You are on page 1of 2

ბილეთი 2

1)ზეპირსიტყვიერი ჟანრები

ფოლკლორის სინამდვილე მრავალფეროვანია, ის შეიცავს განსხვავებულ ტექსტევს ,


მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო ნიშანი, რითაც ფოლკლორის სახელწოდების ქვეშ
ვაერთიანებთ. ჟანრი არის ფოლკლორის ამოსავალი, დამოუკიდებელი, თვითკმარი
ოდენობა.ყოფაში მას აქვს თავისი საზღვრები, დანიშნულება, ფუნქცია და ნიშნები .პროპი
ასე განმარტავს ჟანრს: „ჟანრის სპეციფიკა არის ის, თუ რა სინამდვილეა მასში ასახული
და როგორი საშუალებით’’. ყველა ნაწარმოები რომელიმე ჟანრს აუცილებლად უნდა
ეკუთვნოდეს. ჟანრს ქმნის ნიშანთა და მახასიათებელთა სისტემა. ეს ის საკითხია ,
რომელიც ფოლკლორს საზიარო აქვს ლიტერატურასთან, თუმცა, სულ სხვაა მისი
ამოსავალი. შეიძლება არსებიბდეს ისეთი ჟანრი, რომელიც ჰქონდეს ფოლკლორსა და
ლიტერატურას. მაგალითად ასეთია ლირიკული ლექსი. მაგრამ ესეთი ჟანრებიც არის ,
რომ მარტო ფოლკლორში ან მარტო ლიტერატურაში გვხვდება. მაგალითად ასეთია
რომანი, ეს არ არსებობს ქართულ ფოლკლორში, მაგრამ სხვა სალხის ფოლკლორში
არსებობს.ყველა ხალხური შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის
ცხოვრების და საქმიანობის ერთ, რომელიმე სფეროსთან. ფოლკლორთან განსხვავებით
ლიტერატურულ ჟანრებს არანაირი შეხება არ აქვთ ყოფასთან.ადამიანი იბადება . მისი
ფიზიკური მოვლინება აღინიშნება საძეო სიმღერებით, რომლებსაც რიტუალური
დატვირთვა აქვთ. აკვანში მწოლიარე ბავშვი კი იზრდება ე.წ. სააკვნე სიმღერების სმენით .
ბავშვი ენას იდგამს და ამ ასაკისთვის არსებობს ფოლკლორული ტექსტები, რომლებსაც
ენის გასატეხს ვუწოდებთ.შემდეგ, მოზარდი ებმება შრომით პროცესში , რომელსაც თან
სდევს შრომის სიმღერები. შრომას ენაცვლება დღესასწაულები, რომელბიც ან
საწესჩვეულებოა ან რელიგიური. ყოფა ხომ თავის ნებისმიერ სფეროში ბუნებრივად
ბადებს სიტყვიერ ტექსტებს, რომლებიც შელოცვის სახელითაა ცნობილი.შემდეგი ეტაპი
ქორწინებაა, რომლის აღნიშვნას ემსახურება რიტუალური საქორწინო სიმღერები . ასევე ,
ფოლკლორში არსებობს სატრფიალო პოეზია, რომელიც ასახავს ურთიერთობას ქალ-
ვაჟს შორის. ასევე, საგმირო პოეზიაა, რომელიც ყოველთვის კონკრეტული პიროვნებისა
ან მოვლენისთვის ითხზება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ზეპირსიტყვიერი ფონდი ასახავს
მე-19 საუკუნის ვითარებას.ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ ხალხური ტექსტის ასაკი .

2)ხარისა და გველეშაპის ბრძოლის მითოსი

ხარისა და გველეშაპის ბრძოლის მითოსის ფაბულა ასეთია:სოფლის მახლობელ ტბაში


გველეშაპი ბუდობს. პერიოდულად ამოდის ტბიდან. ღამ-ღამობით კისოფელს უჩინრად
გველეშაპს კურატი ებრძვის.მაგრამ ამაოდ: სოფელში იგი დასისხლიანებული და
დაქანცული ბრუნდება. სოფელი დაუდარაჯდება ხარს და, როცა მიხვდება , თუ რისგან
ემართება მას ეს ამბავი, რქებს ალმასით მოუჭედავს და ასე გაუშვებს გველეშაპთან
საბრძოლველად. ცოცხალმკვდარი გველეშაპი უკუიქცევა და ტბაც დაიცლება .გველეშაპი
სხვა კვალსაც ტოვებს ლანდშაფტზე: იგი თავისი სხეულით მდინარის კალაპოტს გაიყვანს.
ასეთი მითოსი საქართველოს ბევრ კუთხეშია გავრცელებული. ერთმანეთს
უპირისპირდება წყალი და ხმელეთი, რომელთაგან პირველი ქაოსს განასახიერებს ,
მეორე კი კოსმოსს. ამ ტიპის მითოსი ყველგან ინარჩუნებს თავის თავდაპირველ
კოსმოგონიურ ხასიათს,თუნდაც მასში გადმოცემული ამბავი ერთ რომელიმე სოფელს
ეხებოდეს. ამ შემთხვევაში, მითოლოგიური წარმოდგენის ძალით, სოფელი მთელი
სამყაროს სახელით ფიგურირებს. სიტყვა „სოფელიც“ ხომ ამ ორმაგ მნიშვნელობას
შეიცავს.

3)ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურა, ფუნქციები, დრო და სივრცე.

ზთაპარი ლამის ფოლკლორული შემოქმედების სიმბოლოა.ჩვეულებრის


ზღაპარს,როგორც ჟანრს, სამ ტიპaდ ყოფენ. ეს ტიპებია ჯადოსნური, ცხოველთა და
საყოფაცოვრები.ეს ჟანრები სტრუქტურით და შინაარსით განსხვავდება
ერთმანეთისგან.ახლა ვისაუბრო ჯადოსნური ზღაპრის შესახებ. ჯადოსნურ სღაპარს აქვს
სამი ნაწილი: დასაწღისი, შინაარსი და დასასრული.ეს სამმონაკვეთიანი კომპოზიცია
ამგვარად შეიძლება გამოიხატოს: თეზისი-ანტითეზისი-სინთეზისი. თეზისს ანუ შინ ყოფნას
მოსდევს მისი უარყოფა – ანტითეზისი ანუ გარეთ ყოფნა, რომელსაც საბოლოო ეტაპზე
ცვლის სინთეზისი – შინ ყოფნა. სინთეზისი იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო შინ ყოფნა
არა არის თავდაპირველი შინ ყოფნის მსგავსი. გმირი შინ გამდიდრებული ბრუნდება , მისი
დაბრუნებით სახლში შემოდის რაღაც, რაც იქ ადრე არ იყო. ეს სიახლე შეიძლება იყოს
რაიმე საგანი, რომელიც გატაცებულია სახლიდან, ან საცოლე, რომელიც უნდა მოიტაცოს
ან გამოიხსნას ზღაპრის გმირმა.

ვლ.პროპმა ჩამოაყალიბა ძირითადი დებულებები , რომელიც ყველა ჯადოსნური


ზრაპრისთვის საერთოა: 1)ზღაპრის ფუნქციათა რიცხვი განსაზღვრულია და მათი
მაქსიმალური რაოდენობაა 31. 2)ფუნქციათა თანმიმდევორბა ყველა ზღაპარში
უცვლელია. 3)ყველა ჯადოსნური ზღაპარი თავისი წყობით ერთი ტიპისაა.

ზღაპრის პერსონაჟები და საგნები უნდა დაჯგუფდნენ იმისდა მიხედვით , თუ რა ფუნქციას


ასრულებენ, რას აკეთებენ მთავარი გმირისთვის. ზღაპარში ხშირად ერთსა და იმავე
ფუნქციას სხვადასხვა პერსონაჟი ასრულებს. ცვლადია მოქმედი პირის ვინაობა ,
უცვლელია მოქმედება,რასაც ის ასრულებს: გმირის დასაჩუქრების, როგორც ფუნქციის ,
არსი არ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის დამსაჩუქრებელი .

ვლ.პროპის მიხედვით,ზღაპრის პერსონაჟთა რაოდენობა არ არის შვიდზე მეტი . ესენია :


1)მთავარი გმირი 2)გამსტუმრებელი 3)მავნე (ანტაგონისტი) 4)შემწე 5)მჩუქებელი 6)ცრუ
გმირი 7)მეფის ასული ან მისი მამა.

ყოვლად წარმოუდგენელია ზღაპრის ამბავი ხდებოდეს სადმე კონკრეტულ ადგილას და


კონკრეტულ დროში, სადაც ოდესმე მაინც შეიძლება ზღაპრის მსმენელი მოხვდეს.
ზღაპრის დრო მსმენელის დროის პარალელურია და არასოდეს გადაკვეთს მას,ისინი
განსხვავებულ განზომილებაში არსებობენ,აცდენილი არიან ერთმანეთს. უკეთეს
შემთხვევაში, ისინი პარალელურად მიედინებიან და არ კვეთენ ერთმანეთს. ზღაპრის
დრო ჰერმეტული, ჩაკეტილი დროა, მას აქვს დასაწყისი, რომელიც უდროობიდან მოდის
და დასასრული, რომელიც მარადიულობაში გადადის. მთხრობლის ბოლო რეპლიკა
კიდევ უფრო წარმოაჩენს ზღაპრის განსხვავებულ დროჟამულ-სივრცულ სამყაროს.
დროის განმავლობა ზღაპარში მძაფრად იგრძნობა. ზღაპრის გმირს დრო სჭირდება ,
როგორც არავის. ზღაპარში დროც პერსონაჟია, რომელიც ბადებს ზრუნვას და ამ ზრუნვით
ივსება მთავარი გმირი.

You might also like