You are on page 1of 44

1 ბილეთი

1.სუფთა(წმინდა), სპეკულაციური და ფუნდამენტალური რისკი ბიზნესში


სუფთა (წმინდა) რისკი არის რისკი, რომლის შედეგია ზარალი, ან უზარალობა, მარამ არა
მოგება. სუფთა რისკის მაგალითია: ხანძარი შენობაში, კომპანიის მთავარი მოქმედი
პირის სიკვდილი, გაქურდვა, საგზაო_სატრანსპორტო შემთხვევა და სხვა. თუ
ანალოგიური მოვლენები ხდება, კომპანია კარგავს ქონებას, ფულს, სამუშაო ძალას და
სხვას, ხოლო თუ არ ხდება _კომპანია არ იგებს არაფერს. Მეწარმეს ძალინ ცოტა რამის
გაკეთება თუ შეუძლია წმინდა რისკის თავიდან აცილებისათვის. Სწორედ ამიტომ ,
ნებისმიერმა საწარმომ, რომელსაც აქვს სატვირთო მანქანა ნაყიდობის ბინაზე
მიტანისათვის, ანგარიში უნდა გაუწიოს ავარიის რისკს, ხოლო საწარმომ , რომელსაც აქვს
შენობა_ნაგებობანი, _ ხანძრის რისკს.
სპეკულაციური რისკი. როგორც ითქვა, სუფთა რისკის დროს მეწარმე განიცადის
ზარალს ან საუკეთესო შემთხვევაში რჩება მოგების გარეშე. ე. ი. სუფთა რისკის დროს
მოგების მიღების შესაძლებლობა გამორიცხულია. სპეკულიაციური რისკის დროს კი
მეწარმე ან იგებს, ან აგებს (ზარალობს). მაგალითად, მეწარმემ გადაწყვიტა ფულის
დაბანდება მიწის ნაკვეთში იმ იმედით, რომ მიწის ფასი აიწევს. მაგრამ
გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო შესაძლებელია ამ მიწის ღირებულების
შემცირებაც, ე. ი. ზარალიც. ამგვარი ინვესტიციები შეიძლება დაკვალიფიცირდეს ,
როგორც სპეკულიაციური, რამდენადაც მოგების მიღების მიზნით თავად მეწარმე და არა
რაიმე ბრმა შემთხვევა უქვემდებარებს საწარმოს დანაკარგების რისკს. ზუსტად ასევე ,
ჩვეულბრივი აქციების შეძენაზე გაღებულ ინვესტიციებს, იპოდრომზე ან ტოტალიზატორზე
დადებულ ფსონს შეუძლია მოგების, ან ზარალის მოტანა.
ფუნდამენტური რისკი. ფუნდამენტური რისკი განსხვავდება როგორც სუფთა, ისე
სპეკულიაციური რისკისაგან თავისი გაუპიროვნებელი ხასიათის გამო. სხვა სიტყვებით ,
ფუნდამენტური რისკს არ ჰყავს ფავორიტები. განგება არ გამოყოფს ერთ რომელიმე
საწარმოს და ყურადღების გარეშე არ ტოვებს სხვა დანარჩენს. პირიქით, ფუნდამენტური
რისკი ეხება ყველა კომპანიას. როგორც წესი, ის კავშირშია საზოგადოებაზე ზემოქმედ
ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ბუნებრივ ძალებთან. ფუნდამენტური რისკების
ზოგიერთი სპეციფიური წყაროების რიცხვს მიეკუთვნება წყალდიდობა და მიწისძვრა ,
ინფლაცია და ომები.
2. ბიზნესის საგადასახადო და საბაჟო დაბეგვრა საქართველოში

გადასახადი არის კანონით დადგენილი ბიუჯეტში აუცილებელი შენატანი, რომელსაც


იხდიან როგორც კერძო პირები, ისე ფირმები, რომ სახელმწიფომ შეძლოს თავისი საშინაო და
საგარეო ფუნქციების შესრულება. აქედან გამომდინარე, ოფიციალური გადასახადის
დაწესება და გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო კანონების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია ოთხი სახელმწიფოებრივი:


მოგების გადასახადი, დამატებულ ღირებულებაზე გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი,
აქციზი და ერთი ადგილობრივი გადასახადი: ქონების გადასახადი. ამ გადასახადს
ყოველთვიურად ის პირები იხდიან, რომლებიც შემოსავალს საქართველოში იღებენ,
მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა; მოგების გადასახადს იხდის
როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის საწარმო (ფირმა), რომელიც საქმიანობს და მოგებას
იღებს საქართველოში. დაბეგვრის ობიექტი არის მთლიანი მოგება, ანუ ის მოგება, რომელიც
გაიანგარიშება, როგორც სხვაობა მთლიან შემოსავლებსა და მთლიან ხარჯებს შორის.
დამატებული ღირებულების გადასახადი არის საქონლის (მომსახურების) წარმოების ან
განაწილების ყველა ეტაპზე დამატებული ღირებულების გარკვეული ნაწილის ბიუჯეტში
ამოღების ფორმა. იგი არის ირიბი გადასახადი, რადგანაც მას იხდის მყიდველი, ხოლო
ბიუჯეტში გადარიცხავს გამყიდველი. აქციზი, ასევე, არის ირიბი გადასახადი. აქციზის
გადასახადს იხდის ის პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს სახელმწიფოს მიერ
დადგენილ აქციზურ პროდუქციას (ნავთობპროდუქტებს, თამბაქოს ნაწარმს, სპირტიან
სასმელებს), ან ახორციელებს აქციზური პროდუქციის იმპორტს. ამ გადასახადის ძირითადი
მიზანია ბიუჯეტის შევსება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.

საბაჟო საქმის რეგულირების საფუძვლებს საქართველოში აწესებს საბაჟო კოდექსი. საბაჟო


გადასახადით იბეგრება საქონლის უცხოეთიდან შემოზიდვა (იმპორტი) და უცხოეთში
გაზიდვა (ექსპორტი). ახალი საბაჟო კოდექსით წინათ მოქმედი 16 საიმპორტო ტარიფიდან
დარჩა მხოლოდ სამი სახის საბაჟო ტარიფი: ნულოვანი, 5-პროცენტიანი და 12-პროცენტიანი.
ნულოვანი განაკვეთი ვრცელდება მანქანა-დანადგარებზე, ძირითად საწარმოო
საშუალებებზე, ნებისმიერი სხვა სახის არასასოფლო-სამეურნეო ნედლეულზე. სასოფლო
სამეურნეო პროდუქციაზე კი დაწესდა ყველაზე მაღალი განაკვეთი _ 12%. სასოფლო-
სამეურნეო ნედლეული საბაჟო განაკვეთით არ იბეგრება, რათა ამ სექტორის განვითარებას
შეეწყოს ხელი.
3. ბიზნესის მენეჯმენტის არსი, სახესხვაობები და დონეები.

არსებობს ტერმინის_”მენეჯმენტი” ორგვარი გაგება: 1. მენეჯმენტი, როგორც ობიექტური


მოვლენა, უშუალოდ მართვის პროცესი ანუ ადამიანთა ერთობლივი საქმიანობის
ორგანიზება დასახული მიზნის მიღწევისათვის; 2. მენეჯმენტი, როგორც მეცნიერება,
სასწავლო დიციპლინა, რომელიც იკვლევს (სწავლობს) საწარმოს მართვის პროცესებს,
განაზოგადებს გამოცდილებასა და მეცნიერული კვლევის შედეგებს.

ბიზნესის მენეჯმენტი არის ხელმძღვანელის მიერ დასახული მიზნის მიღწევა სხვა


ადამიანების შრომის, ინტელექტისა და ქცევის მოტივების გამოყენებით. მარტივად,
ბიზნესის მენეჯმენტი არის საკუთარი საქმის კეთება სხვათა მეშვეობით. იმისათვის, რომ
ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ დასახულ მიზანს მიღწიოს სხვათა მეშვეობით
აუცილებელია მთელი სამუშაოს კონკრეტულ შემსრულებლებზე ჰორიზონტალური
დანაწილება, უფლებებისა და მოვალეობების დელეგირება და შემდეგ მათი კოორდინაცია
შრომის ვერდიკალური დანაწილებით.

გამოყოფენ მენეჯმენტის შემდეგ სახეობებს:

ა) საწარმოო მენეჯმენტი, რომელიც განსაზღვრავს გამოსაშვები პროდუქციის ოპტიმალურ


მოცულობას და სტრუქტურას; გამოყენებულ ტექნოლოგიას; მოწყობილობის შენახვა-დაცვის
რაციონალურ წესებს; პერსონალის მართვას; კონფლიქტების გადაჭრის ხერხებს;
გაუმართაობისა და შეფერხებების აღმოფხვრის მეთოდებს.

ბ) მომარაგება-გასაღების მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს ნედლეულის, მასალების,


მაკომპლექტებლების შესყიდვას, მოზიდვას და შენახვას; საბოლოო პროდუქტის შენახვას და
მყიდველებთან გაგზავნას;
გ) ინოვაციური მენეჯმენტი, რომელიც მიმართულია სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის,
გამოყენებითი ხასიათის სამუშაოების მართვისაკენ; საცდელი ნიმუშების შექმნისაკენ;
წარმოებაში ინოვაციების დანერგვისაკენ;

გ) მარკეტინგ-მენეჯმენტი, რომელიც დაკავებულია ბაზრების გამოკვლევით, პროდუქციაზე


არსებული და პოტენციური მოთხოვნის განსაზღვრით; საწარმოს საფასო და სარეკლამო
პოლიტიკის განსაზღვრით;

ე) პერსონალის მართვა, რომელიც დაკავებულია პერსონალის შერჩევით, განლაგებით და


სწავლებით; თანამშრომელთა მოტივირების მეთოდების განსაზღვრით; საწარმოში
კეთილსასურველი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნით; მუშაკთა შრომისა და ყოფის
გაუმჯობესებით;

ვ) ფინანსური მენეჯმენტი, რომლის მოვალეობაა საწარმოს ფინანსური გეგმის (ბიუჯეტის)


შედგენა, საწარმოს რესურსების ფორმირება და განაწილება; საწარმოს ამჟამინდელი და
პერსპექტიული ფინანსური მდგომარეობის შეფასება; საწარმოს ფინანსური მდგომარეობის
განმტკიცების ღონისძიებების შემუშავება და გატარება;

ზ) ექაუნთინგ-მენეჯმენტი, რომელიც დაკავებულია საწარმოს სამეურნეო, საფინანსო


მუშაობის შესახებ ინფორმაციის შეკრებით, დამუშავებით და ანალიზით; მათი წინა
პერიოდთან და გეგმიურ მაჩვენებლებთან, ასევე, კონკურენტების შედეგებთან შედარებით
ფირმის სუსტი ადგილებისა და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით;

თ) რისკ-მენეჯმენტის ფუნქციებია დანაკარგების გამომწვევი რისკების განსაზღვრა, იმის


შეფასება, რამდენად სერიოზული იქნება ეს დანაკარგები და ცალკეული რისკების მართვის
ოპტიმალური მეთოდების შერჩევა.

არსებობს მართვის იერარქია, რომელიც წარმოდგენილია მაღალი, საშუალო და დაბალი


რგოლებისაგან (დონეებისაგან). თითოეულ დონეზე საკითხების გარკვეული კომპლექსი
წყდება.

ანალიზი დავიწყოთ მაღალი რგოლიდან (საფეხურიდან). მაღალი რგოლის (დონის) ტოპ-


მენეჯერები არიან: ფირმის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, დირექტორი და მათი
მოადგილეები. ისინი განსაზღვრავენ მთლიანად ორგანიზაციის ან მისი მსხვილი მდგენელის
ფუნქციონირებისა და განვითარების მიმართულებებს, იღებენ საკვანძო გადაწყვეტილებებს
საწარმოს მიმდინარე და პერსპექტიულ საკითხებთან დაკავშირებით. საშუალო რგოლის
მენეჯერები (მიდელ მენეჯერები) მსხვილი ქვეგანყოფილებების და ფუნქციონალური
განყოფილებების ხელმძღვანელები არიან. მათი მოვალეობაა ინფორმაციის მომზადება იმ
გადაწყვეტილებებისათვის, რომელიც უნდა მიიღონ მაღალი რგოლის ხელმძღვანელებმა,
ასევე, მაღალი რგოლის გადაწყვეტილებების დაყვანა ქვედა რგოლებზე, მათი მუშაობის
კოორდინაცია და კონტროლი. საშუალო რგოლის მენეჯერები ანგარიშვალდებულნი არიან
მაღალი რგოლის ანუ ტოპ-მენეჯერების წინაშე. ისინი დაბალი და მაღალი რგოლის
ხელმძღვანელებს შორის ერთგვარ მედიატორის წარმოადგენენ. დაბალი რგოლის
მენეჯერებს დასავლეთში სუპერვაიზორებს (ან ლოუვ მენეჯერებს) უწოდებენ. მათ
მიეკუთვნება: საწარმოში _ უბნისა და ცვლის უფროსი, ოსტატი, ფუნქციონალური
ქვედანაყოფის ხელმძღვანელი საამქროში; ჯარში-სერჟანტი; სამედიცინო
დაწესებულებაში_უფროსი ექთანი; კათედრის გამგე-უმაღლეს სასწავლებელში და სხვა.
ისინი მმართველთა რაოდენობაში უმრავლესობას წარმოადგენენ. სუპერვაიზორები ყველაზე
ახლოს დგანან უშუალო მწარმოებლებთან, რიგით მუშაკებთან. ისინი პასუხს აგებენ
საწარმოო დავალებების შესრულებაზე, გამოყოფილი რესურსების გამოყენებაზე, წარმოების
პროცესის უწყვეტობაზე, მწარმოებლურობაზე, პროდუქციის ხარისხზე და სხვაზე.
4. მარკეტინგის არსი და სტრუქტურა ბიზნესში

მარკეტინგის არსი მომხმარებელთა მოთხოვნების შესატყვისი პროდუქციის წარმოება,


რეალიზაცია და მოგების მიღებაა. მარკეტინგის მთავარი ფორმულაა – ფირმამ აწარმოოს ის,
რაც ნამდვილად უნდა მომხმარებელს დაეხმაროს მას შეიცნოს თავისი მოთხოვნილებანი და
ჩამოაყალიბოს მოთხოვნა ნაწარმზე და მომსახურებაზე, რომელიც მას დააკმაყოფილებს
შედარებით მაღალი ზომით.

მარკეტინგი კი არის პროცესი რომელიც გულისხმობს:

 მყიდველთა მოძიებას;

 მყიდველთა დაკმაყოფილებას;

 მყიდველთა შენარჩუნებას.

მარკეტინგი არის მყიდველთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გამოვლენა და მათი


დაკმაყოფილება მოგების მიღების მიზნით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სხვაგვარად,
მარკეტინგი გულისხმობს საჭირო საქონლის მიწოდებას, საჭირო ადგილას, საჭირო დროს,
საჭირო ფასით, რაოდენობით, ფერებით, ფორმით და ა. შ.

მარკეტინგი ბიზნესის საბაზრო ორგანიზების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ფირმა


გულდასმით სწავლობს ბაზარს, მომხმარებელთა მოთხოვნილებებს, გემოვნებას ანუ
ოპერატიულად რეაგირებს ბაზრის მოთხოვნაზე და ამის საფუძველზე აგებს წარმოებას, ან
მასში ინექციით (ცვლილებების შეტანით) აყალიბებს ახალ მოთხოვნას და სახავს და
ანხორციელებს ღონისძიებებს მისი მომგებიანი რეალიზაციისათვის. მოტანილი
განსაზღვრებიდან ნათელია, რომ მარკეტინგი, როგორც საქმიანობის გარკვეული სისტემა,
ორიენტირებულია არა მწარმოებლების (გამყიდველების), არამედ მომხმარებელთა
(მყიდველთა) ინტერესებზე, მათი მოთხოვნილებების შესწავლა – ანალიზსა და
სრულყოფილად დაკმაყოფილებაზე

მარკეტინგის კომპლექსის სტრუქტურა არის მისი იმ ელემენტების ერთიანობა, რომელიც


მიმართულია საერთო მიზნის რეალიზაციისაკენ.

მარკეტინგის კომპლექსის სტრუქტურული ელემენტებია:

1.საქონელი (პროდუქტი)_მომხმარებლისათვის საჭირო საქონლის წარმოება და


მომსახურების გაწევა;

2. განაწილება_გასაღების არხებისა და მეთოდების ანუ პოზიციის შერჩევა;

3. საქონლის წინსვლა ანუ რეკლამა, მომხმარებელთა ინფორმირება შეთავაზებული


საქონლისა და მომსახურების შესახებ;

4. ფასი_სწორი ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება


1. საქონელი. საქონელსა და მომსახურებასთან მიმართებაში აუცილებელია
გადაწყვეტილების მიღება შემდეგი პუნქტების მიხედვით :
 როგორი ნიშან-თვისებები უნდა ჰქონდეს საქონელს და როგორ უხამდება იგი თქვენ
სხვა პროდუქტებს?
 როგორი ინსტრუქცია უნდა გაკეთდეს მისი გამოყენებისათვის?
 როგორ უნდა მოხდეს ნაწარმის მომსახურება და ვინ და როდის უნდა გააკეთოს იგი ?
 საქონელს უდა ჰქონდეს თუ არა გარანტია?
 როგორ უნდა შეიფუთოს იგი?
 როგორი საფირმო ნიშანი უნდა იქნას გამოყენებული?
 რამდენი მოდელი უნდა იქნას გამოშვებული, რა ზომით და მოდიფიკაციით და სხვა.
2. განაწილება_გასაღების არხებისა და მეთოდების შერჩევასთან ანუ პოზიციასთან
დაკავშირებით უნდა გაარკვიოთ:
 სად ყიდულობენ მოხმარებლები თქვენი პროდუქციის ანალოგიურს?
 იყენებთ თუ არა გასაღების იგივე არხებს, რასაც თქვენი კონკურენტები ?
 ვისთან თანამშრომლობთ გასაღების აგენტებთან თუ დისტრიბუტორებთან?
 ურთიერთქმედებთ თუ არა საბითუმო და საცალო სავაჭრო ორგანიზაციასთან?
 გადიხართ თუ არა უშუალოდ მომხმარებელზე?
 აპირებთ მუშაობას საგარეო თუ საშინაო ბაზარზე?
მოკლედ, იმისათვის, რომ პროდუქტი სასარგებლო გახდეს, ის საჭირო ადგილზე
დროულად უნდა აღმოჩნდეს. მეწარმეს თავის პროდუქციის გაყიდვა მხოლოდ მაშინ
შეუძლია, როცა იცის სად და როდის იყიდის მას მომხმარებელი.
3. საქონლის რეკლამასთან ანუ მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებით
უნდა გაარკვიოთ:
 გაქვთ თუ არა შენობაზე ნათელი და კარგად შესრულებული ფირნიში, რომელიც იძლევა
ინფორმაციას თქვენი საქმიანობის სახეობის შესახებ?
 აღბეჭდილია თუ არა თქვენს ატომანქანებზე (რასაკვირველია თუ გაქვთ) თქვენი ფირმის
დასახელება, ადრესი და საქმიანობის სახეობა?
 თქვენი ფირმის თანამშრომლები ტელეფონით ან ოფისში პირადი საუბრისას ახდენენ
თუ არა კარგ პროფესიულ შთაბეჭდილებას კლიენტებზე?
თუ ამასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია, მაშინ შეიძლება იფიქროთ , როგორი
მიზნების დასახვა შეიძლება ბაზარზე თქვენი საქონლის წინსვლის ასპექტში. კერძოდ :
რეკლამას გააკეთებთ გაზეთში, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოში , თუ უშუალოდ
შეატყობინებთ მომხმარებლებს კონკრეტულად როგორ აპირებთ მათი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
4. ფასი. ფასწარმოქმნა გულისხმობს, არა უბრალოდ ნაწარმის ხარჯების დათვლას და
მასზე საშუალო მოგების დამატებას, არამედ იმის გათვალისწინებაც , თუ რამდენს
ითხოვენ კონკურენტები და რამდენის გადახდა სურს ბაზარს. საჭიროა , ასევე ,
მოიფიქროთ ფასწარმოქმნის რომელი_”ნაღების მოხდის” თუ “ბაზარზე შეღწევის”
სტრატეგის გამოყენებაა მიზანშეწონილი? რას ესწრაფვის თქვენი ფირმა _გაყიდვების
მოცულობის გაუმჯობესებას თუ მოგების მიღებას? რამდნად მიესადაგება ფასი ბაზარს ,
პროდუქტის სასიცოცხლო ციკლს და კონკურენტულ სიტუაციას.
2 ბილეთი
5. სახელმწიფოს როლი საერთაშორისო ბიზნესის რეგულირებაში
საერთაშორისო ბიზნესში სახელმწიფო მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკური და
პოლიტიკური ინტერესების დაცვისათვის. ამ მიზნით იგი პროტექციონისტულ პოლიტიკას
მიმართავს, რათა სამამულო წარმოება დაიცვას იმპორტული საქონლის
კონკურენციისაგან. პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტებია : საბაჟო
ტარიფები, კვოტა, ემბარგო, სუბსიდიები, სტანდარტების შემოღება და ანტიდემპინგური
გადასახადი.
საბაჟო ტარიფი არის გადასახადი, რომელიც წესდება საექსპორტო, საიმპორტო და
სატრანზიტო საქონელზე, რომელსაც უწევს ქვეყნის საზღვრების გადალახვა. Მას იხდის
ყველა, ვინც კი ახორციელებს საგარეო საქონლბრუნვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს
უპირატესად იმპორტულ საქონელზე შემოსავლის მიღებისა და სამამულო მწარმოებელთა
დაცვის მიზნით. განასხვავებენ ფისკალურ, პროტექციონისტულ, პრეფერენციულ და
ანტიდემპინგურ გადასახადებს.
დემპინგი ნიშნავს უცხოურ ბაზარზე საქონლის ხელოვნურად დაბალ ფასებში გაყიდვას იმ
მიზნით, რომ კონკურენტები გააკოტროს და შემდეგ გაზრდილ ფასებში საქონლის
რეალიზაციით მეტი მოგება მიიღოს. აი, ამგვარი ქმედების წინასწარ გამომრიცხველ
საშუალებად იყენებენ ანტიდემპინგურ ბაჟებს. სუბსიდიის საკითხთან დაკავშირებულია
დემპინგი. დემპინგს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც საზღვარგარეთ კონკრეტული
საქონელი შიდა ბაზრის ფასზე გაცილებით ნაკლებად იყიდება . დემპინგი , ჩვეულებრივ ,
ეკონომიკური დაცემის ფაზაში წარმოიშობა, როცა საწარმო ქვეყნის საშინაო ბაზარზე
თავის პროდუქციას ვერ ასაღებს და მათ საზღვარგარეთ ყიდის. დემპინგს მაშინაც
მიმართავენ, როცა უცხოური ბაზრის დაპყრობა და საექსპორტო შემოსავლის გადიდება
სურთ.
ტარიფთან ერთად გამოიყენება კვოტაც. კვოტები ზღუდავენ ქვეყანაში იმპორტირებული
პროდუქციის მოცულობას. მაგალითად სახელმწიფოს შეუძლია საქართველოში
ხორბლის იმპორტი შეზღუდოს 1 მლნ ტონამდე. კვოტები, ჩვეულებრივ ორმხრივი
მოლაპარაკების საფუძველზე წესდება.
სამამულო წარმოების დაცვა-სტიმულირებისათვის იყენენ სუბსიდიასაც, რაც მათ
შესაძლებლობას აძლევს, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა პროდუქცია აწარმოონ
უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე მათმა უცხოელმა კონკურენტებმა. ჩვეულებრივ,
ყველაზე დიდი რაოდენობით სუბსიდიებს გამოყოფენ სოფლის მეურნეობისათვის.
სახელმწიფო ზოგჯერ სამამულო წარმოების მხარდაჭერას სუბსიდიებით ახორციელებს ,
რაც საქონლის ექსპორტიორებს თავიანთ პროდუქციაზე უფრო დაბალი ანუ დემპინგური
ფასების დაწესების საშუალებას აძლევს.
იმპორტის შეზღუდვის კიდევ ერთი გზაა სტანდარტების (ლიცენზიების) შემოღება,
რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ პირობებში აყენებს . მსოფლიოს
ქვეყნები აწარმოებენ ლიცენზიების უცხოელებისადმი მიყიდვას საქმიანობის მთელ რიგ
სფეროებში. მსოფლიოს იმპორტის 90 პროცენტისათვის ეს ღონისძიება არის
მნიშვენოლავანი ზღუდე. მიმღები ქვეყნები მოითხოვენ საიმპორტო საქონლის
სპეციალურ ტესტირებას. ასე მაგალითად, იაპონიამ დაადგინა საზღვარგარეთიდან
შემოტანილი ბრინჯის საკუთარი სტანდარტი, ამ სტანდარტებმა საერთოდ გამოაძევა
ბრინჯის იმპორტიორები ადგილობრივი ბაზრიდან.
ემბარგო _ არის კვოტის უკიდურესი ფორმა, როცა კვოტა ნულს უტოლდება. მაგალითად,
უკვე მრავალი წელია აშშ-ს კუბისათვის ემბარგო აქვს დაწესებული. მსოფლიო ქვეყნების
დიდ ნაწილს ემბარგო აქვს გამოცხადებული თვითგამოცხადებული აფხაზეთის
რესპუბლიკის მიმართ.
6. საწარმოს უზარალობის დონის განსაზღვრა
ხარჯების ანალიზის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდია უზარალობის დონის განსაზღვრა.
ბიზნესის უზარალობა ეს არის წარმოების ან გასაღების ის დონე , რომლის დროსაც
საქონლის (მომსახურების) გაყიდვიდან ფინანსური შემოსულობანი უტოლდება ხარჯებს ,
ანუ გასაღების იმ მინიმალურ დონეს, რომლის დროსაც არ არის ზარალი.
ბიზნესის უზარალობის ანალიზს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც
შესაძლებლობას იძლევა გაირკვეს, თქვენი საქმე მომგებიანი იქნება თუ ზარალიანი.
გასაგებია, რომ მეწარმისათვის მოგების მიღება არის სავალდებულო საბაზრო
ეკონომიკის პირობებში.
უზარალობის ანალიზი იწყება ამონაგების განსაზღვრით, ამონაგები = გაყიდვიდან
შემოსავალი-ცვლადი ხარჯები. ახლა დავიანგარიშოთ ნაწარმის რაოდენობა , რომელიც
აუცილებელია გაიყიდოს, რათა მთლიანი ამონაგები გაუტოლდეს მუდმივ ხარჯებს.
ამისათვის საჭიროა მუდმივი ხარჯები გაიყოს ამონაგებზე. ანუ უზარალობის
წერტილი=მუდმივი ხარჯები : ამონაგებზე.
7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთშორისო სტანდარტები
ბუღალტრული აღრიცხვის საუკეთესო სისტემა არის ის, რომელიც: საწარმოს მიმდინარე
ფინანსურ საქმიანობას იოლად უდარებს წინანდელს და დაგეგმილ ფინანსურ მიზნებს ;
შესაძლებლობას იძლევა სწრაფად მოინახოს აუცილებელი მონაცემები და შედგეს
საგადასახადო დეკლარაციები და ფინანსური ანგარიშგებები ; იძლევა მაღალი ხარისხის
ინფორმაციას და მისი სისრულის გარანტიას; შესაძლებლობას იძლევა შეგროვილ და
გადამუშავებულ იქნას ინფორმაცია მინიმალური დანახარჯებით , მინიმუმამდე იქნას
დაყვანილი თაღლითობა და გაიძვერობა.
ბუღალტრული აღრიცხვის მიზანია გადმოსცეს ინფორმაცია ყველასათვის გასაგები ენით .
ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ციფრებით. ამისათვის მსოფლიოში ბევრი ქვეყანა
შეთანხმებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ
შორის საქართველოც. ეს სტანდარტები გულისხმობს იმას, რომ ყველა სახის
ბუღალტრული ინფორმაცია, იქნება ეს შემოსავალი, ხარჯი, ბალანსი თუ სხვა, აღინიშნება
რიცხვებით. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ფირმის მდგომარეობაში ნებისმიერი
ეროვნების ინვესტორს შეუძლია გაერკვეს თარჯიმნის გარეშე და ერთი თვალის
გადავლებით გაიგოს თუ რა ხდება მისთვის საინტერესო ფირმაში .
8. ბიზნესის მენეჯმენტის მიზანი, პრინციპები, მეთოდები და ფუნქციები

მიზანი არის ის საბოლოო მდგომარეობა, სასურველი შედეგი, რომლის მიღწევასაც


ცდილობს ნებისმიერი საწარმო. საწარმოს მომგებიანი, ეფექტიანი მუშაობა კი შესაძლებელია
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი სტრუქტურირებული და რეგულირებულია მართვის
პრინციპებისა და მის შესაბამისად შემუშავებული მეთოდების საფუძველზე, მენეჯმენტის
მიზნების მახასიათებლებია:

 მიზნის სიზუსტე და მკაფიოება


 მიზნის რაოდენობრივი გაზომვის შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა
დღევანდელი შეუდარდეს ხვალინდელს;
 მიზნის რეალურობა ანუ მისი განხორციელების შესაძლებლობა. უნდა დაისახოს
ისეთი მიზნები, რომლებიც არ აღემატება საწარმოს (მეწარმის) შესაძლებლობებს;
 მიზნის შესრულებისათვის დროის განრიგის მითითება (პირველ რიგში ყალიბდება
გრძელვადიანი მიზნები, ხოლო შემდეგ მის უზრუნველსაყოფად საშუალო და
მოკლევადიანი მიზნები);
 ურთიერთხელშემწყობი მიზნები. გადაწყვეტილებები და მოქმედებები, რომელიც
აუცილებელია ერთი მიზნის მისაღწევად, ხელს არ უნდა უშლიდეს სხვათა მიღწევას.

ბიზნესის მენეჯმენტის პრინციპებია: შემოქმედებითობისა და მეცნიერული


უზრუნველყოფის შეხამება, მიზანდასახულობა; სპეციალიზაციისა და უნივერსალიზაციის
შეხამება; თანმიმდევრულობა; უწყვეტობა; ცენტრალური ხელმძღვანელობისა და
თვითმართვის შეხამება; მუშაკთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე ყურადღების
კონცენტრაცია; უფლებებისა და პასუხისმგებლობების ერთიანობა; მართვის მონაწილეთა
შორის შეჯიბრებითობა; მმართველური გადაწყვეტილებების მიღებაში მშრომელთა ფართოდ
ჩაბმა.

მართვის ძირითადი ფუნქციებია: დაგეგმვა (რომლის შედეგია ბიზნეს-გეგმა), ორგანიზება,


მოტივაცია და კონტროლი.

დაგეგმვისას პასუხი უნდა გაეცეს სამ ძირითად კითხვას: რა მდგომარეობაშია ფირმა, რა


მდგომარეობაში გვსურს ვიხილოთ იგი და როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს?

ორგანიზება გულისხმობს მთლიანი სამუშაოს ცალკეულ ქვეგანაყოფებზე ან


სპეციალისტებზე გონივრულ განაწილებას და მათთვის ფუნქციებისა და უფლება-
მოვალეობის განსაზღვრას. მოკლედ, ორგანიზება გულისხმობს საწარმოს მართვის ისეთი
ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ოპტიმალური,
ოპერატიული და ეკონომიური.

მოტივაციის ფუნქციით ხორციელდება ფირმის მიზნების მიღწევისათვის მომუშავეთა


პირადი ინტერესების რეგულირება მატერიალური და მორალურ-ფსიქოლოგიური
სტიმულებით. სხვაგვარად, მოტივაცია გულისხმობს ხელქვეითთა მოთხოვნილებების
პირამიდის შესწავლას და მათზე გონივრული ზემოქმედებით საწარმოს მიზნების მიღწევას.

კონტროლის ფუნქციის ამოცანაა განსაზღვროს რა იყო დასახული მიზნად და როგორ იქნა


მიღწეული, ე. ი. გეგმიური და ფაქტობრივი მდგომარეობა შეუდარდეს ერთმანეთს, რათა
გაირკვეს ის დარღვევები, მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუშალეს ფირმას, რომ მომავალში
მაინც არ განმეორდეს ანალოგიური რამ. განასხვავებენ წინასწარ, მიმდინარე და დასკვნით
კონტროლს.

არსებობს მართვის სამი მეთოდი: 1. ეკონომიკური; 2.ადმინისტრაციული; 3. მორალურ-


ფსიქოლოგიური.
1.ეკონომიკური მეთოდის გამოყენების მექანიზმია: მოგებიდან წილის პროცენტი, პროდუქტის ფასი,
ხელფასი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მატერიალური ანაზღაურება, ან სანქციები.

2.ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენების მექანიზმია: ადმინისტრაციული (ბრძანება,


განკარგულება, მითითება) და ნორმატიული (კანონი, დებულება, ინსტრუქცია, ზემოდან დაშვებული
და სავალდებულო შესასრულებელი გეგმა).

3.მორალურ-ფსიქოლოგიური მეთოდის გამოყენების მექანიზმია: დარწმუნება, კრიტიკა,


ინფორმირება, ბრძანებით საყვედურისა და მადლობის გამოცხადება, სიგელით დაჯილდოება,
ადამიანების წინაშე ხელმძღვანელის საქებარი სიტყვები, გამოსვლა და სხვა.

3 ბილეთი
9. დაუზღვევადი და დაზღვევადი რისკები
არსებობს დაუზღვევადი და დაზღვევადი რისკები. დაუზღვევადია რისკები, რომელსაც
თავის თავზე არ იღებს სადაზღვევო კომპანია იმის გამო, რომ მაღალი საფრთხეების
შემცველი და ძნელად პროგნოზირებადია. ამასთან, მათთან დაკავშირებული ზარალის
სიდიდის ან ალბათობის წინასწარმეტყველება თითქმის შეუძლებელია . ამიტომაცაა , რომ
ამ რისკების დაზღვევას სადაზღვევო ორგანიზაციები, როგორც წესი, თავს არიდებენ . ესაა :
საბაზრო რისკები, რომელიც შეიძლება განიცადოს საწარმომ საქონელზე ფასების,
კონკურენციის, ინფლაციის, მოდის და მოთხოვნის ცვლილებების გამო; პოლიტიკური
რისკები ანუ ზარალი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს საომარი მოქმედებით ,
მთავრობის შეცვლით, ანდა მის მიერ დაწესებული შეზღუდვებით; პირადი
რისკები_დაკავშირებული სამუშაოს დაკარგვასთან, სიღარიბესთან; ზოგიერთი საწარმოო
რისკი, რომელიც გამოწვეულია ნედლეულის დეფიციტითა და უხარისხობით , ფიზიკური
კაპიტალის მორალური დაძველებით, მოწყობილობების არაეფექტიანობით , გაფიცვებით ,
საწარმოო შიდა კონფლიქტებითა და სხვა.
დაზღვევადი რისკები კი ისეთი რისკებია, რომელთაც სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ
იმის გამო, რომ მათზე მოსალოდნელი დანაკარგები და ზარალი ადვილად
პროგნოზირებადი და ანაზღაურებადია. წმინდა რისკების დიდი ნაწილი ექვემდებარება
დაზღვევას, ხოლო სპეკულიაციური რისკები დაუზღვევადია.
რა შემთხვეაშია რისკები დაზღვევადი? რისკები დაზღვევადია იმ შემთხვევაში, როდესაც
პასუხობს შემდეგ ოთხ კრიტერიუმს: 1)დანაკარგები ექვემდებარება ზუსტ აღრიცხვა -
შეფასებას. 2)დანაკარგები გამოწვეულია რაიმე არაკონტროლირებადი ,
გაუთვალისწინებელი მოვლენებით (მაგალითად, შენობაზე მეხის დაცემით ხანძრის
გაჩენა, წამყვანი მუშაკის სიკვდილი და სხვა) და არა მეწარმის ინსცენირებით , განზრახ
მოქმედებით მიყენებული ზარალით; 3)რისკი კავშირშია კლიენტთა დიდი რაოდენობის
საფრთხესთან (მაგალითად, ათასობით ფირმას აქვს საკუთარი სატვირთო ავტომანქანა
და სადაზღვევო კომპანიებიც მზად არინ დააზღვიონ ისინი საგზაოსატრანსპორტო
შემთხვევებისაგან); 4)საალბათო დანაკარგები არის ისე სერიოზული, რომ მეწარმე
დამოუკიდებლივ ვერ აუდის მის დაფარვას. მაგალითად, ხანძრისაგან საწარმოს
დანაკარგები შეიძლება დაზღვეული იქნას, რადგანაც ამას შესაძლოა მოჰყვეს მთელი
კომპანიის არსებობის შეწყვეტა. მაგრამ იგივე ხანძრის გამო ოცდაათთეთრიანი ფანქრის
დანაკარგი არ დაიზღვევა, რადგანაც იგი ერთობ მცირე ღირებულებისაა .
10. ბიზნესის მასშტაბის ეფექტი
გრძელვადიან პერიოდში ფირმა ესწრაფვის გააუმჯობესოს წარმოების მოცულობა ყველა
ფაქტორის გადიდებით ანუ ბიზნესის მასშტაბის გადიდებით. Წარმოებაში დამატებითი
ფაქტორების ჩართვა ანუ წარმოების (ბიზნესის) მასშტაბის გადიდება დადებით ,
უარყოფით ან უცვლელ ზეგავლენას ახდენს შრომის მწარმოებლურობაზე .
მასშტაბის ეფექტი დადებითია, თუ პროდუქციის რაოდენობის ზრდისას წარმოების
საშუალო საერთო ხარჯები (ე.ი. დანახარჯები პროდუქციის ერთეულზე –
თვითღირებულება) მცირდება; მასშტაბის ეფექტი უარყოფითია თუ ეს საშუალო საერთო
დანახარჯები (თვითღირებულება) იზრდება, ხოლო საშუალო ხარჯების უცვლელობის
პირობებში _ ეფექტი უცვლელია.
ბიზნესის მასშტაბების გაფართოებით გამოწვეული ეკონომია განპირობებულია იმით ,
რომ:
 მსხვილ ბიზნესში (საწარმოებში) რესურსები შედარებით დაბალ ფასებში შეიძინება
დიდი პარტიობით;
 საწარმოს სიდიდის ზრდის კვალობაზედ წარმოებაში და მართვაში უმჯობესდება
სპეციალიზაციის გამოყენების შესაძლებლობანი;
 მსხვილ ბიზნესში უკეთესი პირობებია მაღალმწარმოებლური და
ძვირადღირებული მოწყობილობების გამოყენებისა;
 მსხვილ ბიზნესში ადგილი აქვს საერთო ხარჯების (ელექტრო ენერგია , გათბობა )
ეკონომიას;
 მსხვილ ბიზნესში დიდი შესაძლებლობებია წარმოების ნარჩენების საფუძველზე
დამხმარე წარმოების განვითარებისა და საქმიანობის დივერსიფიკაციისა .
მსხვილ საწარმოებში უარყოფითი ეფექტი გამოხატულობას პოულობს მართვადობის
მოშლაში:
 ფირმა მოუქნელი ხდება, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებულ ფილიალებში
მართვის დაბალეფექტიანობის გამო;
 ძნელდება ფირმის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
რეალიზაციაზე კონტროლი;
 ცალკეული ქვედანაყოფების ლოკალური ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის
მთლიანად ფირმის ინტერესებთან;
 იზრდება ინფორმაციის გადაცემისა და დამუშავების ხარჯები . ყოველივე ზემოთ
თქმულის ცოდნა გვესაჭიროება იმისათვის, რომ შეგვეძლოს ბიზნესის ხარჯების
გაანგარიშება.
11. მენეჯერის სამი ძირითადი ტიპის უნარ-ჩვევა და მართვის ორგანიზების ხაზური
სტრუქტურა ბიზნესში
ორგანიზაციის სახეობისა და სიდიდის მიუხედავად მენეჯერები უნდა ფლობდნენ სამი
ძირითადი ტიპის უნარ-ჩვევებს. ესაა: ტექნიკური, კომუნიკაციური და ანალიტიკური. ამ
უნარ-ჩვევების ფლობისა და გამოყენების აუცილებლობა დამოკიდებულია მართვის
იერარქიაში მათ მიერ დაკავებულ დონეზე (საფეხურზე). შევნიშნავთ , რომ კომუნიკაციის
უნარი ანუ ადამიანებთან საქმიანი კონტაქტების, კავშირებისა და ურთიერთობების უნარი
აუცილებელია მართვის ყველა დონეზე; ანალიტიკური_მაღალ დონეზე; ტექნიკური კი _
განსაკუთრებით დაბალ და მეტნაკლებად სხვა დონეებზე.
ტექნიკური უნარ_ჩვევები ესაა განსაზღვრული სამუშაოს შესრულების უნარი. როგორც
ითქვა, ტექნიკური უნარ_ჩვევები აუცილებელია დაბალი რგოლის
ხელმძღვანელებისათვის. ამას გარდა, ყველა მმართველი მეტნაკლებად უნდა ფლობდეს
ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. ესაა: კომპიუტერზე ტექსტის დაბეჭდვა-წაკითხვა, საინტერესო
მასალის მოძებნა, ინფორმაციის მიღება-გაგზავნა და სხვა;
კომუნიკაციის უნარი. მარტივად, კომუნიკაცია არის ინფორმაციის, გამოცდილებისა და
ცნობების გაცვლის პროცესი. ეს უნარი აუცილებელია იმისათვის, რომ კარგად გაუგოთ
სხვა ადამიანებს და ეფექტიანად იურთიერთოთ მათთან. ეს არის არა მხოლოდ თქმის ,
არამედ მოსმენის, აზრთა გაცვლის, ურთიერთობის, ასევე, ინფორმაციული საშუალებების
შერჩევის უნარიც.
ანალიტიკური უნარ-ჩვევები. ეს არის უნარი ორგანიზაციას ხედავდე მთლიანობაში და
ერკვეოდე მის ნაწილებს შორის ურთიერთკავშირებში. მასში შედის: ინფორმაციის
მოპოვების, დამუშავება-ანალიზის, ურთიერთკავშირების დადგენის , პრობლემებისა და
კეთილსასურველი შესაძლებლობების გამოვლენის, დასკვნების ფორმულირების,
გადაწყვეტილების მიღების, გეგმების შედგენისა და სხვათა უნარი .
პრაქტიკაში გავრცელებულია მართვის ორგანიზების ხაზური სტრუქტურა, რომელიც
ჩვეულებრივ გამოიყენება იმ საწარმოებში, სადაც ათამდე მუშაკია და ადგილი არა აქვს
რთულ წარმოებასა და წარმოებებს შორის კოოპერაციულ კავშირებს. ამ დროს
ხელმძღვანელთა უფლებამოსილება გამომდინარეობს მათი უფლებებიდან მუშაკთა
დაქირავებისა და განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ხაზური სტრუქტურის დროს
ადგილი აქვს ხელქვეითზე ხელისუფლების ძალით ზემოქმედებას –„გააკეთე ესა და ეს და
ახლავე!“ და ერთპიროვნულობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მუშაკი
ექვემდებარება მხოლოდ ერთ ხელმძღვანელს. იმის გამო, რომ არავინ ასრულებს შტაბურ
ფუნქციას, ხელმძღვანელს თვით უხდება ყველა ფუნქციის (დაგეგმვა, მომარაგება,
წარმოება, გასაღება, კონტროლი) შესრულება, რაც საანალიზო სტრუქტურის მთავარი
ნაკლოვანებაა. კომპეტენტური ერთპიროვნული მმართველის შემთხვევაში არსებობს
წარმატების დიდი შანსი და პირიქით.
12. ბაზრის კომპლექსური შესწავლა

მარკეტინგული კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ბაზრის გამოკვლევა. ეს


იმიტომ, რომ ამგვარი გამოკვლევა ხელს უწყობს ბაზრის შესახებ ინფორმაციაზე
მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და შესაძლებლობას იძლევა პასუხი გაეცეს კითხვებს: რა
ვაწარმოოთ, რამდენი სად, როდის, რა ფასად გავყიდოთ? როგორია ბაზრის კონიუნქტურა.
ვინ არიან კონკურენტები? რაში მდგომარეობს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები? და სხვა.
საწარმოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი გამოკვლევა ჩატარდეს არა
მხოლოდ საქმიანობის დასაწყისში, არამედ მთელი მისი ფუნქციონირების მანძილზე.
ცხადია, ამგვარი გამოკვლევების ეფექტიანობა თავად მეწარმეზეა დამოკიდებული და დიდ
გავლენას ახდენს ბიზნესის წარმატებაზე.

ნებისმიერი მარკეტინგული გამოკვლევის მიზანია. არსებული სიტუაციის ობიექტური


შეფასება და ბაზრის განვითარების სწორი პროგნოზი. შევნიშნავთ, რომ ბაზრის გამოკვლევა
მაშინ არის მიზანმიმართული, როდესაც სწორ ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ
საწარმო რომელი საქონლით უნდა გავიდეს ბაზარზე. ამიტომაა, რომ ბაზრის ანალიზი
უწინარეს ყოვლისა საქონლით იწყება, საიდანაც უნდა გაირკვეს მოცემული საქონლის
ღირსებები და კონკურენტების საქონელის მიმართ უპირატესობანი;

მარკეტინგული კვლევის პროცესის ოპერაციებია (ეტაპებია):

• პრობლემისა და მის შესახებ საჭირო ინფორმაციის განსაზღვრა:

• ინფორმაციის მოძიება-შეგროვება,

• მეორადი ინფორმაციის ანალიზი.

• პირველადი ინფორმაციის ანალიზი,

• კვლევის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება

4 ბილეთი

13. წარმოების ხარჯების ანალიზი და შემცირების გზები

წარმოების ხარჯების ანალიზისას გამოყოფენ ხარჯების შემდეგ ეკონომიკურ ელემენტებს:

 ნედლეული და ძირითადი მასალები;


 ნაყიდი მაკომპლექტებელი ნაკეთობანი და ნახევარფაბრიკატები;
 დამხმარე მასალები;
 სათბობი და ენერგია;
 ხელფასი;
 ძირითადი კაპიტალის ამორტიზაცია;
 სხვა ფულადი ხარჯები.

ხარჯების ცალკეული სახეობების ღირებულების თანაფარდობა მთლიან ხარჯებთან


გვიჩვენებს თვითღირებულების სტრუქტურას, რაც დარგების მიხედვით მნიშვნელოვნად
განსხვავებულია. ასე მაგალითად, მომპოვებელ დარგებში მაღალია ხელფასის ხვედრითი
წილი, ეს მაშინ, როდესაც მსუბუქ და კვების მრეწველობაში ნედლეულისა და მასალების
ხარჯი შეადგენს დანახარჯთა საერთო ჯამის 80-90%-ს, ელექტროსადგური კი მაღალი
კაპიტალტევადობით გამოირჩევა.

ფირმის მომგებიანობის გარკვევისათვის საჭიროა პროდუქციის ერთეულის


თვითღირებულების გაანგარიშება, რასაც კალკულაცია ეწოდება.

როგორც ითქვა, მეწარმე, რომელიც მოგების მიღებას ესწრაფვის, დღენიადაგ ხარჯების


შემცირებაზე ფიქრში უნდა იყოს, ვინაიდან ზარალიანი საწარმოების მხარდაჭერა საბაზრო
ეკონომიკის პირობებში გამონაკლისია და არა წესი, რასაც სოციალიზმის დროს ჰქონდა
ადგილი. ხაზგასასმელია, რომ ხშირად ხარჯების ეკონომია თავად მოითხოვს გარკვეული
შრომის, კაპიტალის და ფინანსურ ხარჯებს. ამიტომ დანახარჯები ხარჯების ეკონომიისათვის
მაშინ არის გამართლებული, როცა ეკონომიის ეფექტი ბევრად სჭარბობს მის მიღებაზე
გაწეულ ხარჯებს. სხვაგვარად, არც დამატებითი ხარჯები და არც ეკონომია თვითმიზანი არ
არის. ისინი ეკონომიკურად მაშინ არიან გამართლებულნი, როდესაც ზრდიან მოგებას.

მეწარმემ ხარჯების შემცირების მიზნით მუდმივი და ცვალებადი კაპიტალი ისეთი


თანაფარდობით უნდა შეარჩიოს, რომ ჯერ ერთი, არცერთი ფაქტორი არ მოცდეს, და მეორე,
საჭირო რაოდენობის პროდუქცია წარმოებული იქნას მინიმალური დანახარჯებით. თუ
ბაზარზე შრომა უფრო იაფია ვიდრე კაპიტალი, მაშინ მეწარმემ წარმოებაში დიდი
რაოდენობით შრომა უნდა შეიყვანოს; თუ საქონელზე მოთხოვნა დაეცა, ხოლო მის
წარმოებისათვის საჭირო რესურსებზე ფასები გაიზარდა, მაშინ დამატებითი პროდუქციის
წარმოებას სჯობია რესურსების გაყიდვა; თუ მოსალოდნელია ნედლეულზე ფასების ზრდა,
მაშინ ხელსაყრელია დიდი მარაგების გაკეთება; საწარმოში ახალი ტექნიკისა და
ტექნოლოგიის დანერგვა მაღალკვალიფიციური მუშაკის დაქირავებას მოითხოვს, რაც,
შესაბამისად, ზრდის მასზე მოთხოვნას და მის დაქირავებაზე ხარჯებს. მოკლედ, მეწარმემ,
კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტორების იმდაგვარი კომბინაცია უნდა
მოახდინოს, რომ რესურსების მინიმალური დანახარჯებით მიიღოს პროდუქციის წინასწარ
განსაზღვრული მოცულობა.

14. ოპერაციული მენეჯმენტი, როგორც ბიზნესის სტრატეგიის რეალიზაცია


როგორც ითქვა, ყოველი საწარმო მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით ქმნის
სამომხმარებლო ფასეულობას. თანამედროვე ბიზნესის მენეჯმენტში ტერმინი „წარმოება“ და
„ოპერაცია“ ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოიყენება. სინამდვილეში, ტერმინი „ოპერაცია“ უფრო
ფართოა და იგი რესურსების გადამუშავებით ნაწარმის დამზადებასთან ერთად მოიცავს წარმოების
უზრუნველყოფის სხვა მომსახურე სისტემებსაც. ესაა: ნედლეულისა და მასალების შესყიდვა;
შემოტანილი ნედლეულისა და მასალების შემოწმება და შენახვა; შესყიდული ნედლეულისა და
მასალების, დეტალების ტრანსფორმაცია პროდუქტად; ხარისხის კონტროლი; მზა ნაწარმის შენახვა და
განაწილება_რეალიზება.

ამიტომაა, რომ ოპერაციულ მენეჯმენტში მოიაზრება არა მხოლოდ საწარმოო მენეჯმენტი, არამედ
ლოგისტიკაც, ინოვაციური მენეჯმენტიც, მარაგებისა და ხარისხის მართვაც და ბიზნესის
ორგანიზაციის სხვა მდგენელებიც.

ოპერაციული მენეჯმენტი, უწინარეს ყოვლისა, ბიზნესის სტრატეგიის რეალიზაცია ანუ


ფასეულობების შექმნისა და მათი მომხმარებლებამდე დაყვანის ოპერაციათა ერთობლიობაა. ამ
ასპექტში, ოპერაციული მენეჯმენტი აკონტროლებს მზა პროდუქციის შექმნის მთლიან პროცესს, მზა
პროდუქციისა, რომელსაც საწარმოო რესურსებზე უფრო მეტი ფასეულობა აქვს. ნაწარმის დამზადება
არის არა მხოლოდ პროდუქციის დაპროექტება, მოდერნიზაცია და პერსონალის მომზადება, არამედ
მთლიანად ამ პროცესის უზრუნველყოფაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერაციული მენეჯერის
ზრუნვის საგანია, როგორც გამოკვლევების ჩატარება, ახალი პროდუქციის შემუშავება, ახალი
ტექნოლოგიების დანერგვა, მომარაგება, სამრეწველო წარმოება და გასაღება, ისე მომხმარებელთა
მომსახურება.

ოპერაციულ მენეჯერებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმაზე, რომ ფირმა ფლობდეს წარმოებისა და


ორგანიზაციის მოწინავე მეთოდებს, ახორციელებდეს უწყვეტ მოდერნიზაციას და ინარჩუნებდეს
მოწინავე პოზიციებს. წარმოების სრულყოფა შესაძლებელია მრავალი მიმართულებით. ესაა:
წარმოებრივი პროცესისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება; წუნის პროცენტის შემცირება;
ახალი პროდუქციის შემუშავებისა და გამოშვების დაჩქარება; სრულყოფილი ტექნოლოგიების
დანერგვა; სრულყოფილი, ახალი მოწყობილობების გამოყენება; სიმძლავრეების გაფართოება;
ხარისხის კონტროლისა და შეკვეთილი პროდუქციის გადატვირთვის ოპერატიულობის
გაუმჯობესება; მომარაგებისა და შესყიდვის სისტემის რაციონალიზაცია; მეორე ხარისხოვანი
საწარმოო ფუნქციების სუბმოიჯარეებისადმი გადაცემა; წარმოების უნარჩენო წარმოებად გარდაქმნა;
მოწინავე ტექნიკისა და შრომის სტიმულირების პროგრესული სისტემის გამოყენება; გაცდენებისა და
მოცდენების რაოდენობის მინიმიზება; სამუშაო ადგილების მოწესრიგება; ორგანიზებული სწავლების
სიტემის ჩამოყალიბება; ეფექტიანობის ამაღლება და ყოველივე ამით მომხმარებელთა
მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება.

ჩამოთვლილი მიმართულებებით მოწინავე პოზიციების დაკავებისა და, საერთოდ, წარმოების


მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისათვის, საჭიროა არსებული მდგომარეობის გულდასმით ანალიზი,
ობიექტური შეფასება და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად უწყვეტი პოზიტიური ცვლილებები.

კონკურენტებზე გამარჯვებისათვის, ფასზე და ხარისხზე დიდ ზრუნვასთან ერთად, ყველა ფირმა


უნდა ცდილობდეს დანერგოს ნოვატორული ტექნიკა_ტექნოლოგია და ამ გზით უკეთ
დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილებანი.

15. მართვის ორგანიზების ფუნქციონალური და ხაზობრივ-ფუნქციონალური სტრუქტურა


ბიზნესში
მართვის ორგანიზების ხაზური სტრუქტურის ნაკლოვანების აღმოფხვრას ემსახურება
მართვის ორგანიზების ფუნქციონალური სტრუქტურა, რაც მართვის გართულებისა და
სპეციალიზაციის შედეგია და რაც მართვის აპარატში შრომის ჰორიზონტალურ
დანაწილებას მოითხოვს. მართვის ორგანიზების ფუნქციური სტრუქტურის დროს მუშაკი
შეიძლება დაექვემდებაროს ორ ან მეტ ხელმძღვანელს. ცხადია, ასეთ ვითარებაში
პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში მუშაკმა არ იცის ვის მიმართოს და
ხელმძღვანელთაგანაც არცერთი არ აგებს პასუხს მუშაკთა საქმიანობაზე , რაც იწვევს
ქაოსს. მოკლედ, თუ ხაზობრივ მენეჯერს შეუძლია უბრძანოს თავის ხელქვეითს: „გააკეთე
ესა და ეს და ახლავე!“, შტაბური ხელმძღვანელი იძლევა რჩევას „ეს უნდა გააკეთოთ
ასეთნაირად, რადგანაც ეს საუკეთესო ვარიანტია“. სხვა სიტყვებით, ხაზობრივი
უფლებამოსილება გულისხმობს ხელისუფლების ძალის გამოყენებას , რომელსაც
ხელმძღვანელი ფლობს ხელქვეითთან მიმართებაში, ხოლო შტაბური უფლებამოსილება
გულისხმობს პროფესიული ცოდნით ზემოქმედებას, რომელსაც ერთი ადამიანი ფლობს
მეორისაგან განსხვავებით. ხაზური და შტაბური უფლებამოსილების მეორე განსხვავებაა
ისა, რომ ხაზობრივი ქვეგანყოფილების ამოცანაა პროდუქციის წარმოება და მისი
რეალიზება, ხოლო შტაბურისა–იდეების გენერირება, რომელიც მიმართულია საწარმოს
მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისაკენ.
საწარმოში ათზე მეტი მუშაკის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი ხდება ხაზობრივ-
ფუნქციონალურ სტრუქტურაზე გადასვლა. სამწუხაროდ, ასეთ გადასვლას ხშირად თან
სდევს პრობლემები, განსაკუთრებით სწრაფად მზარდ საწარმოში, როდესაც , მაგალითად ,
მეწარმე ერთ-ერთ თავის პოსტს უთმობს ახლად დაქირავებულ ბუღალტერს ან ბაზრის
კვლევის სპეციალისტს. აღნიშნული ცვლილება საწარმოს ვეტერანმა მუშაკებმა შეიძლება
აღიქვან უკმაყოფილებით, შტაბურ მუშაკებს შეხედონ, როგორც თვითმარქვიებს და
დაძაბოს კოლექტივს შიდა მორალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფერო. ასეთ სიტუაციაში
ისინი ხშირად აცხადებენ: „ჩვენ მათ გარეშეც მშვენივრად გავდიოდით იოლად , მაშ რაში
გვჭირდება ისინი? მათ რა იციან თუ როგორ ვმუშაობთ? მათ ხელიც არასოდეს გაუსვრიათ.
მათ უბრალოდ ისიც კი არ იციან, თუ როგორ მზადდება ჩვენი პროდუქცია. ვის რად უნდა
ისინი?!“ ასეთი და ანალოგიური პრობლემის აღმოფხვრის საუკეთესო ხერხია მისი არ
დაშვება დასაწყისშივე. მაშასადამე, საწარმოს გახსნამდე ორგანიზაცია ისეთნაირად უნდა
დაიგეგმოს, რომ თითქოს უკვე არსებობს სხვასხვა საშტატო თანამდებობა დასაკავებლად ,
ე. ი. წინდაწინ უნდა შემუშავდეს ორგანიზაციული სქემა, სადაც მითითებული იქნება
როგორც ხაზობრივი, ისე შტაბური (ფუნქციური) თანამდებობები, თანამდებებრივი
ინსტრუქციები და მათი ურთიერთდაქვემდებარება (სუბორდინაციაუფროსისადმი
უმცროსის დაქვემდებარება).
ხაზობრივ-ფუნქციონალურ სტრუქტურას ზოგჯერ კომბინირებულ სტრუქტურასაც
უწოდებენ, რადგანაც მასში ერთდროულად ვხვდებით ხაზობრივი და ფუნქციური
სტრუქტურის ელემენტებს. ამ დროს შენარჩუნებულია განყოფილებების სპეციალიზაცია
რომელიმე ფუნქციაზე და ხაზობრივი ხელმძღვანელობისათვის დამახასიათებელი
ერთმართველობა, რის გამოც მაღლდება მენეჯმენტის დონე, რადგანაც
გადაწყვეტილების მიღებაში ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობს რომელიმე
ფუნქციური განყოფილება ან სპეციალისტი. მაგალითად, მუშაკის სამუშაოდან
განთავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად დირექტორმა
შეიძლება კონსულტაცია მიიღოს იურისტისაგან, ან მუშაკის სამუშაოზე მიღებასთან და
დაწინაურებასთან დაკავშირებით რჩევა მიიღოს პერსონალის მართვის
განყოფილებისაგან. საანალიზო სტრუქტურას ღირსებებთან ერთად ახასიათებს
ნაკლოვანებანიც. კერძოდ, რადგანაც გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე სუბიექტი
მონაწილეობს, შეიძლება წარმოიშვას გაუგებრობა: ერთმა დაადანაშაულოს მეორე
სამუშაოს არაეფექტიანი შესრულებისათვის. Საშტაბო მენეჯერს შეიძლება აღიზიანებდეს
ხაზოვანი მენეჯერის თანამდებებრივი სტატუსი და პირიქით, შესაძლოა ხაზოვან მენეჯერს
არ სიამოვნებდეს საშტაბო მენეჯერის აზრის თავს მოხვევა და მრავალი სხვა .

16. ინფორმაციის როლი მარკეტინგში

ბიზნესის ეფექტიან წარმართვაში უაღრესად დიდია ინფორმაციის როლი და მნიშვნელობა


საქმიანი ინფორმაცია არის მონაცემები ბიზნესის შიგა და გარე გარემოში არსებული
მდგომარეობის შესახებ.

განასხვავებენ პირველად და მეორად ინფორმაციას. პირველადი მონაცემები ეს არის


ინფორმაცია, რომელიც შეკრებილია პირველად, რაიმე კონკრეტული საკვლევი პრობლემის
ან საკითხის გადაწყვეტისათვის პირველადი მონაცემების შეგროვებისთვის მკვლევარმა -
მარკენტოლოგმა უნდა განსაზღვროს: ვინ ან რა უნდა იყოს მისი ყურადღების ობიექტი? რა
ინფორმაცია უნდა იქნას შეკრებილი? ვინ უნდა შეაგროვოს მონაცემები? ინფორმაციის
შეგროვებისათვის რომელი მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული? რა დაჯდება გამოკვლევა
და სხვა.

პირველადი ინფორმაციის მოპოვება-შეგროვება ხორციელდება ოთხი ძირითადი მეთოდით,


ესაა: გამოკითხვა, დაკვირვება, ექსპერიმენტი და იმიტაცია. გამოკითხვის დროს ხდება
მომხმარებლების, მოსახლეობის აზრის სისტემატური შესწავლა უშუალოდ, ტელეფონით ან
ანკეტური მეთოდებით გამოკითხვა შეიძლება იყოს ანონიმური და არაანონიმური.
დაკვირვების მეთოდის დროს მომხმარებელს აფასებენ გაყიდული ქვითრების მიხედვით,
ასევე, იმის მიხედვით თუ რომელ საქონელზეა მაღალი და მომგებიანი ფასი, რომელი
საქონელი არ ჩერდება დახლზე ანუ სწრაფად იყიდება. არც თუ იშვიათად მომხმარებლებზე
დაკვირვება ხდება შენიღბული კამერითა და სარკითაც. ექსპერიმენტის მეთოდის
შემთხვევაში მარკეტინგის სხვა ელემენტების უცვლელობის პირობებში ხდება მისი ერთ-
ერთი ელემენტის (ვთქვათ, შეფუთვის) ცვლა.

პირველად მონაცემებს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვისებები ახე მაგალითად,
ღირსებაა ის, რომ ადვილად შესაძლებელია მონაცემების მოპოვება და კონკურენტებისაგან
მათი დაცვა არ არსებობს წინააღმდეგობანი სხვადასხვა წყაროებით მოპოვებულ მონაცემებს
შორის; მაღალია მათი საიმედოობის დონე. პირველად მონაცემებს გააჩნიათ უარყოფითი
მხარეებიც კერძოდ მათი შეგროვება მოითხოვს დიდ დროსა და დანახარჯებს;

მეორადი ინფორმაცია შეიძლება იყოს: შიგა და გარე.

გარე მეორადი ინფორმაცია, თავის მხრივ, შეიძლება იყოს: ოფიციალური და


არაოფიციალური გარე ოფიციალურს მიეკუთვნება მთავრობის მიერ გამოქვეყნებული
სტატისტიკური ინფორმაცია: ფასების, ვალუტის კურსის, მოსახლეობის რაოდენობის,
სქესობრივ-ასაკობრივი, ეროვნული შემადგენლობის, შემოსავლების და სხვათა შესახებ; გარე
არაოფიციალურს მიეკუთვნება: გაზეთებით, დარგობრივი ჟურნალებით, ცნობარებით,
ბროშურებით, წიგნებით, მონოგრაფიებითა და სხვათა მეშვეობით გავრცელებული
სპეციალური ინფორმაცია.

მეორადი ინფორმაციას გააჩნია რიგი დადებითი მხარეები, კერძოდ, მისი შეგროვება


შედარებით იაფია, რადგანაც არ მოითხოვს ინფორმაციის საკუთრივ ფირმის მიერ
შეგროვებას. ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს შეზღუდულ დროში ზედმეტი დანახარჯების
გარეშე და სხვა. აღნიშნული ღირსებების გარდა მეორადი ინფორმაციას გააჩნია
ნაკლოვანებებიც. კერძოდ, ამ სახეობის ინფორმაცია ზოგჯერ არის მოძველებული.

5 ბილეთი

17. ბიზნეს-გარიგებები და ეკონომიკური რესურსების თავმოყრა

შევნიშნავთ, რომ მეწარმეს, ტექნოლოგებისაგან განსხვავებით, აინტერესებს არა ის, რამდენი


ტონა ნედლეული და მასალაა საჭირო ამათუიმ პროდუქციის წარმოებისათვის, არამედ ის
თუ რა ღირს საჭირო რესურსები და როგორ იყიდება დამზადებული პროდუქცია, ანუ
როგორია წარმოების ხარჯები, შემოსავალი და მოგება.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც მარკეტინგის განყოფილება განსაზღვრავს რა, ვისთვის, რამდენი,
როდის და რა ფასად იქნას წარმოებული, დღის წესრიგში დგება მისი დამზადებისათვის
საკვანძო ფაქტორების თავმოყრისა და, შესაბამისად, მომხმარებელთათვის გარკვეული
ფასეულობების წარმოების საკითხი.

რესურსების შეძენამდე აუცილებელია, ასევე, პარტნიორებთან მოლაპარაკებები, კონტაქტები


და შემდეგ კონტრაქტები (გარიგებები, ხელშეკრულებები). გარიგება ნიშნავს შეთანხმებას ორ
ან რამდენიმე მეწარმეს შორის, რომლის შესაბამისად მხარეები კისრულობენ ვალდებულებას,
ვთქვათ, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პირობების საფუძველზე შესაბამისი
საზღაურით საქონლისა ან მომსახურების მიწოდების შესახებ. მხარეები ვალდებულნი არიან
დაიცვან თავიანთი უფლება-მოვალეობანი.
ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი და ზეპირი. ზეპირი ხელშეკრულება დავის
წარმოშობის შემთხვევაში სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის იურიდიულ საფუძველს
არ წარმოადგენს. განასხვავებენ, ასევე, პირდაპირ და საშუამავლო გარიგებებს. პირდაპირი
გარიგებები იდება მეწარმის მიერ უშუალოდ მისთვის აუცილებელი საქონლის
მფლობელებთან. საშუამავლო გარიგებების დროს კი მეწარმე მის მიერ შესაძენი საქონლის
მფლობელს უკავშირდება სხვათა (შუამავლების) მეშვეობით. ბიზნეს-გარიგება მაშინ იძენს
იურიდიულ ძალას, როდესაც იგი გაფორმებულია მოქმედი სამართლებრივი ნორმების
შესაბამისად. თითოეულ ბიზნეს-ოპერაციას თან ახლავს რამდენიმე გარიგება მეწარმესა და
წარმოების სხვადასხვა ფაქტორების მესაკუთრეებს შორის, რომელსაც იძენს მეწარმე
მოცემულ ოპერაციაში გამოსაყენებლად.

მეწარმე ეკონომიკური რესუსებიდან პირველ რიგში იძენს ფულად რესუსებს. ბიზნესში


ეკონომიკური რესურსების

თავმოყრასთან დაკავშირებით იდება შემდეგი სახის ხელშეკრულებები (გარიგებები):

ნასყიდობის ხელშეკრულება_გამყიდველი მყიდველს გადასცემს ნედლეულს, მასალებს,


დაზგა_დანადგარებს, მასზე საკუთრების უფლებას და შესაბამის საბუთებს, ხოლო
მყიდველი უხდის გამყიდველს შესაბამის თანხას;

სასესხო ხელშეკრულება_კრედიტორი მსესხებელს დროებით სარგებლობაში გადასცემს


ფულს, ეს უკანასკნელი კი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იგივე თანხა
პროცენტითურთ;

შრომითი ხელშეკრულება_დაქირავებული მუშაკი კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს


გარკვეული სამუშაო, რისთვისაც დამქირავებელი უხდის მას შეთანხმებულ საზღაურს;

საიჯარო ხელშეკრულება_მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს განსაზღვრულ ქონებას დროებით


სარგებლობაში, რისთვისაც მოიჯარე იხდის დათქმულ ვადაში საიჯარო ქირას ფულით ან
ნატურით;

ლიზინგის ხელშეკრულება_სალიზინგო ფირმა დაამზადებს ან შეიძენს და მიმღებს


გადასცემს განსაზღვრულ ქონებას, რისთვისაც ეს უკანასკნელი იხდის საზღაურს გარკვეული
პერიოდულობით;

ფრანჩაიზის ხელშეკრულება_ფრანჩაიზის მიმცემი მიმღებს ხანგრძილივი ვადით გადასცემს


არამატერიალური ქონების (სასაქონლო ან სავაჭრო ნიშნები, ნიმუშები,

საქონლის წარმოების შეძენის, შეფუთვის, გასაღების, საქმის ორგანიზების კონცეფცია)


გამოყენების უფლებას, რისთვისაც ეს უკანასკნელი იხდის გარკვეულ საფასურს და სხვა.

ჩამოთვლილი გარიგებების საფუძველზე ხორციელდება ეკონომიკური რესურსების


თავმოყრა და მათი საქონლად და მომსახურებად გარდაქმნა ანუ წარმოების პროცესი.
ბიზნესის მართვის ფუნქციები: წარმოება, დაფინანსება, მარკეტინგი და სხვა, სწორედ
სამომხმარებლო ფასეულობების შექმნისათვის ხორციელდება. თუ შექმნილია ფასეულობა,
მისი რეალიზაციიდან შემოსავლის ნაწილი მოგების სახით რჩება კომპანიას, ნაწილი მაღალი
ხელფასის სახით ეძლევა მუშაკებს, ნაწილი_აქციონერებს, ნაწილი_ სახელმწიფოს და ყველა
თავისებურად ბედნიერია.
18. მარკეტინგის ძირითდი კონცეფციები ბიზნესში
მარკეტინგი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული მართვის შეხედულებათა
სისტემა, გულისხმობს შემდეგ კონცეფციებს: წარმოების სრულყოფის კონცეფცია,
საქონლის სრულყოფის კონცეფცია, კომერციული ძალისხმევის ინტენსიფიკაციის
კონცეფცია, მარკეტინგის კონცეფცია და სოციალურ_ეთიკური მარკეტინგის კონცეფცია .
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
წარმოების სრულყოფის კონცეფცია. აღნიშნული კონცეფციის გამოყენება
მიზანშეწონილია, როდესაც:
1) სახეზეა გამყიდველის ბაზარი ანუ მიწოდება ჩამორჩება მოთხოვნას;
2) ძალზედ მაღალია პროდუქციის თვითღირებულება.
ასეთ ვითარებაში, მეწარმეები, ერთი მხრივ, თავიანთ ძლისხმევას მიმართავენ წარმოების
შემდგომი გაფართოებისაკენ და, მეორეს მხრივ, შრომის ნაყოფიერების ამაღლების
საფუძველზე თვითღირებულების შემცირებისაკენ.
საქონლის სრულყოფის კონცეფცია შეესაბამება მყიდველის ბაზარს ანუ ბაზარს, სადაც
მიწოდება აღემატება მოთხოვნას. ამ შემთხვევაში მყიდველი იძენს იმ საქონელს,
რომელიც უკეთესი ხარისხისაა. ასეთ პირობებში მეწარმენი ზრუნავენ საქონლის
ხარისხის, სამომხმარებლო თვისებების, მისი დიზაინისა და შეფუთვის მუდმივ
გაუმჯობესებაზე, რათა კლიენტებს მისი შეძენის მეტი სურვილი აღუძრან.
მარკეტინგის კონცეფცია ანუ მთლიანად მომხმარებელზე ორიენტირებული კონცეფცია
გამოიყენება ბაზარზე, სადაც მყიდველი დომინირებს ანუ, სადაც მოთხოვნა საკმაოდ
ჩამორჩება მიწოდებას. ასეთ სიტუაციაში პროდუქციის რეალიზაციისათვის აუცილებელია
ბაზრის ყოველმხრივი შესწავლა და მომხმარებელთა მოთხოვნილებების მაქსიმალურად
სრულად გათვალისწინება.
სოციალურ_ეთიკური მარკეტინგის კონცეფცია მომხმარებელთა მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას უშუალოდ უკავშირებს მთელი საზოგადოების ინტერესებს. ის რაც
სასარგებლოა ცალკეული მომხმარებლისათვის ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის,
საზიანო არ უნდა იყოს საზოგადოებისათვის. ამისათვის კი აუცილებელია საქმიანობის
ეთიკური ნორმების დაცვა და ბაზარზე ჯანმრთელობისათვის უვნებელი , ეკოლოგიურად
სუფთა პროდუქციის მიწოდება, რომელიც იმავდროულად უარყოფითად არ იმოქმედებს
ადამიანთა ზნეობაზე, ეკოლოგიაზე და სხვა.

19.საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის ობიექტური აუცილებლობა


არსებობს რიგი მიზეზები, რის გამოც თანამედროვე სტუდენტები და სპეციალისტები უნდა
ფლობდნენ საერთაშორისო ბიზნესს: პრაქტიკულად ყველა მსხვილი კომპანია, სადაც
სტუდენტებს მოუწევთ მუშაობა მომავალში, ან ანხორციელებს საერთაშორისო საქმიან
ოპერაციებს, ან ამათუიმ ფორმით ჩართულია ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესებში .
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მომავალმა სპეციალისტებმა იქონიონ
კარიერული ზრდის კარგი შესაძლებლობა და დაამყარონ სასარგებლო კომუნიკაციები
სხვა მენეჯერებთან, ისინი კარგად უნდა ერკვეოდნენ საერთაშორისო კომერციული
საქმიანობის საკითხებში. მაგალითად, მომავალი მენეჯერისათვის პირველი სამუშაო
დავალება შეიძლება იყოს იმ გუნდის მუშაობაში მონაწილეობა , რომელიც დაკავებულია
ერთ-ერთი საერთაშორისო ბიზნეს-პროექტის რეალიზაციით. ამ გუნდის შემადგენლობაში
შეიძლება იყვნენ სპეციალისტები რუსეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან , აშშ -დან და ა .
შ. საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლების ცოდნა კი დაეხმარება მათ უფრო ღრმად
გაერკვნენ ამ გუნდის ჩამოყალიბების მიზეზებში და მათ წინაშე მდგარ პრობლემებში ,
ასევე, კოლეგებთან ეფექტიანი ურთიერთქმედების ხერხების გამოძებნაში ;
შესაძლებელია მომავალ სპეციალისტს მუშაობა მოუწიოს იმ კორპორაციის კუთვნილ
ფირმაში, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს სხვა ქვეყანაში.
საერთაშორისო ბიზნესის სფეროში, ასევე, სულ უფრო მეტად ერთვებიან მცირე
კომპანიები. ასე მაგალითად, ახალი მცირე კომპანიის გახსნის შემთხვევაში მეწარმე
შეიძლება წააწყდეს საღვარგარეთული მასალების ან მოწყობილობის გამოყენების
აუცილებლობას, უცხოურ კომპანიებთან კონკურენციას, უცხოურ ბაზარზე საკუთარი
პროდუქციის გასაღების შესაძლებლობას და სხვას. ვაჭრობის ელვისებურმა
განვითარებამ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ახალი
შესაძლებლობა გახსნა მცირე კომპანიებისათვის. წინათ საგარეო ბაზარზე გასვლისათვის ,
კომპანიებს რუდუნებით მუშაობა უწევდათ პროდუქციის განაწილების ცენტრების ქსელის
ჩამოყალიბებაზე, ასევე, უცხოურ ქვეყნებში საკუთარი სავაჭრო ნიშნის ცნობადობის
უზრუნველყოფაზე. ამ პროცესების რეალიზაცია ბევრად ხელსაყრელ პირობებში აყენებდა
მსხვილ კომპანიებს მცირე ფირმებთან შედარებით. თანამედროვე პირობებში კარგად
დამუშავებული ვებ-საიტი კი შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერმა კომპანიამ , მისი
სიდიდის მიუხედავად, გააფართოოს თავის ბიზნესი იმ სეგმენტზე, რომელიც მოიცავს
მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში, ამ ქვეყნებში ფიზიკურად ყოფნის გარეშე . ასეთი
შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აიოლებს მცირე კომპანიების მსოფლიო ბაზარზე
გასვლას. ამას გარდა, ინფომაციული ტექნოლოგიების, კერძოდ, ინტერნეტის გამოყენება ,
მცირე ფირმებს შესაძლებლობას აძლევს ხარჯების შემცირებისა და შედარებით მსხვილ
კომპანიებთან პაექრობისა.
მენეჯერებმა არ უნდა დაუშვან თავიანთი მომავალი კონკურენტებისაგან ჩამორჩენა . საქმე
ისაა, რომ ევროპული ბიზნეს-სკოლების სტუდენტები, რომლებიც ბიზნესს ეუფლებიან იქ,
ჩვეულებრივ, რამდენიმე ენას სწავლობენ, ასევე, მდიდარ გამოცდილებას იძენენ უცხოურ
ქვეყნებში მუშაობითა და მოგზაურობით. სტუდენტებმა თავიანთ კარიერაზე უნდა იზრუნონ
ჯერ კიდევ სწავლის პროცესში, მაქსიმალურად განავითრონ საერთაშორისო ბიზნესის
სფეროში თავიანთი ცოდნა და უნარ ჩვევევბი. ეჭვი არ არის, რომ ამგვარი ცოდნისა და
ჩვევების უქონლობა შესაძლებელია სერიოზული ბარიერი აღმოჩნდეს კარიერული ზრდის
გზაზე;
ყოველივე ზემოთქმულის გარდა საერთაშორისო ბიზნესის დაუფლება აუციელებლია
იმიტომაც, რომ საქმის კურსში იყოთ თუ რა ბოლო მიღწევებია მართვის ტექნოლოგიების
სფეროში, რომელთაგან ბევრი შემუშავდა, ვთქვათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ.
საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის აუცილებლობის ბოლო ასპექტი, რომელსაც , ასევე ,
აქვს არანაკლები მნიშვნელობა, ესაა მომავალი მენეჯერების კომპეტენტურობის
ამაღლება კულტურის საკითხებში. იმის კვალობაზედ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნის კულტურული ცხოვრება და პოლიტიკური სისტემები, სულ უფრო
ურთიერთდაკავშირებული ხდება, სხვადასხვა ხალხებს შორის საერთო და
განმასხვავებელი მახასიათებლების ღრმა გაგება სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს .
მენეჯერები სულ უფრო ხშირად ამყარებენ კონტაქტებს განსხვავბული კულტურული
მემკვიდრეობის ქვეყნების მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კონკურენტ
ფირმებთან. მომავალი მენეჯერი უნდა ფლობდეს ინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის
ბიზნეს-ქცევის ეროვნული და კულტურული თავისებერებების შესახებ და თავის ქცევებს
მიუსადაგებდეს მათ. ამგვარი ინფორმაცია სპეციალისტს დაეხმარება დაიმსახუროს
პატივისცემა და ნდობა ამ კომპანიებისა, უზრუნველყოს თავისი კომპანიის კონკურენტული
უპირატესობა მათთან პაექრობისა და თანამშრომლობის პროცესში. და პირიქით , თუ
მენეჯერმა ძალიან ცოტა იცის ან საერთოდ არაფერი იცის თანამედროვე მსოფლიოს
შესახებ, მაშინ მას მოეკიდებიან, როგორც საშუალო, გამოუსადეგარ სპეციალისტს ,
რომელიც არ არის მზად მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის.

20. კლიენტი თანამედროვე ბიზნესში


ვინ არიან თქვენი კლიენტები? ისინი, ვისგანაც გებულობთ რა, რამდენი, როდის
აწარმოოთ და რა ფასად გაყიდოთ. თქვენი ბიზნესის წარმატება ყველაზე მეტად სწორედ
იმაზეა დამოკიდებული, საკმაო რაოდენობით გეყოლებათ თუ არა მომხმარებლები და
ხომ არ არსებობს საქონლისა და მომსახურების მომგებიან ფასში რეალიზაციისა ან
გაუსაღებლობის საშიშროება. ამის გამო საქონლის პოტენციური მყიდველები მუდმივად
უნდა იყვნენ მეწარმეთა ყურადღების ცენტრში. ნებისმიერი კომპანია უდიდეს შეცდომას
უშვებს, როდესაც მისი ხელმძღვანელები და თანამშრომლები ივიწყებენ, რომ ისინი
თავიანთი კლიენტების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მსახურნი არიან.
ყველა გონიერ ხელმძღვანელს საკუთარი პერსონალური კომპიუტერის ცალკე ფაილში
აქვს იმ კომპანიებისა და კლიენტების სია, რომელსაც ემსახურება ან მომავალში
მოემსახურება.
ხშირად კლიენტი და მომხმარებელი ერთი და იგივე სუბიექტია . მაგალითად , ხართ
რესტორნის მეპატრონე. ამ შემთხვევაში თქვენი კლიენტი და მომხმარებელი
ერთიდაიგივეა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხელმძღვანელობთ ველოსიპედების
მწარმოებელ კომპანიას, რომლის პროდუქცია იყიდება საცალო სავაჭრო ქსელის მიერ .
ვინ არიან ამ შემთხვევაში თქვენი კლიენტები? ეს არის_საცალო მაღაზიები, და ეს იმიტომ,
რომ ისინი შეისყიდიან ველოსიპედებს და შემდეგ ყიდიან საბოლოო მომხმარებლებზე ,
ველომრბოლელებზე.
ვინ არიან თქვენი კარგი კლიენტები? _ის კლიენტები, რომელთა წილადაც მოდის თქვენი
კომპანიის გაყიდვების უდიდესი რაოდენობა. ნუ გაგიკვირდებათ თუ აღმოაჩენთ , რომ
თქვენი კლიენტების დაახლოებით 25% უზრუნველყოფს კომპანიის მოგების 95%_ს.
სწორედ ესენი არიან თქვენი კარგი კლიენტები. ისინი გენდობიან და ამიტომაც იძენენ
თქვენს პროდუქციას. მათ შენარჩუნებაზე კომპანიები ხარჯავენ მინიმალურ საშუალებებს ,
ხოლო მოგებას ისინი მნიშვნელოვავანს იძლევიან.
საჭიროა კარგი და ცუდი კლიენტების გამიჯვნა და ცუდი კლიენტებისაგან
განთავისუფლება.
ვინ არიან თქვენი ცუდი კლიენტები? ისინი, რომლებიც ხშირად არ ყიდულობენ,
დროულად ან საერთოდ არ იხდიან, ან მუდმივად აბრუნებენ ნაყიდს. თუ დააკვირდებით
აღმოაჩენთ, რომ მათი ყიდვების მოცულობა იმდენად მცირეა, რომ ასეთი კლიენტების
შენარჩუნება მეტად ძვირი ჯდება. შეცდომაა, როდესაც სახსრებს ხარჯავთ ცუდი
კლიენტების შენარჩუნებაზე და გამუდმებით ეძებთ ახლ_ახალს. გახსოვდეთ , რომ ძველი
კლიენტების შენარჩუნება ბევრად იაფი ჯდება ახლების მოძიებასთან შედარებით .
როგორ უნდა იზრუნოთ კარგი კლიენტების შენარჩუნებაზე? კარგი კლიენტებზე ზრუნვა არ
უნდა იყოს საგანგებო და ნამეტანი ხარჯიანი. მაგ. ბევრი კლიენტისათვის
წამახალისებელი იქნება ის, თუ გახსოვთ მისი სახელი და სახელით მიმართავთ ან
მიულოცავთ დაბადების დღეს, იუბილეს, როგორც პირადს, ისე კორპორაციულს. სწორედ
ამიტომ ცალკე ფაილში უნდა გქონდეთ თქვენი კლიენტების, პარტნიორების ვინაობა ,
მათი დაბადების დღეები, კომპანიების იუბილეები და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები ,
რათა გამოიჩინოთ ყურადღება და მიულოცოთ ღისშესანიშნავი თარიღები. ყველაფერი ეს
დადებითად განაწყობს მათ თქვენი კომპანიის მიმართ.

6 ბილეთი
21. წარმოების სახესხვაობები: საპროექტო, ნიმუშების, პარტიობით, სერიული,
ხაზოვანი და უწყვეტი წარმოება
ეკონომიკური რესურსების საქონლად და მომსახურებად გარდაქმნის პროცესი არის
წარმოება, რომელიც გულისხმობს შემდეგ სახესხვაობებს: საპროექტო წარმოება _ იგი
განეკუთვნება ე. წ. ერთეულ შემთხვევას, როდესაც ფირმა საპროექტო სამუშაოს
ასრულებს და ყველა ოპერაციული სამსახური ამ სამუშაოშია ჩართული. იგი სრულდება
ზუსტად მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით. საპროექტო წარმოების ნაკეთობა
იქმნება მხოლოდ ერთხელ. Იგი ზომით იმდენად დიდია, რომ ხშირად მისი გადაადგილება
შეუძლებელია. იგი იქმნება გარკვეულ ტერიტორიაზე და არა ფაბრიკაში. მის დამზადებაზე
პასუხისმგებელია პროექტის ხელმძღვანელი და არა წარმოების მმართველი . საპროექტო
წარმოების მაგალითებია: შენობები, გზები, რკინიგზა, გვირაბი და სხვა; ნიმუშების
წარმოება.
სანიმუშო წარმოებაც ერთეული შემთხვევის ნაწარმს უშვებს. მასზე მუშაობს
საკონსტრუქტორო ბიურო, მხატვარი, მოქანდაკე, ინსტრუმენტალური წარმოება და სხვა.
სანიმუშო წარმოების მაგალითია: სერიული წარმოებისათვის დაზგის, დეტალის ,
ავტომობილის და სხვათა ნიმუშის დამზადება;
პარტიებით წარმოება. ამ შემთხვევაში ერთი და იგივე საქონელი პარტიებად მზადდება.
პარტიებად წარმოებული საქონლის მაგალითია: ფარმაკოლოგიური, კოსმეტიკური ,
კვების პროდუქტებისა და სხვათა წარმოება;
სერიული წარმოება. სერიული წარმოების პრინციპის თანახმად, რამდენიმე სახეობის
პროდუქციის დიდი რაოდენობით (სერიულად) წარმოება უფრო ეფექტიანია , ვიდრე
პირიქით;
ხაზოვანი ანუ ნაკადური წარმოება. ამ დროს ნაკეთობა დამზადების ერთი პროცესიდან
მეორეზე გადადის. იგი გამოიყენება ავტომობილების, საყოფაცხოვრებო
ელექტროტექნიკის, გაზისა და ელექტრო ქურების, სარეცხი მანქანებისა და სხვათა
წარმოებისას;
უწყვეტი წარმოება. ამგვარ წარმოებაში დიდძალი კაპიტალის დაბანდება ხდება , ამიტომ
ინვესტიციები ქარხანამ უწყვეტი ანუ დღე და ღამ მუშაობით უნდა დაიბრუნოს . საანალიზო
წარმოების მაგალითია: ფოლადის, ელექტრო ენერგიის, ატომური ენერგიის და სხვათა
წარმოება. Ამასთან მისი ტექნოლოგია არ იძლევა წარმოების პროცესის შეწყვეტის
საშუალებას. მაგალითად, ბრძმედის მუშაობა მეტალურგიულ ქარხანაში, ან ატომური
ელექტროსადგურის ფუნქციონირება.

22. საშუალო, ზღვრული ხარჯი და ზღვრული პროდუქტი ბიზნესში


მუდმივი და ცვალებადი ხარჯების ჯამი არის ბიზნესის (წარმოების) საერთო ხარჯები .
წარმოების საერთო (მთლიანი) ხარჯებისა და ფირმის მიერ წარმოებული პროდუქციის
მთლიანი მოცულობის განაყოფი არის წარმოების საშუალო ხარჯები, ანუ ერთეულ
პროდუქციაში განხორციელებული ხარჯები, რომელსაც ფულში გამოხატულს პროდუქციის
თვითღირებულება ეწოდება. სხვაგვარად, საშუალო დანახარჯი უჩვენებს, თუ რა ჯდება
საშუალოდ ერთეული პროდუქციის წარმოება. ანალოგიურად გაიანგარიშება საშუალო
მუდმივი და საშუალო ცვლადი ხარჯები.
ტერმინი “ზღვრული” ნიშნავს ”დამატებითს.” წარმოების ფაქტორის ზღვრული პროდუქტი
არის პროდუქციის მოცულობის ნამატი, რომელიც მიიღება ამ ფაქტორის რაოდენობის
ერთი ერთეულით გაზრდის შედეგად. სხვაგვარად, ზღვრული პროდუქტი არის სხვა
ფაქტორების უცვლელობის პირობებში ერთი რომელიმე ფაქტორის მატებით მიღებული
პროდუქტი. მაგ. ორი მკერავი თვეში 22 კოსტიუმს კერავს, თუ დავიქირავებთ მესამე
მკერავს – საერთო პროდუქტი გაიზრდება 36 კოსტიუმამდე. Ამ შემთხვევაში ზღვრული
პროდუქტია: 36-22=14 (კოსტიუმი).
ზღვრული ხარჯი კი არის ზღვრულ პროდუქტში განხორციელებული ხარჯები. Მაგ. 100
კოსტიუმის წარმოებისათვის საჭიროა 1000 ლარის ხარჯი. დამატებითი მუშის
დაქირავებით შეიქმნა 150 კოსტიუმი, ხარჯმა კი 15000 ლარი შეადგინა. Ამ შემთხვევაში
ზღვრული ხარჯი ტოლი: 1500-1000=500 ლარის.
პროდუქციის დამატებითი ერთეული უნდა ვაწარმოოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მისი
წარმოება მოიტანს მოგებას, ე.ი. თუ დამატებითი პროდუქტი შემოსავალს უფრო მეტად
ადიდებს, ვიდრე დანახარჯებს. თუ პროდუქციის დამატებითი ერთეულის წარმოება
დანახარჯებს უფრო მეტად ადიდებს, ვიდრე შემოსავალს, მაშინ მისი წარმოება
მიზანშეუწონელია. Პროდუქციის გამოშვების ოპტიმალური სიდიდის განსაზღვრისას ,
მწარმოებელი უნდა დაემყაროს ზღვრული დანახარჯების ცნებას, რომლის მიხედვითაც
ზღვრული დანახარჯები ზღვრული შემოსავლის ტოლი (ან მასზე ნაკლები) უნდა იყოს
23. პერსონალის მართვის პროცესი ბიზნესში
კადრები ან პერსონალი ეწოდება საწარმოებში და ფირმებში მომუშავე ადამიანებს .
ზოგად ჭრილში პერსონალის ორგანიზაციული დაგეგმვა გულისხმობს დასახული
მიზნიდან გამომდინარე პროფესიებზე მოთხოვნილების განსაზღვრას, შტატების
დაკომპლქტებას და მუშაობის მაჩვენებლების შეფასებას. მოკლედ, პერსონალის
მართვაში შედის ყველაფერი _ დაწყებული სამუშაოზე მიღებიდან დამთავრებული
თანმშომელთა დათხოვნით.
რა ეტაპებისაგან შედგება პერსონალის მართვის პროცესი? Პერსონალის მართვის
ეტაპებია: დასახული მიზნიდან გამომდინარე ოპერაციების შესრულებისათვის
პერსონალზე მოთხოვნილების განსაზღვრა; სამუშაოების შესრულებისათვის პოტენციური
კანდიდატების შეკრება (მოზიდვა) და ყველა თანამდებობაზე კანდიდატების რეზერვის
შექმნა; პირადი საბუთების გაცნობა, გასაუბრებისა და ტესტირების (პროფესიული ,
ფსიქოლოგიური, ნარკოლოგიური) საფუძველზე მათგან საუკეთესოს შერჩევა; მათი
კოლექტივთან ადაპტირება, მომზადება-სწავლება; მათთვის ხელფასებისა და
შეღავათების განსაზღვრა; მომუშავეთა შრომითი საქმიანობის შეფასება , ატესტაცია და
სტატუსის ცვლა (დაწინაურება დაქვეითება, სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანა ,
განთავისუფლება და პენსიაზე გასვლა).

24. საქონლის სასცოცხლო ციკლი და მარკეტინგული სტარტეგიები ბიზნესში


ფასწარმოქმნისას მეწარმეს მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უხდება . ერთ -ერთი
მათგანია საქონლის სასიცოცხლო ციკლი. Საქონლის სასიცოცხლო ციკლი არის
საქონლის ბაზარზე ყოფნის დრო, რომელიც მოიცავს ბაზარზე მის გამოჩენიდან ბაზრიდან
მის გაქრობამდე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მწარმოებლისათვის მას მოაქვს
გარკვეული მოგება.
ხაზგასამელია, რომ საქონლის უმრავლესობას თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს,
რომლის დასრულების შემდეგ საქონელი გადის მოდიდან, რის გამოც მასზე
მოთხოვნილება და მოთხოვნა მცირდება. ხდება მოცემული საქონლის გამოდევნა
საქონლის სხვა, უფრო ახალი სახეობების მიერ. ამ შემთხვევაში მეწარმის ამოცანაა , არ
გამორჩეს ის მომენტი, როდესაც საქონლის მიმართ მყიდველთა ინტერესის პიკი
გავლილია და დაიწყო მისი დაცემა. ამ მომენტიდან მეწარმემ უნდა შეამციროს მოცემული
საქონლის წარმოება და მიწოდება ბაზრზე. ამავდროულად, უნდა დაიწყოს მისი შეცვლა
სხვა საქონლით, რომელიც უფრო შეესაბამება მომხმრებელთა ცვალებად გემოვნებასა
და თანამედროვე საწარმოო შესაძლებლობებს.
საქონლის სასიცოცხლო ციკლი მოიცავს შემდეგ სტადიებს (ეტაპებს):
 დანერგვა;
 ზრდა;
 მოწიფულობა (სიმწიფე);
 დაცემა.
დანერგვა. ეს არის ახალი საქონლის ბაზარზე გატანისა და პოზიციების დამკვიდრების
სტადია, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს. დანერგვის ეტაპის მიზანია _ახალი
საქონლის ბაზრის შექმნა. ახალი საქონლის ბაზარზე დანერგვისას ვაჭრობა, როგორც
წესი, წამგებიანია ან რენტაბელობის დონე ძალზე უმნიშვნელოა, ვინაიდან გაყიდვის
მოცულობა მცირეა, ხოლო მარკეტინგული ხარჯები (განსაკუთრებით ინფორმაციულ
რეკლამაზე), იმის გამო რომ მომხმარებლები საქონელს არ იცნობენ, დიდი. ფირმა თავის
ზემოქმედებას მიმართავს იმათზე, ვინც მზადაა გასწიოს რისკი და იყიდოს საქონელი .
პირველი, ე.წ. ნოვატორი მომხმარებლები, რომლებიც მიდიან რისკზე, თავს უფლებას
აძლევენ და ღებულობენ სიამოვნებას პირველი მომხმარებლის რეპუტაციიდან.
ზრდა. ამ ეტაპზე თუ მომხმარებელმა აღიარა საქონელი, მაშინ რელიზაციის მოცულობა
სწრაფად მატულობს. ეს იმიტომ, რომ პირველ შემსყიდველებთან ერთად შეძენის
პროცესში ერთვება მასობრივი მომხმარებელი, რადგანაც საქონლის შესახებ მათ აქვთ
დადებითი გამოძახილი. საანალიზო ეტაპისათვის დამახასიათებელია ბაზარზე გატანილი
პროდუქციის მოცულობის, მოგების სწაფი ზრდა და რეალიზაციის პროცესის
მნიშვნელოვანი გაფართოება.
მოწიფულობა. ამ ეტაპისათვის დამახასიათებელია ის, რომ პოტენციური მყიდველების
უმრავლესობამ საქონელი უკვე შეიძინა, ბაზარი გაჯერდა, რასაც შედეგად მოსდევს
სასაქონლო მარაგების ზრდა და კონკურენციის გამწვავება. აღნიშნულის გამო ფირმები
ამცირებენ ფასებს, ზრდიან რეკლამისა და საქონლის გასაღების სტიმულირების ხარჯებს .
მოგება სტაბილურდება ან მნიშვნელოვნად მცირდება კიდეც და უფრო სუსტი
კონკურენტები ეთიშებიან ბრძოლას. საქონლის გაყიდვის ტემპების შემცირება სიმწიფის
ეტაპის დაწყების მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე , ხშირად საქონელს ყიდიან დაბალ
ფასში.
დაცემის ეტაპი. აღნიშნული სტადია ხასიათდება საქონლის გასაღებისა და მოგების
მკვეთრი შემცირებით. საქონლის გაყიდვის დაცემის პროცესი შეიძლება დროებით
შეჩერებული იქნას სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებით . მაგრამ
ეს პროცესი შეუქცევადია და მისი შეჩერება საერთოდ შეუძლებელია .
მარკეტიგული სტრატეგია გულისხმობს: ბაზრის მიზნობრივი სეგმენტების (ბაზრის
ვარგისი ნაწილი, რომელზედაც ფირმამ გადაწყვიტა შესვლა) შერჩევას, ამ
სეგმენტებისათვის გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების პაკეტის
ფორმირებას, მათი წარმოებისა და ბაზარზე მიწოდების უზრუნველყოფას და , საერთოდ ,
მარკეტინგის გეგმის ეფექტიან რეალიზებას გრძელვადიან პერიოდში . მარკეტინგის
სტრატეგიული მიზნების რეალიზებისათვის გამოიყენება მარკეტინგის ტაქტიკა .
სტრატეგია გულისხმობს ფირმის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრას და მის
განვითარებას.
მარკეტინგულ საქმიანობაში საკვანძო ეტაპია საბაზრო მიზნების დასახვა . საჭიროა სწორი
პასუხი კითხვაზე _ ფირმას როგორი პროდუქციის წარმოება აქვს განსაზღვრული და
რომელი ბაზრისათვის. ამასთან დაკავშირებით გამოყოფენ ოთხ ძირითად სტრატეგიას :
1. ბაზარზე სიღრმისეული შეღწევის სტრატეგია ანუ უკვე არსებული საქონლის
გასაღების ზრდა არსებულ ბაზარზე ხარჯების, ფასების შემცირების, რეკლამის
გააქტიურების და სხვა ღონისძიებების ხარჯზე. ამ შემთხვევაში ხდება კონკურენტთა
მომხმარებლების გადმობირება;
2. ბაზრის საზღვრების გაფართოების სტრატეგია ანუ არსებული საქონლით ახალ
ბაზრებზე გასვლა. ამ შემთხვევაში საქმიანი აქტივობის ამაღლება ხდება ახალი
გეოგრაფიული ბაზრების მოძიებით, ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისებით ;
3. საქონლის შექმნის სტრატეგია ანუ ახალი საქონლის შექმნა ან მოდიფიცირება
ძველი, ტრადიციული ბაზრისათვის;
4. დივერსიფიკაციის სტრატეგია ანუ ახალი საქონლის წარმოება ახალი
ბაზრებისათვის, რაც დიდ კაპდაბანდებებს საჭიროებს.

7 ბილეთი
25. ფირმის ხარჯების არსი და სახეობები
ფირმის (წარმოების) ხარჯები არის პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯების
ერთობლიობა ფულში გამოხატული. იმას კი, რასაც მეწარმე (ფირმა) ღებულობს
პროდუქციის რეალიზაციიდან, საერთო ამონაგები ანუ მთლიანი შემოსავალი ეწოდება .
ფირმის მთლიანი შემოსავალი ტოლია გაყიდული ერთეული საქონლის ფასისა და
რეალილიზებული საქონლის რაოდენობის ნამრავლისა. მოგების სახეობების
(ბუღალტრული და წმინდა ეკონომიკური მოგება) გამიჯვნისა და ამის საფუძველზე
საწარმოთა მომგებიანობის უკეთ შეფასების მიზნით ფირმის მთლიან ხარჯებს ყოფენ
გარე და შიდა (არაფულად) ხარჯებად.
საქონლის (მომსახურების) წარმოებისათვის მეწარმე იყენებს შიდა (საკუთარ ) და გარე
(ნაყიდ) ეკონომიკურ რესურსებს. ფირმის მიერ რესურსების გარედან შეძენაზე გაწეული
ხარჯები აყალიბებენ ფირმის გარე ანუ ცხად ხარჯებს, ხოლო ფირმის მიერ
გამოყენებული საკუთარი რესურსების ხარჯები არის შიდა ანუ არაცხადი ხარჯები.
გარე ანუ ცხადი ხარჯები ის ფულადი დანახარჯებია, რომელსაც მეწარმე (ფირმა)
გაიღებს პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო რესურსების (შენობა _ნაგებობა ,
ნედლეულიმასალები, ნახევარფაბრიკატები, სამუშაო ძალა და სხვა) გარედან შესაძენად
და აისახება საბუღალტრო წიგნში. ნათქვამიდან გამომდინარე, ცხადი ხარჯების
ხვედრითი წილი შედარებით მაღალი უნდა იყოს ამწყობ საწარმოებში . Ცხადი ხარჯები
ემთხვევა ბუღალტრულს.
არც თუ იშვიათად მეწარმე სამეურნეო საქმიანობაში იყენებს საკუთარ (შენობა ,
ტრანსპორტი, ნედლეული, მასალა, შრომა და სხვა) რესურსებსაც. მეწარმის (ფირმის)
საკუთარი რესურსების ხარჯი არის არაცხადი (ალტერნატიული) ხარჯი, რომელიც
ბუღალტრულ წიგნში არ აისახება. ეს არაცხადი ხარჯი არ შედის იმ გასავლებში , რასაც
ფირმა გაიღებს რესურსების გარედან შეძენისათვის. მაგალითად , მიწის მესაკუთრე ,
როდესაც თვითონ ამუშავებს ნაკვეთს, უარს ამბობს იმ რენტაზე, რომელიც შეეძლო მას
მიეღო მიწის გაიჯარებისას; მუშაკი დაკავებული ინდივიდუალური საქმიანობით არავის
მიაქირავებს თავის სამუშაო ძალას და, შესაბამისად, არ ღებულობს ხელფასს;
გამოსაშვები პროდუქციის მოცულობაზე დამოკიდებულების მიხედვით განასხვავებენ
მუდმივ და ცვლად ხარჯებს. ხარჯებს, რომელიც პროდუქციის მოცულობის
ცვალებადობასთან (ზრდა ან შემცირება) ერთად არ იცვლება, ეწოდება მუდმივი ხარჯები.
ხოლო იმ ფაქტორებს, რომლებშიც განხორციელებულია ეს ხარჯები, წარმოების მუდმივი
ფაქტორები ეწოდება. მუდმივი ხარჯების სახეობებია:ნსაიჯარო გადასახადი , ქონებაზე
გადასახადი, უმაღლესი მმართველური პერსონალის ხელფასი, კრედიტზე სარგებელი და
ა.შ. მუდმივი ხარჯები მაშინაც კი გაიღება, როდესაც წარმოება საერთოდ გაჩერებულია , ე .
ი. წარმოებული პროდუქცია ნულის ტოლია. ხარჯებს, რომელიც პროდუქციის მოცულობის
ცვალებადობასთან ერთად იცვლება, ცვლადი ხარჯები ეწოდება. ხოლო ის ფაქტორები,
რომლებშიაც ცვლადი ხარჯებია განხორციელებული, არის ცვლადი ფაქტორები . ცვლადი
ხარჯების სახეობებია: ნედლეულზე, მასალებზე, სათბობზე, ნარდად მომუშავე მუშაკების
ხელფასებზე და სხვაზე გაღებული ხარჯები. როცა წარმოება გაჩერებულია, ანუ საწარმო
არაფერს აწარმოებს, ცვლადი ხარჯები ნულის ტოლია.
მუდმივი და ცვლადი ხარჯების ჯამი ტოლია მთლიანი ხარჯებისა. თუ პროდუქციის
წარმოება ნულის ტოლია ე. ი. წარმოება გაჩერებულია, მაშინ მთლიანი ხარჯი ტოლია
მუდმივი დანახარჯისა. წარმოების ზრდასთან ერთად მატულობს მთლიანი დანახარჯიც ,
რადგანაც მუდმივ დანახარჯებს ემატება ცვლადი დანახარჯებიც . ბიზნესისათვის ყველაზე
მნიშვნელოვანია მთლიან დანახარჯი, ანუ მუდმივი და ცვლადი დანახარჯების
არითმეტიკული ჯამი.
26. ადამიანური ურთიერთობები, მოტივაცია, ხელმძღვანელის სტილი და
პერსონალის მართვის სისტემის ეფექტიანობა ბიზნესში.
უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციაში ნორმალური
მორალურფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას, რადგანაც ადამიანური
ურთიერთობები არა ნაკლებ ზემოქმედებს მის ეფექტიანობაზე, ვიდრე შრომის
რაციონალურად მოწყობა და მოტივაცია. ფირმაში ნორმალური ადამიანური
ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის მენეჯერს უნდა გააჩნდეს: ხელმძღვანელობის
უნარი ანუ მომუშავეებში კონკრეტული სამუშაოს შესრულების წადილის აღძვრის უნარი ;
სამართლიანობის უნარი ანუ ორგანიზაციაში ყოველგვარი მატერიალური და სულიერი
სიკეთის განაწილება და სამსახურებრივი დაწინაურება გახორციელდეს დამსახურების
მიხედვით; კომუნიკაციის უნარი ანუ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის ,
ურთიერთპატივისცემის, უკომფლიქტო და კომფორტული გარემოს ჩამოყალიბების
უნარი.
განასხვავებენ მოტივაციის ძირითად თეორიებს: მოტივაციის კლასიკურ თეორიას;
მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდას; ლოდინის თეორიას; მართვის “X” თეორიას;
მართვის “Y” თეორიას; მართვის “Z” თეორიას.
განასხვავებენ მოტივაციის კლასიკურ თეორიას, რომლის თანახმად შრომითი
აქტივობის ერთადერთი სტიმულია ფული. ამ თეორიის მიხედვით ადამიანები არიან
„ეკონომიკური არსებანი“, რომლებიც შრომობენ იმისათვის, რომ გადაიხადონ საკვების,
სამოსის, თუნდაც ფუფუნების საგნების ფასი;
მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა, რომლის მიხედვითაც ადამიანის მოტივატორია
(მამოძრავებელია): ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, სოციალური, პირადი აღიარების
(მნივნელობის) და თვითრეალიზაციის მოთხოვნილებანი;
ლოდინის თეორიას, რომლის მიხედვით, შრომის რაოდენობა, რომელიც იხარჯება
გარკვეული ამოცანის შესრულებისათვის, დამოკიდებულია მოსალოდნელ
ანაზღაურებაზე;
მართვის “X” თეორიას, რომლის თანახმად მენეჯერები მომუშავეთა შრომის
მოტივაციისათვის იყენებენ შიშის ფაქტორს. ამ თეორიის მიხედვით საშუალო ადამიანი
ბუნებით ზარმაცია, თავს არიდებს სამუშაოს. ამიტომ იგი უნდა აიძულო, დააშინო
დაქვეითებით, ანაზღაურების შემცირებით, გათავისუფლებით ;
მართვის “Y” თეორიას, რომლის მიხედვით “საშუალო” ადამიანი მოწოდებულია
იშრომოს და შიში არ არის შრომის ძირითადი მოტივატორი;
მართვის “Z” თეორიას, რომლის თანახმად მოსამსახურეები ერთი ოჯახის წევრები არიან
და ამიტომ ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს მათი აზრი.

მართვაში გამოყოფენ ხელმძღვანელობის სამ სტილს, ესაა: მართვის ავტორიტარული


სტილი; მართვის დემოკრატიული სტილი; მართვის ლიბერალური სტილი.
მართვის ავტორიტარული სტილი, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების
ერთპიროვნულად მიღებას და ამ პროცესში სხვათა უგულებელყოფას. მართვის ამგვარი
სტილი ეფექტიანია, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღება .
მაგალითად, არმიაში, ფორსმაჟორულ სიტუაციაში;
ხელმძღვანელობის დემოკრატიული სტილი, რომელიც გულისხმობს მმართველური
გადაწყვეტილების მიღებას თანამშრომლებთან შეთანხმებით და მათი აზრის
გათვალისწინებით. ამ დროს მართვის ფუნქციების დელეგირება ხდება ყველა დონეზე ,
ანუ მუშაკები აქტიურად მონაწილეობენ გადაწყვეტილების პროცესში ;
მართვის ლიბერალური სტილის დროს კი თანამშრომლები გადაწყვეტილებას
ღებულობენ დამოუკიდებლივ, ხელმძღვანელთა ჩაურევლად. ამ დროს ხელმძღვანელი
მხოლოდ კონსულტანტად გვევლინება. მაშასადამე, ორგანიზაციაში, სადაც აუცილებელია
შემოქმედებით აქტიურობის წახალისება, მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას
ხელმძღვანელობის ჩაურევლობის ანუ ლიბერალური სტილი.
პერსონალის მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების პირველი კომპონენტია
კომპეტენტურობა, რომლის აუცილებელი ელემენტებია: მოქნილობა და
ცვლილებებისადმი ადაპტირების უნარი; შემდეგი ორი კრიტერიუმია -ერთგულება და
ჰარმონია. ფირმისადმი ერთგულება მაშინ ყალიბდება, როდესაც კომპანიის მიზნებსა და
მოსამსახურეთა მიზნებს შორის ჰარმონიაა. და ბოლოს, საკადრო მუშაობა უნდა იყოს
ეფექტიანი, რაც ნიშნავს საწარმოში კადრების დაბალ დენადობას, მცირე რაოდენობის
გაცდენებს, გაფიცვების უკიდურეს იშვიათობას და იმ მუშაკთა დიდ რიგებს , ვინც ოცნებობს
მოცემულ საწარმოში სამუშაოდ მოხვედრას.

27. პროდუქციის დიზაინი, ბრენდი და PR ბიზნესში


აღსანიშნავია, რომ საქონლის გასაღება დამოკიდებულია არა მარტო მის
სამომხმარებლო ღირსებებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორი ფორმით, გარეგნული
იერსახით ვთავაზობთ მას მყიდველს. ანუ როგორია პროდუქციის დიზაინი : გაფორმება ,
შეფუთვა, ეტიკეტი და სხვა.
პროდუქციის დიზაინი (შეფუთვა) მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
სახელდობრ:
_ იგი უზრუნველყოფს პროდუქტის შენახვას მისი გამოშვების მომენტიდან გაყიდვამდე ;
_ ინფორმაციას აწვდის მყიდველს პროდუქტის ზომა_წონისა და შემადგენლობის შესახებ ;
_ პროდუქციას უფრო მიმზიდველს ხდის და ამით ზრდის რეალიზაციის მოცულობას;
ვხვდებით საწინააღმდეგო მოსაზრებასაც, რომ მყვირალა შეფუთვა ძირითადად ფასების
ზრდას ემსახურება და რომ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ შიგთავსს და არა იმას, თუ რაშია
შეფუთული პროდუქტი. სამეურნეო პრაქტიკა კი მოწმობს, რომ შეფუთვა ემსახურება
რეალიზაციის მოცულობის ზრდას, რაც ამცირებს ერთეულის თვითღირებულებას და
მწარმოებელს საშუალებას აძლევს პროდუქცია შედარებით დაბალ ფასში გაყიდოს .
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მიმზიდველი დიზაინი სამამულო პროდუქციის “აქილევსის
ქუსლია” და თუ გვინდა, რომ ქართული პროდუქცია სამამულო ბაზარზე
კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენმა მეწარმეებმა მის მიმზიდველობას განსაკუთრებული
ყურადღება უნდა დაუთმონ.
ბრენდი არის ერთგვარი სახელი, ნიშანი, ან სიმბოლო გამოყენებული გამყიდველის
პროდუქციის იდენტიფიკაციისათვის და კონკურენტის პროდუქციისაგან
განსხავებისათვის. მოკლედ, ბრენდინგის მეშვეობით ფირმა თავის პროდუქციას აცნობს
და აყვარებს მომხმარებელს.
გამოკვლევები მოწმობენ, რომ ბრენდისადმი ლოიალურად განწყობილი მომხმარებლები
მზად არიან აპატიონ საყვარელ ბრენდს (ფირმას) მისი იმიჯისადმი ზოგიერთი
შეუსაბამობა და არათანმიმდევრულობა. მაგრამ ბრენდის ეს გადახრები არავითარ
შემთხვევაში არ უნდა იქცეს წესად. ბრენდით ხდება პოზიციონირება ანუ გარკვეული
ადგილის დაკავება მომხმარებლის ცნობიერებაში. ბრენდი ფართოდ გამოიყენება მეოცე
საუკუნის მეორე ნახევრიდან. Იგი დაკავშირებულია ბაზარზე უამრავი მსგავსი საქონლის
გამოჩენასთან და მომხმარებელზე უფრო მისამართიანი ზემოქმედების მეთოდის
გამოყენების აუცილებლობასთან.
ფირმის დადებითი იმიჯის შესაქმნელად შესაბამისმა სამსახურმა დიდი ყურადღება უნდა
დაუთმოს, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობას (PR)-ს. (PR) შეიძლება იყოს თეთრი
(საკუთარი ღირსებების წარმოჩენა), შავი (მოწინააღმდეგის ძაგება, სახელის გატეხვა ) და
ყვითელი ჭორებზე ნაგები.

28. ბიზნესში ფულად საშუალებებზე მოთხოვნის განსაზღვრა და მათი დაფინანსება


ფულად საშუალებებზე მოთხოვნილების განსაზღვრის ყველაზე რაციონალური წესი
ბიზნეს-გემის შედგენაზე დაიყვანება, რომლის ცენტრალური რგოლია ხარჯთაღრიცხვის
ნუსხა. “ნუსხა” ფირმის შესაბამისი სამსახურების მიერ შედგენილი საწარმოო ,
ორგანიზაციული, მარკეტინგული, იურიდიული და სხვა ოპერაციული გეგმების
ტრანსფორმირებაა ფულად თანხაში. იგი ასახავს ფულად საშუალებებზე მოთხოვნილებას
საწარმოს ფუნქციონირების დაწყებამდე და მას შემდეგ .
რასაკვირველია, ბიზნეს-გეგმის შედგენა მეწარმის მიერ კრედიტორებისა და
ინვესტიორებისაგან საჭირო ფულადი საშუალებების მიღების გარანტია არ არის , მაგრამ
იგი ზრდის ამის შანსს. “ნუსხას” იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თანამედროვე
პირობებში ბევრი კრედიტორი და ინვესტიორი ერიდება სახსრების გამოყოფას
საკრედიტო განაცხადთან ერთად მისი წარდგენის გარეშე.
მეწარმის მიერ საკუთარი საქმის წამოწყება_განვითარებისათვის ფულადი საშუალებების
მოპოვება არის ბიზნესის დაფინანსება. სხვაგვარად: ბიზნესის დაფინანსება_ეს არის
სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებისა და მისი ზრდა_განვითარების ფინანსური
უზრუნველყოფა. ბიზნესი ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს, როგორც საწყის, ისე
შემდგომ სტადიებზე. კერძოდ, საწყისი ანუ ე. წ. სასტარტო კაპიტალი საჭიროა
სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შემუშავებისათვის, მისი რეგისტრაცისათვის ,
ლიცენზიისათვის, საწესდებო კაპიტალისათვის, საწარმოო და დამხმარე სათავსოების ,
ოფისის, ავეჯის, მოწყობილობის შესყიდვისა ან იჯარით აღებისათვის, საწყისი
ნედლეულისა და მასალების შეძენისათვის, მუშაკთა ხელფასისათვის , რეკლამისათვის
(სანამ ფირმა საკმარისად არ არის ცნობილი) და სხვა.
8 ბილეთი
29. საერთაშორისო ბიზნესში კომპანიების მონაწილეობის მოტივები და
ხელშემწყობი ფაქტორები
საერთაშორისო ბიზნესში კომპანიების მონაწილეობის ძირითადი მოტივებია: 1.
საქონლის (მომსახურების) გასაღების ბაზრის გაფართოება; 2. რესურსების
(მუშახელი,მიწა, ნედლეული და მასალები), მაკომპლექტებლების, ნახევარფაბრიკატებისა
და სხვათა საღვარგარეთ უფრო იაფად შეძენა; 3. მომარაგებაგასაღების წყაროების
დივერსიფიკაცია ეკონომიკური ციკლის სხვადასხვა ფაზაზე მყოფი ქვეყნების მიხედვით . 4.
საკვანძო კომპეტენციის უფრო ფართო გამოყენება, რომლის განვითარება კომპანიამ
შეძლო საშინაო ბაზარზე.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბიზნესის მასშტაბების გაფართოებას ხელი შეუწყო
რიგმა ფაქტორებმა, ესენია:
 კავშირგაბმულობის საერთაშორისო ხაზების მომრავლების გამო ინფორმაციის
სწრაფი გადაცემის შესაძლებლობა;
 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შედეგად საქონლის,
მომსახურებისა და მუშახელის გადაადგილების დაჩქარება ;
 მსოფლიო ფულის (ვალუტის) გაცვლითი კურსის სტაბილურობის გამო საგარეო
ეკონომიკური კავშირების გაფართოება და გაიოლება;
 საერთაშორისო ფინანსური, სავაჭრო და ეკონომიკური ორგანიზაციების
საქმიანობის გააქტიურების საფუძველზე განვითარების სხვადასხვა დონის მქონე
ქვეყნებს შორის კავშირების დამყარება;
 გაჯერებული ან მცირე და ნაკლებ მიმზიდველი შიდა ბაზრისაგან განზიდულობა ;
 დივერსიფიკაცია. სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის გაშლა _გაფართოებით რისკის
ხარისხის ანუ შესაძლებელი დანაკარგების შემცირება;
 ბევრ ქვეყანაში მასობრივად მიმდინარე პრივატიზება.
30. ბიზნესში ფინანსური უზრუნველყოფის გარე წყაროები
ფულად საშუალებებზე მოთხოვნილების შეფასების შემდებ მეწარმემ უნდა გადაწყვიტოს
საშუალებების რა ნაწილი შემოუვა ინვესტიორებისაგან , როგორც კომპანიის საკუთარი
კაპიტალი და რამდენი _ კრედიტორებისაგან, როგორც ნასესხი კაპიტალი. ყველაფერი ეს
მოითხოვს საფუძვლიანად ერკვეოდეთ ბიზნესის დაფინანსების წყაროებში . გარე
წყაროში შედის:
1. პირადი და ოჯახის წევრების დანაზოგები;
2. კრედიტი (ამ შემთხვევაში ხდება ბიზნესის ვალით დაფინანსება );
3. ფირმის მიერ აქციების გაყიდვა (კორპორაციის შემთხვევაში) ან ფირმის პოტენციურ
მფლობელთაგან დამატებითი სახსრების მოზიდვა (ერთპიროვნულიმფლობელობისა და
პარტნიორობის შემთხვევაში). ამ ორივე შემთხვევაშიფულის ინვესტიორები
(დამბანდებლები), კრედიტორებისაგან განსხვავებით ,ფირმის ნაწილობრივი
მფლობელებიც გახდებიან;
4. უნაცვალგებო (მუქთა) დაფინანსება;

1. პირადი და ოჯახის წევრების დანაზოგები. ბუნებრივია, ყველაზე მარტივი და საიმედო


წყაროა საკუთარი საშუალებანი (პირადი და ოჯახის წევრების დანაზოგი ). ამ შემთხვევაში
მცირე ბიზნესის დაწყება ხდება დაუყონებლივ, ამასთან, შესაძლებელია თანდათანობით
დაგროვილი იქნას გამოცდილება და საშუალებანი მისი გაფართოებისათვის . თუმცა ,
სრულიადაც არა არის აუცილებელი საქმე აწარმოოთ მარტომ, ერთპიროვნულად.
შესაძლებელია მოიზიდოთ პარტნიორები, რომლებიც გახდებიან საწარმოს
თანამფლობელნი და ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ მის მართვაში .
პარტნიორებს შეეძლებათ საქმეში შეიტანონ ფულადი შენატანი , თავიანთი
ცოდნა_გამოცდილება, ან გარკვეული ფასეულობანი, მაგალითად, შენობა ან
მოწყობილობა.
2. კრედიტი _ ეს არის ფულის სესხად გაცემა დაბრუნებადობის, ვადიანობის,
მიზნობრიობისა და სარგებლის გადახდის პირობით. პროცენტი (სარგებელი ) არის
კრედიტით სარგებლობის საფასური. განასხვავებენ ნატურალურ (კომერციულ და
ქონებრივ) და ფულად კრედიტს. კრედიტის ამოსავალი ისტორიული ფორმაა
ნატურალური კრედიტი. კომერციული კრედიტი კი სავაჭრო კრედიტია, რომელიც
გულისხმობს საქონლის შეძენას საფასურის გადახდის გადავადებით. სხვაგვარად ,
კომერციული კრედიტი არის გამყიდველისათვის დღევანდელი ნავაჭრის საფასურის
მყიდველის მიერ მომავალში გადახდა
30. ფირმის მიერ აქციების და ობლიგაციების გამოშვება
ინვესტიორებისაგან ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით. აქციონერული
საზოგადოებები (კორპორაციები) გარე სახსრების მოზიდვის მთავარ გზად მიიჩნევენ
აქციებისა და ობლიგაციების გამოშვებას. აქციები და ობლიგაციები ერთმანეთისაგან
განსხვავდებიან შემდეგი თვისებებით:
- აქციები მათ მფლობელებს აქციონერული საზოგადოების თანამესაკუთრის უფლებას
აძლევს და, ამავე დროს, მათ უფლება აქვთ მიიღონ საზოადოების მოგების წილი
დივიდენდის სახით;
- ობლიგაციის მყიდველი თანამესაკუთრე კი არ ხდება, არამედ აქციონერულ
საზოგადოებას უბრალოდ სესხს სთავაზობს და გამოდის კრედიტორის როლში .
ობლიგაცია – ეს მხოლოდ მოწმობაა, რომელიც სესხის ფაქტს ადასტურებს და რომლის
თანახმადაც აქციონერული საზოგადოება ვალდებულებას კისრულობს ობლიგაციით
გათვალისწინებული მთელი თანხა გადაუხადოს მის მფლობელს სესხის ვადის
გასვლისთანავე. ამავდროულად, იგი ვალდებულია ყოველწლიურად უხადოს მას
სარგებელი წინასწარ დადგენილი გრაფიკისა და განაკვეთის მიხედვით .
- აქციებთან შედარებით ობლიგაციები ნაკლებადაა დაკავშირებული რისკთან , ვინაიდან
მათ მფლობელებს ენიჭებათ გარკვეული უპირატესობა აქციონერებთან შედარებით , ისინი
ფირმის ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი მიიღებენ სარგებელს.
- ობლიგაცია სასურველია კომპანიისთვის, ვინაიდან სარგებელი, როგორც წესი,
დაბალია, ვიდრე სხვა სახეობის სესხის აღებისას. Ამავე დროს ობლიგაციებზე გადახდილი
სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას.

5.სუბსიდირება, ანუ უნაცვალგებო (მუქთი) დაფინანსება ბიუჯეტიდან. Ასეთი სუბსიდიები


გაიცემა სახელმწიფოს მიერ მეწარმეობის იმ სახეობებზე და ფორმებზე, რომელთა
განვითარებითაც თავად სახელმწიფოა დაინტერესებული. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის
უნაცვალგებო დაფინასება შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი ფულადი დახმარების, ან
ფულადი დოტაციის სახით. მაგალითად, თუ სახელმწიფოს სურს დამატებით დააფინასოს
ფერმერები, მათგან პროდუქციას იძენს საბაზროზე მაღალ ფასებში. მეწარმეობის ირიბი
სახელმწიფოებრივი დაფინანსების ფორმად შეიძლება ჩაითვალოს საგადასახაო შეღავათების
დაწესება, ვთქვათ, ფერმერებისათვის. სამეწარმეო ფირმების დაფინანსებას აუმჯობესებს,
ასევე, პროდუქციის წარმოებაზე შეკვეთების გაცემა, რომლის განაღდებაც ბიუჯეტიდან
ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში დაფინასების წყარო ხდება პროდუქციის რეალიზაციიდან
შემოსავალი.

31. წარმოების პროცესი, მისი განვითარება და მარაგების მართვა.


წარმოება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, არის რესურსების საქონლად და მომსახურებად
გარდაქმნის პროცესი. ან კიდევ წარმოება არის მატერიალური და არამატერიალური
დოვლათის წარმოების პროცესი. სხვაგვარად, წარმოების პროცესი ეს არის ნედლეულისა
და მასალების საქონლად და მომსახურებად თანმიმდევრულად გარდაქმნის ანუ
კონვერსიის პროცესი.
განასხვავებენ კონვერსიის ორ ტიპს, ესაა: 1. ანალიტიკური კონვერსია, რომლის
დროსაც ერთი და იმავე სახეობის ნედლეულისაგან იწარმოება ერთი ან რამდენიმე
პროდუქტი. ასე მაგალითად, ხისაგან იწარმოება მაგიდა, კარადა კარები და სხვა; 2.
სინთეტიკური კონვერსია, რომელშიც იგულისხმება სხვადსხვა მასალისაგან ერთი
სახეობის პროდუქციის წარმოების პროცესი. ასე მაგალითად, ქსოვილისაგან , ძაფისგან
და ღილებისაგან იწარმოება პიჯაკი.
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ეძიებდნენ მწარობლურობის
ამაღლების გზებს. ამ მიზნით, წარმოების პროცესის გაუმჯობესებას და მასობრივი
წარმოების დანერგვას საფუძვლად დაედო პირველი სამრეწველო რევოლუცია , რომლის
დროსაც განხორციელდა ცვლილებები წარმოების საშუალებებში . ესაა :
მექანიზაცია ანუ ხელით შრომის მექანიკური საშუალებებით შეცვლის პროცესი.
არამექანიზებული შრომის შემთხვევაში შრომის იარაღების ამოქმედება ხდება ადამიანის
კუნთების მეშვეობით (ვთქვათ, ხელის საკერავი მანქანა, ხელის ხერხი, ხელის ბურღი და ა.
შ.) და საწარმოო შესაძლებლობა განისაზღვრება ადამიანის ფიზიკური უნარით ;
მექანიზებული შრომის შემთხვევაში კი აღმძრავ ძალად გამოიყენება ელექტრო ენერგია ,
შიდა წვის ძრავა და სხვა (მაგალითად, ელექტრო ხერხი, ელექტრო ბურღი და ა . შ.);
სტანდარტიზაცია არის ერთგვაროვანი საქონლისა და დეტალების შექმნის პროცესი
(ვთქვათ, ავტომობილების მასიური წარმოება);
კონვეირული წარმოების დანერგვა. 1913 წელს წარმოებაში გიგანტური ნახტომი მოხდა,
როცა ჰენრი ფორდმა ავტომობილების წარმოებაში კონვეიერი დანერგა. მანამდე
ავტომობილს თითქმის ისევე აწყობდნენ, როგორც სახლებს: ე. ი. მუშები ამოირჩევდნენ
ერთ ადგილს და მანქანას თავიდან ბოლომდე იქ აწყობდნენ. ფორდის მიერ შემოღებული
კონვეიერი ანუ ამწყობი ხაზი კი მანქანას მუშისკენ გადაადგილებდა. ახლა თითოეულ
მუშას მანამდე უნდა დაემთავრებინა თავისი ოპერაცია, ვიდრე მანქანა მის სამუშაო
ადგილს გასცდებოდა. თუკი იგი დროულად ვერ ასრულებდა ამოცანას, მაშინ ან
ოპერეაციას ცვლიდნენ, ან ამწყობს ათავისუფლებდნენ ან გადაამზადებდნენ მას .
კონვეიერის დანერგვის წყალობით ავტომანქანები ხელმისაწვდომი გახდა მილიონობით
საშუალო ამერიკული ოჯახისათვის.
ავტომატიზაცია. ავტომატური წარმოება მანქანური წარმოების განსაკუთრებული,
მაღალი ეტაპია, რომელიც ახალი ტიპის შრომის იარაღებს_ავტომატების გამოყენებას
ემყარება. ავტომატური მოწყობილობა შრომის ისეთი იარაღია, რომელიც არა მარტო
ასრულებს ნედლეულის გარდამქმნელ მექანიკური ზემოქმედების ფუნქციას , არამედ
ამოძრავების (ჩართვის) შემდეგ ადამიანის ჩაურევლადაც მოქმედებს. თუ ჩვეულებრივ
მანქანას მართავს მუშა, ავტომატში მართვის ფუნქცია მოცემულია თვით მანქანა-
მოწყობილობაში. ამგვარად, ავტომატური მოწყობილობა არა მარტო ცვლის ადამიანის
შრომას ფიზიკურ სამუშაო ოპერაციებში, არამედ საკუთარი მართვის ფუნქციასაც თვითონ
ასრულებს. მოკლედ, მექანიკური ოპერაციები მთლიანად გადადის მაქანა – ავტომატებზე ,
რის გამოც ადამიანი მინიმალურად მონაწილეობს წარმოებრივ პროცესში .
რობოტიზაცია. ამავე პერიოდში ხდება ადამიანების მოქმედების ანალოგიური მანქანების
ანუ რობოტების გამოყენება, რომლებიც ადამიანების მძიმე და მონოტონური შრომის
შემსუბუქების მიზნით შეიქმნა.
საწარმოო პროცესების კომპიუტერიზაცია. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა
დაზგების რბილი გადართვით გამოშვებული იქნას მრავალფროვანი ასორტიმენტის
პროდუქცია. რობოტებისა და ტექნიკური მოწყობილობების კონტროლის მიზნით
კომპიუტერების გამოყენებას კომპიტირეზებული წარმოება ეწოდება . მაგალითად ,
დრეკადი საწარმოო პროცესების პირობებში ერთი სახეობის პროდუქტიდან მეორეზე
გადასავლელად საჭიროა ამ პროცესის კომპიტერული მართვა, რაც არ მოითხოვს
საამქროების სრულ გადაწყობას. აღნიშნულის წყალობით საწარმოს შეუძლია დღე
საბრძოლო ბოინგები გამოუშვას, ღამით კი_სათამაშო თვითმფრინავები .
ოპერაციულ მენეჯმენტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შესყიდვითი ანუ მასალების
შეძენითი საქმიანობისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვას. ორივე ამ
პროცესის საბოლოო მიზანია საწარმოს მოგების გაუმჯობესება. არსებობს მარაგების სამი
ძირითადი ტიპი: ძირითადი მასალების, მაკომპლექტებელი დეტალებისა და სხვათა
მარაგები; დაუმთავრებელი წარმოების მარაგები; მზა პროდუქციის მარაგები .
მარაგების არსებობა შესაძლებლობას იძლევა: თავიდან იქნას აცილებული კლიენტთა
დანაკარგები მარაგების უქონლობის გამო; კლიენტმა შეისწავლოს საქონელი მის
შესყიდვამდე; გამოყენებული იქნას ნედლეულის ფასების შესაძლო ზრდა და შემცირება ;
უზრუნველყოფილ იქნას საწარმოს მუშაობა შეუფერხებლად და პერსონალის
შეუმცირებლად; პროდუქცია გამოშვებული იქნას იმ მოცოლობით , რომ
უზრუნველყოფილი იქნას ხარჯების მინიმიზება; აიგოს მუშაობა ფასებისა და ხარჯების
ზრდაზე; დაცული იქნას თავი გაფიცვებისგან.
რესურსების შესყიდვებისა და მარაგების მართვის ამოცანაა : საჭირო ხარისხის
საქონლისა და მომსახურების შეძენა; საჭირო რაოდენობის საქონლისა და
მომსახურებისა შეძენა; საქონლისა და მომსახურების შეძენა საჭირო დროს; საქონლისა
და მომსახურების შეძენა საჭირო ადგილზე და მომწოდებლებისაგან; საქონლისა და
მომსახურების შეძენა კარგ ფასად.
მატერიალურ-ტექნიკური მარაგების დანიშნულებაა რესურსების ყოველ მომდევნო
მოწოდებამდე უზრუნველყოს წარმოების მოთხოვნილება. Ამიტომ საწარმოს უნდა
გააჩნდეს რესურსების გარკვეული მარაგი, რათა ყოველ საათს და ყოველდღე მისი
შემოტანით არ იყოს დაკავებული.
32. სამეწარმეო დანაკარგების ძირითადი მიზეზები და სახეობები
სამეწარმეო რისკებს (დანაკარგებს) აპირობებს შემდეგი ძირითადი მიზეზები:
1. სტიქიური უბედურებანი (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ეპიდემიები , ხანძარი ,
ავარიები, გაქურდვა, და ა.შ.). ჩამოთვლილი სახეობების წინასწარმეტყველება რთულია ,
ამასთან, ასეთი პირობების აღმოცენების ალბათობაც ერთობ მცირეა ;
2. გაუთვალისწინებელი პოლიტიკური მოვლენები, რომლის შედეგადაც იცვლება
კანონები, სამეურნეო საქმიანობის ნორმები და წესები, რომელთაც შეუძლიათ დიდი
გავლენა მოახდინონ გაუთვალისწინებელი დანაკარგების წარმოქმნაზე . ამგვარი
მოვლენების განჭვრეტა თითქმის შეუძლებელია და ისინი უნდა აღვიქვათ როგორც
რეალობა;
3. სამეწარმეო ოპერაციების მონაწილეთა ავადმყოფობა და სიკვდილი ;
4. არაკომპეტენტურად შედგენილი ბიზნეს_გეგმა;.
5. მოწყობილობის მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლა, ელექტრო-ენერგიის
მიუწოდებლობა;
6. შრომის ანაზღაურების ფონდის გადახარჯვა, მუშაკთა რაოდენობისა და ხელფასის
დონის გადაჭარბება ნავარაუდევთან შედარებით ანუ წარმოების ხარჯების ზრდა .
დანაზოგების რაციონალური, სარგებლიანი ინვესტირების პრობლემა განსაკუთრებით
აქტუალურია. თითოეულ თეთრს თქვენთვის გარკვეული უკუგება უნდა მოჰქონდეს,
ამიტომ ფული არ უნდა მოაცდინოთ, დააბანდოთ იგი იმაში, რისი ხელახალი გაყიდვაც
შესაძლებელია სწრაფად და მომგებიანად. თუ თქვენი ქონების (აქტივების), ან ბიზნესის
გაყიდვიდან მეტ ფულს მიიღებთ, ვიდრე იმ ქონების ან ბიზნესით წარმოებული საქონლის
რეალიზაციიდან, ნუ დავაყოვნებთ _ გაყიდეთ ქონება (საქმე ).
საქმეში დასაბანდებლად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ დროებით თავისუფალი ფული , ანუ
ის ფული, რომელიც დაგრჩებათ ყველა აუცილებელი, პირველადი ხარჯების გამოკლების
შემდეგ. ე.ი. საკითხს უნდა მიუდგეთ ნაშთობრივი პრინციპით, ანუ საქმეში ჩადოთ ის
ფული, რომლის დაკარგვა თქვენთვის კატასტროფის ტოლფასი არ იქნება.
სამეწარმეო საქმიანობაში შეიძლება ადგილი ქონდეს მატერიალურ , შრომით , ფინანსურ ,
დროის დანაკარგებსა და დანაკარგების სპეციალურ სახეობებს. Შევეხოთ თითოეულ
მათგანს. მატერიალური დანაკარგები აღმოცენდებიან გათვალისწინებულზე
დამატებით დანახარჯებში, მატერიალური ობიექტების, საქონლის, მასალების ,
ნედლეულის და ენერგიის სახით. ჩამოთვლილი დანაკარგების თითოეული სახე ,
შესაბამის საზომ ერთეულებში იზომება: წონით, მოცულობით და ა.შ. ერთეულებში.
შრომითი დანაკარგების ფულად ღირებულებაში გადაყვანა ხდება, შრომა - საათის
რაოდენობის ერთი საათის ფასზე გამრავლებით; ფინანსურ დანაკარგებს ადგილი აქვს
ფულის პირდაპირი დანაკარგების შემთხვევაში, ფულის გადახარჯვასთან,
გაუთვალისწინებელ გადასახადებთან და ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით .
ფულადი ზარალის სახეობაა, ასევე, დანაკარგები ინფლაციის და სავალუტო კურსის
რყევების გამო; დროის დანაკარგებს მაშინ აქვს ადგილი როდესაც სამეწარმეო
საქმიანობის პროცესი მიმდინარეობს იმაზე ნელა, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო . ასეთი
დანაკარგების პირდაპირი შეფასება ხდება საათებში , დღეებში და ა .შ . დროის
დანაკარგები ფულად ფორმაში რომ გადავიყვანოთ საჭიროა გაირკვეს მოგების რა
დანაკარგები გამოიწვია შემთხვევითმა დანაკარგებმა . დანაკარგების სპეციალური სახე
ვლინდება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე, მეწარმის პრესტიჟის
დაკარგვაში.

9 ბილეთი
33. Საერთაშორისო ბიზნესის არსი და მისი განსხვავება ქვეყნის შიდა საქმიანი
ოპერაციებისგან
საერთაშორისო ბიზნესი არის მოგების მიღების მიზნით ქვეყნის საზღვრებს გარეთ
რესურსების და საქონლის (მომსახურების) გადაადგილებასთან დაკავშირებული
საქმიანობა. სხვა სიტყვებით, საერთაშორისო ბიზნესში მოიაზრება ისეთი საქმიანი
ოპერაციები, რომლებიც ერთზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ მხარეებს შორის
ხორციელდება. ასეთია მაგალითად: ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების
შესყიდვა ერთ ქვეყანაში და მათი გადაზიდვა სხვა .ახელმწიფოში შემდგომი
გადამუშავებისა ან აწყობისათვის; მზა პროდუქციის ტრანსპორტირება ერთი ქვეყნიდან
მეორეში საცალო ვაჭრობაში გაყიდვის მიზნით; ქარხნების მშენებლობა საზღვარგარეთის
ქვეყნებში შედარებით იაფი სამუშაო ძალის გამოყენების საფუძველზე მაღალი
შემოსავლების მიღებისათვის; კრედიტის მიღება ერთი ქვეყნის ბანკიდან საქმიანი
ოპერაციების დაფინანსებისათვის მეორე ქვეყანაში და მრავალი სხვა . ამგვარი
საერთაშორისო საქმიანი ოპერაციების მონაწილე მხარეები (სუბიექტები ) შეიძლება
იყვნენ ფიზიკური პირები, ცალკეული კომპანიები, კომპანიათა ჯგუფები თუ სახელმწიფო
ორგანიზაციები.

რითი განსხვავდება საერთაშორისო ბიზნესი ქვეყნის შინა საქმიანი


ოპერაციებისაგან? საშინაო მეწარმეობაში იგულისხმება საქმიანი ოპერაცია , რომელიც
არ სცდება ერთი სახელმწიფოს ფარგელბს. საერთაშორისო საქმიანი ოპერაცია კი
ხორციელდება მოცემული ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამას გარდა, ქვეყნის შინა საქმიანი
ოპერაციებისაგან საერთაშორისო ბიზნესი განსხვხვადება მასში ჩართული ქვეყნების
სხვადასხვა ვალუტებით, სამართლებრივი სისტემებით, კულტურებითა და რესურსებზე
ხელმისაწვდომობით. უფრო კონკრეტულად: საერთაშორისო ბიზნესში ჩართულ
ქვეყნებში, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა გამოიყენება , რაც მოითხოვს
ვალუტის კონვენტირებას (გადაცვლას) სულ ცოტა ერთი ქვეყნის ვალუტაზე მაინც;
სხვადასხვა ქვეყნაში განსხვავებული სამართლებრივი სისტემა არსებობს, რაც ერთერთ
მათგანს აიძულებს გარკვეული კორექტივები შეიტანოს თავის მოქმედებაში , რათა
შესაბამისობაში მოიყვანოს ადგილობრივ კანონმდებლობასთან. ეს კი საერთაშორისო
მენეჯერთა მიერ ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გადასაჭრელი პრობლემაა; არსებობს
განსხვავება სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს შორისაც, რაც, ასევე, აიძულებს თითოეულ
მათგანს თავისი ქცევების სტრატეგია ააგოს ისე, რომ შესაბამისობაში მოიყვანოს სხვა
ქვეყენების ეროვნულ-კულტურულ თავისებურებებთან; ყოველი ქვეყნისათვის
დამახასიათებელია რესურსების გარკვეული სახეობები და მოცულობა . ერთ ქვეყანას
შეიძლება გააჩნდეს ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგები , მაგრამ არ ჰყავდეს
კვალიფიციური სამუშაო ძალა. Ეს მაშინ, როდესაც სხვა ფლობდეს მწარმოებლურ ,
მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას და ამავდროულად განიცდიდეს ბუნებრივი
რესურსების დეფიციტს და სხვა.
ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო და შინა ბიზნეს-ოპრაციებში ჩართულ მენეჯერთა
საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან . ასე
მაგალითად, მარკეტინგის მენეჯერთა მიერ აუცილებლად უნდა ჩატარდეს მიზნობრივი
მომხმარებლების მოთხოვნილებებისა და სურვილების ანალიზი, მიუხედავად იმისა ისინი
დაკავებული არიან საერთაშორისო თუ სამამულო ბიზნესით. ბიზნესის წარმართვის
ზოგადი მიდგომების ერთიანობის მიუხედავად საერთაშირისო ბიზნესით დაკავებულ
მენეჯერთა შრომა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ქვეყნის შიგნით განხორციელებული
ანალოგიური საქმიანობა. ასე მაგალითად, საერთაშორისო ბიზნესით დაკავებული
სპეციალისტები კარგად უნდა ერკვეოდნენ ქვეყნების კულტურულ, კანონმდებლურ ,
პოლიტიკურ და სოციალურ თავისებურებებში. მათი მოვალეობაა სწორად შეარჩიონ
მიზნობრივი ქვეყანა, გაარკვიონ ის, თუ რომელ ქვეყანაში შეიძლება საჭირო რესურსების
შეძენა და სად შეიძლება კომპანიის პროდუქციის გაყიდვა. საერთაშორისო ბიზნესის
მენეჯერთა ფუნქციაა, აგრეთვე, კომპანიის საზღვარგარეთ მოქმედი ქალიშვილი
საწარმოების საქმიანობის კოორდინაცია იმ სამართლებრივი ნორმების შესაბამისად ,
რომლებიც მიღებულია შესაბამისი ქვეყნების საგადასახადო და მაკონტროლებელი
ორგანოების მიერ.
34. ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის საბოლოო პროდუქტები. ფირმის ფინანსურ-
ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლები
ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის საბოლოო პროდუქტია:
მოგება_ზარალის ანგარიში, რომელიც იძლევა პასუხს კითხვაზე_რამდენად ეფექტიანი
იყო საქმიანობა? რამდენად მომგებიანია საწარმო განსაზღვრული დროის (ერთი თვის )
განმავლობაში?
საბალანსო ანგარიში, რომელიც იძლევა პასუხს კითხვაზე_რამდენად ფინანსურად
მდგრადია საწარმო მოცემულ მომენტში? როგორია საწარმოს ფასი (თუნდაც ქაღალდზე )?
საკასო ბიუჯეტი, რომელიც ახდენს საწარმოში ფულადი საშუალებების მოდინებისა და
გადინების პროგნოზს, პასუხს იძლევა კითხვებზე: იქნება თუ არა საკმარისი ნაღდი ფული
დებიტორული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ? რამდენად მეტი ფულადი
საშუალებანი იქნება საჭირო დაგეგმილი გაყიდვების განსახორციელებლად ?

ფირმის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებენ შემდეგ


მაჩვენებლებს: მომგებიანობა, საერთო და ფაქტორული ეფექტიანობა, ფირმის
ლიკვიდურობა, მდგრადობა და ა.შ.

მოგება – ეს არის სხვაობა ფირმის მთლიან შემოსავლებსა და მთლიან ხარჯებს შორის.


არსებობს მოგების მიღების ორი გზა: ა) ფასების უცვლელობის პირობებში ხარჯების
შემცირება; ბ) ხარჯების უცვლელობის პირობებში ფასების ზრდა. ნულოვანი მოგების ან
ზარალის შემთხვევაში, ფირმას არ გააჩნია განვითარების წყარო და შეიძლება გაკოტრდეს.

განასხვავებენ საწარმოს ფაქტორულ და საერთო ეფექტიანობას. ფაქტორული ეფექტიანობის


გამოთვლისას, როგორც ითქვა, წარმოების შედეგს უფარდებენ წარმოების ერთ რომელიმე
ფაქტორს (შრომას, კაპიტალს, ნედლეულს).

შრომის უკუგება, მწარმოებლურობა = წარმოების შედეგი (პროდუქტის ღირებულება)


/მომუშავე მუშაკთა რაოდენობა

კაპიტალუკუგება = წარმოების შედეგი/ ძირითადი კაპიტალის ღირებულება

მასალუკუგება = წარმოების შედეგი / მასალების ხარჯი

შრომის მწარმოებლურობის შებრუნებული სიდიდეა შრომატევადობა, კაპიტალუკუგების


შებრუნებული სიდიდეა კაპიტალტევადობა, ხოლო მასალუკუგების შებრუნებული სიდიდეა
მასალატევადობა.

წარმოების საერთო ეფექტიანობის მახასიათებელია რენტაბელობა.

რენტაბელობა= მოგება/ წარმოების ხარჯები X 100

ან რენტაბელობა = მოგება/ ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის ღირებულება X 100

ფირმის ეკონომიკურ მდგომარებას, ასევე, ახასიათებს აქტივების ლიკვიდურობა. ფირმის


აქტივები – ეს არის საკუთარ კაპიტალს დამატებული ვალდებულებები.

აქტივების ელემენტებია : ნაღდი ფული, მატერიალური რესურსები, ფასიანი ქაღალდები,


არამატერიალური ფასეულობანი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფირმის აქტივებია ყველაფერი ის
რაც მას ფულის სახით გააჩნია, რაშიც ფულია ჩადებული და რაც შეიძლება იოლად
გადაიქცეს ფულად. აქტივების ლიკვიდურობა გულისხმობს ფირმის აქტივების ფულად
გადაქცევას სწრაფად და უდანაკარგოდ ანუ ფირმის გადახდისუნარიანობას.

ლიკვიდურების დონის შესაფასებლად გამოიყენება ორი მაჩვენებელი: დაფარვის


კოეფიციენტი და ვადიანობის კოეფიციენტი.

დაფარვის კოფიციენტი = ფირმის საბრუნავი საშუალებები/ მოკლევადიანი ვალდებულებანი

ვადიანობის კოეფიციენტი = სწრაფად რეალიზებადი მაღალლიკვიდური აქტივები/


მოკლევადიანი ვალდებულებანი
სწრაფად რეალიზებად მაღალლიკვიდურ აქტივებში შედის: ფული სალაროში,
ანგარიშსწორების ანგარიშზე, ადვილად რეალიზებადი ფასიანი ქაღალდები და
მოკლევადიანი დებიტორული დავალიანება. ე. ი. ამ შემთხვევაში მრიცხველში არ
გაითვალისწინება სასაქონლო_მატერიალური მარაგები, როგორც საბრუნავი ფონდების
ყველაზე ნაკლებლიკვიდური ნაწილი. ვადიანობის კოფიციენტი გვიჩვენებს, თუ ფირმას
რამდენად სწრაფად შეუძლია ფულადი ვალდებულების დაფარვა. ფირმისათვის კარგია,
როცა ეს მაჩვენებელი ახლოს არის ერთთან, ხოლო თუ ის ერთზე მეტია ეს არაა სასურველი,
ვინაიდან ამ დროს ფირმას გააჩნია იმაზე მეტი საშუალებები, ვიდრე საჭიროა.
35.დაზღვევის სახეობები
ცნობილია დაზღვევის სამი სახეობა: 1. ქონების დაზღვევა; 2. პასუხისმგებლობის
დაზღვევა; 3. პირადი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა. მათ შესაბამისად
გამოყოფენ სადაზღვევო ბიზნესის სახეობებს.
1. ქონების დაზღვევისას მოქალაქეს შეუძლია დააზღვიოს პირადი ქონება (სახლი,
ავტომანქანა, ავეჯი და სხვა). ხელშეკრულებაში აღინიშნება, რომ ამ ქონების მოპარვისას ,
ხანძრისაგან დაწვის ან დაზიანებისას, სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებისას ,
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის დროს სადაზღვევო
ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას, დაზარალებულს გადაუხადოს მიყენებული
ზარალის თანხა (რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული), დაზღვეულმა პირმა კი
ყველა შემთხვევაში დაზღვევის ვადის გასვლამდე უნდა იხადოს გარკვეული თანხა
სადაზღვევო მომსახურებისათვის. დავუშვათ, რომ რეგიონში, სადაც თქვენ ცხოვრობთ ,
1000 კაცს აქვს ავტომანქანა, საიდანაც თითოეულს საშუალოდ აზღვევენ 5000 ლარად,
რისთვისაც ყოველ მფლობელს შეაქვს სადაზღვევო შენატანი 100 ლარის ოდენობით. ე. ი.
სადაზღვევო თანხის მოცულობა შეადგენს (1000X100)=100000 ლარს. ცხადია, წინასწარ
არავინ იცის, თუ ვის ავტომანქანას მოიპარავენ, ან რომელი მათგანი მოჰყვება ავარიაში ,
რის გამოც რისკი ყველასთვის დაახლოებით თანაბარია. თუმცა, წინა წლების
გამოცდილებიდან ცნობილია, რომ წლის განმავლობაში იპარავენ და საგზაო-
სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად იმტვრევა საშუალოდ ათი ავტომანქანა , რისთვისაც
სადაზღვევო ორგანიზაციები იხდიან 50000 ლარს (5000X10). დანარჩენი თანხა (100000-
50000)=50000ლარი, ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლების შემდეგ, შეადგენს ამ
ორგანიზაციების მოგებას. აი, ასეთ პრინციპს ეფუძნება დაზღვევა .
დამზღვევის მიერ სადაზღვევო მომსახურების შეძენაზე გადახდილი ფული (დაზღვევის
ფასი) მთლიანად გადადის მზღვევლი-მეწარმის ხელში და უკან არ ბრუნდება. ამ ფულის
მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყენება დაზარალებულთა დანაკარგების
კომპენსირებისათვის, დანარჩენი კი, მზღვეველი-მეწარმის ადმინისტრაციული ხარჯების
დაფარვის შემდეგ, მისი მოგება ხდება. ამასთან, სადაზღვევო ფირმები ყველა ღონეს
მიმართავენ, რათა დამზღვევის მიერ მიღებული ზარალის დასაფარავად გასაცემი თანხის
მინიმიზაცია მოახდინონ.

2. დაზღვევის ერთ-ერთი სახეობაა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლის რამდენიმე


ფორმა არსებობს: პროდუქციის უხარისხობით და პროფესიული შეცდომებით მიყენებული
ზარალის (მაგალითად, ექიმის მიერ არასწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად
ავადმყოფის დაინვალიდების შემთხვევა) დაზღვევა, ასევე, კომპენსაციები მუშაკთა
პროფესიული ტრავმებისა და დაავადების გამო და სხვა. პასუხისმგებლობის დაზღვევის
ქვეშ იგულისხმება, აგრეთვე, დავალიანებების, ანუ მოვალეთა პასუხისმგებლობის
დაზღვევა. დავუშვათ, რომ ბანკმა მსესხებელს მისცა კრედიტი. არსებობს რისკი , რომ
მსესხებელი უპასუხისმგებლო აღმოჩნდება და არ, ან ვერ დაფარავს კრედიტს
პროცენტითურთ. ასეთი შემთხვევისგან თავის არიდებისთვის ბანკი მსესხებლებისგან
მოითხოვს სადაზღვევო კომპანიასთან გააფორმოს ხელშეკრულება და თუ იგი ვერ
შეძლებს კრედიტის დაბრუნებას, მაშინ ამის გაკეთება მოუწევს სადაზღვევო კომპანიას
3. არსებობს სიცოცხლისა და პირადი ჯანმრთელობის დაზღვევა და საპენსიო
პროგრამები. სიცოცხლის დაზღვევის მთავარი მიზანია ადამიანის გარდაცვალაბისას
ოჯახისადსმი მატერიალური თანადგომა. სიცოცხლის დაზღვევის ნაირსახეოებებია
დაზღვევა განსაზღვრული ვადით, ანაბრის სახით და უვადოდ. სიცოცხლის ვადიანი
დაზღვევისას მითითებულია დაზღვევის ხანგრძლივობა (ერთი, ხუთი, ათი წელი და ა.შ.).
წინასწარ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დაზღვეულის გარდაცვალება
ითვალისწინებს დაზღვევის თანხის გადახდას მისი მემკვიდრისადმი , ხოლო ვადის
დამთავრებისთანავე ძალას კარგავს დაზღვევის თანხის გადახდის გარანტიაც . დაზღვევა -
ანაბარიც ვადიანია, მაგრამ, პირველი სახეობისაგან განსხვავებით , წინასწარ
განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე დაზღვეული ღებულობს ხელშეკრულებაში
დაფიქსირებულ დაზღვევის მთელ თანხას. თუ იგი დაზღვევის ვადის გასვლამდე
გარდაიცვლება, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა დამზღვევის მემკვიდრეს
მიეცემა. პირს, რომელიც დაზღვეულის სიკვდილის შემდეგ კომპანიისაგან ღებულობს
თანხას, ეწოდება ბენეფიციარი. უვადო ანუ მუდმივი დაზღვევა ითვალისწინებს
დაზღვეული პირის მიერ სადაზღვევო თანხის გადახდას მთელი სიცოცხლის მანძილზე
ერთნაირი ოდენობით. ეს ხელს უწყობს თანხის დაგროვებას და წარმოდგება დანაზოგის
გარანტიად.
პირადი ჯანმრთელობის დაზღვევის მიზანია ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის
შედეგად წარმოშობილი. მატერიალური სიძნელეების შემსუბუქება . დაზღვევის თანხებით
იფარება დაზღვეული ავადმყოფის სამედიცინო მომსახურების (საავადმყოფოში დაწოლა ,
ოპერაცია, წამლები) ხარჯები და რამდენადმე ივსება ავადმყოფის ან ინვალიდობის
შედეგად დაკარგული შემოსავალი.
გამოყოფენ პირადი ჯანმრთელობის დაზღვევის ორ სახეობას, ესაა: სამედიცინო
მომსახურების დაზღვევა და შრომისუუნარობის დაზღვევა. სამედიცინო დაზღვევა
გულისხმობს სტაციონალური მკურნალობის, ფსიქიატრიული მომსახურების და სხვა
დაზღვევას. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, როგორც წესი, იხდიან დამქირავებლები .
ამასთან, სამედიცინო მომსახურების ტარიფების ზრდის შემთხვევაში აუცილებელი ხდება
დაზღვევაში წილობრივი მონაწილეობაც.
36. ფინანსური და მმართველური აღრიცხვა და აუდიტორული დასკვნა ბიზნესში
ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია იყოფა: საგარეო ანუ ფინანსურ აღრიცხვად და
შიდა ანუ მმართველობით აღრიცხვად. აღრიცხვის ეს ორი სახეობა, მსგავსების გარდა,
ხასიათდება გარკვეული განმასხვავებული ნიშნებითაც.
კერძოდ, ფინანსური აღრიცხვა და მის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ემსახურება
ისეთ გარე მომხმარებლებს, როგორიცაა: საგადასახადო სამსახური , საკრედიტო
დაწესებულებები, ინვესტიორები და ა.შ. სწორედ ამიტომ ფინანსური აღრიცხვის
მონაცემები ატარებს საჯარო ხასიათს და ექვემდებარება გარკვეული პერიოდის
განმავლობაში გამოქვეყნებას. ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა, ფინანსური ანგარიშგების
ისეთ დოკუმენტებს, როგორიცაა ბალანსი და მოგება_ზარალის ანგარიში. აღნიშნულის
გამო, ფინანსური აღრიცხვის მონაცემები მოკლებულნი არიან კონფიდენციალურ
ხასიათს.
ფინანსური აღრიცხვის მონაცემებისაგან განსხვავებით , მმართველური აღრიცხვის
ინფორმაცია საშინაო დანიშნულებისაა. მასში, ფინანსური აღრიცხვის მონაცემების
გარდა, ვხვდებით ფირმის კომერციულ საიდუმლოებებს, წარმატებისა თუ
წარუმატებლობის მიზეზებსაც, სწორედ ამიტომ მმართველური აღრიცხვის ინფორმაცია
ყველასათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.
აღრიცხვის ორივე სახეობა უნდა ასახავდეს რეალურ სინამდვილეს და იყოს უტყუარი . ამ
საქმეს ემსახურება შიდა და გარე აუდიტორული შემოწმება. საქართველოში
აუდიტორულ საქმიანობას არეგულირებს კანონი აუდიტორული საქმიანობის სესახებ .
კანონის თანახმად აუდიტის ჩატარება სავალდებულოა შეზღუდული პასუხისმგებლობის
მეურნე_სუბიექტებისათვის. ეს სუბიექტები ვალდებულნი არიან საანგარიშო წელს 31
დეკემბრამდე შეატყობინონ საგადასახადო ინსპექციას აუდიტორულ მომსახურებაზე
ხელშეკრულების დადების შესახებ, ხოლო აუდიტორული დასკვნა საგადასახადო
ინსპექციას უნდა ჩაბარდეს წლიურ ანგარიშგებასთან ერთად.
“აუდიტი” უცხოური სიტყვაა და მოსმენას ნიშნავს. აუდიტის მიერ მოპოვებული
ინფორმაცია აინტერესებს, ერთი მხრივ, საწარმოს მეპატრონეს , და მეორე მხრივ,
სახელმწიფოს ფირმის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების თვალსაზრისით . აუდიტორული
შემოწმება შეიძლება
მოხდეს, როგორც ფირმის მესაკუთრის, ისე სახელმწიფოს, ვთქვათ, საგადასახადო
დეპარტამენტის ინიციატივით. აუდიტორული შემოწმება სოციალისტური რევიზიისაგან
იმით განსხვავდება, რომ რევიზია ემსახურებოდა მხოლოდ გარღვევების გამოვლენას,
აუდიტი კი, ზემოთ ხსენებულთან ერთად, გულისხმობს გარღვევების აღმოფხვრასთან
დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებასაც . აუდიტორული
შემოწმების ბოლოს შემმოწმებლის მიერ ფორმდება დასკვნის აქტი. დასკვნა შეიძლება
იყოს ოთხი სახის:
1. დადებითი დასკვნა;
2.პირობითი დადებითი დასკვნა (გარღვევებზე დგება აქტი და ეძლევა მითითება
გამოსწორების შესახებ);
3. უარყოფითი დასკვნა;
4. არ ეძლევა დასკვნა

10 ბილეთი
37. ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფის შიდა წყაროები

არსებობს ბიზნესის დაფინანსების ორი – შიდა და გარე წყარო. შიდა წყაროში მოიაზრება ის
შემოსავლები, რომელიც დაკავშირებულია ფირმის საქმიანობის და მისი საკუთარი ქონების
გაყიდვა_გაიჯარების შედეგებთან. ესენია:

1. ფირმის საკუთარი სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავალი;

2. ამორტიზაციის ფონდი;

3. საკუთარი ქონების რეალიზაციიდან და იჯარით გაცემიდან მიღებული


შემოსავალი.

1. ბიზნესის დაფინანსების ყველაზე დიდი შიდა წყაროა ფირმის საკუთარი სამეურნეო


საქმიანობიდან შემოსავალი ანუ გარკვეულ პერიოდში საქონლისა და მომსახურების
რეალიზებიდან ამონაგები (ნავაჭრი). ამ შემოსავლის ერთი ნაწილი ხმარდება საქონლის
წარმოებისა და მიმოქცევის ხარჯების ანუ პროდუქციის თვითღირებულების დაფინანსებას,
ხოლო მეორე ნაწილი _ წმინდა მოგება, დარჩენილი მეწარმის (პარტნიორების)
განკარგულებაში მოგებიდან გადასახადის გადახდის შემდეგ, შეიძლება განაწილდეს
მთლიანად პარტნიორებს შორის, ან

მთლიანად მოხმარდეს ბიზნესის შემდგომ განვითარებას.

2. ამორტიზაციის ფონდი – ეს არის ის თანხა, რომელიც ხმარდება ძირითადი კაპიტალის


შეკეთება-აღდგენას, რისი აუცილებლობაც წარმოიშობა მათი ცვეთის კვალობაზე. როგორც
ყველაფერი, ისე ძირითადი კაპიტალი დროებითია. მას აქვს ექსპლოატაციის გარკვეული
ვადა. მაგალითად, თუ დაზგის ექსპლუატაციის ვადა 10 წელია და ის ღირს 10 000 ლარი,
მაშინ ყოველწლიურად ამ დაზგის მეათედი ნაწილი ცვდება და შესაბამისი ღირებულება, ანუ
1 000 ლარი, გადადის შესაქმნელ პროდუქტში. ხოლო ამ პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ
ხსენებული ამორტიზაციის ანარიცხები გროვდება ამორტიზაციის ფონდში. აქედან
გომომდინარე, ჩვენს მაგალითზე, პირველ წელს ამ ფონდში დაგროვდება 1 000 ლარი, მეორე
წელს – 2 000 და ა.შ. ხოლო მის სრულ ამორტიზირებას დასჭირდება 10 წელი. სანამ
ძირითადი კაპიტალი სრულად არ გამოისყიდის თავის თავს, მეწარმეს ამ ამორტიზაციის
ფონდის გამოყენება შეუძლია ბიზნესის დაფინანსებისათვის.

3. საკუთარი ქონების რეალიზაციიდან და იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

ამჟამად, პოსტსაბჭოურ საქართველოში, ძალინ ბევრ საწარმოს გააჩნია ჭარბი მიწის ნაკვეთი,
ან სხვა კაპიტალი რომელთა გაყიდვითა და გაქირავებით მათ შეუძლიათ მიიღონ
შემოსავალი, რაც წარმოადგენს ბიზნესის დაფინანსების ერთ-ერთ შიგა წყაროს.

38. რეკლამის არსი, ფუნქციები და გამოყენების ეფექტიანი გზები ბიზნესშირეკლამა


წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან ,,რეკლამარე” და ნიშნავს შეძახილს, საქონლის
ბაზარზე არსებობის, ხარისხის და სარგებლიანობის შესახებ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ,
რეკლამა ეს არის საკუთარი საქონლის ღირსებების მომხმარებელთათვის გაცნობა, მოწონება
და მისი ყიდვის მონდომება. სხვაგვარად, რეკლამა არის წარმოებასა და მოხმარებას შორის
კომუნიკაციური კავშირის სახეობა გაყიდვის სტიმულირების მიზნით.

რეკლამა თავისი არსიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) მომხმარებელთა ინფორმირება საქონლისა და მომსახურების არსებობისა და ღირსებების


შესახებ. სარეკლამო განცხადებაში უნდა აისახოს ცნობები საქონლისა და მომსახურების,
ხარისხის, ღირსებების, ასევე, მათი წარმოების, შეძენის და გამოყენების შესახებ. ასეთი
რეკლამა საქონლისა და მომსახურების პროპაგანდის კარგი საშუალებაა.

ბ) მომხმარებლის დარწმუნება მოცემული საქონლის შეძენაში. დამარწმუნებელი რეკლამის


ამოცანები რამდენადმე რთულია საინფორმაციო რეკლამასთან შედარებით, ვინაიდან
აუცილებელია პოტენციური მყიდველის დაყოლიება იმ საქონლის შეძენაში, რომელიც მისი
ინტერესების ორბიტაში არ შედიოდა.
გ) შეხსენებითი რეკლამა, რომლის მიზანია აღადგინოს არსებული, მაგრამ დავიწყებული
მოთხოვნა, გააქტიუროს მყიდველის დამოკიდებულება მისთვის ცნობილი საქონლის
მიმართ. ამგავრი რეკლამა მნიშვნელოვანია სეზონური და პერიოდულად განახლებადი
საქონლისათვის.

შევნიშნავთ, რომ რეკლამა ეფექტიანია მხოლოდ მაშინ როცა:

ა) სარეკლამო განცხადებაში წარმოდგენილია რაღაც კონკრეტული სავაჭრო წინადადება და


მითითებულია იმის შესახებაც, თუ რა სარგებელს ნახავს მოცემული საქონლის მყიდველი.

ბ) წინადადება კონკურენტთათვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს. მისი ორიგინალობა


კავშირში უნდა იყოს ან საქონლის უნიკალურობასთან ან რეკლამის მოცემულ სფეროში
რაღაც სიახლესთან;

გ) სავაჭრო წინადადება ისეთი მიმზიდველი უნდა იყოს, რომ დააინტერესოს


მომხმარებელთა დიდძალი არმია, მიიზიდოს არა მარტო ძველი, არამედ ახალი კლიენტებიც.
რასაკვირველია მრავალი მასიური მოხმარების საქონელი, ვთქვათ, იგივე საპონი, კბილის
პასტა, ლუდი, ღვინო, პური და სხვა, არსებითად ჰომოგენურია (ერთგვაროვანია). მაგრამ
საკმარისია სპეციალისტებმა მათზე ორგანელეპტიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევა
ჩაატარონ, რომ მოვლენათა ზედაპირზე ამოტივტივდება მრავალი ორიგინალური
სასარგებლო თვისება საქონლისა, რომლის შესახებ უწინ თვით მისმა მწარმოებლებმაც კი
არაფერი იცოდნენ. ცხადია, ასეთ სიტუაციაში გასაღება მაშინვე წახალისდება.

ისიც სათქმელია, რომ ზოგჯერ უნიკალური სავაჭრო წინადადების მოძებნა ისევე რთულია,
როგორც ნემსისა თივის ზვინში. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ:

ა) შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ საქონელი, რათა მათი ახალი ღირსებებით მოიზიდოთ


მომხმარებელი. ეს გზა, მართალია, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ
ზოგჯერ ყველაზე პერსპექტიულია;

ბ) თუ საქონელი კვლავ იდენტური რჩება, მაშინ მის შესახებ მომხმარებელს უამბეთ ისეთი
რამ, რაც უწინ არ გითქვამთ.
39. საერთაშორისო ბიზნესის ფორმები
საერთაშორისო ბიზნესის (ბიზნესზე გასვლის) ფორმებია: ექსპორტი, ლიცენზირება,
პირდაპირი ინვესტიცია უცხოეთში, ერთობლივი (მრავალეროვნული) საწარმო და
ტრანსეროვნული კორპორაცია. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ კომპანიების უმრავლესობა საერთაშორისო ბიზნესს
ექსპორტით იწყებს, ვინაიდან იგი საგარეო ბაზარზე გასვლის (შეღწევის) ყველაზე იაფი და
ეფექტიანი გზაა. ამ მიზნით იქმნება დამოუკიდებელი სავაჭრო კომპანია , რომელიც
აადვილებს უცხოელ მყიდველებთან დაკავშირებას. საქართველოდან ექსპორტი იმას
ნიშნავს, რომ ხდება ქართული საქონლის გაგზავნა საზღვარგარეთელ მომხმარებლებთან
და იმათგან მიიღება უცხოური ვალუტა. ქართული საექსპორტო პროდუქციის
კონკურენტუნარიანობა, ხარისხთან და ფასთან ერთად, დიდადაა დამოკიდებული ლარის
კურსზე სხვა ქვეყნების ვალუტის მიმართ. ლარის სისუსტე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი
ნაკლია ცხოვრების მრავალ სფეროში, ექსპორტიორებისათვის ხელსაყრელია , რადგან
ქართულ საქონელს აიაფებს სხვა ქვეყნების საქონელთან შედარებით. ლარის გაძვირება
კი - საპირისპირო შედეგს იძლევა.
ლიცენზირება. ფრანჩაიზის მსგავსად ლიცენზირება ნებართვის შეძენაა. ასე მაგალითად ,
მსხვილ კომპანიას შეუძლია სპეციალური შეთანხმების საფუძველზე საკუთარი მარკის
გამოყენების ან პროდუქციის წარმოების ლიცენზია (ნებართვა) მიჰყიდოს უცხოურ
კომპანიას ან სახელმწიფოს. ამ შეთანხმების საფუძველზე უცხოური კომპანია ან
სახელმწიფო იყენებს ლიცენზიის გამყიდველი ფირმის პატენტს, მარკას , ტექნოლოგიას
და ავითარებს საერთაშორისო ბიზნესს. სანაცვლოდ ლიცენზიის გამყიდველი იღებს
სალიცენზიო გადასახდელს. Როგორც ხედავთ, ლიცენზიის გამცემი თავისი სავაჭრო
მარკის საერთაშორისო ბაზარზე გამოყენებიდან შემოსავალს იღებს ყოველგვარი
ინვესტირების გარეშე.
პირდაპირი ინვესტიციები უცხოეთში. როგორც დასახელებიდან ჩანს, იგი გულისხმობს
ინვესტიციების (კაპიტალის) განთავსებას უცხოურ სახელმწიფოში. კაპიტალის გატანა
შეიძლება მოხდეს პორთფელური და პირდაპირი ინვესტიციების ფორმით სახელმწიფოს ,
საერთაშორისო ორგანიზაციების, კორპორაციებისა და კერძო პირების მიერ .
პირდაპირი ინვესტიციები, ერთი მხრივ, ფრანჩაიზისა და ლიცენზირების
საწინააღმდეგო აქტია, როდესაც ინვესტირება, როგორც ასეთი, არ ხდება და მეორე
მხრივ, ექსპორტის ბუნებრივი გაფართოებაა, რადგან როდესაც ექსპორტის მოცულობა
იზრდება, შესაბამისად მატულობს ტრანსპორტირების ხარჯები , რისკები , საბაჟო
გადასახადები და ა. შ. და ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხდება პირდაპირი
ინვესტირება.
პირდაპირი ინვესტირება უცხოეთში ორი ფორმით ხდება: 1. კომპანიის მიერ
საზღვარგარეთ უკვე მზა ბიზნესის, ან მისი ნაწილის შეძენა; 2. მზა კომპანიის შესყიდვის
შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მიწის შეძენა თავისი
პროფილის საწარმოს აშენების მიზნით.
მრავალეროვნულ კორპორაციაში სათაო კომპანია ეკუთვნის ორი ან მეტი ქვეყნის
კაპიტალს, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელ მსოფლიოში ვრცელდება .
ერთობლივი ანუ რამდენიმე ქვეყნის ეროვნული კაპიტალით ჩამოყალიბებული
საერთაშორისო საწარმოს (კორპორაციის) მოტივი ისაა, რომ პარტნიორებმა
კონკურენციის ნაცვლად მომავალში ერთობლივად მიაღწიონ მიზანს. ასეთი საქმიანი
ორგანიზაცია სიმბიოზურია ანუ პარტნიორებისათვის ურთიერთსასარგებლოა .
ტრანსეროვნული კორპორაცია არის მასშტაბური გაერთიანება ბიზნესის სფეროში,
რომელიც კაპიტალის წარმომავლობის მიხედვით ეროვნულია, ხოლო საქმიანობის
არეალით_საერთაშორისო. სხვაგვარად, ტრანსეროვნული კორპორაციაში სათაო
კომპანია ეკუთვნის ერთ ქვეყანას, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სხვა ქვეყნებში ასეთი კორპორაცია ბიზნესს ახორციელებს
ე.წ. შვილობილი კომპანიების ფართო ქსელით. ტრანსეროვნული კორპორაცია (ტეკ) არის
სამეურნეო სტრუქტურა, რომელიც მოიცავს დედა_კომპანიას და მის საზღვარგარეთულ
ფილიალებს.
40. სამეწარმეო რისკების ზონები და გაზომვა-შეფასების მეთოდები
ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა ხასიათდება მეტნაკლები რისკით . Რისკის
(დანაკარგების_ზარალის) ხარისხის მიხედვით მეწარმეობის სფეროებს ყოფენ ზონებად .
საქმიანობის სფეროს, სადაც მოსალოდნელი დანაკარგები ნულის ტოლია ანუ
ნავარაუდევი მოგება სრულად მიიღება, არასარისკო (ნულოვანი დანაკარგების) ზონა
ეწოდება.
საქმიანობის სფეროს, სადაც შესაძლოა დაიკარგოს ნავარაუდევი მოგების ნაწილი ან
მთლიანად მოგება, დასაშვები რისკის ზონა ეწოდება. ამ ზონაში სამეწარმეო საქმიანობა
დასაშვებია, რადგანაც რისკით გამოწვეული დანაკარგები მოგებას არ აღემატება .
მაგალითად: ნავარაუდევი გქონდათ 2000 ლარის მოგების მიღება. სინამდვილეში კი
დაკარგეთ მისი ნაწილი ან მთლიანად 2000 ლარი. ასეთ სიტუაციაში სახეზეა დასაშვები
რისკის ზონა, რადგანაც წარმოებისა და მიმოქცევის ხარჯები დაიფარა , მაგრამ უქმად
ჩატარდა ბიზნეს_ოპერაცია, რამეთუ არ მოიტანა ნავარაუდევი, ხარჯებზე მეტი
შემოსავალი ანუ მოგება.
თუ მაგალითად, საქმეში დააბანდეთ 3000 ლარი, ხოლო ამოაგეთ 2000 ლარი, მაშინ
სახეზეა კრიტიკული რისკის ზონა. ამ შემთხვევაში თქვენ კარგავთ არა მარტო მოგებას,
არამედ ვერ ფარავთ ხარჯებსაც კი. ე. ი. 1000 ლარი საკუთარ თავზე უნდა აიღოთ, მოგებაზე
კი ლაპარაკი ზედმეტია. ამრიგად, თუ სამეწარმეო პროექტის ანალიზის შედეგად გაირკვა ,
რომ მისი რეალიზაციისას შეიძლება დაიკარგოს იმ ოდენობის თანხა, რომელიც
აღემატება მოგებას, მის განხორციელებაზე უარი უნდა თქვათ.
ხოლო, თუ სამეწარმეო პროექტი გაკარგვინებთ ქონებას და ფულად საშუალებებს
მთლიანად, მაშინ სახეზეა კატასტროფული რისკის ზონა. ამგვარი პროექტის
რეალიზაცია უფრო ავანტიურაა, ვიდრე სამეწარმეო რისკი . მაგალითად , ინდივიდუალური
მეწარმეობის დროს შესაძლებელია პირადი ქონების ან მისი ნაწილის დაკარგვა . ეს იმ
შემთხვევაში, როცა დავალიანების დაფარვისათვის საკმარისი არ აღმოჩნდება
სამეწარმეო ქონება. Აქედან გამომდინარე, სამეწარმეო საქმიანობას მაშინ აქვს აზრი ,
როდესაც კატასტროფული დანაკარგების ალბათობა უკიდურესად დაბალია და
უახლოვდება ნულს.
არსებობს რისკის გაზომვა_შეფასების სტატისტიკური, ექსპერტული და კომბინირებული
მეთოდი. რისკის სტატისტიკური მეთოდით შეფასებისას სწავლობენ კონკრეტული
საქმიდან მოგება_ზარალის სტატისტიკას. ექსპერტული შეფასებისას რისკს აფასებენ
არსებული ცოდნაგამოცდილების და ინტუიციის საფუძველზე. ამ მეთოდს მიმართავენ
ინფორმაციის დეფიციტის პირობებში. საერთოდ სტატისტიკურ და საექსპერტო მეთოდებს
მიმართავენ მაშინ, როცა რისკი დასაშვები ან კრიტიკულია, ხოლო თუ რისკი
კატასტროფულია მაშინ აუცილებელია როგორც სტატისტიკური ისე საექსპერტო
მეთოდების კომბინაცია.

You might also like