You are on page 1of 1

პრაღის სტრუქტურალისტური სკოლა - მე-20 საუკუნის 30-იანი წლებში ენათმეცნიერებაში ჩაისახა ერთ-ერთი უმთავრესი

მიმდინარეობა სტრუქტურალიზმი. სტრუქტურალიზმის სკოლებიდან ყველაზე პირველად პრაღის საენათმეცნიერო წრე


ჩამოყალიბდა. “პრაღის ლინგვისტური წრის თეზისებში’’ აღნიშნულია- ლინგვისტურ ანალიზს ფუნქციონალურად უნდა
მივუდგეთ, რადგან ენა არის გამოხატვის საშუალებათა სისტემა, რომელიც გარკვეულ მიზანს ემსახურება, ამიტომ წინადადების
და მისი წევრების ანალიზისას მთავარი ყურადღება ფუნქციას ექცევა, ხოლო სინტაქსს თვით თეზისებში ფუნქციონალური
სინტაქსი ეწოდება. სიტყვათა შეერთება, აღნიშნულ თეზისებში, ხდება სინტაგმატური ქმედების საფუძველზე, რომელიც ქმნის
წინადადებას და გამოხატულია პრედიკაციით. ფუნქციონალური სინტაქსი შეისწავლის შემასმენელთა ტიპებს და
გრამატიკული ქვემდებარის ფორმას და ფუნქციას. ქვემდებარის ფუნქცია ყველაზე კარგად გამოვლინდება თუ წინადადების
აქტუალურ დანაწევრებას თემად და გამონათქვამად შევადარებთ წინადადების ფორმალურ დანაწევრებას გრამატიკულ
ქვემდებარედ და შემასმენელად. აქტუალური დანაწევრების შესახებ მსჯელობა მოცემულია პრაღის საენათმეცნიერო წრის
ფუძემდებლის ვ.მათეზიუსის შრომებში. მათეზიუსის აზრით წინადადების აქტუალური დანაწევრება უნდა დაუპირისპირდეს
მის ფორმალურ დაყოფას. ფომალური დაყოფა ანაწევრებს წინადადებას გრამატიკულ ელემენტებად, აქტუალური დანაწევრება
კი არკვევს საშუალებებს, რომლითაც წინადადება უნდა ჩაერთოს იმ საგნობრივ კონტექსტში, რომლის ბაზაზეც იგი წარმოიშვა.
წინადადების ფორმალური დანაწევრების ძირითადი ელემენტებია გრამატიკული სუბიექტი და გრამატიკული პრედიკატი.
ხოლო აქტუალური დანაწევრების ძირითადი ელემენტი არის ამოსავალი არის ამოსავალი პუნქტი (წერტილი) ანუ
გამონათქვამის საფუძველი-ის რაც მოცემულ სიტუაციაში ცნობილია. გამონათქვამის ბირთვი კი არის ის, რასაც მეტყველი
გვამცნობს გამონათქვამის საფუძველის შესახებ. გამონათქვამის საფუძველი შეიძლება დაემთხვეს გრამატიკულ ქვემდებარეს,
ხოლო გამონათქვამის ბირთვი გრამატიკულ შემასმენელს. შეიძლება ბირთვი ქვემდებარემ წარმოადგინოს, ხოლო საფუძველი
შემასმენელმა. ასეთ შემთხვევაში ენაში შეიძლება შეიცვალოს წინადადებაში სიტყვათა რიგი, მაგრამ გრამატიკული შემასმენე ლი
და გრამატიკული ქვემდებარე ფორმალურად არ იცვლება. გამონათქვამის თემად(საფუძვლად)შეიძლება გვევლინებოდეს
მეტყველი ან თანამოსაუბრე, რომელიც წინადადებაში აღინიშნება ზმნის პირიანი ფორმით ,კერძოდ ზმნის პირველი ან მეორე
პირის ფორმით. თემა შეიძლება გამოიხატოს მესამე პირის ფორმითაც თუ საქმე ეხება მეტყველების პროცესში უკვე
დასახელებულ პირს ან საგანს. აქედან გამომდინარე აქტუალური დანაწევრების სურათი სხვანაირი იქნება ენებში, სადაც ზმნის
პირით გამოიხატება სუბიექტიც და ობიექტიც. იმ ენებში, სადაც თხრობით წინადადებაში ზმნის პირიანი ფორმა მოითხოვს
დამოუკიდებლად გამოხატულ ქვემდებარეს, ჩეხური ასეთ ენას განეკუთვნება, თემა ცალკე არ გამოიხატება და აისახება სიტყვის
მორფოლოგიურ ასპექტში, რომელიც გამონათქვამის ცენტრს წამოადგენს. ამ შემთხვევაში წინადადებაში გამოიყოფა მხოლოდ
ბირთვი. განსაკუთრებულ მდიდარ მასალას აქტუალურ დანაწევრების თვალსაზრისით იძლევა ყოველდღიური მეტყველება.
ამოსავალი წერტილის და მისი ბირთვის თანმიმდევრობის ორ რიგ გამოყოფს მათეზიუსი 1.ობიექტური რიგი: დასაწყის
წარმოადგენს ამოსავალი პუნქტი, შემდეგ მოდის ბირთვი. ამ შემთხვევაში გადასვლა ხდება ნაცნობიდან უცნობზე.2.
სუბიექტური - გამონათქვამში ჯერ ბირთვია წარმოდგენილი და შემდეგ საფუძველი. მეტყველი ისეა გატაცებული ახლის თქმის
სურვილით, რომ არღვევს ჩვეულებრივ რიგს. საშუალებანი, რომლითაც გამოიხატება სუბიექტური და ობიექტური
თანამიმდევრობა აქტუალური დანაწევრებისას განსხვავდება ენებში. ყველა ცნობილი ენათა სისტემა შექმნილია არა
გამოხატულების არამედ ურთიერთობის მიზნით. ყოველი გამონათქვამი ორი აქტისგან შედგება: ერთის მიზანია კონკრეტული
ან აბსტრაქტული სინამდვილიდან აირჩიოს მონაკვეთი და დააფიქსიროს ეს ენობრივი საშუალებით. მეორე აქტი-ენობრივი
ნიშნები უნდა შევიდნენ ურთიერთკავშირში, რათა შეიქმნეს მთელი წინადადება. მათეზიუსის აზრით ,წინადადება არ
ეკუთვნის მხოლოდ მეტყველებას, იგი დაკავშირებულია ენის გრამატიკულ სისტემასთან. არ არსებობს ენა, რომელსაც
წინადადების ასაგებად ერთადერთი მოდელი ჰქონდეს. ენათმეცნიერებაში უკვე არ მიაჩნიათ აუცილებლად წინადადებისათვის
მასში verbum finitumi-ის არსებობა, თუმცა უზმნო წინადადებას ჯერ კიდევ ბევრი მეცნიერი სერიოზულად არ აღიქვამს. მაგრამ
ზოგ ევროპულ ენაში უზმნო წინადადება გამოხატავს გრამატიკული სისტემის არსს ვ.სკალიჩკას აზრით წინადადება არის
მინიმალური ერთეული, რომელიც შეიცავს რაიმე რეაქციას საგანსა ან მოვლენაზე. წინადადება ჩვეულებრივ გამოიხატება კლიშე
წინადადებებით, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხორციელდება. ინტონაცია თითქმის ყოველთვის ახლავს წინადადებას, მაგრამ
არასოდეს მის კლიშეს. როდესაც წინადადება არ ემთხვევა მის კლიშეს, ინტონაცია ახასიათებს წინადადების ფუნქციას. ყველა
ენაში არსებობს წინადადების აგების თავისი აუცილებელი ტიპები(კლიშეები). რომ შევაჯამოთ: პრაღის საენათმეცნიერო წრეში
შენარჩუნებულია გრამატიკის ტრადიციული დაყოფა სინტაქსად და მორფოლოგიად.

You might also like