You are on page 1of 47

საგანი: ქართული სალიტერატურო ენის ისტორია

ლექციის თემა:
ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციიის
საკითხი.
განსხვავებული მოსაზრებები პერიოდიზაციის შესახებ

31/03/2020
ხანგრძლივი წერილობითი ტრადიციის მქონე ენის
ისტორიაში გამოიყოფა გარკვეული პერიოდები.

 ენათმეცნიერებაში შემუშავებულია ზოგადი სქემები, რომელთა მიხედვითაც


ძირითადად ორგვარი დაყოფა გვაქვს – გამოიყოფა ორი ან სამი პერიოდი და ეს
სქემა გარკვეულწილად უნივერსალურია:

 ძველი - (საშუალი) - ახალი.


მაგალითად:

 ძველი ბერძნული, ახალი ბერძნული ( შუასაუკუნეების ბერძნული //ბიზანტიური


ბერძნული)
 ძველი სომხური – ახალი სომხური
 ძველი საეკლესიო სლავური – რუსული და სხვ.
გასარკვევია, რა უნდა ვუწოდოთ ამ პერიოდებს - ენები
თუ საფეხურები?

 ძალიან მაკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ენა გულისხმობს ავტონომიურ


ერთეულს, რომელიც ფონეტიკურ-გრამატიკულ-მორფოლოგიური
თვალსაზრისით უპირისპირდება სხვა ერთეულს, მაგრამ
გასათვალისწინებელია გაგებინების ფაქტორიც.

 მაგალითად, გურული და ხევსურული ორი ენობრივი ერთეულია,


მაგრამ ორი სხვადასხვა ენა კი არ არის, არამედ ერთი ენის დიალექტებია,
ე.ი. ერთი ენის ვარიანტებია, მაგრამ ქართული და სვანური ერთმანეთის
მიმართ ენებია.
 მთელი რიგი ენების ისტორიაში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა
ისეთი ერთეულები, რომლებიც ერთმანეთს მკვეთრად უპირისპირდება
( მაგ. ძველი და ახალი ბერძნული, ძველი და ახალი არაბული) იმდენად
რომ, ფაქტობრივად, სხვადასხვა ენებთან გვაქვს საქმე.

მაგ.: ძველი ბერძნულის გაგება თანამედროვე ბერძენს არ შეუძლია.

 ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში სხვაგვარად გვაქვს საქმე -


თანამედროვე ქართველს შეუძლია ძველი ქართულის გაგება
(ექსპერიმენტი “შუშანიკის წამებასთან” დაკავშირებით).
ქვემოთ წარმოდგენილია სახარების ძველი ქართული თარგმანის
ტექსტის ფრაგმენტი, კერძოდ, მათეს სახარების მე-5 თავის 27-29
მუხლები

ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის გაგებას


ხანმეტი ოთხთავი ( A-89)
მათ. 5,27-29

 ႢႠႱႫႨႤႱ Ⴐ ႧႵႭჃႫႭჃႪ ႠႰႱ ႠႰႠ ႾႨႫႰႭჃႸႭ ,

 Ⴞ ႫႤ ႢႤႲႷჃ ႧႵႬ: Ⴐ  ႷႪႨ ႰႪႨ ႾႾႤႣႥႨႣႤႱ ႣႤႣႠႩႠႺႱႠ


ႢႭჃႪႨႱ ႧႵႭჃႫႠႣ ႫႨႱႠ, ႫႭჃႬႵႭჃႤႱႥႤ ႨႫႰႭჃႸႠ ႫႨႱ ႧႠႬႠ
ႢႭჃႪႱႠ ႸႨႣႠ ႧჃႱႱႠ.

 ႭჃႩႭჃႤႧႭჃ ႧႭჃႠ ႪႨ ႸႤႬႨ ႫႠႰႿႭჃႤႬჁ ႢႠႺႧႭჃႬႤႡႣႤႱ ႸႤႬ

ႠႶႫႭႨႶႤ ႣႠ ႢႠႬႠႢႣႤ ႸႤႬႢႠႬ Ⴐ ႾႭჃႫႿႭႡჁႱ ႠႰႱ ႸႤႬႣႠ


Ⴐ~Ⴀ ႼႠႰႼႷႫႣႤႱ ႤႰႧႨ ႠႱႭႧႠ ႸႤႬႧႠႢႠႬႨ ႣႠ ႬႭჃ Ⴗ~ႪႨ ႢႭჃႠ
ႫႨ ႸႤႬႨ ႸႧႠႥႠႰႣႤႡႨႬ ႢႤჀႤႬႨႠႱႠ...
 პირველი, რაც ხელს შეუშლის თანამედროვე ქართველ მკითხველს (მაგრამ, იმედი
მაქვს, არა სტუდენტს, რომელსაც გავლილი აქვს ქართული პალეოგრაფიის კურსი) ტექსტის
წაკითხვაში იქნება ის, რომ ტექსტი დაწერილია ქართული ანბანის იმ სახეობით,
რომელსაც დღეს აღარ ვიყენებთ ( ყოველ შემთხვევაში, აქტიურად).
 ტექსტის თანამედროვე მხედრული ანბანით ჩაწერის შემთხვევაში ეს ბარიერი
მოიხსნება და მივიღებთ ასეთ ტექსტს:

მათ.5,27-29
 გასმიეს რამეთუ თქოჳმოჳლ არს, არა ხიმროჳშო,
 რამეთოჳ მე გეტყჳ თქოჳენ რამეთოჳ ყოველი რომელი ხხედვიდეს დედაკაცსა
გოჳლის-თქოჳმად მისა, მოჳნქოჳესვე იმროჳშა მის თანა გოჳლსა შიდა თჳსსა.
 ოჳკოჳეთოჳ თოჳალი შენი მარჯოჳენჱ გაცთოჳნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე
შენგან, რამეთოჳ ხოჳმჯობჱს არს შენდა რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი
და ნოჳ ყოველი გოჳამი შენი შთავარდებინ გეჰენიასა...

 შეგახსენებთ, რომ ასომთავრულში უ ხმოვანი ორი გრაფემით იწერებოდა.


 ხელნაწერი, რომლის მიხედვითაცაა აქ ტექსტი მოყვანილი (A-89) V-VI
საუკუნეებით თარიღდება, როცა ჩვენს ენას ახასითებდა ხანმეტობა (სუბიექტური მე-2
და ობიექტური მე-3 პირის და ზედსართავის სახელის უფროობითი ხარისხის
ნიშნებად ხ პრეფიქსის გამოყენება).
უ ხმოვანს თუ ერთი გრაფემით ჩავწერთ, ცხადია, ნაწერის აღქმა
გაიოლდება
 გასმიეს რამეთუ თქუმულ არს, არა იმრუშო,
 რამეთუ მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-
თქუმად მისა, მუნქუესვე იმრუშა მის თანა გულსა შიდა თჳსსა.

 უკუეთუ თუალი შენი მარჯუენჱ გაცთუნებდეს, შენ აღმოიღე და განაგდე შენგან,


რამეთუ ხუმჯობჱს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი და ნუ ყოველი
გუამი შენი შთავარდებინ გეჰენიასა...

 თუმცა, ასევე ცხადია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ვარიანტი ტექსტისა, გრაფიკული


თვალსაზრისით მაინც განსხვავდება თანამედროვე ქართულისგან (ჲ, ჳ, ჱ გრაფემები).

 ასევე აშკარად შეიმჩნევა მორფოლოგიური სხვაობა (მაგ. ხ-პრეფიქსიანი ზედსართავი


სახელის უფროობითი ხარისხის ფორმა - ხუმჯობჱს, ზმნის ფორმები გასმიეს,
ხედვიდეს, შრთავარდებინ და სხვ.), თუმცა, მიუხედავად თანამედროვე
ქართულისგან ამ ფორმების განსხავებულობისა, მათი მნიშვნელობის გაგება
შეგვიძლია.
სახარების ძველი თარგმანების ტექსტი მოგვიანებით (IX-XI სს)
რამდენიმეგზის გადამუშავდა. ერთ-ერთი თვალშისაცემი განხვავება
ადრეულ და ამ პერიოდში შექმნილ ტექსტებს შორის (გარდა ნუსხური
ანბანის გამოყენებისა) ენობრივი ცვლილებებია.

 ქვემოთ მოყვანილია მათეს სახარების იმავე მუხლების გიორგი


ათონელისეული რედაქციის ტექსტი.
 ვცადოთ მისი წაკითხვა ნუსხურად:
(მათე 5,27-29)
 Gesma, rameTu iTqua, ara imruSo,
 xolo me getyI Tquen: rameTu, yoveli, romeli hxedvides
dedakacsa gulisTqumad mas, munve imruSa mis Tana gulsa
Sina Tissa.
 ukueTu Tuali Seni marjuene gacTunebdes Sen, aRmoiRe igi
da ganagde Sengan, rameTu umjobes ars Senda, raUTa
warwymdes erTi asoTa SenTagani, vidre ara yoveli guami
Seni STavrdomad geheniasa.
თუ ნუსხური ანბანი გახსოვთ, ტექსტს ასე წაიკითხავთ
(მათ, 5, 27-29. გიორგი ათონელისეული რედაქცია).

27. გესმა, რამეთუ ითქუა, არა იმრუშო.

28. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-
თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა.

29. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან,
რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა
ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.

 ალბათ შენიშნავდით, ხანმეტ ტექსტთან შედარებით გიორგისეული რედაქციის


ტექსტი (ფორმალურად მაინც) უფრო ნაკლებად განსხვავდება ახალი
ქართულისაგან ( არ არის ხანმეტი ფორმები, გასმიეს]გესმა ...)
 ტექსტის შინაარსი გასაგებია, მაგრამ ეს ახალი ქართული ნამდვილად არ არის:
 არქაულ ლექსიკასთან ერთად (მუნვე, უკუეთუ, გულისთქუმა, ასო, გუამი,
შთავრდომა, გეჰენია და მისთ.) ადვილად ვამჩნევთ ორთოგრაფიულ,
მორფოლოგიურ და სინატაქსურ განსხავებებსაც.
ეს განსხავავებანი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება, თუ მათეს
სახარების იმავე მუხლების ახალ ქართულ თარგმანს წავიკითხავთ:

27. გსმენიათ წინაპართა მიერ ნათქვამი: არ იმრუშო,

28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე
იმრუშა მასთან საკუთარ გულში.

29. თუკი გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე,


ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი
სხეული ჩავარდეს გეენიას.

 ბიბლია, საპატრიარქოს გამოცემა, თბ., 1989


 თუმცა თქვენ მათეს სახარების ამ მუხლებში წარმოდგენილი ტექსტის ძირითადი
სათქმელის, შინაარსის, გაგება დაახლოებით 15 საუკუნის წინ გადაწერილ ხანმეტ
ნუსხაში შენახული ტექსტის წაკითხვის დროსაც შეძელით.
ძველი ბერძნული, ძველი არაბული, ძველი სპარსული, ძველი
სომხური – მკვდარი ენებია, ძველი ქართული კი ამ კატეგორიაში არ
შედის.

 რატომ? რამ განაპირობა ეს?

 ძველი ბერძნულის, ძველი არაბულის, ძველი სპარსულის, ძველი


სომხურის შემთხვევაში ეს გამოიწვია იმან, რომ გარკვეულ დროს
გაწყდა კავშირი ცოცხალ ენასა და სალიტერატურო ენას შორის.
ქართულის შემთხვევაში კი ეს კავშირი არ გაწყვეტილა (მიუხედავად
იმისა, რომ იყო საფრთხე).
არის მოსაზრება, რომ სალიტერატურო ენა იოანე პეტრიწის ან
ანტონის გზით რომ წასულიყო და არა ათონელების, რუსთაველის
და ილიას გზით, ჩვენც მკვდარი ენა გვექნებოდა.

 ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ჩვენი ენის ისტორიაში გაიმარჯვა


ე.წ.დემოკრატიულმა მიმართულებამ – სალიტერატურო ენა მიჰყვა
ცოცხალ მეტყველებას, ამიტომ ჩვენ 2 ან 3 ენა კი არ გვაქვს ჩვენი ენის
ისტორიაში, არამედ სალიტერატურო ენის განვითარების 2 ან 3 საფეხური
– ძველი, საშუალი, ახალი.

 თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვამბობთ: ძველი ქართული ენა,


ახალი ქართული ენა - რაც სამუშაო ტერმინებია და არა რეალობა.
ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციასთან
დაკავშირებით არსებობს რამდენიმე განსხვავებული
მოსაზრება

 აკაკი შანიძის აზრით, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია მოიცავს


სამ პერიოდს:

 ძველი ქართული ენა ( V-XI სს.)

 საშუალი ქართული ენა ( XII-XVIII სს.)

 ახალი ქართული ენა (XIX- XX სს.)

 ამ თვალსაზრისს ემხრობა და იზიარებს მეცნიერთა ერთი ნაწილი


(გ.დეეტერსი, კ.კეკელიძე, ზ. ჭუმბურიძე, ი. ქავთარაძე, ზ. სარჯველაძე, მზ.
შანიძე და სხვები).
 ა.შანიძემ ამგვარი დაყოფისათვის ლინგვისტური საფუძველი დაძებნა.
მისი აზრით, ეს არის ასპექტის კატეგორიის გამოხატვაში მომხდარი
ცვლილება.

გავიხსენოთ:

 ძველ ქართულში I სერიაში ყველა მწკრივის ფორმა, უზმნისწინოც და


ზმნისწიანიანიც, უსრული ასპექტისაა, II სერიაში კი - ყველა სრულის.

წერს, დაწერს - ორივე უსრულია

წერა, დაწერა - ორივე სრული.


 ძველი ქართულის ამგვარ სისტემას, როცა ზმნისწინს მაპერფექტივებელი
ძალა არა აქვს, ა. შანიძემ, ბერძნულთან ტიპოლოგიური მსგავსების გამო
უწოდა ბერძნული სისტემა.

 ძვ. ბერძნული vw  evη


 ახალ ქართულში ზმნისწინმა მაპერფექტივებელი ძალა შეიძინა, როგორც
სლავურში,

შდრ.: писал - написал.

 ამიტომ ამ სიტემას, სლავურთან ტიპოლოგიური მსგავსების გამო,


სლავური სისტემა ეწოდა.
 ა. შანიძის აზრით, ასპექტის გამოხატვაში მომხდარი ცვლილება -
ბერძნული სისტემიდან სლავურზე გადასვლა - იყო სწორედ ის
„დიდ მოხვეული“, მიჯნა, რომელი ძველსა და ახალ ქართულ
შორის დაიდო.

 მისი აზრით, XII-XVIII საუკუნეების ქართული არის


გარდამავალი პერიოდი ძველი სისტემიდან ახალი სისტემაზე,
როცა ერთმანეთის გვერდით ჯერ კიდევ არსებობს ძველი და

ახალი სისტემის ფორმები.


ა. შანიძე მიუთითებს, რომ ამგვარი ახალი ფორმები „კანტიკუნტად”
ძველ ქართულშიც არსებობდა:

 „დავსცემ მწყემსსა და განიბნინენ ცხოვარნი“(მთ.26,31 წინაათონური რედაქცია)


 „უკუეთუ მაგათ საქმეთა ზედა მიგიშუნე, პირველად თავთა თქუენთა
წარიწყმედთ და მერმე მონასტერი უწესოდ გავა“ („იოვანეს და ეფთჳმეს
ცხოვრება“).

 ამგვრი ახალი ფორმები გვხვდება „სინურ მრავალთავში”, „უდაბნოს


მრავალთავში”, „ლიმონარში” და IX- XI საუკუნის სხვა ძეგლებშიც.

 ასპექტი ქართული ზმნისათვის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა,


ამიტომ მისი გამოხატვის ევოლუცია შესაძლოა გამოდგეს ქართული
სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის დასადგენად.
არნოლდ ჩიქობავას აზრით, საშუალი ქართულის ცალკე
საფეხურად გამოყოფა არაა გამართლებული.

მისი აზრით,

 საშუალი ქართული არის ძველი და ახალი ქართულის ნორმების შერევა.

 ძველ ქართულს პირდაპირ ახალი ქართული მოსდევს, შესაბამისად,


ქართული სალიტერტურო ენის ისტორიაში უნდა გამოიყოს არა სამი,
არამედ ორი პერიოდი:

 ძველი ქართული ( V-XI სს.)

 ახალი ქართული ( XII საუკუნიდან დღემდე)


არნ. ჩიქობავას აზრით,
 „ახალი ქართული ენა ისახება მეთორმეტე საუკუნიდან. მეხოტბეთა ენა,
„ვეფხისტყაოსნის“ ენა უკვე აღარაა ძველი ქართული. სახელთა ბრუნებაში, ზმნის
უღვლილებაში ახალი ქართულის დამახასიათებელი მოვლენები გვაქვს. სიტყვთა
წყობაც არსებითად ახალი ქართულისაა.“

 „ახალ ქართულს საძირკველი ეყრება თბილისში: დავით აღმაშენებლის მიერ


თბილისის განთავისუფლება თურქთაგან 1122 წელს და პოლიტიკური და
კულტურული ცენტრის ქუთაისიდან თბილისში გადმონაცვლება (აქედან
გამომდინარე ყველა შედეგით), ის დიდმნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-
პოლიტიკური მოვლენაა, რომელმაც ახალი ქართული სალიტერატურო ენის
წარმოქმნა შეაპირობა“.
( ქართული ენის ზოგადი დახასიათება: ქეგლი, ტ. I,თბ., 1950)
არნ. ჩიქობავამ 1960 წელს ჟურნალში „იბერიულ-კავკასიური
ენათმეცნიერება“ დაბეჭდილ წერილში „ძველისა და ახალის
კომპონენტებისათვის „ვეფხისტყაოსნის“ მორფოლოგიურსა და სინტაქსურ
სტრუქტურაში“ (იკე, ტ. XV) გამოყო 8 ნიშანი, რომლიც, მისი აზრით,
ვეფხისტყაოსნის ენას ახასიათებს და უცხოა ძველი ქართულისთვის:

1. „ვეფხისტყაოსანსა“ (//ახალ ქართულში) ხმოვანზე დაბოლოებულ


ფუძეებთან სახელობითის ნიშანი ჲ (დედაჲ, წყაროჲ) აღარ იხმარება.

2. უკვეცელი სახელების ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში, სადაც


ძველში გვაქვს - ჲსა, -ჲთა დაბოლოება, ვეფხისტყაოსანში გვაქვს – ისა, -
ითა.
3. ძველ ქართულში ვითარებით ბრუნვაში –მდე თანდებულის წინ ბრუნვის
ნიშანი -დ შენარჩუნებულია (ქალაქადმდე,
მთადმდის),
ვეფხისტყაოსანსა და ახალ ქართულში –დ აღარ გვაქვს (ქალაქამდე,
მთამდე).

4. ძველ ქართულში I ობიექტური პირის ნიშნად მრ.რ-ში გვაქვს მ- და გჳ-


პრეფიქსები (მიყუარს, გჳყუარს; შემიწყნარა, შეგჳწყნარა),
ვეფხისტყაოსანსა და ახალ ქართულში მხოლოდ გვ- და არცერთხელ მ-.

5. ძველ ქართულში არა გვაქვს ისი ნაცვალსახელი, ვეფხისტყაოსანში ისი


ნაცვალსახელის გამოყენების 40-მდე შემთხვევა დასტურდება
 „ისი დიაცი აქა ზის კაცთა მნახავი მრავალთა“;
 „რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ“;
 „ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი“.
6. ძველ ქართულში გვაქვს არს მეშველი ზმნა ( კაცი არს, წერილ არს),
ვეფხისტყაოსანსა და ახალ ქართულში კი – ა.
 „იგია საქმე საზეო მომცემი აღმარენათა“;
 „ იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია“
7. გარდამავალ ზმნებს I თურმეობითში –ავ დ –ამ თემისნიშნიან ზმნათა
გამოკლებით აქვს –იეს დაბოლოება (დამიწერიეს, მიყოფიეს),
ვეფხისტყაოსანსა და ახალ ქართულში კი –ია
 „მას ვაქებ, ვინცა მიქია“, „არ თავი გამიქიქია“;
 „თავი ყოლლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი“ .
8. ვეფხისტყაოსანში სიტყვათა წყობა განსხვავებულია ძველი ქართულისაგან,
მოხშირებულია მსაზღვრელის პრეპოზიციის შემთხვევები.
 „მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“;
 „მერმე, ჩემი მიჯნური ხარ“;
 „დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა“...
 დააკვირდით: არნ.ჩიქობავა საერთოდ არ ეხება ასპექტის საკითხს.
 თუ ნიშანთა ეს კომპლექსი მართლაც ახასიათებს სალიტერატურო
ენას XII საუკუნიდან და არ გვხვდება (ან ძალიან იშვიათად
გვხვდება) ძველ ქართულში, მაშინ ის შეიძლება საფუძვლად
დაედოს სალიტერატურო ენის პერიოდიზაციას.

 მაგრამ წერილობითი ძეგლების შესწავლამ სხვა სურათი აჩვენა.


 ზურაბ სარჯველაძეს „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის
შესავალში“ მოჰყავს მრავალი მაგალითი იმის დასტურად, რომ ამ
პროცესთა ამსახველი ფაქტები ძველი ქართულის ადრეულ ძეგლებშიც
ფიქსირდება და ამ ნიშანთაგან არცერთი არაა ისეთი, რითიც ძველი
ქართული ახალს რადიკალურად დაუპირისპირდება.

( იხ. ზ. სარჯველაძე, „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალში“ თბ.,


1984, თავი X, გვ. 253-275)

 კერძოდ:

არნ. ჩიქობავას სტატიაში დასახელებული I და II ნიშანი შეიძლება ერთად


განვიხილოთ და დამავალ დიფთონგთა მოშლის პროცესი ვუწოდოთ,
რისი ნიმუშებიც ჯერ კიდევ VI-VIII საუკუნეთა ძეგლებში გვაქვს ( ხანმეტ
და ჰაემეტ ტექსტებში – ხუფროს, გუდასმან).
III ნიშანი - -დ-ს დაკარგვა ვითარებით ბრუნვაში –მდე თანდებულის წინ - (-
ადმდე > -ამდე) გვაქვს:
 ხანმეტ ლექციონარში (VII ს):
„ თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე“,
 ადიშის ოთხთავში (897წ):
„მუნ დაიყოვნეთ ვიდრე გამოსლვამდე“;
„დამდაბლდა იგი მიწამდე“.

IV ნიშანი - I ობიექტური პირის ნიშნად მრ.რ-ში ძველ ქართულში გვაქვს მ


და გჳ, „ვეფხისტყაოსანსა“ და ახალ ქართულში მხოლოდ გვ- და
არცერთხელ მ-. აღმოჩნდა, რომ ხანმეტ მრავალთავში (VIII ს.) I
ობ.პირის ნიშნად მხოლოდ გუ- პრეფიქსი გვხვდება. მ- ამ ფუნქციით არ
გვხვდება „შუშანიკის წამებაში“, „ევსტათი მცხეთელის წამებაში“.
V ნიშანი – ისი ნაცვალსახელი – გვაქვს ოშკის ბიბლიაში (978წ), ლატალის
ლექციონარში, კალის ლექციონარში:
 „და ვიხილო ხილვაჲ ისი დიდი”(კალის ლექციონარი);
 “ვინ არს ისი კაცი, რომელი ვალს ველსა ზედა? “(პარიზის ლექციონარი)

VI ნიშანი – არს >ა პირველად ხანმეტ ტექსტებში გვხვდება:


 „იგია, რომელმან იჴსნეს ისრაელი“ ( ხანმ. ლექც.);
 „რომელი დაწერილა ღმრთისა მიერ“ (სინური მრავალთავი)
 „მოვედით, თაყუანისვსცეთ, შეუვრდეთ და ვტიროდით წინაშე უფლისა
შემოქმედისა ჩუენისა, რამეთუ იგია ღმერთი მაცხოვარი ჩუენი“ ( ფს.96,6)

VII ნიშანი - თურმეობითის –ია დაბოლოება - VIII საუკუნიდან დასტურდება:


 „თავი და დასასრული მიყოფია“ (ჰაემეტი ლექც) ;
 „რაჲსათჳს ქუეყანაჲ დაუპყრია უქმად?! (ადიშის ოთხთავი).

XI საუკუნიდან ძეგლთა ერთ დიდ ნაწილში სწორედ -ია დაბოლოება ბატონობს.


 რაც შეეხება VIII ნიშანს - სიტყვათა განლაგებას, ეს მართლაც არის
სერიოზული განმასხვავებელი ნიშანი ძველ ქართულსა და
ვეფხისტყაოსანის ენას შორის, ვეფხისტყაოსანში მართლაც გახშირებულია
მსაზღვრელის პრეპოზიცია, ძველში კი – პოსტპოზიცია, მაგრამ
ზ.სარჯველაძის აზრით, ამის მიზეზი სხვაა:

 ამ მხრივ ძველი ქართულის ნათარგმნი და ორიგინალური ძეგლები


განსხვავებულ სურათს გვიჩვენებენ.

 ამასთანავე, მნიშვნელობა აქვს რა ტიპისაა მსაზღვრელი (ატრიბუტული


თუ მართული) და მეტყველების რომელი ნაწილითაა ის გამოხატული.
 V-XI საუკუნის ქართულის ყველა ორიგინალური ძეგლისთვის ნორმაა
ატრიბუტული მსაზღვრელის პრეპოზიცია, (მაგალითად: „შუშანიკის
წამებაში“ 77//40 (77 შემთხვევაა პრეპოზიციური წყობისა და 40
პოსტპოზიციურის).

 ნათარგმნ ძეგლებში კი (ორიგინალის ენის გავლენით) – პოსტპოზიცია


ჭარბობს.

 რა თქმა უნდა, საზოგადოდ ძველი ქართული ენის ძეგლებში მსაზღვრელ-


საზღვრულის პოსტპოზიციური წყობის შემთხვევები სჭარბობს, რასაც
განაპირობებს უპიტარესად პოსტპოზიციურ მსაზღვრელად მართული
სახელის (ძე კაცისა), ჩვენებითი ნაცვალსახელის (კაცი ესე) და
კუთვნილებითი ნაცვალსახელის (მამაჲ ჩემი) ხმარების დიდი სიხშირე
ძველ ტექსტებში.
„ვეფხისტყასანში“ პოსტპოზიციური წყობაც დასტურდება
და პრეპოზიციურიც.

 აქ ატრიბუტული მსაზღვრელი უპირატესად პოსტპოზიციურია, რაც


შეპირობებულია პოემის მეტრისა და რითმის საჭიროებით, („სჯობს
სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ ), მაშინ როცა ყველა
ორიგინალურ ძეგლში ატრიბუტული მსაზღვრელი უპირატესად
პრეპოზიციურად იხმარება.
 მაგ.: „შუშანიკის წამებაში“ ატრიბუტული მსაზღვრელის პრეპოზიცია
თითქმის ორჯერ ჭარბობს პოსტპოზიციას.

 პოსტპოზიცია უფრო გვაქვს ნათარგმნ ძეგლებში, ბიბლიურ წიგნთა


თარგმანებში, რაც სემიტური და ბერძნული ენის ზეგავლენით აიხსნება.
 საზოგადოდ ცნობილია, რომ პოეზიის ენას უფრო მეტად
ახასიათებს მსაზღვრელ-საზღვრულის პოსტპოზიციური წყობა.

 „ვეფხისტყასოსანი“ მსაზღვრელ-საზღვრულის წყობის საკითხში თავისი


ეპოქის ენის ტენდენციის ამსახველია და ატრიბუტული მსაზღვრელის
პოსტპოზიციური წყობის სიჭარბე პოეტური ჟანრის თავისებურებით უნდა
აიხსნას.
შეიძლება დავასკვნათ:

 შოთა რუსთაველმა თავის პოემაში ასახა ყველა ის არსებითი მოვლენა,


რომელიც ცოცხალ მეტყველებაში დიდი ხანია არსებობდა, რომლებიც,
მართალია, სპორადულად, მაგრამ მანაც გამოვლინდა ძველ წერილობით
ძეგლებში.

 ამიტომ „ვეფხისტყაოსანი“ ძველ ქართულს ამ მოვლენათა სიახლით ვერ


დაუპირისპირდება, რადგან პოემის ენისათვის ნიშანდობლივად
მიჩნეული თითქმის ყველა ნიშანი უკვე ძველ ძეგლებშივე იჩენს თავს.
 არსებობს სხვაგვარი, ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება:

 ის, რაც ადრეულ ძეგლებში ძველი ქართული ენის ნორმებიდან


გადახვევად ითვლება, „ ვეფხისტყაოსანში “ უკვე ნორმაა.

 „ვეფხისტყაოსანს“ ამ მხრივ გვერდში უდგას XI-XIII საუკუნეთა


ისტორიული დოკუმენტები.
 „ვეფხისტყაოსანი“ ისეთი ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც მკაცრად არაა
შეზღუდული სალიტერტურო ენის ნორმებით.

 ფაქტობრივად, ეს არის საერო მწერლობის პირველი უდიდესი ძეგლი,


საერო მწერლობის ენობრივი ნორმები ჯერ არცაა ჩამოყალიბებული.

 შოთამ შექმნა საერო მწერლობაც და მისი ენობრივი ნორმებიც.

 მან სალიტერატურო ენაში ფართოდ გამოიყენა ცოცხალი მეტყველებისთვის


დამახასიათებელი ენობრივი ფორმები.

 უდიდესი როლი ითამაშა თვით რუსთველის დამოკიდებულებამ ენის


მიმართ და მისმა სწორმა ენობრივმა ალღომ.
თუ დავუშვებთ, რომ ძველი ქართული XI საუკუნის შემდეგ აღარ
გვაქვს, გამოვა, რომ XII-XIII საუკუნის სასულიერო ძეგლების ენა
ახალი ქართულია.
წერდა კი, მაგალითად, იოანე პეტრიწი ახალი ქართულით?

 „ყოველი უმოქენოჲ და სრული პირველსა და მარტივსაკეთილობასა უდარეს


არს. რამეთუ რაჲმცა იყო სხუაჲ უმოქენეობაჲ და სისრულე თჳნიერ რომელ
და სისრულე ვინაჲცა ესე სავსე არს ზიარებისა მიერ კეთილობითა, მაგრა არა
არს მარტივ თჳთკეთილობაჲ, რომელი იგი ზიარებასა და სისრულესა
ზესთა ძეს, ვითარ აღმოიჩინა. რამეთუ უკუეთუ უმოქენეობამან და
სრულმან აღავსო თავი თჳსი, იყოს ვიდრემე აღმავსებელი და სრულ
მყოფელი ზესთა სისრულისა. არა მოქენე სხჳსა ვისდავე პირველი
კეთილობაჲ. რამეთუ არა არს მეტრფე სხუასა თჳსსა უპირველესსა,
რაჲთამცა იყო ნაკლულ და არა სრულ, და გულმთქუმელ კეთილობისადმი;
და არცა სრულ არს, რამეთუ სრული სავსე ოდენ კეთილობითა
არს, და არა თუ პირველი კეთილობაჲ“ (პროკლე დიადიხოსი, კავშირნი
ღვთისმეტყველებითნი)
 http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/gelati/petrici/petri.htm
ან თეოფილაქტე ბულგარელის ეგზეგეტიკური თხზულება „ლუკას
სახარების თარაგმანება“ , რომლის
ქართული თარაგმანი შესრულებულია გელათური სკოლის
წარმომადგენელი მწიგნობრის მიერ XIII საუკუნეში

 ლუკას სახარებაჲ (1, 1-4):

 ვინაჲთგან მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მითხრობისა საქმეთათჳს


გულსავსექმნილთა ჩუენ შორის, ვითარცა მომცეს ჩუენ დასაბამითგან
თჳთმხილველ და მსახურქმნილთა სიტყჳსათა, მთნდა მეცა შედგომილსა
ზემოჲთგანვე ყოვლითა კრძალულებითა, შემდგომითი-შემდგომად
მიწერა შენდა, მტკიცეო თეოფილე, რაჲთა შეემეცნო, რომელთათჳს ისწავე
სიტყუათა კრძალულებისა.

 სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ http://gnc.gov.ge/gnc/document-


element?session-id=248634686179013&corpus=gnc-oge&cpos=4115537&show-
matches=no
 რა თქმა უნდა, XII-XVIII საუკუნეთა სასულიერო მწერლობის ენა
საკმაოდ ხშირად გამოავლენს ცოცხალი მეტყველებისათვის
დამახასიათებელ მოვლენებს, მაგრამ არსებითად იგი მაინც ძველი
ქართულია, უფრო სწორად, ძველიდან ახალისკენ გარდამავალი
(საშუალი) ქართული.

 ამ პერიოდის ძეგლების ტექსტების ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:

http://gnc.gov.ge/gnc/text-list?session-id=248634686179013

http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm
ზ. სარჯველაძის აზრით, არც ა.შანიძის და არც არნ. ჩიქობავას
პერიოდიზაცია არ არის სრულყოფილი

 მისი აზრით, ენობრივად ერთგვაროვანი არ არის V-XI საუკუნეთა ენაც


და იქ ორი ქვეპერიოდის გამოყოფა შეიძლება:

 V- VIII სს.

 IX-XI სს.
 ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში სამ პერიოდს
გამოყოფს ფარნაოზ ერთელიშვილიც, ოღონდ ის იყენებს
ტერმინებს:

 ძველი სალიტერტურო ენა (V-XI სს)

 ახალი სალიტერატურო ენა (XII-XIX სს)

 თანამედროვე სალიტერატურო ენა (XX საუკუნე)


ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში ხუთ ეტაპს
გამოყოფს ბესარიონ ჯორბენაძე („ქართული დიალექტოლოგია“, თბ.,
1989) http://sml.corpora.co/files/texts/14.pdf

I ეტაპი _ V საუკუნიდან XI-XII საუკუნემდე - ძველი ქართული, კლასიკური


ქართული სალიტერატურო ენა.

II ეტაპი – XI-XVI საუკუნეები (საერო ლიტერატურის დამკვიდრება და


ხალხურ მეტყველებასთან დაახლოება)

III ეტაპი _ XVII-XVIII საუკუნეები (ანტონ კათალიკოსი. სალიტერატურო ენაში


სამი სტილის დამკვიდრების დრო)

IV ეტაპი _ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე


(ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრების პერიოდი)

V ეტაპი _ XX საუკუნის 10-20–იანი წლებიდან დღემდე ( თბილისურ


მეტყველებაზე ორიენტირებული თანამედროვე ქართული
სალიტერატურო ენა)
 გიორგი გოგოლაშვილის აზრით, არსებობს სამი საერთო სახალხო
ქართული ენა ( ძველი, საშუალი, ახალი) და ორი ქართული
სალიტერატურო ენა ( ძველი და ახალი).

 იგი თვლის, რომ არ არსებობს ერთიანი საშუალი ქართული


სალიტერატურო ენა, მაგრამ არსებობს საშუალი ქართული,
როგორც ენობრივი რეალობა თავისი მრავალგვარი ნაირსახეობით
(გ. გოგოლაშვილი, ქართული ენის პერიოდიზაციისათვის:
ენათმეცნიერების საკითხები, 2004, # 1)
 რევაზ თვარაძის აზრით, ქართული სალიტერატურო ენა ერთიანი
თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობაა და მისი დაყოფა პერიოდებად
გამართლებული არ არის.

 ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის პრობლემა საბოლოოდ


შეიძლება გადაწყდეს ენის ისტორიის დეტალური შესწავლის შედეგად,
რისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეული წერილობითი ძეგლების
ენის შესწავლას.
რა თქმა უნდა, ყველა წერილობითი ძეგლის ჩვენება ერთნაირად
ფასეული ვერ იქნება სალიტერატურო ენის ისტორიისათვის.
აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:

 ნაწარმოების ჟანრი - საეროა თუ საეკლესიო, აგიოგრაფიაა


თუ ეგზეგეტიკა- ჰომილეტიკა.
 ორიგინალურია ძეგლი თუ თარგმნილი;
 როგორაა ტექსტი მოღწეული ჩვენამდე, თავდაპირველი
სახით თუ ცვლილებები განიცადა;
 რომელი ენობრივი კოლექტივის წარმომადგენელია
მწერალი;
 როგორია გადამწერის ენობრივი პოზიცია;
 რომელ სამწერლობო კერას ეკუთვნის მწერალი.
ძირითადი ლიტერატურა:

 ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი,


თბ., 1984, თავი X, გვ., 253-274;

 ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, თბ., 1989, თავი VIII, § 8.3.


გვ. 152-171 http://sml.corpora.co/files/texts/14.pdf;

 მ.ქაცარავა, ქართული სამწიგნობრო ენის პერიოდიზაციის პრობლემა,


კრებული “ქართული ენის ისტორია”, ქუთ. 2006, გვ.149–153
http://www.putkaradze.ge/qartuli_enis_istoria/links/2.7.htm

 გ. გოგოლაშვილი, ქართული ენის პერიოდიზაციის საკითხისათვის,


ენათმეცნიერების საკითხები, 2004, 31 გვ. 32-38.

 არნ. ჩიქობავა,„ძველისა და ახალის კომპონენტებისათვის


„ვეფხისტყაოსნის“ მორფოლოგიურსა და სინტაქსურ სტრუქტურაში“ (იკე,
ტ. XV,1960)
დამატებითი ლიტერატურა და ელრესურსები

 რ. ენუქაშვილი, ხანმეტობა-ჰაემეტობის საკითხებისათვის ქართულში, თსუ ძველი


ქართული ენის კათედრის შრომები, #19, თბ., 1976;
 ზ.ჭუმბურიძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის პერიოდიზაციისათვის,
ქართული ენა, თბ., 1984.
 ტ. ფუტკარაძე, ქართული მწიგნობრობის განვითარების გზა: “ქართული ენის
ისტორია”, ქუთ. 2006 http://www.putkaradze.ge/qartuli_enis_istoria/links/2.7.htm
 http://ebooks.tsu.ge/ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა
http://sml.corpora.co/#/ - სამეცნიერო მეტაენის კორპუსი
http://www.corpora.co/#/ - საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი
(დიალექტოლოგიური კორპუსი)
http://unicum.vible.solutions/ - დიგიტალური ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა
http://kartvelologybooks.tsu.ge - დიგიტალური ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა
http://gnc.gov.ge/gnc/page ქართული ენის ეროვნული კორპუსი
http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm ტიტუსის მონაცემთა ბაზა
http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=1 საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php - ელექტრონული ლექსიკონები
http://www.nplg.gov.ge/geo/114/alias34/id56 - ელექტრონული ბიბლიოთეკები
http://corpora.iliauni.edu.ge/?q=ka ქართული ენის კორპუსი
 სასარგებლო ბმულები
 http://ebooks.tsu.ge/ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა
http://sml.corpora.co/#/ - სამეცნიერო მეტაენის კორპუსი
http://www.corpora.co/#/ - საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი
(დიალექტოლოგიური კორპუსი)
http://unicum.vible.solutions/ - დიგიტალური ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა
http://kartvelologybooks.tsu.ge - დიგიტალური ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა
http://gnc.gov.ge/gnc/page ქართული ენის ეროვნული კორპუსი
http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm ტიტუსის მონაცემთა ბაზა
http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=1 საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php - ელექტრონული ლექსიკონები
http://www.nplg.gov.ge/geo/114/alias34/id56 - ელექტრონული ბიბლიოთეკები
http://corpora.iliauni.edu.ge/?q=ka ქართული ენის კორპუსი
„გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე - მოდის... ხალხი კი უკვდავია. უკვდავია
მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი
წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს.
ენის საშუალებით გადაეცემა შემდგომ თაობას, რაც წინა თაობას ცოდნა-გამოცდილება
დაუგროვებია. ეს რომ არა, კულტურის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.
ბუნებრივია, რომ ყოველ ადამიანს უყვარს თავისი ენა, უყვარს დედა-ენა. ასევე ბუნებრივია
სხვის ენას პატივისცემით ვეკიდებოდეთ: “სხვისი ენა” აკი ვიღაცისთვის დედა-ენაა...
ქართულ ენაზე მდიდარი მწერლობა მოგვეპოვება. ეს მწერლობა ჩვენი კულტურის დიდი
ძალაა, თუკი მკითხველი და, პირველ რიგში, ახალგაზრდობა მას სათანადოდ მოეკიდება“.

You might also like