You are on page 1of 41

თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან

საინფორმაციო სისტემაში

1.1 ფინანსური აღრიცხვა, მისი მიზანი და როლი ბიზნესში


1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
1.3 ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის მომხმარებლები
1.4 ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა
1.5 ფინანსური აღრიცხვის რეგულირება
1.6 აუდიტი
1.7 პროფესიული ეთიკა
• თავი 1. ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში

1.1.ფინანსური აღრიცხვა,მისი მიზანი და როლი ბიზნესში

ფინანსური აღრიცხვა ბიზნესის მართვისა და მასზე


კონტროლის განხორციელების საშუალებას წარმოადგენს .
საწარმოს ხელმძღვანელები ფინანსური აღრიცხვიდან
იღებენ ინფორმაციას საწარმოს ფინანსური შედეგებისა და
ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შემდეგ კი ამ
ინფორმაციას საწარმოს მართვისა და გადაწყვეტილებების
მისაღებად იყენებენ.
გარემო,რომელშიც ფინანსური აღრიცხვა
ოპერირებს,ცნობილია,როგორც ფინანსური აღრიცხვის
საინფორმაციო სისტემა.
ფინანსური აღრიცხვა
არის საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება საწარმოს
საქმიანი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,
შეფასება, რეგისტრაცია და ანგარიშგების წარდგენა დაინტერესებული
პირებისათვის.

ფინანსური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემა


განსხვავდება დარგების მიხედვით, ან ფორმირდება
ისეთი ფაქტორების გავლენით,როგორიცაა ბიზნესისა
და გარიგების შინაარსი,საწარმოს კატეგორია,
მონაცემთა დამუშავების მოცულობა და ხელმძღვანელი
პირების მიერ მომზადებული ინფორმაციის მიწოდება.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.1 ფინანსური აღრიცხვა, მისი მიზანი და როლი ბიზნესში

ხ ვ ა ა რ ის
ა ღ რი ც
ნ ა ნ ს ურ ი
რ ო ვ დ ე ბა
ფი მლ ი თ ა ცგ
ე მ ა , რ ო ი გე ბ ე ბ ის
სისტ ბ ი ზ ნე ს-გარ
ფო რ მ ა ც ია
ინ შესახებ
ფინანსური აღრიცხვ
ის მიზანი
ფინანსური ანგარიშგ
ების
მომზადება

ფინანსური აღრიცხვის როლი -


სააღრიცხვო ინფორმაციის საფუძველზე
ინფორმაციის მომხმარებლების მიერ
გადაწყვეტილებების მიღება
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.1 ფინანსური აღრიცხვა, მისი მიზანი და როლი ბიზნესში

• სააღრიცხვო ინფორმაციის მონაცემებს მენეჯერები


იყენებენ საწარმოს მართვის პროცესში.
• სააღრიცხვო მონაცემებად ითვლება ყველა
მონაცემი,რომლის საფუძველზეც მზადდება
ფინანსური ანგარიშგება.
• ამავე დროს, ფინანსური აღრიცხვა არის, ფინანსური
მონაცემების ჩაწერის,კლასიფიცირების,ანგარიშგების
მომზადებისა და ინტერპრეტაციის პროცესი.
• საწარმოს მართვისათვის საჭირო ინფორმაციას მენეჯერები
მოიპოვებენ სააღრიცხვო მონაცემებიდან და შემდეგ ახდენენ
ამ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე სათანადო
გადაწყვეტილებების მიღებას.
ფინანსური აღრიცხვის საკითხების შესწავლა საშუალებას
იძლევა:
• შერჩეულ იქნეს მეთოდები და ხერხები,რომლითაც
მოიპოვება და გროვდება სააღრიცხვო ინფორმაცია საწარმოს
საქმიანობის შესახებ;
• გადამუშავდეს აღნიშნული ინფორმაცია და განზოგადდეს
ფინანსური ანგარიშგების სახით.
ფინანსური აღრიცხვის განვითარება ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში ხდებოდა და დღეისათვის ის მკაცრად
რეგულირდება და კონტროლდება.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრულია
საწარმოთა შემდეგი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები :

ინდივიდუალური მეწარმე

სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება (სპს)
საწარმოთა
ორგანიზაციულ- კომანდიტური საზოგადოება (კს)
სამართლებრივი
ფორმები
შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება (შპს)

სააქციო საზოგადოება (სს)

კოოპერატივი
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

ინდივიდუალური მეწარმე - არის პირი,რომელიც ფლობს


საწარმოს,ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მისი
პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შეუზღუდავია,ანუ
თავის ვალებზე იგი პირადად აგებს პასუხს თავისი
აქტივებით და პირადი რესურსებით.
ინდივიდუალური მეწარმე არის საწარმოს უმარტივესი
ფორმა .მისი უპირატესობა არის დაფუძნების
სიმარტივე,ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი და
საქმიანობის კონტროლის მაღალი დონე.ინდივიდუალური
მეწარმის შემოსავლის ერთადერთი წყარო არის მისი
საკუთარი დანაზოგი,ხოლო შესაძლებლობა,რომ ისესხოს
თანხა,ხშირად რისკის ქვეშ აყენებს საწარმოს ან კერძო
ქონების დაცულობას.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

• სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება -


• ბიზნეს-სტრუქტურა, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად,
ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო
საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისათვის
კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს, როგორც სოლიდარული
მოვალეები – მთელი თავისი ქონებით.სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოების მთავარი ნიშნებია:
• სავაჭრო და მომსახურების სფეროების განხორციელება;
• საზოგადოების საქმიანობაში პარტნიორთა პირადი
მონაწილეობა;
• ერთიანი საფირმო სახელწოდება;
• პარტნიორთა სოლიდარული პასუხისმგებლობა.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

კომანდიტური საზოგადოება -
არის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ შექმნილი ბიზნეს-
სტრუქტურა,სადაც ერთი ან რამდენიმე პირის პასუხისმგებლობა
კრედიტორთა წინაშე გარკვეული საგარანტიო თანხის გადახდით
შემოიფარგლება და მათ კომანდიტები ეწოდება,ხოლო დანარჩენების
პასუხისმგებლობა შეუზღუდავია და მათ კომპლემენტარები
ეწოდება.კომანდიტური საზოგადოება შედგება შეზღუდული და
სრული პარტნიორებისაგან. შეზღუდული პარტნიორები არიან
კომანდიტები,ხოლო სრული პარტნიორები არიან კომპლემენტარები.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება -


ბიზნეს-სტრუქტურა,რომელიც იურიდიულ პირს
წარმოადგენს,ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მისი
დამფუძნებლების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მათ მიერ
ინვესტირებული ან გარანტირებული თანხის ოდენობით.შპს-ს
კაპიტალი დაყოფილია წილებად,თუმცა მისი დაფუძნება
კაპიტალის გარეშეც შესაძლებელია. ამ კომპანიის
თანამშრომლებს,დირექტორებს,მფლობელებს, მენეჯერებს
თავიანთი ინტერესები გააჩნიათ
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

• კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე


დაფუძნებული გაერთიანება,რომელიც არაა ორიენტირებული
მოგებაზე და მისი მიზანია წევრების მატერიალური
კეთილდღეობის უზრუნველყოფა.კოოპერატივისკაპიტალი
იქმნება მისი წევრების საპაიო შენატანების საფუძველზე.ამ
შენატანების ოდენობას განსაზღვრავს კოოპერატივის
წესდება.კოოპერატივს ხელმძღვანელობს
გამგეობა.კოოპერატივის საქმიანობის პირველ წელს მოგება
მის წევრებს შორის ნაწილდება მათი შენატანების
პროპორციულად,ხოლო ყოველ მომდევნო წელს წლის
ბოლოსათვის არსებულიპაის საერთო თანხის
პროპორციულად,მოგების მიმატებით და ზარალის ჩამოწერის
გზით.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

სააქციო საზოგადოება -
ბიზნეს-სტრუქტურა,რომელიც იურიდიულ პირს
წარმოადგენს და აქვს წესდებით განსაზღვრული
კლასისა და რაოდენობის აქციებად დაყოფილი
კაპიტალი. აქციონერთა პასუხისმგებლობა
საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია
და განისაზღვრება აქციონერთა მიერ
ინვესტირებული კაპიტალით
თავი1. ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში
1.2.საწარმოთა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები

ამხანაგობა-საქართველოს სამოქალაქო კოდექსით


განსაზღვრულ სამეწარმეო საქმიანობის კიდევ ერთი
ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს.
ამხანაგობა ორი ან მეტი პირის გაერთიანებაა,რომლებიც
საწარმოს კაპიტალში დებენ ფულს,აქტივებს ან მომსახურებას
და ამ საწარმოს თანამესაკუთრეებს
წარმოადგენენ.ამხანაგობა არ არის მოგებაზე
ორიენტირებული ფორმა,მაგრამ მოგების არსებობისას
ნაწილდება მის წევრებს შორის კაპიტალის
პროპორციულად,ან სხვა პრინციპით.
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

ბიზნეს-საწარმოების ფორმების შედარება

მახასიათებლები ინდივიდუალური ამხანაგობა კომპანია


საწარმო

მფლობელების ერთი პირი ორი ან მეტი პირი ერთი ან მეტი პირი


რაოდენობა
ფორმირება მარტივი შედარებით რთული ფორმირება
ფორმირება რთული
ფორმირება
კაპიტალის კაპიტალის კაპიტალის კაპიტალის მოზიდვის სიმარტივე
მოზიდვის მოზიდვის მოზიდვის
შესაძლებლობა სირთულე სირთულე
პასუხისმგებლობის შეუზღუდავი შეუზღუდავი შეზღუდული პასუხისმგებლობა
რისკი პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობა
დაბეგვრის ერთმაგი დაბეგვრა ერთმაგი დაბეგვრა ორმაგი დაბეგვრა
საკითხები
მენეჯმენტი მფლობელის ამხანაგობის აქციონერთა კრებაზე არჩეული
შეხედულებისამე წევრთა შორის დირექტორების მიერ
ბრ შეთანხმებით
მოგების მფლობელის ამხანაგობის აქციონერებზე დივიდენდები
განაწილება შეხედულებისამე წევრთა შორის გაიცემა მხოლოდ მოგებიდან
ბრ შეთანხმებით
სადამფუძნებლო არა წევრთა შორის სამართლებრივი
დოკუმენტი შეთანხმებით დოკუმენტებით
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

საწარმოთა ფორმები

კომერციული სახელმწიფო/ არაკომერციული


საჯარო
კომერციული საწარმოები

• კომერციული საწარმოების ძირითადი მიზანია საქონლისა და


მომსახურების გაყიდვიდან მოგების მიღება.მიღებული მოგება
გამოიყენება არსებული თანამშრომლების შრომის
ანაზღაურების გასაზრდელად ან დამატებით
თანამშრომლების დასასაქმებლად.ასევე
რეინვესტირებისათვის საწარმოო სიმძლავრეების გაზრდისა
და მოდერნიზაციის ,თანამშრომლებზე ბონუსებისა და
დამფუძნებლებზე დივიდენდების გაცემის მიზნით.მოგების
დარჩენილ ნაწილს გაუნაწილებელ მოგებას უწოდებენ და
იგი რჩება საწარმოს განკარგულებაში. გაუნაწილებელი
მოგება საკუთარი კაპიტალის ერთ-ერთ მუხლს წარმოადგენს.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

კომერციული საწარმოები:
• სამრეწველო;
• სავაჭრო;
• მომსახურება.
კომერციული საწარმოების ტიპები

• სამრეწველო საწარმოების მიზანია კონკრეტული პროდუქტის ან


პროდუქციის წარმოება.წარმოებისათვის აუცილებელია მასალების
შეძენა,რომელთა გადამუშავების შედეგად იქმნება მზა
პროდუქცია,რომელიც ხშირად მასში შემავალი კომპონენტებისაგან
რადიკალურად განსხვავებულია.წარმოების პროცესში ერთმანეთს
ემატება პირდაპირი მასალა,პირდაპირი შრომა,საწარმოო
ზედნადები ხარჯები(კომუნალური,იჯარის,
ამორტიზაციის) და შედეგად მიიღება მზა პროდუქცია,რომელიც
მომხმარებელს მიეწოდება.
• სავაჭრო საწარმოები ყიდულობენ მზა პროდუქციას შემდგომი
გაყიდვის მიზნით,მათი სასაქონლო სახის ცვლილების
გარეშე( ტანსაცმელი,კომპიუტერები,მობილური
ტელეფონები).ზოგჯერ მწარმოებელი საწარმო საცალო გაყიდვასაც
ახდენს.
• მომსახურე საწარმოებს არ გააჩნიათ ნივთობრივ-ნატურალური
პროდუქტი რომელიც გადაეცემა მომხმარებელს.მის ნაცვლად
მომხმარებელს სარგებელი გადაეცემა მომსახურების სახით .
(სასტუმრო,სალონი, ტაქსით მომსახურება და ა.შ.)
სახელმწიფო/საჯარო და არაკომერციული
საწარმოები

• სახელმწიფო საწარმოები არსებობს ადგილობრივი და


ცენტრალური ხელისუფლების
დონეზე(სამინისტროები,სკოლები,საბავშვო ბაღები).სახელმწიფო
ორგანიზაციების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებული არიან
საზოგადოების, გადასახადების გადამხდელების წინაშე .
• არაკომერციული საწარმოების მთავარ მიზანს საზოგადოების
განსაზღვრული ინტერესებისა და საჭიროებების მომსახურება
წარმოადგენს.ასეთი ორგანიზაციების არსებობა დამოკიდებულია
მათი დაფინანსების ტენდენციებზე,რაც ეფუძნება შემოწირულობებს ,
გრანტებს და სხვა შემოსავლებს.არაკომერციული ორგანიზაცია არ
ნიშნავს,რომ ის წამგებიანია.არაკომერციულმა
ორგანიზაციამ,კომერციულის მსგავსად უნდა უზრუნველყოს
რესურსების ეფექტიანი გამოყენება,ანუ რესურსების შემოსვლის
მეტობა გასვლაზე.არაკომერციულ საწარმოებს მიეკუთვნება
საქველმოქმედო ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები .
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო სისტემაში
1.2 საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

სააღრიცხვო ინფორმაციის
მომხმარებლები

შიდა გარე

 მენეჯერები
 მომუშავეები  ინვესტორები
 კრედიტორები
 მომწოდებლები
 კლიენტები
 საგადასახადო
ორგანოები
 მარეგულირებელი
ორგანოები
ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელთა
კლასიფიკაცია

კონცეპტუალური საფუძვლების თანახმად,ფინანსური


ინფორმაციის მომხმარებლებს ყოფენ:
ძირითად მომხმარებლებად და დანარჩენ მომხმარებლებად.
ძირითად მომხმარებლებს მიეკუთვნება:
არსებული და პოტენციური ინვესტორები,გამსესხებლები და სხვა
კრედიტორები;
დანარჩენ მომხმარებლებს მიეკუთვნება:
მარეგულირებელი ორგანოები, საწარმოს
მომხმარებლები(კლიენტები),საწარმოს
ხელმძღვანელები,დაქირავებული მუშაკები,საზოგადოება.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.4 ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა

ფინანსური აღრიცხვა უზრუნველყოფს გარე


მომხმარებელს ინფორმაციით:
• რამდენია საწარმოს ვალდებულება?
• შეძლებს თუ არა საწარმო ვალდებულების დაფარვას?
• აქვს საწარმოს საკმარისი შემოსავლები?
თავი 1.ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან სააღრიცხვო
სისტემაში
1.4.ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა
• მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაცია მხოლოდ საწარმოს შიდა
მომხმარებლებზეა ორიენტირებული.ის ამარტივებს ბიზნესის მართვას და
ეხმარება მენეჯმენტს ბიზნეს პოლიტიკის შემუშავებასა და სწორი
გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მთავარი მიზანია
გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული
მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით . ინფორმაცია უნდა
იყოს სისტემატიზებული და და სასარგებლო .მმართველობითი აღრიცხვა
ეხმარება საწარმოს მართვის შიდა სტანდარტების
დამკვიდრებაში.საპროგნოზო და ფაქტობრივ მონაცემებს შორის
შეუსაბამობისას კი შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასა და
გადახრის გამომწვევი მიზეზების დადგენაში.მმართველობითი აღრიცხვის
ინფორმაცია გამოიყენება ბიუჯეტის შედგენისათვის,კომპანიის საწარმოო
ხარჯების განსაზღვრისა თვითღირებულების განსაზღვრისათვის
• ფინანსური აღრიცხვის ინფორმაცია მმართველობითი აღრიცხვის
საფუძველს წარმოადგენს.ფინანსური აღრიცხვის მონაცემების
საშუალებით
• განისაზღვრება საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და ფინანსური
შედეგები
• ფინანსური აღრიცხვა ღირებულებით საზომ ერთეულს
იყენებს.მმართველობითი აღრიცხვა ნატურალურ, შრომით და
ფულად საზომ ერთეულებს.
• ფინანსური აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტებს იყენებს და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას:
ბალანსს, მ/ზარალის ანგარიშგებას, ფულადი ნაკადების
ანგარიშგებას, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების
ანგარიშგებას,სააღრიცხვო პოლიტიკას და განმარტებით შენიშვნებს.
მმართველობითი აღრიცხვისათვის ნორმები და შეზღუდვები არ
არსებობს,მთავარი ინფორმაციის სარგებლიანობაა.
• ფინანსური აღრიცხვა ისტორიული ხასიათისაა.მიმდინარე
პერიოდის და წარსულ ოპერაციებს ასახავს,ხოლო მმართველობითი
აღრიცხვა საპროგნოზო ხასიათისა.
• ფინანსური აღრიცხვის ინფორმაცია გამოქვეყნებას ექვემდებარება,
მმართველობითი აღრიცხვის ინფორმაცია ხშირად მოიცავს
სტრატეგიულ და კონკურენტულ გადაწყვეტილებებს და
აუცილებელია დაცული იყოს, რადგან ხშირად მოიცავს კომერციულ
საიდუმლოებებს.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.4 ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა

მმართველობითი აღრიცხვა უზრუნველყოფს შიდა გადაწყვეტილებების


მიმღებ პირთა ინფორმირებას
• საკმარისია თუ არა ფულადი სახსრები ვალდებულებების
დასაფარავად?
• რას უდრის წარმოებული პროდუქციის ერთეულის
თვითღირებულება?
• შესაძლებელია თანამშრომლებისათვის ხელფასის გაზრდა?
ფინანსური აღრიცხვა უზრუნველყოფს გარე მომხმარებლებს
ინფორმაციით:
.რამდენია საწარმოს ვალდებულებები?
.შეძლებს თუ არა საწარმო ვალდებულებების დაფარავას ?
.აქვს თუ არა საწარმოს საკმარისი შემოსავლები და რამდენია მისი
ხარჯები?
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.4 ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა

განსხვავება ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვას


შორის ანგარიშგებასთან დამოკიდებულების მიხედვით:
• მომხმარებლები;
• ანგარიშგების კომპონენტები;
• პერიოდულობა;
• მიზანი;
• ფოკუსირება;
• წარდგენის საზომი ერთეული;
• შემოწმება.
ანგარიშგებასთან დამოკიდებულების ფინანსური აღრიცხვა მმართველობითი აღრიცხვა
მიხედვით

ანგარიშგების მომხმარებლები გარე შიდა


მომხმარებლები:აქციონერები ,კრედიტო მომხმარებლები:ხელმძღვანელები,საშუ
რები,მარეგულირებელი ორგანოები და ალო რგოლის მენეჯერები და სხვა
ა .შ დასაქმებულები

ანგარიშგების კომპონენტები ფინანსური შიდა ანგარიშგება: სამუშაოს


ანგარიშგება:ბალანსი,მოგება-ზარალის ღირებულების კალკულაცია,
ანგარიგება,ფულადი ნაკადების წარმოებული პროდუქციის
ანგარიშგება და ა.შ თვითღირებულების გაანგარიშება და
სხვა.

ანგარიშგების პერიოდულობა კვარტალური,წლიური საჭიროებისამებრ

ანგარიშგების მიზანი გარე მომხმარებლებს ხელს უწყობს შიდა მომხმარებლებისათვის


გადაწყვეტილებების მიღებაში ,სესხის დახმარება დაგეგმვაში , კონტროლი
პირობების გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე
განსაზღვრაში,ინვესტირებაში და ა.შ .

ანგარიშგების ფოკუსირება ფასსების გამოყენება ნორმები და შეზღუდვები არ


არსებობს,საწარმოს საქმიანობის
შინაარსის გათვალისწინებით
სასარგებლო ინფორმაციის
გამოყენება.

ანგარიშგების წარსადგენი ზომის ფულადი ფულადი და არაფულადი


ერთეული

ანგარიშგების მემოწმება სერტიფიცირებული და შიდა აუდიტი


რეგისტრირებული აუდიტორი
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.5 ფინანსური აღრიცხვის რეგულირება

• კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის


შესახებ“
• ბუღალტული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IAS –
Internationale Accounting Standards)
• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტადარტების საბჭო
(IASB - International Accounting Standards Board)

• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები - ფასს


(IFRS - Internationale Financial Reporting Standards),
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების
საბჭოს მიზანია:
• საინვესტიციო გადაწყვეტილებების მაღალი რელევანტურობა;
• ბუღალტრული აღრიცხვის განსხვავებული რეგულირებით
მომზადებული ფინანსური ანგარიშგების კონვერტირების
ხარჯების შემცირება და სხვა მარეგულირებელი ნორმებით
შედგენილ ფინანსურ ანგარიშგებასთან მისი შესაბამისობის
უზრუნველყოფა;
• ეროვნული სტანდარტების შემქმნელი ორგანიზაციების
წახალისება ჰარმონიული მუშაობისათვის;
• ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შემუშავება იმ
ქვეყნებისათვის,რომლებსაც არ ჰყავთ სტანდარტების
შემქმნელი საკუთარი ორგანოები.
თავი 1. ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან სააღრიცხვო
სისტემაში
1.6 აუდიტი

• კომპანიის ეკონომიკურ მართვაში ჩართულია


დაინტერესებული მხარეების ფართო წრე,რომლებიც იღებენ
ინფორმაციას ფინანსური ანგარიშგებიდან. ეს ინფორმაცია
მაშინ არის სანდო,თუ კი იგი სამართლიანად და უტყუარად
ასახავს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას და ფინანსურ
შედეგებს.ფინანსური ანგარიშგების სანდოობის დადასტურება
ხდება აუდიტის საშუალებით.საქართველოს კანონით,“
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“, მოითხოვება კომპანიებსი აუდიტის ჩატარება
შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.6 აუდიტი

აუდიტი წარმოადგენს სპეციფიკურ ცოდნათა


სისტემას ეკონომიკური სუბიექტის სამეურნეო
პროცესებისა და ფინანსური ოპერაციების
კანონიერების, უტყუარობისა და ეკონომიკური
მიზანშეწონილობის შესწავლის პრინციპებისა და
ხერხების შესახებ.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.6 აუდიტი

აუდიტის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სამეურნეო პროცესებისა და ოპერაციების


შესწავლა კანონიერების, უტყუარობისა და სამეურნეო მიზანშეწონილობის
პოზიციიდან.აუდიტის მიზანიასაღრიცხვო-საანგარიშგებო და სხვა ეკონომიკური
ინფორმაციის და საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობის გამოკვლევა და ფინანსური
ანგარიშგების რეალურობის დადგენა.არსებობს აუდიტის ორი სახე: შიდა აუდიტი და
გარე აუდიტი.
გარე აუდიტი ტარდება გარედან მოწვეული პროფესიონალების,დამოუკიდებელი
ექსპერტების მიერ.გარე აუდიტორები საწარმოს საქმიანობის ამსახველი სააღრიცხვო
ინფორმაციისა და ოპერაციების შესწავლის საფუძველზე ადასტურებენ,რომ ფინანსური
ანგარიშგება მომზადებულია კანონმდებლობის, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი
კონცეფციებისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.გარე
აუდიტით დგინდება რამდენად სწორად და სამართლიანად არის მომზადებული
ფინანსური ანგარიშგება
შიდა აუდიტი არის მენეჯმენტის ინსტრუმენტი,რომლის მეშვეობითაც იგი ამოწმებს
ბუღალტრული პროცედურების შესრულების სისწორეს.შიდა აუდიტის სტანდარტებსა
და პროცედურებს თვითონ საწარმოს მენეჯმენტი განსაზღვრავს.
.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.7 პროფესიული ეთიკა

• ეთიკა ბერძნული სიტყვაა და ზოგადად ნიშნავს მოძღვრებას


მორალის,ზნეობის შესახებ.
• აღრიცხვაში პროფესიული ეთიკა და სტანდარტები არსებობს
არაკეთილსინდისიერი კორპორაციებისა და ბუღალტრებისაგან
საზოგადოების დასაცავად,რათა აარიდონ მათ არასრული და
დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდება.
• საერთაშორისო მასშტაბით პროფესიონალი ბუღალტრებისათვის
გამოსაყენებელი ეთიკის კოდექსს შეიმუშავებს ბუღალტერთა ეთიკის
საერთაშორისო სტანდარტების საბჭო(ბესსს).
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.7 პროფესიული ეთიკა

„პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის“ თანახმად,


„ბუღალტრის როლი არის ის, რომ სააღრიცხვო ინფორმაცია
წარუდგინოს სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებსაც
გააჩნიათ კანონიერი უფლება იქონიონ სასარგებლო
ინფორმაცია კომპანიის ოპერაციებისა და ეკონომიკური
საქმიანობის შესახებ“.

ბუღალტრის ეთიკის კოდექსის საფუძველზეც


ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ
შემუშავებულია ბუღალტრის ეთიკის სტანდარტები
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.7 პროფესიული ეთიკა

• ინვესტორები,კრედიტორები,დამსაქმებლები და ბიზნეს
საზოგადოების სხვა წევრები,ასევე ნებისმიერი ქვეყნის
მთავრობა და მოსახლეობა ეყრდნობიან პროფესიონალ
ბუღალტრებს ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური
ანგარიშგების შედგენის საკითხებში ასევე ბიზნესის ეფექტიან
მართვასა და კომპეტენტურ რეკომენდაციებში დაბეგვრის
სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.ამიტომ ბუღალტერი
დაინტერესებული უნდა იყოს იმაში,რომ მის მიერ გაწეული
მომსახურება გამოირჩეოდეს ხარისხის უმაღლესი დონით და
შეესაბამებოდეს მისი უზრუნველყოფის ეთიკურ ნორმებს.
თავი 1 ფინანსური აღრიცხვის როლი ერთიან საინფორმაციო
სისტემაში
1.7 პროფესიული ეთიკა

პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის ძირითადი


პრინციპები მოიცავს იმ მნიშვნელოვან ეთიკურ ნორმებს,
რომლებიც უნდა დაიცვას ყველა პროფესიონალმა ბუღალტერმა.
ეს პრინციპებია:
•პატიოსნება;
•ობიექტურობა;
•პროფესიული ქცევა;
·კონფიდენციალობა;
·ეთიკური კონფლიქტების მოგვარების უნარი;
·საგადასახადო პრაქტიკის ფლობა;
·ეთიკური ნორმების დაცვა საერთაშორისო საქმიანობის
განხორციელების დროს;
·ეთიკური სტანდარტები შრომის ბაზარზე საკუთარი
მომსახურების შეთავაზებისას.
კოდექსის ძირითადი პრინციპები

• პატიოსნება და ობიექტურობა-მიუხედავად იმისა,რომ ბუღალტრები


ასრულებენ რთულ სამუშაოებს,როგორიცაა: აუდიტი,ფინანსური
მენეჯმენტი,ფინანსური ანგარიშგების მომზადება,საგადასახადო და
საკონსულტაციო მომსახურება , ისინი უნდა იყვნენ პატიოსანნი და
ობიექტურები..ეთიკის კოდექსი კრძალავს საჩუქრების
მიღებას,რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის პროფესიულ
გადაწყვეტილებაზე.არ შეიძლება საჩუქრების შეთავაზება ბიზნეს
პარტნიორებისათვის.შეუსაბამო საჩუქარი სხვადასხვა ქვეყანაში
განსხვავებულად განიმარტება.
პროფესიული ქცევის პრინციპი ბუღალტერს ავალდებულებს
დაიცვას სათანადო კანონები და ნორმატიული აქტები.ბუღალტერს
უნდა ჰქონდეს სათანადო განათლება,შესაბამისი კვალიფიკაცია და
სამუშაო
გამოცდილება.ის უნდა აბარებდეს გამოცდებს შესაბამის
დისციპლინებში და იმაღლებდეს კვალიფიკაციას.უნდა აქცევდეს
ყურადღებას ცვლილებებს რომელიც მიმდინარეობს ეროვნულ და
საერთაშორისო დებულებებში ფინანსური აღრიცხვის სფეროში.
• კონფიდენციალობა-ბუღალტერი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის ან
დამსაქმებლის ინფორმაციის კონფიდენციალობა, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მას მინიჭებული აქვს ინფორმაციის გამჟღავნების
უფლებამოსილება.ინფორმაციის გამჟღავნება და შვებულია მაშინ,როდესაც
დამსაქმებელი ან მომხმარებელი აძლევს მას ამის უფლებამოსილებას ,ან ეს
საჭიროა კანონმდებლობით.
• ეთიკური კონფლიქტების მოგვარების უნარი. დირექტორის,მენეჯერის,ან
პარტნიორის მხრიდან ბუღალტერზე ზეწოლის შემთხვევაში საჭიროა იმ
ურთიერთობებისა და ინტერესების გაფრთხილება, რომელმაც შეიძლება
ზიანი მიაყენოს ან დაემუქროს პროფესიონალი ბუღალტრის წესიერებას.
• საგადასახადო პრაქტიკის ფლობა.საგადასახადო ანგარიშგების
შედგენისას ბუღალტერმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებელი ან
დამსაქმებელი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული
აუცილებელი ინფორმაციით.მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა იყოს
წერილობით წარმოდგენილი,არ უნდა იყოს ყალბი და დამახინჯებული.
• ეთიკური ნორმების დაცვა საერთაშორისო საქმიანობის
განხორციელებისას .რადგანაც ქვეყნების მიხედვით ეს ნორმები
განსხვავებულია,ბუღალტერმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი წესებით :
• თუ ეს ნორმები ნაკლებად მკაცრია,ვიდრე კოდექსით
დადგენილი,გამოიყენება კოდექსის ნორმები;
• თუ უფრო მკაცრია, ვიდრე კოდექსით გათვალისწინებული,აუცილებელია იმ
ქვეყნის ნორმების გამოყენება;
• თუ ერთ-ერთი ქვეყნის ნორმები სავალდებულოა და უფრო მკაცრი,მათი
დაცვა სავალდებულოა.
• ეთიკური სტანდარტები შრომის ბაზარზე საკუთარი
მომსახურების შეთავაზებისას.ამ დროს ბუღალტრებმა არ უნდა
გამოიყენონ საშუალებები,რომელიც ზიანს აყენებს მოცემული
პროფესიის რეპუტაციას;არ უნდა გააზვიადონ მათ მიერ გაწეული
მომსახურება,საკუთარი კვალიფიკაცია და გამოცდილება;არ უნდა
ისაუბრონუარყოფითად სხვა ბუღალტრების მუშაობის შესახებ.

• კოდექსის მეორე ნაწილში განხილულია კონცეპტუალური


მიდგომა ბიზნეს სექტორში.
• დამოუკიდებლობა- ანგარიშგების შედგენისას ბუღალტერმა არ
უნდა გამოიჩინოს დაინტერესება,რაც შეუთავსებელია
წესიერების,ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებთან.
• ბუღალტრის პროფესიონალური კომპეტენცია და
პასუხისმგებლობები სხვა სპეციალისტების მოზიდვისას. ბიზნესში
დასაქმებულმა ბუღალტერმა არ უნდა შეასრულოს
პროფესიონალური მომსახურება,რომელიც არ შეესაბამება მის
კომპეტენციას.ამ დროს მან სპეციალისტს უნდა მიმართოს.
• ჰონორარი არის გაწეული მომსახურების ღირებულების
სამართლიანი ასახვა,რომლის დროსაც გაითვალისწინება ცოდნა,
გამოცდილება და დახარჯული დრო.დაუშვებელია შეთანხმება
კონკრეტული დასკვნის ან შედეგის მისაღწევად.
• ბიზნესთან შეუთავსებელი საქმიანობა . დაუშვებელია
საზოგადოებრივი პრაქტიკით დაკავებული ბუღალტრის მონაწილეობა
რაიმე სახის ბიზნესსა და გარიგებაში,რომელმაც შეიძლება ზიანი
მიაყენოს მის წესიერებას,დამოუკიდებლობას და ობიექტურობას.
• მომხმარებელთა ფულადი სახსრები ბუღალტერმა უნდა შეინახოს
პირადისაგან განცალკევებით,ხარჯოს მიზნობრივად.
• რეკლამა და საკუთარი მომსახურების შეთავაზება განსხვავებულია
ქვეყნების მიხედვით, მიმართული უნდა იყოს ობიექტურ
ინფორმირებულობაზე და უნდა აკმაყოფილებდეს
წესიერების,პატიოსნებისა და საიმედოობის მოთხოვნებს.
• ერთგულება უ პირვუელესია ერთგულება კანონებისა და ეთიკური
მიზნების სადმი. დაქირავებულმა პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა
დაიცვან ლოიალობა თავიანთი დამქირავებლისა და კოლეგების
მიმართ.მაგრამ არ დაიშვება კანონის დარღვევა,პროფესიის წესებისა
და სტანდარტების დარღვევა,აუდიტორების მოტყუება და შეცდომაში
შეყვანა,დამახინჯებულ ფაქტებზე ხელმოწერა.
• კოლეგების მხარდაჭერა. თვალყურის მიდევნება რომ ხელქვეითებმა
დაიცვან საკუთარი მოსაზრებები მათ კომპეტენციაში შემავალ
საკითხებთან დაკავშირებით.
• ინფორმაციის წარდგენა. ფინანსური ინფორმაციის სრულად
• და პატიოსნად წარდგენა., ბიზნეს გარიგებების, აქტივებისა და
ვალდებულებების სათანადოდ ასახვით.

You might also like