You are on page 1of 5

რელიგიის დამოკიდებულება ქალთა მიმართ

გიორგი მოკვერაშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

ხელმძღვანელი: თეონა გოგილავა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
ლიტერატური მიმოხილვა

მოცემული ნაშრომის დანიშნულებაა, წარმოაჩინოს ქალთა რეალური როლი


ისლამსა და ქრისტიანობაში, გამოავლინოს მიზეზები თუ რატომ ფიქრობს ხალხთა
უმეტესობა, რომ ქალის უფლებების პირველადი შემზღუდველი ორგანო რელიგიაა და
საიდან იწყებს სათავეს ეს სტიგმაა. მოცემულ თემასთან დაკავშირებით სამი წყარო
მაქვს დამუშავებული, რომლებიც მიჭიდრო კავშირში არიან საკვლევ საკითხთან,
ესენია: ელენე გვაშელიშვილის სადისერტაციო ნაშრომია ,,რელიგიური აკრძალვებსა
და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“, მელანო ზოსიძეს სამაგისტრო ნაშრომი
,,ეპოქალური დამოკიდებულებების ისტორია ქალის რელიგიური უფლეებისადმი“ და
ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატია „ქალის როლი ტრადიციულ რელიგიურ
მოძღვრებებში“.

ქალის როლი რელიგიაში

მელანო ზოსიძე თავის სამაგისტრო ნაშრომი ,,ეპოქალური დამოკიდებულებების


ისტორია ქალის რელიგიური უფლეებისადმი“ საუბრობს სხვადასხვა რელიგებსა და
მათ დამოკიდებულებებზე ქალთა უფლებების მიმართ რამდენიმე ეპოქის ჭრილში.
განიხილავს ელინისტურ სამყაროს, შუა საუკუნეებისა და საბჭოთა ეპოქას. ავტორი
საუბრობს ქალის მამაკაცის ნეკნიდან წარმოშობაზე, რამაც ადამიანებს მისცა
საფძველი, ეფიქრათ, რომ ქალი ყოველთვის კაცის მორჩილი უნდა იყოს. მაგრამ რა
თქმა უნდა სინამდვილეში მსგავსი იდეოლოგია პატარა ნამცეც ჭეშმარიტებასაც არ
შეიცავს. ბიბლიის დამოკიდებულება ამ სტიგმისგან სრულიად განსხვავდება.
ბიბლიაში თვითონ კაცივე ამჩნევვს, რომ „ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი
ხორცთაგანია“...(დაბადება 2:23) ამის მიხედვით ვიგებთ, რომ კაცი და ქალი ერთი
სისხლი და ხორცი არიან. ასევე მათი ფიზიკური აღნაგობა არანაირ პრიორიტეტს არ

1
ანიჭებს რომელიმეს. იქიდან გამიმდინარე, რომ პირველადი ცოდვა დაკავშირებულია
ქალთან, ევა იყო მიზეზი თუ რატომ შევიდა ცოდვაში მეთლი კაცობრიობა,
საზოგადობებას ნეგატიური დამოკიდებუება ჩამოუყალიბდა ქალთა მიმართ. 585
წლამდე ქალის არანაირი როლი არ ქონდა ცხოვრებაში. ზემოთ ხსენებულ წელს
საბერძნეთში გაიმართა საეკლესიო კრება, სადაც გადაწყდა, რომ ქალიც სულიერი
არსება იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებისს მთავარი და უძლიერესი არგუმენტი იყო
წმინდა წერილი, რომლის მიხედვითაც იესო ქალის შვილი იყო. მელანო ზოსიძე წერს,
რომ ამ ფაქტის აღიარება დიდხანს გრძელდებოდა და საზოგადოებაზეც დიდი
გავლენა მოახდინა. ,,აღნიშნულის დასტურია 1690 წელს ფრანკფურტში გამოსული
წიგნი - „ქალი არ არის ადამიანი“; 1750 წელს ლეიფციგში დაბეჭდილი წიგნი -
„საყურადღებო აღმოჩენა- ქალი არ მიეკუთვნება ადამიანთა მოდგმას“ და 1943 წელს
გამოცემული წიგნი- „წიგნი ცოლ-ქმრულ ცხოვრებაზე“(ზოსიძე 2019, 15). ადვილია,
იმის მიხვედრა რომ ქალთა უფლებების შეზღვუდვის მყარი არგუმენტები შორეული
წარსლიდანაა შემორჩენილი.

ქალის და კაცის უფლებებს შორის დამოკდებულება ისლამსა და ქრისტიანბაში

,,ყურანის მიხედვით, ადამიანი არის ორი საპირისპირო სქესით წარმოდგენილი


ქმნილება, რომელიც ერთ მთლიანობას ჰქმნიან და მათი გამიჯვნა წარმოუდგენელია“
(ზოსიძე 2019, 37) რაც შეხება ქრისტიანობს აქაც მსგავსი დამოკიდებულება, ქალი და
კაცი ერთმანეთისთვის ხატები არიან და მათი ვალდებულებაა ერმანეთის
პატივისცემა, ქალსა და კაცს შორის. ასევე ამ თემასთან დაკავშირებით წერს ჯიმშერ
რეხვიაშვილი თავის სტატიაში „ქალის როლი ტრადიციულ რელიგიურ
მოძღვრებებში“. საიდანაც ვიგებთ, რომ დღევანდელი ეკლესია წინააღმდეგია ქალთა
უფლებების დისკრიმინაციის და ამას ხაზს უსვამს დეკანოზი ბიძინა გუნია, რომელიც

ამბობს: ,,მადლობა უფალს, რომ ხშირ შემთხვევაში წამყვან თანამდებობებზე

ქალბატონები არიან, თუმცა მომავალში მათი ხვედრითი წილი უნდა გაიზარდოს და

2
ეს მისასალმებელი იქნება. მსოფლიოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ ტრეფიკინგსა
და ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. კონფესიებს და განსაკუთრებით
მართლმადიდებელ ქრისტიანობას ძლიერი სიტყვის თქმა შეუძლია, რაც, თავის მხრივ,
დადებითი თვალსაზრისით, დიდ გავლენას მოახდენს ამ პრობლემაზე.“(რეხვიაშვილი
2018, XI) მართალია ქრისტიანობა კაცს და ქალს სწორ უფლებიანებად მიიჩნევს. მაგრამ
იგი მაინც ზღუდავს ქალის ერთ უფლებასა თუ არჩევანსს. ელენე გვაშელიშვილი
თავის სადისერტაციო ნაშრომში ,,რელიგიური აკრძალვებსა და სამედიცინო
შესაძლებლობებს შორის“ წერს უშვილო დედებზე, რომლებსაც აქვთ არჩევანი გახდნენ
დედები, მაგრამ მოცემულ შესაძლებლობას, ხელოვნურ განაყოფიერებას,
მართმადიდებელი ეკლესია არ ემხრობა და მისი სრული წინააღმდეგია. ამ დროს
ეკლესია ქალებს არჩევნის წინაშე აყენებს, რომელიც ავტორის აზრით მიუღებელია.
უშვილო დედებს სრული უფლება ააქვთ გააჩინონ ბავშვები ხელოვნური
განაყოფიერების გზით და მოცემული გადაწყვეტილება არანირად არ აშორებთ მათ
ღმერთისგან ან მისი რწმენისგან.

ზემოთ განხილულიდან, ირკვევა რომ ისლამსა და ქრისტიანობაში მამაკაცსა და


ქალსაც თანასწორი უფლებები აქვთ. მთავარია საღვთო წიგნების ცოდნა და შემდეგ
მათი სწორად გააზრება, რის შედეგადაც არა მხოლოდ ქალისა და კაცის თანასწორ
უფლებიანობას შევიმეცნებთ, არამედ ძალიან ბევრ სხვა საინტერესეო და მეტად
საჭირო ინფორმაციას.

3
გამოყენებული ლიტერატურა

გავაშელიშვილი, ელენე. 2018. უშვილო ქალები: რელიგიური აკრძალვებსა და

სამედიცინო შესაძლებლობებს შორის. დის., ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ზოსიძე, მელანო. 2019. ეპოქალური დამოკიდებულებების ისტორია ქალის

რელიგიური უფლეებისადმი. სამ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რეხვიაშვილი, ჯიმშერ. ქალის როლი ტრადიციულ რელიგიურ მოძღვრებაში.

რადიო თავისუფლება. https://bit.ly/2zmKaew (11,06,2020)

You might also like