You are on page 1of 4

უმნიშვნელოვანესი ქართული სასულიერო და კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი

მდებარეობს საბერძნეთში, ათონის მთაზე. ათონის ივერთა მონასტერი დაარსებულია 980-


983 წლებში იოანე მთაწმინდელისა და თორნიკე ერისთავის მიერ. აქ ჩამოყალიბდა
ძლიერი მწიგნობრული კერა, რომლის საქმიანობაშიც მრავალი მწერალი, მთარგმნელი
თუ გადამწერი მონაწილეობდა. ივირონში მოღვაწეობდნენ: ექვთიმე და გიორგი
მთაწმინდელები, რომლებიც ქართული სასულიერო მწერლობის ბრწყინვალე
წარმომადგენელები იყვნენ. ათონის მთაზე იქმნებოდა ორიგინალური თხზულებები ,
ითარგმნებოდა ლიტერატურული, რელიგიურ-ფილოსოფიური ნაწარმოებები ,
მზადდებოდა და მრავლდებოდა ხელნაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი
საქართველოში იგზავნებოდა. ათონის საგანმანათლებლო სკოლა ღრმა კვალს ამჩნევს
შუა საუკუნეების ქართულ მწერლობასა და კულტურას, ქართველი მოღვაწეების
თეოლოგიურ და სამეცნიერო აზრის განვითარებას. გასათვალისწინებელია ის როლიც ,
რომელიც ათონის სკოლამ შეასრულა ქართულ-ბიზანტიური კულტურული
ურთიერთობების განსამტკიცებლად. ათონის სკოლის მეშვეობით შევიდა ბიზანტიურ
ლიტერატურაში, იქიდან კი ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ისეთი
მნიშვნელოვანი ნაწარმოები, როგორიცაა: „სიბრძნე ბალავარისა“, რომელიც
ქართულიდან ბერძნულად ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა. XI საუკუნის შემდეგ, ათონზე
ქართველთა აქტიურობა თანდათანობით იკლებს და ბოლოს საერთოდ წყდება . დროთა
განმავლობაში, ბერები სამონასტრო კომპლექსის საკუთრების უფლებას კარგავენ და XIX
საუკუნისთვის მონასტერს მთლიანად ბერძნები განაგებენ, თუმცა იქ ქართველები გასული
საუკუნის 50-იან წლებამდე მაინც არიან.

არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა ერის კულტურათა დაახლოება უკეთ


წარმოაჩენს თითოეული მათგანის უნიკალურობასა და თავისთავადობას.

ყოველ ერს განსაკუთრებული კულტურა აქვს, რომელიც მათ სხვა ერებისაგან


გამოარჩევს. ის დროთა განმავლობაში ყალიბდება. კულტურული ძეგლები დიდ
მნიშვნელობას ატარებს არა მხოლოდ კონკრეტული ერისათვის, არამედ
მსოფლიოსათვის. იუნესკოს, ასეთი ძეგლები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის
სიაში შეჰყავს და იცავს მათ, რომ შეინარჩუნონ ძველი იერსახე .

თეზისს, რომ სხვადასხვა ერის კულტურათა დაახლოება უკეთ წარმოაჩენს თითოეული


მათგანის უნიკალურობას, არ ვეთანხმები. Მსოფლიო ისტორიაში არსებულ მაგალითებზე
დაყრდნობით, ორი ერის კულტურათა დაახლოება, საბოლოოდ მათ შერწყმას იწვევს.
ამის კარგი მაგალითია კორდობას საკათედრო ტაძარი ესპანეთში , რომელიც არაბული
და ესპანური კულტურის ნაზავია. Ამ ტაძარში, იმის მიუხედავად , რომ ის მსოფლიო
კულტურის ძეგლია და განსაკუთრებულად ლამაზია, ცალ-ცალკე არ გამოიკვეთება
არაბული და ესპანური კულტურების უნიკალურობა. Ის არის მათი ნაზავი და
კონკრეტულად არც ერთ კულტურას არ წარმოაჩენს.

შერწყმის გარდა, არის ასიმილაციის მაგალითები, როდესაც ქრება ერის კულტურული და


ეროვნული მახასიათებლები და ისინი ერევიან სხვა ხალხში. მაგალითად ეგვიპტელებმა ,
მათი დამპყრობლების, ჰიქსოსების ასიმილაცია მოახდინეს და მათი სამხედრო
აღჭურვილობა შეითვისეს. ისინი ჰიქსოსების სახელით არიან ცნობილნი , მაგრამ ეს
სახელიც ეგვიპტელებმა უწოდეს. ისინი, როგორც კულტურულად, ასევე ეროვნულადაც
შეერივნენ ეგვიპტელებს და დროთა განმავლობაში მათი ნაწილი გახდნენ.

ასევე შეგვიძლია ვახსენოთ რენესანსი, რომლის ეპოქაშიც გაჩნდა ტერმინი “ანტიკური


ხელოვნება”. ის ძველი რომაული და ძველბერძნული კულტურის ნაზავია, მაგრამ დღეს ამ
ორ კულტურას არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად მოვიაზრებთ, რადგან რენესანსის
ეპოქაში ისინი ერთმანეთს იმდენად დაუახლოვდნენ, რომ განუყოფელნი გახდნენ.

სწორედ ამ მაგალითების საფუძველზე ვფიქრობ, ორ კულტურას არ შეუძლია იარსებოს


ერთად. ისინი დროთა განმავლობაში ან შეერწყმებიან ერთმანეთს, ან ერთ-ერთი
დაიკარგება. კულტურის ნამდვილ ღირებულებას წარმოაჩენს მისი დამოუკიდებლად
არსებობა. Ძველ დროში, როდესაც ერის კულტურები ყალიბდებოდა, დაპყრობითი ომების
შედეგად ისინი ხშირად დასაწყისშივე ქრებოდა. თუმცა ერებმა და კულტურებმა ,
რომლებმაც გაუძლეს მრავალ დამპყრობლებს და დღემდე მოვიდნენ, ნამდვილად
დაამტკიცეს თავიანთი უნიკალურობა.

• იმსჯელეთ, როგორ ხატავს ავტორი „პოეტი მეფის“ მხატვრულ სახეს;

• იმსჯელეთ ტიციანის მხატვრული სახის შესახებ (ყურადღება მიაქციეთ მის გარემოცვას );

• იმსჯელეთ ტექსტის მხატვრული თავისებურებების შესახებ.

მურმან ლებანიძის ლექსი “ლეგენდად დარჩეს”, მოგვითხრობს გალაკტიონისა და


ტიციან ტაბიძის შესახებ, როდესაც ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ავტორი
გალაკტიონს მარტოსულს უწოდებს: “მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს;”
ეს ფრაზა გვაჩვენებს, რომ გალაკტიონს არავინ ჰყავდა თავის გარშემო. მას ტიციანის
გარდა არ ჰყავდა მეგობარი, რომელიც გასაჭირსა და ლხინში მის გვერდით იდგებოდა .
სწორედ იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, გალაკტიონი მარტოსული
იყო.

მურმან ლებანიძე წერს:” გალაკტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი :

პოეტი მეფე

ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის,

- უკადრებია

რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის...”


ავტორი “რეგვენში” ისეთ ადამიანს გულისხმობს, რომელიც ვერ იაზრებს გალაკტიონის
სიდიადეს. მურმან ლებანიძე გალაკტიონს თავადაც “პოეტ მეფეს” უწოდებს, რაც
გვაჩვენებს ავტორის დამოკიდებულებას გალაკტიონისადმი.

ჩხუბის დასრულების შემდეგ ვხედავთ, როგორი მგრძნობიარეა “პოეტი მეფე ”. ისიც და


ტიციანიც იწყებენ ტირილს და ეხვევიან ერთმანეთს, როგორც ძმები. ავტორი მათ დიდ
ბავშვებს უწოდებს, რაც პოეტების მიამიტობასა და გულწრფელობაზე უსვამს ხაზს . მურმან
ლებანიძე წერს:” ტიტე, ძამიკო! -

შეშლილივით აყვირებულა გალაკტიონი

და ორთავე ატირებულა...”

Ეს მონაკვეთი არამხოლოდ მის ემოციურობაზე მიუთითებს, არამედ იმაზე როგორ უყვარს


მას ტიციან ტაბიძე.

ლექსში “ლეგენდად დარჩეს”, ასევე ჩანს ტიციან ტაბიძის სახე. დასაწყისშივე ვიგებთ , რომ
ტიციანს “თავის პოეტებში ჰქონია სუფრა”. “თავის პოეტებში” ცისფერყანწელები
იგულისხმება, რომლებთანაც ტიციანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, ვხედავთ, რომ
ტიციანი მოწყენილია მასსა და გალაკტიონს შორის მომხდარი უთანხმოების გამო. მურმან
ლებანიძე წერს: “უხორცო იყო,

ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა;”

Იმის მიუხედავად, რომ ტიციანი ძალიან განიცდიდა გალაკტიონთან “უბრად” ყოფნას, მან
მაინც ვერ დაივიწყა ბრაზი და ის არ მიიწვია სუფრასთან. Მაგრამ , როდესაც
გალაკტიონთან რეგვენს მოუვიდა ჩხუბი, ტიციანმა დაივიწყა ბრაზიც და თავისი
ელეგანტური იერსახეც. ლექსში ვკითხულობთ: “აქ ტიციანს უეცრად დენთი,

Წამოვარდნილა

ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,

დაუდგამს ჭიქა,

შეუხსნია კისერზე ბანტი

და უხეთქია

რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.”

ამ მომენტში მისი ფეთქებადი ხასიათიც ჩანს, ის ცდილობს დაიცვას თავისი საყვარელი


გალაკტიონი. შემდეგ კი მასთან იმდენადვე ემოციურ და მგრძნობიარე სახეს აჩენს,
როგორიც თავად “პოეტი მეფეა”.

ავტორი ტექსტის რეალიზებისათვის იყენებს მხატვრულ საშუალებებს. მურმან ლებანიძე


ტიციანს აღწერს ეპითეტით: “უხორცო”, ხოლო გალაკტიონს ეპითეტით “მარტოსული”.
მათი ასეთი აღწერა მიანიშნებს, რომ ისინი ერთმანეთის გარეშე მარტოსულები და
უსიცოცხლოები არიან. ავტორი ტიციანს “დენდს” უწოდებს, რაც მის ელეგანტურ და
არისტოკრატულ ბუნებაზე მიანიშნებს. ასევე მეტაფორა: “აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად
დენთი,” მის უეცარ გაბრაზებაზე უსვამს ხაზს. ავტორი ფრაზაში: “შეშლილივით
აყვირებულა გალაკტიონი” იყენებს შედარებას, რითიც გალაკტიონის მოზღვავებულ
ემოციას აღწერს. ასევე შედარებაა გამოყენებული ფრაზაში:” ლომკაცები ბრძოლით
გამძღარან,

დაუფრენიათ თხებივით და, ომი დამცხრალა,” ავტორი იმ “რეგვენებს” ადარებს თხებს,


რომლებსაც გალაკტიონთან და პოეტებთან ჩხუბი მოუვიდათ.

მურმან ლებანიძე ლექსში იყენებს სამწერტილს, რომელიც ლექსსში აღწერილ ამბავს


უფრო მეტად ემოციურს და მკითველისათვის საინტერესოს ხდის.

You might also like