You are on page 1of 27

თსუ

თემა 2-ნაწილი 1. მენეჯმენტის კონტექსტის


გაგება: შეზღუდვები და გამოწვევები

პროფესორი: მანანა ხარხელი

2018 წელი
1
ამ თავის შესწავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

1. შეადაროთ მენეჯერთა ქმედებები ყოვლის შემძლე და სიმბოლური


ხედვების მიხედვით.

2. აღწეროთ მენეჯერის შეზღუდვები და გამოწვევები თანამედროვე გარე


გარემოში.

3. იმსჯელოთ ორგანიზაციული კულტურის მახასიათებლებსა და


მნიშვნელობაზე.

4. აღწეროთ ორგანიზაციული კულტურის მიმდინარე საკითხები.

2
მენეჯერი: ყოვლისშემძლე თუ სიმბოლური?

ხედვა ყოვლისშემძლე მენეჯმენტზე - მენეჯერები არიან პირდაპირი


პასუხისმგებლები ორგანიზაციის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.
ხედვა სიმბოლურ მენეჯმენტზე - ორგანიზაციათა უმრავლესობაში
წარმატება და წარუმატებლობა დამოკიდებულია მენეჯერის კონტროლს -
მიღმა არსებულ გარე ძალებზე.
გარე გარემოს კომპონენტები:
 ეკონომიკური.
 გლობალური.
 პოლიტიკურ/საკანონმდებლო.
 სოციო/კულტურული.
 ტექნოლოგიური.
 დემოგრაფიული გარემო.

3
რა გავლენა აქვს გარე გარემოს მენეჯერებზე

გარე გარემოს განსხვავებული კომპონენტების ცოდნა და ამ გარემოს


სხვადასხვა ასპექტების გარკვევა მნიშვნელოვანია მენეჯერებისთვის. თუმცა
გაგება იმისა, თუ რა გავლენა აქვს გარემოს მენეჯერებზე, არის ასევე
მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაპირებთ, მენეჯერების გარე შემზღუდველები და
გამოწვევები განვიხილოთ სამი მიმართულებით:

 სამუშაო ადგილები და დასაქმება.

 გარემოს განუსაზღვრელობა.

 სტეიკჰოლდერების ურთიერთობები ორგანიზაციებთან.

4
გარემოს განუსაზღვრელობის შეფასება

გარემოს განუსაზღვრელობა - ორგანიზაციის გარემოს ცვლილებისა და


სირთულის ხარისხი.

გარემოს სირთულე - ორგანიზაციის გარემოში კომპონენტების რაოდენობა


და ორგანიზაციის ცოდნის დონე ამ კომპონენტების შესახებ.

სტეიკჰოლდერები - დაინტერესებული ჯგუფები ორგანიზაციის გარემოში,


რომლებზეც მოქმედებს ორგანიზაციის გადაწყვეტილებები და ქმედებები.

5
ორგანიზაციული კულტურა:

რა არის ორგანიზაციული კულტურა?

ორგანიზაციული კულტურა - გაზიარებული ფასეულობები, პრინციპები,


ტრადიციები და საქმიანობის გზები, რომლებიც ზემოქმედებს ორგანიზა-
ციის წევრების ქმედებებზე და რაც განასხვავებს ამ ორგანიზაციას სხვა
ორგანიზაციებისგან.

6
ძლიერი და სუსტი კულტურები

ყველა ორგანიზაციას აქვს კულტურა, მაგრამ ყველა კულტურა თანაბრად არ


მოქმედებს ორგანიზაციის წევრების ქცევებსა და ქმედებებზე.

ძლიერ კულტურებს - რომელთა საშუალებითაც ძირითადი ღირებულებები


ღრმად ფესვგადგმული და ფართოდ გაზიარებულია. აქვს უფრო ძლიერი
გავლენა დასაქმებულებზე, ვიდრე სუსტ კულტურებს.

საბოლოოდ, ორგანიზაციები ეხმარებიან თანამშრომლებს, შეითვისონ


კულტურა სოციალიზაციის მეშვეობით.

სოციალიზაცია - პროცესი, რომელიც ეხმარება თანამშრომელს, გაითავისოს


ორგანიზაციის კულტურა.

7
თემა 2. ნაწილი 2. მენეჯმენტი გლობალურ გარემოში

განსახილველი საკითხები:

 შეადაროთ ეთნოცენტრული, პოლიცენტრული და გეოცენტრული


მიდგომები გლობალურ ბიზნესთან მიმართებაში.

 განიხილოთ რეგიონული სავაჭრო ალიანსებისა და გლობალური სავაჭრო


მექანიზმების მნიშვნელობა.

 აღწეროთ, რა სტრუქტურებსა და ტექნიკას იყენებენ ორგანიზაციები


იმისთვის, რომ უნტერნაციონალურნი გახდნენ.

 ახსნათ პოლიტიკური/საკანონმდებლო, ეკონომიკური და კულტურული


გარემოს მიმართება გლობალურ ბიზნესთან.

8
როგორია შენი გლობალური ხედვა?

პაროქიალიზმი მსოფლიოს მხოლოდ საკუთარი პერსპექტივის პრიზმიდან


ხედვა, რომელსაც შედეგად ხალხთა შორის განსხვავებების აღქმის უუნარობა
მოჰყვება.

ეთნოცენტრული მიდგომა - პაროქიალური რწმენა, რომ მშობლიური ქვეყნის


სამუშაო მიდგომები და პრაქტიკა საუკეთესოა.

პოლიცენტრული მიდგომა - ხედვა, რომ მასპინძელი ქვეყნის მენეჯერებმა


ბიზნესის საწარმოებლად სამუშაო მიდგომები და პრაქტიკა ყველაზე უკეთ
იციან.

გეოცენტრული მიდგომა - ესაა მსოფლიოზე ორიენტირებული ხედვა,


რომელიც ფოკუსირდება მსოფლიოში საუკეთესო ადამიანებისა და
მიდგომების გამოყენებაზე.

9
გლობალური გარემოს გააზრება

დდღევანდელი გლობალური გარემოს ერთი მნიშვნელოვანი


მახასიათებელია გლობალური ვაჭრობა.

გლობალური ვაჭრობა ფორმირებულია ორი ძალის მიერ:

რეგიონული სავაჭრო ალიანსები და სავაჭრო მექანიზმები, რომლებიც


უზრუნველყოფენ გლობალურ ვაჭრობას.

10
რეგიონული სავაჭრო ალიანსები

ევროკავშირი (EU) - 27 ქვეყნისგან შემდგარი კავშირი, შექმნილი, როგორც


ერთიანი ეკონომიკური და სავაჭრო გაერთიანება.

ევრო - ერთიანი ევროპული ვალუტა.

ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA) -


მექსიკის, კანადისა და აშშ-ის მთავრობათა შეთანხმება, რომლის
მიხედვითაც მათ შორის გაუქმდა სავაჭრო ბარიერები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) – 10 სამხრეთ-


აღმოსავლური აზიური ქვეყნის სავაჭრო გაერთიანება.

.
11
გლობალური ვაჭრობის მექანიზმები

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) – 155 ქვეყნისგან შემდგარი


ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს ქვეყნებს შორის ვაჭრობის
საკითხებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 185 ქვეყნისგან შემდგარი


ორგანზიაცია, რომელიც საერთაშორისო მონეტარულ თანამსრომლობას
უწყობს ხელს და უზრუნველყოფს კონსულტაციებს, სესხის გაცემასა და
ტექნიკურ დახმარებას.

12
მსოფლიო ბანკის ჯგუფი - ხუთი მჭიდროდ დაკავშირებული ინსტიტუ-
ტისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და
ტექნიკურ დახმარებას უწევს განვითარებად ქვეყნებს მსოფლიოში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) –


საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელიც 34 წევრ ქვეყანას
ეხმარება, მიაღწიონ მდგრად ეკონომიკურ წარმატებას და აამაღლონ
დასაქმების მაჩვენებელი.

13
საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა ტიპები

მულტინაციონალური კორპორაცია (MNC) – ფართო ტერმინი, რომელიც


გულისხმობს ნებისმიერი და ყველა ტიპის საერთაშორისო კომპანიას,
რომლებიც ოპერირებენ მრავალ ქვეყანაში.

მულტისაშინაო კორპორაცია (MNC) – რომელიც მენეჯმენტისა და გადაწყვე-


ტილებების დეცენტრალიზაციას ახორციელებს ლოკალური ქვეყნის
დონეზე.

გლობალური კომპანია - მულტინაციონალური კორპორაცია, რომელიც


მენეჯმენტისა და სხვა გადაწყვეტილებების ცენტრალიზებას ახორციელებს
საკუთარ ქვეყანაში.

ტრანსნაციონალური ან საზღვრის გარეშე ორგანიზაციები (MNC) – რომელშიც


ხელოვნური გეოგრაფიული ბარიერები გაუქმებულია.

14
როგორ გარდაიქმნება ორგანიზაციები ინტერნაციონალურად

• გლობალური სორსინგი - ნედლეულისა და შრომის შესყიდვა


მსოფლიოში იქ, სადაც ის ყველაზე იაფია.

• ექსპორტი - პროდუქციის ქვეყნის შიგნით წარმოება და საზღვარგარეთ


რეალიზაცია.

• იმპორტი - საზღვარგარეთ დამზადებული პროდუქციის შეძენა და შიდა


ბაზარზე რეალიზაცია.

• ლიცენზირება - ერთი ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციას ანიჭებს


უფლებას, დაამზადოს ან გაყიდოს პროდუქცია მისი ტექნოლოგიისა და
პროდუქტის სპეციფიკაციების გამოყენებით.

• ფრანჩაიზინგი - ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციას ანიჭებს უფლებას,


გამოიყენოს მისი სახელი და ოპერაციული მეთოდები.

15
ალიანსები
• სტრატეგიული ალიანსი - ორგანიზაცისა და უცხოური კომპანი(ებ)ის
პარტნიორობა, რომლის მიხედვითაც ახალი პროდუქციის ან წარმოების
ობიექტების შექმნისთვის აუცილებელი ხდება რესურსებისა და ცოდნის
გაერთიანება.
• ერთობლივი საწარმო - სტრატეგიული ალიანსის სპეციფიკური ტიპი,
რომელშიც პარტნიორები თანხმდებიან, ჩამოაყალიბონ ცალკეული,
დამოუკიდებელი ორგანიზაცია ბიზნესის რაიმე მიზნისთვის.
• უცხოური ფილიალი - პირდაპირი ინვესტირება უცხო ქვეყანაში
ცალკეული და დამოუკიდებელი საწარმოო ობიექტის ან ოფისის გახსნით.

16
ეკონომიკური გარემო

არსებობს ეკონომიკური სისტემის ორი ძირითადი ტიპი: თავისუფალი


საბაზრო ეკონომიკა და გეგმური ეკონომიკა.

 თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა, რომელშიც


რესურსები ძირითადად ეკუთვნის კერძო სექტორს და მის მიერვე
კონტროლდება.
 გეგმური ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ეკონომიკური
გადაწყვეტილებები იგეგმება ცენტრალური მთავრობის მიერ.

17
კულტურული გარემო

• ეროვნული კულტურა ფასეულობები და დამოკიდებულებები, რომლებსაც


იზიარებენ კონკრეტული ქვეყნის ინდივიდები და აყალიბებენ მათ ქცევასა
და რწმენებს იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი.

18
თემა 2. ნაწილი 3. მრავალფეროვნების მართვა

განსახილველი საკითხები:
 განვსაზღვროთ მრავალფეროვნება სამუშაო ადგილზე და ავხსნათ, რატომ
არის მისი მართვა ასე მნიშვნელოვანი?
 ავხსნათ მრავალფეროვნების სხვადასხვა ტიპები სამუშაო ადგილებზე.
 განვიხილოთ ის გამოწვევები, რომლებიც დგას მენეჯერების წინაშე
მრავალფეროვნების მართვისას.
 აღვწეროთ სამუშაო ადგილის მრავალფეროვნების მართვის სხვადასხვა
ინიციატივები.
 სამუშაო ძალის მრავალფეროვნება - გზები, რომლითაც ადამიანები
ორგანიზაციებში განსხვავდებიან ერთმანეთისგან ან ჰგვანან ერთმანეთს.

19
 ზედაპირული მრავალფეროვნება - ადვილად აღქმადი განსხვავებები,
რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სტერეოტიპების
ჩამოყალიბება, მაგრამ სრულიად არ ასახავს, თუ რას ფიქრობენ და
გრძნობენ ადამიანები.
 სიღრმისეული მრავალფეროვნება - განსხვავებები ღირებულებებში,
პიროვნულობასა და სამუშაოსთან დაკავშირებულ უპირატესობებში.

20
სამუშაო ძალის მრავალფეროვნების უპირატესობები

ადამიანების მართვა:
 თანამშრომელთა ნიჭის უკეთესად გამოყენება.
 გუნდის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაზე მიმართული
ძალისხმევის ხარისხის ზრდა.
 შესაძლებლობა - მოიზიდოს და შეინარჩუნოს განსხვავებული
თანამშრომლები.

ორგანიზაციული შედეგიანობა:
 თანამშრომელთა დენადობასთან, გაცდენებთან და სასამართლო დავებთან
დაკავშირებული დანახარჯების შემცირება.
 პრობლემის გადაჭრის გაუმჯობესებული შესაძლებლობები.
 სისტემის მოქნილობის გაუმჯობესება.

21
სტრატეგიული:
 ბაზრის შესახებ ცოდნის ამაღლება, რაც აუმჯობესებს მრავალფეროვან
მომხმარებელთან ურთიერთობის უნარს.
 გაყიდვებისა და საბაზრო წილის ზრდის პოტენციალის ამაღლება.
 კონკურენტული უპირატესობის პოტენციური წყარო, რომელიც
გამომდინარეობს ინოვაციების მიმართ გაზრდილი ძალისხმევიდან.
 აღიქმება, როგორც მორალური და ეთიკური.
 „სწორი“ საქმის კეთება.

22
მრავალფეროვნება სამუშაო ადგილზე

განვიხილოთ მრავალფეროვნების სხვადასხვა ტიპი.

23
რასა და ეთნიკურობა

 რასა - ბიოლოგიური მემკვიდრეობა, რომელსაც ადამიანები იყენებენ


საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის.
 ეროვნება - სოციალური მახასიათებლები (კულტურული ფონი ან
ერთგულება), რომელიც საერთოა მოსახლეობისთვის.

24
გამოწვევები მრავალფეროვნების მართვაში

 მიკერძოებული აზრი/ცრურწმენა - მიდრეკილება ან უპირატესობის


მინიჭება გარკვეული შეხედულების ან იდეოლოგიის მიმართ.

 ცრურწმენა - წინასწარ შექმნილი რწმენა, მოსაზრება ან მსჯელობა


ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ.

 სტერეოტიპი - ინდივიდისგან სჯა იმ აღქმის შესაბამისად, რომელიც სხვა


ადამიანს გააჩნია იმ ჯგუფის მიმართ, რომელსაც ეს ინდივიდი
მიეკუთვნება.

 დისკრიმინაცია - როდესაც ადამიანი, მისი ცრურწმენებიდან გამომდინარე,


ცუდად ეპყრობა ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ მისი
ცრურწმენების სამიზნეს.

25
გამჭვირვალე ჭერი

 გამჭვირვალე ჭერი - უხილავი ბარიერი, რომელიც აშორებს ქალებს და


უმცირესობებს მენეჯმენტის უმაღლეს პოზიციებს.
 მენტორინგი - პროცესი, როცა ორგანიზაციის გამოცდილი წევრი (მენტორი)
აძლევს რჩევებს და ხელმძღვანელობს ნაკლებად გამოცდილ წევრს
(პროტეჟეს).

26
მადლობა ყურადღებისთვის

27

You might also like