You are on page 1of 2

თემა: სულის უკვდავების

დასაბუთება(პლატონის,,ფედიონის,,მიხედვით)
მარადიული არაფერია.თვით ეს სამყაროც, სადაც ახლა ვცხოვრობთ შორსაა ამ
მრავალმნიშვნელიანი ცნებისაგან. მარადიულია მხოლოდ ადამიანის
სული,რომელიც თითქოს ჩვენი თანამგზავრის როლს ასრულებს ჩვენსავე
სხეულებში.ალბათ,ხშირად შეგვპარვია ეჭვი ან კითხვები გაგვჩენია: სად მიდის
სული სიკვდილის შემდეგ?! სად პოულობს იგი სასუფეველს?!. ამ კითხვებს პასუხი
თავისთავად გაეცა,როცა დედამიწზე იშვა ქრისტე და გაგვიღღო უფლის კარები
გვანახა გზა მარადიულობისაკენ. ასე ვიცით 21-ე საუკუნის ადამიანებმა,მაგრამ
როგორ ხედავდნენ ამ თემას ანტიკური ხანის ძველი ბერძენი
ფილოსოფოსები,რომლებსაც ჯერ კიდევ არ გამოცხადდებიათ იესო ქრისტე.

სულის უკვდავების საკითხს განიხილავს პლატონი ,,ფედიონში’’,სადაც


აღწერილია სოკრატეს ისტორია საკანში სიკვდილის წინ. სოკრატეს სწამს და აღუწერს
კიდეც მოწაფეებს თუ როგორ გამოვა სული სხეულიდან როგორ გაივლის სხვადასხვა
დაბრკოლებებს ,რეირკანაციებს და როგორ დაიმკვიდრებს სამუდამო
ადგილს:ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეს.სული-სოკრატეს მიხედვით გარედან კი არ იღებს
ცნებებს,არამედ იხსენებს შობამდელ არსებობას მარადისობაში. ესე იგი გამოდის,რომ
ძველ ბერძებს ჰქონდათ გარკვეული წარმოდგენა ამის შესახებ და ვარაუდებისა და
თეორიის საფუძველზე ცდილობდენ ამ ამოცანის ამოხსნას. ამ უკანასკნელის
სიტყვებს თუ დავიმოწმებთ:ცოდნა არის მოგონება ანუ ანამზესი, რაკი ადამიანის
სული შობამდე არსებობდა იარსებებს სიკვდილის შემდეგაც! ეს მხოლოდ ის
თეორიაა,რომმელსაც სოკრატე თავისი გონების წყალობით უზიარებდა
სხვებს,მაგრამ ეს მოსაზრება მით უფრო იქნება ახლოს ჭეშმარიტებასთან თუ
გავამყარებთ პლატონის,,ფედიონის,, არგუმენტებიდან ერთ-ერთი
არგუმენტით:,,უზენაესი ღირებულება მარადიულია. სული არის უზენაესი
ღირებულენა,მაშასადამე სული მარადიულია.,

სულის უკვდავებაში მით უფრო დავრწმუნდებით,როდესაც ჩავუღრმავდებით


პლატონურ ფილოსოფიურ გზას. ეს არ არის უბრალოდ ქვეცნობიერის
წარმოსახვა,ვინაიდან თვით სიზმარიც კი არ ჩნდება არსაიდან.განვიხილოთ
პლატონის მოსაზრებანი:
 სული თავდაპირველად იმყოფება მშობლიურ სახლში,სამოთხეში,სადაც პირისპირ
ჭვრეტს არსებულ წმინდა ფორმებს,სახეებს,მოდელებს იდეებს.
 ამნეზია,დავიწყება სული სხეულით იმოსება და პირველწყაროსთან მოწყვეტის გამო
ავიწყდება სამშობლო ,თუმცა აწუხებს ნოსტალგია,ანუ სევდა,დაკარგული
სამშობლო( მოდით აქ შევეხოთ სიზმრის საკითხს და ცოტა ხნით გადავუხვიოთ ჩვენს
საკვანძო თემას. საიდან მოდის სიზმარი შეიძლება იყოს ეს ის არსებული
სამყარო,რომელიც ჩვენ მოლანდებებში ჯერ კიდევ შეიძლება ცხოვრობდეს და სიზმრის
სახით გვევლინებოდეს? იქნება ეს არის ნოსტალგია და ჩვენი ქვეცნობიერი ასეთი სახით
გადმოგვცემს მას. სულის უკვდავების თეორიისა არ იყო არც ამ საკითხთან
დაკავშირებით გვაქვს ხელშესახები ფაქტები,რითაც ამ მოსაზრებას დავამტკიცებდით და
ეს მოსაზრება რჩება მხოლოდ მოსაზრებად)
 ა ნ ა მ ზ ე ს ი-გახსენება,მოგონება პირველყოფილი სამშობლოსი ანუ გაღვიძება
ხელახლა შობა,უცნობ,ფარულ სამყაროში.ჩემი ყოველდღიური ,,მე’’ უნდა გადაილახოს
და იშვას ,,კოსმიური მე’’.
დასკვნის სახით :პლატონის,,ფედიონი’’ გვიყალიბებს გარკვეულ
წარმოდგენას სულის უკვდავების შესახებ,რომ შესაძლებელია ეს
ყველაფერი მართლაც ჭეშმარიტება აღმოჩნდეს,თუმცა არ არსებული
საბუთები და იდუმალება ამ მოვლენისა თავად სიკვდილისა და
სიცოცხლისა არ გვაქვს : ჩვენ ვიბადებით არსაიდან და ვკვდებით
არსებითად.მაგრამ,ფაქტია რომ ადამიანს სულის უკვდავებისა და
მრავალჟამიერობის თეორიის რწმენა ისე სჭირდება,როგორც ღმერთის
არსებობის. ესეც,რომ არ იყოს არ გაჩნდებოდა სიტყვა
,,გარდაცვალება’’,რადგან მხოლოდ ამ ერთი სიტყვითაც კი, ჩვენ
ქართველები ვამტკიცებთ სხვა სამყაროს არსებობას, თუმცა ისიც
საკითხავია,საიდან იბადებიან ჩვენი სულები,რისგან იძერწებიან,სად
ჩნდებიან ან თავიანთ სხეულებს როგორ ირჩევენ.ნაწილობრივ კიდეც
ვეთანხმები პლატონის მოსაზრებებს და,როგორც ჭეშმარიტ ქრიასტანსაც
მჯერა ,რომ თავად ღმერთი ზეციური საიდუმლოებით გვქმნის და
გვძერწავს. ჩვენთვის იმის ცოდნაც საკმარისია,რომ ამ სამყაროში
დროებით ვართ და მხოლოდ სულისწვრთნითა და ქრისტეს ცნებით
შევიცნობთ ჭეშმარიტებას.

You might also like