You are on page 1of 2

დიაოხის მდგომარეობა გართულდა მაშინ, როდესაც მის მეზობლად, ვანის ტბის ირგვლივ

მდებარე მიწა-წყალზე, ძველი წელთაღრიცხვის მე-9-ე საუკუნეში ურარტუს ძლიერი სამეფო


ჩამოყალიბდა. მისი მეფეები ცდილობდნენ, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ,
დაემორჩილებინათ მადნეულითა და ლითონით მდიდარი ქვეყანა.

ურარტუს მეფეებმა მრავალჯერ ილაშქრეს დიაოხის ძლევამოსილი ქვეყნის წინააღმდეგ.


რამდენჯერმე დაამარცხეს მისი მეფე, რომლისგანაც ხარკის სახით: დიდძალი პირუტყვი,
რამდენიმე ათეული კილოგრამი ოქრო-ვერცხლი და ტონობით სპილენძი მიიღეს.

ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში დიაოხი გაანადგურა ურარტუმ და სამხრეთ-


დასავლეთ საქართველოს ტომთა მეორე დიდმა გაერთიანებამ - კოლხამ.

სოფლები, აჩაბეთი და თამარაშენი მაჩაბლების კუთვნილება იყო. აჩაბეთში, ლიახვის


ხეობის მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრში, ყოფილა მაგარი ციხე
მეფის რეზიდენცია და ხეობის გამგებლის ადგილსამყოფელი. თირის მონასტერი
აჩაბეთიდან ოთხ კილომეტრში, მაღლობზე დგას, რომელშიც ვახტანგ VI დაუმარხია მისი
ვაჟი, როსტომი.

სოფელ თამარაშენის აშენება თამარ მეფის განკარგულებით მოუხდენიათ. ერთ დროს


სოფელში ხუთი ეკლესია ყოფილა. იქვე მდგარა ივანე მაჩაბელის სასახლეც.

სოფელ კარალეთის ნაწილია ნაჭარმაგევი, რომელშიც დავით აღმაშენებლის საზაფხულო


რეზიდენცია იდგა. აქ ისვენებდა მეფე თამარიც, ვინც სნეული სწორედ ამ სასახლიდან
წაუყვანიათ თბილისში.

თედო სახოკია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, იყო დიდებული მთარგმნელი, ჟურნალისტი,


ეთნოგრაფი და ლექსიკოლოგი. 1905 წელს რევოლუციური მოღვაწეობისთვის იგი
სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში, სადაც მთელი სიცოცხლე უნდა გაეტარებინა. სულიერ
მხნეობას არც იქ უღალატია მისთვის. საოცარი მოხერხებულობით, მან საბედნიეროდ თავი
დააღწია ტყვეობას და დაბრუნდა სამშობლოში, საიდანაც ევროპაში გაემგზავრა. ემიგრაციაში
თედო სახოკიამ 15 წელი გაატარა. მან საინტერესო ფილოლოგიური ნაშრომები დაგვიტოვა.

საბა კლდიაშვილი ოდესის უნივერსიტეტის საბუუნებისმეტყველო ფაკულტეტზე


სწავლობდა. მისი დამთავრების შემდეგ, ის იქვე დატოვეს სამუშაოდ. ცნობილია, რომ იგი
ერთ აღმოჩენაზე მუშაობდა, რომელიც გადატრიალებას მოახდენდა მეცნიერებაში.
სამწუხაროდ თავისი გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა ქალაქში მომხდარმა
ტრაგიკულმა ამბებმა. 1905 წლის 20 ოქტომბერს შავრაზმელები უმოწყალოდ დაერივნენ
ებრაელებს, რომლებიც ქუჩაში ლოცვით მიდიოდნენ, წინ კი თეთრწვეროსანი სასულიერო
პირები მიუძღოდნენ. ამ უსამართლობის დანახვაზე ხალხს გამოეყო და ებრაელებს
ხელებგაშლილი აეფარა საბა კლდიაშვილი, ვინც მაშინ 32 წლის იყო. ის შავრაზმელებმა
დაუნდობლად მოკლეს. ოდესიდან ბათუმში საბა კლდიაშვილის ცხედარი გემით
ჩამოასვენეს, იგი ქუთაისში დაკრძალეს. იმ დღეს ქალაქში ყველაფერი დაკეტილი იყო.
ყველამ უამრავი ყვავილი მიიტანა. ებრაელთა საოპერო დასმა კუბო გვირგვინით შეამკო და
სამგლოვიარო საგალობელი შეასრულა. 1971 წელს საქართველოდან ისრაელში წასულმა
ებრაელებმა ქალაქ აშდოდში გაჭრილ პირველ ქუჩას საბა კლდიაშვილის სახელი უწოდა.

You might also like