You are on page 1of 7

1.

ფინანსური ბაზრები
(ობლიგაციათა ბაზარი; აქციათა ბაზარი);

ფინანსური ბაზრები ის ინსტიტუტებია, რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის


მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მიაწოდონ ფული სესხების მსურველებს.
ობლიგაციათა ბაზარი, როდესაც კომპიუტერული ჩიპების გიგანტ მწარმოებელს
ფულის სესხება სურს შეუძლია ფული პირდაპირ საზოგადოებისგან ისესხოს. ეს
ობლიგაციის გაყიდვით კეთდება. ობლიგაცია ვალდებულების სერტიფიკატია,
რომელიც ადასტურებს მსესხებლის ვალდებულებებს, ობლიგაციის მფლობელის
წინაშე, მარტივად ეს უბრალოდ თამასუქია. ობლიგაციაში აღნიშნულია სესხის
დაბრუნების თარიღი, რომელსაც თამასუქის განაღდების ვადა ეწოდება და
სარგებლის განაკვეთი, რომელიც გადაიხდება პერიოდულად სესხის განაღდების
ვადის გასვლამდე. ობლიგაციის მყიდველი თავის ფულს „ინტელს“ აძლევს იმ
დაპირების სანაცვლოდ, რომ გასესხებულ თანხას სარგებლით მიიღებს. მყიდველს
ასევე შეუძლია ობლიგაცია სხვას მიჰყიდოს ან შეინარჩუნოს ვადის გასვლამდე.
პირველი თვისება ობლიგაციის ვადაა- დროის მონაკვეთი რომლის განმავლობაშიც
ობლიგაცია განაღდებადია. ობლიგაციის სარგებლის განაკვეთი, ნაწილობრივ მის
ვადაზეა დამოკიდებული. გრძელვადიანი ობლიგაციები უფრო სარისკოა, ვიდრე
მოკლევადიანი ობლიგაციები, რადგანაც გრძელვადიანი ობლიგაციის მფლობელს
უფრო დიდხანს მოუწევს ლოდინი გარკვეული თანხის დაბრუნებისთვის. თუ
ობლიგაციის მფლობელს ფული ვადის გასვლამდე დასჭირდა, მას სხვა არჩევანი არა
აქვს გარდა მისი გაყიდვისა, თანაც შესაძლოა ნაკლებ ფასად. ამ რისკის
ასანაზღაურებლად, გრძელვადიანი ობლიგაცია უფრო დიდ სარგებელს იძლევა,
ვიდრე მოკლევადიანი.
ობლიგაციის მეორე მნიშვნელოვანი თვისებაა მისი საკრედიტო რისკი- იმის
ალბათობა, რომ მსესხებელი ვერ მოახერხებს სარგებლის ან ძირითადი თანხის
ნაწილის გადახდას. ასეთ მოვლენას გადაუხდელობა ეწოდება. როდესაც
ობლიგაციების მყიდველები გრძნობენ, რომ გადაუხდელობის ალბათობა დიდია,
ისინი სარგებლის უფრო დიდ განაკვეთს მოითხოვენ ამ რისკის საფასურად.
ობლიგაციების მყიდველებს სარისკო კრედიტის შეფასება შეუძლიათ კერძო
სააგენტოების დახმარებით, რომლებიც სხვადასხვა ობლიგაციების საკრედიტო რისკს
განსაზღვრავენ.
ობლიგაციის მესამე მნიშვნელოვანი თვისებაა გადასახადებთან დამოკიდებულება.
წესი, რომლითაც საგადასახადო კანონები ობლიგაციიდან მიღებულ სარგებელს
ეპყრობიან. ობლიგაციის უმრავლესობის სარგებელი იბეგრება, ასე, რომ ობლიგაციის
მფლობელმა ამ სარგებლის ნაწილი საშემოსავლო გადასახადის სახით უნდა
გადაიხადოს.
აქციათა ბაზარი კიდევ ერთი ხერხი, რომლითაც „ინტელს“ ნახევარგამტარების ახალი
ქარხნის აგებისთვის საჭირო თანხების მოგროვება შეუძლია, კომპანიის აქციების
გაყიდვაა.
ფულის მოგროვების მიზნით აქციების გაყიდვას, ხოლო ობლიგაციების გაყიდვას-
სესხის აღების გზით დაფინანსება ეწოდება. მიუხედავად იმისა რომ კორპორაციები
ახალი ინვესტიციებისთვის საჭირო ფულის მოსაგროვებლად როგორც სასესხო, ისე
აქციების ყიდვა-გაყიდვით მიღებულ ოპერაციებს იყენებენ.
მას შემდეგ რაც კორპორაცია აქციებს უშვებს და საზოგადოებას მიჰყიდის თავის
ნაწილს, ამ აქციებით ვაჭრობა მიმდინარეობს აქციათა ორგანიზებული გაცვლის
ადგილებში, ესე იგი საფონდო ბირჟებზე. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებოს ეს
ბირჟა, სადაც ადგილობრივი კომპანიების აქციები იყიდება.
ფასები საფონდო ბირჟებზე კომპანიების აქციების მიწოდებითა და მათზე
მოთხოვნით განისაზღვრება. ვინაიდან აქცია კორპორაციის თანამფლობელობას
ადასტურებს. როდესაც ადამიანები კომპანიის მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ,
ისინი ზრდიან თავიანთ მოთხოვნას ამ კომპანიის აქციებზე და მათ გაძვირებას
იწვევენ. ხოლო როდესაც ადამიანები ვარაუდობენ, რომ კომპანიას მცირე მოგება
ექნება აქციის ფასი შესაბამისად მცირდება.
2.ფინანსური შუამავლები
(ბანკები, ორმხრივი ფონდები);

ფინანსური შუამავლები ის ინსტიტუტებია, რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის


მსურველებს შეუძლიათ არაპირდაპირ მიაწოდონ ფული სესხების მსურველებს.
ტერმინი შუამავალი ამ ინსტიტუტების როლს ასახავს დამზოგველებისა
მსესხებლების დაკავშირებისას.
ბანკები იას ფინანსური შუამავლებია რომელთაც ყველაზე უკეტ ვიცნობთ. ბანკების
ძირითადი ამოცანაა იმ ადამიანებისგან დეპოზიტების მიღება, ვისაც ფულის
დაზოგვა სურს. ბანკები დეპოზიტორებს სარგებელს უხდიან მსესხებლებისგან კი
ოდნავ უფრო მეტ სარგებელს იღებენ. სარგებლის ამ ორ განაკვეთს შორის განსხვავება
ბანკების დანახარჯებს ფარავს და გარკვეულ მოგებას აძლევს ბანკების მფლობელებს.
ფინანსური შუამავლობის გარდა, ბანკები კიდევ ერთ მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ ეკონომიკაში: ისინი აადვილებენ საქონლისა და მომსახურების შეძენას
კლიენტის დეპოზიტის საჩეკო მომსახურებით. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ბანკები
ხელს უწყობენ ახალი სპეციალური აქტივის შექმნას, რომელიც გამოიყენება, როგორც
გაცვლის საშუალება. გაცვლის საშუალება ის ერთეულია, რომელიც შეგვიძლია
ადვილად გამოვიყენოთ ფინანსურ ოპერაციებში. ბანკი, როგორც გაცვლის
საშუალების გამცემი ინსტიტუტი, მრავალი სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან
მკვეთრად განსხვავდება. აქციები და ობლიგაციები, საბანკო დეპოზიტების
მსგავსად, აგრეთვე სიმდიდრის დაგროვების საშუალებაა.
ურთიერთ ფონდი ის ინსტიტუტია, რომელიც აქციებს ყიდის და შემოსული
თანხებით სხვადასხვა სახის აქციებისა და ობლიგაციის პორტფელებს ყიდულობს. ამ
ფონდის მფლობელი ამ პორტფელთან დაკავშირებულ რისკს და მოგებას ინაწილებს.
ურთიერთ ფონდის ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ ისინი მცირე თანხების
მფლობელებს დივერსიფიკაციის საშუალებას აძლევს.
მეორე უპირატესობა ისაა, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის
ხელმისაწვდომს ხდიან პროფესიონალი ფინანსური მენეჯერის კვალიფიკაციურ
შრომას. თითქმის ყველა ურთიერთ ფონდის მენეჯერი დიდ ყურადღებას უთმობს იმ
კომპანიების განვითარებასა და პერსპექტივებს, რომელთა აქციებსაც ყიდულობს.
3. დანაზოგები და ინვესტიციები ეროვნულ
საშემოსავლო ანგარიშებზე.

ფინანსურ სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ცენტრალური მნიშვნელობა აქვთ


მთლიანად ეკონომიკის განვითარების უკეთ გაგებისთვის. ობლიგაციათა ბაზარი,
ურთიერთ ფონდები, ბანკები და აქციათა ბაზარი ეკონომიკის დანაზოგებისა და
ინვესტიციების კოორდინატორის როლს ასრულებენ.
ეროვნული შემოსვლის აღრიცხვის წესები რამდენიმე მნიშვნელოვან იგივეობას
შეიცავს. იგივეობის დამახსოვრება სასარგებლოა, ვინაიდან ისინი გვიჩვენებენ, ტუ
როგორაა სხვადასხვა ცვლადები ერთმანეთთან დაკავშირებული.
მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც ეკონომიკის მთლიანი შემოსავალი,
ეკონომიკაში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯებია. მშპ
იყოფა ოთხ კომპონენტად: ინვესტიციებად, მოხმარებად, წმინდა ექსპორტად და
სახელმწიფო შესყიდვებად. Y=C+I+G+NX.
ეს ტოლობა იგივეობაა, რადგან თითოეული დახარჯული დოლარი, რომელიც
მარცხენა მხარეში მონაწილეობს, ასევე მონაწილეობს მარჯვენა მხარეშიც, ერთ-ერთი
კომპონენტის შემადგენლობაში.
ჩაკეტილი ეკონომიკა არც საქონლითა და არც საერთაშორისო ვაჭრობაში
მონაწილეობს. რა თქმა უნდა, რეალური ეკონომიკები ღია ეკონომიკებია, ისინი
მსოფლიოს სხვა ეკონომიკებთან ურთიერთქმედებენ. იმის გამო, რომ ჩაკეტილი
ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობაში არ მონაწილეობს, იმპორტი და ექსპორტი
ზუსტად ნულის ტოლია. Y=C+I=G.
კერძო დანაზოგი შემოსავლის ის ნაწილია, რომელიც საოჯახო მეურნეობას რჩება
გადასახადების გადახდისა და სამომხმარებლო ხარჯების გაღების შემდეგ.
საზოგადოებრივი დანაზოგი საგადასახადო შემოსავლის ის ნაწილია, რომელიც
მთავრობას ხარჯების შემდეგ რჩება. მთავრობას ბიუჯეტის გარდამეტი აქვს,
ვინაიდან იმაზე მეტს იღებს ვიდრე ხარჯავს.
4.რა არის დანახარჯები? (მთლიანი შემოსავალი, მთლიანი დანახარჯი და მოგება; დანახარჯი,
როგორც ალტერნატიული დანახარჯი);

საქონელი და მომსახურება, რომელთაც ყოველდღიურად მოვიხმართ,


დამზადებულია ფირმების მიერ. ეს ფირმები ქირაობენ ათასობით მშრომელს და
ჰყავთ ათასობით აქციონერი, რომლებიც ფირმათა მოგებას ინაწილებენ. მოწოდების
კანონის თანახმად ფირმები მზად არიან საქონლის მეტი რაოდენობა აწარმოონ და
გაყიდონ, როდესაც ამ საქონლის ფასი მაღალია, და ფასზე ასეთი რეაგირების
შედეგად მოწოდების მრუდი მზარდია.
თანხას, რომელსაც ფირმა ირებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შედეგად, ფირმის
მთლიანი შემოსავალი ეწოდება, ხოლო იმ თანხას, რომელსაც ფირმა იხდის
მასალების შესაძენად მთლიანი დანახარჯი ეწოდება. მოგება განისაზღვრება,
როგორც სხვაობა ფირმის მთლიან შემოსავალსა და ფირმის მთლიან დაა=ნახარჯს
შორის. ანუ მოგება უდრის მთლიან შემოსავალს- მთლიან დანახარჯს.
რაიმეს დანახარჯი არის ის, რაც უნდა გავიღოთ მის სანაცვლოდ. საგნის
ალტერნატიული დანახარჯი ის ღირებულებაა, რაც უნდა დავთმოთ ამ საგნის
შეძენის სანაცვლოდ. როდესაც ეკონომისტები ლაპარაკობენ ფირმის მიერ საქონლისა
და მომსახურების წარმოების ყველა ალტერნატიულ დანახარჯს.
ცხადი და არა ცხადი დანახარჯების განსხვავებულობა ნათელ ჰყოფს იმ განსხვავებას,
რომელიც არსებობს ეკონომისტებისა და ბუღალტრებისეულ ანალიზს შორის.
ეკონომისტები დაინტერესებულნი არიან იმის შესწავლით, თუ როგორ იღებენ
ფირმები გადაწყვეტილებებს წარმოებისა და ფასდადების შესახებ, ამიტომ
დანახარჯების დათვლისას ყველა ალტერნატიულ დანახარჯს ითვალისწინებენ.
5.საწარმოო ფუნქცია;
დამოკიდებულებას ფაქტორების რაოდენობასა და პროდუქციის რაოდენობას შორის
საწარმოო ფუნქცია ეწოდება.
რაციონალური ადამიანები ზღვრული ანალიზით სარგებლობენ. ეს ძირითადი იდეა
იმის გაგებისთვისაა, თუ როგორ იღებენ ფირმები გადაწყვეტილებას, რამდენი
მშრომელი დაიქირაონ და პროდუქციის რა მოცულობა აწარმოონ. წარმოების
ფაქტორის ზღვრული პროდუქტი არის პროდუქციის მოცულობის ნამატი, რომელიც
მიიღება ამ ფაქტორის ერთი ერთეულით გაზრდის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ როდესაც მშრომელთა რაოდენობა იზრდება, ზღვრული
პროდუქტი მცირდება, ამ თვისებას ზღვრული პროდუქტის კლებადობა ეწოდება.

საქონლის ნაკადი: ექსპორტი, იმპორტი და წმინდა ექსპორტი;

ექსპორტი არის ქვეყნაში წარმოებული საქონელი და მომსახურება, რომელიც


უცხოეთში იყიდება, ხოლო იმპორტი ქვეყნის გარეთ წარმოებული საქონელი და
მომსახურეობაა, რომელიც ქვეყნის შიგნით იყიდება. ქვეყნის წმინდა ექსპორტი ამ
ქვეყნის ექსპორტის ღირებულებისა და მისივე იმპორტის ღირებულების სხვაობაა.
წმინდა ექსპორტი იმაზე მეტყველებს, მყიდველია თუ გამყიდველი ქვეყანა
მსოფლიოს საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე. წმიდა ექსპორტს სავაჭრო
ბალანსსაც უწოდებენ. იმ შემთხვევაში თუ წმინდა ექსპორტი დადებითია, მაშინ
ექსპორტი იმპორტზე მეტია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა იმაზე მეტს ყიდის
უცხოეთში, რასაც მისგან ყიდულობს. ასეთ შეთხვევაში ქვეყანას სავაჭრო
უპირატესობა აქვს. თუ წმინდა ექსპორტი ნულის ტოლია მაშინ ექსპორტი და
იმპორტი ერთმანეთის ტოლია და ქვეყანას დაბალანსებული ვაჭრობა აქვს.
ქვეყნი9ს ექსპორტზე, იმპორტზე და წმინდა ექსპორტზე ზემოქმედებს შემდეგი
ფაქტორები:
-მომხმარებლის გემოვნება უცხოური საქონლის მიმართ.
-მთავრობის პოლიტიკა საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებით.
-საქონლის ფასი ქვეყანაში და უცხოეთში.
-სავალუტო კურსი, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ უცხოური ვალუტა იყიდონ.
ღია ეკონომიკა დანარჩენ სამყაროსთან ორგვარად ურთიერთქმედებს - საქონლისა და
მომსახურების მსოფლიო ბაზრებზე და მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე.

ფინანსური რესურსების ნაკადი: კაპიტალის წმინდა გადინება;

ტერმინი წმინდა უცხოური ინვესტიციები აღინიშნება უცხოურ აქტივებში ქვეყნის


მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხისა და სამამულო აქტივებში უცხოელთა გადახდილი
თანხის სხვაობა.
ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცვლადი გავლენას ახდენენ წმინდა უცხოურ ინვესტიციებზე.
ესენია:
-სამამულო აქტივობის სარგებლის რეალური განაკვეთი.
-უცხოური აქტივის სარგებლის რეალური განაკვეთი.
-სამთავრობო პოლიტია, რომელიც ზეგავლენას ახდენს სამამულო აქტივების უცხოურ
მფლობელობაზე.
-უცხოეთში აქტივობის ფლობის პოლიტიკური და ეკონომიკური რისკი.

You might also like