ბოლო
ათწლეულის განმავლობაში კანადის საერთაშორისო საგანმანათლებლო რეიტინგი
საგრძნობლად გაუმჯობესდა და საშუალოდან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა.
თუმცა არსებობს ერთგვარი არათანმიმდევლრობაც: კანადის ატლანტიკური პროვინციები
და მიმდებარე ტერიტორიები საშუალო კანადური ზღვრის ქვემოთ იმყოფებიან. თუმცა
კანადის ატლანტიკური პროვინციებს მაინც უკეთესი შედეგი აქვს,

ვიდრე აშშ-ს. დღესდღეობით აშშ უფრო მეტ დაბეგრილ ფულს დებს დაწყებით და
საშუალო განათლებაში, აძლიერებს მასწავლებლების მომზადებას. გარდა ამისა,
სკოლების უმეტესობა ზრდის მშობელთა ჩართულობას სასკოლო პროცესებში. ამ
ძალისხმევის შედეგები კარგად ჩანს საგანმანათლებლო პროგრამების ბოლოდროინდელ
ეროვნულ შეფასებებში. ოცწლიანი ვარდნის შემდეგ, აშშ-ში აკადემიური მოსწრება
ამაღლდა, თუმცა არცისე შესამჩნევად, რომ აშშ საერთაშორისო სტანდარტით გამორ-
ჩეული გამხდარიყო. წარმატებისთვის უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლის ცხოვრების
დონე და მომავალი მიზნები. როგორც შემდეგ დავინახავთ, აკადემიური სწავლების
გაუმჯობესების გარდა, განსაკუთრებული

ყურადღება უნდა დაეთმოს პროფორიენტაციულ განათლებას, რათაA დავეხმაროთ იმ


ახალგაზრდებს, ვინც კოლეჯში არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, რათა მოემზადონ
ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

78
11. იაპონელთა ეთნოფსიქოლოგია

იაპონური კულტურა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე


გამორჩეული, თვითმყოფადი და ორიგინალური. იაპონია, ასევე განთქმულია
ტრადიციებისადმი განსაკუთრებული ერთგულებითა და საოცარი ტექნოლოგიური
პროგრესით. საინტერესოა, რამ განაპირობა ამ ქვეყნის ბედის ასეთი განვითარება? ამ
კითხვაზე პასუხი უნდა ვეძიოთ იაპონელი ერის ეთნო–ფსიქოლოგიაში, რომელიც
საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა სხვადასხვა ადგილობრივი და გარეშე
ფაქტორების ზეგავლენით. ეს ფაქტორებია:

 გეოგრაფიული მდებარეობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები


 იზოლაცია – როგორც გეოგრაფიული, ასევე კულტურული და ისტორიული
 აზიიდან შესული რელიგიები – კონფუციანიზმი და ბუდიზმი
 შინტო – ადგილობრივი რელიგია

ამ ფაქტორების გავლენით ჩამოყალიბდა იაპონელი ერის ეთნიკური ფსიქოლოგია,


რომელმაც, თავის მხრივ, ბევრი რამ განაპირობა იაპონიის ისტორიასა და კულტურაში.

იაპონური ეთნოფსიქოლოგიის შემადგენელი ნაწილები, რომლებსაც განვიხილავთ, არის:

 იაპონელი ერის ღვთაებრივი წარმომავლობის რწმენა, რისი სიმბოლოცაა


იმპერატორი
 შინტო – ცხოვრების წესი
 უფროსისადმი უმცროსის უსიტყვო მორჩილება
 შრომის კულტურა
 ბუნებასთან სიახლოვე და მშვენიერების განსაკუთრებული აღქმა

იაპონელთა წარმოდგენით, ისინი მზის ქალღმერთ ამატერასუდან მოდიან. მისი


პირველი შთამომავალი იყო იმპერატორი ჯიმუ, რომელიც ჩვ.წ. 660 წ. ავიდა იამატოს
სამეფოს ტახტზე (იამატო იაპონიის ძველი სახელწოდებაა) და საფუძველი ჩაუყარა
იმპერატორთა უწყვეტ დინასტიას, რომელიც უძველესია დღეს ჯერ კიდევ მოქმედ
დინასტიებს შორის. მისი უკანასკნელი წარმომადგენელია იმპერატორი აკიჰიტო (1989 –
დღემდე).

79
ტენნო იაპონელი ერის ერთიანობის სიმბოლოა და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი
თვითშეგნების სიმტკიცეს. ეს თვითშეგნება კი, როგორც ჩანს, იმდენად მტკიცედაა
გამჯდარი იაპონელთა აზროვნებაში, რომ ის ვერ დააკნინა უცხოეთიდან შემოსულმა
ვერცერთმა იდეოლოგიამ.

იმპერატორის ღვთაებრივი წარმომავლობა შინტოს – იაპონელთა ადგილობრივი


რელიგიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ თვითონ შინტო იმდენად რელიგია არ არის,
რამდენადაც ცხოვრების წესია. იაპონელთა დამოკიდებულება რელიგიასთან მეტად
თავისებურია და ჩვენთვის – არაიაპონელებისთვის ძალიან რთული გასაგებიც. ამიტომ
მათ ხშირად ათეისტებად ან რელიგიისადმი ინდიფერენტულადაც მიიჩნევენ. „თუ
იაპონელს შეეკითხები, რანაირია მისი რწმენა, იგი ვერ გაგიგებთ. მას შეუძლია
გიპასუხოთ მხოლოდ ის, რომ ჩვეულაბათა თანახმად, დაბადებისას სახელი
შინტოისტურ ტაძარში დაარქვეს და ალბათ, უკანასკნელ გზაზე ბუდისტი ბონზები
გააცილებენ. სიცოცხლის ამ ორ უკიდურეს წერტილს შორის მას შეუძლია დროებით
ქრისტიანი გახდეს.“ (გ. ვოსტოკოვი)

შინტო ღმერთების გზას ნიშნავს. შინტოისტური წარმოდგენით, სამყარო დასახლებულია


მილიარდობით კამით. კამი შეიძლება იყოს ღვთაება, წინაპართა სული, გმირი და ა.შ.

შინტოს მიმდევარი არ შეიძლება იყოს არაიაპონელი, ხოლო იაპონელი ბუნებით


შინტოისტია. ამიტომ იაპონელისთვის სასაცილოა უცხოელი შინტოისტის იდეა. ეს
წარმოდგენა იაპონელთა გამორჩეულობის განცდის საფუძველია.

შინტო არ გულისხმობს რელიგიურ დოგმებს. მისი წესები მხოლოდ და მხოლოდ


ყოფითია: „დაიცავი სისუფთავე შენს გარშემო და მიჰყევი ბუნების კანონებს“.
შინტოისტური წარმოდგენით, შესაძლებელია ყველაფერი უწმინდურის განწმენდა.
სწორედ ამისკენაა მიმართული შინტოს ტაძრების რიტუალები. ისინი ბადებენ შეგუების,
ადაპტაციის მიდრეკილებებს. ამიტომ მას შემდეგ, რაც იაპონელი შეეწყობა იაპონურ
ტრადიციებს, მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მოდერნიზაცია. ალბათ, ამიტომაც შინტო
არ გამორიცხავს სხვა რომელიმე რელიგიის რწმენას. შესაბამისად, არც არის გასაკვირი,
რომ ჩინეთიდან და კორეიდან შესულმა ბუდიზმმა და კონფუცის მოძღვრებამ ადვილად
მოიკიდეს ფეხი იაპონიაში, მაგრამ ვერც ადგილობრივი ტრადიციები (შინტო) განდევნეს.
პირიქით, ადგილობრივმა და უცხომ ერთმანეთი შეავსეს.

„უმაღლესისა და უმდაბლესის ურთიერთობა ჰგავს ქარისა და ბალახის ურთიერთობას.


თუ ქარი დაუბერავს, ბალახი უნდა გადაიღუნოს.“ ეს კონფუცის ფრაზაა, რომელიც
კარგად ასახავს იაპონურ სოციალურ ურთიერთობათა სტრუქტურას. უფროსისადმი
უმცროსის უსიტყვო მორჩილება იაპონურ საზოგადოებაში მტკიცედ დამკვიდრებული
ტრადიციაა. ამას განაპირობებს როგორც შინტოისტური წარმოდგენები, ასევე კონფუცის
იდეები.

80
კონფუციანიზმი იაპონიაში ჯერ IV-V საუკუნეებში შევიდა კორეიდან, ხოლო VI ს.
უშუალოდ ჩინეთიდან. ამ პერიოდიდან კონფუცისეულმა ქცევის მკაცრი
რეგლამენტაციის, წინაპართა გაღმერთების, მშობელთა პატივისცემისა და უფროსისადმი
მორჩილების დოქტრინებმა მტკიცედ გაიდგა ფესვები იაპონიის შინტოისტურ ნიადაგზე.

ენის გარკვეულ თავისებურებებში კარგად აისახება ხოლმე ამ ენის მატარებელი ხალხის


ფსიქოლოგია. მაგალითად, ქართველისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნათესაურ
კავშირებს, ამიტომაც, თუ სხვა ენებში ერთი სიტყვა აღნიშნავს დეიდას, მამიდას და
ბიცოლას, ჩვენთან სამი სხვადასხვა სიტყვა გვაქვს, რომლებიც თავისთავად
განასხვავებენ ამა თუ იმ ადამიანთან ნათესაურ კავშირს. ამგვარადვე, იაპონური ენა
ასახავს უფროს–უმცროსობის იერარქიას: სხვადასხვა სიტყვა აღნიშნავს უფროს და
უმცროს ძმას და უფროს და უმცროს დას. ამასთანავე, რაიმეს მიღების ან გაცემის
აღმნიშვნელი ზმნები განსხვავდება მიმღებისა და გამცემის რანგის მიხედვით.

შინტოიზმთან ერთად იაპონელს დაბადებიდან თანდაყვება საზოგადოებრივი


ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც მისი ცხოვრების მთავარი მიზანია. აქედან
გამომდინარეობს ის საოცარი მორჩილება, რომელიც ახასიათებთ იაპონელებს და
რომელიც განაპირობებს მათი შრომის კულტურის თავისებურებებსაც. იაპონელები
განთქმულნი არიან ფანატიკური შრომისმოყვარეობით, ორგანიზებულობით, სიბეჯითით,
გამძლეობითა და ცხოვრების პირობების მიმართ ნაკლები პრეტენზიულობით. ეს
თვისებები მათ გამოამჟღავნეს ყველა ისტორიულ პერიოდში. რთული გეოგრაფიული
პირობები (კუნძულოვანი განლაგება და სამეურნეოდ ვარგისი ნიადაგის სიმცირე)
დიდწილად განსაზღვრავდა იაპონელების ამ თვისაბათა ჩამოყალიბებას.

იაპონელებს ახასიათებთ აშკარად გამოხატული ფატალიზმი. იაპონელები სკოლის


მერხიდანვე ითვისებენ თავშეკავების დებულებებს. მათ გამუდმებით შთააგონებენ, რომ
ასეთი გაგება არის ცხოვრებისეული ფილოსოფიის საფუძველი. იაპონიაში ხშირად
ურჩევენ დაიცვან ცხოვრების შემდეგი წესები: შეურიგდნენ ნებისმიერ სიტუაციას,
მოძებნონ საშუალება, რათა შეძლონ დადგენილი წესების დაცვა, თავი შეიკავონ
გართობისაგან, უბედურება საკუთარ თავს დააბრალონ. მაგ. სტიქიური უბედურებისას
იაპონელი ყოველთვის ირჩევს პასიური ლოდინის მდგომარეობას – ტეიშისეი – იმ
იმედით, რომ ყველაფერი თავისთავად გაივლის.

უსიტყვო მოჩილების ერთ–ერთი განმაპირობებელი ფაქტორი რელიგიურ


წარმოდგენებთან ერთად შეიძლებოდა ყოფილიყო სამსაუკუნოვანი სამხედრო
ტოტალირატიზმი – ტოკუგავას შოგუნატი (1603–1867). ამ დროს იაპონია ჩაკეტილ
საზოგადოებას წარმოადგენდა. ამან უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე, მაგრამ
ხელი შეუწყო ტრადიციების შენარჩუნებას. მაგალითად, ამ პერიოდში აიკრძალა
ქრისტიანობა და სხვა ყველანაირი კავშირი უცხოეთთან. ამის საპირისპიროდ
მტკიცდებოდა იაპონური ტრადიციები. მეიჯის რესტავრაციის პერიოდში მომხდარმა

81
პოლიტიკურ–კულტურულ–ეკონომიკურმა ცვლილებებმა ნაკლებად მოახდინეს გავლენა
ერის ფსიქოლოგიაზე.

1945 წლამდე იაპონია რჩებოდა ჩაკეტილ საზოგადოებად. იმპერატორმა კაპიტულაცია


გამოაცხადა. ეს დიდი დარტყმა იყო იაპონელებისთვის, მაგრამ მათ მოუწიათ შეგუება
ღვთაებრივი წარმომავლობისა და გამორჩეულობის ხატის მსხვრევასთან. თუმცა
იაპონელებმა, ისევ და ისევ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, შეძლეს მორგებოდნენ
ახალ სისტემას და დღეს იაპონია მსოფლიოს მეორე სახელმწიფოა ცხოვრების დონით
აშშ–ს შემდეგ. თუმცა ახლის შეთვისებასთან ერთად დავიწყებას არ მისცემია ძველი.
რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, იაპონელები უარს ვერ ამბობენ იმაზეც კი, რაც
თვითონვე მოძველებულად მიაჩნიათ.

შრომაშიც კი იაპონელები არ კარგავენ მშვენიერების შეგრძნებას, რაც თავიანთი


ეროვნული ხასიათის საფუძვლადაც კი მიაჩნიათ. მშვენიერების ამ განსაკუთრებული
განცდიდან გამომდინარეობს ბუნებისადმი მათი დამოკიდებულებაც. შინტოს მიხედვით,
ბუნებაში ყველაფერი ცოცხალია. იაპონელები ცდილობენ მაქსიმალურად შემოიყვანონ
ბუნება თავიანთ სახლებში და რაც უნდა ღარიბი იყოს ოჯახი, ერთი ქოთანი მწვანე
მცენარე მაინც ექნება. იაპონურ ენაში არსებობს ესთეტიკური შინაარსის ისეთი
სიტყვები, როგორიცაა „ჰანამი“ – ყვავილებით ტკბობა, „იუკიმი“ – თოვლით ტკბობა და
„ცუკიმი“ – მთვარით ტკბობა. მშვენიერებით ტკბობა იაპონელებისთვის უკვე
ტრადიციაა. აქედან გამომდინარე ისინი ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამენ გარესამყაროს
და საკუთარი შეგრძნებების კონტექსტში განიხილავენ ობიექტურსაც.

ტრადიციონალიზმი იაპონური ფსიქოლოგიის განუყოფელი ნაწილია. იაპონელები


ყველანაირად ცდილობენ უძველესი ტარდიციების – ჩაის ცერემონიის, იკაბანასა და
ტრადიციული თეატრის შენარჩუნებას. ეს სიძველეები მარადიულობის სიმბოლოა და
ცვალებად, დინამიკურ სამყაროში იაპონელთათვის საყრდენს წარმოადგენს. ხოლო რაც
შეეხება უცხოეთიდან შემოსულ სიახლეებს, იაპონელები მათ არც უარყოფენ და არც
ბრმად მისდევენ. იაპონია ადგილობრივისა და შემოსულის მუდმივი დიალოგის
ადგილია. იაპონური ტრადიციები და უცხო ხალხის ზნე–ჩვეულებები აქ ერთმანეთს
ამდიდრებს და ქმნის სრულიად უნიკალურ ახალ კულტურას. ამიტომაც არის იაპონია
ერთ–ერთი ყველაზე ტრადიციული და იმავდროულად თანამედროვე ქვეყანა.

იაპონური კულტურის მოდელები (გაგა ნიჟარაძე)

იაპონური კულტურის შესახებ სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა-ეს არის ეგზოტიკური


კულტურა, რომელსაც უცხოელი ბოლომდე ვერასოდეს ჩაწვდება. ასე იყო, სანამ ხელში
არ ჩამივარდა გამოჩენილი კულტურ-ანთროპოლოგის, რუთ ბენედიქტის წიგნი-
"ქრიზანტემა და მახვილი". ეს წიგნი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ძალიან
რთული, ძალიან უცნაური და ძლიერი კულტურა აღიწეროს ისე, რომ გაიხსნას მისი
შინაგანი ლოგიკა. მისი წაკითხვის შემდეგ ჩვენთვის გასაგები ხდება ის "უცნაურობები"

82
იაპონელთა ქცევაში, რაც ფილმში გვინახავს თუ წიგნში წაგვიკითხავს. სწორედ ამით
მოახდინა ნაშრომმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. ეს ნაშრომი გასული
საუკუნის 40-იან წლებში დაიწერა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის
დაკვეთით-იმდენად არაწინასწარმეტყველებადი იყო იაპონური არმიისა და ცალკეული
ჯარისკაცების ქცევა, რომ საჭირო გახდა მათი კულტურის შესწავლა.

ომის პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ერთ მოკლულ ჯარისკაცზე ოთხი ტყვედ


ჩავარდნილი მოდის; იაპონიის ომმა კი სრულიად ფენომენალური სტატისტიკა მოგვცა-
ერთ ტყვედ ჩავარდნილ იაპონელზე 120 მოკლული მოდიოდა: ტყვედ ვარდებოდნენ
მხოლოდ დაჭრილები, სხვები სიკვდილს ამჯობინებდნენ. მხოლოდ ომის ბოლოსკენ
შეიცვალა ეს შეფარდება ერთი ხუთთან გახდა, თუმცა, ეს მონაცემებიც ყველა ცნობილი
წესის დარღვევა იყო. მაგრამ, ამით უცნაურობები არ ამოწურულა. დატყვევებული
იაპონელი ჯარისკაცები უცბად გადაიქცეოდნენ "სამაგალითო" ტყვეებად-ყველაფერს
"ფქვავდნენ" და დიდი მონდომებით ასრულებდნენ ყველანაირ ბრძანებას. გმირული
სიკვდილის არჩევანი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სანიმუშო ტყვეობა არანაირ
შესაბამისობაში არ მოდიოდა ერთმანეთთან. ამავე დროს, თავად იაპონელები
წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდნენ ამერიკელი ტყვეების მიმართ. სწორედ ამ
უცნაურობების გამო შეუკვეთეს ბენედიქტს ეს წიგნი. ავტორმა ნაშრომი ისე დაწერა,
რომ იაპონიაში არც ერთხელ ყოფილა. მან უზარმაზარი მასალა ამოიღო ამერიკაში
მცხოვრები იაპონელებისგან, ჩაიწერა ინტერვიუები და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს წიგნი
დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად იაპონური კულტურის შესახებ.

იაპონური კულტურის თავი და თავი ორი რამაა: იერარქია და წესრიგი. იერარქია და


წესრიგი ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს. შვილმა არ შეიძლება მისცეს მამას
უბრალო შენიშვნაც კი, ვთქვათ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ანდა არ დაემორჩილოს
მას. თუ ჩემი ბავშვობის მეგობარი სამხედროა, მე შემიძლია მასთან ფამილიარულად
მოვიქცე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სამხედრო ფორმა არ აცვია,
წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უნდა ვიყო ძალზე ფორმალური და პატივისცემით
გამსჭვალული. ევროპულად ჩაცმულ ქალს შეიძლება გზა დაუთმო, ხოლო თუ კიმონო
აცვია, თავად უნდა გაგატაროს – იაპონური წესი სწორედ ასეთია, ევროპული
ტანისამოსი კი მის მტარებელს სოციალურ როლს, ქცევის წესსაც უცვლის.

იაპონელი დედები ბავშვებს ზურგზე მოკიდებულს ატარებენ. თუ ვინმე პატივსაცემი


პიროვნება შემოვიდა, დედა თვითონ ხომ უკრავს თავს და ბავშვსაც თავს აკვრევინებს
ხელით. ასე ბავშვიც სულ ჩვილობიდან ეჩვევა უფროსებისადმი პატივისცემის
გამოხატვას. მოყვანილი მაგალითები გარკვეულად ნათელს ჰფენენ იაპონელი ტყვეების
ქცევას. ისინი ხვდებოდნენ ახალ იერარქიულ სისტემაში (ტყვე–ზედამხედველი), სადაც
უფროსი – ამერიკელია, უფროსს კი უნდა დაემორჩილო, ასეა მოწყობილი სამყარო.
შებრუნებული სიტუაცია იყო ამერიკელი ტყვეების შემთხვევაში–იაპონელებს
შეურაცხყოფდა და ანრისხებდა ის, რომ ამერიკელები "თავაწეული» შეჰყურებდნენ მათ,

83
იცინოდნენ კიდეც, რაც იაპონური გაგებით, არანაირად არ შეესაბამებოდა ტყვის
სტატუსს.

როდესაც იაპონელებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ძალიან დიდი ტერიტორიები


დაიპყრეს (მთელი კორეა, ფილიპინები, ჩინეთის ნაწილი და ა.შ.), მათ გულწრფელად
უკვირდათ, რომ დაპყრობილი ხალხები სიხარულს არ გამოხატავდნენ დამპყრობლების
მიმართ. თავიანთი გაგებით, მათ პატივი მიაგეს დაპყრობილებს იმით, რომ იერარქიაში
ჩასვეს, თუნდაც, სადღაც დაბალ დონეზე; ისინი ხომ იმპერატორის ქვეშევრდომები
ხდებოდნენ და თავისი ადგილი მოიპოვეს...

როგორც ვხედავთ, იაპონიაში ძალიან დიდი ღირებულებაა საკუთარი ადგილის


დაკავება და ამ ადგილის შესაბამისად მოქცევა.

ახლა მე დავესესხები არა ბენედიქტს, არამედ ფერნან ბროდელს, ფრანგ ისტორიკოსს.


იგი ჩინური და იაპონური კულტურების კარგ შედარებას გვაძლევს და ამბობს, რომ
ჩინური კულტურა უფრო “დემოკრატიულია”; ფეოდალურ იაპონიაში აბსოლუტურად
გამორიცხული იყო, რომ შვილს მშობლებისგან განსხვავებული პროფესია აერჩია; თუ
ხაბაზი იყავი, შვილიც ხაბაზი უნდა ყოფილიყო, თუ ყაჩაღი, შვილიც ყაჩაღი და ა.შ.
განსხვავებით იაპონიისგან, ჩინეთში შესაძლებელი იყო თეორიულად და, ხშირად,
პრაქტიკულადაც, რომ გლეხის შვილი მანდარინი გამხდარიყო. თუ ჩინელი გლეხი
მოულოდნელად გამდიდრდებოდა, იგი პირველ რიგში შვილს აძლევდა განათლებას.
ნასწავლი ახალგზარდა, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკურ კარიერას იკეთებდა და, პრინციპში,
შეეძლო მაღალი რანგისთვისაც მიეღწია. ამგვარი რამ იაპონიაში სრულიად
გამორიცხული იყო; მაგრამ, ასეთი ვიწრო სოციალური საზღვრების გამო, იაპონელები
უმაღლეს ოსტატობას აღწევდნენ თავიანთ სფეროში, იქნებოდა ეს პურის ცხობა,
მჭედლობა თუ ნებისმიერი სხვა რამ. იაპონურმა კულტურამ ამის გამო
ტექნოლოგიურად ბევრად გაუსწრო ჩინეთს.

მიუხედავად იაპონიის ერთი შეხედვით მისტიურობისა და იქ ძალიან გავრცელებული


ცრურწმენებისა, მთელი კულტურა ორიენტირებულია ამქვეყნიურ ცხოვრებაზე.
სიკვდილის შემდეგ რა ხდება, იაპონელებს არ აინტერესებთ. ისინი წინაპრებს თაყვანს
სცემენ, მაგრამ ჩინელებივით სერიოზული კულტი არა აქვთ. მაგალითად, თუ საფლავის
ქვაზე გაკეთებული იეროგლიფები და წარწერა ჩამოცვივდა, აღარ აღადგენენ.
საგვარეულო ხესაც ადგენენ არა ზევიდან, როგორც ტრადიციულად ევროპაში, არამედ
ქვევიდან. რაც ხდება, ხდება აქ, ამქვეყნად არის ჯოჯოხეთიც და სამოთხეც.

საინტერესოა, რომ იაპონელებისთვის, ფაქტობრივად, არ არსებობს კარგის და ცუდის


ცნება. მითოლოგიაშიც კი არ არის ცუდის და კარგის შეჯახება. იაპონიაში ძალიან
უყვართ მითოლოგია. იაპონელი იმპერატორები ქალღმერთ ამატერასუს შთამომავლებად
ითვლებიან. ამატერასუს ძმა ძალიან პოპულარული მითოლოგიური ფიგურაა. იგი
"ხულიგანი» ღმერთი იყო, თავის დას ისეთ საშინელებებს უკეთებდა, რომ ჩვენი

84
გაგებით, ულაპარაკოდ, ამაზრზენ პერსონაჟად ჩაითვლებოდა, იაპონიაში კი დიდი
სიმპატიით სარგებლობს.

ერთი შეხედვით, ძალიან ძნელი გასაგებია იაპონელების ცხოვრების წესი-აქვთ


იერარქია, მაგრამ ეს არ არის ავტორიტარიზმი. მამა ოჯახში აბსოლუტური ღმერთია,
მაგრამ არ არის ავტორიტარული-ხელებს არასოდეს აბაკუნებს და ძალაუფლებას
ბოროტად არ იყენებს. გენდერული ასპექტით, სოციალურად მამაკაცი და ქალი იმდენად
გამოყოფილია ერთმანეთისგან, რომ არ არსებობს სიტყვა მშობელი, არსებობს დედა და
მამა. მათი ფუნქციები და სოციალური სტატუსი ძალიან განსხვავებულია. XX
საუკუნეში, როდესაც ქალების თანასწორუფლებიანობაზე ლაპარაკი დაიწყო, ამან დიდი
სკანდალი და ბევრი სიცილი გამოიწვია. საკმაოდ დამახასიათებელია ერთი ეპიზოდი-
იაპონიაში ქალების კოლეჯის გახსნა უნდოდათ, სადაც ძირითადად უცხო ენებს
შეასწავლიდნენ. დაისვა შეკითხვა: რად უნდა ქალს უცხო ენის სწავლა? ერთ-ერთი
გამამართლებელი არგუმენტი ასეთი იყო: წარმოიდგინეთ ცოლი, რომლის ქმარი
განათლებულია, ბევრი ენა იცის და სახლში ბევრი წიგნები აქვს. ცოლი რომ სახლს
დაალაგებს და მტვერს გადაწმენდს, ხომ უნდა იცოდეს ენა, რომ წიგნი სწორად
დადოს?! თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ქალი გაცილებით სერიოზულ როლს ასრულებს,
ვიდრე ეს გარედან ჩანს. ოჯახურ ბიუჯეტს, როგორც წესი, ქალი განაგებს. ერთი
ავტორი აღწერს ასეთ სცენას: გლეხი მოლაპარაკებას აწარმოებს ვაჭართან, ისინი
მაგიდასთან სხედან, გვერდით კი გლეხის ცოლი ზის. პერიოდულად, როცა რაღაცაზე
ვერ თახმდებიან, ქალი ქმართან მიდის, ყურში რაღაცას უჩურჩულებს და თავის
ადგილას ჯდება. ქმარს რეაქცია არა აქვს, ცოტა ხნის მერე, ვაჭარს ცოლის მიერ
შეთავაზებულ წინადადებებს, როგორც თავისას, ისე სთავაზობს.

აბსოლუტური გაიგივება ხდება პიროვნებისა სოციალურ როლთან. თუ მე ჩემი


მასწავლებელი რაიმე შეცდომაზე გამოვიჭირე, ეს მასწავლებელი თავს მოიკლავს და
შეცდომას არ აღიარებს, წიგნიც რომ მოვუტანო. თუ აღიარა, საკმაო საბაბია იმისთვის,
რომ თავი მოიკლას. არ შეიძლება მოსწავლემ მასწავლებელზე მეტი იცოდეს, არ
შეიძლება სტუმარს სახლის ტანისამოსში შეხვდე. თუ ვინმე მოულოდნელად სტუმრად
გეწვია, ტანთ უნდა გამოიცვალო და მხოლოდ შემდეგ შეეგებო; ზოგჯერ ტანსაცმლის
გამოცვლა სტუმრის თვალწინ ხდება.

სადღაც XVI-XVII საუკუნემდე იაპონიაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა სისხლიანი


შიდა ომები; ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ტოკუგავას გვარმა გამარჯვება არ მოიპოვა,
სიტუაცია არ დააწყნარა და ტოკუგავები ე.წ. სეგუნები (მმართველები) არ გახდნენ.
სეგუნები ფეოდალური მმართველები არიან, თუმცა, მათზე მაღლა იმპერატორი დგას.
მაგრამ, იმპერატორი ტოკუგავას ეპოქაში, XIX საუკუნემდე აბსოლუტურად ნომინალური
ფიგურა იყო და მთავარმმართველი სეგუნი იყო. ეს წმინდა ფეოდალური, ძალიან
იერარქიზებული წყობის საზოგადოება საინტერესოა იმით, რომ მასში, ფაქტობრივად,
ადგილი არ ჰქონია კლასობრივ ბრძოლებს, აჯანყებებს-იერარქიის პრინციპი იმდენად

85
იყო გამჯდარი, რომ აზრიც არ ჩნდებოდა ფეოდალის წინააღმდეგ გამოსვლის შესახებ.
ამ ეპოქაში ზუსტად იყო გაწერილი, რამდენი პროცენტი უნდა გადაიხადოს გლეხმა. ეს
ძალიან დიდი პროცენტი იყო, დაახლოებით-70. ხშირად ფეოდალი ამასაც არ
სჯერდებოდა და გლეხს უფრო მეტს ართმევდა. იმდენად საშინელი სიღატაკე იყო,
სტუმარი რომ მოდიოდა და (უკაცრავად) გლეხის კარ-მიდამოზე ისაქმებდა, დიდ
პატივად ითვლებოდა, რადგან სასუქი იყო. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც
გლეხები იერარქიას არღვევდნენ, საჩივრებსა და არზებს აწვდიდნენ ზემდგომ ფეოდალს.
გლეხი სპეციალურად მიდიოდა ქალაქში და ზოგჯერ ახერხებდა სეგუნისათვის არზის
მიწვდენას. არანაკლებ საინტერესოა, რომ 50 პროცენტამდე ასეთი საჩივრებისა
კმაყოფილდებოდა-სეგუნი ფეოდალის ასალაგმავად გარკვეულ ღონისძიებებს
მიმართავდა და ა.შ. მაგრამ-იერარქია უპირველეს ყოვლისა!-გლეხი, რომელმაც ეს
საჩივარი მიიტანა, სიკვდილით ისჯებოდა. გლეხმა ეს იცოდა და მაინც მიდიოდა
სიკვდილზე, რადგან ფეოდალი წესრიგს არღვევდა, წესრიგი კი თვით სიცოცხლედ
ღირს.

რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, იაპონიაშიც სიკვდილი არ უყვართ, მაგრამ


გაცილებით "ნაკლებად არ უყვართ», ვიდრე სხვა კულტურის წარმომადგენლებს.
სამურაისთვის სიკვდილში არაფერია განსაკუთრებული, იგი ისეთივე ჩვეულებრივი
რამაა, როგორც სიცოცხლე. იამამოტოს, სამურაების იდეოლოგს, ეკუთვნის გამონათქვამი:
სიცოცხლესა თუ სიკვდილს შორის არჩევანი დადგა, უყოყმანოდ აირჩიე სიკვდილი.
ხარაკირის გაკეთების, ანუ მახვილით თავის მოკვლის უფლება მხოლოდ და მხოლოდ
სამურაის, აზნაურობის წარმომადგენელს ჰქონდა. როგორი იყო იდეალური ხარაკირი?
თუ თქვენ სამურაი ხართ და გადაწყვიტეთ ხარაკირის გაკეთება, დილას ბრინჯიან
ფიალაში ვერტიკალურად არჭობთ ბრინჯის ჯოხებს, იცვამთ ყველაფერ ახალს, კარგი
იქნება თუ დაწერთ ლექსსაც-ჰოკკუს-ამაოების შესახებ, უკანალში იდებთ ბამბას, რომ
პროცედურის დროს მარცხი არ მოგივიდეთ; ამის შემდეგ მოკლე მახვილით იფატრავთ
მუცელს, თქვენი საუკეთესო მეგობარი კი, თქვენდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად,
გრძელი მახვილით გკვეთავთ თავს. "საუკეთესო» შემთხვევაში თავი კანზე ეკიდება, რაც
მეგობრის ვირტუოზობისა და თქვენს მიერ კარგი მეგობრების არჩევის უნარის ნიშანია.

კიდევ ერთი დამახასიათებელი ეპიზოდი. 20-იან წლებში ერთი ლიბერალი პოლიტიკოსი


იაპონიაში დაბრუნდა ევროპაში დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ და ერთ-ერთ
ინტერვიუში აღნიშნა, რომ უხარია დაბრუნება, რადგან ძალიან მოენატრა ცოლი. ამ
ფაქტმა გამოიწვია სკანდალი, რადგან იაპონელებისთვის ცოლი არ არის ის ფიგურა,
რომლისადმი სიყვარული შეიძლება გამოხატო. მას რომ ეთქვა, მშობლები მომენატრაო,
ან, სულაც, ფუძიამა, ეს მისაღები იქნებოდა.

რუთ ბენედიქტის შემდეგ იაპონიას აკუთვნებენ ე.წ. "სირცხვილის კულტურებს»,


დასავლეთი კი "ბრალის კულტურაა». სირცხვილი არის ურჩხული, რომელიც თან სდევს
ყველა იაპონელს. ამიტომაც ამბობენ, რომ იაპონელის ჯოჯოხეთი აქ არის. იგი

86
ქრისტიანივით ვერ წავა აღსარებაზე და ვერ მოინანიებს ცოდვას, სხვას ვერ გაუზიარებს
სირცხვილის მიზეზს. თუ შერცხვი, მორჩა და გათავდა, მნიშვნელობა არ აქვს, კარგი
განზრახვა ჰქონდა თუ ცუდი. საქციელი ფასდება მხოლოდ და მხოლოდ შედეგით; თუ
შენ კარგი გინდოდა და ცუდი ჩაიდინე, ე.ი. ცუდად გაიაზრე.

იაპონელები ზრუნავენ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც, რათა ადამიანი
არ ჩავარდეს სირცხვილის მდგომარეობაში. ერთი ჩემი მეგობარი იაპონიაში იმყოფებოდა
და მის საპატივცემულოდ უნივერსიტეტში, კათედრაზე წვეულება მოაწყვეს. წვეულებაზე
სინზე დალაგებული ჭიქები შემოიტანეს რაღაცა სასმელით, იქვე იდო ყინულის პატარა
ნაჭრები. პირველ რიგში, როგორც სტუმარს მას მიართვეს, მან კი ყინული სასმელში
ჩააგდო; ყველამ იგივე გაიმეორა. ერთი კვირის შემდეგ კი გაიგო, რომ თურმე ეს
ყინული ხელის დასაბანად ყოფილა განკუთვნილი, მაგრამ იმის გამო, რომ სტუმარს
თავი უხერხულად არ ეგრძნო, სხვებმა "სახე შეუნარჩუნეს».

ჩემმა სომეხმა კოლეგამ მომიყვა ერთი კომიკური ეპიზოდი, რომლის ჭეშმარიტი


ქვეტექსტი ჩემთვის ცხადი გახდა მხოლოდ რუთ ბენედიქტის წიგნის წაკითხვის
შემდგომ. ორი იაპონელი ბიზნესმენი სომხეთში ჩავიდა, სუფრა გაუშალეს, რომელზეც
სხვა კერძებთან ერთად ბევრი მოხარშული კვერცხი დადეს. ამ დროს, ორი
ადგილობრივი მოხელე იმდენად ვერ იტანს ერთმანეთს, რომ ან თავს არიდებდნენ
ერთმანეთს, ან როგორც კი ხვდებოდნენ, იმწამსვე ხელჩართულ ჩხუბს იწყებდნენ.
ხსენებულ წვეულებაზე ორივე მივიდა, სათანადოდ გაფრთხილებული, თან ერთ-ერთი
თამადა იყო. ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ბოლოს თამადამ ვერ მოითმინა და
გადაკვრით რაღაც "უჩხვლიტა» თავის მოწინააღმდეგეს. იმან ხელი დაავლო კვერცხს,
დაუმიზნა, მაგრამ "დაამუხრუჭა», შემოუარა მაგიდას, შუბლზე შეაზილა და გავიდა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. უცებ ადგა იაპონელი, აიღო კვერცხი, მივიდა
თამადასთან, შუბლზე კვერცხი დაუჭახუნა და გავიდა. მეორემაც იგივე გააკეთა. ყველამ
იფიქრა, რომ იაპონელებმა ჩათვალეს, ამ ქვეყანაში ასეთი ტრადიცია არის, სუფრის
ბოლოს თამადას მოხარშული კვერცხი უნდა შეამტვრიო შუბლზე. სინამდვილეში
იაპონელები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე და
ვირტუოზული სვლა გააკეთეს-იმის გამო, რომ იაპონური კრიტერიუმებით იერარქიით
მაღლა მდგომი ადამიანი, მასპინძელი და სუფრის ხელმძღვანელი, თანაც სტუმრების
წინაშე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო, თავები გაიბრიყვეს–
ვითომ კვერცხის ჩარტყმა ადათი ეგონათ.

იაპონელი რომ იბადება, მას იმთავითვე უზარმაზარი ვალი აქვს, ვალი, რომელსაც
ვერასდროს გაისტუმრებს. ეს არის ვალი იმპერატორისა და მშობლების წინაშე. არის
სხვა ვალებიც, რომელთა გასტუმრება შესაძლებელია. არსებობს პასუხისმგებლობების
სფეროები, რომელთაც ცალ-ცალკე სახელები ჰქვია, თითოეული გარკვეულ
ვალდებულებებთანაა დაკავშირებული. ესაა ვალდებულება შენი სახელის, ახლობლების,
მეგობრების, სამუშაოს და ა.შ. წინაშე. ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ორ სფეროს

87
შორის კონფლიქტს აქვს ადგილი. ამ მხრივ იაპონური სულისათვის ძალიან კარგად
გასაგები იქნება ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი"-კონფლიქტი პირად
ვალდებულებებსა და სოფლის ტრადიციებს შორის. გასაგები იქნებოდა, აგრეთვე,
"ხევისბერი გოჩა". მეორეს მხრივ, ალუდა ქეთელაური იაპონელისთვის სუსტი
პიროვნებაა, რომელიც აჰყვა თავის პირად გრძნობებს, მოეწონა ვიღაც და ამის გამო წინ
აღუდგა საუკუნოვან ტრადიციებს. ასეთივე სუსტი პიროვნება, იაპონური
კრიტერიუმებით, არის ავთანდილი, რომელმაც პირადი გრძნობების გამო სიუზერენი
მიატოვა.

იმის გამო, რომ იაპონელებს ამდენი ვალდებულებები აქვთ, ძალიან ალმაცერად


უყურებენ სპონტანურ კეთილ საქციელს. მაგალითად, თქვენ თუ ქუჩაში დაეცით და
დახმარება გჭირდებათ, ძალიან დაფიქრდებიან, სანამ ხელს გამოგიწვდიან, და პირველ
რიგში თქვენზევე ზრუნვის გამო. საქმე იმაშია, რომ ამაგი, იაპონურად «გირი» (ამ
შემთხვევაში დახმარება) აუცილებლად უნდა გადაუხადოთ. იმდენი «გირი» გაქვს
გასასტუმრებელი, რომ კიდევ აღარ გინდა დაიმატო. ზოგ შემთავევაში, დახმარება
შეურაცხყოფადაც შეიძლება აღიქვან, რადგან ჩათვლიან, რომ გამორჩენის გამო, "გირის»
აუცილიბელი დაბრუნების იმედით ეხმარები.

საინტერესოა, რომ ჩინურ კულტურაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ღირებულებად


ითვლება ე.წ. "ჟენი» ანუ კეთილგანწყობა. უნდა გაიზიარო გვერდზემდგომის ჭირი თუ
ლხინი, მიეხმარო მას. ეს მოდის შინაგანი კულტურიდან. იაპონიაში იგივე ცნებამ,
"ჟენმა» ტრანსფორმაცია განიცადა და უარყოფითი კონოტაცია მიიღო; იაპონელისათვის
"ჟენი» ნიშნავს იმის გაკეთებას, რაც არ გევალება, მათ შორის, მაგალითად, დახმარებას
უცხოსადმი.

რაც გევალება, ის ულაპარაკოდ უნდა გააკეთო, თან ისე, რომ გჯეროდეს მისი სისწორე.
იგივე ჩემი მეგობარი ამბობს: „ერთ იაპონელთან ერთად მივდიოდი ქუჩაში, წინ დიდი
ბანკი იდგა და ვიკითხე, ნეტა ძნელია ამ ბანკის გაქურდვაო?! იაპონელი ჩავარდა
საშინელ შოკში, როგორ შეიძლება ასეთი აზრი, საერთოდ, თავში მოგივიდესო. მათთვის
ასეთ რაღაცზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ადამიანის ბუნება კეთილია (უფრო ზუსტად,
სწორია), მას უბრალოდ გავარჯიშება სჭირდება; შენს შინაგან ბუნებას უნდა მიენდო და
ყოველთვის "სწორად» მოიქცევი“.

ამიტომ, იაპონელები დამცინავად და ეჭვით უყურებენ ხალხებს, პირველ რიგში


ჩინელებს და ევროპელებსაც, რომლებთაც აქვთ სახელმძღვანელო მცნებები-იქნება ეს
ათი მცნება, თუ კონფუცის გამონათქვამები, ანუ გარედან მოსული კანონები. მათი
აზრით, ყველა ადამიანს ერთი რამ სჭირდება-სულის დაუღალავი "გაპრიალება»,
მუდმივი ვარჯიში, რიტუალების შესრულება და ა.შ. ამას "სულის გაპრიალებას» ეძახიან.
თუკი სული "გაპრიალებული» გაქვს "არასწორ» საქციელს უბრალოდ ვერ ჩაიდენ.

88
საშინელი შეურაცხყოფაა, მე თქვენ რაღაც გაჩუქეთ, თქვენ კი საპასუხოდ უფრო
ძვირფასი რამ მომართვით. ამით მე მავალდებულებთ და მაჩვენებთ, რომ ჩემზე მაღლა
დგეხართ. საჩუქრების გაცვლა-გამოცვლის წესები ძალზე დახვეწილია, საპასუხო ძღვენი
აბსოლუტური სიზუსტით უნდა უდრიდეს მიღებულის საფასურს, თუ გადაამეტე,
საჩუქრის ადრესატს შეურაცხყოფ, თუ დააკელი – შენი სირცხვილია.

არის ერთი პოპულარული მოთხრობა, რომლის სიუჟეტი ასეთია: ახალგაზრდა


მასწავლებელი ჩადის პატარა ქალაქში. იქ კოლეგასთან ერთად ქუჩაში სეირნობს და
კოლეგა მისთვის ყინულიან წყალს ყიდულობს, რომელშიც ერთ სენს, ანუ ძალიან
ცოტას, იხდის. შემდგომ ირკვევა, რომ კოლეგამ გმირის შესახებ ბოროტად იჭორავა. და
იწყება გმირის უმძიმესი განცდები, ემოციათა ქარიშხალი იმის გამო, რომ მას ბოროტი
კაცის ვალი აქვს. მოთხრობა იმით მთავრდება, რომ გმირი უგდებს ჭორიკანას ამ ერთ
სენს.

ერთი ამერიკელი წერს, როგორ შეუკვეთეს იაპონელებმა ნაშრომი, რომელიც მან


შეასრულა, გაუგზავნა, მიიღო ანაზღაურება, მაგრამ არანაირი წერილი ნამუშევრის
შეფასების შესახებ ან რაიმე მადლობა არ მიუღია. გაუკვირდა, რადგან კარგად იცნობდა
იაპონელებს. ბოლოს მისი შემკვეთი ჩამოვიდა და სამასი ნერგი საკურა ჩამოუტანა. ეს
ძალიან ძვირფასი საჩუქარია იაპონელებისთვის. როგორც გამოირკვა, დრო სპეციალურად
გაწელეს, რათა შემკვეთს უფრო ძვირფასი საჩუქრის გაკეთების უფლება ჰქონოდა,
დროის სვლასთან ერთად საჩუქრის ღირებულებაც იზრდება, თუ შეიძლება ითქვას,
პროცენტი ემატება.

კიდევ ერთი სიუჟეტი, ამჯერად ოჯახური ურთიერთობების შესახებ. არის სოფლის


სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ცოლი, შვილი და დედა ჰყავს. სოფელი ფულს
აგროვებს, რომ თავის თანასოფლელი გოგონა საროსკიპოდან გამოისყიდონ. ამ ფულს
მასწავლებელს აბარებენ, მისი დედა კი, სრულიად გაურკვეველი მოტივებით, ამ ფულს
იპარავს. შვილმა იცის ქურდის ვინაობა, მაგრამ კრინტსაც არ ძრავს და დანაშაულს
საკუთარ თავზე იღებს, მე მოვიპარეო. ამას იგებს მასწავლებლის ცოლი, წერს წერილს,
რომ მან კი არა, მე მოვიპარეო და თავს იხრჩობს ბავშვთან ერთად. დედის
ბრალიანობის საკითხი დღის წესრიგში არც კი დგება. იგულისხმება, რომ ყველა
პერსონაჟი მოიქცა "სწორად», შესაძლებელია, დედის გარდა, რომლის
არამოტივირებული ქურდობა, როგორც ჩანს, მხოლოდ ინტრიგისათვისაა შემოტანილი.

მთელი კლასიკური იაპონური ლიტერატურა სავსეა ისეთი სიუჟეტებით, რომელიც


ჩვენთვის ძალიან უცნაური და უჩვეულოა. მაგალითად, სეგუნი ორ თავის სამურაის
აჩვენებს მახვილს, ვერ გავარკვიე, რომელი ოსტატის გაკეთებულიაო და იქნებ თქვენ
დამეხმაროთო. ერთი ერთს ამბობს, მეორე–მეორეს, ვერ შეთანხმდნენ; მოიყვანეს
ექსპერტი და აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი მართალი იყო. მეორემ ეს საშინელ

89
შეურაცხყოფად მიიღო, ჩათვალა, რომ იგი დაამცირეს სეგუნის წინაშე და იმდენი ქნა,
რომ მართალი მოკლა.

ასეთი სიუჟეტები ძალიან ხშირია იაპონურ ლიტერატურასა და კინოში. ერთ-ერთი


კლასიკური ნაწარმოებია, შეიძლება ითქვას, იაპონური "ვეფხისტყაოსანია", "თქმულება
ორმოცდაშვიდი რონინი“ შესახებ (რონინი "უპატრონო», სიუზერენის გარეშე დარჩენილი
სამურაია). სიუჟეტის მიხედვით, ფეოდალს ჰყავს ასი სამურაი და სეგუნთან გამართულ
ცერემონიაზე უნდა წავიდეს. აქ მთავრი გმირია მისი პირადი მრჩეველი, ბრძენი
სამურაი, რომელიც იმ მომენტში იქ არ იმყოფება. ფეოდალმა რიტუალის ელემენტები
არ იცოდა და რჩევა ჰკითხა სეგუნის მრჩეველს, ვეზირს, როგორ უნდა ჩავიცვაო? მან
არ იცოდა, რომ ვეზირი ამგვარი კონსულტაციებისათვის ქრთამს იღებდა და არასწორი
რჩევა მიიღო, რის შედეგადაც მიღებაზე სახალხოდ შერცხვა. რომ მიხვდა ამას, ხმალი
ამოიღო და ვეზირს ჩაარტყა, მაგრამ ვერ მოკლა. ატყდა ერთი ალიაქოთი. ფეოდალს
ხარაკირი მიესაჯა და მთელი ქონება ჩამოერთვა, ვინაიდან სეგუნის კარისკაცი ხელჰყო.
ამასობაში ჩამოდის მისი მრჩეველი, იგებს მთელ ამ ამბავს; ფეოდალი თავს იკლავს.
ასმა სამურაიმ იცის, რომ შური უნდა იძიოს, ეს ძალიან კარგად იცის ვეზირმაც და
ამიტომ აძლიერებს დაცვას. მრჩეველს უნდა, კარგი სამურაები აირჩიოს, ასივეს კრებს
და ეკითხება, როგორ გავიყოთ მათთვის განკუთვნილი ფული, პროპორციულად, ანუ
თანამდებობების მიხედვით, თუ თანაბრად. ნაწილმა თქვა პროპორციულადო, ნაწილმა-
თანაბრად. ვინც თქვა პროპორციულად, იმათ მრჩეველმა გადაუხადა და გაათავისუფლა
შურისძიების ვალდებულებისაგან, რადგან ჩათვალა, რომ მათ ფული ზედმეტად
უყვარდათ. ვინც თქვა თანაბრადო, ისინი დაიტოვა. სულ 47 კაცი დარჩა. შეიმუშავეს
შურისძიების გეგმა და გადაწყვიტეს მტრის ყურადღება მოედუნებინათ. დაიწყეს
აღვირახსნილი ცხოვრება, ლოთობა, საროსკიპოებში სიარული, ყველანაირად დაკარგეს
სამურაის სახე. ბევრი სახლიდან გამოყარეს სიმამრებმა. ბოლოს, ყველა დაიჯერებს, მათ
შორის ვეზირიც, რომ ორმოცდაშვიდივე საბოლოოდ გადაგვარდა და შურისძიებაზე
აღარც ფიქრობენ. სწორედ ამას ელოდნენ ჩვენი გმირები. სამურაები შეიპარებიან
ვეზირის კარ-მიდამოში, იჭერენ მას და ბოლო შესაძლებლობას აძლევენ _ თავი
მოიკალიო. ვეზირი თავისი ლაჩრობის გამო უარს ამბობს და გაქცევას ცდილობს; მას
თავს აჭრიან და ფეოდალის საფლავზე მიაქვთ. მაგრამ ახლა სეგუნის წინაშე დგება
მძიმე დილემა: ხალხი რონინებს გმირებად რაცხავს, თანაც მათ პირნათლად
შეასრულეს ვასალური ვალდებულება, მაგრამ მეორეს მხრივ კი მრჩეველი მოუკლეს.
საბოლოო ჯამში სეგუნს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც იაპონური
მართლმსაჯულების და სიბრძნის ეტალონად ითვლება. რონინებს მიესაჯათ საპატიო
ხარაკირი და ისინიც ერთმანეთს თავებს აჭრიან. ამ ტექსტს დღემდე ასწავლიან ბავშვებს
8 წლის ასაკიდან.

ახლა, მოკლედ, ბავშვის აღზრდის წესებზე. არსებობს აზრი, რომ იაპონელ ბავშვებს 7-8
წლამდე არაფერს უშლიან. ეს მთლად ასე არ არის. ბევრ რამეს პატიობენ, მათ შორის

90
მშობლების მიმართ აგრესიასაც, მაგრამ ადრეული ასაკიდან აჩვევენ, რომ, მაგალითად,
ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, ასწავლიან ჰიგიენის წესებს. საერთოდ, ითვლება, რომ
სწრაფი ჭამა და, უკაცრავად, სწრაფი დეფეკაცია-იაპონური ღირსებებია. ბავშვი რომ
იბადება, სამი დღის განმავლობაში არ აჭმევენ და ნამდვილი რძის გამოჩენას
ელოდებიან.

ითვლება, რომ ბავშვის კვების პერიოდში დედა წარმოუდგენელ სექსუალურ


სიამოვნებას იღებს, ამიტომ, თუ ბავშვის კვების მიღებულ ვადებს გადააცილებს, ცოტა
ალმაცერად უყურებენ. ბავშვი უფრო ადრე იწყებს ლაპარაკს, ვიდრე სიარულს.
გოგონებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან სწორად ძილს, ანუ ზურგზე. თუ ვინმემ ნახა,
რომ მძინარე ქალი ზურგზე არ წევს, დიდ სირცხვილად ითვლება. ასევე სირცხვილია
პირისპირ ჭამა. ამის გამო, თუ მატარებელში სხედან და სკამები ერთმანეთის პირდაპირ
დგას, შეიძლება 5_6 საათი იმგზავრონ და საჭმელს პირი არ დააკარონ. თვითმფრინავში
ჭამა შეიძლება, რადგან სხვების პირისპირ არ ზიხარ.

ნამდვილი აღზრდა 7-8 წლიდან იწყება. მანამდე–ბავშვობის "ოქროს ხანაა», ხანა,


როდესაც ბავშვს სირცხვილის გრძნობა არა აქვს. მაგრამ უკვე შემდეგ, თუ 8-9 წლის
ბავშვი (უმთავრესად ბიჭი) აღზრდას არ ემორჩილება, ცუდად იქცევა, ცელქობს, შემდეგ
ხერხს მიმართავენ: სპეციალურ ბალახების ნაზავს ხელზე აყრიან და ცეცხლს უკიდებენ.
ეს ძალიან მტკივნეული პროცედურაა, მაგრამ ეს არ არის სასჯელი, არამედ
"მკურნალობის», "განწმენდის“ მეთოდია. იშვიათად, რომ ბავშვს ეს პროცედურა ორჯერ
დასჭირდეს, სამზე ლაპარაკიც არ არის.

თუ მასწავლებელმა მშობელთან დაიჩივლა, თქვენი შვილი ცუდად სწავლობს ან ცუდად


იქცევაო, ბავშვს სახლიდან აძევებენ. იგი იძულებულია, დღეების განმავლობაში ქუჩაში
ეძინოს, ღამეები თოვლში ათიოს და თან ნათესავებთანაც ვერ მიდის სირცხვილის გამო.
ამ მხრივ იაპონური კულტურა უნიკალურია. როგორც წესი, კოლექტივისტურ
კულტურებში (იაპონია კი ძალიან კოლექტივისტურია) მე ჩემიანს ვიცავ, მიუხედავად
იმისა, როგორ აფასებენ მას სხვები. იაპონიაში კი, თუ ვინმე გეუბნება, რომ შენი შვილი
ცუდია, შენ მართლა ცუდად თვლი მას და მკაცრად სჯი, როგორც ჯგუფის (ოჯახის)
შემარცხვენელს.

არ ვიცი ახლა როგორ არის, მაგრამ ადრე იაპონიაში ძალზე გავრცელებული იყო
უფროსის მიერ უმცროსის დაჩაგვრა და დამცირება, სკოლაში თუ ჯარში. მეტიც, ეს
სასარგებლოდ ითვლებოდა უმცროსის ხასიათის გამოსაწრთობად. ამასთან, საინტერესოა,
რომ წყენა და შეურაცხყოფა ხშირ შემთხვევაში დაჩაგრულს რჩება და შურისძიებას
განაპირობებს, რომელიც შეიძლება წლების მერე მოხდეს. იაპონელისთვის შურიძიების
გრძნობა კეთილშობილურია, ჩინელისა და კორეელისგან განსხვავებით. მაგალითად,
ჩინელისთვის ცილისწამების დაჯერება "გოიმობაა“, იაპონელისთვის არა. იაპონელმა
აუცილებლად რეაქცია უნდა მისცეს, რომ სახე შეინარჩუნოს.

91
საინტერესოა იაპონელების სექსთან დამოკიდებულება. ტრადიციულ იაპონურ ოჯახში,
მამაკაცისთვის საროსკიპოში წასვლა, ანდა სულაც გეიშას სახლში მოყვანა, სირცხვილი
არ არის; ცოლი ვალდებულია, გეიშას ჩაით გაუმასპინძლდეს, ჰკითხოს, ფული
გადაუხადეს თუ არა და ა.შ. რა თქმა უნდა, ცოლს ეს ყველაფერი არ უხარია, მაგრამ ეს
მისი პირადი პრობლემაა. სერიოზული კოლიზიაა "რძალ-დედამთილიანი». ოჯახში
სერიოზული კონკურენცია მიმდინარეობს რძალ-დედამთილს შორის შვილის და ქმრის
გამო. მაგალითად, დედა უკრძალავს ბავშვს ტკბილეულის ჭამას, მუცელი აგტკივდებაო,
მოდის ბებია, მოაქვს კანფეტი, აძლევს ბავშვს და ამბობს: "ჩემი კანფეტი მუცელს არ
აგატკივებს“. რძალს ხმის ამოღების უფლება არ აქვს, მაგრამ მოგვიანებით, როგორც
წესი, შურს იძიებს უკვე თავის რძალზე.

სექსი ერთადერთი სფეროა, რომელშიც, ჩვეულებრივ, მიღებული არაა წვრთნა,


მოძღვრის ყოლა. სიყვარულისა და სექსის ხელოვნების კურსის გავლა შეიძლება
გეიშებთან, მაგრამ ეს ძალზე ძვირი ღირს. იაპონელი ახალგაზრდების უმრავლესობა
საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას მოკრძალებული და გაუბედავია, რაც კარგ
თვისებად ითვლება. ამასთან, არსებობს თვითდაკმაყოფილებისათვის განკუთვნილი
ძალიან დახვეწილი და შთამბეჭდავი მოწყობილობები ორივე სქესისთვის.ერთი რამაა,
რისი სერიოზული დეფიციტია იაპონიაში: იუმორი. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ თუ
ვინმე ხუმრობას დააპირებს, გარშემომყოფთ ამცნობს: ახლა მე ვიხუმრებ; შემდეგ კი–
დავამთავრე ხუმრობაო. ეს იმისთვის ხდება, რომ "გაუფრთხილებელი» ხუმრობა ვინმემ
თავის თავზე არ მიიღოს და დამცირებულად არ იგრძნოს თავი. დაცინვა უმძიმესი
შეურაცხყოფაა და არაგულწრფელობასთან, იაპონელისათვის უდიდეს მანკიერებასთან,
არის გაიგივებული. მეორე ადამიანის დაცინვა, გაშაყირება, საშინელი შეურაცხყოფაა.
დავუბრუნდეთ ომის პერიოდს–ამერიკულ გენერალიტეტში სერიოზულად საუბრობდნენ
იაპონელების სრულ განადგურებაზე, არ დაგვნებდებიანო. მართლაც, ომის შედეგი უკვე
ცხადი იყო, იაპონელთა რაზმები კი განაგრძნობდნენ წინააღმდეგობას სრულიად
უიმედო სიტუაციებში. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მდგომარეობა რადიკალურად
შეიცვალა–იმპერატორმა კაპიტულაცია გამოაცხადა. მართალია, ამის შემდეგ რამდენიმე
ათეულმა იაპონელმა ოფიცერმა მოიკლა თავი, მაგრამ ეს იყო და ეს. ამერიკელებს
ეგებებოდნენ ღიმილით, ყვავილებით და, რაც მთავარია, ეს კეთილგანწყობა
გულწრფელი იყო. რა მოხდა? ამერიკელები გაოცებას ვერ მალავდნენ.
იაპონელებისათვის კი არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა: უმაღლესმა
ავტორიტეტმა, იმპერატორმა, წესი შეცვალა – გუშინდელი მტრები მეგობრებად
გამოაცხადა, ხოლო იმპერატორის გადწყვეტილება – აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. მაშ
გაუმარჯოს იერარქიასა და წესრიგს!

92
93

You might also like