You are on page 1of 7

პლატონი სახელმწიფო

სოკრატე ხანდაზმულებზე; - (პოეტები ასაკს „სიბერის ზღრუბლს „ უწოდებემ)


კეფალეს აზრით სიბერეს მოსდევს სწორედ ვნებათაღევლურ ცხოვრებაზე უარის თქმა ანუ
სიმშვიდე, ამ მხრივ წესიერი და თავდაჭერილი კაცისთვის სიბერე არც ისე ძნელი ასატანია,
უწესოს და აღვირახსნილს კი სიბერის გაძლებაც უჭირს და სიჭაბუკისას.
(ბერიკაცის დრტვინვის მიზეზი სწორედ ადამიანის ბუნებაა)

სოკრატე მდიდრებზე
კაცი რომელსაც თავად არ მოუხვეჭია ფული ფულის დიდი ტრფიალი ვერ იქნება, ის კი ვისაც
თავად უშოვნია გონია რომ ფული მისი ქმნილებაა , ესეთი ხალხი კი არ მიყვარს/
კეფალე
სიმდიდრე დიდი სიკეთეა მარა ყველასთვის კი არა ჭკუადამჯდარი კაცისთვის, იმ
კაცისთვის ვისაც საიქიოს გზაზე არ ექნება შიში იმისა რო ცუდი საქმეები აქვს გაკეთებული.

სამართლიანობა სოფოკლე და პოლიმარქე


რა არის სამართლიანობა?
სოკრატე ეძებს იპოვოს თუ რა არის სამართლიანობა, იგი არ ენდობა ნათვამს რომლის
მიხედვითაც სამართლიანობა მოითხოვს თვითეულს მივაგოთ მისი კუთვნილი , ამაზე
საუბრისას მოჰყავს ერთი მაგალითი.
მაგ: თუ ვინმეს იარაღი აჩუქა მეგობარმა, ამის შემდეგ მეგობარი ჭკუაზე შეცდა და უკან
მოითხოვა თავისი საჩუქარი - ამ შემთხვევაში იარაღის დაბრუნებაც უსაართლო იქნებოდა და
იმ კაცისთვის სიმართლის გამხელაც, ანუ რა გამოდის სამართლიანობა არ განისაზღვრება
სიმართლის თქმით და იმის უკან დაბრუნებით რაც მიგიღია?
პოლემარქე ამ მაგალითის მოყვანის შემდეგ ცდილობს აუხსნას სოკრატეს ის თუ რა
იგულისხმება უკან დაბრუნებაში , მისი აზრით სამართლიანობით შეგიძლია მეგობრებს
მოუტანო-სიკეთეს და სარგებლობა, ხოლო მტრებს- ზიანს და სიავეს, ანუ მოცემული
გამონათქვამით სამართლიანობა მეგობრისთვის განისაზღვრება კარგის დაბრუნებით ,
მტრებისთვის კი ზიანის მოტანაში,
შემდეგ სოკრატე ეკითხება ოპოლიმარქეს:სამართლიანს როგორ შეუძლია არგოს კუთვნილი
მეგობრებს და მტრებს?
პოლიმარქე კი პასუხობს, ომში,პირველთა მხარდამხარ იბრძოლოს და მეორეთა წინააღმდეგ.

1) შემდეგ სვამს ისევ კითხვას, ვინც არ იბრძვის იმას არც სამართლიანი კაცი სჭირდება?
პოლიმარქე კი პასუხობს, ეგრე ვერ ვიტყვით სამართლიანობა მშვიდობის დროსაც
აუცილებელია, ამაზე კამათისას საბოლოო ჯამში სოკრატე მიდის იმ დასკვნამდე, რომ
სამართლიანობის ამგვარი გააზრების ბოლო წერტილი არის ის, რომ ის მოქმედებს მხოლოდ
და მხოლოდ უსარგებლობისას და მხოლოდ ამ დროსაა სასარგებლო, ვინაიდან მაგალითად
როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო მეწაღესა და სამართლიან კაცს შორის მაშინ, როდესაც
გჭირდება ფეხსაცმელი, არჩევანს აკეთებ მეწაღეზე, რადგან სამართლიანი კაცი არაფერში
გჭირდება ამ შემთხვევაში, ხოლო თუ ფეხსაცმლის გაკეთება არ გინდა, მხოლოდ მაშინ
შეიძლება ამჯობინო მეწაღეს სამართლიანი კაცი, ანუ უსარგებლობისას.

სოკრატეს პასუხი:
სამართლიანი კაცისთვის ნიშნეული არ არის ვიღაცის ვნება, რადგან:
თუ მშრალს ისევ მშრალი რაღაცით არ შეუძლია რაღაცის დასველება, თუ თბილს რაღაც
თბილით არ შეუძლია რაღაცის გაცივება, ასევე სამართალს სამართლიანობით არ შეუძლია
ვინმესთვის ვნება, სწორედ ამიტომ სამართალს სამართლიანობით არ შეუძლია ვინმე
უსამართლოთ გახადოს,

2)თრისიმაქეს აზრით სამართლიანობა ის არის რაც ხელსაყრელია ყველაზე ძლიერისთვის:


მაგალითად მოჰყავს ხელისუფალის მაგალითი, ყველა სახელმწიფოში სამართლიანად ერთი
და იგივე რამაა მიჩნეული ის რაც არსებული ხელისუფლებისთვისაა ხელსაყრელი.
ხელისუფლება კი ძალაა.
სოკრატეს პასუხი:
ხშირად ხელისუფალს გამოაქვს კანონი რომელიც შეიძლება საზიანო იყოს მისთვის,
ვინაიდან მას აქვს საკანონმდებლო როლი, და ეს საზიანო კანონი აუცილებელად იყოს
შესასრულებელი ქვეშევრდომების მიერ, ვინაიდან სამართლიანობა სწორედ ამ კანონების
შესრულებაა, შესაბამისად ის რაც ხელსაყრელია ძლიერისთვის სულაც არ არის უფრო მეტად
სამართლიანი , ვიდრე ის რაც საზიანოა მათთვის. შესაბამისად ხელისუფალი შეიძლება
რაღაც შემთხვევაში ცდებოდეს ამიტო მის მიერ მიღებული საზიანო კანონი სამართლიანი
ვერ იქნება ქვეშემრდომისთვის.

3)თრასიმაქე შეუცდომელობასთან დაკავშირებით;


თრასიმაქემ ამაზე მიუგო, რომ მისი თვალსაზრისით შეუძლებელია შეცდეს ის, ვინც თავისი
საქმის ოსტატია და თუ შეცდა, მაშინ ის არ შეესაბამება წოდებულ სახელს (მაგალითად თუ
ექიმი შეცდა, ის არ არის ექიმობის ღირსი), შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ ხელისუფალი, თუ
ის ნამდვილი ხელისუფალია, შეცდომებს კი არ უშვებს, არამედ შეუცდომლად ადგენს
რაარის მისვის უმჯობესი და ეს დადგენილება ყველამ უნდა შეასრულოს.
სოკრატეს პასუხი:
ამასთან დაკავშირებით სოკრატემ თრისიმაქეს განუმარტა ის თუ რას ემსახურებოდა
ზოგადად ამ ადამიანების პროფესია, დაიწყო მკურნალზე ლაპარაკით და აღნიშნა რომ
მკურნალი იმას კი არ განიხილავს თუ რა არის ხელსაყრელი მისთვის არამედ იმას თუ რა არი
ხელსაყრელი სხეულისთვის, როგორც მესაჭე განიხილავს იმას თუ რა არი ხელსაყრელი
ზღვაოსნისათვის, შესაბამისად ხელისუფალიც იმას კი არ განიხილავს თუ რა არი მისთვის
ხელსაყრელი არამედ იმას თუ რა არის ხელსაყრელი ქვეშევრდომისთვის.

4)თრასიმაქე ამბობს, რომ ძალაუფლება დიდ უპირატესობას ანიჭებს ადამიანს და რომ


ადამიანებისთვის უსამართლობა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე სამართლიანობა, რადგან
სამართლიან კაცს არ შეძლია უსამართლო საქმეების კეთება და სწორედ ამიტომ ისინი უფრო
ნაკლებ გასამრჯელოსაც იღებს და უფრო მეტსაც იხდის. „საკმაოდ მკვეთრად საგრძნობი და
აშკარა უსამართლობა გაცილებით უფრო ძლიერია სამართლიანობაზე.“
სოკრატეს პასუხი:
ამასთან დაკავშირებით სოკრატემ უთხრა დამარწმუნე რო უსამართლობა სამართლიანობაზე
სასარგებლოაო. სოკრატე სამართლიანობას და უსამართლობას ყოფს სიქველედ და
ბიწიერებად, საიდანაც თრისიმაქე უსამართლობას მიიჩნევს კეთილგონიერებად,
სამართლიანობას კი მიამიტობად, თრისიმაქე უსამართლობას მიაწერს ყველა იმ თვისებას
მათ შორის სიბრძნესაც, რასაც სოკრატე სამართლიანობას მიაწერს.
სამართლიანი კაცი ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს თავისგან განსხვავებულის მიმართ,
ხოლო უსამართლო კაცი ცდილობს უპირატესი იყოს როგორც თავის მსგავს, ისე სხვანაირ
ადამიანზე. სოკრატე კი ამაზე ამბობს (მაგალითები მოჰყავს), რომ მხოლოდ უმეცარი და
უღირსი კაცი ეცდება აღემატოს თავის მსგავსსაც და მასე აღმატებულსაც, ხოლო ბრძენი და
ღირსეული კაცი არ ეცდება აღემატოს თავისსავე მსგავსს, არამედ მხოლოდ მას, ვინც არ
ჰგავს. აქედან გამომდინარე, სამართლიანობისა და უსამართლობის ზემოაღნიშნულ
განსაზღვრებას რომ შევუსაბამოთ გამოდის, რომ სამართლიანი კაცი ბრძენსა და ღირსეულს
ჰგავს, ხოლო უსამართლო კი - უმეცარსა და უღირსს.

5) უსამართლობა უფრო ძლიერია თუ სამართლიანობა;


სოკრატე; აღიარებ რო სახელმწიფო უსამართლოდ იპყრობს ტერიტორიებს?
თრისიმაქე; კი
სოკრატე; როცა ერთი სახელმწიფო მეორეზე ძლიერი ხდება სამართლიანობის გარეშე იძენს
ძალას თუ სამართლიანობის წყალობით?
თრისიმაქე; თუ სამართლიანობა სიბრძნეა სამართლიანობის წყალობით ხოლო თუ ისეა
როგორც მე ვამბობ უსამართლობის წყალობით
სოკრატე; სახელმწიფო რომელშიც ხალხი ერთმანეტს უსამართლოდ ექცევა მიაღწევს რამეს?
თრისიმაქე; ვერა.
ხოდა სოკრატე ამბობს ეხლა თუკი უსამართლობა ყველგან შუღლსა და სიძულვილს იწვევს
და კაცებს ერთმანეთს აძულებს ისინი ვეღარ იმოქმედებენ ერთად, ორ კაცშიც რო
გამოვლინდეს უსამართლობა ისინიც გადაემტერებიან ერთმანეტს , შესაბამისად
უსამართლობა განხეთქილების და სიძულვილის სათავეა, სამართლიანობა კი
ერთსულევნობის და მეგობრების. ღმერთებიც ხო სამართლიანები არიან სწორედ ამიტომ
უსამართლო კაცი მათი მტერია , სამართლიანი კი მეგობარი. სწორედ ამიტომ მთლიანად
უსამართლო ადამიანი ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს, უსამართლო საქმისათვის მათ
აქეზებს მათთვისვე ნიშნეული უსამართლობა მაგრამ ისინი ბოლომდე ბიწიერნი არ არიან,
რადგანაც უსამართლოს არანაირი ძალა არ შესწევს.

6)სამართლიანი კაცი უფრო ბედნიერი არი თუ უსამართლო?


თვალის დანიშნულება დანახვაა, მისი ღირსება კი ხედვა, თვალი რომელსაც არ გააჩნია
ღირსება ცუდად ასრულებს თავის დანიშნულებას ყველა საგანს აქვს თვისი დანშნულება,
მათ შორის სულსაც, სულსაც აქვს თავისი ღირსება, სულის ღირსება სამართლიანობაა, ნაკლი
კი უსამართლობა, სამართლიანი სულის ცხოვრება ღირსეული იქნება, უსამარტლოსი კი
უღირსი, ვინც ღირსეულად ცხოვრობს ბედნიერია და ნეტარი , ვინც არა კი პირიქით,
მაშასადამე სამართლიანი კაცი ბედნიერია.

პლატონის ნადიმი
აგათონი ამკობს ეროსს, რომელიც არი სიყვარულის ღმერთი, ამბობს რო ეროსი მშვენიერების
სიყვარულია. მისი აზრით ეროსის ქებისას ჯერ უნდა გავიგოთ რა არი თვითონ ეს ეროსი, და
მერე შევეხოთ მის საქმეებს.
არი თუ არა მშვენიერებისადმი სიყვარული ეროსი?
სოკრატე: არი თუ არა სიყვარული რაიმის მიმართ სიყვარული, ანუ როგორც მამა ვიღაცის
მამა. თუ სიყვარულს სურს ის რაც უყვარს, მაშინ მისი სურვილი ობიექტს თვითონ არ
ფლობს. როცა რაიმე გვსურს ანუ ის არ გვაქვს. ანუ სიყვარული უნდა იყოს სილამაზის
სიყვარული რასაც იქამდე მივყავართ რო თვითონ სიყვარულს არ აქვს სილამაზე.

სოკრატე : ჩვენ ვთქვით რომ ეროსი არც მშვენიერია და არც კეთილი, მაგრამ ეს მას არც
მახინჯად და ბოროტად არ წარმოაჩენს, როგორ გგონია რაც მშვენიერი არ არის მახინჯი
უნდა იყოს უთუოდ? ხოლო ის რაც ბრეძენი არ არი უმეცარი? სწორი წარმოდგენა ამ
შემთხვევაში არი რაღაც გარდამავალი ცოდნასა და უმეცრებას შორის.

დიოტიმამ უთხრა განა შეიძლება დიდ ღმერთად მიიჩნევდნენ იმას ვისაც ღმერთადაც კიარ
თვლიანო? ამაზე სოკრატე შეშფოდდა დიოტიმამ კი უთხრა, შენთვის ღმერთი ისაა ვინც
მშვენიერებას და სიყვარულს აფრქვეს, ვინაიდან ნეტარნი მხოლოდ კეთილი ღმერთები არიან
შენ კი აღიარე რომ ეროსს ის სურს რაც არ აქვს ანუ შენთვის ის ღმერთი არ არის ვინაიდან მას
მშვენიერება და სიყვარულის სურს ის რაც მას არ აქვსო, შესაბამისად ნეტარიც არ არი რადგან
ნეტარს შენ მხოლოდ კეთილ ღმერთს ეძახიო.

რა არი ეროსი?, მოკვდავსა და ღმერთს შორის რაღაც დემონურიო, ყველაფერი შუალედური


დემონურიაო უთხრა დიოტიმამ.დემონი კი ღმერთს კაცის სურვილს და კაცს ღმერთის
წყალობას გადასცემსო. ავსებს ამ ორს ერთმანეთთანო

რამ შობა ეროსი:აფროდიტეს დაბადების დღეზე ღმერთისგან დამოკვდავისგან იშვა..არც


მოკვდავია და არც უკვდავი, სიბრძნესა და უმეცრებას შორის საშუალო ადგილი უჭირავს,
არცერთ ღმერთს არ უყვარს სიბრძნე და არც ესწრაფვის, რადგან ისედაც ბრძენია. ბრძენს კი
სიბრძნე უყვარს. თავის მხრივ, უმეცარსაც არ უყვარს სიბრძნე და არც ცდილობს სიბრძნის
მოხვეჭას. რადგან უმეცრება იმის უმეცრებაა რო ყველაფერი გაკლდეს და მაინც კმაყოფილი
იყო. და რაკი გონია ყველაფერი მაქვსო არც ილტვის მისკენ.

სოკრატემ : სიბრძნე მშვენიერების სიყვარულია, ეროსს კი მშვენიერება უყვარს ანუ


სიბრძნეცო
დიოტიმამ: სოკრატე შენ მიგაჩნდა რო ეროსი ის კი არ არის ვისაც უყვარს, არამედ ის ვინ
უყვართ, ამიტომაც მშვენივრად მიგაჩნდა იგი და მართლაც რაც უყვართ ჭეშმარიტად
მშვენიერია, ხოლო ვისაც უყვარს სულ სხვაგვარია მისი ბუნება.

თუ ეროსი ესეთია რას არგებს იგი ადამიანებს?


მოკლედ ამ ნაწილში დიოტიმა უხსნის სოკრატეს თუ რა არის სიყვარული?
იგი ამბობს რომ ის ვინც კეთილს ეზიარება ბედნიერი იქნება
ადამიანებს მიჯნური მეგობარი კი არ უყვარს არამედ ის რაც მათ ბედნიერებას ანიჭებს ანუ
ადამიანებს უყვართ სიკეთე, ადამიანებს უყვართ ეგ სიკეთე მათ ეკუთვნოდეთ მუდამ.
ამიტომ სიყვარული არი სურვილი სიკეთის მარადიული ფლობისა.
ამასთან სიყვარული უკვდავების სურვილია, სიყვარული არ არის სურვილი მშვენიერისა, ის
ჩასახვისა და შობის სურვილია მშვენიერში. შობა ანიჭებს უკვდავებას მოკვდავ არსებას.
სიყვარული მხოლოდ სიკეთის მარადიული ფლობის სურვილია არაა.

რა არი ესეთი სიყვარულის და სურვილი მიზეზი?


უკვდავება, ყოველი მოკვდავი ტოვებს თავის შთამომავლობას, თავისივე მსგავსს და ამით
უკვდავებას ეზიარება, მართალია ეს შთამომავლობა სახეცვლილია, მარა მის შექმნაში ხორცი
და სული მონაწილეობას.
არი ორი ორსულობა, ხორციელი და სულიერი, სულიერი ორსულობა უფრო მარადიულია
ასეთი იყო ჰომეროსი დიდი პოეტები, სოლონი რეფორმატორი , რომელთაც თავიანტი
სიბრძნით მოიხვეჭეს მარადიოლობა, მათ უკვე აუგეს მრავალი ტაძარი ხორციელ
შვილთათვის კი ერთი ძეგლიც კი არ აუგიათ.

დიოტიმე უხსნის სოკრატეს როგორ შეძლოს იხილოს მშვენიერება: ადამიანი


თანმიმდევრობით უნდა ეზიაროს მშვენიერებას, ჯერ სხეულს, მერე მშვენიერ საქმეებს, მერე
მშვენიერ მოძღვრებას მერე კი აბსოლუტურ მშვენიერებას, მერე კი შეიცნოს იგი და თუ
ცხოვრებას რაიმე აზრი აქვს აზრს აბსოლუტური მშვენიერების ჭვრეტა იძლევა.

პლატონი წიგნი მე-6


სოკრატეს უნდა რო ფილოსოფოსი მართავდეს სახელმწიფოს, რადგან:
ფილოსოფოსებს აქვთ იმის წვდომის უნარი რაც მარადიული და უცვლელია, შეუძლიათ
უზენაესი ჭეშმარიტების ჭვრეტა, ყველა საგნის არსის შესწავლა, გამოცდილები არიან , და
შეუძლიათ გამოცდილება და უზენაესის ჭვრეტა ერთმანეთს შეუხამონ.
ნამდვილი ფილოსოფოსი;
ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა.
გამოცდილება.
ზომიერება.
კეთილგონიერება.
მეხსიერება.
1) ადიმანტეს აზრით: ფილოსოფოსი მთელ თავის ცხოვრებას სიბრძნეს სწირავს და
სახელმწიფოსთვის უსარგებლოა.
სოკრატე უხსნის ადიმანტეს; მართლაც უსარგებლოა ფილოსოფოსები სახელმწიფოსთვის,
იმიტო რომ სახელმწიფომ ისინი ვერცერთ საქმეში ვერ გამოიყენეს (მესაჭის მაგალითი)
სოკრატეს აზრით ნამდვილი მმართველი ქვეშევრდომებს არ უნდა სთხოვდეს
მიქვეშევრომეთო.
სოკრატეს აზრით ფილოსოფოსებს სახელს სხვა ფილოსოფოსები უტეხენ, რომელიც
უმაქნისები და გადაგვარებულები არიან , მათ გადაგვარებას კი თავად აღზრდა იწვევს.
(მცენარეს აღზრდაში ბუნებამ თუ არ შეუწყო ხელი ჰავამ ნიადაგმა იგი გადაგვარდება)

სოკრატეს მოჰყავს აღზრდასთან დაკავშირებით სოფისტების მაგალითი, რომლებიც ხალხს


გარკვეულ აზრებს უნერგავენ და წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სჯიან, ამ ნაწილში სოკრატე
ამბობს რომ ვერ იქნები ბრბოს ფილოსოფოსი , ვინც ფილოსოფობს აუცილებლად იგმობა
ბრბოს მიერ.
2)ფილოსოფიის ბუნების ხსნა არის ხორცითაც იგივე სრულ ქმნა როგორც სულით , მხოლოდ
ცოტა ფილოსოფოსი თუა ისეთი ვინც უამრავი სიკეთის მოხვეჭისას განზე არ განუდგება და
ზურგს შეაცევს მას, ხშირად უმრავლესი ფილოსოფი ამგვარად იქცევა, და საბოლოოდ
შემდეგ სწორედ ის უთხრის ძირს მას.
როცა უბადრუკები დაეპატრონებიან ფილოსოფიას, ისევე როგორც ციხიდან ახალგამოსული
ჯუჯისგან რომელმაც თავისი ბატონის შვილზე იქორწინა, არ იშვება ღირსეული
შთამომავლობა, ასევე უვიცი ხალხის მიერ ფილოსოფიაზე დასაკუთრებისას იშვება არა
ჭეშმარიტი სიბრძნე არამედ სოფისტები.

3) რატო განუდგება ფილოსოფოსი სახელმწიფო საქმეებს?


ვისაც პოლიტიკოსის ერთი გონივრული საქმე არ უნახავს, ვინც მხეცების ხროვაში უარს
ამბობს სისხლიან თარეშში მონაწილეობას, იგი სიმშვიდეს არჩევს უსამართლობას და
უწმინდურობას განზე უდგება. სახელმწიფო წყობილება ასეთი ადამიანისთვის შესაფერისი
რომ ყოფილიყო იმასაც შეძლებდა რომ პირად ბედნიერებასთან ერთად საზოგადოებრივი
კეთილდღეობაც უზრუნველყო.

4)რომელი წყობილებაა საუკეთესო ფილოსოფიისთვის??


სოკრატე: არცერთი. როგორც ახალ ნიადაგზე გადანერგილი თესლი იცვლის ბუნებას,
ფილოსოფიიური ბუნებაც დღევანდელ პირობებში ვერ ახერხებს ძალმოსილების
შენარჩუნებას და მთლიანად იცვლის სახეს.

5) რანაირად უნდა იყენებდეს სახელმწიფო ფილოსოფიას, რომ არ დაიღუპოს.


(ფილოსოფიის ყველაზე ძნელ ნაწილს სოკრატე უწოდებს დიალექტიკას)
სოკრატეს აზრით ადამიანი რო ფილოსოფიას მიეჯაჭვოს, ბავშვობის ასაკიდან უნდა დაიწყოს
მისი წვრთნა , ახალგაზრდობაში სწავლის გამკაცრება და სიბერეში უნდა მიუშვა, რო
ნამდვილი ფილოსოფი იყოს.
სოკრატეს აზრით ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო პირი ვერასდროს ვერ მიაღწევს
სრულყოფილებას , თუკი აუცილებლობა არ აიძულებს ფილოსოფოსთა ამ მცირერიცხოვან
ჯგუფს სათავეში არ ჩაუდგნენ მას.
ამისთვის ხალხს უნდა დაანახო ფილოსოფიის ნამდვილი ბუნება და ბრბოს აუხსნა რომ
ისინი არ არიან ფილოსოფოსები ვისაც თვითონვე მიიჩნევენ.

6)როგორი იქნება ფილოსოფის მართული სახელმწიფო?


პირველ რიგში ფილოსოფოსები გაწმენდენ სახელმწიფოს და ამის შემდეგ შეადგენენ
სახელმწიფო წყობილების გეგმას. ყურადღებას ორ რამეს მიაქცევენ პირველი იმას რაც
სამართლიანია, მშვენიერი და გონიერია, მეორე მხრივ კი იმას რაც ასეთივეა ადამიანებში.

ამ თვისებათა შერწყმა შერევით მიიღებენ ადამიანის პირველსახეს.

7)რა ასაკში უნდა მივაგოთ სახელმწიფო მეთაურს ეს საქმე?


ფილოსოფოსი უნდა გამოიცადოს ლხინში ჭირში და შრომაში, მას მუდამ უნდა უყვარდეს
სამშობლო და ზურს არაფრის გამო არ უნდა იქცევდეს. ისინი სათავეში უნდა ჩაუდგნენ
სახელმწიფოს როცა ცოდნის მწვერვალს მიაღწევენ.
მათ სული წვრთნასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
8)სიკეთის იდეა
სიკეთე ბრბოს აზრით განცხრომაა, უფრო დახვეწილთა აზრით კი ცოდნა. ფილოსოფოსისმა
იცის თუ რა აკაშირებს სამართლიანობას და მშვენიერებას სიკეთესთან.
ამის შემდეგ ადიმანტე ეკითხება სოკრატეს თუ რას მიიჩნევს სიკეთედ? ცოდნას, განცხრომას
თუ რაღაც მესამეს? (სიკეთე სოკრატესთვის ისეთი რამ არის რომელიც თავისი მსჯელობის
მიღმაა)
სჭირდება თუ არა რაღაც მესამე მზერას ან ყოველივე იმას , რაც შეიძლება მზერით აღქმულ
იქნეს? - სინათლე. ანუ მზე მზერის მეუფეა.
არსებობს ორი მეუფე: ერთი გონით საწვდომი მთელ საუფლოზე ბატონობს მეორე კი
ყოველივე ხილულზე. ანუ ხილული და გონით საწვდომი . გონით საწვდომი არის ის რასაც
ადამიანი დიალექტიკური ბუნებით აღწევს.

სულის ქმედითობის ოთხი უნარი;


ყველაზე მაღლა დგას გონება,
შემდეგ გონივრული განსჯა ,
მესამე ადგილზე რწმენა
ბოლოს კი წარმოსახვა.

მეშვიდე ნაწილი:
რას შეიძლება შეადარო ბუნება განათლებისა თუ გაუნათლებლობის მხრივ?
გამოქვაბულია ადამიანები ხედავენ რაღაც ნათელს, განათლების მიზანი უნდა იყოს ის რომ
ადამიანი შორს გაიყვანო გამოქვაბულიდან თანდათან, თორე სინათლე ასეთადამიანს თვალს
მოჭრის, ცოდნის ჩადება ერთიანად არ უნდა მოხდეს, მას სწორი გზა უნდა დაანახო, არ
იქნება განსხვავება ჭკვიანი კაცის ფილოსოფოსისგან თუ ის არ მიბრუნდა არ უშველა
გამოქვაბულში მყოფ ხალხს ცოტათი მაინც.
სოკრატეს აზრით სახელმწიფო მართველობისთვის არც უცოდინარი არ გამოდგება და არც
განათლებული, პირველს მიზანი არ აქვს მეორე კი სახელმწიფო მართვას სხვა რაღაცებს
ამჯობინებს. ამიტომ სოკრატე ირჩევს იმ ადამიანს ვინც სიკეთისკენ ისრწაფვის მაგრამ ის
მაღლა არ დატოვებს მას ბოლოს ჩამოიყვანს სიმაღლიდან.
ამიტო სოკრატე ფილოსოფოსს ეტყვის, შენ მე აღგზარდე რადგან იყო სახელმწიფოს
სამსახურში მის საკეთილდღეოდ, შეაჩვიეთ თვალი მოსახლეობაში გამეფებულ წყვდიადს,
და უკეთვე გამოიცნობთ ამ ლანდებს, სიმართლე კი ისაა, როცა ადამიანს ძალაუფლება
ყველაზე ნაკლებად სურს სწორედ ის უნდა გახდეს ნამდვილი მმართველი.

You might also like