You are on page 1of 9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

II კურსის სტუდენტი

ნინო ჩხეიძე

ბიზნეს ადმინისტრირების საფუძვლები 1

რეფერატი

„ბიზნესის დაფინანსების წყაროები“

ხელმძღვანელი: მადონა გელაშვილი

2022

1
ბიზნესის დაფინანსების წყაროები

ბიზნესის დაწყება რთული და შრომატევადი საქმიანობაა. როდესაც სუბიექტი


ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილებას იღებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი
არის დაფინანსების წყაროების მოძიება. საინტერესოა რა ხერხებით და როგორ უნდა
მოხერხდეს ბიზნესის დაფინანსება. მოცემულ ნაშრომში სწორედ ამ თემას შევეხებით.

ბიზნესი მჭიდრო კავშირშია ფინანსებთან. ფინანსების ზოგად განმარტებას რომ


შევეხოთ ეს არის ფულადი სახსრები და მათი მოძრაობა, მაგალითად ფულადი
შემოსავლები და ხარჯები, ფულადი ურთიერთობები ბიზნესმენებსა და ბიზნესის
სხვა მონაწილეებს შორის. ზოგადად ფულადი სახსრების მიღება და გამოყენება
ყველა საწარმოს საზრუნავი საგანია.

როგორც ცნობილია, საკუთარი საქმის დაწყებისთვის აუცილებელია პიროვნება


ფლობდეს სასტარტო კაპიტალს, რადგან არსებობს რიგი საკითხები, რომელთა
მოგვარებაც ბიზნესის დაწყების საწინდარია. საჭიროა ფირმის საწარმოო და
დამხმარე სათავსების, ოფისების, მოწყობილობების შესყიდვა, ასევე ფირმის
რეგისტრაცია, გაფორმება. აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სანამ ცნობილი
გახდება ფირმა მოხდეს მისი რეკლამირება. ფულადი სახსრები საჭიროა ასევე იმ
პიროვნებების შრომის ასანაზღაურებლად, ვინც უკვე დაქირავებულია და მუშაობს.

თუმცა, ბიზნესის ფინანსები აქ არ სრულდება. ბიზნესში საქმიანობის მთელი


პერიოდის განმავლობაში საჭიროა საბრუნავი ფულადი კაპიტალი შრომის
ანაზღაურების, მასალების შესყიდვისათვის, მატერიალური მარაგის შექმნის,
გადასახადების გადახდის ჩათვლით, ასევე მიმდინარე დამხმარე (ზედნადები)
ხარჯების გასაწევად.

ფირმის მიერ ფულადი სახსრების მიღებას უწოდებენ მისი ბიზნესის დაფინანსებას.


აქვე საჭიროა დაფინანსების განმარტება, რაც გულისხმობს ბიზნესის ფინანსურ
უზრუნველყოფას და რესურსებზე მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.

მანამ სანამ ბიზნესმენი დაფინანსების მოპოვებას და მისი წყაროების ძიებას


დაიწყებს, მნიშვნელოვანია ბიზნესის მიზნების განსაზღვრა, მისი შესაბამის ვადებში
მოქცევა და საჭირო ფულადი სახსრების დადგენა, ასევე თავიდანვე გამოვლენილი
უნდა იყოს ამ ფულადი სახსრების დაბრუნების შესაძლებლობა და უკვე, როდესაც ეს
საკითხები გადაწყვეტილი იქნება, იწყება დაფინანსების წყაროების ძიება.

ზოგადად საფინანსო წყაროები ბიზნესისათვის იყოფა ორ ჯგუფად. ესენია: შიგა და


გარე წყაროები. თითოეული მათგანი რომ განვმარტოთ, შიგა წყაროები ეს არის
ფულადი შემოსავალი, რომლებიც დაკავშირებულია ფირმის საქმიანობის და მისი
საკუთარი ქონების გაყიდვის შედეგებთან. ხოლო რაც შეეხება გარე წყაროებს, ისინი

2
უზრუნველყოფენ სახსრების მიღებას საფინანსო რესურსების სხვა მფლობელებიდან.
ეს მფლობელები შეიძლება იყვნენ ბანკები, ფირმები და სახელმწიფო. შიგა და გარე
წყაროები ეს იგივეა რაც საკუთარი და ნასესხები კრედიტის სახეები. საკუთარი ეს
არის სააქციო კაპიტალი, ხოლო ნასესხები ბანკის კრედიტი. სააქციო კაპიტალი არ
მოითხოვს დაბრუნებადობას, არამედ გაიცემა მოგებიდან დივიდენტების სახით,
ხოლო ბანკის კრედიტის დაბრუნება აუცილებელია.

დაფინანსების ყველაზე დიდი შიგა წყაროა შემოსავლების საკუთარი სამეურნეო


საქმიანობიდან ფირმის მიერ საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან ამონაგების
სახით. ფირმის მთლიანი შემოსავალი დაფინანსების ორი სხვადასხვა წყაროა.
პირველადი მათ შორის განპირობებულია შემოსავლიდან წარმოებისა და მიმოქცევის
ხარჯების ანაზღაურების აუცილებლობით, რაც შეიძლება დახასიათდეს როგორც
ფირმის საქონლისა და მომსახურების თვითღირებულების დაფინანსება. ხოლო რაც
შეეხება დაფინანსების მეორე წყაროს, ეს არის საერთო შემოსავლიდან
წარმოდგენილი წმინდა მოგება, რომელიც რჩება ფირმის განკარგულებაში მთლიანი
მოგებიდან მოგების გადასახადის ამოღების შემდეგ. სწორედ ამ წმინდა მოგების
გამოყენება შეუძლია ფირმას ნებისმიერი ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა
ბიზნესის ხარჯებისა.

შიგა დაფინანსების კიდევ ერთი სახეა ფირმის დამფუძნებელთა დაბანდებები


საწესდებო ფონდში. შიგა დაფინანსების ფორმას შეიძლება ეკუთვნოდეს ასევე
ფინანსური შემოსავალი ფირმის აქციების გაყიდვიდან ან თუნდაც ქონების გაყიდვა
შეიძლება გახდეს შიგა დაფინანსების კიდევ ერთი წყარო.

ზოგადად საკუთარი სახსრებით ბიზნესის წამოწყება ან არსებულის გაფართოება


ბიზნესის მიზნების მისაღწევად ალბათ ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო
გზაცაა. ბიზნესის განსავითარებლად შესაძლებელია როგორც ბიზნესის მოგების
დაბრუნება ისევ ბიზნესში, ანუ რეინვესტირება, ისე მფლობელის მიერ ახალი
ფულადი სახსრების დამატება - კაპიტალის გაზრდა.

საკუთარი სახსრებით დაფინანსების ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში დაფინანსების


სხვა წყაროებისგან განსხვავებით, თანხის გამოყენება არ არის დაკავშირებული
დროში გაწელილ სხვადასხვა პროცედურასთან. საკუთარი სახსრებით ინვესტირების
უპირატესობაა ისიც, რომ ბიზნესს არ უწევს ზედმეტი ხარჯის გაღება და რაიმე სახის
უზრუნველყოფის წარდგენა, რასაც თავის მხრივ ახლავს სხვა რისკებიც. მაგალითად:
წარუმატებელი ბიზნესის შემთხვევაში შეიძლება საფრთხე დაემუქროს
უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბანკიდან
ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან დაფინანსების მიღების შემთხვევაში,
დამატებით სარგებლად შეიძლება ჩაითვალოს ფინანსური ინსტიტუტის მიერ

3
გაწეული კონსულტაცია ან რჩევა, რაც მეწარმეს შესაძლოა დაეხმაროს სწორი
გადაწყვეტილების მიღებაში.

ინვესტიციის საჭიროების შემთხვევაში ბიზნესმა თავად უნდა გადაწყვიტოს,


დაფინანსების მიღების რომელ გზას აირჩევს. მფლობელები ამ გადაწყვეტილებას
იღებენ ურთიერთშეთანხმებით და ზოგ შემთხვევაში წილების ცვლილებას შეიძლება
სესხით დაფინანსება ამჯობინონ.

რაც შეეხება გარე დაფინანსების წყაროებს, ისინი უფრო მრავალფეროვანია.

გარე დაფინანსების წყაროები იყოფა ორ ჯგუფად: სავალო დაფინანსება და


უნაცვალგებო იგივე მუქთი დაფინანსება.

სავალო დაფინანსება ეს არის ფულადი თანხის მიღება, იმის გათვალისწინებით რომ


ეს თანხა აღებული იქნება ვალში და ბიზნესმენი ვალდებულია კრედიტის პროცენტი
გადაიხადოს.

უნაცვალგებო (მუქთი) დაფინანსება კი არის ისეთი ფინანსური დახმარება,


რომლითაც ბიზნესის ხელშეწყობა ხდება სხვადასხვა საქველმოქმედო
შემოწირულობებით, სუბსიდიების სახით. ნიშანდობლივია აქვე ვახსენოთ რომ
ქველმოქმედთა მოხსენიება „სპონსორებად“ მიუღებელია, რადგანაც სპონსორები ის
პირები არიან, რომლებიც ბიზნესმენების სესხის შეთავაზებით ეხმარებიან.

დავბრუნდეთ სავალო დაფინანსებასთან და განვიხილოთ მისი სხვადასხვა ფორმები.


მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელსაც საბანკო კრედიტი
ეწოდება.

საბანკო კრედიტი არის ბანკის მიერ ფირმებსა და ინდივიდუალურ ბიზნესმენებზე


გაცემული სესხი, რომელსაც გააჩნია განსაზღვრული ვადა და ასევე განსაზღვრული
საკრედიტო პროცენტი. აქედან გამომდინარე მსგავსი კრედიტები შეიძლება იყოს
როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი. საბანკო კრედიტს გააჩნია საინტერესო
მხარეც, რომელსაც ოვერდრაფტი ეწოდება. რომ ჩავეძიოთ ეს არის საბანკო კრედიტის
ერთ-ერთი ორიგინალური ფორმა, რომლის დროსაც ბანკი უფლებას აძლევს ფირმას
ხარჯოს ფული, მაგრამ საბოლოოდ ბანკს უნდა გადაეხადოს თავისი კუთვნილი
პროცენტები.

კრედიტის აღების დროს, ბანკები წარმოდგენილნი არიან როგორც საფინანსო


ბიზნესის მონაწილეები, რომლებიც თვითონ იღებენ ფულს კრედიტით თავისი
მეანაბრეებისგან. ამასთანავე კი უხდიან მეანაბრეებს სადეპოზიტო პროცენტს,
რომელიც გაცილებით ნაკლებია მათ საკუთარ საკრედიტო პროცენტზე, რაზეც აქვთ
კიდეც მოგება. შესაბამისად, საბანკო ბიზნესისათვის დაფინანსების წყარო ხდება
ბანკის მეანაბრეების სახსრები.

4
საბოლოოს საბანკო კრედიტის არსი რომ შევაჯამოთ, ის არის სავალო დაფინანსების
განმსაზღვრელი ფორმა თანამედროვე ბიზნესში და ზოგჯერ ბიზნესის
კრედიტორების როლში შეიძლება გამოვიდნენ როგორც ფირმები, ასევე ცალკეული
პირები.

გადავიდეთ სავალო დაფინანსების შემდეგ ფორმაზე, რომელსაც სავაჭრო კრედიტი


ეწოდება.

სავაჭრო კრედიტს ასევე შეიძლება ვუწოდოთ კომერციული კრედიტიც. მისი არსი კი


შემდეგია, ფირმა იძენს საქონელს ფულადი გადახდის გადავადებით. ეს კი იგივეა
რაც ვალის აღება, ოღონდ თავად საქონლის გამყიდველიდან. ზოგადად, ფირმა,
რომელიც იძენს საქონელს, მყიდველთან დადებული კონტრაქტის თანახმად
ვალდებულია დაუბრუნოს მას მიღებულის საქონლის ღირებულება თავის
განსაზღვრულ ვადაში და ასევე გადაუხადოს საქონლის სახით გაცემული კრედიტის
პროცენტი.

სავაჭრო კრედიტს ძირითადად იყენებენ საქონლის საბითუმო მყიდველები, თუმცა


არ არის გამორიცხული მისი გამოყენება საქონლის გაყიდვისას საცალო
მყიდველებზეც. უკანასკნელ შემთხვევაში კი გამოდის რომ საქონელის შესყიდვა
ხდება განვადების გადახდის საფუძველზე.

სავაჭრო კრედიტი დღეისათვის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და ცნობილი


ფორმაა. მისი აღიარება გამოწვეულია იქედან, რომ იგი ორივე მხარისთვის
ხელსაყრელია. უფრო ზუსტად, საქონლის გამყიდველი იგებს იმით, რომ აჩქარებს
ბრუნვას, ყიდის უფრო მეტ საქონელს და ამით ზრდის თავის მოგებას, მაგრამ
ამასთანავე მყიდველიც ხელსაყრელ პირობებშია. იგი იძენს საქონელს იმაზე ადრე
ვიდრე თანხის დაგროვებას მოახერხებს და ამით უფრო მეტი სარგებელი ეძლევა.

ასევე ამ კრედიტის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი მიღება მარტივი


პროცედურით ხდება და მოითხოვს ნაკლებ დროს სესხის მიღებასთან შედარებით.
სასაქონლო კრედიტით სარგებლობისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ
შეიძლება მან უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესზე. მაგალითად სხვადასხვა
მიზეზების გამო მეწარმემ დააგვიანოს მიღებულის სასაქონლო კრედიტის გადახდა,
რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება მის რეპუტაციაზე.

ასევე ბიზნესის დაფინანსებისათვის შეიძლება გამოიყენონ ობლიგაციები, აქციები,


სახელმწიფო სუბსიდიები და სხვა.

გავეცანით დაფინანსების სხვადასხვა წყაროებს, მაგრამ საინტერესოა როგორ ხდება


ამ დაფინანსების მოპოვება.

5
ზოგადად ბანკები კრედიტს გასცემენ იმ პირებთან, რომლებიც არიან
კრედიტუნარიანები, ასევე მომგებიან და მზარდ ფირმებზე. ხოლო ამის დასადგენად
ბანკებს უნდა წარედგინოთ ორი დოკუმენტი: საბალანსო უწყისი და მოგება-
ზარალის ანგარიში. სწორედ მათი საშუალების ხდება სხვდასხვა ფირმების დადგენა,
რომლებზეც შემდგომ კრედიტი გაიცემა.

კრედიტორებს აინტერესებთ: მსესხებელი კომპანიის სუფთა მოგების სიდიდე,


კომპანიის სამომავლო პერსპექტივები, მენეჯმენტის შესაძლებლობები და ბოლოს, იმ
დარგის პერსპექტივები, სადაც ეწევა საქმიანობას კომპანია.

ვისაუბროთ დაფინანსების სხვა წყაროებზეც. გრანტი ეს არის სხვადასხვა სახის


დახმარება, რომელიც ხშირ შემთხვევაში უსასყიდლოდ გადაეცემა ბიზნესს. თუმცა,
ამ შემთხვევაშიც შეიძლება გაჩნდეს სხვადსხვა ვალდებულებები, როგორიცაა:
საკუთარი სახსრების ინვესტიცია, გარკვეული რაოდენობის თანამშრომლების
დასაქმება, ბიზნესის სადემონსტრაციო ჩვენება და სხვა.

გრანტების უფრო ზუსტი ანალიზი რომ მოვახდინოთ, ეს არის დაფინანსების სახე,


რომელიც გამიზნულია კონკრეტული სფეროს, დარგის და არეალის
განვითარებისთვის. გრანტის გაცემის პროცედურაც შეიძლება კომპლექსური იყოს და
ითვალისწინებდეს სხვადასხვა სახის კონკურსს, რომლის მიხედვითაც დადგინდება
მიმღების საჭიროება და ასევე გრანტის სანაცვლოდ დაკისრებული ვალდებულების
შესრულების შესაძლებლობა. დადებითთან ერთად გრანტს გააჩნია შედარებით
უარყოფითი მხარეც, რაც ითვალისწინებს იმას რომ ხშირ შემთხვევაში, გრანტი
შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ან ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, ასევე არ
ითვალისწინებდეს საბრუნავი საშუალებების სრულად დაფინანსებას, რომელშიც
შედის სხვადსხვა მასალა, ხელფასი და იჯარა.

გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შემთხვევებიც როდესაც ბიზნესს


დაფინანსებასთან ერთად სხვადსხვა დამატებითი მანქანა-დანადგარები ან თუნდაც
აღჭურვილობა სჭირდება. ამ შემთხვევაში ლიზინგი ხელსაყრელი შესაძლებლობაა.

სალიზინგო მომსახურების ფარგლებში სალიზინგო კომპანია ბიზნესის ნაცვლად


ყიდულობს აქტივს, რომელიც ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება,
მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს რაიმე სატრანსპორტო საშუალება, სამშენებლო
ტექნიკა, სამედიცინო დანადგარი და მათ სალიზინგო კომპანია გარკვეული, წინასწარ
შეთანხმებული ვადით გასცემს. ამ ვადის განმავლობაში კი ბიზნესი სარგებლობს
აქტივით და სანაცვლოდ, შეთანხმებული პირობების იხდის მის საფასურს.

ლიზინგის მომსახურება ითვალისწინებს აქტივის გამოსყიდვას. უფრო გასაგებად


რომ ვთქვათ ეს არის პროცედურა, რაც მოიცავს შემდეგ სიტუაციას. ბიზნესი სრულად

6
იხდის აქტივის ღირებულებას და სარგებელს, შემდეგ კი ეს აქტივი ბიზნესის
საკუთრებაში გადადის.

ლიზინგი სესხთან შედარებით უფრო მარტივია და საჭირო უძრავი ქონებითაც


უზრუნველყოფს ბიზნესს, თუმცა ამ ორს შორის არჩევნის გაკეთება მაინც რთულია
და ბევრ ფიქრს მოითხოვს, რადგანაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე
შემოთავაზებასთან დაკავშირებული სრული ხარჯი, რადგან ლიზინგი, სესხთან
შედარებით, დაფინანსების უფრო მაღალპროცენტიან წყაროს წარმოადგენს; მაგრამ
ამასთანავე უფრო ნაკლებ დროშია მისი მოპოვება შესაძლებელი.

მეწარმეს თავისი ბიზნესისთვის თანხის მოზიდვა ასევე შეუძლია კაპიტალის


ბაზარზე ფასიანი ქაღალდების - აქციების ან ობლიგაციების გამოშვების, ანუ ემისიის
გზით. აქცია ადასტურებს მისი მფლობელის წილს კომპანიაშია და მისი გამოშვება
მხოლოდ სააქციო საზოგადოებას შეუძლია. ობლიგაცია კი სასესხო ტიპის ფასიანი
ქაღალდია, რომელიც ადასტურებს კომპანიის ვალდებულებას, ობლიგაციის
მფლობელს, საემისიო პირობების შესაბამისად, გადაუხადოს ნომინალური
ღირებულება და ობლიგაციაზე დარიცხული პროცენტი. ობლიგაცია განიხილება,
როგორც საბანკო კრედიტის ალტერნატივა. ობლიგაციის უპირატესობა, აქციასთან
შედარებით ისაა, რომ მისი გამომშვები არ თმობს წილს კომპანიაში.

იმისთვის, რომ კომპანიამ გამოუშვას აქცია ან ობლიგაცია, მან უნდა გააკეთოს


საჯარო ან კერძო შეთავაზება. საჯარო შეთავაზება - ეს არის ფასიანი ქაღალდების
გამოშვება 100-ზე მეტი ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის
ინვესტორებისთვის, ხოლო კერძო შეთავაზება 100-ზე ნაკლები ინვესტორისთვის
ხდება. საჯარო შეთავაზების გზით კაპიტალის მოზიდვას თან ახლავს გარკვეული
ხარჯები, რომლებიც გამომდინარეობს არსებული რეგულაციების მოთხოვნებიდან
და საერთაშორისო კორპორაციული მართვის სტანდარტებიდან. დასკვნის სახით
შეიძლება ითქვას რომ საჯარო შეთავაზება განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფი
კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, კერძო შეთავაზება კი არ მოითხოვს ასეთ მაღალ
სტანდარტებთან შესაბამისობას და მისი განხორციელება ნაკლებ ხარჯთანაა
დაკავშირებული.

ბიზნესს შეუძლია თანხა სესხის ან კაპიტალის სახით კერძო ინვესტორისგანაც


მიიღოს. ასევე ბაზარზე არსებობს სალომბარდე და სხვა ტიპის სესხები, რომლებსაც
გასცემენ ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები,
ასევე, კერძო გამსესხებლები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის დაფინანსება
ნაკლებადაა მორგებული ბიზნესის საჭიროებებზე და ასევე განვითარებაზეც. ისინი
ყველაფერთან ერთად მოკლევადიანი და ძვირიცაა.

7
საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი საქმიანობის ყველა ეტაპზე
ახორციელებდეს ფინანსურ აღრიცხვას, რაც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს, თუ
რომელი საშუალებით სჯობს ბიზნესის დაფინანსება: რეინვესტირება, საბანკო სესხი,
ლიზინგი თუ სხვა. ამ ანალიზის საფუძველზე მეწარმე ასევე შეძლებს განსაზღვროს,
რა თანხის რეინვესტირების საშუალება აქვს და რა ოდენობის სესხის დაფარვას
შეძლებს მისი ბიზნესი. დაფინანსების წყაროები კი მეტად მრავალფეროვანი და
საინტერესოა.

8
გამოყენებული ლიტერატურა:

თეიმურაზ შენგელაია, ბიზნეს ადმინისტრირების საფუძვლები, 2008.

გიორგი შუბლაძე, მანანა ნანიტაშვილი, ბიზნესის საფუძვლები, 2011.

https://www.finedu.gov.ge/ge/biznesis-dafinansebis-tsqaroebi-1

You might also like