You are on page 1of 1

,,ქვათა ღაღადი“ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა და მასში ავტორის, ილია

ჭავჭავაძის მიერ აღწერილი პრობლემა და საწუხარი დღესაც არ კარგავს


აქტუალობას. იგივე სიმძიმით, თუ არა, ჩემი აზრით, ჩვენს თაობასაც უწევს იმ
საკითხებთან გამკლავება, რაც ასე აწუხებდათ ჯერ კიდევ მეცხრამეტე-მეოცე
საუკუნეებში.
მიუხედავად იმისა, რომ ასე ვუყვარვართ უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ
დამსვენებლებს, იმ ქვეყნებში, სადაც მეტნაკლებად გვიცნობენ, სახელი გვაქვს
გაფუჭებული. იქ ჩვენ მოუწესრიგებელი, თავხედი და ქურდი ერიც კი ვართ. რა
თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაკლოვანებები და ხშირად ერთმანეთს მათზე
მივუთითებთ, მაგრამ, როგორც ილია ჭავჭავაძე გვასწავლიდა, არ შეიძლება ერზე
მხოლოდ მასში ჩამოყალიბებული ერთი ჯგუფით ვიმსჯელოთ. ილია სულ
მოგვიწოდებდა, გვესწრაფა უკეთესობისკენ, რაც პირველ რიგში ჩვენ თვითონვე
დაგვეხმარებოდა, თუმცა დღესაც კი ქართველების უმეტესობას გულზე ხელი
დაუკრეფია და გაზარმაცებულა, ამიტომაც ვსხედვართ ჩუმად და ვერაფერს
ვაკეთებთ მაშინ, როცა გულზე მოსული სომხები ცდილობენ მიითვისონ ჩვენი
კულტურა და დაიბრალონ, რომ მათია. ვსხედვართ და ინტერნეტით თუ დავცინებთ
მთლიან სასომხეთს, როცა ჩვენი სიმღერა აუღიათ, ოდნავ ხელი შეუვლიათ და
ახლა აცხადებენ, ჩვენი დაწერილია. მხოლოდ აბუჩად ვიგდებთ სოციალური
ქსელის კომენტარებში, როცა გვეუბნებიან, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო
ქმნილება, ,,ვეფხისტყაოსანი“ მათი დაწერილია და არა ქართველის. ვაზიარებთ
სტატიებს, სადაც სომხები იბრალებენ, ზოგიერთი კერძი ქართველებს კი არ
ეკუთვნით, არამედ ჩვენიდან გადაიღეს და ახლა ითვისებენო.
შეიძლება ეს ყველაფერი რასიზმსაც მივაწეროთ, მაგრამ ჩვენს თაობას
არაერთხელ მოუსმენია, რომ ,,სომხები ცდილობენ მიითვისონ ქართველების
შემოქმედება“. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გაზრდილა და ეს
ინფორმაცია ღრმად ჰქონია ჩაბეჭდილი თავში. გვიან ვაანალიზებთ ილიას
სიმართლეს, რომ ერი მხოლოდ ერთი ჯგუფით არ ხასიათდება.
როგორი საშინელი სახელიც არ უნდა გვქონდეს ქართველებს, ან როგორი ცუდი
ადამიანებიც არ უნდა ვიყოთ, ქართველს არასდროს დასჭირვებია, მიეთვისებინა
რამე, რათა სხვის თვალში უკეთესი გამოჩენილიყო. ვთვლი, რომ ეს თვისება მაინც
გვახასიათებს კარგად, მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ვიყოთ
უკეთესები.

You might also like