You are on page 1of 2

ენათა მორფოლოგიურგი კლასიფიკაცია აჯგუფებს ენებს სიტყვათა აგებულების

მიხედივთ ანუ იმის მიხედვით თუ როგორ იცვლება სიტყვათა ფორმა, რა საშუალებებს


მიმართავს ენა სიტყვებს შორის დამოკიდებულების აღსაღნიშნავად. ტრადიციულ
მორფოლოგიურ კლასიფიკაციაში ენათა ოთხ ტიპს გამოყობენ: იზოლირებული,
აგლუტინაციური, ფელქსიური და პოლისინთეზური. იზოლირებული
ენები(ტიბეტური, ბირმული, სიამური) მიმართების აფიქსებს არ დაირთავს, ფორმას არ
იცვლის. საგანთა შორის მიმართებანი გამოხატულია სიტყვათა ადგილმდებარეობის,
ინტონაციის, დამხმარე სიტყვების საშუალებით. იზოლირებული ენის ტიპობრივი
ნიმუშია ჩინური, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიტყვათა ერთმარცვლიანობა,
რომლებიც არ დაირთავენ ფორმაცვალების აფიქსებს და წინადადებაში სხვადასხვა
მეტყველების ნაწილის როლში შეიძლება მოგვევლინონ. მაგ: „ტა“ შეიძლება ნიშნავდეს
„სიდიდე“(არს.სახე) ან „დიდი“(ზედ.სახ). ინტონაცია იძლევა როგორც მნიშვნელობის
ისე გრამატიკული ფუნქციის მიხედვით განსხვავებას. მაგ: ში(1) - დაკარგვა, ში(2) - ათი,
ში(3) - ისტორია და ში(4) - საქმე. ჩინურ ენაში სიტყვათა განლაგება წინადადებაში
მტკიცე წესებს ექვემდებარება. მაგ: ქვემდებარე დაისმის შმასმენლის წინ, მსაზღვრული
საზღვრულის წინ. ერთ დროს იზოლირებულ ენებს უფორმოს ანუ ამორფულს ან
ძირეულს უწოდებდნენ, რადგან სიტყვა არ დაირთავს ფორმაცვლილების ელემენტებს.
ამჟამად ეს ტერმინები უკუგდებულია. აგლუტინაციური და ფლექსიური ენები
აფიქსებიანი ენებია. აგლუტინაციურ ენაში აფიქსი მექანიკურად ერთვის ფუძეს.
აფიქსის დართვისას არც ფუძე განიცდის ცვლილებას და არც აფიქსი. ფლექსიურ ენაში
კი ფონეტიკური ცვლილებები ხდება ფუძეში, რის გამოც ფუძე და აფიქსი შეერწყმიან
ერთმანეთს. ამიტომ აგლუტინაციურ ენაში სიტყვის დაშლა შემადგენელ ელემენტებად
ადვილია, ფლექსიურ ენაში კი რთული. მაგ: ქართულში ფუძე მხ და მრ-ში უცვლელი
რჩება რუსულში კი არა. ზმნებშიც ანალოგიური მდგომარეობაა. აგლუტინაციურ ენაში
ერთ აფიქსს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, ფლექსიურში ერთზე მეტი. მაგ: ქართულში
ზმნაში, გარჩეულია პირის -ვ და რიცხვის -თ ნიშნები (ვ-ხედავ-თ), რუსულში им
დაბოლოება აღნიშნავს როგორც მრ.რიცხვს, ასევე პირველ პირს. იბერიულ-კავკასიური
ენები განეკუთვნება აგლუტინაციურ ენებს, აგრეთვე თურქული, ფინური, უნგრული და
სხვ. სიტყვა აგლუტინაციური ლათინური სიტყვისგან agglutinare მომდინარეობს და
ნიშნავს „შეწებებას“, რითაც გახაზულია აფიქსსა და ფუძეს შორის მექანიკური კავშირი
ამ ენებში. აგლუტინაციურ ენებს ახასიათებთ ფუძის ფლექსია ანუ ფუძისეული ხმოვნის
მონაცვლეობა მორფოლოგიური დანიშნულებით. მაგ: გერმანულ ენაში დრო იწარმოება
ფუძის ხმოვნის ცვალებადობით - ich schreibe, ich schrieb ვ-წერ, ვ-წერ-დ-ი. ქართულში
კი როგორც ვხედავთ აფიქსის დართვა საკმარისია დროის წარმოებისათვის.
ფლექსიურია ინდოევროპული და სემიტური ენები. მორფოლოგიური კლასიფიკაციის
მეოთხე ტიპია ინკორპორაციული ანუ პოლისინთეზრუი ენები(ამერიკის ინდიელთა
ენები და ჩრდ. აზიის ენები). ამ ენებში ზღვარი სიტყვასა და წინადადებას შორის
მოშლილია. ის რაც სხვა ენებში მთელი წინადადებით გადმოიცემა, ინკორპორაციულ
ენაში გამოხატულია ერთი მთლიანი კომპლექსით, რომელიც თავისი შინაარსით სხვა
ენათა წინადადებას უდრის, ფორმით კი სიტყვას ეტოლება, რადგან დამოუკიდებელ
სიტყვებად არ იშლება. ამიტომ ასეთ კომპლექსს სიტყვათა-წინადადებასაც უწოდებენ.
ზოგიერთი ენათმეცნიერი პოლისინთეზურ ენებს აგლუტინაციურ ენათა ჯგუფში აქცევს
და ასე სამწევროვანი კლასიფიკაციით კმაყოფილდება. აბსოლუტური განსხვავება არ
არსებობს მორფოლოგიურ ტიპებს შორის. ფლექსიური ენები იყოფა ორ ჯგუფად:
ანალიზურ(გრამატიკული კატეგორიები აღწერითი გზით, დამხმარე სიტყვებისა და
ნაწილაკების საშუალებით იწარმოება) და სინთეზურ(გამოიყენება აფიქსები) ენებად. ეს
ორი ცნება შეფარდებითია. როგორც ანალიზური ენა იყენებს აფიქსებს ასევე სინთეზურ
ენასაც მოეპოვება აღწერითი ფორმები. ინდოევროპულ ენათაგან ანალიზურად ითვლება
- ინგლისური, ფრანგული, დანიური. ფრანგულში ბრუნვები აფიქსების ნაცვლად
წინდებულებით არის გამოხატული. მიც. A la table - მაგიდას. ნათ. De la table - მაგიდის.
ინდოევროპულ ენებში ანალიზური წყობა მეორეულია, ისტორიულად მას სინთეზური
წყობა უსწრებდა წინ. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის ჩამოყალიბებასა და
განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს ფრიდრიხ შლეგელმა, ავგუსტ
შლაიხერმა და ვილჰელმ უმბოლდტმა.

You might also like