You are on page 1of 6

კავკასიის უნივერსიტეტი

2019-2020 სასწავლო წელი

გაზაფხულის სემესტრი

კალკულუსი II, MATH 0004

პრეზენტაცია #

ეკონომიკის სკოლის

I კურსის სტუდენტი

ლედი მაისურაძე
თემაზე: ფუნქციის დიფერენციალი და
მისი გეომეტრიული შინაარსი

თბილისი
2020 წელი
კონკრეტულ პრეზენტაციაში ვისაუბრებ ფუნქციის დიფერენციალსა და მის
გეომეტრიულ შინაარსზე. შევეცდები დაწვრილებით ავხსნა დიფერენციალის
განსაზღვრება და განვიხილო ის მაგალითებითა და ნახაზებით.

ფუნქციის დიფერენციალი

სანამ უშუალოდ თემაზე საუბარს დავიწყებდე, მიმოვიხილოთ ნასწავლი


მასალა, რომელიც შეეხება ფუნქციის ნაზრდს. ეს დაგვეხმარება თემის დეტალურად
გააზრებაში.

ვთქვათ, x აღნიშნავს ცვლად სიდიდეს და დაუშვათ იგი იცვლება x 1-დან x 2 -


მდე. სხვაობას x 2−x 1 − ვუწოდოთ x -ის ნაზრდი და აღვნიშნოთ ∆x სიმბოლოთი
(იკითხება: „დელტა x “). ამრიგად
∆ x=x 2−x 1

ახლა განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე: ვიპოვოთ x -ის ნაზრდი, თუ იგი


იცვლება 3-დან 3.2-მდე.

ამოხსნა: x = 3 და x 2 = 3.2 . ამიტომ ∆ x=x 2−x 1=3.2 3 0.2

ახლა, დაუშვათ x და y სიდიდეები დაკავშირებული არიან განტოლებით


y=f ( x ) , სადაც f ფუნქციაა. თუ x შეიცვლება x -დან x +∆ x -მდე, მაშინ y -ის შესაბამის

ცვლილებას უწოდებენ y -ის ნაზრდს. იგი აღინიშნება ∆y -ით და ასე განისაზღვრება


∆ y =f ( x +∆ x )−f (x)

ახლა კი განვსაზღვროთ უშუალოდ დიფერენციალის განმარტება: ვთქვათ,


y=f ( x ) წარმოებადია რომელიმე შუალედში. გამოდის, რომ შუალედის ყოველ
წერტილში არსებობს სასრული ზღვარი. ე.ი.
∆y '
lim =f ( x )= y '
∆ x →0 ∆x
აქედან, როგორც ვიცით, გვექნება
∆y '
=f ( x )+ a ,
∆x
სადაც, a → 0 ,როცა ∆ x →0 . მაშინ, წინამდებარე ფორმულაში თუ მას მოვათავსებთ,
მივიღებთ:

∆ y =f ' ( x ) ∆ x +a ∙ ∆ x (1)
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ფუნქციის ნაზრდი წარმოადგენს ორი
შესაკრების ჯამს: f ' ( x ) ∆ xდა a ∙ ∆ x . ახლა კი განვიხილოთ პირველი შესაკრები f ' ( x ) ∆ x,
როცა f ' ( x)≠ 0. მაშინ,
'
f (x)∆x '
lim =f ( x ) ≠ 0
∆ x →0 ∆x
აქედან გამომდინარეობს, რომ ეს პირველი შესაკრებ f ' ( x ) ∆ x ი წარმოადგენს
იმავე რიგის უსასრულოდ მცირეს, რაც არის ∆ x , როცა ∆ x →0 .

სწორედ (1) ფორმულის, მარჯვენა მხარის პირველ შესაკრებს f ' ( x ) ∆ x


ეწოდება ფუნქციის ნაზრდის მთავარი ნაწილი, ან ამ ფუნქციის დიფერენციალი და
აღინიშნება dy ან df(x) (რომელიც იკითხება, როგორც ,,დე იგრეკ“, ,,დე ეფ იქს“)
სიმბოლოთი.

ამრიგად, y=f (x ) ფუნქციის დიფერენციალი x წერტილში ეწდობა ამ x


წერტილში ფუნქციის y ' =f ' (x) წარმოებულისა და არგუმენტის ნებისმიერი ∆ x
ნაზრდის ნამრავლს. ე.ი. ფუნქციის დიფერენციალი ტოლია ფუნქციის
წარმოებულისა და არგუმენტის დიფერენციალის ნამრავლის.

ამასთანავე, თუ dy =f '(x ) ∆ x და მასში ∆ x -ს შევცვლით dx -ით მივიღებთ

dy =f ' ( x ) dx ან dy= y ' dx (2)


(2) ფორმულიდან მივიღებთ, რომ
' ' dy
f ( x )= y =
dx
ე.ი. ფუნქციის წარმოებული შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფუნქციის
დიფერენციალის არგუმენტის დიფერენციალთან შეფარდება.
dy
ფუნქციის წარმოებულის აღნიშვნა y ' სახით ეკუთვნის ლაგრანჟს, ხოლო
dx
სახით ლაიბნიცს.

ანუ, ფუნქციას, რომელსაც მოცემულ წერტილზე აქვს დიფერენციალი,


ეწოდება დიფერენცირებადი ფუნქცია ამ წერტილზე, ხოლო ფუნქციის
დიფერენციალის მონახვის პროცესს ეწოდება ამ ფუნქციის დიფერენცირება.

ფუნქციის დიფერენციას გააჩნია ორი თეორემა, რომელიც შეიძლება გამოვყოთ:


თეორემა 1: თუ y=f ( x ) ფუნქციას x წერტილში აქვს ნულისაგან განსხვავებული
სასრული წარმოებული (განსაზღვრული), მაშინ f (x) ფუნქციის ∆ y ნაზრდი
ექვივალენტურია dy =f '( x ) ∆ x დიფერენციალისა, როდესაც ∆ x →0 .

თეორემა 2: იმისათვის, რომ y=f (x ) ფუნქცია დიფერენცირებადი იყოს x


წერტილში, აუცილებელია და საკმარისი, ის ამ წერტილში იყოს წარმოებადი.

ანუ, ერთი ცვლადის ფუნქციის წარმოებადობა და დიფერენცირებადობა


ერთმანეთის ექვივალენტურია.

დიფერენციალის
გეომეტრიული მნიშვნელობა

ახლა გამოვარკვიოთ ფუნქციის


დიფერენციალის გეომეტრიული
მნიშვნელობა. ამისათვის
დავუბრბუნდეთ დეკარტის
მართკუთხა კოორტინატთა Oxy
სისტემას.

AB წირი იყოს y=f (x )


ფუნქციის გრაფიკი. განვიხილოთ
მასზე რაიმე M(x, y) წერტილი. M
წერტილზე გავატაროთ MT მხები
და ავაგოთ M და N წერტილების ორდინატები Mm და Nn, გავატაროთ MK წრფე Ox
ღერძის პარალელურად და ბოლოს Nn ორდინატი გავაგრძელოთ MT მხების
გადაკვეთამდე. მაშინ მივიღებთ:

Om=x , Mm= y , On=x+ ∆ x , Nn= y +∆ y∆ x=On−Om=mn=MK

∆ y =Nn−Mm=Nn−Kn=NK , f ' ( x )=tg ∠ PM

აქედან
dy =f ' ( x ) ∆ x=MKtg ∠ PMK =PK
ამრიგად, მოცემულ x წერტილზე y=f (x ) ფუნქციის დიფერენციალი წარმოადგენს
MT მხების ორდინატის ნაზრდს, რომელსაც მივიღებთ x წერტილიდან ( x +∆ x )
წერტილზე გადასვლის დროს.

არსებობს დიფერენციალური აღრიცხვის ძირითადი ფორმულები, რომელიც


ცხრილის სახით არსებობს.

ახლა კი განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

მაგალითი 1: იპოვეთ შემდეგი ფუნქციების დიფერენციალები ა) f ( x )=x 3−x

ბ) f ( x )=2 x 3−x
ამოხსნა:
გამოყენებული ლიტერატურა
გ. ლობჯანიძე; ნ. მჭედლიშვილი; ნ. სხირტლაძე; თ. ჯანგველაძე. (2015). "კალკულუსი".
თბილისი.

რ. დანელია; ნ. ჩხაიძე; თ. კვარაცხელია. (2008). "მათემატიკა ეკონომისტებისთვის". თბილისი.

You might also like