You are on page 1of 2

1.

იმსჯელეთ შალვა კეჟერაძის ხასიათის შესახებ


2. იმსჯელეთ პერსონაჟის სიტყვებს შესახებ: “ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა
რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა”
3. Გამოკვეთეთ ამ ტექსტის იდეა და იმსჯელეთ, რა საშუალებებითაა მიღწეული
მხატვრული ეფექტი.

Გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება


ანუ მესამე ძმა კეჟერაძე” , ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია შალვა კეჟერაძე . ტექსტის
დასაწყისიდანვე ვხედავთ, რომ მას მკაცრი ხასიათი აქვს. Მისი განრისხებული მზერა ,
ტონი გერასიმეს აიძულებს, რომ გაქვავდეს. Შალვა მადლიერი ადამიანია , ის მადლიერია
ყველა იმ მეომრისა, რომლის სისხლითაც თავისი სამშობლოს მიწაა გაჟღენთილი.” -
ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, – ხმას დაუდაბლა, – ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ ,
და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის
ქვეშ ყოფნა.” ასევე მადლიერია იმ გლეხისა, რომელიც მათ გაუმასპინძლდა, იმის
მიუხედავად, რომ არ იყო ვალდებული. Შალვა კეჟერაძე მზრუნველია , ის ცდილობს
გამოასწოროს თავისი ძმის ნაკლოვანებები და გერასიმეს შეცდომების ისევე რცხვენია ,
როგორც გერასიმეს უნდა შერცხვეს. Შალვა ტექსტში ამბობს: “მე და შენც ასე ვართ ,
გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად ,
ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე.” ის პატრიოტია, რომელმაც იცის
საკუთარი სამშობლოს ფასი, იმ მიწის ფასი, რომელიც ქართველების სისხლიღაა
გაჟღენთილი. კეჟერაძე სამშობლოდ არა მხოლოდ მიწას, არამედ ერსაც მიიჩნევს. Მისი
აზრით თითოეული ადამიანი მნიშნელოვანია სამშობლოს გადარჩენისათვის. ის პატივს
სცემს იმ ადამიანებს, რომლებმაც შალვასთვის და მთელი ქართველი ერისათვის თავი
გასწირეს.

Შალვას სიტყვები: ” ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად


ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა…” სამშობლოს სიყვარულს მიემართება. კეჟერაძე
ფიქრობს, რომ პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული არ უნდა იყოს ისეთი თემა რაზეც
ყველა ლაპარაკობს. Ეს სიყვარული ყველა ადამიანში უნდა იდოს და მასზე ლაპარაკი არ
უნდა გახდეს საჭირო. სწორედ ამიტომ ედება “ეგზემასავით ასფალტი” სამშობლოს,
რომელიც უსიყვარულოდ არის დარჩენილი. Შალვა კეჟერაძის სიყვარული “ნაღდი და
ნათელია”. მის პატრიოტიზმს არ სჭირდება სიტყვით მტკიცება, არც გერასიმეს და არც
სამშობლოს წინაშე, Იმიტომ, რომ “ იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა…”

ტექსტის მთავარი იდეაა ის, რომ სამშობლო, მისი მიწა, წინაპრები, ყოველმა ადამიანმა
უნდა დააფასოს. უნდა გაანალიზოს, რომ სამშობლო არ არის მხოლოდ მიწა. Გურამ
დოჩანაშვილი წერს:” ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ
სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე?” საკუთარი ქვეყანა
უნდა გიყვარდეს საზღვრების გარეშე და ისევე უნდა დააფასო ის ადამიანები , რომლებმაც
სამშობლოს შენარჩუნებისთვის თავი გასწირეს, როგორც მიწა, რომელზეც ყოველდღე
დადიხარ.

ტექსტი მხატვრული ხერხებით არის რეალიზებული. მოთხრობა პირველ პირშია


დაწერილი, რაც გერასიმეს შინაგან მდგომარეობას მკითხველს უკეთესად აჩვენებს ,
ეპითეტი: “განრისხებული” შალვა კეჟერაძეს მიემართება, რომელიც შალვას
მდგომარეობას აღწერს. ავტორი იყენებს მეტაფორას: “ ამ მიწაზე, რომელსაც
ეგზემასავით არ მოდებია ჯერაც ასფალტი, დაგაბიჯებინე ფეხი ...” ეს აღწერს თუ როგორ
იტანჯება სამშობლო ერის უსიყვარულობითა და გულგრილობით. ეპითეტები :
“ქანცგაწყვეტილი” და “ნაშრომ-ნაჯაფი” მიემართება გლეხს, რომელიც უანგაროდ
გაუმასპინძლდა გერასიმესა და შალვას. შედარება “მელასავით” აღწერს გერასიმეს ,
რომელიც სხვის მოპოვებულს ისე იღებს თითქოს საკუთარი იყოს.

Გურამ დოჩანაშვილი ტექსტში იყენებს მონოლოგს, რითიც შალვა კეჟერაძის სათქმელს


აჩვენებს მკითხველს. Ასევე გამოყენებულია სამწერტილი, რომელიც სათქმელს მეტ
დრამატულობას სძენს.

You might also like