You are on page 1of 10

პლატონი და არისტოტელე ლიტერატურის

შესახებ
პლატონი (427-347)
• პლატონის ბრალდების ამოსავალი წერტილი არის ბაძვის
ცნება.

• პოეზია არის ბაძვა, პოეტები - მიმბაძველები.

• ის სვამდა კითხვას: უნდა ჰქონდეთ თუ არა პოეტებს მიბაძვის


უფლება? თუ უნდა ჰქონდეთ, რას უნდა მიბაძონ? ან იქნებ
საერთოდაც აეკრძალოთ მათ ბაძვა.
პლატონი (427-347)
ფრაგმენტი რაფაელის
ნახატიდან „ათენის სკოლა“

პლატონი - პოეზია არის ბაძვა,


პოეტები - მიმბაძველები.
უნდა ჰქონდეთ თუ არა პოეტებს
მიბაძვის უფლება? თუ უნდა
ჰქონდეთ, რას უნდა მიბაძონ? ან
იქნებ საერთოდაც აეკრძალოთ
მათ ბაძვა.
ბაძვის ცნება პლატონის
მიხედვით
• პლატონისთვის ბაძვა მექანიკური პროცესია, მისივე მეტაფიზიკიდან
გამომდინარე.
• რეალურ სამყაროდ მიაჩნია იდეების სამყარო და არა მატერიალური.
• „საგანთა ყოველ სიმრავლეს“ მოეძებნება ერთი იდეა, რომლის ასლსაც
წარმოადგენს ესა თუ ის მატერიალური საგანი.
• ხელოსანი აკვირდება იდეას და შემდეგ ქმნის საგანს.
• იდეების გენერატორი მხოლოდ ღმერთია.
• მხატვარი და პოეტი ბაძავს არა რეალურს, არამედ იდეის ასლს/ლანდს.
ხელოვნება როგორც თამაში
• ზემოთქმულიდან გამომდინარე პლატონის აზრით, პოეტი ბაძვის
მესამე საფუხურზეა და დაშორებულია სინამდვილეს. შესაბამისად
ხელოვნება ოპტიკური თამაშია, რომლის მეშვეობითაც ავტორი
მაყურებელსა და მსმენელს ატყუებს.

იდეათა სამყარო - ოსტატი - პოეტი

ამ თანმიმდევრობის მიხედვით პოეტი ჭეშმარიტებას ცდება.


ცოდნის პრობლემა პოეზიაში
• პლატონისთვის მთვარი საზომი ცოდნაა, რომელიც
პოეტებს არ აქვთ.

• პლატონის ბრალდება ეფუძნება დიქოტომიას


სიმართლე/ტყუილი, - სიმართლე წარმოადგენს
ორიგინალს, პირველწყაროს, ხოლო ტყული - ასლს,
გამონაგონს, შეთხზულს. ე.ი. პოეზიის ცოდვა ტყუილზე
აგებული ამბავია.
ეთიკა და ზნეობა ბაძვაში
• პლატონის აზრით, პოეტები ისეთ მოვლენებს ბაძავენ, რომელიც
მოკლე დროში იწვევს ძლიერ ემოციებს და, ამასთან,
დაბნეულობას: აღმქმელი ექცევა სხვისი განცდის გავლენის ქვეშ
და უკონტროლო ემოციის მსხვერპლი ხდება.
• ამ ფალსიფიცირებულ ემოციებთან ერთად პოეტები ღმერთებს
წარმოაჩენენ როგორც უზნეო არსებებს, როდესაც ღმერთების
თაყვანისცემა ადამიანთა ვალია.
• თუკი პოეზია უნდა არსებობდეს, მაშინ უნდა დაემორჩილოს
კონტროლს.
არისტოტელე (384-322)

ფრაგმენტი რაფაელის
ნახატიდან „ათენის აკადემია“

არისტოტელესთვის
რეალობა არა იდეათა,
არამედ ხილული
მატერიალური სამყაროა,
შესაბამისად, მისთვის
ხელოვანი სინამდვილეს
აღარაა სამი საფეხურით
დაშორებული
ბაძვა არისტოტელეს მიხედვით

• ბაძვა არის შემოქმედებითი და არა მექანიკური


პროცესი.
• ბაძვის მეშვეობით ხელოვანი ქმნის „პოტენციურ
რეალობას“, ერთგვარ ალტერნატივას.
• მხატვრული ტექსტი აღწერს არა იმას, რაც მოხდა,
არამედ იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
პოეტი არაა ფლიდი და
მატყუარა
• პოეტს ცოდნა კი არა, მიბაძვის ნიჭი სჭირდება.
• ბაძვა არის ესთეტიკური კატეგორია და ის უნდა იწვევდეს
სიამოვნებას.
• მაგ. ტრაგედიაში წარმოდგენილია ისეთი გმირი, რომელიც
უდანაშაულო დამნაშავეა (მაგალითად, ოიდიპოს მეფე, ანტიგონე)
შესაბამისად, აღმქმელს უჩნდება თანაგრძნობა. ვინაიდან ის
(ტრაგედიის გმირი) ჩვენი მსგავსია, გვიჩნდება შიშიც.
• შიშისა და თანაგრძნობის განცდები იწვევს კათარზისს (ვნებათაგან
გათავისუფლებას) და არა უკონტროლო ემოციებს.

You might also like