You are on page 1of 3

ფილოსოფია IV ვარიანტი

1)ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილები


ფილოსოფია არის მეცნიერება,რომელიც განიხილავს ყოფიერების,შემეცნების და
ზნეობის პრობლემებს.ამიტომაც ფილოსოფია იყოფა რამდენიმე დისციპლინად და ესენია
: მეტაფიზიკა,ეთიკა,ესთეტიკა,ლოგიკა.

მეტაფიზიკა-ფილოსოფიის მთავარი დარგია,რომელიც სწავლობს ყოფიერებას,სამყაროსა


და სინამდვილეს,როგორც პირვანდელ არსს.სვამს კითხვას - რა შემიძლია ?.ტერმინი
მეტაფიზიკა აღნიშნავს -იმას,რაც ფიზიკის შედეგია.მეტაფიზიკა ასევე იყოფა
ქვედისციპლინებად,ესენია:ღმერთის,ადამიანისა და სამყაროს შემსწავლელ
დარგებად.მეტაფიზიკა სამ მთავარ შეკითხვას სცემს პასუხს,ესენია:არსებობს თუ არა
ღმერთი?სული უვდავია თუ მოკვდავი და რა არის სამყაროს დასაბამი ანუ არხე?

ეთიკა-არის ფიქრი და განსაზღვრება ორი სიტყვის შესახებ,ესენია:კეთილი და


ბოროტი.ეთიკა სვამს კითხვას-რა უნდა ვაკეთო?აქედან შეიძლება დავასკვნათ,რომეთიკა
ეფუძნება მორალს.არსებობს მორალური კანონები თუ გამოიგონეს ისინი? დაა რამდენად
ხდება ამ კანონების თუ ცნებების რღვევა ,სწორედ ამას შეისწავლის ეთიკა.

ესთეტიკა-არის მშვენიერების კვლევა.ესთეტიკა გავს გამოცანას,რომელიც გვიბიძგებს


დავიწყოთ ფილოსფიური აზროვნება ხელოვნებაზე,მშვენიერების არსზე.

ლოგიკა-მეცნიერება მსჯელობის შესახებ.ლოგიკა არის შემეცნების ერთ-ერთი ფორმა.მისი


მიზანია დააადგინოს მოცემული ცოდნიდა როგორ მომდინარეობს ახალი ცოდნა.ის
იკვლევს სწორი აზროვნების ფრომებსა და ხერხებს.ლოგიკის საფუძველია,ლოგიკურ და
გამართულ წინამძღვრებიდან გამომდინარე დასკვნები.ლოგიკის მამად ითველა
არისტოტელე,რომელმაც სწორი დასკვნების გამოტანის ფორმალური პირობები
ჩამოაყალიბა.

2)ემპირიზმი და რაციონალიზმი

ადამიანმა იმისათვის,რომ რაიმე შეიმეცნოს აქვს გონების ორი აუცილებელი უნარი ესენია
:გონება და გამოცდილება.იმის მიხედვით,თუ რომელი მათგანია ადამიანისათვის
პრიორიტეტული განარჩევენ ემპირიზმსა და რაციონალიზმს.

ემპირიზმი.ემპირიზმის ძირითადი დებულემა ასე ჟღერს : ,,გონებაში არაფერია


ისეთი,რაც მანამდე არ ყოფილიყო ჩვენს შეგრძნებებში“.აქედან გამომდინარე შემეცნება
იწყება შეგრძნებებით და ჩვენი გონების მთელი შინაარსი მიღებულია
ცდიდან.ემპირიზმის მთავარი დებულების თანახმად:გრძნობებით ჩვენ ვიღებთ
დებულებებს ,მაგრამ,როცა მათ ვაანალიზებთ,ვხვდებით,რომ გრძნობების იმედად ყოფნა
მცდარია.ემპირიზმა უნდა ახსნას არსებობს კი რელობა და თუ არსებობს გვაქვს იმის
საშუალება,რომ ეს რეალობა გამოვარკვიოთ.ემპირიზმის მიხედვით,ჩვენ ვიცით და
წარმოდგენა გვაქვს ერთ კონკრეტულ საგანზე და არა საგნის არსსა და მის შინაგან
სამყაროზე.

რაციონალიზმი.რაციონალიზმი არის ემპირიზმის საპირისპირო ტერმინი,რომლის


დებულების თანახმად: ,,გონებში არაფერია ისეთი,რაც მანამდე არ ყოფილიყოს ჩვენს
შეგრძნებებში,გარდა თვითონ გონებისა“.რაციონალიზმი მიუთითებს გონების
განსაკუთრებულ უნარზე,შემეცნების პროცესში.რაციონალიზმის თანახმად,გონებას
შეუძლია შეიმეცნოს უშუალოდ რეალობა,ამიტომაცის შემეცნების ძირითადი საგანია არა
ერთი კონკრეტული საგანი,არამედ საგანთა სიმრავლე.რაციონალიზმის მიხედვით,ჩვენ
ვიცით საგანი თუ ვიცი მისი შინაგანი და არსებითი,რაც ამ საგანთა ზოგადი კლასის
წევრებს ახასიათებს.რაციონალიზმისთვის მთავარია აზროვნება და
გონება-,,ვაზროვნებ,მაშასადამე ვარსებობ“.

3) ლოგიკის ენა და სიმბოლოები


ენა უმთავრესი პირობაა აზროვნებისა.ენა არის ნიშანთა სისტემა,რომელის
ფუნქციაა ადამიანებს შორის ურთიერთობისა და შემეცნების პროცესში
ინფორმაციის შექმნა,მათი შენახვა და შემდეგ გადაცემა.არსებობს ორი ტიპის ენა
ბუნებრივი და ხელოვნური.პირველი მათგანი ჩამოყალიბდა ისტორიულად
არსებულ საზოგადოებებში.ეს უკანასკნელი ინახავს ერის ისტორიულ და
კულტურულ გამოცდილებას და გამოირცევა მრავალფეროვნებით და
მეტაფორულობით.ხელოვნური ენა კი,შექმნილია ბუნებრივი ენის
საფუძველზე,მეცნიერული თუ სხვა სახის ინფორმაციის ზუსტი და ეკონომიური
გადაცემისთვის.მას ახასიათებს ერთმნიშვნელობა და ეს კი გვაცილებს ბუნებრივი
ენის მეტაფორულობასა,მრავალმნიშვნელობასა და აზრიის შინაარსი
დამახინჯებას.რა თქმა უნდა,ლოგიკასაც აქვს საკუთარი ენა და ის ასევე იყენებს
სიმბოლოებს აზრების,მსჯელობებისა და დასკვნების ჩასაწერად.

მაგ. P, q, r სიმბოლოებს იყენებენ წინადადების აღსანიშნავად,მათ


პროპოზიციულ ცვლადებს უწოდებენ.

ასევე გამოიყენება ტერმინი კვანტორი,რომელიც წინადადებების რაოდენობრივ


მახასიათებლებს აღნიშნავს.ზოგადობის კვანტორი შემდეგი ტერმინებით
გამოიხატება:ყველა,თითოეული,ნებისმიერი და ყოველთვის.

არსებობის კვანტორი კი შემდეგი სიტყვებით გამოიხატება :


ზოგიერთი,ზოგჯერ,არსებობს.

You might also like