You are on page 1of 2

ენის რაობა და ფუნქციები. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და ცხოველთა ენა.

ენის უმთავრეს ფუნქციად ექსპრესიული ანუ გამომხატველობითი ფუნქცია ითვლება, ეს ნიშნავს


რომ ადამიანი ბგერითი ენის დახმარებით გამოხატავს აზრებს, ადამიანის გამომხატველობითი
ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბგერითი ენით, იგი სხვადასხვა საშუალებებს იყენებს,
როგორიცაა ჟესტების ენა ანუ კინეტიკური ენა. ენის ერთ-ერთი სახეა ასევე გრაფიკული ენა, იგივე
დამწერლობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანი, ბგერითი და
გრაფიკული ენები ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული გარემოებების მიხედვით, რადგან ორივეს
აქვს თავისი უპირატესობები, მაგალითად რომ არა გრაფიკული ენა დღეს არაფერი
გვეცოდინებოდა ანტიკური ხანის ქვეყნების შესახებ, რადგან ბგერითი ენა შეზღუდულია დროში,
ზეპირი სახით ისტორია ფაქტებს ზუსტად ვერ შემოგვინახავდა, მაგრამ კომუნიკაციისთვის უფრო
პრაქტიკულია ბგერითი ენა.

ბგერითი ენის კიდევ ერთი ფუნქციაა საკომუნიკაციო ფუნქცია, ამ ფუნქციის მიხედვით ენა
სოციალური მოვლენაა, ადამიანები ენის საშუალებით არამარტო გამოხატავენ აზრებს, არამედ
უზიარებენ ერთმანეთს და ამყარებენ კონტაქტს, ენა საზოგადოების შექმნის აუცილებელი ნიშანია,
რადგან საზოგადოების ინდივიდები ერთმანეთტა კავშირს ენის დახმარებიტ ამყარებენ,
საზოგადოება კი ქმნის ენობრივ კოლექტივს, ანუ ჯგუფს რომლის წევრებსაც ესმით ერთმანეთის
ენა. საკომუნიკაციო ფუნქცია არ ახასიათებს მხოლოდ ბგერით ენას, გრაფიკული ენაც და
კინტეკური ენაც ასევე კომუნიკაციის საშუალება რადგან მათ ყავთ ადრესატი გარკვეული ჯგუფის
თუ კონკრეტული პიროვნებს სახით.

ზემოთ განხილული ორი ფუნქციის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ ბგერითი ენა არაფრით
განსხვავდება სხვა ენებისგან, გარდა გამომხატველობითი ფორმისა, მაგრამ მათ შორის განსხვავება
დიდია და ამ განსხვავების დასანახად უნდა განვიხილოთ ენის კიდევ ერთი ფუნქცია,
საარტიკულაციო ფუნქცია.

ადამიანი ამყარებს მიმართებას საგანთა სამყაროსთან, იგი აღიქვამს საგანს და რიგი


ფსიქოლოგიური მოვლენების განვითარების შემდეგ მის ტვინში წარმოიქმნება წარმოდგენა ამ
საგნის შესახებ, ანუ ხატი, რომელიც შეიძლება რეალისტური იყოს ან არარეალისტური, ანუ იგი არ
შეესაბამებოდეს რაიმე კონკრეტულ ნამდვილ საგანს (დრაკონი, ფერია, ქალთევზა და ა.შ).
წარმოდგენა არ არის მატერიალური ფენომენი, იგი არ განიხილება ადამიანის ხუთი ძირითადი
გრძნობის მიხედვით, ამგვარ მოვლენებს ეწოდებათ მენტალური მოვლენები, მენტალურ
მოვლენებს არ აქვთ ფიზიკური სახე ამიტომ მათი აღქმა გრძნობების მიხედვით შეუძლებელია

წარმოდგენა იკონურობის პრინციპს ემყარება, ანუ მსგავსებას საგანსა და წარმოდგენას შორის.


ადამიანს აქვს ვიზუალური აზროვნების უნარი, რომელიც ენასთან კავშირში არაა, მაგრამ მას ასევე
აქვს კონცეპტუალური აზროვნების უნარი, რომელიც უშუალოდ ენას იყენებს. კონცეპტუალური
აზროვნება ანუ ცნებითი აზროვნება დამოკიდებულია ადამიანის ბუნებრივ ენაზე, ქართველს არ
შეუძლია იაზროვნოს იმ ენაზე, რომელიც არ იცის, რათქმა უნდა შესაძლებელია მან იაზროვნოს
რომელიმე შესწავლილ ენაზე, მაგრამ ძირითადად ადამიანი აზროვნებს ბუნებრივ ენაზე. "ენა
აზროვნების უშუალო სინამდვილეა" (კარლ მარქსი), ეს ნიშნავს რომ ენა და კონცეპტუალური
აზროვნება ერთმანეთზეა დამოკიდებული, ისინი ვერ იარსებებენ ერთმანეთის გარეშე, რადგან
ენასა და ცნებით აზროვნებას შორის მჭიდრო კავშირია, სიტყვა გამოხატავს ცნებას და არა
წარმოდგენას. ცნება და წარმოდგენა ორივე მენტალური მოვლენაა, მაგრამ ცნება წარმოდგენისგან
განსხვავებით აბსტრაქტულია და არა კონკრეტული, შესაბამისად ცნება არ არის იკონური. ცნება
გამოხატავს საგანთა კლასს და არა რაიმე კონკრეტულ საგანს, შესაბამისად იგი შეუძლებელია
იკონური იყოს.

წარმოდგენის მატერიალიზაცია ენაში ხდება ბგერების საშუალებით, მაგრამ ბგერითი


გამოხატვისას შეუძლებელია წარმოდგენის უშუალო მატერიალიზაცია, ამიტომ ენაში მოქმედებს
იკონურობის პრინციპი უარყოფილია და მოქმედებს პირობითობის პრინციპი, პირობითობის
პრინციპი არის ენის ფუნდამენტური მახასიათებელი, სიტყვა მხოლოდ პირობითად აღნიშნავს
მოვლენას ან საგანს, ანუ კონკრეტულ ბგერათა მიმდევრობას არ აქვს საერთო მის მატერიალურ
მნიშვნელობასთან, ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა ენებში ერთი და იმავე ცნების ან საგნის
აღმნიშვნელებს შორის ბგერითი შედგენილობების განსხვავება. ე.ი: ბგერას არ აქვს უნარი
წარმოდგენების მატერიალიზაციის, მაგრამ იგი თავისუფლად ახერხებს ცნებების
მატერიალიზაციას, ეს იმიტომ ხდება რომ ცნება არ არის იკონური ერთეული, იგი აზრია საგნის ან
მოვლენის შესახებ და შესაბამისად ბგერას შეუძლია მისი მატერიალიზაცია. წარმოდგენა
მოითხოვს იკონურ მატერიალიზაციას და ეს საშუალება ბგერას არ გააჩნია, ამიტომ უნდა ითქვას
რომ ბგერასთან მიმართებაში წარმოდგენა გარდაიქმნება ცნებად. წარმოდგენის ცნებებად
გარდაქმნას აზროვნების დანაწევრება ეწოდება.

გარდა ადამიანებისა, კომუნიკაციის უნარი აქვთ ასევე ცხოველებსაც. მათი "ენა" მკვეთრად
განსხვავდება ადამიანის ბუნებრივი ენისგან, პირველ რიგში ცხოველის ენა არის გენეტიკური, ანუ
გადაეცემა შთამომავლობას, შეუძლებელია მისი ათვისება, ხოლო ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი
უნარი აითვისონ, შეისწავლონ საკომუნიკაციოდ კონკრეტული ენა. ცხოველის ენას არ გააჩნია
ადამიანის ენისთვის მახასიათებელი თვისებები, როგორებიცაა დუალობა, პროდუქტიულობა და
საარტიკულაციო ფუნქცია.

You might also like