You are on page 1of 2

ძვირფასო სტუდენტებო,

მოგესალმებით. იმედი მაქვს, მალე გვექნება საშუალება, რომ ჩვეულ რეჟიმში ანუ პირისპირ
გავაგრძელოთ ჩვენი სალექციო კურსი, მანამდე კი სახელმძღვანელოს, - „რელიგიის
ფილოსოფია“ ( ავტორები: ირაკლი ბრაჭული, ანასტასია ზაქარიაძე, ნიკოლაუ დურა;
გამომცემლობა - თსუ, 2014წ. ) საშუალებით მოგვიწევს სილაბუსით გათვალისწინებული
თემების დამუშავება.

სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ მოიძიოთ თსუ ბიბლიოთეკის


ციფრულ ბაზაში.

დავიწყოთ ჩვენი კურსის პირველი თემით - რა არის რელიგიის ფილოსოფიის საგანი?


სახელმძღვანელოში პირველ თავს ჰქვია „რელიგიის გააზრებისა და გადააზრების გზები“.
თავი 11 პარაგრფისაგან შედგება (იხ. გვ. 15-38) და ცდილობს, გასაგები და დამწყებთათვის
მისაწვდომი სახით გადმოგვცეს ამ მნიშვნელოვანი ფილოსოფიური დისციპლინის
წარმოშობისა და დაფუძნების მთავარი მომენტები, პრობლემატიკა და მეთოდების
კონტურები. სახელმძღვანელოს თან ახლავს გლოსარიუმი, - ძირითადი სპეციალური
ტერმინების განმარტებანი, რაც დამწყებს გაუადვილებს სახელმძღვანელოს შინაარსის
გაგებას (იხ. გვ. 244-351).

დავიწყოთ ამ პირველი თემის დამუშავებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტარტო


თემას - ფაქტიურად სახელმძღვანელოს ეს თავი მთელი კურსის შესავალია. ამიტომ,
შეიძლება, მას დავუთმოთ I და II სამუშაო კვირა. შემდეგ გადავიდეთ მორიგ თავზე, სადაც
უკვე რელიგიის ფილოსოფიური ცნების განსაზღვრას შევეცდებით.

თითოეულ თემაზე პერიოდულად, უფრო სწორად, რეგულარულად, მოგაწვდით მეთოდურ


მითითებებს, დამატებით განმარტებებს და , საჭიროების შემთხვევაში, მასალასაც.

გისურვებთ წარმატებას.

P.S. კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ:

ლექტორი - ირაკლი ბრაჭული ტელ.995 70 24 57

სემინარის ხელმძღვანელი - მაია ქერქაძე ტელ. 599 92 70 03;

ელ.ფოსტა: M_Kerkadze@yahoo.com

maia.kerkadze@tsu.ge

You might also like