You are on page 1of 62

ბილეთი 1

1. ფოლკლორი და მისი შემქმნელი საზოგადოება

ფოლკლორი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ხალხურ ცოდნას. მე-19 საუკუნის შუა წლებში


ევროპელებმა ძველი პოეზიისა და რწმენა-ჩვეულებების აღსანიშნავად დაამკვიდრეს ეს
ტერმინი. ფოლკლორი ხალხის სიტყვიერი შემოქმედებაა,რომელიც ნაყოფია მრავალი
ადამიანის ერთობლივი შემოქმედებისა.ზეპირსიტყვიერი ნაწარმოებეი იქმნება
მშრომელი მასების მიერ კოლექტიურად, კოლექტიურობა, რა თქმა უნდა, გუნდურ
აზროვნებას არ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა ერთი ადამიანის გონებაში მწიფდება, მაგრამ
ლექსის დამწყების მსოფლაღქმა თავისი წრის წარმომადგენელთა თვალსაწიერს არ
სცდება.ფოლკლორული ტექსტები ტრადიციულობისა და საერთო მსოფლმხედველობის
ჩარჩოებში იქმნება. შეიძლება ვთქვათ,ფოლკლორსა და ადამიანურ ყოფას შორის
სისხლხორციელი კავშირია. ადამიანები ქმნიდნენ ზეპირსიტყვიერ ტექსტებს შრომის
სიმძიმის შესამსუბუქებლად, რიტუალების, წეს-ჩვეულებების
შესასრულებლად,სადიდებლად, დარდის გასაქარვებლად, სატრფიალოდ. ასახვის
ობიექტისა და ფორმის მიხედვით გამოვყოფთ საკულტო, მაგიურ,შრომის,სამგლოვიარო,
სატრფიალოსა და სიბრძნის პოეზიას. თქმულებების გადამცემთ მთქმელებს უწოდებენ.
მთქმელობა მასობრივი მოვლენაა,მაგრამ ამ საქმიანობაშიც განირჩევიან ადამიანები
ნიჭისა და ტალანტის მიხედვით. მთქმელის ერთი კატეგორია არაფერს ცვლის ტექსტის
მხატვრულ-გამომსახველობაში. მეორე კატეგორია კი ამ საქმეს შემოქმედდებიტად
უდგება. ასევე ცალკე გამოიყოფა ავტორ-მთქმელი,რომელსაც ინდივიდუალური
შემოქმედის წინამორბედადაც თვლიან. იგი ტრადიციულის გვერდით საკუთარსაც
ქმნის. აღსანიშნავია,რომ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორია არ სცილდება
ტრადიციულობის ჩარჩოებს.ფოლკლორის შემქმნელ საზოგადოებას ინდივიდუალური
და არაორდინალური აზროვნება არ ახასიათებს. იგი ერთგვარი მთლიანობაა მსგავსი
მსოფლმხედველობისა და პრობლემების ადამიანებისა. სწორედ ტრადიციულობა და
საყოველთაო აზრის გათვალისწინებაა ფოლკლორული ნაწარმოებების სიცოცხლის
გარანტი, რადგან ისინი უნდა შემოინახოს ცნობიერებამ და არა ქაღალდებმა.
საზოგადოება კი არ შეინარჩუნებს, იმას,რაც არ ეთანადება მის სულს.

2. ცხოველთა ზღაპრის თავისებურება

ზღაპარი ზეპირი მოთხრობაა,რომელიც დაფუძნებულია შეგნებულ მხატვრულ


გამონაგონზე.როცა ლაპარაკია ხალხის სულზე, თავისებურებებზე,ხასიათზე, ხალხურ
1
ზღაპარს მოიხმობენ ხოლმე. აღსანიშნავია,რომ საკვლევის ობიექტის სირთულისა და
სივრცელის გამო ამ ჟანრის შემსწავლელი მეცნიერება ცალკე დისციპლინადაა
გამოყოფილი(ზღაპართმცოდნეობა).ფოლკლორულ ეპოსში ზღაპრის სამ სახეობას
გამოყოფენ:ზღაპრები ცხოველების შესახებ,ჯადოსნური ანუ ფანტასტიკური
ზღაპრები,საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ნოველები(ანეკდოტები). ამ დაყოფას
საფუძვლად უდევს ზღაპრებს შორის ფაქტობრივად არსებული განსხვავება. ზღაპრის
ეპოსის ყოველ სახეობას სპეციფიკური თავისებურება აქვს. ცხოველთა ზღაპარი ერთი
შეხედვით იგავ–არაკთა მონათესავე ჟანრია, თუმცა იგავისგან განსხვავებით არ არის
მხილებითი.ცხოველთა ზღაპარი ახლა საბავშვო აუდიტორიის საკუთრებაა, თუმცა
ყოველთვის ასე არ ყოფილა.მან მოგვიანებით შეიძინა გართობის ფუნქციაც. ცხოველთა
ზღაპრებში ჩვენი თანამედროვენი ალეგორიულ ჭკუის სასწავლებელ ამბებსაც
ნახულობენ.ცხოველთა ზღაპრებისზოგიერთი არქაული სიუჟეტის წარმოშობას
უკავშირებენ იმ უძველეს დროს, როცა ადრეგვაროვნულ პერიოდში ადამიანებითა და
მესაქონლეობით ცხოვრობდნენ. მატრიარქატის დორს ცხოველებისადმი რიდი და
პატივისცემა განსაკუთრებული ყოფილა. ძველისძველ მონადირულ საზოგადოებაში
ჩაჰყრია საფუძველი მითებსა და გადმოცემებს ცხოველთა გამოუცნობი ხასიათის,
ბუნებისა და ქცევების შესახებ. ფიქრობენ,რომ ცხოველებზე უძველეს მოთხრობებს
ჰყვებოდნენ ნამდვილად მომხდარი ამბავივით. ზოგიერთები ცხოველთა შესახებ
მოთხრობებს ზღაპარ-მითებსაც უწოდებენ გადმოცემული ამბების მითიური ხასიათის
გამო, რაც გამოხატულია ნაშთის სახით შემორჩენილი გვარის მფარველი ცხოველის
თაყვანისცემის რწმენაში. ზღაპარში რასაკვირველია ეს რწმენა დაცლილია ძველი
აზრისაგან. მითოლოგიური და მაგიური ხასიათი ცხოველთა ამბებისა თანდათან
შეიცვალა ბუნებაზე ადამიანის გაბატონებასთან ერთად და ჩვენამდე მოღწეულ
ზღაპრებში მხოლოდ მკრთალ კვალადღაა შემორჩენილი. ე.პომრანცევა მიიჩნევს,რომ
ცხოველებზე შექმნილ მითებთან ერთად გავრცელებული უნდა ყოფილიყო ამბები
ცხოველტა რეალური ყოფის, მათი ჩვევების შესახებ. მონადირეთა მონათხრობი
ბუნებრივია შეჯერებული იქნებოდა გამონაგონით. შემოქმედებითი ფანტაზიის ამ
მრავალფეროვნებამ განსაზღვრა ცხოველთა ზღაპრის ჟანრული თავისებურებები.
მმოთხრობები ცხოველებზე მაშინ იქცა ზღაპრებად,როცა გაწყვიტეს კავშირი უძველეს
რწმენა-წარმოდგენებთან და გამონაგონს დაეფუძნენ. ძველი ზღაპრები ცხოველების
შესახებ კლასობრივ საზოგადოებაში გადამუშავდა და დაკარგა მითური აზროვნების
ნიშნები. ის ზღაპრები,რომლებშიც ცხოველებს მიეწერებათ შეგნება, ადამიანური
აზროვნები უნარი, თავისი წარმოშობით გვიანდელია. ცხოველთა ზღაპრების იგავურ-
ალეგორიული ხასიათის ჩამოყალიბება შუა საუუნეებში დაწყებულა.ცხოველთა
ზღაპრების პოეტური გამონაგონი თავისებურია. პერსონაჟი ცხოველები აქ ბოლომდე
ცხოველებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებივით ლაპარაკობენ და მათ
ჩვევებსაც ამჟღავნებენ. ცხოველთა ზღაპრებში წამმართველია მისწრაფება თავი
2
აარიდონ მშრალ დიდაქტიკას. მეზღაპრეები მხატვრულად მოგვითხრობენ ამბავს,
რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ იდეაზე, დასკვნებს კი არ გვთავაზობენ. მსმენელმა
თავად უნდა განსაჯოს მონათხრობში რა არის ჭკუის სასწავლებელი, რამ უნდა
დააფიქროს. სიუჟეტები აგებულია დაპირისპირებაზე. ჩვეულებრივ, ფიზიკურად
სუსტები–ჩიტი,კატა,მამალი–თავიანთი მოხერხებით სჯობნიან მტაცებლებს. ზღაპარში
მოქმედება ვითარდება ცხოველისათვის დამახასიათებელი ჩვევებისა და თვისებების
გათვალისწინებით. დიდი ადგილი ეთმობა მეგობრობის თემას. ცხოველთა ზღაპარში
დასმული პრობლემები ყოფითია. მოქმედება უპირატესად იწყება შეხვედრით. ყველაზე
მარტივი ის სიუჟეტია, რომელშიც ერთი ამბავია მოთხრობილი. ასეთ ზღაპრებში
პერსონაჟებიც ცოტაა. გვაქვს მრავალპერსონაჟიანი ზღაპრებიც. პერსონაჟთა რაოდენობა
კავშირშია გადმოსაცემი ამბის ხასიათსა და ზღაპრის იდეის მხატვრული ხორცშესხმის
გზებთან. ქართულ ცხოველთა ზღაპრებში მოქმედებენ როგორც შინაური,ისე გარეული
ცხოველები, ფრინეველბი, თევზები. მეზღაპრეებს უყვართ მელიას თავგადასავლის
მოყოლა. თავისი ხასიათისა და თვისებების მრავალფეროვნად წარმოჩენის საშუალებას
თავად მელია იძლევა. მელია ეშმაკი, ფლიდი, მატყუარა, მოხერხებულია და ხშირად
აპამპულებს დათვს მგელსა და სხვა ცხოველებს. იერუსალიმში მიმავალი ,,სულზე
შემდგარი“ მელიას სახე ზღაპარში სატირული სიმძაფრითა და მაღალიოსტატობითაა
შექმნილი. ზღაპრისეული მგელი,ზოგადად, ძლიერი ,მაგრამ სულელი ცხოველია,
მისთვის უცხოა მელიას ,,დიპლომატიური“ ნიჭი. რამდენადაც ფიზიკურად ძლიერია
დათვი,იმდენად გულუბრყვილო და სულელია,მისი პირველი მტერია მელია,რომლის
ფლიდობას გაჭირვებაში ჩავარდნამდე ვერ ხვდება. ფიზიურად ძლიერი დათვს არც
გონების სისხარტით შეუძლია თავის მოწონება,თუმცა ნადავლის თავის სასრგებლოდ
გაყოფა არ ეშლება: ,,მე ორი წლისა ვარო, მესამე კი ნუღა მომივიდეს, თუ ან ერთს
დაგანებოთ ან მეორესო“,-უთხრა დათვმა მელიასა და მგელს და მარტომ შეჭამა ძროხა.
ეს ზღაპარი სოციალური ალეგორიაა იმაზე, ვისაც ძალა აქვს და იმას სჩადის,რაც
მოესურვება. უნდა აღვნიშოთ,რომ ცხოველთა ზღაპრის ალეგორია არ არის
განხენებული, როგორც ეს გვხვდება იგავ-არაკის ჟანრში. ზღაპარი გაურბის
აბსტრაქტულ აზროვნებას.

ცხოველთა ზღაპრში დასმული პრობლემები ყოფითია, ისინი ეძებენ საჭმელს და მის


მოსაპოვებლად ტყუიან, ძალადობენ, შემდეგ მოდის გაჭირვებიდან თავდახსნის
პრობლემა. ცხოველების ხიფათით სავსე ცხოვრება მიმდინარეობს შეზღუდულ
ჰორიზონტალურ სივრცეში-ტყეში, მინდორში,სოფელში.

ცხოველთა ზღაპრები პროზაული ნაწარმოებებია,თუმცა კუმულატიური ზღაპრები


ლექსადაც გვხვდება.როგორც ყველა სიუჟეტიან ზღაპარში ცხოველტა ზღაპრებშიც
კვანძის შეკვრას მოსდევს მოქმედების განვითარება და დასრულება. თუ ერთ

3
დასრულებულ ამბავს მეორე დამოუკიდებელ ამბავს მიაბამს მეზღაპრე საქმე გვექნება
კონტამინაციასთან.

ერთი ამბის გადმოცემის ტიპობრივი ნიმუშია ,,ლომი და მელია“. კომპოზიციურად


ძალზე საინტერესოა ზღაპრის მოქმედების კუმულციურად (ჯაჭვისებურად) ასხმის
ხერხი, რაც მდგომარეობს ერთი და იგივე მოქმედების მრავალგზის განმეორებაში,
ვიდრე ამ გზით ასხმული ჯაჭვი არ გაწყდება,ან უკუღმა არ დაიშლება. კუმულაციური
ზღაპარი ორი სახესვაობითაა ცნობილი. ერთი აგებულია მოკლე ერთტიპობრივ
ფრაზაზე,რომელიც ფორმულებს უახლოვდება. ამგვარ ზღაპრებს ლექსის ფორმა აქვს და
შეიძლება მათი სიმღერით შესრულება, ასეთი ზღაპრებია ,,რწყილი და ჭიანჭველა“ და
,,თხა და ვენახი“. ზღაპარში გარკვეული კანონზომიერებით მეორდება ერთი და იგივე
ტიპობრივი ფრაზა-ფორმულები, მაგალითად, ,,რწყილი ახტა, დახტა მივიდა და
სთხოვა...“ კუმულაციური ზღაპრის მეორე სახესხვაობა თხრობის წესით თითქმის არ
განსხვავდება ზღაპრის სხვა სახეებისაგან, თუმცა მისთვისაც დამახასიათებელია
ეპიზოდების ჯაჭვისებური ასხმა( ,,მელიას ეშმაკობა“, ,,მგლის ბერად შედგომა“).

3. სატრფიალო ლექსი

სიყვარული რთული ფენომენია, ის უთუოდ რაღაც მეტაფიზიკური რეალობის


გამოვლინებაა ადამიანურ სამყაროში. ფოლკლორს მდუმარედ არ აუვლია გვერდი ამ
გრძნობისთვის. მრავალ;ფეროვნად და მრავალი კუთხით მოახდინა მისი ვერბალიზაცია.
დაწყებული მისი სპონტანური გამოხატვით, როცა მზერა გარეგნობის აღმით
კმაყოფილდება და დამტავრებული ექსპრესიის ფაქიზი, რთული ნიუანსებით, თვით
სიყვარულის, როგორც სნეულების განცდით. ხალხური ეროტიკული ლირიკა
ამართლებს „ქებათა ქების“ ცნობილ სიტყვებს, რომ სიყვარული სიკვდილივით
ძლიერია.

იმ სიყვარულს, რომელსაც სატრფიალო ლირიკა უმღერის, არაფერი აქვს საერთო


საქორწილო–საწესჩვეულებო ტექსტებთან. ქორწილი არ არის ის არხი, რომელსაც
შეეძლებოდა სადინარი მიეცა სიყვარულის გრძნობისთვის. საქორწილო-საწესჩვეულებო
პოეზიაში იშვიათი გამონაკლისია სიყვარულის ხსენება. ეს პოეზია უმღერის არა
სიყვარულს,არამედ შვილიანობას,სიუხვეს, ბედნიერებას, ხანგრძლივ სიცოცხლეს. თუ
მაინც სადმე გამოცნდება საქორწილო ლექსებში სიყავრულის ნიშანი, იგი თავს
იჩენს,როგორც აკრძალული ხილი (,,ბევრი მინახავს ჭირ-ლხინი, ბევრსაც ვარ
გადანაყარი, ის კი არ გამიგონია დედუფალს ჰკოცნის მაყარი“). ოჯახი თუმცა ის
წყვილის ინტიმურ ურთიერთბას ეფუძნება, საზოგადოებრივია და შეუძლია ჩაკლას

4
სიყვარული. ლირიკის თემა თავისუფლად აღმოცენებული და თავისუფლად
გაშვებული სიყვარულია, რომლის მიზანი მასშივეა. შესაძლოა პარადოქსია, მაგრამ
ფაქტია, რომ სატრფიალო პოეზიის საუკეთესო ნიმუშების თემა განუხორციელებელი
სიყვარულია, ამიტომ მათ ხშირად ოცნებისა და ნატვრის სახე აქვთ. მსმენელი გრძნობს,
რომ ეს ოცნება აუხდენელია და ნატვრის საგანი მიუღწეველი. ორმხრივ სწრაფას
ერთურთისადმი რაღაც უშლის ხელს, რაღაც აბრკოლებს. როგოც ის მდინარე ვაჟა–
ფშაველას ლექსში „აქეთეკენ მე ვარ, იქით შენ...“. იშვიათია იდილიური სურათი, როცა
სიყვარულის თასი არასოდეს იცლება, სულ მუდამ სავსეა. ძირითადად სიყვარული
დრამატიზებული ოცნების ჟანრშია გადატანილი. სიყვარულის გადასარჩენად
უარიყოფა საქორწინო კავშირი. დიდებულია ქმრის ოჯახში შესული ქალის იდეალი:

,,ასე უნდა პატარძალი, ერხეოდეს ვერხვივითა


მამთილსა ემსახუროს, დედამთილსა ვერხვივითა“

მაგრამ ოჯახში დაბინავებულ და მის არტახებში მოქცეული სიყვარულის წილ ადამიანი


ირჩევს სიყვარულს,რომელსაც ვერ მიეკარება წუტისოფლის ყოველდღიურობის ხელი,
იგი ისეთივე თავისუფალი რჩება,როგორიც წარმოიშვა. ამ თემას ეხება ციკლი
ლექსებისა,რომლებიც ხვარამზეს სახელითაა ცნობილი.ლექსების ავტორის სახელია,
ხვარამზე,რომლის ვინაობა თედო რაზიკაშვილმა შემოგვინახა. ანონიმურობა
ფოლლორული შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი სპეციფიკაა, ეს გარემოება ამ
ლექსებს ხალხურობას სულაც არ უკარგავს, თუმცა ისინი ღრმა პიროვნული
გამოცდილების შედეგია. როგორ იმ ციკლის ლექსებიდან ჩანს, ქალს გაუწბილებია
ფშაველი შეძლებული ოჯახის შვილი ვაჟკაცი. უარის მიზეზი თითქოს არ უნდა
არსებულიყო, იყო სიყვარულიც და იყო მომავალი კეთილდღეობის გარანტიც. იქმნება
შთაბეჭდილება,რომ ქალმა თავად აირჩია სიყვარულის რუსთველისეული
გამოხატულება ,,შორით ბნედა,შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა“ მან დათმო
სიახლოვე სიშორისთვის,რათა სიყვარული მთელი სიმძაფრით განეცადა და ამ
დათმობამ პოეზიის შედევრს მისცა დასაბამი. თუ ქალ-ვაჟის ურთიერთობა ერთი მხრივ
საქორწილო კავშირის სახეს იღებს, რაც ოჯახის შექმნას, სამეურნეო-ეკონომიკურ
ინეტერესებს ემსახურება,მეორე მხრივ, ორი სქესის თავისუფალ სიყვარულსაც აქვს
თავისი გამოხატულება ინსტიტუციის სახით, რომელიც ხევსურეთში სწორფერობის
სახელითაა ცნობილი, ფშავში კი- წაწლობის. სწორფერული ურთიერთობის კოდექსი
შესწორერებულ წყვილს შორის ხორციელ კავშირსაც გამორიცხავს და დაქორწინებასაც.
სწორფერული სიყვარული,როგორც წესი, გულწრფელ გრძნობებზეა დამყარებული,რაც
ცოლქმრული ურთიერთობისთვის არაა აუცილებელი. ,,მერე რა რომ არ მოგწონს? -
ეუბნებიან ქალს,რომელსაც არ მოსწონს მისთვის შერჩეული ქმარი- თუ მოწონება და
სიყვარული გინდა ადექი და სწორფერ გათხოვდიო“. ქალმა იცის,რომ ეს შეუძლებელია,
ისინი თითქოს ერთი სისხლისანი არიან, ერთმანეთის უხვედრელნი. სწორფერობა
5
თავისი შემზღუდველი წესებით სიყავრულს ინახავს, იფარავს მას სქესის
ძალმომრეობისაგან. ,,იგი სხვაა, სიძვა სხვაა“- ადვილი შესაძლებელია აქ იყოს
აბესალომისა და ეთერის ტრაგიკული სიყვარულის სათავე. ხახლხური თქმულება ხომ
ამბობს: ,,აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო“. იქნებ ეს ერთფერობა, თუ
მას ხევსურული სწორფრობის ბალადად ჩავთვლით, მათ უხვედრელობას
გულისხმობდა და მათ შორის წუთისოფლის წესით ქორწინებას კრძალავდა. ასევე
შესაძლოა რომ ხვარამზეს უარი საყვარელ ვაჟიკასთან დაქორწინებაზე სწორედ ამ
სწორფრული მოტივებით იყოს განპირობებული.

ქართულ სამიჯნურო პოეზიაში ბალადათა რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელია.


აღსანიშავია ,,შემომეყარა ყივჩაღი“,რომელიც მოტივი გახდა გიორგი ლეონიძის
დიდებული პოეტური ქმნილებისა ,,ყივჩაღის პაემანი“. ბალადა გამოირჩევა თემატიკის
მრავალფეროვნებით, აქვს საგმირო- სამიჯნურო ხასიათიც, ვხვდებით
სტუმარმასპინძლობისა და შელახული ღირსების დაცვის პრობლემასაც. ყველაფერი
ერთად ქმნის ბალადის სუბსტანციას, თუმცა ამოსავალი გრძნობა მაინც გამიჯნურებაა.
შესანიშავი ბალადაა ასევე ,,თავფარავნელი ჭაბუკი“, რომელიც მიუწვდომელი
ტრაგიკული სიყვარულის ერთი საუკეტესო ნიმუშია.

4. ამირანის შობა ვარიანტების მიხედვით

ამირანისამბავსმთელსაქართველოშიიცნობენ.იგიდადასტურებულიასაქართველოსთით
ქმისყველაისტორიულმხარეში(ქართლი,კახეთი,ფშავ-ხევსურეთი,სვანეთი,რაჭა,
ლეჩხუმი,იმერეთი,მესხეთი,ჯავახეთი).ამირანიანისფოლკლორულიჩანაწერებისმონოგრ
აფიულოგამოცემაპროფესორმიხეილჩიქოვანსეკუთვნის,სადაცთავმოყრილიაიმხნადხელ
მისაწვდომიტექსტებისაქართველოსთითქმისყველაკუთხიდან. რათქმაუნდა,
,,ამირანიანსაც" ახასიათებსფოლკლორულიტექსტებისსპეციფიკა,ვარიანტულობა,
მართალიაძირითადისიუჟეტურიხაზითითქმისყველავარიანტშიერთნაირია,მაგრამცალკ
ეულპასაჟებსშორისბევრიგანსხვავებაშეინიშნება.
მაგალითად,ამირანის,როგორცეპიკურიგმირის,
შობაყველგანსასწაულებრივია,მაგრამესსასწაულებრივიდაბადებავარიანტებშისხვადასხ
ვახარისხითაააქტუალიზებული.მისიშესუსტებულივარიანტიიქნებაამირანისშობახანდა
ზმულიმშობლებისაგან(მაგალითადგურულვარიანტში).მთავარიისაა,რომგმირისმშობლ
ებიუცნობნიუნდადარჩნენიმსაზოგადოებისთვის,სადაცისიმყოფება.
არცდედა,არცმამაცოცხალიარრჩება. მამათუარკვდება,უჩინარდება.
მზეთუნახავიდედა,როგრცწესიკვდებაბავშვისდაბადებამდე.
ბავშვიუნდაამოიღონდედისსაშოდანდამონაცვლეობითუნდაგამოიშუშოსჯერბატკნის,მე
რებოჩოლასფაშვში(კახურივარიანტით),ანდეკეულისდამერეკუროსფაშვში(სვანური),ანა

6
ხლადმოკლულიირმისნედლტყავში(გურული).
ამირანისმამაუფროხშირადმონადირეა,რომელიცმისდედასსადღაცმიუვალტყეშიანგამოქ
ვაბულშიხვდება. ზოგიერთვარიანტშიმამაიღუპებაამშეუღლებისშედეგად.
ამირანისობლობამისიისტორიისსტრუქტურულიელემენტია,რომელიცეპოსისდასასრუ
ლსტრაგიკულადმეორდებამარტოობით.
სვანურივარიანტისმიხედვითამირანიდალიმანგურისვაჟია,
დალისძემონადირისაგანჩაესახა,თუმცავაჟსარდასცალდადედისმუცელშიყოფნა,
ამიტომქალმადაიბარადეკეულისადაკუროსფაშვშვიგამოეშუშებინათბავშვი.
ფშავურივარიანტისმიხედვითამირანისულკალმახისადადარეჯანისუმცროსივაჟია.
იგიდედასსიბერეშიეყოლადაგანსაკუთრებითუყვარდა,ამიტომხშირადდარეჯანისსაკუთ
არძესაცუწოდებდნენ. ქართლშიჩაწერილიტექსტისმიხედვით,
სამიძმიდან(სულკალმახი,ბადრი,უსიპი) ერთ-ერთი, უსიპი,
სანადიროდწავიდამთიანადგილასკოშკინახა,სადაცმზეთუნახავიცხოვრობდა.
უსიპმაქალთანსამიდღედაღამედაჰყო, ალმასისბეჭედეიდაუტოვა,
სამიდღისშემდეგმოვკვდები,თუქალიგეყოლოსმასჰქონდეს,თუვაჟითავსდაიხსნისო.
მეგრულვარიანტშიხელმწიფისადაგლეხისცოლებიმდინარისმოტანილვაშლსშეჭამენ,
დაურსულდებიან, გლეხკაციბავშვსქრისტესმოანათვლინებსდაამირანსდაარქმევენ.
აღსანიშვავია,რომთითქისყველატექსტსინათლიასგანსაკუტრებულიდატვირთვააქვს,
ქრისტეღმერთისჩართვატექსტშიგვიანდელიმოვლენაუნდაიყოს,თუმცანათლიაყოველთ
ვისგანსაკუთრებულიპიროვნებაა. სწორედისააერთ-
ერთიმთავარიმიზეზიგმირისგამორჩეულობისა.

ბილეთი 2

1. ფოლკლორისტიკის რაობა და მოსაზღვრე დისციპლინები

ფოლკლორისტიკა ხალური სიტყვიერების შემსწავლელი მეცნიერებაა. განარჩევენ


ზოგად და კერძო ფოლკლორისტიკას. ზოგადი ფოლკლორისტიკა შეისწავლის
ფოლკლორის პოეტიკას და მის მიმართება მოსაზღვრე დისციპლინებთან, კერძო კი–
ეროვნულ ხალხურ შემოქმედებას. კერძო ფოლკლორისტიკაში გამოყოფენ ისტორიულ
და აღწერით ფოლკლორისტიკას. ისტორიული ადგენს ზეპირსიტყვიერების
განვითარების საფეხურებს, აინტერესებს როგორი იყო ფოლკლორული ძეგლი და რა
ცვლილებებით მოვიდა ის ჩვენამდე, აღწერითი კი იკვლევს ფოლკლორის დღევანდელ
მდგომარეობას. ფოლკლორის ზოგიერთი ჟანრის შემსწავლელი მეცნიერება მაგალითად,
ზრაპრისა და ანდაზის, გამოყოფილია ზოგადი ფოლკლორისტიკის ცალკე
დისციპლინებად( ზღაპართმცოდნეობა და პარემიოლოგია) ხალხური სიტყვიერების
შემსწავლელ მეცნიერებას ისტორიას, განვითარების გზებსა და ეტაპებს სწავლობს
7
ისტორიოგრაფია. პოეტიკა კი ფოლკლორულ ნაწარმოებთა აგებულებასა და სტილურ
თავისებურებებს შეისწავლის. ფოლკლორისტიკა ჩაისახა ენათმეცნიერების წიაღში.
კვლევის პირველი აპრობირებული მეთოდი იყო ძმები გრიმების მიერ ზღაპრისა და
მითის კვლევისთვის გამოყენებული კვლევის ისტორიულ-შედარებითი მეთოდი.
ფოლკლორისტიკა უკავშირდება სხვა დისციპლინებსაც: ეთნოგრაფიას (ხალხის ყოფა-
ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების შემსწავლელი მეცნიერება, სწავლობს ხალხური
შემოქმედების ეთნიკურ პროცესებს, ფოლკლკლორისტიკა კი-ესთეტიკურ ფინქციებს),
ლიტერატურისისტორიას(მწერლობის განვითარების შემსწავლელი მეცნიერება),
აზროვნებისისტორიას (იკვლევს ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბებისა და
განვითარების ისტორიულ საფეხურებს, უძველესი წყაროების შესასწავლად
წერილობითი წყაროების უქონლობა ფოლკლორულ, ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ
მასალას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს) სამოქალაქო ისტორიას (მისი კვლევის
საგანია ერის წარსული და აწმყო, შინა ცხოვრება და გარე ურთიერთობები)
დიალექტოლოგიას (საენათმეცნირო დისციპილინა), რელიგიის ისტორიას (სწავლობს
რელიგიური სეხედულებების, წარმოდგენების,რიტუალების ისტორიულ ეტაპებს).
აღსანიშნავია, რომ პრობლემათა კვლევა სხვადასხვა მეცნიერების მიღწევათა
გათვალისწინებით წინსვლის აუცილებელი პირობაა.ანთროპოლოგია–ეხმარება
ფოლკლორისტიკას შეისწავლოს ადამიანების განვითარების დონე, წეს–ჩვეულებები
ფოლკლორულინაწარმოების შექმნისას.

2. შრომის პოეზია

შრომა ფიზიკური აქტია და სხეულს ქანცავს. ის აუტანელი იქნებოდა , რომ არ ახლდეს


არაფიზიკური ნიშანი– რიტმი, რომელიც ფიზიკურ შრომას შემოქმედებად აქცევს. უნდა
ითქვას, რომ ბევრი სიმღერა, რომელიც შრომის სიმღერებსი ჟანრშია მოქცეული, არ
უნდა ეკუთვნოდეს ამ ჟანრს. ისინი უფრო დროის გასაყვანად, ფიქრთ გასართველად
იმღერება შრომითი საქმიანობის დროს. შრომის სიმღერად მიჩნევისთვის ასევე არ
გამოდგება არგუმენტად მისი, ასე ვთქვათ, „შრომითი“ შინაარსი. ნამდვილი შრომის
სიმღერა ის სიმღერაა, რომელიც რიტმულად ასახავს შრომის ამა თუ იმ სახეობის
პროცესს. შრომის სიმღერის რიტმი და ტაქტი შრომის რიტმით და ტაქტით უნდა იყოს
ნაკარნახევი. შრომის პროცესში რიტმს აკუსტიკური გამოხატულება აქვს. საქართველოს
გეოგრაფიიული ნაირგვარობა განაპირობებს ქართველთა სამეურნეო საქმიანობისა და
მისი ამსახველი პოეზიის მრავალფეროვნებას. განვითარების საწყის ეტაპზე ხალხური
შემოქმედება სინკრეტული ხასიათისა იყო, მუსიკა, ცეკვა, ლექსი ერთ მთლიანობას
ქმნიდა,შრომის ლექსის ჩამოყალიბება-განვითარება უკავშირდება და გარკვეულწილად
ასახავს ადამიანთა საზოგადოების განვითარებას. მიწათმოქმედების განვითარებამდე
8
ადამიანები მონადირეობით ირჩენდნენ თავს . პირველ საუკუნეში საქართველოს მთიან
ზოლში ბინადრობდნენ ტომები,რომელთა მთავარი საარსებო წყარო ნადირი და
ხილეულ-მცენარეულობა იყო. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა გარკვეული გუნდურ-
სამეურნეო საქმიანობა, რომელთან დაკავშირებული სიტყვიერების შესწავლა
სამონადირეო ლექსებით იწყება. ფოლკლორულმა ტრადიციებმა ასევე შემოინახა
ქალღმერთ დალისთან დაკავშირებული ამბები, დალ-მანგურთან სამიჯნურო კავშირი
გარანტიაა ნადირობაში წარმატებისა. მონადირეობასთან დაკკავშირებული ლექსების
მეორე ჯგუფია საგმირო ბალადები ან საგმირო-სამონადირეო ლექსები. სამონადირეო
ციკლის მესამე ჯგუფში ვაერთიანებთ მითოსისაგან დაცლილ პოეტურ ტექსტებს,მათში
საყოფიერო მოტივებია შეჭრილი და ამდენად უფრო გვიან უნდა შეექმნათ.

განსხავებულ სამეურნეო საქმიანობას განსხვავებული სტილისა და შინაარსის ლექს-


სიმღერები ახლდა თან.

ხვნა-თესვასთან დაკავშირებულ ლექს-სიმღერებს გუთნური ჰქვია. ქართული შრომის


პოეზია იცნობს ისეთ ლექსებს, რომლებშიც დასახელებულია გუთნის ნაწილები, მათი
მასალა და გუთნის აწყობის თანმიმდევრობა, ბუნებრივია, ასეთ ლექსებს
მაღალმხატვრულობაზე პრეტენზია ვერ ექნება,თუმცა მათი მნიშვნელობა უდავოა.
აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე პატივსაცემი პიროვნება გუთნისდედა იყო,
ამიტომ ყველაზე ბევრი ლექსი სწორედ მას ეძღვნება. ხვნა-თესვა კოლექტიური
საქმიანობაა, ძალის ნაკლებობის გამო სოფელში ერთი გუთნის გასამართავად ხარ-
კამეჩებს აგროვებდნენ. ასეთ დახმარებას მოდგამი ერქვა, სიმღერებსაც კოლექტიურად
ასრულებდნენ, ამ სიმრერებს ზოგადად ,,ოროველას“ სახელით იცნობენ. ლექსებში
იგრძნობა ხარისადმი სიყვარულიც, რადგან ხარი გლეხკაცის უპირველესი შემწე იყო,
რამაც ხელი შეუწყო ხარის კულტის ჩამოყალიბებას (,,გასწი ხარო, კაი ხარო, გამახარო,
გაიხარო, ხარო, ხარი ვინ დაგარქო, ხარო, სახემშვენიერო“)

შრომაში კოლექტიური დახმარება გავრცელებული ყოფილა მთელ საქართველოში,


დასავლეთში ამას ,,ნადი“ ჰქვია, აღმოსავლეთში-,,მამითადი“. შრომის ამ სახეობის
ამსახველი სიმღერები ნადურის სახელითაა ცნობილი. ნადის დროს გუნდურად
სრულდება სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები: სატრფიალო,
საყოფაცხოვრებო,სამონადირეო. სპეციფიკური დანიშნულების გამო ნადური სიმღერები
მხატვულობით არ გამოირჩევა, შრომის პროცესის გამარტივებისთვის აუცილებელი იყო
მოძრაობების რიტმის მოწესრიგება , რადგან ამას შეძახილებით აღწევდნენ, ტექსტზე
აღარც უზრუნიათ.

9
გამოიყფა სამკალი და კალოური სიმღერები, რომლებთან ერთად სრულდებოდა
სატრფიალო, საგმირო, საყოფაცხოვრებო ლექს-სიმღერები, ეს ძირითადად
გამოწვეულია ამ სამეურნეო საქმიანობაში ქალების მონაწილეობით.

თიბვას მთაში დიდი ტრადიცია აქვს. ,,ცელის ტარზე დამდერებისთვის“ განკუთვნილი


ლექსები ურითმო და 9 მარცვლიანია. მთიბლური სიმღერები უკავშირდება ცელის
მოქნევის რიტმს. ცელის ტარზე ასევე დაიღიღინებდნენ ხმით ნატირალებსაც. ეს
საქართველოში წინაპრის კულტის დასტურად მიიჩნევა,თუმცა არსებობს
მოსაზრება,რომ ხალხი თიბვას, ბალახის მოჭრას, სიკვდილს უკავშირებდნენ და
თიბვისას სამგლოვიარო სიმღერების შესრულებაც ამითაა განპირობებული. არსებობს
ასევე სავენახოსიმღერები, წყლის მოტანასთან დაკავშირებულ ლექს-სიმრერებს
საწყალზედოს უწოდებდნენ. ამ ჟანრის სიმღერებიდან მეტად პოპულარულია
ძველისძველი რეფრენით გაწყობილი ,,თებრონე მიდის წყალზედა“. საფეიქრო საქმეს
ძირითადად ქალები მისდევდნენ, ამიტომ საფეიქრო პოეზიაძირითადად ქალური
თემატიკითაა აღბეჭდილი, ყურადღებას იქცევს ქსოვისას ძილის გასაფრთხობი
რეფრენით გაწყობილი სიმღერა ,,მე საბრალოსაო“.

მაღალმხატვრულობით გამოირჩევა ურმული სიმღერები . ილია ზურაბიშვილი წერს:


,,ურმული მთელი ხალხის ფიქრის სიმღერაა“. ურმულს უსიტყვო სიმღერასაც
უწოდებენ. ი.ზურაბიშვილი იცნობდა ამ ჟანრის სიმღერების უბადლო შემსრულებელს
სესიკაშვილს. ასეთ სიმღერებში მთავარი მელოდიაა და არა სიტყვა,თუმცა ურემზე
ღიღინებდნენ,როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სატრფიალოსა და ფილოსოფიურ
ლექსებს,სხვა ჟანრებისაგან განსხვავებით ურმული სიმღერები ინდივიდუალურად
სრულდება.

3. მითოსი და მითოლოგემა

მითოსი განსაკუთრებული ტიპია აზროვნებისა, რომელიც განსხვავდება სინამდვილის


მხატვრული სახვისგან, რამდენადაც მას სურს საგნებისა და მოვლენების იგივეობა
დაინახოს და ხედავს კიდეც. მითოლოგემა მითოსის საშენი მასალა,სიუჟეტური
ბირთვია. ის განსხვავებული კუთხით წარმოგვიჩენს კოსმოსის სტრუქტურას.
მითოლოგემის გაშლით მიიღემა მითოლოგიური ნარატივი. ჩამოთვლილი
მითოლოგემები კოსმოგონიური მითოსის სხვადასხვა ასპექტებს გამოხატავენ.

10
ცისა და მიწის გამიჯვნის მითოლოგემა– ამ მითოლოგემაში განხილულია სამყაროს
შექმნის პირველი ნაბიჯი, თავდაპირველი ერთიანობის ორ ნაწილად გაყოფა: ცისა და
მიწის ან მტკნარი და მლაშე წყლის.

ცისა და მიწის კავშირის მითოლოგემა–გაყოფის მერე რჩება უხილავი კავშირი, სამყაროს


დიდი ღერძი, რომელსაც სხვადასხვა ხილული განსახება აქვს: ხე, მთა, ტაძარი, ჯაჭვი,
კვერტხი და სხვ. ფშაურ ლექსში:

„წმინდა გიორგი მეც ვიყავ


ცას ვები ოქროს შიბითა (ჯაჭვი)
ხმელგორზე მედგა ბერმუხა
ზედ ავდიოდი კიბითა
ჩემს საყმოთ შემონაძღვენი
ღმერთთან ამქონდა იქითა“

ამ ლექსში მთა, ბერმუხა, ჯაჭვი ცისა და მიწის კავშირის გამომხატველია, წმინდა


გიორგი კი მათი გამაერთიანებელი.

სამყაროს შუაგულის მითოლოგემა- ცისა და მიწის კავშირის სიმბოლოების


გამომხაველია. ბერძნებთან ეს არის დელფოს ტაძრის თეთრი ქვა, აგნის ანუ
სამსხვერპლოს ცეცხლი და ა.შ

მარადიული გაზაფხულის მითოლოგემა– სხვაგვარად სამოთხის მითოლოგემაა. მითოსი


მიწიერი სამოთხის შესახებ ფართოდაა გავრცელებული ძველი ხალხების მითოლოგიაში
შუმერიდან დაწყებული ინდოირანული სამყაროთი დამთავრებული. მას ყველგან
თავისებური სახე აქვს ქართულ ფოლკლორში მიწიერი სამოთხე თამარ მეფის სახეს
უკავშირდება.

დაბრუნების მითოლოგემა–გმირი ისევ იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც წავიდა. ეს


შეიძლება იყოს სამშობლო,სახლი და სხვ. ყველა გმირი თავის კერას უბრუნდება,
როგორც ოდისევსი-ითაკას.

ხელახლა შობის მითოლოგემა–ეს მითოლოგემა სახეცვლილებაა დაბრუნების


მითოლოგემისა, გმირი უნდა დაუბრუნდეს დედის საშოს , რადგან ხელახლა იშვას,
გაორმაგებული ძალით.

გველეშაპის მითოლოგემა–ეს მითოლოგემა ყველაზე გავრცელებულია. გველეშაპი


ყლაპავს გმირს და შემდეგ უკან ანთხევს. გმირი მის მუცელში კვდება, რათა როგორც
დედის საშოდან ისე იშვას ხელახლა.ამირანი,ჰერაკლე,იასონი ნამყოფნი არიან
გველეშაპის მუცელში საიდანაც ხელახალი ძალით იბადებიან.

11
4. ბალადა „თავფარავნელი ჭაბუკი“

ბალადა მძაფრსიუჟეტიანი ლექსია, მასში გადმოცემულია ერთი გამორჩეული,


ფათერაკიანი ამბავი გმირის ცხოვრებისა. პოეტური მანერა თხრობისა ობიექტურობითაა
აღბეჭდილი, განსხვავებით ლირიკული ლექსისათვის ნიშანდობლივი
სუბიექტურობისა. სიუჯეტიანობა ბალადას მიაკუთვნებს ლირიკულ-ეპიკურ ფორმას.
შუა საუკუნეებში ბალადას უწოდებდნენ საგაზაფხულო-საწესო დღესასწაულებზე
შესასრულებელ სამიჯნურო სიმრერებს. ბალადის წარმოშობას ალ.ვესელოვსკი
ფეოდალიზმის წარმოშობასაც უკავშირებდა. ბალადის პერსონაჟების რაობას როგორც
წესი განსაზღვრავს ნაწარმოების სახეობრივი კუთვნილება და შინაარსი.უცვლელია
მხოლოდ გმირის თავგანწირული ბრძოლა მიზნის მისაღწევად და მისი ბედი-
ტრაგიკული აღსასრული. ბალადაში ზოგადი პრობლემები არ დგას აქ პირადია
ფოკუსირებული თანაც უმწვავესი სიძლიერით. საქართველოში ცნობილია
საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სამიჯნურო, საყოფაცხოვრებო ბალადები(ეს
ყველგან შეიძლება დავწეროთ,სადაც ბალადებია) ,,თავფარავნელი ჭაბუკი“ ქართულ სამიჯნურო
პოეზიას განეკუთვნება. მისი შინაარსი კი ასეთია: თავფარავნელ ჭაბუკს ასპანელი ქალი
უყვარდა. სატრფოს სანახავად მას ზღვის (ტბის) გადალახვა უხდებოდ, რასაც არ
იზარებდა. მეორე მხარეს ქალი სანთელს ანთებდა, რომელიც ჭაბუკს გზას უნათებდა.
ავსულმა დედაბერმა, რომელსაც ჭაბუკისთვის ავი უნდოდა, სანთელი ჩააქრო. ცურვის
დროს ქარიშხალი ამოვარდა, ვაჟი ცდილობდა შებრძლოებოდა წყლის ნაკადს,
გადაელახა ტალღები, მაგრამ ვეღარ ხედავდა სანთელს,კელაპტარს და უკუნ წყვდიადში
ქარიშხალმა სძლია მას. ჭაბუკი დაიხრჩო,დილით კი მისი წითელი პერანგი ტალღამ
ააფრიალა. ვაჟის ლეშს ორბი გულს უგლეჯდა. ამ ბალადაში ნათლად ჩანს მის
შემქმნელთა პოეტური ხედვა და ტრაგიკულის შეგრძნება. ბალადა აღმოსავლეთ
საქართველოში უფროა გავრცელებული. ვ.კოტეტიშვილი ფიქრობდა, რომ
თავფარავნელი ჭაბუკი დიონისეს ქართული სახეა. მისი სატრფო-არტემისი-მთვარე.
ხოლო დედაბერი-ქართული ზღაპრის ავი დედაბერი. ბალადის ტექსტის ზოგი
ბუნდოვანი მომენტი განმარტა მეცნიერმა ი.მაისურაძემ. ქალ-ვაჟის თავგანწირული
სიყვარულის ისტორია განმარტოებით არ დგას, მსგავსი სიუჟეტი ცნობილია ევროპაშიც
და აზიაშიც. ევროპულ სიტყვიერებაში სიყვარულის ეს ისტორია საკმაოდ
პოპულარულია. უფრო ცნობილია ბერძნული მითი ჰეროსა და ლეანდრეს შესახებ,
რომელიც დაუმუშავებიათ ანტიკური და ბიზანტიური პერიოდის მწერლებს.

12
ბილეთი 3

1. ფოლკლორის განმარტება და სპეციფიკური ნიშნები

ფოლკლორი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ხალხურ სიბრძნეს. ის შედგება ორი


სიტყვისაგან folk-ხალხი და lore- სიბრძნე. ამ ტერმინის არსებობა 1846 წლიდან იწყება,
როდესაც უილიამ თომსმა გამოქვეყნა სტატია სათაურით „ფოლკლორე“. სტატია მალევე
დაივიწყეს, მაგრამ მის ფურცლებზე დაბადებული ტერმინი სიცოცხლისუნარიანი
აღმოჩნდა. 2 წელიც არ იყო გასული, ეს ტერმინი რომ უკვე მთელ მსოფლიოში იყო
გავრცელებული. ფოლლორულ შემოქმედებას თავისი სპეციფიკა აქვს. მისთის
დამახასიათებელია ზეპირი გავრცელება, კოლექტიურობა,ანონიმურობა,
ვარიანტულობა, ყოფითობა, სინკრეტიზმი,იმპროვიზაცია, ტრადიციულობა და
სხვ.ხალხური სიტყვიერება ხალხის დამწერლობამდელი შემოქმედების ნაყოფია.
გადმოცემის ზეპირი ფორმა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი
სპეციფიკური ნიშანია. ფოლკლორულ ტექსტებს ინახავდა ადამიანის ცნობიერება და
არა ქაღალდები. სწოორედ კანონიკური ტექსტების არ არსებობაა ლიტერატურისა და
ფოლკლორული შემოქმედების განსხვავებულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ლიტერატურული ნაწამოების შემთხვევაში მკითხველი თავად ეცნობა ტექსტს, იგი ვერ
ხედავს ავტორს, არ ესმის მისი,ლიტერატურული ნაწარმოები უფრო თვალის აღქმაზეა
დამოკიდებული, ფოლკლორული ნიმუშისმსმენელი კი უშუალოდ აღიქვამს
ტექსტს,ესწრება შემოქმედებით პროცესს, რაც მის თვალწინ სრულდება,თითქოს
ხელახლა იქმნება მისთვის,რადგან ყოველი ახალი შესრულება პირველშემოქმედების
ბადალია.ზეპირსიტყვიერი ტექსტი შეიძლება ჩაწერილიც იყოს, მაგრამ ეს არ იქნება
მისი ბუნებრივი ფორმა, გამონაკლისია ხალხური ეპიტაფია,რომელიც მხოლოდ და
მხოლოდ ქვაზე ამოკვეთილი სახით არსებობს, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ დამწერლობის
კულტურაშია შესაძლებელი. ადამიანები,რომელბიც ფოლკლორულ ტექსტებს
მოგვითხრობდნენ მთქმელის სახელით არიან ცნობილნი. მთქმელის ერთი კატეგორია
ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობაში არაფერს ცვლის, მეორე შემოქმედებითი
მიდგომით გამოირჩევა, ცალკე გამოირჩევა ავტორ-მთქმელიც,რომელიც ტრადიციულის
გვერდით საკუთარსაც ქმნის. ფოლკლორულლ ნაწარმოებს, ისევე როგორც
ლიტერატურულს, ახასიათებს ვარიანტულობა, თუმცა მათს ვარიანტებს შორის
პრინციპული განსხვავებაა, ზეპირსიტყვიერი ნაწარმოები მრავალი ადამიანის
გადამუშავების შედეგად იქცევა ტრადიციულად. გადამუშავების პროცესში მთქმელები
ნიჭისა და ტალანტის მიხედვით ცვლიან ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით
მხარეს, რა თქმა უნდა, არა თავისუფლად,არამედ ტრადიციულობის
ჩარჩოებში,ლიტერატურული თხზულების ვარიანტებს კი თავად ავტორი ქმნის
კორექტირების პროცესში, მან შეიძლება ნაშრომის ერთი დასრულებული ნიმუში
13
გაასაჯაროვოს მხოლოდ. ერთმანეთის ვარიანტად შეგვიძლია მივიჩნიოთ იდეურ-
მხატვრულად და კომპოზიციურ-სტილისტურად მსგავსი ორი სხვადასხვა პირისაგან
ჩაწერილი ტექსტი,რომლებსაც ჩვეულებრივ არაიდენტურობა ახასიათებს. ერთი და
იმავე ნაწარმოების განსხვავებულობის საფუძველი შეიძლება გახდეს მთქმელის
გემოვნება, იმპროვიზაციის ნიჭი, ასევე ზეპირსიტყვიერებას თავის ბეჭედს ასვამს დრო,
ცხოვრებისეული ცვლილებები მელექსის თვალსაწიერი გავლით ნაწარმოებშიც
გამოკრთება ხოლმე.

კოლექტიურობა,როგორც ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი ზეპირსიტყვიერებისა,


ვლინდება საზოგადოებრივი განვითარების ჯერ კიდევ დაბალი საფეხურიდან.
შემოქმედებითი უნარით გამორჩეული ადამიანისა და ხალხის ფსიქიკა იდენტურია.
მთქმელები ტრადიციის მიხედვით თხზავენ და თუ რაიმე ახალს ქმნიან,იმასაც
საზოგადოებრივ ცოდნასა და გემოვნებას უსადაგებენ. ამ მოთხოვნათა
გათვალისწინებთ შექმნილი ხალხური ნაწარმოების სიცოცხლე გარანტირებულია.
კოლექტიურობა,რა თქმა უნდა, გუნდური წესით აზროვნებას არ ნიშნავს, ნაწარმოების
იდეა ყველას ერთდროულად არ ებადება, ლიტერატურის მსგავსად ერთი ადამიანის
გონებაში მწიფდება ნაწარმოების ჩანასახი, მაგრამ ლექსის პირველდამწყები არ
აზროვნებს ინდივიდუალური კატეგორიებით. გუსევი ამბობს: ნაწარმოებს რომ
მხატვრული მთლიანობა მიენიჭოს,საჭიროა მრავალი მრავალი პიროვნების
შემოქმედებითი თანამშრომლობის პროცესი გამოიაროს.

ჯერ კიდევ მითოლოგიური სკოლიდან მოდის შეხედულება ხალხური შემოქმედების


,,უპიროვნობის“ შესახებ. უპიროვნობის ნაცვლად დღეს შემოიტანეს ანონიმურობა. ეს
ნიშნავს,რომ ხალხურ შემოქმედებას ჰყავს ავტორი, რომელიც უცნობი რჩება.
,,უპიროვნო“ იმ აზრითაა ნახმარი,რომ ფოლკლორულ ნაწარმოებებს არ აზის
ინდივიდუალურობის ბეჭედი, დაფუძნებულია ტრადიციულ ცნობიერებასა და
გემოვნებაზე. ხალხური პოეტის გონებაში ჩასახული ნაწარმოები არასოდეს გადადის
თაობებში პირველადი სახით, სხვადასხვა გემოვნებისა და ნიჭის ადამიანების ხელში
ანაწარმოები იხვეწება და ივიწყებს თავის პირველ ავტორს. დიმიტრი ლიხაჩოვი
ამბობ/;,, ფოლკლორულ ნაწარმოებებს ავტორი არ ჰყავს,არა იმიტომ,რომ მის შესახებ
ცნობები დაკარგულია,არამედ იმიტომ,რომ ავტორი ამოვარდნილია ფოლკლორის
პოეტიიდან, იგი ნაწარმოების სტრუქტურის თვალსაზრისით საჭირო არ
არის.იმპროვიზაცია ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ნიშანია ფოლკლორული
შემოქმედებისა. იმპროვიზაცია,რომელიც ვარიანტს ბადებს, კონკრეტული სიტუაციითაა
განპირობებული. გარემო ქმნის იმპროვიზაციის პირობას. იმპროვიზაცია
სხვადასხვანაირად მიიკვლევს გზას,იმის მიხედვით თუ ვის უყვება,მეზღაპრე ზღაპარს-
ბავშვებს თუ უფროსებს.იმპროვიზაცია მეტ-ნაკლებად ახასიატებს ყველა ჟანრს,

14
განსაკუთრებული ასპარეზი აქვს მას პოეზიაში. იმპროვიზაციის მიზანია ტექსტის
დაფარული შესაძლებლობების წარმოჩენა-გაღრმავება.

ყოფითობა მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, ყველა ნიშანზე არსებითია ხალხური


სეპირსიტყვიერებისთვის. ვერ ვნანხავთ ისეთ სფეროს ხალხის ყოფისა,რომელსაც
გამოხატულება არ ჰქონდეს ფოლკლორის რომელიმე ჟანრში. ფოლკლორული
შემოქმედება ყოფიდან არის ამოზრდილი და მისი ნიადაგითვე საზრდოობს.
ფოლკლორული შემოქმეების ღირებულება თავად ყოფაშია და მისი ძალით ყოფა იძენს
ღირებულებას.

საუბრობენ ხალხური შემოქმედების სინკრეტიზმზე, რომელიც ალბათ საზოგადოების


განვითარების შედარებით ადრინდელ ეტაპზე უფრო იყო გავრცელებული.
სინკრეტიზმი ფოლკლორში გულისხმობს შემოქმედებისა თუ გადმოცემის ერთიან
აქტში ხელოვნების რამდენიმე დარგის მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს,რომ სიტყვიერი
ტექსტი არ გადაიცემა ,,მშრალად“ მხოლოდ და მხოლოდ ვერბალურად, არამედ
მუსიკალური ჰანგის, მოძრაობის თანხლებით.

2. საგმირო პოეზია (ზოგადი მიმოხილვა)

საგმირო ლექსს, რასაც მისი შესრულების წესის მიხედვით ხევსურეთში სიმღერეს


უწოდებენ, საფუძვლად რეალური საბრძოლო შემთხვევა უდევს. მთავარ გმირადაც
ყოველთვის რეალური გმირი ჰყავს, რომელსაც იცნობდა საყმო პირადად ან
გადმოცემით. საყმო აგრეთვე ინფორმირებული მომხდარი ამბის დეტალებით. მან იცის,
ან შეიძლბეა იცოდეს იმაზე მეტი, რამაც ლექსში ჰპოვა ასახვა.საგმირო ლექსი, რომელსაც
ჩვენ შეგვიძლია ბალადა ვუწოდოთ, როგორც წესი ორთაბრძოლაზეა აგებული. მთავარი
გმირია ის, ვინც იღუპება, კარგავ სიცოცხლეს , მაგრმა იხვეჭს სახელს. მისი და
საზოგადოების პრინციპია „სჯობს სახელის მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“

სიკვდილი ის ზღვარია, რომლის შემდეგ გმირი გადადის სახელის საუფლოში. მხოლოდ


სიკვდილში გამარჯვებას შეუძლია მოუტანოს მას სახელი. სწორედ ამიტომაა, რომ
უკლებლივ ყველა სიმღერე–ბალადა მებრძოლის სიკვდილით მთავრდება და ეს
სიკვდილი სახელიანია.ამირგად, საგმირო ბალადაში გადმოცემულია გმირის
უანასკნელი ჟამი, იგი ცაყენებულია საზღურბლო სიტუაციაში, სიკვდილ-სიცოცხლის
მიჯნაზე, როდესაცუნდა გადაწყდეს მისი ბედი, რომელსაც ის ქმნის აქ და ახლა. ამ
დროს გმირი ეკუთვნის თავის თავს. მას არაფერი დარჩენია გარდა საკუთარი
სიცოცხლისა, რომელიც შეუძლია გაწიროს სხვა სიცოცხლეზე უფრო მაღალი
ღირებულებისთვის. ამ წამებში გმირი სრულად ავლენს მის ეგზისტენციას, თითქოს აქ
ჯამდება მისი ცხოვრება. ამ დროს გამორიცხული უნდა იყოს შემთხვევითობა, რაც მას
15
შეუშლიდა ხელს სიკვდილით სახელის მოხვეჭაში. ჩვენ წინაშეა შიშველი ადამიანი
თავისი ერთადერთით,სიცოცხლით და თავისუფალი არჩევნით. ამიტომ სიმღერე რაც
შეიძლება ლაკონიურია და ყველაფერი დანახულია არა გარეშე, არამედ გმირის
თვალით.

სიმღერე-ბალადის აგებულება მარტივია: ექსპოზიცია-გმირის შემოყვანა


თხრობაში,შეხვედრა შებრძოლება,აღსასრული. უმოკლესი ბალადა არა მხოლოდ,
ქართულ არამედ მსოფლიო ბალადებს შორის არის ,,ფხოველნი და შავანელი“,
რომელსაც პირველად ვხვდებით თედო რაზიკაშვილის ჩანაწერებში.

3. არსენას ლექსი, მისი მიმართება ტრადიციულ ეპოსთან

არსენა ეპიკური გმირია, ამიტომ მისი ბიოგრაფია ტრადიციული ეპიკური გმირის


თავგადასავალის კალაპოტში მიედინება. „არსენას ლექსში“ ერთმანეთს ერწყმის და
ემსჭვალება სამი შრე: 1)მითოლოგიური, რომელიც შეიძლება სათავეს იღებდეს
უშუალოდ არქეტიპიდნ ან უახლოესი წყაროდან –„ამირანიანიდან“. გმირის აღზევება და
დაცემა. ჯანყი, ჰუბრისი. 2) სოციალური შრე: სამართალი–უსამართლობა,
წინააღმდეგობა, შეურიგებლობა, კრიზისი სოციალურ ნიადაგზე. 3)ეგზისტენცილური
პლანი. პიროვნების ბედი, კრიზისი პიროვნულ ნიადაგზე. „არსენას ლექსის“ და
„ამირანიანის“ მსგავსება სიღრმისეულია, რასაც ეპიზოდთა თანმიმდევრობის სახით
მათი საერთო აგებულებაც ააშკარავებს. ეს მსგავსება პირველად ანტონ ხინთიბიძემ
შენიშნა და იგი უფრო ღრმა და შინაარსობრივია. ამირანიანის მითოლოგიური
ეპოსისაგან განსხვავებით, არსენას ლექსში" დატრიალებული სული
გვაგრძნობინებს,რომ ქრისტიანულ ქვეყანაში ვიმყოფებით და არა სადღაც რელიგიურად
გაურკვეველ სამყაროში. ისევე როგორც ამირანის, არსენას მშობლების ვინაობაც
უცნობია. გმირების წარმოშობა სასწაულებრივია. ამირანი აკვანშივე იჩენს თავის
თანდაყოლილ ძალას. აღსანიშნავია, რომ არსენას ფიზიკური ძალის ამოფრქვევაც
ადრეული ასაკიდან იწყება. ქალის მოტაცება ტრადიციული ეპოსისთვის
დამახასიათებელია. ,,ამირანიანშც" და ,,არსენას" ლექსშიც ამ მოტაცებას თვითმკამრი
ღირებულება აქვს, იგი უბრალოდ მოტივია,გმირის საგმირო საქმეების
დაწყების,სირთულეებით სავსე გზის შედგომისა. ამიტომ ყამარიცა და მოახლეც
ტექსტებში თავის ფუნქციას ასრულებენ და უჩინარდებიან. ისევე როგორც ამირანთან,
არსენასთანაც გვხვდება უსამართლობასთან ბრძოლა,მაგრამ მითოსური მტერი(დევები)
არსენას ლექსში ყოფით-ისტორიულლი მტრის, ყაზახების სახეს იღებს,ბრძოლა
ბოროტების წინააღმდეგ სოციალურ სფეროშია გადანაცვლებული, ორივე ტექსტშია
ღალატი,ამირანთან ღალატად შეგვიძლია მივიჩნიოთ გველეშაპებთან მარტოდ
მებრძოლი ამირანი,რომელსაც ძმებმა დახმარებაზე უარი უთხრეს,არსენას კი ნათლიმამა
16
ღალატობს,რაც ერთგვარ კონტრასტსაც კი ქმნის წუთისოფლის მუხანათობის ფონზე
გმირის კეთილშობილების გამოსაკვეთად. მეორედ დაბადების ადგილი არსენასთვის
აბანოა,ამირანისთვის კი გველეშაპის მუცელი,ორივე წყალს უკავშირდება, აღსანიშნავია
ისიც,რომ ერთი შეხედვით გამოუავალი მდგომარეობიდან თავდაღწევისთვის ორივე
გმირს საბედისწერო საგანი ეხმარება:ამირანს-ალმასი,არსენას-ქლიბი და ,,საწყალი
მანათი". ორივესათვის ჰიბრისული ბუნებაა სასჯელიცა და გამორჩეულობის ნიშანი.
ამირანი ღმერთთან შერკინებას მოინდომებს, არსენა კი გაამპარტავნდება და წითელი
პარასკევის სიწმინდეს არად ჩააგდებს. აღსანიშნავია,რომ ფიზიკური სასჯელით აგებს
ორივე პასუხს,თუმც არსენას ლექსში ჩანს გმირის სიკვდილი,იგი ისტორიულ დროში
ცხოვრობს,ამირანი კი თითქოს სამუდამოდ მიეჯაჭვაო კლდეს. როგორც ვხედავთ, ამ
ორ ტექსტს შორის ბევრი მსგავსებაა, თუმცა,როგორ საისტორიო ეპოსში, არსენას ლექსში
იგრძნობა ყოფითობის კვალი, რეალური ერწყმის ტრადციულს. არ გვხვდება
დევგმირები,ურჩხულები და ჯადოსნური ძალები.

4. ბალადა „მოყმე და ვეფხვი“

(ბალადის ზოგადი განმარტება)ახალგაზრდა ვაჟკაცი სანადიროდ იყო ჭიუხებში,


გადაიარა კლდის ბილიკები, მიაკვლის ჯიხვების ჯოგს და მოკლა ერთი. დაბრუნებისას
წააწყდა ვეფხვის ნაწოლს. უკვე შუაღამდებოდა, ვეფხვმა შეანათა ვაჟკაცს მრისხანე
თვალები და ისინი შეიბნენ. მათი ბრძოლისას იძროდა მიწა, იშლებოდა კლდენი და
ილეწებოდა ხეები. მოყმე ფარით ვერაფერს გახდა. კლდის ვეფხვი ჩქარია, შემოაფლითა
რკინის ჯავშანი. მოყმეს მოცდისთვის დრო აღარ დარჩა და იძულებული გახდა ხმლით
შებრზოლებოდა. მათი შებმის შედეგად ორივე დაიღუპა, მიწა კი სისხლმა წითლკად
შეღება.

როგორც ვხედავთ, ,,მოყმე და ვეფხვი“ ორთაბრძოლაზეა აგებული. მისი ნაბეჭდი


ვარიანტები ორი ნაწილისაგან შედგება და როგორც მართებულად აღნიშნავენ, მეორე
ნაწილი-,,იარებოდაიი დედაი ტირილით თვალცრემლიანი“- წარმოადგენს ბალადის
განგრძობის ცდას. ,,იარებოდა დედაი“ სხვა გვიან შექმნილი ლექსია, რომელიც ერთი
ამბის გამეორების მიზეზით ბალადის კანონიური სტრუქტურის დარღვევის
ქრესტომათიულ ნიმუშს წარმოადგნს. ადრე ეს ბალადა უნდა დასრულებულიყო
საერთო ბალადის კპოეტური კანონის მიხედვით(მოკვეთილი,მოულოდნელი
დასასრული), მონადირისა და ვეფხვის დახოცვისთანაავე. ეტყობა, ბალადის
მხატვრულ-სახეობრივი ღირსებით მოხიბლული პოეტი ვერ დამაყოფილდა
არსებულით და განაგრძო ამბავი უვე სხვა პლანში, თუმცა სიჟეტის შინაარსიდან
გამომდინარე არეალში და შექმნა არანაკლებ მაღალმხატვრული პოეტური
17
ნიმუში,რომელშიც თანადგომის მოტივია წინ წამოწეული. მეორე ნაწილის შინაარსი კი
ასეთია: როდეას მოყმის დედას გაგებინეს მომხდარი, თვალცრემლიანმდა დაიწყო
სიარული და შვილის დატირება. მაგრამ ამავდროულად ამაყობდა, რომ ვეფხვთან
მეომარი ვაჟი გაზარდა. მძინარს ხან ვეფხვი ესიზმრებოდა, მის შვილს რომ რკინას
აყრიდა და ხან თავისი შვილი, რომელსაც ყირაზე გადაყავდა ვეფხვი. მოყმის დედას
ვეფხვის დედაც ეცოდებოდა, რომელიც შესაძლოა მასზე ძლიერ განიცდიდეს შვილის
სიკვდილს.

ბილეთი 4

1. ფოლკლორის სპეციფიკური ნიშანი – კოლექტიურობა

ფოლკლორის ერთ–ერთი სპეციფიკური ნიშანია კოლექტიურობა. რაკი ხალხური


ნაწარმოები მხოლოდდამხოლოდ ვარიანტებად არსებობს და უვარიანტო ტექსტი ვერ
ჩაითვლება ხალხურ ნაწარმოებად, ლაპარაკის მის ავტორზე, როგორც ერთ პიროვნებაზე
პრინციპულად შეუძლებელია. მისი ვარიანტების შექმნაში თაობები იღებენ
მონაწილეობას და ამგვარად წარმოშობილი ნაწარმოები კოლექტივისსაკუთრებაა. ის
ყველას ეკუთვნის რადგან მის შექმნაში მონაწილეობა აქვს მიღებული არა მარტო
პირველმთქმელს, არამედ გარდამთქმელს და მსმენელსაც, თაობათა მანძილზე დროსა
და სივრცეში.

კოლექტიურობას მეორე მხარეც აქვს. ხალხური ნაწარმოები იმიტომაც არის


კოლექტიური, რომ ის გამოხატავს არა კერძო პიროვნების, არამედ ფოლკის,
საზოგადოების სულისკვეთებას. ის მტკიცედ ზის ამა თუ იმ საზოგადოების
ტრადიციებში.კოლექტიურობა,როგორც ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი
ზეპირსიტყვიერებისა, ვლინდება საზოგადოებრივი განვითარების ჯერ კიდევ დაბალი
საფეხურიდან. შემოქმედებითი უნარით გამორჩეული ადამიანისა და ხალხის ფსიქიკა
იდენტურია. მთქმელები ტრადიციის მიხედვით თხზავენ და თუ რაიმე ახალს
ქმნიან,იმასაც საზოგადოებრივ ცოდნასა და გემოვნებას უსადაგებენ. ამ მოთხოვნათა
გათვალისწინებთ შექმნილი ხალხური ნაწარმოების სიცოცხლე გარანტირებულია.
კოლექტიურობა,რა თქმა უნდა, გუნდური წესით აზროვნებას არ ნიშნავს, ნაწარმოების
იდეა ყველას ერთდროულად არ ებადება, ლიტერატურის მსგავსად ერთი ადამიანის
გონებაში მწიფდება ნაწარმოების ჩანასახი, მაგრამ ლექსის პირველდამწყები არ
აზროვნებს ინდივიდუალური კატეგორიებით. გუსევი ამბობს: ნაწარმოებს რომ
მხატვრული მთლიანობა მიენიჭოს,საჭიროა მრავალი პიროვნების შემოქმედებითი
თანამშრომლობის პროცესი გამოიაროს. კოლექტიურობის ხასიათი კარგად გამოხატა
18
კარლ გუსტავ იუნგმა ფრაზით: ,,კოლექტიური არაცნობიერი თუ გააქტიურდა, კაცი
საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის“. ამგვარად აქვს თავი დაკარგული სახალხო პოეტ-
მთქმელს, გარკვეული აზრით, სწორედ ამ დაკარგვით იქმნება ნამდვილი ხალხური
ნაწარმოები,როგორც კოლექტიურის საკუთრება.

2. ჯადოსნური ზღაპრის სტუქტურა

ზღაპარი ზეპირი მოთხრობაა,რომელიც დაფუძნებულია შეგნებულ მხატვრულ


გამონაგონზე.როცა ლაპარაკია ხალხის სულზე, თავისებურებებზე,ხასიათზე, ხალხურ
ზღაპარს მოიხმობენ ხოლმე. აღსანიშნავია,რომ საკვლევის ობიექტის სირთულისა და
სივრცელის გამო ამ ჟანრის შემსწავლელი მეცნიერება ცალკე დისციპლინადაა
გამოყოფილი(ზღაპართმცოდნეობა).ფოლკლორულ ეპოსში ზღაპრის სამ სახეობას
გამოყოფენ:ზღაპრები ცხოველების შესახებ,ჯადოსნური ანუ ფანტასტიკური
ზღაპრები,საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ნოველები(ანეკდოტები). ამ დაყოფას
საფუძვლად უდევს ზღაპრებს შორის ფაქტობრივად არსებული განსხვავება. ზღაპრის
ეპოსის ყოველ სახეობას სპეციფიკური თავისებურება აქვს. ჯადოსნურ ზღაპარში
რეალურ სინამდვილესთან ძნელად შესათვისებელი ამბებია გადმოცემული,
დახატულია არაჩვეულებრივი სამყარო,მოქმედებენ სასწაულებრივი პერსონაჟები,
ადამიანთა ბუნება იცვლება,გამოხატულია სიკეთისა და ბედნიერების მისწრაფება. ასეთ
ფანტასტიკურ გარემოს,მაგალითად,საყოფაცხოვრებო-ნოველისტურ ზღაპარში ვეღარ
შევხვდებით.ჯადოსნური ზღაპრის სტილი განმსაზღვრელი კომპონენტებია
:ჟანრი,მხატვრული მეტყველება,რომელიც აერთიანებს თხრობის რიტმს,ტემპს, ტონსა
და ინტონაციებს, კომპოზიცია და საგნობრივი გამომსახველობა. ჯადოსნური ზღაპრის
ტექსტში ხშირად ვხვდებით ისეთ მზა ფორმულებს,რომლებიც სტილის შექმნას და მისი
მხატვრული ქსოვილის დახვეწას უწყობს ხელს,ამაღლებს ტექსტის გამომსახველობით
უნარს. მზა ფორმულები გამოიყენება: ა) პერსონაჟთა გარეგნობის ხატვისთვის( ქალი
ისეთი მშვენიერია, რომ უფრო ლამაზს ვერც ნახავს კაცი და ვერც ინატრებს) ბ) გმირის
და გველეშაპის ბრძოლის გაფორმებისთვის (გავარდა ხმა გველეშაპის სიკვდილისა და
ქვეყანა ერთმანეთს ეცა) გ) სმენელებთან კონტაქტის განახლებისა და ზღაპრის თხრობის
გაჭიანურების (,,თავი რომ არ მოგაწყინოთ"... ,,ან რაღა ბევრი გავაგრძელოთ") დ)
მეზღაპრის კომენტარებისთვის ( ,,მაგრამ რას გაუგონებდნენ") ე) ადამიანის სუნის
გაგებაზე მითითებისთვის (,,დედი ადამიანის სუნი მომდისო") ვ) მკვდარი გმირის
გაცოცხლებისას ნათქვამი (,,უჰ,რამდენ ხანს მძნებიაო"), ჯადოსნურ ზღაპარში
ძირითადი ადგილი მთქმელი თხრობას უკავია,თუმცა პერსონაჟებიც საუბრობენ.
ჯადოსნური ზღაპრის სტილისთვის უცხოა ერთ საგანზე ყურადღების დიდხანს
შეჩერება.იგი მუდმივად მოძრაობს და საზღაპრო მოქმედების ხასიათს შეესაბამება.
ტროპების გამოყენებით მეზღაპრე ზრდის ტექსტის სახეობრიობას ხოლო ტიპობრივი
19
ფორმულებით კაზმავს მოთხრობას ხვეწს სტილს, ამკვიდრებს განსაკუთრებულ
შთაბეჭდილებას. ჯადოსნური ზღაპრის ენობრივი სტილის ერთტიპობრივობა ხალხის
ცხოვრებისა და მათი წარმოდგენების ერთგვარობისა და მრავალსაუკუნოვანი
ტრადიციის გამოძახილია.ზღაპარი სამი ნაწილისაგანშედგება: 1)დასაწყისი , რომელსაც
შეიძლება ვუწოდოთ „წინკარი“ 2)თავად ზღაპრის შინაარსი და 3)დასასრული,რომელსც
შეიძლება ვუწოდოთ „გამოთხოვება ზღაპართან“. ქართული ზღაპრის კლასიკური
დასაწყისი „იყო დ არა იყო რა“, რომელსაც მსმენელი რეალობიდან გადაყავს ზღაპრის
სამყაროში. „გამოსათხოვარი“ ფორმულაა „ჭირი იქა ,ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“.
მისი მიზანია გაშუალებით, არა ნახტომით დააბრუნოს მსმენელი ზღაპრის სამყაროდან
ყოფით სინამდვილეში. წინკარსა და „გამოსათხოვარ“ ფორმულას შორის მოქცეულია
საკუთრივ ზღაპარი. ვლ.პროპმა ჩამოაყალიბა ძირითადი დებულებები , რომელიც
ყველა ჯადოსნური ზრაპრისთვის საერთოა: 1)ზრაპრის ფუნქციათა რიცხვი
განსაზღვრულია. 2)ფუნქციათა თანმიმდევორბა ყველა ზღაპარში უცვლელია. 3)ყველა
ჯადოსნური ზღაპარი თავისი წყობით ერთი ტიპისაა. ვლ.პროპის მიხედვით ფუნქცია
ზღაპრის სიუჟეტის ისეთი ერთეულია, რომელიც შემდგომ დაყოფას არ ექვემდებარება.
მეორე საკითხია თუ რა თანმიმდევრობით სრულდება ეს ფუნქციები ზღაპრის დრო-
ჟამში. ზღაპარი იწყება მთავარი გმირის სახლიდან გასვლით და მთავრდება ქორწილით
ან გამეფებით. ზღაპრის მრავალფეროვნებასა და სირთულეს ფუნქცითა ჯაჭვი ქმნის.
ფუნქციები განაწილებულია პერსონაჟთა შორის, რომლებიც უნდა გამოვარჩიოთ არა
ვინაობის, არამედ მათი შესრულებული, ან მათზე დაკისრებული ამოცანის მიხედვით.
პერსონაჟთა რაობა ვლ.პროპის მიხედვით არ არის შვიდზე მეტი. ეს მაქსიმალური
რიცხვია, რომელიც შეიძლება არ იყოს და არც არის რეალიზებული ყველა ზღაპარში.
ესენია: 1)მთავარი გმირი 2)გამსტუმრებელი 3)მავნე (ანტაგონისტი) 4)შემწე 5)მჩუქებელი
6)ცრუ გმირი 7)მეფის ასული ან მისი მამა

3. მითოსის განმარტება, მარადიული გაზაფხულის მითოსი

სამი ბერძნული სიტყვა: მითოსი, ეპოსი,ლოგოსი, თითქმის სინონიმებია. ჰომეროსის


ეპოქაში ისინი აღნიშავენ ნათქვამ სიტყვას, ამბავს, მნათხრობს და ა.შ. ყველაფერს რაც
მოიცავს და ატარებს რაიმე ინფორმაციას. მათ შორის დიფერენციაცია მოგვიანებით
ხდება, მოგვიანებით ამ სამმა სიტყვამ გამოხატა ადამანის სიტყვიერი შემოქმედების სამი
სახეობა: მითოლოგიური,ეპიკური, ლოგიკური. ეპიკური ანუ მხატვრული შემოქმედების
ენა ტროპის უმარტივეს სახეზე-შედარებაზეა დამყარებული. შედარება ხორციელდება
ავშირებით: ,,როგორც“, ,,ისევე“, ,,თითქოს“ და ა.შ. ლოგიკური აზროვნება მიელტვის
ზუსტ ცოდნასა და დეფინიციებს, მისთვის ამგვარი შედარებები გამოუსადეგარია.
პირველ წინამძღვარს: ,,ყოველი ადამიანი მოკვდავია“ უნდა მოსდევდეს: ,,სოკრატე
20
ადამიანია“ და არა ,,სოკრატე ადამიანს ჰგავს“. მითოსი განსაკუთრებული ტიპია
აზროვნებისა, რომელიც განსხვავდება სინამდვილის მხატვრული ასახვისგან,
რამდენადაც მას სურს საგნებისა და მოვლენების იგივეობა დაინახოს და ხედავს კიდეც.
მითოსისთვის მთვარე არა მხოლოდ ჰგავს, ხარის რქას ან ნამგალს,არამედ თავად არის
რქაც და ნამგალიც.

მითოსი მიწიერი სამოთხის შესახებ ფართოდაა გავრცელებული ძველი ხალხების


მითოლოგიაში, შუმერიდან დაწყებული ინდოირანული სამყაროთი დამთავრებული.
მას ყველგან თავისებური სახე აქვს და დაკავშირებულია იმ ქვეყნის რეალიებთან სადაც
ის შეიქმნა. საქართველოში მარადიული გაზაფხულის მითოსი თამარ მეფეს
უკავშირდება. იმ საზოგადოების ცნობიერებაში,სადაც ეს მითოსი ჩაისახა თამარის
სამეფო წარმოდგენილი იყო ოქროს ხანად, თამარი-მის ერთპიროვნულ შემოქმედად,
მზურნველად,მფარველად. თუ ისტორიულად ,,ოქროს ხანა“ ისტორიული პროცესის
კულმინაციაა, მითოლოგიურად მისი დასასრული, ისტორიული დრო-ჟამის
დასაწყისია. მითოსი, რომელიც მრავალი ვარიანტითაა ცნობილი მოგვითხრობს: ერთ
დროს თამარ მეფეს ტახტი იალბუზზე ედგა, მის სამეფოში ზამთარი და სიცივე არ
არსებობდა. თამარის მარადფიულ სამეფოში არც სნეულება იყო, არც სიბერე, არც
სიკვდილი, რადგან დრო-ჟამის მიმდინარეობა შეჩერებული იყო.ამას კი დრო-ჟამის
მომყვანი ფრინველი განაპირობებდა, რომელიც თამარს ჰყავდა დატყვევებული
სასახლის ერთ–ერთ ოთახში. ერთხელ თამარი ბარად წავიდა, გასაღებები კი თავის
ერთგულ მსახურს ჩააბარა, რომელსაც უბრძანა, რომ ის ერთი ოთახი არ უნდა გაეღო.
მაგრამ მსახურს ცნობისმოყვარეობამ სძლია, კარი გააღო და დრო–ჟამის ფრინველი
გაუფრინდა. იმ წუთიდან ცა მოიღრუბლა და თოვლი წამოვიდა, მთა სასახლითურთ
დაიფარა. თამარი ვეღარ ავიდა სასახლეში და დარჩა ბარად. ასე დაიკარგა მარადიული
გაზაფხული. ერთდროულობა სივრცეში,რასაც ტამარის სამეფო წარმოადგენდა, შეცვალა
თანმიმდევრობამ. დრომ დაიპყრო სივრცე და გაბატონდა მასზე.

თამარი,როგორც დაკარგული სამოთხის დედოფალი, ესქატოლოგიურ-მესიანისტური


ფიგურა ხდება, ხალხის წაროდგენით, მას ოქროს კუბო-აკვანში სძნავს. დადგება
ჟამი,როცა გაიღვიძებს და კვლავ მარადიულ გაზაფხულს დაამკვიდრებს.

თამარის სამოთხის მითოსს აქვს სხვა სემანტიკური ორეული,რომელიც სხვა სიუჟეტის


მეშვეობით იმავე მითოლოგიურ ამბავს მოგვითხრობს. ქალწულობაში თამარ
დედოფალი ისეთი წმინდა ყოფილა,რომ მის სამოსს სხივი იკავებდა, ლოცვის დროს
მაღლა აიწევდა და სანამ ლოცულობდა, ჰაერში იდა. მას სურდა, სამუდამოდ
ქალწულად დარჩენილიყო და მუდამ გაგრძელებულიყო სამოთხისებური მდგომარეობა,
მაგრამ რაკი მემკვიდრე აუცილებელი იყო, ის მზისაგან დაფეხმძიმდა და
სამოთხისებური ყოფაც დასრულდა. ბავშვი რომ დაიბადა, თამარმა მსახურს უბრძანა
21
იგი უსიერ ტყეში დაეტოვებინა,მაგრამ განგებამ ბავშვს ირემი მოუვლინა, რომელმაც მას
ძუძუ აწოვა. ერთ დღეს თამარი სანადიროდ წავიდა, მნადირეებმა ირემი დაინახეს,ის
იყო უნდა ესროლათ,რომ მუცელზე ამოკრული ბავშვი დაუნახეს,ეს ამბავი თამარს
შეატყობინეს, ტამარი მიხვდა,ვინ უნდა ყოფილიყო ბავშვი და სასახლეში წაიყვანა. ასე
იპოვეს გადაგდებული მემკვიდრე და დაარქვეს ლაშა(მზის ნათელი)., გაზარდეს და
როცა სრულწლოვანი გახდა, გაამეფეს. პირველ ტექსტში თუ აკრძალვა ტოტალურად
ცვლის ქვეყნიერების მდგომარეობას,მეორე ტექსტში აკრძალვა ერთი პიროვნების ბედზე
გადატყდება. რამდენად თამარი სამოთხისეული ყოფის ნიშნებს ატარებს მისი
მდგომარეობა მთელ ქვეყანაზე ვრცელდება. ასევე ეჭვს არ უნდა იწვევდეს,რომ
ხალხური-თქმულება მითოსი თამარის შესახე გამოძახილია იმ სამეფო
იდეოლოგიისა,რომელიც მსჭვალავს საისტორიო თხზულებას ,,ისტორიანი და აზმანნი
შარავანდედთანი“.

4. ამირანის ბრძოლა დევებთან

ამირანის ამბავს მთელ საქართველოში იცნობენ,იგი თითქმის ყველა ისტორიულ


მხარეშია დადასტურებული.ეპოსმა ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია. იგი
არსებობს თხრობითი ტექსტის სახით,რომელშიც ალაგ-ალაგ ლექსითი ნაწილებია
ჩართული. ამირანიანი არ არის ისტორიული ეპოსი,აქ არ გვხვხვდება არც-ერთი
ისტორიული რეალია. ,,ამირანიანის" ქრონოტოპოსი ზღაპრულ დროსა და სივრცეს
მოგვაგონებს,თუმცა ,,ამირანიანი" ზღაპარი არ არის,სწორედ მისი ტრაგიკული
დასასრულის გამო. ,,ამირანიანს" უნდა ვუწოდოთ ,,ტრაგიკული ეპოსი",სადაც საგმირო-
სათავგადასავლო და მითოლოგიური მოტივებით შეძერწილია ადამიანის აღზევებისა
და დაცემის დრამა.ეპიკური გმირის ბიოგრაფიში აუცილებელი ეპიზოდია ბოროტ
ძალებთან ბრძოლა. ამირანის ეპოსში ამ ძალებს დევები წარმოადგენენ. ამირანი დევებს
განსაზღვრული, ერთჯერადი მიზნის მისაღწევად ებრძვის,როგორიცაა მაგალითად
იამანის თვალის დაბრუნება. ამირანი მოწოდებულია დაამკვიდროს ამ ქვეყანაზე
სიკეთე, ნათლიისგან სწორედ ამისთვის აქვს ძალა მინიჭებული. ის მამობილის ოჯახს
მოევლინება მხსნელად. ადამიანებს უბრუნებს დევების მიერ მიტცებულ ტერიტორიებს
და ათავისუფლებს მას დევებისგან. ისევე როგორც ღვთისშვილთა და დევთა ბრძოლის
ეპოპეაში, დევების განადგურების შემდეგ უკანასკნელი დევი რჩება,რომელსაც
საბოლოოდ იახსარი მოუღებს ბოლოს. აქაც გამოცნდება ერთი დევი,რომელიც უნდა
განადგურდეს,რათა გამოჩნდეს ახალი ზღურბლი გმირის გზაზე. ამ დევის სახელი
გამოჩნდება შესანიშნავ ბალადაში,რომელიც ,,ამირანიანის“ ბევრ ჩანაწერში იპოვება.
ამირანი და მისი ძმები სანადიროდ გამოვიდნენ,მათ წინ გამოუხტათ ირემი,რომელმაც
ისინი ცამცუმის კოშკთან მიიყვანა, ცამცუმი მკვდარი დაუხვდათ, იგი წერილით
იუწყებოდა,რომ მოუკვლელი დარჩა ერთადაერთი ბაყბაყდევი. წერილის ავოტორი
22
წამკითხველს დევთან გასწორებისთვის სთავაზოს თავის იარაღს, ცოლს და სხვ. სწორედ
ამ დევისგან იგებს ამირანი ყამარის ამბავს, დევის ეპიზოდი მომავალი ეპიზოდის
ჩანასახია, მისი მოჭრილი თავიდან სამი ჭია, ამოვა,რომლებსაც დაინდობს ამირანი,
როგორც გილგამეშმა დაინდო ხუმბამბა, ენქიდუს რჩევის მიუხედავად. სამი ჭია სამ
გველეშაპად იქცევა, რაც გმირის ცხოვრებაში ახალ დაბრკოლებას აჩენს. გველეშაპთან
ბრძოლის ეპიზოდი ცენტრალურია ამირანის თავგადასავალში, ეს არსებითად
განსხვავდება დევებთან ბრძოლისგან. დევები მრავლად არიან, გველეშაპი კი ერთია,
ანუ ის გველეშაპი რომელმაც გმირი უნდაჩაყლაპოს. ამდენად გმირს თავის ცხოვრებაში
ერთხელ უხდება გველეშაპთან შებმა. იგი, ცხადია, ამარცხებს მას, მაგრამ გველეშაპის
ძლევა განსხვავდება სხვა ბოროტ ძალთა ძლევისგან. როგორც წესი, გველეშაპა უნდა
შთანთქას მებრძოლი გმირი, რათა გმირმა შიგნიდან დაამარცხოს იგი და შემდეგ მისგან
მეორედ იშვას. გველეშაპმა შთანთქა ამირანი, რომელსაც ჩაყვა დანა და მისი მეშვეობით
გამოვიდა გველეშაპის მუცლიდან. ამირანის თავგადასავალში ეს ეპიზოდი ზღურბლია,
რომლის გადალახვის შემდეგ მისი ყოფა ახალ საფეხურზე ადის. ამირანი იმ გმირთა
წყებას ეკუთვნის,რომლებიც ნამყოფნი არიან გველეშაპის მუცელში,როგორც ელინთა
გმირი ჰერაკლე ამარცხებს ურჩხულს,რომელსაც მეფის ასული ჰესიონე უნდა ჩაეყლაპა,
იასონი ოქროს საწმისის მცველმა ურჩხულმა ჩაყლაპა. შთანთქმა თავისი წარმოშობით
კოსმოგონიური მოტივია. გველეშაპის მუცლიდან გამოსული ამირანი ახალშობილი
ნიშნებს ატარებს,რაც გროტესკულადაა გადმოცემული: ,,ამირანი დაიბადა,გოჭსა
ჰგვანდა ხუხალასა" წვერულვაშს გაცვენა მიგვანიშნებს,რომ ამირანის ბიოლოგიური
დრო უკუქცეულია მისი საშოში დაბრუნებით. დრო ხელახლა უნდა ამოძრავდეს,
,,ხუხალა" უნდა გამოშუშდეს, ამ პროცესს შემდეგში იგრი ბატონის წყალი დააჩქარებს.

ბილეთი 5

1. ფოლკლორული ნაწარმოების შემსრულებელნი (მთქმელნი და ავტორმთქმელნი)

ფოლკლორი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ხალხურ ცოდნას. მე-19 საუკუნის შუა წლებში


ევროპელებმა ძველი პოეზიისა და რწმენა ჩვეულებების აღსანიშნავად დაამკვიდრეს ეს
ტერმინი. ფოლკლორი ხალხის სიტყვიერი შემოქმედებაა,რომელიც ნაყოფია მრავალი
ადამიანის ერთობლივი შემოქმედებისა.ზეპირსიტყვიერი ნაწარმოებეი იქმნება
მშრომელი მასების მიერ კოლექტიურად, კოლექტიურობა, რა თქმა უნდა, გუნდურ
აზროვნებას არ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა ერთი ადამიანის გონებაში მწიფდება, მაგრამ
ლექსის დამწყების მსოფლ აღქმა თავისი წრის წარმომადგენელთა თვალსაწიერს არ
სცდება.ფოლკლორული ტექსტები ტრადიციულობისა და საერთო მსოფლმხედველობის
ჩარჩოებში იქმნება. შეიძლება ვთქვათ,ფოლკლორსა და ადამიანურ ყოფას შორის
სისხლხორციელი კავშირია. ადამიანები ქმნიდნენ ზეპირსიტყვიერ ტექსტებს შრომის
23
სიმძიმის შესამსუბუქებლად, რიტუალების, წეს-ჩვეულებების
შესასრულებლად,სადიდებლად. თქმულებების გადამცემთ მთქმელებს უწოდებენ.
მთქმელობა მასობრივი მოვლენაა,მაგრამ ამ საქმიანობაშიც განირჩევიან ადამიანები
ნიჭისა და ტალანტის მიხედვით. მთქმელის ერთი კატეგორია არაფერს ცვლის ტექსტის
მხატვრულ-გამომსახველობაში. მეორე კატეგორია კი ამ საქმეს შემოქმედდებიტად
უდგება. ფოლკლორული ნაწარმოები ხომ ზეპირად სრულდება მეხსიერებაზე
დაყრდნობით, ეს ტრადიცია მთქმელს აიძულებს, იმპროვიზაციის გზას დაადგეს. ამის
საჭიროება ჩნდება ზოგჯერ მაშინ,როდესაც შესრულების პროცესში მთქმელს
დაავიწყდება ლექსში ფრაზა, ან ეპიზოდი, მსგავს შემთხვევაში მთქმელი ექსპრომტად
ქმნის ხოლმე ფრაზას ლექსისათვის, ასევე იმპროვიზაციას განაპირობებს აუდიტორია,
ბავშვთა აუდიტორია თხრობის სხვა მანერას ითხოვს, უფროსთა აუდიტორია-სხვას.
ასევე ცალკე გამოიყოფა ავტორ-მთქმელი,რომელსაც ინდივიდუალური შემოქმედის
წინამორბედადაც თვლიან. იგი ტრადიციულის გვერდით საკუთარსაც ქმნის.
აღსანიშნავია,რომ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორია არ სცილდება
ტრადიციულობის ჩარჩოებს. ავტორ-მთქმელი თხზვის ნიჭს ფლობს და მთქმელზე
ერთი საფეხურით მაღლა დგას. თანამედროვე ავთორ-მთქმელთა შემოქმედებაში
შფოლკლორის შემქმნელ საზოგადოებას ინდივიდუალური და არაორდინალური
აზროვნება არ ახასიათებს. იგი ერთგვარი მთლიანობაა მსგავსი მსოფლმხედველობისა
და პრობლემების ადამიანებისა. სწორედ ტრადიციულობა და საყოველთაო აზრის
გათვალისწინებაა ფოლკლორული ნაწარმოებების სიცოცხლის გარანტი, რადგან ისინი
უნდა შემოინახოს ცნობიერებამ და არა ქაღალდებმა. საზოგადოება კი არ შეინარჩუნებს,
იმას,რაც არ ეთანადება მის სულს.

2. ნოველისტური ზღაპარი

ზღაპარი ზეპირი მოთხრობაა,რომელიც დაფუძნებულია შეგნებულ მხატვრულ


გამონაგონზე.როცა ლაპარაკია ხალხის სულზე, თავისებურებებზე,ხასიათზე, ხალხურ
ზღაპარს მოიხმობენ ხოლმე. აღსანიშნავია,რომ საკვლევის ობიექტის სირთულისა და
სივრცელის გამო ამ ჟანრის შემსწავლელი მეცნიერება ცალკე დისციპლინადაა
გამოყოფილი(ზღაპართმცოდნეობა).ფოლკლორულ ეპოსში ზღაპრის სამ სახეობას
გამოყოფენ:ზღაპრები ცხოველების შესახებ,ჯადოსნური ანუ ფანტასტიკური
ზღაპრები,საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ნოველები(ანეკდოტები). ამ დაყოფას
საფუძვლად უდევს ზღაპრებს შორის ფაქტობრივად არსებული განსხვავება. ზღაპრის
ეპოსის ყოველ სახეობას სპეციფიკური თავისებურება აქვს.

ნოველისტურ ზღაპარს სხვაგვარად მოიხსენიებენ როგორც საყოფიერო ზრაპარს ან


ხალხურ ნოველას. საყოფიერო ზღაპრის სახით ჩვენ წინაშეა ხალხური ნარატივი, ცხადია
24
საყოფიერო ზღაპარი თუ ხალხური ნოველაც გამონაგონზეა დაფუძნებული მაგრამ ეს
გამონაგონი არსებიოთად განსხვავდება როგორც ცხოველთა ისე ესქატოლოგიური
ზღაპრის გამონაგონისგან. იგი სავსებით რეალისტური გამონაგონია, რამდენადაც თავის
სიუჟეტში არაფერს შეიცავს ისეთს, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ მოხდებოდა.
მისიპერსონაჟები რეალური ადამიანები არიან, საზოგადოების ყველა ფენის და
ხასიათის წარმომადგენლები. ყველა, ვინც ამ ნარატივში მოანწილეობს, სავსებით
პრაგმატულია, მაგრამ მთავარი გმირი ცოტა უცნაური ქცევისაა, ცოტა არ იყოს ბრიყვის
შთაბეჭდილებას ტოვებს.ერთი სიტყვით არ იქცევა სტანდარტულად, მაგრამ საბოლოოდ
სწორედ ის იმარჯვებს. ნოველისტურ ზღაპარში უბრალო მეცხვარის, ჯარისკაცისა თუ
უბრალო გლეხკაცის ცხოვრება და პრობლემები დაახლოებულია რეალურ ცხოვრებაში
არსებულ პრობლემებთან. ასეთი ზღაპრების გმირების მტრებად გამოყვანილნი არიან
მეფე,ბატონი, მდიდარი, მოსამართლე,სოვდაგარი და სხვ. ამგვარი დაპირისპირება
პერსონაჯებისა ამძაფრებს საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრების სოციალურ
ფონს. ქართული ზღაპრებისა და ანეკდოტების დიდ ნაწილში ასახული ცხოვრების
სურათები ძალიან ჰგავს გასული საუკუნის ქართული სოფლისა და ქალაქის ყოფას.
სოციალური და ყოფითი პრობლემებიც იმავე პერიოდს განეკუთვნება და ამის მიზეზი
ისაა,რომ ნაწარმოებთა ჩაწერა მე-19 საუკუნეში დაიწყო. ეს ბუნებრივია არ ნიშნავს,რომ
საყოფიერო ზღაპარი თავისუფალია ზოგიერთი არქაული რწმენისა და
წარმოდგენისაგან. ისინი ძველი მსოფლმხედველობის ნაშთის სახითაა ზღაპარში
შემორჩენილი, სახეშეცვლილი და შერწყმულია ახალ სოციალურ იდეებთან.
საყფაცხოვრებო-ნოველისტურმა ზღაპარმა,როგორც შედარებით გვიან შექმნილმა სახემ
საზღაპრო ეპოსისა აითვისა ცხოველთა და ჯადოსნური ზღაპრისათვის
დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშან-თვისება(მაგ. ყოფითი ნივთებისგამოყენება
ჯადოსნური საგნის ფუნქციით და სხვ). საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრები თუ
ანეგდოტები გამოირჩევა თემატიკის მრავალფეროვნებით, მათში დაცინვის საგნად
ქცეულან ზარმაცები, ახირებულნი,მორალატეები, ქურდები და სხვ. არანაკლებ
მრავალფეროვანია ზღაპარში დამუშავებული თემები, მოგვითხრობენ ბრძენ გოგონებზე,
ცოლების გამოცდაზე, ბატონებსა და მსახურებზე, მოხერხებულ ქურდებზე...

ცხოვრებისეული სინამდვილე ხალხურ ნოველებში ერთი პრინციპითაა ასახული-


უკიდურესადაა გამწვავებული კლასობრივი და საყოფაცხოვრებო პრობლემებისაგან
წარმოქმნილი კომფლიქტური სიტუაციები. ზღაპრებს ერთმანეთსაგან განასხვავებს
თემები და იდეები, მოქმედების დრო და სივრცე. სოციალური უთანასწორობის
მოსპობის ერთი ყველაზე პოპულარული გზა ასეთ ზღაპრებში გლეხკაცის ხელმწიფის
ასულზე დაქორწინება. ან გლეხის გოგოს გადედოფლება. ზღაპარი გმობს
უმადურობას,სიბრიყვეს, გაუმაძღობას, ანგარებას ყველა მანკიერებას ადამიანის
ბუნებისა. მრავალი ნოველისტური ზღაპარია აგებული იმ ლოგიკით,რომ უარყოფითი

25
თვისების პერსონაჟმა შეიგნოს თავისი ნაკლი და გამოსწორდეს. საყოფაცხოვრებო-
ნოველისტურ ზღაპრებში ერთი შეხედვით უამრავი პერსონაჟი მოქმედებს,მაგრამ
სინამდვილეში ჯადოსნრი ზღაპრის ნაცვლად გმირთა მრავალფეროვნება აქაც
მოჩვენებითია და მასში პერსონაჟთა მხოლოდ რამდენიმე ტიპია გამოყვანილი.
საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრების კომპოზიცია მარტივია, ნოველებს იწყებს
მოკლე ექსპოზიცია,სადაც მითითებულია გმირის სოციალური მდგომარეობის
შესახებ(,,ცხოვრობდა ერთი ხელმწიფე“, ,,ერთ სოფელში წუწკი მღვდელი იყო“)ამის
შემდეგ უკვე დაისახება კონფლიქტი,რასაც მოსდევს სიუჟეტის ძირითადი ნაწილი.
ზღაპრის დასასრული ცალკე არ გამოიყოფა იგი თანხვდება ფინალს, ვერ ვხვდებით
როგორც დასაწყისსა და დასასრულს, ისე შინაგან ტიპობრივ ფორმულებს,როგორც
ჯადოსნურ ან კუმილაციურ ცხოველთა ზღაპრებში. გმირის არ სჭირდება კონფლიქტის
გადასაწყვეტად იმხელა ძალისხმევა,რამხელაც ჯადოსნური ზღაპრის მთავარ
გმირს,ამიტომ საყოფიერო ზღაპრის კომპოზიცია უფრო სადაა.

3. კულტის დაარსების მითოსი

(მითოსის განმარტება, იხ: გვ.20 მე-4 ბილეთის მე-3 საკითხში,სადაც მითოსზეა საუბარი ყველგან
შეგვიძლია დავწეროთ,გაიზ <3) ამ წრის ტექსტები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშია
გავრცელებული, არსებობს სამი ვარიანტი:

ა) ხე ამოდის კელიაში, რითაც ჯვარი, ხატი, ნიშანს აძლევს ოჯახს დაუთმოს მას
საცხოვრებელი. ერთი ვარიანტის მიხედვით მოსახლე ნებაყოფლობით ტოვებს
საცხოვრებელს, რითაც ხელს უწყობს სოფელში ჯვრის დაარსებას. მეორე ვარიანტში
სოფელი წინააღმდეგობას უწევს ჯვარს, სამგზის ჭრის ხესდა კაფავს მასზე შმოხვეულ
გველს. მესამე დღეს გველი ყველასგან მალულად წამლავს კერძს. ჯვრს სასჯელს
მხოლოდ ბავშვები და ქალები გადაურჩებიან, რომლებიც ტრაპეზს არ გაიზიარებენ.
კერიაში ხის ამოსვლის სიუჟეტი დადასტურებულია სოფოკლეს დრამაშიც „ელესტრა“.

ბ) კოპალას ხატის დაარსება კარატისწვერზე– საძოვარზე მწყემსი ქალ–ვაჟის თვალწინ


ჩამოვარდება ციდან ჯაჭვი და თასი. ქალ–ვაჟი კენჭისყრით გაინაწილებენ ნივთებს და
სახლში წაიებენ. თასი ქალს შეხვდება , ჯაჭვი კი–ვაჟს. ნივთები სახლებში ხმაურს
ატეხენ, ამიტომ დაეკითხებიან ქადაგს და ის ურჩევს იმ ადგილას, სადაც ნივთები
ცამოცვივდა საკულტო კოშკის აგებას და ნივთების იქვე ჩამარხვას. კარატის წვერი
გამყოფი მტაა ფშავის და ხევსურეთის სოფლებს შორის.

26
გ) ერთი ლაკათხეველი კაცი (მთიულეთის სოფელია) გვარად ქარჩაიძე, ტყეში ხეს ჭრის
სახლის ასაშენებლად. მოდის მტრედი , ნისკარტით მიაქვს ნაფოტები და დუმაცხოს
ტყეში მათგან ეკლესიას აშენებს. ქარჩაიძე შეატყობინებს სოფელს და სოფელი მას
ეკლესიის აშენებას სთხოვს. გასამრჯელოდ ქარჩაიძე მის მიერ მოყვანილი საკლავის
პირველ რიგში შეწირვის უფლებას მიიღებს. სახლის მშენებლი ეკლესიის მშენებლად
იქცევა.

4. ბალადა „შემომეყარა ყივჩაღი“

(ბალადის ზოგადი განმარტება),,შემომეყარა ყივჩაღი“ საგმიროსა და სატრფიალოს მიჯნაზეა.


საგმიროა, რადგან ორთაბრძოლით მთავრდება, ხოლო სამიჯნურო კი იმიტომ, რომ
ქალია ჩართული. მისი შინაარსი ასეთია: ბალადა მონოლოგური თხრობისაა. ამბავს
გადმოგვცემს ქალის მეუღლე, რომელსაც მუხრანთან შეხვდება ყივჩაღი. მან შეასრულა
მასპინძლის მოვალ;ეობა და სტუმარს ყველა თხოვნა შეუსრულა. პური და ხორცი
უნდოდა–აჭამა, ღვინო მოითხოვა–დაალევინა, მაგრამ როდესაც ცოლიც მოსთხოვა ამაზე
უარი უთხრა და შეებრძოლა, რადგან ყივჩაღმა ხელი მოჰხვია და აკოცა, ქალმა კი
შესტირა: „ვაი ცოლს ცუდის ყმისასა“. აღსანიშნავია, რომ ბალადის დასასრული
სხვადასხვანაირია: მხედარი კლავს ყივჩაღს და ცოლს მშობლებს მიჰგვრის, ან ორივე
მხედარი კვდება და ,,ქალი წავიდა ძმისასა“(სხვა ვარიანტით ,,სხვიასას“) ფიქრობენ,რომ
ტრადიციული ქართული მორალის თანახმად მიუღებელია ასეთი ქმრის პატრონი
ცოლის ,,სხვისას“ წასვლა. ეს არის ჩვენი ცნობიერებისთვის უცხო თვალსაზრისი,თუმცა
არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ქალისთვის ცხოვრება გრძელდება და არც დოგმა არსებობს,
ანუ როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისეთ გზას აირჩევს. საზოგადოდ ფიქრობენ,რომ
ბალადის,როგორც ჟანრის, პოეტიკა ორივემხედრის სიკვდილს ითვალისწინებს, რის
გამოც ბალადის კეთილი ფინალი აქ წარმოდგენილი დაპირისპირებისთვის სრულიად
ხელოვნური ჩანს. მხატვრული თვალსაზრისით გამართლებულად მიიჩნევენ
ფინალს,რომლის მიხედვითაც, ,,ქალი წავიდა სხვისასა“. ბალადის ჟანრისთვის
დამახასიათებელი ტრაგიზმი სიმძაფრე სწორედ ურთიერთობათა ამგვარად
დასრულების გზით იზრდება. ვახტანგ კოტეტიშვილმა გამოთქვა ვარაუდი,რომ
ბალადის მოქმედების ადგილი და მომხდურის ვინაობა შეესაბამება ისტორიულ
სინამდვილეს. დავით აღმაშენებელმა ქსნის ხეობაში ჩამოასახლა ყივჩაღები, ბალადაშიც
მუხრანის საზღვარია დასახელებული, ამდენად ბალადა მე-13-მე-14 საუკუნეებზე გვიან
წარმოშობისა არ უნდა იყოს. თუმცა ბალადის დათარირება ამ ფაქტზე დაყრდნობით არ
შეგვიძლია დაზუსტებით,რადგან მოძალადეს სხვადასხვა ვარიანტში, სხვადასხვა
სახელი ჰქვია, მაგალითად: ხირჩალა,ჯიმშერი, გიმშელი, ყაჩაღი და სხვ.

27
ბილეთი 6

1. ფოლკლორის სპეციფიკული ნიშანი – ვარიანტულობა

ფოლკლორულლ ნაწარმოებს, ისევე როგორც ლიტერატურულს, ახასიათებს


ვარიანტულობა, თუმცა მათს ვარიანტებს შორის პრინციპული განსხვავებაა,
ზეპირსიტყვიერი ნაწარმოები მრავალი ადამიანის გადამუშავების შედეგად იქცევა
ტრადიციულად. გადამუშავების პროცესში მთქმელები ნიჭისა და ტალანტის
მიხედვით ცვლიან ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობით მხარეს, რა თქმა უნდა,
არა თავისუფლად,არამედ ტრადიციულობის ჩარჩოებში,ლიტერატურული
თხზულების ვარიანტებს კი თავად ავტორი ქმნის კორექტირების პროცესში, მან
შეიძლება ნაშრომის ერთი დასრულებული ნიმუში გაასაჯაროვოს მხოლოდ.
ერთმანეთის ვარიანტად შეგვიძლია მივიჩნიოთ იდეურ-მხატვრულად და
კომპოზიციურ-სტილისტურად მსგავსი ორი სხვადასხვა პირისაგან ჩაწერილი
ტექსტი,რომლებსაც ჩვეულებრივ არაიდენტურობა ახასიათებს. ერთი და იმავე
ნაწარმოების განსხვავებულობის საფუძველი შეიძლება გახდეს მთქმელის გემოვნება,
იმპროვიზაციის ნიჭი,იმპროვიზაციის პირობას კი თავის მხრივ ქმნის გარემო,
აუდიტორია,რომელიც ასაკის მიხედვით მთქმელისგან თხრობს განსხვავებულ
მანერებს ითხოვს. ზეპირსიტყვიერებას თავის ბეჭედს ასვამს დროც, ცხოვრებისეული
ცვლილებები მელექსის თვალსაწიერი გავლით ნაწარმოებშიც გამოკრთება ხოლმე.
ზეპირი გავრცელება ფოლკლორის უმთავრესი სპეციფიკაა ეს კი უთუოდ იწვევს
ცვლილებებს. ზეპირი სიტყვა დროსა და სივრცეში იცვლება და აჩენს ვარიანტებს.
მკაცრი აზრით ხალხური ტექსტი მხოლოდ მისი რომელიმე ვარიანტის სახით
არსებობს,ამაოა მისი არქეტიპული ,,კანონიკური“ ტექსტის ძიება. არქეტიპი
მთქმელის გონებაში ჩრდილის სახითაა დაცული და ის ყოველი წარმოთქმისას
ცოცხლდება, ხორცს ისხამს, თუმცა ვერ დაემთხვევა პირველთქმულს.

2. პერსონაჟთა ფუნქციები ჯადოსნურ ზღაპარში

(მოკლედ ვსაუბრობთ ზღაპარზე და ჯადოსნური ზღაპრის თავისებურებებზე)ვლ.პროპის


მიხედვით, ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟთა რაობა არ არის შვიდზე მეტი. ეს
პერსონაჟებია:

1. მთავარი გმირი–პერსონაჟი, რომელზეც დაკისრებულია და რომელიც


ასრულებს მთავარ ამოცანას ზღაპარში. ის გადის სახლიდან და ბრუნდება

28
სახლში, მასზეა დასაწყისი და დასასრული. ყველა სხვა პერსონაჟი მისთვის
არსებობს და მისთვის ჩნდებიან ზღაპრის ასპარეზზე.
2. გამსტუმრებელი–მისი მოქმედების წრე შეზღუდულია. ის მხოლოდ ერთხელ
ასრულებს თავის ფუნქციას და იმასაც ზღაპრის დასაწყისში, რადგან გმირი
ერთხელ გადის სახლიდან.გამსტუმრებელი ძირითადა არის მამა.
3. მავნე (ანტაგონისტი)–მას ერთადერტი ფუნქცია აქვს–ვნება მიაყენოს მთავარ
გმირს და ხელი შეუშალოს მისიის შესრულებაში. იგი თავს იჩენს როგორც კი
გმირი დაადგება თავის გზას.
4. შემწე–იგი მავნის ანტიპოდია. შემწე გმირის ნაცვლად ასრულებს ძნელ
ამოცანას,რომელზე დამყარებულია მისი საბოლოო წარმატება.
5. მჩუქებელი–ამარაგებს გმირს რაიმე საგნით, რომელის საშულებითაც გმირი
გადალახავს წინააღმდეგობას და თავს აღწევს მავნის ცრუგმირის მიერ
დაგებულ მახეს.
6. ცრუგმირი–მისი მთავარი ფუნქციაა მთავარი გმირის მონაპოვარის მითვისება.
საბოლოოდ კი მთავარი გმირი ამხილებს, მამა კი განიკიტხავს და დასჯის.
7. მეფის ასული ან მისი მამა–მათი მოქმედების წრეა: ასული ან მისი მამა,მეფე,
ძნელ დავალებას აძლევს მთავარ გმირს. ასულის ფუნქციაა, იყოს ძებნილი და
მოპოვებული მთავარი გმირის ხელით და მასზე დაქორწინებული.

3. მითოსი–ფარნავაზის სიზმარი

(მითოსის განმარტებაა,გვ.20)თამართან ერთად მითოლოგიურ რკალში ჩართულია ფარნააზი.


ისტორიულად ქართლის პირველი მეფე, თუმცა ის ქრონოლოგიურად პირველია,მაგრამ
მასზე სააუბარი თამარის შემდეგ გვხვდება. ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“
შემონახულია უნიკალური ტექსტი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება, სიზმრისა და
ცხადისგან. ლაპარაკია ფარნავაზის სიზმარზე, რომელსაც მითოლოგიური დატვირთვა
აქვს. ეს ტექსტი შემთხვევით არ უძღვის წინ ფარნავაზის ცხოვრებას, იგი
ფუძემდებლურია,როგორც ყოველი მითოლოგიური ტექსტი. თითეული რეალია და
ქმედება,რომლებსაც მასში ვხვდებით,ერთ მიზანს ემსახურება- იმის ჩვენებას,თუ
როგორ გახდა ფარნავაზი მცხეთელი მამასახლისის ძმისწული, მეფე. მეფობა,
მამასახლიოსბისაგან განსხვავებით, საკრალურია. ანუ მისი დაწესება ადამიანისნებაზე
არა რის დამოკიდებული. რეალიები,რომლებიც მეფობის საკრალურ წარმოშობაზე
მიგვითითებს,პირველ რიგში გამოხატულია მზის ცვარით, რომელიც მზის მიერვე
გამოხსნილმა ფარნავაზმა იცხო სახეზე. ეს იყო მეფედ კურთხევის რიტუალის

29
სიზმრისეული ხატი.ფარნავაზმა თავისი მეფედ ცხების სცენა სიზმრად იხილა.
აღასანიშნავია აგრეთვე, რომ მამასახლისი ახალი სტატუსით იბადება, რისთვისაც ჯერ
უნდა მოკვდეს. კვდება ჩვეულებრივი ადმიანი და იბდება მეფე. მზის ცვარი ერთსა და
იმავე დროს მისი მომაკვდინებელიც არის და გამაცოცხლებელიც. ირემი მიწაზე ციური
მზის მონაცვლეა. მითოსურად ისინი გაიგივებულნი არიან ერთმანეთთან არა
მეტაფორულად არამედ სრულად. ირემი არის მზე. როგორც მზიური ცხოველი იგი
უფლისწულთა მკვებავი უნდა იყოს. იგივეუბრივნი არიან არა მხოლოდ ირემი და მზე,
არამედ მზე და რძეც,რომლის მითოსური ხატი ცვარით არის წარმოდგენილი. ოქრო
ასევე მითოსური მეტაფიზიკით უკავშირდება მზეს,ირემს,რძეს და საბოლოოდ
მეფეს,როგორც სამეფო ღირსების გამომხატველი ლითონი. და ბოლოს
მონადირეობა,როგორც სამეფო სპორტი, ყურადღებას იქცევს მითოსური ასპექტით და
გვაგზავნის ზღაპრების მონადირი ობოლ შვილთან,რომელც მონადირეობის წყალობით
ეწევა ბედს და იმმეფესთან, რომლის სამონადირეო გამოცდილებამ ქვეყანა ახალ
რელიგიას აზიარა (მირიანის თქმულება). ყველა ეს რეალია განფენილია ქართულ
ფოლკლორში-პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებებში. ნადირი ზოგადად და ირემი,
კერძოდ ბევრი მითოსური გადმოცემის პერსონაჟჟია. ნადირის კვალს მიდევნებული
მონადირეების უცხო სინამდვილის მხილველნი ხდებიან. ასეა ,,ამირანდარეჯანიანსა“
თუ ,,ვეფხისტყაოსანში“,სადაც ,,უცხო მოყმეს“ სწორედ ნადირობისას წაწყდებიან.
ამირანის ეპოსშიც მითოლოგიურ პასაჟად უნდა ჩავთვალოთ ლექსი, რომელიც ბალადის
სახეს ატარებს. ამირანს ნადირობისას სწორედი ირემი მიიყვანს ცამცუმის კოშკთან,
საიდანაც ახალი ზღურბლი ჩნდება მისი თავგადასავლის გზაზე.

4. ბალადა „ივანეური“

(ბალადის ზოგადი განმარტება)ეს ბალადა გმირულ ლექსს განეკუთვნება, მისი შინაარსი კი


ასეთია: ჭიმღელი ვაჟკაცი ემზადება ფშავში წასასვლელად, რათა შეებრძოლოს ყველაზე
სახელგანთქმულ ვაჟკაცს და მასთან სიკვდილით ჩამოირეცხოს სირცხვილი, რომელზეც
ტექსტში არაფერია გადმოცემული. მის გასტუმრებაში მონაწილეობენ დედ–მამა. დედა
საგზალს უმზადებს , მამა კი „უბანდავს ვღანთაო“. ფშავისკენ მიმავალი გზად
მმიდასთან შეივლის როშკაში , რათა გამოემშვიდობოს. მამიდა მას ლიცავს და წმინდა
გიორგის ავედრებს. ივანეური ნატრობს ჯუთუას შეხვდეს, რადგან მის მოკლულს
ღმერთი ბრალს აღარ დასდებს. ,,სიკვდილის არს სირცხვილი“ ამბობს კაი ყმა, აქ
საუბარია სახლში სარეცელზე სიკვდილზე,რაც ნამდვილი ტრაგედიაა,იმდენად
მძიმე,რომ მისი შემცვეი სიმღერე(კი,სიმღერე უნდა და არა სიმღერა :დ) უიშვიათესია.
თუკი იპოვება მისი გამგრძელებელნი ცდილობენ გამართლება მოუძებნონ ამგვარ
30
აღსასრულს. ივანეური გზად შეხვედრილ მწყემსებს ეკითხება ფშაველთა სათიბების
მისამართს, ისინიც მიასწავლიან გზას და საბოლოოდ მიადგება ცაბაურს, სადაც იგი
შეებრძოლება ხოშარაულს და დაიღუპება.

ბილეთი 7

1. ფოლკლორული ნაწარმოების ანონიმურობა და ავტორობის საკითხი

(ამაზე ბევრი არაფერი წერია, ამიტომ შეგვიძლია მე-3 ბილეთის პირველი საკითხიდან
სხვა სპეციფიკურ ნიშნებზეც ვისაუბროთ)ჯერ კიდევ მითოლოგიური სკოლიდან მოდის
შეხედულება ხალხური შემოქმედების ,,უპიროვნობის“ შესახებ. უპიროვნობის ნაცვლად
დღეს შემოიტანეს ანონიმურობა. ეს ნიშნავს,რომ ხალხურ შემოქმედებას ჰყავს ავტორი,
რომელიც უცნობი რჩება. ,,უპიროვნო“ იმ აზრითაა ნახმარი,რომ ფოლკლორულ
ნაწარმოებებს არ აზის ინდივიდუალურობის ბეჭედი, დაფუძნებულია ტრადიციულ
ცნობიერებასა და გემოვნებაზე. ხალხური პოეტის გონებაში ჩასახული ნაწარმოები
არასოდეს გადადის თაობებში პირველადი სახით, სხვადასხვა გემოვნებისა და ნიჭის
ადამიანების ხელში ანაწარმოები იხვეწება და ივიწყებს თავის პირველ ავტორს.
დიმიტრი ლიხაჩოვი ამბობ/;,, ფოლკლორულ ნაწარმოებებს ავტორი არ ჰყავს,არა
იმიტომ,რომ მის შესახებ ცნობები დაკარგულია,არამედ იმიტომ,რომ ავტორი
ამოვარდნილია ფოლკლორის პოეტიიდან, იგი ნაწარმოების სტრუქტურის
თვალსაზრისით საჭირო არ არის.

2. შრომის პოეზია (ინდივიდუალური ლექს-სიმღერები)

(დასაწყისში ზოგადად მიმოიხილეთ შრომის პოეზია,ზემოთ წერია უკვე :*) მკაცრად თუ


შევხედავთ შრომის სიმღერა კოლექტიურია თავისი როგრც წარმოშობით,ისე
შესრულებით. იგი კოლექტივში იბადება და კოლექტივშივე სრულდება.
ინდივიდუალური შრომის სიმღერად ითვლება ,,ურმული“. მაგრამ ეს არ არის მკაზცრი
აზრით შრომის სიმღერა. მართალია მეურმე სიმრერაში ურმის ნაწილებს
მიმართავს,მაგრამ იგი აფართოვებს თავის რეპერტუარს სხვადასხვა ჟანრის-
საყოფაცხოვრებო,სატრფიალო და ფილოსოფიურ-დიდაქტიკური- ტექსტებით.მეურმის
სიმღერა წარმოშვა მარტოობამ. ის მარტოა,აქვს სიმღერის მოთხოვნილება და
მღერის,რათა დაძლიოს მარტოობა. ეს სიმღერები დიალოგია მარტოდ დარჩენილ
საკუთარ თავთან ან ერთგულ ,,თანამგზავრთან“, ურემთან. ეს არის ურმულის
ფუნქცია,როგორც ფეიქრის სიმღერის ფუნქციაა ძილის გაფრთხობა. მიუხედავად
თემატიკის მრავალფეროვნებისა ურმულს შრომის პოეზიას მიაკუთვნებენ. ურემი
ტვირთის გადაზიდვის საშუალებაა,თვირთის გადაზიდვა კი შრომაა,თუმცა აქ

31
ცხოველები შრომობენ. მათ ესაჭიროებათ გამხნევება, რასაც ელიან კიდეც: ,,აქლემები და
ხარები მიეჩვივნენ,რომ მათ სიმღერიტ სეუტევენ ხოლმე და რაც უფრო მძიმეა ტვირთი,
მით უფრო ხმამარალია სიმღერა. ლიტერატურაშიც ხშირად საუბრობენ ურმული
სიმრერების სევდიან ჰანგზე, რაც მარტოსულობითაა ნასაზრდოები. ილია
ზურაბიშვილის ცნობით, ურმულის საუკეთესო შემსრულებელი სესიკაშვილი
,,არავითარ სიტყვას არ მიმართავდა ჰარალო-ჰარი-ჰარალოს“ გარდა.

,,თუ კაცი თვითონ არ არი, არი არალო,დაა!

ცუდია მისი ცხოვრება, არი არალო დაა“

ერთ-ერთი ნაწყვეტი ურმული სიმღერიდან,როგორც ვხედავთ, იგი ნამდვილი ,,ფიქრის


სიმღერაა“ მეურმეს საკმარისი დროს აქვს,იფიქროს ქვეყანაზე,წუთისოფელზე,მის
ბედსა და უნედობაზე, ღირსებაზე... მას აქვს სრული თავისუფლება და ვერავინ
შეზღუდავს. შესაძლოა საუკეთესო ლექსები წუთისოფელზე სწორედ მეურმეობისას
შექმნილიყო.

3. ეპოსის, როგორც ჟანრის დახასიათება

ეპოსს, ფართო აზრით , მივაკუთვნებთ ყველა თხრობით ჟანრს , რომელიც არ არის არც
დრამა, არც ლირიკა. კლასიკური განმარტებით ეპოსი უპირისპირდება დრამას და
ლირიკას, თუმცა იპოვება ეპოსი, რომელიც თავის თავში აერთიანებს სიტყვიერების ამ
სახეობებს. ეპოსი სიტყვიერი ხელოვნების უძველესი გვარია. მასში გვხვდება როგორც
პროზაული, ასევე პოეტური, აგრეთვე შერეული ფორმის ნაწარმოებები.,ნაწარმოებები
ზოგჯერ ძალიან ვრცელი მოცულობის მიუხედავად,ზეპირად ვრცელდებოდა. იმის
გამო,რომ უძველეს წარსულში ისტორიულად იყო განპირობებული ტერიტორიისა თუ
სიცოცხლის დაცვა,მეცნიერებაში დამკვიდრდა ტერმინი ,,გმირული პერიოდი". ამ
დროის ამსახველი მხატვრული ნაწარმოებების თემატიკა ძირითადად საგმირო ამბებით
იყო განსაზღვრულიდა მათ აღსანიშნავად ტერმინი საგმირო ეპოსია
დამკვიდრებული.საგმირო თემების დამუშავება მოგვიანებით ისტორიულ ფონზე
ვითარდებოდა,რაც დასტურდება მრავალრიცხოვან რუსულ ბილინებში,რომლებშიც
მოთხრობილია მე-11-მე-16 საუკუნეებში რუსი გმირებისა და მისი ხალხის სამშობლოს
დასაცავად გამართულ ბრძოლებზე,მაგრამ ისტორიული ამბები უხვადაა შეზავებული
ადრინდელი ზღაპრული და მითიური მოტივებით.ბილინური ეპოსი სხვა ერების
ისტორიის გაგებაში ვერ დაგვეხმარება. ეპოსი სიუჟეტს არ სესხულობს, ე.ი.
32
ყოველინაწარმოები დაფუძნებულია ადგილობრივ სინამდვილეზე, ასახავს იმ
პრობლემებს, რომლებიც აქტუალური იყო მისი ჩამოყალიბების ეპოქებში და სწორედ
მისი შემქმნელი ხალხისთვის.ეპოსი ხალხის არაოფიციალური ისტორიაა. ეპიკური
ნაწარმოებები დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც შექმნილია ლექსად ან ლექსისა და
პროზის მონაცვლეობით. არსებობს მითოლოგიური ეპისო, რომელშიც ღმერთები
მონაწილეობენ. ის მოგვითხრობს სამყაროს, მცენარეთა და ცხოველთა შექმნის და სხვა
ამბებს . საგმირო–საისტორიო ეპოსს რაიმე ისტორიული ამბავი უდევს საფუძვლად. აქ
ამბავი იქამდეა განზოგადებული, რომ მთელი ხალხის წარსულის, აწმყოსა და მომავლის
განმსაზღვრელი ხდება. არის ეპოსები, რომელნიც მოწყვეტილნი არიან ისტორიულ
დროსა და სივრცეს და მოგვითხრობენ საარაკო ჭაბუკთა საგმირო საქმეთ. ეს საგმირო–
სათავგადასავლო ანუ საფალავნო ეპოსებია. რაც შეეხება სამიჯნურო (რომანულ) ეპოსს,
მისი კლასიკური ნიმუშია თქმულება ტრისტანისა და იზოლდას ტრაგიკული
სიყვარულისშესახებ.ქართველებს ფოლკლორული ეპოსი წარმართობის ხანიდან
მოეპოვება ესენია: მითოლოგიური (სამონადირეო ბალადები, კოპალა-იახსარის საგმირო
ლექსები) მითოლოგიური-საგმირო(ამირანისა და მისი ძმების თავგადასავალი),
სამიჯნურო-რომანტიკული(ააბესალომი და ეთერი) და საისტორიო (არასენას
ლექსი,ფირალობის ამსახველი)

4. არსენას და კუჭატნელის შეხვედრა

არსენას ლექსი ისტორიულ ეპოსს განეკუთვნება. „არსენას ლექსის“ გმირი არსენა


ოძელაშვილი რეალური პირია, თავისი ეპოქისა და საზოგადოების შვილი. თითქოს
ცნობილია მისი დაბადების,გავარდნისა და გარდაცვალების თარიღები,მიუხედავად
რეალურობისა არსენა ეპიკური გმირის ყველა ტრადიციულ ნიშანს ატარებს. მისი
სამოქმედო ასპარეზიც, ცხადია, სავსებით რეალურ სივრცეშია გაშლილი–ეს არის აღმ.
საქართველო, მისი თოთქმის ყოველი მხარე. არსენას საასპარეზო არე ვრცელია:
თრიალეთი, მარაბდა, კოდა, ქიზიყი–ბოდბისხევი, მარტყოფი, დიღომი, თბილისი,
მცხეთა, მუხათგვერდი და სხვ. არსენა, ცხადია, ეპიკური გმირია, ამიტომაც მისი
გმირული ბიოგრაფია ტრადიციული ეპიკური გმირის თავგადასავლის კალაპოტში
მიედინება.ლიტერატურული გმირი თუ აღმატებული ხასიათისაა, ეპიკური გმირი
ღვთისგან გამორჩეულია და ეს განსაკუთრებულობა სწორედ ჰიბრისულ ბუნებაში
ვლინდება, ამირანის შემთხვევაში გმირი სცდება ადამიანურ ზღვარს,არსენა კი უფრო
რეალისტურია,იგი ისტორიულ დროში მოქმედებს და ებრძვის არა მითოსურ
დევგმირებს,არამედ ყოფით-ისტორიულ მტრებს

არსენასა და კუჭატნელის შეხვედრა ბოლო ეპიზოდია გმირის თავგადასავალში,


რომელიც არსენას სიკვდილით სრულდება. ,,იმ გიორგი კუჭატნელსა გამჩენელი
გაუწყრესა", ამბობს მელექსე და ამით მწუხარებას გამოთქვამს არა იმდენად
33
პიროვნებისადმი,არამედ ამ შემთხვევითობის გამო. შეიძლება ითქვას, კუჭატნელის
გამოჩენაში ღვთის ხელი ურევია. გიორგი კახეთიდან იმერეთს მიემგზავრება, წითელ
პარასკევს მოქეიფე არსენა კუჭატნელს სუფრზე მიიწვევს, რაზეც საყვედურიან პასუხს
მიიღებს:

,,გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა

ვა,შე საწყალო არსენა,რადა ხარ ჭკუათხელია

მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ,წითელი პარასკევია"

ეს არ ყოფილა კუჭატნელის მხრიდნ მასპინძლის შეურაცხყოფა და


სტუმარმასპინძლობის ადათის დარღვევა, ეს სიტყვები არსენას გასაგონად თქვა და
თავის გზაზე წავიდა. სხვა დროს მოქეიფე კაცის ამგვარად შემკობა მართლაც
შეურაცხმყოფელი იქნებოდა,მაგრამ ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს ღვინის მსმელი
არსენასთვის წითელი პარასკევის ხსენება და უხეში მიმართვა გამოსაფხიზლებელად
შემორტყმული სილა უნდა ყოფილიყო. არსენამ მაინც შეურაცხყოფილად ჩათვალა
თავი: ,,კაცად როდიღა ჩამაგდო,რაღა ბიჭობა ჩემიაო" ყველაზე კარგად ამ მომენტში და
ამ ფრაზაში ჩანს მისი გაამპარტავნება,ჰუბრისი. დაივიწყა ქრისტეც,ჯვარცმა,ახსოვს
მხოლოდ საკუთარი თავი და წარმავალი ღირსება(,,ბიჭობა"),რომელიც ქრისტიანის
ღირსებაზე მაღლა დააყენა. ღირსების აღდგენის მიზნით არსენა კუჭატნელს
დაედევნა.მან წითელი პარასკევის სიწმინდე კიდევ ერთხელ შებღალა, რის გამოც
დანაშაული საკუთარი სისხლით გამოისყიდა. გიორგიმ ვადაგადამტყდარ
მოწინააღმდეგეს მარჯვენა ხელი მოსჭრა. არსენას სიზმარი აუსრულდა და მართლაც ვერ
მოესწრო წითელ კვერცხებს. სიკვდილის წინ მან გიორგის ანდერძი
დაუტოვა,კასპში,კლდეში, შვიდასი თუმანი მაქვს და მინდა ღარიბებს მოხმარდესო, ეს
დანაბარები და არსენას ამოძახილი ,,ვერ გაგიმეტე გიორგი" აღიქმება,როგორც მტრის
მიტევების ქრისტიანული აქტი,რომელმაც წითელი პარასკევის გამტეხელი საუფლო
გზას უნდა შეუყენოს. ამრიგად, კუჭატნელის ეპიზოდი არსენას ამბავში საბედისწეროა.
სწორედ აქ ვლინდება მკაფიოდ ეპიკური გმირის ამპარტავნობა ის მთავარი
დანაშაული,რომელმაც გარდაუვალი სასჯელი უნდა გამოიწვიოს.

34
ბილეთი 8

1. ფოლკლორის სპეციფიკური ნიშანი –სინკრეტიზმი

ტერმინი „სინკრეტიზმი“ უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასე განიმარტება: „შერწყმული


არსებობა, დაუნაწევრებულობა, რაც რაიმე მოვლენის საწყის საფეხურზე გვხვდება“.
ხალხურ შემოწმედებაში ეს გულისხმობს შემოქმედებისა თუ გადმოცემის ერთიან აქტში
ხელოვნების რამდენიმე დარგის მონაწილეობას. ამოსავალი კი ცხადია სიტყვა იქნება,
როცა სიტყვიერ შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. მაგალითისთვის, კლასიკური ნიმუში
სინკრეტიზმისა ხევსურული საგმირო ლექსია, რომელსაც ადგილობრივები სიმღერეს
უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვიერი ტექსი, რომელიც ამბის ინფორმაციას
ინახავს, არ გადმოიცემა მშრალად, მხოლოდდამხოლოდ ვერბალურად, არამედ
მუსიკალური ჰანგის თანხლებით. ეს იმდენად მყარი ტრადიციაა, რომ ვაჟა–ფშაველა
ტავის ლექსებს , რომელთაგანაც ბევრს სათაურად აქვს „სიმღერა“, ფანდურის ხმაზე
თხზავდა. სინკრეტიზმის სხვა უფრო რთული მაგალითებია ხალხური დღესასწაულები,
სანახაობები სადაც ერთიანობაშია მოცემული სიტყვა, მხატვრობა, მუსიკა, ცეკვა. ასეთია
„ბერიკაობა“, „ყეენობა“, რომელთა ხსოვნა დღესაც შემორჩენილია აქა–ია, ჩვენს დაბა–
სოფლებში.

2. საქორწილო წესები და პოეზია

საქორწილო პოეზია საწესჩვეულებო პოეზიის ნაწილია. ქართველებმა სეიმუშავეს


თავიანთი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალები, წეს-
ჩვეულებები და შექმნეს პოეზია.

ქართული საქორწილო რიტუალი რმდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: 1.დაკვლევა–


გარიგება 2. დაწინდვა ანუ ნიშნობა 3. საპატარძლოსთან გამოთხოვება 4. ქორწილი და
5. პატარძლის სამუშაოზე გაყვანა. დაკვლევა ვაჟების მოვალეობა იყო გარიგება კი
მაჭანკლის. გარიგება ერთი ხალხური ლექსითაცაა გაკიცხული:

,,კაცი თუ ვარგა ჯილაგი ნეტა რა საძებარია

თუ თვით არ ვარგა, სუ ყველა ფუჭი და საცინარია“

მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული აკვანში დანიშვნის ტრადიცია. ამ


ტრადიციას ზოგჯერ სისხლისღვრაც მოსდევდა, ზოგჯერ კი უკონფლიქტოდ
მთავრდებოდა. ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა: ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა,
35
ქუდი, დანა და სხვ. ქართულ სამიჯნურო-რომანტიკულ ეპოსში ასეთ ნიშნად
შავტარიანი დანაა დასახელებული:

,,გოგოვ,გოგოვ, შავთვალაო,ბიჭმა შემოგითვალაო

ან მომეც ჩემი დანაო, ან გამომყევეი თანაო“

პატრიარქატის ყოფა ქალისაგან დიდ ენერგიას მოითხოვდა, ამიტომ საპატარძლოს ძალ-


ღონით სავსეს არჩევდნენ.(ამ დროში ანუ მე შინაბერა დავრჩებოდი?)საინტერესოა
პატარძლის გამომშვიდოებების რიტუალიც, ოჯახის წუხილი ქალიშვილის წასვლის
გამო მხატვრულადაა გადმოცემული:

,,ნეტაი მეფის დედასა ვარდნი უსხედან კერასა

ვაი,დედუფლის დედასა, თაგვნი ურბენენ კერასა“

ჯვრისწერის რიტუალი სრულდებოდა კერიის გარშემო. შუაცეცხლის გარშემო


შემოტარება მექორწილეებს ავი თვალისგან იცავდა. ნაყოფიერებისთვის მათ თავზე
ხორბლის მარცვლებს აყრიდნენ, პატარძალს კი კალთაში პატარა ბიჭს უსვამდნენ.
საქორწილო სიმღერებს შორის განსაკუთრებულ ყურედღებას იმსახურებს „მაყრული“,
რომელიც ნეფის და პატარძლის მაყრებს შორის გამართული რიტუალური თამაში
დაპირისპირებაა– ბრძოლის პრინციპზეა აგებული. მაყართა შორის თვალსაჩინოა
მახარობლის როლი(,,მე ვარ მახარობელი,სახლის გამხარებელი“). საქორწილო პოეზია
უმღერის შვილანობას, სიუხვეს, ბედნიერებას, სიმტკიცეს, ხანგრძლივ სიცოცხლეს.
მეფე–პატარძალს უსურვებს ყოველივე ამქვეყნიურ სიკეთეს, თანხმობას, ყველაფერ, რაც
ემსახურება ოჯახის სიმტკიცეს.ეს თემები კარგადაა გამოხატული მესხეთში ჩაწერილ
სადღეგრძელოში:

,,სახლო ღმერთმა აგაშენოს,როგორც შიოს მარანია

შვიდი ვაჟიშვილი მოგცესთ,პირზედ ესხათ ბალანია (ფოლკლორული სექსზიმი! :დ)

აგიყვანოს ცათამდინა, დაგნატროდეს ყველანია“

ერთი თვის შემდეგ ქალი გაჰყავდათ გარესამუშაოზე, იგი ამით ასრულებს პატარძლობას
და იწყებს ოჯახის დიასახლისობას.

3. არსენას ლექსის ძირითადი საკითხები, პერსონაჟთა დახასიათება

არსენას ლექსის ძირითადი ეპიზოდებია:


1. ეპიკური გმირის წარმოშობა– არსენას „შაირსიტყვის“ ვარიანტებს შორის არ
მოიპოვება ტექსტი, რომელიც გვამცნობს მისი დაბადების ამბავს. მაგრამ
36
არსენას წარმოშობა მაინც არაჩვეულებრივია. აქ საქმე უნდა გვქონდეს
მშობლების ვინაობის პრინციპულ უცნობობასთან. გმირი ამოზრდილია
როგორც აისბერგი–თავის წრეში, თავის სოციალურ გარემოცვაში.არსენას
ობლობა არსებითია, ეს მისი,როგორც ეპიკური გმირის, დასაბამიერი
განსაზღვრულობაა.
2. ბაღათურული ზრდა(ბობოქარი ბავშვობა)–გმირის ფიზიკური ძალის
ამოფრქვევა ადრეული ასაკიდანვე იწყება. არსენას გამოჩენა სასწაულებრივ–
მოულოდნელია, აუხსნელია მისი ბაღათურული ზრდის,სახეცვლილების
მიზეზი.
3. ქალის მოტაცება–ტრადიციულ ეპოსში ამ ქმედებას წინ უსწრებს გმირის
ძირითადი ღვაწლი, „არსენას ლექსში“ კი ქალის მოტაცებით იწყება გმირის
საქმენი საგმირონი.მოახლის მოტაცებას თვითკმარი ღირებულება აქვს გმირის
ბიოგრაფიაში. ამიტომ არის, რომ უცნობია ართუ სახელი მოტცებულისა
არამედ მისი ასავალ–დასავალიც მოტაცების შემდეგ. იგი ისევე უჩინარდება,
როგორც ამირანის ყამარი, რომელმაც შეასრულა თავისი ფუნქცია გმირის
გზაზე და უკვალოდ გაუჩინარდა.
4. ბრძოლა უსამართლობასთან– ეპიკური გმირი ერთხელ უნდა ამარცხებდეს
ბოროტ ძალას, როგოც ითქვა, მას ერთადერტი მოწინააღმდეგე უნდა ჰყავდეს.
ამირანის ბრძოლა დევებთან ერთჯერადია, დანარჩენი ბრძოლები კი მხოლოდ
განმეორებაა, სიჭარბეა დაახალს არსებითს არაფერს სძენს გმირის ბიოგრაფიას.
არსენას ყოველი შეტაკება თავის არქეტიპს ყაზახ–რუსებთან იმ პირველ
შეტაკებაში პოულობს. აქედან ეძლევა დასაბამი მის ბრძოლას სოციალური
უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ხორციელდება დევიზით: „მდიდარს
ართმევს, ღარიბს აძლევს“.
5. ღალატი–ღალატი არ არის გამორიცხული ეპიკური გმირის ცხოვრებაში.
„არსენას ლექსში“ ღალატს ორმაგი ფუნქცია აქვს: ჩვენება წუთისოფლის
მუხანათობისა არსენას კეთილშობილებასთან დაპირისპირებით. მისთვის
სამედისწეროა, ხოლო არსებული სინამდვილისთვის ნიშანდობლივი, რომ
ღალატი „ნათელ–მირონის“ მიერ არის ცადენილი. ეს მოწმობს წუთისოფლის
დაცემულ მდგომარეობას. შენდობა ღალატისთვის კი ძლიერი ქრისტიანული
ნიშანია „არსენას ლექსში“.
6. ციხე–აბანო–ამ ეპიზოდში გველეშაპის მოტივის ყველა ელემენტია მოცემული.
არსენა შტანთქმულია ციხის მიერ, საიდანაც თითქოს არავითარი სახსარი არ
არსებობს მისი თავდახსნისა. არსენას აბანოდან თავდაღწევა მეორედ შობად
განიხილება, საიდანაც ის გალაღებული და ყოვლისშემძლე გამოდის.
7. გაბუდაყება– მარტყოფის მონასტრის ეპიზოდი გარდამტეხი მომენტია არსენას
ცხოვრებაში. აქედან იწყება მისი გაამპარტავნება, ჰუბრისი, რომელიც
37
ფარულად იზრდებოდა მასში, აქ იჩენს თავს პირველად. აქ ჩვენ თითქოს სხვა
არსენას ვხედავთ–ვერ ვცნობთ მას.
8. წითელი პარასკევი(ნათლიის გამოწვევა)– ვნების კვირაა, დრე წითელი
ოარასკევისა. ამ დროს არსენა პურის საჭმელად დამჯდარა ქრისტიანისთვის
შეუფერებელ ვითარებაში. თუ გავ ითვალისწინებთ ჯუჭატნელის პიროვნებას,
მისი პასუხი მიპატიჟებაზე სტუმარმასპინძლობის წესის შელახვად ან
მოპატიჟის შეურაცხყოფად არ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ არსენა თავს
შეურაცხყოფილად თვლის და ნაცვლად იმისა, რომ წითელი პარასკევის
ხსენებას გონზე მოეყვანა,დაედევნა კუჭატნელს. წითელი პარასკევის
სიწმინდე კიდევ ერთხელ იბღალება. არსენა თავისი სისხლით გამოისყიდის
დანაშაულს.საგულისხმოა, რომ მომაკვდავის პირიდან აღმომხდარ შეძახილს
„ვერ გაგიმეტე გიორგიო“ მსმენელი არ შეიძლება არ აღიქვამდეს როგორც
მტრის შენდობის ქრისტიანულ აქტს, რითაც მას, წითელი პარასკევის გამტეხს,
გზა გაეხსნა სასუფევლისკენ.

არსენას ლექსი ისტორიულ ეპოსს განეკუთვნება. „არსენას ლექსის“ გმირი არსენა


ოძელაშვილი რეალური პირია, თავისი ეპოქისა და საზოგადოების შვილი. თითქოს
ცნობილია მისი დაბადების,გავარდნისა და გარდაცვალების თარიღები,მიუხედავად
რეალურობისა არსენა ეპიკური გმირის ყველა ტრადიციულ ნიშანს ატარებს. მისი
სამოქმედო ასპარეზიც, ცხადია, სავსებით რეალურ სივრცეშია გაშლილი–ეს არის აღმ.
საქართველო, მისი თოთქმის ყოველი მხარე. არსენას საასპარეზო არე ვრცელია:
თრიალეთი, მარაბდა, კოდა, ქიზიყი–ბოდბისხევი, მარტყოფი, დიღომი, თბილისი,
მცხეთა, მუხათგვერდი და სხვ. არსენა, ცხადია, ეპიკური გმირია, ამიტომაც მისი
გმირული ბიოგრაფია ტრადიციული ეპიკური გმირის თავგადასავლის კალაპოტში
მიედინება.ლიტერატურული გმირი თუ აღმატებული ხასიათისაა, ეპიკური გმირი
ღვთისგან გამორჩეულია და ეს განსაკუთრებულობა სწორედ ჰიბრისულ ბუნებაში
ვლინდება, ამირანის შემთხვევაში გმირი სცდება ადამიანურ ზღვარს,არსენა კი უფრო
რეალისტურია,იგი ისტორიულ დროში მოქმედებს და ებრძვის არა მითოსურ
დევგმირებს,არამედ ყოფით-ისტორიულ მტრებს. ,,რომ დაიბადა არსენა,პირველად
ღმერთი ახსენა",-ეს მოკლედ შაირსიტყვა გმირის მაღალ წარმოშობაზეც
მიგვითითებს,იგი ადრეული ასაკიდანვე ავლენს განსაკუთრებულ ძალას. არსენა
ყმაა,ანუ არაა თავისუფალი,თუმცა მოახლის გატაცებით იგი ავლენს მეაბოხეობას, მისი
გაჭრა იმის ნიშანია,რომ იგი ვერ თავსდება თავის სოციალურ გარემოში იმ
სტატუსში,რომლითაც დაიბადა. არსენას ყოველი შეტაკება თავის არქეტიპს ყაზახ-
რუსებთან იმ პირველ შეტაკებაში

38
4. ბალადა „ჩავალის ჩაეუბნება“

(ბალადის ზოგადი განმარტება),,ჩავალის ჩაეუბნება“ ,,ფხოველის და შავანელის“


მსგავსად, უმოკლესი ბალადაა.იგი რამდენიმე ვარიანტითაა ცნობილი. ბალადა გმირულ
ლექსს განეკუთვნება. როგორც ტექსტიდან ჩანს, ცხენი შეშინებულია, მხედარი კი
ცდილობს მის გამხნევებას. ისინი საბრძოლველად მიდიან , რათა ციხიდან დაიხსნან
მხედრის მამა. მართალია, გმირი იქადნება, რომ ციხეს ისრით დაანგრევს, მაგრამ მან
იცის რომ ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ სიკვდილი ურჩევნია. ტექსტშივე ჩანს ბალადის
დასასრული– მხედარი და ცხენი იღუპებიან . უჩეულობა ჩანს ცხენის შიში რაღაც
გამოუცნობის წინაშე- მხედარს უხდება მისი გამხნევება,თუმცა პირიქით შეიძლება
ყოფილიყო. უჩვეულოა ამ სასოწარკვეთილ ლაშქრობაში (,,ცოცხალი შინვერ
დავბრუნდები“) მუქარა ციხის ისრით დანგრევისა. ყველა სიტყვა მხედრისა და
წარმოთქმის ინტონაცია, ბალადის ტრაგიკულ დასასრულზე მეტყველებს. მსმენეს არ
ეეჭვება,რომ მხედარი ვერ დაიხსნის მამას და სახლშიც ვერ დაბრუნდება მშვიდობით.

ამ ბალადის ფორმა არაორდინალურია: მთელი მისი შინაარსი ცხენთან დიალოგშია


მოქცეული. სიუჟეტური დრო ჯერ არ ამოწურულა, თუმცა ამბავი დამთავრებულია, იგი
ვირტუალურ დროსა და სივრცეში მთავრდება, თუმცა ბალადას ეს ექსპრესიულობას
სულაც არ უკარგავს. ბალადაში,როგორც წესი, გმირის ცხოვრების უკანასკნელი
წამები,კუმინაციაა გადმოცემული. გმირმა იცის,რომ მოკვდავია და ეგუება კიდეც ამას,
მაგრამ იგი ვერსოდეს შეეგუება ისეთ სიკვდილს,რომელიც ბრძოლის ველზე სისხლით
არაა კურთხეული. გმირის აპოთეოზი ველზე სისხლით განათვლაა. ,,ჩავალის
ჩაეუბნებაში“ გმირის ეგზისტენცია ჯერ არ გამონათებულა, ის ელის ამას და მსმენელიც
ამის მოლოდინშია,მაგრამ გმირის განცდა წინ უსწრებს რეალიზაციას-მისი
ეგზისტენცია უკვე მის წარმოსახვაშია გამოსხივებული. გმირები სხვადასხვანაირად
ეცემიან ბრძოლაში,მაგრამ აღსასრული ერთია : ისინი ბოლომდე გაიღებენ სიცოცხლეს.
თუ ჰანზელი ზღვაოსანი ვაჭრები მისდევენ დევიზს: ,,ზღვაოსნობა აუცილებელია,
სიცოცხლე არა რის აუცილებელი“ კაი ყმათ საკუთარი დევიზი აქთ,რომელსაც არასოდეს
მიუღია ვერბალური გამოხატულება,თუმცა იდეურად ისხამდა ხორცს: ბრძოლა
აუცილებელია, სიცოცხლე არ არის აუცილებელი. მაშასადამე გმირთათვის არსებობს
ღირებულება,რომელიც მეტია სიცოცხლეზე,, ეს არის ნება,თავისუფლება,რომლითაც
ადამიანს შეუძლია მართოს თავად სიცოცხლე და არსებობის მონობისაკენ ბუნებრივ
სწრფვას დააღწიოს თავი,ეს კარგად ჩანს ბალადებში.

39
ბილეთი 9

1. შემოქმედებითი პროცესის თავისებურება ფოლკლორში

შინაარსობრივად იგივეა, რაც მე-3 ბილეთის 1-ლი საკითხი

2. შრომის პოეზია, გუნდური ლექს–სიმღერები

არსებობს კოლექტიური და ინდივიდუალური შრომა. შრომის ხასიათის კვალობაზე


შრომის ლექს–სიმღერები ორი სახისაა: ა)გუნდური ანუ კოლექტიური და
ბ)ინდივიდუალური. ეს არის შრომის პოეზიის უზოგადესი კლასიფიკაცია.

შრომის პოეზიის წმინდა სახეა გუნდური. ეს არა მხოლოდ ლექსებია, რომელიბიც


შრომის პროცესს ასახავენ , არამედ დამაკავშირებელი ძაფია მშრომელსა და იმ სივრცე–
საგანს შორის, სადაც მიმდინარეობს შრომა და რისკენაც მიმართულია ძალისხმევა.
გუნდურ სიმღერათა უმეტესობა სამიწათმოქმედო ხასიათისაა, რაც მოწმობს იმას, რომ
საქართველო იმთავითვე აგრარული ქვეყანა იყო, რომ მისი პრიორიტეტი
მიწათმოქმედებაა. როგორც ამბობენ, ქართველთა ქვეყანას სწორედ ამიტომ ეწოდა
გეორგია და ქართველ გეორგოს. გუნდურ ლექს–სიმღერებს განეკუთვნება: თიბვის
ლექს–სიმღერები, ვენახის სიმღერა, კალოური, სამკალი, ხელხვავი, ნადური და
სხვ.ეძღვნება. ხვნა-თესვა კოლექტიური საქმიანობაა, ძალის ნაკლებობის გამო სოფელში
ერთი გუთნის გასამართავად ხარ-კამეჩებს აგროვებდნენ. ასეთ დახმარებას მოდგამი
ერქვა, სიმღერებსაც კოლექტიურად ასრულებდნენ, ამ სიმრერებს ზოგადად
,,ოროველას“ სახელით იცნობენ. ლექსებში იგრძნობა ხარისადმი სიყვარულიც, რადგან
ხარი გლეხკაცის უპირველესი შემწე იყო, რამაც ხელი შეუწყო ხარის კულტის
ჩამოყალიბებას (,,გასწი ხარო, კაი ხარო, გამახარო, გაიხარო, ხარო, ხარი ვინ დაგარქო,
ხარო, სახემშვენიერო“). შრომაში კოლექტიური დახმარება გავრცელებული ყოფილა
მთელ საქართველოში, დასავლეთში ამას ,,ნადი“ ჰქვია, აღმოსავლეთში-,,მამითადი“.
გუთნური სიმღერები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
დასავლეთში,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გავრცელებული იყო ,,ნადი“.შრომის ამ
სახეობის ამსახველი სიმღერები ნადურის სახელითაა ცნობილი. ნადის დროს
გუნდურად სრულდება სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები: სატრფიალო,
საყოფაცხოვრებო,სამონადირეო. სპეციფიკური დანიშნულების გამო ნადური სიმღერები
მხატვულობით არ გამოირჩევა, შრომის პროცესის გამარტივებისთვის აუცილებელი იყო
მოძრაობების რიტმის მოწესრიგება , რადგან ამას შეძახილებით აღწევდნენ, ტექსტზე
აღარც უზრუნიათ.ნადური შრომა მამითადურისგან პრინციპულადაც

40
განსხვავდებოდა,ნადი რიტუალიზებულია თავისი დასაწყისითა(ყმაწვილის ნადზე
მიპატიჟება მოწიფულობის ნიშნად) და დასასრულით (ნადის ბოლოს ნადის პატრონის
ეზოში თოხებით ხის მოჭრა),ნადური შრომა ერთგვარად სანახაობრივია,თუმცა
მაყურბელი არ ჰყავს, მისი მიზანი მასშივეა და არა მის გარეთ,სანახაობისთვის.

3. ამირანის თავგადასავალის ძირითადი ეპიზოდები

ამირანის ამბავს მთელ საქართველოში იცნობენ,იგი თითქმის ყველა ისტორიულ


მხარეშია დადასტურებული.ეპოსმა ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია. იგი
არსებობს თხრობითი ტექსტის სახით,რომელშიც ალაგ-ალაგ ლექსითი ნაწილებია
ჩართული. ამირანიანი არ არის ისტორიული ეპოსი,აქ არ გვხვხვდება არც-ერთი
ისტორიული რეალია. ,,ამირანიანის" ქრონოტოპოსი ზღაპრულ დროსა და სივრცეს
მოგვაგონებს,თუმცა ,,ამირანიანი" ზღაპარი არ არის,სწორედ მისი ტრაგიკული
დასასრულის გამო. ,,ამირანიანს" უნდა ვუწოდოთ ,,ტრაგიკული ეპოსი",სადაც
საგმირო-სათავგადასავლო და მითოლოგიური მოტივებით შეძერწილია ადამიანის
აღზევებისა და დაცემის დრამა. ამირანის ეპოსი 16 ძირითად ეპიზოდად არის
დაყოფილი, ესენია:

•შობა–ამირანი, როგორც ყოველი ეპიკური გმირი სასწაულებრივად უნდა იშვას.


მისი მშობლები უცნობნი უნდა იყვნენ იმ საზოგადოებისთვის, სადაც იგი
მოხვდება და გაიზრდება. როგორც წესი, მზეთუნახავი დედა კვდება ბავშვის
დაბადებამდე, ამიტომ ბავშვი უნდა ამოირიდოს დედის საშოდან და
მონაცვლეობით გამოიშუშოს ცხოველთა ფაშვში. მამა უფრო ხშირად მონადირეა,
რომელიც ამირანის დედას მიუვალ ადგილას ხვდება, მათი შეუღლებით მამაც
იღუპება, ეს მისი ბედისწერაა. ზოგი ვარიანტით მამა არ კვდება, უჩინარდება,
რათა დაცული იქნეს ამირანის წარმოშობის საიდუმლოება.
•გადაგდება–ამირანი გადაგდებული ბავშვია და თითქოს იმ მიზნით გადააგდეს,
რომ დაიღუპოს , მაგრამ თუ გადარჩა დიდი მომავალი ექნება. გადაგდებული
ბავშვები, რომელბიც მიაღწევე მოწიფულობის ასკს ბრუნდებიან შობის ადგილზე
დფა ხსნა მოაქვთ თავიანთი ქალაქისთვის.
•ნათლობა–ქრისტიანული სარწმუნოების ეს უპირველესი სიდუმლო საკმაოდ
მკვიდრად ზის ამირანის ბიოგრაფიაშ. ამირანის ყველა ვარიანტში მისი ნათლია
და მიმჟაჭველი ერთი და იგივე პირია. ნათლია ღონეს დაანათლავს თავის
ნათლულს და ეს არის მისი საჩუქარი, რომელიც ამირანმა სასიკეთოდ უნდა
გამოიყენოს და გარკვეული პერიოდი იყენებს კიდეც, მაგრამ შემდეგ ნათლიავე
სჯის მას. აქ ქრისტეს ორი სხე ჩანს:მწყალობლისა და განმკითხველის.

41
•ბობოქარი ბავშვობა–ამირანის ბავშვობა დაუოკებელი ფიზიკური ძალის
გამოვლენით ხასიათდება. ეს თითქოს ცელქობაა, მაგრამ მეტისმეტი სიცელქე
თითქოს სამზადისია მომავალი ბრძოლებისთვის.
•დევებთან ბრძოლა–ეპიკური გმირის ცხოვრებაში აუცილებელი ეპიზოდია
ბოროტ ძალებთან ბრძოლა. ამირანისთვის ეს ბოროტი ძალა დევია. იგი
ადამიანებს უბრუნებს დევების მიერ მიტაცებულ ტერიტორიას, ათავისუფლებს
მას დევებისგან.
•უკანასკნელი დევი და ცამცუმის კოშკი–დევებთან ბრძოლის შემდეგ გადარჩება
ერთი დევი, რომელიც უნდა განადგურდეს, რათა გამოჩნდეს ახალი ზღურბლი
გმირის ცხოვრებაში. ამირანის ეპოსში ამ დევის განადგურება მას ამცნობს ყამარის
ადგილსამყოფელს, აგრეთვე მისი მოჭრილი თავიდან ამოსული სამი ჭია
მომავალი ეპიზოდის ჩანასახია.
•შთანთქმა–ამონთხევა(მეორედ შობა)–გველეშაპთან ბრძოლის ეპიზოდი
ცენტრალურია ამირანის თავგადასავალში. გველეშაპმა უნდა შთანთქას გმირი,
რათა შიგნიდან დაამარცხოს გმირმა. შთანთქმა კოსმიური მოტივია, რომელსაც
თან ახლავს მეორედ შობის მითოლოგემა. გველეშაპის მუცლიდან გამოსული
გმირი კიდევ უფრო განსაკუთრებული ძალის მატარებელია.
•იგრი ბატონის წყალი–ამირანი იგრი–ბატონის წყალში უნდა განიბანოს, რაც
თითქოს ნათლობის წყალში განბანის ანალოგიურია. ამ დროს თითქოს ნატლობის
განახლება ხდება, როგორც შობის მომდევნო აუცილებელი რიტუალისა.
•ყამარი–ამირანის გზაზე ახალი, უფრო მაღალი საფეხური ჩნდება. ეს არის
მზეთუნახავის მოტაცება. იგი გარდაუვალია როგორც გმირის, ისე ქალის
ცხოვრებაში.მოტაცების მერე ყამარის კვალი იკარგება, ის აღარ ჩანს ამირანის
ცხოვრების შემდგომ ძირითად ეპიზოდებში.
•ამბრი არაბი–ეს განსაცდელი მკვდარმა ამბრი არაბმა მოუვლინა ამირანს, როცა
იგი ძლიერების მწვერვალზე იყო. ის თითქოს სხვა დროში და სივრცეში
არსებობდა და სიკვდილის მერეღაშემოიჭრა ამირანის ცოვრებაში, როგორც
ცოცხალი დადასტურება თქმისა: „მჯობნის მჯობნი არ დაილევა“.
•ძალის განახლება– დამარცხებით გამოწვეული სასოწარკვეთიდან ამირანს
ნათლია გამოიყვანს, რომელიც მას ძალას გაუორკეცებს. მაგრამ ამირანი ამ ძალას
სასიკეთოდ არ იყენებს.
•გაბუდაყება (ჰუბრისი)–ამირანი ღმერთისგან მიშვებულია და ისიც ეტოქება მას,
ვინს მიუშვა. ძალაგაორკეცებული ამირანი სრულიად მარტო აღმოჩნდება. თავის
გაბუდაყებაში ის მარტო უნდა იყოს, როგორც აბსოლუტი, რომელიც ვერ ითმენს
გვერდით სხვას. მარტოდ დარჩენილი ამირანი კვლავ ობოლია და კვლავ
ბობოქრობს როგორც ბავშვობაში, მეორდება მისი მოჭარბებული ძალის
უკიდეგანო დემონსტრაცია.
42
•უფლის გამოწვევა–ამირანის მომრევი აღარავინ დარჩა.ეს მისი ბედისწერაა. მან
განიზრახა იმ წყაროს მფლობელობა, საიდანაც მოედინება მისი ძლიერება,
ამიტომ ნათლიასთან შებრძოლება მოინდომა. ამირანის ჯანყი თავის თავშივე
გულისხმობს სასჯელს. მისი ეპოსი მისდევს სემიტურ ყაიდას, სადაც მამა
ყოველთვის გამარჯვებულია.
•მიჯაჭვა–ამირანის სასჯელის ადგილი იგივეა, სადაც იგი ნათლიას შეებრძოლა.
შერკინება ხდება რომელიმე მაღალ მთაზე, რომლის წვერიც კარგად გამოხატავს
მისი ზვიადობის, გაბუდაყების მწვერვალს, საიდანაც უნდა დაიწყოს მისი დაცემა.
•მიჯაჭვული ამირანი–ამირანი გარიდებულია კაცობრიობას. მისი თავდაპირველი
ობლობა აბსოლუტური მარტოობის სახეს იღებს, რომლის განაჩენიც თავად
გამოუტანა საკუთარ თავს როცა განუდგა ყველას და აუჯანყდა ყოვლის
პირველმიზეზსა და დასაბამს.
გათავისუფლების მცდელობები–ამირანის გათავისუფლების მცდელობის
მრავალი ვარიანტია. ზოგი ვარიანტით მის დახმარებას მონადირე ცდილობს,
ზოგი ვარიანტით საკუთრივ თვითონ, მაგრმა საბოლოოდ მაინც უშედეგოდ
სრულდება ყველა მცდელობა და იგი კვლავ მიჯაჭვულია.

4. ბალადა „ფხოველი და შავანელი“

(ბალადის ზოგადი განმარტება) ,,ფხოველი და შავანელი“ უმოკლესი ბალადაა არა


მხოლოდ ქართულ,არამედ მსოფლიო ბალადებს შორის. მას პირველად თედო
რაზიკაშვილის ჩანაწერებში ვხვდებით. ეს ბალადა საგმირო ლექსს განეკუთვნება. მასში
გადმოცემულია ორი ვაჟკაცის ბრძოლის ამბავი. ერთი ფხოველ ვაჟკაცს, სახლისკენ
მიმავალს, გზად შავანელი შეხვდა. შეიბნენ და აკაფეს ერთმანეთი, მაშველი კი არავინ
გამოუჩნდათ. მათ ნაომარზე მოვიდა ყორანი, რომელმაც ჯერ სისხლი დალია, შემდეგ კი
ლეშის ჭამით გაძღა. წასვლისას კი თქვა, რომ ორივე უჭკუო ყოფილა, რადგან
ერთმანეთი არ დაინდესო. ჩანაწერს ახლავს ჩამწერის შენიშვნა, ,, მე ამათი ვერა გავიგე
რა: ვინ იყო შავანელი ან სადაური?“ ლექსი ბუნდოვანია, თუმცა ბუნდოვნება არაფერს
აკლებს მას,პირიქით,აძლიერებს კიდეც შთაბეჭდილებას. თედო რაზიკაშვილის
ვერავითარი ცნობები ვერ მოუპოვებია სიმღერეს პერსონაჟებზე. არაფერი შემორჩენილა
იმ ვარიანტებისაგან,სადაც შეიძლებოდა ახსნილი ყოფილიყო რა იყო ამ ორის
საბედისწერო შერკინების მიზეზი. ეს სიმღერე,ჩანს, იმდენად მოწყვეტილა თავის
გარემოს,რომ დავიწყებას მისცემია ორთაბრძოლის მონაწილეთა საკუთარი სახელები,
მათი ვინაობის აღმნიშვნელად წარმომავლობის სახელებიღაა შემორჩენილი(ფხოველი-
ფხოვიდან, შავანელი-შავანიდან,ქისტების ერთ-ერთი სოფლიდან). ეს ლექსი
43
სიტყვიერად ძალზე ძუნწია, თუმცა მოიცავს საგმირო ლექსის ყველა ელემენტს. ეს ეხება
მის როგორც ფორმალურ მხარეს, ისე იდეურ შინაარსს. ლექსი გაწყობილია ერთ
რითმზე,როგორც ხევსურეთში იტყვიან ერთ ,,ყუვზე“. ყოველ სტრიქონში თითო კადრია
მოქცეული, რომლებიც ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებიან. ზოგჯერ ნახევარ-
ნახევარი სტრიქონები გადმოგვცემს თითო სურათს: ,,ადგა და შინ წამოვიდა//გზას
შავანელი შახვდაო“ საინტერესოა ბოლო მონაკვეთში ყორნის ერთგვარად ცინიკური
შეფასება, ლექსში ყორანი ვინ კატეგორიას განეკუთვნება და აშკარად
ინდივიდუალურია. ეს ყორანი თავისდა უნებურად განადიდებს ერთმანეთის
დამხოცველ ვაჟებს. კაი მობა, რაც თავად მოყმისთვისა და მთელი საზოგადოებისთვის
უდიდესი ზნეობრივი ღირებულებაა, ყორნისათვის პრაგმატულია. ის საზრდოობს
სწორედ მოყმეთა თავგანწირული აქტებით. ყორნები ლოცავენ მოყმეებს,რომლებიც მათ
კარგ სადილს უმზადებენ თავიანთი უკანდაუხევლობით, სხვა ბალადებში დაღუპული
გმირებისადმი ყორნებს აღტაცების სიტყვები აღმოხდებათ ხოლმე.

ბილეთი 10

1. ინდივიდუალურისა და კოლექტიურის დაპირისპირება ფოლკლორში

რაკი ხალხური ნაწარმოები მხოლოდდამხოლოდ ვარიანტებად არსებობს და უვარიანტო


ტექსტი ვერ ჩაითვლება ხალხურ ნაწარმოებად, ლაპარაკის მის ავტორზე, როგორც ერთ
პიროვნებაზე პრინციპულად შეუძლებელია. მისი ვარიანტების შექმნაში თაობები
იღებენ მონაწილეობას და ამგვარად წარმოშობილი ნაწარმოები
კოლექტივისსაკუთრებაა. ის ყველას ეკუთვნის რადგან მის შექმნაში მონაწილეობა აქვს
მიღებლი არა მარტო პირველმთქმელს, არამედ გარდამთქმელს და მსმენელსაც,
თაობათა მანძილზე დროსა და სივრცეში.

კოლექტიურობას მეორე მხარეც აქვს. ხალხური ნაწარმოები იმიტომაც არის


კოლექტიური, რომ ის გამოხატავ არა კერძო პიროვნების, არამედ ფოლკის ,
საზოგადოების სულისკვეთებას. ის მტკიცედ ზის ამა თუ იმ საზოგადოების
ტრადიციებში.ინდივიდუალურისა და ოლექტიურის დაპირისპირებისთვის
გამოგვადგება ვაჟა-ფშაველას, მისი ძმებისა და ახლო ნატესავების მაგალითი. მე-19
საუკუნის ფშაველმა და ხევსურმა მთქმელებმა მემკვიდრეობით მიიღეს,
შეისისხლხორცეს,მერე კიი თავადაც შექმნეს,შეასრულეს და მომავალ თაობებს გადასცეს
ნაწარმოებები,ახლა ასეთი მოწონებით რომ სარგებლობს. მათ შორის მართლაც ბევრია
აზრის გასხივოსნების ნიმუში და ეს ყოველივე ტრადიციების გათვალისწინებით
44
ხდებოდა. ეს ხალხი თავის ტრადიციულ ფოლკლორულ გარემოში რჩებოდა. მხოლოდ
ვაჟამ განსხვავებული მსოფლშეგრძნებითა და პოეტური ნიჭით დაჯილდოვებულმა
შემოქმედმა, შეძლო ტრადიციულობის არტახების დაწყვეტა თავისი კანიდან გამოფრენა
და შედევრებს შექმნა ( არა, აგი კარგად უწერია ქურდოს, ვერ დოუკარგავ!) ეს ვერ
მოახერხეს იქვე გაზრდილმა პოეტის ძმებმა,თედომ და ნიკომ, რომლებიც თავიანთი
მხატვრული შემოქმედებით ამაღლდნენ ორიგინალურ მწერლობამდე, მაგრამ გარკვეულ
ტრადიციულობის ტყვეობას ვერ დააღწიეს თავი, ფოლომდე ფოლკლორული
ტრადიციებისთვის ნიშანდობლივი კატეგოიებით საზრდოობდნენ.

ამრიგად,ფოლკლორი ტრადიციის ძალითაა მტკიცე. ინდივიდუალურ შემოქმედებასაც


ტრადიცია ასაზრდოებს, ოღონდ ფოლკლორულისაგან განსხვავებულია მასთან
დამოკიდებულების შინაარსი: მწერალი იზრდება ლიტერატურულ
ტრადიციებზე,მაგრამ მას უფლება არ აქვს,თავისი თხზულების საფუძვლად აქციოს
უკვე ცნობილი,ავტორისეული ნაწარმოების იდეა,მასალა, მხატვრული სახეები და ა.შ
ახალი ზეპირსიტყვიერი თხზულება კი აუცილებლად ტრადიციულობის ბაზაზე
შენდება.

2. სიბრძნის პოეზია–ანდაზა

ანდაზა წმინდა ფოლკლორული ჟანრია, ლიტერატურაში მას ანალოგი არა აქვს. მას
ახასიათებს ფოლკლორის ყველა სპეციფიკა-ანონიმურობა,კოლექტიურობა,
ვარიანტულობა... აღსანიშნავია, რომ ანდაზის შემსწავლელი მეცნერება
ფოლკლორისტიკისაგან ცალკე დისციპლანადაა გამოყოფილი და ეწოდება
პარემიოლოგია. ანდაზას თავდაპირველად თარგის მნიშვნელობა ჰქონდა. თარგი კი
არქეტიპია, რომლის მიხედვითაც იქმნება ყველაფერი. ანდაზა ნივთიერი თარგის
მნიშვნელობიდან ადის სიტყვიერ–აზრობრივი თარგის მნიშვნელობამდე. ანდაზა არის
არქეტიპული თქმა, ერთ წინადადებაში დაწნეხილი ცოდნა (სიბრძნე). საგულისხმოა,
რომ ზოგჯერ ანდაზა ანდერძთან არის გაიგივებული. მაგ: აკაკი „ბაში–აჩუკში“ წერს:
„აღარ გახსოვთ ძველი ანდერძი : სირცხვილს სიკვდილი სჯობს და ორივე ერთად კი–
ჯოჯოხეთიაო?“.

ანდაზა კლასიკური განმარტებით შეიცავდესგამოცდილებას, სიბრძნეს-


ბუნებაზე,ცხოვრებაზე,სამყაროზე დაკვირვების შედეგად მიღებულ ცოდნას,რომელიც
ეღირება შესანახად და თაობებში გადასაცემად. ასეთი ღირებულია სწორედ ყოველი
ანდაზის შინაარსი. ამ ღირებულების ძალით მოდის თაობიდან თაობამდე, ხალხიდან
ხალხამდე. ანდაზაში მთავარი და გადამწყვეტია, თუ როგორ არის დაცული და
მიწოდებული ეს სიბრძნე,სათქმელი.ანდაზა სიბრძნეს მეტაფორულად,იგავურად,

45
ჩაშიფრულად ინახავს. ანდაზისეულ ცოდნას საფუძვლად უდევს სიღრმისეული
არქეტიპული ცოდნა. ანდაზაში აშკარად მოცემული დაპირისპირების საფუძველი
არქეტიპული დაპირისპირებაა. ეს დაპირისპირებებია: კარგი-ცუდი, კეთილი-ბოროტი,
ქემო-ქვემო, შორეული-ახლობელი და სხვ.ანდაზას, როგორც ყოველ ფოლკლორულ
ტექსტს, შესწავლის სამი მხარე აქვს: 1. ფორმალური ანუ მორფოლოგიურ–
სტრუქტურული, 2. შინაარსბრივი და 3. ფუნქციური. ამგვარად, ანდაზა შეიზლბეა
განვიხილოთ სამ დონეზე: 1. ტექსტის დონეზე, 2. მნიშვნელობის დონეზე და 3.
გამოყენების დონეზე.

ანდაზა, როგორც წესი, რიტმულად მოწესრიგებული სტრიქონია. ამით განსხვავდება


იგი ჩვეულებრივი წინადადებისგან. როგორც გარკვეულია, თითოეული ანდაზა ცალკე
სალექსო სტრიქონს წარმოადგენს და ზუსტად შეესატყვისება ქართულ ხალხურ
პოეზიაში გავრცელებულ სალექსო საზომებს. უპირატესობს თექვსმეტმარცვლიანი
ტაეპი, აგრეთვე გვხვდება ცხრა და ათმარცვლიანიც. შაირის სზომზეა გაწყობილი
შემდეგი ანდაზები:,,ისეთმა ფურმა დამწიხლოს,ჩემზე ბევრს იწველიდესო“, ,,ზოგისა
ბამბაც ჩხრიალებს,ზოგისა კაკალიც არაო“.

თექვსმეტმარცვლლიანი ანდაზები შინაგანი რითმით:

,,კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო,პარასკევია დღესაო“, ,,რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი


თავითაო“

შაირის ნახევარტაეპებია: ,,სხვა სხვის ომში ბრძენიაო“, ,,ერთი დრო ჩიტსაც კი აქვსო“

ანდაზის წინადადება შეიძლება იყოს როგორც პროზა, ისე ლექსი, მაგრამ მაინც პოეტურ
ჟანრს მიეკუთვნება,რადგან მისი შინაგანი ფორმა პოეტური აქვს. რითმულობა არ არის
ანდაზის აუცილებელი ნიშანი, იგი დამატებით ექსპრესიულობას ანიჭებს წინადადებას.
იგივე ითქმის ალიტერაციაზეც,ფონეტიკურად მსგავსი სიტყვების ერთმანეთან
შეპირისპირებაზე,რაც არც თუ იშვიათია ანდაზებში-,,მადლი მატლად იქცაო“, ,,როცა
ხორცი გავაო, გავაც დუმად გავაო“. ანდაზის საზრისი ცნებათა თუ რეალიათა
ჰარმონიულ ან კონტრასტულ პარალელიზმში მდგომარეობს,ამიტომ პარალელიზმი
ანდაზის არსებითი ნიშანია, მაგალითად, ანდაზაში: ,,რამაც გაგაჩინა, იმან დაგარჩინა“
გამჩენისა და მფარველის პარალელიზმია. ,,კაცი ზღვას გადაურჩა და ცვარმა
დააღრჩოო“- აქ შეპირისპირებულია: ზღვა-ცვარი, გადაურჩა-დაახჩო.

3. ეთერიანი–ჟანრის დახასიათება და ძირითადი საკითხები

ამირანიანის მსგავსად ეთერიანიც პროზისა და ლექსისგან შედგება. იგი მიეკუთვნება


სმიჯნურო ეპოსს. ეთერიანის ძირითადი პერსონაჟები არიან:ეთერი, აბესალომი და
46
მურმანი. ეთერიანი ორი ნაწილისაგან შედგება: 1)ეთერის და აბესალომის ამბავი
ქორწილამდე და 2)ამბავი აბესალომისა, ეთერისა და მურმანისა ქორწილის შემდეგ.
თქმულება მთელ საქართველოშია გავრცელებული,თუმცა ვარიანტები განსხვავდება
შინაარსობრივად და დეტალებით,ასევე სისრულით. განსაკუთრებული სისრულიტა და
მაღალმხატვრულობით გამოირჩევა თქმულების აღმოსავლეთ საქართველოში ჩაწერილი
ვარიანტები,აქვე ცამოყალიბდა იგი რომანტიკული ეპოსის თვალსაჩინო
ნიმუშად,როგორც ირკვევა ეს მომხდარა შუა საუკუნეებში,როდესაც ახალმა სტილმა
მოიცვა ცხოვრებაცა და მხატვრული შემოქმედებაც. პირველი ნაწილიზღაპრული
აგებულებისაა, მისი ეპიზოდები შემდეგნაირია:

•ეთერის ვინაობა

•გარეთ გასვლა

•შეხვედრა შემწესთან და წყალობა

•შეხვედრა აბესალომთან

•აბესალომის ფიცი

•ქორწილი

სხვადასხვა ვარიანტებში ცოტა სახესხვაობაა, მაგრამ ძირითადი ტექსტი მაინც ამ


თანმიმდევრობით ვითარდება. ეთერიანის მეორე ნაწილი საზღვარია ზღაპარსა და
ტრაგიკულ ამბავს შორის. ქორწილით დამთავრდა ეთერიანის ზღაპრული ფორმა და
დაიწყო ტრაგიკული ამბავი, რომელიც შემდეგი ეპიზოდებისაგან შედგება:

•მურმანს შეუყვარდება ეთერი და მის ხელში ჩასაგდებად ეშმაკს მიჰყიდის სულს

•ხელშეკრულება ეშმაკთან, სულის მიყიდვა

•სახეზე ფეტვის შეყრა და ეთერის დასნეულება

•ეთერის სნეულება

•აბესალომი გადასცემს ეთერს მურმანს

•აბესალომის და მურმანის დიალოგი

•აბესალომი უეთეროდ–სნეული

•მურმანის გაგზავნა უკვდავების წყლის მოსატანად ან სალაშქროდ (ძნელი


დავალება).

47
•აბესალომის დის, მარიხის, ელჩობა ეთერთან

•ეთერი მიდის აბესალომთან

•უკანასკნელი შეხვედრა

•აბესალომის სიკვდილი და ეთერის თვითმკვლელობა

•ორი საფლავი: ვარდი (და ია) და ტასი ოქროსი

•მურმანის დაბრუნება და თვითმკვლელობა

•მესამე საფლავი. მურმანი აბესალომსა და ეთერის საფლავს შორის გაითხრის


საფლავს. მასზე ეკალი ამოვა.

.ესქატოლოგიური ეპილოგი–„ერთი კაცი“ ამიძირკვავს ეკალს, რომელსაც მურმანის


ძვლებიც ამოჰყვება. ია და ვარდი კვლავ ჩაეხვევიან ერთმანეთს.

აღსანიშავია რამდენიმე ეპიზოდი, აბესალომი ეთერს,რომელსაც თავადის


მიჯნურობის ცვალებადბა აშინებს, ფიცით ამშვიდებს

,,ეთერო შენსა ღალატსა ღვთის მეტი ვინ შაუდგება" და შავტარიან დანას


ჩუქნის,აღსანიშავია,რომ ეს დანა ტექსტში ქართული საქორწინო ტრადიციიდან
შედის. ქორწილში ხალხის მისაპატიჟებლად აბესალომი მსახურს მურმანს
გზავნის,მურმანი,როგორც უარყოფითი პერსონაჟი, მთავარი გმირების ცხოვრებაში
პრობლემის წარმოქმნის გარდაუვალი მიზეზი პირველად აქ ჩნდება. მას ეთერის
სურვილი შეჰყრია, გზაზე ეშმაკი შეხვდება,რომელსაც ეთერის ხელში ჩასაგდები
ჯადოსნური საშუალების სანაცვლოდ სულს მიჰყიდის.შემდეგი მნიშვნელოვანი და
გარდამტეხი ეპიზოდი ნაწარმოების სიუჟეტში ქორწილია. ჯვარდაწერილი
აბესალომი და ეთერი საყდრიდან გამოდიან, ეშმაკისგან დარიგებული მურმანი
ეთერს ფეტვს აყრის, ქალას მკბენარებს ვერ აშორებენ, შეშფოთებული აბესალომი აქ
ტეხს დადებულ ფიცს და ეთერს სხვისთვის იმეტებს

,,ორშაბათს შეყრილ მიჯნურნი

სამშაბათს გავიყარენით

ვისაც რო შეყრა გეწყინათ

გავყრილვართ გაიხარენით!

ვის გინდათ ქალი ეთერი,

48
მე სანადიროდ გავალო"

აბესალომმა თავისი ხელით ჩააბარა მიჯნური ,,ერთგულ მსახურს", ქალსაც მაშინვე


მოშორდა მკბენარები. აქ მიჯნურნი ერთმანეთს შორდებიან,რასაც შემდგომში
ტრაგიკული ფინალი მოსდევს.

4. ბალადა „შიოლა და მთრეხელი“

ბალადა შიოლა და მთრეხელი ისტორიულ–გმირულია. თუმცა აქ ორთაბრძოლა


მთავარი თემა არა არის. ბალადა მრავალმრივ არის საინტერესო: პირველ ყოვლისა ის
ისტორიული დოკუმენტია, აქ გადმოცემულია საქართველოს მთაში შექმნილი სიტუაცია
ზურაბ ერისთავის ხანაში.შიოლა ერთი გაბუდაყებული გვარის
წარმომადგენელია,ჰუბრისი როგორც წესი, ტრაგიკულად სრულდება და შიოლას
აღსასრულიც ასეთია. ბალადის შინაარსი მოკლედ ასეთია: შიოლა ერისთავის კარზე
დაწინაურებული იყო. იგი მთრეხელს, რომელიც გზად შემოხვდა, უსამართლოდ ექცევა.
ცხენის წართმევითშეურაცხყოფილი მხედარი იარაღის აყრას აღარ ანებებს და კლავს
შიოლას. შემდეგ გამობრუნდება მთრეხელია და ისე სწრაფად მიჰქრის ცის გაელვებას
ჰგავს, ხოლო მასზე დადევნებული ღუდუშაურები–ცის რისხვას. მთრეხელი ჯერ
ეკლესიას მიაშურებს, რათა თავი შეაფაროს, მაგრამ დაკეტილი დახვდება და დასთან
წავა. და შეიფარებს მას , მდევრებს კი არ შეუშვებს და შეეხვეწება არ მოკლან ( ამ დროს
მთრეხელის და ცდილობს სტუმარმასპინძლობის წესის დაცვას). მაგრამ, მდევრები
საკმიდან ესვრიან ისარს და მაინც მოკლავენ. ბალადის ბოლოს კი გაკრიტიკებულია
მთრეხელის და, რომელმაც ვერ შეინახა სტუმარი. ტრაგედიის არსია მოულოდნეობა,
მოწინააღმდეგე ძალის გაუთვალისწინებლობა. შიოლა იმმხრიდან ნასროლი ისრის
მსხვერპლი ხდება,საიდანაც არც მოელოდა., სწორედ ასე იღუპება გაბუდაყებული
თორღვა ძაგანიც, თუმცა, როგორც ვთქვით, ეს მოტივი აქ არ არის მთავარი, მთავარი
თემა თითქოს ბალადის დამაგვირგვინებელ სამიოდე სტრიქონშია გაჟღერებული, სადაც
სტუმარის ვერშემნახველი ქალია გაკიცხული. მაგრამ ,,შიოლა და მთრეხელი“ ისეთი
კომპოზიციური მთლიანობაა,საეჭვოა რომელიმე თემა დომინირებდეს. აქ დაყენებულია
ღირსების პრობლემა, ერთი მხრივ, მოყმის ღირსებისა, რომელსაც მოყმეობის
უკანასკნელ ატრიბუტს,ცხენს ართმევენ, მეორე მხრივ მასპინძლისა, რომელსაც სტუმარი
მოუკლეს. უნდა ითქვას,რომ ამ ბალადაში თვალშისაცემია ის განაჩენი,რომელიც
გამოტანილია ჰუბრისის წინააღმდეგ: მას აქვს თავისი მწვერვალი,აპოგეა, რომლის
შემდეგ იწყება შეუმჩნეველი დაცემა და კრახი. ამასვე გადმოგვცემს თორღვა ძაგანის

49
ცხოვრება,რომელსაც ბალადაში აღზევებიდა სა და დაცემის კლასიკური სახე აქვს
მიცემული.

ბილეთი 11

1. ფოლკლორისტიკის კავშირი სხვა მეცნიერებებთან


შინაარსობრივად იგივეა,რაც მე-2 ბილეთის 1-ლი საკითხი

2. ცხოველთა ზღაპრის პერსონაჟები


აქ ზოგადად ცხოველთა ზღაპრის თავისებურებებზე ვისაუბრებთ,ზემოთ წერია უკვე და
პერსონაჟებსაც მოიცავს.

3. ამირანის ორეულები

შეიძლება ითქვას, რომ ამირანს მრავალი ორეული ჰყავს, მრავალი ეპიკური გმირია
მასთან შედარებული და გაიგივებული, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავებებია.
გავრცელებული ვარიანტით ამირანის ორეულებად მიიჩნევიან:პრომეთევსი, ოსური
ნართების ბათრაძი, სომხური ეპოსის მჰერი, სამხრეთელი სლავების მარკო კრალევიჩი,
აფხაზური ტრადიციის აბრსკილი და მეგრული არამხუტუ.

თუ ამირანს პრომეთევსს შევადარებთ მათ შორის მსგავსებას მხოლოდ მიჯაჭვაში


ვიპოვიტ. მართალია, ორივე გმირი მიჯაჭვულია, მაგრამ ამირანი და პრომეთევსი
კაცობრიობის განვითარების განსხვავებულ საფეხურებს ეკუთვნიან. პრომეთევსის
იარაღი არის ჭკუა, გამჭრიახობა, მოხერხება, ამირანი კი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური
ძალით. განსხვავებულია მათი დასჯის მოტოვებიც. ამირანსა და ბათრაძს შორის
მსგავსება ღმერთთან შერკინებაა, მაგრამ განსხვავებულია ამ შერკინების შედეგი.
ამირანისგან განსხვავებით ბათრაძს ღმერთი მზის მხურვალებით აცამტვერებს. ასევე
მიჯაჭვის გარეშე მთავრდება მარკოს უფალთან ორთაბრძოლაც. დამარცხების შემდეგ
მარკო ინანებს რომ უფალი ბრძოლაში გამოიწვია.უფალი მას კვლავ უძლეველ ჭაბუკად
დატოვებს, ოღონდ ამიერიდან ორთაბრძოლებში ძალის მაგივრად ხერხს და ეშმაკობას
გამოიყენებს.არამხუტუ ამირანის მსგავსად მიჯაჭვულია და ჩიტი უშლის ხელს პალოს
ამოძრობაში, მაგრამ მისგან განსხვავებით არამხუტუ თავიდანვე მოძალადე იყო და
ღმერთს ეურჩებოდა. რაც შეეხება აბრსკილს, ის ებრძვის სამშობლოს მტრებს. მისი
ძირითადი გმირობა დევის მოკვლაა.გაამპარტავნებული–გაბუდაყებული აბრსკილი
ღმერთს უტოლდება, რის გამოც ღმერთი მას სჯის და ჯაჭვით შებორკილს

50
გამოქვაბულში რკინის ბოძზე აბავს. აქაცვხვდებით გათავისუფლების ამაო
მცდელობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამირანთან ტიპოლოგიური ან
გენეტიკური მსგავსება–სიახლოვით სომეხთა მჰერი, რომლის ბავშვობაც ისეთივე
ბობოქარია, როგორც ამირანისა. ხოლო გაბუდაყების ზღურბლზე დედამიწას აღარ სურს
მისი ატანა, ანუ ის დაწყევლილია მიწისგან და ეფლობა მიწაში. მისი ბოლო
გამოქვაბულია, რომელიც დამარცხებულმა მჰერმა საკუთარი მახვილით გააპო.

4. ბალადა „ბაღათერა ჯაბუშანური“

(ბალადის ზოგადი განმარტება) ბალადა ბაღათერა ჯაბუშანური საგმიროა, მასში


გადმოცემულია ერთი ვაჟკაცის მბავი, რომელიც კარკუჩიდან გამოემართა, იგი დედის
ძმებზე იყო გაჯავრებული, რადგან არ მისცეს მამისეული ჩაჩქანი.მათ ჩათვალეს , რომ
ბაღათერა მოწუფული არ იყო სამაგისოდ, მაგრამ იგი მალევე ამტკიცებს რომ ღირსია
ჩაჩქანი ეხუროს. ბაღათერა გმირულად უმკლავდება ჩასაფრებულ მზირებს, მაგრამ არც
თავად რჩება ჭრილობის გარეშე. ბაღათერამ გმინვით გადაიარა მთა, დედას გაცინებული
შეხვდა, მაგრამ როდესაც დედამ ქოჩორი გადაუწია, დაინახა რომ ბაღათერას თავზე
ჭრილობა ჰქონდა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. დედა დასტირის შვილს და
საყვედურობს ძმებს , რომლებმაც მას ჩაჩქანი არ მისცეს.

ბილეთი 12

1. ფოლკლორული ნაწარმოების ავტორობის საკითხი

იგივეა რაც მე-2 ბილეთის 1-ლი საკითხი

2. ბალადა –ჟანრის დახასიათება

ბალადა მძაფრსიუჟეტიანი ლექსია. მასში გადმოცემულია ერთი გამორჩეული,


ფათერაკიანი ამბავი გმირის ცხოვრებისა. ლირიკული ლექსის სუბიექტივიზმისგან
განსხვავებით, მისი თხრობის პოეტური მანერა ობიექტურობითაა აღბეჭდილი.
სიუჟეტიანობა ბალადას მიაკუთვნებს ლირიკულ–ეპიკურ ფორმას. ბალადებს
ძირითადად წარმოთქვამენ ან მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებიტ მღერიან.
ბალადის პესონაჟების რაობას, როგორც წესი, ნაწარმოების სახეობრივი კუთვნილება და
შინაარსი განსზღვრავს. გმირები იცვლებიან, მათი თავგადასავალიც სხვადასხვაა,
უცვლელია მხოლოდ გმირის თავგანწირული ბრძოლა მიზნის მისაღწევად და მისი

51
ტრაგიკული ბედი. ბალადაში საზოგადო პრობლემები არ დგას, აქ პირადული
ფოკუსირებული, თანაც უმწვავესი სიმძაფრით.

საქართველოში ბალადისადმი ინტერესს ასაზრდოებს ამბის რომანტიკული ხასიათი და


მთავარი გმირის ტრაგიკული თავგანწირვა. ბალადა სიუჟეტიანი ნაწარმოებია და ამით
ჰგავს სხვა ეპიკურ თხზულებებს, თმცა საკუთარი პოეტიკური ნიშან–თვისებებიც
ახასიათებს. ერთი კომპოზიციური თავისებურება ბალადისა ის არის, რომ პირდაპირ
კონფლიქტით იწყება და თითქმის არ მოგვითხრობს კონფლიქტამდელ ვითარებაზე.
ბალადის სიუჟეტის სოეციფიკა ითვალისწინებს მოქმედების სხარტად, შეუყოვნებლივ
განვიტარებას. როგორც წესი, მოქმედებები მიჯრითაა მიწყობილი და ერთი მეორედან
გამომდინარეობს. ბალადაში თხრობა უპირატესად მესამე პირის საშუალებით
ხორცელდება, თუმცა ზოგჯერ პირველ პირსაც ვხვდებით.

3. საყოფიერო–ნოველისტური ზღაპრის პერსონაჟები

აქაც ვსაუბრობთ ზოგადად საყოფაცხოვრებო-ნოველისტურ ზღაპარზე,რაც


პერსონაჯებსაც მოიცავვს(იხ. ზემოთ

4.ყამარის მოტაცება

ამირანის ამბავს მთელ საქართველოში იცნობენ,იგი თითქმის ყველა ისტორიულ


მხარეშია დადასტურებული.ეპოსმა ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია. იგი
არსებობს თხრობითი ტექსტის სახით,რომელშიც ალაგ-ალაგ ლექსითი ნაწილებია
ჩართული. ამირანიანი არ არის ისტორიული ეპოსი,აქ არ გვხვხვდება არც-ერთი
ისტორიული რეალია. ,,ამირანიანის" ქრონოტოპოსი ზღაპრულ დროსა და სივრცეს
მოგვაგონებს,თუმცა ,,ამირანიანი" ზღაპარი არ არის,სწორედ მისი ტრაგიკული
დასასრულის გამო. ,,ამირანიანს" უნდა ვუწოდოთ ,,ტრაგიკული ეპოსი",სადაც საგმირო-
სათავგადასავლო და მითოლოგიური მოტივებით შეძერწილია ადამიანის აღზევებისა
და დაცემის დრამა. ეპოსში ქალწული, მზეთუნახავი, ყოველთვის მოსატაცებელია. ეს
არის უდიდესი გმირობის აქტი და ზეადამიანურ ძალისხმევს მოითხოვს. ამირანის
გზაზე ახალი, უფრო მაღალი საფეხური გამოჩნდება. ეს არის მზეთუნახავის მოტაცება
და იგი გარდაუვალია როგორც გმირის, ისე ქალის ცხოვრებაში. ვაჟი სწორედ მაშინ
მიადგება კოშკს, როცა ქალს აღარ ედგომება იქ, როცა მისი კოშკში ყოფნის დღეები
მიწურულია და ახალი ზღურბლი გამოჩნდება მის ცხოვრებაში. ამიტომაც ქალი
ხალისით მიჰყვება ვაჟს. ეხმარება კიდეც, არათუ გატაცებაში, არამედ მამის

52
დამარცხებაშიც. როგორც ჩანს,ყამარი უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით,რომელიც
ჩვენთვის იდუმალია, თუმცა მამის საყვედურს საყვედურითვე პასუხბს:

,,არცა გამზარდა დედამა,არცა მეტყოდა ნანასა

გარეთ გადგამდით აკვანსა,შიგნით მეტყოდით ნანასა"

ამირანი ყამარის მოსატაცებლად ებრძვის ძალებს, რომელთაც ღრუბელთ ბატონი


განაგებს. ცაზე ჩამოკიდებული კოშკიდან ჩამოყავს ქალი და ამ აქტით თითქოს სცდება
ადამიანურ ზღვარს, თითქოს ადამიანზე მეტი ხდება. ფშავური ვარიანტის მიხედვით,
ძმებისთვის თავგანწირულ ამირანს სწორედ ყამარი აცოცხლებს. ამის შემდეგ იგი კვლავ
იკარგება:მას ვერ ვხედავთ ამირანის გვერდით მისი ცხოვრების საბედისწერო წუთებში.
როგორც არსენას ლექსში მოახლე ყამარიც ასრულებს თავის ფუნქციას და აღარ ჩანს.

ბილეთი 13

1. ფოლკლორის შემქმნელი საზოგადოება

იგივეა რაც 1-ლი ბილეთის -ლი საკითხი

2. ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირი

(ჯადოსნური ზღაპრის განმარტება) მთავარი გმირი პერსონაჟია, რომელზეც


დაკისრებულია და რომელიც ასრულებს მთავარ ამოცანას ზღაპარში. ის გადის
სახლიდან და ბრუნდება სახლში, ამ გასვლა–დაბრუნებას შორის ასრულებს კიდევ სხვა
ფუნქციებს, მაგრამ მასზეა დამოკიდებული დასაწყისი და დასასრული. ზღაპარშ
გმირად უმეტესად უმცროსი ძმა გვევლინება. იგი სასწაულებრივად არის დაბადებული
და განსაკუთრებული ძალით აკვირვებს ქვეყანას. გმირის სახელი ხშირად
განსაზღვრულია სასწაულებრივად დაბადებით. ივანე ცისკრისა განთიადზე დაიბადა,
დათვიაშვილი დათვისგან გაუჩნდა ქალს, ასფურცელა ას ნაჭრად გაჭრილი ვაშლის
ჭამის შემდეგ და ა.შ. ამისთანა ვაჟების გამორჩეული ფიზიკური ძალა ხშირად გასაოცარი
თავგადასავლების საფუძველია. ასეთი გმირები ნებისმიერ სიტუაციაში იმარჯვებენ.
მთავარი ისაა, რომ ისინი იცავენ სუსტს, ჩაგრულებს, უდანაშაულოებს, უმიზეზოდ
შეურაცხყოფილებს. მათთვის დამახასიათებელია გულოვნება, მოთმინება,
თავმდაბლობა და სხვ. მაღალი წრიდან გამოსული ზღაპრის გმირი, ხელმწიფის

53
უმცროსი ვაჟი, უმთავრესად საცოლეს ეძებს ხოლმე. ზოგიერთ ზღაპარში ხელმწიფის
შვილი ადივლად აღწევს მიზანს, დამხმარეების შეწევნით ან გულთმისანობით, ზოგ
ზღაპარში კი ხელმწიფი ვაჟი უუნარო, პასიური პერსონაჟია და მის მაგივრად დაბალი
სოციალური წრიდან გამოსული დამხმარე აკეთებს ყველაფერს. არასაგმირო თემაზე
აგებულ ზღაპრებში უმცროსი ძმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. ამას
საფუძველი ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაჰყრია, როდესაც მამის ქონება უფროს ძმებს
რჩებოდათ, უმცროსი კი სოციალურად ღატაკი და საზოგადოებისგან დამცირებული
იყო.

3. ხალხური ლირიკის ძირითადი თემები

მიჩნეულია, რომ ლირიკულ ლექსში ადამიანი ყველაზე მეტად ამჟღავნებს თავის თავს,
საკუთარ შინაგან სამყაროს. ადამიანის ფიქრი, სურვილი მისწრაფება, განცდა ყველაზე
უშუალოდ ლირიკულ ლექსში გამოიხატება. გულწრფელობის მხრივ ერთმანეთს
უპირისპირებენ ინდივიდუალურ ლირიკასა და ხალხურს. უპირატესობას კი
ზეპირსიტყვიერს ანიჭებენ, როგორც არარაფინირებულს, ნაკლებხელოვნურსა და
გონებისმიერს.

ქართული ხალხური ლირიკის ჩვენამდე მოღწეული ნიმუშები გასაოცარი


დახვეწილობითა და სინატიფით გამოირჩევა. ლირიკული ლექსები შექმნილია ისეთ
ეპოქაში , როდესაც ადამიანი არათუ კარგად ერკვეოდა თავის განცდებში, არამედ
ცხოვრების ერთგვად ფილოსოფიას ქმნიდა. გამოხატავდა გარკვეულ თვალსაზრისს
საზოგადოებრივ მოვლენებზე, ადამიანის გრძნობებზე.

ხალხური ლექსების ერთი დიდი ნაწილი საგმირო თემატიკისაა, მეორე–ისტორიულ


პირებზე ან მოვლენებზეა შექმნილი, მესამე ტრფობა-სიყვარულს ეძღვნება და ა.შ.
თითოეულ ჯგუფს აქვს თავისი წარმოშობის დრო, თემტიკა, საკუთარი პოეტური ნიშან–
თვისებები.

4. ამირანის ეპოსი (ამირანი და მისი ძმები)

ამირანის ამბავს მთელ საქართველოში იცნობენ.იგი დადასტურებულია საქართველოს


თითქმის ყველა ისტორიულ მხარეში(ქართლი,კახეთი,ფშავ-ხევსურეთი,სვანეთი,რაჭა,
ლეჩხუმი,იმერეთი,მესხეთი,ჯავახეთი).ამირანიანის ფოლკლორული ჩანაწერების
მონოგრაფიულო გამოცემა პროფესორ მიხეილ ჩიქოვანს ეკუთვნის,სადაც თავმოყრილია
იმხნად ხელმისაწვდომი ტექსტები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. რა თქმა
უნდა, ,,ამირანიანსაც" ახასიათებს ფოლკლორული ტექსტების

54
სპეციფიკა,ვარიანტულობა, მართალია ძირითადი სიუჟეტური ხაზი თითქმის ყველა
ვარიანტში ერთნაირია,მაგრამ ცალკეულ პასაჟებს შორის ბევრი განსხვავება შეინიშნება.
ამირანსა და მის ძმებზე ინფორმაცია თქმულების ფშაურ ვერსიაში მოიპოვება, რომლის
სათაურია „ ამბავი ბადრისა, უსიპისა და ამირანისა“. იყო ერთი კაცი სახელად
სულკალმახი.მას სამი ვაჟი ჰყავდა. უფროსი ბადრი, შუათანა უსიპი და უმცროსი
ამირანი.ამირანი დედას სიბერეში ეყოლა და განსაკუთრებით უყვარდა,ამიტომ ხშირად
დარეჯანის საკუთარ ძესაც უწოდებდნენ. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმები სულ
გადაიკარგნენ.ბევრი ბეჩაობა გამოიარეს ძმებმა.სულ ცის ქვეშ ათენებდნენ და
აღამებდნენ.გალიეს ხანი, ამირანი გაიზარდა და უზომოდ ძლიერი გახდა. ბადრიც და
უსიპიც მშვენიერები გახდნენ.

ეს ამბავი საინტერესო ხდება მას შემდეგ, რაც ამირანი ბაყბაყდევს მოკლავს და მისი
თავიდან ჭიები ამოვლენ. ამირანი ძმებს არ მოუსმენს და ჭიებს არ მოკლავს.ეს ჭიები
გველეშაპებად გადაიქცევიან და როცა მათთან შებრძოლების დრო დადგება, ძმები
ამირანს ზურგს აქცევენ. შავი გველეშაპი ამირანს ჩაყლაპავს.თუმცა ძმები მობრუნდებიან
მის საშველად. სწორედ აქ ვლინდება მათი ურთიერთობა და დამოკიდებულება ძმის
მიმართ.

ამირანი და მისი ძმები ყამარის მოსატაცებლადაც ერთად მიდიან, მაგრამ ამირანი ზღვას
მარტო გააპობს. შემდეგ მოვლენ ძმები, რომლებიც ამირანს ყამარის მამის ჯართან
ბრძოლაში დაეხმარებიან, თუმცა უსიპს მოკლავენ, უსიპის სისხლის საძებრად წასულ
ბადრისაც გამოასალმებენ სიცოცხლეს. ამირანი დაამარცხებს სიმამრის ლაშქარს და
ძმების მოსაძებნად წავა. ამირანი იპოვის მათს გვამებს, გვერდიგვერდ დაალაგებს და
ეტყვის, „ ძმებო, ნუ დამემდურებით, მეც თქვენთან ერთად წამოვალო“ და გულში ხმალს
დაისობს,მაგრამ ხმალი არ გასჭრის, თურმე ამირანი მანამდე არ მოკვდებოდა, სანამ ნეკა
თითს არ მოიჭრიდა. იგი მოიჭრის ნეკა თითს, თუმცა ყამარი მას გააცოცხლებს, ამირანი
კი ძმებს.

რაჭული ვერსიის თანახმად ამირანს ორი ძმა- ბადრი და უსიპი ჰყავდა. უსიპი უფროსი
ძმა იყო. თუმცა, სიძლიერით ამირანს ვერავინ შეედრებოდა, ეს იმთავითვე იკვეთება
ეპოსის დასაწყისში, როცა იამანი შვილებს სახლის წინ გზაზე მდგარი დიდი ქვის
გადაზიდვას დაავალებს. ვერც უსიპი და ვერც ბადრი ვერ შეძლებენ მის გადაწევას. ამას
მხოლოდ ამირანი მოახერხებს.

აღსანიშნავია, ასევე ამირანის დევებთან ბრძოლის ეპიზოდი. ამ ბრძოლის დროს ბადრი


და უსიპი ამირანს შინ გამოეპარებიან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათს
სიმხდალესა და სისუსტეს. თუმცა დევი მოიტაცებს მათ და შეჭმას დააპირებს. ამირანი
55
იხსნის მათ. ეპოსში არის პასაჟები, როცა ძმები ეხმარებიან ამირანს. მაგალითად, როცა
ამირანი შეებრძოლება ქალ-ხარს. ბადრი დაუძახებს ამირანს: „გიჟო ამირან, ნუ ჩქარობ,
კილო არ იცი ომისა, მოუსვი გოლსა მუხლებზე, გოდოლნი წაიქცევიანო“. შემდეგ უსიპს
თეთრი გველეშაპი ეცემა, წითელი ბადრის, შავი ამირანს. ძმებმა ვერ შეძლეს
გველეშაპების დამარცხება, ისინი ამირანმა დახოცა.შავმა გველეშაპმა ამირანი
გადაყლაპა, იგი ბადრის დახმარებით გამოიხსნის თავს.: „ამირანთა წესია, ქარქაშს
ჩაგება ხმალისაო, ამოღება და გაგვრემა მაგ შავის გველეშაპისაო“ შემდეგ ამირანი
გაუმზადებს უსიპს თავის ცხენს, მისცემს ხელში ერთი ხარის თავს, ერთ კულა ზეთს,
მარილის სანაყ ქვას, სავარცხელსა და თავის ბეჭედს (ბეჭდით რასაც ინატრებდა,
აუსრულდებოდა) გაგზავნის დევებთან, უსიპი დევებს დაუძახებს, დევები მას
გამოეკიდება, იგი გამოიყენებს ამირანის მიცემულ იარაღებს. შემდეგ ამირანი
გაუმართავს ბრძოლას დევს და მოკლავს.

ქალის მოტაცების ეპიზოდში კი ამირანი ციხეში დარჩება და ძმებს ეტყვის, გადით,


იომეთო. ძმებს შეეშინდებათ, ამირანი მათ უსუსურებს უწოდებს და თავად
გაუსწორდება სასიმამროს ჯარს.

ძმების სისუსტე ჩანს სვანურ ვერსიაშიც, როცა დევმა მათ ხიდან ვაშლის ჩამოგდება
მოსთხოვა.უსიბმა და ბადრიმ ვერ შეძლეს ვაშლის ჩამოგდება. ასევე ჩანს ამირანის
შებრძოლება დევებთან უსიბისა და ბადრის მაგიერ. თუმცა, რაჭული ვერსიის მსგავსად,
ისინი ამირანს კარგ მრჩეველებად ევლინებიან.ღსანიშნავია,რომ სვანურ ვარიანტში,
უსიბი და ბადრი ამირანის მკვიდრი ძმები არ არიან. ამირანი დალი-მანგურს გაუჩნდა
მონადირისაგან, შემდეგ კი უცხო გარემოში გაიზარდა.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ამირანის ძმები, უსიპი და ბადრი ძლიერი პიროვნებები არ


არიან,ამირანთან შედარებით. ამით თითქოს უფრო გამოკვეთილია კიდეც ამირანის
ძლიერება. თუმცა მათ შეუძლიათ ამირანის დახმარება და ხშირად გადამწყვეტ როლსაც
თამაშობენ გმირის ცხოვრებაში.

ბილეთი 14

1. ფოლკლორული ტექსი და მისი ვარიანტები

სიტყვის ზეპირი გავრცელება გარდაუვალად იწვევს ტექსტის ცვლილებას. მწერალი,


ლიტერატორი არა მხოლოდ ნაწარმოებს ქმნის, არამედ ადგენს მის კანონიკურ ფორმას ,
56
რომლის ხელყოფის უფლება არავის არ აქვს. ხალხური შემოქმედებისათვის უცხოა
კანონიკურობა, ის არ იპოვება ბუნებაში, ის „გაფრენილია“, როგორც გალიიდან
გაშვებული ფრინველი. მაგრამ არქეტიპი, პირველქმნილი ტექსტი „ჩრდილის „ სახით
არის დაცული ადამიანის გონებაში, მეხსიერებაში და და ის ყოველი წარმოთქმისას
„ცოცხლდება“, ხორცს ისხამს, თუმცა ვერასოდეს დაემთხვევა იმ პირველთქმულს. ამ
აზრით, ყოველი წარმოთქმა ახალი შემოქმედება და ახალ–ახალი ვარიანტების ჩენაა. ამ
გარემოებამ წარმოშვა ტერმინი ავტორ–მთქმელი. ხალხური ტექსტის არსებობა მხოლოდ
ავტორ–მთქმელთა მიერ წარმოშობილ ვარიანტებად არის წარმოსადგენი და
შესაძლებელი. მსმენელი პოტენციური ავტორ–მთქმელია, რომელსაც შეუძლია
„საკუთარი“ ვარიანტის სახით მოიტანოს ტექსტი კვლავ მსმენელამდე და ა.შ და ა.შ.
ზეპირსიტყვიერი ნაწარმოების გარდაუვალი ცვლილება გამოწვეულია იმ სიტუაციით,
სადაც ის წარმოითქმება, ანუ სადაც ხდება მისი კვლავწარმოება. იგი იცვლება
იმისდამიხედვით, თუ სად წარმოითქმის,ვინ ისმენს მას, რადგან მთქმელი წარმოთქვამს
მათთის, ვის წინაშეც იგი დგას და არა აბსტრაქტულად, მსმენელისგან განყენებულად.
მთქმელს ყოველთვის მსმენელი ყავს მხედველობაში, მსმენელი კი ყოველთვის
კონკრეტულია, მას თავისი ვინაობა აქვს–უვინაობო აუდიტორია არ არსებობს, არც
ობიექტურად და არც მთქმელისთვის.

2. ქართული ხალხური ბალადის გმირი

(ბალადის განმარტება ზოგადი) ბალადას მთავარ გმირად ყოველთვის რეალური პირი


ჰყავს. მთავარი გმირია ის, ვინც ორთაბრძოლაში იღუპება, კარგავს სიცოცხლეს, მაგრამ
იხვეჭს სახელს. ბალადის გმირი ვაჟკაცია, იგი ერიდება უმიზეზო სისხლისღვრას, მაგრამ
არ შეუძლია დაცინვის, შეურაცხყოფის, გამწარების მოთმენა. გმირი, ვაჟკაცი გონიერია,
წინდახედული, აქვს რეალური სამყაროს სწორად შეფასების უნარი.მას არ ხასიათებს
ტრაბახი და ფუჭი ოცნება. ქართული ხალხური ბალადის გმირი ტიპიური „კაი ყმაა“.
ბალადაში გადმოცემულია გმირის უკანასკნელი ჟამი, იგი ჩაყენებულის სიკვდილ–
იცოცხლის მიჯნაზე, საზღურბლო სიტუაციაში, როცა უნდა გადაწყდეს მისი ბედი,
რომელსაც ის ქმნის აქ და ახლა. გმირი ეკუთვნის თავის თავს, ის ბატონობს დრო–ჟამზე.
მას არაფერი დარჩენია, გარდა საკუთარი სიცოცხლისა, რომლის მართვა და გაწირვა
შეუძლია მას, სხვა უფრო მაღალი ღირებულებისათვის

(ბღარებო, აქ ზემოთ ჩამოთვლილი ბალადების გმირებს თუ მოიყვანთ მაგალითებად, არ


იქნებოდა ურიგო)

57
3. სამგლოვიარო პოეზია

სამგლოვიარო პოეზია საწესჩვეულებო პოეზიის ნაწილია,აღსანიშავია,რომ იგი არ


აუთვისებია ლიტერატურას. სამგლოვიარო ლექსი წუხილტან დაკავშირებულ მძიმე
ემოციას გამოხატავს. ჩვენი წინაპრების რწმენით გარდაცვლილის სული პეპლად ან
ჩიტად გარდაქმნილი მიისწრაფვის ზეცისაკენ. ქართულ ხალხურ გადმოცემებში
წარმოდგენილია გარდაცვლილთა საიქიოში ცხოვრების სურათები,დასახელებულია
მიცვალებულთათთვის ჩატანებული ნივთების ფუნქციები. უძველეს ადამიანებს
სწამდათ,რომ გარდაცვლილებს საიქიოში მიჰქონდათ ამბები,ამირტომ ცდილობდნენ,
მკვდრების სამსახურის ფასად მოეპოვებინათ მათი კეთილგანწყობა. მიცვალებული
გლოვა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს,
სხვადასხვა ფენაში ეს ეტაპები განსხვავებულად ტარდება, დიდებულთა დატირება-
დაკრძალვა პომპეზურია, მშრომელთა დატირება კი სისადავით გამოირჩევა.
სამგლოვიარო რიტუალსა და ხალხურ პოეზიაში გლოვის ფერი შავია. იოანე
ბატონიშვილი აღწერს მეფეთა სასახლის მორთულობას, მეფეს ორი დარბაზი ჰქონია,
წითლით მორთულ სალხინო დარბაზში წერზე შავი ჯვარიიყო გამოსახული, რათა
ლხინში მყოფებს სიკვდილი მოჰგონებოდათ და უჯეროდ არ განცხრომილიყვნენ,
საგლოვო დარბაზი შავით იყო მორთული და ჭერში წითელი ჯვარი გამოესახათ,რათა
მგლოვიარენი ენუგეშებინათ,რომ წუხილი ლხინით შეიცვლებოდა.სამგლოვიარო
ლექსის შინაარსს განსაზღვრავს დასატირებლის ვინაობა, ყველაზე გამორცეული
პოეტური ღირსების მქონდე ტექსტები გმირი ვაჟკაცების დატირებისას არის ნათქვამი.
დატირების რიტულას თეატრალურ-სანახაობრივი ხასიათი აქვს. პროცესში სიტყვა
მელოდია და მოძრაობა ერთიანდება. ხმიტ ტირილი მსმენელზე დიდ ზეგავლენას
ახდენს, ემოციურობის მასშტაბი დამოკიდებულია გარდაცვლილის ასაკზე, დაღუპვის
მიზეზებზე, სოციალურ მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე. არსებობდნენ
პროფესიოანალი მოტირალნიც,რომელტაც ლეონტი მროველი მოიხსენიებს, როგორც
,,მგოსანნი გლოვისანი“ - ამ ტერმინში ხაზგასმულია მოტირლის პოეტური ნიჭის
აუცილებლობა. პროფეიონალი მოტირალები ტიროდნენ სრულიად უცხო ადამიანებსაც
საზოგადოებაზე გავლენის მოხდენისა და მწუხარების გასაღრმავებლად. სამგლოვიარო
პოეზია ორი ტიპისაა: არაკანონიკური და სარიტუალო, ანუ წესჩვეულებითი. მათი არევა
დაუშვებელია. არაკანონიკრ ლექსში გმირია დატირებული, მაგრა ასეთი ლექსი არ
გამოიყენება რიტუალში. მაგ: ასეთია „ხოგაის მინდი კვდებოდა“, სადაც გმირის
სიკვდილი და მასზე გლოვაა აღწერილი. სარიტუალო სამგლოვიარო პოეზია ორი
ტიპისაა. ერთი თუშურ „დალაის“ მეორე კი ფშავ–ხევსურულ „ხმით ნატირლების“
სახელწოდებაში ერთიანდება. მათ შორის არსებითი განსხვავებაა. დალაი მხოლოდ
თუშეთშია გავრცელებული, წრმოადგენს კანონიკურ ტექსტს თავისი მკაცრი,
შეუცვლელი სტრუქტურით. დალაი, როგორც ხმით ნატირალი სრულდება არა

58
დაკრძალვის დღეს, არამედ წლისათავზე, როცა გარდაცვლილის პატივსაცემად
იმართება დოღი.

ხმით ნატირალი სამგლოვიარო ტექსტები მხოლო აღმოსავლეთ საქართველოს


მთიანეთში აგვრცელებული. განსაკუთრებით ფშავ––ხევსურეთში.

ხმით ნატირალს არ აქვს მკაცრი კანონიკური სტრუქტურა. ხმით მოტირალი სრულიად


თავისუფალია. ზოგი ხმით ნატირალი მთლიანად ეძღვნება სიკვდილის გარემოების
თავისებუს აღწერას და შეიზლება ბალადადაც კი მივიჩნიოთ. ხევსურეთში დედა
არეშეიძლება იყოს შვილის ხმით მოტირალი, არც ცოლი ქმრისა. ჩვეულება სასტიკად
უკრძალავს ცოლ–ქმარს შვილები ან ერთმანეთი იტირონ. რაც უფრო ახლობელია
გარდაცვლილი, მით უფრო მეტი თავშეკავება მართებს ჭირისუფალს.

4. სამიჯნურო ეპოსი ეთერიანი– აბესალომისა და მურმანის საუბარი

ამირანიანის მსგავსად ეთერიანიც პროზისა და ლექსისგან შედგება. იგი მიეკუთვნება


სმიჯნურო ეპოსს. ეთერიანის ძირითადი პერსონაჟები არიან:ეთერი, აბესალომი და
მურმანი. ეთერიანი ორი ნაწილისაგან შედგება: 1)ეთერის და აბესალომის ამბავი
ქორწილამდე და 2)ამბავი აბესალომისა, ეთერისა და მურმანისა ქორწილის შემდეგ.
თქმულება მთელ საქართველოშია გავრცელებული,თუმცა ვარიანტები განსხვავდება
შინაარსობრივად და დეტალებით,ასევე სისრულით. განსაკუთრებული სისრულითა და
მაღალმხატვრულობით გამოირჩევა თქმულების აღმოსავლეთ საქართველოში ჩაწერილი
ვარიანტები,აქვე ცამოყალიბდა იგი რომანტიკული ეპოსის თვალსაჩინო
ნიმუშად,როგორც ირკვევა ეს მომხდარა შუა საუკუნეებში,როდესაც ახალმა სტილმა
მოიცვა ცხოვრებაცა და მხატვრული შემოქმედებაც. პირველი ნაწილიზღაპრული
აგებულებისაა. აბესალომისა და მურმანის დიალოგი მეორე ნაწილში გვხდევა და იგი
ლექსის სახით არის გადმოცემული. აბესალომს სურს გაიგოს ეთერის ამბავი: „მურმან,
მურმან, შენსა მზესა, ჩემი ეთერ რა დღეშია?“ კითხვას მოსდევს მურმანის ვრცელი
პასუხი: „რას კითხულობ ცათასწორო ცოლის ქება აუგია...“ მურმანი აღუწერს აბესალომს
„ბროლის ციხეში“ გამოკეტილი ეთერის სილამაზეს, რომელიც აბესალომისათვის უკვე
მიუწვდომელია. მურმანი ეთერის ხელში ჩაგდებით არ შეიძება არ განიცდიდეს
უპირატესობას უეთეროდ დარჩენილი აბესალომის მიმართ. იმ დიალოგის მერე, რაც
აბესალომმა მურმანისაგან მოისმინა ეთერზე, მის სიმრთელზე, სილამაზესა და
მიუწვდომლობაზე, რომ ეთერს ბროლის კოშკში დაუბრუნდა თავისი სილამაზე,
რომელიც საქორწილო ტახტზე მჯდომარეს ფეტვმა დაუფარა, როგორც ადრე კონკები
ფარავდა, –აბესალომი სნეულდება.ის არ ჰგავს იმ აბესალომს გალაღებულს, სანადიროდ

59
გასულს, ეთერის მომნადირებელს. წუთისოფლის ტყეში აბესალომმა თავისი ანიმა
ჰპოვა, მაგრამ დაკარგა იგი და ამიტომ ტრაგიკულ მდგომარეობაშია.

ბილეთი 15

1. სინკრეტიზმი ფოლკლორში

ტერმინი „სინკრეტიზმი“ უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასე განიმარტება: „შერწყმული


არსებობა, დაუნაწევრებულობა, რაც რაიმე მოვლენის საწყის საფეხურზე გვხვდება“.
ხალხურ შემოწმედებაში ეს გულისხმობს შემოქმედებისა თუ გადმოცემის ერთიან აქტში
ხელოვნების რამდენიმე დარგის მონაწილეობას. ამოსავალი კი ცხადია სიტყვა იქნება,
როცა სიტყვიერ შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. მაგალითისთვის, კლასიკური ნიმუში
სინკრეტიზმისა ხევსურული საგმირო ლექსია, რომელსაც ადგილობრივები სიმღერეს
უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვიერი ტექსი, რომელიც ამბის ინფორმაციას
ინახავს, არ გადმოიცემა მშრალად, მხოლოდდამხოლოდ ვერბალურად, არამედ
მუსიკალური ჰანგის თანხლებით. ეს იმდენად მყარი ტრადიციაა, რომ ვაჟა–ფშაველა
ტავის ლექსებს , რომელტაგანაც ბევრს სათაურად უზის „სიმღერა“, ფანდურის ხმაზე
თხზავდა. სინკრეტიზმის სხვა უფრო რთული მაგალითებია ხალხური დღესასწაულები,
სნახაობები სადაც ერთიანობაშია მოცემული სიტყვა, მხატვრობა, მუსიკა, ცეკვა. ასეთია
„ბერიკაობა“, „ყეენობა“, რომელთა ხსოვნა დღესაც შემორჩენილია აქა–ია, ჩვენს დაბა–
სოფლებში.

2. სატრფიალო ლექსი

იგივეა რაც 1-ლი ბილეთის მე-3 საკითხი

3. საწესჩვეულებო პოეზია (ძირითადი სახეები)

60
ადამიანი თავისი განვითარების ადრეულ ეტაპზე თავს გარესამყაროს ნაწილად
გრძნობდა. უფრო მოგვიანებით,როცა აზროვნება შეძლო, თავისი ქმდებები შეუფარდა
მნათობთა მოძრაობას ცაზე. წელიწადის დროთა ცვლასა და მზის აქტიურობას ადრევე
განუსაზღვრავს ადამიანის შრომითი საქმიანობის რიტმი. უძველესი ადამიანი, გარდა
მნათობებისა, გასულიერებულად წარმოიდგენს სამყაროს,ბუნების მთლიანობას. იგი
ფიქრობს,რომ ბუნება დასახლებულია სულებიტა და ,,ბატონებით“. განვითარების
ადრეულ საფეხურზე შექმნილი რიტუალები ბუნებრივია სახეშეცვლილია. რიტუალი
წეს-ჩვეულებად მოგვიანებით გარდაიქმნა. წეს-ჩვეულება რიტუალთან შედარებით
უფრო მდგრადი აღმოჩნდა და მართალია,ფერშეცვლილი,მაგრამ მაინც შემორჩა
თაობათა ხსოვნას. ქართული წეს–ჩვეულებები ორ ნაწილად იყოფა –კალენდარული და
საოჯახო–საყოფაცხოვრებო. საწესო–კალენდარული წესჩვეულებები ასტროლოგიური
წლის დროსთან, უპირატესად ზამთრის ადა ზაფხული ბუნიაობასთანაა
დაკავშირებული. ესა თუ ის კალენდარული ჩვეულება მხოლოდ ერთხელ სრულდება
წელიწადში, ასეთებია:ახალი წელი, ყველიერი, ბერიკაობა, მარიამობა, აღდგომა..

საოჯახო–საყოფაცხოვრებო წეს–ჩვეულებებისათვის არ არის აუცილებელი


კალენდარული დროის დაცვა. ძველი დროიდან სრულდება ამინდის გამგებლისადმი
ვედრების გამომხატვეი რიტუალი, რომელიც გლოვის ან გადაუღებელი წვიმების
პერიოდში იცოდნენ ხოლმე, ეს ცვეულება შეიძლება არც შესრულდეს თუ ამის
საჭიროება არ შეიქმნა. ასევე კალენდარს არ ექვემდებარება საქორწილო და
სამგლოვიარო, სტუმარმასპინძლობის ჩვეულებები და სხვ.

4. ეთერიანის ფინალი – ვარიანტების მიხედვით

სამიჯნურო ეპოსი ეთერიანი ორ ნაწილად იყოფა. ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ.


ქორწილამდელ მონაკვეთს, ნაწილს, ზღაპარს უწოდებენ მისი სტრუქტურის გამო. მასში
გამოკვეთილია ვარინტთა ძირითადი 4 წრე, რომლებიც სხვაობენ ეთერის
წარმომავლობით. რაც შეეხება მეორე ნაწილა, აქაც ვხვდებით ვარიანტულობას, თუმცა
მცირედი ცვლილებებით. ფინალი ყველა ვარიანტში თიტქმის ერთნაირია: ეთერი მიდის
მომაკვდავ აბესალომთან, უკანასკნელი შეხვედრი შემდეგ გმირები იღუპებიან და მათ
საფლავზეია–ვარდი ამოდის, რომლებიც ერთმანეთშია ჩახვეული. ზოგი ვარიანტით
ეთეი მარტო მიდის აბესალომთან, ზოგი ვარიანით კი „ბროლის კოშკიდან“ მაზლები
მიჰყვებიან. სხვაობაა მათ უკანასკნელ შეხვედრაშიც. ზოგი ვარიანტით წყვილი
ერთმანეთს ხვდება , მომაკვდავი აბესალომი გარჯისთვის და მონახულებისთვის ეთერს
ოქრო–ვერცხლს სთავაზობს, რაზეც ეთერი უარს ამბობს და ითხოვს აბესალომის დანას.
სხვა ვარიანტით კი აბესალომი კვდება ეთერის მოსვლისთანავე, მას მხოლოდ ეთერის
61
ფეხის ხმა ესმის. ძნელი დავალებიდან დაბრუნებული მურმანი (რომელიც სხვადასხვა
ვარიანტით ხან აბესალომის მიერ არის გაგზავნილი სალაშქროდ ან უკვდავების წყლის
მოსატანად, ხან მას დასნეულებული ეთერი გზავნის უკვდავების ვაშლის მოსატანად)
თავს იკლავს. მას საფლავი გათხრილი აქვს აბესალომისა დ აეთერის საფლავის შუა,
რომელზეც ეკალი ამოდის და ხელს უშლის ია–ვარდის გადახვევას. თუმცა „ერთი კაცი „
ამოძირკვავს ეკალს, რომელსაც მურმანის ძვლებიც ამოჰყვება და ია–ვარდი კვლავ
ჩაეხვევა ერთურთს.

წარმატებებს გისურვებთ <3 სულ 40 ქულები აგეღოთ ^_^ <3

62

You might also like