You are on page 1of 5

სემინარი მე-7

გვანცა ჩანტლაძე
ქსენოფანე,პარმენიდე,ძენონი
ქსენოფანე კოლოფონელი (570-470)

ქსენოფანე კოლოფონელი ,ძველი ბერძნენი ფილოსოფოსია,რომელმაც საფუძველი


ჩაუყარა ელიურ სკოლას.ის იყო პარმენიდეს მასწავლებელი.ქსენოფანე,როგორც
არისტოტელეს ნაშრომებიდან ვიგებთ,დაინტერესებული იყო არა ონტოლოგიით
,არამედ თეოლოგიითა და კოსმოლოგიით.ის ამბობდა ,რომ ბუნებაში მყარი და
უცვლელი არაფერია.ასევე ის მიიჩნევდა ,რომ ბუნება ტალახია,ყველაფერი,რაც
იბადება არის მიწა და წყალი.ეს ბოლო ორი ელემენტი ქსენოფანესთან არ
წარმოადგენდა სამყაროს საწყისს ,წყალი და მიწა იყო წარმავალის
სიმბოლო.ქსენეფონე ებრძოდა პოლითეიზმს და უარყოფდა ნაციონალურ
ღმერთს.მან ღმერთის სახე ჩამოაყალიბა ,როგორც-ერთის,მყარის,უცვლელისა და
მოძრაობას მოკლებულის.მისი აზრით,როცა ადამიანები ღმერთს თავიანთ მსგავსად
მოიაზრებენ გრძონებით საზღვრავენ მას და არა გონებით.ქსენოფანე კი ცდილობდა
რომ გონებით მოეაზრებინა ღმერთი. იგი ღმერთს ასევე მოიხსენიებდა ,როგორც
დროისა და სივრცის გარეთ არსებულს და მოაზროვნეს არა მარტო გონებით ,არამედ
მთელი თავისი არსებით.

პარმენიდე(დაახლოებით 540-470)

პარმენიდე ,როგორც ზემოთ ვახსენეთ,ქსენოფანეს მოწაფე იყო.პარმენიდეს თეორიის


წინამძღვრად საჭიროა ვახსენოთ ჰერაკლიტე ეფესელი.ჰერაკლიტე ეფესელი
პირველსაწყისად აღიარებდა ცეცხლს ,რომელიც იყო ,როგორც ყველაფრის
დასაწყისი ,ისე ყველაფრის დასასრული -სამყაროს მარადმამოძრავებელი
ძალა.ჰერაკლიტესთან ვხვდებით ლოგოსს(ცხოვრების მთავარი აზრი).ჰერაკლიტე
კიდევ მიიჩნევდა,რომ ერთ საგანში შეიძლებოდა ერთმანეთის საპირისპირო ორი
თვისება ყოფილიყო გაერთიანებული მაგალითად ცივი და თბილი ერთდროულად,
და კიდევ არსი სადაც იყო იქვე იყო არარსი.ერთ-ერთი რაშიც პარმენიდე
ეწინააღმდეგებოდა ჰერაკლიტეს და ამბობდა,რომ არსი სადაც არის იქ არარსი ვერ
იქნებოდა..პარმენიდესთან ,არ არსებობს სამყაროს საწყისი ,როგორც
მუდმივცვალებადი ,მისთვის ეს საწყისი არის ,უცვლელი,მუდმივად ერთ ადგილას
მდგომი და არა ჰერაკლიტესავით მარადმბრუნავი. პარმენიდე ცდილობს გონებით
მიაღწიოს ყველაფერს,ჰერაკლიტე კი თავის გრძნობებზეა დამყარებული და მისანსაც
კი მოგვაგონებს.პარმენიდე ,სვამს შეკითხვას-არის თუ არა რაიმე
უცვლელი,მარადიული ბუნებაში და თვითონ ადამიანში? და პასუხობს იმით,რომ
თუ ადამიანში არ არსებობს რაიმე უცვლელი და მარადიული ის ჭეშმარიტად ვერც
იარსებებს.შესაბამისად პარმენიდესთან სამყაროს ჭეშმარიტი არსებობა ამ
მარადიულობაზე დგას.შესაბამისად ყოფიერების საკითხი ასეთი სახით
წარმოგვიდგება პარმენიდესთან ,რომ -ყოფიერება არის უცვლელი მაშასადამე
ჭეშმარიტია ის,ყოფიერება არის და არარა არ არის ,ყოფიერება შეიმეცნება
გონებით,არარა კი შეუცნობელია.

გადაუჭრელი დარჩა საკითხი-როგორ შეიძლება რომ შევათავსოთ ერთ საგანში


ცვალებადი და უცვლელი.

ძენონი(490-430 დაახლოებით)

ძენონი ამბობდა ,რომ გონება ,როდესაც ცვალებადობას ამჩნევს შინაგან


გაურკვევლობაშ ვარდება,მან გააცნობიერა მოძრაობის გონებრივად გააზრების
სირთულე. ამბობენ,რომ ერთხელ ძენონის მეტოქემ ,მის წინ გაიარა და
გამოიარა,რათა ძენონის სიცრუე დაემტკიცებინა,შემდეგ კი მისმა მოწაფემ გაიმეორა
იგივე,რიის გამოს ძენონმა დაასჯევინა მოწაფე. მთავარი პრობლემა ,ამ ადამიანების
ის იყო,რომ მათ ეგონათ ძენონი მოძრაობას არ აღიარებდა,არადა ის უბრალოდ
გონებისგან მოძრაობის აღქმის სირთულეზე საუბრობდა.როდესაც ჩვენ ვცდილობთ
მოძრაობის ახსნას გონება შინაგან წინააღმდეგობაში ვარდება .ძენონმა აზროვნების
ისტორიაში პირველმა განიხილა უწყვეტობისა და უსასრულობის
პრობლემები,რომლებიც ადამიანისთვის ერთ-ერთი მარადიული საკითხია-შეიძლება
თუა რა გავიაზროთ სამყაროს მარადიულობა ,მაშინ ,როცა მას დასაწყისთან ერთად
დასასრულიც აქვს.აქტიური უსასრულობის ცნებას ბერძნული აზროვნება არ
იღებს.ისინი პოტენციური უსასრულობის ცნებებს იყენებდნენ და ეყრდნობოდნენ.

You might also like