You are on page 1of 1

ტერმინი სოციოლინგვისტიკა პირველად გამოჩნდა 1952 წელს ამერიკელი ენათმეცნიერის ჰასკელ ბრუკს კარის

სტატიის სათაურში. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, განსაკუთრებით ძველ საბერძნეთში ენის სოციალური ბუნების
პრობლემა განუყოფლად იყო დაკავშირებული ენის წარმოშობის საკითხთან. ანტუა მეიემ დასვა სოციოლინგვისტიკის
ფუნდამენტალური თეორიული პრობლემები: ა. ენის სოციალური ბუნება ბ. ენისა და საზოგადოების სტრუქტურის
კორელაცია გ. ენის ცვალებადობის სოციალური გაპირობებულობა. სოციოლინგვისტიკის სტატუსი, საკვლევი
ობიექტი და საგანი არაერთმნიშვნელლოვნად განიხილება. სოციოლინგვისტიკას აქვს რამდენიმე სახელწოდება: ენის
სოციოლოგია, სოციალური ლინგვისტიკა, სოციოლოგიური ენათმეცნიერება, ლინგვისტური სოციოლოგია, თუმცა
პრიორიტეტი ენიჭება ტერმინს „სოციო-ლინგვისტიკა“. ასევე მრავალფეროვნებაა სოციოლინგვისტიკის საგნისა და
სტატუსის გაგებაში. ერთნი გამორიცხავენ მისი როგორც ენათმეცნიერული დისციპლინის არსებობას. სხვები
აზვიადებენ მის მნიშვნელობას და უწოდებენ ენათმეცნიერებას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვიწრო გაგებით,
იგი სოციალური დიალექტების შესწავლას გულისხმობს. ზოგადი განსაზღვრების მიხედვით, იგი შეისწავლის
მიზეზობრივ კავშირებს ენასა და საზოგადოებრივ ცხოვრების ფაქტებს შორის. ჩეხი მეცნიერი ირჟი კრაუსი
სოციოლინგვისტიკას განიხილავს ინტერდისციპლინას, რომელსაც გააჩნია თავისი საკვლევი ობიექტი და
მეთოდოლოგიური საფუძველი - გამომდინარე მონათესავე სამეცნიერო დისციპლინათა ონტოლოგიური და
შემეცნებითი ერთობიდან. ამერიკელი ენათმეცნიერების აზრით სოციოლინგვისტიკა შეისწავლის ენის სოციალურად
გაპირობებულ ვარიანტებს ხოლო ენის სოციოლოგიის საგნად თვლიან ენისა და საზოგადოების ურთიერთქმედების
შესწავლას. გერმანელი სპეციალისტების გროსესა და ნოიბერტის აზრით, სოციოლინგვისტიკა შეისწავლის ენის
სტრუქტურას, ლინგვოსოციოლოგია კი სოციოლოგიური დისციპლინაა. ალექსანდრ შვეიცერის მტკიცებით ამგვარი
გამიჯვნა ეწინააღმედეგება სოციოლინგვისტიკის როგორც ინტერდისციპლინარული მიმართულების ჩამოყალიბებას,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ფართო მოსაზრებით სოციოლინგვისტიკა შეისწავლის ენის აგებულების,
განვითარებისა და ფუნქციონირების საზოგადოებრივ განპირობებულობას. საზოგადოების ზემოქმედებას ენაზე და
ენის ზემოქმედებას საზოგადოებაზე, ენის არსებობის ფორმებს, სალიტერატური ენას, სალაპარაკო ენას,
ტერიოტრიულ და სოციალურ დიალექტებს და სხვ. თანამედროვე სოციოლინგვისტიკა ინარჩუნებს მეცნიერულ
ინტერესს პრობლემისადმი „ენა და საზოგადოება“, თუმცა იგი ფორმირდება და ვითარდება როგორც
დისციპლინათაშორისი ენათმეცნიერული მიმდინარეობა და ითვისებს ენათმეცნიერულ და სოციალოიურ
მოძღვრებათა ყველა უახლეს მიღწევას, რათა მთელი სიცხადით წარმოიდგინოს ის საკითხები რომლებიც ახლავს ენის
ფუნქციონირებას საზოგადოებაში, საზოგადოების ზემოქმედებას ენაზე და პირუკუ. სოციოლინგვისტიკის
განვითარება კავშირშია უკანასკნელი პერიოდის ენობრივ პრობლემათა აუცილებელ გადაწყვეტასთან, რაც
გამოწვეული იყო კოლონიური უღლისაგან გათავისუფლებულ სხვადასხვა ხალხის ცხოვრებაში მომხდარი
ცვლილებებით, სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნებით. სოციოლოგიაში არსებობს საზოგადოების
დიფერენციაციის ორი სახე: სოციალური(უკავშირდება საწარმოო ურთიერთობათა სისტემას) და ბუნებრივი(ხდება
ასაკის, სქესის, რასის საფუძველზე). საზოგადოებაში, სადაც სოციალური უთანასწორობაა, ბუნებრივი და სოციალური
დიფერენციაციები ერწყმიან ერთმანეთს, რაც მოქმედებს ენაზე. ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციში რადგანაც ქალები ვერ
ღებულობდნენ განათლებას, შექმნეს თანამედროვე ჩინური იეროგლიფებისაგან განსხვავებული დამწერლობა, რაც
მამაკაცებისათვის გაუგებარი იყო. ენობრივი სხვაობა ეფუძნება ასევე ასაკობრივ ფაქტორსა და რასობრივ სოციალურ
უთანასწორობას. აუცილებელია ითქვას რომ ენის კლასობრიობის თეზისი უსაფუძვლოა, რადგან ადამიანის
სამეტყველო ენა კლასთა ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა. ბაზიეკი და ისაევი აღნიშნავენ, რომ ენა
კლასებისადმი გულგრილობას იჩენს. თანამედროვე სოციოლინგვისტიკაში მნიშვნელოვანია სოციოლოგიაში
შემუშავებული სოციალური სტრუქტურის მრავალდონიანი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს პირველადი და
მეორეული დონეების გამოყოფას. პირველი დონეა კლასობრივი, რომელიც წარმოიქმნება საზოგადოებრივი
მთლიანობიდან ყველაზე მსხვილი ელემენტების გამოცალკავებით, მეორეული დონე კი კლასობრივ დონეზე უნდა
დაეფინოს და ქმნის წვრილ ბადეს. მასში შედიან შიდაკლასობრივი, შუალედური მოსაზღვრე და ვერტიკალური
სოციალური ფენები. კლასი საკმაოდ დიდი ერთობაა ადამიანებისა იმისათვის რომ მის ფარგლებში ენამ
მონოლითურობა და ერთგვაროვნება შეინარჩუნოს. შვეიცერი გამოყოფს სტრატიფიკაციურ( უკავშირდება
საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას) და სიტუაციურ ვარიანტულობას( უკავშირდება ენის ფუნქციური
გამოყენების სოციალური სიტუაციებს). ტერმინი სოციოლექტი (შემოიღეს გროსემ და ნოიბერტმა) აღნიშნეს ენის
სახესხვაობა ან ჟარგონი, რომელიც ტიპიურია რომელიმე სოციალური ჯგუფისათვის და ახასიათებს პროფესიულ ან
პოლიტიკურ საქმიანობას მოლაპარაკეთა იდეოლოგიურ პოზიციას.

You might also like