You are on page 1of 6

კავკასიის უნივერსიტეტი

2019-2020 სასწავლო წელი

გაზაფხულის სემესტრი

კალკულუსი I, MATH 0003

პრეზენტაცია #2

ბიზნეს სკოლის

I კურსის სტუდენტი

ანა ჭუმბურიძე
(სახელი, გვარი)

თემაზე: ნეპერის რიცხვი და პროცენტის უწყვეტი დარიცხვა

2020 წელი
თბილისი
ნეპერის რიცხვი(ეილერის რიცხვი)

ამ პრეზენტაციაში განვიხილავთ მათემატიკაში ძალიან პოპულარული e რიცხვის


განმარტებას. ეს რიცხვი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მათემატიკური
ამოცანის გადაწყვეტის დროს. e ირაციონალური რიცხვია, ანუ ის ვერ ჩაიწერება
მთელი რიცხვების შეფარდების სახით. გარდა ამისა, e ტრანსცენდენტურია, ანუ არ
არსებობს არანულოვანი მრავალწევრი რაციონალური კოეფიციენტებით, რომლის
ფესვია e. e-ს ათობითი ჩანაწერია .
განვიხილოთ რიცხვთა მიმდევრობა

1 n
( )
a n= 1+
n
, n=1 ,2 , 3 …

ვაჩვენოთ, რომ ამ მიმდევრობას გააჩნია სასრული ზღვარი. ამისათვის საკმარისია,


ვაჩვენოთ, რომ ეს მიმდევრობა არის ზოგადი და ზემოდან შემოსაზღვრული.

დამტკიცება: თუ 0 ≤ a<b , მაშინ b n [ ( n+1 ) a−nb ]<a n+1 , n∈ N

ისტორია
მუდმივაზე პირველი მინიშნება ჯონ ნეპერის ნაშრომში ლოგარითმების შესახებ
გამოჩნდა. თუმცა თავად ნაშრომში მუდმივა არ იყო მოცემული და ის მხოლოდ ამ
რიცხვის მეშვეობით გამოთვლილი ნატურალური ლოგარითმების ცხრილს
შეიცავდა. e-ს ირაციონალურობა ეილერმა 1737 წელს დაამტკიცა: მან აჩვენა, რომ e-ს
უსასრულო მარტივი უწყვეტი წილადის სახე აქვს. 1844 წელს ლიუვილმა აჩვენა, რომ
e არ აკმაყოფილებს არც ერთ კვადრატულ განტოლებას მთელი კოეფიციენტებით
(ე.ი. დაამტკიცა, რომ თუ e ალგებრულია, მაშინ ის მეორე ხარისხზე მაღალი უნდა
იყოს) იმისთვის, რომ ეს მნიშვნელობა უფრო გასაგები გახდეს განვიხილოთ
მიმდევრობა რომლის ზოგადი წევრია იმის სათქმელად ამ მიმდევრობას აქვს თუ არა
ზღვარი უნდა გამოვიყენოთ ერთ-ერთი თეორემა. კერძოდ, ყოველი მონოტონური
შემოსაზღვრული მიმდევრობა კრებადია, საიდანაც მტკიცდება რომ ამ მიმდევრობას
გააჩნია ზღვარი, რომელიც e ასოთი აღინიშნება. საბოლოოდ კი, მუდმივის აღმოჩენა
იაკობ ბერნულის მიეწერება, რომელმაც შემდეგი გამოსახულების მნიშვნელობის
(რომელიც მართლაც e-ს ტოლია) გამოთვლა სცადა:

პროცენტის უწყვეტი დარიცხვა


თანამედროვე საფინანსო პრაქტიკაში პროცენტების დარიცხვა ხდება არა წელიწადში
ერთხელ, არანედ რანდენჯერმე. ვთქვათ, წელიწადში დარიცხვის რაოდენობაა m. თუ
წლიური საპროცენტო განაკვეთია i , მაშინ დარიცხვის პერიოდის საპროცენტო

i
გადაკვეთი იქნება , ხოლო პერიოდების რაოდენობა სესხის გაცემიდან t წლის
m
შემდეგ იქნება t∗m , ასეთ პირობებში რთული პროცენტის მეთოდით დაგროვილი

თანხის ფორმულა F ( t )=P ( 1+ ⅈ )t ,0 ≤ t ≤ T მიიღებს შემდეგ სახეს


tm
i
( )
F ( t )=P 1+
m

ამ მაგალითიდან ჩანს, რომ რაც უფრო ხშირია


დარიცხვები წელიწადში, მით უფრო
იზრდება დაგროვილი დანხის სიდიდე.
ამიტომ, ბუდებრივია განვიხილოთ
შემთხვევა, როცა დარიცხვების რაოდენობა
წელიწადში უსასრულოდ იზრდება, ე.ი როცა
m→ ∞ .

ამ დროს, ცხადია, დარიცხვის პერიოდი


უსასრულოდ მცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ
დარიცხვა ხდება მყისიერად, დროის ყოველ მომენტში. დარიცხვის ამ მეთოდს
უწყვეტი პროცენტის დარიცხვა ეწოდება. იგი ფართოდ გამოიყენება ფინანსური
ბაზრის ანალიზის დროს.

საკრედიტო ოპერაციის სათანადო მათემატიკური მოდელის მისაღებად, საკმარისია


ვიპოვოთ (1) გამოსახულების ზღვარი, როცა m→ ∞ . ამ მიზნით შემოვიღოთ აღნიშვნა:
ⅈ 1
=
m n
მაშინ ცხადია m = in და mt=int. მაშასადამე, (1) ფორმულა შეგვიძლია ასე ჩავწეროთ:
ⅈnt n ⅈt
1 1
( )
F ( t )=P 1+
n [( ) ]
=P 1+
n

ვინაიდან n → ∞, როცა m→ ∞ , ამიტომ (2) ფორმულაში ზღვარზე გადასვლა ნეპერის


რიცხვის გათვალისწინებით მოგვცემს:

ⅈnt n ⅈt
1 1
n→∞
( )
F ( t )=lim P 1+
n [( ) ]
=P 1+
n
=Peit

ამრიგად, F ( t )=Peit , 0 ≤t ≤T .
მაშასადამე, უწყვეტი პროცენტის
შემთხვევაშიც მიმდინარე თანხა დროის
მაჩვენებლიანი ფუნქციაა.
მაჩვენებლიან y=e xფუნქციას, რომლის
ფუძეც ნეპერის რიცხვია, ექსპონენციალურ
ფუნქცია უწოდებენ. მისთვის ხშირად
იყენებენ ჩანაწერს exp(x), რომელიც იკითხება, როგორც „ექსპონენტა იქს’’. ამ
აღნიშვნის გამოყენებით ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს: F ( t )= p exp ( ⅈt ) ,0 ≤ t ≤ T
ამრიგად უწყვეტი პროცენტის
შემთხვევაში მიმდინარე თანხა
დროის ექპონენციალური
ფუნქციაა.

წიგნის
მაგალითები
ბიბლიოგრაფია
გ. ლობჟანიძე, ნ. მჭედლიძე, ნ. სხირტლაძე, & თ.
ჯანგველაძე. (2015). კალკულუსი . თბილისი.
დ. ნატროშვილი, , ლ. გიორგაშვილი, & გ. ჯაშიაშვილი.
(б.д.). მათემატიკა ეკონომისტებისთვის.
ვიკიპედია. (б.д.). Получено из
https://ka.wikipedia.org/wiki/E_(%E1%83%A0%E1%83%
98%E1%83%AA%E1%83%AE
%E1%83%95%E1%83%98)#
%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

You might also like