You are on page 1of 21

შემოქმედების ფილოსოფია.

საგამოცდო.

ბილეთი N1

1.შემოქმედება და აღმოჩენა.

როგორც უკვე ვიცით,შემოქმედება არის ახლისა და ღირებულის ქმნა.როცა საუბარი გვაქვს ტერმინ
„ახალზე“,საინტერესოა განვიხილოთ,რას შეიძლება ნიშნავდეს სიახლე.არსებობს შემოქმედების 3სახე:

1. აღმოჩენა;
2. გამოგონება;
3. შექმნა.

ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა ამ სამი სახიდან პირველი - აღმოჩენა.ი.კანტმა თავის ესთეტიკაში


განასხვავა მეცნიერული და მხატვრული შემოქმედება.ჭეშმარიტი შემოქმედება და ჭეშმარიტი გენიოსი
შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნებაში,სადაც ადგილი აქვს არა მხოლოდ აღმოჩენას,რაც
მეცნიერებისთვისაა დამახასიათებელი,არამედ შექმნას.

აღმოჩენის ნიშანი აუცილებელია შემოქმედებაში.შემოქმედება ორიენტირებულია ობიექტურ


ღირებულებებზე,შემოქმედება არის აღმოჩენა ობიექტურ-ღირებულებით სფეროში.ობიექტური
ღირებულებაა ის,რისკენაც ისწრაფვის შემოქმედი და რაც მის შთაგონება,ინტუიციას,შემოქმედებითი
პროცესის ანტიციპაციურ ხასიათს განსაზღვრავს.

აღმოჩენა იმიტომაც არის შემოქმედების აუცილებელი ატრიბუტი,რომ ხელოვნება არ უშვებს იმის


შესაძლებლობას,რომ მშვენიერი გამოყვანილი იქნეს რომელიმე წესიდან,რომლის საფუძვლადაც ცნება
იგულისხმება.ეს შეხედულება იმასაც დაედო საფუძვლად,რომ მეცნიერებას აქვს ისტორია,ხოლო
შემოქმედებას არა.ხოლო სფეროში,რომესაც არ აქვს ისტორია,შეუძლებელია ახლისა და ღირებულის
შექმნა აღმოჩენის გარეშე.რადგან მეცნიერებაში ერთი თუ არ აღმოაჩენს ამა თუ იმ მეცნიერულ
ჭეშმარიტებას,ვინმე სხვა გააკეთებს ამას მისი წინამორბედების აღმოჩენათა საფუძველზე,ხოლო
მსგავსი შემთხვევისაგან შემოქმედება დაზღვეულია.ამის მიზეზი ის არის,რომ შემოქმედებაში თუ
არგაჩნდება გენიოსი,რომელიც გააკეთებს აღმოჩენას შემოქმედების ღირებულებათა სფეროში,ანუ
მშვენიერების სფეროში,ეს აღმოჩენა არც არასოდეს გაკეთდება.აქ გამომდინარეობა
შეუძლებელია,ამიტომაც არის თითოეული შემოქმედი უნიკალური.

2.ესთეტიკური შემოქმედების პრობლემა ანტიკურ შემოქმედებაში.

როგორც ფ.ბეკონი ამბობდა,რომ სწორი მეცნიერული აზროვნების ერთ-ერთიპირობაა,იმ


ტერმინების ,ცნებების მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრება,რომლებსაც ჩვენ
ვეყრდნობით,წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „იდოლებად“ იქცევიან,გააბუნდოვანებენ და
გაართულებენ თეორიულ კვლევას.ამიტომ,ჯერ უნდა განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს ტერმინი
ესთეიკა.ეს ტერმინი არ დაბადებულა ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებასთან ერთად.ის
გაცილებით გვიან,მე-18 საუკუნეში ა.ბაუმგარტენმა შემოიღო ფილოსოფიურ ცნებათა აპარატში.თუმცა
ამ ცნების შინაარსის შესახებ ნაშრომები გვხვდება ყველა დიდ ფილოსოფოსთან და მოაზროვნესთან ამ
ცნების ჩამოყალიბებამდეც.
ფილოსოფიური აზროვნება,როგორც ვიცით,ჩაისახა მითოლოგიური აზროვნების წიაღში,როგორც
მისი უარყოფა.მითოსური ცნობიერებისათვის მართლაც დგას ესთეტიკური საქმიანობის
პრობლემა,რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდის ბერძნულ ლიტერატრაში,კერძოდ ჰომეროსისა და
ჰესიოდეს ეპოსებში.ჰომეროსთან ხელოვანი და ხელოსანი ერთი და იგივეა.მასთან მხატვრული
შემოქმედება იგივდება ფიზიკურ შრომასთან.თუ ამ პერიოდის აზროვნებას
გავითვალისწინებთ,შეიძლება დავასკვნათ,რომ ამ პერიოდის ხალხს თითქმის ყველა საქმიანობა
ესმოდა როგორც ესთეტიკური საქმიანობა.ჰომეროსი ერთი მხრივ ესთეტიკურად მიიჩნევს საგანთა
თვისებად,რომელიც გრძნობად-განცდადია,ხოლო მეორე მხრივ,მხატვრულ-ესთეტიკური საქმიანობა
მასთან განიხილება,როგორც ღმერთით განპირობებული.ასევე ჰესიოდეს „თეოგონიაში“ მშვენიერება
და სიკეთე ღვთისგან გამომდინარეობს.ჰესიოდესა და ჰომეროსის შეხედულებები თეორიული
ანალიზისას თავიანთ ალოგიკურობას ადასტურებენ,რადგან მათში ხშირია შინაგანი
წინააღმდეგობანი.მათ დაწერეს ნაშრომები ესთეტიკური პრობლემის შესახებ,თუმცა მათ ვერ შეძლეს
ესთეტიკური თეორიის შექმნა,რაც ანტიკურობას ხვდა წილად.

სოკრატემდელი ესთეტიკური აზრის გააზრება სხვამს სხვადასხვა პრობლემებს ესთეტიკის


შესახებ,თუმცა ამ პრობლემას მთელი სისრულით მხოლოდ პლატონისა და
არისტოტელესფილოსოფიურ-ესთეტიკურ ნააზრევში დგას.მათთან ესთეტიკური საქმიანობა გაიგება
როგორც მიბაძვა,რაც ორივე მოაზროვნესთან განსხვავებულად აღიქმება.ამის მიზეზი ისაა,რომ ეს
პრობლემა მათი ზოგადი ფილოსოფიური სისტემის ერთი ნაწილია.

პლატონის ფილოსოფია შეიძლება დახასიათდეს,როგორც მოძრვრება იდეებზე.მისი „სახელმწიფოს“


მე-10 თავში საუბარია მის მსოფლხედვაზე შემოქმედების შესახებ.მასთან გრძნობად საგნებს
ახასიათებს ნაკლოვანი ანარეკლობა ჭეშმარიტი იდეისა.პლატონისთვის ხელოვნება არის გრძნობადი
სინამდვილის გამოსახვა.გრძნობადი სინამდვილე თავის მხრივ არის იდეალური არსებობის წესის
მახასიათებელი სინამდვილის ანარეკლი, „ჩრდილი“.აქედან გამომდინარე ხელოვანი გამოსახავს
ანარეკლის ანარეკლს.ამის გამო ხელოვნება მოკლებულია შემეცნებით ღირებულებას.თავად
შემოქმედებით პროცესსაც პლატონთან მისტიური მნიშვნელობა აქვს.მასთან შემოქმედი არის
ღვთაებრივი ძალით წინასწარგანსაზღვრული მოქმედების თანამონაწილე.მოკლედ,ის უარყოფს
ხელოვნების შემეცნებით მნიშვნელობას,იმ მოტივით,რომ ის წაროადგენს ანარეკლის ანარეკლს,ხოლო
ლაპარკობს რა შემოქმედებით პროცესზე,იგი ღვთაებრივი ძალის გამოვლენად მიაჩნია.

არისტოტელესთან ჩვენთვის საინტერესო პრობლემა დასმულია ნაწარმოებებში: „რიტორიკა“,


„პოლიტიკა“, „პოეტიკა“.ხელოვნება მისთვის არის მბაძვა,ასახვა, „მიმეზისი“.თუმცა
არისტოტელესეული მიბაძვა პლატონისეულისაგან ყველანაირდ განსხვავდება.არისტოტელე
აღიარებს და გრძნობს გრძნობად სამყაროს მრავალფეროვნებაში,ასევე აღიარებს რეალური საგნის და
მოვლენის არსებობას.პლატონისაგან განსხვავებით,არისტოტელე თვლის,რომ ხელოვნებასთან
ზიარების სიამოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ ის თავისი სახის შემეცნებაა და სიახლის
გაგების შეგრძნებაა სწორედ ის სიამოვნების განცდაც.არისტოტელეს ხელოვნება ესმის,როგორც
სინამდვილის კვლავწარმოქმნა.ამ მიზეზით,მის სისტემში ხელოვნების მიმართების საკითხიც ისმება
სინამდვილესთან.მისი აზრით,ისტორიკოსსა და ხელოვანს შორის განსხვავება არა მეტრულ საზომებსა
და რითმებშია,არამედ იმაში,რომ ისტორიკოსი აღწერს იმას,თუ რა იყო,ხოლო შემოქმედი იმას,თუ რა
შეიძლება მომხდარიყო.ერთი სიტყვიტ,არისტოტელესთან მხატვრული სინამდვილე არ ემთხვევა
მეცნიერულსა თუ ყოველდღიურ სინამდვილეს.წინამორბედთაგან დატოვებულის
საფუძველზე,არისტოტელე პოეტიკის მესამე თავში საუბრობს მიბაძვის სამ
სახეზე:საშუალებაზე,საგანსა და უნარზე და მათ მიხედვით ახდენს ხელოვნების სახეთა განსხვავეის
ჩვენებას.

არისტოტელესთან შემოქმედებისპროცესიც კარგავს მისტიკურობას და უკავშირდება


ინტელექტუალურ აქტს.მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნების აღმზრდელობით ხასიათს.ეს
იმაზე მიუთითებს კიდევ ერთხელ,რომ მასთან დიდი მნიშვნელობა აქვს შემოქმედების შემეცნებით
ხასიათს.სწორედ ეს განსაზღვრავს მის მოსაზრებას ხელოვნების ნორმატივებში ჩასმის
შესახებ,რომელშიც მელოდია განიხილება 3 სახისა:ეთიკური,პრაქტიკული და
ენთუზიაზისტური.თუმცა ეს ნორმატივები ვრცელდება არა ხელოვანზე,შემოქმედზე,არამედ
აღმზრდელებზე.მიუხედავად იმისა,რომ არისტოტელე ხელოვნებას მიბაძვად თვლიდა,მასთან ბევრი
თამამი განცხადება გვხვდება,რომ წესით უნდა მივდიოდეთ ასკვნამდე რომ ხელოვნება მიბაძვა არ
არის,მომბაძველი კი სიმართლეში ავტორია.ის ნორმებიც,რომლებსაც ის გვთავაზობს არის მისთვის
სასურველი რომ შესრულდეს და არა სავალდებულო.

3.ხელოვნება და შექმნა.

შექმნა,გარდაქმნა და კომუნიკაცია მხატვრული ფორმის მახასიათებლებია.მხატვრული ფორმის ორი


სახეა: 1.შინაგანი და 2.გარეგანი ფორმა,რომლებიც თავისმხრივ შექმნის ორი სახის: პრაქტიკულ-
სულიერისა და მატერიალურ-პრაქტიკულის გამოხატულებას წარმოადგენენ.ხელოვნებაში არსებული
შექმნა ჩვეულებრივ შრომასთან ამჟღავნებს სიახლოვეს,მაგრამ მისგან პრინციპულად განსხვავდება.

ხელოვანი ყოველთვის რაღაცას ცვლის,რაღაცას უმატებს ან გამოაკლებს,ხატავს ისე როგორც ხედავს


და არა ისე,როგორცის არის.ამიტომ სხვადასხვა ხელოვანი ერთი ადამიანის პორტრეტს
სხვადასვანაირად ხატავს.

ხელოვნების შექმნის აქტივობა კიდევ უფრო ცხადი ჩანს მაშინ,როცა მხატვრული სახე ე.წ.
შემგროვებლური მეთოდით იქმნება და არა პორტრეტულიტ.ამ დროს ავტორს შეუძლია ისეთი
თვისებების შეერთება,რომლებიც რელურად არასოდეს შეუერთდებოდნენ ერთმანეთს.ასე რომ
ვთქვათ,ფანტაზიის მეშვეობით შექმნილ ობიექტთა ფორმათქმნა.ამას სხვა სიტყვებით შეიძლება
ტრანსფორმაციაც ვუწოდოთ.

ამრიგად,ხელოვნებაში ასახვისა და გარდაქმნის თანაფარდობის კონკრეტული ფორმები


მრავალფეროვანია.ასახვისა და გარდაქმნის ურთიერთკავშირი ხელოვნებაში ხელოვნების
აუცილებელი კანონია,ეს გარემოება კი ხელოვნებას სინამდვილის სახოვან მოდელად აქცევს.თუ
მეცნიერული ობიექტი იმ რეალური ობიექტის შესაცვლელად არის საჭირო,რომელთა უშუალო
დაკვირვება შეუძლებელია,მხატვრული მოდელი ცვლის სინამდვილეს,ხელოვნებაში ახალი
ილუზორული სახის,წარმოსახულო ყოფიერების შექმნა იმიტომაა შესაძლებელი,რომ მხატვრულ
სახოვანი ფორმით მოდელირდება სუბიექტ-ობიექტის კავშირი.ეს მხოლოდ იმას ნიშნავს,რომ
ხელოვნებაში შეუძლებელია რაიმე ახალი სუბიექტის შექმნა უკვე არსებული ობიექტების
გათვალისწინების გარეშე.ანუ ეს მხატვრული რეალობა იქმნება ყოველდღიურობის რეალობის
გათვალისწინებითა და მისი ნაწილების შერწყმით.აქედან გამომდინარეობ დასკვნა,რომ ხელოვნება
პირობითია.რაოდენ რეალისტურადაც არ უნდა ასახავდეს ის სინამდვილეს,ადამიანი მაინც
გრძნობს,რომ ის ვითომური,პირობითი ხასიათისაა,თუმცა შეიძლება ამ ფორმით მოთხრობილი ამბავი
შეიძება უფრონადვილიც კი აღმოჩნდეს,ვიდრე რეალობაა

ბილეთი N 2

1.შემოქმედება და გამოგონება.

როგორც უკვე ვიცით,შემოქმედება არის ახლისა და ღირებულის ქმნა.როცა საუბარი გვაქვს ტერმინ
„ახალზე“,საინტერესოა განვიხილოთ,რას შეიძლება ნიშნავდეს სიახლე.არსებობს სიახლის 3სახე:

1. აღმოჩენა;
2. გამოგონება;
3. შექმნა.

ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა ამ სამი სახიდან მეორე - გამოგონება.ადამიანის


შემოქმედება,ცხადია,არ არის კრეაცია,რადგანაც ის არ არის აბსოლუტი,თუმცა ეს ხელს არ უშლის მის
ერთ-ერთ სახედ გამოგონება მივიჩნიოთ.კითხვაზე თუ რა თავისებურებით შეიძლება შემოქმედებაში
არსებობდეს გამოგონება ძალიან საინტერესო და არც თუ ისე მარტივი პასუხი არსებობს.როგორც
ვიცით,ხელოვნებისთვის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია ხელოვნის ფანტაზია.ფანტაზია
კი სხვა არაფერია თუ არა უნარი გამოიგონო ახალი იმის საფუძველზე რაც რეალურად არსებობს.ცნება
„გამოგონება“ და ცნება „შექმნა“ ხელოვნებაში უფრო ახლოს დგას ერთმანეთთან ვიდრე
მეცნიერებაში.აქ გამოგონება ახალი რეალობის შექმნის საფუძველი ხდება.ამ პროცესში სამი წევრი
მონაწილეობს: შემოქმედი სუბიექტი,შემოქმედების მიზანი და ობიექტურ საგანში განხორციელებული
მინაღწევარი.

2.ესთეტიკური შემოქმედების პრობლემა შუა საუკუნეების ფილოსოფიაში.

შუა საუკუნეების ფილოსოფია ძირითადად ქრისტიანობის ზეგავლენას განიცდის.ეს არის


ნეოპლატონისტური ფილოსოფიის სახეცვლილი ვარიანტი.ნეოპლატონიზმისთვის თვითგადარჩენის
ერთადერთი გზა იყო ქრისტიანულ მსოფლხედველობასთან შეგუება.ამის შესანიშნავ ნიმუშს
წარმოადგენს არეოპაგიტული მოძღვრება,რომელიც,ვინდელბანდის თქმით,წარმოადგენს
„ქრისტიანობის მისტიკურ“ გადმოცემას.

არეოპაგიტიკული მოძღვრება თავისი არსით ემანაციურია და ამიტომ შემდგომ აღორძინების ეპოქის


მსოფლხედველობის თეორიულ საფუძვლად იქცა.არეოპაგიტიკაში გატარებულია მონისტური
თვალსაზრისი,რომლის მიხედვითაც ღმერთი ერთია,ის სრული სისავსეა,რომელიც იმდენად
სავსეა,რომ მისგან გადმოიღვრება ეს სიკეთე და პირამიდული პრინციპით რაც უფრო ახლოსაა მასთან
უფრო სავსე და სრულყოფილია და პირიქით.ანუ ყველაფერი პირველმიზეზისგან,ღვთისგან
გამოდის,ხოლო დროთა განმავლობაში უბრუნდება პირველმიზეზს იმავე აუცილებლობით,რა
აუცილებლობითაც გამომდინარეობენ მისგან.არეოპაგიტიკულ მოძღვრებაში შემოქმედება ზოგადად
და ესთეტიკური შემოქმედება კონკრეტულად,აღიქმება როგორც ღვთაებრივი აქტი.აქ თავად ღმერთი
აღიქმბა აბსოლუტურ მშვენიერებად და დანარჩენი მშვენიერნიც სწორედ მისგან გამოდიან.იქედან
გამომდინარე,რომ შემოქმედება ღვთაებრივ აქტად აღიქმება,შემოქმედიც ერთგვარი
მედიუმის,სკრიპტორის როლში გვევლინება.შეიძლება ითქვას,ის,რასაც შემოქმედი აკეთებს
განპირობებულია ღმერთით,ანუ შემოქმედი არის ექსტაზის მდგომარეობაში და ის ქმნის
მშვენიერებას ღვთის ხატად და მსგავსად.ერთი სიტყვით,არეოპაგიტიკულ მოძღვრებაში,კერძოდ მის
პირველ ნაწილში,პირველი მიზეზისა და სამყაროს ერთიანობის პრინციპია გაზიარებული.

3.ხელოვნება და შეფასება.

ადამიანი შემფასებელი,ფასმდებელი არსებაა.ის სამყაროს განიხილავს მოწონება


დაწუნების,სიყვარულისა და სიძულვილის პოზიციებიდან.აბსოლუტურად ინდიფერენტულია
ადამიანი,რომელსაც არაფერი მოსწონს ან არმოსწონს,ან უხარია ან არ უხარია,ან სწყინს ან
არსწყინს...ამრიგად,ადამიანის საქმიანობისათვის განსაწყობად მხოლოდ ნებელობა და ცოდნა როდია
საკმარისი.საჭიროა ასევე სინამდვილისადმი ემოციურ-კრიტიკული დამოკიდებულების
ქონა,რომელიც ღირებულებით საფუძველს გულისხმობს.ადამიანს აქვს შეფასების სხვადასხვა
ფორმები:
პოლიტიკური,ეთიკური,ესთეტიკური,სამართლებრივი,ინტელექტუალური,გასტრონომიული,პრაგმა
ტული...ხელოვნება კი ესთეტიკური შეფასების მხატვრული ფორმაა.ეს ფორმა,აქსიოლოგიური
შემადგენლის შემცველია.ხელოვნება ხშირად განისაზღვრება,როგორც იდეალის ქმნა,როგორც
სინამდვილეზე მსჯავრის დადება,როგორც სინამდვილის შეფასება.ამრიგად,თუ მენიერული
რეზულტატი თუ მოწოდებულია იმისთვის,რომ მასში მოხდეს მხოლოდ ფაქტის კონსტანტაცია
ყოველგვარი შეფასების გარეშე,ხელოვნება შეფასებითი შემეცნებაა,ან სხვაგვარად საგნის
ღირებულებითი წვდომაა.ადამიანის ყოველდღიურობა დაუნაწევრებელი ცნობიერებაა და ის არ
იცნობს ღირებულებით შკალას,თუმცა კულტურის ისტორია ღირებულებათა გაცნობიერების 2 გზას
იცნობს - თეორიულ-პუბლიცისტურსა და მხატვრულს.შემეცნებითი მხარით თუ ხელოვნება ჰგავს
მეცნიერებას,ღირებულებებზე მსჯელობის მხრით ის იდეოლოგიას ჰგავს,ამიტომაც ხელოვნება
ხშირად ხდება ხოლმეტოტალიტარულსა და ავტორიტარულს რეჟიმებში მძლავრი
პროპაგანდისტული იდეოლოგიის იარაღი.ამას პუბლიცისტიკა ეწოდება.ის გრძნობს რა ლოგიკური
დასაბუთების ნაკლოვანებებს,მას ამდიდრებს მხატვრული ელემენტებით და ამით არა მხოლოდ
ემოციურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის გონებაზე,არამედ მის გრძნობებზეც.ეს მეტყველებს
იმაზე,რომ ხელოვნებაში გატარებული იდეა ადამიანზე მოქმედებს არა დასაბუთების ძალით,არამედ
ის ემოციურად გადამდები,სუგესტიურია.ანუ,ხელოვნებაში განხორციელებული შეფასება
ინტელექტუალურ-ემოციურია და არ მხოლოდ ემოციური.

აქედან გამომდინარე,ხელოვნების სხვადასხვა დარგს სხვადასხვა შეფასების შესაძლებლობები


გააჩნია.ასეთია,მაგალითად,კლასიციზმის მკაცრი რაციონალიზმი რომანტიზმის ემოციურობის ფონზე
და სხვა.

ბილთი N 3

1.შემოქმედება და ახლის ქმნა.

როგორც უკვე ვიცით,შემოქმედება არის ახლისა და ღირებულის ქმნა.როცა საუბარი გვაქვს ტერმინ
„ახალზე“,საინტერესოა განვიხილოთ,რას შეიძლება ნიშნავდეს სიახლე.არსებობს სიახლის 3სახე:

1. აღმოჩენა;
2. გამოგონება;
3. შექმნა.

ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა ამ სამი სახიდან მესამე - შექმნა,იგივე ახლის ქმნა.ადამიანის


შემოქმედება რა თქმა უნდა არ არის კრეაცია,რადგან ის არ არის აბსოლუტი.ი.კანტმა თავის
ესთეტიკაში განასხვავა მეცნიერული და მხატვრული შემოქმედება.მისი აზრით,ჟეშმარიტი
შემოქმედი,გენიოსი შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნებაში,სადაც ადგილი აქვს არამარტო
აღმოჩენას,რაც მეცნიერებისთვისაა დამახასიათებელი,არამედ ახლის ქმნასაც.ადამიანი ნებელობით-
ცნობიერი,ანუ თავისუფალების მატარებელი,გონითი არსებაა.ის თავისუფალი შემოქმედებითი
შრომით განახორციელებს ღირებულებებს და მნის ადამიანურ სამყაროს,რომელსაც
ბუნებისაგან,ნატურისაგან განსხვავებით,კულტურას ვუწოდებთ.შემოქმედებისა და ახლის ქმნის
კავშირზე მეტს ვიგებთ,შემოქმედების,როგორც ახლის ქმნის თვალსაზრისით განხილვისას.ამ დროს
სიახლის რამდენიმე სახე წარმოგვიდგება თვალწინ და მათ შორის მხოლოდ ერთი შობს ჟეშმარიტ
გენიოსს.ეს სახეებია,ფსიქოლოგური სიახლე,ანუ როცა მხოლოდ ერთი სუბიექტისთვისაა თავისი
აღმოჩენა სიახლე,მეორეა როცა სიახლე სიახლეა მხოლოდ კონკრეტული დასახლებისთვის,ან
ქვეყნისთთვის,შემდეგია როცა სიახლე გლობალურია.ანუ ის ჭეშმარიტი მინაღწევარია
კაცობრიობისათვის.

2.შემოქმედების პრობლემა რენესანსის ფილოსოფიაში.

რენესანსული მსოფლხედვის ჩამოყალიბების საფუძველი არეოპაგიტული ფილოსოფია


გახლდათ.რენესანსული ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი იდეაა ამქვეყნიურის ჭეშმარიტ
ღირებულებად გამოცხადება.ნუ ეს არის ეპოქა,როცა დიდი მნიშვნელობა იენიჭება საგანთა ფორმას.ეს
წინა პლანზე იწევს და უკან გადადის მისი იდეური დატვირთვა.რენესანსი არ უნდა გავიგოთ როგორვ
ერთჯერადი აქტი,რადგან ის გაშლილია დროსა და სივრცეში.საუბარია ადრეულ
რენესანსზე(პეტრარკა,ბოკაჩო,ალბერტი),მაღალ რენესანსზე(ლეონარდო და
ვინჩი,მიქელანჯელო,როტერდამელი და სხვა) და გვიანდელ
რენესანსზე(შექსპირი,სერვანტესი),რომელშიც აღმოჩენილ იქნა ჰუმანიზმის კრიზისი.

ის,რაც რენესანსულ მსოფლხედველობას განასხვავებს შუა საუკუნეების


მსოფლმხედველობისაგან,არის ის,რომ რენესანსში ხდება ამქვეყნიური,ხილული სამყაროს
ღირებულებების აღიარება,რაც მას აახლოვებს ანტიკურ კულტურასთან,ხოლო სულიერების პრიმატი
ფიზიკურთან მიმართებაში,რომელიც რენესანსის მსოფლმხედველობამ მემკვიდრეობით მიიღო შუა
საუკუნეებისაგან,გარკვეულად აშორებს მას ანტიკური კულტურისაგან.

რენესანსის ხანის ესთეტიის ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში,რომ ის მჭიდრო კავშირში


იმყოფება მხატვრულ პრაქტიკასთან.ეს აბსტრაქტულ-ფილოსოფიური ესთეტიკა კი არა,საგნობრივი
ესთეტიკაა,რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნების კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას.

ამ ხანის დოქტრინები პრაქტიკული მოთხოვნილებების საფუძველზეა მოწოდებული განუმტკიცოს


ადამიანს სიცოცხლის სიყვარული.ყურადრების ცენტრში მშვენიერისა და ამაღლებულის - გმირულის,
პრობლემებია.ამ დროისათვის ხელოვნება სინამდვილის სარკეა,მისი ასახვაა.ლეონარდო და
ვიცნჩ,როგორც რენესანსის ეპოქის ჰუმანისტი ხაზს უსვამს ხელოვნების შემეცნებით ასპექტს
სიტყვებით: „მხატვრობა ფილოსოფიურად და ღრმად გაიაზრებს ფორმის ყველა თვისებას:
ადგილს,ხეებს,ბალახებს,ყვავილებს - ყველაფერს,რაც შემორტყმულია ჩრდილით და
სინათლით.მხატვრობა ეცნიერებაა და ბუნების კანონიერი ქალიშვილი.

მიუხედავად სირთულისა და წინააღმდეგობებისა,აღორძინების ეპოქის ესთეტიკა მაინც შეიძლება


ჩაითვალოს რეალისტურ ესთეტიკად,რომელიც მჭიდრო კავშირში იყო მხატვრულ
პრაქტიკასთან,მიმართული იყო სინამდვილეზე,საგანზე.

3.ხელოვნება და შემეცნება.

შემეცნება და მისი რეზულტატი - ცოდნა - გნოსეოლოგიური კატეგორიებია.თუ საუბარია ცნებით


აზროვნებაზე ანუ მეცნიერებაზე,შემეცნება საგანზე ობიექტური სინამდვილის ასახვისა და შესწავლის
სინონიმია.თუმცა ჩვენთვის საინტერესო ალა მხატვრული შემეცნებაა,რომელიც ზემოთ აღნიშნულს
სრულებით არ ემთხვევა.

ე.წ. პოზიტიური ცოდნის გარდა არსებობს სხვა ტიპის - ნარატიული ცოდნა (ფრ.ფილოსოფოსი
ლიოტარი.),რომელიც სწორედკულტურის საფუძველია.თუ მეცნიერებისმიზანი ჭეშმარიტების
წვდომაა,ხელოვნება ორიენტირებულია მშვენიერებაზე.მისი მიზანია ადამიანური ყოფიერების
დაფარული შრეების გამოვლენა,რომელიც არა რაციონალურად,განსჯის მეშვეობით აცნობიერებს
სამყაროს საიდუმლოებებს,არამედ ემოციურად სარწმუნოს ხდის მას.ხელოვნებაში შემეცნება სამყაროს
გნოსეოლოგიურად კი არ განიხილავს,არამედ მას ადამიანისთვის მისაღებ თუ მიუღებელ ფორმებში
აყალიბებს.ანუ ადამიანი მოწონება-დაწუნების საფუძველზე აღქმული სამყაროს სურათს იმეცნებს
როცა მხატვრულ შემეცნებასთან გვაქვს საქმე.ამ ყოველივეს მარტივი ფორმით მეტაფორა ეწოდება.ანუ
ხელოვნებაში შემოქმედი იმას კი არ ცდილობს ესა თუ ის საგანი დაახასიათოს მისი მეცნიერული ანუ
ზუსტი ნიშნების მიხედვით,არამედ მისთვის გამაიგივებელი ნიშნებით.მაგალითად, „ნისლი ფიქრია
მთებისა,მათი კაცობის გვირგვინი“,აქ საუბარია ნისლსა და მთებზე ისე,როგორც პოეტმა აღიქვა ისინი
და არა ისე,როგორც მიღებულია რომელიმე კონკრეტულ მეცნიერებაშ,მაგალითად ნისლის
ნესტიანობისა და მთის სიმაღლის ან რელიეფური მახასიათებლების მიხედვით.ანუ ემოციურად
ნაცნობის საშუალებით,ავტორი გამოსახავს ემოციურად უცნობს.ეს ყოველივე ახსნაა იმისა,თუ რატომ
არ შეიძლება ხელოვნების ესა თუ ის ობიექტი დავაყენოთ ექსპერიმენტისა თუ ცდისპირის პოზიციაში.

მხატვრულ შემოქმედებას არ შეიძლება ჰქონდეს პრაგმატულ-უტილიტარისტული


დანიშნულება,თუმცა მას აქვს ერთი უმთავრესი დანიშნულება - შეუძლია ადამიანი ემოცირად
განამტკიცოს ამ სამყაროში და მიახვედროს,რომ სიცოცხლე მშვენიერია და ამდენად ღირებულიც.

ბილეთი N 4

1.შემოქმედება დაშექმნა.

როგორც უკვე ვიცით,შემოქმედება არის ახლისა და ღირებულის ქმნა.როცა საუბარი გვაქვს ტერმინ
„ახალზე“,საინტერესოა განვიხილოთ,რას შეიძლება ნიშნავდეს სიახლე.არსებობს სიახლის 3სახე:

1. აღმოჩენა;
2. გამოგონება;
3. შექმნა.
ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა ამ სამი სახიდან მესამე - შექმნა.ი.კანტის ესთეტიკაში განსხვავდება
მეცნიერული და მხატვრული შემოქმედება.მისი აზრით ჭეშმარიტი შემოქმედი არსებობს მხოლოდ
ხელოვნებაში,სადაც ადგილი აქვს არამარტო აღმოჩენს,მეცნიერების მსგავსად,არამედ მისთვის
დამახასიათებეია შექმნაც.შექმნაში იგულისხმება ის,რომ ამ დროს ადამიანი ქმნის პრინციპულად
ახალს,არაგამომდინარეს სხვა ქმნილებებისგან.ეს ადასტურებს იმ ჰიპოთეზას,რომმეცნიერებას აქვს
ისტორია,ხელოვნებას კი არა.კანტის მიხედვით,მეცნიერებაში ყოველი ახალი გამოგონება და დასკვნა
ერთმანეთისგან გამომდინარეობს,ამიტომ სულერთია მათი აღმომჩენი ის იქნება ვინც რეალურად
აღმოაჩინა თუ არა,ეს აღმოჩენა ადრე თუ გვიან აუცილებლად გაკეთდება მაინც.აქედან გამომდინარე
ხელოვანი ითვლება შემოქმედად პრინციპულად ახლისა.ის ქმნის არა მხოლოდ თავის
მინაღწევარს,არამედ ამ მინაღწევარის არსებობისათვის საჭირო სამყაროს.ხელოვანი ერთადერთი
შემოქმედია,რომელიც თავისით აწესებს წესებს ქმედებისათვის.

2.ესთეტიკური შემოქმედების პრობლემა კლასიციზმის ეპოქაში.

კლასიციზმი ადამიანის გაგებიდან გამომდინარე სხვაგვარად მოიაზრებს მის ესთეტიკურ-


შემოქმედებითმსაქმიანობას.მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად მე-17-მე-19 საუკუნეებში,
„ქედის მოხრა ანტიკური კულტურისადმი“ უცვლელი რჩებოდა.ამ ეპოქის შემოქმედთა დანატოვარი
იდეალურ მხატვრულ მოდელად რჩებოდა ხელოვანთათვის.არისტოტელეს „პოეტიკა“ და ჰორაციუსის
„პოეზიის ხელოვნება“ხდება საფუძველი კლასიციზმის ესთეტიკური პრინციებისა,რომლებიც
ხელოვნების ნაწარმოებისაგან მოითხოვენ : მკაცრ მოწესრიგებულობას,სიცხადეს,ლოგიკურობას და
ჰარმონიულობას.მათთან გონება და ანტიკურობა სინონიმებია.

ბუალო არის პირველი თეორეტიკოსი,რომელიც კლასიციზმის ესთეტიკის კონტურებს ერთ სისტემაში


აქცევს თავის ტრაქტატში „პოეტური ხელოვნება“.თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას,რომ ეს
პრინციპები ბუალომდე რ.დეკარტემ ჩამოაყალიბა გიზ დე ბალზაკის მიმართ მიწერილ
წერილებში.ხელოვნება,დეკარტეს მიხედვით,აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს გონების მკაცრ
რეგლამენტაციას.მას მოეთხოვება სიცხადე.ნაწარმოების ენა უნდა გამოირჩეოდეს
რაციონალურობით,კომპოზიცია უნდა აიგოს წესების მკაცრი დაცვით,ხელოვანის მთავარი ამოცანაა
დაგვარწმუნოს აზრის,ლოგიკის ძალით.ბუალოს ზემოტხსენებულ ტრაქტატში პირველ თავში
საუბარია ოიეტის დანიშნულებაზე,მის მორალურ პასუხისმგებლობაზე,მეორეში - მოცემულია
ლირიკულ ჟანრთა ანალიზი,მესამე ეხება ზოგად ესთეტიკურ პრობლემატიკს და ყურადღებას აქცევს
კომედიისა და ტრაგედიის საკითხებს,მეოხე თავში ავტორი ისევ უბრუნდება შემოქმედების ეთიკურ
საკითხების განხილვას.

ბუალოს მთავარი მოთხოვნაა ხელოვნმა ყველაფერში მიბაძოს ანტიკურობას.კლასიციზმის ეპოქაში


გონითი მშვენიერება აღემატება ფიზიკურს,ხოლო ხელოვნების ნაწარმოები ბუნების
ქმნილებას.ხელოვნების არსის ბუალოსეული გაგება რაციონალისტურია,თუმცა ის ლაპარაკობს
ბუნების მიბაძვაზე,მხოლოდ მანამდე თავად ბუნება გაწმენდილი და გათავისუფლებული უნდა იქნას
პირველყოფილი შინაარსისაგან და გაფორმებული და მიწესრიგებული უნდა იყოს გონების
მიერ,როგორც ჩანს ე უკვე ბუნება კი არ არი,არამედ მისი რაციონსლური მოდელია.

3.შემოქმედების ცნების შინაარსი.

ადამიანის შემოქმედება,ცხადია,არ არის კრეაცია,ვინაიდან ადამიანი არ არის აბსოლუტი.


შემოქმედება არის ახლის ქმნა.მასში მთელი სისრულით წარმოჩინდება ადამიანის თავისუფლება.იგი
ორიენტირებულია ობიექტურ ღირებულებებზე.უბრალო შრომაში დომინირებს
მოთხოვნილებები.შემოქმედების პროცესში სამი წევრი „მონაწილეობს“ : შემოქმედი
სუბიექტი,შემოქმედების მიზანი და ობიექტურ საგანში განხორციელებული მინაღწევარი.

შემოქმედების სახეებია:აღმოჩენა,გამოგონება და შექმნა.

კანტმა თავის ესთეტიკაში განასხვავა მეცნიერული და მხატვრული შემოქმედებ.ჭემარიტი


შემოქმედება და ჭეშმარიტი გენიოსი შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნებაში,სადაც ადგილი აქვს
არამხოლოდ აღმოჩენას,რაც მეცნიერებისთვისაა დამახასიათებელი,არამედ შექმნასაც.

აღმოჩენის ნიშანი აუცილებელია შემოქმედებაში.შემოქმედება ორიენტირებულია ობიექტურ


ღირებულებებზე,შემოქმედება არის აღმოჩენა ობიექტურ-ღირებუებით სფეროში.ობიექტური
ღირებულებაა ს,რისკენაც ისწრაფვის შემოქმედი და აც მის შთაგონებას,ინტუიციას,შემოქმედებითი
პროცესის ანტიციპაციურ ხასიათს განსაზღვრავს.

მეცნიერული შემოქმედების ობიექტური ღირებულებაა ჭეშმარიტება,მხატვრული შემოქმედებისა


მშვენიერება.მშვენიერების რელატივისტური გაგება მხოლოდ მაშინ დაიძლევა,როცა ერთ-ერთ
შეფასების საფუძვლად ვაღიარებთ მშვენიერებას,როგორც ობიექტურ ღირებულებას.

ადამიანი არის ნებელობით-ცნობიერი ანუ თავისუფლების მატარებელი,გონითი არსება.ადამიანი


თავისუფალი შემოქმედებითი შრომით განახორციელებსღირებულებებს და ქმნის ადამიანურ
სამყაროს,რომელსაც ბუნებისაგან,ნატურისაგნ განსხვავებით კულტურას ვუწოდებთ.კულტურის
საზრისი გასაგები ხდება მხლოდ ღირებულებებთან კავშირში.

კულტურა არის შემოქმედებითი შრომისპროდუქტი,ის რეალიზებული


ღირებულებაა,გაობიექტივირებული კაცობიობის გონი,კაცობრიობის შემოქმედებითობა და მისი
სასიცოცხლო მოქმედებით დაღდასმული,რაშიც რეალიზებულნი არიან ღირებულებანი.

ადამიანს შეუძლია გათავისუფლდეს ვიტალური მოთხოვნილებებისაგან მხოლოდ მაღალი


ღირებულებების ძალით,მათდმი პატივისცემითა და მათი აღიარებით.შემოქმედება არის არამხოლოდ
ადამიანის თავისუფალი მიზანდასახული საქმიანობა,არამედ თვითონაა არსი ამ საქმიანობისა.

ბილეთი N5

1.შემოქმედება,როგორც ახლის ქმნა.

ხელოვნება გულისხმობს აღმოჩენას ობიექტურ ღირებულებათა სფეროში.აღმიჩენა იმას ნიშნავს,რომ


მიღწეული გვაქვს ახალი საფეხური შემეცნებისა,ესთეტიკური აღქმისა და გამოსახვისა და ა.შ.სიახლე
ამრიგად,შემოქმედების არსებითი ნიშანია:შემოქმედებითი მინღწევარი სიახლის ნიშანს უნდა
ატარებდეს.
ტერმინი „სიახლე“ სხვადასხვა აზრის მატარებელი იქნება სხვადასხვა შემთხვევაში,იმის
მიხედვით,თუ რას ეხება საქმე - შემოქმედ სუბიექტს,საზოგადოებრივ ჯგუფს,ცალკეულ
შემოფარგლულ რეგიონალურ კულტურებს თუ ზოგადკაცობრიულ კულტურას.

ან თვალსაზრისით,ცნობილია სიახლის რამდენიმე გაგება.

ა) მინაღწევარის სიახლის სუბიექტური განცდა,მაშინ,როცანიგი სინამდვილეში ახალი არაა არც


კაცობრიობისთვის,არც ეროვნული თვალსაზრისით და არც სუბიექტისთვის,ფსიქოლოგიურად.ასეთ
შემთხვევაში სუბიექტი დარწმუნებულია,რომ თვითონ მან შექმნა,აღმოაჩინა ესა თუ ის
„მინაღწევარი“,სინამდვილეში კი იგი მას სხვაგან უნაავს,მეხსიერებას კი ეს შინაარსი შემოუნახავს და
წარსულში აღქმულის დროითი ინდექსი დაუკარგავს,რითაც მეხსიერების წარმოდგენა ფანტაზიის
წარმოდგენასთან გაუტოლებია.ამას სიახლის ფენომენალური მოცემულობა ეწოდება,რადგანაც
მხოლოდ განცდა გვაქვს აღმოჩენისა.ეს საკმაოდ ხშირად ხდება და არაა სწორი ამ დროს სუბიექტის
პლაგიატად მიჩნევა,რამეთუ მას თავად არ აქვს გაანალიზებული თავისი აღმოჩენა მართლა აღმოჩენაა
თუ არა.

ბ)სიახლე რომელიმე კულტურული რეგიონის თვალსაზრისით.ამ დროს კაცობრიობის


კულტურისათვის ის არ არის ახალი „აღმოჩენა“,თუმცა რომელიმე იზოლირებული კულტურისათვის
ეს ჭეშმარიტი აღმოჩენაა.შესაძლოა ასეთი იზოლირებულობა არსებობდეს ერთი რეგიონის კულტურის
შიგნითაც.მაგ: დავა ლაიბნიცსა და ნიუტონს შორის დიფერენციალური აღრიცხვის მეთოდის
აღმოჩენის თაობაზე.

გ)სიახლე ფსიქოლოგიურად (სუბიექტურად).ასეტი სიახლე სახეზეა მაშინ,როცა მინაღწევარი


ცნობილია ყველასათვის გარდა თავად მისი ხელახალი აღმომჩენისა.ამ სიახლეს სიახლის
ფენომენალური ნიშანიც ახლავს,რადგან სუბიექტი განიცდის რომ მან ახალი რაღაც
აღმოაჩინა,შექმნა.ფსიქოლოგიური აღმოჩენა უტოლდება თითქმის ობიექტურ აღმოჩენას,რადგანაც
სუბიექტისთვის ეს მართლა მინაღწევარია საკუთარი გონის მეშვეობით.ფსიქოლოგიური აღმოჩენა
შეიძლება ისეც იყოს,რომ დროის პერიოდი იმდენად მცირე იყოს პირველად და ხელახალ აღმომჩენებს
შორის,რომ ესა თუ ის აღმოჩენა მიაკუთვნონ ორივე მათგანს,მაგალითად ჯოულ-ლენცის კანონი.

დ)სიახლე ობიექტურად.პირველმინაღწევარი კაცობრიობის ისტორიაში.ეს იმას ნიშნავს რომ ისევე


როგორც აღმომჩენი სუბიექტისთვის,დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ეს აღმოჩენა
აღმოჩენა,სიახლეა.თუმცა ამ უკანასკნელის დადასტურება სრული პასუხისმგებლობით თითქმის
შეუძლებელია,რამეთუარ არსებობს აღმომჩენზე სრული ინფორმაციის მიღების საშუალება ან რაიმე
სხვა გარემოება უშლის ამას ხელს.

2.შემოქმედების პრობლემა ი.კანტის ფილოსოფიაში.

როგორც თავად ი.კანტი ამბობს,მან კოპერნიკისეული გადატრიალება მოახდინა ფილოსოფიაში.კანტმა


ესთეტიკა წმინდა ფილოსოფიური მეცნიერების დონეზე აიყვანა.ის დოგმატური ძილის თავის
დაღწევას ახერხებს სამ წიგნში: „წმინდა გონების კრიტიკა“, „პრაქტიკული გონების კრიტიკა“,
„მსჯელობის უნარის კრიტიკა“.ეს უკანასკნელი წარმოადგენს კანტის ძირითად შრომას ესთეტიკაში.
( გვ. 244 – 249 ჩ ).

3.კულტურა და ხელოვნება.
კულტურა ურთულესი და მრავალმხრივი ფენომენია.ის არის ადამიანური საქმიანობის,შრომის
პროდუქტი,რომელშიც რეალიზებულია მისი შემქმნელის ღირებულებები,კულტურის
არტეფაქტები,თუმცა რეალური ყოფიერებით არსებობით ხასიათდებიან,ისევე,როგორც ბუნების
მოვლენები,თუმცა მათგან განსხვავებით კულტურული არტეფაქტები გარემოსთან მხოლოდ
მიზეზობრივ კავშირურთიერთობაში კი არ არიან,არამედ საზრისის მატარებლებიც არიან,მოითხოვენ
დიალოგს - კომუნიკაციას.განსხვავებით ბუნების ფაქტებისა,შეფასების ობიექტად იქცევიან.

აბსტრაგირებული კულტურის სტრუქტურის სახეებია:მატერიალური კულტურა,სოციალური


კულტურა და სულიერი კულტურა.მათ შორის განსხვავებას ქმნის მათში ცნობიერების მონაწილეობის
ხარისხი.მატერიალური კულტურის არტეფაქტებში გვაქვს მატერიალურის მაქსიმუმი და გონების
(სულის) მინიმუმი,მაშინ როცა სულიერ კულტურაში პირიქითაა.ხელოვნება სულიერი კულტურის
ერთი ფორმათაგანია,მითოსთან,რელიგიასთან,ზნეობასთან,მეცნიერებასა და ფილოსოფიასთან
ერთად.

ადამიანის საქმიანობა შეიძლება დავაჯგუფოთ ოთხ ძირითად სახედ:პრაქტიკულ-გარდაქმნითი


საქმიანობა,შემეცნებითი,შეფასებითი და კომუნიკაციური საქმიანობები.ხელოვნების ბუნება
მდგომარეობს იმაში,რომ ის ერთდროულად არის შემეცნებაც,გარდაქმნაც,სინამდვილის შეფასებაც და
კომუნიკაციის საშუალებაც.ამის გამო,ის ყველაზე კარგად გამოხატავს კულტურის ხასიათს.შეიძლება
ითქვას ხელოვნება კულტურის თვითრეფლექსიაა.ამიტომაა რომ კულტურის შესახებ ერთიანი
შემჭიდროვებული ინფორმაციის მოცემა მხოლოდ ხელოვნებას ძალუძს და არა სხვა რომელიმე
კულტურის ფორმას.

კულტურა,როგორც არაგენეტიკური მეხსიერება მომართულია ტრადიციის შენახვისა და


კონსერვაციისაკენ,მაშინ,როცა ხელოვნება,როგორც კულტურის ერთი ნაწილი ერთგვარი
ოპოზიციურია და უბიძგებს კულტურას ინოვაციებისა და ახალი იდეების გენერირებისაკენ.

როცა ხელოვნებაში ადამიაბის საქმიანობის 4-ივე სახის არსებობაზე მივუთითებთ ყველაფერთან


ერთად მათ ორგანულ მთლიანობასაც ვგულისხმობთ.ამაში მათი მხატვრული გაერთიანება
იგულისხმება.მხატვრულობა კი ხელოვნების სპეციფიკურ-მეტაფორული ხერხებით მიიღწევა და არა
სხვა ინსტრუმენტარიებით.ამიტომ,შეიძლება ითქვას,რომ ხელოვნება თავადაა ერთი დიდი
მეტაფორა.ხელოვნებაში პროცესები დინამიურია და არა სტატიკური.რაც იმას ნიშნავს,რომ რომელიმე
ერთ მეთოდში შეიძლება დომინირებდეს ვტქვათ შეფასებითი მხარე,მეორეში კი - შემეცნებითი და ა.შ.

ბილეთი N 6

1.შემოქმედების სახეები.

ქსეროქსი გვ.53

2.შემოქმედების პრობლემა ჰეგელის ფილოსოფიაში.

კანტის შემდგომ ადამიანის ესთეტიკურ-შემოქმედებითი საქმიანობის პრინციპულად ახალი გაგება


გვხვდება ჰეგელის ფილოსოფიურ-ესთეტიკურ ნააზრევში.მისი მთავარი მიღწევაა დიალექტიკური
მეთოდი,რომლის მიხედვით სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია,ერთმანეთისაგან
გამომდინარეობს.ხელოვნება ჰეგელთან განიხილება როგორც გზა თავისუფლებისაკენ.
ჰეგელის მიხედვით,ყოველივეს თავდაპირველი მიზეზი არის აბსოლუტური გონი.რომლიც თავიდან
გაუუცხოვდება საკუთარ თავს და კვლავ თავისი თავის შესაცნობად იწყებს შექნას.ის თავდაპირველად
ქმნის უსულო ბუნებას,რომელშიც ვერ ხეავს საკუთარ თავს,შემდეგ ქმნის სულიერ ბუნებას,რომელიც
აშკარად უფრო ახლოა მასთან და საბოლოოდ ქმნის გონის მქონე ადამიანს,რომელშიც საკუთარ თავს
ამოიცნობს,მაგრამ ხვდება,რომ ჯერ კიდევ შორსაა თავის თავში დაბრუნებამდე.ამისათვის
აუცილებელია მიიღწეს აბსოლუტური გონიერება,რომლის მისაღწევად საჭიროა აზროვნების
3საფეხური: შემეცნება სახეებით,რომელშიც გულისხმობს ხელოვნებას და ის სხვა სახეებთან
შედარებით დაბალ საფეხურად ითვლება,შემეცნება წარმოდგებით,რაც რელიგიაში რეალიზდება და
ბოლოს,აზროვნება ცნებებით,რომელიც ხორციელდება მეცნიერებაში და რომლის უმაღლესი
საფეხურია ფილოსოფია.

როგორც უკვე აღვნიშნე,ხელოვნება ჰეგელთან თვითშემეცნების პირველი,არასრულყოფილი


ფორმაა.ის აღნიშნავს,რომ ხელოვნება შეიძლება გავიგოთ როგორც მსუბუქი
დროსტარება,თამაში,როგორც სიამოვნების მიღწევის საშუალება.კითხვაზე,თუ რა აიძულებს ადამიანს
ეწეოდეს მხატვრულ საქმიანობას,ის ასე პასუხობს : ადამიანი,როგორც გონი,გაორებულია
თავისთავად,ის ერთი მხრივ არსებობს ისე,როგორც არსებობენ ბუნებაში არსებული საგნები და მეორე
მხრივ,ის არსებობს თავისთვის,ანუ განიცდის წარმოიდგენს და მოიაზრებს საკუთარ თავს.ის ამ
რეფლექსიას ახდენს ორნაირად:თეორიულად,რამდენადაც თავისი შინაგანი ცხოვრება უნდა
გაიცნობიეროს და პრაქტიკულად,გარესამყაროზე ზემოქმედებით.

ჰეგელი წერს: ადამიანის მისწრაფება ხელოვნების საქმიანობისაკენ გამომდინარეობს მისი გონითი


მისწრაფებიდან,გონებით გაიგოს და შეიმეცნოს ის როგორც საგანი,რომელშიც იცნობს საკუთარ „მეს“.

ჰეგელიც კანტის მსგავსად ასხვავებს ესთეტიკის ავტონომიურობას თეორიული და პრაქტიკულ-


უტილიტარისტული მიმართებებისაგან.ამბობს,რომ ესთეტიკური ინტერესები ზემოაღნიშნულთაგან
განსხვავებით,თავის საგანს თავისუფალი არსებობის უფლებას აძლევს.

ჰეგელის ესთეტიკური ფილოსოფიის განმასხვავებელი ძირითადი პრინციპი არის ის,რომ მან


პირველმა დაახასიათა როგორც სახეებით აზროვნება,რომელიც ხელოვანისაგან მოიტხივს
განსაკუთრებულ „ენთუზიაზმს“,რომელიც ადამიანის საკუთარი თავის რეალიზების უნარია.

3.მხატვრული შემეცნების თავისებურება.

მხატვრულიშემეცნების თავისებურება ხელოვნების საგნის თავისებურებით არის


განსაზღვრული.მატვრული სახე ერთეულის სახით ავლენს ზოგადს.თუ მეცნიერებაში სტუდენტი
მისი ზოგადი თავისებურებაბით ხასიათდება და არ მახვილდება ყურადღება მის სქსესზე ან
რომელიმე კონკრეტულ ნიშან-თვისებაზე,რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთ სტუდენტს
ახასიათებდეს,ხელოვანი პირიქით,იძულებულია ზოგადად სტუდენტი დაახასიათოს ერთი
კონკრეტული სტუდენტის მაგალითზე.მხატვრული სახე ერთეულს განასახიერებს და მასში წვდება
ზოგადს და მის მიღმა არსებულ კანონზომიერებას წარმოაჩენს.თუ ხელოვნებაში აღწერილია
კონკრეტული სახე მხოლოდ ერთ ინდივიდზე,მაშინ ეს უკვე კარგავს მხატვრული სახის წოდებას და
იქცევა მხოლოდ დოკუმენტური ღირებულების მქონედ.მხოლოდ ერთეულისა და ზოგადის შერწყმით
ახერხებს ხელოვნება ყოფიერების შემეცნების თავისებური გზის ფორმის მონახვას,რომელიც
პრინციპულად განსხვავდება სინამდვილის მეცნიერული და დოკუმენტური ასახვისაგან.
მეცნიერება აბსტრაქტულ-ლოგიკურ საშუალებებს იყენებს,ხოლო ხელოვნების საგანი რადგან
სუბიექტურ-ბიექტურია,ის იყენებს არა აბსტრაქტულ-ლოგიკურ ფორმებს,არამედ კონკრეტული
ადამიანისა და კონკრეტული რეალობის აღწერის ფორმას.

ბილეთი N 7

1.თეორიული შემოქმედება.

თეორიული მოღვაწეობა გულისხმობს შემეცნების აქტს.ჩვენ გვაინტერესებს გამოვკითხოთ ობიექტურ


სინამდვილეს,გავიგოთ ობიექტურად არსებული საქმის ვითარებები.ამ მიზნით უნდა ვეცადოთ ისეთი
პოზიცია დავიკავოთ,რომ არაფერი შევცვალოთ გამოსაკითხ სინმდვილეში.ყალბი ლოზუნგია
მეცნიერების საგნისადმი ვნებითი სწრაფვის მოთხოვნა.ვნება,როგორც სუბიექტური ფაქტორი,უნდა
ჩამოვიცილოთ შემეცნების პროცესისას და ცივი გონების ხილვას დავუთმოთ ასპარეზი.

თეორიული მიდგომისას ჩვენ უნდა დავივიწყოთ ჩვენი არაშემეცნებითი მიზნები და


მისწრაფებები.კვლევის გამიზნვა და დაგეგმვა პრაქტიკის საქმეა და არა თვითონ თეორიული
მოღვაწეობისა.თუ გინდათ თეორიული მოღვაწეობა პრაქტიკაში გამოგადგეთ,მაშინ დროებით
მაინც,კვლევის პროცესში,დაიციწყეთ ეს პრაქტიკული მიზანი,რადგანაც მისი შეჭრა თეორიულ
კვლევაში სუბიექტურ მინარევს მოგვცემდა,შეცვლილი სახით წარმოგვიდგენდა საძიებელი საქმის
ვითარებას.

2.შემოქმედების პრობემა ფრ.ნიცშეს ფილოსოფიაში.

ფრ.ნიცშეს ფიოსოფია მრავალი მეტამორფოზა განიცადა.ფილოსოფიური მოღვაწეობის დასაწყისში,ის


განიცდიდა შოპენჰაუერისა და ვაგნერის ზეგავლენას.შემდეგ იზიარებდა პოზიტივისტურ
შეხედულებებს,ხოლო ბოლო პერიოდში შეიმუშავა „ძალაუფლების ნების“ მეტაფიზიკა.

თავიდანვე შეიძლება ითქვას,რომ ნიცშეს თვალსაზრისტაგან მისი მსოფლმხედველობრივი


ევოლუციის პერიოდში ხელოვნების საწყისის გაგება ერთადერთია,რომელიც შენარჩუნებულია
(თუმცა გარკვეული კორექტივებით) მის შემდგომდროინდელ ნააზრევშიც.ნიცშე სიცოცხლის
ფილოსოფიის ფუძემდებელია.

სიცოცხლის ფილოსოფია მკვეთრად უპირისპირდება ტრადიციულ ფილოსოფიას,რომლის


მიხედვითაც სიცოცხლე გარეგანსაზღვრულია,ანუ არ შეიცავს დამოუკიდებელ აზრსა და
ღირებულებას.სიცოცხლის ფილოსოფიის აზრი და ღირებულებათავად სიცოცხლის შიგნიდან
მომდინარეობს.ამრიგად,სიცოცხლის ფილოსოფიის ძირითად პათოსს შეადგენს სიცოცხლის
ინერტულობის კონცეფციის უარყოფა და ამის ნაცვლად სიცოცხლის არსებით ნიშნად აქტივობა -
შემოქმედებიზტობის ჩათვლა.ანუ ნიცშეს ფილოსოფიის მთავარი პრინციპი არის ესთეტიკა.

ნიცშეს მიხედვით,ნიჰილიზმი,რომელიც ნიშნავს გარდამავალ გზას არასწორი ღირებულებებიდან


ჭეშმარიტზე,გამოიწვია იმან,რომ „ღმერთი მკვდარია“.ამ დროს საჭიროა შეიცვალოს ადამიანის
მსოფლხედვა და ცხოვრების პრინციპი,რათა მან შეძლოს გადარჩენა უღმერთოდ
დარჩენილმაც.ნიცშესთან სიცოცხლე განიხილება,როგორც სა ყაროს საწყისი,ძალა,რომელიც აგვიხსნის
ადამიანის შემეცნების,მოქმედების,არსებობის საზრისის საიდუმლოებას.სიცოხლე არის სწრაფვა
ძალაუფლებისკენ,ნება ძალაუფლებისა,რომელსაც ახასიათებს მარადიული მოძრაობა და ქმნადობა.
ნიცშეს მიხედვით სიცოცხლე არის ძალაუფლების ნების წერტილთა ერთობლიობა.იგი ბუნებით
დიონისურია - გიჟური,თავაწყვეტილი,მუდამდაუდგრომელი.ნიცშე გამოყოფს ბერძნული
ხელოვნების 2 საწყისს,რომლებსაც დიონისესა და აპოლონის სახელებთნ აკავშირებს.ბერძნული
ტრაგედიის წარმოშობა ნიცშემ სწორედ მეტაფიზიკასთან დააკავშირა.ხელოვნება მან წარმოადგინა
სამყაროს საფუძველში მდებარე ძალების თავისებურ გამოვლინებად.ნიცშესთვის ხელოვნება
ვითარდება დიონისური და აპოლონური სახეების დაპირისპირების ხარჯზე.აპოლონური
სიცხადის,ჰარმონიის,წესრიგის,ზომიერების სიმბოლოა,დიონისური კი - სიბნელის,ომისა და
ზომიერების უარყოფის,ქაოსურის,სქესობრივი აღვირახსნილობის,ინსტინქტების თარეშისა.ტრაგედია
კი ამ ორის შერწყმაა - ლტოლვა უკავშირდება ხატს.

ნიცშეს მიხედვით,ხელოვნება მაშინაა სრულყოფილი,როცა მასში ორგანულადაა შერწყმული სამყაროს


ორივე საწყისი.თანამედროვე ადამიანი დიონისურისაგან დაცლილ ცალმხრივ განვითარებულ
კულტურაში ცხოვრობს.ნიცშე ხელოვნების დიონისური - სიცოცხლის ინსტინქტების - გრძნობადი
მოცემით,ემოციურად განამტკიცებს „ახალ ღმერთს“ - ზეკაცს.

3.კულტურა და ბუნება.

კულტურის საფუძველში არის ბუნებრივი,ადამიანამდე არსებული


კანონზომიერება.ადამიანი,რომელიც არის კულტურის შემოქმედი,ცხოვრობს არამარტო კულტურულ
გარემოში,არამედ თავიდანვე მოცემულ ბუნებრივ კნონზომიერებაში.იგი თავის შესაძლებლობებზე
დაყრდნობით ცდილობს შექმნას მეორე სამყარო,რისთვისაც იგი იძულებულია გამოიყენოს
ბუნება.ანუ,ბუნება არის მასალა,რომლის მეშვეობითაც ადამიანი ახალს ქმნის.

კულტურის ფენომენებს შორის განსხვავებას ქმნის მათში ადამიანის გონითობის


განაწილება.მატერიაური წარმოება,როგორც კულტურის ფენომენი,მაინც რჩება მატერიალურ
საგნად,რომელზეც ბუნების კანონები მოქმედებენ გაცილებით ძლიერად,ვიდრე წმინდა გონით
ქმნილებაზე.კულტურა შეიძლება განვიხილოთ ნატურის განვითარების ხორცშესხმა,რომელიც თავად
ბუნებისთვის უცნობია.

შემოქმედების პროცესში ბუნება და კულტურა ერთმანეთისაგან იზოლირებულნი არ არიან,პირიქიტ


ისინი ერთმანეთს ძალიან სჭირდებიან.ბუნება-კულტურის დისპოზიცია არამარტო მათზე
ფილოსოფიური აზროვნების რეფლექსიის შედეგია,რომლის მიზანიც მათი შეპირისპირებით ცნებების
ზუსტი განსაზღვრაა,არამედ არსებობს რეალურადაც,რაც ასე ვლინდება: ბუნება არის ისეთი
მოცემულობა,რომლის შექმნაში ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია.კულტურა კი პირიქით,ადამიანის
შექმნილია,მისი ანაბეჭდი აზის.

მაშასადამე კულტურა არის ადამიანის თავისუფალი შემოქმედებითი შრომის პროდუქტი,სადაც


განხორციელებუია ღირებულებები,თავისუფალ შემოქმედებით საქმიანობაზე.ადამიანი ტავისუფლად
ქმნის,როდესაც მიუმატებს სამყაროს პრინციპულად ახალს,მანამდე არარსებუსლს.

ადამიანის ღირებულებით საქმიანობა დეტერმინირებულია ღირებულებებით და მათზევეა


ორიენტირებული.ხოლოდ ადამიანი ასხვავებს არსსა და ჯერარსს.მისი ყოფიერება მიმდინარეობს ამ
ორი საწყისის დაპირისპირებაში.ადამიანი არსს შეიცნობს და მის კანონზომიერებებს აღმოაჩენს.მისი
ძირეული სურვილია მთელი ბუნების სამეფო ადამიანურად გარდაქმნას.
ადამიანის მრავალმხრივი ინტერესი სამყაროსადმი,როგორც თავად მიკროკოსმოსის მრავალმხრივი
მიმართება მის მიმართ,განაპირობებს მისმიერ შექმნილი კულტურის
მრავალფეროვნებას:მატერიალური კულტურა,სოციალური კულტურა,გონითი კულტურა.ეს დაყოფა
რა თქმა უნდა პირობითა,რადგან კულტურა ერთიანი,სინკრეტული ფენომენია

ბილეთო N 8

1.ეთიკური შემოქმედება.ეთიკური შემოქმედების სპეციფიკა.

ქსეროქსიდან „შემოქმედების სახეები“ გვ. 56-58.

2.ზ.ფროიდი შემოქმედების შესახებ.

სიცოცხლის ფილოსოფიის თვალსაზრისსენათესავება ზ.ფროიდის მოძღვრებაც,რომელმაც


სხვებისაგან განსხვავებით,არაცნობიერი კოკრეტულ-ფსიქოლოგიური კვლევისობიექტად აქცია და
მისი საშუალებით შეეცადა ადამიანის ქცევა და შემოქმედება აეხსნა.

ფროიდი ტვლის,რომ ადამიანის განმსაზღვრელი ძალა (მამოძრავებელი) სექსუალური


ლტოლვაა.განასხვავებს ლტოლვის 2 სახეს: 1)სწრაფვა სიცოცხლისაკენ,ანუ ეროსი; 2)სწრაფვა
განადგურებისაკენ,ანუ თანატოსი.

ფროიდი დაწვრილებიტ განიხილავს ინცესტის ტაბუს.კულტურის ყველა ფენომენს მამისმკვლელობის


პირველადი ცოდვით და მის საფუძველზე განვითარებული დანაშაულის შეგნებით ხსნის.მოტივს
წაროადგენს ინცესტური მისწრაფება (შეზღუდული ინცესტის ტაბუთი),სექსუალური
სწრაფვა,სიამოვნების პრინციპით რომ ხელმძღვანელობს,ცდილობს დაიკმაყოფილოს თავი და ხდება
მისი სუბლიმაცია.ესაა კულტურის განვითარების საფუძველი.ფროიდთან ხელოვნება მხოლოდ
სექსუალური ენერგიის სუბლიმაციაა,ამიტომ ის ილუზორულია.

ხელოვნების,როგორც ლიბიდოიზური ლტოლვის საშუალების განხილვა ფროიდის ესთეტიკური


კონცეფციის ქვაკუტხედია.ხელოვნება აადვილებს ფსიქიკური წონასწორობის დამყარებას,მაგრამ ის არ
არის ისეთი ძლიერი,რომ დაავიწყოს ადამიანს ნამდვილი უბედურება.

სიზმარი,ისევე როგორც ხელოვნება,არაცნობიერი სიღრმისეული სურვილების გამოვლენის


არენაა.სიზმრისათვის,ისევე როგორც ხელოვნებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოციაციურ
კავშირებს და ამას ფროიდის თვალსაზრისით აქვს დიდი მნიშვნელობა ხელოვნებაში შემოქმედებითი
პროცესის გაგებისათვის.ხელოვნება ლტოლვების დაოკების სუბლიმირებული ფორმაა.ფროიდის
მოძღვრებაში სექსუალური ლტოლვა - ლიბიდო - განიცდის კულტურის ზეწოლას,რაც მისი
ტაბუირებით გამოიხატება.

3.ხელოვნება და შემოქმედება.

საუბარია ცნებების ავტორი,შემოქმედი გაჩენაზე და მანამდე არსებულ ცნებებზე დროთა


განმავლობაში. ესთტიკის წიგნში გვ.226-228.

ბილეთი N 9

1.პრაქტიკული შემოქმედება.
პრაქტიკული მოღვაწეობა ჩვენს მიზნებს და მათს შესაბამისად ობიექტური სინამდვილის
შეცლას,გარდაქმნას გულისხმობს.ადამიანის პრაქტიკული მოქმედება შეიძლება არ მიმართავდეს
ცნობიერებას,ღირებულების ვითარების თუ გარდაქმნის გაცნობიერებას.ამ შემთხვევაში პრაქტიკული
მოქმედების არც ზოგადი დაფიქსირება ხდება და არც კულტურის შემადგენლობაში შედის ეს
მოქმედება,იგი არაა შემოქმედება.შემოქმედებად მას აქცევს მიზნების,საშუალებებისა და
განხორციელების გზების პირველაღმოჩენა,ზოგადი მსჯელობების სახით ჩამოყალიბება.ეს იმას
ნიშნავს,რომ პრაქტიკაც მხოლოდ თეორიად ქცევის შემთხვეაში იქცევა აღმოჩენად.განსხვავებას კი
თეორიულ და პრაქტიკულ შემოქმედებებში ის ქმნის,რომ პირველ შემთხვევაში „თეორიული
თეორია“,თეორიული შემეცნება გვაქვს,მეორეში - „პრაქტიკის თეორია“.

პრაქტიკა გაყოფის სხვა საფუძვლის შედეგად გამოიყოფა,ვიდრე შემეცნება,მხატვრული შემოქმედება


და ეთიკურის თუ რელიგიურის სფერო.საქმე ისაა,რომ ესენი შესაძლოა სულიერ სფეროს
ეკუთვნოდნენ და მათი პრაქტიკულ შემოქმედებად გარდაქმნაც შეიძლება.ამ შემზტხვევაში
ერთმანეთს უპირისპირდება,როგორც ერთი გვარის ორი სახე,არა პრაქტიკა და შემეცნება ან პრაქტიკა
და მხატვრული შემოქმედება,არამედ სულიერი,გონებისეული მოღვაწეობა,ერთი მხრივ და
პრაქტიკული მოღვაწეობა,მეორე მხრივ.

პრაქტიკა ეხება მოქმედების კერძო შემთხვევისადმი რაიმე გონებისეულის მიყენებას.შემოქმედებითი


ხასიათი კი პრაქტიკას ორი აზრით შეიძლება ჰქონდეს: 1.პრაქტიკა შემოქმედებითი ხასიათის იქნება
თუ საქმე ეხება შემოქმედებთი მინაღწევარის დანერგვას მოქმედებათა კერძო სფეროებში. 2.პრაქტიკა
შემოქმედებითი იქნება მაშინ,როცა რაიმე სულიერი მოღვაწეობის მინაღწევარის კერძო მოქმედებაში
მიყენებისა საქმე ახალია და თვითონ შეიცავს ობიექტურ ღირებულებითის ნიშანს.

2.კ.იუნგი შემოქმედების შესახებ.

ესთეტიკის წიგნში გვ.258-260

3.შემოქმედება როგორც თავისუფლება და შთაგონება. ????

ბილეთი N 10

1.ანრი ბერგსონი შემოქმედების შესახებ.

ესთეტიკის წიგნიდან გვ.260-263.

2.შემოქმედება როგორც ინტუიცია და ანტიციპაცია.

შემოქმედების პროცესს ახასიათებს ანტიციპაციის ფაქტი.შემოქქმედება,როგორც კი შთაგონება


შეიპყრობს მას,რა საოცრადაც არ უნდა გვეჩვენოს ეს,წინასწარვე იცის თავისი შემოქმედებთ
პროდუქტი,რომელიც ჯერ კიდევ არ შექმნილა.სწორედ ეს ანტიციპაციაა იმის აუცილებელი
პირობა,რომ ასეთი რამ შეიქმნება,შემოქმედება არაა ქაოტური,შემთხვევითი ძიების პროცესი,იგი
თავიდანვე ერთი მიზნისაკენ,შემოქმედების პროდუქტის შექმნისაკენ მიისწრაფვის განუხრელად და
ამ მიზნობრივ სვლას სწორედ ანტიციპაცია განსაზღვრავს.

ანტიიპაციის ფაქტს აღიარებენ როგორც შემოქმედები,ისე მათი მკვლევრები.ჰეგელი ამბობს: მხატვარი,


„როგორც ბუნებრივი ტალანტი ურთიერთობას ამყარებს მოცემულ წინასწარმიგნებულ
მასალასთან“.ეთი მხრივ,სწორია არნაუდოვი,როცა ანტიციპაციაში მისტიურს ხედავს,მაგრამ თვითონ
ანტიციპაციის ფაქტი სულაც არაა მისტიკა და მის გარეშე არსებითად გაურკვეველი დარჩებოდა
შემოქმედების პროცესის მთელისტრუქტურა.გოეთეს სიტყვები თავად არნაუდოვს მოჰყავს: „მე რომ
ანტიციპაციის მეშვეობით მთელი სამყარო უკვე ჩემს თავში არ მენახა,ჩემი გახელილი თვალები ბრმა
იქნებოდნენ“.

როგორ უნდა გავიგოთ ანტიციპაცია,რომელიც თავიდანვე გარკვეული მიზნისკენ წარმართავს


შემოქმედების პროცესს?ანტიციპაცია იმას გულისხმობს,რომ შემოქმედმა თავიდანვე იხილა ის
ობიექტური ღირებულებითი ვითარება,რონლის სათანადო მკაფიობითა და სისრულით
გაცნობიერებას და გამოსახვას უნდება მთელი შემდგომი შემოქმედებითი მუშაობა.მეცნიერებაში
ასეთი ანტიციპაცია გამოიხატება სწორი ჰიპოთეზის წამოყენებაში,რომელიც ერთგვარი ინტუიციური
ხილვის შედეგია,რამდენადაც დასაბუთებული არაა და მიუხედავად ამისა ერთგვარ დასაბუთების
დამარწმუნებლობას მაინც ფლობს.მხატვრული შემოქმედების პროცესში ანტიციპაცია ხორციელდება
ადამიანური ყოფიერების ღირებულებითი ვითარების ინტუიციური ხილვის ნიადაგზე.როგორც
ვხედავთ,შემოქმედების პროცესის არსებითი მომენტი - ანტიციპაცია ემყარება ინტუიციას.ინტუიციის
გარეშე შეუძლებელი ჩანს საერთოდ შემოქნედების პროცესის წარმოდგენა.

რა არის ინტუიცია?ის წვდომის სახეა,უშუალოდ წვდომა,დისკურსიული,გამომდინარეობით


მიღებული ცოდნისგან განსხვავებით.ცნობილია ინტუიციის რამდენიმე სახე.უმარტივესია -
გრძნობითი ორგანოებით მიღებული შთაბეჭდილებები.ინტუიცია შესაძლებელია იყოს
ინტელექტუალურიც,ასეთია გეომეტრიულიმიმართებების ჭვრეტა სივრცით აღქმასა თუ
წარმოდგენებში და ლოგიკური მიმართებების ჭვრეტა გონების მიერ.საუბარია ისეთ
ინტუიციაზეც,რომელიც გონებრივი პრინციპების მოწინააღმდეგეა,ესაა მისტიკური ინტუიცია.თუ ამ
ტიპის ინტუიციას გამოვრიცხავთ,ინტუიცია რჩება შეგრძნებათა და აღქმათა
სამყარო,გასაგები,ინტელექტუალური ინტუიციები.

ინტუიციას კანტმა,როგორც ზემოთ ითქვა,ხელოვნების სფეროში,მხატვრულ შემოქმედებაში მიუჩინა


ადგილი და ეს უნარი გენიოსის ღირსების საქმედ სცნო,როდესაც კანტი ასეთ შეხედულებას
გვთავაზობს,იგი შეიძლება სწორედ ითვალისწინებდეს იმ ვითარებას,რომ მხატვრული შემოქმედების
მთელი სიძნელე სწორედ ინტუიციური ჭვრეტის მაღალ უნართანაა საკავშირებული,რასაც შეიძლება
ვერ ვიტყოდით მეცნიერული შემოქმედების მიმართ,მაგრამ კანტის აზრი სწორი არ რის იმ გარემოების
გამო,რომ ინტუიცია მეცნიერულაღმოჩენასაც ისევე ახასიათებს,როგორც მხატვრულ
შემოქმედებს.მეცნიერება არაა მხოლოდ ცნებითი გამომდინარეობა,ისევე,როგორც არც ხელოვნებაა
ტექნიკური განხორციელება ჩანაფიქრისა.ინტუიციის გარეშე წარმოუდგენელია ჭეშმარიტი
შემოქმედება.

შემოქმედება არის წვდომა,აღმოჩენა,ობიექტური საქმის ვითარებების და როგორც ჩვეულებრივი


გრძნობადი აღქმის შემთხვევაში აუცილებელია ვიხილოთ გრძნობადი აღქმის შემთხვევაში
აუციკებელია ვიხილოთ გრძნობადი საგანი.ისე აუცილებელია სათანადო ხილვის ორგანოებით
ვიხილოთ ის ობიექტური ღირებულებითი ვითარება,რომლის პირველაღმოჩენასაც ჩვენ შემოქმედებას
ვუწოდებთ.თეორიული შემოქმედების პროცესის ცენტრალურ რგოლს შეადგენს არა დისკურსიული
გამოყვანა,არამედ ინტელექტუალური ინტუიცია ჭეშმარიტების ვითარებისა,ასევე წვდება თავის
საგანს მხატვრული ინტუიცია.ამავე დროს ინტუიცია აუცილებელია არამარტო
შემოქმედებისათვის,არამედ შემოქმედების მინაღწევარის ადეკვატური აღქმისათვის.
ინტუიციის ფენომენი ფსიქოლოგიური პროცესის სახითაც წარმოგვიდგება,მაგრამ ეს არ გამოდგება
იმის გასამართლებლად,როცა მას შემოქმედების პროცესში მხოლოდ ფსიქოლოგიური
ემპირიული,შემთხვევითი ფაქტის მნიშვნელობას ანიჭებენ.ინტუიცია შემოქმედებითი პროცესის
არსებითი,შინაგანი დახასიათებაა და არა გარეგანი და შემთხვევითი.

ინტუიცია არის არსებითი მომენტი,რომელიც თავიდან ბოლომდე გასდევს მთელ შემოქმედებით


პროცესს,ის არის იმ ობიექტური ღირებულებითი ვითარებების უშუალო ჭვრეტა,რომელთა პირველი
ჭვდომა შეადგენს შემოქმედების არსს.

3.ესთეტიკური შემოქმედების სპეციფიკა.

ესთეტიკური შემოქმედების სპეციფიკის დასანახვებლად საუკეთესო გზა არს მისი განხილვა


მეცნიერული შემოქნედების ფონზე.როგორც ვიცით ესთეტიკური შემოქმედება არის
ხელოვნება.ხელოვნებისთვის კი ყველაზე მთავარი დამახასიათებელი თავისი
მხატვრულობაა.მეცნიერებისაგან განსხვავებით ის ყურადღებაში იღებს ამა თუ იმ საგნის შედარების
შესაძლებლობას რაღაც ნიშნით სხვასთან.ამას მეტაფორა ეწოდება და ხელოვნებაში ეს დასაბუთების
ძალზე ეფექტური საშუალებაა.მაშინ,როცა მეცნიერება იყენებს ცნებას,რომელიც საგნების ერთ ჯგუფს
წარმოადგენს გარკვეულ ნიშან-თვისებათა ერთიანობით,ხელოვნება უფრო მიკერძოებულია ამ
მხრივ,ის ხომ ისეთ სემიოტიკურ საშუალებებს მიმართავს როგორიცაა მეტაფორა.ეს იმას უნდა
ნიშნავდეს,რომ ხელოვნება ერათი ობიექტის მეშვეობით წარმოგვიდგენს მრავალს,როცა მეცნიერება
პირიქიტ,მრავალი ობიექტის გაერთიანებით წარმოგვიდგენს ცნებას,რომელიც ამ ობიექტტა საერთო
ნიშან-თვისებას აღნიშნავს.მეცნიერება თავისი ობიექტიტ არ განსხვავდება ხელოვნებისაგან,რადგან
მათი ოიექტი არსებული რეალობაა,ორივე აღწერენ იმას,რაც მათ გარშემოა,თუმცა მეცნიერება ამას
გრძნობელობითი ჭეშმარიტებით აღწერს,როგორიცაა ამა თუ იმ საგნის დახასიათება ფორმის,ზომისა
თუ წონის მიხედვით,ხელოვნება კი ამაში მხატვრულ სახეებს იყენებს.მაშ რაშია განსხვავება
ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის თუ მათ ობიექტი და მიზანი ერთა - ღირებულებითი
ჭეშმარიტება?განსხვავება სწორედ იმაშია,რომ ხელოვნება ამ ჭეშმარიტებას თავად იგონებს.შეიძლება
ითქვას ქმნის მას და ამას იმდენად ოსტატურდ ახერხებს,რომ ეს რეალობა უფრო სარწმუნო და
დასაჯერებელია ვიდრე მეცნიერული რეალობა.ხელოვნება თავის მიზანს - სუბიექტ-ობიექტის
მიმართებას,მეცნიერებისაგან განსხვავებით,არა დისკურსიულ-ლოგიკური ფორმით,არამედ სახოვანი
ფორმით ახერხებს.მასში ასახვა ყოველთვის პირობითია.მასში ასახული სინამდვილე ილუზორულისა
და არაილუზორულის ისეთ სინთეზს გვალევს,რომელიც გაცილებით სარწმუნო ხდება ემპირიულ-
რეალურ სინამდვილეზე.

მის ილუზორულობაზე მითითებით ჩვენ არ გვიგულისხმია,რომ ის არ აგებს ობიექტს თავისი


ობიექტისა.პირიქიტ.ის მეცნიერების მსგავსად ქმნის ჯერ მონახაზს,ასე რომ ვთქვათ მშრალ
სინამდვილეს და შემდეგ ზემოტაღნიშნული ხერხების - მეტაფორა,შედარება და ა.შ - საშუალებით
აქცევს მას ისეთ რეალობად რასაც ჩვენ მხატვრულს ვუწოდებთ...რომელიც ერთდროულად იმდენად
დაცილებული და ახლოა ჩვენთვის ნაცნობი რეალობისაგან,რომ ადამიანს უჩნება კათარსისის
შეგრძნება მასთან ზიარებისას.

ხელოვნების სტრუქტურული ანალიზი გვიჩვენებს,რომ მასში შერწყმუია ადამიანის საქმიანობის


ყველა სფერო.შეიძლება ითქვას,ის ყოვლისმოცველია.მისი თითოეული ნაწილი ერთ სისტემაში ისე
სინთეზირდება,რომ შეუძლებელია მათი უერთმანეთოდ წარმოდგენა.ეს არის ჯაჭვური
წრე,რომელშიც ყველაფერი ერთმანეთზეა დაშენებული.

ბილეთი N 11

1.შემოქმედების პრობემა პოსტსტრუქტურალიზმში.

რ.ბარტი ამავე სახელწოდების შრომაში განიხილავს ავტორის დაბადებისა და გარდაცვალების


წარმომშობ მიზეზებს.მისი აზრით,როცა ტხრობა აღარანაირ ფუნქციას არ ასრულებს გარდა გარკვეულ
მოვლენათა დეკლამირებისა,კვდება ავტორი და იწყება წერა.ბარტის თანახმად,ეს მოვლენა სხვადასხვა
ეპოქაში სხვადასხვანაირად აღიქმებოდა,მაგალითად,პირველყოფილ საზოგადოებაში ამბავს ყვებოდა
არა ჩვეულებრივი ადამიანი,არამედ მედიატორი - შამანი...თუ ბარტის აზრს დავუჯერებთ,ავტორი შუა
საუკუნეების ქმნილებაა,რადგან სწორედ ამ დროს აღმოაჩინა საზოგადოებამ პიროვნება,ამ დროს მისცა
მას ის მნიშვნელობა,რომ მას დამოუკიდებლადაც შეეძლო რაღაცის ქნა და ყოველივე
დეტერმინირებული არ იყო უფლის,ტრანსცენდენტის მიერ.ამ დროიდან მოყოლებული
ლიტერატურაში და თავად მის შემოქმედებშიც გაბატონებუია ეს ავტორი.ის ქმნის ლიტერატურის
ცენტრს.ბარტის აზრით,თანამედროვე ლინგვისტიკამ შესაძლებელი გახადა ავტორის
დესაკრალიზაცია.ის აღნიშნავს,რომ თანამედროვე ლიტერატურაში თავად ავტორი სრულებითაც
აღარ ჩანს,მისი მინარევები ისევე არ ტოვებს კვალს შემოქმედების მინაღწევარზე,როგორც წვიმა
უდაბნოში.ბარტის აზროვნებაშიც ჟღერს ტერმინი მიბაძვა,ოღონდ აქ მას გაცილებით განსხვავებული
დატვირთვა აქვს.მასთან ნათქვამია,რომ უკვე თავად ცხოვრება ბაძავს წიგნს,წიგნი კი ბაძავს მანამდე
დიდი ხნით ადრე დავიწყებულს.მისთვის სიტყვები არაფერია,ტუ არა სხვა სიტყვების მეშვეობით
განსასაზღვრი იდოლები.მოკლედ რომ ვთქვათ,წიგნი არის დაშიფრული სისტემა,ხოლო რამდენადაც
ბარტის მიხედვით ავტორი აღარ არსებობს,მისი გაშიფრვაც აღარაა საჭირო.ის ავტორი სიკვდილს
განიხილავს ლიტერატურის მაგალითზე,მაგრამ თუ მივუდგებით ამას ისე,როგორც ყველაფერი არის
ტექსტი,მაშინ მისი შეხედულებები უფრო ფართე არენად იშლება და ზოგადად ხელოვნებას უნდა
მოიცავდეს...

2.ესთეტიკური შემოქმედება და თანაშემოქმედება,როგორც ესთეტიკური საქმიანობის ძირითადი


სახეები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ შემოქმედება არის აღმოჩენა ობიექტურ ღირებულებათა სფეროში,სადაც


ღირებულებად მშვენიერება მიიჩნევა.შემოქმედი,ანუ ახალი დროიდან უკვე ავტორი არის ის,ვინ
აღმოაჩენს ამ ღირებულებას და თავად აქცევს შემოქმედების ესთეტიკურ მინაღწევრად.სწორედ ახალ
დრომდე,შემოქმედების ნიმუშ ითვლებოდა სრულყოფილად თუ ის ლოგიკურად იყო დაწყობილი და
დასასრული ყოველგვარი შესაძლებლობებით გათამაშებული იყო სრული სიზუსტით,თუმცა ამ
ეპოქიდან ავტორში თავს იჩენს დაკარგული მისტიურის ნაკლებობის შეგრძნება და ამის დაბრუნებას
საკუთარი ნაწარმოებისათვის მისი დაუსრულებლობით ცდილობს.როგორც
ვიცით,მიქელანჯელო,ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი ადამიანთა მოდგმისა,საკუთარ ნაშრომებს
დაუსრულებლად ტოვებდა,რათა შემდეგ მნახველ,შემფასებელს საშუალება ჰქონოდა იგი
დაესრულებინა გონებაში ისე,როგორც ამას თავად შეძლებდა.ამას შეიძლება თანაშემოქმედება
ვუწოდოთ.
თუმცაღა თანაშემოქმედება,რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება იმ მცირედით,რაზეც უკვე
გავამახვილეთ ყურადღება.თანაშემოქმედი,ახალი დროის მიხედვით,შესაძლებელია არა მხოლოდ
დაუსრულებელ ნაშრომს ჰყავდეს,არამედ ზოგადდ ყველას...ეს ყოველივე კანონმდებელი გონების
„გაუქმებამ“ და მისი შეფარდებითი გონებით ჩანაცვლებამ გამოიწვია.კანონმდებელი გონება თავად
განსაზღვრავდა ადამიანს როგორ უნდა აღექვა ესა თუ ის საგანი.მისმა გაუქმებამ კი ადამიანებს
საშუალება მისცა ყველაფერში ის დაენახათ რაც თავად სურდათ.ამ დროსაც ადამიანი ტანაშემოქმედი
ხდება,რადგან ის ისე კი არ აღიქვამს ამა თუ იმ მოვლენას,როგორადაც ის ავტორმა,შემოქმედმა
წარმოიდგინა და ჩაიფიქრა,არამედ ისეთად,როგორადაც ის მან წარმოიდგინა,აღიქვა.

თანაშემოქმედების კიდევ ერთი და ჩვენი თანამედროვეობისთვის ყველაზე ნაცნობი ფორმაა


რეკრეაცია.ანუ,თუ ჩავთვლით,რომ თავდაპირველი ავტორი არის კრეატორი,ის ვინც,მის ნაშრომს
თავისებურად წერს,დგამს და ა.შ. უნდა იყოს რეკრეატორი.ასეთები არიან მაგალითად
რეჟისორები,რომლებიც სხვადასხვა ცნობილ ნაწარმოებებს თავიანთი თვალთახედვით დგამენ.

3.ესთეტიკური შემოქმედებითი საქმიანობის მორფოლოგია.

ესთეტიკის წიგნიდან გვ.275-276 და ამ ბილეთის მეორეც სრულად არის გვ.256-ზე.

ბილეთი N 12

1.მხატვრული შემოქმედება და დიზაინერული საქმიანობა.

ესთეტიკის წიგნიდან გვ. 279-286.

2.შემოქმედების პრობლემა გერმანულ იდეალიზმში.

კანტი,ჰეგელი. ესთეტიკის წიგნიდან გვ.244-252.

3.სიახლის დონეები.

????

ბილეთი N 13

1.ესთეტიკური შემოქმედების მენტალური საფუძვლები.

წიგნიდან ესთეტიკა გვ.286-297

2.შემოქმედების პრობლემა პოსტიდეალისტურ ფილოსოიაში

ნიცშე,ფროიდი,იუნგი,ბერგსონი. წიგნიდან გვ.252.-263.

3.შემოქმედების ცნების შინაარსი.

ესთეტიკის წიგნიდან გვ.264-267.

ბილეთი N 14
1.ესტეტიკური შემოქმედების ფსიქოლოგიური საფუძვლები

მე13 ბილეთი საკითხი 1-ლი.

2.შემოქმედების პრობლემა შუა საუკუნეებსა და რენესანსის ფილოსოფიაში.

არეოპაგიტიკა,რენესანსი და ვინჩითურთ,რეალისტური ესთეტიკა.

3.შემოქმედება,როგორც ინტუიცია და ანტიციპაცია.

ბილეთი 10 საკითხი 2.

ბილეთი N 15.

1.შემოქმედება - აღმოჩენა,გამოგონება და შექმნა.

ბილეთი 1.1.

ბილეთი 2.1.

ბილეთი 4.1.

2.შემოქმედების პრობლემა მითოსსა და პლატონის შემოქმედებაში

პლატონის სახელმწიფოს მეათე თავი და წიგნიდან ანტიკური ფილოსოფია.

3.ესთეტიკური შემოქმედების თავისებურებანი.

ბილეთი 10.3

You might also like