Professional Documents
Culture Documents
თეორიული გრამატიკა.
ჩვენთვის ცნობილი თეორიული ნაშრომები იტალიელ მისიონერებს
უკავშირდება.
იტალიელი მისიონერები: სტეფანო პაოლინი, ფრანჩესკო-მარია მაჯო,
ბერნანდო ნაპოლეონი...
ქართველი გრამატიკოსები: სულხან-საბა ორბელიანი, ზურაბ
შანშოვანი, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე...
ევროპელი ენათმეცნიერები: მარი ბროსე, რენე ლაგონი...
ქართველი ენათმეცნიერები: ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე.
აკაკი შანიძეს, ისევე როგორც იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ახვლედიანს
დიდი როლი მიუძღვით საენათმეცნიერო სკოლის დაარსებაში.
აკაკი შანიძე გრამატიკაში ძირითადად მორფოლოგიურ-სინტაქსური
საკითხების მკვლევარია. მან შექმნა „ქართული გრამატიკის საფუძვლები“,
რომელზეც გაიზარდა ქართველ ენათმეცნიერთა თაობები. ასევე
ჩამოაყალიბა თეორია სერიებისა და მწკრივების კლასიფიცირების. იგი
გაჰყვა ევროპული გრამატიკების კვალს და კლასიფიკაცია მოახდინა
ზმნის გვარის მიხედვით, გამოიყო სამი გვარი: აქტივი, პასივი და
მედიუმი (მოქმედებითი, ვნებითი და საშუალო).
აკაკი შანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ენის
ტექსტების: ოშკის ბიბლიის, სინური მრავალთავი 864 წლისაა-ს
გამოქვეყნებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის
დადგენის საქმე.
არნოლდ ჩიქობავა
არნოლდ ჩიქობავას სახელს უკავშირდება თბილისის სახელობის
უნივერსიტეტში ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების ძლიერი
სამეცნიერო სკოლის შექმნა.
არნოლდ ჩიქობავა არის ზოგადი ენათმეცნიერების თეორიტიკოსი, იგი
წარმატებით ფლობდა ისტორიულ-შდარებითსა და აღწერითი
ენათმეცნიერების მეთოდებს, იკვლევდა იბერიულ კავკასიურ ენებს.
ვარლამ თოფურია
ვარლამ თოფურია აკაკი შანიძესა და არნოლდ ჩიქობავასთან ერთად
ქართული ენათმეცნიერების კლასიკოსია, მის სახელთანაა
დაკავშირებული ქართული ენის საუნივერსიტეტო კურსის შექმნა. იგი
იყო მკვლევარი ქართველურ ენათა ფონეტიკის, მორფოლოგიის,
სინტაქსისა და ლექსიკის კარდინალური საკითხების.
ივანე იმნაიშვილი
ივანე იმნაიშვილი არია ავტორი ქართული ენის ისტორიული
ქრესტომათიების ტომეულების, რომლებიც დიაქრონიაში
წარმოგვიდგენენ ქართული სალიტერატურო ენის განვითარებას.
ფარნაოზ ერთელიშვილი
ფარნაოზ ერთელიშვილის „ჰიპოტაქსის საკითხები“ ქართული ენის
ისტორიის რთულ საკითხს ეხება. მისი ნაშრომები „ქართული სახელის
ფუძის ფონოლოგიის სტრუქტურის საკითხები“ და „ზმნური ფუძეების
ფონოლოგიური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები“
ფუძემდებლური ნაშრომებია ამ სფეროში.
ბესარიონ ჯორბენაძე
ბესარიონ ჯორბენაძოს ნაშრომები „ ქართული ზმნის ფორმობრივი
სტრუქტურისა და ანალიზის პრინციპები“, „ზმნური ხმოვანპრეფიქსების
ფუნქციები“ და სხვა.
დავალება: ცნობები ეფრემ მცირესა და იოანე პეტრიწის შესახებ.
თემა მე-5
ენის შესწავლის მეთოდები. ქართული ენის ისტორია. ქართული
სალიტერატურო ენის ისტორია.
თემა მე-6
ენათმეცნიერების ძირითადი დარგები. ქართული ენის ტიპოლოგია.