You are on page 1of 3

მონიკა ფირცხალვა

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი დიდ გავლენას ახდენს მე-20 საუკუნის თეორეულ


აზროვნებაზე, კულტურაზე და ხელოვნებაზე. ზიგმუნდი თავის ერთ-ერთ
ნაწარმოებში „კულტურით უკმაყოფილება“ ის გვესაუბრება როგორი ურთიერთ
დამოკიდებულება არსებობს ადამიანსა და კულტურას შორის. ასევე რა არის
სინდისი და როგორ ხედება მისი ჩამოყალიბება და ბოლოს რა აზრისაა ფროიდი
საყოველთაო დებულებაზე „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
ფროიდის ტექსტის მიხედვით ადამიანებსა და კულტურას შორის არის
დამოკიდებულება, სადაც ადამინები კულტურული თანაცხვრების გადამზადების
გარკვეულ ეტაპებს გადიან. ოჯახური თანცხოვრების გაერთიანების და გარემო
პირობების არსებობის გამო ჩამოყალიბდა ურთირთობა, სადაც „კაცისთვის ქალის -
როგროც სექსულაური ობიექტისკენ, ხოლო ქალისთვის- ბავშვის“, როგორც
საკუთარი სხეულის განუყოფელი ნაწილისკენ არის მიმართული. კულტურის
თანაცხოვრების განვითარების ეტაპის თანაპირობას წარმოადგენდა: ადამიანებს
შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება და ორ ძალის შორის ერთობლიობა.
ადამინებს გენიტალური სიყვარული უდიდეს სიამუვნებას ანიჭებს, რომელიც
ყოველგავრი ბედნიერების პირველსახეა. ფროიდი მოგვიწოდებს, რომ ვაღიაროთ
გენიტალური ეროტიკა ცხოვრების მთავარ ნაწილად. თომცა არსებობს ის აზრი, რომ
სიყვარული მხოლოდ ოჯახის ინსტიტუტის საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან
მშობლებსა და შვილებს და-ძმებს შორის არსებულ დადებით გრძნობას
„მიზანშეკავებულ სიყვარულს, ან სინაზის გრძნობას ვარქმევთ“ (ფროიდი,2018,76).
ქალი რომელიც სიყვარულის მოთხვნით თავად უყრის საფუძველს კულტურას, ის
თავადვე ეწინაღმდეგება კულტურის განვითარების გზას, რადგან აშინებს ის ფაქტი,
რომ კულტურის მიზნების განვითარება ძირითადად ქალების სექსულაური
ცხოვრების თანახარჯზე ხდება.
ეგოსა და სუპერ ეგოს შორის დაპირისპირების გამო ინდივიდებს შორის
ჩნდება დაპირისპირების გრძნობა. სუპერ ეგო და ეგო ერთმანეთს ყოველთვის
ებრძვის, სადაც სუპერ ეგო წარმოადგენს ცნობიერების დონეს, რომელიც
პასხისმგებელია ადამიანის ნებისყოფაზე. ნებისყოფა კი იგივე ტანჯვის საწინდარია,
რომელის ერთ-ერთ სახედ მივიჩნევთ კომპლექს. ეს გრძნობა კი უფრო მეტად
დამუხტულია, რომელიც არაცნობეირებისკენ ექაჩება ეგოს, რაც სრულიად ზღუდავს
არჩევნის უფლებას. აგრესიის ინტროეცირება ეგოზე მიიმართება, როცა ეგო სხვა
ნაწილებს უპირისპირდება, როგორც სუპერ ეგო და ახლა უკვე სინდისის სახით
ისეთივე წინაღმდეგობას ამჟღავენებს, როგორც უცხო ინდივიდების წინაღმდეგ
მიმართავს. თუ ვიკითხავთ როგორ ჩენდება დანაშაულის გრძნობა ამაზე ნათელია
პასუხი არავის აქვს და შაბლონური ფრაზით გვიპასუხებენ და თუ თავს დამნაშავედ
გრძნობს ანუ „ცოდვილად გრძნობს“ (დროიდი, 2018, 91), როგორც ამას ღვთის
მოასავი ადამინი იტყოდ. ფროიდი ამბობს, რომ „ხშირად ბოროტება ეგოსთვის
სრულიად უვნებელია დაუსაფრთხო, ზოგჯერ კი სასურველი და სასიმუვნების
მომტანი“ ანუ აქიდან ვიგებთ რომ არსებობს გარკვეული ნაწილები რაც განსაზღვრავს
რა არის კეთილი და ბოროტი. ბოროტება სიყვარულის დაკარგვის საწინდარია,
რომლსაც ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ, რადგან შემდგომ არ შეგვაწუხოს სინდისის
ქენჯნამ. კულტურა კი ადამინთან სუპერ ეგოს საშვალებით ამყარებს კომუნიკაციას,
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კულტურამ საწინდარი ჩაუყაროს ეთიკას ,
რომელიც აგრესიულ ლტოლვებს არ მისცემს საშვალებას დაკმაყოფილების.
ადამიანი არის რბილი და მოსიყვარულე არსება, რომელსაც თავდაცვა
შეუძლია და მუდამ მზად არის საკუთარი ინტერესების დასაცავად. ფროიდისთვის
მოყვასს უნდა გააჩნდეს ის ღირებულებები, რაც მას გააჩნია, რადგან საერთო
ინტერესების დროს უფრო მარტივია მისი შეყვარება, როგორც საკუთარი თავის.
მისთვის ეს დებულება „გიყვარდეს მტერი შენი“ მიუღებელია, მაგრამ თავადვე
ხვდება რომ კატეგორული უარის და მიუხედავად მაინც ერთი და იგივეა
კონტექსტის შემცვლელია. მაგრამ ავტორი იმასაც უსვამს ხაზს ეს სიყვარული
ორივეს მხირდან დაბალანსებული გრძნობით უნდა იყოს გაზიარებული.
გამოყენებული ლიტერატურა

1. ზიგმუნდ ფროიდი. „კულტურით უკმაყოფილება“ წიგნში შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.

You might also like