You are on page 1of 39

PowerPoint 2013

Microsoft PowerPoint არის მძლავრი პრეზენტაციის პროგრამული


უზრუნველყოფა, რომელიც შემუშავებულია Microsoft-ის მიერ. ეს არის
Microsoft Office პროგრამული უზრუნველყოფის სტანდარტული
კომპონენტი, რომელიც შეესაბამება Word, Excel და სხვა საოფისე
პროდუქების ინსტრუმენტებს. პროგრამა იყენებს სლაიდებს, რომელთა
გამდიდრება შესაძლებელია მულტიმედია ტექნოლოგიებით.

PowerPoint 2013 გახსნა

როდესაც პირველად გახსნით PowerPoint 2013-ს, ეკრანზე გამოვა


Start Screen ფანჯარა, საიდანაც შესაძლებელია პრეზენტაციისთვის,
დასრულებული პრეზენტაციის, ახალი ან ადრე შენახული
ფაილების გახსნა.

Blank
Presentacion-ზე

დაწკაპუნებით ეკრანზე გამოვა ახალი ფურცელი.

327
328
329
PowerPoint ფანჯრის მენიუები

Home მენიუდან შესაძლებელია ისეთი ბრძანებების გამოყენება,


როგორებიცაა: copy, paste, formatting, New Slide და სხვ.

330
Insert მენიუ საშუალებას იძლევა, ჩასვათ თქვენს პრეზენტაციაში
სურათები (pictures), გრაფიკები (charts), ცხრილები (tables),
გრაფიკული ობიექტები (shapes), ვიდეოები (videos) და სხვა.

Design მენიუდან შესაძლებელია როგორც უკვე გამზადებული


დიზაინის დამატება, ასევე მისი სურვილისამებრ შეცვლა.

Transitions მენიუდან შესაძლებელია სლაიდზე მოძრაობის


დამატება, რომელიც გამოჩნდება სლაიდის პრეზენტაციის დროს.

Animations მენიუ საშუალებას იძლევა, ანიმაცია გაუკეთდეს


ტექსტს, გრაფიკასა და ნებისმიერ ობიექტს.

თუ გინდათ წინასწარ ნახოთ, როგორ გამოიყურება თქვენი


სლაიდი პრეზენტაციის დროს, ამაში დაგეხმარებათ Slide Show
მენიუ.
331
Review მენიუს საშუალებით შესაძლებელია სლაიდებზე ტექსტის
რედაქტირება, კერძოდ, მართლწერის შემოწმება და კომენტარების
გაკეთება.

View მენიუ საშუალებას იძლევა, წარმოადგინოთ თქვენი


პრეზენტაცია სხვადასხვა ხედვის რეჟიმებით - Outline View, Slide
Sorter და Slide Master.

Ruler, Guides და Gridlines

იმისთვის, რომ გაიადვილოთ სლაიდებში ობიექტების განლაგების


მხრივ მუშაობა, სასურველია გამოიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები,
როგორიცაა სახაზავი, გამყოფი ხაზები და ბადე (Ruler, guides,
gridlines).

332
აღნიშნული ბრძანებები განლაგებულია View მენიუში და
ასარჩევად საჭიროა ბრძანების მონიშვნა.

ახალი პრეზენტაციის შექმნა

შედით File მენიუში და მონიშნეთ New. გამოტანილ ფანჯარაში


მიეცით Blank Presentation ბრძანება.

სლაიდის აღწერა

ახალი სლაიდის ჩასმისას, ეკრანზე გამოჩნდება ცარიელი


ფურცელი, რომელზეც მონიშნული იქნება ტექსტის, სურათის,
ვიდეოს ან სხვა ობიექტის ჩასასმელი ადგილები (placeholders).

333
ახალი სლაიდის დამატება

ახალი ფაილის ავტომატურად


შექმნისას, ეკრანზე გამოტანილი
იქნება ერთი სლაიდი. თუ გინდათ
სლაიდების დამატება, შედით Home
მენიუში და მიეცით New Slide
ბრძანება.

სლაიდების ორგანიზება

PowerPoint პრეზენტაცია შეიძლება შიცავდეს მრავალ სლაიდს.


სლაიდების ნავიგაციის
პანელიდან შესაძლებელია
სლაიდების კოპირება,
გადაადგილება და წაშლა.

სლაიდების ცვლილება

თუ გინდათ სლაიდის ზომის შეცვლა, შედით Design მენიუში,


მიეცით Slide Size ბრძანება და აირჩიეთ სასურველი. უფრო
მრავალფეროვანი ზომების ასარჩევად შედით Custom Slide Size
ბრძანებაში.

334
სლაიდზე ფონის დაყენება

სლაიდს ავტომატურად აქვს თეთრი ფონი. თუ გინდათ ფონის


შეცვლა, შედით Design მენიუში და მიეცით Format Background
ბრძანება.

არჩეული სასურველი
ფონის ყველა ფურცელზე
დასაყენებლად, მიეცით
Apply to All ბრძანება.
წინააღმდეგ შემთხვევაში,
სასურველი ფონი
მხოლოდ იმ ფურცელს ექნება, რომელიც გაქვთ არჩეული.
შესაბამისად, შესაძლებელია ყველა ფურცელს დაუყენოთ
სხვადასხვა ფონი.

Design მენიუდან ასევე შესაძლებელია გამზადებული ფონის


დაყენებაც.

335
აღნიშნული ფონის მონიშვნისას, ყველა სლაიდზე ჩაისმება
არჩეული დიზაინი. თუ გინდათ სხვადასხვა სლაიდზე სხვადასხვა
დიზაინის ჩასმა, კურსორს მიიტანთ შესაბამის დიზაინთან, თაგვის
მარჯვენა ღილაკს დააჭერთ და ჩამოშლილ ფანჯარაში აირჩევთ
Apply to Selected Slides ბრძანებას.

სლაიდების
ფორმატის შეცვლა

ზოგჯერ სლაიდებზე გამოტანილი ველების განლაგება არ


შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. პროგრამა გაძლევთ საშუალებას,
სურვილისამებრ შეცვალოთ, წაშალოთ ან დაამატოთ ეს ველები.

ველების მოსანიშნად: მიიტანეთ კურსორი ველის საზღვარზე და


დააწკაპუნეთ. ველის წყვეტილი ხაზი შეიცვლება მთლიან ხაზის
სტილზე, რაც ნიშნავს, რომ ველი მონიშნულია.

336
მონიშნულ ველზე შეგიძლიათ გადაადგილება, ზომის შეცვლა,
წაშლა.

ახალი ველის დამატება

თუ გინდათ სლაიდს დაამატოთ ახალი ტექსტური ველი, შედით


Insert მენიუში და აირჩიეთ Text Box ბრძანება. კურსორით დახაზეთ
ოთხკუთხედი ეკრანის იმ ადგილას, სადაც გინდათ ამ ველის
შექმნა.

პრეზენტაციის გაშვება

როდესაც დაასრულებთ სლაიდებზე მუშაობას, საბოლოო სახით


სანახავად საჭიროა მისი გაშვება. ამისთვის პროგრამის ზედა
ნაწილში განლაგებულ ღილაკებზე აწკაპუნებთ Start From Beginning
ბრძანებაზე.

ამის შემდეგ პრეზენტაცია


გაიშლება მთელ ეკრანზე. ერთი
სლაიდიდან მეორეზე გადასვლა
ხორციელდება თაგვის მარცხენა
ღილაკზე ხელის დაჭერით.
სლაიდების პრეზენტაციის
ფორმიდან გამოსვლა
შესაძლებელია კლავიატურის Esc
ღილაკზე ხელის დაჭერით.

337
ტექსტთან მუშაობა

ტექსტის მონიშვნა, კოპირება, წაშლა, გადაადგილება,


შრიფტის/ზომის/ფერის შეცვლა, ჩამონათვალის გაკეთება,
გასწორება, სტრიქონებს შორის დაშორება, ძებნა ხორციელდება
ზუსტად ისევე, როგორც MS Word-ის პროგრამაში, ამიტომ ამ
ბრძანებებს აქ აღარ განვიხილავთ.

სლაიდების მოძრაობა

არსებობს სამი კატეგორიის მოძრაობა, რომელიც მდებარებს


Transitions მენიუზე:

 Subtle - მოძრაობის ძირითადი ტიპი. გამოყენებულია სლაიდების


მარტივი ანიმაციები.

Exciting - ბრძანება იყენებს უფრო რთულ ანიმაციებს სლაიდებს


შორის გადასასვლელად.

 Dynamic Content - სლაიდების ერთნაირი ფონის შემთხვევაში,


აღნიშნული ჩამონათვალიდან არჩეული ბრძანება ანიმაციას
უკეთებს მხოლოდ პირველ სლაიდს, ხოლო დანარჩენ სლაიდებზე
მხოლოდ გრაფიკულ და ტექსტურ ველებს.

338
შედით Slide Navigation მენიუში და desired slide პანელზე მონიშნეთ
სასურველი ანიმაციის ბრძანება. None ბრძანება ნიშნავს ანიმაციის
გაუქმებას.

თუ გინდათ, არჩეული ანიმაცია გავრცელდეს ყველა სლაიდზე,


გამოიყენეთ Apply To All ბრძანება.

ანიმაციის მოდიფიცირება

მონიშნეთ სლაიდი და შედით


Effect Options ბრძანებაში, სადაც
აირჩევთ მოძრაობის
მიმართულებას.

Duration ველში შეგიძლიათ მიუთითოთ ანიმაციის ხანგრძლივობის


დრო (მაგ., 2 წამი).

339
Sound ველიდან შეგიძლიათ დაამატოთ ხმა, რომელიც თან ახლავს
სლაიდის ანიმაციას.

პრეზენტაციისას, სლაიდიდან სლაიდზე გადასვლა ხორციელდება


თაგვის მარცხენა ღილაკზე დაჭერით. თუ გინდათ, რომ სლაიდები
ეკრანზე ავტომატურად მონაცვლეობდეს, შედით Transitions მენიუს
Timing ჯგუფში და მონიშნეთ After ბრძანება, სადაც გამოტანილ
ველში შეგიძლიათ მიუთითოთ სლაიდის ეკრანზე გამოტანის დრო.

ობიექტების ანიმაცია

არსებობს ანიმაციის ოთხი ტიპი:

 Entrance - ანიმაციის დროს ობიექტი შემოდის სლაიდზე.

Emphasis - ანიმაცია ხოციელდება მაშინ, როცა ობიექტი იმყოფება


სლაიდზე ან როცა აჭერთ თაგვის მარცხენა ღილაკს.

Exit -

ანიმაციის დროს ობიექტი გადის სლაიდიდან.

340
 Motion Paths - ობიექტი გადაადგილდება იმის მიხედვით, თუ
რომელ ტრაექტორიას მიუთითებთ (მაგ. წრეს, ტეხილს, ....).

341
იმისთვის, რომ მოახდინოთ ობიექტების ანიმაცია, უნდა შეხვიდეთ
Animations მენიუში და ჩამოშალოთ Animation ჯგუფის ბრძანებები.

ჩამოშლილ ფანჯარაში ირჩევთ ანიმაციის სასურველ ტიპს, რის


შემდეგაც ობიექტს,
რომელსაც გაუკეთეთ
ანიმაცია, გაუჩნდება
პატარა ნომერი, რომელიც
განსაზღვრავს სლაიდზე
ობიექტის მოძრაობის
რიგითობას.

მენიუს ბოლოში შესაძლებელია უფრო მეტი ანიმაციის ტიპის


არჩევა.

ანიმაციის ეფექტები

ზოგიერთი ანიმაცია შეიცავს პარამეტრებს, საიდანაც შეგიძლიათ


განსაზღვროთ მოძრაობის მიმართულება (Effect Options ბრძანება).
342
ანიმაციის გაუქმება

მონიშნეთ ანიმაციის ნომერი და დააჭირეთ Delete ღილაკს.

ანიმაციებთან მუშაობა

ერთ ობიექტზე რამდენიმე ანიმაციის შექმნა:

1. მონიშნეთ ობიექტი;

2. შედით Animations მენიუში;

3. Advanced Animation ჯგუფში დააწკაპუნეთ Add


Animation ბრძანებაზე და აირჩიეთ ანიმაცია.

ანიმაციის ნახვა

ანიმაციების უმეტესობა მოძრაობს სლაიდების პრეზენტაციის


დროს. თუ გაინტერესებთ, როგორი ეფექტი ექნება თქვენ მიერ
არჩეულ ანიმაციას, შეგიძლიათ შეხვიდეთ Animations მენიუში და
მივცეთ Preview ბრძანება.

343
ანიმაციის პანელი

ანიმაციის პანელი საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ყველა ის


ანიმაცია, რომელიც არჩეულია მთლიანი სლაიდისთვის.
აღნიშნული პანელიდან შესაძლებელია ეფექტების მოდიფიცირება.
ანიმაციის პანელის გამოტანა ხდება Animations მენიუს Animation
Pane ბრძანებით.

ანიმაციის პანელიდან შესაძლებელია ანიმაციის თანმიმდევრობის


შეცვლა. ამისთვის დააწკაპუნეთ სასურველ ნომერზე და
გადააადგილებთ სასურველ ადგილას.

344
ეფექტის პარამეტრების შეცვლა

ეფექტის ავტომატურად დაწყება ხდება თაგვის ღილაკზე დაჭერა.


თუ ერთ სლაიდზე რამდენიმე ეფექტი გაქვთ, მაშინ მოგიწევთ
თაგვის ღილაკზე რამდენჯერმე დაჭერა. ამიტომ სასურველია,
ანიმაციების ჩართვა მოხდეს ან მიმდევრობით, ან დროის
მიხედვით; ამისთვის:

1. მონიშნავთ ეფექტს Animation Pane-იდან;


2. დააჭერთ ჩამოსაშლელ მენიუს,
სადაც გამოჩნდება:
 Start on Click - ეფექტის ჩართვა
თაგვის ღილაკზე დაჭერისას;
 Start With Previous - ეფექტის ჩართვა
წინაეფექტის დაწყებასთან ერთად;
 Start After Previous - ეფექტის ჩართვა
წინა ეფექტის დამთავრებისთანავე.

უფრო მეტი ეფექტებისთვის აირჩიეთ Effect Options ბრძანება,


საიდანაც შესაძლებელია შემდეგი ბრძანებების გააქტიურება:

 Sound - ხმის დაყენება ეფექტზე

 After animation - ანიმაციის შემდეგ ობიექტის ფერის შეცვლა

 Animate text - შესაძლებელია ტექსტის როგორც მთლიანად, ასევე


სიტყვებისა და ასოების ცალ-ცალკე ანიმაცია (all at once, one
word at a time, one letter at a time).
345
 Timing - შესაძლებელია ანიმაციის დაწყების, ხანგრძლივობის
დროისა და გამეორების რაოდენობის დაყენება.

ვიდეოს ჩასმა ფაილიდან:

1. Insert მენიუზე დააწკაპუნეთ
Video ღილაკზე და აირჩიეთ Video on
My PC;
2. მონიშნეთ ვიდეო ფაილი და
მიეცით Insert ბრძანება.
3. ვიდეო ჩაჯდება სლაიდში.

მონიშვნისას ვიდეოს ავტომატურად


გაუჩნდება ჩართვა/ გამორთვის ღილაკები (Play/Pause).

ვოდეოს ეფექტების რედაქტირება

სლაიდზე ვიდეოს მონიშვნისას, პროგრამას ემატება Playback მენიუ,


რომელიც გამოიყენება ვიდეოს ეფექტების ცვლილებისთვის.

346
ასევე შესაძლებელია Video Options შემდეგი ბრძანებების დაყენება:

 Volume - ვიდეოზე ხმის შეცვლა

 Start - აკონტროლებს ვიდეოს დაწყებას (ავტომატურად თუ


თაგვის მეშვეობით)
 Play Full Screen - ვიდეო ეშვება მთელ ეკრანზე

 Hide While Not Playing - სანამ ვიდეო ჩართვება, იგი არ ჩანს

 Loop until Stopped - ვიდეოს გამეორება ხდება ავტომატურად

 Rewind after Playing - როდესაც ვიდეო დამთავრდება,


დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას

აუდიო-ფაილის ჩასმა

1. შედიხართ Insert მენიუში,
აწკაპუნებთ Audio ღილაკზე და
აძლევთ Audio on My PC ბრძანებას;

2. მონიშნავთ აუდიო-ფაილს და
აძლევთ Insert ბრძანებას.

347
აუდიო-ფაილებთან მუშაობა შესაძლებელია timeline მენიუდან,
რომელიც ეკრანზე გამოჩნდება მისი მონიშვნის შემდეგ.

SmartArt გრაფიკების ჩასმა

1. Insert მენიუში აძლევთ SmartArt  ბრძანებას, რომელიც


მდებარეობს Illustrations ჯგუფში;

2. ირჩევთ სასურველ გრაფიკს და ვაძლევთ OK ბრძანებას.

სლაიდზე გრაფიკის მონიშვნისას, ეკრანზე (გრაფიკის მარცხნივ)


გამოჩნდება ტექსტის შესაყვანი ველი. ტექსტის შესაყვანად უნდა
მონიშნოთ თითოეული გრაფა და შეიყვანოთ სასურველი ტექსტი.

348
გრაფიკში შესძლებელია აგრეთვე
უკვე დაწერილი ტექსტის ჩასმა. მაგ.,
მონიშნავთ ტექსტს, დააჭერთ
თაგვის მარჯვენა ღილაკს და
გამოტანილ მენიუში მისცემთ
Convert to SmartArt ბრძანებას.

მონიშნული ტექსტი გარდაიქმნება


გრაფიკში.

SmartArt გრაფიკების ორგანიზების შეცვლა

1. ფორმის დამატება:

მონიშნეთ გრაფიკი და Design მენიუში მიეცით new shape ბრძანება,


საიდანაც აირჩევთ თქვენთვის სასურველს (Add Shape Before ან Add
Shape After).

Design მენიუდან ასევე შესაძლებელია გრაფიკზე ფორმების


გადაადგილება (Move
Up, Move Down, Promote,
Dempte, Right to left).
349
2. გრაფიკების შეცვლა:

გრაფიკის ჩასმის შემდეგ შესაძლებელია ფერისა და ფორმის


შეცვლა, ეფექტების მიცემა. ამისთვის უნდა მონიშნოთ გრაფიკი და
Design მენიუში აირჩიოთ Change Colors ბრძანება.

ეფექტების შესაცვლელად აძლევთ Shape Effects ბრძანებას.

350
3. გრაფიკის დიზაინის შეცვლა:

მონიშნავთ გრაფიკს და Design მენიუში აძლევთ Layouts ბრძანებას.

თუ შეცვლით გრაფიკის დიზაინს, შესაძლებელია ზოგიერთი


ტექსტი დაიკარგოს (არ გამოჩნდეს).

HYPERLINKS

ბმულებს გააჩნია ორი სახის ბრძანება: მისამართები, რომლებზეც


ხდება გადასვლა (ვებ-გვერდი, ფოსტა, ფაილი და სხვა) და ტექსტის
ჩვენება (შესაძლებელია იყოს სურათი, გრაფიკი). მაგ., მისამართი
შესაძლებელია იყოს http://www.youtube.com და ტექსტი, რომელიც
გამოჩნდება YouTube. ორივე შემთხვევაში შესრულდება ერთი და
იგივე ბრძანება.

Hyperlink ჩასმა

1. მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ თაგვის მარჯვენა ღილაკს.


გამოტანილ ფანჯარაში მიეცით Hyperlink ბრძანება.

2. გამოტანილ ფანჯარაში (Insert Hyperlink) Address ველში


ჩაწერეთ სასურველი მისამართი და მიეცით OK ბრძანება.

351
აღნიშნული ბმულის გააქტიურება შესაძლებელია თაგვის მარჯვენა
ღილაკზე დაჭერით გამოტანილ ფანჯარაში Open Hyperlink
ბრძანების საშუალებით ან კურსორის მიტანისას ღილაკზე ხელის
დაჭერით.

ბმულების გასაუქმებლად აჭერთ თაგვის მარჯვენა ღილაკს და


აძლევთ Remove Hyperlink ბრძანებას.

უფრო მეტი ბმულები

PowerPoint საშუალებით შესაძლებელია ისეთი ბმულების


გაკეთება, რომელიც არ გადადის ონლაინში, გადასვლა ხდება
შიგნით დოკუმენტში (სხვა სლაიდზე). ამისთვის საჭიროა:

1. დააჭირეთ თაგვის მარჯვენა ღილაკზე და აირჩიეთ Hyperlink


ბრძანება.

2. გამოტანილ ფანჯარაში Insert Hyperlink მარცხენა მხარეს


მდებარე ბრძანებიდან მონიშნეთ Place in this Document.

3. გამოჩნდება ყველა სლაიდის სათაური. მონიშნეთ ის სლაიდი,


რომელზეც გინდათ ბმულის გაკეთება.

4. ბოლოს მიეცით OK ბრძანება.


352
ბმულის გაკეთება სხვა ფაილზე:

1. გამოტანილ ფანჯარაში მარცხენა მხარეს ირჩევთ Existing File or


Webpage ბრძანებას.

2. ირჩევთ სასურველ ფაილს და ვაძლევთ OK ბრძანებას.

თუ თქვენ აპირებთ, თქვენი


პრეზენტაცია სხვა
კომპიუტეზე გადაიტანოთ და
იქიდან მოახდინოთ მისი
ჩვენება, შეიძლება მოხდეს ისე,
რომ ბმულმა არ იმუშაოს.
ამიტომ წინასწარ შეამოწმეთ
ბმულების არსებობა
(გადააკოპირეთ იგი სხვა
კომპიუტერშიც) და შემდეგ
მოახდინეთ მისი გაშვება.

353
მოქმედი ღილაკების ჩასმა

სხვა ინსტრუმენტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ-


გვერდთან, ფაილთან, ელექტრონული ფოსტის მისამართთან
დასაკავშირებლად, არის სამოქმედო ღილაკები (Action Button).
სამოქმედო ღილაკების საშუალებით შესაძლებელია ბევრი იგივე
ბრძანების შესრულება, რაც ბმულების შემთხვევაში. შესაძლებელია
მოქმედი ღილაკების განლაგება როგორც ერთ, ასევე ყველა
სლაიდზე ცალ-ცალკე (რაც ძალზე მოსახერხებელია, როდესაც
გსურთ სლაიდებს შორის გადაადგილება).

მოქმედი ღილაკების ჩასმა

1. შედით Insert მენიუში;

2. დააწკაპუნეთ ღილაკზე Shapes. გამოტანილ ფანჯარაში


აირჩიეთ სასურველი ღილაკი (რომელიც განლაგებულია სულ
ბოლოში action buttons);

3. სლაიდზე ღილაკის ჩასმის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება Action


Settings დიალოგური ფანჯარა;

4. აირჩიეთ Mouse Click ან Mouse Over თაგვზე დაჭერა/თაგვის


მიტანა) განყოფილება;

354
5. Action on click ფანჯარაში აირჩიეთ Hyperlink to
ბრძანება. ჩამოიშლება ბრძანებები საიდანაც აირჩევთ, თუ რა
მოქმედება გინდათ რომ შეასრულოს ღილაკმა.

6. Play Sound-ით ირჩევთ სასურველ ხმას, რომელიც გაიჟღერებს


ღილაკზე კურსორის დაჭერისას (შესაძლებელია აირჩიოთ სხვა
თქვენთვის სასურველი ხმაც Other sound).

ღილაკის ჩასმა ყველა სლაიდზე


ერთდროულად

1. შედიხართ View მენიუში და ვაძლევთ Slide Master ბრძანებას;

2.

გადადიხართ Insert მენიუში და ჩვეულებრივი წესით ვსვავთ


ღილაკს Shapes  action button;

3. გამოდიხართ Slide Master განყოფილებიდან (ამისთვის საჭიროა


დააწკაპუნოთ Close Master View ღილაკზე).
355
იმისთვის, რომ ნახოთ როგორ მუშაობს თქვენ მიერ ჩასმული
ღილაკი, შედით Slide Show მენიუში და მიეცით From Current Slide
ბრძანება.

პრეზენტაციების წარდგენა

არსებობს ბევრი ფაქტორი, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს


პრეზენტაციის წარდგენისას: რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს,
მოხდეს ავტომატური გაშვება და სხვა. PowerPoint-ს გააჩნია ბევრი
ინსტრუმენტი იმისთვის,რომ თქვენი პრეზენტაცია
გამოიყურებოდეს პროფესიონალურად.

ქვემოთ თქვენ გაეცნობით, თუ როგორ შეიძლება სლაიდების


ჩაწერა, ინტერნეტში განთავსება, ვიდეო პრეზენტაციების შექმნა,
მოშორებული აუდიტორიისთვის პრეზენტაციების შექმნა.

სლაიდების timing

Rehearsing timings გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ


გსურთ ისეთი პრეზენტაციის შექმნა, რომლის გაშვება ეკრანზე
შესაძლებელია თქვენი ჩარევის გარეშე. ამ ფუნქციის გამოყენება

356
საშუალებას გაძლევთ, timings თითოეულ სლაიდს ცალ-ცალკე
გაუკეთოთ.

იმისთვის, რომ სლაიდზე ჩართოთ timings ბრძანება:

1. შედით Slide Show მენიუში და გადადით Set Up ჯგუფში;

2. დააწკაპუნეთ Rehearse Timings ბრძანებაზე;

3. ეკრანზე გამოვა მთლიანი სლაიდი და ჩაირთვება დრო. როდესაც


თქვენ გადაწყვეტთ, რომ გადახვიდეთ შემდეგ სლაიდზე,
დააწკაპუნეთ Next ღილაკზე და შესაბამისად, დააყენეთ სასურველი
დრო.

4. სლაიდების დასრულების შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება


შეტყობინების ფანჯარა, სადაც აძლევთ Yes ბრძანებას.

თქვენი სლაიდის გახმოვანება

აღნიშნული ბრძანებით შესაძლებელია სლაიდების გახმოვანება


თქვენთვის სასურველი ტექსტით. ამისთვის საჭიროა:

1. შეხვდეთ Slide Show მენიუში და გადახვიდეთ Set Up ჯგუფში.

357
2. დააწკაპუნოთ Record Slide Show ბრძანებას და მონიშნოთ Start
Recording from Beginning ან Start Recording from Current Slide.

3. ეკრანზე

გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა, სადაც დააწკაპუნებთ Start


Recording ღილაკზე. პრეზენტაცია გაიშლება მთელ ეკრანზე. ამის
შემდეგ შესაძლებელია ტექსტის ჩაწერა. შემდეგი სლაიდზე
გადასვლა ხდება Next ღილაკით;

4. დასრულების შემდეგ სლაიდებს დაემატება ხმის ღილაკი


(speaker icon).

შენიშვნა: თუ გინდათ ხმის ჩაწერისას ეკრანზე მიუთითოთ რაიმე


საჭირო ადგილი, დააჭირეთ Ctrl ღილაკსა და თაგვის მარცხენა
358
კლავიშს. კურსორი გარდაიქმნება წითელ პატარა წრედ (laser
pointer). მისი საშუალებით შესაძლებელია სლაიდზე თქვენთვის
სასურველი დეტალების მითითება.

გახმოვანების ან timings-ის გაუქმებისთვის უნდა შეხვიდეთ Slide


Show მენიუში, ჩამოშალოთ Record Slide Show ბრძანება და მისცეთ
Clear განყოფილებიდან სასურველი ბრძანება.

პრეზენტაციის ექსპორტი ვიდეო ფაილად

შედით File მენიუში და მიეცით Export ბრძანება, შემდეგ


დააწკაპუნეთ Create a Video ბრძანებაზე. გამოტანილ ფანჯარაში
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მონაცემები და დააწკაპუნეთ
Create Video. ეკრანზე გამოსულ შენახვის ფანჯარაში აირჩევთ
სასურველ ადგილს და სახელს იმისთვის, რომ შეინახოთ
პრეზენტაციის ასლი როგორც ვიდეო ფაილი.

359
პრეზენტაციის წარდგენა ონლაინში

ონლაინში პრეზენტაციის წარდგენა არის ძალიან მარტივი და


მოსახერხებელი, რადგანაც არ საჭიროებს პროგრამის (PowerPoint)
ინსტალაციას. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა.

1. მონიშნეთ Slide Show მენიუ და მიეცით Present Online


ბრძანება.

2. დიალოგურ ფანჯარაში მიეცით Connect ბრძანება.

3.გა
მო ჩნ
დე ბა
ლინქი, რომელსაც მონიშნავთ და მისცემთ Copy Link ან Send in
Email ბრძანებას და დააწკაპუნებთ Start Presentation-ზე.

360
სლაიდ-შოუს შეცვლა

ხანდახან გჭირდებათ რომელიმე სლაიდის დამალვა, სანამ


მოხდება მისი ეკრანზე პრეზენტაცია. მაგალითად, თქვენ
შეგიძლიათ სლაიდების დამალვით წარადგინოთ თქვენი
პრეზენტაციის შემოკლებული ვარიანტი. Custom Slide Show
ბრძანება ასევე საშუალებას გაძლევთ, დაარქვათ სახელი თქვენი
შემოკლებული პრეზენტაციის ვერსიას.

არასტანდარტული პრეზენტაციის შექმნა

1. შედით Slide Show მენიუში და გადადით Start Slide Show


ჯგუფში;

2. დააწკაპუნეთ Custom Slide Show ბრძანებაზე და აირჩიეთ Custom


Shows;

3.
ეკრანზე გამოტანილ დიალოგურ ფანჯარაში დააწკაპუნეთ New
ღილაკზე;

4. ეკრანზე გამოჩნდება Define Custom Show დიალოგური ფანჯარა.


Slide show name ველში წერთ არასტანდარტული პრეზენტაციის
სახელს (ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სახელი). Slides in
361
presentation: მონიშნავთ იმ სლაიდებს, რომლებიც გინდათ, რომ
დაამატოთ თქვენს სლაიდ-შოუს. აჭერთ Add ღილაკს, რის შემდეგაც
თქვენ მიერ მონიშნული სლაიდები გადავა Slides in custom show
ჩამონათვალში. აქვე შეგიძლიათ სლაიდების გადაადგილება ზევით
ან ქვევით (up/down arrows). აწკაპუნებთ OK ღილაკზე;

5. ბოლოს აწკაპუნებთ Close ან Show ბრძანებაზე;

6. იმისთვის, რომ თქვენ მიერ


შექმნილი არასტანდარტული ვერსიები გაუშვათ ეკრანზე, საჭიროა:
შეხვიდეთ Custom Slide Show ბრძანებაში, სადაც გამოჩნდება თქვენ
მიერ შექმნილი ახალი ვერსიები და აირჩევთ სასურველ
პრეზენტაციას.

სლაიდების დამალვა

ხანდახან საჭიროა, დამალოთ სლაიდები ყველანაირი


გადაადგილების გარეშე და შემდეგ ისევ გამოიტანოთ. ამისთვის
საჭიროა კურსორი დააყენოთ იმ სლაიდზე, რომლის დამალვაც
გინდათ და დააწკაპუნოთ Hide Slide ღილაკზე, რომელიც

362
მდებარეობს Slide Show მენიუში. თუ გინდათ სლაიდების ისევ
გამოჩენა, საჭიროა კიდევ ერთხელ დააწკაპუნოთ Hide Slide
ბრძანებაზე.

363
გამოყენებული ლიტერატურა:

1. Cisco Networking Academy. IT Essentials. 5th Edition. Published Jul 16, 2016
by Cisco Press.
2. Internet Resourses. www.gcflearnfree.org. Office Online books. Ms Word
2013. Ms Excel 2013. Ms PowerPoint 2013.
3. Andrew S. Tanenbaum, David J. Wetherall. Computer Networks (5th
Edition). October 7, 2011
4. Top Threats to Cloud Computing V1.0, Cloud Security Alliance, March 2010
5. ვ. ადამია, ნ. არაბული, ზ. ცირამუა. კომპიუტერული ქსელები
(პირველი ნაწილი). სტუ. ქ. თბილისი. 2009.
6. ვ. ადამია, ნ. არაბული. „მონაცემთა დაცვა“. სტუ. 2009წ.

364
ავტორთა შესახებ

ნანი არაბული - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2004წ).


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ეროვნული
თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; სისკოს აკადემიის
CCNA R&S ინსტრუქტორი; უმაღლესი განათლების აკრედიტაციის
ექსპერტი ინფორმატიკის მიმართულებით.

მანანა მაღრაძე - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს


ტექნიკური უნივერსიტეტის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის
პროფესორი; ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის
დირექტორი; ....................

365

You might also like