You are on page 1of 3

გვანცა ჩანტლაძე

სემინარი 1

***

„ფილოსოფია’’ ბერძნული სიტყვაა და სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს. სიბრძნე ეს არის


აბსოლიტური ცოდნა ცხოვრებისეული ჭეშმარიტების შესახებ.თუმცა მთლად ასე
,რომ ვისმჯელოთ სიტყვა ბრძენი მხოლოდ ღმერთზე ითქმის.ჩვენ კი თუ სადმე
,ვინმე ჭკვიანურად მოსაუბრეს დავინახავთ ,თითქმის,ყველას ბრძენს ვეძახით.
ადამიანი,რომელიც ჭკვიანურად( და თუნდაც ,ბრძნულად) საუბრობს, ცხოვრობს და
მიუყვება თავის გზას არ არის ბრძენი პირდაპირი მნიშვნელობით,თუმცა ის
ფილოსოფოსია და სიბრძნის საფეხურებს მისდევს(ესეიგი ის მოყვარულია
სიბრძნის ,რადგან ილტვის მისკენ).დიახ,საფეხურებს,რომელიც კაცობრიობის
ნაბიჯებით არის გაცვეთილი ჯერ კიდევ სამყაროს გაჩენის დღიდან დღემდე.რა
აიძულებთ მათ იარონ სიბრძნის დაუსრულებელ კიბეზე და თანაც ამავდროულად
აბსოლიტურ სიბრძნეს ვერა და ვერ აღწევდნენ?რატომ არავინ დანებდა აქამდე?
იმიტომ ,რომ ადამიანის ბუნებას ერთი თანდაყოლილი თვისება აქვს-მას მუდამ
სურს,რომ შეიმეცნოს .რას აკეთებს ის ამისთვის? კითხვებს სვამს და როცა ის
კითხვებს სვამს ,პასუხის მისაღებად ერთი საფეხურით მაღლა ასვლა ხომ არ უწევს?
და როცა ახალ პასუხს იგებს ის,ხომ გაოცებული რჩება ბავშვივით,რომელმაც
პირველად ჩაიხედა სარკეში და გაუკვირდა იმ არსების დანახვა ,ვინც მის
მოძრაობებს იმეორებს.(სწორედ ამიტომ უწოდებდნენ პირველ ბერძენი
ფილოსოფოსების ხანას „ბავშვების’’ პერიოდს)ყოველივე ზემოთ თქმულით ჩვენ
ჩამოვაყალიბეთ(ზოგადად),რა არის ფილოსოფია,რას ნიშნავს სიბრძნე,შევეხეთ
გაკვირვების ფენომენსაც და ახლა ვისაუბროთ ბერძნულ ფენომენზე. ბერძნული
კულტურა ,მრავალი სხვა კულტურის დასაბამსა და ინსპირაციას
წარმოადგენს.ბერძნები ერთი პერიოდი ვუნდერკინდებადაც მიიჩნეოდნენ,მანამ
,სანამ მეოცე საუკუნემდე არ აღმოაჩნეს წინაბერძნული კულტურის ნაშთი,რომელის
ნანგრევებზეც ბერძნული ცივილიზაცია აიგო.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ
წინაბერძნული კულტურის დახვეწილობის გამო იყვნენ ბერძნები ასეთი
ორგანიზებულები და განვითარებულები.მათ გააჩნდათ პროგრესული აზროვნების
უნარი ,რომელმაც წარმოქმნა აზროვნების ერთიანი სისტემა „ფილოსოფია’’ (ეს
ტერმინი პირველად ,როგორც ამბობენ ,პითაგორამ გამოიყენა).ბერძნები იყვნენ
ისინი,ვინც დასვა შეკითხვა „რატომ’’ და იქ სადაც დაისვა პირველი შეკითხვა,ისე,რომ
ეს კითხვა ყველას გაეგონა (ჯერ მთელ საბერძნეთშ ,მერე მთელ კაცობრიობას)
დაირწა ფილოსოფიის აკვანი.შეიძლება ვიკითხოთ,რომ აღმოსავლეთში ,ხომ ბევრად
ადრე არსებობდა ფილოსოფია?მაგრამ აღმოსავლეთის ფილოსოფია ძირითადად
უკავშირდება რელიგიურ სიმბოლოებს ,რიტუალებს და ა.შ.ბერძნებმა კი
გადაწყვიტეს შეექმნათ აზროვნება ,რომელშიც იქნებოდა მკაცრად განსაზღვრული
რიცხვები,წესები ,კანონები,რომელზედაც სამყარო არის აგებული.

***

„ენა და აზროვნება ერთმანეთში განუყოფელადაა გადახლართული და ზემოქმედებს


ურთიერთზე.’’ (22 უ.გათრი).ძველი ბერძნული აზროვნების გასაგებად,მიუხედავად
იმისა,რომ მათი მსჯელობა ხშირად „შინაურულია’’ და ყველა ერის აზროვებას
ერგება,საჭიროა,რომ საბერძნეთს გავეცნოთ,ვიცოდეთ მათი იმ დროინდელი წეს-
წყობილება,რამაც განაპირობა ამ სააზროვნო სისტემის ჩამოყალიბება,იქ ,რომ
ყოფილიყო ტირანია ,ვერ იქნებოდა ცამდე გაჭიმული ფილოსოფიური მსჯელობა
მთელ იმ დროინდელ საბერძნეთში,შესაბამისად იქ იყო დემოკრატია,ხოლო მეორე
დეტალი,რომელსაც გათრი აქცევს ყურადღებას ეს არის ენა.ერთი სიტყვა მაინც უნდა
გვესმოდეს პლატონის და სოკრატეს ენიდან,რათა კარგად ჩავწვდეთ სიტყვათა
შინაარსს,შესაბამისად იმასაც გავიგებთ ,თუ რისი თქმა სურს ჩენთვის ძველ ბერძენ
ფილოსოფოსს.

„პლატონის მსგავსი ანტიკური ბერძენი მოაზროვნის გასაგებად საჭიროა გვქონდეს


რაღაც ცოდნა მის მიერ ხმარებულ თუნდაც ძირითადი ტერმინების ისტორიაზე’’
(გვ23 უ.გათრი).

მაგალითად ბერძნული სიტყვა Theos -ღმერთი.ძალიან დიდ ი მნიშვნელობა ენიჭება


იმას,თუ წინადადების ,რომელ ნაწილში იქნება ეს სიტყვა.მაგალითისთვის ,როგორც
გათრი ამბობს,- „როცა ამბობენ სიყვარული ან გამარჯვება ,ღმერთი ან ერთ-ერთი
ღმერთიაო ამით უპირატესად იგულისხმებოდა ,რომ ის ადამიანურზე უფრო მეტი
რამაა,სიკვდილს არ ემორჩილება ,მარადიულია..’’ ესეიგი ბერძნები ამბობენ ,რომ
სიყვარულია ღმერთი და არა ღმერთი სიყვარული და მაშასადამე ისინი
ქრისტიანებივით ან ებრაელებივით პირველ ადგილზე არ აყენებდნენ ღმერთს
.როგორც მაგალითად ,შოთა რუსთაველი თავის პოემას იწყებს ღმერთის დიდებით
და შემდეგ მოჰყვება მას სხვა დანარჩენი,ძველი ბერძნული ,რომ იყოს
„ვეფხისტყაოსანი’’,პირველ რიგში,ჩემი დიდი ვარაუდით ,მეფის ქება იქნებოდა და
შემდეგ ღმერთის .

You might also like