You are on page 1of 23

ბილეთი 1.

1. ენისა და მეტყველების დიქოტომია ფ. დე სოსიურის მიხედვით.

ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი


გამიჯვნა, ანუ დიქტომია. პირველად ენა და მეტყველება ერთმანეთისგან განასხვავა
ფერდინანდ დე სოსიურმა.
ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს. ენა კოლექტივში დამკვიდრებული
წესების ერთობლიობას წარმოადგენს. იგი სოციალური ფენომენია.
ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას, მეტყველება კი პირიქით,
ინდივიდის მიერ იქმნება, ინდივიდუალურია. ყველაფერი, რასაც ადამიანები წარმოთქვამენ,
რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოლაპარაკის ნებაზე, წარმოადგენს
მეტყველებას. მოცემული ენობრივი კოლექტივის წევრებს, ე.ი. მოცემულ ენაზე მოსაუბრე
პირებს, აქვთ მეტყველების უნარი, რომლის გამოვლენას, ფუნქციონირებას უზრუნველყოფს
ენა. მეტყველება არის ენის რეალიზაცია.
ენა სასრული სისტემაა, როგორც დიდი არ უნდა იყოს სიტყვათა რაოდენობა ენაში, მათი
ჩამოთვლა მაინც შესაძლებალია. მეტყველება კი, პირიქით, უსასრულოა, იმავე ენაში
შეიძლება შეიქმენას ტექსტების უასრულო რაოდენობა.
ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დავირვებაში გვეძლევა
მეტყველება და არა ენა. ყოველი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც
მეტყველება ახდენს.
2. ფონემის განსაზღვრა. ფონემა და ალოფონი.
ფონემა არის ერთეული, რომელიც მეტყველებაში კონკრეტული
ბგერების ალოფონების სახით ვლინდება, იმისთვის რომ ჩაწერისგან
ფონემა განვასხვავოთ მისი რეალიზაციებისგან , ალოფონებისგან და
ვაჩვენოთ თუ რომელი ფონემის ფონემის წარმომადგენელია ესა თუ
ის ბგერა . ფონემისთვის შემოვიტანთ დამატებით სიმბოლოს დახრილ
ფრჩხილებს, ამ ფრჩხილებში ჩავსვამთ მოცემული ფონემის ერთ-ერთ
ალოფონის ნიშანს. ალოფონების სიმბოლოებს შორის ფონემის
წარმომადგენლად, მის ძირითად ალოფონად ჩვეულებრივ უფრო
მარტივ ალოფონს ირჩევენ,მაგ. ქართ. [b], [bu] [bi] ბგერები ერთი
ფონემის ალოფონებია, ეს ფონემა შეიძლება/b/ სიმბოლოთი
ავღნიშნოთ ფონოლოგიის იმ ნაწილს რომელიც შეისწავლის ბგერათა
ალოფონების ფონემებად გაერთიანებას ფონეტიკა ეწოდება. ფონემა
არის მნიშვნელობათა განმასხვავებელი უმცირესი აბსტრაქტული ენობრივი
ერთეული. ალოფონები ფონემის კონკრეტული სამეტყველო რეალიზაციებია.
3. დ) განმარტეთ ტერმინები: მორფი-მორფემა-ალომორფი.

მორფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც მნიშვნელობის მქონე მინიმალური, უმცირესი


ენობრივი ფორმა, რომელიც უკვე აღარ იშლება მნიშვნელობის მქონე უფრო მცირე
ერთეულებად. ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ
კლასებად – მორფემებად. მორფემა არის ისეთი ენობრივი ერთეული, რომელსაც აქვს ორი
პლანი - შინაარსისა და გამოხატულების პლანი. მორფემა, როგორც ორპლანიანი ერთეული
განსხვავდება ფონემისგან, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელობა. მორფემა განისაზღვრება,
როგორც მორფების კლასი. იგი შეიცავს განსაზღვრული სემანტიკური იდენტურობის
(მსგავსი მნიშვნელობის) საფუძველზე გაერთიანებულ მორფებს, რომლებსაც ამ მორფემის
ალომორფები ეწოდებათ.
ბილეთი 2.
1. მორფემა. თავისუფალი და ბმული ენობრივი ფორმები. ფლექსიური და
დერივაციული მორფემები.

მორფემა არის ისეთი ენობრივი ერთეული, რომელსაც აქვს ორი პლანი - შინაარსისა და
გამოხატულების პლანი. მორფემა, როგორც ორპლანიანი ერთეული განსხვავდება
ფონემისგან, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელობა. მორფემა განისაზღვრება, როგორც
მორფების კლასი. იგი შეიცავს განსაზღვრული სემანტიკური იდენტურობის (მსგავსი
მნიშვნელობის) საფუძველზე გაერთიანებულ მორფებს, რომლებსაც ამ მორფემის
ალომორფები ეწოდებათ.
მაგალითად. შევალ, წავალ, მოვალ, ვალ მიმდევრობაში ადვილდ გამოვყოფთ შე , წა , მო,
ა, მიმდევრობის ფორმებს და მეორე მხრივ ვალ ფორმას, თუ ასეთი ფორმა
გამონათქვამში შეიძლება შეგვხდეს დამოუკიდებლად , სხვა ფორმებთან კავშირის
გარეშე , მაშინ მას თავისუფლი ფორმა ეწოდება, მნიშვნელობის მქონე ფონემურ
მიმდევრობას , რომელიც გამონათქვამში გვხვდება მხოლოდ სხვა ფორმებთან კავშირში
ბმული ფორმა ეწოდება.
ბაზისური ლექსიკური მორფემა არის ძირი, ხოლო ძირი გართულებული დერივაციული
მორფემით არის ფუძე. მაგ., ცხენ-ოსან-ი (ცხენ- ძირი; ოსან- დერივაციული მორფემა;
ცხენოსან- ფუძე) ფუძე შეიძლება ემთხვეოდეს ძირს. დერივატ ლექსიკურ ფორმებში კი ფუძე
და ძირი ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. როგორც ძირეული ფორმები ისე მათი დერივატები
დაირთავენ ფლექსიურ აფიქსებს, რომელიც, განსხვავებით დერივაციული აფიქსებისგან,
სიტყვებს გრამატიკულ მნიშვნელობას უცვლიან (მაგ., კაც-ი, კაც-მა; კაცურ-ი, კაცურ-მა).
2. ენათა ტიპოლოგია და უნივერსალიები.
ტიპოლოგიური ენთმეცნიერებს ანუ ლინგვისტური ტიპოლოგიის უმთავრეს მიზანს
შეადგენს ენობრივ სისტემებს შორის იზომორფიზმისა და ალომორფიზმის დადგენა.
ტიპოლოგიური კვლევა ნათელყოფს, რომ ენობრივ სისტემებს შორის არ არსებობს
პრინციპული განსხვავება, ისინი რაღაც ერთიანი, ზოგადი უნივერსალური მოდელის
კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენენ ასევე, ენები განსხვავდებიან
ერთმანეთისგან , ყოველი ენა განსაკუთრებული სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის
დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევ სხვა ყველა ენისგან. მგვარი მსგავსება-
განსხვავებულობა განსაზღვრავს შესაბამისად იზომორფიზმისა და ალომორფიზმის
მიმართებებს ენებს შორის. ტიპოლოგიური კლასი შეიძლება განისაზღვროს
როგორც ერთობლიობ ენებსა, რომლებიც ერთი და იმავე სტრუქტურული ნიშნებით
გამოირჩევა. ენათ სიმრავლის დაყოფა ტიპოლოგიურ კლასებად დამოკიდებულია
დაყოფის საფუძვლად შერჩეული სტრუქტურული ნიშნების რაოდენობასა და
რაგვარობაზე. ლინგვისტური ტიპოლოგიის უპირველეს ამოცანას შეადგენს
უნივერსალიების გამოვლენა. უნივერსალია ისეთი სტრუქტურული ნიშან-თვისებაა ,
რომელიც დამახასიათებელია ყველა ენის ან ენათა დიდი უმრავლესობისთვის
მაინც. უნივერსალიას, რომელიც ყველა ენისთვის დამახასიათებელია აბსოლუტური
უნივერსალია ეწოდება. ხოლო უნივერსალიას, რომელიც დამახასიათებელია ენათა
უმრავლესობისთვის ეწოდება სტატისტიკური უნივერსალია.
უნივერსალიებს განარჩევენ ობიექტის, ფორმისა და მტკიცების ხასიათის მიხედვით.
ობიექტის მიხედვით უნივერსალია შეიძლება იყოს ფონოლოგიური, გრამატიკული,
ან სემანტიკური. ფორმის მიხედვით კი შეიძლება იყოს აბსოლუტური ან
სტატისტიკური, დედუქციური ან ინდუქციური.
3. დ) განმარტეთ ტერმინები: ფონემა-ალოფონი.
ყველა სამეტყველო ბგერა, რომელიც ხასიათდება დისტინქციურ ნიშანთა ერთი და
იმავე ერთობლიობით, განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს. ბგერათა ასეთ
კლასს ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან
გაერთიანებულნი განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობის
საფუძველზე - ამ ფონემის გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ
ალოფონები.

ბილეთი 3.
1. ენობრივი ნიშნის ორმხრივი ბუნება. მოტივირებულია თუ პირობითი აღსანიშნსა და
აღმნიშვნელს შორის ურთიერთმიმართება ენობრივ ნიშანში?

ენა არის პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით,
ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია
ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.
2. ფონემური ანალიზის წესები. კონტრასტული და დამატებითი დისტრიბუცია.

I წესი: თუ რომელიმე ენაში ორი ბგერა შეიძლება ერთსა და იმავე პოზიციაში შეგვხვდეს (ე.ი
იყოს ურთიერთშენაცვლებადი) სიტყვის მნიშვნელობის ცვლის გარეშე, მაშინ ეს ბგერები
ერთი და იმავე ფონემის თავისუფალი, ფაკულტატიური (ლათ. facultas „შესაძლებლობა“)
ვარიანტებია.
II წესი თუ ორი ბგერა შეიძლება ერთსა და იმავე პოზიციაში შეგვხვდეს (ე.ი
ურთიერთშენაცვლებადია) და ერთის მეორით შენაცვლება აუცილებლად იწვევს სიტყვის
მნიშვნელობის ცვლას ან მის დამახინჯება, მაშინ ეს ორი ბგერა წარმოგვიდგება როგორც ორი
სხვადასხვა ფონემის რეალიზაცია.
III წესი: თუ აკუსტიკურად (ან არტიკულატორულად) მსგავსი ორი ბგერა არასდროს არ
გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში, მაშინ ისინი ერთი და იმავე ფონემის კომბინატორული
ან პოზიციური ვარიანტებია.

ფონემათა გამოყოფის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბგერების დაჯგუფება


ფონემებად, ემყარება დისტრიბუციულ მიმართებებს. ეს მიმართებები შეიძლება იყოს სამი
სახის: თავისუფალი ვარირება ანუ ეკვივაკენტური დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს
ყველა პოზიცია საერთო აქვთ), კონტრასტული დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს
როგორც საერთო, ისე განსხვავებული პოზიციები აქვთ) დამატებითი დისტრიბუცია
(როდესაც ორ ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ).
3. დ) განმარტეთ ტერმინები: სინქრონია-დიაქრონია.

სინქრონული -გულისხმობს ენის შესწავლას დროის გარკვეულ მონაკვეთში. იგი არ


ითვალისწინებს დროს , იგი მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდს მოიცავს და მნიშვნელობას
არ ანიჭებს ცვლილებებს, რომლებიც მოხდა ენაში.
დიაქრონია- ანუ ენის კვლევა გარკვეული დროის პერიოდში, იგი შეისწავლის ცვლილებებს ,
რისი წყალობითაც ენა გადავიდა ერთი სინქრონული მდგომარეობიდან მეორეში.
დიაქრონული კვლევა შესაძლებელია ორგვარად პროსპექტულად და რეპროსპექტულად.
ბილეთი 4.
1. მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები. ალომორფთა სახეები.

1) მორფები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ყველა პოზიციაში გამოირჩევიან საერთო


სემანტიკური განსხვავებულობით და იდენტური ფონემური შედგენილობით, შეადგენენ
ერთ მორფემას, ანუ წარმოადგენენ ერთი მორფემის ალომორფებს.
2) მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან, ოღონდ
ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ მორფემას, თუ
ეს ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის შეპირობრული.
3) მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან და
ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობის თვალსაზრისით, მაგრამ ისე, რომ
მათი ეს ფორმალური ურთიერთგანსხვავება არ არის შეპირობებული ფონოლოგიურად,
შეადგენენ ერთ მორფემას, თუ ა) იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის
დამოკიდებულებაში და ბ) მონაწილეობენ პარალელურ კონსტრუქციებში.
2. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია.

ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია აჯგუფებს ენებს სიტყვათა აგებულების მიხედივთ


ანუ იმის მიხედვით თუ როგორ იცვლება სიტყვათა ფორმა, რა საშუალებებს მიმართავს ენა
სიტყვებს შორის დამოკიდებულების აღსაღნიშნავად. ტრადიციულ მორფოლოგიურ
კლასიფიკაციაში ენათა ოთხ ტიპს გამოყობენ: იზოლირებული, აგლუტინაციური,
ფელქსიური და პოლისინთეზური.
იზოლირებული ენის ტიპობრივინიმუშია ჩინური, რომლისთვისაც დამახასიათებელია
სიტყვათა ერთმარცვლიანობა,რომლებიც არ დაირთავენ ფორმაცვალების აფიქსებს და
წინადადებაში სხვადასხვამეტყველების ნაწილის როლში შეიძლება მოგვევლინონ . მაგ :
„ტა“ შეიძლება ნიშნავდეს„სიდიდე“(არს.სახე) ან „დიდი“(ზედ.სახ ). ინტონაცია იძლევა
როგორც მნიშვნელობისისე გრამატიკული ფუნქციის მიხედვით
განსხვავებას.აგლუტინაციურ ენაში აფიქსი მექანიკურად ერთვის ფუძეს .აფიქსის
დართვისას არც ფუძე განიცდის ცვლილებას და არც აფიქსი. ფლექსიურ ენაშიკი
ფონეტიკური ცვლილებები ხდება ფუძეში, რის გამოც ფუძე და აფიქსი
შეერწყმიანერთმანეთს. ამიტომ აგლუტინაციურ ენაში სიტყვის დაშლა შემადგენელ
ელემენტებადადვილია, ფლექსიურ ენაში კი რთული.პოლისინთეზური ენები ენათა
მორფოლოგიურ კლასიფიკაციის მიხედვით ისეთი ენებია, რომლებსაც ახასიათებთ
სიტყვაში გრამატიკულ კატეგორიათა აღმნიშვნელი ელემენტების (აფიქსების ) სიჭარბე .
უპირისპირდება სინთეზურ და ანალიზურ ენებს
3. დ) განასხვავეთ: ენა-მეტყველება.

ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი


გამიჯვნა, ანუ დიქტომია. პირველად ენა და მეტყველება ერთმანეთისგან განასხვავა
ფერდინანდ დე სოსიურმა.
ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს. ენა კოლექტივში დამკვიდრებული
წესების ერთობლიობას წარმოადგენს. იგი სოციალური ფენომენია.
ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას, მეტყველება კი პირიქით,
ინდივიდის მიერ იქმნება, ინდივიდუალურია. ყველაფერი, რასაც ადამიანები წარმოთქვამენ,
რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოლაპარაკის ნებაზე, წარმოადგენს
მეტყველებას. მოცემული ენობრივი კოლექტივის წევრებს, ე.ი. მოცემულ ენაზე მოსაუბრე
პირებს, აქვთ მეტყველების უნარი, რომლის გამოვლენას, ფუნქციონირებას უზრუნველყოფს
ენა. მეტყველება არის ენის რეალიზაცია.
ენა სასრული სისტემაა, როგორც დიდი არ უნდა იყოს სიტყვათა რაოდენობა ენაში, მათი
ჩამოთვლა მაინც შესაძლებალია. მეტყველება კი, პირიქით, უსასრულოა, იმავე ენაში
შეიძლება შეიქმენას ტექსტების უასრულო რაოდენობა.
ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დავირვებაში გვეძლევა
მეტყველება და არა ენა. ყოველი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც
მეტყველება ახდენს.

ბილეთი 5.
1. ენობრივი ნიშანი. ნიშანთა კლასიფიკაცია აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორის ურთიერთმიმართების საფუძველზე: ხატი, სიმბოლო, ინდექსი.

ენა არის პირობით ბგრით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით,
ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია
ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.
ხატი -ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს ახასიათებს გარკვეული მსგავსება აღსანიშნთან;
ამ დროს აღმნიშვნელი ერთგვარად წარმოადგენს აღსანიშნის ფორმალურ ასახვას, გამეორებას
(მაგალითად, ცხოველის გამოსახულება როგორც იკონური ნიშანი თვით ცხოველისა.)
სიმბოლო - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი უკავშირდება აღსანიშნს გარკვეული
პირობის, შეთანხმების საფუძველზე; ეს კავშირი ნებისმიერია (არ არის დამოკიდებული
იმაზე, არსებობს თუ არა რაიმე მსგავსება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის) და
რეალიზებულია შეთანხმების წესის მიხედვით.
ინდექსი - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი აღსანიშნს უკავშირდება მიზეზ-
შედეგობრივი კავშირით. (მაგალითად, კვამლი არის ცეცხლის ნიშანი; ცისარტყელა არის
წვიმის ნიშანი)
2. ფონეტიკისა და ფონოლოგიის ურთიერთმიმართება.

ენათმეცნიერების ქვედარგს, რომელიც შეისწავლის ბგერას, ეწოდება ფონეტიკა. ფონეტიკა


არის კერძო და ზოგადი. კერძო ფონეტიკა შეისწავლის კონკრეტული
ენისთვისდამახასიათებელი ბგერის ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ მახასიათებლებს ,
ზოგადი ფონეტიკა დანაწევრებულ ბგერებს სამი თვალსაზრისით , არტიკულაციურად ,
აკუსტიკურად და პერცეფციულად. ფონეტიკა მაქსიმალურად აწერს !ველა იმ ბგერას "
რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს. ფონოლოგია შეისწავლის ენაში სამეტყველო ბგერათა
ფუნქციონირებას. ამდენად, ფონოლოგიის შესწავლის საგანი (ბგერათა ფუნქციონირება)
გაემიჯნა ფონეტიკის შესწავლის საგანს (ბგერათა არტიკულაცია-აკუსტიკა-პერცეფცია),
თუმცა მათი შესწავლის ობიექტი არის ერთი და იგივე (ბგერა).
3. დ) განასხვავეთ: პარადიგმატიკა-სინტაგმატიკა.

ერთეულის მიმართება სისტემის სხვა ერთეულთან შეიძლება იყოს სინტაგმატური ან


პარადიგმატიკული. სინტაგმატურ მიმართებას ერთეული ამყარებს მიმდევრობაში წინამავალ
ან მომდევნო ერთეულებთან. პარადიგმატული მიმართება გვაქვს, როდესაც მოცემული
ერთეული რაღაც თვალსარისით უპირისპირდება სხვა ერთეულებს სისტემაში (და არა
მიმდევრობაში).

ბილეთი 6.
1. მორფემა და ალომორფი. ფონოლოგიურად და მორფოლოგიურად
შეპირობებული ალომორფები.
მორფემა არის უმცირესი მნიშვნელობის მქონე ენობრივი ერთეული , რომელიც არ
დაიშლება უფრო მცირე მნიშვნელობის მქონე ერთეულად. მორფემა არის ნიშანი ,
რომელსაც აქვს როგორც შინარსის ისე გამოხატულების პლანი. შინაარსის პლანის
მიხედვით ის შეიძლება იყოს როგორც ლექსიკური ისე გრამატიკული . გამოხატულების
პლანისმიხედვითკიროგორც ძირეულიისეაფიქსური, იგიშეიცავს განსაზღვრულისემანტიკურიიდენტურობის
საფუუზველზე გაერთიანებულ მორფებს, რომლებსაც ამ მორფების ალომორფები
ეწოდებათ. თუ დამაატებით დისტრიბუციული დამოკიდებულება განისაზღვრება
ფონეტიკურ-ფონოლოიური ხასიათის კონტექსტური შეზღუდვებით , მაშინ ასეთ
ალომორფებს ფონოლოგიურად შეპირობებულ ალომორფებს უწოდებენ, ხოლო თუ დდდ
განისაძღვრება მორფოლოგიური ხასიათის კონტექსტური შეზღუდვებით , მაშინ ასეთ
ალომორფებს მორფოლოგიურად შეპირებულ ალომორფებს უწოდებენ.
2. ენათა შესწავლის ისტორიულ-შედარებითი მეთოდი.
ისტორიულ-შედარებითი მეთოდი გამოიყენება მონათესავე ენების მიმართ. მონათესავეა
ისეთი ენები, რომლებიც ერთი საერთო წინაპარი ენიდან არიან წარმოშობილი. ასეთ წინაპარ
ენას ფუძე ენა (პრაენა) ეწოდება. მონათესავე ენების შედარება ხდება გარკვეული მიზნით.
ესაა ენების ისტორიის გარკვევა და ამის საფუძველზე ფუძე ენის აღდგენა (რეკონსტრუქცია).
ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება დიაქრონული მეცნიერებაა და ის ენათა ისტორიას
ორგვარად იკვლევს:
1) დროის მოძრაობის მიმართულებით (პროსპექტული დიაქრონიული კვლევა);
2) დროის მოძრაობის საწინააღმდეგოდ (რეტროსპექტული დიაქრონული კვლევა).
ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება მიმართავს ლექსიკოსტატისტიკურ მეთოდს,
რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად თუ რამდენად არის დაშორებული ერთმანეთს
მონათესავე ენები დროში. ქართული, მეგრული, ჭანური და სვანური მონათესავე ენებია
იმიტომ, რომ ისინი ერთი ფუეენიდანაა მიღებული. ეს ფუძე ენა, რომელსაც პირობითად
საერთო ქართველურ ენას ვუწოდებთ,დღეს ცოცხალი არ არის.როდესაც ვამბობთ , რომ
მონათესავე ენების ურთიერთშედარების მიზანია მათი ისტორიის გარკვევაო , ეს იმას
ნიშნავს, რომ მ!ოლოდ შედარების გ#ით შეიძლება გაირკვეს, თუ რა არისარქაული ამ
ენებში, რა მომდინარეობს ფუძე ენიდან და რა არის სიახლე . ის მასალა ,
რომელიცმონათესავე ენებში ფუე-ენიდან მოდის, ამ$ავნებს "ანონ#ომიერ
შეფარდებებს როგორცფონოლოგიური, ისე გრამატიკული და სემანტი "ური
თვალსაზრისით. მაგრამ ენათა შედარების საფუველია კანონზომიერი ფარდობები
ფონოლოგიის დონე#ე, რაც ბგერათშესატყვისობების სა!ელით არის ცნობილი . მაგ .,
ქართულ ა-ს მეგრულში შეესატყვისება ო
3. დ) განასხვავეთ: ნიშნები - ხატი, სიმბოლო და ინდექსი.

ხატი -ისეთი ნიშანია სადაც აღმნიშვნელი არსანიშნის მსგავსია , ანუ გამოსახულება


მიმსგავსებულია.
სიმბოლო - აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის კავშირი პირობითია
ინდექსი - აღმნიშვნელი და აღსანიშნი მიზეზ- შედეგობრივად უკავშირდება ერთმანეთს.
მაგ-კვამლი ნიშანია ცეცხლის.
ბილეთი 7.
1. რა არის სემიოტიკა (სემასიოლოგია). სემიოტიკური სისტემის შესწავლის სამი ასპექტი:
სინტაქტიკა, სემანტიკა და პრაგმატიკა.
ენა, როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა, ნიშანთა სხვა სისტემებთან ერთად
წარმოადგენს მეციერების ერთი დარგის შესწავლის ობიექტს, დარგისა რომელსაც ჰქვია
სემიოტიკა. სემიოტიკა არის ნიშანთა სისტემების ზოგადი თეორია, რომელიც შეისწავლის ამ
სისტემების უნივერსალურ ანუ საყოველთაო მახასიათებლებს და ცალკეული კონკრეტული
სისტემებისათვის ნიშანდობლივ თვისებებს , მათ სპეციფიკურ ნიშანთვისებებს.
ნიშანთა ყოველი სისტემა და ამდენად, ბუნებრივია, ენობრივი სისტემაც შესაძლებელია
განხილული და შესწავლილი იქნეს სამი თვალსაზრისით, ასპექტით. ესენია:
1) სინტაქსური ასპექტი ანუ სინტაქტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის
შესწავლას მის ელემენტებს შორის არსებული მიმართებების თვალსაზრისით. ეს
მიმართებები ვლინდება ელემენტთა ურთიერთგანლაგებაში, განაწილებაში ცალკეულ
მიმდევრობებად.
2) სემანტიკური ასპექტი ანუ სემანტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის შესწავლას
მისი ელემენტების ე.ი. ნიშნების მნიშვნელობების თვალსაზრისით, ანუ ნიშანთა
შემადგენლების - აღმნიშვნელისა და აღსანიშნს შორის არსებული მიმართებების
თვალსაზრისით.
3) პრაგმატიკული ასპექტი ანუ პრგმატიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის
შესწავლას ამ სისტემის მომხმარებლისათვის ნიშანთა ღირებულების თვალსაზრისით.
2. თავისუფალი და ბმული ენობრივი ფორმები.
ენობრივი გამონათქვამის ანალიზის დროს ადვილად გამოიყოფა მრავალგზის
განმეორებითი ფონემური მიმდევრობები, რომლებსაც მსგავსი ან იდენტური
მნიშვნელობები აქვს. შეიძლება ვივარაუდოღ, რომ გამონათქვამების
ასეთინაწილები შედარებით მყარი მნიშვნელობით ხასიათდება. მაგალითად-შევალ,
წავალ, მოვალ, ავალ, მიმდევრობაში ადვილად გამოიყოფა , ერთი მხრივ შე, წა, მო,
ა, ფორმებს, და მეორე მხრივ ვალ ფორმას. მათი მნიშვნელობების მიახლოებითი
დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს. თუ ასეთი ფორმა გამონათვამში შეიძლება
შეგვხდეს დამოუკიდებლად, სხვა ფორმებთან კავშირის გარეშე , მაშინ მას
თავისუფალი ფორმა ეწოდება. მნიშვნელობის მქონე ფონემურ მიმდევრობებს ,
რომლებიც გამონათქვამში გვხდება მხოლოდ სხვა ფორმებთან კავშირში ბმული
ფორმები ეწოდება. ზემოთ მოყვანილ მაგალითში. შევალ, წავალ, მოვალ, ავალ
თავისუფალი ფორმებია. წა-,ა-, მო-, ვალ-, კი ბმული ფორმები.
3. დ) განასხვავეთ: პრივატული და გრადუალური ოპოზიციები.

ენის ფონოლოგიურ სისტემაში ფონემებს შორის სხვადასხვა სახის დაპირისპირებები


არსებობს. . ორ ფონემას შორის ისეთ ოპოზიციას, რომელიც გარკვეული ნიშნის ქონა-არქონა
ქმნის პრივიტიული ფონოლოგიური ოპოზიცია ეწოდება. მაგ- ღ და ხ პრივიტიული
ოპოზიციის წევრები არიან ერთმანეთს უპირისპირდებია მჟღერობის არქონა ქონით. ასევე
სპირანტთა წყვილეულები ანალოგიურ პრივატულ ოპოზიციებს ქმნინ.
გრადალური ფონოლოგიური ოპოზიციები არ არის შეპირისპირებული ნეირტალიზებადი
ოპოზიციის წევრთა ფონეტიკური გარემოცვით. ნეიტრალიზირებადი ოპოზიცია
გრადალურია.

ბილეთი 8.
1. სტრუქტურული სინტაქსი. წინადადების აქტანტური სტრუქტურა. აქტანტების ტიპები.

სტრუქტურული სინტაქსი სიტყვებს შორის არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებებს


ასახავს. ლუსიენ ტენიერის თეორიაში სიტყვებს შორის კავშირების იერარქია და
მიმართულება განისაზღვრება პრედიკატის მოწესრიგებული აქტანტური სტრუქტურით.
აქტანტები (ფრ. actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმიშვნელი სახელებია,
რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში. ყოველ ზმნას
შეიძლება დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს, შეიწყოს
აქტანტების გარკვეული რაოდენობა, ვალენტობა ეწოდება (ტერმინი ვალენტობა გამოიყენება
უფრო ფართო მნიშვნელობითაც - როგორც ენობრივი ერთეულის უნარი, დაამყროს
სინტაქსური კავშირები სხვა ენობრივ ერთეულებთან).
წინადადება შეიძლება შევადაროთ დრამას, რომლის მოქმედება გამოხატულია ზმნა-
პრედიკატით, მოქმედი პირები - აქტანტებით, ხოლო მოქმედების გარემოებანი -
სირკონსტანტებით. აქტანტებისაგან განსხვავებით სირკონსტანტების რაოდენობა არ არის
განსაზღვრული; ისინი წინადადებაში შეიძლება არც იყვნენ წარმოდგენილნი.
სირკონსტანტები გამოიხატება ზმნიზედებით.
აქტანტები მოწესრიგებულ სიმრავლეს ქმნიან: I აქტანტი ტრადიციული გრამატიკის
ქვემდებარეა, II აქტანტი- პირდაპირი დამატება, III აქტანტი-ირიბი დამატება. სემანტიკური
როლების მიხედვით აქტანტებში შემდეგი სახეობები გამოიყოფა: მოქმედების აქტიური
მონაწილე - სუბიექტი ანუ აგენსი (ლათ. agens „მოქმედი“) ; მოქმედების პასიური მონაწილე -
პაციენსი (ლათ. patiens „განმცდელი“ ); რაღაცის აღმქმელი ან გრძნობის განმცდელი
მონაწილე -ექსპერიენცერი; ის პირი ან საგანი (ობიექტი), რომლისთვისაც ხორციელდება
მოქმედება - ადრესატი. ერთი და იგვივე აქტანტი შეიძლება სხვადასხვა სემანტიკურ როლს
ასრულებდეს. მაგალითად, ქვემდებარე შიძლება წარმოადგენდეს აგენსს (ბიჭი ხატავს),
ექსპერიენცერს (ბიჭს სცივა);
ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ ნულვალენტიანი (ავალენტური) - ასეთია, მაგალითად,
ბუნების მოვლენათა გამომხატველი ზმნები. მაგ., წვიმს, თოვს, ცივა... it rains, it snows. ამგვარ
ზმნებში თავს იჩენს ე.წ. ფსევდოსუბიექტი (ანუ რეალური სუბიექტი არ არ არსებობს).
ერთაქტანტიანი, ანუ ერთვალენტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც მხოლოდ
ერთი პირი ან საგანი მონაწილეობს. მაგ., ჩიტი მიფრინავს, სტუმრები მოვიდნენ, მეძინება;
ორვალენტიან ზმნებში ორი აქტანტი მონაწილეობს. მაგ., ვკითხულობ -მე მას. ა.შ.
იმ აქტანტების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის,
განსაზღვრავს წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.
2. ენათა ტიპოლოგია და უნივერსალიები.
ტიპოლოგიური ენთმეცნიერებს ანუ ლინგვისტური ტიპოლოგიის უმთავრეს მიზანს
შეადგენს ენობრივ სისტემებს შორის იზომორფიზმისა და ალომორფიზმის დადგენა.
ტიპოლოგიური კვლევა ნათელყოფს, რომ ენობრივ სისტემებს შორის არ არსებობს
პრინციპული განსხვავება, ისინი რაღაც ერთიანი, ზოგადი უნივერსალური მოდელის
კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენენ ასევე, ენები განსხვავდებიან
ერთმანეთისგან , ყოველი ენა განსაკუთრებული სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის
დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევ სხვა ყველა ენისგან. მგვარი მსგავსება-
განსხვავებულობა განსაზღვრავს შესაბამისად იზომორფიზმისა და ალომორფიზმის
მიმართებებს ენებს შორის. ტიპოლოგიური კლასი შეიძლება განისაზღვროს
როგორც ერთობლიობ ენებსა, რომლებიც ერთი და იმავე სტრუქტურული ნიშნებით
გამოირჩევა. ენათ სიმრავლის დაყოფა ტიპოლოგიურ კლასებად დამოკიდებულია
დაყოფის საფუძვლად შერჩეული სტრუქტურული ნიშნების რაოდენობასა და
რაგვარობაზე. ლინგვისტური ტიპოლოგიის უპირველეს ამოცანას შეადგენს
უნივერსალიების გამოვლენა. უნივერსალია ისეთი სტრუქტურული ნიშან-თვისებაა ,
რომელიც დამახასიათებელია ყველა ენის ან ენათა დიდი უმრავლესობისთვის
მაინც. უნივერსალიას, რომელიც ყველა ენისთვის დამახასიათებელია აბსოლუტური
უნივერსალია ეწოდება. ხოლო უნივერსალიას, რომელიც დამახასიათებელია ენათა
უმრავლესობისთვის ეწოდება სტატისტიკური უნივერსალია.
უნივერსალიებს განარჩევენ ობიექტის, ფორმისა და მტკიცების ხასიათის მიხედვით.
ობიექტის მიხედვით უნივერსალია შეიძლება იყოს ფონოლოგიური, გრამატიკული,
ან სემანტიკური. ფორმის მიხედვით კი შეიძლება იყოს აბსოლუტური ან
სტატისტიკური, დედუქციური ან ინდუქციური
3. დ) განასხვავეთ: კონტრასტული და დამატებითი დისტრიბუციები.
კ ო ნ ტ რ ა ს ტულ ი დ ი ს ტ რ ი ბუც ი ა , თუ ო რ ი მ ო რ ფ ო ე რ თ მ ა ნ ე თ ს ჩ ა ე ნ ა ც ვ ლ ე ბ ა ე რ თ ს ა დ ა ი მ ა ვ ე
პოზიციაში, მაგრამმათსხვადასხვაწერტილიშეესატყვისებაშინაარსისსტრუქტურაში, მაშინისინიუნდაგანვიხილოთ,
როგორც ორი სხვადასხვა მორფემა.დამატებითი დისტრიბუცია , თუ ორი მორფი
არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს და თან ისინი მსგავსია ერთმანეთისა
სემანტიკურად, მაშინ ასეთი ორი მორფი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მორფემის
პოზიციურიალომორფები.

ბილეთი 9.
• ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშნის ღირებულება სისტემაში.

სხვადასხვა ენაში ნიშნები განსხვავებულ მიმართებებს ამყარებენ ერტმანეთთან, მაგალითად,


ქართული სიტყვა რუსულში,golova, ინგლისურში head და ა.შ. ამ ნიშნის აღმნიშვნელიც და
აღსანიშნიც განსხვავდება ერთმანეისგან. ენობრივი ნიშნის მიმართება სისტემის სხვა
ნიშანთან და მისი აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან ერთობლივად განსაზღვრავს ამ
ნიშნის ღირებულებას. თვით ნიშანი შეიძლება უცვლელი იყოს, მაგრამ მას სხვა ღირებულება
ექნება. დე სოსიურის თანახმად ღირებულება არის ნიშნის ტვისება იყოს ის რაც მას სხვა
ნიშნისგან განასხვავებს.
• ფონემურ ოპოზიციათა სახეები. ოპოზიციის ნეიტრალიზაცია.

ზოგიერთი ოპოზიცია გარკვეულ პირობებში არ ხორციელდება მაგალითად პრივატული


ოპოზიციები არამჟღერი ხშულისა და სპირანტის, აგრეთვე პაუზის წინ. ასეთ შემთხვევაში
ვიტყვით, რომ მოცემული ფონოლოგიური დაპირისპირება გარკვეულ პოზიციებში
ნეიტრალიზაციას განიცდის. ასეთი დაპირსპირება ნეიტრალიზებადი დაპირისპირება
ეწოდება. ეს ნიშნავს: რომელიღაც ორ ფონემას შორის არსებობს პრივატული ოპზიცია, ე.ი. ეს
ფონემები ერთმანეთს უპირისპირდებიან რაღაც ნიშნის ქონა-არქონით.
რაღაც კონკრეტულ პოზიციაში ამ ორი დაპირისპირებული ფონემიდან ყოველთვის
წარმოდგენილია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის რეალიზაცია. ასეთ შემთხვევაში ვამბობთ,
რომ მოცემული პრივატული ოპოზიცია ამ კონკრეტულ პოზიციაში განიცდის
ნეიტრალიზაციას. ნეიტრალიზაციის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა ორთოგრაფიულად
სწორი კარგად ფორმის ნაცვლად წერენ ან ამბობენ ფორმას კარგათ. ამგვარად,
ორთოგრაფიულად სწორი კარგად ფორმის ბოლოში მეტყველების დროს რეალურად ისმის
[თ], რაც აისახება ზოგჯერ დამწერილობაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ქართულში
გვაქვს ჰარმონიული კომპლექსებისე სისტემა.
ნეიტრალიზაციის პოზიციაში არქიფონება ვლინდება დაპირისპირების ერთ ერთი წევრის
სახით.
ისეთ ორ ფონემას რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ ერთი დიფერენციალური ნიშნით
განსხვავდებიან და რომელთა საერთო ნიშნების ერთობლიობა არ მეორდება ენის არც ერთ
სხვა ფონემაში ვუწოდებთ არქიფონემის რეალიზაციას. ასეთი ორი ფონემა წარმოადგენს
საერთო არქიფონემას, რომელიც დახასიათდება მათი საერთო ნიშნებით. მაგ: ქართული ს და
ზ ფონემების არქიფონემები დახასიათდება ამ წყვილთა წევრების მხოლოდ საერთო
ნიშნებით.
ისეთ ფონემას შორის ისეთი ოპოზიციას, რომელსაც ქმნის გარკვეული დიფერენციალური
ნიშნის არქონა ეწოდება პრივატული ოპოზიცია. მაგ: პრივატული ოპოზიციები მჟღერი-
არამჟღერი.
პრივატული ოპოზიციის იმ წევრს, რომელიც ხასიათდება როგორც დიფერენციალური
ნიშნის მქონე ეწოდება ოპოზიციის მარკირებული. არქიფონემის მაგალითად შეიძლება
ითქვას ის, რომ არქიფონემა ხასიათდება შემდეგი ნიშნების ერთობლიობით: ველარულობით
და ხშულობით. ნეიტრალიზაციის პოზიციაში რეალიზდება ღ - ხ - ყ ოპოზიციის ერთ -ერთი
წევრი: მჟღერების შემდეგ რეალიზდება /ღ/ ფონემა; ყრუ ფშვინვიერბის შემდეგ რეალიზდება
/ხ/ ფონემა; ყრუ მკვეთრების შემდეგ რეალიზდება /ყ/ ფონემა; რაც შეეხება თავად
არქიფონემას, თუ გავითვალისწინებთ /ყ/ ბგერის ფონეტიკურ თავისებურებას არქიფონემა ამ
შემთხვევაში შეიძლება დახასიათდეს შემდეგი ნიშნების ერთობლიობით: ველარულობით,
სპირანტიულობით.
• დ) იდიოლექტი-ჟარგონი-დიალექტი.

დიალექტი არის გარკვეული ლიტერატურული ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი , მისი


რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა , რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან
გარკვეული რაოდენობის
ლექსიკური , სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით განსხვავდება . მას იყენებს
მოსახლეობის
შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადად გასაგებია სტანდარტული ენის
მატარებლებისთვის. დიალექტი ყველაზე უფრო მსხვილი ერთეულია ენაში. მასში
გამოიყოფა კილოკავები, რომლებიც დიალექტზე უფრო მცირე ერთეულებია. არც კილოკავია
ერთგვაროვანი, მასში გამოიყოფა თქმები, თქმებში - ქცევები. უკანასკნელზე უფრო მცირე და
საერთოდაც უმცირესი ერთეულია იდიოლექტი.
ჟარგონი - სოციალურ დიალექტს წარმოადგენს (ფრანგულად ნიშნავს განზრახ შეცვლილ
ენას). ჟარგონი საიდუმლო ენაა, რომელიც გასაგებია მხოლოდ მოცემული ჯგუფის
წევრებისთვის და სრულიად გაუგებარი სხვებისთვის. ჟარგონი იქმნება სწორედ იმ მიზნით,
რომ მოცემული ერთი ჯგუფის მეტყველება გაუგებარი იყოს ამ ენაზე მოსაუბრე სხვა
ინდივიდებისთვის. ამისთვის სიტყვებს უცვლიან მნიშვნელობებს და მათ სრულიად სხვა
მნიშვნელობას ანიჭებენ. ზოგჯერ ჟარგონი წარმოადგენს ორი ან მეტი ენის ნარევს.

ბილეთი 10.
• ძირი, აფიქსი, ფუძე; აფიქსთა სახეები. შინაგანი ფლექსია ანუ აბლაუტი. ფლექსიური
და დერივაციული მორფემები.

ძირი სიტყვის აუცილებელი ელემენტია. სიტყვას ყოველთვის აქვს ლექსიკური მნიშვნელობა,


რომლის გამომხატველიც არის ძირი. ამიტომ სიტყვა შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ
ძირისგან. მაგ., და, ძმა, ცა და ა.შ. ლექსიკური მნიშვნელობის გამომხატველ მორფემას,
რომელიც აღარ იშლება მასზე უფრო მცირე მორფემად, ვუწოდოთ ძირი. სიტყვებში ცხენი და
ცხენოსანი ასეთი მინიმალური ერთეულია ცხენ- და ცხენოსან-. ცხენ- ბაზისური ფორმაა,
ხოლო მეორე მისგანაა ნაწარმოები (დერივატი) -ოსან დერივაციული მორფემის საშუალებით.
ბაზისური ლექსიკური მორფემა არის ძირი, ხოლო ძირი გართულებული დერივაციული
მორფემით არის ფუძე. მაგ., ცხენ-ოსან-ი (ცხენ- ძირი; ოსან- დერივაციული მორფემა;
ცხენოსან- ფუძე) ფუძე შეიძლება ემთხვეოდეს ძირს. დერივატ ლექსიკურ ფორმებში კი ფუძე
და ძირი ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. როგორც ძირეული ფორმები ისე მათი
დერივატები დაირთავენ ფლექსიურ აფიქსებს, რომელიც, განსხვავებით დერივაციული
აფიქსებისგან, სიტყვებს გრამატიკულ მნიშვნელობას უცვლიან (მაგ., კაც-ი, კაც-მა; კაცურ-ი,
კაცურ-მა).
• ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა.
ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და
აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია.
ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის
ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა
თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი,
აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.
მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ
ენაზე გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად განსხვავებული
ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,.
ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი
ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის
შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water, ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua,
თურქულში-su. გერმანულში-wasser, ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ, სვანურში-
ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -ლ`ინ. როგორც
ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი
შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ აღსანიშნის
ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა არაფრით არ
აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს აღსანიშნის ხატს, რომელიც
ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის ნიშანთვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ
აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი არცერთი ნიშანთვისებით არ აისახება
აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ ენობრივი ნიშანი არის პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ
დებულებას ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა
ენაში არსებობს გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი
სიტყვებისა. ეს ისეთი ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი
შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს:
აღსანიშნის რაღაც თვისება როგორღაც აისახება აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი
თავისი ბგერითი შედგენილობით უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს,
ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-baa. ასეთი სიტყვების
არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი
სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია,
ასეთი სიტყვებიც კი ერთანეთისგან განსხვავებული ბგერითი
შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ., გუგული, cu-coo (ინგლ.),
кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

.
• დ) განასხვავეთ: სიტყვა-მორფემა.

სიტყვა არის სამეტყველო ნაკადში ორ პაუზას შორის არსებული ერთეული.


მორფემა არის ისეთი ენობრივი ერთეული, რომელსაც აქვს ორი პლანი - შინაარსისა და
გამოხატულების პლანი.სიტყვის ნაწილი (სუფიქსი, პრეფიქსი ძირი), რომელსაც აქვს
ლექსიკური ან გრამატიკული მნიშვნელობა.

ბილეთი 11.
1. თანხმოვანთა სისტემების განმსაზღვრელი ნიშნები (წარმოების ადგილი და რაგვარობა).

თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომეთ წარმოთქმისს ფილტვებიდან ამოსული


ჰაერნაკადი დბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან ცალეულთა,
წყვილეულთა და სამეულთა სისტემებს. სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები, და
ხშულ-ნაპრალოვნები(აფრიკატები). როდესაც ჰერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში
სრულ დაბრკოლებს აწყდება და შემდეგ სკდომა მოსდევს , წარმოიქმნება ხშულ-მსკდომი
ბგერები.
წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი(სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების
წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები ერთმანეთს
უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი.
წყვილეულები წარმოდგენილია მჟღერი და ყრუ თანხმოვნებით.
ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები , რომლებიც იყოფა ნაზალურ და არანაზალურ
ბგერებად. არანაზალური ბგერები ყოფა ლატერალურ და ვიბრანტ ბგერებად.
წარმოების ადგილის მიხედვით კი გვაქვს, ბილაბიალური, ლაბიო-დენტალური,
დენტლური, პრეალვეოლარული, პოსტალვეოლარული, ველარული, ფარინგალური,
ლარინგალური.
წარმოების რაგვარობის მიხედვით-ხშულები, სპირანტები,აფრიკატები
2. ენათა გენეალოგიური კლაციფიკაცია.
გენეალოგიური კლასიფიკაცია ემყარება დიფერენციაციის პროცესს ენათა
განვითარებაში. დიფერენციაციის შედეგად ერთი ენისგან რამდენიმე ენა წარმოიშვება .
ენა ისლება დიალექტებად დიალექტებს შორის სხვაობამ შეიძლება იმ ზომას მიარწიოს ,
რომ ყოველმა დიალექტმა თავისი ძირითადი ლექსიკური ფონდი დ გრამატიკული წყობა
გააჩინოს, ანუ ისინი იქცნენ დამოუკიდებელ ენებად. მაგ-ისტორიულად დადასტურებულია ,
რომ ხალხური ლათინურისგან მივიღეთ- იტალიური, ფრანგული, სპარსული და სხვა ე.წ
რომანული ენები. ენათა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საერთო წარმოშობის არიან ანუ
მომდინარეობენ ერთი ენიდან ეწოდებათ მონათესავე ენები , თუკი ენებს დავაჯგუფებთ
მათი ნათესაობის პრინციპის მიხედვით , მივიღებთ ენათ გენეალოგიურ კლასიფიკაციას .
. ის ენები, რომლებიც საერთო წინაპარი ენიდან მოდიან, მონათესავე ენებია და ენათა ერთ
ოჯახს ქმნიან. თვითონ წინაპარ ენას, რომლისგანაც მირებულია მონათესავე ენები, ფუძე-ენა
ეწოდება. ფუძე ენას ტავდაპირველად მოიხსენიებდნენ როგორც
გენეალოგიური კლასიფიკაციის ძირითადი დასაყრდენია ისტორიულ-შედარებითი მეთოდი,
რეგულარული შესატყვისობების დადგენა მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს შორის.
3. დ) განასხვავეთ: თავისუფალი და ბმული ენობრივი ფორმები.
თავისუფალი ფორმა - გამონათქვამში გამოყოფილი ფორმა,
რომელიც გვხვდება დამოუკიდებლად, სხვა ფორმებთან კავშირის
გარეშე; მაგალითად, ქართულში ჩანს, მოვალ, სახლი, კლდე.ბმული ფორმა -
მნიშვნელობის მქონე ფონემური მიმდევრობა,
რომელიც გამონათქვამში გვხვდება მხოლოდ სხვა ფორმებთან
კავშირში; მაგალითად, ჩან-, -ს , მო- , -ვალ, სახლ-, -ი

ბილეთი 12.
1. დამწერლობის ტიპები: პიქტოგრაფიული, იდეოგრაფიული და
ფონოგრაფიული წერა.

პიქტოგრაფიული დამწერლობა. ტერმინი პიქტოგრაფია – „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“ ვწერ,


სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს იმ სახის თავისებურებას, რომელსაც
პიქტოგრაფიული დამწერლობა ეწოდება. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე
თუ ისე გავს იმ საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს. ანუ, პიქტოგრაფიული დამწერლობა
იკონურობის პრინციპს ემყარება, შესაბამისად, პიქტოგრამა იკონური ნიშანია.
პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი
დღესაც გამოიყენება. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული,
მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.
იდეოგრაფიული დამწერლობა პიქტოგრაფიული დამწერლობიდან განვითარდა.
პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს საგანს, რომელსაც ის
აღნიშნავს. ე.ი. პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურ პრინციპს ემყარება.
იდეოგრაფიული დამწერლობას საფუძვლად უდევს პირობითობის პრინციპი. თვითონ
სიტყვა შედგება ბერძ. idea "აზრი" და grapho "ვწერ" სიტყვებისგან, რაც გვიჩვენებს იმას, რომ
იდეოგრაფიულ დამწერლობით ცნებები აღინიშნება და არა ბგერები. ამგვარად, იდეოგრამებს
წარმოადგენს, მაგალითად, ციფრები, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე ვკითხულობთ.
იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგლიფურსაც უწოდებენ, ხოლო თვითონ
იდეოგრამებს - იეროგლიფებს.
ფონოგრაფიული ეწოდება ისეთ წერით სახეობას, როცა ნიშანთა აღმნიშვნელები ასახავს
განსაზღვრული ენის ბგერით მხარეს. ფონოგრაფიული სისტემაში წერითი ნიშნების
აღსანიშნების არა ცნებები, არამედ კონკრეტული ბგერითი სახის მქონე სიტყვები ან უფრო
დაბალი დონის ენობრივი ერთეულები - მარცვლები ან/და ბგერები. ფონოგრაფიის
შემთხვევაში წერითი სისტემის ცოდნა გულისხმობს მოცემული ენის ნიშანსა და კონკრეტულ
სიტყვას ან სხვა ბგერით სეგმენტს შორის კავშირის წინასწარ ცოდნას. ამგვარად,
ფონოგრაფიულ სისტემებში, დამწერლობა უკვე მეტყველებას ასახავს და ამ სისტემათა
შინაარსის პლანს ენის ბგერითი მხარე შეადგენს. ასეთი წერითი სისტემის გრაფიკულ
ნიშანთა აღსანიშნებია ბგერითი სეგმენტები (სიტყვა, მარცვალი, ბგერა).
2. ლ. ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი.

ლუსიენ ტენიერის თეორიაში სიტყვებს შორის კავშირების იერარქია და მიმართულება


განისაზღვრება პრედიკატის მოწესრიგებული აქტანტური სტრუქტურით.
აქტანტები (ფრ. actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმიშვნელი სახელებია,
რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში. ყოველ ზმნას
შეიძლება დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს, შეიწყოს
აქტანტების გარკვეული რაოდენობა, ვალენტობა ეწოდება (ტერმინი ვალენტობა გამოიყენება
უფრო ფართო მნიშვნელობითაც - როგორც ენობრივი ერთეულის უნარი, დაამყროს
სინტაქსური კავშირები სხვა ენობრივ ერთეულებთან).
ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ ნულვალენტიანი (ავალენტური) - ასეთია, მაგალითად,
ბუნების მოვლენათა გამომხატველი ზმნები. მაგ., წვიმს, თოვს, ცივა... it rains, it snows. ამგვარ
ზმნებში თავს იჩენს ე.წ. ფსევდოსუბიექტი (ანუ რეალური სუბიექტი არ არ არსებობს).
ერთაქტანტიანი, ანუ ერთვალენტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც მხოლოდ
ერთი პირი ან საგანი მონაწილეობს. მაგ., ჩიტი მიფრინავს, სტუმრები მოვიდნენ, მეძინება;
ორვალენტიან ზმნებში ორი აქტანტი მონაწილეობს. მაგ., ვკითხულობ -მე მას. ა.შ.
იმ აქტანტების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის,
განსაზღვრავს წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.
3. დ) განასხვავეთ: ბგერა-ფონემა-მორფემა.

ბგერა არის მეტყველების უმცირესი აღქმადი ერთეული.


ფონემა არის მნიშვნელობათა განმასხვავებელი უმცირესი აბსტრაქტული ენობრივი
ერთეული.
მორფემა არის ისეთი ენობრივი ერთეული, რომელსაც აქვს ორი პლანი - შინაარსისა და
გამოხატულების პლანი.
ბილეთი 13.
1. ქართული დამწერლობა: თვალსაზრისები ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ.

ისტორიული ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ მწირია. XI საუკუნის


ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ქართული დამწერლობის წარმოშობის თარიღად
ჩვ.წ. აღ-მდე III საუკუნეს ასახელებს. ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი, ამ
ცნობის მიხედვით უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს წარმოშობის
საკითხს. სახელმწიფოს შექმნა საქართველოშიც მწვავედ დააყენებდა დამწერლობის შექმნის
საკითხს, როგორც ეს საერთოდ ხდებოდა ხოლმე და ამიტომ ლეონტი მროველის ცნობა,
როგორც ჩანს, საეჭვო არ უნდა იყოს.
გასარკვევია, თუ როგორი დამწერლობა შეიქმნა ფარნავაზ მეფის დროს. ეს ის დამწერლობაა,
რომელიც ჩვ.წ. აღ-ის V საუკუნიდან დოკუმენტურად არის დადასტურებული და რომელსაც
ხუცური ეწოდება, თუ სხვა რაღაც დამწერლობა, რომელსაც ჩვენამდე ან არ მოუღწევია, ანდა,
როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე, ეს დამწერლობა არ იყო ქართული. III ს-ში ჩვ.წ,
ქართველებმა დაიწყეს რომელიღაც სხვა დამწერლობის გამოყენება, ხოლო შედარებით გვიან,
უკვე ქრისტიანობის მიღების შემდეგ, შექმნეს საკუთარი დამწერლობა.
უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში იყენებდნენ ბერძნულ დამწერლობასაც, რადგანაც
საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბევრია
ნაპოვნი არამეული ან ბერძნული წარწერა.
ჩვ.წ-ის V საუკუნემდე არ გვაქვს არც ერთი წარწერა, რომელიც მრგლოვანით იქნებოდა
შესრულებული. ამგვარი წარწერები ჩნდება მხოლოდ მეხუთე საუკუნიდან. მათ შორის
უძველესია ბოლნისის სიონის წარწერა,რომელიც შესრულებულია 493-494 წლებში. კიდევ
უფრო ძველია პალესტინის წარწერები. ამრიგად, ქართული დამწერლობის არსებობა მეხუთე
საუკუნის პირველი ნახევრიდან დასტურდება.
სომხურ ისტორიოგრაფიაში არსებობს ცნობა, რომ ქართული ანბანი შექმნა მეხუთე საუკუნის
ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. გადმოცემით, მაშტოცმა დაიწყო ასოების
შექმნა ქართული ენისთვის, მაგრამ ივ. ჯავახიშვილმა გაარკვია, რომ ეს ცნობები ქართული
დამწერლობის შესახებ გვიანდელი ფალსიფიკაციაა. მესროპ მაშტოცს არც შეეძლო ქართული
ანბანის შექმნა, რადგან მან არ იცოდა ქართული, რაც სრულიად გამორიცხავს შესაძლებლობას
მის მიერ ქართული ანბანის შექმნისა.
ახალი დამწერლობის შექმნა გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, ენის ღრმა ლინგვისტური
ანალიზის ჩატარებას. თ. გამყრელიძის მიხედვით, ძველი ქართული დამწერლობა, ისევე
როგორ სომხური, ბერძნული დამწერლობის მიხედვითაა შექმნილი მეხუთე საუკუნის
დასაწყისში, მაგრამ ამ დამწერლობის შემქმნელი არ შეიძლება იყოს მესროპ მაშტოცი
რამდენიმე მიზეზის გამო:
1)მაშტოცმა არ იცოდა ქართული და ამიტომ ქართულ დამწერლობას ვერ შექმნიდა
2) ქართული და სომხური ანბანები სხვადასხვა პრინციპს ემყარება, რადგანაც ასოთა რიგი
სხვადასხვაა.
ქართული ანაბანის სემური წარმოშობის შესახებ თეორია წამოაყენა გერმანელმა მეცნიერმა
ფრიდრიხ მიულერმა. იგი თვლიდა, რომ ქართული და სომხური დამწერლობა არამეულ-
სპარსული დამწერლობიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ჩვენში ამ თვალსაზრისს იზიარებდა
ენათმეცნიერი სერგო გორგაძე (“წერილები საქართველოს ისტორიიდან”,
ქართული ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე ჩამოაყალიბა ივ.
ჯავახიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში: “ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ
პალე-ოგრაფია” (შემოკლებით – “ქართული პალეოგრაფია”). დიდმა მეცნიერმა
საფუძვლიანად გააკრიტიკა ქართული ანბანის ბერძნულისგან მომდინარეობის არგუმენტები.
მისი აზრით, ქართული ანბანი წარმართული ეპოქის ძეგლია და ფინიკიურ-სემიტურის
(არამეულის) ბაზაზეა შექმნილი, თუმცა შემდგომ, ელინისტურ ხანაში, არაერთგზის
განუცდია ბერძნული მონუმენტური დამწერლობის გავლენა. წარმოდგენილი მოსაზრება
გაამყარა შემდგომმა აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა.
ამ მხრივ განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა არმაზის ბილინგვა (საფლავის ქვაზე
შესრულებული ეპიტაფია, დაწერილი 2 ენაზე – ბერძნულად და არამეულად. სახელწოდება
”ბილინგვა” ამის მიხედვითაა დარქმეული). ძეგლი აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილმა 1940 წელს,
მეცნიერულად შეისწავლა გიორგი წერეთელმა. მკვლევარმა, პირველ ყოვლისა, დაადგინა
არამეული ანბანის სახეობა (რომელსაც ”არმაზული დამწერლობა” უწოდა), შეუდარა
ქართულ ანბანს და დაასკვნა: ქართული ანბანი მონათესავეა არმაზულისა, ორივე კი
მომდინარეობს საერთო წყაროდან – არამეულიდან. არმაზული ანბანის სახით აღმოჩნდა
შუამავალი, რომლის მეოხებით ქართული ანბანი უშუალოდ დაუკავშირდა არამეულს.
შემდგომში ქართულმა დამწერლობამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ამიტომ მის
განვითარებაში სამ სხვადასხვა საფეხურს გამოყოფენ:
I - მრგლოვანი V-IX სს
II - ნუსხური IX ს-დან
III - მხედრული X ს-დან
დღეისათვის მოქმედი ანბანია მხედრული. სამი საფეხურის გამოყოფა არ ნიშნავს, რომ მისი
წინა საფეხურები სრულ დავიწყებას მიეცა. მრგლოვანი განაგრძობდა არსებობას მეცხრე
საუკუნის შემდეგაც, მაგრამ გამოიყენებოდა ძირითადად ქვებზე ან კლდეებზე
წარწერებისთვის, ანდა სათაურებისთვის. ასევე განაგრძობდა არსებობას ნუსხური, მაგრამ მე-
11 საუკუნიდან იგი გამოიყენებოდა უმთავრესად ეკლესიაში. მრგლოვანსა და ნუსხურს
სხვაგვარად "ხუცურ" დამწერლობას უწოდებენ. საერო საქმეებისთვის მე-11 ს-დან იწყება
მხედრულის გამოყენება, რომელსაც "მხედრული" ეწოდება სწორედ იმიტომ, რომ
დამწერლობის ეს სისტემა საერო პირებში ანუ მხედრობაში იყო გავრცელებული.
2. სინტაქსის თანამედროვე თეორიები.

თანამედროვე სინტაქსურ მიმდინარეობებს შორის საყურადღებოა „სტრუქტურული


სინტაქსის“ სახელით ცნობილი თეორია, რომელიც ემყარება ზმნის (შემასმენლის,
პრედიკატის) მიერ წინადადების სხვა წევრების მართვის მოდელს. სტრუქტურული სინტაქსი
სიტყვებს შორის არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებებს ასახავს. ლუსიენ ტენიერის
თეორიაში სიტყვებს შორის კავშირების იერარქია და მიმართულება განისაზღვრება
პრედიკატის მოწესრიგებული აქტანტური სტრუქტურით.
აქტანტები (ფრ. actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმიშვნელი სახელებია,
რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში. ყოველ ზმნას
შეიძლება დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს, შეიწყოს
აქტანტების გარკვეული რაოდენობა, ვალენტობა ეწოდება (ტერმინი ვალენტობა გამოიყენება
უფრო ფართო მნიშვნელობითაც - როგორც ენობრივი ერთეულის უნარი, დაამყროს
სინტაქსური კავშირები სხვა ენობრივ ერთეულებთან).
წინადადება შეიძლება შევადაროთ დრამას, რომლის მოქმედება გამოხატულია ზმნა-
პრედიკატით, მოქმედი პირები - აქტანტებით, ხოლო მოქმედების გარემოებანი -
სირკონსტანტებით. აქტანტებისაგან განსხვავებით სირკონსტანტების რაოდენობა არ არის
განსაზღვრული; ისინი წინადადებაში შეიძლება არც იყვნენ წარმოდგენილნი.
სირკონსტანტები გამოიხატება ზმნიზედებით.
ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ ნულვალენტიანი (ავალენტური) - ასეთია, მაგალითად,
ბუნების მოვლენათა გამომხატველი ზმნები. მაგ., წვიმს, თოვს, ცივა... it rains, it snows. ამგვარ
ზმნებში თავს იჩენს ე.წ. ფსევდოსუბიექტი (ანუ რეალური სუბიექტი არ არ არსებობს).
ერთაქტანტიანი, ანუ ერთვალენტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც მხოლოდ
ერთი პირი ან საგანი მონაწილეობს. მაგ., ჩიტი მიფრინავს, სტუმრები მოვიდნენ, მეძინება;
ორვალენტიან ზმნებში ორი აქტანტი მონაწილეობს. მაგ., ვკითხულობ -მე მას. ა.შ.
იმ აქტანტების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის,
განსაზღვრავს წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.
3. დ) განასხვავეთ: ბირთვული წინადადება და მისი ტრანსფორმაცია.
ტრანსფორმაციის წესი აუცილებელ ტრანსფორმაციას წარმოადგენს , თუ იგი
ზემოქმედებს ტერმინალურ სტრიქონებზე, რის შედეგადაც მიიღება ბირთვული
წინადადება. ბირთვული წინადდება თავის მხრივ შესაძლებელია დაექვემდებაროს
არააუცილებელ ტრანსფორმაციას, რის შედეგადაც მიიღება სხვა არაბირთვული
წინადადება.
ტრანსფორმაციულ გრამატიკაში მნიშვნელობა ენიჭება ბირთვული წინადადების
სიმრავლის შერჩევას, ეს სიმრავლე ისე უნდა იქნას სერჩეული, რომ ბირთვული
წინადადების საფუძველში წარმოდგენილი სტრიქონები მარტივი მოდელით
წარმოიშობოდეს და შეიძლებოდეს მათი არჩევა ბაზისად.

ბილეთი 14
1. ენის ფუნქციები. ენისა და აზროვნების მიმართება.

ენის ძირითად ფუნქციად განიხილება ექსპრესიული ფუნქცია. ამ შემთხვევაში იგულისხმება


ის, რომ ადამიანი ბგერითი ენის საშუალებით გამოხატავს თავის აზრებს. ყრუ-მუნჯი ამ
უნარს მოკლებულია, მაგრამ იგი სხვა საშუალებებს იყენებს თავისიაზრების გამოსახატავად.
ყრუ-მუნჯი ამისათვის ჟესტიკულაციას იყენებს. ნორმალურიადამიანიც მიმართავს
ჟესტიკულაციას, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში კონკურირენციასაც უწევს ბგერით ენას.
თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია დამწერლობის გარეშე. დამწერლობა კი სხვა
არაფერია თუ არა იგივე ენა, უფრო ზუსტად გრაფიკული ენა, რომელიც აუცილებელია
გარკვეულ პირობებში.
ბგერით ენას აქვს მეორე ფუნქციაც. ესაა საკომუნიკაციო ფუნქცია. ენის საშუალებით ხდება
აზრების გაზიარება ინდივიდებს შორის ანუ ინფორმაციის გადაცემა ერთი ინდივიდიდან
მეორესათვის. ენა სოციალური მოვლენაა. შრომის განაწილება საზოგადოებაში
შესაძლებელია, ძირითადად, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საზოგადოება იყენებს ენას.
საკომუნიკაციო ფუნქცია არ აქვს მარტო ბგერით ენას. ამავე ფუნქციას ასრულებს
დამწერლობაც, ჟესტიკულაცია და სხვ.
ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი დიდი ხნის წინ იყო შემჩნეული. ამ საკითხზე
მსჯელობდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. „ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა“. თუ
ენასა და კონცეპტუალურ აზროვნებას შორის ისეთი მჭიდრო კავშირია, რომ ისინი
უერთმანეთოდ არ არსებობენ, მაშინ სიტყვა გამოხატავს არა წარმოდგენას, არამედ ცნებას,
რომელიც გარკვეული თვალსაზრისით წარმოდგენას ჰგავს, მაგრამ მისგან არსებითადაც
განსხვავდება. ცნებაც, ისევე როგორც წარმოდგენა, მენტალური მოვლენაა და ამიტომ მისი
აღქმა გრძნობის ორგანოების საშუალებით შეუძლებელია. წარმოდგენასა და ცნებას
შორისმსგავსებაცაა და განსხვავებაც. მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანი მენტალური
მოვლენაა, ისინი მხოლოდ გნოსეოლოგიურად არსებობენ და არა ონტოლოგიურად.
განსხვავება კი, მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენა იკონურია, საგანს ან მოვლენას ჰგავს,
ხოლო ცნება არ არის იკონური, იგი აზრია საგნისა ან მოვლენის შესახებ. ამრიგად, ენა
ძირითადად შედგება ისეთი სიტყვებისგან, რომლებიც პირობითად აღნიშნავენ საგნებსა
დამოვლენებს, ე.ი ენაში მოქმედებს არა იკონიურობის, არამედ პირობითობის პრინციპი
2. სიტყვის მორფოლოგიური დაშლის პრინციპები.
1) მორფები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ყველა პოზიციაში გამოირჩევიან
საერთო სემანტიკური განსხვავებულობით და იდენტური ფონემური შედგენილობით,
შეადგენენ ერთ მორფემას, ანუ წარმოადგენენ ერთი მორფემის ალომორფებს.
2) მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან,
ოღონდ ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ
მორფემას, თუ ეს ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის
შეპირობრული.
3) მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან და
ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობის თვალსაზრისით, მაგრამ ისე, რომ
მათი ეს ფორმალური ურთიერთგანსხვავება არ არის შეპირობებული ფონოლოგიურად,
შეადგენენ ერთ მორფემას, თუ ა) იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის
დამოკიდებულებაში და ბ) მონაწილეობენ პარალელურ კონსტრუქციებში.
3. დ) განასხვავეთ: სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება.
ენის სინქრონიული შესწავლა გულისხმობს ენის შესწავლას დროის გარკვეულ მონაკვეთში.
სინქრონული კვლევა არ გულისხმობს მხოლოდ მკვლევრის თანადროული ენობრივი
სისტემის ანალიზს. შეიძლება მოცემული ენის რომელიმე ისტორიული პერიოდის
მახასიათებლების შესწავლაც (სინქრონულად შესაძლებელია მკვდარი ენების შესწავლაც).
სინქრონიული შესწავლა არ ითვალისწინებს დროს, იგი მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდს
მოიცავს და მნიშვნელობას არ ანიჭებს ცვლილებებს რომელიც მოხდა ენაში.
დიაქრონია, ანუ ენის კვლევა გარკვეული დროის პერიოდში მისი ცვალებადობის მიხედვით,
შეისწავლის ცვლილებებს, რისი წყალობითაც ენა გადავიდა ერთი სინქრონიული
მდგომარეობიდან მეორეში. ენა იცვლება დროში, ენის ცვალებადობა უნდა გავიგოთ როგორც
ენის ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. თუ სინქრონიას
წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი ჰორიზონტალური ღერძიდან
მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან
მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა.

ბილეთი 15.
1. ნიშნის ბუნება: გამოხატულებისა და შინაარსის პლანი. ნიშნის
პირობითობის საკითხი; ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართებები.
ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ
ელემენტებად
გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება განისაზღვრროს როგორც
განუყოფელი
ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა, რომელთაც ენობრივი
ნიშნის
შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის გარეენობრივი ობიექტური სამყაროს
კუ თ ვ ნ ი ლ ე ბ ა - ს ა გ ა ნ ი ,
მოვლენა, პროცესი, თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის
ენობრივი
გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს წარმოადგენს ,
რადგან იგი შეიცავს
ორივე შემადგენელს - აღსანიშნს (ეს არის კოსმიური სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს ,
სასიცოცხლო
ენერგიას ანიჭებს ყოველ სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ -ზ-

ბგერათმიმდევრობის სახით. ეს მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი
გამოხატულებაა.
აღმნიშვნელის მიმართებას აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა .
კ ა ვშ ი რ ი ე ნ ო ბ რ ი ვ ი ნ იშ ნ ი ს შე მ ა დ გ ე ნ ლ ე ბ ს , ა ღ მ ნ იშ ვ ნ ე ლ ს ა დ ა ა ღ ს ა ნ იშ ნ ს შო რ ს ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი ,
თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება
აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური
რაობითა თუ არსით
და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს
შორის კავშირი
თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი , აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს , მის
ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი არსებული
თეორია და ამ საკითხის
შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან არსებობს , არსებობდა
ორი შეხედულება.
ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება
პირობითად, ჩვენივე
შეთანხმებით, ამ თეორიას ეწოდება თესეი (thesei-შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა
ნაწილი მიიჩნევდა,
რომ აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება
ფუსეი (physeiბუნებითი) - სახელდება ხდება არა შეთანხმებით , არამედ საგნის ბუნებიდან
გამომდინარე.
დავა ამ საკითხზე საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა , რადგან ეს ორივე თვალსაზრისი
არასრული იყო.
პირობითიმიმართებააღმნიშვნელსადააღსანიშნსშორისცალკეაღებულ ნიშნისფარგლებშიარის
ვერტიკალური მიმართება. ცალკე აღებულ, იზოლირებულ ენობრივ ნიშანში კავშირი
აღმნიშვნელსა და
აღსანიშნს შორის პირობითია (გარდა ონომატოპოეტური ხმაბაძვითი სიტყვებისა )თუმცა ,
ნიშნის განსაზღვრისას გასთვალისწინებელია კავშირი არა მარტო აღსანიშნსა და
აღმნიშვნელს
შორის ერთი ნიშნის ფარგლებში, არამედ მოცემული ნიშნის მიმართებაც სისტემის სხვა
ნიშნებთან,
როგორც აღსანიშნთა, ისე აღმნიშვნელთა დონეზე, ანუ მიმართებები აღსანიშნებსა და
სათანადო
აღმნიშვნელებს შორის; ამ მიმართებას შეგვიძლია ვუწოდოთ ჰორიზონტალური
მიმართებები.
ვერტიკალური მიმართებისგან განსხვავებით ის ორპლანიანია
2. ენათმეცნიერების შესწავლის საგანი და ობიექტი. გამოყენებითი
ენათმეცნიერება.
თნამედროვე ენათმეცნიერების მისი თეორიული პრინციპებისა დაამოსავალი
დებულებების შესახებ მსჯელობა უნდა დავიწყოთ საზოგადოდ ენის,როგორც თავისთვადი
ფენომენის განსაზღვრით. ენის როგორც აზრისგამოხატვისა და საკომუნიკაციო
საშუალების გარეშე წარმოუდგენელიაადამიანის არსებობა . ენათმეცნიერება შეისწავლის
ენას წმინდა ლინგვისტურითვალსაზრისით.ენის ამგვარი შესწავლა მნიშვნელოვანია ,
როგორც გამოყენებითი მიზნებისთვის, ისე ზოგად თეორიული თვალთახედვით .ენობრივი
ფენომენი რომელიც არსებით როლს ასრულებს ადამიანისცხოვრებაში , ყოველმხრივ და
შეძლებისდაგვარად სრულად უნდა იქნეს შესწავლილი. რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით
იმას თუ რას წარმოადგენსენობრივი სისტემა,როგორია მისი აგებულება და როგორ
ფუნქციონირებსიგი,მით უკეთ შევიცნობთ ჩვენს თავს და ჩვენს ადგილს
სამყაროშიტერმინი გამოყენებითი ენათმეცნიერება შეიქმნა მე -20 საუკუნის 20იანწლებში .
როდესაც დღის წესრიგში დადგა მკაცრი მეთოდებით პრაქტიკულიამოცანების
გადაწყვეტის საკითხი. გამოყენებითმა ენათმეცნიერებამგანსაკუთრებული მნიშვნელობა
შეიძინა მას შემდეგ, რაც ენათმეცნიერებაშიგამოიკვეთა ენობრივი სტრუქტურების
ფორმალურ- ალგორითმული მეთოდით შესწავლის ტენდენცია და შეიქმნა პირველი
ელექტრონულ გამომთვლელიმანქანები
.
3. დ) განასხვავეთ: ქართულის ფონემათა სამეულთა და წყვილეულთა
სისტემები.

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-ნაპრალოვნები


(აფრიკატები). აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები , ასეთი ბგერების
წარმოებისას თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში ,
შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა- სიყრუის მიხედვით სამეულებში
წარმოდგენიილია ერთი მჟღერი და 2 ყრუ ბგერა. ყრუ-ფშვინიერი და ყრუ-მკვეთრი .
წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების
წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები ერთმნეთს
უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი .

ა-ხმოვანი , დაბალი აწეულობის, შუა რიგის.


ბ-თანხმოვანი- მჟღერი, ხშული, ბაგისმიერი
გ-თანხმოვანი,ხშული,მჟღერი, ველარული
დ-თანხმოვანი, მჟღერი, ხშული, დენტალური
ე-ხმოვანი,საშუალო აწეულობის,წინა რიგის
ვ-თანხმოვანი,მჟღერი, სპირანტი,ლაბიოდენტალური
ზ-თანხმოვანი,მჟღერი,წინანუნისმიერი,ნაპრალოვანი
თ-თანხმოვანი,ხშული, ყრუ, სპირანტი
ი-ხმოვანი,მაღალი აწეუობის,წინა რიგის.
კ - თ ა ნ ხ მ ო ვ ა ნ ი , ხშულ ი , ყ რუ -მ კ ვ ე თ რ ი , ვ ე ლ ა რუ ლ ი
ლ-თანხმოვანი,სონორი, დენტალური
მ-თანხმოვანი,სონორი, ნაზალური, წყვილბაგისმიერი
ნ-თანხმოვანი,სონორი, ნაზალური,დენტალური
ო-ხმოვანი,საშუალო აწეულობის, უკანა რიგის
პ-თანხმოვანიხშულიყრუ
, , -მჟღერიბილა
, ბიალური
ჟ-თანხმოვანი,ნაპრალოვანი, მჟღერი
რ-თანხმოვანი,სონორი,ვიბრანტი
ს-თანხმოვანი,ყრუ,პრეალვეოლარული
ტ-თანხმოვანი,შული ყრუ-მკვეთრი,წყვილბაგისმიერი
უ-ხმოვანი,მაღალი აწეულობის,უკანა რიგის, ლაბიალური
ფ-თანხმოვანი, ყრუ-ფშვინიერი,ხშული, ველარული
ქ-თანხმოვანი,ხშული,ყრუ-მკვეთრი
ღ-თანხმოვანიმჟღ
, ერიველარული
,
ყ-თანხმოვანი,ყრუ-მკვეთრი, ხშული
შ-თანხმოვანი,ყრუ, პოსტალვეოლარული
ჩ-თანხმოვანი,ხშული,აფრიკატი, ყრუ-ფშვინიერი
ც-თანხმოვანი,ხშული, ყრუ-ფსვინიერი, აფრიკატი
ძ-თანხმოვანი,ხშული,მჟღერი,აფრიკატი
წ-თანხმოვანი,ხშული,ყრუ-მკვეთრი,აფრიკატი
ჭთ
- ანხმოვანიხშული
, , ყრუ-მკვეთრიაფრ
, იკატი
ხ-თანხმოვანი,სპირანტი,ყრუ, ველარული
ჯ-თანხმოვანი,ხშული,მჟღერი,აფრიკატი,პოსტალვეოლარული
ჰ-თანხმოვანი,ყრუ, ხორხისმიერი,ნაპრალოვანი

You might also like