You are on page 1of 8

ბიზნეს ადმინისტრირება - ფინალური

1. ბიზნესისათვის სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი დაფინანსების მეთოდს


მიეკუთვნება: სუბსიდია
2. სუბსიდიის დროს: თანხები ექვემდებარება დაბრუნებას
3. ბიზნესსა და სახელწიფოს შორის ურთიერთობისას ზედა დონის ბიუჯეტიდან ქვედა
დონის ბიუჯეტებზე სახსრების უსასყიდლოდ და დაუბრუნებლად გადაცემას ეწოდება:
დოტაცია
4. სახელმწიფოს მხრიდან მიზნობრივ ფულად დახმარებას გარკვეულ ღონისძიებებზე და
ობიექტებზე ეწოდება: სუბვენცია
5. სუბვენცია: ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ თანხები არ იქნა
გამოყენებული მიზნობრივად
6. მცირე ბიზნესის დაფინანსების უფრო მეტად განვითარებული წყარო არის : საბანკო
კრედიტი
7. როგორი სახეობის კრედიტია, როცა ფული იმ სახით მიმწოდებელს არ უბრუნდება, რა
სახითაც ჩადო? სააქციო კაპიტალი
8. ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშნებია დამახასიათებელი ვენჩურული ბიზნესისათვის?
სპეკკულაციური ოპერაციების ჩატარება აქციების მიხედვით; პარტნიორ კომპანიასთნ
ერთად მის მართვაში მონაწილეობა
9. ჩამოთვლილთაგან რა მიზნით არ ყიდულობენ, როგორც წესი, ვენჩურული
კაპიტალისტები კომპანიის აქციების 50 პროცენტზე მეტს? მათი მიზანია საკონტროლო
პაკეტის შეძენის შემთხვევაში პარტნიოტი კომპანიის მმართველებს არ დაუკარგონ
მართვის მოტივაცია
10. ვენჩურული კაპიტალისტები, როგორც წესი აფინანსებენ შემდეგი ღირებულების
პროექტებს: 250000$-დან 1500000$-მდე
11. ფრენჩაიზინგის რამდენი ძირითადი ფორმა არსებობს? 4
12. თანამედროვე კომპანიებში შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო საქმიანი
ურთიერთობების შემდეგი ფორმები: იმპორტი და ექსპორტი, ლიცენზირება,
ფრენჩაიზინგი, ერთობლივი საწარმოების შექმნა და საზღვარგარეთის ფირმის შესყიდვა
სრული საკუთრებით
13. რას გულისხმობს პროტექციონისტული პოლიტიკა? შიდა ბაზრის იმპორტისაგან
დაცვის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი კომპანიების დაცვაზე
14. პროტექციონიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: ტარიფები, კვოტები,
სუბსიდიები, შეზღუდული სტანდარდიზაცია
15. საერთაშორისო ვაჭრობაში აბსოლუტური უპირატესობა ნიშნავს? ქვეყანა აწარმოებს
კონკრეტულ პროდუქციას სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები რესურსებით
16. საერთაშორისო ვაჭრობაში შეფარდებითი უპირატესობა ნიშნავს? ქვეყანა აწარმოებს
კონკრეტულ პროდუქციას სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები დანახარჯებით
17. სად წარმოიშვა პროტექციონიზმი ? ევროპაში
18. როდის წარმოიშვა პროტექციონიზმი ? 16-17 საუკუნეებში
19. საერთაშორისო ბიზნესში კვოტირების უკიდურესი ფორმა არის: ემბარგო
20. საზღვარგარეთ გასაყიდ საქონელზე უფრო დაბალი ფასების დაწესება, ვიდრე
ამ ქვეყანაშია არის: დემპინგი
21. დროის გარკვეულ მონაკვეთში ექსპორტის საერთო ღირებულებას გამოკლებულ
ი იმპორტის ღირებულება არის: სავაჭრო ბალანსი
22. ქვეყანაში შემოსული ფულის საერთო მოცულობას გამოკლებული ფულის ის რ
აოდენობა, რომელიც გადის ქვეყნიდან არის: საგადასახადო ბალანსი
23. რამდენ ჯგუფად იყოფა მარკეტინგის ფაქტორები? 3 ჯგუფად
24. საფინანსო მაჩვენებლებზე მუშაობის პროცესში ბუღალტრები იყენებენ ორ ძირითად
ფუნდამენტურ პრინციპს: საბუღალტრო დაბალნსების და ორმაგი ჩაწერის პრინციპს
25. ბუღალტრული აღრიცხვის ორმაგი ჩაწერა ვენეციელმა ვაჭრებმა შემოიღეს: მე-14
საუკუნეში
26. ბუღალტრულ აღრიცხვაში სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისას
გამოიყენება: LIFO და FIFO მეთოდები
27. საფინანსო ანალიზისათვის ცნობილია რენტაბელობის შემდეგი ძირითადი
კოეფიციენტები: მოგების თანაფარდობა ინვესტიციებთან; მოგების თანაფარდობა
გაყიდვებთნ; მოგების თანაფარდობა აქციებთან
28. კომპანიის ლიკვიდურობის ანალიზისათვის გამოიყენება: საბრუნავი კაპიტალის
ბრუნვადობის კოეფიციენტი
29. საბრუნავი კაპიტალის ბრუნვადობის კოეფიციენტი წარმოადგენს: მიმდინარე
აქტივების თანაფარდობას მოკლევადიან ვალდებულებებთან
30. აქციზის გადასახადი ყველა პროდუქციისათვის ერთნაირია: არასწორია
31. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ბიზნესის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული ხარჯები დასავლეთის ფირმებში შეადგენს მოგების: 30-50%
32. საუკეთესო საწარმოების გამოცდილების, სტრატეგიის, გადაწყვეტილების, საქმიანი
პრაქტიკის შესწავლა იმ მიზნით, რომ ამ გამოცდილებათა საფუძველზე მოხდეს
ბიზნეს-საქმიანობის ადაპტირება და შესაბამისად, მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება
არის: ბენჩმარკინგი
33. ერთი საწარმოს მიერ მეორის შთანთქმა მისი მესაკუთრის, ან ხელმძღანელის
სურვილის გაუთვალისწინებლად არის: რეიდერობა
34. კორპორაციულ შანტაჟს ეწოდება: ,,გრინმეილი’’
35. კანონების დაცვის კუთხით რეიდერობა შეიძლება დაიყოს: 3 ჯგუფად
36. რა არის ორგანიზაცია? ორგანიზაცია არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთა შორის
ურთიერთკავშირი განისაზღვრება საერთო მიზნით
37. არსებობს ორი ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურა ფორმარული და არაფორმალური
38. იმისთვის რომ მენეჯერმა შეიმუშაოს კომპანიის ორგანიზაციური სტრუქტურა, უნდა
გაიაროს შემდეგი სამი ფაქტორი:
1. ვერტიკალური სტრუქტურის ფორმირება
2. განყოფილებების და ქვეგანყოფილებების ფორმირება
3. ჰორიზონტალური სტრუქტურის ფორმირება
39. ორგანიზაციულ სტრუქტურაში ვერტიკალური სტრუქტურის ფორმირება
გულისხმობს: სამუშაო ადგილების შექმნას შესრულებული სამუშაოს კონკრეტული
ფუნქციის მიხედვით
40. ორგანიზაციულ სტრუქტურაში ჰორიზონტალური სტრუქტურის ფორმირება
გულისხმობს: ყველა იმ ფუნქციის კოორდინირებას, რომლებიც წარმოაჩენენ კომპანიას,
როგორც ერთ მთლიან მექანიზმს
41. ბიზნესის მართვის ორგანიზაციულ სტრუქტურაში განასვავებენ
ურთიერთდაქვემდებარების ორ ყველაზე მეტად გავრცელებულ ფორმას: ხაზობრივს და
ხაზობრივ-შტაბურს
42. ურიერთდაქვემდებარების ყველაზე მარტივი და გავრცელებული ფორმაა: ხაზობრივი
და ორგანიზაციული სტრუქტურა
43. ორგანიზაციური სტრუქტურის ფორმირებისას პრაქტიკაში დამკვიდრდა
ჰორიზონტალური კოორდინაციის სამი ძირითადი საშუალება: ინფორმაციული
სისტემები, გუნდური და პრობლემური ჯგუფები, მენეჯერ-ინტეგრატორები
44. კორპორაციული კულტურა არის: ორგანიზაციაში შექმნილი ფსიქოლოგიური
კლიმატი
45. ადასახადები შემოსავალ-გასავლის კლასიფიკაციის მიხედვით იყოფა: პირდაპირ და
არაპირდაპირ გადასახადებად
46. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებია:
საშემოსავლო გადასახადები, მოგების გადასახადი, დამატებითი ღირებულების
გადასახადი(დღგ), აქციზის გადასახადი, იმპორტის გადასახადი, ქონების გადასახადი
47. სათამაშო ბიზნესის გადასახადი არის: ადგილობრივი მოსაკრები
48. საშემოსავლო გადასახადი არის: პირდაპირი გადასახადი
49. მოგების გადასახადი არის: პირდაპირი გადასახადი
50. აქციზის გადასახადი არის: არაპირდაპირი გადასახადი
51. დამატებითი ღირებულების გადასახადი არის: არაპირდაპირი გადასახადი
52. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის: 20%
53. მოგების გადასახადის განაკვეთი არის: 15%
54. დამატებითი ღირებულების გადასახადის განაკვეთი არის: 18%
55. ქონების გადასახადის განაკვეთი არის მაქსიმუმ: 1%
56. დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელია კომპანია, რომლის ბრუნვა
არის უწყვეტ 12 კალენდარულ თვეში: 100000 ლარზე მეტი
57. რა ზოგად პრინციპებს ეფუძვნება საგადასახადო სისტემის აგება:
1. ადგილობრივი გადასახადების არსებობა
2. გადასახადების სიმრავლე
3. ელასტიურობა
4. სავალდებულობა
5. ერთიანობა
58. აქციზით იბეგრება: ზოგიერთი საქონელი
59. საქართველოში ვინ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით:
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემოსავალს იღებენ
2. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოსავალს იღებენ
3. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ
60. ქონების გადასახადი არის: ადგილობრივი გადასახადი

ბიზნეს ადმინისტრირება - შუალედური


1. ბიზნესის თეორიული გაგება შეიძლება გაერთიანდეს კონცეფციათა სამ
ძირითად ჯგუფში, ესენია: პოზიტიური, კრიტიკული, პრაგმატული
2. ‘ბიზნესი’ წარმოდგება ინგლისური სიტყვა ‘business’-გან და ყველაზე ზოგადი
ფორმით ნიშნავს: საქმიანობას (ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმოანობას,
რომელიც იძლევა მოგებას)
3. როგორია ბიზნესის პოზიტიური კონცეფციის არსი: ბიზნესი არის წარმოების
მიზნით ადამიანების საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება
საზოგადოების წევრების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის.
4. როგორია ბიზნესის პრაგმატული კონცეფციის არსი: ბიზნესი არის მოვლენა,
რომელიც აუცილებელია როგორც ბიზნესმენებისთვის, რომლებიც
გამომდინარეობენ საკუთარი ინტერესებიდან, ასევე, საზოგადოებისათვის,
რომელიც ბიზნესის საფუძველზე აკმაყოფილებს საქონელსა და
მომსახურებაზე თავის მოთხოვნილებებს. (ბიზნესი განიხილება
საზოგადოებრივი პროგრესის კონტექსტში)
5. როგორია ბიზნესის კრიტიკული კონცეფციის არსი: ბიზნესი არის ადამიანების
საქმიანობის ის სფერო, რომლის საბოლოო მიზანს შეადგენს მოგებისა და სხვა
შემოსავლების მიღება, ნებისმიერი გზით.
6. ძირითადად ჩვენთან გავრცელებულია ბიზნესის შემდეგი სახეები: საწარმოო,
კომერციული (სავაჭრო), საფინანსო, სადაზღვევო, სამომხმარებლო
(საკონსულტაციო).
7. რომელი ბიზნესის სახეობა განეკუთვნება ბიზნესის ძნელ სახეობას: საწარმოო
ბიზნესი.
8. რას უწოდებენ ეკონომისტების სიდიდეს, როდესაც შეძენილი და საკუთარი
ძირითადი საშუალებები გამოიყენება წარმოების პროცესში ხანგრძლივი
დროის განმავლობაში და მათი ცვეთის კვალობაზე იზრდება წარმოებული
საქონლის ღირებულება? ამორტიზაცია (ძირითადი საშუალებების
ამორტიზაცია)
9. ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც არსებობენ ბიზნესის გავლენისა და
კონტროლის მიღმა და რომლებსაც შეუძლიათ, როგორც დადებითი, ისე
უარყოფითი გავლენის მოხდენა ბიზნესის ფუნქციონირებასა და განვითარებაზე
არის: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური ბიზნესის
გარემო
10. მიმწოდებლები, მომხმარებლები და კონკურენტები, ბიზნესზე ზემოქმედების
რომელი გარემოს შემადგენელი ელემენტებია? ბიზნესზე პირდაპირი
ზემოქმედების შემადგენელი ელემენტი
11. მაკროგარემო, ბიზნესის რომელი გარემოს შემადგენელი ნაწილია? ბიზნესის
ეკონომიკური გარემოს
12. საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რესურსული უზრუნველყოფა,
ფინანსური წყაროები, კადრები, მენეჯმენტი, გასაღების ბაზრები, ტექნოლოგია
და ა.შ. ბიზნესის ეკონომიკური გარემოს რომელი შემადგენელი ნაწილია?
მიკრო გარემო

13. ბიზნესის სამართლებრივი გარემოს ძირითადი დოკუმენტია: კანონი


(კანონები)

14. ბიზნესზე ზემოქმედების ინტენსივობის კუთხით საგარეო ბიზნეს-გარემო


იყოფა სამ მიმართულებად: 1). ლოკალური (პირდაპირი ზემოქმედების) 2).
გლობალური (ირიბი ზემოქმედების) 3)საერთაშორისო (მრავალეროვანი
კომპანიების) ბიზნეს-გარემო.

15. ბიზნესის სოციალურ შიდა პასუხისმგებლობას მიეკუთვნება: შრომის


უსაფრთხოება, შრომის ანაზღაურების სტიმულირება, თანამშრომელთა
დამატებითი სამედიცინო და სოციალური დაზღვევა, ადამიანური რესურსების
განვითარება, სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების
მიხედვით კრიტიკულ სიტუაციაში მუშაკებისთვის დახმარების გაწევა.

16. ბიზნესის სოციალურ გარე პასუხისმგებლობას მიეკუთვნება: სპონსორობა


და ქველმოქმედება, ზრუნვა გარემოს დაცვაზე, ურთიერთობა ადგილობრივ
საზოგადოებრივ დაჯგუფებებთან და ხელისუფლებასთან, მზადყოფნა
კრიზისულ სიტუაციებში მონაწილეობის მისაღებად, საქონლისა და
მომსახურების მომხმარებლებს შორის პასუხისმგებლობა(ხარისხიანი
საქონლის გამოშვება).

17. ჩამოთვლილთაგან რომელი არგუმენტები მოჰყავთ ბიზნესის სოციალური


პასუხისმგებლობის სასარგებლოდ?

1) ბიზნესისათვის ხელსაყრელი გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნა

2) ფართო პუბლიკის მოთხოვნილებების და მოლოდინის ცვლილება

3) რესურსების არსებობა სოციალური პრობლემების გადაჭრაში


დასახმარებლად

4) მორალური ვალდებულება სოციალურად პასუხისმგებელი ქმედებისთვის

18. ჩამოთვლილთაგან რომელი არგუმენტები მოჰყავთ ბიზნესის სოციალური


პასუხისმგებლობის საწინააღმდეგოდ?

1) მოგების მაქსიმალიზაციის პრინციპის დარღვევა

2) დანახარჯები სოციალურ პასუხისმგებლობაზე

3) საზოგადოების წინაშე ანგარიშების არასაკმარისი დონე

4) სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის ცოდნის უკმარისობა

19. ჩამოთვლილთაგან რომელია საკუთრების სამი ძირითადი ფორმა


ბიზნესში? ერთპიროვნული მფლობელი და ინდივიდუალური ფირმა,
ამხანაგობა, კორპორაცია

20. ჩამოთვლილთაგან რომელია ინდივიდუალური კერძო ფირმის


უპირატესობა?

1) ისინი მარტივია ორგანიზების თვალსაზრისით

2) მფლობელი სრულიად დამოუკიდებელია

3) მფლობელი სრულად განკარგავს მოგებას

4) კომპანიის საფინანსო საქმიანობისა და განვითარების სტრატეგიას


განსაზღვრავს მესაკუთრე
21. ჩამოთვლილთაგან რომელია ინდივიდუალური კერძო ფირმის
ნაკლოვანება? საფინანსო რესურსების შეზღუდულობა, მფლობელის
განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა, რისკის ერთ კაცზე გადანაწილება

22. საქართველოს კანონში ‘’მეწარმეთა შესახებ’’დადგენილია მეწარმეობის


შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები: ინდივიდუალური
საწარმო, სოლიდალური პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი,
კომანდიტური საზოგადოება

23. ამხანაგობა არის: ეს არის ორი ან მეტი პირის გაერთიანება ერთობლივი


ბიზნესის წარმოებისა და ერთობლივი მოგების მიღების მიზნით

24. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სულ ცოტა რა რაოდენობის


თანხას უნდა შეადგენდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
საწესდებო კაპიტალი? არ არის განსაზღვრული

25. კოოპერატივის თითოეულ წევრს მის დასაფუძნებლად შეაქვს: პაი

26. კომანდიტურ საზოგადოებაში კომანდიტები ეწოდება პირებს: რომელთა


პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე საგრანტო თანხით შემოიფარგლება

27. კომანდიტურ საზოგადოებაში კომპლემენტარები არიან: სრული


პარტნიორები, საზოგადოების წინაშე, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ,
როგორც სოლიდური მოვალეები, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და
უშუალოდ.ფიზიკური პირი, რომლის პასუხისმგებლობა შეუზღუდველია

28. კომპანიებისათვის ფორმის შეცვლა შეიძლება მოხდეს: შერწყმით ან


შთანთქმით, გაერთიანებით

29. მცირე ბიზნესის ფუნქციებია: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, უახლესი


საქონლისა და მომსახურების წარმოება, მსხვილი კორპორაციების
მომსახურება, მოსახლეობის უზრუნველყოფა საქონლითა და მომსახურებით

30. ნულოვანი მოგება გაიანგარიშება:

სრულიფიქსირებული დანა
ნულოვანი მოგებისმოცულობა=
ერთეული პროდუქციის ფასი−ცვლადიდანახარ

31. გაეროს კლასიფიკაციით, საწარმო, ფირმა, რომელშიც დასაქმებულია 500-


ზე ნაკლები მუშაკი, შეიძლება, მივაკუთვნოთ: მცირე ბიზნესის კატეგორიას

32. მცირე ბიზნესი ჩაისახა და განვითარდა: აშშ-ში (რაც ევროპიდან ემიგრაციის


დიდ ტალღასთან იყო დაკავშირებული

33. საზოგადოებრივი შრომის პროცესში ქალის ფუნქციის ამაღლება გამოიწვია:


ემანსიპაციამ
34. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ახლად შექმნილი 3 საწარმოდან წარმატებას
აღწევს: მხოლოდ 1

35. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ახლადშექმნილი საწარმოების 85%


კოტრდება: პირველი 10 წლის განმავლობაში

36. მმართველობითი გადაწყვეტილებისას პროგრამირებადი გადაწყვეტილება


არის: ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც მიიღება წინასწარ ცნობილი
სტანდარტული სიტუაციის განმეორებით

37. მმართველობითი გადაწყვეტილებების არაპროგრამირებადი


გადაწყვეტილება არის: ეს არის უნიკალური გადაწყვეტილებანი, რომლებიც არ
გამომდინარეობს სტანდარტული სიტუაციიდან და არ მეორდება

38. არსებობს გადაწყვეტილებათა მიღების შემდეგი ძირითადი პირობა:

1) როდესაც მენეჯერებს გააჩნიათ ინფორმაცია სრულად, რის გამოც ამოცანის


გადაწყვეტის შესაძლებლობა რეალურია

2) ინფორმაცია არის არასრული, რის გამოც მისაღებ გადაწყვეტილებაში


ჭარბობს რისკის ფაქტორი

3) ინფორმაცია იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილებაში იგრძნობა


დასაბუთების დაბალი დონე

4) მენეჯერების წინაშე დგას გაურკვეველი და ბუნდოვანი ამოცანები.ცუდად


არის განსაზღვრული ალტერნატივები, სრულად არ არის წარმოდგენილი
ინფორმაცია და დიდია იმის ალბათობა, რომ გადაწყვეტილებები
წარუმატებელია, რადგანაც ისინი მიიღება საეჭვო წინაპირობების არსებობის
შემთხვევაში

39. განასხვავებენ კომპანიის ხელმძღვანელობის ყველაზე გავრცელებულ


სტილს: ავტორიტარული, დემოკრატიული და ჩაურევლობის

40. კონტროლის პროცესი არის ციკლური, რომელიც მოიცავს


ხელმძღვანელობის ყველა დონეს და შედგება: 4 სტადიისგან

41. კონტროლის განხორციელების სსტადიებიდან, როდესაც უმაღლესი დონის


მმართველები ადგენენ სტანდარტებს, ანუ, ორგანიზაციის საქმიანობის
შეფასების კრიტერიუმებს, არის: (ის სტანდარტები, რომლებიც გამოიყენება
კონტროლისთვის უნდა იყოს მჭიდროდ დაკავშირებული სტრატეგიულ
მიზნებთან)პირველი სტადია

42. კონტროლის განხორციელების სტადიებიდან, როდესაც ხდება საქმიანობის


შეფასება კომპანიის ყველა დონეზე და კომპანიები ამ დონეს იყენებენ,
როგორც რაოდენობრივი, ასევე, ხარისხობრივი შეფასებების კრიტერიუმებს,
არის: საკონტროლო გაცვლის მეორე სტადია, ხდება საქმიანობის შეფასება
კომპანიის ყველა დონეზე
43. კონტროლის განხორციელების სტადიებიდან, როდესაც საქმიანობის
რეალურად მიღწეულ შედეგებს ვუდარებთ სტანდარტებს და როცა მენეჯერები
ვალდებული არიან, გამოავლინონ სტანდარტებიდან ყველა გადახრა და მათი
აღმოფხვრის მიზნით, დასახონ ქმედითი ღონისძიებანი, რომელიც ხდება ორი
გზით: უნდა შეიცვალოს ორგანიზაციის საქმიანობა ან მოხდეს სტანდარტების
კორექტირება, არის: მესამე სტადია

You might also like