You are on page 1of 2

ხმოვანთა სისტემები (10 ქულა)

საზოგადოდ, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სხვადასხვა ენაში სხვადასხვა


მეთოდი გამოიყენება. ცნობილია ხმოვანთა წარმოდგენა გეომეტრიული ფიგურების
საშუალებით. ამგვარად უფრო უკეთ წარმოჩნდება ხმოვანთა ძირითადი
მახასიათებლები.
ხმოვანთა სისტემა უმეტესწილად განსხვავებული გეომეტრიული ფიგურებით
გამოისახება სისტემის სირთულიდან გამომდინარე. მაგალითად, სვანური ენისათვის
უფრო მოხერხებულია ხმოვნების გამოხატვა კუბით. რაც შეეხება ქართულს, ხმოვანთა
სისტემის დახასიათებისთვის საუკეთესოა სამკუთხედი. ხმოვანთა სისტემებში
ფუნდამენტურია ოპოზიციები ენის აწეულობის, ლოკალური რიგისა და ბაგეების
მონაწილეობის მიხედვით. ზოგ ენაში ხმოვნები უპირისპირდებიან ერთმანეთს მხოლოდ
ენის აწეულობის ხარისხის მიხედვით.

ი უ

ე ო

ქართული ენის ხმოვნებს ვახასიათებთ სამი ნიშნის მიხედვით:


1. აწეულობა - დაბალი, საშუალო, მაღალი;
2. რიგი - წინა, შუა, უკანა;
3. ლაბიალიზაცია - ლაბიალიზებული, არალაბიალიზებული;

ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის ენა აწეული მაგარი სასის მიმართ
ამა თუ იმ ხმოვნის წარმოთქმისას. რიგი გულისხმობს - ენის რომელი ნაწილი
მონაწილეობს ხმოვნის წარმოებაში. ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ რამდენად აქტიურად
მონაწილეობს ბაგეები ხმოვნის წარმოებაში.
ხმოვანთა სამკუთხედზე, აღნიშნული ნიშნები თვალნათლივ ჩანს და, შესაბამისად,
მარტივად შესაძლებელია, თითოეული ხმოვნის არტიკულაციური დახასიათება.
აქედან გამომდინარე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა შეიძლება დახასიათდეს
შემდეგნაირად:
ა - შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ე - წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზებული

ი - წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ო - უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზებული

უ - უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზებული

You might also like