You are on page 1of 5

სალომე სუარიშვილი

სტატისტიკის შუალედური 1
1. გენერალური ერთობლიობა—საგნის, ჯგუფის ან ინდივიდების
ერთიბლიობა,რომლის შესახებაც გვსურს სტატისტიკური
დაკვირვებით ინფორმაციის მიღება და დასკვნების გაკეთება.
2. შერჩევითი ერთობლიობა—როდესაც ბევრი ერთობლიობიდამ
ვარჩევთ მხოლოდ რამდენიმეს.
კვლევის მეთოდები

3. აღწერა—შევისწავლით გენერალური ერთობლიობის ყველა


ელემენტს.
4. შერჩევითი გამოკვლევა—შევისწავლით გენერალური
ერთობლიობის მხოლოდ ნაწილს.

გაზომვის შკალები

5. ფარდობის შკალა—სტატისტიკურ მონაცემებს შორის არსებობს


რიცხვებისთვის დამახასიათებელი თვისებები,რომლებზეც
შესაძლებელია არითმეტიკული ოპერაციების შესრულება.
6. ინტერვალური შკალა—(სხვაობის შკალა)სტატისტიკურ მონაცემებს
შორის შესაძლებელია შეკრებისა და გამოკლების ოპერციების
ჩატარება.
7. რიგის შკალა—სტატისტიკური მონაცემებს შორის არსებობს
მეტნაკლებობის მიმართება.
8. სახელდების შკალა—სტატისტიკურ მონაცემებს რ აქვთ
რიცხვებისთვის დამახასიათებელი თვისებები.
ცვლადების ტიპები

9. დისკრეტული—სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთისგნ


დაშორებული რიცხვებია,მინიმალური ერთეული აქვთ,რომლის
დაყოფა შეუძლებელია.
10. უწყვეტი—მინიმალური ერთეული არ გააჩნიათ.
11. ცვლადის ვარიანტი—ცვლადის ყოველ განსხვვებულ
მნიშვნელობას ვრიანტი ეწოდება.
12. ვარიაციული მწკრივი—ზრდადობით დალაგებული ცვლადის
მნიშვნელობა.
13. ვარიანტის სიხშირე—ვარიანტის გამეორებათა რაოდენობა.
14. ვარიანტის ფარდობითი სიხშირე— ეწოდება ვარიანტის სიხშირის
ფარდობას მონაცემთა რაოდენობასთან.
15. დაგროვილი ფრდობითი სიხშირე—გვიჩვენებს თუ მონაცემთა რა
ნაწილს შეადგენენ მოცემულ ვარიანტებზე ნაკლები ან ტოლი
ვარიანტები.
16. დონეები—ეწოდება მოცემული ნიშან-თვისებების მქონე ობიექტთა
რაოდენობის ფარდობას პოპულაციის მოცემულობასთან.
17. არითმეტიკული საშუალო—გამოთვლა შეიძლება მხოლოდ
სხვაობის და ფარდობის შკალის ცვლადებისთვის.
18. მედიანა—ვარიაციული მწკრივის შუა წევრი. (ზრდის მიხედვით
დალაგებული წევრი იქნება მედიანა) მაგ:1,2,2,7—2+2=4 —4/2=2
19. მოდა—ვარიანტის ის მნიშვნელობა, რომლის სიხშირესაც აქვს
მაქსიმალური მნიშვნელობა. მაგ:1,2,2,7—მოდა არის 2,რადგან
ყველაზე ხშირად მეორდება.
შუალედური წერა 2

1. გაბნევის დიაპაზონის გამოთვლა—დიაპაზონი არის


ინტერვალური და ფარდობითი შკალის ცვლადების
გაფანტულობის უმარტივესი მაჩვენებელი. იგი წარმოადგენს
სხვაობას უდიდეს და უმცირეს მნიშვნელობებს
შორის.(დავალაგოთ მონაცემები ზრდის მიხედვით.
ვარიაციული მწკრივის ბოლო წევრს გამოკლებული პირველი
წევრი).
2. დისპერსია,დისპერსიის თვისებები—დისპერსია წარმოადგენს
მონაცემების მათი საშუალოდან დაშორების კვადრატების
საშუალოს. ა) დისპერსია არაუარყოფითი რიცხვია
Var(y)≥0.ბ)რაც უფრო დიდია დისპერსი მით უფრო
გაფანტულია ცვლადის მნიშვნელობები მისი საშუალოდან.
3. სტანდარტული გადახრა—სტანდარტული გადახრა არის ფესვი
დისპერსიიდან.
4. კორელაციური ანალიზი—კორელაციური ანალიზი არის
სტატისტიკის ნაწილი, რომლის ამოცანაა დაადგინოს არის თუ
არა კავშირი ორ ან რამდენიმე მოვლენას შორის და იგი აფასებს
ამ კავშირის სიძლიერეს.
5. პირსონის კორელაციის კოეფიციენტი—კოვარიაცია
შეფარდებული სტანდარტულ გადახრასთან.
6. პოპულაციის მოცულობა—პოპულაცია-ინდივიდების,საგნების
ან ჯგუფების სრული ერთობლიობაა,რომლის შესახებ გვსურს
დასკვნების გაკეთება. მოცულობა-პოპულაციაში შემავალი
შესასწვლი ერთეულების რაოდენობა.
7. შერჩევის მოცულობა—შერჩევაში შემავალი შესასწავლი
ერთეულობის რაოდენობა.
8. ალბათური შერჩევა(შემთხვევითი)—პოპულაციის ყოველ
ელემენტს აქვს შერჩევაში მოხვედრის განსაზღვრული
(არანულოვანი) ალბათობა.
9. არაალბათური შერჩევა (მიზანმიმართული)—შესწავლოსთვის
ვირჩევთ პოოულაციის გარკვეულ ნიშან-თვისებების მქონე
ელემენტებს.
10. ცდომილება—რამდენია განსხვავება კვლევით მიღებულ
რიცხვსა და პოპულაციის შესაბამის მახასიათებელს შორის.
11. შერჩევის დიზაინი—არის წესების ერთობლიობ, თუ როგორ და
რა ალბათობით უნდ იქნას შერჩეული პოპულაციის
ელემენტები გამოკვლევისთვის (სწორი შერჩევის დიზაინი
ამცირებს გამოკვლევის ხარჯებს).
12. მარტივი შემთხვევითი შერჩევა—ა)ყველა ელემენტს აქვს
შერჩევაში მოხვედრის ერთი და იგივე შანსი. ბ)პოპულაციის
ნებისმიერი n ელემენტიდან ქვესიმრავლეს აქვს შერჩევაში
მოხვედრის ერთი და იგივე შანსი.
13. ინტერკვარტილური დიაპაზონი—მგრძნობიარეა ამოვარდნილი
მონაცემების მიმართ, რამაც შეიძლება არასწორი წარმოდგენა
შეგვიქმნას ერთობლიობის გაფანტულობის შესახებ.
იანგარიშება როგორც ქვედა და ზედა კვარტილების სხვაობა.
14. კოვარიაცია—დამოკიდებულია x და y ცვლადებს შორის
განზომილების არჩევაზე და გაფანტულობაზე. იგი ზომავს ორ
ცვლადს შორის წრფუვი დამოკიდებულების მიმართულებას.
15. სისტემური შერჩევა—მთლიანი პოპულაცია დანომრილია,
ხოლო ელემენტები დალაგებული გარკვეული ინტერვალით.
N=P/s P-პოპულაცია s-შერჩევა
16. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა—წინასწარ
განისაზღვრება ყოველი სეგმენტი ან სტრატის წილი
პოპულაციაში.

კორელციის თვისებები
ა)კორელაციის კოეფიციენტი მოთავსებულია -1დან 1მდე

ბ)თუ მისი მნიშვნელობა 1ს ან -1ს უდრის მაშინ x და y ცვლადებს შორის


წრფივი დამოკიდებულებაა.

-1~ -0,7 ძლიერი

-0,7~-0,3 ზომიერი
-0,3~-0,3 სუსტი

0,3~0,7 ზომიერი
0,7~1 ძლიერი

ფორმულები ექსელისთვის
საშუალო=AVERAGE(…)

ჯამი=SUM(…)

მოდა=MODE(…)
მედიანა=MEDIAN(…)
დიაპაზონი=MAX(…)-MIN(…)

დისპერსია=VARP(…)
სტანდარტული გადახრა=STDEVP(…)

კორელაცია=CORREL(…)
შემთხვევითი შერჩევა=RAND(…)

Report Filter-ფილტრი
Column Labels-სვეტები(ვარიანტები)

Row Labels-სტრიქონები(ვარიანტები)
Values-სიხშირე,ჯამი,ცენტრალური ტენდწნციის საზომი

% of row total-ჯვარედინ ცხრილში პროცენტი სტრიქონების მიმართ


% of grand total-ჯვარედინ ცხრილში პროცენტი მთლიანი რაოდენობის
მიმართ

You might also like