You are on page 1of 2

გლობალური ეკოლოგიური პრობლემები

მას შემდეგ რაც მსოფლიოში თანდათან განვითარდა ფაბრიკა


ქარხნები,გამოვიდა სხვადასხვა მოდელის მანქანები და ადამიანმა აქტიურად
დაიწყო ტექნიკური საქმიანობა საფრთხის ქვეშ დადგა ბუნებისა და საერთოდ
სიცოცხლის არსებობა. განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში
მკვეთრად შეიცვალა ეკოლოგიური მდგომარეობა, სამწუხაროდ
უარესობისაკენ.ქვემოთ განვიხილოთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით
გამოწვეული კატასტროფანი.
დავიწყოთ ჰაერის დაბინძურებით.ყოველ წლიურად სახელმწიფოები
მილიონობით დოლარს ხარჯავენ ამ პრობლემასთან საბრძოლველად.
მოწამლული ატმოსფერო იწვევს ნაადრევ სიკვდილს, სხვადასხვა დაავადებებს
ჩვილებში და სხვა. ამ დაბრკოლების გადალახვის ერთადერთი საშუალება
არსებობს.მოსახლეობამ უნდა მიიღოს ზომები ღატა გადავიდნენ განახლებად
ენერგიაზე. ეს გამოიწვევს ჰაერის დაბინძურების მკვეთრ შემცირებას, რაც
მოსახლეობისთვისვე იქნება ხელსაყრელი.
მეორე უდიდესი გამოწვევაა გლობალური დათბობა,რომლის მიზეზიც ისევ და
ისევ თავად ადამიანია. ჩვენს მიერ ყოველდღიურად გამოყოფილი ნახშიროჟანგი
წლების მანძილზე გროვდებოდა ატმოსფეროში და ყოველ წლიურად იწვევდა
ჰაერის ტემპარატურისა და კლიმატის ცვლილებას.ამ შემთხვევაშიც თვითონვე
ვანადგურებთ საკუთარ სიცოცხლეს.
მესამე საკმაოდ დიდ ეკოლოგიურ პრობლემად პირადა ჩემთვის იტვლება
ბუნების არანორმალური სისწრაფით განადგურება.თუნდაც ტყე, განახლებად
რესურსს ვუწოდებთ და დაუნდობლად ვჩეხთ მას,თუმცა სანაცვლოდ აქა-იქ
ირგვება რამდენიმე ნერგი. ტყის განადგურებას თან ახლავს მობინადრე
ცხოველების გადაშენება. ამდროს ნადგურდება მრავალი ენდემური ჯიში. ტყის
განადგურებასთან ერთად ნადგურდება მდინარეებიც, რადგან ტყე წყლის
უდიდესი წყაროა.ათასობით ჰექტარი მიწა იჩეხება და იხვნება სამეურნეო
საქმიანობის ნათესების გამო.
არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოს დაბინძურება ამ შემთხვევაში ნარჩენების
გამო. ადამიანის მიერ ტონობით დატოვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები
გროვდება დედამიწის ზედაპირზე , სადაც არ ხრწნას განიცდის და მომწამლავ
გაზებს გამოყოფს, რითაც კიდევ უფრო ზიანდება გარემო.
საბოლოოდ მინდა ვთქვა,რომ ყველა პრობლემა ადამიანის ყოფით არის
გამოწვეული და ჯაჭვურ კავშირშია ერთმანეთთან. ამ დაბრკოლებების
გადალახვის ერთადერთი საშუალება ჩვენი ცხოვრების შეცვლაა, რაც უზომოდ
რთულია.

You might also like