You are on page 1of 37

აკაკი წერეთლის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზოგადი ენათმეცნიერება

(ლექციების კურსი)

ნაწილი I

ზოგადი ენათმეცნიერების საგანი

ზოგადი ენათმეცნიერება არის მოძღვრება ადამიანის ბუნებრივი სამეტყველო ენის,


მისი ბუნებისა და არსის, წყობის, განვითარების მიზეზებისა და კანონზომიერების,
არსებობისა და ფუნქციონირების ფორმათა შესახებ, სინამდვილის სხვა მოვლენებთან ენის
კავშირსა და ენათმეცნიერული ანალიზის მეთოდების შესახებ. ზოგად ენათმეცნიერებას
აინტერესებს ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს ნებისმიერ ენას და განსხვავდება
მის მიერ გამოყენებული კერძო ენათმეცნიერული დისციპლინებისგან, რომლებიც
გამოიყოფიან ენათბმეცნიერებაში თავისი საგნის მიხედვით _ ან ცალკეული ენის მიხედვით
(მაგ. ინგლისური ენა _ ანგლისტიკა, იაპონური ენა _ იაპონისტიკა და მისთ.), ან მონათესავე
ენათა ჯგუფის მიხედვით (მაგ. ქართველოლოგია, რომელიც შეისწავლის ქართველურ ენებს;
რომანისტიკა, რომელიც შეისწავლის რომანულ ენებს და ა. შ), ან გეოგრაფიული რეგიონის
მიხედვით, რომლის შიგნითაც დაჯგუფებულია არეალურად და/ან ტიპოლოგიურად ახლოს
მდგომი ენები (მაგ. კავკასიოლოგია, ბალკანისტიკა და მისთ.). ე.ი. მაშინ, როცა კერძო
ლონგვისტიკა შეისწავლის ცალკეულ, კონკრეტულ ენებს ან მათ გარკვეულ ჯგუფებს,
ზოგადი ენათმეცნიერებაიკვლევს ყველაზე ზოგად და არსებით პრობლემებს, რომლებიც
შეეხება ადამიანის სამეტყველო ენას საერთოდ ან ანობრივ სტრუქტურათა განსაზღვრულ
ტიპებს.

ინგლისელი ლინგვისტი ჯ. სემპსონი აღნიშნავს, რომ ენათმეცნიერებაში არის ორი


დიდი სფერო: ზოგადი და კერძო ენათმეცნიერება. ,,ერთის მხრივ ლინგვისტები მუშაობენ
ცალკეულ ენებზე: ინგლისურზე, ფრანგულზე, ჩინურსა და მისთ. მეორეს მხრივ, ისინი
შეისწავლიან ადამიანის ენის ფენომენს საერთოდ, რომელთან მიმართებაშიც ცალკეული
ენები გამოდიან მაგალითების როლში."

ზოგადი ენათმეცნიერება აზუსტებს ყველა ენის ზოგად (ან სტატისტიკურად ჭარბ)


ნიშან-თვისებებს როგორც ემპირიულად _ ინდუქციურად, ტიპოლოგიის მეშვეობით, ასევე
დედუქციურად, ენის ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერებების, ნებისმიერი
სამეტყველო აქტისა და ტექსტის თავისებურებათა კვლევის საშუალებით.

ამერიკელი მეცნიერები ყოფენ ზოგად ენათმეცნიერებას ანუ მაკროლინგვისტიკას სამ


შემადგენელ ნაწილად. ესენია: პრელინგვისტიკა, რომელიც შეიცავს ენის შესწავლის
ანთროპოლოგიურ და ფიზიკურ ასპექტებს (ფონეტიკას), მიკროლინგვისტიკა, რომელიც
თავის ამოცანად ისახავს ენის შინაგადი სტრუქტურის, მისი ფორმის შესწავლას, ენის
,,შიგნიდან" შესწავლას (ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი), და მეტალინგვისტიკა,
რომელიც შეისწავლის ენის კავშირს არაენიბრივ მოვლენებთან (ენა და აზროვნება, ენა და
საზოგადოება და ა. შ.).

ნებისმიერი მეცნიერული დისციპლინის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ის, რაც


ეხება მისი შესასწავლი ობიექტის ბუნებასა და არსს. როგორც აკადემიკოსი არნოლდ
ჩიქობავა ბრძანებდა, ,,საგნის საკითხი თავი საკითხია... შესასწავლი ობიექტია სინამდვილის
ფაქტი ანდა მისი რომელიმე მხარე." ლინგვისტიკის ობიექტი არის ენა როგორც რთული,
ორგანიზებული მთელი და მისი ფუნქციონრების სხვადასხვა ფორმა.

ობიექტის რაობის გაგებაშია ის, რომ გაჩნდება შეხედულებათა სხვაობა,


მიმდინარეობათა ნაირგვარობა. ამიტომაა, რომ შესასწავლი ობიექტი იმთავითვეა მოცემული
ყოველ მეცნიერებაში, მაგრამ ამ ობიექტის განსაზღვრა საყოველთაოდ აღიარებული და
უდავო, იშვიათად თუა მოცემული რომელიმე მეცნიერებაში. განსაკუთრებით ეს ითქმის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შესახებ. რა არის ენა? ეს საკითხი ისევე მწვავეა
ენათმეცნიერებისათვის, როგორც, მაგალითად, სამართალმცოდნეობისათვიის კითხვა რა
არის სამართალი, პოეტიკისათვის _ რა არის პოეზია და ა. შ. ობიექტის საკითხით იწყება
ყოველი მეცნიერება და ობიექტის საკითხით მთავრდება იგი და ჩვეულებრივ მით უფრო
დიდია განსხვავება ამ საკითხზე გაცემულ პასუხებს შორის, რაც უფრო მეტი მიღწევა
მოეპოვება სატანადო მეცნიერებას თავისი ობიექტის სესწავლისას

ზემოთქმულიდან გამომდინარე ზოგადი ენათმეცნიერება არის ენის

ზ ო გ ა დ ი თეორია.

ზოგადი ენათმეცნიერების ძირითადი პრობლემები

ზოგადი მენათმეცნიერება ენათმეცნიერების ნაწილია. მისი დანიშნულებაა მოგვცეს


ენისა და ენათმეცნიერების ძირითადი პრინციპული საკითხების სისტემატური ანალიზი.

ენის არსის პრობლემა, მის ელემენტთა ბუნება, ენათა ცვლილების მიზეზი, მათი
ფუნქციები, წყობა, კავშირი სინამდვილესთან, და მრავალი სხვა საკითხი ყოველთვის
აინტერესებდათ მეცნიერებს, ოღონდაც სხვადასხვაგვარად განიხილებოდა. ეს
დამოკიდებული იყო მეცნიერების განვითარების სხვადასხვა დონეზე, მეცნიერთა
ფილოსოფიურ შეხედულებებზე, თუ როგორ იყო შესწავლილი საკვლევი ობიექტი.
ენათმეცნიერების ისტორიაში ცნობილია სხვადასხვა მიმდინარეობა, სკოლა, ცალკეულ
მეცნიერთა თეორიები, რომლებიც ნაირგვარად აშუქებენ ამა თუ იმ პრობლემას. მაგალითად,
ზოგიერთი ლინგვისტი განიხილავს ენას როგორც ინდივიდუალურ მოვლენას, სხვები-
რიგორც სოციალურს, ერთნი უდარებდნენ ენას ბიოლოგიურ ორგანიზმს, მეორენი
ფსიქოლოგიურ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ ენობრივ ფაქტებს,მესამენი აიგივებდნენ
ლოგიკურ და გრამატიკულ კატეგორიებს, სვამდნენ ტოლობის ნიშანს ენასა და აზროვნებას
შორის, მეოთხენი განიხილავდნენ ენას, როგორც აბსტრაქტულ სტრუქტურას, მოვლენას,
რომელიც არსებობს თავისთვის და თავის თავში, სხვები განსაზღვრავენ ენას, როგორც
მატერიალურ ნიშანთა ისტორიულად ჩამოყალიბებულ სისტემას, რომლებიც
დიალექტიკურად დაკავშირებულია ცნობიერებასთან და ასახავს სინამდვილის მოვლენებს,
და ა. შ. ენათმეცნიერების ძირითად პრობლემათა გადაწყვეტის მიხედვით გამოიყოფა
მიმდინარეობები, ნატურალისტური, ფსიქოლოგისტური, სოციოლოგიური, ლოგიკური,
ესთეტიკური, სტრუქტურალისტური და სხვ.

არნოლდ ჩიქობავა გამოყოფს ოთხ პრობლემას:

1. ენათმეცნიერების საგნის პრობლემა,

2. ენათმეცნიერების სპეციალური მეთოდების პრობლემა,

3. ენათმეცნიერების სტრუქტურის ( ე. ი. საენათმეცნიერო დარგებისა და მათი


ურთიერთობის) პრობლემა,

4. პრობლემა ენათმეცნიერების მიმართებისა სხვა მეცნიერებებთან.

საგნის სპეციალური მეთოდების, სტრუქტურის და სხვა, მონათესავე,


დისციპლინებთან ურთიერთობის საკითხი ყოველი მეცნიერებისათვის საკონსტიტუციო
საკითხია. მაშასადამე ზოგადი ენათმეცნიერება მიზნად ისახავს ენათმეცნიერების
ფუძემდებელი პრობლემების განხილვას.

რუსი ლინგვისტი ბ. გოლოვინი ზოგადი ენათმეცნიერების შვიდ ძირითად პრობლემა


ასახელებს. ესენია:

1. ლინგვისტიკის ობიექტის, მისი საზღვრების მომიჯნავე ობიექტთაგან მისი გამოყოფის


პრობლემა;

2. ენის სტრუქტურული დანაწევრებისა და ენიბრივი სტრუქტურის შინაგანი


კავშირების პრობლემა;

3. ენის ფუნქციონირების, მისი გარეგანი კავშირების პრობლემა;


4. ენის ისტორიული განვითარებისა და ამ განვითარების შინაგანი და გარეგანი
პირობების პრობლემა;

5. ენის, როგორც ნიშანთა სისტემისა და სხვა ნიშანთა სისტემებს შორის ენის ადგილის
პრობლემა;

6. ენობრივი უნივერსალიების პრობლემა და ენათა კლასიფიკაციის პრობლემა;

7. საკუთრივ ლინგვისტიკის, როგორც მეცნიერული დისციპლინის, მისი მეთოდების,


მისი შინაგანი სტრუქტრურისა და გარეგანი კავშირების პრობლემა.

ზოგადი ენათნეცნიერება თავის პრობლემებს წყვეტს ენათმეცნიერული, ემპირიული


მასალის საფუძველზე, იმ მასალის საფუძველზე, რაც ენათა მეცნიერული შესწავლითაა
მოპოვებული, ცალკეულ ენათა მეცნიერულ გრამატიკებშია წარმოდგენილი. საენათმეცნიერო
კვლევა-ძიების შედეგები არის და უნდა იყოს დასაყრდენი ზოგადი ენათმეცნიერების.

ნეოჰუმბოლდტიანობა

ნეოჰუმბოლდტიანობა დასავლეთ ევროპაში. ლეო ვაისგერბერის კონცეფცია

ნეოჰუმბოლდტიანობა არის მიმდინარეობა საზღვარგარეთულ ენათმეცნიერებაში,


რომელიც ძირითად ყურადღებას უთმობს ენის სემანტიკურ მხარეს, მიისწრაფის შეისწავლოს
ენა მოცემული ერის კულტურასთან მჭიდრო კავშირში. ამ მიმდინარეობის ორი სახესხვაობა
არსებობს: ევროპული და ამერიკული.

ევროპული ნეოჰუმბოლტიანობა წარმოიშვა XX საუკუნის 20-იან წლებში (ძირითადად


გერმანიაში). იგი მიზნად ისახავდა ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტისეული შედარებითი
ენათმეცნიერების აღორძინებას. ევროპული ნეოჰუმბოლდტიანობის ძირითადი დებულებები
ჩამოაყალიბა იოჰან ლეო ვაისგერბერმა მის გვერდით იდგნენ იოსტ ტრირი, გიუნტერ იპსენი,
ჰაროლდ ჰოლცი, პეტერ ჰარტმანი, ჰელმუტ გიპერი, აგრეთვე შვეიცარიელი მკვლევარი ჰანს
გლინცი და სხვები.

გერმანელი ნეოჰუმბოლდტიანელები განიხილავენ ენას, როგორც ეროვნული სულის


გამოხატულებას, როგორც ,,შუალედურ სამყაროს", რომელიც დგას ადამიანის აზროვნებასა
და გარესამყაროს შორის. ლეო ვაისგერბერი ენას ,,სამყაროს გასაღებს" უწოდებს. იგი
სავსებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ ენა აყალიბებს ადამიანტა ახროვნებასა და
მსოფლმხედველობას. იგი ის ძალაა, რომელიც სამყაროს გადააქცევს აზრებად, მოახდენს მის
ვერბალიზევას. ენა ქმნის სამყაროს გარკვეულ ხატებას და რეალურ გავლენას ახდენს მთელი
საზოგადოებისა და ცალკეულ პიროვნებათა აზრებსა და ქცევებზე. ერთ-ერთი
ნეოჰუმბოლდტიანელი გ. იპსენი წერდა, რომ ,,ენის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ
იგი, სიმართლე რომ ვთქვათ, არის არა ენა, არამედ სამყარო."

მისწრაფებამ, გაეგოთ ენის ,,შინაგანი ფორმა" (,,შინაფორმა") ჩაწვდომოდნენ მის


სემანტიკურ სტრუქტურას, ნეოჰუმბოლდტიანელები მიიყვანა ე.წ. ,,ენობრივი ველების"
ანალიზამდე. ეს არის ენობრივ (ძირითადად ლექსიკურ) ელემენტთა ერთობა, რასაც
საფუძვლად უდევს შინაარსის ფაქტორი და აღსანიშნ მოვლენათა ცნებითი, საგნობრივი და
ფუნქციონალური მსგავსების გამოხატვა. ენა ნაწევრდება ლექსიკო-სემანტიკურ
მიკროსისტემებად (ველებად) და განისაზღვრება სემანტიკური მიმართებანი ველის
კომპონენტებს შორის.

ველის თეორიის შემქმნელი იოსტ ტრირი ამტკიცებს, რომ ყველა ენა თავისებურად
განალაგებს სინამდვილეს, რის მიხედვითაც ლაგდება ენის კომპონენტები, რომლებიც
შეადგენენ მოცემული ენობრივი სისტემის თავისებურებას. ენაში, ი. ტრირის აზრით
დამოუკიდებლად არაფერი არსებობს. ენის საფუძველს შეადგენს სტუქტურა. ყოველი
ელემენტის მნიშვნელობა განისაზღვრება მისი მიმართების მიხედვით მთელს ენობრივ
სტრუქტურასთან და მის ფუნქციასთან ენობრივ სტრუქტურაში. იმისათვის, რომ გავიგოთ
ენის ცალკეული ელემენტი საჭიროა შევისწავლოთ მთელი მისი ველი. ველის გარეშე
მნიშვნელობა არ არსებობს, ამბობს ი. ტრირი. ნეოჰუმბოლდტიანელებთან სიტყვის
მნიშვნელობა გამოცხადებულია გარკვეული სემანტიკური ველის რგოლად. ლეო
ვაისგერბერის ზოგიერთ სიტყვას არ გააჩნია შესაბამისობა რეალურ სინამდვილეში. ისინი
მხოლოდ ავსებენ ცარიელ უჯრებს სემანტიკური ველის სისტემაში. მაგალითად, სიტყვა
,,ნაცრისფერი" შემოტანილია როგორც შუალედური, გარდამავალი რგოლი სიტყვებს
,,თეთრი" და ,,შავი" შორის; ბუნებაში კი თვითონ ნაცრისფერი არ არსებობს. გამომდინარე
ენის სემანტიკური დანაწევრევა არ შეესაბამება ობიექტური სინამდვილის დანაწევრებას.
ამიტომაც, ლექსიკური შემადგენლობის დანაწევრების პრინციპები უნდა ავიღოთ თვითონ
ენიდან.

ლ. ვაისგერბერი ფაქტობრივად სემასიოლოგიური გრამატიკის მომხრეა. მისი აზრით


აღწერითი გრამატიკა ფორმალურია, რადგან იგი ცდილობს ჟღერადობა დაუკავშიროს
სიტყვის მნიშვნელობას ან გრამატიკული ფორმები, ენობრივ ერთეულთა ფუნქციებს.
ლ.ვაისგერბერი ფიქრობს, რომ ფორმალური ანალიზი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ბგერით
ფორმას, ხოლო გრამატიკამ უნდა შეისწავლოს ენის შინაარსობრივი მხარე. მისი შინა ფორმა,
რადგან ეს უკანასკნელი წარმოაჩენს ხალხის მსოფლმხედველობას. იგი უნდა იყოს
დინამიკური, რადგანაც ენა განუწყვეტელი მოღვაწეობაა (ენერგიაა) შემოქმედებაა.

ნეოჰუმბილდტიანობის ძირითადი დებულებებია:

ა. ენა განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებას და შემეცნების პროცესს მთლიანობაში, ხოლო


მისი საშუალებით _ ადამიანთა კულტურასა და საზოგადოებრივ მოქცევას,
მსოფლმხედველობას, რომელიც ცნობიერებაში წარმოიქმნება;

ბ. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები იქმნიან სხვადასხვაგვარ ენობრივ


მსოფლხედვას, ამიტომაც, განსხვავებული კულტურისა და საზოგადიებრივი ქცევის
მატარებლები არიან;
გ. ენა არა მარტო განაპირობებს, არამედ ზღუდავს კიდევაც ადამიანის შეცნობითს
შესაძლებლობებს;

დ. ენათა განსხვავებულობაზე დამოკიდებულია არა მარტო აზროვნების შინაარსში


არსებული სხვაობა, არამედ განსხვავებაც აზროვნების ლოგიკაში, აზროვნების ხასიათში.

ნეოჰუმბოლდტიანობა ენყარებოდა ცნობილი ნეოკანტიანელი ფილოსოფოსის ერნსტ


კასირერის მოსაზრებებს და, რა თქმა უნდა, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის მემკვიდრეობას.
სხვასთან ერთად ესეც განაპირობებდა ინას, რომ ნეოჰუმბილდტიანელთა ნააზრევი იწვევდა
მარქსიზმის მიმდევართა რისხვას და ხშირად უსაფუძვლო კრიტიკას.

ნეოჰუმბოლდტიანობა აშშ-ში

ეთნოლინგვისტიკა

ამერიკული ნეოჰუმბოლდტიანობა, რომელსაც ასევე ე თ ნ ო ლ ი ნ გ ვ ი ს ტ ი კ ა ს ა ც


უწოდებენ, ჩამოყალიბდა ჰუმბოლდტიანური ტრადიციებისგან დამოუკიდებლად.
ეთნოლინგვისტიკა არის ენათმეცნიერული მიმდინარეობა, რომელიც შეისწავლის ენას მის
მიმართებაში კულტურასთან, ენობრივ, ეთნოკულტურულ და ეთნოფსიქოლოგიურ
ფაქტორთა ურთიერთქმედებას ენის ფუნქციონირებასა და ევოლუციაში. უფრო ფართო
გაგებით ეთნოლინგვისტიკა განიხილება როგორც კომპლექსური დისციპლინა, რომელიც
ენათმეცნიერული მეთოდების საშუალებით შეისწავლის კულტურის, ხალხთა
ფსიქოლოგიისა და მითოლოგიის ,,შინაარსის პლანს". თავის ,,ლინგვისტურ ტერმინთა
ლექსიკონში" ო. ახმანოვა განმარტავს, რომ ეთნოლინგვისტიკა არის ,,მაკროლინგვისტიკის
დარგი, რომელიც შეისწავლის მიმართებას ენასა და ხალხს შორის და ლინგვისტურ და
ეთნიკურ ფაქტორებს ენის ფუნქციონირებასა და განვითარებაში."

როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა, ეთნოლინგვისტიკა ჩაისახა ეთნოგრაფიის


წიაღში მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯნაზე და ფართო გავრცელება ჰპოვა ამერიკულ
ენათმეცნიერებაში მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან, რაც დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ
და ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მრავალრიცხოვანი ტომების ყოფა-ცხოვრების
შესწავლასთან. ეთნოლინგვისტიკა სპეციალურ, ენათმეცნიერულ პლანში წარმოიშვა
მხოლოდ მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში. ამერიკულ ლინგვისტიკაში ფრანც ბოასმა და
მისი მოწაფეების პირველმა თაობამ სათავე დაუდეს ახალ ტრადიციებს, დასახეს
პრობლემათა გარკვეული წყება და მათი კვლევის მეთოდები. (ამერიკელ მეცნიერთა
შრომებში ტერმინი ,,ეთნოლინგვისტიკა" ზოგჯერ დუბლირდება ტერმინებით
,,ანთოპოლინგვისტიკა", ,,ენთოსემანტიკა" და სხვა). ერთ-ერთი მთავარი იყო ამერიკელ
ინდიელთა ენების გენეტიკური ნათესაობის პრობლემა. ამ ენათა კლასიფიკაციის პირველი
ცდები ბუნდოვანი კრიტერიუმების გამოყენებით ხდებოდა. შემდგომში ამერიკელ
ინდიელთა ენების კლასიფიკაციისათვის გამოიყენებოდა მკაცრად მეცნიერული მეთოდები:
ისტორიულ-შედარებითი (ე.სეპირი, ს.ლემი) გლოტოქრონოლოგიის (მ.სვოდეში),
ისტორიულ-ტიპოლოგიური და არეალური (კ.ჰეილი, ჩ.ფ.ვოგლინი, ჯ.ლ.ტრეიჯერი).
ეთნოლინგვისტიკაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ინდიელთა ენების და
ინდოევროპული ენების (ინგლისური, ესპანური, ფრანგული) ურთიერთგავლენის
შესწავლას, ბილინგვიზმისა და პოლილინგვიზმის პრობლემებს, სოციოკულტურულ
ფაქტორთა გავლენას ენის განვითარებაზე.

ეთნოლინგვისტიკის ინტერესის სფეროში თავიდანვე შედიოდა სემანტიკის პრობლემები.


ფ. ბოასმა გამოიკვლია გრამატიკულ კატეგორიათა სემანტიკა, ე. სეპირმა-მეტყველების
ანომალიური ტიპები ნუტკა ენაში, ბგერითი სიმბოლიზმი, ცნებითი ველები. XX საუკუნის
30-იანი წლებიდან ჩნდება ფ. ბოასის მოწაფეთა მეორე თაობის ნაშრომები: ჰარი ჰოიჯერისა
(ტონკავა ენა და აპაჩების ენა), ბენჯამინ ლი უორფისა (ჰოპი ენა), ჯორჯ ლეონარდ
ტრეიჯერისა (ტაოსური ენა) და სხვა.

დესკრიფციული ლინგვისტიკის პერიოდში მინავლდა ინტერესი ეთნოლინგვისტიკური


პრობლემებისადმი. ამ ინტერესის აღორძინება მოდის 50-იანი წლების დასაწყისზე,როდესაც
დაიწყეს სეპირ-უორფის ჰიპოთეზის ფართო განხილვა. სამეცნიერო პრაქტიკაში დაინერგა
კომპონენტური ანალიზის მეთოდი, რომლის საშუალებითაც იკვლევენ სიტყვათა ჯგუფებს
(ნათესაობის, ფერის აღმნიშვნელი სიტყვები და მისთ.), რომლებიც ასახავდნენ არაენობრივი
სინამდვილის შესაბამისი დანაწევრების სოციალურ-კულტურულ თავისებურებებს
სხვადასხვა ენაში. 50-70-იან წლებში ფართოდ გამოიყენება სემანტიკის ეთნოლინგვისტურ
პრობლემათა შესწავლის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური მეთოდები (ჰ. ჰოიჯერი, ჩარლზ
და ფლორენს ვოგლინები). 70-იან წლებში და 80-იანი წლების დასაწყისში გამოიკვლიეს
სხვადასხვა ენის სემანტიკური მოდელები, ხალხური ტაქსონომიის (ფოლკ ტახონომყ)
პრობლემები, პარალინგვისტური მოვლენები და სხვა, წამოიჭრა ენობრივ მონაცემთა
საფუძველზე სულიერი ეთნიკური კულტურის ისტორიული შესწავლისა და
რეკონსტრუქციის პრობლემები (ბ. ბერლინი, მ. მატიოტი, ჰ. კონკლინი და სხვები).

ზოგიერთი მეცნიერი გამოთქვამს აზრს, რომ ეთნოლინგვისტიკა განუყოფელია თვით


ენათმეცნიერებისაგან, რადგან ეს უკანასკნელი იკვლევს ენის რეალური ფუნქციონირებისა
და ადამიანის ცხოვრებაში მისი როლის საკითხებს.

ედუარდ სეპირის ენათმეცნიერული კონცეფცია


ე დ უ ა რ დ ს ე პ ი რ ი (1884-1939) იყო გამოჩენილი ამერიკელი ენათმეცნიერი,
ამერიკის აბორიგენთა ენების უდიდესი სპეციალისტი. ე. სეპირის მენტალისტურმა იდეებმა
ხელი შეუწყო აშშ-ში ე.წ. ანთროპოლოგიური ლინგვისტიკის ანუ ეთნოლინგვისტიკის
სკოლის განვითარებას, რომლის ბაზაზეც 50-იანი წლების შემდეგ განვითარდა
სოციოლინგვისტიკა; მენტალიზმმა ასევე ხელი შეუწყო ფსიქოლინგვისტიკის ფორმირებას.
ედუარდ სეპირის მეთოდოლოგია ეკლექტიკურია. იგი ცდილობდა ფილოსოფიური
საფუძვლის გარეშე შეექმნა ენის ზოგადი თეორია. ამავე Dროს იგი თავისდა უნებურად
ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ლინგოფილოსოფიური აზრების გავლენის ქვეშ მოექცა.

ედუარდ სეპირის ზოგადენათმეცნიერული შეხედულებები მოცემულია 1921 წელს


ნიუ-იორკში გამოქვეყნებულ მის წიგნში ,,Lანგუაგე" (,,ენა") რომელშიაც განმარტებულია
ლინგვისტიკის ობიექტის არსი. ენა, ავტორის მიხედვით, არის მეტყველების მხოლოდ
გარეგანი წახნაგი სიმბოლური გამოსახულების ყველაზე მაღალ, ყველაზე განზოგადებულ
დონეზე. ენა არის ფონეტიკურ სიმბოლოთა სისტემა, იგი არის გამოცდილების
სიმბოლიზაცია. თავდაპირველად ენა წარმოადგენდა ობიექტური სინამდვილის
სიმბოლურად განხილვის ტენდენციის რეალიზაციას, და სწორედ ან თვისებამ გახადა იგი
გამოსადეგი ურთიერთობის მიზნებისათვის. ურთიერთობის პროცესში მიიღო მან ის
გართულებული და დაკონკრეტებული ფორმები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ ვიცნობთ მას.

,,ჩემი ვარაუდით, - წერს ავტორი,- ენის წარმოშობა წინ უსწრებდა თვით


მატერიალური კულტურის თავდაპირველ განვითარებასაც კი, და თვით კულტურის
განვითარებასაც არ შეიძლებოდა, მკაცრად რომ ვთქვათ, ჰქონოდა ადგილი სანამ არ
გაფორმდებოდა ენა - განოხატვის მნიშვნელობით აღჭურვილი ინსტრუმენტი." ყველაზე მეტ
კრიტიკას სეპირის სწორედ ეს მოსაზრება იწვევდა.

ე.სეპირი ზღვარს ავლებს ცნებებს , ენა და ნეტყველება, შორის. იგი ენას განსაზღვრავს
როგორც ,,ერთგვარ სტრუქტურას, თავისი Bბუნებით _ აზრის ფორმას". ენა, ე. სეპირის
აზრით, არის მიმართებით ფორმათა სისტემა, მაგრამ მას ყოველთვის არ სჭირდება
მეტყველება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ინისათვის, რომ შეინარჩუნოს თავისი
მთლიანობა. იგი შეიძლება გამოიხატოს ასოებით ან მორზეს ტიპის კოდით, თუმცა ბგერითი
მეტყველება უაღრესად მოსახერხებელი და სრულყოფილია. მეტყველება არის
შემოქმედებითი მოღვაწეობა, ეს არის არაინსტინქტური, შეძენილი ,,კულტურული"
Fფუნქცია, კოლექტივის ისტორიული მემკვიდრეობა, ხანგრძლივი სოციალური ხმარებისგან
მიღებული პროდუქტი. მეტყველებას, როგორც მოღვაწეობას, ე. სეპირი წარმოგვიდგენს
მოდელთა ორი სისტემის შერწყმის სახით. ესენია: ს ი მ ბ ო ლ უ რ ი და ე ქ ს პ რ ე ს ი უ ლ ი,
რომლებიც ურთიერთქმედებენ. ენის სიმბოლური მხარის საშუალებით ხორციელდება ენის
საკომუნიკაციო ფუნქცია, ხოლო ექსპრესიულის საშუალებით ხდება ენის ზეგავლენა
ადამიანის ფსიქიკასა და ქცევაზე.

ედუარდ სეპირის ამ იდეებმა დიდი განვითარება ჰპოვა მისი მიმდევრაბისა და


თანამოაზრეების ნაშრომებში.

სეპირ-უორფის ჰოპოთეზა

ედუარდ სეპირის მოწაფემ ბენჯამინ ლი უორფმა მას შემდეგ, რაც იგი გაეცნო
ამერიკელ ინდიელთა ენებს, რომლებიც შესამჩნევად განსხვავდებოდნენ ევროპული
ენებისაგან თვავისი სტრუქტურითა და გრამატიკული კატეგორიებით, გამოთქვა აზრი, რომ
ევროპელთა აზროვნება და კულტურა განსხვავდება ინდიელთა აზროვნებისა და
კულტურისაგან, ამასთანავე, მაორგანიზებელი და ჩამომყალიბებელი როლი ეკუთვნის ენას.
ბ. უორფის თეორიამ მიიღო სახელწოდება ,,ს ე პ ი რ - უ ო რ ფ ი ს ჰ ი პ ო თ ე ზ ა" ანუ ,,ლ ი ნ
გ ვ ი ს ტ უ რ ი ფ ა რ დ ო ბ ი თ ო ბ ი ს თ ე ო რ ი ა".

ბენჯამინ ლი უორფის (1897-1941) კალამს ეკუთვნის წიგნი ,,ქცევისა და აზროვნების


ნორმათა მიმართება ენასთან" (დაიბეჭდა 1956 წელს ნიუ-იორკში) რომელსაც მან ეპიგრაფად
წაუმძღვარა თავისი მასწავლებლის ე. სეპირის ნაშრომიდან აღებული ციტატა, რომ
,,ადამიანები ხოვრობენ არა მარტო ობიექტურ სამყაროში ან მხოლოდ საზოგადოებრივი
მოღვაწეობის სამყაროში, როგორც ეს ჩვეულებრივ გაიგება, არამედ ისინი გარკვეულწილად
იმყოფებიანიმ კონკრეტული ენის ზეგავლენის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს გამოხატვის
იარაღს მათი საზოგადიებისათვის. შეცდომა იქნებოდა, რომ გვევარაუდა, რომ ჩვენ
შეგვიძლია მთლიანად შევიცნოთ სინამდვილე ენის დაუხმარებლად, ან ის, რომ ენა
ხელისშემშლელი პირობაა ურთიერთობისა დ ააზროვნების ზოგიერთი კერძო პრობლემის
გადასაჭრელად. სინამდვილეში ,,რეალური სამყარო" უმეტესწილად შენდება მოცემული
ჯგუფის ენობრივ ჩვევათა საფუძველზე... ჩვენ ვხედავთ, გვესმის და აღვიქვამთ ასე თუ ისე
ამათუიმ მოვლემას იმის მეშვეობით, რომ ჩვენი საზოგადოების ენობრივი ნორმები
გულისხმობენ გამოხატვის მოცემულ ფორმას". თავისი მასწავლებლის ამ მტკიცებაზე
დაყრდნობით ბ. უირფმა შექმნა თავისი თეორია.

სეპირ_უორფის ჰიპოთეზის მიხედვით აზროვნების ლოგიკურ წყობას განსაზღვრავს


ენა. სინამდვილის შეცნობის ხასიათი დამოკიდებულია იმ ენაზე, რომელზეც აზროვნებს
მოცემული სუბიექტი. ადამიანები ანაწევრებენ სამყაროს, ახდენენ მის ორგანიზებას
ცნებებად და მხოლოდ ასე ანაწილებენ მნიშვნელობებს, რადგანაც ერთგვარი შეთანხმების
მონაწილეები არიან და ამ შეთანხმებას ძალა აქვს მხოლოდ ამ ენისთვის. შემეცნებას არ
გააჩნიაობიექტური ხასიათი. ბ. უორფი წერს, რომ ,,მსგავსი ფიზიკური მოვლენები
საშუალებას იძლევა შეიქმნას სამყაროს მსგავსი სურათი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს
ენობრივ სისტემათა მსგავსება ან, უკიდურეს შემთხვევაში, თანაფარდობა".

ბენჯამინ ლი უორფი მოგვიწოდებს, ვაღიაროთ ენის ზეგავლენა ჩვენს ყოველდღიურ


ცხოვრებაზე. მას მოჰყავს მაგალითები, რომლებიც მის მიხედვით, ასაბუთებენ ენის
ზემოქმედებას ადამიანის ქცევასა და აზროვნებაზე. გრამატიკული კატეგორიები, მისი
აზრით, უფრო დიდ გავლენას ახდენენ აზროვნების ფორმირებასა და გარემოს აღქმაზე,
ვიდრე სიტყვები და სიტყვათშეთანხმებები. ამის შემჩნევა შეიძლება რომელიმე ეგზოტიკური
ენის შესწავლისას. ბ. უორფი ეტალონად იღებს დასავლეთ ევროპის ინდოევროპულ ენებს,
უწოდებს მათ ,,საშუალევროპულ სტანდარტს" (შტანდარდ Aვერაგე Eუროპეან შAE) და
უდარებს მათ ინდიელთა ენას ჰ ო პ ი. შედარების შედეგად მიდის ომ დასკვნამდე, რომ
სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს. თითოეული ენა
სხვადასხვანაირად ხატავს სინამდვილეს და, ამგვარად, გავლენას ახდენს ადამიანის ქცევისა
და აზროვნების ნორმებზე. ასე მაგალითად, ბ. უორფის დაკვირვებით, ,,საშუალევროპული
სტანდარტის" ენებში მრავლობითი რიცხვი და რაოდენობითი რიცხვითი სახელები იხმარება
ორ შემთხვევაში: 1. როდესაც ისინი აღნიშნავენ მართლაც მრავლობით რიცხვს (მაგ. წიგნები,
მაგიდები, ხეები) და 2. წარმოდგენითი სიმრავლის აღსანიშმნავად (მაგ. ათი დღე, ორმოცი
წელი). ჰოპი ენაში კი მრავლობითი რიცხვი და რაოდენობითი რიცხვითი სახელები იხმარება
მხოლოდ იმ საგანთა აღსანიშნავად, რომლებიც ქმნიან რეალურ ჯგუფს, ე. ი. რომლებიც
ნამდვილად შეიძლება დავინახოთ ან წარმოვიდგინოთ ერთად. მაგალითად, ათი კაცი; ხოლო
გამოთქმა ათი დღე ჰოპი ენაში არ იხმარება. ამ ენაზე მოლაპარაკე ინდიელები იმის
მაგივრად, რომ თქვან ,,მათ იქ დაჰყვეს ათი დღე", იტყვიან ,,მათ იქ დაჰყვეს მეთერთმეტე
დღემდე" ან ისინი გაემგზავრნენ მეათე დღის შემდეგ". გამომდინარე, ჩვენებური ცნება
,,დროის ხანგრძლივობა" ჰოპი ენაში განიხილება როგორც მიმართება ორ მოვლენას შორის,
რომელთაგან ერთი მეორეზე ადრე მოხდა. ჰოპი ენაში ისეთი ტემპორალური ტერმინები,
როგორიცაა ,,ზაფხული", ,,ზამთარი", ,,დილა", ,,საღამო", ,,შუადღე" და ა.შ., წარმოადგენენ არა
არსებით სახელებს, როგორც ეს ევროპულ ენებშია, არამედ განსაკუთრებულ მეტყველების
ნაწილს, რომელიც შEA ენებში ზმნიზედას ჰგავს. ამ ტიპის სიტყვა ვერ იქნება ვერც
ქვემდებარე და ვერც დამატება. ამგვარად, რაც ევროპული ენებისთვის განიხილება როგორც
დროის საკითხი, ჰოპიში არის მოდალობის საკითხი.

უორფის აზრით, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ინდოევროპული ენები


ამოწურავენ ადამიანის გაგებისა და ცნობიერების მთელ სისავსეს. აზროვნების ეს პროცესები
წარმოადგენს მხოლოდ ერთ თანავარსკვლავედს გალაქტიკის უსასრულო სივრცეში. შEA-ზე
მოლაპარაკეთა ქცევა, ისევე როგორც ჰოპიზე მოლაპარაკეთა ქცევა, უორფის ვარაუდით,
მიეკუთვნება ლინგვისტურად შეპირობებულ მიკროკოსმს. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ადამიანთა ქცევა და აზროვნება განპირობებულია ენით.

ბ.ლ. უორფის ძალზე საინტერესო მასალა აქვს გამოყენებული, რაც სპეციალური


შესწავლის ღირსია, თუმცა, ზოგიერტი სპეციალისტის აზრით, მასთან გაზვიადებულია ენის
როლი სინამდვილის შეცნობის საქმეში და ადამიანის პრაქტიკულ მოღვაწეობაში.

სეპირ _ უორფის ჰიპოთეზამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა 50-იან წლებში, მას შემდეგ,
რაც გამოქვეყნდა ჰარი ჰოიჯერის ნაშრომები, სადაც მოცემული იყო ამ ჰიპოთეზის
კრიტიკული ანალიზი, და, რაც ჩატარდა ჩიკაგოს კონფერენცია (1953), სადაც ეს თეორია
გახდა ლინგვისტების, ეთნოგრაფების, ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების განხილვის საგანი.
ფსიქოლინგვისტიკა

1954 წელს ქალაქ ბლუმინგტონში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი, რომელშიც


მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ფსიქოლოგებმა და ლინგვისტებმა ამერიკაში ჩ. ოსგუდმა, ს.
საპორტამ, ტ. სებეოკმა და სხვებმა, ხოლო სემინარის შემდეგ გამოიცა ამ მეცნიერთა
ნაშრომები, რის შედეგადაც მეცნიერებაში დამკვიდრდა ტერმინი ,,ფ ს ი ქ ო ლ ი ნ გ ვ ი ს ტ ი
კ ა"

ფსოქოლინგვისტიკა შეისწავლის სამეტყველო მოღვაწოების მექანიზმებსა და


კანონზომიერებებს. ა. ლეონტიევი ამბობს, რომ ფსოქოლინგვისტიკა არის მეცნიერებ,
რომელიც შეისწავლის ,,მეტყველების წარმოქმნის პროცესებს, აგრეთვე მეტყველების აღქმისა
და ფორმირების პროცესებს მათს მიმართებაში ენის სისტემასთან". ფსოქოლინგვისტიკა
წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო გახდა თეორიულად გაეაზრებინათ
ზოგიერთი პრაქტიკული ამოცანა, რომელთა ამოხსნისთვისაც წმინდად ლინგვისტური
მიდგომა, რაც დაკავშირებული იყო ტექსტის და არა მოლაპარაკე ადამიანის ანალიზთან,
არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს პრობლემებია: მშობლიური და განსაკუთრებით, უცხოური ენის
სწავლება; სკოლამდელთა სამეტყველო აღზრდა და ლოგოპედია; ტვინის სამეტყველო
დარღვევათა კლინიკა; მეტყველების საშუალებით ზეგავლენის მოხდენის პრობლემები
პროპაგანდაში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მოღვაწეობაში; საავიაციო და
კოსნიური ფსიქოლოგია; სასამართლო ფსიქოლოგია და კრიმინალისტიკა, მაგ., ხალხის
გამოცნობა მათი მეტყველების თავისებურების მიხედვით; მანქანური თარგმნის, ე გ მ- ს
ინფორმაციული მომსახურების პრობლემები და ა.შ.

ცნობილია,რომ მეტყველების პროცესში მონაწილეობას ღებულობს ორი მხარე: მ თ ქ მ


ე ლ ი და მ ს მ ე ნ ე ლ ი. მთქმელი ,,წარმოშობს" გამოთქმას და გადასცემს მას კავშირს
რომელიმე არხის საშუალებით. მსმენელი იღებს ინფორმაციას და დაჰყავს იგი თავის
შეგნებამდე. კიბერნეტიკაში ენა განიხილებაროგორც კოდი, ხოლო მეტყველების პროცესი _
როგორც უწყების კოდირება და დეკოდირება. უწყების გამგზავნელი ახდენს თავისი აზრის
კოდირებას ბგერითი სიგნალის საშუალებით და გადასცემს ამ სიგნალებს ინფორმაციის
მიმღებს, რომელიც ახდენს ამ სიგნალების დეკოდირებას მიწოდებული უწყების არსის
გაშიფვრით. ამასთან ერთად ცნობილია ისიც, თუ რა ხდება ამ კიბერნეტიკული
მოწყობილობის ,,შესასვლელსა" და გამოსასვლელში", მაგრამ რა ხდება თვით ამ
მოწყობილობის შიგნით არავისთვის არ არის ცნობილი. ასევე არ არის ცნობილი
მეცნიერებისთვის, რა ხდება მთქმელისა და მსმენელის ტვინში სამეტყველო ურთიერთობის
დროს.

აქ წარმოდგენილია სამეტყველო კომუნიკაციის სქემა:

ოვალი _ კომუნიკაციაში მონაწილე პარტნიორები; ისრები _ პარტნიორთა მეტყველების


მიმართულება; დაშტრიხული მართკუთხედი _ აღთქმის რგოლი; მართკუთხედი _
წარმოთქმის რგოლი; კვადრატი _ შინაგანი მეტყველების რგოლი. ეს უკანასკნელი სწორედ ის
მოწყობილობაა, რომლის შიგნითაც მიმდინარე პროცესების ამოხსნას ცდილობს
ფსიქოლინგვისტიკა.

ფსიქოლინგვისტები ერთმანეთისაგან ასხვავებენ თქმასა და აღქმას; ამით ისინი


მიისწრაფიან ჩაწვდნენ ინ პროცესთა არსს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ჩვენ ასეთი
სისწრაფით მოვნახოთ საკუთარი აზრების გამოსახატავად ენის შესაბამისი ერთეულები და
მოვახდინოთ მათი ორგანოზება გარკვეული სახით. მსმენელიც არანაკლები სისწრაფით
აღიქვამს მისადმი გადაცემულ მეტყველების მონაკვეთს.

თავდაპირველად ფსიქოლინგვისტიკა ორიენტაციას იღებდა ბიჰევიორიზმზე და


დესკრიფციულ ლინგვისტიკაზე. შემდგომში იგი ძირითადად ენყარებოდა ნ. ჩომსკის
წარმომშობ მოდელს. ამერიკული ფსიქოლინგვისტიკის განვითარებაში დიდი დამსახურება
მიუძღვის ჯორჯ მილერს, რომელმაც თეორიულად გადაამუშავა და ექსპერიმენტის
საშუალებით შეამოწმა ჩომსკის მოდელი. ასევე ცნობილია ჯ. ფოდორის, დ. სლობინის, ჰ.
კლარკისა და სხვათა ნაშრომები. ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება მიექცა საკუთრივ
ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს სამეტყველო საქმიანობაში: რ. რუმეტვეიტი
(ნორვეგია), ჯ. უერჩი (აშშ), ტ. სლამა-კაზაკუ(რუმინეთი) და სხვ.
ფსიქოლინგვისტიკა ჯერჯერობით ძალზედ ახალგაზრდა დარგია მეცნიერებისა და
არის მრავლად გადაუჭრელი პრობლემები, სადავო საკითხები, მიმდინარეობს კვლევის
სპეციალურ მეთოდიკათა ძიება, მაგრამ მისი მნიშვნელობა განუზომელია.
ფსიქოლინგვისტიკა შეიმუშავებს ენათა აღწერისა და მშობლიური თუ უცხოური ენის
სწავლების მეთოდიკის საკითხებს, სამეტყველო შესაძლებლობების განვითარების საკითხებს
და ა. შ.

სოციოლინგვისტიკა

ტერმინი ,,ს ო ც ი ო ლ ი ნ გ ვ ი ს ტ ი კ ა" პირველად გამოჩნდა 1952 წელს ამერიკელი


ენათმეცნიერის ჰასკელ ბრუკს კარის სტატიის სათაურში. ამ ტერმინმა ფაქტობრივად აღნიშნა
მიმნდინარეობა, რომელიც არც ისე ცოტა ხანი არსებობდა ენათმეცნიერებაში და რომელიც
თავის მთავარ მიზანს ენის, როგორც საზოგადოებრივი ფენომენის, კვლევაში ხედავდა. ენისა
და საზოგადოების ურთიერთობის ამგვარ ხასიათის შეცნობა სხვადასხვა ფორმით ადრეც
შეინიშნებოდა. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, განსაკუთრებით ძველ საბერძნეთში, ენის
სოციალური ბუნების პრობლემა განუყოფლად იყო დაკავშირებული ენის წარმოშობის
საკითხთან (მაგ., დიოდორე სიცილიელი, I საუკუნე ჩვ.წ. აღ-მდე); მაგრამ ენის
სოციოლოგიის საკითხების სპეციალურად დამუშავება უფრო მოგვიანებით დაიწყეს.
ენათმეცნიერებისა და სოციოლოგიის თავდაპირველი შეხების წერტილები ევროპულ
ტრადიციაში უნდა მოვიძიოთ, კერძოდ კი საფრანგეთში. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში
თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა სოციოლოგიისა და ლინგვისტიკის
ჩამოყალიბება. ჯერ კიდევ 1898 წელს ფრანგი მოაზროვნე ე. გობლო აღნიშნავდა, რომ ,,ენა,
როგორც აზრთა მიწოდება, წარმოადგენს სოციალურ მოვლენას." XVIII საუკუნის
ფილოსოფოს-მატერიალისტთა დიდროს, კონდილიაკის, ლამეტრის შრომებში ადამიანის
სამეტყველო ენა განმარტებულია არა მარტო როგორც აზროვნების იარაღი, არამედ როგორც
ურთიერთობის საშუალება, ე.ი. როგორც საციალური მოვლენა. და მაინც,
სოციოლინგვისტიკის ფრანგული მემკვიდრეობიდან განსაკუთრებული ადგილი ა ნ ტ უ ა ნ
მეიეს

უნდა დაეთმოს. მან უცვლელად და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მიიღო ე. დიურკჰაიმის


სოციოლოგიური მოძღვრების ძირითადი დებულებები და მიუყენა ისინი ენის
ინტერპრეტაციას. კონსტანტინე ლერნერი ამ საკითხისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში
ამბობს, რომ ,,საერთოდ კი ა .მეიეს... წერილებში დასმული იყო თანამედროვე
სოციოლინგვისტიკის (და ზოგადად ლინგვისტიკის) ფუნდამენტალური თეორიული
პრობლემები:

ა. ენის სოციალური ბუნებისა:

ბ. ენისა და საზოგადოების სტრუქტურის კორელაციისა და

გ. ენის ცვალებადობის სოციალური გაპირობებულობის შესახებ."

უნდა აღინიშნოს, რომ ა. მეიესა და სხვა ფრანგი ლინგვისტების თეორიებმა


ღირსეული ასახვა ჰპოვეს ჩვენი დროის ბევრი მეცნიერის შრომებში.

ენის სოციოლოგიის საკითხების სპეციალურად დამუშავება მიმდინარეობდა ასევე


მოსკოვის, ყაზანის, ჟენევის, პარიზის და სხვა ენათმეცნიერულ სკოლებში, მოგვიანებით კი
პრაღის ლინგვისტურ წრეში, ლაიფციგში თეოდორ ფრინგსის სკოლაში, ინგლისში,
პოლონეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში. მსგავსი იდეებით დაინტერესებული არიან
იაპონელი ენათმეცნიერები: ,,გენგო სეიკაცუს" სკოლა; მაგრამ თანამედროვე
სოციოლინგვისტიკაში მთავარი როლის შემსრულებელია, და ეს უდავოდ ასეა, ამერიკული
სოციოლინგვისტიკა.

სოციოლონგვისტიკის საგნისა და სტატუსის შესახებ


მიუხედავად ზემოთქმულისა, სოციოლინგვისტიკა მაინც ახალგაზრდა მეცნიერებაა
და მისი არსის, სტატუსის, საკვლევი ობიექტისა და ამოცანების ირგვლივ კვლავ
გაცხოველებული კამათი მიმდინარეობს. ამ პრობლემათა შესახებ უამრავი მასალა დაგროვდა
დროთა განმავლობაში და ბევრი მათგანი ერთმანეთის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო
მიდგომით გამოირჩევა. ამასთანავე, სოციოლინგვისტიკის საგანიც კი
არაერთმნიშვნელოვნად განიხილება. სწორედ ამიტომაც, ზოგიერთი ავტორი წინასწარ ,,თავს
იზღვევს" და საუბარს ამჯობინებს ამ დისციპლინის საგნობრივი არსის შესახებ და არა მის
მკაცრად განსაზღვრულ და დადგენილ საგანზე. რაც შეეხება საკითხის ზოგადფილოსოფიურ
გააზრებას, აქ პრინციპული განსხვავებაა ნამდვილ მეცნიერებასა და მარქსისტებს შორის.
სოციოლინგვისტიკას თავის არსებობის განმავლობაში ჰქონია და აქვს რამდენიმე
სახელწოდება: ,,ენის სოციოლოგია", ,,სოციალური ლინგვისტიკა", ,,სოციოლოგიური
ენათმეცნიერება", ,,ლინგვისტური სოციოლოგია". ჩვენს დროში პრიორიტეტი ენიჭება
ტერმინს ,,ს ო ც ი ო -ლ ი ნ გ ვ ი ს ტ ი კ ა."

მსგავსი მრავალფეროვნება არსებობს სოციოლინგვისტიკის საგნისა და სტატუსის


გაგებაშიც:

ერთნი სოციოლინგვისტიკას კვლევის სფეროდ თვლიან და ამით გამორიცხავენ აზრს


მისი, როგორც ერთ-ერთი ენათმეცნიერული დისციპლინის, შესახებ [D. Hყმეს, Lინგუისტიც
თჰეორყ ანდ ტჰე Fუნცტიონს ოფ შპეეცჰ. Iნ: "Gიორნალე ინტერნატიონალე დი
სოზიოლინგუისტიცა", ღომა, 1969); სხვები დაუმსახირებლად აზვიადებენ მის მნიშვნელობას
და უწოდებენ ,,ენათმეცნიერებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"; არსებობს ვიწრო
გაგებაც რომელიც მხოლოდ სოციალურ დიალექტების შესწავლას გულისხმობს; ყველაზე
ზოგადი ხასიათის განსაზღვრა ასეთია:,,ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის
მიზეზობრივ კავშირებს ენასა და საზოგადოებრივ ცხოვრების ფაქტებს შორის. უნდა
აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი განმარტება რუს ლინგვისტებს გადმოღებული აქვთ
ამერიკელი ენათმეცნიერის უილიამ ბრაიტის სტატიიდან ,,შესავალი: სოციოლინგვისტიკის
პარამეტრები".

არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე დაყრდნობით ჩეხი მეცნიერი ირჟი კრაუსი ასეთ


ალტერნატივას აყენებს: სოციოლინგვისტიკა (1) დამოუკიდებელი დისციპლინაა, (2)
ინტერდისციპლინაა, თუ (3) მხოლოდ განსაკუთრებული მიდგომა ენობრივი ფაქტებისადმი.
მისი არჩევანი ვარიანთ (2)-ზე ჩერდება. იგი განიხილავს სოციოლინგვისტიკას
როგორც ინტერდისციპლინას, რომელსაც გააჩნია თავისი საკვლევი ობიექტი და
მეთოდოლოგიური საფუძველი _ გამომდინარე მონათესავე სამეცნიერო დისციპლინათა
ონტოლოგიური და შემეცნებითი ერთობიდან. ამასთანავე, ი. კრაუსი საკმაო განსხვავებას
პოულობს ცნებებს ,,სოციოლინგვისტიკა" და ,,სოციალური ლონგვისტიკა" შორის. ასეთი
მიდგომა ერთადერთი არაა და იგი გამოწვეულია სოციოლინგვისტიკის საგნობრივი წრის
საკმაოდ დიდი დიამეტრით მაგალითად, ამერიკელი ერნათმეცნიერები ერთმანეთისაგან
განასხვავებენ ,,სოციოლინგვისტიკისა" და ,,ენის სოციოლოგიის" გაგებას. მათი აზრით,
პიველი შეისწავლის ენის სოციალურად გაპირობებულ ვარიანტებს, ხოლო ენის
სოციოლოგიის ძირითად საგნად თვლიან ენისა და საზოგადოების ურთიერთქმედების
შესწავლას.

გერმანელი სპეციალისტები რ. გროსე და ა. ნოიბერტი ერთმანეთისაგან განასხვავებენ


სოციოლინგვისტიკასა და ლინგვოსოციოლოგიას. მათი აზრით, სოციოლინგვისტური
ასპექტი ენათმეცნიერების კომპეტენციაში შედის, რადგანაც შესწავლის საგანია ენის
სტუქტურა, ლინგვოსოციოლოგია კი სოციოლოგიური დისციპლინაა. ინგლისელი ჯ.
პრაიდის მიხედვით, ასეთ დროს მხოლოდ შინაარსია ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს
მის ,,ლინგვისტურობას" თუ ,,სოციოლოგიურობას". წამყვანი საბჭოთა სოციოლინგვისტის
ალექსანდრ შვეიცერის მტკიცებით, ამგვარი გამიჯვნა ეწინააღმდეგება სოციოლინგვისტიკის,
როგორც ინტერდისციპლინარული მიმართულების ჩამოყალიბებას. მის ჩამოყალიბებას კი
საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ა. შვეიცერი ამბობს:,,მომიჯნავე მიმართულებათა არსი
ისაა, რომ ეს მიმართულებები საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ ის, რაც მიუწვდომელია
მხოლოდ ერთ-ერთი ურთიერთმოქმედი დისციპლინის პოზიციებიდან დაკვირვებისას."

ახლა ვნახოთ რა საკითხებს შეისწავლის სოციოლინგვისტიკა ყველაზე ფართო


მოსაზრებათა გათვალისწინებით. ენის აგებულების, განვითარებისა და ფუნქციონირების
საზოგადოებრივი განპირობებულობა; საზოგადოების ზემოქმედება ენაზე და ენის
ზემოქმედება საზოგადოებაზე; ენის არსებობის ფორმები: სალიტერატურო ენა, სალაპარაკო
ენა, ტერიტორიული და სოციალური დიალექტები, არსებობის სხვა ჰიპოსტაზები; ენათა
სოციალური ტიპები; სოციალური დიალექტოლოგიის საკითხები: ენის დიატოპიური და
დიასტრატიული ვარიანტები, პროფესიონალიზმები, ჟარგონი და სხვა; მოლაპარაკესა და
მსმენელს შორის ურთიერთობა; ენობრივი სიტუაცია, დიგლოსია; ენათა კონტრაქტირება,
ორენოვნება და მრავალენოვნება; ენის დაგეგმარებასთან, ენობრივ მშენებლობასთან,
სოციოლინგვისტური კვლევის მეთოდებთან და ხერხებთან დაკავშირებული პრობლემების
გადაწყვეტა და მრავალი სხვა.

როგორც ვხედავთ, თანამედროვე სოციოლინგვისტიკა ინარჩუნებს ენათმეცნიერებაში


არსებულ მეცნიერულ ინტერესს პრობლემისადმი ,,ენა და საზოგადოება", თუმცა არსებითად
განსხვავდება თავისი წინამორბედებისაგან. მთავარი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი
ფორმირდება და ვითარდება როგორც დისციპლინათაშორისი (ენათმეცნიერება,
სოციოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ეთნოგრაფია) ენათმეცნიერული მიმდინარეობა და
ითვისებს ენათმეცნიერულ და სოციოლოგიურ მოძღვრებათა ყველა უახლეს მიღწევას.
სოციოლინგვისტიკას ეს მონაცემები სჭირდება იმისათვის, რომ მთელი სიცხადით
წარმოიდგინოს ის საკითხები და გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც ახლავს ენის (ან
ენების) ფუნქციონირებას საზოგადოებაში, საზოგადოების ზემოქმედებას ენაზე და პირუკუ.
სოციოლინგვისტიკის პრობლემატა მასშტაბურობა იწვევს იმ მდგომარეობას, რომ ზოგიერთი
მკვლევარი ცდილობს, გამიჯნოს მისგან პრობლემათა ერთი წყება და აძლევენ მათ
შემსწავლელ დისციპლინას სახელწოდებებს: ,,ენის სოციოლოგია", ,,ლინგვოსოციოლოგია"
და სხვ. ეს პრობლემები ძირითადად დაკავშირებილიაენის დაგეგმვასთან, ენის
მშენებლობასთან. ამგვარ საკითხებზე მუშაობის პრეცედენტი არ არსებობდა ბოლო
ათწლეულამდე. სოციოლინგვისტიკის განვითარება გამოიწვია იმ ვითარებამ, რომ ეს
დისციპლინა მჭიდროდაა დაკავშირებული უკანასკნელი პერიოდის მნიშვნელოვან
პრაქტიკულ ამოცანათა გადაჭრასთან. კერძოდ, ეს ამოცანები უკავშირდებოდა ენობრივ
პრობლემათა აუცილებელ გადაწყვეტას, რაც გამოწვეული იყო კოლონიური უღლისაგან
გათავისუფლებულ სხვადასხვა ხალხის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებით, სოციალურ-
ეკონომიკური გარდაქმნებით. ყველაფერმა ამან ახალი სუნთქვა შეიტანა ამ ქვეყნების
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ამგვარი ხასიათის მოვლენები
სოციოლინგვისტიკის საზოგადოებრივი აქტივობის სტიმულად იქცნენ. ხ. იახნოვის თქმით,
სწორედ სოციოლინგვისტიკის განვითარება მიესადაგა წარმოდგენას ენათმეცნიერების,
როგორც საზოგადოებისათვის სასარგებლო მოძღვრების შესახებ.
ენობრივ და საზოგადოებრივ სტრუქტურათა

ურთიერთქმედება

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, თანამედროვე სოციოლინგვისტიკა ინარჩუნებს


ინტერესს პრობლემისადმი ,,ენა და საზოგადოება"; მის შესასწავლ საკითხთა ფართო წრე კი
სწორედ ამ ორი სტრუქტურის ურთიერთქმედების ირგვლივაა მოქცეული. ასეთ პირობებში
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, თუ როგორ განიხილავს
სოციოლინგვისტი საზოგადოებრივ სტრუქტურას, რომლის განვითარება, წყობა და
ცვლილებები თავისებურ გავლენას ახდენს მის ფარგლებში მოქმედ ენაზე (ან ენებზე).

სოციოლოგიაში არსებობს საზოგადოების დიფერენციაციის ორი სახე: სოციალური


და ბუნებრივი. ბუნებრივი დიფერენციაცია ხდება ასაკის, სქესის, რასისა და მისთანა
ნიშნების საფუძველზე, ხოლო სოციალური უკავშირდება საწარმოო ურთიერთობათა
სისტემას. ისეთ საზოგადოებაში, სადაც სოციალური უთანასწორობა მკვეთრ სახეს
ღებულობს. ბუნებრივი და სოციალური დიფერენციაციები ერწყმიან ერთმანეთს.
მაგალითად ქალთა და მამაკაცთა, თეთრი და ფერადკანიანი მოსახლეობის სოციალური
უთანასწორობა და მისთ. ეს გარემოება თავისთავად მოქმედებს ენაზე. ამის
დასადასტურებლად შეიძლება ფაქტების მოყვანაც, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა
შეგვექმნას ამ საკითხზე.

1986წ. ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის მივარდნილ რაიონში სპეციალისტები


წააწყდნენ ქალთა ჯგუფს,რომლებიც იყენებდნენ დამწერლობის ისეთ ნიშნებს, რაც
მკვეთრად განსხვავდებოდა თანამედროვე ჩინური იეროგლიფიკისაგან. ეს ნიშნები
გადაეცემოდადედიდან ქალიშვილს და სავსებით გაუგებარი იყო მამაკაცებისათვის. ჩინელი
ენათმეცნიერი ჰონ ძიბინი ვარაუდობს, რომ ეს არის დამწერლობის რელიქტი, რომელიც
გაქრა 221 წელს წელთაღრიცხვამდე ცინ შიხუანდი ძალაუფლების ქვეშ ქვეყნის
გაერთიანებისას. იმპერატორმა მოახდინა ჩინური დამწერლობის უნიფიცირება და მისი
ნებართვით მხოლოდ და მხოლოდ ,,ოფიციალური" იეროგლიფებით შეიძლებოდა
სარგებლობა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მამაკაცებმა სწრაფად აითვისეს ახალი
ოფიციალური ენა და დამწერლობა, ქალები კი, რომლებიც გარიყული იყვნენ
განათლებისაგან და არ ღებულობდნენ მონაწილეობას საქმიან ცხოვრებაში განაგრძობდნენ
დამწერლობის ძველიო ნიშნებით სარგებლობას და თანდათანოიბით შექმნეს თავისი
საკუთარი ენა.

ზოგიერთი ხალხის ენაში (ინდიელთა ერთ-ერთი ტომის იანას,ზოგ აფრიკულ ენაში)


არის ასაკობრივ ფაქტორზე დაფუძნებული ენობრივი სხვაობა.

რაც შეეხება რასობრივ და სოციალურ უთანასწორობას, აქ შეიძლება მოვიყვანოთ


შავკანიანთა სოციალურ-ეთნიკური დიალექტი Bლაცკ Eნგლისჰ, რომელიც ა.შ.შ-შია
გავრცელებული.

ეს მაგალითები თვალსაჩინოდ ხდიან იმ კანონზომიერებას, რომ საზოგადოებრივი


ცხოვრების პერიპეტიები თავისებურ ასახვას პოულობენ ადამიანის სამეტყველო ენაში,
მაგრამ ეს ასახვა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ენა იდენტურად გამოხატავდეს ყველაფერს,
რაც საზოგადოებაში ხდება. როდესაც ენისა და საზოგადოების ურთიერთობაზე
ვლაპარაკობთ არ შეიძლება დუმილით ავუაროთ გვერდი საკითხს ენის კლასობრიობის
შესახებ, რომელზეც ბევრი განსხვავებული აზრია გამოთქმული. ჩვენი საუკუნის 20-40 იან
წლებში გამეფებული იყო აზრი ენის კალსობრივი ხასიათის შესახებ. ეს მოაზროვნენი
გამოდიოდნენ იქედან, რომ ენა საზოგადოებრივი მოვლენაა, რომ საზოგადოებრივი
ცხოვრების ისტორიაში კლასებს და მათ ბრძოლას მარქსიზმი განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთანავე, ამ თვალსაზრისის მიმდევრები საკმაო სიძნელეებს
აწყდებოდნენ ენის კლასობრიობის დადგენაში ლოგიკური და მიზანმიმართული
კონცეფციის ჩამოყალიბებაში. ენის კლასობრიობის თეზისის უსაფუძვლობაზე ის ფაქტიც
ღაღადებს, რომ ადამიანის სამეტყველო ენა კლასთა ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე
გაჩნდა, მის შემდეგაც არ შეუძენია ენას ეს თვისება. პირველყოფილ-თემურ საზოგადოებაში
არ იყო კლასები და, შესაბამისად, არც შეიძლება არსებულიყო ე.წ. ,,კლასობრივი ენები". ენა
იყო საერთო მთელი კოლექტივისათვის. მიუხედავად საზოგადოების კლასობრიობისა, ენას
ეს კრიტერიუმი მაინც არ მიეყენება. თავიანთ წიგნში ,,ენა და ერი" ა. ბაზიეკი და მ. ისაევი
აღნიშნავენ:,,თუკი კლასები ცდილობენ მოახვიონ ენას თავისი ლექსიკონი, გამოიყენონ ის
თავის ბრძოლაში, თვით ენა, პირიქით, ემსახურება მთელ მოცემულ ეთნიკურ კოლექტივს და
კლასებისადმიგულგრილობას იჩენს. უფრო მეტიც, სხვადასხვა კლასის წარმომადგენელთა
ურთიერთობის პროცესში მათი მეტყველების თავისებურებანი გამუდმებულ ნიველირებას
განიცდიან".

ჩვენს დროშიუკვე აღარ შეიძლება ისე სწორხაზოვნად მივაზომოთ ენის სოციალურ


დიფერენციაციას საზოგადოების კლასობრივი დიფერენციაციის ,,თარგი", როგორც ეს
აღნიშნულ პერიოდში კეთდებოდა. თანამედროვე სოციოლინგვისტიკა მხედველობაში იღებს
სოციალური სტრუქტურის მთელ მრავალწახნაგოვნებასა და მრავალასპექტიანობას. ა.
შვიცერი ამბობს ,,სოციალური სტრუქტურის მრავალწახნაგოვნება უპირველეს ყოვლისა
იმაში მდგომარეობს, რომ მასში ფიქსირდება მოცემული საზოგადოებისათვის
დამახასიათებელი შრომის დაყოფის ხერხი, კლასთა და სხვა სოციალურ ჯგუფთა
ურთიერთმოქმედება, სოციალურ ინსტიტუტთა, ორგანიზაციათა და მოძრაობათა
ფუნქციონირების ხასიათი". ამ მხრივ სოციოლინგვისტიკისათვის უაღრესად დიდი
მნიშვნელობა აქვს სოციოლოგიაში შემუშავებულ სოციალური სტრუქტურის მრავალდონიან
მოდელს. ეს მოდელი ითვალისწინებს პირველადი და მეორეული დონეების გამოყოფას.
პირველადია კლასობრივი დონე, რომელიც წარმოიქმნება საზოგადოებრივი მთლიანობიდან
ყველაზე მსხვილი ელემენტების გამოცალკევებით. რაც შეეხება მეორეულ დონეს, იგი უფრო
წვრილ ბადეს წარმოქმნის, რომელიც კლასობრივ დონეზე უნდა დაეფინოს. მის
შემადგენლობაში შედიან შიდაკლასობრივი, შუალედური მოსაზღვრე და ვერტიკალური
სოციალური ფენები. ეს მოდელი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიუღებელია ის მოსაზრება,
რომელიც საზოგადოების ენაზე ზემოქმედების სწორხაზოვან გაგებას ემხრობა. ენის
სოციალური ბუნების აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამავე დროს კლასობრივიცაა. კლასი
საკმაოდ დიდი ერთობაა ადამიანებისა იმისათვის, რომ მის ფარგლებში ენამ
მონოლითურობა და ერთგვაროვნება შეინარჩუნოს, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი
შესაბამისი დიალექტების ან ჟარგონების გამოსაყოფად. ამიტომ, სოციოლოგიაში
შემუშავებული საზოგადოებრივი დიფერენციაციის მოდელი ამ საკითხში ზედგამოჭრილია
მეორეული დონის ელემენტები უფროშეიძლება მივიჩნიოთ ამოსავალ წერტილებად ენისა
და საზოგადოების რთულ ურთიერთმიმართების გამოვლენაში. თუმცა ამ საკითხში მათ
გარდა მნიშვნელობა ენიჭება მრავალ სხვა ფაქტორს, რომელსაც ეს მოდელი არ
ითვალისწინებს. ა. შვეიცერი გამოყოფს სტრატიფიკაციურ და სიტუაციურ ვარიანტულობას:
,,სტრატიფიკაციური ვარიანტულობა უკავშირდება საზოგადოების სოციალურ
სტრუქტურას, ხოლო სიტუაციური ვარიანტულობა _ ენის ფუნქციური გამოყენების
სოციალურ სიტუაციებს. ენის სიტუაციურ ვარიანტულობას მიეკუთვნება სტილისტური
ვარირებაც, როგორც ცალკეულ ჟანრთა, ასევე ფუნქციურ სტილთა დონეზე, რადგან მისი
სოციალური კორელატია კომუნიკაციური მოღვაწეობის სფერო".

ერთი შეხედვით, მოდელებისა და ვარიანტულობათა შეჯერებით თითქოს უკვე


შესაძლებელი ხდება ორი სტრუქტურის უთიერთქმედების შედეგთა ერთ-ერთი სახეობის _
ენის სოციალურ ვარიანტთა გამოყოფა. რ. გროსემ და ა. ნოიბერტმა ამ ერთეულის
აღსანიშნავად შემოიღეს ტერმინი ,,ს ო ც ი ო ლ ე ქ ტ ი"- რითაც აღნიშნეს ენის სახესხვაობა ან
ჟარგონი, რომელიც ტიპიურია რომელიმე სოციალური ჯგუფის ან სამეტყველო
ურთიერთობის განსაზღვრული სიტუაციის მეტყველებისათვის და ახასიათებს პროფესიულ
ან პოლიტიკურ საქმიანობას მოლაპარაკეთა იდეოლოგიურ პოზიციას და ა. შ. როგორც ტ.
შადური აღნიშნავს, სხვაობა სოციოლექტებს შორის (მულტიდიალექტური დონე) შეიმჩნევა
უწინარესად ფონოლოგიურ და სემანტიკურ დონეზე.

ენობრივი სიტუაცია

რადგან სოციოლინგვისტური გამოკვლევები მხოლოდ სოციოლექტთა გამოყოფითა


და ანალიზით არ შემოიფარგლება, და ეს დისციპლინა საზოგადოებაში არა მარტო ერთი,
არამედ ორი ან რამდენიმე ენის ფუნქციონირებასაც ითვალისწინებს, მნიშვნელობას იძენს
საკითხი ,,ენობრივი ანუ ლინგვისტური სიტუაციის" შესახებ.

საინტერესოა, რომ ,,ენობრივი სიტუაციის" თეორია (უფრო ზუსტად, სამეტყველო


,,სიტუაციისა" და ,,კონტექსტის") გახდა ლონდინის საენათმეცნიერო სკოლის შესწავლის
საგანი. ეს საკითხი დაკავშირებულია მისი დამაარსებლის ჯ. რ. ფერთისა და მისი
სულისჩამდგმელის, ცნობილი ანთროპოლოგის ბ. მალინოვსკის სახელებთან.
ტერმინი ,,ენობრივი სიტუაცია" ანუ ,,ლინგვისტური სიტუაცია" გამოიყენებოდა ჯერ
კიდევ 30-იან წლებში იმ უცხოელი ლინგვისტების ნაშრომებში, რომლებიც შეისწავლიდნენ
აზიისა და აფრიკის ენებს. ამ ტერმინით ისინი აღნიშნავდნენ იმ ენათა ერთობას, რომლებიც
უზრუნველყოფდნენ ურთიერთობას ქვეყანაში, ან რომელიმე ტერიტირიაზე, მათ ფუნქციურ
განაწილებას. სოციოლინგვისტური განსაზღვრა ტერმინმა მხოლოდ 60-იან წლებში მიიღო
ამერიკელი ჩარლზ ფერგიუსონისა და რუსი ლეონიდ ნიკოლსკის მიერ.

ენობრივი ს ი ტ უ ა ც ი ა ეწოდება ენათა, ქვე-ენათა და ფუნქციურ სტილთა


ერთობლიობას, რომლებიც ემსახურებიან ურთიერთობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ
გაერთიანებაში და ეთნიკურ ერთობაში.

რაც შეეხება ენებს, მათი არა ყოველგვარი ერთობლიობა შეიძლება აღინიშნის ამ


ტერმინით. ასე მაგალითად, ენობრივ კომუნიკაციას აზიაში ემსახურება: იაპონური და
არაბული, კორეული და სპარსული, ვიეტნამური და ჰინდი, და ა.შ. მაგრამ ისინი არ
წარმოადგენენ ენობრივი სიტუაციის ელემენტებს, რადგან ფუნქციურად არ უკავშირდებიან
ერთმანეთს და გამოიყენებიან სხვადასხვა პოლიტიკურ-ტერიტორიულ გაერთიანება-
სახელმწიფოში. მოცემულ ერთობლიობას ადეკვატურად ასახავს სხვა ტერმინი-
,,ეთნოლინგვისტური სიტუაცია". ასე რომ, ენობრივი სიტუაციის ცნებასი იგულისხმება
ენათა მხოლოდ ორგანიზებული ერთობლიობა.

როდესაც ენობრივ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოდ,


მოცემულ სამეტყველო კოლექტივში ერთი ენა მოქმედებს, ორი თუ რამდენიმე. ენობრივ
სიტუაციას ერთენოვან ხალხთან ვ. ავრორინი განსაზღვრავს, როგორც ენის არსებობის
ფორმის ფუნქციონირებას ,,საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა გარემოსა და სფეროში
მოცემული ხალხის ცხოვრების გარკვეულ სოციალურ პირობებში". ასეთ შემთხვევას გ.
სტეპანოვის მიხედვით ,,ენის მდგომარეობა" ეწოდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთენოვნება
სხვადასხვა მიზეზის გამო ძირითადად იზოლირებული ენების მატარებლებში დვზვდება,
რაც არც თუ ისე ხშირი შემთხვევაა. როგორც ამერიკელი ლინგვისტი ჯ. გამპერცი ამბობს,
სხვადასხვა სოციუმის უმრავლესობაში ორ ან მრავალენოვნება უფრო წესს წარმოადგენს,
ვიდრე გამონაკლისს.
ამგვარად, ენობრივი სიტუაცია არის ენობრივ სისტემათა არქისისტემა, ანუ
ქვესისტემა, რომლებიც განაწილებული არიან ეთნიკურ, სოციალურ ან სოციალურ-
ტერიტორიულ ერთობებში, მაგრამ მიეკუთვნებიან ერთ საზოგადოებას.

ე ნ ო ბ რ ი ვ ი ს ი ტ უ ა ც ი ე ბ ი ს ტ ი პ ო ლ ო გ ი ა. ენობრივი სიტუაციები იყოფიან ორ


ჯგუფად. 1) ეკზოგლოსურ და 2)ენდოგლოსური. პირველ ჯგუფში შედის ცალკეულ ენათა
ერთობლიობები, ხოლო მეორეში _ ქვე-ენათა და ფუნქციურ სტილთა ერთობლიობები.
ეკზოგლოსურ და ენდოგლოსური ენობრივი სიტუაციები თავის მხრივ შეიძლება დაიყოს ორ
ჯგუფად: 1) ბალანსირებული ენობრივი სიტუაციები, როდესაც მისი შემადგენელი ენები ან
ენობრივი ქვესისტემები ერთმნიშვნელიანია ფუნქციური თვალსაზრისით;
2)არაბალანსირებული ენობრივი სიტუაციები, როდესაც მისი კომპონენტები
განაწილებულია ურთიერთობის სფეროებისა და სოციალური ჯგუფების მიხედვით.
ამგვარად, თეორიულად დასაშვებია ენობრივი სიტუაციის შემდეგი ტიპები:

1. ეკზოგლოსური ბალანსირებული;

2. ეკზოგლოსური არაბალანსირებული;

3. ენდოგლოსური ბალანსირებული;

4. ენდოგლოსური არაბალანსირებული.

1) ეკზოგლოსური ბალანსირებული ენობრივი სიტუაციები. ამ შემთხვევის ყველაზე ზუსტ


მაგალითად უნდა გამოდგეს ენობრივი სიტუაცია შვეიცარიაში; თუმცა ამის თქმა მხოლოდ
პირობითად შეიძლება. საქმე იმაშია, რომ გერმანულის, ფრანგულის, იტალიურისა და
რეტორომანულის კერძო საკომუნიკაციო ფუნქციათა მოცულობა მაინც არ არის ერთნაირი.
მიუხედავად იმისა, რომ რეტორომანულს იგივე იურიდიული სტატუსი და პრესტიჟი აქვს
როგორც სხვებს, იგი მხოლოდ რამდენინე ათეულ ათას კაცს ემსახურება.

ამ ტიპის ენობრივი სიტუაციაა ბელგიაში, სადაც თანაარსებობენ ფრანგული და


ფლამანდრიული, და ფინეთში, სადაც თანაარსებობენ ფინური და შვედური.

მაშასადამე, ეკზოგლოსური ენობრივი სიტუაციები ძალზე იშვიათია რეალურად და,


თუ არსებობს, ისიც პირობითად
2) ეკზოგლოსური არაბალანსირებული ენობრივი სიტუაციები. ეს ყველაზე მასობრივი
შემთხვევაა. აქ გაირჩევა სხვადასხვა კომპონენტიანი სიტუაციები. ორკომპონენტიანი
სიტუაცია გულისხმობს ერთის მხრივ, ე.წ. ადგილობრივ ენას, რომელსაც სალაპარაკო ენის
სტატუსი აქვს, ხოლო მეორე მხრივ, მაკროშუამავალ ენას. ასეთი ადგილობრივი ენის
მაგალითებად გამოდგება ვალიური ბრიტანეთში და ბრეტონული საფრანგეთში.
მაკროშუამავლების როლში აქ გამოდიან შესაბამისად ინგლისური და ფრანგული.

სამკომპონენტიანი სიტუაცია არის, მაგალითად, ზაირში: I. ადგილობრივი ტომების


ენები ლ უ ბ ა და მ ო ნ გ ო, II. ამ ენათა გავრცელების ზონაში მოქმედი რეგიონალური ენა ლ
ი ნ გ ა ლ ა, და III. ფრანგული ენა _ სხვა ენობრივ ერთობებთან ურთიერთობისას.

არსებობს ოთხკომპონენტოვანი სიტუაციაც, მაგ., ეთიოპიაში ადგილობრივი ენებია


დამწერლობის მქონე ტ ი გ რ ე და დამწერლობის არმქონე ტ ი გ რ ა, გა ლ ა, ს ი დ ა მ ა;
რეგიონალური ენის როლს თამაშობს იტალიური; მაკროშუამავალია ამხარული ენა,
რელიგიურ ენად გამოყენებულია ამჯამად მკვდარი ენა გ ე ე ზ ი.

3) ენდოგლოსური ბალანსირებული ენობრივი სიტუაციები მათ მთავარი ნიშან-თვისებას


წარმოადგენს ერთი ენის რამდენიმე ქვესისტემის არსებობა, რომლებიც ფუნქციური
თვალსაზრისით თანასწორი არიან. ჩვენს დროში ძალზედ ძნელია ამ ტიპის ენობრივი
სიტუაციების მოძებნა. თუმცა, მაგალითად შეიძლება გამოდგეს ენობრივი სიტუაცია
სომალიში, სადაც ეროვნული ენა წარმოდგენილია მხოლოდ ტერიტორიული დიალექტების
ერთობლიობით და სომალური ეროვნული ენის საერთო ფორმა ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

ენდოგლოსური ბალანსირებული ენობრივი სიტუაციები უფრო დიაქრონიული


სოციოლინგვისტიკის საგანია, რადგანაც ამ ტიპის სიტუაციების აშკარა მაგალითები
წარსულში მრავლად დაიძებნება. ამგვარი სიტუაცია იყო გერმანიაში XV საუკუნემდე, სადაც
გერმანული ენის არსებობის ფორმათა სისტემაში არ იყო ისეთი ფორმა; ამ ეპოქაში
ზედდიალექტური ტიპი ენისა იყო ლათინური, ხოლო გერმანული კი მხოლოდ
დიალექტებით იყო წარმედგენილი.

4) ენდოგლოსური არაბალანსირებული ენობრივი სიტუაციები შეიმჩნევა ერთენოვანი


ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში და კომუნიკაციის ყველა სფეროში, რომლებშიც
გამოიყენება ერთადერთი ეროვნული ენა. აქაც გამოიყოფა სხვადასხვაკომპონენტიანი
სიტუაციები, ოღონდ ამ შემთხვევაში კომპონენტთა რაოდენობა განისაზღვრება ენობრივ
ქვესისტემათა რაოდენობის მიხედვით.

ერთკომპონენტიანი სიტუაცია წარმოდგენილია ისლანდიაში. ისლანდიურ ენას


ფაქტობრივად არ გააჩნია დიალექტები და სხვაობა სალიტერატურო ენასა და სალაპარაკო
ენას შორის მინიმალურია.

ორკომპონენტიანი სიტუაცია ყველაზე ხშირი მოვლენაა. იგი შედგება ორი


ფუნქციური ტიპის ქვე-ენისაგან: ტერიტორიული დიალექტები და სალიტერატურო ენა. ამ
ტიპის სიტუაცია ახასიათებს დანიას, ჩრდილოეთ კორეას და ა. შ.

სამკომპონენტიანი სიტუაცია შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: I ტერიტორიული


დიალექტები, II სალიტერატურო ენა, III სალიტერატურო ენის რეგიონალური ფორმა. ამის
ნათელი მაგალითია იტალია. დიალექტები, რომლებიც ემსახურებიან ზეპირ მეტყველებას,
წარმოდგენილია სამ ჯგუფად: ჩრდილოეთის, ცენტრალურ-სამხრეთისა და ტოსკანური.
საერთო იტალიური სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა XIV საუკუნეში ფლორენციული
დიალექტის საფუძველზე. თანამედროვე სალიტერატურო იტალიური ადგილობრივი
დიალქტების გავლენით განიცდის ცვლილებებს და წარმოიქმნება ე. წ. Iტალიანო
რეგიონალე_ სალიტერატურო ენის რეგიონალური ფორმები.

ენობრივი სიტუაცია გაიგება როგროც ერთი ან რამდენიმე ენის ეგზისტენციურ


ფორმათა ერთობლიობა, რომლებიც ემსახურებიან მოცემულ საზოგადოებას მთლიანობაში
მოცემული ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და ტერიტორიული გაერთიანების ფარგლებში,
რაც შეადგენს სახელმწიფოს და რომლებიც ფუნქციურად უკავშირდებიან ერთმანეთს და
ავსებენ ერთურთს.

სპეციალურ ლიტერატურაში მოტანილია ენობრივი სიტუაციის ტიპოლოგიზაციის


სხვა მოდელებიც.
ლინგვისტური გეოგრაფიის

წარმოშობა და განვითარება

ლინგვისტური გეოგრაფია არის ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის


ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ გავრცელებას. იგი XIX საუკუნის ბოლოს გამოეყო
დიალექტოლოგიას.

დიალექტთა საველე გამოკვლევის შედეგად საგანგებოდ შედგენილ რუკებზე


პირობითი ნიშნებით აღინიშნება გამოსაკვლევ ენობრივ ერთეულთა გავრცელების სივრცეები
და საზღვრები. ამა თუ იმ მოვლენის ადგილმდებარეობა რუკაზე ზოგჯერ აღინიშნება ხაზით
( ი ზ ო გ ლ ო ს ა ), ზოგჯერ _ სხვადასხვა კონფიგურაციის ნიშნებით, ზოგჯერ ეს არეალი
დაშტრიხულია ან წარწერილია და ა. შ. რუკებს ახლავს ლ ე გ ე ნ დ ე ბ ი, ე. ი. განმარტებითი
ტექსტები და ნახატები. ლინგვისტური გეოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული არეალურ
ლინგვისტიკასთან.

ლინგვისტური გეოგრაფია ჩაისახა XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც


აღმოჩნდა ცალკეულ ენობრივ ერთეულთა საზღვრების დაუმთხვევლობის ფაქტები. ამასთან
დაკავშირებით წარმოიშვა შეხედულება, რომ დიალექტებს შორის არ არის საზღვრები, რომ
დიალექტები შერეულია, ხოლო აქედან იმ აზრამდეც კი მივიდნენ, რომ დიალექტები
სერთოდ არ არსებობს. (პოლ მეიერი, გასტონ პარისი). ამ მოსაზრებას დაუპირისპირდა
გრაციადიო ასკოლი; პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ენობრივ მოვლენათა
სისტემატიზირებული კარტოგრაფირებით იყო შესაძლებელი.

პირველი ლინგვისტური ატლასი შეიქმნა გერმანიაში. მისი შემდგენლები იყვნენ გეორგ


ვენკერი და ფერდინანდ ვრედე. მათ ორი ასისტენტის დახმარებით 50 წლის განმავლობაში
საკუთარი ხელით გადაჰქონდათ რუკებზე 40 000 ანკეტის მასალა, რაც შეიცავდა
დაახლოებით 350 სეტყვას, და ამგვარად შეადგინეს 1500-ზე მეტი რუკა. ეს ატლასი შეიცავს
ვრცელ ფონეტიკურ მასალას, ნაკებად-გრამატიკულს. ფრანგულ ატლასში (12 ტომად),
რომლის ავტორები არიან ჟიოლ ჟილიერონი და ედმონ ედმონი, ძირითადად ლექსიკური
მასალაა მოცემული. აქ ხაზი ესმება ლექსიკური სინონიმების გავრცელებულობას, სიტყვათა
ისტორიას, მაგრამ ნაკლები ყურადღება ეთმობა ფონეტიკურ და გრამატიკულ წყობას.
ვენკერისა და ვრედეს ატლასისაგან განსხვავებიტ ფრანგული ატლასი უფრო ზუსტია,
რადგან მასალას თვითონ ე. ედმონი აგროვებდა.

საინტერესოა იტალიურ შვეიცარიული ატლასი, რომელიც 8 ტომად გამოიცა 1928-


1940 წლებში. იგი შეადგინეს კარლ იაბერგმა და იაკობ იუდმა. ეს ატლასი ენობრივი
მონაცემების გარდა შეიცავს ზოგიერთ ეთნოგრაფიულ ცნობასაც. ამ ნაშრომის ერთ-ერთ
დამსახურებად ითვლება ლეგენდების უფრო სრული და საინტერესო გაფორმება, ვიდრე
წინა ატლასებში. ასეთივე ლინგვისტურ-ეთნოგრაფიული ატლასია ჰ. გარდეტის მიერ
შედგენილი ლიონის ოლქის ატლასი (1951წ.) თუ ჟილიერონის ატლასში კარტოგრაფირებულ
ტერიტორიაზე გამოკვლეილი იყო 25 დასახლებული პუნქტი, გარდეტის ატლასში იგივე
ტერიტორია მოიცავს 75 პუნქტს.

1939-43 წლებში გამოიცა ,,ახალი ინგლისის ლინგვისტური ატლასი" 4 ტომად,


რომელმაც მოიცვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის კილოკავები.

იტალიაში არის საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ევროპის ლინგვისტური ატლასი"


ცენტრი. ეს ატლასი მოიცავს ევროპის ყველა ენას, მონათესავესა და არამონათესავეს,
ტიპოლოგიურად სხვადასხვა სისტემიანს. მასზე მუშაობენ სპეციალისტები ევროპის ყველა
ქვეყნიდან. მასალის შესაგროვებლად შედგენილიაა ორი კითხვარი: ერთი
ონომასიოლოგიურია, ხოლო მეორე მოიცავს ენის სისტემის ყველა დონეს. გამოცემულია
,,ევროპის ლინგვისტური ატლასის" ორი გამოშვება (1983-86).

ენობრივი უნივერსალიები
ენათა ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას ავსებს ტიპოლოგიური უნივერსალიები. უ ნ ი ვ
ე რ ს ა ლ ი ე ბ ი წარმოადგენს ნიშან-თვისებებს, რომლებიც ახასიათებს ყველა ენას ან მათ
უმრავლესობას.

მინიშნებები ენობრივ უნივერსალიებზე ანტიკურ გრამატიკებშიც კი გვხვდება; შუა


საუკუნეებში (XIII ს) ჩნდება ტერმინი გრამმატიცა უნივერსალის; პორ-როიალის გრამატიკის
გამოჩენით ეს ცნება იძენს ლინგვისტურ საფუძველს. თანამედროვე ენათმეცნიერების
საკვლევ ობიექტად ენობრივი უნივერსალიები 60-იანი წლების დასაწყისიდან ხდება. 1961წ.
(13-15 აპრილი) ნიუ-იორკში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა უნივერსალიებს.
კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდათ ,,მემორანდუმი ენობრივი უნივერსალიების
შესახებ", რომელიც შეადგინეს ჯოზეფ გრინბერგმა, ჯეიმს ჯენკინსმა და ჩარლზ ოსვუდმა.
აღნიშნულ სპეციალისტთა გარდა კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ჩ. ჰოკეტი, ს.
საპორტა, უ. ვაინრაიხი და სხვები, რომლებიც ცდილობდნენ გაეშუქებინათ უნივერსალიების
პრობლემების ესა თუ ის მხარე. უნივერსალიების თეორია განიხილავს და განსაზღვრავს
შემდეგ საკითხებს:

ა. ადამიანის ყველა სამეტყველო ენის საერთო თავისებურებანი ცხოველთა ენებისგან


განსხვავებით. მაგ, ადამიანის ენაში არხი ნებისმიერი კომუნიკაციისათვის არის ვოკალურ-
სმენითი. ადამიანის ენაზე ადვილად შეიძლება წარმოიქმნას და ადვილად იქნეს აღქმული
ახლად წარმოშობილი უწყებანი; ადამიანის ენაში განუწყვეტლივ ჩნდება ახალი იდიომატიკა
და ა.შ.

ბ. შინაარსობრივ კატეგორიათა ერთობლიობა, რომელიც ამა თუ იმ საშუალებით


გამოხატულია ყოველ ენაში. მაგ., ყოველ ენაში გამოხატულია ურთიერთობა სუბიექტსა და
პრედიკატს შორის, კუთვნილების, შეფასების, განსაზღვრულობა-განუსაზღვრელობის,
მრავლობითობის კატეგორიები;

გ. თვით ენობრივ სტუქტურათა საერთო თავისებურებანი, რომლებიც მიეკუთვნება ენის


ყველა დონეს. მაგ., ვერცერთ ენაში ვერ იქნება ათზე ნაკლები და ოთხმოცზე მეტი ფონემა;
თუ თანხმოვნები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან სიმაგრე-სირბილის მიხედვით, მაშინ ამ
ენაში არ გვექნება პოლიტონია. თუ ენაში სიტყვა ყოველთვის ერთმარცვლიანია, მაშინ სიტყვა
ერთმორფემულია და ამ ენაში არსებობს მუსიკალური მახვილი; თუ ენაში სუბიექტიც
შეიძლება იდგეს ზმნის წინ და ობიექტიც, მაშინ ამ ენაში არის ბრუნვა; თუ ენაში არის
წინდებული და არ არის თანდებული, მაშინ ნათესაობით ბრუნვაში მდგომი არსებითი
სახელი მოთავსდება სახელობით ბრუნვაში მდგომი არსებითის შემდეგ; თუ ენაში არის
თანდებული, მაგრამ არ არის წინდებული, მაშინ ნათესაობით ბრუნვაში მდგომი არსებითი
სახელი მოთავსდება სახელობით ბრუნვასი მდგომი არსებითის წინ და ა. შ.

არსებობს უნივერსალიების კლასიფიკაცია. განასხვავებენ შემდეგი სახის


უნივერსალიებს:

1. დედუქციური (ე.ი. აუცილებელი ყველა ენისათვის) და ინდუქციური (მოვლენას აქვს


ადგილი ყველა ცნობილ ენაში);

2. აბსოლუტური (სრული) და სტატისტიკური (არასრული) ამ უკანასკნელის გერდით


დგას ე.წ. ფრეკვენტალიები, რომლებიც განასახიერებენ იმ სიხშირულ მოვლენას, რაც ხდება
ბევრ ენაში;

3. მარტივი (რომლებიც ამტკიცებენ რომელიმე მოვლენის არსებობას ან არარსებობას) და


რთული (რომლებიც ამტკიცებენ გარკვეულ დამოკიდებულებას სხვადასხვა მოვლენას
შორის;

4. სინქრონული და დიაქრონიული

დიაქრონიული უნივერსალიების თეორია აქტიურად განვითარდა XXსაუკუნის 70-


იანი წლებიდან. აი, ზოგიერთი კერძო დიაქრონიული უნივერსალია: კანონი იმის შესახებ,
რომ თავიდან ჩამოყალიბდა მისათითებელი, პირისა და კითხვის ნაცვალსახელები, ხოლო
შემდეგ _ უკუქცევითი, კუთვნილებითი, განუსაზღვრელი და უარყოფითი; დებულება იმის
შესახებ, რომ ნაცვალსახელური სიტყვები წარმოიშვა დიფუზური ფუნქციის პირველადი
საკომუნიკაციო ელემენტებისაგან. დიაქრონიულ უნივერსალიათა დაძებნა უკავშირდება
ურთიერთობის საკომუნიკაციო დისკურსიულ მომენტებს, ე.ი. უნივერსალიების თეორიაში
შემოიყვანება ადამიანი ურთიერთობის საკუთარ ევოლუციურ სტანდარტებთან ერთად.
ამგვარად აისახება დროში განსხვავებულიცვლილება სტრუქტურებისა, რაც
დაკავშირებულია სულიერ და უსულო აქტანტებთან, ზმნის დროების გაჩენის სხვადასხვა
ეტაპი, გრამატიკული სუბიექტის გვიანდელი გაჩენა თავდაპირველი თემისაგან და ა. შ.
დიაქრონიულუნივერსალიათა ცოდნა შუქს ჰფენს სინქრონიული ტიპოლოგიის
მონაცემებსაც, საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ერთ მოვლენათა გაქრობისა და მეორეთა
გაჩენის პროგნოზირება. დიაქრონიულ უნივერსალიათა თეორია არსებითი საყრენია ერთი
ენის ყოფილიმდგომარეობის რეკონსტრუქციისათვის და ისტორიულ-შედარებითი
ენათმეცნიერებისათვის.

ამგვარად, უნივერსალიების საშუალებით გაკეთებული ვერიფიკაცია სინქრონიული


იქნება ეს თუ დიაქრონიული, როგორც ლინგვისტური ანალიზის პირველი ეტაპი,
დაკავშირებულია არეალური ლინგვისტიკის, ტიპოლოგიის და ისტორიული
რეკონსტრუქციის ამოცანებთან.

შინაარსის მიხედვით უნივერსალიები შეიძლება იყოს ფ ო ნ ო ლ ო გ ი უ რ ი, გრამ


ატიკული და ს ე მ ა ნ ტ ი კ უ რ ი. ზემოთ ნახსენებ ,,მემორანდუმში" გამოყოფილია
აგრთვე სიმბოლურ უნივერსალიათა ტიპი, რომელშიაც გამოხატულების პლანის
უნივერსალურობა უკავშირდება შინაარსის პლანს, ან პირუკუ. ასეთია მაგალითად,
უნივერსალია, რომელიც ამტკიცებს, რომ ,,სიტყვა რომელიც აღნიშნავს ცნებას ,,დედა"
შეიცავს ცხვირისმიერ თანხმოვანს" მოცემული უნივერსალია არ დასტურდება
არაინდოევროპულ ენებში, მაგალითად, ქართულში (დედა) - ამ სიტყვაში ცხვირისმიერი
თანხმოვანი არ არის.

განასხვავებენ აგრეთვე ენის (სისტემის) უნივერსალიებსა და მეტყველების (ტექსტის)


უნივერსალიებს.

ამასთანავე, განასხვავებენ საკუთრივ ლ ი ნ გ ვ ი ს ტ უ რ და ე ქ ს ტ რ ა ლ ი ნ გ ვ ი ს


ტ უ რ უნივერსალიებს. ექსტრალინგვისტური უნივერსალიები განსაზღვრავენ ენის ადგილს
სხვა ნიშანთა სისტემებს შორის, როგორებიცაა ხელოვნური ენები, ცხოველთა სიგნალები და
მისთ.

უნივერსალიების შესწავლა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ კავშირი ენობრივ და


ფსიქოლოგიურ მოვლენებს შორის, უკეთ გავიგოთ ენა როგორც ინდივიდუალური მოქცევის
ფორმა და ზოგადსაკაცობრიო კულტურის ფორმა, ანუ დავადგინოთ კანონზომიერებანი,
რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფსიქოლინგვისტიკისათვის, ასევე
ეთნოლინგვისტიკის თვალსაზრისით, საერთოდ ანთროპოლოგიისათვის, და, რა თქმა უნდა,
- საკუთრივ ლინგვისტიკისათვის. უნივერსალიების შესწავლა ასევე საშუალებას გვაძლევს
გავიგოთ როგორი მოვლენები შეეთვასება ერთმანეთს ენაში, რომლები გამორიცხავენ
ერთმანეთს, გავარკვიოთ ბუნებრივი სამეტყველო ენების შესაძლებლობანი და საზღვრები,
ხოლო იმის მიხედვით, თუ რა გამონაკლისებია უნივერსალიებთან დაკავშირებით - ენათა
ტიპები.

ენა_ეტალონი

რომელიმე უცხოური ენის შესწავლისას ეტალონად გამოიყენება შემსწავლელის


მშობლიური ენა, პირველი ლათინური გრამატიკები აღიწერებოდა ბერძნული ეტალონის
მიხედვით; შემდგომში კი ბერძნულ ლათინური ეტალონი გამოიყენებოდა სხვა ენების
გრამატიკების შედგენისას. ამგვარად, ენა-ეტალონი წარმოადგენს იმ წესების სისტემას,
რომლის მიხედვით შეიძლება აიგოს ნებისმიერი აღწერა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის
ენა, რომელიც შეიძლება გამოდგეს ნიმუშად სხვადასხვა ენის აღწერისა და დახასიათების
დროს. ე.ი ყველაზე ფართოდ გაზიარებული თვალსაზრისის მიხედვით ენა-ეტალონად
შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი არსებული ენა ან ენა, რომელიც შექმნილია სხვა
ენათა აღსაწერად - მ ე ტ ა ე ნ ა.

არსებობს სხვა მოსაზრებებიც. იური როჟდესტვენსკის მიხედვით ,,ენა- ე ტ ა ლ ო ნ ი


წარმოადგენს ტერმინთა სისტემას, რომელიც გამოდგება ნებისმიერი ენის კატეგორიათა
აღსაწერად". იმისათვის, რომ ტერმინთა ასეთმა სისტემამ ეფექტურად შეასრულოს თავისი
როლი, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ორ მოთხოვნას:

1. შეეფარდებოდეს ენათმეცნიერული აღწერების ისტორიას და განმარტავდეს


ნებისმიერი ენის აღწერის ტიპს;
2. შეეფარდებოდეს ენობრივ ფაქტებსა და აფიქსირებდეს თითოეულ ენაში იმას, რაც
არის ყველა ენაში. ამიტომაც, ენა-ეტალონი უნდა წარმოადგენდეს იმ ცნებათა სისტემას,
რომლებიც შეიცავენ ნებისმიერ ტიპოლოგიურ და გენეალოგიურ დახასიათებებს.

ნ. ტოლსტოი კი გვთავაზობს, ეტალონად გამოვიყენოთ ხელოვნური, შინაგანად


არადაპირისპირებული მოდელი _ ბადე, რომელიც მაქსიმალური რაოდენობით შეიცავს
სხვადასხვა ენისა და დიალექტებისათვის დამახასიათებელ დიფერენციალურ ნიშან-
თვისებებს.

ზოგიერთი ლინგვისტი ფიქრობს, რომ ენა-ეტალონის არსებობა შეუძლებელია.

ენა-ეტალონის შესანიშნავი კონკრეტული მაგალითი წარმოგვიდგინა ბენჯამინ ლი


უორფმა. ეს გახლავთ ,,საშუალევროპული სტანდარტი"(შAE). მსგავს როლს ანიჭებდა ვ.
პოლაკი ,,ატლანტიკურ ლინგვისტურ ოლქს, რომელიც შეიცავდა ,,ენობრივი კავშირის
ნიშნებს".

რუსი ლინგვისტი ბორის უსპენსკი შემდეგნაირად მსჯელობს ენა-ეტალონთან


დაკავშირებით: თუ ენაში A (მაგ., რუსულში) განასხვავებენ სამ გრამატიკულ სქესს (მამრ.,
მდედრ.,საშ.), ხოლო ენაში B (მაგ., ხეთური ენა ან სკანდინავიური ენები) _ ორ სქესს (საერთო
და საშუალი), მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ენაში B სინთეზირებულია ის განსხვავებანი,
რომლებიც წარმოდგენილია A-ში; აი,სწორედ ამშემთხვევაში A-გამოდის ენა-ეტალონის
როლში, რადგან მისი საშუალებით უფრო მოსახერხებელია B-ს აღწერა. ამავე დროს ამგვარ
მიმართებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ერთი ენის ფარგლებშიც. მაგ., ზოგიერთ
დრავიდულ ენაში (ტამილური, კანადა და სხვ.) სერთოდ განირჩევა სამი სქესი (კერძოდ,
მხოლობით რიცხვში), მაგრამ მრავლობითში _მხოლოდ ორი, რადგან აქ გვაქვს მამრობითი
და მდედრობითი სქესების სინკრეტიზმი.

ენა-ეტალონის შექმნის იდეა მოსია ტიპოლოგიური გამოკვლევების პრაქტიკიდან,


როდესაც ერთ ენას მეორეს უდარებენ და კვლევის საწყის პუნქტად გამოდის მშობლიური ენა
ან ენა, რომელიც ყველაზე ახლოა ჩვენთვის, რომელიც დროებით გამოდის ენა-ეტალონის
როლში.
ენა-ეტალონებს სხვადასხვაგვარად განიხილავენ ტიპოლოგები, დაწყებული
ბუნებრივი სამეტყველო ენებიდან და დამთავრებული ხელოვნური წარმონაქმნებით. მაშინაც
კი, როდესაც ტიპოლოგი ბუნებრივ ენას ეყრდნობა, ენის სისტემის კვლევის დროს იგი ვერ
შემოიფარგლება მხოლოდ მოცემული ენით, რადგან მასთან შეპირისპირებულ ენაში
ჩვეულებრივ აღმოჩნდება ისეთი მოვლენები, რომლებიც ვერ თავსდება ეტალონის
ჩარჩოებში, ამიტომაც ენა-ეტალონი ვერ იქნება ჩაკეტილი სისტემა, ხოლო ბუნებრივი ენის
სისტემის ჩარჩოების გახსნა გარდაუვლად იწვევს ტიპოლოგიის მეტაენის ხელოვნურად
წარმოქმნას. თუმცა ორი ენის გარკვეულ ქვესისტემათა, მაგალითად, გარკვეულ გრამატიკულ
კატეგორიათა, შეპირისპირებითი შესწავლისას საწყის წერტილად შეიძლება გამოყენებულ
იქნეს კონკრეტული ბუნებრივი ენების სისტემები რიგრიგობით _ როგორც ენა-ეტალონი.

You might also like