You are on page 1of 2

კომუნიკაცია და მეტყველება

ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების მთავარ პირობას წარმოადგენს კომუნიკაცია .

კომუნიკაცია არსებობს როგორც ვერბალური, ისე არავერბალური.

არავერბალური საშუალებები: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პოზა, ექსტალინგვისტური


საშუალებები (ინტონაცია, პაუზა, ხმის სიმაღლე) და პროქსემიკა ანუ კომუნიკაციის
ორგანიზაცია სივრცეში.

ჟესტები 5 ფუნქციას ასრულებენ: სიმბოლოს, ადაპტაციის, რეგულატორის,


ილუსტრატორის და ემოციის ინდიკატორის.

დისტანტური და კონტაქტური კრებები.

მეტად კონტექსტური (აზიელები, ჩინელები/იაპონელები) და ნაკლებად კონტექსტური


(გერმანელი, ჩრდილო ამერიკელი) კულტურები.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანისა და ერაყის საგარეო მინისტრის შეხვედრის მაგალითი და


მომხდარი გაუგებრობა ქუვეითის დატოვების საკითხზე.

ენა და მეტყველება
ქართული ფსიქოლოგიის ტრადიციით ჩვენ ვასხვავებთ ორ ტერმინს, ენასა და
მეტყველებას;

ენა-არის ობიეტურად არსებულ ნიშანთა სისტემა, რომელსაც ინდივიდისგან


დამოუკიდებლად გააჩნია საკუთარი სტრუქტურა და წესები.
მეტყველება-ადამიანის ფსიქიკური აქტივობა, რომელიც ხორციელდება ენის
საშუალებით;

ენის თვისებები:
შემოქმედებითობა-ადამიანები ქმნიან ისეთ წინადადებებს , რომლებიც აქამდე არ
მოუსმენიათ.
სტრუქტურულობა-ემყარება ლინგვისტურ ელემენტთა მკაცრ წესებს;
შინაარსი-გააჩნია შინაარსი და შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეში არსებულ
მოვლენებს;
კომუნიკაციურობა-ემსახურება ადამიანთა შორის ურთიერთობებს;

მეტყველებას აქვს განცდათა გამოხატვის ფუნქცია, ანუ ექსპრესია. გამოხატვის ფუნქცია


ცხოველთა ბგერებსაც და მოძრაობებსაც აქვს, რითაც გამოხატავს შიშს, აგრესიას ,
გაბრაზებას და სხვას, მაგრამ ადამიანის გამოხატვის ფუნქცია სუბიექტურთან ერთად
ობიექტურიცაა, ცხოველის კი მხოლოდ სუბიექტური. ადამიანისთვის სიტყვა გარეთ
აღმნიშვნელი ობიექტური მოვლენის აღმნიშვნელია. ადამიანი პურს ეძახის პურს, წყალს
წყალს და ა.შ.
აზრდების აქტის შედეგად, იმ ბგერათა ერთობა/კომპლექსი რომელიც უცხო ენაზე
ჩვენთვის არაფერს ნიშნავდა, მისი მნიშვნელობის გაგების შემდეგ უკვე გარკვეული აზრის
მატარებელია.

You might also like