You are on page 1of 8

ნასახელარი ზმნები ქართულში

ზმნები საზოგადოდ ორგვარნია: პ ი რ ვ ე ლ ა დ ნ ი (verbes primaires) და მ ე ო რ ე დ ნ ი (verbes


secondaries). პირველადი − ეს ის ზმნაა, რომელიც პირველითგანვე ზმნა იყო ზმნადვე დარჩა, ხოლო მეორედია, რომელიც
პირველად სახელი იყო და მერმე ზმნად იქცა. პირველია წ მ ნ ი დ ა ზმნა, მეორე კი ნ ა ს ა ხ ე ლ ა რ ი (verbe
dénominatif).
სახელისაგან ზმნის წარმოება ქართულში შეიძლება გარდამავლადაც (transitif) და გარდაუვლადაც (intransitif),
მაგრამ ორივე შემთხვევაში გადაქცევის შედეგთან გვაქვს საქმე: გადაქცევა ანუ გარდაქმნა (რადმე ანუ როგორადმე)
ერთხელ ხდება თავისთავად, ხოლო მეორედ − სხვისი დახმარებით, სხვა პირის შემწეობით. ავიღოთ, მაგალითად,
რამდენიმე სახელი თანამედროვე ქართულში და ვაწარმოოთ მათგან ზმნები1:

A B A B
ახალ-ი განახლდა განაახლა სრულ-ი ასრულდა აასრულა
ბერ-ი დაბერდა დააბერა მხეც-ი გამხეცდა გაამხეცა
ბრმა დაბრმავდა დააბრმავა ცოფ-ი გაცოფდა გააცოფა
უძლური-ი დაუძლურდა დააუძლურა თავ-ი გათავდა გაათავა
მარავალ-ი გამრავლდა გაამრავლა სახლ-ი გადასახლდა გადაასახლა

1
ამ წერილში ნახმარ შემოკლებათა ახსნა:
მათე, მარკოზ: პროფ. ვ. ბ ე ნ ე შ ჩ ე ვ ი ჩ ი ს მიერ პეტერბურგს გამოცემული სახარება ტ ბ ე თ ი ს ა და ა თ ო ნ ი ს
ხელნაწერების მიხედვით (მათეს თავი 1909 წ.,მარკოზისა 1911 წ.)
შ ა ტ ბ ე რ დ ი ს სახრება, რომელიც ა დ ი შ ს (სვანეთში) არის დაცული. გამოცემულია ფოტოტიპურად (Материалы
по археологии Кавказа, вып. XIV, Москва, 1916).
შექმნათაჲ, გამოსლვათაჲ, ლევიტელთაჲ: ათონის ხელნაწერის მიხედვით (მე ხელთა მქონდა მისი ფოტოგრაფიული
სურათები, რომლებიც ეკუთვნოდა აზიის მუზეუმს პეტერბურგში).
გრ. ხანძთ.: გრიგოლ ხანძთელის ცხორებაჲ, გამოცემა აკად. ნ. მარისა (Тексты и разыскания по армяно-
грузинской филологии, кн. VII, СПб., 1911).
თხრობაჲ: თხრობა კონსტანტინეპოლის გარემოცვისა. გამოცემა მ. ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი ს ა (Сборник материалов...
Кавказа, т. XXVII), ტფილ. 1900).
ი˜ე ბოლნელი: იოანე ბოლნელ ეპისკოპოსის ქადაგებანი. გამოცემა მ. ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი ს ა ტფ. 1911.
იოს. არიმათ.: წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათელმან. გამოცემა ნ. მ ა რ ი ს ა (Тексты и разыскания. кн. II,
СПб., 1900).
იპოლიტე: ნეტარისა იპოლიტჱს თქუმული თარგმანებაჲ ქება ქებათაჲ. გამოცემა ნ. მ ა რ ი ს ა (Тексты и разыскания.
кн. III, СПб., 1901).
მოქცევაჲ: მოქცევაჲ ქართლისაჲ, გამოცემა ე. თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ს ა (Описание рукописей „Общества
распространения грамотности среди грузинского населения“, т. II, გვ. 708 – 813).
სახისმეტყუელი: სახისა სიტყუაჲ. გამოცემა ნ. მ ა რ ი ს ა (Тексты и разыскания. кн. VI, СПб., 1904).
ძვ. სას. პოეზ.: პ. ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა , ძველ-ქართული სასულიერო პოეზია, წიგნი I, ტფ. 1913.
წარტყ. იერუს.: წარტყუენვაჲ იერუსალჱმისაჲ, გამოცემა ნ. მარისა (Тексты и разыскания, кн. IX, СПб., 1909).
ჰაგ. მასალ.: Н. М а р р , Агиографические материалы по грузинским русописям Ивера (Записки
Восточного Отделения И. Руского Археологического Общества, т. XIII).
პირქვე დაპირქვავდა დააპირქვავა ვაჟკაც-ი დავაჟკაცდა დაავაჟკაცა
ყრუ დაყრუვდა დააყრუა რუს-ი გარუსდა გაარუსა
2
ტირ-ილი ატირდა აატირა ქვრივ-ი დაქვრივდა დააქვრივა
და მისთანანი.
ამ მაგალითებში ერთია პ ი რ ვ ე ლ ი ( ძ ი რ ი თ ა დ ი ) ქცევით ნაწარმოები, ხოლო მეორე – მ ე ო თ ხ ი თ .
ეს ქცევები3 ამ ზმნებისთვის, ასე ვთქვათ, ძირითადი ფორმებია, რომელთა გვერდითაც, პარალელურად, სხვა ქცევებიც
არსებობს:
ქცევები 1 (ძირ. 2) 3 4 5 6
ქცევ. ნიშნები
— ი უ ა ა – ინ უ – ინ
განახლდა — განუახლდა — — —
დაბერდა — დაუბერდა დააბერდა — —
დაბრმავდა — დაუბრმავდა — — —
გათავდა — გაუთავდა — — —
გარუსდა — გაურუსდა — — —
— განიახლა განუახლა განაახლა განაახლებინა განუახლებინა
— დაიბერა დაუბერა დააბერა დააბერებინა დაუბერებინა
— დაიბრმავა დაუბრმავა დ ა ა ბ რ მ ა ვ ა დააბრმავებინა დაუბრმავებინა
— — გაუთავა გაათავა გაათავებინა გაუთავებინა
— გაირუსა გაურუსა გაარუსა გაარუსებინა გაურუსებინა

დამოკიდებულება ამ ორგვარ ნასახელარ ზმნას შორის ისეთია, თითქოს ერთი მოქმედებითი იყოს და მეორე მისი
ვნებითი, ე.ი. თითქოს, მაგალითად, „დაბერდა“ ვნებითი ფორმა იყოს „დააბერა“ ზმნისა, ანდა „გარუსდა“ – „გაარუსა“-სი
და სხვა. მართალია, არის ისეთი ზმნებიც, – პირველადი ზმნები, – რომელთაც ვნებითის მაწარმოებლად დონი აქვთ, მაგრამ
ასეთი ზმნების რიცხვი ძალიან მცირეა:

მოქმედ. ვნებ.
გან-ტეხა (მათე 12,20; 14, 19, მარკოზ 8,6), ახ. ქართ. გა-ტეხა. გან-ტყდა [(<*გან-ტხდა) მისტყდებოდა ერი იგი
მწუანის ფერობასა მას და ფურცლიანობასა
(მოქცევაჲ 787, 13)], ახ. ქართ. გატყდა.
გან-ხეთქა [(<*გან-ჰეთქა) მარკოზ 2,22; 5,4], ახ. ქართ. გან-სთქდა [(<*გან-ჰთქდა) მათე 9,17; 27,5]
გა-ხეთქა. გამო-სთქდა (სახისმეტყუელი კბ 38 – 39),
ახ. ქართ. გა-სქდა, და-სკდა, გამო-სკდა.
და-ჰჴსნა. და-ჰჴსნდა4

2
„ტირილი“ თვითონ მასდარია, ანუ სახელზმნა, ე.ი. ზმნისაგან (ტირს) ნაწარმოები სახელი, რომლისაგან
ხელმეორედ შეიძლება ზმნის წარმოება.
3
წინასწარი ცნობები ქცევებზე ნახე ა. შ ა ნ ი ძ ე , სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური
პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში (გვ. 36, 37, 50, 51, 79).
4
შ ა ნ ი ძ ე , სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში,
გვ. 82 – 83.
წმინდა ზმნების დიდ უმეტესობას ვნებითი ნაწარმოები აქვს ჩვეულებრივ არა დონისა, არამედ ინისა (მეშვიდე
ქცევა) და ენის (მერვე ქცევა) შემწეობით:

მოქმედ. ვნებ. მოქმედ. ვნებ.


(1 ძირ. ქც.) (7 ქც) (1 ძირ. ქც.) (7 ქც.)
მო-კლა მო-იკლა და-ტანჯა და-იტანჯა
და-წერა და-იწერა და-საჯა და-ისაჯა
და-წვა და-იწვა გა-წირა გა-იწირა
და-ფარა და-იფარა გან-დევნა გან-იდევნა
გა-ყიდა გა-იყიდა თქვა ითქვა
მოქმედ. ვნებ. მოქმედ. ვნებ.
(1 პარ. ქც.) (8 ქც.) (1 პარ. ქც.) (8 ქც.)
ჩამო-ჰკიდა ჩამო-ეკიდა მი-სწერა მი-ეწერა
შე-ჰმატა შე-ემატა შე-სძინა შე-ეძინა
მი-ჰყიდა მი-ეყიდა მი-სცა მი-ეცა
და მისთანანი.

დონი კი მაწარმოებელია არა ვნებითისა, არამედ ნასახელარი ზმნებისა, რომელთაც გარდაუვალი მნიშვნელობა
აქვთ და რომელნიც თავისი სინტაქსური თვისებით ვნებითად მოქცეულ ზმნებსა ჰგავს: ქვემდებარე სახელობით ბრუნვაში
უდგას ყოველთვის, აწმყოს ჯგუფის დრო-კილოებშიცაა და ნამყო სრულის ჯგუფებშიაც. ნასახელარ ზმნებს საშუალი ანუ
გარდაუვალი მნიშვნელობით, თუ არ დონით, სხვა რიგად ვერ ვაწარმოებთ ახალ ქართულში: როგორიც უნდა იყოს სახელი
და რა ბგერითაც უნდა თავდებოდეს მისი ფუძე, მისგან ნაწარმოები ზმნა დღევანდელ სალიტერატურო ენასა თუ ცოცხალ
კილოებში ყოველთვის ამ დონით იქნება ნაწარმოები:

სახელი ფუძის დაბოლოება ზმნა სახელ ი ფუძის დაბოლოება ზმნა

დიდ-ი დ გადიდდა ყვავი-ილი ვ აყვავდა


ცხად-ი „ გამოცხადა დუმ-ილი მ დადუმდა
ფიცხ-ი (ფიცხ-ელი) ხ გაფიცხდა მაღალ-ი ლ ამაღლდა
ლაღ-ი ღ გალაღდა მდაბალ-ი „ დამდაბლდა
გლახაკ-ი კ დაგლახაკდა მდიდარ-ი რ გამდიდრდა
ჭაბუკ-ი „ დაჭაბუკდა მცირ-ე „ შემცირდა
ცოფ-ი ფ გაცოფდა მშვენ-იერი ნ დამშვენდა
და მისთანანი.

მაგრამ ძველ ქართულს თუ მივჰმართავთ, ვნახავთ, რომ აქ საშუალი ხასიათის ნასახელარი ზმნების ფორმანტის
როლში გამოდის არა მარტო დონი, არამედ ნარიც, რომელთაგანაც ერთსაც და მეორესაც თავისი განსაზღვრული ადგილი
აქვს მიჩენილი. დონი აწარმოებს ზმნებს მხოლოდ მაშინ, როცა სახელის ფუძე ნარნარა ბრეგებით (ნ, რ, ლ) არის
დაბოლოებული, დანარჩენ შემთხვევებში კი სახელისაგან ზმნის მაწარმოებლად ჩვეულებრივ ნარია ხოლმე:

სახელი ფუძის დაბოლოება ზმნა

ლაღ-ი ღ განლაღნა (ი˜ე ბოლნელი 60,7).


ფიცხ-ელი ხ განფიცხნა [განფიცხნა გული ფარაოჲსი (გამოსლვათაჲ 9,35)].
(ფიცხი)
წუხ-ილი5 ხ შეწუხნა, დაწუხნა [შე-ღათუ-წუხნა მეფჱ იგი (მათე 14,3);
იგინი შეწუხნეს ფ˜დ (იქვე 17,23; 26,22); და დაწუხნა
აჰრონ ფ˜დ (ლევიტელთაჲ 10,3); იგი შეწუხნა ამის
სიტყჳსათჳს (მარკოზ 10,22); ვ˜ა შეწუხნა ისაკ
(შექმნათაჲ 27,38).
გლახაკ-ი კ დაგლახაკნა [შენ შეგიყუარა პირველითგან ანტონი
მოღუაწემან და შენთჳს დაგლახაკნა, რომელი ნეფსით
დაჰგლახაკენ ჩუენთჳს მდიდარი მოწყალებითა
(ძვ. სას. პოეზ. სმბ 64 – 65); დაგლახაკნა ჩუენთჳს
მდიდარი იგი (იქვე ნა 133 – 134): დაგლახაკნების
(იქვე ჲ 1); მდიდარი იგი დაგლახაკნა ჩ˜ნთჳს
(იპოლიტე 13, 42 – 43)].
სპეტაკ-ი კ განსპეტაკნა [რაჲთა განსპეტაკნენ სულნი ჩუენნი
(ძვ. სას. პოეზ. ტჟვ 31,8)].
ჭაპუკ-ი „ განჭაპუკნა (სახისმეტყუელი თ 15).
*ბორგ- გ აღბორგნა [იგი უფროჲსღა აღბორგნა (გრ. ხანძთ. ჲთ 23)].
ზრქ-ელი ქ განზრქნა [განზრქნა გული ერისაჲ ამის (მათე 13,15)].
6
ყუავ-ილი ვ აღყუავნა [აღყუავნა ნაყოფი ჴსნისა ჩუენისაჲ (ძვ. სას.
პოეზ. სოჱ 166); სამოთხედ შუენიერად გამოშჩნდი
სათნოვებითა, რწყვითა ცრემლთა შენთაჲთა
და ნაყოფად აღმოაცენენ, ღირსო, მცნებათა მადლნი
და უქმთა უდაბნოთა აღჰყუავენ, ვითარცა ფინიკი
(იქვე რიჱ 74 – 76); ვითარცა ფინიკი აღჰყუავენ
შენ მადლითა (იქვე სბ 38 – 39)].
ცრუვ-ი „ განცრუვნა [განცრუვნა ძალი მათი (თხრობაჲ 24,2)].
7
დუმ-ილი მ დუმნა, დადუმნა [ი˜ჳ დუმნა (მათე 26,63); ხ˜ იგი
დუმნა (იქვე 22,12); დუმნა იგი მრავალ ჟამ
(წარტყ. იერუს. ნდ 31 – 32); დადუმნა უღმრთოჲ
ეშმაკი (ძვ. სას. პოეზ. რჟბ 66); რ˜ა დადუმნეს (მარკოზ
10,48); იგინი დუმნეს (იქვე 3,4; 9,34); დადუმნეს ენანი
(ძვ. სას. პოეზ. სპდ 1– 2); დადუმნეს ენანი ბოროტად
მგმობარნი უღმრთოთა მწვალებელთანი (იქვე ტნგ 21, 2 –
4); დადუმნეს ჴმანი საეშმაკონი მწვალებელთანი (იქვე
რკჱ 6 – 7); რ˜ა დუმნენ ( ვ ა რ ი ა ნ ტ ი : რ˜ა დადუმნენ,
მათე 20,31): დუმენ, შვილო! (გრ. ხანძთ. ნ 8); დადუმენ

5
„წუხილი“ „წუხ“ს ზმნისაგან ნაწარმოები სახელია.
6
„ყუავ-ილი“ თვითონ სახელზმნაა, ნაწარმოები „ყუავის“ ზმნისაგან.
7
„დუმ-ილი“ სახელია, „დუმს“ ზმნისაგან ნაწარმოები.
(მარკოზ 4,39, გრ. ხანძთ. მჱ 16); დადუმენით თქ˜ნ
მანდა, ვ˜ემდე მოვიდე თქ˜ნდა (გამოსლვათაჲ 24,14)].
დიდ-ი დ განდიდნა [კაცი იგი მოსე განდიდნა ფ˜დ წ˜ე ეგჳპტელთა
მათ (გამოსლვათაჲ 11,3); განდიდნა მეფობაჲ სამთა
მათ ძმათა ჴელმწიფეთაჲ (გრ. ხანძთ. კდ 12 – 13); რაჟამს
განდიდნა სახელი ნეტარისა მამისა გრიგოლისი (იქვე კთ
1 –2); განდიდნა სახელი წამებისა შენისაჲ (ძვ. სას.
პოეზ. რპ 80): სასყიდელი თქუენი განდიდნა ზეაცს
(იქვე რლვ 20 – 21)].
წმიდ-ა დ განწმიდნა8
[განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან (მათე 8,3);
განწმიდნა (მარკოზ 1,42); განწმიდნების ჴორცითა
(ძვ. სას. პოეზ. რე 75 – 76); ვერ განწმიდნების მწჳრე ესე,
ვიდრემდის არა გარდამოჴდეს ცეცხლი და ესე ყოველი
დაწუას (წარტყ. იერუს. იდ. 18 – 19); განწმიდნეს წყალნი
(ძვ. სას. პოეზ. რნე 91 – 92); ყ˜ი რომელი შეეხოს ამათ,
განწმიდნეს (გამოსლვათაჲ 30,29); ყ˜ი რომელი შეეხოს
მას, განწმიდნეს (ლევიტელთაჲ 6,18); ყ˜ი, რომელი
შეეხოს ჴორცსა მას, განწმიდნეს (იქვე 6,27); რ˜ნი
მომეახლებოდიან, მათ ზ˜ა განვწმიდნე (იქვე 10,3);
რაჲთა განვწმიდნეთ ჴორცითა (ძვ. სას. პოეზ. რნა 4 – 5);
განწმიდნი9! (მათე 8,3, მარკოზ 1,41)].

8
„განწმიდნა“ ზმნის მნიშვნელობა აქვს აგერთვე „განწმდა“ ზმნასაც [კეთროვანნი განწმდებიან (მათე 11,5)].
რომელიც ნაწარმოებია „განწმიდა“ ზმნისაგან ინის გამოშვებით, ე.ი., უფრო სწორად რომ ვთქვათ, ინის ნულთან
ალტერნაციით. ასეთი მოვლენა (ინისა და ნულის ალტერნაცია) გვაქვს მხოლოდ რამდენიმე ზმნაში და უმთავრესი მათგანი
შეიძლება აქვე ჩამოვთავალოთ (ვარსკვლავებით აღნიშნულია ახალი ქართულიდან მოყვანილი მაგალითები):
ინი ნული
1. განწმიდა განწმდა
2. მოწყჳდა (*მოწყუდა>) მოწყდა
3. წარწყმიდა წარწყმდა
4. დაშრიტა დაშრტა
*5. დაწრიტა დაწრტა (>დაწტა) [ძვ. ქ. დაწრიდა (ლევიტელთაჲ 1,15; 5,9)]
*6. დაღლიტა (დაღლტა > დაღტა>) დაყტა [გურულ კილოში]
*7. დასხლიტა დასხლტა
*8. გაცვითა გაცვთა (|| გაცვდა)
*9. დაგლიჯა (დაგლჯა>) დაგჯა (კილოებში. მაგალითად გურულში)
10. მოდრიკა მოდრკა
11. შეკრიბა შეკრბა
*ყუდ- დ დაყუდნა [დაყუდნეს ღელვანი გმობისანი (ძვ. სას. პოეზ.
სჟა 18 – 19), დაყუდნეს ერისა აღძრვანი და
მღდელთმოძღუართა შფოთებანი (იქვე სჟვ 185 – 186)].
შფოთ-ი თ შეშფოთნა [შეშფოთნა გონებაჲ ჩემი (ჰაგ. მასალ. 55,11);
შეშფოთნეს ურთიერთას (შექმნათაჲ 42,29)],
*მწჳს- ს განმწჳსნა [განმწჳსნა მოსე (გამოსლათაჲ 2,11);
განმწჳსნა სელომ, ძჱ მისი (შექმნათაჲ 38, 14);
ვ˜ემდე განმწჳსნეს სელომ ძჱ ჩემი (იქვე 38,11)].
მტკიც-ე ც განმტკიცნა10
[განმტკიცნა სარწმუნოებაჲ ჩემი (ანტ. რავ. 94, 14 – 15);
განმტკიცნებოდეს სარწმუნოებასა შინა (იოს. არიმათ. 40,
4 – 10)].
ვრც-ელი „ განვრცნა [განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა (ძვ.
სას. პოეზ. რჟ-რჟა); და გავრცნეს ზღუადმდე და ჩრდილოდ
და ბღუარად და აღმოსავლად (შექმნათაჲ 28,11); განვრცენ,
იაფეთ, შორის ნათესავთა! (ძვ. სას. პოეზ. ნ – ნა,
შექმნათაჲ 9,27)].
კაც-ი „ განკაცნა [განკაცნა ღმერთი (ძვ. სას. პოეზ. ტობ 20,1);
პირველ საუკუნეთა ღმერთი განკაცნა უქცეველად (იქვე
რმგ15,2); რამეთუ ჩუენთჳს განჰკაცენ ღმერთი პირველ
საუკუნეთაჲ (იქვე პბ 11, 4 – 5); ქრისტე ღმერთო,
რომელი კაცთმოყუარებისათჳს განჰკაცენ (გრ. ხანძთ. მე
10 – 11)].

ნარივე უნდა ჩაითვალოს ხმოვნით დაბოლოებული ფუძისაგან ნასახელარი ზმნის მაწარმოებლად. სახელდობრ, ჩვენ
გვაქვს ფუძე თე, რომელსაც ეყრდნობა თე-ვა (ა-თე-ვ-ს 11 ღ ა მ ე ს , ღ ა მ ე გა-ა-თი-ა) გან-თი-ად-ი და მ-თი-ებ-ი 12
(დილის ვარსკვლავის სახელი). ამ ფუძისაგან ნაწარმოებად უნდა მივიჩნიოთ „განთენა“ [(გან-თე-ნა): დღჱ იგი დამწუხრდა

9
ბრძანებითი კილოს ფორმა ზმნისა უნდა ყოფილიყო *განწმიდენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ იქნებოდა გარჩევა
„განწმიდა“ ზმნის ბრძანებითი ფორმისაგან, როცა დამატება მრავლობითშია დაყენებული (განწმიდენ იგინი). ამით უნდა
ავხსნათ, რომ ბრძანებითია „განწმიდნი“ და არა „განწმიდენ“, როგორც სხვა სგავს ზმნებში: განკაცენ, განცხადენ.
აღყუავენ, დადუმენ, დაგლახაკენ, განვრცენ და მისთანანი.
10
გვხვდება აგრეთვე განმარტება: მაშინღა განმტკიცნეს ძმანი და მშუდობაჲ დაუტევეს მათცა:
კ ო რ ნ . კ ე კ ლ ი ძ ე , Monumenta Hagiographia Georgica, ნაწილი პირველი, ტ. I, გვ. 4, 16 – 17.
11
ასეთი დაყოფა სიტყვისა (ა-თე-ვ-ს, თე-ვა) მთლად სწორი არ არის, რადგან აწმყოს მაწარმოებლად ზმნებს
მარტო ერთი ვინი კი არა აქვთ, არამედ მარცვალი ევ (ა-ჭმ-ევ-ს, ა-სმ-ევ-ს და მისთანანი); მაგრამ, მეორე მხრით, არც ის
იქნება მთლად სწორი, რომ ასე დანაწილდეს: თ-ევ-ა, ა-თ-ევ-ს, რადგან „ათევს“ ფორმაში ენი პირველად გრძელი უნდა
ყოფილიყო, როგორც ორი ერთნაირი ბგერისაგან წარმომდგარი (*ა-თე-ევ-ს).
12
ამავე ფუძესთან გენეტიკური კავშირი უნდა ჰქონდეს ჭანურ თე-ს, რომელიც „სინათლეს“ აღნიშნავს. [Н.
М а р р , Граматика чанского (лазского) языка с хрестоматиею и словарем (Материалы по
яфетическому языкознанию, II, СПб. 1910), გვ. 146].
და ღამჱ განთენა (გრ. ხანძთ. ვ 62); ვითარცა განთენა (გრ. ხანძთ. კგ 8, მათე 27,1); ვ˜რ განთენა (გამოსლვათაჲ 10, 13);
მწუხრი შაბათსა მას, რ˜ი განთენებოდა ერთ შაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალჱნელი13 (მათე 28,1)].
დონის სარბიელი ნასახელარი ზმნების წარმოების დროს ძველ ქართულში მეტად მცირეა. როგორც ზემოთ იყო
აღნიშნული, ჩვეულებრივ იგი აწარმოებს ზმნას, როცა სახელის ფუძე ნარნარა ბგერებით (ნ, რ, ლ) არის ხოლმე
დაბოლოებული14:

სახელი ფუძის დაბოლოება ზმნა სახელი ფუძის დაბოლოება ზმნა

მწუან-ე ნ განმწუანდა მჴნ-ე ნ მჴნდა


მშუენ-იერი „ განშუენდა ბრწყინ-ვალე „ განბრწყინდა
ძლიერ-ი რ განძლიერდა ცისკარ-ი რ განცისკრდა
მდიდარ-ი „ განმდიდრდა ქარ-ი „ განქარდა
ბერ-ი „ დაბერდა მჴედარ-ი „ აღმჴედრდა
მცირ-ე „ დამცირდა *ჴურ- „ განჴურდა
მწარ-ე „ განმწარდა *ცჳბრ- „ განცჳბრდა
და მისთანანი.

სახელი ფუძის დაბოლოება ზმნა სახელი ფუძის დაბოლოება ზმნა

მართალ-ი ლ განმართლდა ჴორციელ-ი ლ განჴორციელდა


მრავალ-ი „ განმრავლდა შიშუელ-ი „ განშიშულდა
მაღალ-ი „ აღმაღლდა მხიარულ-ი „ განმხიარულდა
მდაბალ-ი „ დამდაბლდა სნეულ-ი „ დასნულდა
ბნელ-ი „ დაბნელდა თავისუფალ-ი „ განთავისუფლდა
ცხოველ-ი „ განცხოველდა ჯეჯილ-ი „ აღმოჯეჯილდა

ზემორე მოყვანილ მაგალითებში დონი ნარის ფუნქციას ასრულებს, რადგანაც მათში პირველბა, წარმოშობის
მხრივ, ცხადია ნარს ეკუთვნის. ამიტომ განმწუანდა, განძლიერდა, განმართლდა და სხვა მსგავსი ფორმების ნაცვლად
თავდაპირველად უნდა ყოფილიყო: *განმწუანნა, *განძლიერნა, *განმართლნა და მისთანანი. მაგრამ მაშინ ხომ ორი ნარნარა
ბგერა მოიყრიდა თავს. ეს კი არ უყვარს ქართულ ფონეტიკას, რომელიც ასეთ შემთხვევაში დისიმილაციას მიჰმართავს

13
ასე იკითხება ტ ბ ე თ ი ს სახარებაში. ამგვარადვე იკითხება ზმნის ფორმა შ ა ტ ბ ე რ დ ი ს სახარებაშიც:
მწუხრი შაფათსა. რ˜ლი განთენებოდა ერთშაფათად, მოვიდა მარიამ მაგდალენელი.
მაგრამ, როგორც ჩანს, მაწარმოებელი ნარი თანდათან ეხორცება ფუძეს რომელიც ამის გამო ახალ სახეს იღებს:
თენ. ამ ახალი ფუძისაგან ნასახელარი ზმნის წარმოებისათვის დონია საჭირო, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ქართულში
გვხვდება: იმავე ადგილას (მათე 28,1) ა თ ო ნ ი ს სახარებაში ვკითხულობთ: „მწუხრი შაბათსა მას, რ˜ი განთენდებოდა
ერთშაბათად“ და სხვა. ახალ ქართულში ხომ, რა თქმა უნდა, დონი აუცილებლად საჭიროა და გვაქვს კიდევაც გათენდა,
რომლის სრულ ეკვივალენტსაც მეგრული გოთანდ  წარმოადგენს (И. К и п ш и д з е , Граматика мингрельского
(иверского) языка с хрестоматиею и словарем (Материалы по яфетическому языкознанию, VII,
СПб.,1914), გვ. 240]. მხოლოდ საყურადღებოა, რომ ჭანურში მაინც უდონოდ არის შესაფერისი ზმნა ნაწარმოები:
დოთანუ (Н. М а р р , ხხენებ. თხზულ., გვ. 146).
14
ნარნარა ბგერით დაბოლოვებული სახელისაგან ნარით რომ იყოს და არი დონით ნაწარმოები, ასეთი ზმნა მეტად
იშვიათია, მაგალ., აღყუავილნა [დღეს აღყუავილნა კუერთხი იგი ესაჲაჲს ქადაგებული (ძვ. სას. პოეზ. პა 7,1)].
ხოლმე 15 , როგორც მაგალითად, შემდეგ სიტყვაში: ჯანდაბა (<ჯაანდაბა < ჯაჰანდაბა < ჯაჰანნამა) = არბ. 16 ‫جهنّم‬
(„ჯოჯოხეთი“). მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველს ქართულში ნასახელარი ზმნების მაწარმოებელია ნარი.
რომლის ადგილსაც განსაზღვრულ ფონეტიკურ პირობებში მისი ბგერანაცვალი დონი იჭერს ხოლმე.
მერმინდელი დონი, გაჩენილი ფონეტიკურ მოვლენათა წყალობით, თანდათან მეტოქეობას უწევს პირვანდელ ნარს.
ამ მეტოქეობაში მას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ თუმცა მცირეა ნარნარა ბგერათა რიცხვი (ნ, რ, ლ), მაგრამ
მრავლისაგან მრავალია მათზე დაბოლოებული სახელი და ამიტომ ორი ფორმანტიდან უფრო ხშირად დონი იხმარება ხოლმე.
ხშირი ხმარება კი მას უპირატესობას ანიჭებს და ისიც ნელ-ნელა, მაგრამ თანდათან აფართოებს თავის მოქმედების
საზღვრებს და ისეთი სახელებისაგან იწყებს ზმნის წარმოებას, სადაც წესით ნარს უნდა ჰქონდეს ადგილი. ბრძოლის
პროცესს ჯერ კიდევ ძველ ქართულში ვამჩნევთ. ზევით მოყვანილი გვქონდა ნასახელარი ზმნები, რომელთაც ფორმანტად
ნარი აქვთ, ზოგიერთ მათგანს პარალელურად დონით ნაწარმები ფომებიც მოეპოვება:
დადუმნა║დადუმდა [ დ ა დ უ მ დ ე ს წყალნი (ძვ. სას. პოეზ. სკბ); დ ა დ უ მ დ ე ს ღმრთის მებრძოლთა მათ ბოროტად
მგმობარნი მწვალებელთა ენანი (იქვე ტლდ 42, 1– 2)].
აღბორგნა ║ აღბორგდა [აღძრვითა ეშმაკისაჲთა ა ღ ბ ო რ გ დ ა კუალად ერის მტავარი იგი სკჳთთაჲ ხაღან (თხრობაჲ 22,
22 – 23)].
აღყუავნა ║ აღყუავდა [ ა ღ ჰ ყ უ ა ვ დ ი , ვითარცა მცენარეჲ ღმრთისმეცნიერებისაჲ (ძვ. სას. პოეზ. რიზ 55)].
განცრუვნა ║ განცრუვდა [განცრუვდეს ცრუ მოწამეთა წამებანი (ძვ. სას. პოეზ. სჟვ 186 – 187)].
არის შემთხვევა, როცა დონი ჯერ ნარის გვერდით ჩნდება, როგორც მეორე ფორმანტი, და შემდეგ მთლად თავიდან
იშორებს პირველ მაწარმოებელს: *დამაკნა ║ დამაკნდა17 > დამაკდა [ შ დ რ . რაჟამს მაკნდებოდეს ცხოვარნი (შექმნათაჲ
31,10) და რაჟამს დამაკდებიედ ცხოვანრი (იქვე 30,43)]18 .
„მძიმ“ისაგან ნაწარმოებ ზმნაში უნდა მოველოდეთ „დამძიმნა“ ფორმას, მაგრამ მის ნაცვლად ძველადვე გვხვდება
„დამძიმდა“ [დამძიმდა გული ფარაოჲსი (გამოსლვათაჲ 9,17)].
ერთი სიტყვით, დონი იკაფავს გზას, რომ სულ მთლიანად განდევნოს ხმარებიდან ნარი, რომლის მდგომარეობა
ძველ ქართულში გვარიანად მტკიცეა, ხოლო საშუალ ქართულში ძალიან შერყეული. ახალ ქართულში კი ბრძოლა უკვე
დამთავრებულია და მისი შედეგი გამორკვეული: ნასახელარი ზმნების პირვანდელი ფორმანტი ნარი სრულებით
განდევნილია და მის ადგილას ყველგან მერმინდელი დონია გაბატონებული.

15
ი. ყ ი ფ შ ი ძ ე , ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში: ტ ფ ი ლ ი ს ი ს
უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი ს მ ო ა მ ბ ე , № 1, გვ. 8.
16
ქართულში გადმოსულა ნათესაობით-მიცემითის ფორმა და არა სახელობითისა.
17
არა გვგონია, რომ ნარი ძირს ეკუთვნოდეს, მართალია, შესაფერ მეგრულ ეკვივალენტში, რომელიც „მძიმეს“
ნიშნავს (ქართ. მაკე, მეგრ. მონკა), ნარი ისმის, მაგრამ ეს მეგრულის ნიადაგზე განვითრებული უნდა იყოს.
18
არის შემთხვევაც, როცა ნარი ისე იკარგება, რომ თავის ნაცვლად არასა სტოვებს: განზრქნა ║განზრქა (მათე
13,15 ვ ა რ ი ა ნ ტ ი წარტყ. იერუს. ნზ, 17).

You might also like