You are on page 1of 10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

პირველი კურსის სტუდენტი

თათია მარიამიძე

საგანი: ენათმეცნიერების შესავალი

ხელმძღვანელი: რუსუდან ასათიანი

თემა:ენათმეცნიერების გამოყენების სფეროები

თბილისი

2019
სარჩევი
1.ენათმეცნიერების წარმოშობის ისტორია-------------------------------------------------3

2.ზოგადი ენათმეცნიერება -------------------------------------------------------------------------4

3.ენათმეცნიერების დარგები----------------------------------------------------------------------5

4.ენათმეცნიერების გამოყენებითი მნიშველობა------------------------------------------7

2
ენათმეცნიერების წარმოშობის ისტორია

ენათმეცნიერება ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა.იგი წარმოიშვა ძვ. ინდოეთსა და


ძვ.საბერძნეთში. ჩვ.წ. აღ-მდე IV საუკუნის ინდოეთში,უკვე არსებობდა
გრამატიკა,რომლის ავტორი იყო პაპინი. ამ გრამატიკამ ჩვენამდეც კი მოაღწია.ცოტა
მოგვიანებით გრამატიკა წარმოიშვა ძველ საბერძეთშიც. აქ იგი განიხილებოდა,როგორც
ფილოსოფიის ერთ-ერთი დარგი და ამიტომაც ბერძნული გრამატიკული აზროვნება
ფილოსოფიის დიდ გავლენას განიცდიდა.ენათმეცნიერებების გავრცელებული
სახელწოდება უცხო ენებზე არის ლინგვისტიკა. იგი მომდინარეობს ლათინური lingua–
საგან, რაც ნიშნავს "ენას"–ს.
ენათმეცნიერება ვითარდებოდა შუა საუკუნეებშიც,მაგრამ მან თავი ვერ დააღწია
ბერძნული და რომაული გრამატიკების გავლენას. რადგანაც რომაული გრამატიკული
აზროვნება ბერძნული გრამატიკის გავლენას განიცდიდა,ამიტომ გასაგებია ის რომელი,
რაც ბერძნულ გრამატიკას მიუძღვის ენათმეცნიერების განვითარებაში.
მაგრამ არც ინდური, არც რომაული, არც ბერძნული გრამატიკა არ ყოფილა
ისტორიული. მათთვის უცხო იყო ისტორიული თვალსაზრისი და ამიტომ ამ
გრამატიკების ობიექტს წარმოადგენდა სანსკრიტის, ბერძნულის, ან ლათინურის ერთი
მოცემული მდგომარეობა.
ისტორიული თვალსაზრისი ენათმეცნიერებაში გაჩნდა მხოლოდ მე- XIX საუკუნეში, მას
შემდეგ, რაც გამოქვეყნდა გერმანელი ენათმეცნიერის ფრანც ბოპის ნაშრომი „უღლების
შესახებ სანსკრიტში ბერძნულ,ლათინურ, სპარსულ და გერმანულ ენებთან შედარებით“
(1916 წ.)
ბოპის ამ ნაშრომმა საფუძველი დაუდო ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების და
საერთოდ ენათმეცნიერების საფუძვლების დამუშავება წილად ხვდა დიდ ბრიტანელ
ენათმეცნიერს და ფილოსოფოსს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტს.(1767-1835)

მე -XX საუკუნემ არსებითი ცვლილებები შეიტანა ენათმეციერების თეორიის


საფუძვლების გაგებაში. ჩვენი საუკუნის ლინგვისტიკის სათავეებთან დგას დიდი
ფრანგი მეცნიერი ფერნანდ დე სოსიური, რომლის მოძღვრებამაც უდიდესი გავლენა
მოახდინა ენათმეცნიერების შენდგომ განვითარებაზე როგორც ევროპაში,ისე
ამერიკაშიც.
სოსიურის იდეები დაედო საფუძვლად სტრუქტურულ ენათმეცნიერებას, რომლის
შექმნაზეც მუშაობდა სამი სხვა და სხვა სკოლა: პრაღის, რომელიც ოციან წლებში
წარმოიშვა და მეორე მსოფლიო ომამდე მოქმედებდა, კოპენჰაგენის, რომლის ისტორია
ოცდაათიანი წლებიდან იწყება და სამოციანი წლებით მთავრდება და იელის (აშშ),
რომელიც ასევე ოცდაათიან წლებში წარმოიშვა და სამოციან წლებამდე მოქმედებდა.
სტრუქტურული ლინგვისტკის შემგომი განვითარებაა ე.წ. გენერატიული ანუ
წარმომშობი ლინგვისტიკა, რომელიც სამოციან წლებში წარმოიშვა ამერიკის
შეერთებულ შტატებში.

3
ზოგადი ენათმეცნიერება

ენათმეცნიერება არის მეცნიერება ენის შესახებ. ენათმეცნიერება არ უნდა ავრიოთ


ენების ცოდნაში: შეიძლება ამა თუ იმ პირმა მშვენივრად იცოდეს რამდენიმე ენა,
წერდეს და ლაპარაკობდეს თავისუფლად ამ ენებზე,მაგრამ ენათმეცნიერების შესახებ
წარმოდგენა არ ჰქონდეს.ბევრი ენის მცოდნე პირი - ანუ პოლიგლოტი- ენათმეცნიერი
არ გახდება იმის გამო, რომ მრავალ ენაზე ლაპარაკობს. პოლიგლოტები ყოველთვის
იყენებდნენ, მაგრამ ამას ენათმეცნიერების გაჩენა არ გამოუწვევია.მეორე მხრივ,
ენათმეცნიერებს შორის პოლიგლოტებს იშვიათად ვხვდებით. დიახაც, სასურველია
ენათმეცნირმა ბევრი ენა იცოდეს, ეს დიდად დაეხმარება მას, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ
გახდის ენების მცდოდნეს ენათმეცნიერად.
ენათმეცნიერს მოეთხხოვება მეცნიერულად შეოსწავლოს ენა. თუნდაც მხოლოდ ერთი
ენა. ენის მეცნიერული შესწავლა ნიშნავს მისი საფუძვლის (გრამატიკული ცოდნა
ლექსიკური ფონდი) შესწავლას მოცემული სახითაც და წარმოშობა-განვითარებაშიც.
ენის მეცნიერული შესწავლისთვის საჭიროა განვიხილოთ მონათესავე ენათა ჯგუფი (ე.ი.
ენათა ჯგუფი,რომელთაც საერთო წარმოშობა აქვთ.), მაგრამ მეცნიერულად ცალკეული
ენაც შეისწავლება.
ზოგადი ენათმეცნიერება იქმნება ცალკეულ ენათა და ენათა ჯგუფების შესწავლის
საფუძველზე, ამ შესწავლის შედეგთა განზოგადების გზით. ზოგადი ენათმეცნიერების
ამოცანაა გაარკვიოს შემდეგი საკითხები:

1.რა არის ენა?


რაში მდგომარეობს ენის არსი. (ენა და საზოგადოება...ენა და აზროვნება...)? როგორ
ვითარდება ენა? როგორ წარმიშვა ენა?

2.რა სპეციალური მეთოდები აქვს ენათმეცნიერებას ენის რაობისა და


განვითარების შესასწავლად?

3.როგორია ენათმეცნიერების დარგობრივი შემადგენლობა? (რა და რა


დარგები ყალიბდება ენის მეცნირულად შესწავლისას? როგორია მათი კავშირი და
ურთიერთობა? მაგალითად: მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის,
სტილისტიკის ურთიერთობა)

4.რა ადგილი ეკუთვნის ენათმეცნიერებას მეცნიერებათა


სისტემაში?განეკუთვნება იგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა რიგს, თუ
საზოგადოებრივ მეცნიერებათა წყებას?
4
ყველა ამ საკითხის გარკვევა, როგორც უკვე ითქვა, ზოგად ენათმეცნიერებას შეუძლია იმ
შედეგთა განზოგადებით, რაც მიღებულია ცალკეულ ცალკეულ ენათა თუ ენათა
ჯგუფების შესწავლისას. რაც უფრო მეტი ენაა შესწავლილი მეცნიერულად, მით უფრო
მეტი მასალა აღმოგვაჩნდება განზოგადებითვის, მით უფრო მდიდარი იქნება ზოგადი
ენათმეცნიერების შინაარსი. და პირიქით: რაც უფრო ცოტა ენაა მეცნიერულად
შესწავლილი,მით უფრო ვიწრო იქნება ის საფუძველი,რომელსაც უნდა დაემყაროს
ზოგადი ენათმეცნიერება,ხოლო,თუ მეცნიერულად არც ერთი ენა არ არის შესწავლილი,
შეუძლებელია არსებობდეს ზოგადი ენათმეცნიერება.

ენათ მეცნიერების დარგები

ენის შესასწავლი ასპექტების თვალსაზრისით პირობითად გამოიყოფა ენათმეცნიერების


დისციპლინების ორი კლასი: შიგა და გარე.
შიდა ენათმეცნიერების კლასი გულისხმობს: გრამატიკა, ეტიმოლოგია, ზოგადი
ენათმეცნიერება- ლექსიკოგრაფია, მორფოლოგია, ონომასტიკა, ორთოგრაფია,
სემანტიკა, სინტაქსი, ტიპოლოგია, ფონეტიკა, ფონოლოგია, ფრაზეოლოგია.
გარე ენათმეცნიერების კლასი გულისხმობს: დიალექტოლოგია, ეთნოლინგვისტიკა,
ინტერლინგვისტიკა, მეტალინგვისტიკა, პარალინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა,
ფსიქოლონგვისტიკა

პატალიგვისტიკა - შეისწავლის კომუნიკაციის პროცესში სამეტყველო შეტყობინების


სწორად იმ თანმხლებ არაენობრივ საშუალებებს (როგორიც არის ჟესტ-მიმიკა, სხეულის
მოძრაობა, სახის გამომეტყველება და სხვ.), რომლებიც ერთგვარად აზუსტებენ და
ავსებენ მეტყველების გზით გადაცემულ ინფორმაციას. ეს პრობლემატიკა,
შესაძლებელია, სულაც არ ეხებოდეს საკუთრივ ენათმეცნიერებას (რაც თვით დარგის
სახელწოდებაშიც აისახა: „პარალინგვისტიკა“, ე.ი. „ლინგვისტიკის თანხმლები დარგი“),
მაგრამ სამეტყველო კომუნიკაციის არავერბალური საშულებები - ე.წ. პარალინგვიზმი -
უშუალო ან ტელეკომუნიკაციის აუცილებელი თანმხლები კომპონენტებია; ისინი
ავსებენ და აზუსტებენ ვერბალური ლაშუალებებით გადაცემულ ონფორმაცია და
ამდენად, ხელს უწყობენ კომუნიკაციის პროცესს. ამ თვალსაზრისით პარალინგვისტიკა
შეიძლება განვიხილოთ ლინგვისტიკის თანმხლებ დარგად ზოგადი სემიოტიკური
თეორიის ფარგლებში.
5
სოციოლინგვისტიკა - სწავლობს ენის არსებობის ფორმებს სოციალურ გარემოში, მის
კავშირებს სოციალურ პროცესებტან, გავლენას, რომელსაც სოციალური ფაქტორები
ახდენს ენაზე. ტერმინი სოციოლინგვისტიკა პირველად იხმარეს გასული საუკუნის 50-
იან წლებში და იგი კარგა ხანს აღიქმებოდა ნეოლოგიზმად. ენობრივი კვლევის ეს
მიმართულება თანდათან განვითარდა და სათანადო ტერმინიც დამკვიდრდა
თანამედროვე ენათმეცნიერებაში. სოციოლინგვისტიკა შეისწავლის მიმართებას ენასა და
საზოგადოებას შორის, ამასთან, ენაც და საზოგადოებაც განიხილება როგორც
გარკვეული სტრუქტურები. სოციოლინგვისტიკის ამოცანას შეადგენს იმის გარკვევა, თუ
როგორია ურთიერთმიმართულება ენობრივ სისტემასა და სოციალურ სტუქტურას
შორის.

ეთნოლინგვისტიკა- არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის


ურთიერთობას კულტურასთან, მის კოგნიტურ საფუძვლებს; სწავლობს რა ფორმით, რა
საშუალებებით აისახება ენაში ამ ენის მატარებელი საზოგადოების - ეთნოსის -
შეხედულებები გარესამყაროსა და მის ადგილზე ამ სამყაროში. ამდენად
ეთნოლინგვისტიკა სწავლობს ენას, როგორც ერის კულტურის შენარჩუნებისა და
თაობიდან თაობაზე მისი გადაცემის საშუალებას. ეთნლოგინგვისტიკა ცნობილია
ანთროპოლოგიური ლინგვისტიკის ან ლინგვისტური ანთროპოლოგიის სახელითაც.

ფსიქოლინგვისტიკა - ენის ფსიქოლოგიურ ასპექტს იკვლევს. მეტყველებისას ან


ტექსტის დაწერისას, ადამიანში მრავალი განსხვავებული გრძნობა, შეფასება,
წარმოდგენა, ასოციაცია ჩნდება, რომლის მხოლოდ ნაწილს გამოხატვა ხერხდება
რეალურ სიტუაციაში, მეორე მხრივ მოსმენისას თუ კითხვისას ჩვენ, როგორც წესი,
გვესმის უფრო მეტი ვიდრე ეს ტექსტში არის უშუალოდ ნათქვამი თუ დაწერილი.
ფსიქოლინგვისტიკას აინტერესებს, თუ რა მექანიზმები მონაწილეობს ენობრივ
გამონათქვამების წარმოთქმისა და მათი გაგება-გააზრების პროცესის დროს.

6
დიალექტოლოგია - გარკვეულ მიზნებსა და მეთოდებს იზიარებს, ჩვენ, როგორც წესი,
დაინტერესებულია კონკრეტული ადგილის ენაზე ( სიტყვის საზოგადოება ), ენის
გამოყენებაზე," ავთენტური " სიტყვისა და ენის მრავალფეროვნების განსაზღვრაში, თუ
როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ბოლო
დიალექტოლოგების ან დიალექტის გეოგრაფისტები დაინტერესებული არიან
საზოგადოების ყველაზე განსხვავებულ, ტრადიციულ ენაზე, ვარაუდობენ, რომ სხვა
ფორმებიდან გამომდინარე, სტანდარტის მიმართ გადაადგილება მოხდა, ხოლო მეორეს
მხრივ, სოციოლინგვისტები დაინტერესებული სრული ფორმების ფორმით
საზოგადოებაში (და მათი სოციალური შეფასება) ...

კონკრეტული სიტყვის თვისებებია ნაპოვნი და დიალექტის რეგიონებს შორის


საზღვრების აღმოჩენა. მაგრამ დიალექტი გეოგრაფია ასევე ცდილობდა იპოვნოს
ყველაზე ტრადიციულ გამოსვლას თითოეულ რეგიონში, იმ აზრზე, რომ რეგიონალური
დიალექტები ყველაზე მკაფიოა, როდესაც მათ მეზობლებზე გავლენა არ მოუხდენია, ან
საშუალო ენაზე.

ინტერლინგვისტიკა - ენათმეცნიერების ნაწილი; იკვლევს საკითხებს, რომლებიც


სხვადასხვა დამხმარე ენის (ესპერანტოს, ინტერლინგვის და სხვ.), აგრეთვე
მათემატიკური შუამავალი ენების შექმნასა და ფუნქციონირებასთან არის
დაკავშირებული.

დიალოგური ურთიერთობა მეტალინგვისტიკის კვლევის საგანია. ენა,


როგორცლინგვისტური ფენომენი, დიალოგურ მიმართებას არ განიხილავს. ამგვარი
მიმართებაშესაძლებელია სინტაქსურ ერთეულთა შორის. ლინგვისტიკა შეისწავლის
«დიალოგურიმეტყველების კომპოზიციურ ფორმას, მის სინტაქსურ და ლექსიკურ-
სემანტიკურთავისებურებებს. თუმცა ეს სფერო ვერ იკვლევს რეპლიკებს შორის
დიალოგურიერთიერთობის სპეციფიკას. ამ შემთხვევაში ლინგვისტიკა
მეტალინგვისტურ შედეგებს ეყრდნობა.

7
ენათმეცნიერების გამოყენებითი მნიშვენლობა.
ენათმეცნიერებას არამცირედი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. პირველ რიგშიუნდა
დავასახელოთ ის საკითხები, რომელთა მოგვარებაც საჭირო ხდება სალიტერატურო
ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან დაკავშირებით.

დამწერლობის შექმნა ამა თუ იმ ენისათვის შეუძლებელია, თუ არ ვიცით როგორია ენის


ფონემატიკური შემადგენლობა, რა ბგერები (ქონემები) აქვს ენას, ფონემატიკის
დახმარება აქ აუცილებელია.

სალიტერატურო ენა ნომრების გარეშე ვერ იარსებებს. ენათმეცნიერება, როგორც


ცნობილია ნომრებს არ აწესებს: ენათმეცნიერებია არ გვეუბნება - ეს უნდა აღკვეთოთ,
ესუნდა დაამკვითროდო, მაგრამ ენათმეცნიერული ანალიზის გარეშე სალიტერატურო
ენის ნომრების საკითი სათანადოდ ვერ გადაწყდება: ყველგან, სადაც რამდენიმე
ვარიანტი ერთმანეთს ეცილება და ერთ-ერთი საჭიროა დავამკვიდროთ, აუცილებელია
გავარკვიოთ როგორ გაჩნდა ეს პარალელური ვარიანტები, რადგან გრამატიკული
წყობის თვალსაზრისით, რომელი მათგანი უფრო შეეფერება სალიტერატურო ენის
განვითარების ძირითად ტენდეციებს და სხვ.

ტერმინი გამოყენებითი ენათმეცნიერება შეიქმნა XX საუკუნის 20-იან წლების ბოლოს,


როდესაც დღის წესრიგში დადგა მკაცრი მეთოდებით პრაქტიკული ამოცანების
გადაწყვეტის საკითხი. გამოყენებითმა ენათმეცნიერებამ განსაკუთრებული
მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც ენათმეცნიერებაში გამოიკვეთა ენობრივი
სტრუქტურების ფორმალურ-ალგორითმული მეთოდით შესწავლის ტენდეციაა და
შიქმნა პირველი ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები - თანამედროვე
კომპიუტერების პროტოტიპები.

ლინგვისტური კვლევის კომპიუტერული მეთოდები განსაკუთრებით ფართოდ


გამოიყენება სხვადასხვა ენის თესაურუსების შედგენისას. ენათმეცნიერებაში
კომპიუტერის გამოყენების ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ამჟამად
განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები - TITUS და Armazi (იოსებ გიპერტი).
აღნიშნული პროექტები გულისხმობს მრავალენოვანი “ონლაინ“ საძიებო სისტემების
შექმნას. თავდაპირველად ამგვარი სისტემა შეიქმნა TITUS- პროექტის ფარგლებში
ინდოევროპული ენებისთვის.ძველ ინდოევროპულ ენათა ტექსტობრივი მასალის
თესაურუსის შედგენის პროექტის საფუძველი ჩაეყარა 1987 წელს, როდესაც ჟურნალში -
Die Sprache- გამოქვეყნდა მოწოდება, დაწყებულიყო კოორდინებული სამუშაოები ძველი
ინდოევროპული ტექსტების ციფრული ჩანაწერის მიზნით, რათა ამ გზით
8
პროფესიულად დაინტერესებულ პირთათვის შექმნილიყო მონაცემთა საყოველთაოდ
ხელმისაწდომი კომპიუტერული ბაზა TITUS- პროექტი მოიცავს უძველეს ინდურ,
ძველი ირანული ტექსტებს, ძველ ანატოლიურ ენებზე დადასტურებულ ტექსტებს,
აგრეთვე უფრო გვიანდელ გერმანიკულ და კელტურ ტექსტოვრივ მასალას. შეიქმნა
სპეციალური ვებსერვერი რომლის საშუალებითაც შესასძლებელი ხდება
დამუშავებული მასალის ადვილი მოძიება. ტექსტის კომპიუტერული მოძიების გარდა,
TITUS- პროექტი გულისხმობს აგრეთვე კომპიუტერში ჩაწერილ ტექსტებთან
დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღებას, როგორც არის, მაგალითად
კონკრეტულ სიტყვაფორმათა დამოწმება, მათ შესახებ სათანადო გრამატიკული
ინფორმაციის მიღება და სხვ. ანალოგიური სამუშაო დაწყებულია Armazi- პროქტის
ფარგლებში ქართველურ და სხვა კავკასიურ ენათა მიმართაც.

9
გამოყენებული ლიტერატურა:

1. გ. ნებიერიძე, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი 1999.


2. არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი 2008.
3. გ. ნებიერიძე,ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 1991, 1999, 2003;

10

You might also like