You are on page 1of 1

ასიმილაცია და დისიმილაცია

ასიმილაცია-თვითონ სიტყვა ასიმილაცია ნიშნავს დამსგავსებას (ლათ. Assimilation


„მიმსგავსება“). მეზობელი ბგერები იმსგავსებენ ერთმანეთს გარკვეული ნიშნების
მიხედვით. განასხვავებენ ასიმილაციის სამ სახეს მიმართულების, მანძილისა და
შედეგის მიხედვით. მიმართულების მიხედვით ასიმილაცია ორგვარი: პროგრესული და
რეგრესული. პროგრესულია ასმილაცია, თუ იგი მიმართულია სიტყვის დასაწყისისაკენ,
ე.ი. თუ ასიმილატორი წინ უსწრებს ასიმილირებულ ბგერას, მაგ., სიტყვაში „ტბა-ტპა“
ასიმილატორია ტ, ხოლო ასიმლირებულია-ბ (ასევე პროგრესულია სმილიაციაა „კბილი-
კპილი“, „თბილი-თფილი“ და სხვ). რეგრესული ასიმილაციის შემთხვევაში
ასიმილატორს წარმოადგენს მომდევნო ბგერა, რომელიც იმსგავსებს წინ მდგომ ბგერას.
მაგალითად, სიტყვა „ერთგული“ ჩვეულებრივ წაროითქმის როგორც (ერდგული) გ,
როგორც მჟღერი ბგერა, იმსგავსებს წინ მდგომ თ-ს, რომელიც თვითონ ყრუ ბგერაა.
მანძილის მიხედვითაც ასიმილაცია ორგვარია: კონტაქტური და დისტანციური.
კონტაქტურია ასმილიაცია იმ შემთხვევში, თუ ასიმილატორი და ასიმილირებული
ბგერები ერთმანეთის უშუალო მეზობლობაშია (მაგ., კონტაქტურია როგორც „კბილი-
კპილი“ ტიპის პროგრესული ასიმილაცია, ისე „ერთგული-ერდგული“ ტიპის რეგრესული
ასიმილაციაც). დისტანციურია ასიმილაცია, თუ ასიმილატორსა და ასიმილირებულ
ბგერას შორის დგას სხვა ბგერა ან ბგერები. შედეგის მიხედვითაც ორგვარი ასიმილაცია
არსებობს: სრული და ნაწილობრივი. ასიმილაცია სრულია, თუ ასიმილირებული ბგერა
მთლიანად ემსგავსება ასიმილატორს.

დისიმილაცია. ასიმილაციის საწინააღმდეგო პროცესია დისიმილაცია (ლათ. Dissimilatio


“განსხვავება“). თუ ასიმილაციის დროს ბგერები ერთმანეთს ემსგავსებიან,
დისიმილაციის დროს, პირიქით, ორი მსგავსი ან ერთნაირი ბგერა ერთმანეთსგან
ემსგავსება. ქართულში სიტყვა რბილი დისიმილაციის გზით არის მიღებული ლბილი
სიტყვისგან.

You might also like