You are on page 1of 1

ეპოქები იცვლება, მათ ცვლილებებს კი ადამიანები განაპირობებენ, შესაბამისად, იმისთვის,

რომ ეპოქა შეიცვალოს ადამიანის ცვლილება და განვითარებაა საჭირო (მას, ამ წინადადებაში


ცვლილება ვერაფრით შევცვალე). ისტორიკოსები სხვადასხვა პერიოდს გამოყოფენ,
თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული და წინა პერიოდთან შედარებით უფრო
განვითარებულია. სწორედ ასეთი პრინციპია ადამიანებს შორისაც, თითოეულ ეპოქაში
მცხოვრები ადამიანი უფრო და უფრო განსხვავებულია. ამიტომ, თუ ზემოთ აღნიშნულ
მოსაზრებას დავეთანხმებით, უნდა მივიჩნიოთ, რომ პირველყოფილ ადამიანსა და
თანამედროვე ადამიანს შორის განსხვავება არ არის, ეს კი აბსურდია. თუმცა, ადამიანები
იცვლებიან გონებრივად, ის გრძნობები კი, რომლებიც ყველა მათგანს ახასიათებს,
მაგალითად, ის რომ თითოეული მათგანი „ღვთის ხატად იბადება“, ის რომ ყველას
უყვარდება, ეშინია, უცვლელი დარჩა. ეს ახასიათებთ, როგორც თანამედროვე ასევე სხვა,
უფრო ადრეული, ეპოქის წარმომადგენლებსაც. მაგრამ, მხოლოდ ამ არგუმენტზე
დაყრდნობით ვერ ვიტყვით, რომ ადამიანი არ იცვლება. მისი გონებრივი განვითარება ბევრ
სხვა ცვლილებასაც განაპირობებს. მაგალითად, ადრეული ეპოქისა და თანამედროვე
ადამიანებს განსხვავებული ღირებულებათა სისტემა აქვთ, დღევანდელი პრიორიტეტები
რადიკალურად განსხვავებულია ადრინდელისგან.
ეპოქა ხელს უწყობს ადამიანს, რომ ახალ-ახალი აღმოჩენები გააკეთოს და მის გარშემო
არსებული გარემოც განავითაროს. მაგალითად, ბუნებრივმა მოვლენამ, გამყინვარებამ, ქვედა
პალეოლითის ხანაში, განაპირობა ის, რომ ადამიანი გამოქვაბულში შევიდა საცხოვრებლად,
ცეცხლი გამოიყენა, ამ მოვლენებმა კი, ადამიანთან ერთად ეპოქაც შეცვალა.
გამორჩეულია, მე-14 საუკუნის ეპოქა, რენესანსი, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო
მის წინარეთაგან, ამ განსხვავებას კი სწორედ ადამიანთა შორის განსხვავება განაპირობებდა.
მე-14 საუკუნეში ხალხმა სხვანაირად აზროვნება დაიწყო,შეიცვალა მათი ღირებულებები.
პრიორიტეტი ადამიანი და მის გარშემო არსებული მოვლენები გახდა. შესაბამისად, თუ
შევადარებთ რენესანსში მცხოვრებ ადამიანს დღევანდელ ან უფრო ადრეულ ეპოქაში
მცხოვრებს, დავინახავთ უდიდეს განსხვავებას.
ადამიანთა და ეპოქათა ცვლილება, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რაიმე ბუნებრივმა
მოვლენამ, შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ შექმნას რაღაც ახალი და ის ეპოქა, რომელშიც
ცხოვრობს, შეცვალოს თავისი აღმოჩენით. ამ აღმოჩენის შედეგად იცვლებიან ამ პერიოდში
მცხოვრები ადამიანებიც. მაგალითად, ინტერნეტმა, უდიდესმა აღმოჩენამ, დიდი გავლენა
მოახდინა კაცობრიობაზე, მან შეცვალა ადამიანებს შორის დამოკიდებულება, გახადა ისინი
უფრო სწრაფები, განვითარებულები.
ამრიგად, ვფიქრობ, რომ ეპოქათა ცვლილებასთან ერთად იცვლებიან ადამიანებიც. შეიძლება
ის ძირეული გრძნობები, რომლებიც ღმერთმა მიანიჭა ადამიანს, არ იცვლება, მაგრამ
ადამიანები გონებრივად, ფიზიკურად რადიკალურად განსხვავდებიან, განსხვავებულია
ყველა ის თვისება, რომელთა შეცვლაც ადამიანს ძალუძს.

You might also like