You are on page 1of 3

- რას გულისხმობს მარკეტინგული გარემო და როგორია მისი მნიშვნელობა?

მარკეტინგული გარემო - ეს არის ის გარე ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ


მარკენიტგის მართვის უნარეზე ააგოს და შეინარჩუნოს წარმატებული
ურთიერთობები მიზნობრივ მომხმარებლებთან.

მარკეტინგული გარემო გვთავაზობს როგორც შესაძლებლობებს ასევე


საფრთხეებს.

საწარმოს მარკეტინგული გარემო ორ ნაწილად იყოფა: მიკროგარემო და


მაკროგარემო, ანუ შიდა და გარე მარკეტინგული გარემო.

მიკროგარემო - არის კომპანიასთან ახლოს არსებული ერთეულები,


რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის უნარზე.

მაკროგარემო - მოიცავს ძლიერ სოციოეთიკურ ძალებს, რომლებიც


ზემოქმედებენ მიკროგარემოზე.

- დაახასიათეთ კომპანიის მიკროგარემო, დაასახელეთ და განმარტეთ მისი


თითოეული ელემენტი;

მიკროგარემოში მოქმედებს ფაქტორები

მომწოდებლები - არიან საწარმოები და კერძო პირები, რომლებიც საწარმოს და მის


კონკურენტებს ამარაგებენ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად საჭირო
მატერიალური, ადამიანისეული და ფინანსური რესურსებით.

მომხმარებლები - არიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც


ყიდულობენ და მოიხმარენ მოცემული საწარმოს საქონელს.

კონკურენტები - ის საწარმოები, რომლებიც ბაზარზე უპირისპირდებიან


მოცემული კონკურენტული საწარმოს საქონელს ან მომსახურების ანალოგიური
საწარმოს საქონელს ან მომსახურებას ანალოგიური საქონლით ან მომსახურებით.
მარკეტინგული შუამავლები - არიან ის საწარმოები და ფიზიური პირები,
რომლებსაც ეხმარებიან მოცემულ კონკრეტულ საწარმოს საქონლის
მომხმარებლისკენ გადაადგილებასა და გასაღებაში.

საკონტაქტო აუდიტორიას - შეადგენს ის ცალკეული პირები და საწარმოები,


რომელთაც რეალურად აინტერესებთ მოცემული საწარმოს საქმიანობა და გავლენას
ახდენს მის უნარზე - მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

მაკროგარემოში მოქმედი ფაქტორები:

დემოგრაფიული გარემო - არის მოსახლეობის შესწავლა რაოდენობის,


სიმჭიდროვის, ადგილმდებარეობის, ასაკის, სქესის და სხვა სტატისტიკური
მონაცემების მიხედვით.

ეკონომიკური გარემო - ინსტიტუტები და სხვა ძალები, რომლებიც გავლენას


ახდენენ საზოგაოების ძირითად ფასეულობებზე, შეხედულებებზე და ქცევებზე.

ტექნოლოგიური გარემო - ძალები, რომლებიც ქმიან ახალ ტექნოლოგიებს,


პროდუქციასა და საბაზრო შესაძლებლობებს.

ბუნებრივი გარემო - ბუნებრივი რესურსები, რომლებსაც კომპანია თავისი


პროდუქციის გამოშვებისთვის იყენებს ან თავისი ბიზნესსაქმიანობით მათზე ახდენს
გავლენას.

- როგორი უნდა იყოს მარკეტინგულ გარემოსთან ურთიერთობა?


კომპანიათა ერთი ნაწილი მარკეტინგულ გარემოს მიიჩნევს როგორც
დაუქვემდებარებელ ელემენტს, რომელსაც ისი უნდა შეეგუოს. ისინი მარკეტინგულ
გარემოს აღიქვამენ პასიურად და არ ცდილობენ მასზე ზემოქმედებას, აანალიზებენ
ამ გარემოში მოქმედ ძალებს და შეიმუშავებენ სტრატეგიებს. მათი მხრიდან
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თავის მხრივ გამოიყენებენ
მარკეტინგულ გარემოში არსებულ შესაძლებლობებს.

სხვა კომპანიები არა მხოლოდ თვალყურს ადევნებენ და ეგუებიან გარემოში


მიმდინარე ცვლილებებს, არამედ აქტიურად ზემოქმედებენ საქოგადოებაზე. ისინი
თანამშრომლობენ გავლენიან ადამიანებთან, რომლებიც ახდენენ მათი ინტერესების
ლობირებას სხვადასხვა კანონების მიღებისას. გარდა ამისა კომპანიები ატარებენ
სპეციალურ ღონისძიებებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების
წარმომადგენლებთან, რათა მოიპოვონ მათი საჭირო თანადგომა. ისინი თანხას
უხდიან ჟურნალებისა და გაზეთების რედაქტორებს რათა კომპანიის საქონლისა და
საქმიანობის მიმართ შექმნან საქოგადოებაში დადებითი განწყობა.

მარკეტინგის მმართეკებს ყოველთვის ძალუძთ მარკეტინგულ გარემოს


ფაქრორებზე ზემოქმედება. ხშირ შემთხვვევაში იძულებულნი არიან მხოლოდ
თვალყური ადევნონ გარემოს და რეაგირება მოახდინონ იქ მიმდინარე
ცვლილებებზე. მაგალითად: კომპანია პრაქტიკულად ვერ მიაღწევს წარმატებას თუ
შეეცდება ხელი შეუშალოს გეოგრაფიულ მიგრაციას, ეკონომიკურ გარემოში მოქმედ
ძალებს, ან მოისურვებს შეცვალოს ძირითადი კულტურული ფასეულობანი, მაგრამ
როცა ეს შესაძლებელია მარკეტოლოგმა უნდა გაატაროს აქტიური პოლიკტიკა
მარკეტინგულ გარემოსთან მიმიართებაში

You might also like