You are on page 1of 16

კავკასიის უნივერსიტეტი

2020-2021 სასწავლო წელი


გაზაფხულის სემესტრი
კალკულუსი II, MATH 004
პრეზენტაცია
ბიზნესის სკოლის
I კურსის სტუდენტი

ანასტასია სილაგავა

თემაზე: როლის, ლაგრანჟისა და კოშის თეორემები

თბილისი
2021 წელი
მიშელ როლი
მიშელ როლი (როლელი) - ფრანგი მათემატიკოსი. დაიბადა 1652 წელს
ამბერტში. მხოლოდ დაწყებითი განათლება მიიღო. მას უკავშირდება
სხვადასხვა მიღწევა მათემატიკის, კალკულუსის სხვადასხვა მიმართულებაში.
მის საახელს ეკუთვნის როლის თეორემის შექმნა.
როლის თეორემა
 თუ f(x) ფუნქცია უწყვეტია [a,b] სეგმენტზე, წარმოებადი (a,b)
ინტერვალზე და ამასთან, f(a)=f(b), მაშინ არსებობს ისეთი
c∈(a,b) წერტილი, რომ f ′(c)=0.

 ესეიგი, თუ წარმოებადი ფუნქცია ორ განსხვავებულ წერტილში ტოლ


მნიშვნელობებს ღებულობს, ამ წერტილებს შორის არსებობს ისეთი
წერტილი, რომლისთვისაც გრაფიკის შესაბამის წერტილში გავლებული
მხები აბსცისათა ღერძის პარალელურია
ამოცანები
ჯოზეფ-ლუი ლაგრანჟი

ჯოზეფ-ლუი ლაგრანჟი - ფრანკო-


იტალიელი მათემატიკოსი და
ასტრონომი. დაიბადა 1736 წელს
ლაგრანგიაში. სფეროები:მათემატიკა,
ასტრონომია, კლასიკური და ციური
მექანიკა. ლაგრაჟის ნაშრომები
მოიცავს მრავალფეროვან თემას.
მნიშვნელოვანი შედეგები აქვს
მიღებული რიცხვთა თეორიაში,
ალგებრაში, დიფერენციალურ
განტოლებათა თეორიაში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცნობილია ლაგრანჟეს საშუალო


მნიშვნელობის თეორემა (MVT).

ლაგრანჟის თეორემა
 თუ f(x) ფუნქცია უწყვეტია [a,b] სეგმენტზე
და წარმოებადი (a,b) ინტერვალზე, მაშინ
არსებობს ისეთი c∈(a,b) წერტილი, რომ
f(b)-f(a) = f ′(c)(b-a)
ესეიგი: წარმოებადი ფუნქციის გრაფიკის ნებისმიერ ორ განსხვავებულ
წერტილს შორის არსებობს ისეთი წერტილი, რომელშიც გავლებული მხები
ამ აღნიშნული ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთის პარალელურია.
ავგუსტინ-ლუი კოშ

ავგუსტინ-ლუი კოში -  ფრანგი მათემატიკოსი.  პარიზის მეცნიერებათა


აკადემიის წევრი. დაიბადა  1789 წელს  პარიზში. დაამთავრა
პოლიტექნიკური სკოლა, მუშაობდა ინჟინრად, ასწავლიდა
პოლიტექნიკურ სკოლაში.მან პირველი განათლება მამისაგან მიიღო.
მოიპოვა მრავალი პრიზი ლათინურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
ნაშრომები:მათემატიკა, მათემატიკური ფიზიკის სხვადასხვა დარგი.
გამოსახა ანალიზური ფუნქცია ინტეგრალის სახით, გაშალა
ფუნქცია ხარისხოვან მწკრივად, განავითარა ნაშთთა თეორია.
მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული დიფერენციალურ
განტოლებათა თეორიაში, გეომეტრიაში, რიცხვთა თეორიაში,
ალგებრაში და ა.შ.

კოშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორემა


არის კოშის შუალედური მნიშვნელობის
თეორემა.
კოშის თეორემა
 თუ f(x) და g(x) ფუნქციები უწყვეტია [a,b] სეგმენტზე და წარმოებადი (a,b)
ინტერვალზე და g′(x)≠0, მაშინ არსებობს ისეთი c∈(a,b) წერტილი, რომ:
[ f(b) - f(a) ] / [ g(b) - g(a) ] = f ′(c) / g ′(c)
გამოყენებული ლიტერატურა:
 გ.ლობჯანიძე, ნ. მჭედლიშვილი, ნ.სხირტლაძე,
თ.ჯანგველაძე.კალკულუსი, თბილისი, 2015
 https://ka.khanacademy.org/math/differential-calculus/dc-limits/dc-
ivt/v/intermediate-value-theorem
 https://www.britannica.com/science/Rolles-theorem
 https://www.math24.net/lagranges-mean-value-theorem
 https://mathshistory.st-andrews.ac.uk/Biographies/Lagrange/

You might also like