You are on page 1of 26

21.

ვენჩერული კაპიტალის არსი და სიდიდე


მრავალი სწრაფად მზარდი ფირმა ცდილობს მოექცეს ვენჩერული
კაპიტალისტების ინტერესთა სფეროში. საინვესტაციო სახსრები ,
რომლებიც გააჩნიათ ვენჩერულ კაპიტალისტებს არის მოპოვებული
კორპორაციების, საპენსიო ფონდების..... ვენჩერული კაპიტალისტები
არა მხოლოდ იძლევიან კაპიტალს , არამედ ამის სანაცვლოდ
ითხოვენ მცირე საწარმოს იმ მოგების წილს, რომელიც ხშირ
შემთხვევაში საწარმოს ღირებულების 50 და მეტ პროცენტს შეადგენს.
აგრეთვე ისინი მონაწილეობენ ფირმის მართვაში.
ვენჩერული კაპიტალისტები ყიდულობენ კომპანიის აქციებს დაბალ
ფასში და შემდგო, როდესაც კომპანია ღია სააქციო სწაზოგადოება
ხდება, მას უფრო მაღალ საბაზო ფასში ყიდიან.
ვენჩერული კაპიტალისტის მოძებნა რთულ ამოცანას წარმოადგენს და
იმისთვის რომ ვენჩერული კაპიტალისტი დავარწმუნოთ ბიზნესის
წარმატებაში აუცილებელია 5-7 წელზე გაიწეროს ფირმის
განვითარების პერსპექტივა.
მცირე ბიზნესისთის დაფინანსების კუთხით უმნიშვნელოვანესი როლი
უჭირავს ბანკს, თუმცა გრძელვადიანი ზრდის შემთხვევაში ვენჩერული
კაპიტალი დიდ როლს თმამაშობს და როცა ფირმას ადეკვატური
კაპიტტალის ბაზა აქვს ბანკებიც უფრო გაბედულად იძლევიან
კრედიტს.
ვენჩერული კაპიტალისტები მცირე ბიზნესის ინვესტირების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებამდე ითვალისწინებენ ბევრ ფაქტორს,
როგორც ბანკები. მათ აინტერესებთ ფირმის წარსული, ფირმის
ფინანსური მდგომარეობა და დაგეგმილი შსემოსავლის სიდიდე.
ბანკებს აინტერესებთ რა მდგომარეობა გააჩნია კომპანიას ბაზარზე ,
რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ კომპანიას შეუძლია გამოიმუშავოს ის
თანხა , რაც სესხის დასაფარადაა საჭირო.
ვენჩერული კაპიტალისტებენ კაპიტალს მხოლოდ ისეთ ფირმებში
აბანდებენ, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად გაზარდნოდ
რეალიზაციის მოცულობა და ამით გაადიდონ თავიანთი შემოსავალი.
ისინი მცირე მოგებისთვის თანხას არ აბანდებენ. ისინი ვარაუდობენ
ინვესტირებული კაპიტალის 3 ან 4 მაგაად გაზრდას 5-7 წელიწადში.
თუმცა ინვესტიციების მხოლოდ მცირე ნაწილი იძლევა ასეთ მოგებას ,
სწორედ ამიტომ ეძებენ კაპიტალის ჩასადებად ისეთ კომპანიებს
რომლებიც დიდ მოგებას მოუტანთ, რათა დაფარაონ დანაკარგები.
ვენჩერული კაპიტალი სარისკო ბიზნესია, რადგან რთულია
განსაზღვრო იმ კომპანიების ღირებულება რომლებიც დამწყებ
სტადიაზე იმყოფება. სწორედ ამიტომ, ბევრი ვენჩერული კაპიტალის
ფირმა ატარებს მკაცრ პოლიტიკას და ღონისძიებებს რათა რისკები
შეამცირონ .
საშუალოდ ვენჩერული კაპიტალის ფირმა იღებს წელიწადში 1000-ზე
მეტ განცხადებას , აქიდან 90% -ის უარყოფა თტავიდანვე ხდება,
დანარჩენი 10% დიდი ყურადღებით განიხილება და მოწმდება, რაც
ძვირი ჯდება. ძვირი ჯდება, რადგან შესაფასებლად საჭიროა
ექსპერტების დაქირავება. მოწმდება ტექნოლოგიები, ხდება კომპანიის
კონკურენციული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მოწმდება ფირმის
წარსული და რეგისტრაციის საკითხები.
თითოეული კომპანიის ასეთი თავდაპირველი შეფასება ვენჩერულ
ფირმებს 2000 დან 3000 დოლარამდე უჯდება. შემოწმების შედეგად
15დან 10 მდე კომპანია ხდება ვენჩერული ფირმების ინტერესების
სფეროში. მეორე შემოწმება პივრელთან შედარებით უფრო
საგულდაგულო და ძვირია და ამცირებს კომპანიებს რიცხვს 3 მდე,
რომელთაგან მხოლოდ ერთში ან ორში ხდება ფულის დაბანდება.
22. ვენჩერული დაფინანსების მაძიებელი კომპანიის განვითარების
დონე
კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ გამოუშვან ახალი პროდუქცია ან
დაიკავონ ბაზრის ახალი სეგმენტი განსაკუთრებით საინტერესოა
ვენჩერული ფირმებისთის . ვენჩერული კაპიტალისტებს შეუძლიათ
უზრუნველყოფნ ასეთი კომპანიები ფონდებით, რათა თანდათანობით
ზრდის ნაცვლად მათ სწრაფი განვითარების საშუალება მისცენ.
ვენჩერული ფირმები შეიძლება დაინტერესდნენ იმ კომპანიებითაც ,
რომელტაც აახალი დაწყებული აქვთ საქმიანობა, მმაგრამ
გამოვლენილი აქტ ზრდის შესაძლებლობა.
როგორც წესი ვენჩერული ფირმების უმეტესობა არ განიხილავს
დამწყები კომპანიების წინადადებებს, ამიტომ მცირეა იმ ვენჩერული
ფირმების რიცხვი, რომლებიც აფინანსებენ მხოლოდ დამწყებ
კომპანიებს. თუმცა იმ მცირე კომპანიებს, რომლებსაც კარგად აქვთ
მომზადდებული გეგმა და შეუძლია წარმოადგინოს გააზრებული
მენეჯმენტი უპირატესობით სარგებლობს.
ვენჩერული კაპიტალის ფირმების უმეტესობა დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს კომპანიის მენეჯმენტის კომპეტენტურობას და სახეს. მათ
იციანი რომ საშუალო პროდუქტიც კი შეიძლება წარმატებით იყოს
წარმოებული და გასაღებული თუ არის კარგი მენეჯმენტის გუნდი,
გამოცდილი, ენერგიული. ისინი ეძებენ ისეთ ჯგუფს , რომლებსაც
შეუძლიათ გაართვან თავი სიძნელეებს. არის ბრწყივნალე
პროექტებიც, რომლებიც სუსტი მენეჯმენტის გამო წარმატებას ვერ
აღწევს. ამიტომაც, ბევრი მათგან ფულს მენეჯმენტის მაღალ დონეში
აბანდებს.
მენეჯმენტის დონის შეფასება რთულია ამიტომ ვენჩერული კომპანიები
ერთი კვირის მანძილზე სწავლობენ ამ საკითხს. კომპანიები ითხოვენ
რომ კომპანას მენეჯმენტის გუნდი სრულიად ჰყავდეს და თითოეული
წევრის პასუხისმგებლობის დონე უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული.
მენჯემენტის გუნდის ყოველი წევრი უნდა იყოს ერთგული კომპანიისა
და მისი მომავლისადმი. ვენჩერული კაპიტალის ფირმები დიდ
ყურადღებას ანიჭებენ კომპანიის მენეჯმენტის გუნდის საქმეებს ,
რომლებიც შეიძლება იყოს - პროფუქტის ახალი სახე, ახალი
ტექნოლოგიის დანერგვა, სიახლეები მენეჯმენტში და ა.შ. ეს
ყოველივე მნიშვნელოვანია კონკურენციის პირობებში.

23. ვენჩერული ფირმის სახეები


არსებობს სხვადასხვა სახის ვენჩერული კაპიტალის ფირმები:
1. ტრადიციული ამხანაგობა - ფუძნდება მდიდარი ოჯახების მიერმ
რათა , მათ თავისი ფონდების ნაწილი მცირე კომპანიებში
დასაბანდებლად გამოიყენონ
2. პროფესიულად მართული ფულები - იქმნებიან სხხვადასხვა
ორგანიზაციების ფულადი ფონდების საფუძველზე და
მოქმედებენ, როგორც ტრადიციული ამხანაგობები.
3. საინვესტიციო საბანკო ფირმები - უმთავრესად მოღვაწეობენ
მაღალი გარანტიების პირობებში.
4. სადაზღვეო კომპანიები - ინფლაციისგან დაცვის მიზნით, ისინი
სესხის ამღები კომპანიისაგან მისი გაცემის წინაპირობად
აქციების ნაწილს ითხოვენ.
5. სამრეწველო კომპანიები - მცირე კომპანიების დაფინანსებას
განიხილავენ.
6. მცირე ბიზნესის საინვესტიციო კორპორაციები - მცირე ფირმებს
ვენცერულ კაპიტალთან ერთად მენეჯმენტის სფეროში
დახმარებასაც სთავაზობენ.

ზემოთ ჩამოთვლილი ვენჩერული კაპიტალის ფირმების გარდა,


არსებობენ ცალკეული კერძო ინვესტორები და ფაინდერები. ისინი
კარგად იცნობენ ფულის სამყაროს და შეუძლიათ დაეხმარონ მცირე
კომპანიებს. ფაინდერები კი არიან შუამავლები.
24. ფრენჩაიზინგი, როგორც საკუთარი საქმის ორგანიზაციის ფორმა
ერთ-ერთი მეთოდი ჩავიბაროთ და ვმართოთ უკვე აწყობილი
ბიზნესი არის ფრენჩაიზინგი . ფრენჩაიზინგი არის ბიზნესის
ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აძლევს მეწარმეს უკვე ცნობილი
საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის უფლებას. ანუ ეს არის
ლიცენზია, რომელიც იძლევა უფრო მსხვილი კომპანიის სავაჭრო
ნიშნის გამოყენების შესაძლებლობას , ან მისი საქონლის სხვა
რეგიონში გაყიდვის უფლებას. ამ უფლების გამო ფრენჩაიზინგის
მიმღები იხდის ერთჯერად, ხოლო შემდგომ თვეებში ყოველთვიურ
შენატანს.
არსებობს ფრენჩაიზინგის 4 ძირითადი ფორმა.
1. სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფრენჩაიზინგი, როდესაც
ფრენჩაიზის მყიდველი იხდის ფულს სასაქონლო ნიშნის
გამოყენებისთის.
2. მზა პროდუქტის გაყიდვის ფრენჩაიზინგი, როდესაც მყიდველუ
ყიდულობს საქონელს კორპორაციისაგან, ხოლო შემდგომ
ახდენს მის რეალიზაციას საკუთარი ფასებით.
3. საქონლის წარმოების ფრენჩ , როდესაც ლიცენზიატი
დედობილი კომპანიისგან იღებს მისი საქქონლის წარმოების და
რეალიზაციის უფლებას. (მაგ კოკა-კოლა)
4. საქმიანობის სახეობაზე ფრენჩაიზინგი, რომლის მიხედვით
ლიცენზიატი ყიდულობს საკუთარი ფირმს გგახსნის უფლებას
კორპორაციის სახელწოდების გამოყენებით.

ფრენჩაიზინგის პოპულარობა განპირობებულია სამი ძირითადი


ფაქტორით: ლიცენზიის გამყიდველი ამყარებს თავისი საქმიანობის
საფუძველს, ლიცენზიის მყიდველი იგებს იმიტომ, რომ ის იყენებს უკვე
ცნობილ მეთოდოლოგიას,იძნენს წარმატებულ, ფუნქიონირებად
საწარმოს , რომელსაც ხალხი უკვე იცნობს. ხოლო საზოგადოება
იგებს ,რადგან უწყვეტად იღებს მომსახურებასა და საქონელს.
როგორც წესი ყველაზე დიდ მოგებას იღებენ ლიცენზიის გამცემები ,
რომლებსაც შეუძლიათ ლიცენზიის მყიდველთა ხარჯზე ბიზნესის
გაფართოება საკუტარი კაპიტალის ამ საქმეში ჩაუბმელად.
ლიცენზიის გამყიდველი გაყიდვამდე არკვევენ მყიდველებს გააჩნიათ
თუ არა მყარი საფინანსო ძალა. ისინი შეისწავლიან მყიდველებს.
კომპანია არ გასცემს ლიცენზიას თ ლიცენზიის მყიდველს არ გააჩნია
ახალი ფირმის გახსნის დახარჯთა დასაფარად საკმარისი სახსრები ,
რადგან მათ უწევთ თანხის დაბანდება ბაზრის შესასწავლად,
პერსონალის მოსამზადებლად, შენობის იჯარით ასაღებად და ა.შ
აღსანიშნავია ისიც, რომ ლიცენზიის გამყიდველები მეწარმეეს უწევენ
კოსულტაციას, 10 დღიანი სასწავლო კურსით.
ფრენჩაიზინგის ნაკლოვანება არის ის რომ ის არ იძლევა სიმდიდრის
გარანტიას. სპეციალისტების შეფასებით , ფრენჩაიზინგის შესყიდვის
დანახარჯები 10-30% მეტია ვიდრე საკუთარი საქმის დაწყება.
ფრენჩაიზინგის უარყოფითი თვისება ასევე არის ის , რომ მისი გამცემი
აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს შეზღუდულ დამოუკიდებლობას .
ლიცენზიის მიმღები აკონტროლებს ბიზნენის ყველა წვრილმანს,
უნიფორმას, კედლების ფერს და ა. შ აგრეთვე ლიცენზიის ამღები
იძულებულია შეისყიდოს საქონელი იმ ფასში რომელშიც მას ფირმა
აძლევს, რომელმაც გასცა ლიცენი, რიგ შემტხვევაში შეიძლება
ფრენჩაიზინგი არაკაკონიერი აღმოჩნდეს.
სანამ პიროვნება ლიცენზიას შეიძენს აუცილებელია კომპანიის
სანდოობაში დარწმუნება და იმის გაანალიზება თუ რამდენად
სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, შემდგომ კი კვალიფიციური
იურისტის დახმარება, რათა თავიდან იქნეს არიდებული საფრთხე.
საბოლოოდ კი, სანამ ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება გაფორმდება
აუცილებელია ყველაფრის სათითაოდ შესწავლა.
25.ფრენჩაიზინგის შესაძლებლობათა შეფასება
მიუხედავად იმისა, რომ ფრენჩაიზულ საწარმოებს საქმიანი
ურთიერთობების სხვა ფორმებთან შედარებით წარმატების მიღწევს
უფრო დიდი შანსი გააჩნიათ, ამის გარანტირება მაინც არავის არ
შეუძლია.
ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი შეგვიძლია დავუშვათ არის ბიზნესში
ნაჩქარევად ჩაბმა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენჩაიზზინგის სათავეში
უმეტეს წილად კარგი რეპუტაციის მქონე ფირმა დგას , ზოგჯერ მაინც
ხდება გამონაკლისი: შეიძლება ზოგიერთ ფრენჩაიზინგს უხეირო ან
ფინანსურად სუსტი ფირმა ედგეს სათავეში.
როგორც აღინიშნა ფრენჩაიზინგი არის სამართლებრივი და
კომერციული ურთიერთობა სავაჭრო ნიშნის, საფირმო დასახელების
ან სარეკლამო ნიშნის მფლობელსა და იმათ შორის , ვინც ცდილობს
ამ ნიშნის საკუთარ ბიზნესში გამოყენების უფლების მოპოვებას.
ფრენჩაიზერი, რომელიც ფლობს სავაჭრო ნიშანს , ყიდის ნიშნის
გამოყენების უფლებას ფრენჩაიზზე. ამას ეწოდება პროდუქტის ან
სავაჭრო სახელის ფრენჩაიზინგი.
უფრო რთულ ფორმას წარმოადგენს ბიზნესის ფრენჩაიზინგი,
რომლის დროსაც საქმიანი ურთიერთბა გრძელდება ორ მხარეს
შორის და უფრო ფართო სახეს იღებს. ბიზნესის ფრენჩაიზინგი
უზრუნველყოფს ადგილმდებარეობის შერჩევას, პროდუქტის
მომზადებას, მომარაგებას და დაფინანსებასაც კი.
ჩვეულებრივ ფრენჩაიზი ვაჭრობს იმ საქონლითა და მომსახურებით,
რომლითაც მას ფრენჩაიზერი ამარაგებს, ანდა იმ საქონლითა და
მომსახურებით, რომელიც მას ფრენჩაიზერის ხარისხის სტანდარტებს
პასუხობს.
აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის შეძენა მომგებიანია, რადგან უკვე
შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია და საბაზრო საქმიანობის უკვე
არჩეული სტრატეგიით მოქმედება, ახლად წარმოწყებული ბიზნესის
რისკიანობის შემცირებას განაპირობებს. სტატისტიკური მონაცემების
თანახმად , ფრენჩაიზულ საწარმოებში უფრო ნაკლები იყო
წარუმატებლობა ვიდრე სხვა ტიპის საქმიან ურთიერთობებში,
მიუხედავად ამისა ფრენჩაიზინგი არ უზრუნველყოფს იოლ
წარმატებას.

ყველა ძირითადი საქმიანი გადაწყვეტილების მიღებისას


აუცილებელია გამოკვლევა, დაგეგმვა და ანალიზი. ეს ყოველივეა
საჭირო ფრენჩაიზინგის მიღების დროსაც. პირველ რიგში უნდა
დავადგინოთ ბიზნესი წარმატებული იქნება თუ არა. ყურადსაღებია :
- ჩვენი გამოცდილება
- მოტივაცია
- კონკურენცია
- რა რეპუტაცია აქვს პროდუქტს
- რამდენი ხანია რაც ფირმა ფრენჩაიზინგს გასცემს
- რა ფინანსურ მდგომარეობოაში იმყოფება ფრენჩაიზერი
- ვინ არიან მთავარი თანამშრომლები, მენეჯერები, მფლობელები,
მათი კვალიფიკაციის დონე და ა. შ
26. საერთაშორისო ბიზნესის განვითარება
ფირმების უმეტესობის მიზანს წარმოადგენს წარმოებისა
მომსახურების გატანა საზღვარგარეთ. ამასთან საერთაშორისო
ბიზნესი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს .
ზოგადად საერთაშორისო ბიზნესის წამყვანი სფერო - ვაჭრობა
არსებობს იმიტომ, რომ ერთსა და იმავე ქვეყანას არ შეუძლია
აწარმოოს ყველა მისთვის აუცილებელი საქონელი და მომსახურება.
რადგან რესურსები რომელსააც ქყვეყნებიი იყენებენ პროდუქტის
საწარმოებლად შეზღუდულია აუცილებელი ხდება უარი თქვან ერთი
სახეობის პროდუქციის წარმოებაზე იმისთვის, რათა აწარმოონ სხვა
პროდუქტი.
მაგალითად ირანს შეუძლია გამოიყენოს თავისი რესურსი ხორბალის
საწარმოებლად ამისთვის ირანს მოუწევს მთელი თავისი რესურსების
დახარჯვა ხორბლის საწარმოებლად ნავთობის მოპოვების
სანაცვლოდ. ის ირჩევს ნავთობის წარმოებას ,რათა გამოიყენოს
რესურსები ყველაზე ეფექტიანად.
ცალკეული ქვეყნები სპეციალიზდებიან იმის წარმოებაში, რაც
მათთვის განსაკუთრებით მომგებიანია. ცვლიან იმ საქონელს ,
რომელსაც ყველაზე ეფექტიანად აწარმოებენ. ამდენად,
სპეციალიზაცია ზრდის საქონლის ჯამურ მიწოდებას და ამცირებს მათ
საერთო ფასს.
ამასთან ერთად, პოლიტიკური მოსაზრებებით ქვეყნები ცდილობენ
გონიერ ფარგლებში ამა თუ იმ მასშტაბით შეინარჩუნონ იმ საქონლის
წარმოება , როომელიც აუცილებელია მათი მოსახლეობის
მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლაად.
იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ სად განვათავსოთ ბიზნესი
აუცილებელია გავითვალისწინოთ ქვეყნების შეფარდებითი
უპირატესობა. აქიდან გამომდინარე, ბიზნესი უნდა განთავსდეს იქ,
სადაც არის იაფი მუშახელი , ნედლეული და კარგად განვითარებული
სატრანსპორტო სისტემა.
ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სისტემაში დიდი მნიშვნელობა აქვს
სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელს. სავაჭრო ბალანსი ეს არის ქვეყნის
მიერ ექსპორტირებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების
სხვაობა იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების
ღირებულებასთან.
იმ შემთხვევაში თუ ექსპორტის მოცულობა აღემატება იმპორტის
მოცულობას სავაჭრო ბალანსის სალდო არის დადებითი ანუ
მოცემული ქვეყანა სხვა ქვეყნისგან ყიდულობს უფრო ნაკლებ
საქონელს ვიდრე ისინი მისგამ. მაშინ როდესაც იმპორტი აღემატება
ექსპორტსმ სავაჭრო ბალანსის სალდო უარყოფითია.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს ეჯონომიკაში
სულ უფრო გააქტიურდა უცხოური ინვესტიციების როლი. ეს იწვევს
მოსახლეობის მხრიდან ორმხრივ მიდგომას. მოსახლეობის ერთი
ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი დაკავშირებულია ქვეყნის
ეკონომიკური დამოუკიდებლობის ფუძემდებლური პრინციპების
ნგრევასთან. მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ინვესტიციების შემოდინება
არის მოტივირებული ქართული ბაზრის შესაძლებლობებით.
ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ ეს ინვესტიციები ხელს უწყობს
ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
მიუხედავად საერთაშორისო სავაჭრო უერთიერთობების
გაფართოებისა, საქართველოსთის კვლავინდებურად
მნიშვნელოვანია საექსპორტო წარმოების ზრდა. ეს ნათლად ჩანს
სავაჭრო ბალანსის დეფიციტში, უარყოფითია ექსპორტ-იმპორტის
სალდო.
27. ხელისუფლების როლი საერთაშორისო ბიზნესის რეგულირების
დარგში
საერთაშორი ეკონომიკური ურთიერთობათა მსვლელობა
დამოკიდებულია მთავრობის იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც
დაკავშირებულია საერთაშორისო ვაჭრობასთან, უცხოურ
კაპიტალდაბანდებებთან და ვალუტის კურსთან. ამ დარგში
ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია ისეთი სახელმწიფო ეკონომიკური
პოლიტის შემუშავებაა , რომელლიც გააწონასწორებს კომპანიების,
მუშაკების და მომხმარებლების ინტერესებს. ყველა მონაწილე
სუბიექტს საერთაშორი ვაჭრობაში განსხვავებული მიზანი გააჩნია
ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს კონტროლი
საკუთარ რესურსებზე.
პროტექციონიზმი - ეს არის სახელმწიფოს პოლიტაკა, რომელიც
ორიენტირებულია ადგილობრივი კომპანიების დაცვაზე - კვოტებით,
ტარიფებით, სუბსიდიებით , პროდუქციის შემზღუდავი
სტანდარტებით და დამსჯელი ღონისძიებებით.
ტარიფები - ეს არის გადასახადი რომელიც ვრცელდება
იმპორტირებულ საქონელზე. ისინი ზრდიან ფასებს იმპორტირებულ
საქონელზე და ამით ასტიმულირებენ ადგილობ წარმოებას.
ტარიფებთან ერთად იმპორტის შემცირების მიზნით , მრავალი ქვეყანა
ირჩევს სხვა ტაქტიკას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია
კვოტების დაწესება.
კვოტები - ზღუდავენ ქვეტანაში იმპორტირებული პროდუქციის
მოცულობას. კვოტების უკანასკნელი ფორმა არის ემბარგო,
ცალკეული სახეობის პროდუქტებით ან მთლიანად ქვეტანასთან
ვაჭრობის აკრძალვა.
სუბსიდიები - მსოფლიოს ქვეყნები ადგილობრივი მეწარმეების
სტიმულირებისთვის იყენებენ სუბსიდიებს, რაც აძლევს მათ იმის
შესაძლებლობას, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა აწარმოონ
პროდუქცია უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე მათმა უცხოელმა
კონკურენტებმა. სუბსიდიები გაიცემა მანამ სანამ ადგილობრივ
კომპანიებს არ ექნებათ კონკრენტურიანი პროდუქციის გამოშვების
შესაძლებლობა.
იმპორტის შეზღუდვის კიდევ ერთი გზა არის იმ სტანდარტების
შემოღება, რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ
პირობებში აყენებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ ქვეყანა სხვა
ქვეყნისგან მიიღებს საქონელს იკვლევს იცავს თუ არა იმ სტანდარტებს
რაც სურს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვითარდება თავისუფალი
ვაჭრობა და და ქვეყნები ცდილობენ ამ თვალსაზრისით ერთმანეთს არ
შეუქმნან ბარიერები, რიგ შემთხვევაში სახელმწიფოები იძულებუულნი
ხდებიან დააწესონ შეზღუდვები იმ ქვეყნებისთვის , რომმლებიც
საერთაშორისო ვაჭრობაში უკანონო მეთოდებს მიმართავენ.
არსებობს დემპინგი, რაც ნიშნავს ფასების ხელოვნურ დაწევას ანუ
საზღვარგარეთ გასაყიდ საქონელზე უფრო დაბალლი ფასების
დაწესება, ვიდრე ამ ქვეყანაშია. ამის აღმოსაფხვრელად ქვეყნები
იყენებენ ანტიდემპინგურ გადასახადს, რისგამოც იმპორტირებული
საქონლის ფასი იზრდება.
28. საერთაშორისო ორგანიზაციები
იმისთვის, რომ ავიცილოთ სავაჭრო დისკრიმინაცია და ამ დარგში
ომები, ვუზრუნველყოთ საერთაშორისო ოპერაციების
კეთილსინდისიერ და პატიოსან საფუძველზე აგება, მსოფლიოს
ქვეყნების მიერ შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაციები,
რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო ვაჭრობას. მსოფლიოს
ქვეყნების დიდი ნაწილი იცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.
თავისუფალი ვაჭრობა ეს არის საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი
სახეობა, როდესაც ცალკეულ ქვეყნებს შორის არ არსებობს ამ
სფეროში შეზღუდვები. იმისთვის, რომ ქვეყნებმა თავისუფლად
ივაჭრონ მსოფლიოში შექმნილია ორგანიზაციები, რომლებიც
არეგულირებენ პროცესი.
ნიშანდობლივია ამ თვალსაზრისით მიღებული შეთანხმების როლი .
ასეთია ტარიფებისა და ვაჭრობბის გენერალური შეთანხმება, რომლის
ძირითადი პრინციპია - ბრძოლა სავაჭრო დისკრიმინაციასთან .
რეგიონალურ ჭრილში ქვეყნები ქმნიან რეგიონალურ სავაჭრო
ბლოკებს. ეს ბლოკები მათი ინდივიდუალურობის მიუხედავად,
საერთო ნიშნებით ხასიათდებიან: ისინი ბლოკის წევრებბბისთვის
აუქმებენ სპეციფიურ გადასახადებს. იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ
შედიან ბლოკში აწესებენ საგადასახო შეზღუდვებს და სხვა.
ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონალუური სავაჭრო
ბლოკების წარმოქმნა მსოფლიოს სამ ნაწილად გაყოფამდე
მიგვიყვანს - აშშ-ს , ევროპის კავშირის და ჩინეთის ირგვლივ. მათ
მიაჩნიათ, რომ ამით შეიზღუდება მსოფლიო ვაჭრობა, განსაკუთრებით
გაღარიბდება ის ქვეყნები, რომლებიც არ იქნებიან ამ ბლოკებში
გაერთიანებული, რაც ნიშანდობლივია საქართველოსთვის , რომელიც
ცდილობს დამკვიდრდეს ევროპის კავშირში.

29. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის როლი


ბიზნესის განვითარებაში
მთელი რიგი ქვეყნების სიღარიბე მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი
პრობლემაა. მსოფლიო ეკონომიკაში ამ ქვეყნების დახმარების მიზნით
არსებობს ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო
სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ეს ორგანიზაცია კონკრეტული
საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად
იძლევა კრედიტებს დაბალი პროცენტებით.
გარდა ამ ორგანიზაციებისა არსებობს ის რეგიონალური ბანკები,
რომლებიც ემსახურებიან მოცემული რეგიონის განვითარებას. ასვეე ,
ფორმალურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობის
გარდა სხვადასხვა ქვეყნები თავიანთ ძირითად სავაჭრო
პარტნიორებთან ატარებენ ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს .
იმდენად რამდენადაც ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი სავალუტო
ერთეული საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში მიმდინარეობს ამ
ვალუტების გაცვლა. მაშინ, როდესაც ერთი კომპანია ყიდის საქონელს
მეორე ქვეყანაში აუცილებელი ხდება ვალუტების გაცვლა.
საერთაშორისო ვაჭრობაში მოქმედებს მცურავი სავალუტო კურსები.
მცურავ სავალუტო სისტემაში ძირითადად მამოძრავებელ ძალას
წარმოადგენს მოთხოვნა-მიწოდების კანონი. იმდენად რამდენადაც
მოთხოვნა მიწოდება არის მუდმივად ცვალებადი სიდიდე იცვლება
ვალუტის კურსებიც. ვალუტის კურსებს შორის თანაფარდობა არის
განსაზღვრული. მოცემული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით
იზრდება უმუშევრობის დონე . როდესაც აშშ ს დოლარი არის ძლიერი,
ანუ მისი ღირებულება არის შეფარდებით მაღალი საჭიროა უფრი ნეტი
უცხოური ვალუტა დოლარის შესასყიდად. ამისს შედეგად ამერიკული
ექსპორტის დონე მცირდება, ხოლო იმპორტის დონე იზრდება. სუსტი
დოლარი ასტიმულირებს ექსპორტს და ამცირებს იმპორტს.

30. საერთაშორისო ურთიერთობების ბიზნესზე მოქმედების სფერო


საერთაშორისო ბიზნესი მოიცავს ქვეყნებს შორის ნებისმიერი ტიპის
სამეურნეო ოპერაციებს. ასეთი საქმიანი ურთიერთობანი შეიძლება
წარმოებდეს. როგორც კერძო პირების, ასევე სახელმწიფო
ორგანიზაციების დონეზე. კერძო კომპანიების საქმიანობა
საერთაშორისო ბიზნესის სფეროში შეიძლება განხორციელდეს
მხოლოდ მოგების მიზნით, ხოლო ფირმების საქმიანობა, რომლებსაც
საერთაშორისო ბიზნესში გამოეყოფათ სუბსიდიები, არ არის მოგებაზე
ორიენტირებული.
თავისი საერთაშორისო მიზნების მისაღწევად კომპანიამ უნდა
დაადგინოს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების წარმოების ის
ფორმები, რომლებიც განსხვავდებიან ქვეყნის შიგნით ვაჭრობისგან .
საერთაშორისო ბიზნესს გააჩნია თავისი მოტივაცია, არსებობს ამ
მოტივაციის სამი ძირითადი ასპექტი. ესენია : გასაღების გაფართოება,
რესურსების შეძენა და მომარაგებისა და გასაღების წყაროების
დივერსიფიკაცია.
გასაღების გაფართოება - ბაზარი არის შეზღუდული იმ პირებით,
რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფირმის პროდუქციითა და
მომსახურებით. ამასთან მოსახლეობის მსყიდველობით უნარი
იზრდება, თუ მას განვიხილავთ არა ადგილობრივ, არამედ
საერთაშორისო მასშტაბებში. მრავალ მსხვილ ფირმას თავისი
შემოსავლების ნახევარზე მეტი შემოსდის საზღვარგარეთ პროდუქციის
გასაღებიდან.
რესურსების შეძენა - მწარმოებელი ფირმები და დისტრიბუტორები,
სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ მათთის აუცილებელ ნაკეთობებს და
მომსახურებას, ნახევარფაბრიკატებს, მზა პროდუქციას. როგორც წესი
ასეთი სავაჭრო ოპერაციების მიზანი დანახარჯების შემცირებაა .
დივერსიფიკაცია - კომპანიები ცდილობენ არ დაუშვან დიდი სხვაობა
მის გასაღებასა და მოგებას შორის და ამ მიზნით საზღვარგარეთ
ეძებენ მათი პროდუქციის გასაღების შესაფერის ბაზარას. ამ მიზნით
მრავალი კომპანია ორიენტაციას იღებს მსოფლიოს ქვეყნების
ეკონომიკის ციკლურობაზე, რაც უნარჩუნებს ამ კომპანიებს
განვითარებისა და სტაბილური მოგების მღების შესაძლებლობას.
31. საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების ფორმები
თანამედროვე კომპანიებში შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო
საქმიანი ურთიერთბის შემდეგი ფორმები : იმპორტი და ექსპორტი,
ლიცენზირება, ფრენჩაიზინგი, ერთობლივი საწარმოების შექმნა და
საზღვარგარეთის ფირმის შესყიდვა სრული საკუთრებით.
საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული
ფორმა არის საქონლის იმპორტი და ექსპორტი.
იმპორტი - თანამედროვე მსხვილ ფირმებში დასაქმებულია უამრავი
აგენტი, რომელიც იძიებს საქონელსა და მომსახურებას, რომელიც
განსაზღვრავს მათი პროდუქციის პროფილს.
ექსპორტი - კომპანიები ამ პროცესს ახორციელებენ ან უშუალოდ
საზღვარგარეთის პარტნიორებთან შეთანხმებით, ან სავაჭრო
შუამავლების მეშვეობით.
ლიცენზირება - ლიცენზირების შეთანხმება ფირმას აძლევს
შესაძლებლობას აწარმოოს ან გაყიდოს სხვა ფირმის საქონელი და
მომსახურება ერთჯერადი ან პერიოდული გადასახადის ხარჯზე.
ფრენჩაიზინგი - ფრენჩაიზინგის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი
სამეწარმეო სფერო, ამით ფირმას მინიმუმამდე დაჰყავს დანახარჯები
და ის რისკი, რომელიც არის დაკავშირებული საზღვარგარეთის
ბაზარზე შესვლასთან.
ერთობლივი საწარმოები - არის საერთაშორისო ბიზნესის ერთ-ერთი
ეფექტიანი ფორმა. ერთობლივ საწარმოში იგულისხმება არა მარტო
პროექტის რეალიზაციის პროცესში საერთო ინვესტიციების გაწევა,
არამედ ხანგრძლივი პერსპექტივით სამეწარმეო საქმიანობა.
ინდივიდუალური საწარმოების საზღვარგარეთ დაარსება -
საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებისას აუცილებელია ქვეყნის
კულტურის, ეთიკისკ, რელიგიის შესწავლა. ბაზრების საფუძვლიანი
შესწავლა იძლევა შესაძლებლობას თავიდან ავიცილოთ
მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. ქვეყნების ტრადიციათა
ცოდნა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ურთიერთობა, მათი
ჩვევებისადმი პატივისცემით მოპრყობა იძლევა შესაძლებლობას
წარმატებულად ვაწარმოოთ ბიზნესი.

32. წარმოების პროცესის გენეზისი და განვითარება


ნებისმიერი ბიზნესის საფუძველი არის წარმოება, რომლის ქვეშ
იგულისხმება მატერიალური რესურსების საქონლად და
მომსახურებად გარდაქმნის პროცესი.
დანახარჯები - გარდაქმნა - პროდუქცია
ეს სქემა მისაღებია, როგორც მატერიალური ასევე არამატერიალური
წარმოების სფეროსთვის. ასე მაგალითად, კომპანიის მართვის
დაგრში სპეციალისტის ცოდნა შეიძლება გარდაიქმნას კომპანიის
მართვის გაუმჯობესების სფეროში რეკომენდაციად.
პალტოს დამზადების პროცესში კონვერსიას განიცდის - ტილო,ძაფი
და ღილები, რომლის წარმოებით ვღებულობთ პროდუქციას -
პალტოს.
განასხვავებენ კონვერსიის ორ ძირითად ტიპს:
1. ანალიზური , რაც გულისხმობს რომ ერთი და იმავე სახეობის
ნედლეულისგან იწარმოება ერთი ან რამდენიმე პროდუქტი.
საქონლის დაფასოებით ვიღებთ ხორცს, ძვალს, ტყავს....
2. სინთეზური , რაც ნიშნავს სხვადასხვა მასალიდან პროდუქციის
წარმოების პროცესს.
წარმოების საბოლოო მიზანი არის მოგება. სწორედ ამიტომ
მწარმოებლები მუდამ იმაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რომ ხარჯი
მინიმუმამდე დაეყვანათ და დარჩენოდათ უფრო მეტი მოგება. ამ
მიზნით დაინერგა ტექნოლოგიები, რომელმაც ადამიანების
საქმიანობა მინიმუამდე დაიყვანა.
ამ პროცესმა საფუძველი ჩაუყარა მასობრივ წარმოებას, ანუ
წარმოების იმ ყველაზე პროდუქტიულ ფორმას, როდესაც
ერთგვაროვანი პროდუქცია მასობრივად იწარმოება და იკავებს თავის
ადგილს ბაზარზე, რითაც მნიშვმელოვნად ეცემა მისი ფასი და ის
ხელმისაწვდომი ხდება ადამიანების დიდი ჯგუფისთვის.
მეორე სამრეწველო რევოლუცია არის წარმოებაში სრლიად ახალი
ტექნოლოგიური მიღწევების პროცესი. წარმოების ორგანიზაციის
თანამედროვე ტექნოლოგიებს მიეკუთვნება - კომპიუტერული
დაპროექტება, კომპიუტერიზებული წარმოება და აშ
ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი არის დაპროექტება. თანამედროვე
ტექნოლოგიებში კომპიუტერები გადამჭრელ როლს თამაშობენ.
კომპიუტერული დაპროექტება არის კომპიუტერული გრაფიკის
გამოყენება პროდუქციის დამზადების პროცესში. კომპიუტერზე
აგებული სამგანზომილებიანი კონსტრუქცია და მისი გაანგარიშებანი
შესაძლებლობას აძლევს ინჟინერებს ჩაატარონ ამ ნაკეთობის
ტერსტირება
კომპიუტერიზაციის ყველაზე მაღალი დონე მიიღწევა იმ წარმოებაში ,
რომელიც ინტეგრირებულ სისტემაში. როდესაც დაპროეტების .
კონსტრუირების და წარმოების ყველა კომპონენტები ერთიანდება
ერთიან კომპიუტერულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც წარმოების
ყველა ქვეგანაყოფი ამყარებს ერთმანეთთან კავშირს.
33. წარმოების საწარმოო და ოპერატიული მართვა
როგორც მართვის სხვა მეთოდები საწარმოო და ოპერატიული მართვა
მოიცავს უმთავრეს ფუნქციებს - დაგეგმვას, ორგანიზაციას ,
ხელმძღვანელობასა და კონტროლს.
საწარმოო და ოპერატიული მართვა ვითარდება, როგორც ბიზნესის
სფეროს სცეპიალიზებული ერთ-ერთი დიმანიკური დარგი. საწარმოო
და ოპერატიული მართვა არის რთული პროცესი, რომელიც
აუცილებელია ყველა ტიპის კომპანიისათვის მათი მასშტაბებისგან
დამოუკიდებლად.
საწარმოო და ოპერატიული მართვა, როგორც მართვის სხვა
მეთოდები მოითხოვს კომპანიის მიზნების დროულ განსაზღვრას, მათი
რეალიზაციის სტრატეგიის დადგენას, პროდუქციის მოთხოვნის
პროგნოზირებას, ხარისხის პარამეტრების დადგენას და სხვა.
ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას
არის საწარმოო სიმძლავრებების განთავსება,რომლის დროსაც
აუცილებელია შესწავლილ იქნეს საწარმოოს სიახლოვე იაფი
რესურსების წყაროებთან, გეოგრაფიული
მდებარეობა.სატრანსპორტო ქსელის განვითარების დონე,
მომუშავეთა კვალიფიკაცია და სამუშაო ძალის ღირებულება. აგრეთვე
საწარმოს განლაგების პროცესში გასათვალისწინებელია ფირმის
სპეციფიკა. მაგ. ფირმებს რომლებსაც სჭირდებათ კვალიფიციური
ეკონომისტები, ინჟინრები განთავსდებიან იმ ადგილებში სადაც არის
ბევრი უნივერსიტეტი და ა.შ

34. საწარმოო პროცესის კონტროლი


იმისთვის, რომ შეგვექმნას წარმოდგენა იმ ფართო დიაპაზონის
სხვადასხვა სახეობის საქმიანობაზე, რომლისგანაც შედგება
საწარმოო და ოპერატიული მართვა აუცილებელია განვიხილოთ
საწარმოო პროცესის კონტროლი, ანუ იმ საკითხების გადაწყვეტის
თანმიმდევრობა, რომლითაც მიიღწევა მაღალი ეფექტიანობის.
კონკურენტუნარიანი პროდუქციის დამზადება.
საწარმოო პროცესში კონტროლის მეთოდები სხვადასხვა კომპანიაში
შეიძლება განსხვავებული იყოს , თუმცა გამოიყენება 5 ძირითადი
საფეხური : საწარმოო დაგეგმვა, მარშუტიზაცია, კალენდარული
დაგეგმვა, დისპეჩერიზაცია და შესრულების კონტროლი.
ეს საფეხურები რომ დავახასიათოთ მაგალითის სახით ავიღოთ
საშუალო მასშტაბის კომპანია, რომელმაც მიიღო 500ცალი თეთრი და
500ცალი ყავისფერი კარადის დამზადება.
მას შემდეგ რაც კომპანია მიზნებს განსაზღვრავს იწყებს:
1. დაგეგმვას, იწყება მოწყობილობების და მატერიალური
რესურსების ჩამოთვლა. რომელი მასალა მზადდება კომპანიაში,
რომელი უნდა შევიძინოთ გარედან, აუცილებელია დავადგინოთ
მათი გარედან შემოზიდვის წყაროები.
2. მარშუტიზაცია - ოპერაციათა თანმიმდევრობა, ნედლეულისა და
მასალების მიერ ამ ოპერაციების გავლის მარშუტის დადგენა.
მარშუტიზაცია დამოკიდებულებია გამოსაშვები პროდუქტის
თავისებურებაზე,. ამიტომ გამიყო სამი ძირითადი სქება :
საწარმოო პროცესის, (მთლიანი პროცესის ერთობლოიობა,
კარადების შემთხვევაში მისი აუცილებელი კომპონენტების
ფორმირება, გადამუშავება და აწყყობა/საბოლოო ფორმის მიცემა)
კონვეირზე მუშაობის (როცა სამუშაო ადგილები იმ თანმიმდევრობით
არის განლაგებული რა თანმიმდევრობითაც სრულდება საწარმოო
ოპერაციები) და სამუშაოთა ფიქსირებულ პირობებში წარმოების
სქემები (ამ სქემას იყენებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მძიმე
და დიდი მასის იმ პროდუქციას, რომლის აწყობის პროცესში
გადაადგილება შეუძლებელია.)

35. კალენდარული დაგეგმვა


წარმოების მმართველი საწარმოო პროცესში უნდა ადგენდეს
პროცესის დროის შეზღუდვვას, რომლის მიზანია ტექნოლოგიური
პროცესის დაწყებისა და დამთავრების დროის დადგენა.
XX საუკუნეში განტმა შეიმუშავა სპეციალური ცხრილების შედგენის
ხერხი, რომელიც ითვალისწინებდა ტექნოლოგიური ციკლის ყველა
სტადიის შესრულების დროის დადგენას. ცხრილი წარმოგვიდგება
შემდეგი სახით - ეს არის დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს ყველა
სტადიის შესრულების დროის დადგენას, რომელიც აუცილებელია
ნაკეთობის ყველა ელემენტის დასამზადებლად.
რადგან დრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმოებაში
აუცილებელია მისი შესწავლა. მაგალითად თუ კარადის დამზადებისას
ყველაზე დიდი დრო სჭირდება კარებს ანუ ის არის კრიტიკული გზა
კარადების დასამზადებლად. ხოლო კალენდარული დაგეგმვა
გვეხმარება კრიტიკული გზის გაანგარიშებაში , რომლის შემდგომაც
ადვილია იმის პროგნოზი თუ როდის დასრულდება ტექნოლოგური
პროცესი მთლიანად.
კრიტიკული გზის მეთო მენეჯერს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ
დაადგიინოს დაძაბული დღეების რაოდენობა და შეეცადოს მის
დაბალანსებას.
კალენდარული დაგეგმვის კიდევ ერთი მეთოდი არის პროგრამის
ანალიზი და შეფასება, რომელიც გამოიყენება იმ ოპერაციებისთვის,
რომელთა აბსოლუტური სიზუსტით დროში შესრულება ძნელია.
არსებობს პესიმისტური (უარყოფითი) , ოპტიმისტური (დადებითი) ,
შესაძლო შეფასება და მოსალოდნელი შეფასება.

დისპეჩერიზაციის ქვეშ იგულისხმება გარკვეული სახეობის


სამუშაოების ჩასატარებლად დავალების გაცემის და შესაბამისად
განყოფილებების გაკონტროლების და სამუშაოზე ზედამხედველობის
პროცესი. რადგან წარმოების პროცესი არ არის დაზღვეული ავარიის,
მექანიზმების დაზიანებისა და სხვა შემთხვევით ფაქტორებისაგან
წარმოების მმართველს უნდა გააჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ
მოახდინოს ამ და სხვა გაუთვალისწინებელ მოვლენებზე ოპერატიული
რეაგირება.

გადამჭრელი მნიშვნელობა გააჩნია პროდუქციის ხარისხის


კონტროლის სისტემას, რაც მიიღწევა მოწყობილობის სტენდზე
გამოცდის ან საქონლის ხარისხის შეფასების გზით. მეწარმეებს დღეს
კარგად აქვთ გათავისებული, რომ წარმოების ეფექტიანობის ამაღლბა
ხდება ხარისხის უმკაცრესი კონტროლის გზით, რაც ზრდის მოგებას და
კონკურენტუნარიანობას.

36. ლოჯისტიკის როლი ბიზნესის განვითარებაში


თანამედროვე ბიზნესი ორიენტირებულია სამეწარმეო პროცესების
რაციონალიზაციაზე. ამასთან, სამეწარმეო ბიზნესი გულისხმობს
მატერიალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული, სამგზავრო
ნაკადების სინქრონიზაციას.
მსხვილი კორპორაციების ბიზნესი ეს არის ყველა ამ ნაკადის
წარმოების პროცესში დროული ამოქმედება, რასაც ბიზნესის
ლოჯისტიკური მართვა ეწოდება. ამდენად, ლოჯისტიკა და ბიზნესი
მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან. ბიზნესი წარმოუდგენელია
ინფორმაციული ნაკადების მოპოვების , დამუშავების, გაცვლის
გარეშე. ინფორმაციული ბაზის რეგულირება აუცილებელია ბიზნესის
ყველა სტადიაზე. ბიზნესში მნიშვნელოვანია არა მარტო კადრების
შერჩევა და დასაქმება, არამედ სამგზავრო ნაკადების რეგულირება,
რაც ასევე ლოჯისტიკური დაგეგმვის გზით ხდება შესაძლებელი.
ამდენად, თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
ლოჯისტიკური მართვა. მისი ათვისებისა და გამოყენების მეთოდები
დამოკიდებულია საზოგადოების განვითარების ხარისხზე. ამიტომაც
არის , რომ ბიზნესის ლოჯისტიკური მართვა გამოიყენება იმ ქვეყნებში,
რომელთა ეკონომიკური განვითარების დონე მაღალია და
შესაბამისად, მაღალია ბიზნესის მზადყოფნის ხარისხიც.
ბიზნესი და ლოჯისტიკა განუყოფელი პროცესებია რამდენადაც
თანამედროვე ბიზნესში დროის 98 % იხარჯება მატერიალური,
შრომითი და ფინანსური რესურსების მოპოვებისა და გამოყენების
პროცესებზე.
აღსანიშნავია ისიც რომ ბიზნესის განვითარების ხარისხის ამაღლებამ
გამოიწვია მატერიალური რესურსებით მომარაგების პრობლემების
გაჩენა. ფირმების წინაშე დადგა მასალათა ნაკადების მოძრაობის ,
მარაგების შენახვისა და სხვადასხვა პრობლემები რამაც გააფართოვა
ლოჯისტიკის ჩარჩოები.
ლოჯისტიკური მიდგომა იძლევა უძლიერეს ეფექტს, რომლის შედეგია
ნებისმიერ პირობებში მაქსიმალური პროგრესის მიღწევა რასაც
უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
37.ლოჯისტიკის კონცეფციის ევოლუცია

სამეცნიერო ტერმინს ლოჯისტიკას და ლოგიკას გააჩნია საერთო საფუძვ


ლები. ლოჯისტიკას, როგორც მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა ძველ საბ
ერძნეთში. ძველი ბერძნებისთვის ლოჯისტიკა შეისწავლიდა გაანგარიშე
ბათა სისტემას. ძველმა ბერძნებმა ეს ტერმინი გადმოიღეს ძველი რომაე
ლებისგან რომლებიც სხვა შინაარს დებდნენ ლოჯისტიკაში და გულისხმ
ობდნენ კვების პროდუქტების ან საკვების განაწილებას.

შემდეგომ ლოჯისტიკა გხვდება ბიზანტიაში , ბიზანტიის მეფე ამ ტერმი


ნს იყენებდა სამხედრო საქმის შესახებ. ის მას განმარტავს როგორც მეცნი
ერებას ჯარის , მომარაგებისა და მართვის შესახებ.

19 საუკენეშიც გხვდებოდა ლოჯისტიკა როგორც სამხედრო მეცნიერება.

სამხედრო ლოჯისტიკა გულისხმობს ადამიანური რესურსების , ტექნიკი


ს და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების საშუალებებს და მეთოდებს

სამოქალაქო და სამრეწველო ლოჯისტიკა წარმოიშვა მოგვიანებით და ის


დაკავშირებულია ტვირთბრუნვისა და მგზავრთბრუნვის განაწილება-
მართვასთან.

დღეისთვის ტერმინი ლოჯისტიკა მოცემულია ყველა ევროპულ სახელმ


ძღვანელოში ორი უმთავრესი მიმართულებით

მათემატიკური ლოგიკის

სატრანსპოეტოსასაწყობო სამუშაოების ტექნიკისა და ტექნოლოგიის ასახ


ვისათვის სამოქალაქო და სამხედრო სფეროებში.

ლოჯისტიკის ერთერთი ინტერპრეტაცია არის მათემატიკური და ის ასახ


ავს მათემატიკურ კონსტრუქციებს, ტექნიკურ სისტემებს და სხვა. აგრე
თვე მათემატიკურ გაანგარიშებებს…..

ასევე ლოჯისტიკას იყენებდნენ რათა მკაცრი კოორდინაცია გაეწიათ მატ


ერიალურ ტექნიკური მომარაგებისთგის, წარმოებისთვის, განაწილების
თგის და სხცა.
38. ლოჯისტიკის განვითარება და ინფრაინდუსტრიის
ფორმირება

ლოჯისტიკის განვითარებასა და ლოჯისტიკური სისტემის ფორმირებას


თავისი ეტაპები გააჩნია, რომელთა თანმიმდევრობა დამოკიდებულია
ამა თუ იმ ქვეყანაში ბაზრის მდგომარეობასა და საბაზრო
ურთიერთობათა განვითარების დონეზე. ლოჯისტიკის სამოქალაქო
გამოყენება ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში დაიწყო 50იანი
წლების ბოლოს, მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დამთავრების
შემდეგაც. მოთხოვნა ბევრად უსწრებდა მიწოდებას. ეკონომიკური
კრიზიები, როგორც წესი, გამოწვეული იყო არა საქონლის დეფიციტით
, არამედ მყიდველობითი უნარიანობის დაცემით, ეკონომიკის
მონოპოლიზაციით. შემდგომ მოწოდებამ ბევრად გადააჭარბა
მოთხოვნას, ჯერ ერთი მეწარმეტა რაოდენობა გაიზარდა, რითიც
გაიზარდა წარმოების მოცულობა. მეწარმეები აღარ სცდილობდნენ
კონკურენციული მოტივით სხვა საწარმოთა დახურვას.
იმისთვს რომ დაკმაყოფილებულიყო მომხმარებელთა მოთხოვნები
აუცილებელი გახდა სასაქონლო წარმოების მაღალ დონეზე
უზრუნველყოფა, რაც შეუძლებელი იყო მატერიალურ ტექნიკური
მომარაგების, წარმოების, გასაღების სხვადასხვა ვარიანტების
შემუშავების გარეშე. ამ პერიოდსი ბიზნესში გაჩნა განსაკუთრებული
მოტხოვნა ლოჯისტიკაზე, რგორც სამეწარმეო საქმიანობის
ეფექტიანობისა და მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე. ამ
პერიოდში ლოჯისტიკკა იმყოფებოდა თავისი განვითარების პირველ
ეტაპზე.
მეორე ეტაპზე - მატერიალური რესურსების ტრანსპორტირების
გადამუშავების, დასაწყობების, შენახვის ოპერაციებ ს დაემატა
საინფორმაციო ნაკადების მართვის პროცესი. ამან გამოიწვია
მომხარებლების მომსახურების გაუმჯობესება ინფორმაციის
მოპოვებისა და მისი დაჯგუფებების ხარჯზე.
დღესდღეისობით ეფექტური ლოჯისტიკური სისტემა არის წარმატების
საწინდარი.
39. ლოჯისტიკის ტერმინის ცნება
ლოჯისტიკა წარმოდგენს კომპლექსურ სწავლებას. გამომდინარე
იქიდან, რომ ის ერთდროოლად რამდენიმე მეციერულ ცენტში
ყალიბდებოდა მეცნიერუულ შეხედულებაათა სპექტრი მის გარშემო
ერთობ განსხვავებულია.

You might also like