You are on page 1of 2

გვანცა ჩანტლაძე

პირველი შუალედური წერა


1.“სოკრატეს აპოლოგიაში’’ სოკრატე გვაძლევს თავის სახეს,როგორც ფილოსოფოსის
ფორმულას.ფილოსოფოსს ჯერ ერთი ის ახასიათებს,რომ მან სხვა „ბრძენი’’
უვიცებისგან განსხვავებით იცის,რომ არაფერი არ იცის და მეორე კი ის იცის,რომ
ადამიანის სიბრძნეს ჩალის ფასი აქვს და რაც არ უნდა ბევრი ისწავლოს აბსოლიტურ
ცოდნას ის ვერ მიაღწევს,შესაბამისად ფილოსოფოსი სიბრძნის მაძიებლად რჩება და
არა თვითონ ბრძენად.
2.პლატონის“ფედონის’’ მიხედვით ჭეშმარიტი ფილოსოფოსი თავის სულზე ზრუნავს
და ხორციელ სიამოვნებაზე უარს ამბობს,სხვანაირად მას სული აემღვრევა და ასეთი
სული კი ვერასდროს ვერ მიაღწევს ჭეშმარიტ არსს.განწმენდილი სული აზროვნებას
უწყობს ხელს,მაგრამ ფილოსოფოსს რთული გზა აქვს გასავლელი აზროვნებამდე
,რადგან ის ხორცისგან უნდა განთავისუფლდეს.ამასთანავე „ფედონში’’
ვხვდებით,რომ ფილოსოფოსს არ უნდა ეშინოდეს სიკვდილის,ვინაიდან ის
გაწმენდილი სულით მიდის საიქიოს.
3.პლატონის „სახელმწიფოს’’ მე-5, მე-6 და მე-7 თავების მიხედვით ფილოსოფოსი
არის ადამიანი,რომელსაც ჭეშმარიტებაზე საუბარი სიამოვნებს.ფილოსოფოსი არის
ადამიანი ,რომელსაც სიყრმიდანვე დასდევს მისწრაფება ცოდნის
მოპოვებისადმი,არის გამბედავი,სიმართლის მოყვარული, დიდსულოვანი,მას უნდა
შეეძლოს ადვილად აითვისოს ცოდნა..ასევე ფილოსოფოსის მთავარი მოვალეობა ის
არის პლატონთან,რომ მან ადამიანს ასწავლოს წინამდებარე საგნების მხოლოდ
ვიზუალურად კი არა ,არამედ შინაარსობრივად დანახვაც -ფილოსოფოსმა უნდა
გამოიყვანოს ადამიანი გამოქვაბულიდან და დაანახოს ის საგნები,რომლის
ანარეკლებსაც უცქერდა გამოვაბულში კაცობრიობა.
4.ჰერაკლიტე და პარმენიდე ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავდებოდნენ.ჰერაკლიტე ეფესელი პირველსაწყისად აღიარებდა ცეცხლს
,რომელიც იყო ,როგორც ყველაფრის დასაწყისი ,ისე ყველაფრის დასასრული
-სამყაროს მარადმამოძრავებელი ძალა.ჰერაკლიტესთან ვხვდებით
ლოგოსს(ცხოვრების მთავარი აზრი).ჰერაკლიტე კიდევ მიიჩნევდა,რომ ერთ საგანში
შეიძლებოდა ერთმანეთის საპირისპირო ორი თვისება ყოფილიყო გაერთიანებული
მაგალითად ცივი და თბილი ერთდროულად, და კიდევ არსი სადაც იყო იქვე იყო
არარსი.ერთ-ერთი რაშიც პარმენიდე ეწინააღმდეგებოდა ჰერაკლიტეს და
ამბობდა,რომ არსი სადაც არის იქ არარსი ვერ იქნებოდა..პარმენიდესთან ,არ
არსებობს სამყაროს საწყისი ,როგორც მუდმივცვალებადი ,მისთვის ეს საწყისი
არის ,უცვლელი,მუდმივად ერთ ადგილას მდგომი და არა ჰერაკლიტესავით
მარადმბრუნავი. პარმენიდე ცდილობს გონებით მიაღწიოს ყველაფერს,ჰერაკლიტე კი
თავის გრძნობებზეა დამყარებული და მისანსაც კი მოგვაგონებს.
5
ამ სამს შორის(ემპედოკლე,ანაქსაგორა,დემოკრიტე) განსხვავება ის არის,რომ
სხვადასხვა საწყისები აქვთ აღებული-ემპედოკლეს ოთხი
ელემენტი:ჰაერი,მიწა,წყალი,ცეცხლი.ანაქსაგორა- „ნუსი’’ ანუ გონება.დემოკრიტე-
ატომები. მსგავსება კი ემპედოკლესა და ანაქაგორას თეორიებს შორის ის არის,რომ
ისინი პოულობენ კავშირს ჰერაკლიტეს მარადცვალებადსა და ემპედოკლეს
უცვლელს შორის,ისინი არ აღიარებენ ცარიელ სივრცეს ორგვარი ბუნების ერთ
საგანში გაერთიანებას,ისინი ყველაფერს ტევენ ყველაფერში ემპედოკლე 4 ელემენტს
და ანაქსაგორა პირდაპირ ამბობს -ყველაფერია ყველაფერშიო . დემოკრიტეს საწყისი
აქტიურია,ხოლო ანაქაგორასი კი პასიური და მათ შორის ეს განსხვავებაა. (ატომები
მოძრავია, ნუსი ანუ გონება კი უძრავი).
6.მილეტელები ანუ ანაქსიმანდრე,თალესი,ანაქსიმენე ,სამყაროს საწყისად
მიიჩნევდნენ ერთ ელემენტს,თალესი წყალს,ანაქსიმენე ჰაერს ,ხოლო ანაქსიმანდრე
აპეირონს, მილეტელები სამყაროს, როგორც ერთ მთლიან სივრცეს
განიხილავდნენ,ჰერაკლიტეც მილეტელებივით ერთ საწყისს -ცეცხლს
მიიჩნევდა,მაგრამ ცეცხლი მის თეორიაში სხვა დატვირთვას ატარებდა,ის იყო
სამყაროში სიცოცხლის მარადმამოძრავებელი და ლოგოსსთან ანუ ცხოვრების
აზრთან მჭიდროდ დაკავშირებული ელემენტი.ემპედოკლესა და ანაქსაგორას
საწყისი მილეტელებისგან განსხვავებით არ იყო ერთი -მათთან პირიქით ჩნდება -
„ყველაფერი’’ ემპედოკლეს 4 ელემენტი და ანაქსაგორას გონება,რომელიც
ყველაფერშია და მრავალმხრივია.პარმენიდეს და დემოკრიტეს შორის განსხვავება
არის ის,რომ დემოკრიტე აქტიურ საწყისს ემყარებოდა მისი ატომები მოძრავები
იყვნენ ,ხოლო პარმენიდე ერთ მუდამ არსებულ მდგომარეობას ირჩევდა,მათი
საერთო კი ის იყო,რომ ორივე იმას ამბობდა რაც არის არის და რაც არ არის არ
არისო(ჰერაკლიტეს თეორია ეწინააღმდეგებოდნენ)

You might also like